რიტუქსიმაბი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების მკურნალობისთვის: არა-ჰოჯკინის ლიმფომა NHL: 18 წელზე უფროსი ასაკის, მოზრდილი ქალი და მამაკაცი პაციენტები; პაციენტებში რიტუქსიმაბის დანიშვნა და მიღება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი შეფასება; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რიტუქსიმაბი (rituximab)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Hetero Biopharma Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, მონოკლონური ანტისხეულები და ანტისხეულების და პრეპარატების კონიუგატები
- ATC კოდი
- L01FA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035978
- რეგისტრირებულია
- 27 ივლისი 2022, მოქმედებს 27 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Hetero Biopharma Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ზანდრა ლაიფ საიენს“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რილასტი 100 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რიტუქსიმაბი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების მკურნალობისთვის:
არა-ჰოჯკინის ლიმფომა NHL:
18 წელზე უფროსი ასაკის, მოზრდილი ქალი და მამაკაცი პაციენტები;
პაციენტებში რიტუქსიმაბის დანიშვნა და მიღება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი შეფასება;
პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ არა-ჰოჯკინის ლიმფომა შემდეგი ქვეტიპების ჩათვლით:
ა) არა-ნამკურნალები, დიფუზირი, დიდ-B უჯრედოვანი, CD20 დადებითი NHL CHOP-თან ან სხვა ანტრაციკლინის ფუძიან ქიმიოთერაპიის რეჟიმთან კომბინაციაში;
ბ) არაპროგრესირებადი (სტაბილური დაავადების ჩათვლით), დაბალი ხარისხის, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL, მონოთერაპიის სახით პირველი რიგის CVP-ქიმიოთერაპიის შემდეგ;
გ) მორეციდივე ან რეფრაქტორული, დაბალი-ხარისხის ან ფოლიკულარული, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL- მონოთერაპიის სახით.
დ) არა-ნამკურნალები ფოლიკულური, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL პირველი რიგის ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, და პაციენტებში, რომლებშიც მიიღწევა რიტუქსიმაბისადმი სრული ან ნაწილობრივი პასუხი ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, მონოთერაპიის სახით შემანარჩუნებელი თერაპია.
პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (CLL):
რიტუქსიმაბი ფლუდარაბინთან და ციკლოფოსფამიდთან (CF) კომბინაციაში ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ნამკურნალები და არანამკურნალები CD20 დადებითი, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (CLL).
რევმატოიდული ართრიტი (RA):
რიტუქსიმაბი მეტოტრექსატთან კომბინაციაში ნაჩვენებია საშუალო და მწვავე აქტიური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატური პასუხი ერთი ან მეტი TNF ანტაგონისტებით თერაპიაზე.
გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
მიღების წესი და დოზირება
მორეციდივე ან რეფრაქტორული, დაბალი-ხარისხის ან ფოლიკულური, CD20 დადებითი B უჯრედოვანი NHL:
მიიღეთ კვირაში ერთხელ, 4 ან 8 დოზით.
მორეციდივე ან რეფრაქტორული, დაბალი-ხარისხის ან ფოლიკულური, CD20 დადებითი B უჯრედოვანი NHL-ს განმეორებითი მკურნალობა:
მიიღეთ კვირაში ერთხელ 4 დოზით.
არა-ნამკურნალები, ფოლიკულური, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL:
მიიღეთ ქიმიოთერაპიის ყოველი ციკლის პირველ დღეს, 8 დოზამდე. სრული ან ნაწილობრივი პასუხის მქონე პაციენტებში 8 კვირის განმავლობაში საჭიროა რიტუქსიმაბით შემანარჩუნებელი თერაპია რიტუქსიმაბის და ქიმიოთერაპიის კომბინაციის დასრულების შემდეგ. რიტუქსიმაბი ინიშნება მონოთერაპიის სახით ყოველ 8 კვირაში, 12 დოზა.
არაპროგრესირებადი, დაბალი-ხარისხის, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL პირველი რიგის CVP ქიმიოთერაპიის შემდეგ:
CVP ქიმიოთერაპისი 6-8 ციკლის დასრულების შემდეგ, ინიშნება კვირაში ერთხელ, 4 დოზით 6 თვიანი ინტერვალით, მაქსიმუმ 16 დოზა.
დიფუზური დიდ B უჯრედოვანი NHL:
მიიღეთ ქიმიოთერაპიის ყოველი ციკლის პირველ დღეს, 8 ინფუზიამდე.
რეკომენდებული დოზა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიისთვის (CLL):
რეკომენდებული დოზაა 375 მგ/მ2 FC ქიმიოთერაპიის დაწყების წინა დღეს, შემდეგ 500 მგ/მ2 2-6 ციკლის პირველ დღეს (28 დღეში ერთხელ).
რეკომენდებული დოზა რევმატოიდული ართრიტისთვის (RA):
რიტუქსიმაბი მიიღეთ ორი 1000 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით, 2 კვირიანი ინტერვალით;
ყოველ ინფუზიამდე 30 წუთით ადრე რეკომენდებულია გლუკოკორტიკოიდები- ინტრავენურად მეთილპრედნიზოლონი 100 მგ ან მისი ექვივალენტი ინფუზიის რეაქციების სიხშირის და სიმწვავის შემცირებისთვის;
შემდეგი კურსების მიღება უნდა მოხდეს 24 კვირაში ერთხელ ან კლინიკური შეფასების საფუძველზე, მაგრამ ინტერვალი არ უნდა იყოს 16 კვირაზე ნაკლები;
რიტუქსიმაბი გამოიყენება მეტოტრექსატთან კომბინაციაში.
გამოყენება
გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით.
არ გამოიყენება ინტრავენური ინექციის ან ნაკადის სახით.
ყოველ ინფუზიამდე საჭროა აცეტამინოფენით ან ანტიჰისტამინით პრემედიკაცია. პაციენტებში, რომლებიც რიტუქსიმაბს 90 წუთიანი ინფუზისი სქემით იღებენ, ქიმიოთერაპიის გლუკოკორტიკოიდული კომპონენტის გამოყენება უნდა მოხდეს ინფუზიის წინ. RA პაციენტებისთვის ყოველ ინფუზიამდე 30 წუთით ადრე რეკომენდებულია ინტრავენურად 100 მგ მეთილპრედნიზოლონი ან მისი ექვივალენტი.
რიტუქსიმაბის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება ინფუზიის მწვავე რეაქციების მართვისთვის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.
ყოველი კურსის პირველი ინფუზია
ინფუზიის საწყისი რეკომენდებული სჩქარეა 50 მგ/სთ; პირველი 30 წუთის შემდეგ ის შეიძლება გაიზარდოს 50 მგ/სთ-ით ყოველ 30 წუთში, მაქსიმუმ 400 მგ/სთ.
არანამკურნალები NHL და DLBCL -თი დაავადებული პაციენტებისთვის:
თუ პირველი ციკლის განმავლობაში პაციენტებს არ განუვითარდათ ინფუზიასთან დაკავშირებული მე-3-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები, მეორე ციკლის განმავლობაში შესაძლებელია 90 წუთიანი ინფუზია გლუკოკორტიკოიდის შემცველ ქიმიოთერაპიის რეჟიმთან ერთად.
საწყისი დოზის 20% მიიღეთ პირველი 30 წუთის განმავლობაში, დანარჩენი 80% შემდეგი 60 წუთის განმავლობაში. თუ მეორე ციკლში აიტანება 90 წუთიანი ინფუზია, იგივე სიჩქარის გამოყენება შესაძლებელია მკურნალობის დანარჩენი რეჟიმების დროს (ციკლი 6-8).
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის პათოლოგია ან მეორე ციკლამდე მოცირკულირე ლიმფოციტების რაოდენობა >5000/მმ3, 90 წუთიანი ინფუზია არ უნდა გამოიყენონ.
ინფუზიის რეაქციების დროს შეწყვიტეთ ან შეანელეთ ის. ინფუზია გააგრძელეთ ნახევარი სიჩქარით სიმპტომების გაუმჯობესებისას.
დოზირება და მისი კორექცია:
დოზირების ცვლილება მკურნალობის განმავლობაში
რეკომენდებული არ არის რიტუქსიმაბის დოზის შემცირება. როდესაც რიტუქსიმაბი გამოიყენება ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, უნდა მოხდეს ქიმიოთერაპიული აგენტების დოზირების სტანდარტული შემცირება.
ხანდაზმულებში გამოყენება
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის (>65 წელი).
უკუჩვენებები
რიტუქსიმაბი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან თაგვის პროტეინების ან ნებისმიერი შემავსებლის მიმართ;
აქტიური, მწვავე ინფექციები;
მწვავე იმუნოკომპრომეტირებული სტატუსის მქონე პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ან აღენიშნებოდათ პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML).
სიფრთხილის ზომები
ბიოლოგიურ სამედიცინო პროდუქტებზე შემდგომი დაკვირვების გაუმჯობესების მიზნით პაციენტის ისტორიაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს (ან განცხადდეს) გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
რიტუქსიმაბი ასოცირდება ინფუზიასთან დაკავშირებულ რეაქციებთან, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინების და/ან სხვა ქიმიური მედიატორების გამონთავისუფლებასთან. ციტოკინის გამონთავისუფლების სინდრომი შეიძლება კლინიკურად არ განსხვავდებოდეს მომატებული მგრძნობელობის მწვავე რეაქციებისგან, რომლებიც მოიცავს ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომს, სიმსივნის ლიზისის სინდრომს და ანაფილაქსიურ და მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს. ისინი განსაკუთრებულად დაკავშირებულნი არ არიან რიტუქსიმაბის მიღების გზასთან და შეიძლება აღინიშნოს ორივე ფორმულის გამოყენებისას.
რიტუქსიმაბის ინტრავენური ფორმულის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების განმავლობაში აღწერილია ინფუზიასთან დაკავშირებული მწვავე რეაქციები ფატალური გამოსავლის ჩათვლით, რომლებიც იწყებოდა რიტუქსიმაბის პირველი ი/ვ ინფუზიის შემდეგ 30 წუთის-2 საათის განმავლობაში. ისინი ხასიათდებოდნენ ფილტვის მოვლენებით და ზოგიერთ შემთხვევაში მოიცავდნენ სიმსივნის სწრაფ ლიზისს და სიმსივნის ლიზისის ნიშნებს ცხელებასთან, წვასთან, შემცივნებასთან, ჰიპოტენზიასთან, ურტიკარიასთან, ანგიოედემასთან და სხვასთან ერთად.
ციტოკინების გამონთავისუფლების მწვავე სინდრომი ხშირად ვლინდება პირველი ინფუზიის დაწყებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფილტვის უკმარისობა ან ფილტვის სიმსივნის ინფილტრაცია, შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ ცუდი გამოსავლისკენ და მათი მკურნალობა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ციტოკინის გამონთავისუფლების მწვავე სინდრომი, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ და უნდა ჩაუტარდეთ აგრესიული სიმპტომური მკურნალობა. რადგან კლინიკური სიმპტომების საწყის გაუმჯობესებას შეიძლება გაუარესება მოჰყვეს, საჭიროა ამ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი სანამ არ გაქრება ან გამოირიცხება სიმსივნის ლიზისის სინდრომი ან ფილტვის ინფილტრაცია. ნიშნების და სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ, პაციენტების მკურნალობის გაგრძელებისას, იშვიათად განმეორდა ციტოკინების გამონთავისუფლების მწვავე სინდრომი.
რიტუქსიმაბით ნამკურნალები პაციენტების 77%-ში გამოვლინდა ინფუზიასთან დაკავშირებული ყველა ტიპის გვერდითი რეაქცია (ციტოკინების გამონთავისფულების სინდრომის ჩათვლით, რომელსაც ახლდა ბრონქოსპაზმი-10%-ში). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია რიტუქსიმაბის ინფუზიის შეწყვეტის და ანტიპირეტული, ანტიჰისტამინური და ზოგჯერ საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადის, ინტრავენურად მარილიანი ხსნარების ან ბრონქოდილატატორების და გლუკოკორტიკოიდების მიღების შემდეგ. მწვავე რეაქციებისთვის გთხოვთ ზემოთ იხილეთ ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომი.
პაციენტებში, ინტრავენურად პროტეინების შეყვანის შემდეგ, აღწერილია ანაფილაქსიური და მომატებული მგრძნობელობის სხვა რეაქციები. ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომის საწინააღმდეგოდ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება ინფუზიის დაწყებიდან წუთების განმავლობაში. რიტუქსიმაბის გამოყენების განმავლობაში განვითარებული ალერგიული რეაქციის დროს მომატებული მგრძნობელობის მკურნალობისთვის, დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამედიცინო პროდუქტები, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი), ანტიჰისტამინები და გლუკოკორტიკოიდები. ანაფილაქსიის კლინიკური გამოვლინება შეიძლება გავდეს ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომს. მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ნაკლებად ხშირად არის აღწერილი.
ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილი დამატებითი რეაქციები იყო მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფილტვის შეშუპება და მწვავე შექცევადი თრომბოციტოპენია. რადგან რიტუქსიმაბის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, ინფუზიამდე 12 საათით ადრე თავი უნდა შეიკავონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენებისგან.
IRR-ს სიხშირის და სიმწვავის შემცირებისთვის რევმატოიდული ართრიტის დროს რიტუქსიმაბის ინფუზიამდე უნდა გამოიყენონ გლუკოკორტიკოიდებით პრემედიკაცია.
პოსტ-მარკეტინგულად აღწერილია რევმატოიდული ართრიტის დროს მწვავე IRR ფატალური გამოსავლის ჩათვლით. რევმატოიდული ართრიტის დროს აღწერილი ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. ყველაზე ხშირი სიმპტომები იყო ალერგიული რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი, ქავილი, ყელის გაღიზიანება, ალები, გამონაყარი, ურტიკარია, ჰიპერტენზია და პირექსია. ზოგადად პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ინფუზიაზე რეაქცია, უფრო მაღალი იყო ნებისმიერი კურსის პირველი ინფუზიის შემდეგ. შემდგომი კურსების დროს ქვეითდებოდა IRR-ს სიხშირე. აღწერილი რეაქციები ჩვეულებრივ შექცევადი იყო რიტუქსიმაბის ინფუზიის სიჩქარის შემცირების ან შეწყვეტის და ანტი-პირეტული, ანტიჰისტამინური და ზოგჯერ საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადის, ინტრავენურად მარილიანი ხსნარების ან ბრონქოდილატატორების და გლუკოკორტიკოიდების მიღების შემდეგ. საჭიროა იმ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი, რომლებსაც ჰქონდათ გულის მხრივ პრობლემები ან ადრე განუვითარდათ გულ-ფილტვის მხრივ გვერდითი რეაქციები. IRR -ს სიმწვავის და საჭირო ინტერვენციის მიხედვით, დროებით ან სამუდამოდ მოხსენით რიტუქსიმაბი. უმრავლეს შემთხვევებში ინფუზიის განახლება შესაძლებელია სიჩქარის 50%-ით შემცირება (მაგ.: 100 მგ/სთ-დან 50 მგ/სთ-მდე) სიმპტომების სრულად გაქრობის შემდეგ.
გულის მხრივ დარღვევები
რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პაციენტებში განვითარდა გულის ანგინა, გულის არითმიები, როგორიცაა წინაგულების თრთოლვა და ციმციმი, გულის უკმარისობა და/ან მიოკარდიუმის ინფარქტი. აქედან გამომდინარე საჭიროა იმ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულის დაავადებები და/ან ჩატარებული აქვთ კარდიოტოქსიკური ქიმიოთერაპია.
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
მიუხედავად იმისა, რომ რიტუქსიმაბი მიელოსუპრესიული არ არის მონოთერაპიისას, სიფრთხილეა საჭირო პაციენტების მკურნალობისას, რომელთა ნეიტროფილების რიცხვიც <1.5X109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა არის <75 X 109/ლ, რადგან ამ პოპულაციაში კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. რიტუქსიმაბით თერაპიის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრის ჩათვლით.
ინფექციები
რიტუქსიმაბით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს სერიოზული ინფექციები ფატალური მოვლენების ჩათვლით. რიტუქსიმაბი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური მწვავე ინფექცია (მაგ.: ტუბერკულოზი, სეფსისი და ოპორტუნისტული ინფექციები).
ექიმმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რიტუქსიმაბის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციები ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სერიოზული ინფექციებისადმი მიდრეკილებას.
სუბიექტებში, რომლებიც რიტუქსიმაბს იღებდნენ აღწერილია B ჰეპატიტის რეაქტივაციის შემთხვევები ფულმინანტური ჰეპატიტის ფატალური გამოსავლის ჩათვლით. ამ პაციენტების უმრავლესობას აგრეთვე ჩატარებული ქონდა ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპია. რიტუქსიმაბით თერაპიის დაწყებამდე რისკის მქონე პაციენტებში ყოველთვის უნდა ჩატარდეს B ჰეპატიტის ვირუსზე (HBV) სკრინინგი. ეს მინიმუმ უნდა მოიცავდეს HBsAg და HBcAb სტატუსის განსაზღვრას. ეს შეიძლება მოხდეს ადგილობრივი გაიდლაინებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი მარკერების გამოყენებით. აქტიური B ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბით მკურნალობა არ უნდა ჩატარდეს. პაციენტებში, რომლებშიც დადებითია B ჰეპატიტის სეროლოგია (HBsAg ან HbcAb) მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის დაავადებების სპეციალისტის კონსულტაცია და მონიტორინგი და მენეჯმენტი ადგილობრივი სამედიცინო სტანდარტებით B ჰეპატიტის რეაქტივაციის პრევენციისთვის.
NHL-ს დროს რიტუქსიმაბის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღწერილია პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) ძალიან იშვიათი შემთხვევები. პაციენტების უმრავლესობა რიტუქსიმაბს იღებდა ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ნაწილის სახით.
იმუნიზაცია
NHL-თი დაავადებულ პაციენტებში ცოცხალი ვირუსებით ვაქცინაციის იმუნიზაციის უსაფრთხოება შესწავლილი და რეკომენდებული არ არის. პაციენტებმა, რომლებიც რიტუქსიმაბით მკურნალობენ, შეიძლება ჩაიტარონ არა-ცოცხალი ვაქცინაცია. თუმცა ამ ვაქცინაციაზე პასუხი შეიძლება შემცირებული იყოს.
რიტუქსიმაბით თერაპიის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაშ შენარჩუნებული იყო საშუალო პრე-თერაპიული ანტისხეულების ტიტრი ანტიგენების პანელის (Streptococcus pneumoniae, Influenza A, ყბაყურა, წითურა და ჩუტყვავილა) წინააღმდეგ.
კანის მხრივ რეაქციები
აღწერილია კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ზოგიერთი ფატალური გამოსავლით. ამ მოვლენის შემთხვევაში რიტუქსიმაბთან კავშირზე ეჭვისას მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
სხვა DMARD-ს ერთდროული/შემდგომი გამოყენება რევმატოიდული ართრიტის დროს
რიტუქსიმაბის და სხვა ანტი-რევმატული თერაპიის გამოყენება, რომელიც მითითებული არ არის რევმატოიდული ართრიტის ჩვენების და დოზირების გრაფაში, რეკომენდებული არ არის.
კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები შეზღუდულია რიტუქსიმაბის შემდეგ სხვა DMARD-ს გამოყენების (TNF-ინჰიბიტორების და სხვა ბიოლოგიური საშუალებების ჩათვლით) უსაფრთხოების სრული შეფასებისთვის. ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ინფექციების სიხშირე უცვლელია, როდესაც ამგვარი თერაპია გამოიყენება რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პაციენტებში, თუმცა საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი ინფექციის ნიშნების გამოსავლენად თუ რიტუქსიმაბით თერაპისი შემდეგ გამოიყენება ბიოლოგიური აგენტები და/ან DMARD.
მალიგნიზაცია
იმუნომოდულატორული პრეპარატები შეიძლება ზრდიდეს მალიგნიზაციის რისკს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბის გამოყენების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე არსებული მონაცემები არ მიუთითებს მალიგნიზაციის ზრდაზე. თუმცა ამ დროისთვის არ შეიძლება გამოირიცხოს სოლიდური სიმსივნეების განვითარების შესაძლო რისკი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
CLL-თი დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბი არ ცვლის ფლუდარაბინთან ან ციკლოფოსფამიდთნ სისტემურ ექსპოზიციას. RA-თი დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევაში მეტოტრექსატის ან ციკლოფოსფამიდის გამოყენებამ არ იმოქმედა რიტუქსიმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კატეგორია C
არ არსებობს ორსულ ქალებში რიტუქსიმაბის გამოყენების ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები. შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა რიტუქსიმაბით მკურნალობისას და მისი დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. ორსულობის დროს რიტუქსიმაბი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი ამართლებს ნაყოფისტვის პოტენციურ რისკს.
ადამიანებში არსებული მონაცემები
პოსტ-მარკეტინგული მონაცემები აჩვენებს, რომ ახალშობილებში, რომლებიც ინტრაუტერინულ პერიოდში იმყოფებიან რიტუქსიმაბის მოქმედების ქვეშ, შეიძლება განუვითარდეთ B-უჯრედოვანი ლიმფოციტოპენია, რომელიც ჩვეულებრივ 6 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდება. რიტუქსიმაბი გამოვლინდა მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჩვილების შრატში ინტრაუტერინული ექსპოზიციის დროს.
ცხოველებში არსებული მონაცემები
ემბრიო-ფეტალური განვითარების ტოქსიკურობის კვლევაში, რომელიც ჩატარდა სინომოლგურ მაკე მაიმუნებში, რიტუქსიმაბი აღწევდა პლაცენტაში. ექსპოზირებულ შთამომავლობაში არ გამოვლინდა ტერატოგენური ეფექტები, მაგრამ ლიმფურ ქსოვილებში დაქვეითებული იყო B უჯრედების რაოდენობა. B უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და იმუნოსუპრესია აღინიშნა რიტუქსიმაბით ნამკურნალები მაკე ცხოველების შთამომავლობაში პრე და პოსტ-ნატალური ტოქსიკურობის კვლევებში. მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდა B უჯრედების რაოდენობა და აღდგა იმუნოლოგიური ფუნქცია.
მეძუძური დედები
უცნობია გამოიყოფა თუ არა რიტუქსიმაბი დედის რძეში. თუმცა რიტუქსიმაბი გამოიყოფა სინომოლგური მაიმუნების რძეში, ხოლო IgG გამოიყოფა ადამიანის რძეში. გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ რძეში არსებული ანტისხეულები მნიშვნელოვანი რაოდენობით არ აღწევს ახალშობილების და ჩვილების ცირკულაციაში. ორალურად რიტუქსიმაბის მიღების უცნობი რისკი უნდა შეადარონ ძუძუთი კვების ცნობილ სარგებელს.
გამოყენება პედიატრიაში
პედიატრული ასაკის პაციენტებში რიტუქსიმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
გამოყენება გერიატრიაში
დიფუზური დიდ-B უჯრედოვანი NHL:
DLBCL დაავადებული პაციენტების სამ რანდომიზებულ, აქტიურად-კონტროლირებულ კვლევაში 927 პაციენტი იღებდა რიტუქსიმაბს ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. მათგან 396 (43%) იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, 123 (13%) 75 წელზე მეტის. ამ ასაკის და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში არ აღინიშნა საერთო ეფექტურობის განსხვავება. ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირად ვითარდებოდა გულის მხრივ გვერდითი რეაქციები, ძირითადად სუპრავენტრიკულური არითმიის სახით. ხანდაზმულებში, აგრეთვე, უფრო ხშირი იყო ფილტვების მხრივ სერიოზული გვერდითი რეაქციები პნევმონიის და პნევმონიტის ჩათვლით.
დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური არა-ჰოჯკინის ლიმფომა:
არანამკურნალები ფოლიკულური NHL-თი დაავადებულ პაციენტებში ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, ეფექტურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვაობა ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ დაფიქსირებულა.
რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პირებში ჩატარებული კვლევების თამახმად, გვერდითი რეაქციების სიხშირე მსგავსი იყო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში. სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე, სერიოზული ინფექციების, მალიგნიზაციების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოვლენების ჩათვლით, უფრო მაღალი იყო ხანდაზმულ პაციენტებში.
უსაფრთხოების და ეფექტურობის განსხვავება არ აღინიშნა ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტის ასაკის მიხედვით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები რიტუქსიმაბის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე, თუმცა ამგვარი ფარმაკოლოგიური აქტივობა და ამ დროისთვის აღწერილი გვერდითი რეაქციები მიუთითებს, რომ რიტუქსიმაბი უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
არა-ჰოჯკინის ლიმფომის და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს მიღებული გამოცდილება:
არა-ჰოჯკინის ლიმფომის დროს რიტუქსიმაბის შემდგომი უსაფრთხოების პროფილი დაფუძნებულია კლინიკური კვლევების მონაცემებზე და პოსტ-მარკეტინგულ დაკვირვებებზე. ეს პაციენტები იტარებდნენ რიტუქსიმაბით მონოთერაპიას (ინდუქციური ან შემანარჩუნებელი მკურნალობა) ან ქიმიოთერაპიასთან კომბინირებულ თერაპიას.
NHL-თი დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევებში რიტუქსიმაბის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥25%) იყო ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, ცხელება, ლიმფოპენია, წვა, ინფექცია და ასთენია. უმრავლესობა ვითარდებოდა პირველი ინფუზიის განმავლობაში. ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომების სიხშირე ქვეითდებოდა შემდგომი ინფუზიების დროს და რიტუქსიმაბის რვა დოზის შემდეგ შეადგენდა 1%-ზე ნაკლებს.
NHL-თი დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევებში ინფექციური მოვლენები (ძირითადად ბაქტერიული და ვირუსული) ვითარდებოდა პაციენტების დაახლოებით 35-55%-ში.
ყველაზე ხშირად აღწერილი ან აღნიშნული გვერდითი რეაქციები იყო:
IRR (ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის, სიმსივნის ლიზისის სინდრომის ჩათვლით);
ინფექციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოვლენები;
სხვა სერიოზული ADR მოიცავდა B ჰეპატიტის რეაქტივაციას და PML ინფუზიასთან-დაკავშირებულ რეაქციებს.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
კლინიკურ კვლევებში ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ნიშნები და სიმპტომები აღინიშნა პაციენტების 50%-ზე მეტში და ძირითადად ვითარდებოდა პირველი ინფუზიის დროს, პირველი ორი საათის განმავლობაში. ეს სიმპტომები ძირითადად მოიცავდა ცხელებას, წვას და შემცივნებას. სხვა სიმპტომები მოიცავდა ალებს, ანგიოედემას, ბრონქოსპაზმს, ღებინებას, გულისრევას, ურტიკარიას/გამონაყარს, მიალგიას, თავბრუსხვევას, დაღლილობას, თავის ტკივილს, ყელის გაღიზიანებას, რინიტს, ქავილს, ტკივილს, ტაქიკარდიას, ჰიპერტენზიას, ჰიპოტენზიას, ქოშინს, დისპეფსიას, ასთენიას და სიმსივნის ლიზისის სინდრომის ნიშნებს. ინფუზიასთან დაკავშირებული მწვავე რეაქციები (როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია) აღინიშნა შემთხვევათა 12 %-ში. ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილი დამატებითი რეაქციები იყო მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფილტვის შეშუპება და მწვავე შექცევადი თრომბოციტოპენია. უფრო დაბალი ან უცნობი სიხშირით აღწერილი იყო არსებული გულის პრობლემების გამწვავება, როგორიცაა გულის ანგინა ან გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის მხრივ მწვავე მოვლენები (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და წინაგულების ფიბრილაცია), ფილტვის შეშუპება, მულტიორგანული უკმარისობა, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომი, თირკმლის და რესპირატორული უკმარისობა. ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომების სიხშირე ქვეითდებოდა შემდეგი ინფუზიების დროს და რიტუქსიმაბის შემცველი მერვე ციკლის შემდეგ შეაგენდა 1%-ზე ნაკლებს.
ინფექციები
რიტუქსიმაბმა გამოიწვია B უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, მაგრამ მხოლოდ უმცირესობაში იყო დაკავშირებული შრატის იმუნოგლობულინების შემცირებასთან.
რანდომიზებულ კვლევებში, რიტუქსიმაბის ჯგუფში უფრო ხშირად აღინიშნა ადგილობრივი სოკოვანი ინფექციები და ჰერპეს ზოსტერი. მწვავე ინფექციები აღწერილი იყო რიტუქსიმაბის მონოთერაპიით ნამკურნალები პაციენტების 4%-ში. საერთო ინფექციების უფრო მაღალი სიხშირე, მე-3 და მე-4 ხარისხის ინფექციების ჩათვლით, აღინიშნა რიტუქსიმაბით 2 წლამდე შემანარჩუნებელი თერაპიის დროს. მკურნალობის 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში არ აღინიშნა კუმულაციური ტოქსიკურობა. დამატებით, რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს აღწერილი იყო სხვა სერიოზული ვირუსული ინფექციები, მათ შორის ახალი, რეაქტივირებული ან გამწვავებული, ზოგიერთი ფატალური. პაციენტების უმრავლესობა რიტუქსიმაბს იღებდა ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ნაწილის სახით. სერიოზული ვირუსული ინფექციების მაგალითებია ჰერპეს ვირუსებით გამოწვეული ინფექციები (ციტომეგალოვირუსი, Varicella Zoster და Herpes Simplex ვირუსი), JC ვირუსი (პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML) და C ჰეპატიტის ვირუსი. კლინიკურ კვლევებში აგრეთვე აღწერილია ფატალური PML შემთხვევები, რომლებიც განვითარდა დაავადების პროგრესის და ხელახლა მკურნალობის შემდეგ. აღწერილია B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაციის შემთხვევები, უმრავლესობა განვითარდა სუბიექტებში, რომლებიც რიტუქსიმაბს იღებდნენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. ანამნეზში კაპოშის სარკომის მქონე პირებში რიტუქსიმაბის გამოყენების შემდეგ აღწერილია მისი პროგრესი. ეს შემთხვევები განვითარდა არა-დამტკიცებული ჩვენების დროს და პაციენტების უმრავლესობა იყო HIV დადებითი. იშვიათად აღწერილია Pneumo-cystis Jirovecii.
ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები
კლინიკურ კვლევებში, როდესაც რიტუქსიმაბით მონოთერაპია ტარდებოდა 4 კვირის განმავლობაში ჰემატოლოგიური ანომალიები ვითარდებოდა პაციენტების უმცირესობაში და ჩვეულებრივ იყო მსუბუქი და შექცევადი. მწვავე (3/4 ხარისხის) ნეიტროპენია აღწერილია 4.2%-ში, ანემია - 1.1%-ში, თრომბოციტოპენია - 1.7%-ში. 2 წლის განმავლობაში რიტუქსიმაბით შემანარჩუნებელი თერაპიის დროს უფრო მაღალი სიხშირით აღინიშნებოდა ლეიკოპენია (5% და 2%, ხარისხი 3/4) და ნეიტროპენია (10% და 4% ხარისხი 3/4). თრომბოციტოპენიის სიხშირე დაბალი იყო (<1%, ხარისხი 3/4) და არ განსხვავდებოდა მკურნალობის ჯგუფებს შორის. თუმცა რიტუქსიმაბით და ქიმიოთერაპიით ნამკურნალებ პაციენტებში ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე დაკავშირებული არ იყო ინფექციების და ინვაზიების უფრო მაღალ სიხშირესთან მხოლოდ ქიმიოთერაპიით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით. არ აღინიშნა ანემიის სიხშირის განსხვავება. აღწერილია ნეიტროპენიის ცალკეული შემთხვევები რიტუქსიმაბის ბოლო ინფუზიიდან 4 კვირის შემდეგ.
რიტუქსიმაბის კვლევებში ვალდენშტორმის მაკროგლობულინემიით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის დაწყების შემდეგ აღწერილია შრატში IgM დონის ტრანზიტორული მომატება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპერვისკოზურობასთან და მასთან დაკავშირებულ სიმპტომებთან. IgM დონის ტრანზიტორული მომატება ჩვეულებრივ საწყის დონეს უბრუნდებოდა 4 თვის განმავლობაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რეაქციები
რიტუქსიმაბით მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რეაქციები აღწერილია პაციენტების 18.8%-ში, ყველაზე ხშირი მოვლენები იყო ჰიპოტენზია და ჰიპერტენზია. ინფუზიის განმავლობაში აღწერილია მე-3-4 ხარისხის არითმიის (ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ჩათვლით) და გულის ანგინის შემთხვევები. შემანარჩუნებელი თერაპიის დროს მე-3/4 ხარისხის გულის მხრივ დარღვევების სიხშირე შედარებადი იყო რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პაციენტებში და დაკვირვების ჯგუფში. გულის სერიოზული გვერდითი მოვლენები (წინაგულების ფიბრილაციის, მიოკარდიუმის ინფარქტის, მარცხენა პარკუჭის უკმარისობის, მიოკარდიუმის იშემიის ჩათვლით) აღინიშნა რიტუქსიმაბით ნამკურნალები პაციენტების 3%-ში და კონტროლის ჯგუფის 1%-ში. კვლევებში, რომლებშიც ფასდებოდა რიტუქსიმაბის და ქიმიოთერაპიის კომბინაცია, მე-3 და მე-4 ხარისხის არითმიები სიხშირე, ძირითადად სუპრავენტრიკულური არითმიების, როგორიცაა ტაქიკარდია და წინაგულების თრთოლვა/ციმციმი უფრო მაღალი იყო R-CHOP ჯგუფში (14 პაციენტი, 6.9%), CHOP ჯგუფთან შედარებით (3 პაციენტი 1.5%). ყველა არითმია განვითარდა რიტუქსიმაბის ინფუზიასთან დაკავშირებით ან ასოცირებული იყო წინასწარ განწყობის ფაქტორებთან, როგორიცაა ცხელება, ინფექცია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ან არსებული კარდიოვასკულური და რესპირატორული დაავადებები. R-CHOP და CHOP ჯგუფებს შორის განსხვავება არ აღინიშნა მე-3 და მე-4 ხარისხის სხვა კარდიალურ მოვლენებს შორის გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის დაავადების და კორონარული არტერიების დაავადების გამოვლენის ჩათვლით.
სასუნთქი სისტემა
აღწერილია ფილტვის ინტერსტიციული დაავადების შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური.
ნევროლოგიური მოვლენები
მკურნალობის პერიოდის განმავლობაში პირველი ციკლის დროს ოთხ პაციენტს (2%), რომლებსაც მკურნალობდნენ R-CHOP-ით და რომლებსაც აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა ყველა რისკ-ფაქტორი, განუვითარდა თრომბოემბოლიური ცერებროვასკულური მოვლენები. სხვა თრომბოემბოლიური მოვლენების სიხშირე მკურნალობის ჯგუფებს შორის არ განსხვავდებოდა. ამის საპირისპიროდ CHOP ჯგუფში სამ პაციენტს (1.5%) აღენიშნებოდა ცერებროვასკულური მოვლენები, ყველა განვითარდა შემდგომი დაკვირვების პერიოდში.
აღწერილია შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის (PRES)/შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის (RPLS) შემთხვევები. ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა მხედველობის დარღვევებს, თავის ტკივილს, კრუნჩხვებს და მენტალური სტატუსის დაზიანებას ჰიპერტენზიით ან მის გარეშე. PRES/RPLS საჭიროებს დადასტურებას თავის ტვინის იმიჯინგით. აღწერილ შემთხვევებში აღინიშნებოდა PRES/RPLS-ს ცნობილი რისკ ფაქტორები, რაც მოიცავდა პაციენტის მიმდინარე დაავადებას, ჰიპერტენზიას, იმუნოსუპრესიულ თერაპიას და/ან ქიმიოთერაპიას.
დარღვევები გასტროინტესტინური სისტემის მხრივ
პაციენტებში, რომლებიც არა-ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ რიტუქსიმაბს იღებდნენ, აღწერილია გასტროინტესტინური პერფორაცია, ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური. უმრავლეს შემთხვევებში რიტუქსიმაბი გამოიყენებოდა ქიმიოთერაპიასთან ერთად.
IgG დონე
კლინიკურ კვლევაში, რომელიც აფასებდა რიტუქსიმაბით შემანარჩუნებელ თერაპიას მორეციდივე/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომის დროს, IgG-ს საშუალო დონე ნორმის ქვედა ზღვარზე დაბალი იყო (LLN) (<7გ/ლ) მკურნალობის დაწყების შემდეგ დაკვირვების და რიტუქსიმაბის ჯგუფში. დაკვირვების ჯგუფში IgG -ს საშუალო დონე თანდათან იზრდებოდა LLN-ზე მეტად, მაგრამ მუდმივი რჩებოდა რიტუქსიმაბის ჯგუფში. IgG -ს LLN-ზე დაბალი დონის მქონე პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 60%-ს შეადგენდა რიტუქსიმაბის ჯგუფში მკურნალობსი 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო ქვეითდებოდა დაკვირვების ჯგუფში (36% 2 წლის შემდეგ).
პედიატრული ასაკის პაციენტებში, რომლებსაც რიტუქსიმაბით მკურნალობდნენ აღწერილია ჰიპოგამაგლობულინემიის სპონტანური და ლიტერატურული შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე, და საჭიროებდა იმუნოგლობულინით ხანგრძლივ ჩანაცვლებით თერაპიას. პედიატრული ასაკის პაციენტებში B უჯრედების რაოდენობის ხანგრძლივი დაქვეითების შედეგები უცნობია.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათად აღწერილია ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ლაიელის სინდრომი) და სტივენს ჯონსონის სინდრომის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური.
რიტუქსიმაბის გამოყენებისას აღწერილი სხვა გვერდითი რეაქციები იყო ფებრილური ინფექციები, დეპრესია, ნევროზულობა, პარესთეზია, ჰიპოესთეზია, აჟიტირება, უძილობა, ვაზოდილატაცია, შფოთვა, დისგევზია, პერიფერიული ნეიროპათია, სახის ნერვის დამბლა, კრანიალური ნეიროპათია, სხვა შეგრძნებების დაკარგვა, ლაკრიმაციის დარღვევები, კონიუნქტივიტი, მხედველობის მწვავე დაკარგვა, ტინიტუსი, ყურის ტკივილი, სმენის დაკარგვა, ფებრილური ნეითროპენია, გრანულოციტოპენია, პერიფერიული შეშუპება, სახის შეშუპება, ლდჰ-ს მომატება, ჰიპოკალციემია, ორთოსტაზული ჰიპოტენზია, ლეიკო-ციტოკლასტური ვასკულიტი, ხველის მომატება, გულმკერდის ტკივილი, რესპირატორული დაავადება, ასთმა, ჰიპოქსია, ფილტვის ინფილტრაცია, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისფაგია, სტომატიტი, ყაბზობა, ანორექსია, მუცლის გადიდება, ალოპეცია, ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა, კანის დარღვევები, კანის მწვავე ბულოზური რეაქციები, ჰიპერტონია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი, სიმსივნის არეში ტკივილი, თვითშეგრძნების გაუარესება, სიცივის სინდრომი და კანკალი.
პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება
შემდგომი რეაქციები აღწერილია ნებაყოფლობით გაურკვეველი მასშტაბის პოპულაციის მიერ. ყოველთვის შესაძლებელი არ არის სიხშირის საიმედო შეფასება ან პრეპარატისადმი ექსპოზიციის მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ამ რეაქციების შეფუთვაში მითითების გადაწყვეტილება ჩვეულებრივ დაფუძნებულია რომელიმე შემდეგ ფაქტორზე: (1) რეაქციის სერიოზულობა, (2) აღწერის სიხშირე ან (3) რიტუქსიმაბთან მიზეზობრივი კავშირის ძალა.
ჰემატოლოგიური
გახანგრძლივებული პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, მე-3-4 ხარისხის გახანგრძლივებული ან დაგვიანებული ნეიტროპენია, ჰიპერვისკოზურობის სინდრომი ვალდენშტორმის მაკროგლობულინემიის დროს და გახანგრძლივებული ჰიპოგამაგლობულინემია.
კარდიალური: გულის ფატალური უკმარისობა.
იმუნური/აუტოიმუნური მოვლენები: უვეიტი, ოპტიკური ნევრიტი, სისტემური ვასკულიტი, პლევრიტი, მგლურას მსგავსი სინდრომი, შრატის დაავადება, პოლიარტილულარული ართრიტი და ვასკულიტი გამონაყარით.
ინფექცია: ვირუსული ინფექციები, პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) ჩათვლით, ფატალური ინფექციების ზრდა აივ-დაკავშირებული ლიმფომის დროს და მე-3-4 ხარისხის ინფექციების სიხშირის ზრდა.
ნეოპლაზია: კაპოშის სარკომის პროგრესი.
კანი: მწვავე მუკოკუტანეური რეაქციები.
გასტროინტესტინური: ნაწლავის ობსტრუქცია და პერფორაცია.
პულმონალური: ფატალური ობლიტაციური ბრონქიოლიტი და ფილტვის ფატალური ინტერსტიციალური დაავადება.
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დროს მიღებული გამოცდილება
რევმატოიდული ართრიტის დროს რიტუქსიმაბის საერთო უსაფრთხოების პროფილი დაფუძნებულია კლინიკურ კვლევებში ჩართული პაციენტების მონაცემებისგან და პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებიდან. რიტუქსიმაბის მიღებისას განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდით მოვლენები იყო IRR. კლინიკურ კვლევებში IRR-ს საერთო სიხშირე იყო 23% პირველი ინფუზიის დროს და ქვეითდებოდა შემდეგი ინფუზიების დროს. სერიოზული IRR ნაკლებად ხშირი იყო (პაციენტების 0.5%) და ძირითადად აღინიშნებოდა კურსის დასაწყისში. კლინიკურ კვლევებში აღნიშნული AR-ის დამატებით პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებისას აღინიშნა პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML) და შრატისმიერი რეაქცია.
ცხრილი 1: პრეპარატის გვერდითი რეაქციების შეჯამება, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში და პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების დროს რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც რიტუქსიმაბს იღებდნენ.
ორგანოთა სისტემის კლასი
გვერდითი ეფექტები
ინფექციები და ინვაზიები
ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები, საშარდე ტრაქტის ინფექციები, ბრონქიტი, სინუსიტი, გასტროენტერიტი, tinea pedis, PML და B ჰეპატიტის რეაქტივაცია
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
ნეიტროპენია, გვიანი ნეიტროპენია და შრატის დაავადების მსგავსი რეაქცია
გულის მხრივ დარღვევები
გულის ანგინა, წინაგულების ფიბრილაცია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და წინაგულების თრთოლვა
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები, ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილას რეაქციები
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები (ჰიპერტენზია, გულისრევა, გამონაყარი, პირექსია, ქავილი, ურტიკარია, ყელის გაღიზიანება, ალები, ჰიპოტენზია, რინიტი, შემცივნება, ტაქიკარდია, დაღლილობა, ოროფარინგეალური ტკივილი, პერიფერიული ედემა, ერითემა)
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები (გენერალიზებული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, ხორხის შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება, გენერალიზებული ქავილი, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქცია)
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპერქოლესტეროლემია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, პარესთეზია, შაკიკი, თავბრუსხვევა და იშიაზი

ალოპეცია, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს ჯონსონის სინდრომი
ფსიქიატრიული დარღვევები
დეპრესია და შფოთვა
გასტროინტესტინური დარღვევები
დისპეფსია, დიარეა, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, პირის ღრუს დაწყლულება და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ დარღვევები
ართრალგია/მუსკულოსკელეტური ტკივილი, ოსტეოართრიტი და ბურსიტი
გამოკვლევები
IgM და IgG დონის დაქვეითება
მრავლობითი კურსები
მკურნალობის მრავლობითი კურსები დაკავშირებულია მსგავს ADR პროფილთან, რომელიც აღინიშნება პირველი ექსპოზიციის შემდეგ. რიტუქსიმაბის პირველი ექსპოზიციის შემდეგ ყველა ADR სიხშირე ყველაზე მაღალი იყო პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ქვეითდებოდა. ეს არის ყველაზე ხშირი IRR (ყველაზე ხშირია მკურნალობის პირველი კურსის განმავლობაში), RA გამწვავება და ინფექციები, ყველა მათგანი უფრო ხშირი იყო მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
კლინიკურ კვლევებში რიტუქსიმაბის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირად აღნიშნული ADR იყო IRR. IRR სიხშირე ქვეითდებოდა შემდგომ ინფუზიებთან ერთად. ინტრავენური გლუკოკორტიკოიდით პრემედიკაცია მნიშვნელოვნად ამცირებდა IRR-ს სიხშირეს და სიმწვავეს. პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღწერილია მწვავე IRR ფატალური შემთხვევების ჩათვლით.
ლაბორატორიული დარღვევები
RA დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბის გამოყენების შემდეგ აღინიშნა ჰიპოგამაგლობულინემია (IgM ან IgG ნორმის ქვედა ზღვარზე დაბლა). IgM ან IgG დაბალი დონის განვითარების შემდეგ არ აღინიშნა საერთო ინფექციების და სერიოზული ინფექციების ზრდა. რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პედიატრული ასაკის პაციენტებში აღინიშნა ჰიპოგამაგლობულინემიის სპოტანური და ლიტერატურული მცირე რაოდენობის შემთხვევები. პედიატრული ასაკის პაციენტებში B უჯრედების რაოდენობის ხანგრძლივად დაქვეითების შემთხვევები უცნობია.
ჭარბი დოზა
არ არსებობს რეიტუქსიმაბის დოზის გადაჭარბების გამოცდილება. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დოზის გადაჭარბება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ინფუზია, საჭიროა მონიტორინგი.
წინაკლინიკური მონაცემები
ვირთაგვები და თაგვებში რიტუქსიმაბის ერთჯერადი დოზების ტოქსიკურობის კვლევებში 516.6 მგ/კგ და 512.5 მგ/კგ დოზის დროს არ აღინიშნა ტოქსიკურობის კლინიკური ნიშნები და სიკვდილიანობა. ვირთაგვებში და ბოცვრებში რიტუქსიმაბის განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის კვლევებში 258.3 მგ/კგ და 129.2 მგ/კგ დოზის გამოყენებისას არ აღინიშნა გვერდითი ეფექტის დონე (NOEL). გვინეის გოჭებში რიტუქსიმაბი არ ავლენდა კანის სენსიბილიზაციის პოტენციალს. რიტუქსიმაბი გამაღიზიანებლად არ მოქმედებდა ბოცვრების კანზე. დედალ და მამალ ვირთაგვებში 51.7 მგ/კგ დოზის გამოყენებისას არ აღინიშნა ტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი ეფექტი იმუნოლოგიურ პარამეტრებზე. ეს დაკვირვებები აღინიშნა რიტუქსიმაბის სახლის პირობებში გამოყენებისას.
კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დაზიანება: ცხოველებში ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა რიტუქსიმაბის კარცინოგენური ან მუტაგენური პოტენციალის დადგენისთვის ან მამრებში და მდედრებში ფერტილობაზე პოტენციური ეფექტების განსაზღვრისთვის.
რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები: ემბრიო-ფეტალურ განვითარებაზე ტოქსიურობის კვლევა ჩატარდა მაკე სინომოლგურ მაიმუნებში, რიტუქსიმაბი აღწევს მაიმუნის პლაცენტაში. ექსპოზირებულ შთამომავლობაში არ გამოვლინდა ტერატოგენური ეფექტები, მაგრამ დაქვეითდა ლიმფურ ქსოვილებში B უჯრედების რაოდენობა.
სინომოლგურ მაიმუნებში პრე და პოსტნატალური რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა განვითარებაზე ეფექტების შესაფასებლად B უჯრედების და იმუნური ფუნქციის აღდგენის ჩათვლით საშვილოსნოშიდა პერიოდში რიტუქსიმაბისადმი ექსპოზირებული ახალშობილების ჩათვლით. მკურნალობის დროის მიუხედავად B უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და იმუნოსუპრესია აღინიშნა რიტუქსიმაბით ნამკურნალები მაკე ცხოველების შთამომავლობაში პრე და პოსტ-ნატალური ტოქსიკურობის კვლევებში. მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდა B უჯრედების რაოდენობა და აღდგა იმუნოლოგიური ფუნქცია.
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
რიტუქსიმაბი არის მონოკლონური ანტისხეული, რომლის მიზანიც არის CD20 ანტიგენი ექსპრესირებული პრე- B და მომწიფებული B ლიმფოციტების ზედაპირზე. CD20-თან დაკავშირებით რიტუქსიმაბი განაპირობებს B უჯრედების ლიზისს. უჯრედების ლიზისის შესაძლო მექანიზმები მოიცავს კომპლემენტ დამოკიდებულ ციტოტოქსიკურობას (CDC) და ანტისხეულზე დამოკიდებულ უჯრედებით განპირობებულ ციტოტოქსიკურობას (ADCC). ანტისხეულმა გამოიწვია აპოპტოზი ადამიანის B ლიმფომის უჯრედების DHL 4 ხაზში.
ითვლება რომ B უჯრედები მონაწილეობენ რევმატოიდული ართრიტის (RA) პათოგენეზში და მასთან დაკავშირებულ ქრონიკულ სინოვიტში. ამ შემთხვევაში B უჯრედები შეიძლება მოქმედებდნენ მრავალ ადგილას აუტოიმუნირ/ანთებით პროცესში, მათ შორის რევმატოიდული ფაქტორის (RF) და სხვა აუტოანტისხეულების პროდუქციის, ანტიგენების პრეზენტაციის, T-უჯრედების აქტივაციის და/ან პროანთებითი ციტოკინების პროდუქციის ჩათვლით.
შემადგენლობა
ს.№
ინგრედიენტები
100 მგ/10მლ
500 მგ/50მლ
1
რიტუქსიმაბი
(რ-დნმ წარმომავლობის)
100 მგ
500 მგ
2
ნატრიუმის ქლორიდი
90 მგ
450 მგ
3
ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი
- 5 მგ
367.5 მგ
4
პოლისორბატი 80 USP
- 0 მგ
- 0 მგ
5
საინექციო წყალი USP
q.s-10 მლ
q.s-50 მლ
სამკურნალწამლო ფორმა
ინექცია: 100 მგ/10 მლ და 500 მგ/50 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ერთჯერადი გამოყენების ფლაკონში.
აღწერა
რიტუქსიმაბი არის გენური ინჟინერიით მიღებული ქიმერული, თაგვის/ადამიანის მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც მიმართულია CD20 ანტიგენის წინააღმდეგ, რომელიც არსებობს ნორმალური და ავთვისებიანი B ლიმფოციტების ზედაპირზე. ანტისხეული არის IgG1 kappa იმუნოგლობულინი, რომელიც შეიცავს თაგვის მსუბუქ და მძიმე ჯაჭვების ვარიაბელური უბნების თანმიმდევრობებს და ადამიანის მუდმივი უბნების თანმიმდევრობებს. რიტუქსიმაბი შედგება 451 ამინომჟავის ორი მძიმე ჯაჭვისგან და 213 ამინომჟავის ორი მსუბუქი ჯაჭვისგან.
შენახვის პირობები
36 თვე.
რიტუქსიმაბის მომზადებული საინფუზიო ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 48 საათის განმავლობაში როგორც 2°C-8°C ტემპერატურაზე, ასევე ოთახის ტემპერატურაზე (25±2°C).
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. თუ გამოყენება დაუყოვნებლივ არ ხდება, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება მოხდება კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია:
ჰეტერო ბიოფარმა ლიმიტედ-ის მიერ,
Sy. N 458 (ნაწილი) TSIIC-ფორმულეიშენ SEZ
პოლეპალი სოფელი, იადჩერლა მანდალი,
მაჰაბუბნაგარის რაიონი -509 301,
ტელანგანას შტატი, ინდოეთი.
® რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
CD20 მოიპოვება ნორმალურ და ავთვისებიან B უჯრედებზე, მაგრამ არა ჰემატოპოეზურ ღეროვან უჯრედებზე, პრო-B უჯრედებზე, ნორმალურ პლაზმის უჯრედებზე და სხვა ნორმალურ ქსოვილზე. ეს ანტიგენი არ ინტეგრირდება ანტისხეულთან კავშირთან და არ იქერცლება უჯრედის ზედაპირიდან, CD20 პლაზმაში არ ცირკულირებს თავისუფალი ანტიგენის სახით და აქედან გამომდინარე არ კონკურირებს ანტისხეულთან კავშირისთვის.
რიტუქსიმაბის Fab დომენი უკავშირდება B ლიმფოციტებზე CD20 ანტიგენს და Fc დომენი შეიძლება იზიდავდეს იმუნური ეფექტორის ფუნქციებს B უჯრედების ლიზისის წარმართვისთვის. B უჯრედებზე რიტუქსიმაბის CD20 ანტიგენთან დაკავშირებისას აგრეთვე გამოვლინდა უჯრედების სიკვდილი აპოპტოზის საშუალებით.
იმუნოგენობა
როგორც ყველა თერაპიული ცილის შემთხვევაში, არსებობს რიტუქსიმაბის იმუნოგენობის პოტენციალიც. შეფასებაში ანტისხეულის დადებითობის აღნიშნული სიხშირე (გამანეიტრალებელი ანტისხეულების ჩათვლით) დიდად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე სენსიტიურობის და სპეციფიურობის შეფასების, მეთოდოლოგიის შეფასების, ნიმუშების შენახვის, ნიმუშების შეგროვების დროის, თანმხლები მედიკამენტების და მიმდინარე დაავადებების ჩათვლით. ამ მიზეზით შეიძლება მცდარი იყოს რიტუქსიმაბისადმი განვითარებული ანტისხეულების სიხშირის შედარება სხვა პროდუქტებისადმი წარმოქმნილ ანტისხეულებთან.
ფარმაკოკინეტიკა
არა-ჰოჯკინის ლინფომა (NHL)
ფარმაკოკინეტიკა დახასიათებული იყო NHL-თი დაავადებულ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ 375 მგ/მ2 რიტუქსიმაბს კვირაში ერთხელ ინტრავენური ინფუზიის სახით 4 დოზით. რიტუქსიმაბი პაციენტების შრატში ისაზღვრებოდა მკურნალობის დასრულებიდან 3-6 თვის შემდეგ.
რიტუქსიმაბის ფარმაკოკინეტიკური პროფილი როდესაც გამოიყენებოდა 375 მგ/მ2 დოზის 6 ინფუზია CHOP-ქიმიოთერაპიის 6 ციკლთან კომბინაციაში მხოლოდ რიტუქსიმაბის გამოყენების დროს დაფიქსირებული მაჩვენებლის მსგავსი იყო.
NHL-თი დაავადებული პაციენტის პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში მიღებული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც რიტუქსიმაბს იღებდნენ კვირაში ერთხელ ან სამ კვირაში ერთხელ, საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 22 დღე (მერყეობა 6.1-52 დღე). პაციენტებში, რომლებშიც მკურნალობამდე უფრო მაღალი იყო CD19-დადებითი უჯრედების რაოდენობა ან გაზომვადი სიმსივნური დაზიანებები კლირენსი უფრო მაღალი იყო. თუმცა, დოზის კორექცია წინასამკურნალო CD19 რაოდენობის ან სიმსივნური დაზიანების გაზომვისთვის საჭირო არ არის. ასაკს და სქესს გავლენა არ ჰქონდა რიტუქსიმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
მხოლოდ რეგისტრირებული სამედიცინო საქმიანობის გამწევი პირის, საავადმყოფოს და სპეციალისტის მიერ გამოყენებისთვის
რილასტი
რიტუქსიმაბი
შემადგენლობა
ს.№
ინგრედიენტები
100 მგ/10მლ
500 მგ/50მლ
1
რიტუქსიმაბი
(რ-დნმ წარმომავლობის)
100 მგ
500 მგ
2
ნატრიუმის ქლორიდი
90 მგ
450 მგ
3
ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი
- 5 მგ
367.5 მგ
4
პოლისორბატი 80 USP
- 0 მგ
- 0 მგ
5
საინექციო წყალი USP
q.s-10 მლ
q.s-50 მლ
სამკურნალწამლო ფორმა
ინექცია: 100 მგ/10 მლ და 500 მგ/50 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ერთჯერადი გამოყენების ფლაკონში.
აღწერა
რიტუქსიმაბი არის გენური ინჟინერიით მიღებული ქიმერული, თაგვის/ადამიანის მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც მიმართულია CD20 ანტიგენის წინააღმდეგ, რომელიც არსებობს ნორმალური და ავთვისებიანი B ლიმფოციტების ზედაპირზე. ანტისხეული არის IgG1 kappa იმუნოგლობულინი, რომელიც შეიცავს თაგვის მსუბუქ და მძიმე ჯაჭვების ვარიაბელური უბნების თანმიმდევრობებს და ადამიანის მუდმივი უბნების თანმიმდევრობებს. რიტუქსიმაბი შედგება 451 ამინომჟავის ორი მძიმე ჯაჭვისგან და 213 ამინომჟავის ორი მსუბუქი ჯაჭვისგან.
დოზირება და მიღების წესი:
რეკომენდებული დოზირება არა-ჰოჯკინის ლიმფომისთვის (NHL):
რეკომენდებული დოზაა 375 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით შემდეგი სქემების მიხედვით:
მორეციდივე ან რეფრაქტორული, დაბალი-ხარისხის ან ფოლიკულური, CD20 დადებითი B უჯრედოვანი NHL:
მიიღეთ კვირაში ერთხელ, 4 ან 8 დოზით.
მორეციდივე ან რეფრაქტორული, დაბალი-ხარისხის ან ფოლიკულური, CD20 დადებითი B უჯრედოვანი NHL-ს განმეორებითი მკურნალობა:
მიიღეთ კვირაში ერთხელ 4 დოზით.
არა-ნამკურნალები, ფოლიკულური, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL:
მიიღეთ ქიმიოთერაპიის ყოველი ციკლის პირველ დღეს, 8 დოზამდე. სრული ან ნაწილობრივი პასუხის მქონე პაციენტებში 8 კვირის განმავლობაში საჭიროა რიტუქსიმაბით შემანარჩუნებელი თერაპია რიტუქსიმაბის და ქიმიოთერაპიის კომბინაციის დასრულების შემდეგ. რიტუქსიმაბი ინიშნება მონოთერაპიის სახით ყოველ 8 კვირაში, 12 დოზა.
არაპროგრესირებადი, დაბალი-ხარისხის, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL პირველი რიგის CVP ქიმიოთერაპიის შემდეგ:
CVP ქიმიოთერაპისი 6-8 ციკლის დასრულების შემდეგ, ინიშნება კვირაში ერთხელ, 4 დოზით 6 თვიანი ინტერვალით, მაქსიმუმ 16 დოზა.
დიფუზური დიდ B უჯრედოვანი NHL:
მიიღეთ ქიმიოთერაპიის ყოველი ციკლის პირველ დღეს, 8 ინფუზიამდე.
რეკომენდებული დოზა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიისთვის (CLL):
რეკომენდებული დოზაა 375 მგ/მ2 FC ქიმიოთერაპიის დაწყების წინა დღეს, შემდეგ 500 მგ/მ2 2-6 ციკლის პირველ დღეს (28 დღეში ერთხელ).
რეკომენდებული დოზა რევმატოიდული ართრიტისთვის (RA):
რიტუქსიმაბი მიიღეთ ორი 1000 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით, 2 კვირიანი ინტერვალით;
ყოველ ინფუზიამდე 30 წუთით ადრე რეკომენდებულია გლუკოკორტიკოიდები- ინტრავენურად მეთილპრედნიზოლონი 100 მგ ან მისი ექვივალენტი ინფუზიის რეაქციების სიხშირის და სიმწვავის შემცირებისთვის;
შემდეგი კურსების მიღება უნდა მოხდეს 24 კვირაში ერთხელ ან კლინიკური შეფასების საფუძველზე, მაგრამ ინტერვალი არ უნდა იყოს 16 კვირაზე ნაკლები;
რიტუქსიმაბი გამოიყენება მეტოტრექსატთან კომბინაციაში.
გამოყენება
გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით.
არ გამოიყენება ინტრავენური ინექციის ან ნაკადის სახით.
ყოველ ინფუზიამდე საჭროა აცეტამინოფენით ან ანტიჰისტამინით პრემედიკაცია. პაციენტებში, რომლებიც რიტუქსიმაბს 90 წუთიანი ინფუზისი სქემით იღებენ, ქიმიოთერაპიის გლუკოკორტიკოიდული კომპონენტის გამოყენება უნდა მოხდეს ინფუზიის წინ. RA პაციენტებისთვის ყოველ ინფუზიამდე 30 წუთით ადრე რეკომენდებულია ინტრავენურად 100 მგ მეთილპრედნიზოლონი ან მისი ექვივალენტი.
რიტუქსიმაბის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება ინფუზიის მწვავე რეაქციების მართვისთვის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.
ყოველი კურსის პირველი ინფუზია
ინფუზიის საწყისი რეკომენდებული სჩქარეა 50 მგ/სთ; პირველი 30 წუთის შემდეგ ის შეიძლება გაიზარდოს 50 მგ/სთ-ით ყოველ 30 წუთში, მაქსიმუმ 400 მგ/სთ.
არანამკურნალები NHL და DLBCL -თი დაავადებული პაციენტებისთვის:
თუ პირველი ციკლის განმავლობაში პაციენტებს არ განუვითარდათ ინფუზიასთან დაკავშირებული მე-3-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები, მეორე ციკლის განმავლობაში შესაძლებელია 90 წუთიანი ინფუზია გლუკოკორტიკოიდის შემცველ ქიმიოთერაპიის რეჟიმთან ერთად.
საწყისი დოზის 20% მიიღეთ პირველი 30 წუთის განმავლობაში, დანარჩენი 80% შემდეგი 60 წუთის განმავლობაში. თუ მეორე ციკლში აიტანება 90 წუთიანი ინფუზია, იგივე სიჩქარის გამოყენება შესაძლებელია მკურნალობის დანარჩენი რეჟიმების დროს (ციკლი 6-8).
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის პათოლოგია ან მეორე ციკლამდე მოცირკულირე ლიმფოციტების რაოდენობა >5000/მმ3, 90 წუთიანი ინფუზია არ უნდა გამოიყენონ.
ინფუზიის რეაქციების დროს შეწყვიტეთ ან შეანელეთ ის. ინფუზია გააგრძელეთ ნახევარი სიჩქარით სიმპტომების გაუმჯობესებისას.
დოზირება და მისი კორექცია:
დოზირების ცვლილება მკურნალობის განმავლობაში
რეკომენდებული არ არის რიტუქსიმაბის დოზის შემცირება. როდესაც რიტუქსიმაბი გამოიყენება ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, უნდა მოხდეს ქიმიოთერაპიული აგენტების დოზირების სტანდარტული შემცირება.
ხანდაზმულებში გამოყენება
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის (>65 წელი).
ჩვენება
რიტუქსიმაბი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების მკურნალობისთვის:
არა-ჰოჯკინის ლიმფომა NHL:
18 წელზე უფროსი ასაკის, მოზრდილი ქალი და მამაკაცი პაციენტები;
პაციენტებში რიტუქსიმაბის დანიშვნა და მიღება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი შეფასება;
პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ არა-ჰოჯკინის ლიმფომა შემდეგი ქვეტიპების ჩათვლით:
ა) არა-ნამკურნალები, დიფუზირი, დიდ-B უჯრედოვანი, CD20 დადებითი NHL CHOP-თან ან სხვა ანტრაციკლინის ფუძიან ქიმიოთერაპიის რეჟიმთან კომბინაციაში;
ბ) არაპროგრესირებადი (სტაბილური დაავადების ჩათვლით), დაბალი ხარისხის, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL, მონოთერაპიის სახით პირველი რიგის CVP-ქიმიოთერაპიის შემდეგ;
გ) მორეციდივე ან რეფრაქტორული, დაბალი-ხარისხის ან ფოლიკულარული, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL- მონოთერაპიის სახით.
დ) არა-ნამკურნალები ფოლიკულური, CD20 დადებითი, B უჯრედოვანი NHL პირველი რიგის ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, და პაციენტებში, რომლებშიც მიიღწევა რიტუქსიმაბისადმი სრული ან ნაწილობრივი პასუხი ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, მონოთერაპიის სახით შემანარჩუნებელი თერაპია.
პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (CLL):
რიტუქსიმაბი ფლუდარაბინთან და ციკლოფოსფამიდთან (CF) კომბინაციაში ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ნამკურნალები და არანამკურნალები CD20 დადებითი, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (CLL).
რევმატოიდული ართრიტი (RA):
რიტუქსიმაბი მეტოტრექსატთან კომბინაციაში ნაჩვენებია საშუალო და მწვავე აქტიური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატური პასუხი ერთი ან მეტი TNF ანტაგონისტებით თერაპიაზე.
გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
ორსულობა: კატეგორია C
არ არსებობს ორსულ ქალებში რიტუქსიმაბის გამოყენების ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები. შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა რიტუქსიმაბით მკურნალობისას და მისი დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. ორსულობის დროს რიტუქსიმაბი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი ამართლებს ნაყოფისტვის პოტენციურ რისკს.
ადამიანებში არსებული მონაცემები
პოსტ-მარკეტინგული მონაცემები აჩვენებს, რომ ახალშობილებში, რომლებიც ინტრაუტერინულ პერიოდში იმყოფებიან რიტუქსიმაბის მოქმედების ქვეშ, შეიძლება განუვითარდეთ B-უჯრედოვანი ლიმფოციტოპენია, რომელიც ჩვეულებრივ 6 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდება. რიტუქსიმაბი გამოვლინდა მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჩვილების შრატში ინტრაუტერინული ექსპოზიციის დროს.
ცხოველებში არსებული მონაცემები
ემბრიო-ფეტალური განვითარების ტოქსიკურობის კვლევაში, რომელიც ჩატარდა სინომოლგურ მაკე მაიმუნებში, რიტუქსიმაბი აღწევდა პლაცენტაში. ექსპოზირებულ შთამომავლობაში არ გამოვლინდა ტერატოგენური ეფექტები, მაგრამ ლიმფურ ქსოვილებში დაქვეითებული იყო B უჯრედების რაოდენობა. B უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და იმუნოსუპრესია აღინიშნა რიტუქსიმაბით ნამკურნალები მაკე ცხოველების შთამომავლობაში პრე და პოსტ-ნატალური ტოქსიკურობის კვლევებში. მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდა B უჯრედების რაოდენობა და აღდგა იმუნოლოგიური ფუნქცია.
მეძუძური დედები
უცნობია გამოიყოფა თუ არა რიტუქსიმაბი დედის რძეში. თუმცა რიტუქსიმაბი გამოიყოფა სინომოლგური მაიმუნების რძეში, ხოლო IgG გამოიყოფა ადამიანის რძეში. გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ რძეში არსებული ანტისხეულები მნიშვნელოვანი რაოდენობით არ აღწევს ახალშობილების და ჩვილების ცირკულაციაში. ორალურად რიტუქსიმაბის მიღების უცნობი რისკი უნდა შეადარონ ძუძუთი კვების ცნობილ სარგებელს.
გამოყენება პედიატრიაში
პედიატრული ასაკის პაციენტებში რიტუქსიმაბის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
გამოყენება გერიატრიაში
დიფუზური დიდ-B უჯრედოვანი NHL:
DLBCL დაავადებული პაციენტების სამ რანდომიზებულ, აქტიურად-კონტროლირებულ კვლევაში 927 პაციენტი იღებდა რიტუქსიმაბს ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. მათგან 396 (43%) იყო 65 წლის და უფროსი ასაკის, 123 (13%) 75 წელზე მეტის. ამ ასაკის და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში არ აღინიშნა საერთო ეფექტურობის განსხვავება. ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირად ვითარდებოდა გულის მხრივ გვერდითი რეაქციები, ძირითადად სუპრავენტრიკულური არითმიის სახით. ხანდაზმულებში, აგრეთვე, უფრო ხშირი იყო ფილტვების მხრივ სერიოზული გვერდითი რეაქციები პნევმონიის და პნევმონიტის ჩათვლით.
დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური არა-ჰოჯკინის ლიმფომა:
არანამკურნალები ფოლიკულური NHL-თი დაავადებულ პაციენტებში ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, ეფექტურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვაობა ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ დაფიქსირებულა.
რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პირებში ჩატარებული კვლევების თამახმად, გვერდითი რეაქციების სიხშირე მსგავსი იყო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში. სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე, სერიოზული ინფექციების, მალიგნიზაციების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოვლენების ჩათვლით, უფრო მაღალი იყო ხანდაზმულ პაციენტებში.
უსაფრთხოების და ეფექტურობის განსხვავება არ აღინიშნა ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტის ასაკის მიხედვით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენება
რიტუქსიმაბი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან თაგვის პროტეინების ან ნებისმიერი შემავსებლის მიმართ;
აქტიური, მწვავე ინფექციები;
მწვავე იმუნოკომპრომეტირებული სტატუსის მქონე პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ან აღენიშნებოდათ პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ბიოლოგიურ სამედიცინო პროდუქტებზე შემდგომი დაკვირვების გაუმჯობესების მიზნით პაციენტის ისტორიაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს (ან განცხადდეს) გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
რიტუქსიმაბი ასოცირდება ინფუზიასთან დაკავშირებულ რეაქციებთან, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ციტოკინების და/ან სხვა ქიმიური მედიატორების გამონთავისუფლებასთან. ციტოკინის გამონთავისუფლების სინდრომი შეიძლება კლინიკურად არ განსხვავდებოდეს მომატებული მგრძნობელობის მწვავე რეაქციებისგან, რომლებიც მოიცავს ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომს, სიმსივნის ლიზისის სინდრომს და ანაფილაქსიურ და მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს. ისინი განსაკუთრებულად დაკავშირებულნი არ არიან რიტუქსიმაბის მიღების გზასთან და შეიძლება აღინიშნოს ორივე ფორმულის გამოყენებისას.
რიტუქსიმაბის ინტრავენური ფორმულის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების განმავლობაში აღწერილია ინფუზიასთან დაკავშირებული მწვავე რეაქციები ფატალური გამოსავლის ჩათვლით, რომლებიც იწყებოდა რიტუქსიმაბის პირველი ი/ვ ინფუზიის შემდეგ 30 წუთის-2 საათის განმავლობაში. ისინი ხასიათდებოდნენ ფილტვის მოვლენებით და ზოგიერთ შემთხვევაში მოიცავდნენ სიმსივნის სწრაფ ლიზისს და სიმსივნის ლიზისის ნიშნებს ცხელებასთან, წვასთან, შემცივნებასთან, ჰიპოტენზიასთან, ურტიკარიასთან, ანგიოედემასთან და სხვასთან ერთად.
ციტოკინების გამონთავისუფლების მწვავე სინდრომი ხშირად ვლინდება პირველი ინფუზიის დაწყებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფილტვის უკმარისობა ან ფილტვის სიმსივნის ინფილტრაცია, შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ ცუდი გამოსავლისკენ და მათი მკურნალობა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ციტოკინის გამონთავისუფლების მწვავე სინდრომი, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ და უნდა ჩაუტარდეთ აგრესიული სიმპტომური მკურნალობა. რადგან კლინიკური სიმპტომების საწყის გაუმჯობესებას შეიძლება გაუარესება მოჰყვეს, საჭიროა ამ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი სანამ არ გაქრება ან გამოირიცხება სიმსივნის ლიზისის სინდრომი ან ფილტვის ინფილტრაცია. ნიშნების და სიმპტომების სრული გაქრობის შემდეგ, პაციენტების მკურნალობის გაგრძელებისას, იშვიათად განმეორდა ციტოკინების გამონთავისუფლების მწვავე სინდრომი.
რიტუქსიმაბით ნამკურნალები პაციენტების 77%-ში გამოვლინდა ინფუზიასთან დაკავშირებული ყველა ტიპის გვერდითი რეაქცია (ციტოკინების გამონთავისფულების სინდრომის ჩათვლით, რომელსაც ახლდა ბრონქოსპაზმი-10%-ში). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია რიტუქსიმაბის ინფუზიის შეწყვეტის და ანტიპირეტული, ანტიჰისტამინური და ზოგჯერ საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადის, ინტრავენურად მარილიანი ხსნარების ან ბრონქოდილატატორების და გლუკოკორტიკოიდების მიღების შემდეგ. მწვავე რეაქციებისთვის გთხოვთ ზემოთ იხილეთ ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომი.
პაციენტებში, ინტრავენურად პროტეინების შეყვანის შემდეგ, აღწერილია ანაფილაქსიური და მომატებული მგრძნობელობის სხვა რეაქციები. ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომის საწინააღმდეგოდ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება ინფუზიის დაწყებიდან წუთების განმავლობაში. რიტუქსიმაბის გამოყენების განმავლობაში განვითარებული ალერგიული რეაქციის დროს მომატებული მგრძნობელობის მკურნალობისთვის, დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამედიცინო პროდუქტები, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი), ანტიჰისტამინები და გლუკოკორტიკოიდები. ანაფილაქსიის კლინიკური გამოვლინება შეიძლება გავდეს ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომს. მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ნაკლებად ხშირად არის აღწერილი.
ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილი დამატებითი რეაქციები იყო მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფილტვის შეშუპება და მწვავე შექცევადი თრომბოციტოპენია. რადგან რიტუქსიმაბის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, ინფუზიამდე 12 საათით ადრე თავი უნდა შეიკავონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენებისგან.
IRR-ს სიხშირის და სიმწვავის შემცირებისთვის რევმატოიდული ართრიტის დროს რიტუქსიმაბის ინფუზიამდე უნდა გამოიყენონ გლუკოკორტიკოიდებით პრემედიკაცია.
პოსტ-მარკეტინგულად აღწერილია რევმატოიდული ართრიტის დროს მწვავე IRR ფატალური გამოსავლის ჩათვლით. რევმატოიდული ართრიტის დროს აღწერილი ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. ყველაზე ხშირი სიმპტომები იყო ალერგიული რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი, ქავილი, ყელის გაღიზიანება, ალები, გამონაყარი, ურტიკარია, ჰიპერტენზია და პირექსია. ზოგადად პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ინფუზიაზე რეაქცია, უფრო მაღალი იყო ნებისმიერი კურსის პირველი ინფუზიის შემდეგ. შემდგომი კურსების დროს ქვეითდებოდა IRR-ს სიხშირე. აღწერილი რეაქციები ჩვეულებრივ შექცევადი იყო რიტუქსიმაბის ინფუზიის სიჩქარის შემცირების ან შეწყვეტის და ანტი-პირეტული, ანტიჰისტამინური და ზოგჯერ საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადის, ინტრავენურად მარილიანი ხსნარების ან ბრონქოდილატატორების და გლუკოკორტიკოიდების მიღების შემდეგ. საჭიროა იმ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი, რომლებსაც ჰქონდათ გულის მხრივ პრობლემები ან ადრე განუვითარდათ გულ-ფილტვის მხრივ გვერდითი რეაქციები. IRR -ს სიმწვავის და საჭირო ინტერვენციის მიხედვით, დროებით ან სამუდამოდ მოხსენით რიტუქსიმაბი. უმრავლეს შემთხვევებში ინფუზიის განახლება შესაძლებელია სიჩქარის 50%-ით შემცირება (მაგ.: 100 მგ/სთ-დან 50 მგ/სთ-მდე) სიმპტომების სრულად გაქრობის შემდეგ.
გულის მხრივ დარღვევები
რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პაციენტებში განვითარდა გულის ანგინა, გულის არითმიები, როგორიცაა წინაგულების თრთოლვა და ციმციმი, გულის უკმარისობა და/ან მიოკარდიუმის ინფარქტი. აქედან გამომდინარე საჭიროა იმ პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გულის დაავადებები და/ან ჩატარებული აქვთ კარდიოტოქსიკური ქიმიოთერაპია.
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
მიუხედავად იმისა, რომ რიტუქსიმაბი მიელოსუპრესიული არ არის მონოთერაპიისას, სიფრთხილეა საჭირო პაციენტების მკურნალობისას, რომელთა ნეიტროფილების რიცხვიც <1.5X109/ლ და/ან თრომბოციტების რაოდენობა არის <75 X 109/ლ, რადგან ამ პოპულაციაში კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. რიტუქსიმაბით თერაპიის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრის ჩათვლით.
ინფექციები
რიტუქსიმაბით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს სერიოზული ინფექციები ფატალური მოვლენების ჩათვლით. რიტუქსიმაბი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური მწვავე ინფექცია (მაგ.: ტუბერკულოზი, სეფსისი და ოპორტუნისტული ინფექციები).
ექიმმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რიტუქსიმაბის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციები ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სერიოზული ინფექციებისადმი მიდრეკილებას.
სუბიექტებში, რომლებიც რიტუქსიმაბს იღებდნენ აღწერილია B ჰეპატიტის რეაქტივაციის შემთხვევები ფულმინანტური ჰეპატიტის ფატალური გამოსავლის ჩათვლით. ამ პაციენტების უმრავლესობას აგრეთვე ჩატარებული ქონდა ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპია. რიტუქსიმაბით თერაპიის დაწყებამდე რისკის მქონე პაციენტებში ყოველთვის უნდა ჩატარდეს B ჰეპატიტის ვირუსზე (HBV) სკრინინგი. ეს მინიმუმ უნდა მოიცავდეს HBsAg და HBcAb სტატუსის განსაზღვრას. ეს შეიძლება მოხდეს ადგილობრივი გაიდლაინებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი მარკერების გამოყენებით. აქტიური B ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბით მკურნალობა არ უნდა ჩატარდეს. პაციენტებში, რომლებშიც დადებითია B ჰეპატიტის სეროლოგია (HBsAg ან HbcAb) მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის დაავადებების სპეციალისტის კონსულტაცია და მონიტორინგი და მენეჯმენტი ადგილობრივი სამედიცინო სტანდარტებით B ჰეპატიტის რეაქტივაციის პრევენციისთვის.
NHL-ს დროს რიტუქსიმაბის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღწერილია პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) ძალიან იშვიათი შემთხვევები. პაციენტების უმრავლესობა რიტუქსიმაბს იღებდა ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ნაწილის სახით.
იმუნიზაცია
NHL-თი დაავადებულ პაციენტებში ცოცხალი ვირუსებით ვაქცინაციის იმუნიზაციის უსაფრთხოება შესწავლილი და რეკომენდებული არ არის. პაციენტებმა, რომლებიც რიტუქსიმაბით მკურნალობენ, შეიძლება ჩაიტარონ არა-ცოცხალი ვაქცინაცია. თუმცა ამ ვაქცინაციაზე პასუხი შეიძლება შემცირებული იყოს.
რიტუქსიმაბით თერაპიის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაშ შენარჩუნებული იყო საშუალო პრე-თერაპიული ანტისხეულების ტიტრი ანტიგენების პანელის (Streptococcus pneumoniae, Influenza A, ყბაყურა, წითურა და ჩუტყვავილა) წინააღმდეგ.
კანის მხრივ რეაქციები
აღწერილია კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ზოგიერთი ფატალური გამოსავლით. ამ მოვლენის შემთხვევაში რიტუქსიმაბთან კავშირზე ეჭვისას მკურნალობა სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
სხვა DMARD-ს ერთდროული/შემდგომი გამოყენება რევმატოიდული ართრიტის დროს
რიტუქსიმაბის და სხვა ანტი-რევმატული თერაპიის გამოყენება, რომელიც მითითებული არ არის რევმატოიდული ართრიტის ჩვენების და დოზირების გრაფაში, რეკომენდებული არ არის.
კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები შეზღუდულია რიტუქსიმაბის შემდეგ სხვა DMARD-ს გამოყენების (TNF-ინჰიბიტორების და სხვა ბიოლოგიური საშუალებების ჩათვლით) უსაფრთხოების სრული შეფასებისთვის. ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ინფექციების სიხშირე უცვლელია, როდესაც ამგვარი თერაპია გამოიყენება რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პაციენტებში, თუმცა საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი ინფექციის ნიშნების გამოსავლენად თუ რიტუქსიმაბით თერაპისი შემდეგ გამოიყენება ბიოლოგიური აგენტები და/ან DMARD.
მალიგნიზაცია
იმუნომოდულატორული პრეპარატები შეიძლება ზრდიდეს მალიგნიზაციის რისკს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბის გამოყენების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე არსებული მონაცემები არ მიუთითებს მალიგნიზაციის ზრდაზე. თუმცა ამ დროისთვის არ შეიძლება გამოირიცხოს სოლიდური სიმსივნეების განვითარების შესაძლო რისკი.
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
CLL-თი დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბი არ ცვლის ფლუდარაბინთან ან ციკლოფოსფამიდთნ სისტემურ ექსპოზიციას. RA-თი დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევაში მეტოტრექსატის ან ციკლოფოსფამიდის გამოყენებამ არ იმოქმედა რიტუქსიმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ ჩატარებულა კვლევები რიტუქსიმაბის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე, თუმცა ამგვარი ფარმაკოლოგიური აქტივობა და ამ დროისთვის აღწერილი გვერდითი რეაქციები მიუთითებს, რომ რიტუქსიმაბი უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
არა-ჰოჯკინის ლიმფომის და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს მიღებული გამოცდილება:
არა-ჰოჯკინის ლიმფომის დროს რიტუქსიმაბის შემდგომი უსაფრთხოების პროფილი დაფუძნებულია კლინიკური კვლევების მონაცემებზე და პოსტ-მარკეტინგულ დაკვირვებებზე. ეს პაციენტები იტარებდნენ რიტუქსიმაბით მონოთერაპიას (ინდუქციური ან შემანარჩუნებელი მკურნალობა) ან ქიმიოთერაპიასთან კომბინირებულ თერაპიას.
NHL-თი დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევებში რიტუქსიმაბის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥25%) იყო ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, ცხელება, ლიმფოპენია, წვა, ინფექცია და ასთენია. უმრავლესობა ვითარდებოდა პირველი ინფუზიის განმავლობაში. ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომების სიხშირე ქვეითდებოდა შემდგომი ინფუზიების დროს და რიტუქსიმაბის რვა დოზის შემდეგ შეადგენდა 1%-ზე ნაკლებს.
NHL-თი დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევებში ინფექციური მოვლენები (ძირითადად ბაქტერიული და ვირუსული) ვითარდებოდა პაციენტების დაახლოებით 35-55%-ში.
ყველაზე ხშირად აღწერილი ან აღნიშნული გვერდითი რეაქციები იყო:
IRR (ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის, სიმსივნის ლიზისის სინდრომის ჩათვლით);
ინფექციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოვლენები;
სხვა სერიოზული ADR მოიცავდა B ჰეპატიტის რეაქტივაციას და PML ინფუზიასთან-დაკავშირებულ რეაქციებს.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
კლინიკურ კვლევებში ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ნიშნები და სიმპტომები აღინიშნა პაციენტების 50%-ზე მეტში და ძირითადად ვითარდებოდა პირველი ინფუზიის დროს, პირველი ორი საათის განმავლობაში. ეს სიმპტომები ძირითადად მოიცავდა ცხელებას, წვას და შემცივნებას. სხვა სიმპტომები მოიცავდა ალებს, ანგიოედემას, ბრონქოსპაზმს, ღებინებას, გულისრევას, ურტიკარიას/გამონაყარს, მიალგიას, თავბრუსხვევას, დაღლილობას, თავის ტკივილს, ყელის გაღიზიანებას, რინიტს, ქავილს, ტკივილს, ტაქიკარდიას, ჰიპერტენზიას, ჰიპოტენზიას, ქოშინს, დისპეფსიას, ასთენიას და სიმსივნის ლიზისის სინდრომის ნიშნებს. ინფუზიასთან დაკავშირებული მწვავე რეაქციები (როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია) აღინიშნა შემთხვევათა 12 %-ში. ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილი დამატებითი რეაქციები იყო მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფილტვის შეშუპება და მწვავე შექცევადი თრომბოციტოპენია. უფრო დაბალი ან უცნობი სიხშირით აღწერილი იყო არსებული გულის პრობლემების გამწვავება, როგორიცაა გულის ანგინა ან გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის მხრივ მწვავე მოვლენები (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და წინაგულების ფიბრილაცია), ფილტვის შეშუპება, მულტიორგანული უკმარისობა, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ციტოკინების გამონთავისუფლების სინდრომი, თირკმლის და რესპირატორული უკმარისობა. ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომების სიხშირე ქვეითდებოდა შემდეგი ინფუზიების დროს და რიტუქსიმაბის შემცველი მერვე ციკლის შემდეგ შეაგენდა 1%-ზე ნაკლებს.
ინფექციები
რიტუქსიმაბმა გამოიწვია B უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, მაგრამ მხოლოდ უმცირესობაში იყო დაკავშირებული შრატის იმუნოგლობულინების შემცირებასთან.
რანდომიზებულ კვლევებში, რიტუქსიმაბის ჯგუფში უფრო ხშირად აღინიშნა ადგილობრივი სოკოვანი ინფექციები და ჰერპეს ზოსტერი. მწვავე ინფექციები აღწერილი იყო რიტუქსიმაბის მონოთერაპიით ნამკურნალები პაციენტების 4%-ში. საერთო ინფექციების უფრო მაღალი სიხშირე, მე-3 და მე-4 ხარისხის ინფექციების ჩათვლით, აღინიშნა რიტუქსიმაბით 2 წლამდე შემანარჩუნებელი თერაპიის დროს. მკურნალობის 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში არ აღინიშნა კუმულაციური ტოქსიკურობა. დამატებით, რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს აღწერილი იყო სხვა სერიოზული ვირუსული ინფექციები, მათ შორის ახალი, რეაქტივირებული ან გამწვავებული, ზოგიერთი ფატალური. პაციენტების უმრავლესობა რიტუქსიმაბს იღებდა ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ნაწილის სახით. სერიოზული ვირუსული ინფექციების მაგალითებია ჰერპეს ვირუსებით გამოწვეული ინფექციები (ციტომეგალოვირუსი, Varicella Zoster და Herpes Simplex ვირუსი), JC ვირუსი (პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML) და C ჰეპატიტის ვირუსი. კლინიკურ კვლევებში აგრეთვე აღწერილია ფატალური PML შემთხვევები, რომლებიც განვითარდა დაავადების პროგრესის და ხელახლა მკურნალობის შემდეგ. აღწერილია B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაციის შემთხვევები, უმრავლესობა განვითარდა სუბიექტებში, რომლებიც რიტუქსიმაბს იღებდნენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. ანამნეზში კაპოშის სარკომის მქონე პირებში რიტუქსიმაბის გამოყენების შემდეგ აღწერილია მისი პროგრესი. ეს შემთხვევები განვითარდა არა-დამტკიცებული ჩვენების დროს და პაციენტების უმრავლესობა იყო HIV დადებითი. იშვიათად აღწერილია Pneumo-cystis Jirovecii.
ჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები
კლინიკურ კვლევებში, როდესაც რიტუქსიმაბით მონოთერაპია ტარდებოდა 4 კვირის განმავლობაში ჰემატოლოგიური ანომალიები ვითარდებოდა პაციენტების უმცირესობაში და ჩვეულებრივ იყო მსუბუქი და შექცევადი. მწვავე (3/4 ხარისხის) ნეიტროპენია აღწერილია 4.2%-ში, ანემია - 1.1%-ში, თრომბოციტოპენია - 1.7%-ში. 2 წლის განმავლობაში რიტუქსიმაბით შემანარჩუნებელი თერაპიის დროს უფრო მაღალი სიხშირით აღინიშნებოდა ლეიკოპენია (5% და 2%, ხარისხი 3/4) და ნეიტროპენია (10% და 4% ხარისხი 3/4). თრომბოციტოპენიის სიხშირე დაბალი იყო (<1%, ხარისხი 3/4) და არ განსხვავდებოდა მკურნალობის ჯგუფებს შორის. თუმცა რიტუქსიმაბით და ქიმიოთერაპიით ნამკურნალებ პაციენტებში ნეიტროპენიის უფრო მაღალი სიხშირე დაკავშირებული არ იყო ინფექციების და ინვაზიების უფრო მაღალ სიხშირესთან მხოლოდ ქიმიოთერაპიით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით. არ აღინიშნა ანემიის სიხშირის განსხვავება. აღწერილია ნეიტროპენიის ცალკეული შემთხვევები რიტუქსიმაბის ბოლო ინფუზიიდან 4 კვირის შემდეგ.
რიტუქსიმაბის კვლევებში ვალდენშტორმის მაკროგლობულინემიით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის დაწყების შემდეგ აღწერილია შრატში IgM დონის ტრანზიტორული მომატება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპერვისკოზურობასთან და მასთან დაკავშირებულ სიმპტომებთან. IgM დონის ტრანზიტორული მომატება ჩვეულებრივ საწყის დონეს უბრუნდებოდა 4 თვის განმავლობაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რეაქციები
რიტუქსიმაბით მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რეაქციები აღწერილია პაციენტების 18.8%-ში, ყველაზე ხშირი მოვლენები იყო ჰიპოტენზია და ჰიპერტენზია. ინფუზიის განმავლობაში აღწერილია მე-3-4 ხარისხის არითმიის (ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ჩათვლით) და გულის ანგინის შემთხვევები. შემანარჩუნებელი თერაპიის დროს მე-3/4 ხარისხის გულის მხრივ დარღვევების სიხშირე შედარებადი იყო რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პაციენტებში და დაკვირვების ჯგუფში. გულის სერიოზული გვერდითი მოვლენები (წინაგულების ფიბრილაციის, მიოკარდიუმის ინფარქტის, მარცხენა პარკუჭის უკმარისობის, მიოკარდიუმის იშემიის ჩათვლით) აღინიშნა რიტუქსიმაბით ნამკურნალები პაციენტების 3%-ში და კონტროლის ჯგუფის 1%-ში. კვლევებში, რომლებშიც ფასდებოდა რიტუქსიმაბის და ქიმიოთერაპიის კომბინაცია, მე-3 და მე-4 ხარისხის არითმიები სიხშირე, ძირითადად სუპრავენტრიკულური არითმიების, როგორიცაა ტაქიკარდია და წინაგულების თრთოლვა/ციმციმი უფრო მაღალი იყო R-CHOP ჯგუფში (14 პაციენტი, 6.9%), CHOP ჯგუფთან შედარებით (3 პაციენტი 1.5%). ყველა არითმია განვითარდა რიტუქსიმაბის ინფუზიასთან დაკავშირებით ან ასოცირებული იყო წინასწარ განწყობის ფაქტორებთან, როგორიცაა ცხელება, ინფექცია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ან არსებული კარდიოვასკულური და რესპირატორული დაავადებები. R-CHOP და CHOP ჯგუფებს შორის განსხვავება არ აღინიშნა მე-3 და მე-4 ხარისხის სხვა კარდიალურ მოვლენებს შორის გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის დაავადების და კორონარული არტერიების დაავადების გამოვლენის ჩათვლით.
სასუნთქი სისტემა
აღწერილია ფილტვის ინტერსტიციული დაავადების შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური.
ნევროლოგიური მოვლენები
მკურნალობის პერიოდის განმავლობაში პირველი ციკლის დროს ოთხ პაციენტს (2%), რომლებსაც მკურნალობდნენ R-CHOP-ით და რომლებსაც აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა ყველა რისკ-ფაქტორი, განუვითარდა თრომბოემბოლიური ცერებროვასკულური მოვლენები. სხვა თრომბოემბოლიური მოვლენების სიხშირე მკურნალობის ჯგუფებს შორის არ განსხვავდებოდა. ამის საპირისპიროდ CHOP ჯგუფში სამ პაციენტს (1.5%) აღენიშნებოდა ცერებროვასკულური მოვლენები, ყველა განვითარდა შემდგომი დაკვირვების პერიოდში.
აღწერილია შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის (PRES)/შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის (RPLS) შემთხვევები. ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა მხედველობის დარღვევებს, თავის ტკივილს, კრუნჩხვებს და მენტალური სტატუსის დაზიანებას ჰიპერტენზიით ან მის გარეშე. PRES/RPLS საჭიროებს დადასტურებას თავის ტვინის იმიჯინგით. აღწერილ შემთხვევებში აღინიშნებოდა PRES/RPLS-ს ცნობილი რისკ ფაქტორები, რაც მოიცავდა პაციენტის მიმდინარე დაავადებას, ჰიპერტენზიას, იმუნოსუპრესიულ თერაპიას და/ან ქიმიოთერაპიას.
დარღვევები გასტროინტესტინური სისტემის მხრივ
პაციენტებში, რომლებიც არა-ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ რიტუქსიმაბს იღებდნენ, აღწერილია გასტროინტესტინური პერფორაცია, ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური. უმრავლეს შემთხვევებში რიტუქსიმაბი გამოიყენებოდა ქიმიოთერაპიასთან ერთად.
IgG დონე
კლინიკურ კვლევაში, რომელიც აფასებდა რიტუქსიმაბით შემანარჩუნებელ თერაპიას მორეციდივე/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომის დროს, IgG-ს საშუალო დონე ნორმის ქვედა ზღვარზე დაბალი იყო (LLN) (<7გ/ლ) მკურნალობის დაწყების შემდეგ დაკვირვების და რიტუქსიმაბის ჯგუფში. დაკვირვების ჯგუფში IgG -ს საშუალო დონე თანდათან იზრდებოდა LLN-ზე მეტად, მაგრამ მუდმივი რჩებოდა რიტუქსიმაბის ჯგუფში. IgG -ს LLN-ზე დაბალი დონის მქონე პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 60%-ს შეადგენდა რიტუქსიმაბის ჯგუფში მკურნალობსი 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო ქვეითდებოდა დაკვირვების ჯგუფში (36% 2 წლის შემდეგ).
პედიატრული ასაკის პაციენტებში, რომლებსაც რიტუქსიმაბით მკურნალობდნენ აღწერილია ჰიპოგამაგლობულინემიის სპონტანური და ლიტერატურული შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე, და საჭიროებდა იმუნოგლობულინით ხანგრძლივ ჩანაცვლებით თერაპიას. პედიატრული ასაკის პაციენტებში B უჯრედების რაოდენობის ხანგრძლივი დაქვეითების შედეგები უცნობია.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათად აღწერილია ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ლაიელის სინდრომი) და სტივენს ჯონსონის სინდრომის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური.
რიტუქსიმაბის გამოყენებისას აღწერილი სხვა გვერდითი რეაქციები იყო ფებრილური ინფექციები, დეპრესია, ნევროზულობა, პარესთეზია, ჰიპოესთეზია, აჟიტირება, უძილობა, ვაზოდილატაცია, შფოთვა, დისგევზია, პერიფერიული ნეიროპათია, სახის ნერვის დამბლა, კრანიალური ნეიროპათია, სხვა შეგრძნებების დაკარგვა, ლაკრიმაციის დარღვევები, კონიუნქტივიტი, მხედველობის მწვავე დაკარგვა, ტინიტუსი, ყურის ტკივილი, სმენის დაკარგვა, ფებრილური ნეითროპენია, გრანულოციტოპენია, პერიფერიული შეშუპება, სახის შეშუპება, ლდჰ-ს მომატება, ჰიპოკალციემია, ორთოსტაზული ჰიპოტენზია, ლეიკო-ციტოკლასტური ვასკულიტი, ხველის მომატება, გულმკერდის ტკივილი, რესპირატორული დაავადება, ასთმა, ჰიპოქსია, ფილტვის ინფილტრაცია, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისფაგია, სტომატიტი, ყაბზობა, ანორექსია, მუცლის გადიდება, ალოპეცია, ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა, კანის დარღვევები, კანის მწვავე ბულოზური რეაქციები, ჰიპერტონია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი, სიმსივნის არეში ტკივილი, თვითშეგრძნების გაუარესება, სიცივის სინდრომი და კანკალი.
პოსტ-მარკეტინგული გამოცდილება
შემდგომი რეაქციები აღწერილია ნებაყოფლობით გაურკვეველი მასშტაბის პოპულაციის მიერ. ყოველთვის შესაძლებელი არ არის სიხშირის საიმედო შეფასება ან პრეპარატისადმი ექსპოზიციის მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ამ რეაქციების შეფუთვაში მითითების გადაწყვეტილება ჩვეულებრივ დაფუძნებულია რომელიმე შემდეგ ფაქტორზე: (1) რეაქციის სერიოზულობა, (2) აღწერის სიხშირე ან (3) რიტუქსიმაბთან მიზეზობრივი კავშირის ძალა.
ჰემატოლოგიური
გახანგრძლივებული პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, მე-3-4 ხარისხის გახანგრძლივებული ან დაგვიანებული ნეიტროპენია, ჰიპერვისკოზურობის სინდრომი ვალდენშტორმის მაკროგლობულინემიის დროს და გახანგრძლივებული ჰიპოგამაგლობულინემია.
კარდიალური: გულის ფატალური უკმარისობა.
იმუნური/აუტოიმუნური მოვლენები: უვეიტი, ოპტიკური ნევრიტი, სისტემური ვასკულიტი, პლევრიტი, მგლურას მსგავსი სინდრომი, შრატის დაავადება, პოლიარტილულარული ართრიტი და ვასკულიტი გამონაყარით.
ინფექცია: ვირუსული ინფექციები, პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) ჩათვლით, ფატალური ინფექციების ზრდა აივ-დაკავშირებული ლიმფომის დროს და მე-3-4 ხარისხის ინფექციების სიხშირის ზრდა.
ნეოპლაზია: კაპოშის სარკომის პროგრესი.
კანი: მწვავე მუკოკუტანეური რეაქციები.
გასტროინტესტინური: ნაწლავის ობსტრუქცია და პერფორაცია.
პულმონალური: ფატალური ობლიტაციური ბრონქიოლიტი და ფილტვის ფატალური ინტერსტიციალური დაავადება.
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დროს მიღებული გამოცდილება
რევმატოიდული ართრიტის დროს რიტუქსიმაბის საერთო უსაფრთხოების პროფილი დაფუძნებულია კლინიკურ კვლევებში ჩართული პაციენტების მონაცემებისგან და პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებიდან. რიტუქსიმაბის მიღებისას განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდით მოვლენები იყო IRR. კლინიკურ კვლევებში IRR-ს საერთო სიხშირე იყო 23% პირველი ინფუზიის დროს და ქვეითდებოდა შემდეგი ინფუზიების დროს. სერიოზული IRR ნაკლებად ხშირი იყო (პაციენტების 0.5%) და ძირითადად აღინიშნებოდა კურსის დასაწყისში. კლინიკურ კვლევებში აღნიშნული AR-ის დამატებით პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებისას აღინიშნა პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML) და შრატისმიერი რეაქცია.
ცხრილი 1: პრეპარატის გვერდითი რეაქციების შეჯამება, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში და პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების დროს რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც რიტუქსიმაბს იღებდნენ.
ორგანოთა სისტემის კლასი
გვერდითი ეფექტები
ინფექციები და ინვაზიები
ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები, საშარდე ტრაქტის ინფექციები, ბრონქიტი, სინუსიტი, გასტროენტერიტი, tinea pedis, PML და B ჰეპატიტის რეაქტივაცია
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
ნეიტროპენია, გვიანი ნეიტროპენია და შრატის დაავადების მსგავსი რეაქცია
გულის მხრივ დარღვევები
გულის ანგინა, წინაგულების ფიბრილაცია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და წინაგულების თრთოლვა
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები, ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილას რეაქციები
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები (ჰიპერტენზია, გულისრევა, გამონაყარი, პირექსია, ქავილი, ურტიკარია, ყელის გაღიზიანება, ალები, ჰიპოტენზია, რინიტი, შემცივნება, ტაქიკარდია, დაღლილობა, ოროფარინგეალური ტკივილი, პერიფერიული ედემა, ერითემა)
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები (გენერალიზებული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, ხორხის შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება, გენერალიზებული ქავილი, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქცია)
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპერქოლესტეროლემია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, პარესთეზია, შაკიკი, თავბრუსხვევა და იშიაზი
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ალოპეცია, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს ჯონსონის სინდრომი
ფსიქიატრიული დარღვევები
დეპრესია და შფოთვა
გასტროინტესტინური დარღვევები
დისპეფსია, დიარეა, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, პირის ღრუს დაწყლულება და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ დარღვევები
ართრალგია/მუსკულოსკელეტური ტკივილი, ოსტეოართრიტი და ბურსიტი
გამოკვლევები
IgM და IgG დონის დაქვეითება
მრავლობითი კურსები
მკურნალობის მრავლობითი კურსები დაკავშირებულია მსგავს ADR პროფილთან, რომელიც აღინიშნება პირველი ექსპოზიციის შემდეგ. რიტუქსიმაბის პირველი ექსპოზიციის შემდეგ ყველა ADR სიხშირე ყველაზე მაღალი იყო პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ქვეითდებოდა. ეს არის ყველაზე ხშირი IRR (ყველაზე ხშირია მკურნალობის პირველი კურსის განმავლობაში), RA გამწვავება და ინფექციები, ყველა მათგანი უფრო ხშირი იყო მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
კლინიკურ კვლევებში რიტუქსიმაბის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირად აღნიშნული ADR იყო IRR. IRR სიხშირე ქვეითდებოდა შემდგომ ინფუზიებთან ერთად. ინტრავენური გლუკოკორტიკოიდით პრემედიკაცია მნიშვნელოვნად ამცირებდა IRR-ს სიხშირეს და სიმწვავეს. პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღწერილია მწვავე IRR ფატალური შემთხვევების ჩათვლით.
ლაბორატორიული დარღვევები
RA დაავადებულ პაციენტებში რიტუქსიმაბის გამოყენების შემდეგ აღინიშნა ჰიპოგამაგლობულინემია (IgM ან IgG ნორმის ქვედა ზღვარზე დაბლა). IgM ან IgG დაბალი დონის განვითარების შემდეგ არ აღინიშნა საერთო ინფექციების და სერიოზული ინფექციების ზრდა. რიტუქსიმაბით ნამკურნალებ პედიატრული ასაკის პაციენტებში აღინიშნა ჰიპოგამაგლობულინემიის სპოტანური და ლიტერატურული მცირე რაოდენობის შემთხვევები. პედიატრული ასაკის პაციენტებში B უჯრედების რაოდენობის ხანგრძლივად დაქვეითების შემთხვევები უცნობია.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს რეიტუქსიმაბის დოზის გადაჭარბების გამოცდილება. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დოზის გადაჭარბება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ინფუზია, საჭიროა მონიტორინგი.
წინაკლინიკური მონაცემები
ვირთაგვები და თაგვებში რიტუქსიმაბის ერთჯერადი დოზების ტოქსიკურობის კვლევებში 516.6 მგ/კგ და 512.5 მგ/კგ დოზის დროს არ აღინიშნა ტოქსიკურობის კლინიკური ნიშნები და სიკვდილიანობა. ვირთაგვებში და ბოცვრებში რიტუქსიმაბის განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის კვლევებში 258.3 მგ/კგ და 129.2 მგ/კგ დოზის გამოყენებისას არ აღინიშნა გვერდითი ეფექტის დონე (NOEL). გვინეის გოჭებში რიტუქსიმაბი არ ავლენდა კანის სენსიბილიზაციის პოტენციალს. რიტუქსიმაბი გამაღიზიანებლად არ მოქმედებდა ბოცვრების კანზე. დედალ და მამალ ვირთაგვებში 51.7 მგ/კგ დოზის გამოყენებისას არ აღინიშნა ტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი ეფექტი იმუნოლოგიურ პარამეტრებზე. ეს დაკვირვებები აღინიშნა რიტუქსიმაბის სახლის პირობებში გამოყენებისას.
კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დაზიანება: ცხოველებში ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა რიტუქსიმაბის კარცინოგენური ან მუტაგენური პოტენციალის დადგენისთვის ან მამრებში და მდედრებში ფერტილობაზე პოტენციური ეფექტების განსაზღვრისთვის.
რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები: ემბრიო-ფეტალურ განვითარებაზე ტოქსიურობის კვლევა ჩატარდა მაკე სინომოლგურ მაიმუნებში, რიტუქსიმაბი აღწევს მაიმუნის პლაცენტაში. ექსპოზირებულ შთამომავლობაში არ გამოვლინდა ტერატოგენური ეფექტები, მაგრამ დაქვეითდა ლიმფურ ქსოვილებში B უჯრედების რაოდენობა.
სინომოლგურ მაიმუნებში პრე და პოსტნატალური რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა განვითარებაზე ეფექტების შესაფასებლად B უჯრედების და იმუნური ფუნქციის აღდგენის ჩათვლით საშვილოსნოშიდა პერიოდში რიტუქსიმაბისადმი ექსპოზირებული ახალშობილების ჩათვლით. მკურნალობის დროის მიუხედავად B უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და იმუნოსუპრესია აღინიშნა რიტუქსიმაბით ნამკურნალები მაკე ცხოველების შთამომავლობაში პრე და პოსტ-ნატალური ტოქსიკურობის კვლევებში. მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდა B უჯრედების რაოდენობა და აღდგა იმუნოლოგიური ფუნქცია.
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
რიტუქსიმაბი არის მონოკლონური ანტისხეული, რომლის მიზანიც არის CD20 ანტიგენი ექსპრესირებული პრე- B და მომწიფებული B ლიმფოციტების ზედაპირზე. CD20-თან დაკავშირებით რიტუქსიმაბი განაპირობებს B უჯრედების ლიზისს. უჯრედების ლიზისის შესაძლო მექანიზმები მოიცავს კომპლემენტ დამოკიდებულ ციტოტოქსიკურობას (CDC) და ანტისხეულზე დამოკიდებულ უჯრედებით განპირობებულ ციტოტოქსიკურობას (ADCC). ანტისხეულმა გამოიწვია აპოპტოზი ადამიანის B ლიმფომის უჯრედების DHL 4 ხაზში.
ითვლება რომ B უჯრედები მონაწილეობენ რევმატოიდული ართრიტის (RA) პათოგენეზში და მასთან დაკავშირებულ ქრონიკულ სინოვიტში. ამ შემთხვევაში B უჯრედები შეიძლება მოქმედებდნენ მრავალ ადგილას აუტოიმუნირ/ანთებით პროცესში, მათ შორის რევმატოიდული ფაქტორის (RF) და სხვა აუტოანტისხეულების პროდუქციის, ანტიგენების პრეზენტაციის, T-უჯრედების აქტივაციის და/ან პროანთებითი ციტოკინების პროდუქციის ჩათვლით.
ფარმაკოდინამიკა
CD20 მოიპოვება ნორმალურ და ავთვისებიან B უჯრედებზე, მაგრამ არა ჰემატოპოეზურ ღეროვან უჯრედებზე, პრო-B უჯრედებზე, ნორმალურ პლაზმის უჯრედებზე და სხვა ნორმალურ ქსოვილზე. ეს ანტიგენი არ ინტეგრირდება ანტისხეულთან კავშირთან და არ იქერცლება უჯრედის ზედაპირიდან, CD20 პლაზმაში არ ცირკულირებს თავისუფალი ანტიგენის სახით და აქედან გამომდინარე არ კონკურირებს ანტისხეულთან კავშირისთვის.
რიტუქსიმაბის Fab დომენი უკავშირდება B ლიმფოციტებზე CD20 ანტიგენს და Fc დომენი შეიძლება იზიდავდეს იმუნური ეფექტორის ფუნქციებს B უჯრედების ლიზისის წარმართვისთვის. B უჯრედებზე რიტუქსიმაბის CD20 ანტიგენთან დაკავშირებისას აგრეთვე გამოვლინდა უჯრედების სიკვდილი აპოპტოზის საშუალებით.
იმუნოგენობა
როგორც ყველა თერაპიული ცილის შემთხვევაში, არსებობს რიტუქსიმაბის იმუნოგენობის პოტენციალიც. შეფასებაში ანტისხეულის დადებითობის აღნიშნული სიხშირე (გამანეიტრალებელი ანტისხეულების ჩათვლით) დიდად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე სენსიტიურობის და სპეციფიურობის შეფასების, მეთოდოლოგიის შეფასების, ნიმუშების შენახვის, ნიმუშების შეგროვების დროის, თანმხლები მედიკამენტების და მიმდინარე დაავადებების ჩათვლით. ამ მიზეზით შეიძლება მცდარი იყოს რიტუქსიმაბისადმი განვითარებული ანტისხეულების სიხშირის შედარება სხვა პროდუქტებისადმი წარმოქმნილ ანტისხეულებთან.
ფარმაკოკინეტიკა
არა-ჰოჯკინის ლინფომა (NHL)
ფარმაკოკინეტიკა დახასიათებული იყო NHL-თი დაავადებულ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ 375 მგ/მ2 რიტუქსიმაბს კვირაში ერთხელ ინტრავენური ინფუზიის სახით 4 დოზით. რიტუქსიმაბი პაციენტების შრატში ისაზღვრებოდა მკურნალობის დასრულებიდან 3-6 თვის შემდეგ.
რიტუქსიმაბის ფარმაკოკინეტიკური პროფილი როდესაც გამოიყენებოდა 375 მგ/მ2 დოზის 6 ინფუზია CHOP-ქიმიოთერაპიის 6 ციკლთან კომბინაციაში მხოლოდ რიტუქსიმაბის გამოყენების დროს დაფიქსირებული მაჩვენებლის მსგავსი იყო.
NHL-თი დაავადებული პაციენტის პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში მიღებული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც რიტუქსიმაბს იღებდნენ კვირაში ერთხელ ან სამ კვირაში ერთხელ, საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 22 დღე (მერყეობა 6.1-52 დღე). პაციენტებში, რომლებშიც მკურნალობამდე უფრო მაღალი იყო CD19-დადებითი უჯრედების რაოდენობა ან გაზომვადი სიმსივნური დაზიანებები კლირენსი უფრო მაღალი იყო. თუმცა, დოზის კორექცია წინასამკურნალო CD19 რაოდენობის ან სიმსივნური დაზიანების გაზომვისთვის საჭირო არ არის. ასაკს და სქესს გავლენა არ ჰქონდა რიტუქსიმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.
შეუთავსებლობა
რიტუქსიმაბი არ მიიღოთ სხვა ხსნარებთან ერთად.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და სხვაგვარად მოპყრობისთვის
რიტუქსიმაბი გამოდის სტერილური, დამცავი საშუალებებისგან თავისუფალი, არაპიროგენული, ერთჯერადი გამოყენების ფლაკონით.
ასეპტიური წესების დაცვით ამოიღეთ რიტუქსიმაბის აუცილებელი რაოდენობა და განაზავეთ დათვლილი კონცენტრაცია 1-4მგ/მლ საინფუზიო ფლაკონში, რომელიც შეიცავს სტერილურ, პიროგენისგან თავისუფალ, საინექციო ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) ან 5%-იანი გლუკოზას ხსნარში. ხსნარის შერევისთვის ნაზად გადააბრუნეთ ფლაკონი აქაფების ასაცილებლად. საჭიროა მომზადებული ხსნარის სტერილურობის უზრუნველყოფა. რადგან სამედიცინო პროდუქტი არ შეიცავს ანტიმიკრობულ დამცავ-საშუალებებს ან ბაქტერიოსტატიკურ აგენტებს, საჭიროა ასეპტიური ტექნიკის დაცვა. პარენტერული სამედიცინო პროდუქტები ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების და დისკოლორაციის გამოსავლენად.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვები:
სერიის №
მოქმედების ძალა/დოზირება
1
რიტუქსიმაბი: 100 მგ
რიტუქსიმაბი საინექციო 10 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონი
ყოველი 10 მლ შეიცავს 100 მგ რიტუქსიმაბს (10 მგ/მლ)
2
რიტუქსიმაბი: 500 მგ
რიტუქსიმაბი საინექციო 50 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონი
ყოველი 50 მლ შეიცავს 500 მგ რიტუქსიმაბს (10 მგ/მლ)
კონტეინერის დახურვის სისტემა არის რიტუქსიმაბის პირველადი შეფუთვის მოწყობილობა. 10 მლ და 50 მლ გამჭვირვალე მინის ფლაკონი: ნეიტრალური (USP ტიპი 1) ბუტილის საცობით გამოიყენება რიტუქსიმაბის პროდუქტის ავსებისთვის. საცობი შექმნილია ელასტომერით, რომელიც შემოგარსულია ფლუროტეკ®-ით. პრეპარატის მინის ფლაკონში ჩასხმისას ფლაკონი დახურულია ელასტომერის საცობით და მოსახრახნი თავსახურით. ფლაკონის დამტკიცებული იარლიყი სერიის დეტალებთან ერთად მიმაგრებულია მინის ფლაკონზე და თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
შენახვა საჭიროა მაცივარში +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცვისთვის კონტეინერი შეინახეთ გარე კოლოფში. არ გაყინოთ ან გაანჯღრიოთ და შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა
36 თვე.
რიტუქსიმაბის მომზადებული საინფუზიო ხსნარი ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 48 საათის განმავლობაში როგორც 2°C-8°C ტემპერატურაზე, ასევე ოთახის ტემპერატურაზე (25±2°C).
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. თუ გამოყენება დაუყოვნებლივ არ ხდება, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება მოხდება კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია:
ჰეტერო ბიოფარმა ლიმიტედ-ის მიერ,
Sy. N 458 (ნაწილი) TSIIC-ფორმულეიშენ SEZ
პოლეპალი სოფელი, იადჩერლა მანდალი,
მაჰაბუბნაგარის რაიონი -509 301,
ტელანგანას შტატი, ინდოეთი.
® რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.