რას წარმოადგენს იტუქსრედი იტუქსრედი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას „რიტუქსიმაბს“. ეს არის ცილის სპეციფიური ტიპი, რომელსაც „მონონუკლეურ ანტისხეულს“ უწოდებენ. ის უკავშირდება სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების, B-ლიმფოციტების, ზედაპირს. როდესაც ის დაუკავშირდება ამ უჯრედების ზედაპირს, იწვევს ამ უჯრედების სიკვდილს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რიტუქსიმაბი (rituximab)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/10მლ (10მგ/მლ) 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Dr. Reddy’s Laboratories Ltd., ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, მონოკლონური ანტისხეულები და ანტისხეულების და პრეპარატების კონიუგატები
- ATC კოდი
- L01FA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045022
- რეგისტრირებულია
- 19 მარტი 2026, მოქმედებს 1 იანვარი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
იტუქსრედი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს იტუქსრედი
იტუქსრედი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას „რიტუქსიმაბს“. ეს არის ცილის სპეციფიური ტიპი, რომელსაც „მონონუკლეურ ანტისხეულს“ უწოდებენ. ის უკავშირდება სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების, B-ლიმფოციტების, ზედაპირს. როდესაც ის დაუკავშირდება ამ უჯრედების ზედაპირს, იწვევს ამ უჯრედების სიკვდილს.
რისთვის გამოიყენება იტუქსრედი
იტუქსრედის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში და მოზრდილებში სხვადასხვა ტიპის დაავადებების მკურნალობის მიზნით. თქვენმა ექიმმა რიტუქსიმაბი შესაძლოა დანიშნოს შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
ა) არაჰოჯკინის ლიმფომა
ეს არის ლიმფური ქსოვილის (იმუნური სისტემის ნაწილი) დაავადება, რომელიც აზიანებს თეთრი სისხლის უჯრედების ერთ-ერთ ტიპს, რომელსაც B-ლიმფოციტები ეწოდება.
მოზრდილებში რიტუქსიმაბი შეიძლება დაინიშნოს ცალკე ან სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც „ქიმიოთერაპია“ ეწოდება.
იმ მოზრდილ პაციენტებში, რომლებთანაც მკურნალობა ეფექტურია, რიტუქსიმაბი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემანარჩუნებელი თერაპიის სახით 2 წლის განმავლობაში საწყისი მკურნალობის დასრულების შემდეგ.
ბ) ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (CLL) - არის ყველა ხშირად გავრცელებული ლეიკემიის ფორმა მოზრდილებში. CLL-ის დრო ზიანდება გარკვეული ტიპის ლიმფოციტები, B-უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში და მწიფდება ლიმფურ კვანძებში. CLL-ის მქონე პაციენტებში არის ბევრი პათოლოგიური ლიმფოციტი, რომელიც ძირითადად გროვდება ძვლის ტვინში და სისხლში. ამ პათოლოგიური B-ლიმფოციტების ჭარბი პროლიფერაცია არის იმ სიმპტომების მიზეზი, რომელსაც შეიძლება განიცდიდეთ. რიტუქსიმაბი ქიმიოთერაპიასთან ერთად ანადგურებს ამ უჯრედებს და განადგურებული უჯრედები ორგანიზმიდან გამოიყოფა ბიოლოგიური პროცესების მეშვეობით.
გ) რევმატოიდული ართრიტი
რიტუქსიმაბი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების დაავადება. დაავადების ზოგიერთი სიმპტომის განვითარებაში მონაწილეობენ B-უჯრედები. რიტუქსიმაბი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა მედიკამენტებით და რომლებიც ან აღარ მოქმედებენ, ან მათი ეფექტურობა აღარაა საკმარისი ან იწვევენ გვერდით მოვლენებს. რიტუქსიმაბი ძირითადად გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან, მეტოტრექსატთან, კომბინაციაში. რიტუქსიმაბი ანელებს რევმატოიდული ართრიტით გამოწვეულ სახსრების დაზიანებას და აუმჯობესებს ყოველდღიურ აქტივობის დროს ფიზიკურ ფუნქციას.
რიტუქსიმაბზე საუკეთესო პასუხი ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აქვთ დადებითი რევმატოიდული ფაქტორი (RF) და/ან ანტიციკლური ციტრულინირებული პეპტიდის ანტისხეულები (ანტი-CCP). ორივე ტესტი ხშირად დადებითია რევმატოიდული ართრიტის დროს და გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში.
დ) გრანულომატოზი პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
რიტუქსიმაბი კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან გრანულომატოზის პოლიანგიიტით (ადრე ცნობილი როგორც ვეგენერის გრანულომატოზი) და მიკროსკოპული პოლიანგიიტით მიმდინარე სიმპტომების მკურნალობის დროს. გრანულომატოზი პოლიანგიიტით და მიკროსკოპული პოლიანგიიტით - ეს არის სისხლძარღვების ანთებითი დაავადების 2 ფორმა, რომელიც პირველ რიგში აზიანებს ფილტვებს და თირკმელს, მაგრამ ასევე შეუძლია დააზიანოს სხვა ორგანოებიც. ამ დაავადებების განვითარებაში მონაწილეობას იღებენ B-ლიმფოციტები.
ე) ვულგარული პემფიგუსი
რიტუქსიმაბი გამოიყენება საშუალო და მძიმე ხარისხის ვულგარული პემფიგუსის დროს. ვულგარული პემფიგუსი არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს მტკივნეული ბუშტუკების გაჩენას კანის და პირის ღრუს, ცხვირის, ყელის და გენიტალიების ლორწოვანის არეში.
მიღების წესი და დოზირება
იტუქსრედს გაგიკეთებთ ექიმი ან ექთანი, რომელსაც აქვს ამ პრეპარატით მკურნალობის გამოცდილება. მედიკამენტის მიღებისას ისინი ყურადღებით დაგაკვირდებიან, რათა დროულად გამოვლინდეს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა.
იტუქსრედი ყოველთვის მიიღება წვეთოვანი გზით (ინტრავენური ინფუზია).თ.
იტუქსრედის ყოველი მიღების წინ დასანიშნი მედიკამენტები
იტუქსრედის მიღებამდე, თქვენ მიიღებთ შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად განკუთვნილ მედიკამენტს (პრემედიკაცია).
რამდენი ხანი და რა სიხშირით მიიღებთ მედიკამენტს
ა) თუ მკურნალობთ არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზით
თუ იტუქსრედს იღებთ მონოთერაპიის სახით
იტუქსრედი გაკეთდება კვირაში ერთხელ ოთხი კვირის განმავლობაში. შესაძლოა განმეორდეს რიტუქსიმაბით მკურნალობის კურსი.
თუ იტუქსრედს იღებთ ქიმიოთერაპიასთან ერთად
იტუქსრედი კეთდება ქიმიოთერაპიის დღეს, როგორც წესი 3 კვირიანი ინტერვალით, მკურნალობის 8 ციკლამდე.
თუ მკურნალობაზე კარგად რეაგირებთ, იტუქსრედი შეიძლება დაგენიშნოთ ყოველ ორ ან სამ თვეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. თერაპიაზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება შეცვალოს მკურნალობა.
თუ თქვენი ასაკი 18 წლამდეა, იტუქსრედს ქიმიოთერაპიასთან ერთად მიიღებთ. 3.5-დან 5.5 თვემდე პერიოდში იტუქსრედს 6-მდე მიიღებთ.
ბ) თუ მკურნალობთ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დიაგნოზით
თუ მკურნალობთ რიტუქსიმაბით ქიმიოთერაპიასთან ერთად, გაკეთდება იტუქსრედის ინფუზიის 6 ციკლი. მკურნალობის პირველ ციკლში რიტუქსიმაბს მიიღებთ 0 დღეს, ხოლო შემდგომი მკურნალობის ციკლებში - I დღეს. თითოეული მკურნალობის ციკლი გრძელდება 28 დღე. ქიმიოთერაპია უნდა დაინიშნოს რიტუქსიმაბის ინფუზიის შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, მიიღებთ თუ არა რაიმე დამხმარე მკურნალობას.
გ) თუ მკურნალობთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზით
თითოეული მკურნალობის ციკლი შედგება ორი ინფუზიისგან, რომლებიც კეთდება ორკვირიანი ინტერვალით. შესაძლებელია რიტუქსიმაბით მკურნალობის ციკლების გამეორება. თქვენი დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების მიხედვით, ექიმი გადაწყვეტს, მიიღებთ თუ არა რიტუქსიმაბის შემდეგ დოზებს. ეს შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ მოხდეს.
დ) თუ მკურნალობთ გრანულომატოზს პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
რიტუქსიმაბით მკურნალობა მოიცავს ოთხ ინფუზიას, რომლებიც კეთდება ერთ კვირიანი ინტერვალით. კორტიკოსტეროიდები, როგორც წესი, ინექციის სახით შეჰყავთ რიტუქსიმაბით მკურნალობის დაწყებამდე. თქვენმა ექიმმა მკურნალობის მიზნით შეიძლება ნებისმიერ დროს დაგინიშნოთ პერორალური კორტიკოსტეროიდები.
თუ თქვენ ხართ მინიმუმ 18 წლის და კარგად რეაგირებთ მკურნალობაზე, შეგიძლიათ მიიღოთ რიტუქსიმაბი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. გაკეთდება ორ ინფუზია ორ კვირიანი ინტერვალით, შემდეგ კი ერთი ინფუზია ყოველ 6 თვეში ერთხელ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს მკურნალობა (5 წლამდე).
ე) თუ მკურნალობთ ვულგარული პემფიგუსის დიაგნოზით
თითოეული მკურნალობის ციკლი შედგება ორი ინფუზიისგან, რომლებიც ტარდება ორკვირიანი ინტერვალით. თუ მკურნალობაზე კარგად რეაგირებთ, შეიძლება რიტუქსიმაბი დაგენიშნოთ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. ის იწყება საწყისი მკურნალობიდან 1 წლისა და 18 თვის შემდეგ და მიიღება ყოველ 6 თვეში ერთხელ საჭიროებისამებრ, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მკურნალობა თქვენი რეაქციის მიხედვით.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო პერსონალს.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების ძირითადი ნაწილი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. თუმცა ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება სერიოზული იყოს და საჭიროებდეს მკურნალობას. იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი რეაქცია შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც გახდეს.
რეაქცია ინფუზიაზე
ინფუზიის დროს ან მისი დასრულებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ცხელება, შემცივნება და კანკალი. შედარებით იშვიათად ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ინფუზიის ადგილას ტკივილი, ბუშტუკები, ქავილი, გულისრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის მომატება, ხიხინი, ყელის ტკივილი, ენის ან ყელის შეშუპება, ქავილი ან სურდო, ღებინება, სიცხის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, ინფარქტი ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. შესაძლოა გაუარესდეს უკვე არსებული გულის დაავადება ან სტენოკარდია. თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომელიც ინფუზიას ატარებს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ინფუზიის შენელება ან შეწყვეტა. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობა, ისეთი როგორიცაა ანტიჰისტამინური მედიკამენტები ან პარაცეტამოლი. სიმპტომების გაუმჯობესების ან გაქრობის შემთხვევაში შესაძლებელია ინფუზიის განახლება. ამ რეაქციების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა მეორე ინფუზიის შემდეგ. თუ ეს რეაქციები მძიმედაა გამოხატული, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რიტუქსიმაბით მკურნალობის შეწყვეტა.
ინფექციები
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს შეამჩნევთ ინფექციის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი:
ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, წვის შეგრძნება შარდვის დროს. სისუსტის ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესების შეგრძნება.
მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების გაძნელება, სიარულის გაძნელება, მხედველობის დაკარგვა - ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის ძალიან იშვიათი, სერიოზული ანთებით, რომელიც შეიძლება ლეტალობით დასრულდეს (პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ან PML).
ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება, კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია), პიროვნების ცვლილება, ჰალუცინაციები, ცნობიერების შეცვლა, კრუნჩხვა ან კომა - ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის სერიოზული ანთებით (ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი), რომელიც შეიძლება ლეტალობით დასრულდეს.
რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს თქვენ ან თქვენი შვილი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეთ ინფექციების მიმღებლობის მიმართ. ყველაზე ხშირად ეს გაციებაა, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, საშარდე სისტემის ინფექციები და სერიოზული ვირუსული ინფექციები. ჩამოთვლილია „სხვა გვერდითი მოვლენების“ განყოფილებაში.
თუ თქვენ მკურნალობთ რევმატოიდულ ართრიტს, გრანულომატოზს პოლიანგიიტით, მიკროსკოპულ პოლიანგიიტით ან ვულგარულ პემფიგუსს, ამ ინფორმაციას ასევე ნახავთ ექიმის მიერ გადმოცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათში. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამედიცინო ბარათი თან გქონდეთ და აჩვენოთ თქვენს პარტნიორს ან მომვლელს.
კანის რეაქციები
ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქციები კანზე ბუშტუკების გაჩენით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. კანის სიწითლე, რომელსაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკები, შეიძლება განვითარდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, მაგალითად, პირის ღრუში, გენიტალიების არეში ან ქუთუთოებზე, შეიძლება თან ახლდეს ცხელება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.
სხვა გვერდითი მოვლენები:
ა) თუ თქვენ ან თქვენი შვილი მკურნალობთ არაჰოჯკინის ლიმფომის ან ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიის დაგნოზით:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები, ბრონქების ანთება (ბრონქიტი),
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, ცხელებით ან ცხელების გარეშე, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება,
ავადობის შეგრძნება (გულისრევა),
ბუდობრივი ალოპეციის უბნები თავის არეში, შემცივნება, თავის ტკივილი,
იმუნური სისტემის დაქვეითება - სისხლში ანტისხეულების, ეგრეთ წოდებული იმუნოგლობულინების (IgG) რაოდენობის დაქვეითების გამო, ეს ანტისხეულები გიცავთ ინფექციისგან.
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-მდე ადამიანში):
სისხლის ინფექცია, ისეთი როგორიცაა სეფსისი (სისხლის მოწამვლა), ფილტვების ანთება, ჰერპეს ზოსტერი, გაციება, ბრონქების ინფექცია, სოკოვანი ინფექცია, უცნობი წარმოშობის ინფექციები, სინუსიტი, B ჰეპატიტი
ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება (ანემია), სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
სისხლში გლუკოზის დონის მატება, წონაში კლება, სახისა და სხეულის შეშუპება, სისხლში ფერმენტ ლაქტატდეჰიდროგენაზას (LDH) დონის მატება, სისხლის შრატში კალციუმის დონის შემცირება,
კანზე პათოლოგიური შეგრძნებები, ისეთი როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან „მწერების ცოცვის“ შეგრძნება, ტაქტილური შეგრძნებების დაქვეითება,
მოუსვენრობის შეგრძნება, ჩაძინების გაძნელება,
სახის და კანის სხვა უბნების ძლიერი სიწითლე სისხლძარღვების გაფართოების გამო,
თავბრუსხვევა, შფოთვა,
ცრემლდენის გაძლიერება, ცრემლის წარმოქმნის და გამოყოფის დარღვევა, თვალის ანთება (კონიუნქტივიტი),
ყურებში შუილის შეგრძნება (ტინიტუსი), ყურის ტკივილი,
გულის პრობლემები, ისეთი როგორიცაა ინფარქტი, არარეგულარული ან გახშირებული გულისცემა,
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (არტერიული წნევის ვარდნა, განსაკუთრებით ადგომის დროს),
სასუნთქი გზების კუნთების სპაზმი, რაც იწვევს მსტვინავ სუნთქვას (ბრონქოსპაზმი), ანთება, ფილტვების, ყელის ან წიაღების (სინუსების) გაღიზიანება, სუნთქვის უკმარისობა, სურდო (ცხვირიდან გამონადენი).
ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყელისა და პირის ღრუს გაღიზიანება და/ან დაწყლულება, ყლაპვის გაძნელება, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა,
კვებითი ქცევის დარღვევები, საკვების არასაკმარისად მიღება, რამაც შეიძლება წონაში კლება გამოიწვიოს,
ჭინჭრის ციება, გაძლიერებული ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა,
კუნთების პრობლემები, ისეთი როგორიცაა კუნთების დაჭიმულობის მატება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგისა და კისრის ტკივილი,
სიმსივნის ტკივილი,
ზოგადი სისუსტე, დისკომფორტი ან დაღლილობა, კანკალი, გრიპის მსგავსი სიმპტომები,
მულტიორგანული უკმარისობა.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (ხშირი (ვითარდება 100-დან 1-მდე ადამიანში):
სისხლის შედედების დარღვევები, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის შემცირება და მათი დაშლის გაძლიერება (აპლაზიური ჰემოლიზური ანემია), ლიმფური კვანძების შეშუპება/გადიდება,
განწყობის დაქვეითება, ჩვეული აქტიობების დროს ინტერესისა და სიამოვნების შეგრძნების დაკარგვა, ნერვიულობა,
გემოს შეგრძნების დარღვევა, მაგალითად, გემოს შეცვლა,
გულის პრობლემები, ისეთი როგორიცაა გულისცემის შენელება ან ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია),
ასთმა, ჟანგბადის უკმარისობა, რის გამოც ორგანოები საკმარისად ვერ მარაგდება ჟანგბადით,
მუცლის ზომაში გადიდება.
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-მდე ადამიანში):
სისხლში ზოგიერთი ანტისხეულის რაოდენობი დროებითი მატება (IgM იმუნოგლობულინები), სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია კიბოს მომაკვდავი უჯრედების დაშლით,
ნერვების დაზიანება ზედა და ქვედა კიდურების არეში, სახის დამბლა,
გულის უკმარისობა,
სისხლძარღვების ანთება, მათ შორის ანთება, რომელიც იწვევს კანის ცვლილებებს,
სუნთქვის უკმარისობა,
ნაწლავის კედლის მთლიანობის დაზიანება (პერფორაცია),
კანის მძიმე დაავადებები ბუშტუკების გაჩენით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. სიწითლე, რომელსაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკების გაჩენა, შეიძლება განვითარდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, მაგალითად, პირის ღრუში, გენიტალიების არეში ან ქუთუთოებზე, შეიძლება თან ახლდეს ცხელება,
თირკმლის უკმარისობა,
მხედველობის მძიმე დაკარგვა.
უცნობი: (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი):
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება მოგვიანებით,
თრომბოციტების რაოდენობის დაუყოვნებლივ შემცირება. რომელიც დაკავშირებულია ინფუზიასთან. ეს ეფექტი შეიძლება იყოს შექცევადი ან იშვიათ შემთხვევაში დასრულდეს ლეტალობით,
სმენის დაკარგვა, სხვა შეგრძნებების დაკარგვა,
ტვინის და ტვინის გარსების ინფექცია/ანთება (ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი).
ბავშვები და მოზარდები არაჰოჯკინის ლიმფომით:
არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში გვერდითი მოვლენები არაჰოჯკინის ლიმფომის ან ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე მოზრდილებში გამოვლენილ გვერდით მოვლენების მსგავსი იყო. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა იყო ცხელება, რომელიც კავშირში იყო სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) დაბალ რაოდენობასთან, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებასთან ან ტკივილთან და ალერგიულ რეაქციებთან (ჰიპერმგრძნობელობა).
ბ) თუ მკურნალობთ რევმატოიდულ ართრიტის დიაგნოზით
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
ინფექციები, როგორიცაა ფილტვების ანთება (ბაქტერიული ინფექცია),
ტკივილი შარდვის დროს (საშარდე სისტემის ინფექცია),
ალერგიული რეაქციები, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება განვითარდეს ინფუზიის დროს, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს ინფუზიის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში,
არტერიული წნევის ცვლილებები, გულისრევა, გამონაყარი, ცხელება, ქავილი, სურდო ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ცემინება, კანკალი, გულისცემის აჩქარება და დაღლილობა,
თავის ტკივილი,
ექიმის მიერ ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში ცვლილებები. მათ შორის სისხლში გარკვეული ცილების (იმუნოგლობულინების) რაოდენობის შემცირება, ეს იმუნოგლობულინები გეხმარებათ ინფექციისგან დაცვაში.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
ინფექციები, ისეთი როგორიცაა ბრონქების ანთება (ბრონქიტი),
ზეწოლის ან პულსირებადი ტკივილის შეგრძნება ცხვირის, ლოყებისა და თვალების არეში (სინუსიტი), მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა, სუნთქვის პრობლემები,
ტერფის სოკოვანი ინფექციები (სპორტსმენის ტერფი),
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე,
კანის პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა, იშიაზი, შაკიკი, თავბრუსხვევა,
თმის ცვენა,
შფოთვა, დეპრესია,
საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, გულძმარვა, გაღიზიანება და/ან წყლულები ყელისა და პირის ღრუს არეში,
ტკივილი მუცლის, ზურგის, კუნთების და/ან სახსრების არეში.

სახისა და სხეულის არეში სითხის დაგროვება,
ანთება, გაღიზიანება და/ან დაჭიმულობის შეგრძნება ფილტვებისა და ყელის არეში, ხველა,
კანის რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, ქავილი და გამონაყარი,
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ხიხინი ან ქოშინი, სახისა და ენის შეშუპება, კოლაფსი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10 000-დან 1-მდე ადამიანში):
სიმპტომების კომპლექსი, რომელიც რიტუქსიმაბის ინფუზიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება ალერგიული რეაქციებით, ისეთი როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სახსრების ტკივილი, ლიმფური კვანძების ზომაში გადიდება და ცხელება.
კანის მძიმე რეაქციები ბუშტუკების წარმოქმნით, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის. სიწითლე, რომელიც ხშირად ბუშტუკებთან არის დაკავშირებული, შეიძლება განვითარდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, გენიტალიების არეში ან ქუთუთოებზე, შეიძლება თან ახლდეს ცხელება.

მძიმე ვირუსული ინფექცია.

რიტუქსიმაბთან დაკავშირებული სხვა იშვიათად აღწერილი გვერდითი მოვლენები მოიცავს სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირებას, ეს უჯრედები ეხმარებიან ინფექციასთან ბრძოლაში. ზოგიერთი ინფექცია შეიძლება იყოს მძიმე (იხილეთ ინფორმაცია ინფექციების შესახებ ამ განყოფილებაში).
გ) თუ თქვენ ან თქვენი შვილი მკურნალობთ გრანულომატოზს პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით

ინფექციები, ისეთი როგორიცაა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე სისტემის ინფექციები (მტკივნეული შარდვა), გაციება და ჰერპესული ინფექციები,
ალერგიული რეაქციები, რომელიც ძირითადად ვითარდება ინფუზიის დროს, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს ინფუზიის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში,
დიარეა,
ხველა ან ქოშინი,
ცხვირიდან სისხლდენა,
არტერიული წნევის მატება,
სახსრების ან ზურგის ტკივილი,
კუნთების კანკალი ან კრუნჩხვა,
თავბრუსხვევა,
კანკალი (ხშირად ხელების კანკალი),
ძილის გაძნელება (უძილობა),
ხელების ან კოჭების შეშუპება.

საჭმლის მონელების დარღვევა,
ყაბზობა,
კანზე გამონაყარი, მათ შორის აკნე ან ლაქოვანი ელემენტები კანზე,
სახის სიწითლე სიცხის შეგრძნებით,
ცხელება,
ცხვირის დაგუბების შეგრძნება ან სურდო,
კუნთების დაჭიმულობა ან ტკივილი,
კუნთების, ზედა და ქვედა კიდურების ტკივილი,
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია),
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება,
სისხლში კალიუმის რაოდენობის მომატება,
გულის რიტმის ცვლილებები ან გულისცემის გახშირება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს):

B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი.

ბავშვები და მოზარდები გრანულომატოზი პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
ბავშვებსა და მოზარდებში გრანულომატოზის პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო გრანულომატოზის პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით დაავადებულ მოზრდილებში გამოვლენილი გვერდით მოვლენების. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო ინფექციები, ალერგიული რეაქციები და გულისრევა.
დ) თუ მკურნალობთ ვულგარულ პემფიგუსის დიაგნოზით:

ინფექციები, მათ შორის გულმკერდის ღრუს ანთება,
მუდმივი დეპრესია,
თმის ცვენა.

ინფექციები, მათ შორის გაციება, ჰერპესული ინფექციები, თვალის ინფექციები, პირის ღრუს კანდიდოზი და საშარდე სისტემის ინფექციები (მტკივნეული შარდვა),
განწყობის ცვალებადობა, მათ შორის გაღიზიანება და დეპრესია,
კანის დაავადებები, მათ შორის ქავილი, ჭინჭრის ციება და კანქვეშა კეთილთვისებიანი წარმონაქმნები,
დაღლილობა და თავბრუსხვევა,
ცხელება,
სახსრების ან ზურგის ტკივილი,
მუცლის ტკივილი,
კუნთების ტკივილი,
გულისცემის აჩქარება.

რიტუქსიმაბმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ექიმის მიერ ჩატარებული ლაბორატორიულ კვლევებში ცვლილებები.
თუ იღებთ რიტუქსიმაბს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაშია, გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება განვითარდეს, შესაძლოა გამოწვული იყოს სხვა მედიკამენტების მოქმედებით.
სიფრთხილის ზომები
იტუქსრედი არ გამოიყენოთ თუ:
გაქვთ ალერგია რიტუქსიმაბზე, სხვა რიტუქსიმაბის მსგავს ცილებზე ან მედიკამენტის შემადგენლობაში არსებულ ნებისმიერ კომპონენტზე (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე).
გაქვთ ამჟამად აქტიური სერიოზული ინფექცია.
გაქვთ მკვეთრად დაქვეითებული იმუნური სისტემა.
გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა ან გულის მძიმე გაუკონტროლებელი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია რევმატოიდულ ართრიტთან, გრანულომატოზთან პოლიანგიიტით, მიკროსკოპულ პოლიანგიიტთან ან ვულგარულ პემფიგუსთან.
თუ აღგენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, არ უნდა მიიღოთ რიტუქსიმაბი. თუ არ ხართ დარწმუნებული, სანამ რიტუქსიმაბის მიღებას დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ რიტუქსიმაბის მიღებას დაიწყებთ, თუ:
გადატანილი გაქვთ ან შესაძლოა ამჟამად გქონდეთ B ჰეპატიტის ინფექცია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში რიტუქსიმაბმა გამოიწვიოს ადრე გადატანილი B ჰეპატიტის ინფექციის თავიდან გააქტიურება, რომელიც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს სასიკვდილო. ადრე გადატანილი B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში ექიმი ყურადღებით დააკვირდება გააქტიურებული B ჰეპატიტის ინფექციის ნიშნებს.
ცნობილია რომ გაქვთ გულის დაავადება (მაგ. სტენოკარდია, არარეგულარული გულისცემა ან გულის უკმარისობა) ან სუნთქვის გაძნელება.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), რიტუქსიმაბის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმითან ან ფარმაცევტთან. შესაძლოა თქვენ ექიმს დასჭირდებს რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს უფრო საფუძვლიანი დაკვირვება.
ასევე გაესაუბრეთ ექიმს, თუ ახლო მომავალში დაგჭირდებათ რომელიმე ვაქცინაცია, იგულისხმება ის ვაქცინებიც რომელიც საჭიროა სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის. ზოგიერთ ვაქცინა უნდა გაკეთდეს რიტუქსიმაბთან ერთად ან რიტუქსიმაბის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ექიმი გეტყვით შეგიძლიათ თუ არა ვაქცინაცია რიტუქსიმაბით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი, გრანულომატოზი პოლიანგიიტით, მიკროსკოპული პოლიანგიიტით ან ვულგარული პემფიგუსი, ასევე აცნობეთ ექიმს:
თუ გაქვთ ინფექცია, მათ შორის მსუბუქიც, მაგ. გაციება. ის უჯრედები, რომლებზეც მოქმედებს რიტუქსიმაბი, ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში და სასურველია რიტუქსიმაბი არ მიიღოთ ინფექციის დასრულებამდე. ასევე აცნობეთ ექიმს, თუ ანამნეზში ხშირად გაქვთ ინფექციები ან ამჟამად გაქვთ სერიოზული ინფექცია.
ბავშვები და მოზარდები
არაჰოჯკინის ლიმფომა
რიტუქსიმაბის გამოყენება შეიძლება ბავშვებში და მოზრდილებში 6 თვის ასაკიდან არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობის მიზნით, განსაკუთრებით CD20-დადებითი დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის (DLBCL), ბერკიტის ლიმფომის (BL)/ბერკიტის ლეიკემიის (მწვავე B-უჯრედული ლიმფობლასტური ლეიკემია - BAL) ან ბერკიტის მსგავსი ლიმფომის (BLL) დროს. თუ თქვენ ან თქვენი შვილი 18 წ-ის ასაკამდეა, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გრანულომატოზი პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
რიტუქსიმაბის გამოყენება შეიძლება ბავშვებში და მოზრდილებში 2 წლის ასაკიდან პოლიანგიიტით მიმდინარე გრანულომატოზის (ადრე ცნობილი როგორც ვეგენერის გრანულომატოზი) ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით მიმდინარეობის დროს. რიტუქსიმაბის გამოყენებაზე ინფორმაცია ბავშვებში და მოზარდებში სხვა დაავადების დროს შეზღუდულია.
თუ თქვენ ან თქვენი შვილი 18 წ-ის ასაკამდეა, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
იტუქსრედის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, აქამდე იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის არარეცეპტული ან მცენარეული მედიკამენტი. რიტუქსიმაბმა შესაძლოა იმოქმედოს სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე. ანალოგიურად, სხვა მედიკამენტებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ რიტუქსიმაბის მოქმედებაზე.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ:
იღებთ მედიკამენტს მაღალი არტერიული წნევის გამო. შესაძლოა გთხოვონ, რომ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტების მიღება რიტუქსიმაბის გადასხმამდე 12 საათით ადრე. ეს იმით არის განპირობებული, რომ ზოგიერთ პაციენტს რიტუქსიმაბის მიღებისას აღენიშნება არტერიული წნევის დაქვეითება.
ოდესმე მიგიღიათ მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს იმუნურ სისტემაზე — მაგალითად, ქიმიოთერაპია ან იმუნოსუპრესიული პრეპარატები..
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), რიტუქსიმაბის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმითან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. ეს აუცილებელია, რადგან რიტუქსიმაბმა შესაძლოა გაიაროს პლაცენტური ბარიერი და გავლენა მოახდინოს თქვენს ბავშვზე.
თუ გაქვთ დაორსულების შესაძლებლობა, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი რიტუქსიმაბით მკურნალობის პერიოდში. აღნიშნული მეთოდი ასევე უნდა გამოიყენოთ რიტუქსიმაბით ბოლო მკურნალობიდან 12 თვის განმავლობაში.
რიტუქსიმაბი ძალიან მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ვინაიდან ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე მისი გრძელვადიანი ზემოქმედება უცნობია, სიფრთხილის ზომების გამო, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
უცნობია, ახდენს თუ არა რიტუქსიმაბი გავლენას ავტომობილის მართვის, ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
იტუქსრედი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 52.2 მგ ნატრიუმს (საკვები/სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითოეულ 10 მლ ფლაკონში და 261.2 მგ-ს — თითოეულ 50 მლ ფლაკონში.
ეს შეესაბამება მოზრდილებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო საკვები რაციონის 2.6%-ს (10 მლ ფლაკონისთვის) და 13.2%-ს (50 მლ ფლაკონისთვის).
- როგორ მიიღოთ იტუქსრედი?
გვერდითი მოვლენები
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ „ყვითელი ბარათის სქემის“ (Yellow Card Scheme) ვებგვერდის მეშვეობით: www.mhra.gov.uk/yellowcard, ან მოძებნოთ „MHRA Yellow Card“ Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მოპოვებაში ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
შემადგენლობა
იტუქსრედის აქტიური ნივთიერება რიტუქსიმაბია. 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ რიტუქსიმაბს (10 მგ/მლ). 50 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500 მგ რიტუქსიმაბს (10 მგ/მლ).
სხვა შემადგენელი ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი (E331), ლიმონმჟავა (E330), პოლისორბატი 80 (E433), ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება იტუქსრედი და შეფუთვის შემცველობა
იტუქსრედი არის გამჭვირვალიდან ოპალესცენტურამდე, უფეროდან მოყვითალო ფერამდე ხსნარი. ხელმისაწვდომია საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის სახით ფლაკონში. თითოეული შეფუთვა შეიცავს იტუქსრედის 1 ან 2 ფლაკონს.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე). არ გაყინოთ. ფლაკონი შეინახეთ მუყაოს კოლოფით, რათა დაიცვათ სინათლისგან.
ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ასეპტიკური განზავების შემდეგ:
- 9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში გახსნილი იტუქსრედის საინფუზიო ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 60 დღის განმავლობაში 5±3°C ტემპერატურაზე და 30 დღის განმავლობაში 25±2°C ტემპერატურაზე.
დექსტროზის ხსნარში ასეპტიკური განზავების შემდეგ:
5%-იან დექსტროზის ხსნარში გახსნილი იტუქსრედის საინფუზიო ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 48 საათის განმავლობაში 2°C – 8°C ტემპერატურაზე და 25±2°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარი მომზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. თუ მზა პროდუქტი არ გამოიყენება მაშინათვე, პასუხისმგებლობა დროზე და შენახვის პირობებზე ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C–8°C ტემპერატურაზე.
მედიკამენტი არ გადაყაროთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტებისთვის
იტუქსრედი 100 მგ - საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრანტი
იტუქსრედი 500 მგ - საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრანტი
რიტუქსიმაბი
ეს მედიკამენტი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ დახმარება ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით, რომელიც შეიძლება გამოგივლინდეთ. გვერდითი მოვლენების შეტყობინების წესის შესახებ იხილეთ მე-4 ნაწილის ბოლო.
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხილეთ მე-4 პუნქტი).
რა არის მოცემული ამ ინსტრუქციის
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება იტუქსრედი
- რა უნდა იცოდეთ იტუქსრედის გამოყენების წინ
- როგორ მიიღოთ იტუქსრედი
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს
- როგორ ინახება იტუქსრედი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება იტუქსრედი
რას წარმოადგენს იტუქსრედი
იტუქსრედი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას „რიტუქსიმაბს“. ეს არის ცილის სპეციფიური ტიპი, რომელსაც „მონონუკლეურ ანტისხეულს“ უწოდებენ. ის უკავშირდება სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების, B-ლიმფოციტების, ზედაპირს. როდესაც ის დაუკავშირდება ამ უჯრედების ზედაპირს, იწვევს ამ უჯრედების სიკვდილს.
რისთვის გამოიყენება იტუქსრედი
იტუქსრედის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში და მოზრდილებში სხვადასხვა ტიპის დაავადებების მკურნალობის მიზნით. თქვენმა ექიმმა რიტუქსიმაბი შესაძლოა დანიშნოს შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
ა) არაჰოჯკინის ლიმფომა
ეს არის ლიმფური ქსოვილის (იმუნური სისტემის ნაწილი) დაავადება, რომელიც აზიანებს თეთრი სისხლის უჯრედების ერთ-ერთ ტიპს, რომელსაც B-ლიმფოციტები ეწოდება.
მოზრდილებში რიტუქსიმაბი შეიძლება დაინიშნოს ცალკე ან სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც „ქიმიოთერაპია“ ეწოდება.
იმ მოზრდილ პაციენტებში, რომლებთანაც მკურნალობა ეფექტურია, რიტუქსიმაბი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემანარჩუნებელი თერაპიის სახით 2 წლის განმავლობაში საწყისი მკურნალობის დასრულების შემდეგ.
ბ) ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (CLL) - არის ყველა ხშირად გავრცელებული ლეიკემიის ფორმა მოზრდილებში. CLL-ის დრო ზიანდება გარკვეული ტიპის ლიმფოციტები, B-უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში და მწიფდება ლიმფურ კვანძებში. CLL-ის მქონე პაციენტებში არის ბევრი პათოლოგიური ლიმფოციტი, რომელიც ძირითადად გროვდება ძვლის ტვინში და სისხლში. ამ პათოლოგიური B-ლიმფოციტების ჭარბი პროლიფერაცია არის იმ სიმპტომების მიზეზი, რომელსაც შეიძლება განიცდიდეთ. რიტუქსიმაბი ქიმიოთერაპიასთან ერთად ანადგურებს ამ უჯრედებს და განადგურებული უჯრედები ორგანიზმიდან გამოიყოფა ბიოლოგიური პროცესების მეშვეობით.
გ) რევმატოიდული ართრიტი
რიტუქსიმაბი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების დაავადება. დაავადების ზოგიერთი სიმპტომის განვითარებაში მონაწილეობენ B-უჯრედები. რიტუქსიმაბი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა მედიკამენტებით და რომლებიც ან აღარ მოქმედებენ, ან მათი ეფექტურობა აღარაა საკმარისი ან იწვევენ გვერდით მოვლენებს. რიტუქსიმაბი ძირითადად გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან, მეტოტრექსატთან, კომბინაციაში. რიტუქსიმაბი ანელებს რევმატოიდული ართრიტით გამოწვეულ სახსრების დაზიანებას და აუმჯობესებს ყოველდღიურ აქტივობის დროს ფიზიკურ ფუნქციას.
რიტუქსიმაბზე საუკეთესო პასუხი ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აქვთ დადებითი რევმატოიდული ფაქტორი (RF) და/ან ანტიციკლური ციტრულინირებული პეპტიდის ანტისხეულები (ანტი-CCP). ორივე ტესტი ხშირად დადებითია რევმატოიდული ართრიტის დროს და გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში.
დ) გრანულომატოზი პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
რიტუქსიმაბი კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან გრანულომატოზის პოლიანგიიტით (ადრე ცნობილი როგორც ვეგენერის გრანულომატოზი) და მიკროსკოპული პოლიანგიიტით მიმდინარე სიმპტომების მკურნალობის დროს. გრანულომატოზი პოლიანგიიტით და მიკროსკოპული პოლიანგიიტით - ეს არის სისხლძარღვების ანთებითი დაავადების 2 ფორმა, რომელიც პირველ რიგში აზიანებს ფილტვებს და თირკმელს, მაგრამ ასევე შეუძლია დააზიანოს სხვა ორგანოებიც. ამ დაავადებების განვითარებაში მონაწილეობას იღებენ B-ლიმფოციტები.
ე) ვულგარული პემფიგუსი
რიტუქსიმაბი გამოიყენება საშუალო და მძიმე ხარისხის ვულგარული პემფიგუსის დროს. ვულგარული პემფიგუსი არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს მტკივნეული ბუშტუკების გაჩენას კანის და პირის ღრუს, ცხვირის, ყელის და გენიტალიების ლორწოვანის არეში.
- რა უნდა იცოდეთ იტუქსრედის გამოყენების წინ?
იტუქსრედი არ გამოიყენოთ თუ:
გაქვთ ალერგია რიტუქსიმაბზე, სხვა რიტუქსიმაბის მსგავს ცილებზე ან მედიკამენტის შემადგენლობაში არსებულ ნებისმიერ კომპონენტზე (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე).
გაქვთ ამჟამად აქტიური სერიოზული ინფექცია.
გაქვთ მკვეთრად დაქვეითებული იმუნური სისტემა.
გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა ან გულის მძიმე გაუკონტროლებელი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია რევმატოიდულ ართრიტთან, გრანულომატოზთან პოლიანგიიტით, მიკროსკოპულ პოლიანგიიტთან ან ვულგარულ პემფიგუსთან.
თუ აღგენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, არ უნდა მიიღოთ რიტუქსიმაბი. თუ არ ხართ დარწმუნებული, სანამ რიტუქსიმაბის მიღებას დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ რიტუქსიმაბის მიღებას დაიწყებთ, თუ:
გადატანილი გაქვთ ან შესაძლოა ამჟამად გქონდეთ B ჰეპატიტის ინფექცია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში რიტუქსიმაბმა გამოიწვიოს ადრე გადატანილი B ჰეპატიტის ინფექციის თავიდან გააქტიურება, რომელიც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს სასიკვდილო. ადრე გადატანილი B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში ექიმი ყურადღებით დააკვირდება გააქტიურებული B ჰეპატიტის ინფექციის ნიშნებს.
ცნობილია რომ გაქვთ გულის დაავადება (მაგ. სტენოკარდია, არარეგულარული გულისცემა ან გულის უკმარისობა) ან სუნთქვის გაძნელება.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), რიტუქსიმაბის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმითან ან ფარმაცევტთან. შესაძლოა თქვენ ექიმს დასჭირდებს რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს უფრო საფუძვლიანი დაკვირვება.
ასევე გაესაუბრეთ ექიმს, თუ ახლო მომავალში დაგჭირდებათ რომელიმე ვაქცინაცია, იგულისხმება ის ვაქცინებიც რომელიც საჭიროა სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის. ზოგიერთ ვაქცინა უნდა გაკეთდეს რიტუქსიმაბთან ერთად ან რიტუქსიმაბის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ექიმი გეტყვით შეგიძლიათ თუ არა ვაქცინაცია რიტუქსიმაბით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი, გრანულომატოზი პოლიანგიიტით, მიკროსკოპული პოლიანგიიტით ან ვულგარული პემფიგუსი, ასევე აცნობეთ ექიმს:
თუ გაქვთ ინფექცია, მათ შორის მსუბუქიც, მაგ. გაციება. ის უჯრედები, რომლებზეც მოქმედებს რიტუქსიმაბი, ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში და სასურველია რიტუქსიმაბი არ მიიღოთ ინფექციის დასრულებამდე. ასევე აცნობეთ ექიმს, თუ ანამნეზში ხშირად გაქვთ ინფექციები ან ამჟამად გაქვთ სერიოზული ინფექცია.
ბავშვები და მოზარდები
არაჰოჯკინის ლიმფომა
რიტუქსიმაბის გამოყენება შეიძლება ბავშვებში და მოზრდილებში 6 თვის ასაკიდან არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობის მიზნით, განსაკუთრებით CD20-დადებითი დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის (DLBCL), ბერკიტის ლიმფომის (BL)/ბერკიტის ლეიკემიის (მწვავე B-უჯრედული ლიმფობლასტური ლეიკემია - BAL) ან ბერკიტის მსგავსი ლიმფომის (BLL) დროს. თუ თქვენ ან თქვენი შვილი 18 წ-ის ასაკამდეა, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გრანულომატოზი პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
რიტუქსიმაბის გამოყენება შეიძლება ბავშვებში და მოზრდილებში 2 წლის ასაკიდან პოლიანგიიტით მიმდინარე გრანულომატოზის (ადრე ცნობილი როგორც ვეგენერის გრანულომატოზი) ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით მიმდინარეობის დროს. რიტუქსიმაბის გამოყენებაზე ინფორმაცია ბავშვებში და მოზარდებში სხვა დაავადების დროს შეზღუდულია.
თუ თქვენ ან თქვენი შვილი 18 წ-ის ასაკამდეა, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
იტუქსრედის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, აქამდე იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის არარეცეპტული ან მცენარეული მედიკამენტი. რიტუქსიმაბმა შესაძლოა იმოქმედოს სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე. ანალოგიურად, სხვა მედიკამენტებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ რიტუქსიმაბის მოქმედებაზე.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ:
იღებთ მედიკამენტს მაღალი არტერიული წნევის გამო. შესაძლოა გთხოვონ, რომ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტების მიღება რიტუქსიმაბის გადასხმამდე 12 საათით ადრე. ეს იმით არის განპირობებული, რომ ზოგიერთ პაციენტს რიტუქსიმაბის მიღებისას აღენიშნება არტერიული წნევის დაქვეითება.
ოდესმე მიგიღიათ მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს იმუნურ სისტემაზე — მაგალითად, ქიმიოთერაპია ან იმუნოსუპრესიული პრეპარატები..
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), რიტუქსიმაბის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმითან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. ეს აუცილებელია, რადგან რიტუქსიმაბმა შესაძლოა გაიაროს პლაცენტური ბარიერი და გავლენა მოახდინოს თქვენს ბავშვზე.
თუ გაქვთ დაორსულების შესაძლებლობა, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი რიტუქსიმაბით მკურნალობის პერიოდში. აღნიშნული მეთოდი ასევე უნდა გამოიყენოთ რიტუქსიმაბით ბოლო მკურნალობიდან 12 თვის განმავლობაში.
რიტუქსიმაბი ძალიან მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ვინაიდან ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე მისი გრძელვადიანი ზემოქმედება უცნობია, სიფრთხილის ზომების გამო, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
უცნობია, ახდენს თუ არა რიტუქსიმაბი გავლენას ავტომობილის მართვის, ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
იტუქსრედი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 52.2 მგ ნატრიუმს (საკვები/სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითოეულ 10 მლ ფლაკონში და 261.2 მგ-ს — თითოეულ 50 მლ ფლაკონში.
ეს შეესაბამება მოზრდილებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო საკვები რაციონის 2.6%-ს (10 მლ ფლაკონისთვის) და 13.2%-ს (50 მლ ფლაკონისთვის).
- როგორ მიიღოთ იტუქსრედი?
მიღების წესი
იტუქსრედს გაგიკეთებთ ექიმი ან ექთანი, რომელსაც აქვს ამ პრეპარატით მკურნალობის გამოცდილება. მედიკამენტის მიღებისას ისინი ყურადღებით დაგაკვირდებიან, რათა დროულად გამოვლინდეს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა.
იტუქსრედი ყოველთვის მიიღება წვეთოვანი გზით (ინტრავენური ინფუზია).თ.
იტუქსრედის ყოველი მიღების წინ დასანიშნი მედიკამენტები
იტუქსრედის მიღებამდე, თქვენ მიიღებთ შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად განკუთვნილ მედიკამენტს (პრემედიკაცია).
რამდენი ხანი და რა სიხშირით მიიღებთ მედიკამენტს
ა) თუ მკურნალობთ არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზით
თუ იტუქსრედს იღებთ მონოთერაპიის სახით
იტუქსრედი გაკეთდება კვირაში ერთხელ ოთხი კვირის განმავლობაში. შესაძლოა განმეორდეს რიტუქსიმაბით მკურნალობის კურსი.
თუ იტუქსრედს იღებთ ქიმიოთერაპიასთან ერთად
იტუქსრედი კეთდება ქიმიოთერაპიის დღეს, როგორც წესი 3 კვირიანი ინტერვალით, მკურნალობის 8 ციკლამდე.
თუ მკურნალობაზე კარგად რეაგირებთ, იტუქსრედი შეიძლება დაგენიშნოთ ყოველ ორ ან სამ თვეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. თერაპიაზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება შეცვალოს მკურნალობა.
თუ თქვენი ასაკი 18 წლამდეა, იტუქსრედს ქიმიოთერაპიასთან ერთად მიიღებთ. 3.5-დან 5.5 თვემდე პერიოდში იტუქსრედს 6-მდე მიიღებთ.
ბ) თუ მკურნალობთ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დიაგნოზით
თუ მკურნალობთ რიტუქსიმაბით ქიმიოთერაპიასთან ერთად, გაკეთდება იტუქსრედის ინფუზიის 6 ციკლი. მკურნალობის პირველ ციკლში რიტუქსიმაბს მიიღებთ 0 დღეს, ხოლო შემდგომი მკურნალობის ციკლებში - I დღეს. თითოეული მკურნალობის ციკლი გრძელდება 28 დღე. ქიმიოთერაპია უნდა დაინიშნოს რიტუქსიმაბის ინფუზიის შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, მიიღებთ თუ არა რაიმე დამხმარე მკურნალობას.
გ) თუ მკურნალობთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზით
თითოეული მკურნალობის ციკლი შედგება ორი ინფუზიისგან, რომლებიც კეთდება ორკვირიანი ინტერვალით. შესაძლებელია რიტუქსიმაბით მკურნალობის ციკლების გამეორება. თქვენი დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების მიხედვით, ექიმი გადაწყვეტს, მიიღებთ თუ არა რიტუქსიმაბის შემდეგ დოზებს. ეს შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ მოხდეს.
დ) თუ მკურნალობთ გრანულომატოზს პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
რიტუქსიმაბით მკურნალობა მოიცავს ოთხ ინფუზიას, რომლებიც კეთდება ერთ კვირიანი ინტერვალით. კორტიკოსტეროიდები, როგორც წესი, ინექციის სახით შეჰყავთ რიტუქსიმაბით მკურნალობის დაწყებამდე. თქვენმა ექიმმა მკურნალობის მიზნით შეიძლება ნებისმიერ დროს დაგინიშნოთ პერორალური კორტიკოსტეროიდები.
თუ თქვენ ხართ მინიმუმ 18 წლის და კარგად რეაგირებთ მკურნალობაზე, შეგიძლიათ მიიღოთ რიტუქსიმაბი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. გაკეთდება ორ ინფუზია ორ კვირიანი ინტერვალით, შემდეგ კი ერთი ინფუზია ყოველ 6 თვეში ერთხელ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს მკურნალობა (5 წლამდე).
ე) თუ მკურნალობთ ვულგარული პემფიგუსის დიაგნოზით
თითოეული მკურნალობის ციკლი შედგება ორი ინფუზიისგან, რომლებიც ტარდება ორკვირიანი ინტერვალით. თუ მკურნალობაზე კარგად რეაგირებთ, შეიძლება რიტუქსიმაბი დაგენიშნოთ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით. ის იწყება საწყისი მკურნალობიდან 1 წლისა და 18 თვის შემდეგ და მიიღება ყოველ 6 თვეში ერთხელ საჭიროებისამებრ, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მკურნალობა თქვენი რეაქციის მიხედვით.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო პერსონალს.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების ძირითადი ნაწილი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. თუმცა ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება სერიოზული იყოს და საჭიროებდეს მკურნალობას. იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი რეაქცია შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც გახდეს.
რეაქცია ინფუზიაზე
ინფუზიის დროს ან მისი დასრულებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ცხელება, შემცივნება და კანკალი. შედარებით იშვიათად ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ინფუზიის ადგილას ტკივილი, ბუშტუკები, ქავილი, გულისრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის მომატება, ხიხინი, ყელის ტკივილი, ენის ან ყელის შეშუპება, ქავილი ან სურდო, ღებინება, სიცხის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, ინფარქტი ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. შესაძლოა გაუარესდეს უკვე არსებული გულის დაავადება ან სტენოკარდია. თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომელიც ინფუზიას ატარებს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ინფუზიის შენელება ან შეწყვეტა. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობა, ისეთი როგორიცაა ანტიჰისტამინური მედიკამენტები ან პარაცეტამოლი. სიმპტომების გაუმჯობესების ან გაქრობის შემთხვევაში შესაძლებელია ინფუზიის განახლება. ამ რეაქციების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა მეორე ინფუზიის შემდეგ. თუ ეს რეაქციები მძიმედაა გამოხატული, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რიტუქსიმაბით მკურნალობის შეწყვეტა.
ინფექციები
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს შეამჩნევთ ინფექციის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი:
ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, წვის შეგრძნება შარდვის დროს. სისუსტის ან ზოგადი მდგომარეობის გაუარესების შეგრძნება.
მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების გაძნელება, სიარულის გაძნელება, მხედველობის დაკარგვა - ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის ძალიან იშვიათი, სერიოზული ანთებით, რომელიც შეიძლება ლეტალობით დასრულდეს (პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ან PML).
ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება, კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია), პიროვნების ცვლილება, ჰალუცინაციები, ცნობიერების შეცვლა, კრუნჩხვა ან კომა - ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის სერიოზული ანთებით (ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი), რომელიც შეიძლება ლეტალობით დასრულდეს.
რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს თქვენ ან თქვენი შვილი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეთ ინფექციების მიმღებლობის მიმართ. ყველაზე ხშირად ეს გაციებაა, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, საშარდე სისტემის ინფექციები და სერიოზული ვირუსული ინფექციები. ჩამოთვლილია „სხვა გვერდითი მოვლენების“ განყოფილებაში.
თუ თქვენ მკურნალობთ რევმატოიდულ ართრიტს, გრანულომატოზს პოლიანგიიტით, მიკროსკოპულ პოლიანგიიტით ან ვულგარულ პემფიგუსს, ამ ინფორმაციას ასევე ნახავთ ექიმის მიერ გადმოცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათში. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამედიცინო ბარათი თან გქონდეთ და აჩვენოთ თქვენს პარტნიორს ან მომვლელს.
კანის რეაქციები
ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქციები კანზე ბუშტუკების გაჩენით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. კანის სიწითლე, რომელსაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკები, შეიძლება განვითარდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, მაგალითად, პირის ღრუში, გენიტალიების არეში ან ქუთუთოებზე, შეიძლება თან ახლდეს ცხელება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.
სხვა გვერდითი მოვლენები:
ა) თუ თქვენ ან თქვენი შვილი მკურნალობთ არაჰოჯკინის ლიმფომის ან ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიის დაგნოზით:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები, ბრონქების ანთება (ბრონქიტი),
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, ცხელებით ან ცხელების გარეშე, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება,
ავადობის შეგრძნება (გულისრევა),
ბუდობრივი ალოპეციის უბნები თავის არეში, შემცივნება, თავის ტკივილი,
იმუნური სისტემის დაქვეითება - სისხლში ანტისხეულების, ეგრეთ წოდებული იმუნოგლობულინების (IgG) რაოდენობის დაქვეითების გამო, ეს ანტისხეულები გიცავთ ინფექციისგან.
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-მდე ადამიანში):
სისხლის ინფექცია, ისეთი როგორიცაა სეფსისი (სისხლის მოწამვლა), ფილტვების ანთება, ჰერპეს ზოსტერი, გაციება, ბრონქების ინფექცია, სოკოვანი ინფექცია, უცნობი წარმოშობის ინფექციები, სინუსიტი, B ჰეპატიტი
ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება (ანემია), სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
სისხლში გლუკოზის დონის მატება, წონაში კლება, სახისა და სხეულის შეშუპება, სისხლში ფერმენტ ლაქტატდეჰიდროგენაზას (LDH) დონის მატება, სისხლის შრატში კალციუმის დონის შემცირება,
კანზე პათოლოგიური შეგრძნებები, ისეთი როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან „მწერების ცოცვის“ შეგრძნება, ტაქტილური შეგრძნებების დაქვეითება,
მოუსვენრობის შეგრძნება, ჩაძინების გაძნელება,
სახის და კანის სხვა უბნების ძლიერი სიწითლე სისხლძარღვების გაფართოების გამო,
თავბრუსხვევა, შფოთვა,
ცრემლდენის გაძლიერება, ცრემლის წარმოქმნის და გამოყოფის დარღვევა, თვალის ანთება (კონიუნქტივიტი),
ყურებში შუილის შეგრძნება (ტინიტუსი), ყურის ტკივილი,
გულის პრობლემები, ისეთი როგორიცაა ინფარქტი, არარეგულარული ან გახშირებული გულისცემა,
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (არტერიული წნევის ვარდნა, განსაკუთრებით ადგომის დროს),
სასუნთქი გზების კუნთების სპაზმი, რაც იწვევს მსტვინავ სუნთქვას (ბრონქოსპაზმი), ანთება, ფილტვების, ყელის ან წიაღების (სინუსების) გაღიზიანება, სუნთქვის უკმარისობა, სურდო (ცხვირიდან გამონადენი).
ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყელისა და პირის ღრუს გაღიზიანება და/ან დაწყლულება, ყლაპვის გაძნელება, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა,
კვებითი ქცევის დარღვევები, საკვების არასაკმარისად მიღება, რამაც შეიძლება წონაში კლება გამოიწვიოს,
ჭინჭრის ციება, გაძლიერებული ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა,
კუნთების პრობლემები, ისეთი როგორიცაა კუნთების დაჭიმულობის მატება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგისა და კისრის ტკივილი,
სიმსივნის ტკივილი,
ზოგადი სისუსტე, დისკომფორტი ან დაღლილობა, კანკალი, გრიპის მსგავსი სიმპტომები,
მულტიორგანული უკმარისობა.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (ხშირი (ვითარდება 100-დან 1-მდე ადამიანში):
სისხლის შედედების დარღვევები, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის შემცირება და მათი დაშლის გაძლიერება (აპლაზიური ჰემოლიზური ანემია), ლიმფური კვანძების შეშუპება/გადიდება,
განწყობის დაქვეითება, ჩვეული აქტიობების დროს ინტერესისა და სიამოვნების შეგრძნების დაკარგვა, ნერვიულობა,
გემოს შეგრძნების დარღვევა, მაგალითად, გემოს შეცვლა,
გულის პრობლემები, ისეთი როგორიცაა გულისცემის შენელება ან ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია),
ასთმა, ჟანგბადის უკმარისობა, რის გამოც ორგანოები საკმარისად ვერ მარაგდება ჟანგბადით,
მუცლის ზომაში გადიდება.
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-მდე ადამიანში):
სისხლში ზოგიერთი ანტისხეულის რაოდენობი დროებითი მატება (IgM იმუნოგლობულინები), სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია კიბოს მომაკვდავი უჯრედების დაშლით,
ნერვების დაზიანება ზედა და ქვედა კიდურების არეში, სახის დამბლა,
გულის უკმარისობა,
სისხლძარღვების ანთება, მათ შორის ანთება, რომელიც იწვევს კანის ცვლილებებს,
სუნთქვის უკმარისობა,
ნაწლავის კედლის მთლიანობის დაზიანება (პერფორაცია),
კანის მძიმე დაავადებები ბუშტუკების გაჩენით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. სიწითლე, რომელსაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკების გაჩენა, შეიძლება განვითარდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, მაგალითად, პირის ღრუში, გენიტალიების არეში ან ქუთუთოებზე, შეიძლება თან ახლდეს ცხელება,
თირკმლის უკმარისობა,
მხედველობის მძიმე დაკარგვა.
უცნობი: (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი):
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება მოგვიანებით,
თრომბოციტების რაოდენობის დაუყოვნებლივ შემცირება. რომელიც დაკავშირებულია ინფუზიასთან. ეს ეფექტი შეიძლება იყოს შექცევადი ან იშვიათ შემთხვევაში დასრულდეს ლეტალობით,
სმენის დაკარგვა, სხვა შეგრძნებების დაკარგვა,
ტვინის და ტვინის გარსების ინფექცია/ანთება (ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი).
ბავშვები და მოზარდები არაჰოჯკინის ლიმფომით:
არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში გვერდითი მოვლენები არაჰოჯკინის ლიმფომის ან ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე მოზრდილებში გამოვლენილ გვერდით მოვლენების მსგავსი იყო. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა იყო ცხელება, რომელიც კავშირში იყო სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) დაბალ რაოდენობასთან, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებასთან ან ტკივილთან და ალერგიულ რეაქციებთან (ჰიპერმგრძნობელობა).
ბ) თუ მკურნალობთ რევმატოიდულ ართრიტის დიაგნოზით
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
ინფექციები, როგორიცაა ფილტვების ანთება (ბაქტერიული ინფექცია),
ტკივილი შარდვის დროს (საშარდე სისტემის ინფექცია),
ალერგიული რეაქციები, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება განვითარდეს ინფუზიის დროს, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს ინფუზიის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში,
არტერიული წნევის ცვლილებები, გულისრევა, გამონაყარი, ცხელება, ქავილი, სურდო ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ცემინება, კანკალი, გულისცემის აჩქარება და დაღლილობა,
თავის ტკივილი,
ექიმის მიერ ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში ცვლილებები. მათ შორის სისხლში გარკვეული ცილების (იმუნოგლობულინების) რაოდენობის შემცირება, ეს იმუნოგლობულინები გეხმარებათ ინფექციისგან დაცვაში.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
ინფექციები, ისეთი როგორიცაა ბრონქების ანთება (ბრონქიტი),
ზეწოლის ან პულსირებადი ტკივილის შეგრძნება ცხვირის, ლოყებისა და თვალების არეში (სინუსიტი), მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა, სუნთქვის პრობლემები,
ტერფის სოკოვანი ინფექციები (სპორტსმენის ტერფი),
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე,
კანის პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა, იშიაზი, შაკიკი, თავბრუსხვევა,
თმის ცვენა,
შფოთვა, დეპრესია,
საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, გულძმარვა, გაღიზიანება და/ან წყლულები ყელისა და პირის ღრუს არეში,
ტკივილი მუცლის, ზურგის, კუნთების და/ან სახსრების არეში.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (ხშირი (ვითარდება 100-დან 1-მდე ადამიანში):
სახისა და სხეულის არეში სითხის დაგროვება,
ანთება, გაღიზიანება და/ან დაჭიმულობის შეგრძნება ფილტვებისა და ყელის არეში, ხველა,
კანის რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, ქავილი და გამონაყარი,
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ხიხინი ან ქოშინი, სახისა და ენის შეშუპება, კოლაფსი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10 000-დან 1-მდე ადამიანში):
სიმპტომების კომპლექსი, რომელიც რიტუქსიმაბის ინფუზიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება ალერგიული რეაქციებით, ისეთი როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სახსრების ტკივილი, ლიმფური კვანძების ზომაში გადიდება და ცხელება.
კანის მძიმე რეაქციები ბუშტუკების წარმოქმნით, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის. სიწითლე, რომელიც ხშირად ბუშტუკებთან არის დაკავშირებული, შეიძლება განვითარდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, გენიტალიების არეში ან ქუთუთოებზე, შეიძლება თან ახლდეს ცხელება.
უცნობი: (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი):
მძიმე ვირუსული ინფექცია.
ტვინის და ტვინის გარსების ინფექცია/ანთება (ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი).
რიტუქსიმაბთან დაკავშირებული სხვა იშვიათად აღწერილი გვერდითი მოვლენები მოიცავს სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირებას, ეს უჯრედები ეხმარებიან ინფექციასთან ბრძოლაში. ზოგიერთი ინფექცია შეიძლება იყოს მძიმე (იხილეთ ინფორმაცია ინფექციების შესახებ ამ განყოფილებაში).
გ) თუ თქვენ ან თქვენი შვილი მკურნალობთ გრანულომატოზს პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
ინფექციები, ისეთი როგორიცაა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე სისტემის ინფექციები (მტკივნეული შარდვა), გაციება და ჰერპესული ინფექციები,
ალერგიული რეაქციები, რომელიც ძირითადად ვითარდება ინფუზიის დროს, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს ინფუზიის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში,
დიარეა,
ხველა ან ქოშინი,
ცხვირიდან სისხლდენა,
არტერიული წნევის მატება,
სახსრების ან ზურგის ტკივილი,
კუნთების კანკალი ან კრუნჩხვა,
თავბრუსხვევა,
კანკალი (ხშირად ხელების კანკალი),
ძილის გაძნელება (უძილობა),
ხელების ან კოჭების შეშუპება.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
საჭმლის მონელების დარღვევა,
ყაბზობა,
კანზე გამონაყარი, მათ შორის აკნე ან ლაქოვანი ელემენტები კანზე,
სახის სიწითლე სიცხის შეგრძნებით,
ცხელება,
ცხვირის დაგუბების შეგრძნება ან სურდო,
კუნთების დაჭიმულობა ან ტკივილი,
კუნთების, ზედა და ქვედა კიდურების ტკივილი,
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია),
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება,
სისხლში კალიუმის რაოდენობის მომატება,
გულის რიტმის ცვლილებები ან გულისცემის გახშირება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს):
კანის მძიმე რეაქციები ბუშტუკების წარმოქმნით, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის. სიწითლე, რომელიც ხშირად ბუშტუკებთან არის დაკავშირებული, შეიძლება განვითარდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, გენიტალიების არეში ან ქუთუთოებზე, შეიძლება თან ახლდეს ცხელება.
B ჰეპატიტის ინფექციის რეციდივი.
უცნობი: (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი):
მძიმე ვირუსული ინფექცია.
ტვინის და ტვინის გარსების ინფექცია/ანთება (ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი).
ბავშვები და მოზარდები გრანულომატოზი პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით
ბავშვებსა და მოზარდებში გრანულომატოზის პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო გრანულომატოზის პოლიანგიიტით ან მიკროსკოპული პოლიანგიიტით დაავადებულ მოზრდილებში გამოვლენილი გვერდით მოვლენების. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო ინფექციები, ალერგიული რეაქციები და გულისრევა.
დ) თუ მკურნალობთ ვულგარულ პემფიგუსის დიაგნოზით:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
ალერგიული რეაქციები, რომელიც ძირითადად ვითარდება ინფუზიის დროს, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს ინფუზიის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში,
თავის ტკივილი,
ინფექციები, მათ შორის გულმკერდის ღრუს ანთება,
მუდმივი დეპრესია,
თმის ცვენა.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
ინფექციები, მათ შორის გაციება, ჰერპესული ინფექციები, თვალის ინფექციები, პირის ღრუს კანდიდოზი და საშარდე სისტემის ინფექციები (მტკივნეული შარდვა),
განწყობის ცვალებადობა, მათ შორის გაღიზიანება და დეპრესია,
კანის დაავადებები, მათ შორის ქავილი, ჭინჭრის ციება და კანქვეშა კეთილთვისებიანი წარმონაქმნები,
დაღლილობა და თავბრუსხვევა,
ცხელება,
სახსრების ან ზურგის ტკივილი,
მუცლის ტკივილი,
კუნთების ტკივილი,
გულისცემის აჩქარება.
უცნობი: (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი):
მძიმე ვირუსული ინფექცია.
ტვინის და ტვინის გარსების ინფექცია/ანთება (ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი).
რიტუქსიმაბმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ექიმის მიერ ჩატარებული ლაბორატორიულ კვლევებში ცვლილებები.
თუ იღებთ რიტუქსიმაბს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაშია, გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება განვითარდეს, შესაძლოა გამოწვული იყოს სხვა მედიკამენტების მოქმედებით.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ „ყვითელი ბარათის სქემის“ (Yellow Card Scheme) ვებგვერდის მეშვეობით: www.mhra.gov.uk/yellowcard, ან მოძებნოთ „MHRA Yellow Card“ Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მოპოვებაში ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება იტუქსრედი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე). არ გაყინოთ. ფლაკონი შეინახეთ მუყაოს კოლოფით, რათა დაიცვათ სინათლისგან.
ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ასეპტიკური განზავების შემდეგ:
- 9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში გახსნილი იტუქსრედის საინფუზიო ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 60 დღის განმავლობაში 5±3°C ტემპერატურაზე და 30 დღის განმავლობაში 25±2°C ტემპერატურაზე.
დექსტროზის ხსნარში ასეპტიკური განზავების შემდეგ:
5%-იან დექსტროზის ხსნარში გახსნილი იტუქსრედის საინფუზიო ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 48 საათის განმავლობაში 2°C – 8°C ტემპერატურაზე და 25±2°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარი მომზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. თუ მზა პროდუქტი არ გამოიყენება მაშინათვე, პასუხისმგებლობა დროზე და შენახვის პირობებზე ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C–8°C ტემპერატურაზე.
მედიკამენტი არ გადაყაროთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს იტუქსრედი
იტუქსრედის აქტიური ნივთიერება რიტუქსიმაბია. 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ რიტუქსიმაბს (10 მგ/მლ). 50 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500 მგ რიტუქსიმაბს (10 მგ/მლ).
სხვა შემადგენელი ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი (E331), ლიმონმჟავა (E330), პოლისორბატი 80 (E433), ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება იტუქსრედი და შეფუთვის შემცველობა
იტუქსრედი არის გამჭვირვალიდან ოპალესცენტურამდე, უფეროდან მოყვითალო ფერამდე ხსნარი. ხელმისაწვდომია საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის სახით ფლაკონში. თითოეული შეფუთვა შეიცავს იტუქსრედის 1 ან 2 ფლაკონს.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Dr. Reddy’s Laboratories (UK) Ltd.,
410 Cambridge Science Park
Milton Road
კემბრიჯი
CB4 0PE
გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2024 წლის დეკემბერი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.