რა არის მაბტერა მაბტერა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელწოდებით „რიტუქსიმაბი“. ეს არის გარკვეული ტიპის ცილა, რომელსაც „მონოკლონური ანტისხეული“ ეწოდება. ის ეკვრის გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედის - „B-ლიმფოციტის“ ზედაპირს. უჯრედი, რომლის ზედაპირსაც რიტუქსიმაბი ეკვრის, კვდება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რიტუქსიმაბი (rituximab)
- ფორმა და შეფუთვა
- 1400მგ/11.7მლ 11.7მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- F. Hoffmann-La Roche Ltd, შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, მონოკლონური ანტისხეულები და ანტისხეულების და პრეპარატების კონიუგატები
- ATC კოდი
- L01FA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036272
- რეგისტრირებულია
- 26 აგვისტო 2022, მოქმედებს 26 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- F. Hoffmann – La Roche Ltd Basel (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „როშ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მაბტერა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა არის მაბტერა
მაბტერა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელწოდებით „რიტუქსიმაბი“. ეს არის გარკვეული ტიპის ცილა, რომელსაც „მონოკლონური ანტისხეული“ ეწოდება. ის ეკვრის გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედის - „B-ლიმფოციტის“ ზედაპირს. უჯრედი, რომლის ზედაპირსაც რიტუქსიმაბი ეკვრის, კვდება.
მაბტერა გამოდის წვეთოვნად შესაყვანი მედიკამენტის სახით (სახელწოდებით მაბტერა 100 მგ ან მაბტერა 500 მგ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის) და საინექციო მედიკამენტის სახით, რომელიც კანქვეშ კეთდება (სახელწოდებით მაბტერა 1400 მგ ან მაბტერა 1600 მგ, ხსნარი კანქვეშა ინექციისთვის).
რისთვის გამოიყენება მაბტერა
მაბტერა 1400 მგ გამოიყენება ზრდასრულებში არა-ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ.
ეს არის ლიმფური ქსოვილის (იმუნური სისტემის ნაწილი) დაავადება, რომელიც მოქმედებს გარკვეული ტიპის სისხლის თეთრ უჯრედებზე, ე. წ. „B-ლიმფოციტებზე“.
მოზრდილებში მაბტერა 1400 მგ-ის გამოყენება შეიძლება დამოუკიდებლად ან სხვა პრეპარატებთან, ე. წ. „ქიმიოთერაპიულ“ მედიკამენტებთან ერთად.
მკურნალობის დასაწყისში მაბტერა ყოველთვის წვეთოვანი გადასხმის (ინტრავენური ინფუზიის) სახით გაგიკეთდებათ.
ამის შემდეგ, მაბტერა გაგიკეთდებათ კანქვეშა ინექციის სახით. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის დაიწყოს მაბტერას ინექციები.
როდესაც პაციენტებში ამ პრეპარატით მკურნალობა ეფექტურია, შესაძლებელია მაბტერას გამოყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით საწყისი მკურნალობის დამთავრებიდან 2 წლის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება
მაბტერას მიღება უნდა დაინიშნოს გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ისეთ გარემოში, სადაც დაუყოვნებლივ და სრულად იქნება ხელმისაწვდომი რეანიმაციული საშუალებები (იხ. ქვეთავი 4.4).
მაბტერას ყოველი მიღების წინ ყოველთვის საჭიროა პრემედიკაცია, რომელიც მოიცავს ანალგეზიურ/სიცხის დამწევ საშუალებას (მაგ., პარაცეტამოლი/აცეტამინოფენი) და ანტიჰისტამინურ პრეპარატს (მაგ., დიფენჰიდრამინი).
შესაძლებელია გლუკოკორტიკოიდებით პრემედიკაციის ჩატარება, თუ მაბტერა არ ეძლევა გლუკოკორტიკოიდების შემცველ ქიმიოთერაპიასთან ერთად.
დოზირება
მაბტერას რეკომენდებული დოზა მისი კანქვეშა ფორმის გამოყენებისას ზრდასრული პაციენტებისთვის არის კანქვეშა ინექცია ფიქსირებული დოზით 1400 მგ, პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის მიუხედავად.
მაბტერას კანქვეშა ინექციების დაწყებამდე, ყველა პაციენტს წინასწარ ყოველთვის უნდა ჩაუტარდეს მაბტერას ინტრავენური ინფუზიებით მკურნალობის კურსი სრული დოზით, მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის გამოყენებით (იხ. იხ. ქვეთავი 4.4).
თუ პაციენტებს არ შეეძლოთ მაბტერას ინტრავენური ინფუზიის ერთი სრული დოზის მიღება კანქვეშა ინექციებზე გადასვლამდე, მათ შემდგომი ციკლები უნდა გაუგრძელდეთ მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით მანამ, სანამ მაბტერას ინტრავენურ დოზას სრულად არ მიიღებენ.
აქედან გამომდინარე, მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმაზე გადასვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ მკურნალობის მეორე ან შემდგომ ციკლებზე.
აუცილებელია სამკურნალო საშუალების ეტიკეტების შემოწმება იმაში დასარწმუნებლად, რომ პაციენტს ეძლევა შესაბამისი სამკურნალო ფორმა (ინტრავენური ან კანქვეშა სამკურნალო ფორმა) და კონცენტრაცია, დანიშნულების მიხედვით.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა არ არის მოწოდებული ინტრავენურად შეყვანისთვის და ის მხოლოდ კანქვეშა ინექციის სახით უნდა გაკეთდეს. 1400 მგ კონცენტრაცია კანქვეშ გამოყენებისთვის მოწოდებულია მხოლოდ არაჰოჯკინის ლიმფომის (აჰლ) შემთხვევაში.
ფოლიკულური არაჰოჯკინის ლიმფომა
კომბინირებული მკურნალობა
მაბტერას რეკომენდებული დოზა ქიმიოთერაპიასთან ერთად ადრე არანამკურნალევი ან მორეციდივე/რეფრაქტრული ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტების ინდუქციური თერაპიისთვის ასეთია: პირველ ციკლში - მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა - 375 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. მომდევნო ციკლებში კი მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა - 1400 მგ ფიქსირებული დოზით ყოველ ციკლზე, მაქსიმუმ 8 ციკლის განმავლობაში.
მაბტერა უნდა გაკეთდეს ყოველი ქიმიოთერაპიული ციკლის 1-ლ დღეს, ქიმიოთერაპიის გლუკოკორტიკოიდული კომპონენტის გაკეთების შემდეგ, თუ ეს უკანასკნელი დანიშნულია.
შემნარჩუნებელი მკურნალობა
ადრე არანამკურნალევი ფოლიკულური ლიმფომა
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის რეკომენდებული დოზა, რომელიც გამოიყენება, როგორც შემნარჩუნებელი მკურნალობა ადრე არანამკურნალევი ფოლიკულური ლიმფომის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაემორჩილნენ ინდუქციურ თერაპიას, ასეთია: 1400 მგ 2 თვეში ერთხელ (დაწყებული ინდუქციური თერაპიის ბოლო დოზიდან 2 თვის შემდეგ) დაავადების პროგრესირებამდე, ან მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში (სულ 12 ინექცია).
მორეციდივე/რეფრაქტრეული ფოლიკულური ლიმფომა
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის რეკომენდებული დოზა, რომელიც გამოიყენება, როგორც შემნარჩუნებელი მკურნალობა მორეციდივე/რფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაემორჩილნენ ინდუქციურ თერაპიას: 1400 მგ 3 თვეში ერთხელ (დაწყებული ინდუქციური თერაპიის ბოლო დოზიდან 3 თვის შემდეგ) დაავადების პროგრესირებამდე, ან მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში (სულ 8 ინექცია).
დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომა
მაბტერა გამოყენებული უნდა იყოს CHOP ქიმიოთერაპიასთან (ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი ან პრედნიზონი) ერთად. მაბტერას რეკომენდებული დოზა: პირველ ციკლში მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა - 375 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. მომდევნო ციკლებში კი მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა - 1400 მგ ფიქსირებული დოზით ყოველ ციკლზე. სულ: 8 ციკლი.
მაბტერა კეთდება ყოველი ქიმიოთერაპიული ციკლის 1-ლ დღეს CHOP ქიმიოთერაპიის (ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი ან პრედნიზონი) გლუკოკორტიკოიდული კომპონენტის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ.
სხვა ქიმიოთერპიებთან კომბინირებული მაბტერას უსაფრთხოება და ეფექტიანობა დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომის დროს, დადგენილი არ არის.
დოზის კორექცია მკურნალობის დროს
მაბტერას დოზის შემცირება რეკომენდებული არ არის. როდესაც მაბტერა მიიღება ქიმიოთერაპიასთან ერთად, გამოყენებული უნდა იყოს დოზის სტანდარტული შემცირება ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალებებისთვის (იხ. ქვეთავი 4.8).
განსაკუთრებული პოპულაციები
პედიატრიული პოპულაცია
მაბტერას უსაფრთხოება და ეფექტიანობა 18 წლის ასაკამდე ბავშვებში არ არის დადგენილი. ხელმისაწვდომი მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზემოთ) დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
შეყვანის მეთოდი
კანქვეშა ინექციები:
მაბტერას 1400 მგ კანქვეშა სამკურნალო ფორმა უნდა გაკეთდეს მხოლოდ კანქვეშა ინექციის სახით, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. კანქვეშა საინექციო ნემსი შპრიცზე უნდა დამაგრდეს უშუალოდ ინექციის გაკეთებამდე, ნემსის სანათურის დახშობის თავიდან ასაცილებლად.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა უნდა გაკეთდეს კანქვეშ მუცლის კედელზე, და არავითარ შემთხვევაში იქ, სადაც აღინიშნება კანის სიწითლე, დალურჯება, ტკივილი, გამაგრება, ან სადაც არის ხალები ან ნაწიბურები.
არ არსებობს ინექციის სხეულის სხვა ადგილებში გაკეთების მონაცემები, ამიტომ ინექციები უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ მუცელზე.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით მკურნალობის დროს, სასურველია კანქვეშ შესაყვანი სხვა მედიკამენტები სხვა ადგილებზე გაკეთდეს.
ინექციის შეწყვეტის შემთხვევაში. მისი გაგრძელება შეიძლება იგივე ადგილას, ან შეიძლება სხვა ადგილის გამოყენება, თუ შესაძლებელია
ინტრავენური ინფუზიის გაკეთება:
ინფორმაციის მისაღებად დოზირების ინსტრუქციების და შეყვანის მეთოდის შესახებ, იხილეთ მაბტერას 100 მგ და 500 მგ კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარების ფარმაკოლოგიური თავისებურებები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან თაგვის ცილის, ჰიალურონიდაზის ან ნებისმიერი სხვა შემავსებლის მიმართ, ჩამოთვლილია ქვეთავში 6.1.
აქტიური, მძიმე ინფექციები (იხ. ქვეთავი 4.4).
პაციენტები, რომელთა იმუნიტეტი ძლიერად არის დაქვეითებული.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
მიკვლევადობa
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად, მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული შეყვანილი პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი.
ქვეთავში 4.4 მოცემული ინფორმაცია ეხება მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის გამოყენებას დამტკიცებული ჩვენებებით - არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა (კონცენტრაცია 1400 მგ) და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მკურნალობა (კონცენტრაცია 1600 მგ). სხვა ჩვენებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პრეპარატის მოკლე დახასიათება მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმისთვის.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის გამოყენება მონოთერაპიის სახით არ არის რეკომენდებული ფოლიკულური ლიმფომის IIIIV სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც არიან ქიმიორეზისტენტული, ან აქვთ ქიმიოთერაპიის შემდგომი მეორე ან მომდევნო რეციდივი, ვინაიდან არ არის დადგენილი, უსაფრთხოა თუ არა კანქვეშა ინექციის გაკეთება კვირაში ერთხელ.
პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია
მაბტერას გამოყენება შესაძლოა უკავშირდებოდეს პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (პმლ) განვითარების მომატებულ რისკს. საჭიროა პაციენტების რეგულარული ინტერვალებით მონიტორინგი ნებისმიერი ახალი ან ნევროლოგიური სიმპტომის, ან მისი გაუარესების გამოსავლენად, რომელიც შესაძლოა პმლ-ზე მიუთითებდეს. პმლ-ზე ეჭვის შემთხვევაში, შემდგომი მკურნალობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ პმლ არ გამოირიცხება. კლინიცისტმა უნდა შეაფასოს პაციენტი და განსაზღვროს, მიუთითებს თუ არა სიმპტომები ნევროლოგიურ დისფუნქციაზე, და თუ ასეა, შესაძლოა თუ არა ეს სიმპტომები პმლ-ის სიმპტომები იყოს. ნევროლოგის კონსულტაცია უნდა ჩატარდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით.
თუ არსებობს რაიმე სახის ეჭვი, უნდა ჩატარდეს შემდგომი გამოკვლევები, მათ შორის კონტრასტული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ცერებროსპინალური სითხის ანალიზი, ჯონ კანინგამის ვირუსის დნმ-ს ტესტირება და ნევროლოგის განმეორებითი კონსულტაცია.
ექიმი განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოს პმლ-ის იმ სიმპტომების მიმართ, რომლებიც პაციენტმა შესაძლოა ვერ შენიშნოს (მაგ. შემეცნების დარღვევის, ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული სიმპტომები). გარდა ამისა, პაციენტებს უნდა მიეცეს რეკომენდაცია საკუთარი მკურნალობის შესახებ შეატყობინონ საკუთარ პარტნიორს ან მზრუნველს, რადგან მათ შესაძლოა შენიშნონ ისეთი სიმპტომები, რომლებიც პაციენტისთვის შეუმჩნეველია.
პმლ-ის განვითარების შემთხვევაში, პაციენტს მაბტერა სამუდამოდ უნდა მოეხსნას.
პმლ-ს მქონე იმუნოდეპრესიულ პაციენტებში იმუნური სისტემის აღდგენის შემდეგ, მდგომარეობის სტაბილიზაცია ან გამოსავლის გაუმჯობესება აღინიშნება. გაურკვეველია, იწვევს თუ არა მდგომარეობის ზემოაღნიშნულ სტაბილიზაციას ან გამოსავლის გაუმჯობესებას პმლ-ის ნაადრევი დიაგნოსტიკა და მაბტერას მოხსნა.
ინფუზიასთან/პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებული რეაქციები
მაბტერა იწვევს ინფუზიასთან/პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებულ რეაქციებს, რომლებსაც, შესაძლოა, ციტოკინების და/ან სხვა ქიმიური მედიატორების გამოთავისუფლება განაპირობებს. ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის განსხვავება მწვავე ჰიპერსენსიტირუობის რეაქციებისგან შესაძლოა, კლინიკურად შეუძლებელი იყოს.
ეს რეაქციები, კერძოდ, ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, სიმსივნის ლიზისის სინდრომი და ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები, აღწერილია ქვემოთ. ისინი მაბტერას შეყვანის კონკრეტულ მეთოდს არ უკავშირდება და შეიძლება ორივე სამკურნალო ფორმის გამოყენებისას აღინიშნოს.
ინფუზიასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები ფატალური გამოსავლით მოხსენებული იყო მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების დროს; ის იწყება მაბტერას ინტრავენური ინფუზიის დაწყებიდან 30 წუთიდან 2 საათამდე ინტერვალში. ისინი ხასიათდებოდა ფილტვის მოვლენებით და ზოგ შემთხვევაში მოიცავდა სიმსივნის უსწრაფეს ლიზისს და სიმსივნის ლიზისის სინდრომის ნიშნებს; გარდა ამისა, სახეზე იყო ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კანკალი, ჰიპოტენზია, ურტიკარული გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა სიმპტომები (იხ. ქვეთავი 4.8).
ციტოკინების გამოთავისუფლების მძიმე სინდრომი ხასიათდება მძიმე ქოშინით, რომელსაც ხშირად თან სდევს ბრონქოსპაზმი და ჰიპოქსია, ასევე ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კანკალი, ურტიკარია და ანგიონევროზული შეშუპება. ეს სინდრომი შესაძლოა უკავშირდებოდეს სიმსივნის ლიზისის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ჰიპერურიკემია, ჰიპერკალცემია, ჰიპოკალცემია, ჰიპერფოსფატემია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ლაქტატდეჰიდროგენაზას (ლდჰ) მომატება, და შესაძლოა ასევე გამოიწვიოს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და სიკვდილი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა ახლავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ფილტვის ინტერსტიციული ინფილტრაცია და შეშუპება, რაც რენტგენოლოგიურად დასტურდება. ეს სინდრომი ხშირად მჟღავნდება პირველი ინფუზიის დაწყებიდან ერთი ან ორი საათის განმავლობაში. ფილტვის უკმარისობის ან ფილტვის სიმსივნური ინფილტრაციის ანამნეზის მქონე პაციენტები შესაძლოა იყვნენ არასასურველი გამოსავლის უფრო დიდი რისკის ქვეშ, და ამიტომ მათი მკურნალობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
პაციენტებს, რომლებსაც უვითარდება ციტოკინების გამოთავისუფლების მძიმე სინდრომი, დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ ინფუზია (იხ. ქვეთავი 4.2) და ჩაუტარდეთ ინტენსიური სიმპტომური თერაპია. ვინაიდან სიმპტომების საწყის გაუმჯობესებას შესაძლოა ისევ გაუარესება მოჰყვეს, საჭიროა ამ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი სიმსივნის ლიზისის სინდრომის და ფილტვის ინფილტრაციის საბოლოო გამოსწორებამდე ან გამორიცხვამდე. მკურნალობის გაგრძელება ნიშნების და სიმპტომების სრული ალაგების შემდეგ, იშვიათად იწვევდა ციტოკინების გამოთავისუფლების მძიმე განმეორებით სინდრომს.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სიმსივნის მაღალი ტვირთი ან მოცირკულირე ავთვისებიანი უჯრედების დიდი რაოდენობა (≥25 x 109/ლ), და რომლებიც შეიძლება იყვნენ ციტოკინების გამოთავისუფლების განსაკუთრებულად მძიმე სინდრომის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ სიფრთხილის უკიდურესი ზომების დაცვით. აუცილებელია ამ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი პირველი ინფუზიის დაწყებიდან დამთავრებამდე. ამ პაციენტებში გამოყენებული უნდა იყოს ინფუზიის შემცირებული სიჩქარე პირველი ინფუზიისთვის, ან დოზის გაყოფა ორ დღეზე პირველი ციკლის და ნებისმიერი შემდგომი ციკლის განმავლობაში, თუ ლიმფოციტების რაოდენობა ისევ 25 x 109/ლ-ზე ნაკლებია.
ანაფილაქსიური და ჰიპერსენსიტიურობის სხვა რეაქციები აღნიშნული იყო პაციენტებისთვის ცილის ინტრავენური გადასხმის შემდეგ. ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება ინფუზიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში. ალერგიული რეაქციების განვითარებისას მაბტერას შეყვანის დროს ჰიპერსენსიტიურობის რეაქციების სამკურნალო საშუალებები, მაგ., ადრენალინი, ანტიჰისტამინური საშუალებები და გლუკოკორტიკოიდები, დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ანაფილაქსიის კლინიკური გამოვლინებები შესაძლოა ჰგავდეს ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს (აღწერილია ზემოთ). რეაქციები, რომლებიც ჩათვალეს ჰიპერსენსიტიურობის გამოვლინებად, მოხსენებული იყო უფრო იშვიათად, ვიდრე რეაქციები, რომლებიც ციტოკინების გამოთავისუფლების რეაქციებად იქნა მიჩნეული.
ზოგიერთ შემთხვევაში მოხსენებული იყო ისეთი დამატებითი რეაქციები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფილტვის შეშუპება და შექცევადი მწვავე თრომბოციტოპენია.
ვინაიდან მაბტერას შეყვანის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოტენზია, გათვალისწინებული უნდა იყოს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მოხსნა მაბტერას მიღებამდე 12 საათით ადრე.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით მკურნალობის დროს, 77% შემთხვევაში აღნიშნული იქნა ყველა სახის გვერდით მოვლენა (მათ შორის ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, რომელსაც პაციენტების 10%-ში თან სდევდა ჰიპოტენზია და ბრონქოსპაზმი), იხ. ქვეთავი 4.8. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია მაბტერას ინფუზიის მოხსნის და სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღების შემთხვევაში; ზოგჯერ, საჭიროების დროს, აუცილებელია ასევე ჟანგბადი, ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის ან ბრონქოდილატატორების, და გლუკოკორტიკოიდების გადასხმა. იხილეთ ზემოთ ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი მძიმე რეაქციების შემთხვევაში.
პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებული რეაქციები აღნიშნა 50%-მდე პაციენტში, რომლებსაც კლინიკურ კვლევებში მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით მკურნალობდნენ. კანქვეშა ინექციიდან 24 საათის განმავლობაში განვითარებული რეაქციები უპირატესად იყო ერითემა, ქავილი, გამონაყარი და ინექციის ადგილის რეაქციები, მაგ. ტკივილი, შეშუპება და სიწითლე. ეს რეაქციები იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის (1-ლი ან მე-2 ხარისხის) და გარდამავალი ხასიათის (იხ. ქვეთავი 4.8).
კანის ადგილობრივი რეაქციები ძალიან ხშირი იყო პაციენტებში, რომელთაც კლინიკურ კვლევებში მაბტერა კანქვეშ უკეთდებოდათ. ეს სიმპტომები იყო ტკივილი, შეშუპება, გაღიზიანება, სისხლჩაქცევა, ერითემა, ქავილი და გამონაყარი (იხ. ქვეთავი 4.8). კანის ზოგიერთი ადგილობრივი რეაქცია ვითარდებოდა მაბტერას კანქვეშ შეყვანიდან 24 საათის შემდეგ. კანის ადგილობრივი რეაქციების უმეტესობა მაბტერას კანქვეშ შეყვანის შემდეგ, იყო მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის, და უკუვითარდებოდა ყოველგვარი სპეციფიკური მკურნალობის გარეშე.
მაბტერას კანქვეშა ინექციების დაწყებამდე, ყველა პაციენტმა ყოველთვის წინასწარ აუცილებლად უნდა მიიღოს მაბტერას სრული დოზა ინტრავენური ინფუზიის სახით, მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის გამოყენებით. პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებული რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი, ჩვეულებრივ, აღინიშნება პირველი ციკლის დროს. მკურნალობის დაწყება მაბტერას ინტრავენური ინფუზიით იძლევა პრეპარატის შეყვანით გამოწვეული რეაქციების უკეთ მართვის საშუალებას, რადგან შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიის შენელება ან შეწყვეტა.
თუ პაციენტებმა ვერ შეძლეს მაბტერას ინტრავენური ინფუზიის ერთი სრული დოზის მიღება კანქვეშა ფორმაზე გადასვლამდე, მათ შემდგომი ციკლები უნდა გააგრძელონ მაბტერას ინგრავენური სამკურნალო ფორმით მანამ, სანამ ინტრავენური დოზას ბოლომდე არ მიიღებენ. ამიტომ მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მეორე ან შემდეგი სამკურნალო ციკლების დროს.
ისე, როგორც ინტრავენური სამკურნალო ფორმის შემთხვევაში, მაბტერა კანქვეშ უნდა გაკეთდეს ისეთ გარემოში, სადაც დაუყოვნებლივ და სრულად იქნება ხელმისაწვდომი რეანიმაციული საშუალებები და სადაც პაციენტი იმყოფება გამოცდილი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მაბტერას კანქვეშა ფორმის გაკეთებამდე აუცილებელია პაციენტის პრემედიკაცია ტკივილდამაყუჩებელი/სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური პრეპარატებით. გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე გლუკოკორტიკოიდებით პრემედიკაციის შესაძლებლობა.
საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება მაბტერას კანქვეშა ინექციიდან მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება საჭირო იყოს ჰიპერსენსიტიურობის რეაქციების განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს, თუ ვითარდება ჰიპერსენსიტიურობის ან ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის სავარაუდო სიმპტომები ნებისმიერ დროს სამკურნალო პროდუქტის შეყვანის შემდეგ.
დარღვევები გულის მხრივ
მაბტერათი ნამკურნალევ პაციენტებში აღნიშნულია სტენოკარდია, არითმიები (მაგ. წინაგულების თრთოლვა ან ფიბრილაცია), გულის უკმარისობა და/ან მიოკარდიუმი ინფარქტი. ამიტომ საჭიროა იმ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი, რომელთაც ანამნეზში აქვთ გულის დავადება და/ან კარდიოტოქსიკური ქიმიოთერაპია.
ჰემატოლოგიური ტოქსიკური მდგომარეობები
მიუხედავად იმისა, რომ მაბტერათი მონოთერაპია არ იწვევს მიელოსუპრესიას, აუცილებელია სიფრთხილე შემდეგი ლაბორატორიული მონაცემების მქონე პაციენტების იმ მკურნალობისას: ნეიტროფილები < 1.5 x 109/ლ და/ან თრომბოციტები < 75 x 109/ლ, ვინაიდან ამ პოპულაციაში არასაკმარისი კლინიკური გამოცდილება არსებობს. მაბტერას გამოყენებული იყო 21 პაციენტში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ავტოტრანსპლანტაცია, და რისკის ჯგუფის სხვა პაციენტებში სავარაუდოდ დაქვეითებული ძვლის ტვინის ფუნქციით; მაბტერას მიელოტოქსიკურობა არ გამოუწვევია.
მაბტერათი მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზების, მათ შორის ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის გამოკვლევა.
ინფექციები
მაბტერათი მკურნალობის დროს შესაძლებელია განვითარდეს სერიოზული ინფექციები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით (იხ. ქვეთავი 4.8). მაბტერა არ უნდა გაუკეთდეთ აქტიური, მძიმე ინფექციის მქონე პაციენტებს (მაგ. ტუბერკულოზი, სეფსისი და ოპორტუნისტული ინფექციები, იხ. ქვეთავი 4.3).
ექიმებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე მაბტერას გამოყენების დროს იმ პაციენტებში, ვისაც ანამნეზში აქვს მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციები, ან ფონური დაავადებები, რომლებმაც შესაძლოა პაციენტები სერიოზული ინფექციებისადმი მიდრეკილი გახადოს (იხ. ქვეთავი 4.8).
მოხსენებული იყო B ჰეპატიტის გააქტიურების შემთხვევები მაბტერას მკურნალობის დროს, მათ შრის - ელვისებური ჰეპატიტი ლეტალური გამოსავლით. გარდა ამისა, ამ პაციენტების უმრავლესობას უტარდებოდა ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპია. მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი B ჰეპატიტის ვირუსზე. ეს გულისხმობს, მინიმუმ, B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) სტატუსის და B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის HBcAb სტატუსის გამოკვლევას. აღნიშნულს შესაძლოა დაემატოს სხვა შესაბამისი მარკერები ადგილობრივი კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით. აქტიური B ჰეპატიტის მქონე პაციენტების მაბტერათი მკურნალობა დაუშვებელია. პაციენტებს B ჰეპატიტზე დადებითი სეროლოგიური რეაქციებით (HBsAg ან HBcAb) მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეთ ჰეპატოლოგის კონსულტაცია; გარდა ამისა, B ჰეპატიის რეაქტივაციის პრევენციის მიზნით, საჭიროა მათი მონიტორინგი და მართვა ადგილობრივი სამედიცინო სტანდარტების მიხედვით.
პმლ-ს ძალზე იშვიათი შემთხვევები მოხსენებული იყო მაბტერას რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების დროს არა-ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავი 4.8). პაციენტების უმრავლესობას მიღებული ჰქონდა რიტუქსიმაბი ქიმიოთერაპიასთან ერთად ან სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ფარგლებში.
რიტუქსიმაბის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტის შემთხვევები, მათ შორის ფატალური შემთხვევები.
ინფექციების ცრუ უარყოფითი სეროლოგიური ტესტირება
ინფექციების ცრუ უარყოფითი სეროლოგიური ტესტირების რისკის გამო, ალტერნატიული სადიაგნოსტიკო საშუალებები უნდა იქნას გათვალისწინებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი ინფექციური დაავადების ნიშნები, მაგ. დასავლეთ ნილოსის ვირუსი და ნეირობორელიოზი.
იმუნიზაცია
ცოცხალი ვირუსის ვაქცინებით იმუნიზაციის უსაფრთხოება მაბტერათი მკურნალობის შემდეგ არა-ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი და ამიტომ ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსის ვაქცინებით რეკომენდებული არ არის. მაბტერათი ნამკურნალევი პაციენტების არა-ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაცია შესაძლებელია; მიუხედავად ამისა, არაცოცხალ ვაქცინებზე რეაგირების მაჩვენებლები შეიძლება შესუსტებული იყოს. პაციენტებს რეციდივული სუსტად გამოხატული არა-ჰოჯკინის ლიმფომით, რომლებსაც არარანდომიზებულ კვლევაში ჩაუტარდათ მონოთერაპია მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით, ჯანმრთელ არანამკურნალევ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით აღენიშნებოდათ უფრო დაბალი რეაგირების მაჩვენებელი იმუნიზაციის შემდეგ სახეებზე: ტეტანუსის „გაცოცხლებული“ ანტიგენი (16% შედარებით 81%-თან) და ლოკოკინის ლიმფის ჰემოციანინის (KLH) ნეოანტიგენი (4% შედარებით. 69%-თან, როდესაც შეფასდა ანტისხეულების ტიტრის >2ჯერ გაზრდისთვის).
ანტისხეულების საშუალო პრე-თერაპიული ტიტრები ანტიგენების პანელის წინააღმდეგ (პნევმონიის სტრეპტოკოკი, A გრიპი, ყბაყურა, წითურა და ჩუტყვავილა) მაბტერათი მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იქნა შენარჩუნებული.
კანის რეაქციები
აღნიშნული იყო კანის მძიმე რეაქციები, მაგ. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ზოგიერთი ლეტალური გამოსავლით (იხ. ქვეთავი 4.8).ამგვარი მოვლენის განვითარებისას, მოვლენის მაბტერათი მკურნალობასთან საეჭვო კავშირის შემთხვევაში, მკურნალობა სამუდამოდ უნდა მოიხსნას.
დამხმარე ნივთიერებები
ეს მედიკამენტი თითოეულ 15 მლ-ის ჯერადი (n) მოცულობის ფლაკონში შეიცავს 7.02n მგ პოლისორბატ 80-ს, რაც 0.6n მგ/მლ-ის ეკვივალენტურია. პოლისორბატებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
სიფრთხილის ზომები
მაბტერას მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, პროვიზორს ან ექთანს, თუ:
ოდესმე გქონიათ, ან შესაძლოა ახლა გქონდეთ ინფექციური დაავადება ჰეპატიტი. ამის მიზეზი ის არის, რომ იშვიათ შემთხვევებში მაბტერამ შესაძლოა გამოიწვიოს B ჰეპატიტის გააქტიურება, რომელიც ძალზე იშვიათად შეიძლება ფატალურიც კი აღმოჩნდეს. პაციენტებს, რომლებსაც ოდესმე ჰქონიათ ინფექციური დაავადება B ჰეპატიტი, მათი ექიმი გამოიკვლევს ყურადღებით, რომ ამ ინფექციის ნიშნები არ გამოეპაროს.
ოდესმე გქონიათ პრობლემები გულის მხრივ (მაგ. სტენოკარდია, გულის ფრიალი ან გულის უკმარისობა), ან სუნთქვის მხრივ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), მაბტერას გაკეთებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, პროვიზორს ან ექთანს. მაბტერათი მკურნალობის დროს თქვენს ექიმს შესაძლოა თქვენზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის დაწესება დასჭირდეს.
ეს მედიკამენტი თითოეულ 15 მლ-ის ჯერადი (n) მოცულობის ფლაკონში შეიცავს 7.02 მგ პოლისორბატ 80-ს, რაც 0.6 მგ/მლ-ის ეკვივალენტურია. პოლისორბატებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ცნობილი ალერგია.
ასევე, უთხარით თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება დაგჭირდეთ რაიმე ვაქცინაცია უახლოეს მომავალში, მათ შორის სხვა ქვეყნებში გამგზავრებისთვის საჭირო ვაქცინაციები. ზოგიერთი ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს მაბტერას მიღებასთან ერთდროულად ან მაბტერას მიღებიდან რამდენიმე თვეში. მაბტერას მიღებამდე თქვენი ექიმი შეამოწმებს, გჭირდებათ თუ არა რაიმე ვაქცინა.
ბავშვები და მოზარდები
თუ თქვენ, ან თქვენი შვილი ხართ 18 წლამდე ასაკის, ამ მედიკამენტის გაკეთებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, პროვიზორს ან ექთანს. ამის მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვებსა და მოზარდებში მაბტერას გამოყენების შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით თქვენს ექიმს, პროვიზორს ან ექთანს, თუ ღებულობთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ეს მოიცავს ასევე რეცეპტის გარეშე საყიდელ და მცენარეულ მედიკამენტებს. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ მაბტერამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი წამლის მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სხვა წამალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მაბტერას მოქმედებაზე.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუკი:
ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. თქვენ შესაძლოა გთხოვონ შეწყვიტოთ ამ სხვა მედიკამენტების მიღება მაბტერას გაკეთებამდე 12 საათით ადრე. ამის მიზეზი ის არის, რომ მაბტერას მიღების განმავლობაში ზოგიერთ ადამიანს უვითარდება წნევის დაქვეითება
ოდესმე მიგიღიათ წამლები, რომლებიც თქვენს იმუნურ სისტემაზე მოქმედებენ, მაგალითად, ქიმიოთერაპია ან იმუნოდეპრესანტები
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), მაბტერას გაკეთებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, პროვიზორს ან ექთანს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონცენტრაცია მამაკაცებსა და ქალებში
B უჯრედების დაქვეითებული რაოდენობის მქონე პაციენტებში რიტუქსიმაბის ხანგრძლივი შეკავების დროის გამო, შვილოსნობის ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები მაბტერათი მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ 12 თვის განმავლობაში.
ორსულობა
ცნობილია, რომ IgG იმუნოგლობულინები გადიან პლაცენტურ ბარიერში.
B უჯრედების მაჩვენებელი ახალშობილებში დედაზე მაბტერას ზემოქმედების შემდეგ კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა. არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი მონაცემები ორსულ ქალებში ჩატარებული კვლევებიდან, თუმცა B უჯრედების რაოდენობის შექცევადად დაქვეითება და ლიმფოციტოპენია დაფიქსირდა ზოგიერთ ახალშობილში, რომლებიც გაუჩნდათ ორსულობის დროს მაბტერას ზემოქმედების ქვეშ მყოფ დედებს. მსგავსი გავლენა შეინიშნა ცხოველების კვლევაში (იხ. ქვეთავი 5.3). ამ მიზეზების გამო მაბტერა არ უნდა გაუკეთდეს ორსულ ქალებს, თუკი შესაძლო სარგებელი პოტენციურ რისკს არ აჭარბებს.
ძუძუთი კვება
შეზღუდული რაოდენობის მონაცემები რიტუქსიმაბის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ, მიუთითებს რიტუქსიმაბის ძალიან დაბალ კონცენტრაციაზე რძეში. (ჩვილის შედარებითი დოზა 0,4%-ზე ნაკლები). ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების შემდგომი მეთვალყურეობის რამდენიმე შემთხვევაში აღწერილია ნორმალური ზრდა და განვითარება 2 წლის ასაკამდე. თუმცა, რადგან ამ მონაცემების რაოდენობა არ არის საკმარისი და ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების მდგომარეობის გრძელვადიანი გამოსავლები უცნობია, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს და ოპტიმალურ შემთხვევაში - რიტუქსიმაბით მკურნალობის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში.
ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით რიტუქსიმაბის ან ადამიანის რეკომბინანტი ჰიალურონიდაზას (rHuPH20) დამღუპველი გავლენა რეპროდუქციულ ორგანოებზე არ გამოვლინდა.
- 7 გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე მაბტერას ზეგავლენის შესასწავლად კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა დღემდე მოხსენებული ფარმაკოლოგიური აქტივობის და გვერდით მოვლენების მონაცემები მიუთითებს, რომ სავარაუდოდ მაბტერას არა აქვს, ან ძალზე უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
- 8 არასასურველი გავლენა
ამ ქვეთავში განხილული ინფორმაცია ეხება მაბტერას გამოყენებას ონკოლოგიაში.
ავტოიმუნურ ჩვენებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პრეპარატის მოკლე დახასიათება მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმისთვის.
უსაფრთხოების პროფილი შეჯამებული სახით
შემუშავების პროგრამის განმავლობაში, მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის უსაფრთხოების პროფილი ინტრავენური სამკურნალო ფორმის პროფილის მსგავსი იყო; გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ კანის ადგილობრივი რეაქციები.
კანის ადგილობრივი რეაქციები, მათ შორის ინექციის ადგილის რეაქციები, ძალიან ხშირი იყო პაციენტებში, რომელთაც მაბტერა კანქვეშ უკეთდებოდათ. კვლევის SABRINA (BO22334) მე-3 ფაზაში კანის ადგილობრივი რეაქცია მოხსენებული იყო იმ პაციენტთა დაახლოებით 20%-ში, რომლებსაც მაბტერა კანქვეშ უკეთდებოდათ. მაბტერას მკლავზე კანქვეშ გაკეთებისას კანის ყველაზე ხშირი რეაქციები იყო ინექციის ადგილის ერითემა (13%), ინექციის ადგილის ტკივილი (7%) და ინექციის ადგილის შეშუპება (4%). ინექციის შემდგომი მოვლენები იყო მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის, გარდა ერთი პაციენტისა, რომელსაც მაბტერას პირველი კანქვეშა ინექციის შემდეგ (ციკლი 2) განუვითარდა მე-3 ხარისხის კანის რეაქცია (გამონაყარი ინექციის ადგილზე). მაბტერას კანქვეშა ინექციისას მკლავზე, კანის ნებისმიერი ხარისხის ადგილობრივი რეაქციები ყველაზე ხშირი იყო პირველი კანქვეშა ციკლის დროს (ციკლი 2), შემდეგ - მეორე ციკლის დროს, ხოლო შემდგომი ინექციების გაკეთებისას ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირე თანდათან შემცირდა.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის გამოყენებისას მოხსენებული გვერდით მოვლენები
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის გაკეთებისას ინექციასთან დაკავშირებული რეაქციების მწვავედ განვითარების რისკი შეფასებული იქნა ორ ღია კვლევაში, რომლებიც ჩატარდა ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტებში ინდუქციის და შემნარჩუნებელი (SABRINA/BO22334) ფაზის, და მხოლოდ შემნარჩუნებელი ფაზის მკურნალობის დროს (SparkThera/BP22333). კვლევაში SABRINA, ინექციასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები (≥3 ხარისხი) მოხსენებული იყო ორ პაციენტში (2%) მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის შეყვანის შემდეგ. ეს გვერდითი მოვლენები იყო ინექციის ადგილის მე-3 ხარისხის გამონაყარი და პირის სიმშრალე. კვლევაში SparkThera, ინექციასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები არ იყო აღნიშნული.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის გამოყენებისას მოხსენებული გვერდით მოვლენები
შემთხვევები მოიცავს არაჰოჯკინის ლიმფომას და ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიას
მაბტერას უსაფრთხოების ზოგადი პროფილი არაჰოჯკინის ლიმფომის და ქლლ-ს შემთხვევაში ემყარება პაციენტების მონაცემებს კლინიკური კვლევებიდან და რეგისტრაციის შემდგომი ზედამხედველობიდან. ამ პაციენტებს უტარდებოდათ მკურნალობა ან მაბტერას მონოთერაპიით (ინდუქციური მკურნალობა ან შემნარჩუნებელი მკურნალობა ინდუქციური მკურნალობის შემდეგ), ან ქიმიოთერაპიასთან ერთად.
მაბტერათი მკურნალობისას პაციენტებში ყველაზე ხშირად განვითარებული წამლის გვერდითი რეაქციები იყო ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, რომლებიც პაციენტების უმრავლესობას პირველი ინფუზიის დროს განუვითარდა. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება შემდგომი ინფუზიების დროს, და მაბტერას რვა დოზის შემდეგ 1%-ზე ნაკლებია.
ინფექციური გართულებები (უპირატესად ბაქტერიული და ვირუსული) განუვითარდა პაციენტების დაახლოებით 3055 %-ს არა-ჰოჯკინის ლიმფომის კლინიკურ კვლევებში, და პაციენტების 3050 %-ს ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის კლინიკურ კვლევებში.
ყველაზე ხშირად მოხსენებული და აღნიშნული სერიოზული გვერდით მოვლენები იყო:
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები (მათ შორის ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, სიმსივნის ლიზისის სინდრომი), იხ. ქვეთავი 4.4.
ინფექციები, იხ. ქვეთავი 4.4.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, იხ. ქვეთავი 4.4.
წამლის სხვა სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც მოხსენებული იქნა, იყო B ჰეპატიტის გააქტიურება და პმლ (იხ. ქვეთავი 4.4.).
მაბტერას მონოთერაპიით ან ქიმიოთერაპიასთან ერთად მკურნალობისას მოხსენებული წამლის გვერდითი რეაქციები შეჯამებული სახით მოცემულია ცხრილში 1. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (³ 1/10), ხშირი (³ 1/100 - < 1/10), საშუალო სიხშირის (³ 1/1,000 - < 1/100), იშვიათი (³ 1/10,000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10,000) და უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდით მოვლენები წარმოდგენილია კლებადი სიმძიმის მიხედვით.
წამლის გვერდითი რეაქციები, განსაზღვრული რეგისტრაციის შემდგომი ზედამხედველობისას, ან რომელთა სიხშირე ვერ შეფასდა, ჩამოთვლილია გრაფაში „უცნობი“.
გვერდითი მოვლენები
ცხრილი 1 წამლის გვერდითი რეაქციები, გამოვლენილი კლინიკური კვლევების ან პოსტმარკეტინგული (რეგისტრაციის შემდგომი) ზედამხედველობის პროცესში ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის -NHL და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის -CLL მქონე პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ მაბტერას მონოთერაპით/შემნარჩუნებელი თერაპიით ან ქიმიოთერაპიასთან ერთად
MedDRA
System Organ Class
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი სიხშირე
ინფექციები
და
ინვაზიები
ბაქტერიული
ინფექციები,
ვირუსული
ინფექციები,
+ ბრონქიტი
სეფსისი,
+ პნევმონია,
+ფებრილური
ინფექცია,
+ ჰერპეს ზოსტერი,
+ რესპირატორული
ტრაქტის ინფექცია,
სოკოვანი
ინფექციები,
ინფექციების
უცნობი
ეტიოლოგია,
+ მწვავე
ბრონქიტი,
+ სინუსიტი,
ბ ჰეპატიტი1
სერიოზული
ვირუსული
ინფექცია 2, პნევმოცისტური პნევმონია
პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია
ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი2.,3
სისხლი და
ლიმფური სისტემა
დარღვევები
ნეიტროპენია,
ლეიკოპენია,
+ფებრილური
ნეიტროპენია,
+თრომბოციტოპენია
ანემია,
+ პანციტოპენია,
+გრანულოციტოპენი
კოაგულაცია
დარღვევები, აპლასტიკური
ანემია,
ჰემოლიზური
ანემია,
ლიმფადენოპათია
გარდამავალი
შრატში IgM მომატება
დონე4
გვიან
ნეიტროპენია 4
იმუნური
სისტემა
დარღვევები
ინფუზია
დაკავშირებული
რეაქციები 5,
ანგიონევროზული შეშუპება
ჰიპერმგრძნობელობა
ანაფილაქსია
s
სიმსივნის ლიზისი
სინდრომი,
ციტოკინი
გათავისუფლება
სინდრომი 5,
შრატის დაავადება
ინფუზიასთან დაკავშირებული
მწვავე შექცევადი
თრომბოციტოპენი
ია 5
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპერგლიკემია
, წონის დაკლება, პერიფერიული შეშუპება, სახის შეშუპება, მომატებული LDH,
ჰიპოკალციემია
ფსიქიატრიული
დარღვევები
დეპრესია,
ნერვიული,
ნერვიული
სისტემა
დარღვევები
პარესთეზია,
ჰიპოესთეზია,
აგიტაცია,
უძილობა,
ვაზოდილატაცია,
თავბრუსხვევა,
შფოთვა
დისგეუზია
პერიფერიული
ნეიროპათია,
სახის ნერვი
დამბლა 6
კრანიალური
ნეიროპათია,
სხვის დაკარგვა
გრძნობები 6
თვალის დარღვევები
ლაკრიმაციის დარღვევა,
კონიუნქტივიტი
მხედველობის მძიმე დაკარგვა6
ყური და
ლაბირინთის დარღვევები
ტინიტუსი, ყურის ტკივილი
სმენის დაკარგვა 6
გულის
დარღვევები
+ მიოკარდიუმის
ინფარქტი 5 და 7,
არითმია,
+წინაგულოვანი
ფიბრილაცია,
ტაქიკარდია,
+გულის
განუკითხაობა
+მარცხნივ
პარკუჭოვანი
წარუმატებლობა,
+სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია,
+პარკუჭოვანი
ტაქიკარდია,
+ სტენოკარდია,
+ მიოკარდიუმის
იშემია,
ბრადიკარდია
,
მძიმე
გულის
დარღვევები 5
და 7
გულის უკმარისობა 5
და 7
სისხლძარღვთა
დარღვევები
ჰიპერტენზია,
ორთოსტატული
ჰიპოტენზია,
ჰიპოტენზია
ვასკულიტი
(უპირატესად
კანის),
ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი
რესპირატორული,
გულმკერდის და
შუასაყარი
დარღვევები
ბრონქოსპაზმი 5,
რესპირატორული
დაავადება, გულმკერდი
ტკივილი, ქოშინი,
გაიზარდა
ხველა, რინიტი
ასთმა,
ბრონქიოლიტი
გამანადგურებელი,
ფილტვის დარღვევა,
ჰიპოქსია
ინტერსტიციული
ფილტვის
დაავადება 8
რესპირატორული
წარუმატებლობა 5,
ფილტვის ინფილტრაცია,
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
გულისრევა
ღებინება,
დიარეა,
მუცლის ტკივილი,
დისფაგია,
სტომატიტი,
ყაბზობა,
დისპეფსია,
ანორექსია, ყელის
გაღიზიანება
მუცლის
გაფართოება
კუჭ-ნაწლავის
l პერფორაცია 8
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ქავილი, გამონაყარი,
+ალოპეცია
ჭინჭრის ციება, ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა, + კანის დარღვევა
კანის მძიმე ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
(ლაიელის სინდრომი)8
კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილი
დარღვევები
ჰიპერტონია, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი,
ტკივილი
თირკმლის და შარდის
დარღვევები
თირკმლის უკმარისობა 5
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის პირობები
ცხელება, შემცივნება, ასთენია, თავის ტკივილი
სიმსივნის ტკივილი, სიწითლე, სისუსტე, გაციების სინდრომი,
+ დაღლილობა,
+ კანკალი,
+მრავალორგანული
წარუმატებლობა 5
ტკივილი ინფუზიის ადგილზე
გამოკვლევები
შემცირებული IgG
დონეები
თითოეული ტერმინისთვის სიხშირის მაჩვენებელი ემყარებოდა ყველა ხარისხის რეაქციას (მსუბუქიდან მძიმემდე), გარდა ტერმინებისა, რომლებიც აღნიშნულია ნიშნით "+" - ამ შემთხვევაში სიხშირის მაჩვენებელი ემყარებოდა მხოლოდ მძიმე რეაქციებს (კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ტოქსიკურობის ზოგადი კრიტერიუმებით ≥ 3 ხარისხი). მოხსენებული იყო კვლევებში აღნიშნული მხოლოდ ყველაზე მაღალი სიხშირე
1 მოიცავს რეაქტივაციას და პირველად რეაქციებს; სიხშირე ემყარება RFC რეჟიმს გამწვავებული/რეფრაქტერული ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს.
2 იხილეთ ასევე ქვემოთ ინფექციების ქვეთავი
3დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს
4 იხილეთ ასევე ქვემოთ ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების ქვეთავი
5 იხილეთ ასევე ქვემოთ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების ქვეთავი. მოხსენებული იყო იშვიათი ფატალური შემთხვევები
6 კრანიალური ნეიროპათიის ნიშნები და სიმპტომები განვითარდა სხვადასხვა დროს მაბტერათი მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ
7 ძირითადად აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ გულის დაავადება და/ან უტარდებოდათ კარდიოტოქსიკური ქიმიოთერაპია, და ძირითადად უკავშირდებოდა ინფუზიის შემდგომ რეაქციებს
8 მოიცავს ფატალურ შემთხვევებს
შემდეგი ტერმინები მოხსენებული იყო, როგორც გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების დროს, მაგრამ მოხსენებული იყო იგივე ან უფრო დაბალი სიხშირით მაბტერას ჯგუფებში საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით: ჰემატოტოქსიკურობა, ნეიტროპენიული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, სენსორული დარღვევები, პირექსია.
ინფუზიასთან დაკავშირებულ რეაქციებზე საეჭვო ნიშნები და სიმპტომები მოხსენებული იყო 50%-ზე მეტ პაციენტში მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით მკურნალობის კლინიკურ კვლევებში, და ძირითადად აღინიშნებოდა პირველი ინფუზიის დროს, ჩვეულებრივ ინფუზიის დაწყებიდან ერთი ან ორი საათის განმავლობაში. ეს სიმპტომები ძირითადად იყო ტემპერატურის მომატება, შემცივნება და კანკალი. სხვა სიმპტომები იყო: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ღებინება, გულისრევა, ჭინჭრის ციება, სისუსტე, თავის ტკივილი, ყელის გაღიზიანება, სურდო, ქავილი, ტკივილი, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ქოშინი, დისპეფსია, ასთენია და სიმსივნის ლიზისის სინდრომის ნიშნები. ინფუზიასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები (მაგ. ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია) განვითარდა შემთხვევათა დაახლოებით 12%-ში). ზოგიერთ შემთხვევაში მოხსენებული იყო ისეთი დამატებითი რეაქციები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფილტვის შეშუპება და შექცევადი მწვავე თრომბოციტოპენია. წინამორბედი გულის დაავადებების (სტენოკარდია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა) გამწვავებები, ან გულის მძიმე დაავადებები (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია), ფილტვის შეშუპება, მულტიორგანული უკმარისობა, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, და სუნთქვის უკმარისობა მოხსენებული იყო უფრო დაბალი, ან უცნობი სიხშირით. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა შემდგომი ინტრავენური ინფუზიების დროს, და ჰქონდას პაციენტების 1%-ზე ნაკლებს მაბრტერას (შემცველი) მკურნალობის მერვე ციკლზე.
შერჩეული გვერდით მოვლენების აღწერა
ინფექციები
მაბტერა იწვევს Bუჯრედების გამოფიტვას პაციენტების დაახლოებით 7080%-ში, მაგრამ უკავშირდებოდა შრატის იმუნოგლობულინების დაქვეითებას მხოლოდ პაციენტთა მცირე ნაწილში.
ლოკალიზებული კანდიდოზური ინფექციები, ასევე სალტისებრი ლიქენი, მოხსენებული იყო უფრო მაღალი სიხშირით რანდომიზებული კვლევების მაბტერას შემცველ ჯგუფში. მძიმე ინფექციები მოხსენებული იყო იმ პაციენტთა დაახლოებით 4%-ში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა მაბტერას მონოთერაპიით. ზოგადად ინფექციების უფრო მაღალი სიხშირე, მათ შრის მე-3 და მე-4 ხარისხის ინფექციები, აღინიშნა მაბტერას 2 წლამდე ხანგრძლიობის შემნარჩუნებელი თერაპიის დროს, ობსერვაციული კვლევით მიღებულ შედეგებთან შედარებით. 2-წლიანი მკურნალობის განმავლობაში ინფექციებთან დაკავშირებული კუმულაციური ტოქსიკურობა არ იყო მოხსენებული. გარდა ამისა, მაბტერათი მკურნალობის დროს მოხსენებული იყო სხვა სერიოზული ვირუსული ინფექციები, როგორც ახალი, ისე გააქტიურებული ან გამწვავებული, მათგან ზოგიერთი ფატალური გამოსავლით. პაციენტების უმრავლესობას მიღებული ჰქონდა მაბტერა ქიმიოთერაპიასთან ერთად ან სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ფარგლებში. ამ სერიოზული ვირუსული ინფექციების მაგალითებია ჰერპესის ვირუსებით გამოწვეული ინფექციები (ციტომეგალოვირუსი, ჩუ ტყვავილას ვირუსი და მარტივი ჰერპესის ვირუსი), ჯონ კანინგამის ვირუსი (პმლ), ენტეროვირუსი (მენინგოენცეფალიტი) და C ჰეპატიტის ვირუსი (იხ. ქვეთავი 4.4). კლინიკურ კვლევებში მოხსენებული იყო ასევე პმლ-ს ფატალური შემთხვევები, რომლებიც განვითარდა დაავადების პროგრესირების და მკურნალობის შემდეგ. მოხსენებული იყო B ჰეპატიტის გააქტიურების შემთხვევები, რომელთაგან უმრავლესობა ჰქონდათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ მაბტერას და ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის კომბინაციით. კაპოშის სარკომის პროგრესირება აღენიშნა მაბტერათი ნამკურნალევ პაციენტს, რომელსაც ანამნეზში ჰქონდა კაპოშის სარკომა. ეს შემთხვევები განვითარდა ისეთი ჩვენებების დროს, რომლებიც დამტკიცებული არ იყო, ხოლო პაციენტების უმრავლესობა იყო აივ-პოზიტიური.
ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში მაბტერათი 4-კვირიანი მონოთერაპიის დროს პაციენტების მცირე რაოდენობას განუვითარდა ჰემატოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც, ჩვეულებრივ, იყო მსუბუქი და შექცევადი. მძიმე (3/4 ხარისხის) ნეიტროპენია მოხსენებული იყო პაციენტების 4.2%-ში, ანემია - 1.1%-ში, ხოლო თრომბოციტოპენია - 1.7%-ში. მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის დაახლოებით ორწლიანი კურსის განმავლობაში, მოხსენებული იყო ლეიკოპენია (5% შედარებით 2%-თან, ხარისხი 3/4) და ნეიტროპენია (10% შედარებით 4%-თან, ხარისხი 3/4), რაც უფრო მაღალ სიხშირეს წარმოადგენს ობსერვაციული კვლევით მიღებულ შედეგებთან შედარებით. თრომბოციტოპენიის განვითარების სიხშირე იყო დაბალი (<1%, ხარისხი 3/4) და სამკურნალო ჯგუფებს შორის არ განსხვავდებოდა. მკურნალობის კურსის დროს ისეთ კვლევებში, სადაც მაბტერა გამოიყენებოდა ქიმიოთერაპიასთან ერთად, 3/4 ხარისხის ლეიკოპენია (RCHOP 88% შედარებით CHOP 79%-თან), ნეიტროპენია (RCVP 24% შედარებით CVP 14%-თან; RCHOP 97% შედარებით CHOP 88%-თან) ჩვეულებრივ, მოხსენებული იყო უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე მხოლოდ ქიმიოთერაპიული კურსის დროს. მიუხედავად ამისა, ნეიტროპენიის განვითარების უფრო მაღალი სიხშირე ისეთ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მაბტერას კურსი ქიმიოთერაპიასთან ერთად, არ უკავშირდებოდა ინფექციების და ინვაზიების უფრო მაღალ სიხშირეს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც მკურნალობდნენ მხოლოდ ქიმიოთერაპიით. განსხვავებები ანემიის განვითარების სიხშირეებს შორის მოხსენებული არ იყო. მოხსენებული იყო მაბტერას ინფუზიიდან ოთხი კვირის შემდეგ განვითარებული მოგვიანებითი ნეიტროპენიის რამდენიმე შემთხვევა.
მაბტერას ვალდენსტრომის მაკროგლობულინემიით დაავადებულ პაციენტების კვლევებში, მკურნალობის დაწყების შემდეგ აღინიშნა შრატის IgM დონეების გარდამავალი მომატება, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლის წებოვნების გაზრდით და მასთან დაკავშირებული სიმპტომებით. IgM-ს გარდამავალი მომატება ჩვეულებრივ, 4 თვის განმავლობაში, მინიმუმ, კვლევის საწყისი ეტაპის დონეს უბრუნდებოდა.
გვერდით მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
კლინიკურ კვლევებში მაბტერას მონოთერაპიით გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციები მოხსენებული იყო პაციენტების 18.8%-ში; ამასთანავე ყველაზე ხშირად მოხსენებული იყო ჰიპოტენზია და ჰიპერტენზია. მოხსენებული იყო ასევე ინფუზიის განმავლობაში განვითარებული მე-3 ან მე-4 ხარისხის არითმია (მათ შორის პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია) და სტენოკარდია. შემნარჩუნებელი მკურნალობის დროს, 3/4-ე ხარისხის გულისმხრივი დარღვევების სიხშირე მაბტერათი მკურნალობის და ობსერვაციული კვლევის დროს ერთმანეთის ანალოგიური იყო. გულისმხრივი მოვლენები (მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, მიოკარდიუმის იშემია) მოხსენებული იყო, როგორც სერიოზული გვერდითი მოვლენები პაციენტთა 3%-ში მაბტერათი მკურნალობის დროს, შედარებით 1%-თან ობსერვაციული კვლევაში. მაბტერას ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში შესაფასებელ კვლევებში, მე-3 და მე-4 ხარისხის არითმიების (უპირატესად სუპრავენტრიკულური არითმიები, მაგ. ტაქიკარდია და წინაგულების/თრთოლვა/ფიბრილაცია) სიხშირე უფრო მაღალი იყო კომბინირებულ RCHOP ჯგუფში (14 პაციენტი, 6.9%), მხოლოდ ქიმიოთერაპიის CHOP ჯგუფთან (3 პაციენტი, 1.5%) შედარებით. ამ არითმიებიდან ყველა განვითარდა მაბტერას ინფუზიის დროს, ან უკავშირდებოდა წინამორბედ მდგომარეობებს, კერძოდ, ტემპერატურის მომატებას, ინფექციას, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს, ან წინამორბედ რესპირატორულ ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებას. მაბტერას კომბინირებულ (RCHOP) და მხოლოდ ქიმიოთერაპიულ (CHOP) ჯგუფებს შორის განსხვავება აღინიშნა მე-3 და მე-4 ხარისხის სხვა გულისმხრივი მოვლენების სიხშირეში, როგორიცაა გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის დაავადებები და კორონარული არტერიის დაავადების გამოვლინებები.
რესპირატორული სისტემა
მოხსენებული იყო ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, ზოგიერთი - ლეტალური შედეგით.
ნევროლოგიური დარღვევები
მკურნალობის პერიოდში (ინდუქციური მკურნალობის ფაზა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მოიცავდა RCHOP-ის რვა ციკლს), მკურნალობის პირველი ციკლის დროს RCHOP მკურნალობაზე მყოფ კარდიოვასკულური რიკ-ფაქტორების მქონე ოთხ პაციენტს (2 %) თრომბოემბოლიური ხასიათის სისხლის მიმოქცევის მოშლა განუვითარდა. სხვა თრომბოემბოლიური მოვლენების განვითარების სიხშირეებში სამკურნალო ჯგუფებს შორის განსხვავება არ იყო. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ქიმიოთერაპიის (CHOP) ჯგუფში სამ პაციენტს (1.5%) ჰქონდა სისხლის მიმოქცევის მოშლა, და სამივე მოვლენა უწყვეტი მეთვალყურეობის პერიოდში განვითარდა.
მოხსენებული იყო შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის (PRES) / შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის (RPLS) შემთხვევები. ნიშნები და სიმპტომები იყო მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვა და ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული ჰიპერტენზიით, ან მის გარეშე. PRES/RPLS დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს თავის ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდებით. მოხსენებულ შემთხვევებში აღნიშნული იყო PRES/RPLS-ის ცნობილი რისკ-ფაქტორები, მათ შორის პაციენტების ფონური დაავადება, ჰიპერტენზია, მკურნალობა იმუნოდეპრესანტებით ან ქიმიოთერაპია.
გასტროინტესტინური დარღვევები
მაბტერათი მკურნალობის კურსზე მყოფ არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებში აღნიშნა გასტროინტესტინური პერფორაციის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სიკვდილით დამთავრდა. ამ შემთხვევათა უმრავლესობაში მაბტერა კეთდებოდა ქიმიოთერაპიასთან ერთად.
IgG-ს მაჩვენებლები
მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის შესაფასებელ კლინიკურ კვლევებში რეციდიული/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომის დროს, IgG-ის მედიანური მაჩვენებლები ინდუქციური მკურნალობის შემდეგ იყო ნორმის ქვედა ზღვარზე (LLN) დაბალი (< 7 გ/ლ) როგორც ობსერვაციის, ისე მაბტერას ჯგუფებში. ობსერვაციულ ჯგუფში IgG-ის მაჩვენებელი შემდეგ გაიზარდა და ასცდა ნორმის ქვედა ზღვარს, მაგრამ მაბტერას ჯგუფში დარჩა ძველ მაჩვენებელზე. პაციენტების პროპორცია, რომელთაც IgG-ის მაჩვენებლები ჰქონდათ ნორმის ქვედა ზღვარზე ნაკლები, მაბტერას ჯგუფში იყო დაახლოებით 60% მკურნალობის ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო ობსერვაციულ ჯგუფში ის შემცირდა (36% 2 წლის შემდეგ).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ზოგიერთი ლეტალური გამოსავლით, მოხსენებული იყო ძალზე იშვიათდ.
პაციენტთა ქვეპოპულაციები მაბტერა მონოთერაპიით
ხანდაზმულები ( 65 წელი):
როგორც ყველა ხარისხის, ისე 3/4 ხარისხის წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე ხანდაზმულ პაციენტებში იყო ისეთივე, როგორც შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში (<65 წელი).
გენერალიზებული ლიმფადენოპათია:
3/4 ხარისხის წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე გენერალიზებული ლიმფადენოპათიის მქონე პაციენტებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე პაციენტებში გენერალიზებული ლიმფადენოპათიის გარეშე (25.6 % შედარებით 15.4 %-თან). ნებისმიერი ხარისხის წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე ორივე ზემოაღნიშნულ ჯგუფში ერთნაირი იყო.
მკურნალობის განახლება:
მაბტერას შემდგომი კურსებით მკურნალობის განახლებისას პაციენტების პროცენტი, რომელიც აღნიშნავდა წამლის გვერდითი რეაქციებს, იყო ისეთივე, როგორც პაციენტების პროცენტი, რომელიც აღნიშნავდა წამლის გვერდითი რეაქციებს საწყისი მკურნალობის დროს (ნებისმიერი ხარისხის და 3/4 ხარისხის წამლის გვერდითი რეაქციები).
საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ. ეს იძლევა პრეპარატის რისკის და სარგებლის წონასწორობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენა მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
ადამიანებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის დამტკიცებულ დოზაზე უფრო მაღალი დოზით მკურნალობის გამოცდილება არასაკმარისია. დღემდე მაბტერას ადამიანებში ტესტირებული უმაღლესი ინტრავენური დოზა არის 5000 მგ (2250 მგ/მ2), რომლის ტესტირება ჩატარდა დოზის ესკალაციის კვლევაში ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტებში. უსაფრთხოების დამატებითი ინფორმაცია იდენტიფიცირებული არ ყოფილა.
გადაჭარბებული დოზის მიღებისას პაციენტებს დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ ინტრავენური ინფუზია და ჩაუტარდეთ მკაცრი მონიტორინგი.
სამ პაციენტს მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის კვლევაში SABRINA (BO22334) დაუდევრობის გამო კანქვეშა სამკურნალო ფორმა გადაუსხეს ინტრავენურად რიტუქსიმაბის მაქსიმალური დოზით 2780 მგ, რასაც უარყოფითი რეაქცია არ მოჰყოლია.
გადაჭარბებული დოზის მიღებისას ან სამედიცინო შეცდომის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მოხსენებული იყო მაბტერას დოზის გადაჭარბების ხუთი შემთხვევა. სამ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები მოხსენებული არ იყო. ორი მოხსენებული გვერდით მოვლენა იყო: გრიპის მაგვარი სიმპტომები (რიტუქსიმაბის დოზა - 1.8 გ) და სუნთქვის უკმარისობა ლეტალური გამოსავლით (რიტუქსიმაბის დოზა - 2 გ).
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა რიტუქსიმაბი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 1400 მგ/11.7 მლ რიტუქსიმაბს. თითოეული მლ შეიცავს 120 მგ რიტუქსიმაბს.
დანარჩენი ინგრედიენტებია: ადამიანის რეკომბინანტური ჰიალურონიდაზა (rHuPH20), ჰისტიდინი, ჰისტიდინის ჰიდროქლორიდ-მონოჰიდრატი, ,-ტრეალოზას დიჰიდრატი, მეთიონინი, პოლისორბატი 80 (E 433) და საინექციო წყალი. იხ. ქვეთავი 2 „მაბტერა შეიცავს ნატრიუმს“.
როგორ გამოიყურება მაბტერას 1400 მგ ხსნარი კანქვეშა ინექციისთვის და პაკეტის შემადგენლობა
მაბტერა არის გამოყენებისთვის მზა, გამჭვირვალე ან ოპალესცენტური, უფერო ან მოყვითალო სითხე. ის გამოდის კანქვეშა საინექციო ხსნარის სახით უფერულ მინის ფლაკონში ბუტილ-კაუჩუკის საცობით, რომელსაც აქვს ალუმინის ჰერმეტიზატორი და ვარდისფერი პლასტმასის დამცავი დისკი.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 1400 მგ/11.7 მლ რიტუქსიმაბს. თითოეული კოლოფი ერთ ფლაკონს შეიცავს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი
3 წელი
პირველი გახსნის შემდეგ
ფლაკონიდან შპრიცში გადატანის შემდეგ მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 48 საათის განმავლობაში 2 °C 8 °C ტემპერატურაზე და შემდეგ - 8 საათის განმავლობაში 30°C ტემპერატურაზე დიფუზურ დღის შუქზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, პრეპარატი უნდა მოთავსდეს კონტროლირებულ და დასაბუთებულ ასეპტიკურ პირობებში. გამოყენების პროცესში შენახვის დრო და პირობები პრეპარატის გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
- 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე). შეინახეთ კონტეინერი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
პირველი გახსნის შემდეგ შენახვის პირობების შესახებ იხილეთ ქვეთავი 6.3.
- 5 კონტეინერის მახასიათებლები და შემადგენლობა
უფერო I ტიპის მინის ფლაკონი ბუტილ-კაუჩუკის საცობით, ალუმინის ჰერმეტიზატორით და ვარდისფერი პლასტმასის დამცავი დისკით, რომელიც შეიცავს 1400 მგ/11.7 მლ რიტუქსიმაბს.
თითოეული კოლოფი ერთ ფლაკონს შეიცავს.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გადაყრისას და სხვა სახით განკარგვისას
მაბტერა გამოდის სტერილურ, კონსერვანტების გარეშე, არაპიროგენულ, ერთჯერადი გამოყენების ფლაკონებში. მაბტერას მოსამზადებლად გამოიყენეთ სტერილური შპრიცი და ნემსი. ფლაკონს აქვს მოსახევი სტიკერი, რომელზეც მითითებულია პრეპარატის კონცენტრაცია, შეყვანის გზა და ჩვენება. საჭიროა ამ სტიკერის მოხევა ფლაკონიდან და შპრიცზე დამაგრება გამოყენებამდე, შპრიცების და სხვა ბასრი სამედიცინო ნივთების გამოყენების და გადაყრის დროს საჭიროა მკაცრად იქნას დაცული შემდეგი პუნქტები:
დაუშვებელია ნემსების და შპრიცების ხელმეორედ გამოყენება.
გამოყენებული ნემსები და შპრიცები მოათავსეთ ბასრი ნარჩენების კონტეინერში (ჩხვლეტა-მედეგი ერთჯერადი კონტეინერი).
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენები უნდა გადაიყაროს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლასტიური აგენტები, მონოკლონური ანტისხეულები, ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ATC) კოდი: L01FA01
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა შეიცავს ადამიანის რეკომბინანტ ჰიალურონიდაზას (rHuPH20) - ფერმენტს, რომელიც გამოიყენება ერთდროულად შეყვანილი ნივთიერებების დისპერსიის და შეწოვის გაუმჯობესების მიზნით კანქვეშა ინექციის დროს.
რიტუქსიმაბი სპეციფიურად უერთდება ტრანსმემბრანულ ანტიგენს, CD20, არაგლიკოზირებულ ფოსფოპროტეინს, რომელიც გვხვდება პრეB და მომწიფებულ B ლიმფოციტებში. ამ ანტიგენის ექსპრესია ხდება ყველა B უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომის 95 %-ზე.
CD20 აღმოჩენილია როგორც ნორმალურ, ისე ავთვისებიან B უჯრედებზე, მაგრამ არა სისხლმბად ღეროვან უჯრედებზე, პროB უჯრედებზე, პლაზმის ნორმალურ უჯრედებზე და სხვა ნორმალურ ქსოვილებზე. არ ხდება ამ ანტიგენის შეთვისება ანტისხეულთან შეკავშირებისას და არ ხდება მისი შედინგი/გამოყოფა უჯრედის ზედაპირიდან. CD20 არ ცირკულირებს პლაზმაში, როგორც თავისუფალი ანტიგენი და ამდენად, არ იბრძვის ანტისხეულების შებოჭვისთვის.
რიტუქსიმაბის Fab დომენი ბოჭავს CD20 ანტიგენს B ლიმფოციტებზე და Fc დომენს შეუძლია იმუნური ეფექტორების ფუნქციების ამოქმედება, რაც განაპირობებს B უჯრედების ლიზისს. ეფექტორებით გაშუალებული უჯრედების ლიზისის შესაძლო მექანიზმები მოიცავს კომპლემენტზე დამოკიდებულ ციტოტოქსიკურობას (CDC), რომელიც გამოწვეულია C1q შეკავშირებით, და ანტისხეულ-დამოკიდებული უჯრედებით განპირობებულ ციტოტოქსიკურობას (ADCC), გაშუალებულს გრანულოციტების, მაკროფაგების და ბუნებრივი კილერი (NK) უჯრედების ზედაპირზე განლაგებული ერთი ან მეტი Fc- რეცეპტორით. გარდა ამისა, რიტუქსიმაბის მიერთება CD 20 ანტიგენთან B ლიმფოციტებზე, იწვევს უჯრედების სიკვდილს აპოპტოზის გზით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პერიფერიული B უჯრედების რაოდენობა შემცირდა ნორმალურ მაჩვენებელზე დაბლა მაბტერას პირველი დოზის დასრულების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების გამო, B უჯრედების აღდგენა დაიწყო მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში და ზოგადად, დაუბრუნდა ნორმალურ დონეს თერაპიის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში; თუმცა ზოგიერთ პაციენტში ამას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს (აღდგენის მედიანური დრო შეადგენს 23 თვემდე ინდუქციური თერაპიის შემდეგ). რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში პერიფერიულ სისხლში B უჯრედების რაოდენობის დაუყოვნებელი დაქვეითება აღინიშნა 1000 მგ მაბტერას ორი ინფუზიის შემდეგ, რომლებიც 14-დღიანი ინტერვალით ჩატარდა. პერიფერიული სისხლის B უჯრედების რაოდენობა იწყებს მატებას 24-ე კვირიდან და პაციენტების უმრავლესობაში რეპოპულაციის მტკიცებულება შეინიშნება მე-40 კვირამდე, იმის მიუხედავად, თუ როგორ იქნა შეყვანილი მაბტერა - მონოთერაპიის სახით, თუ მეთოტრექსატთან ერთად.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობის კლინიკური გამოცდილება მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით
არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობის კლინიკური გამოცდილება მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით, ემყარება III ფაზის მონაცემებს კლინიკური კვლევიდან (SABRINA BO22334) ფოლიკულური ლიმფომის (ფლ) მქონე პაციენტებში, და Ib ფაზის დოზის დადგენის/დოზის დადასტურების კვლევიდან (SparkThera BP22333) ფლ-ის მქონე პაციენტებში. კვლევის BP22333 შედეგები წარმოდგენილია ქვეთავში 5.2.
კვლევა BO22334 (SABRINA)
ორეტაპიანი, III ფაზის, საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებული, ღია კვლევა ჩატარდა პაციენტებში ადრე არანამკურნალევი ფოლიკულური ლიმფომით, რათა გამოეკვლიათ CHOP ან CVP-სთან კომბინირებული მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის ფარმაკოლოგიური პროფილის არანაკლები ეფექტურობა, ეფექტიანობა და უსაფრთხოება, შედარებით CHOP ან CVP-სთან კომბინირებული მაბტერას ინტრავენურ სამკურნალო ფორმის იგივე პარამეტრებთან.
პირველი ეტაპის ამოცანა იყო დაედგინათ რიტუქსიმაბის კანქვეშა დოზა, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის ნარჩენი კონცენტრაცია პლაზმაში (Ctrough), იყო იგივე რაც მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი მიიღებოდა ინდუქციური მკურნალობის სახით 3 კვირაში ერთხელ (იხ. ქვეთავი 5.2). 1-ლ ეტაპში ჩართულები იყვნენ ადრე არანამკურნალევი პაციენტები (n=127) CD20დადებითი, I, II ან IIIა ხარისხის ფოლიკულური ლიმფომით (ფლ).
მე-2 ეტაპის ამოცანა იყო კანქვეშა რიტუქსიმაბის ეფექტიანობის და უსაფრთხოების დამატებითი მონაცემების მიღება, შედარებით ინტრავენურ რიტუქსიმაბთან, 1-ლ ეტაპზე დადგენილი 1400 მგ კანქვეშა დოზის გამოყენებით. მე–2 ეტაპში ჩართულები იყვნენ ადრე არანამკურნალევი პაციენტები (n=283) CD20დადებითი, I, II ან IIIა ხარისხის ფოლიკულური ლიმფომით.
კვლევის ზოგადი დიზაინი ორივე ეტაპზე იდენტური იყო, ხოლო პაციენტები რანდომიზებულები იყვნენ შემდეგ ორ სამკურნალო ჯგუფში:
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა (n= 205): პირველი ციკლი მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით, პლუს 7 ციკლი მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა კომბინირებული CHOP ან CVP ქიმიოთერაპიის მაქსიმუმ 8 ციკლთან, 3 კვირაში ერთხელ.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა გამოყენებული იყო სტანდარტული დოზით 375 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა გამოიყენებოდა 1400 მგ ფიქსირებული დოზით.
პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ სულ მცირე, ნაწილობრივი პასუხი, გადაიყვანეს მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით შემნარჩუნებელ მკურნალობაზე 8 კვირაში ერთხელ, 24 თვის განმავლობაში.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა (n= 205): მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის 8 ციკლი, კომბინირებული CHOP ან CVP ქიმიოთერაპიის მაქსიმუმ 8 ციკლთან 3 კვირაში ერთხელ.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა გამოყენებული იყო სტანდარტული დოზით 375 მგ/მ2.
პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ სულ მცირე, ნაწილობრივი პასუხი, გადაიყვანეს მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით შემნარჩუნებელ მკურნალობაზე 8 კვირაში ერთხელ, 24 თვის განმავლობაში.
ეფექტიანობის ძირითადი შედეგები 410 პაციენტის გაერთიანებული ანალიზისთვის კვლევის SABRINA 1-ლ და მე-2 ეტაპზე, ნაჩვენებია ცხრილში 2.
ცხრილი 2 ეფექტიანობის შედეგები კვლევისთვის SABRINA (BO22334) (ყველა რანდომიზებული პაციენტის პოპულაცია)
გაერთიანებული ეტაპები 1 და 2
რაოდენობა = 410
რიტუქსიმაბის ინტრავენური სამკურნალო ფორმა
რაოდენობა = 205
რიტუქსიმაბის კანქვეშა სამკურნალო ფორმა
რაოდენობა = 205
ORR a
წერტილოვანი შეფასება
- 9% (n = 174)
- 4% (n = 173)
95% CI
[79.2%, 89.5%]
[78.7%, 89.1%]
CRR
წერტილოვანი შეფასება
- 7% (n = 65)
- 2% (n = 66)
95% CI
[25.4%, 38.6%]
[25.9%, 39.1%]
PFSb
თანაფარდობა PFS მოვლენასთან
- 6% (n = 71 )
- 7% ( n = 65)
რისკების შეფარდება (95% CI)
- 90 [0.64%, 1.26%]
ORR – პასუხის საერთო სიხშირე
CRR – სრული პასუხის სიხშირე
PFS – გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე (თანაფარდობა მოვლენასთან, დაავადების პროგრესირებასთან/რეციდივთან ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილთან)
a – ინდუქციური მკურნალობის ბოლოს
b – საბოლოო ანალიზის დროს (მედიანური უწყვეტი მეთვალყურეობა - 58 თვე)
საძიებო ანალიზებით გამოვლენილი პასუხის მაჩვენებლები სხეულის ზედაპირის ფართობის, ქიმიოთერაპიის და სქესის მიხედვით შედგენილ ქვეჯგუფებს შორის, რანდომიზებული პოპულაციისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.
იმუნოგენობა
მონაცემები მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის შემუშავების პროგრამიდან მიუთითებს, რომ რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების ფორმირება კანქვეშ შეყვანის შემდეგ ისეთივეა, როგორც ინტრავენური შეყვანის შემდეგ. კვლევაში SABRINA (BO22334) რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების მკურნალობის შედეგად წარმოქმნილი/მომატებული რაოდენობა იყო დაბალი და ერთნაირი ინტრავენურ და კანქვეშა ჯგუფებში (შესაბამისად, 1.9% და 2%). ადამიანის რეკომბინანტი ჰიალურონიდაზას (rHuPH20) საწინააღმდეგო ანტისხეულების მკურნალობის შედეგად წარმოქმნილი/მომატებული რაოდენობა ინტრავენურ ჯგუფში იყო 8%, ხოლო კანქვეშა ჯგუფში - 15%, და rHuPH20 საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დადებითი ტესტის მქონე არც ერთ პაციენტს, არ ჰქონდა დადებითი ტესტი გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე.
rHuPH20-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების მქონე პაციენტების მთლიანი პროპორცია უწყვეტი მეთვალყურეობის პერიოდში ორივე კოჰორტაში ზოგადად მუდმივი იყო. რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების ან rHuPH20-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების განვითარების კლინიკური მნიშვნელობა მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით მკურნალობის დროს, უცნობია.
რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების ან rHuPH20-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას უსაფრთხოებაზე ან ეფექტიანობაზე თვალსაჩინო გავლენა არ ჰქონია.
მაბტერას საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არაჰოჯკინის ლიმფომის დროს
ფოლიკულური ლიმფომა
საწყისი მკურნალობა ქიმიოთერაპიასთან ერთად
ღია რანდომიზებულ კვლევაში ფოლიკულური ლიმფომის მქონე სულ 322 ადრე არანამკურნალევი პაციენტი იყო რანდომიზებული იმისათვის, რომ მიეღო ან CVP ქიმიოთერაპია (ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2, ვინკრისტინი 1.4 მგ/მ2 მაქსიმუმ 2 მგ-მდე 1-ლ დღეს, და პრედნიზოლონი 40 მგ/მ2/დღეში 1-დან მე5 დღემდე) 3 კვირაში ერთხელ 8 ციკლის განმავლობაში, ან მაბტერა 375 მგ/მ2 CVP-სთან ერთად (RCVP). მაბტერას შეყვანა ხდებოდა თითოეული სამკურნალო ციკლის 1-ლ დღეს. მკურნალობა ჩაუტარდა სულ 321 პაციენტს (162 RCVP, 159 CVP) და გაანალიზებული იქნა მათი შედეგები. პაციენტებზე უწყვეტი მეთვალყურეობის მედიანური პერიოდი იყო 53 თვე. RCVP-ს ჰქონდა მნიშვნელოვანი უპირატესობა CVP-სთან შედარებით პირველადი ენდპოინტისთვის, დრო მკურნალობის არაეფექტურობამდე (27 თვე შედარებით 6.6 თვესთან, p < 0.0001, ლოგარითმული რანგის ტესტი). პაციენტების პროპორცია სიმსივნის პასუხით (სრული პასუხი CR, CRu, ნაწილობრივი პასუხი PR) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო (p< 0.0001 ხი-კვადრატის კრიტერიუმი) RCVP ჯგუფში (80.9 %) CVP ჯგუფთან შედარებით (57.2 %). RCVP მკურნალობამ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა დრო დაავადების პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე, შედარებით CVP მკურნალობასთან, და შეადგინა შესაბამისად, 33.6 თვე და 14.7 თვე (p < 0.0001, ლოგ-რანგის ტესტი). პასუხის მედიანური ხანგრძლიობა იყო 37.7 თვე RCVP ჯგუფში და 13.5 თვე CVP ჯგუფში (p < 0.0001, ლოგ-რანგის ტესტი).
სამკურნალო ჯგუფებს შორის განსხვავებამ ზოგადი გადარჩენადობის მიხედვით გამოავლინა მნიშვნელოვანი კლინიკური სხვაობა (p=0.029, ცენტრის მიხედვით სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტი): გადარჩენის მაჩვენებლები 53-ე თვეზე RCVP ჯგუფში იყო 80.9 %, ხოლო CVP ჯგუფში - 71.1 %.
სამი სხვა რანდომიზებული კვლევის შედეგებმა, რომლებშიც გამოყენებული იყო მაბტერა CVP-სგან განსხვავებულ ქიმიოთერაპიულ რეჟიმთან ერთად (CHOP, მეტოქსანთონი, ქლორამბუცილი და პრედნიზოლონი - MCP, ციკლოფოსფამიდი, ადრიამიცინი, ეტოპოზიდი და პრედნიზოლონი - CHVP/ინტერფერონიα) ასევე გამოავლინა პასუხის მაჩვენებლების, დროზე დამოკიდებული პარამეტრების და ზოგადი გადარჩენადობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ოთხივე კვლევის ძირითადი შედეგები შეჯამებულია ცხრილში 3.
ცხრილი 3 ძირითადი შედეგების შეჯამება III ფაზის ოთხი რანდომიზებული კვლევიდან, რომლებიც აფასებდნენ მაბტერას სარგებელს ფოლიკულური ლიმფომით დაავადებულ სხვადასხვა ქიმიოთერაპიული რეჟიმით ნამკურნალევ პაციენტებში
კვლევა
მკურნალობა,
N
მედიანური FU,
თვე
ORR, %
CR, %
მედიანური TTF/PFS/ EFS თვე
OS მაჩვენებლები, %
M39021
CVP, 159
RCVP, 162
53
57
81
10
41
მედიანური TTP:
- 7
- 6
P<0.0001
53თვე
- 1
- 9
p=0.029
GLSG’00
CHOP, 205 RCHOP, 223
18
90 96
17 20
მედიანური TTF: 2.6 წელი
არ არის მიღწეული p < 0.001
18 თვე
90 95 p = 0.016
OSHO39
MCP, 96 RMCP, 105
47
75 92
25 50
მედიანური PFS: 28.8
არ არის მიღწეული p < 0.0001
48 თვე
74 87 p = 0.0096
FL2000
CHVPIFN, 183 RCHVPIFN, 175
42
85 94
49 76
მედიანური PFS: 36 არ არის მიღწეული
p < 0.0001
42 თვე
84 91 p = 0.029
EFS – გადარჩენადობა მოვლენის გარეშე
TTP – დრო დაავადების პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე PFS – გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე TTF – დრო მკურნალობის არაეფექტურობამდე OS rates – გადარჩენადობის მაჩვენებლები ანალიზის დროს
შემნარჩუნებელი მკურნალობა
ადრე არანამკურნალევი ფოლიკულური ლიმფომა
პროსპექტულ, ღია, საერთაშორისო, მულტიცენტრულ, III ფაზის კვლევაში ჩართულ ადრე არანამკურნალევ, შორს წასული ფოლიკულური ლიმფომით დაავადებულ 1193 პაციენტს ჩაუტარდა ინდუქციური თერაპია R CHOP (n=881), R CVP(n=268) ან R FCM (n=44) რეჟიმით, მკვლევრის არჩევანის მიხედვით. სულ 1078 პაციენტს ჰქონდა პასუხი ინდუქციურ თერაპიაზე, მათგან 1018 რანდომიზირებული იყო მაბტერას შემნარჩუნებელი თერაპიის (n=505) ან ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფში (n=513). მკურნალობის ორი ჯგუფი კარგად იყო დაბალანსებული საწყის მახასიათებლების და დაავადების სტატუსის მიხედვით. მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობა მოიცავდა მაბტერას ერთჯერადი ინფუზიას 375 მგ/მ2 დოზით სხეულის ზედაპირის ფართობზე, 2 თვეში ერთხელ, დაავადების პროგრესირებამდე ან მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში.
წინასწარ განსაზღვრული პირველადი ანალიზი ჩატარდა მედიანური ობსერვაციის დროს - რანდომიზაციიდან 25 თვის შემდეგ; მაბტერათი შემნარჩუნებელი თერაპიის შედეგად აღინიშნა მკვლევრის მიერ შეფასებული პროგრესირების გარეშე გადარჩენადობის პირველადი ენდპოინტის კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება, ობსერვაციის ჯგუფის ფოლიკულური ლიმფომის მქონე ადრე არანამკურნალევ პაციენტებთან შედარებით (ცხრილი 4).
მაბტერათი შემნარჩუნებელი თერაპიის მნიშვნელოვანი სარგებელი ასევე აღინიშნა შემდეგი პარამეტრებისთვის: მეორადი ენდპოინტებისთვის - მოვლენის გარეშე გადარჩენადობა (EFS), დრო ლიმფომის საწინააღმდეგო მომდევნო მკურნალობამდე (TNLT), დრო მომდევნო ქიმიოთერაპიამდე (TNCT) და პასუხის საერთო სიხშირე (ORR) პირველად ანალიზში (ცხრილი 4).
მონაცემებმა კვლევის პაციენტების გაფართოებული უწყვეტი მეთვალყურეობიდან (მედიანური უწყვეტი მეთვალყურეობა - 9 წელი) დაადასტურა მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის გრძელვადიანი სარგებლიანობა შემდეგი პარამეტრების თვალსაზრისით: PFS, EFS, TNLT და TNCT (ცხრილი 4).
ცხრილი 4 მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის ეფექტიანობის შედეგების მიმოხილვა ობსერვაციის ჯგუფთან შედარებით პროტოკოლით განსაზღვრული პირველადი ანალიზით და 9 წლიანი მედიანური უწყვეტი მეთვალყურეობის შემდეგ (საბოლოო ანალიზი)
პირველადი ანალიზი (მედიანური FU: 25 თვე)
საბოლოო ანალიზი (მედიანური FU: 9.0 წელი)
ობსერვაცია N=513
მაბტერა N=505
ობსერვაცია N=513
მაბტერა N=505
პირველადი ეფექტიანობა
გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე (მედიანური)
NR
NR
- 06 წელი
- 49 წელი
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
<0.0001
<0.0001
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 50 (0.39, 0.64)
50%
- 61 (0.52, 0.73)
39%
მეორადი ეფექტიანობა
ზოგადი გადარჩენადობა (მედიანური)
NR
NR
NR
NR
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
- 7246
- 7948
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 89 (0.45, 1.74)
11%
- 04 (0.77, 1.40)
- 6%
გადარჩენადობა მოვლენის გარეშე (მედიანური)
38 თვე
NR
- 04 წელი
- 25 წელი
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
<0.0001
<0.0001
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 54 (0.43, 0.69)
46%
- 64 (0.54, 0.76)
36%
TNLT (მედიანური)
NR
NR
- 11 წელი
NR
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
- 0003
<0.0001
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 61 (0.46, 0.80)
39%
- 66 (0.55, 0.78)
34%
TNCT (მედიანური)
NR
NR
- 32 წელი
NR
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
- 0011
- 0004
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 60 (0.44, 0.82)
40%
- 71 (0.59, 0.86)
39%
პასუხის საერთო სიხშირე*
55%
74%
61%
79%
ხი-კვადრატის კრიტერიუმის p-მნიშვნელობა
<0.0001
<0.0001
შანსების კოეფიციენტი (95% CI)
- 33 (1.73, 3.15)
- 43 (1.84, 3.22)
სრული პასუხის (CR/CRu) მაჩვენებელი*
48%
67%
53%
67%
ხი-კვადრატის კრიტერიუმის p-მნიშვნელობა
<0.0001
<0.0001
შანსების კოეფიციენტი (95% CI)
- 21 (1.65, 2.94)
- 34 (1.80, 3.03)
- შემნარჩუნებელი თერაპიის/ობსერვაციის ბოლოს; საბოლოო ანალიზის შედეგები 73-თვიანი მედიანური ანალიზის საფუძველზე.
FU: უწყვეტი მეთვალყურეობა; NR: არ არის მიღწეული მონაცემთა რეგისტრაციის დამთავრების თარიღის დროს; TNCT: დრო მომდევნო ქიმიოთერაპიამდე; TNLT: დრო ლიმფომის საწინააღმდეგო მომდევნო მკურნალობამდე.
ინდუქციურ მკურნალობაზე პასუხის ხარისხის მიუხედავად (CR/CRu ან PR), მაბტერათი შემნარჩუნებელ მკურნალობას ჰქონდა მყარი სარგებელი ყველა წინასწარ განსაზღვრულ ტესტირებულ ქვეჯგუფში, როგორიცაა: სქესი (მამრობითი, მდედრობითი), ასაკი (< 60 წელი, >= 60 წელი), FLIPI მაჩვენებელი (<=1, 2 ან >= 3), ინდუქციური თერაპია (RCHOP, RCVP ან RFCM). შემნარჩუნებელი მკურნალობის სარგებლიანობის საძიებო ანალიზებმა უჩვენა ნაკლებად გამოხატული ეფექტი ხანდაზმულ პაციენტებში (70 წელზე მეტი ასაკის), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნიმუშის ზომები იყო მცირე.
მორეციდივე/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომა
პროსპექტულ, ღია, საერთაშორისო, მულტიცენტრულ, III ფაზის კვლევაში, 465 პაციენტი მორეციდივე/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომით რანდომიზირებული იყო პირველ საფეხურზე ინდუქციური თერაპიისთვის ან CHOP-ით (ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი, პრედნიზოლონი; n=231) ან მაბტერა პლუს CHOP-ის კურსით (R CHOP, n=234). ორი სამკურნალო ჯგუფი კარგად იყო დაბალანსებული საწყისი მახასიათებლების და დაავადების სტატუსის მიხედვით. სულ 334 პაციენტი, რომლებმაც მიაღწიეს სრულ ან ნაწილობრივ რემისიას ინდუქციური თერაპიის შემდეგ, რანდომიზებული იქნა მეორე საფეხურზე მაბტერას შემნარჩუნებელი თერაპიის (n=167) ან ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფში (n=167). მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობა მოიცავდა მაბტერას ერთჯერად ინფუზიას 375 მგ/მ2 დოზით სხეულის ზედაპირის ფართობზე, 3 თვეში ერთხელ, დაავადების პროგრესირებამდე ან მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში.
საბოლოო ეფექტიანობის ანალიზი მოიცავდა ყველა პაციენტს, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ კვლევის ორივე ნაწილში. ინდუქციის ფაზაში რანდომიზებულ პაციენტებზე 31-თვიანი დაკვირვების მედიანური პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ R CHOP მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რეციდივული/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტების შედეგებს CHOP-თან შედარებით (იხ. ცხრილი 5).
ცხრილი 5 ინდუქციური ფაზა: CHOP რეჟიმის ეფექტიანობის შედეგების მიმოხილვა R CHOP რეჟიმთან შედარებით (დაკვირვების მედიანური დრო - 31 თვე)
CHOP
RCHOP
p-მნიშვნელობა
რისკის შემცირება1)
პირველადი ეფექტიანობა
ORR2)
74%
87 %
- 0003
Na
CR2)
16 %
29 %
- 0005
Na
PR2)
58 %
58 %
- 9449
Na
- შეფასებები გამოთვლილი იყო რისკის კოეფიციენტების მიხედვით
- სიმსივნის ბოლო პასუხი, შეფასებული მკვლევრის მიერ. „პირველადი“ სტატისტიკური ტესტი „პასუხისთვის“ იყო CR-ის ტრენდული ტესტი შედარებით PR-თან და შედარებით პასუხის არარსებობასთან (p < 0.0001)
აბრევიატურები NA, არ შეესაბამება; ORR: პასუხის საერთო სიხშირე; CR: სრული პასუხი ; PR: ნაწილობრივი პასუხი
კვლევის შემნარჩუნებელ ფაზაში რანდომიზებული პაციენტებისთვის მედიანური დაკვირვების დრო იყო 28 თვე შემნარჩუნებელ მკურნალობაზე რამდომიზაციიდან. მაბტერას შემნარჩუნებელმა მკურნალობამ გამოიწვია პირველადი ენდპოინტის, PFS-ის (დრო შემნარჩუნებელი რანდომიზაციიდან რეციდივამდე, დაავადების პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე) კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება მხოლოდ ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფთან შედარებით (p<0.0001 ლოგ-რანგის ტესტი). მედიანური PFS იყო 42.2 თვე მაბტერას შემანარჩუნებელ ჯგუფში, ხოლო 14.3თვე - ობსრვაციულ/დაკვირვების ჯგუფში. კოქსის რეგრესიის ანალიზის გამოყენებით, პროგრესირებადი დაავადების ან სიკვდილის რისკი შემცირებული იყო 61 %-ით მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის ჯგუფში ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფთან შედარებით (95 % CI; 45 %72 %). კაპლან მაიერის შეფასებით, პროგრესირების გარეშე მაჩვენებლები მე-12 თვეზე იყო 78% მაბტერას შემანარჩუნებელ ჯგუფში და 57% - დაკვირვების ჯგუფში. საერთო გადარჩენადობის ანალიზმა დაადასტურა მაბტერას შემანარჩუნებელი კურსის მნიშვნელოვანი სარგებელი ობსერვაციული/დაკვირვების ჯგუფიდან მიღებულ მონაცემებთან შედარებით (p=0.0039 ლოგ-რანგის ტესტი). მაბტერას შემნარჩუნებელმა მკურნალობამ სიკვდილის რისკი შეამცირა 56%-ით (95% CI; 22% - 75%).
ცხრილი 6 შემნარჩუნებელი ფაზა: მაბტერას ეფექტიანობის შედეგების მიმოხილვა ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფთან შედარებით (მედიანური დაკვირვების დრო - 28 თვე)
ეფექტიანობის პარამეტრი
მოვლენამდე მედიანური დროის გამოთვლა კაპლან-მეიერის მეთოდით (თვე)
რისკის შემცირება
ობსერვაცია
(N = 167)
მაბტერა
(N = 167)
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე (PFS)
- 3
- 2
< 0.0001
61 %
ზოგადი გადარჩენადობა
NR
NR
- 0039
56 %
დრო ლიმფომის ახალ მკურნალობამდე
- 1
- 8
<0.0001
50 %
გადარჩენადობა დაავადების გარეშეa
- 5
- 7
- 0003
67 %
ქვეჯგუფების ანალიზი
PFS
CHOP
RCHOP
CR
PR
OS
CHOP
RCHOP
- 6
- 1
- 3
- 3
NR
NR
- 5
- 9
- 8
- 8
NR
NR
< 0.0001
- 0071
- 0008
< 0.0001
- 0348
- 0482
71 %
46 %
64 %
54 %
55 %
56 %
NR: არ არის მიღწეული; a: შეესაბამება მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებშიც მიღწეულია სრული პასუხი CR
მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის სარგებლიანობა დადასტურდა ყველა გაანალიზებულ ქვეჯგუფში, ინდუქციის რეჟიმის (CHOP ან R CHOP), ან ინდუქციურ მკურნალობაზე პასუხის ხარისხის (CR ან PR) მიუხედავად (ცხრილი 6). მაბტერათი შემნარჩუნებელმა მკურნალობამ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა მედიანური PFS პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ პასუხი CHOP ინდუქციურ თერაპიაზე (მედიანური PFS 37.5 თვე, შედარებით 11.6 თვესთან, p< 0.0001), ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ პასუხი RCHOP ინდუქციურ თერაპიაზე (მედიანური PFS 51.9 თვე, შედარებით 22.1 თვესთან, p=0.0071). ქვეჯგუფების სიმცირის მიუხედავად, მაბტერათი შემნარჩუნებელმა მკურნალობამ უზრუნველყო მნიშვნელოვანი სარგებლიანობა ზოგადი გადარჩენადობის თვალსაზრისით როგორც CHOP-ზე მოპასუხე, ისე RCHOP-ზე მოპასუხე პაციენტებში; თუმცა, ამ დაკვირვების შედეგის დასადასტურებლად უფრო ხანგრძლივი დინამიკური დაკვირვებაა საჭირო.
დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომა
ღია რანდომიზებულ კვლევაში დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის მქონე სულ 399 ადრე არანამკურნალევ …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
ფარმაკოლოგიური თავისებურებები
- სამკურნალო საშუალების დასახელება
მაბტერა 1400 მგ ხსნარი კანქვეშა ინექციისთვის
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული მლ შეიცავს 120 მგ რიტუქსიმაბს.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 1400 მგ/11.7 მლ რიტუქსიმაბს.
რიტუქსიმაბი გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით მიღებული თაგვის/ადამიანის მონოკლონური ანტისხეულია (მკა), რომელიც წარმოადგენს გლიკოზირებულ იმუნოგლობულინს ადამიანის IgG1 მუდმივი რეგიონებით და თაგვის მსუბუქი ჯაჭვისა და მძიმე ჯაჭვის ცვლადი რეგიონების თანმიმდევრობით. ანტისხეულს წარმოქმნის ძუძუმწოვართა (ჩინური ზაზუნის საკვერცხე) უჯრედული სუსპენზიის კულტურა და ის იწმინდება აფინური ქრომატოგრაფიით და იონური გაცვლის გზით, მათ შორის ვირუსის სპეციფიური ინაქტივაციის და მოცილების პროცედურებით.
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ ქვეთავში 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე ან ოპალესცენტური, უფერო ან მოყვითალო სითხე, pH - 5.2 – 5.8, ხოლო ოსმოლარობა 300 - 400 მოსმოლ/კგ.
- კლინიკური თავისებურებები
- 1 სამკურნალო ჩვენებები
მაბტერა ნაჩვენებია არაჰოჯკინის ლიმფომის (აჰლ) მქონე მოზრდილებისთვის:
მაბტერა ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ნაჩვენებია IIIIV ხარისხის ფოლიკულური ლიმფომის (ფლ) მქონე ადრე არანამკურნალევი პაციენტებისთვის.
მაბტერათი შემნარჩუნებელი მკურნალობა ნაჩვენებია ფლ-სს მქონე იმ პაციენტებში, ვინც დაემორჩილა ინდუქციურ თერაპიას.
მაბტერა ნაჩვენებია CD20-დადებითი დიფუზური B მსხვილუჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ CHOP (ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი, პრედნიზოლონი) ქიმიოთერაპიასთან ერთად.
- 2 დოზირება და მიღების მეთოდი
მაბტერას მიღება უნდა დაინიშნოს გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ისეთ გარემოში, სადაც დაუყოვნებლივ და სრულად იქნება ხელმისაწვდომი რეანიმაციული საშუალებები (იხ. ქვეთავი 4.4).
მაბტერას ყოველი მიღების წინ ყოველთვის საჭიროა პრემედიკაცია, რომელიც მოიცავს ანალგეზიურ/სიცხის დამწევ საშუალებას (მაგ., პარაცეტამოლი/აცეტამინოფენი) და ანტიჰისტამინურ პრეპარატს (მაგ., დიფენჰიდრამინი).
შესაძლებელია გლუკოკორტიკოიდებით პრემედიკაციის ჩატარება, თუ მაბტერა არ ეძლევა გლუკოკორტიკოიდების შემცველ ქიმიოთერაპიასთან ერთად.
დოზირება
მაბტერას რეკომენდებული დოზა მისი კანქვეშა ფორმის გამოყენებისას ზრდასრული პაციენტებისთვის არის კანქვეშა ინექცია ფიქსირებული დოზით 1400 მგ, პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის მიუხედავად.
მაბტერას კანქვეშა ინექციების დაწყებამდე, ყველა პაციენტს წინასწარ ყოველთვის უნდა ჩაუტარდეს მაბტერას ინტრავენური ინფუზიებით მკურნალობის კურსი სრული დოზით, მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის გამოყენებით (იხ. იხ. ქვეთავი 4.4).
თუ პაციენტებს არ შეეძლოთ მაბტერას ინტრავენური ინფუზიის ერთი სრული დოზის მიღება კანქვეშა ინექციებზე გადასვლამდე, მათ შემდგომი ციკლები უნდა გაუგრძელდეთ მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით მანამ, სანამ მაბტერას ინტრავენურ დოზას სრულად არ მიიღებენ.
აქედან გამომდინარე, მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმაზე გადასვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ მკურნალობის მეორე ან შემდგომ ციკლებზე.
აუცილებელია სამკურნალო საშუალების ეტიკეტების შემოწმება იმაში დასარწმუნებლად, რომ პაციენტს ეძლევა შესაბამისი სამკურნალო ფორმა (ინტრავენური ან კანქვეშა სამკურნალო ფორმა) და კონცენტრაცია, დანიშნულების მიხედვით.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა არ არის მოწოდებული ინტრავენურად შეყვანისთვის და ის მხოლოდ კანქვეშა ინექციის სახით უნდა გაკეთდეს. 1400 მგ კონცენტრაცია კანქვეშ გამოყენებისთვის მოწოდებულია მხოლოდ არაჰოჯკინის ლიმფომის (აჰლ) შემთხვევაში.
ფოლიკულური არაჰოჯკინის ლიმფომა
კომბინირებული მკურნალობა
მაბტერას რეკომენდებული დოზა ქიმიოთერაპიასთან ერთად ადრე არანამკურნალევი ან მორეციდივე/რეფრაქტრული ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტების ინდუქციური თერაპიისთვის ასეთია: პირველ ციკლში - მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა - 375 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. მომდევნო ციკლებში კი მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა - 1400 მგ ფიქსირებული დოზით ყოველ ციკლზე, მაქსიმუმ 8 ციკლის განმავლობაში.
მაბტერა უნდა გაკეთდეს ყოველი ქიმიოთერაპიული ციკლის 1-ლ დღეს, ქიმიოთერაპიის გლუკოკორტიკოიდული კომპონენტის გაკეთების შემდეგ, თუ ეს უკანასკნელი დანიშნულია.
შემნარჩუნებელი მკურნალობა
ადრე არანამკურნალევი ფოლიკულური ლიმფომა
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის რეკომენდებული დოზა, რომელიც გამოიყენება, როგორც შემნარჩუნებელი მკურნალობა ადრე არანამკურნალევი ფოლიკულური ლიმფომის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაემორჩილნენ ინდუქციურ თერაპიას, ასეთია: 1400 მგ 2 თვეში ერთხელ (დაწყებული ინდუქციური თერაპიის ბოლო დოზიდან 2 თვის შემდეგ) დაავადების პროგრესირებამდე, ან მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში (სულ 12 ინექცია).
მორეციდივე/რეფრაქტრეული ფოლიკულური ლიმფომა
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის რეკომენდებული დოზა, რომელიც გამოიყენება, როგორც შემნარჩუნებელი მკურნალობა მორეციდივე/რფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაემორჩილნენ ინდუქციურ თერაპიას: 1400 მგ 3 თვეში ერთხელ (დაწყებული ინდუქციური თერაპიის ბოლო დოზიდან 3 თვის შემდეგ) დაავადების პროგრესირებამდე, ან მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში (სულ 8 ინექცია).
დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომა
მაბტერა გამოყენებული უნდა იყოს CHOP ქიმიოთერაპიასთან (ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი ან პრედნიზონი) ერთად. მაბტერას რეკომენდებული დოზა: პირველ ციკლში მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა - 375 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. მომდევნო ციკლებში კი მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა - 1400 მგ ფიქსირებული დოზით ყოველ ციკლზე. სულ: 8 ციკლი.
მაბტერა კეთდება ყოველი ქიმიოთერაპიული ციკლის 1-ლ დღეს CHOP ქიმიოთერაპიის (ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი ან პრედნიზონი) გლუკოკორტიკოიდული კომპონენტის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ.
სხვა ქიმიოთერპიებთან კომბინირებული მაბტერას უსაფრთხოება და ეფექტიანობა დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომის დროს, დადგენილი არ არის.
დოზის კორექცია მკურნალობის დროს
მაბტერას დოზის შემცირება რეკომენდებული არ არის. როდესაც მაბტერა მიიღება ქიმიოთერაპიასთან ერთად, გამოყენებული უნდა იყოს დოზის სტანდარტული შემცირება ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალებებისთვის (იხ. ქვეთავი 4.8).
განსაკუთრებული პოპულაციები
პედიატრიული პოპულაცია
მაბტერას უსაფრთხოება და ეფექტიანობა 18 წლის ასაკამდე ბავშვებში არ არის დადგენილი. ხელმისაწვდომი მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზემოთ) დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
შეყვანის მეთოდი
კანქვეშა ინექციები:
მაბტერას 1400 მგ კანქვეშა სამკურნალო ფორმა უნდა გაკეთდეს მხოლოდ კანქვეშა ინექციის სახით, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. კანქვეშა საინექციო ნემსი შპრიცზე უნდა დამაგრდეს უშუალოდ ინექციის გაკეთებამდე, ნემსის სანათურის დახშობის თავიდან ასაცილებლად.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა უნდა გაკეთდეს კანქვეშ მუცლის კედელზე, და არავითარ შემთხვევაში იქ, სადაც აღინიშნება კანის სიწითლე, დალურჯება, ტკივილი, გამაგრება, ან სადაც არის ხალები ან ნაწიბურები.
არ არსებობს ინექციის სხეულის სხვა ადგილებში გაკეთების მონაცემები, ამიტომ ინექციები უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ მუცელზე.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით მკურნალობის დროს, სასურველია კანქვეშ შესაყვანი სხვა მედიკამენტები სხვა ადგილებზე გაკეთდეს.
ინექციის შეწყვეტის შემთხვევაში. მისი გაგრძელება შეიძლება იგივე ადგილას, ან შეიძლება სხვა ადგილის გამოყენება, თუ შესაძლებელია
ინტრავენური ინფუზიის გაკეთება:
ინფორმაციის მისაღებად დოზირების ინსტრუქციების და შეყვანის მეთოდის შესახებ, იხილეთ მაბტერას 100 მგ და 500 მგ კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარების ფარმაკოლოგიური თავისებურებები.
- 3 უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან თაგვის ცილის, ჰიალურონიდაზის ან ნებისმიერი სხვა შემავსებლის მიმართ, ჩამოთვლილია ქვეთავში 6.1.
აქტიური, მძიმე ინფექციები (იხ. ქვეთავი 4.4).
პაციენტები, რომელთა იმუნიტეტი ძლიერად არის დაქვეითებული.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
მიკვლევადობa
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად, მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული შეყვანილი პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი.
ქვეთავში 4.4 მოცემული ინფორმაცია ეხება მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის გამოყენებას დამტკიცებული ჩვენებებით - არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა (კონცენტრაცია 1400 მგ) და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მკურნალობა (კონცენტრაცია 1600 მგ). სხვა ჩვენებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პრეპარატის მოკლე დახასიათება მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმისთვის.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის გამოყენება მონოთერაპიის სახით არ არის რეკომენდებული ფოლიკულური ლიმფომის IIIIV სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც არიან ქიმიორეზისტენტული, ან აქვთ ქიმიოთერაპიის შემდგომი მეორე ან მომდევნო რეციდივი, ვინაიდან არ არის დადგენილი, უსაფრთხოა თუ არა კანქვეშა ინექციის გაკეთება კვირაში ერთხელ.
პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია
მაბტერას გამოყენება შესაძლოა უკავშირდებოდეს პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (პმლ) განვითარების მომატებულ რისკს. საჭიროა პაციენტების რეგულარული ინტერვალებით მონიტორინგი ნებისმიერი ახალი ან ნევროლოგიური სიმპტომის, ან მისი გაუარესების გამოსავლენად, რომელიც შესაძლოა პმლ-ზე მიუთითებდეს. პმლ-ზე ეჭვის შემთხვევაში, შემდგომი მკურნალობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ პმლ არ გამოირიცხება. კლინიცისტმა უნდა შეაფასოს პაციენტი და განსაზღვროს, მიუთითებს თუ არა სიმპტომები ნევროლოგიურ დისფუნქციაზე, და თუ ასეა, შესაძლოა თუ არა ეს სიმპტომები პმლ-ის სიმპტომები იყოს. ნევროლოგის კონსულტაცია უნდა ჩატარდეს კლინიკური ჩვენების მიხედვით.
თუ არსებობს რაიმე სახის ეჭვი, უნდა ჩატარდეს შემდგომი გამოკვლევები, მათ შორის კონტრასტული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ცერებროსპინალური სითხის ანალიზი, ჯონ კანინგამის ვირუსის დნმ-ს ტესტირება და ნევროლოგის განმეორებითი კონსულტაცია.
ექიმი განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოს პმლ-ის იმ სიმპტომების მიმართ, რომლებიც პაციენტმა შესაძლოა ვერ შენიშნოს (მაგ. შემეცნების დარღვევის, ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული სიმპტომები). გარდა ამისა, პაციენტებს უნდა მიეცეს რეკომენდაცია საკუთარი მკურნალობის შესახებ შეატყობინონ საკუთარ პარტნიორს ან მზრუნველს, რადგან მათ შესაძლოა შენიშნონ ისეთი სიმპტომები, რომლებიც პაციენტისთვის შეუმჩნეველია.
პმლ-ის განვითარების შემთხვევაში, პაციენტს მაბტერა სამუდამოდ უნდა მოეხსნას.
პმლ-ს მქონე იმუნოდეპრესიულ პაციენტებში იმუნური სისტემის აღდგენის შემდეგ, მდგომარეობის სტაბილიზაცია ან გამოსავლის გაუმჯობესება აღინიშნება. გაურკვეველია, იწვევს თუ არა მდგომარეობის ზემოაღნიშნულ სტაბილიზაციას ან გამოსავლის გაუმჯობესებას პმლ-ის ნაადრევი დიაგნოსტიკა და მაბტერას მოხსნა.
ინფუზიასთან/პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებული რეაქციები
მაბტერა იწვევს ინფუზიასთან/პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებულ რეაქციებს, რომლებსაც, შესაძლოა, ციტოკინების და/ან სხვა ქიმიური მედიატორების გამოთავისუფლება განაპირობებს. ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის განსხვავება მწვავე ჰიპერსენსიტირუობის რეაქციებისგან შესაძლოა, კლინიკურად შეუძლებელი იყოს.
ეს რეაქციები, კერძოდ, ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, სიმსივნის ლიზისის სინდრომი და ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები, აღწერილია ქვემოთ. ისინი მაბტერას შეყვანის კონკრეტულ მეთოდს არ უკავშირდება და შეიძლება ორივე სამკურნალო ფორმის გამოყენებისას აღინიშნოს.
ინფუზიასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები ფატალური გამოსავლით მოხსენებული იყო მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების დროს; ის იწყება მაბტერას ინტრავენური ინფუზიის დაწყებიდან 30 წუთიდან 2 საათამდე ინტერვალში. ისინი ხასიათდებოდა ფილტვის მოვლენებით და ზოგ შემთხვევაში მოიცავდა სიმსივნის უსწრაფეს ლიზისს და სიმსივნის ლიზისის სინდრომის ნიშნებს; გარდა ამისა, სახეზე იყო ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კანკალი, ჰიპოტენზია, ურტიკარული გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა სიმპტომები (იხ. ქვეთავი 4.8).
ციტოკინების გამოთავისუფლების მძიმე სინდრომი ხასიათდება მძიმე ქოშინით, რომელსაც ხშირად თან სდევს ბრონქოსპაზმი და ჰიპოქსია, ასევე ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კანკალი, ურტიკარია და ანგიონევროზული შეშუპება. ეს სინდრომი შესაძლოა უკავშირდებოდეს სიმსივნის ლიზისის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ჰიპერურიკემია, ჰიპერკალცემია, ჰიპოკალცემია, ჰიპერფოსფატემია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ლაქტატდეჰიდროგენაზას (ლდჰ) მომატება, და შესაძლოა ასევე გამოიწვიოს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და სიკვდილი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა ახლავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ფილტვის ინტერსტიციული ინფილტრაცია და შეშუპება, რაც რენტგენოლოგიურად დასტურდება. ეს სინდრომი ხშირად მჟღავნდება პირველი ინფუზიის დაწყებიდან ერთი ან ორი საათის განმავლობაში. ფილტვის უკმარისობის ან ფილტვის სიმსივნური ინფილტრაციის ანამნეზის მქონე პაციენტები შესაძლოა იყვნენ არასასურველი გამოსავლის უფრო დიდი რისკის ქვეშ, და ამიტომ მათი მკურნალობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
პაციენტებს, რომლებსაც უვითარდება ციტოკინების გამოთავისუფლების მძიმე სინდრომი, დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ ინფუზია (იხ. ქვეთავი 4.2) და ჩაუტარდეთ ინტენსიური სიმპტომური თერაპია. ვინაიდან სიმპტომების საწყის გაუმჯობესებას შესაძლოა ისევ გაუარესება მოჰყვეს, საჭიროა ამ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი სიმსივნის ლიზისის სინდრომის და ფილტვის ინფილტრაციის საბოლოო გამოსწორებამდე ან გამორიცხვამდე. მკურნალობის გაგრძელება ნიშნების და სიმპტომების სრული ალაგების შემდეგ, იშვიათად იწვევდა ციტოკინების გამოთავისუფლების მძიმე განმეორებით სინდრომს.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სიმსივნის მაღალი ტვირთი ან მოცირკულირე ავთვისებიანი უჯრედების დიდი რაოდენობა (≥25 x 109/ლ), და რომლებიც შეიძლება იყვნენ ციტოკინების გამოთავისუფლების განსაკუთრებულად მძიმე სინდრომის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ სიფრთხილის უკიდურესი ზომების დაცვით. აუცილებელია ამ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი პირველი ინფუზიის დაწყებიდან დამთავრებამდე. ამ პაციენტებში გამოყენებული უნდა იყოს ინფუზიის შემცირებული სიჩქარე პირველი ინფუზიისთვის, ან დოზის გაყოფა ორ დღეზე პირველი ციკლის და ნებისმიერი შემდგომი ციკლის განმავლობაში, თუ ლიმფოციტების რაოდენობა ისევ 25 x 109/ლ-ზე ნაკლებია.
ანაფილაქსიური და ჰიპერსენსიტიურობის სხვა რეაქციები აღნიშნული იყო პაციენტებისთვის ცილის ინტრავენური გადასხმის შემდეგ. ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება ინფუზიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში. ალერგიული რეაქციების განვითარებისას მაბტერას შეყვანის დროს ჰიპერსენსიტიურობის რეაქციების სამკურნალო საშუალებები, მაგ., ადრენალინი, ანტიჰისტამინური საშუალებები და გლუკოკორტიკოიდები, დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ანაფილაქსიის კლინიკური გამოვლინებები შესაძლოა ჰგავდეს ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს (აღწერილია ზემოთ). რეაქციები, რომლებიც ჩათვალეს ჰიპერსენსიტიურობის გამოვლინებად, მოხსენებული იყო უფრო იშვიათად, ვიდრე რეაქციები, რომლებიც ციტოკინების გამოთავისუფლების რეაქციებად იქნა მიჩნეული.
ზოგიერთ შემთხვევაში მოხსენებული იყო ისეთი დამატებითი რეაქციები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფილტვის შეშუპება და შექცევადი მწვავე თრომბოციტოპენია.
ვინაიდან მაბტერას შეყვანის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოტენზია, გათვალისწინებული უნდა იყოს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მოხსნა მაბტერას მიღებამდე 12 საათით ადრე.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით მკურნალობის დროს, 77% შემთხვევაში აღნიშნული იქნა ყველა სახის გვერდით მოვლენა (მათ შორის ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, რომელსაც პაციენტების 10%-ში თან სდევდა ჰიპოტენზია და ბრონქოსპაზმი), იხ. ქვეთავი 4.8. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია მაბტერას ინფუზიის მოხსნის და სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღების შემთხვევაში; ზოგჯერ, საჭიროების დროს, აუცილებელია ასევე ჟანგბადი, ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის ან ბრონქოდილატატორების, და გლუკოკორტიკოიდების გადასხმა. იხილეთ ზემოთ ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი მძიმე რეაქციების შემთხვევაში.
პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებული რეაქციები აღნიშნა 50%-მდე პაციენტში, რომლებსაც კლინიკურ კვლევებში მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით მკურნალობდნენ. კანქვეშა ინექციიდან 24 საათის განმავლობაში განვითარებული რეაქციები უპირატესად იყო ერითემა, ქავილი, გამონაყარი და ინექციის ადგილის რეაქციები, მაგ. ტკივილი, შეშუპება და სიწითლე. ეს რეაქციები იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის (1-ლი ან მე-2 ხარისხის) და გარდამავალი ხასიათის (იხ. ქვეთავი 4.8).
კანის ადგილობრივი რეაქციები ძალიან ხშირი იყო პაციენტებში, რომელთაც კლინიკურ კვლევებში მაბტერა კანქვეშ უკეთდებოდათ. ეს სიმპტომები იყო ტკივილი, შეშუპება, გაღიზიანება, სისხლჩაქცევა, ერითემა, ქავილი და გამონაყარი (იხ. ქვეთავი 4.8). კანის ზოგიერთი ადგილობრივი რეაქცია ვითარდებოდა მაბტერას კანქვეშ შეყვანიდან 24 საათის შემდეგ. კანის ადგილობრივი რეაქციების უმეტესობა მაბტერას კანქვეშ შეყვანის შემდეგ, იყო მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის, და უკუვითარდებოდა ყოველგვარი სპეციფიკური მკურნალობის გარეშე.
მაბტერას კანქვეშა ინექციების დაწყებამდე, ყველა პაციენტმა ყოველთვის წინასწარ აუცილებლად უნდა მიიღოს მაბტერას სრული დოზა ინტრავენური ინფუზიის სახით, მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის გამოყენებით. პრეპარატის შეყვანასთან დაკავშირებული რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი, ჩვეულებრივ, აღინიშნება პირველი ციკლის დროს. მკურნალობის დაწყება მაბტერას ინტრავენური ინფუზიით იძლევა პრეპარატის შეყვანით გამოწვეული რეაქციების უკეთ მართვის საშუალებას, რადგან შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიის შენელება ან შეწყვეტა.
თუ პაციენტებმა ვერ შეძლეს მაბტერას ინტრავენური ინფუზიის ერთი სრული დოზის მიღება კანქვეშა ფორმაზე გადასვლამდე, მათ შემდგომი ციკლები უნდა გააგრძელონ მაბტერას ინგრავენური სამკურნალო ფორმით მანამ, სანამ ინტრავენური დოზას ბოლომდე არ მიიღებენ. ამიტომ მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მეორე ან შემდეგი სამკურნალო ციკლების დროს.
ისე, როგორც ინტრავენური სამკურნალო ფორმის შემთხვევაში, მაბტერა კანქვეშ უნდა გაკეთდეს ისეთ გარემოში, სადაც დაუყოვნებლივ და სრულად იქნება ხელმისაწვდომი რეანიმაციული საშუალებები და სადაც პაციენტი იმყოფება გამოცდილი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მაბტერას კანქვეშა ფორმის გაკეთებამდე აუცილებელია პაციენტის პრემედიკაცია ტკივილდამაყუჩებელი/სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური პრეპარატებით. გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე გლუკოკორტიკოიდებით პრემედიკაციის შესაძლებლობა.
საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება მაბტერას კანქვეშა ინექციიდან მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება საჭირო იყოს ჰიპერსენსიტიურობის რეაქციების განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს, თუ ვითარდება ჰიპერსენსიტიურობის ან ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის სავარაუდო სიმპტომები ნებისმიერ დროს სამკურნალო პროდუქტის შეყვანის შემდეგ.
დარღვევები გულის მხრივ
მაბტერათი ნამკურნალევ პაციენტებში აღნიშნულია სტენოკარდია, არითმიები (მაგ. წინაგულების თრთოლვა ან ფიბრილაცია), გულის უკმარისობა და/ან მიოკარდიუმი ინფარქტი. ამიტომ საჭიროა იმ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი, რომელთაც ანამნეზში აქვთ გულის დავადება და/ან კარდიოტოქსიკური ქიმიოთერაპია.
ჰემატოლოგიური ტოქსიკური მდგომარეობები
მიუხედავად იმისა, რომ მაბტერათი მონოთერაპია არ იწვევს მიელოსუპრესიას, აუცილებელია სიფრთხილე შემდეგი ლაბორატორიული მონაცემების მქონე პაციენტების იმ მკურნალობისას: ნეიტროფილები < 1.5 x 109/ლ და/ან თრომბოციტები < 75 x 109/ლ, ვინაიდან ამ პოპულაციაში არასაკმარისი კლინიკური გამოცდილება არსებობს. მაბტერას გამოყენებული იყო 21 პაციენტში, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ავტოტრანსპლანტაცია, და რისკის ჯგუფის სხვა პაციენტებში სავარაუდოდ დაქვეითებული ძვლის ტვინის ფუნქციით; მაბტერას მიელოტოქსიკურობა არ გამოუწვევია.
მაბტერათი მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზების, მათ შორის ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის გამოკვლევა.
ინფექციები
მაბტერათი მკურნალობის დროს შესაძლებელია განვითარდეს სერიოზული ინფექციები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით (იხ. ქვეთავი 4.8). მაბტერა არ უნდა გაუკეთდეთ აქტიური, მძიმე ინფექციის მქონე პაციენტებს (მაგ. ტუბერკულოზი, სეფსისი და ოპორტუნისტული ინფექციები, იხ. ქვეთავი 4.3).
ექიმებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე მაბტერას გამოყენების დროს იმ პაციენტებში, ვისაც ანამნეზში აქვს მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციები, ან ფონური დაავადებები, რომლებმაც შესაძლოა პაციენტები სერიოზული ინფექციებისადმი მიდრეკილი გახადოს (იხ. ქვეთავი 4.8).
მოხსენებული იყო B ჰეპატიტის გააქტიურების შემთხვევები მაბტერას მკურნალობის დროს, მათ შრის - ელვისებური ჰეპატიტი ლეტალური გამოსავლით. გარდა ამისა, ამ პაციენტების უმრავლესობას უტარდებოდა ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპია. მაბტერათი მკურნალობის დაწყებამდე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი B ჰეპატიტის ვირუსზე. ეს გულისხმობს, მინიმუმ, B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) სტატუსის და B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის HBcAb სტატუსის გამოკვლევას. აღნიშნულს შესაძლოა დაემატოს სხვა შესაბამისი მარკერები ადგილობრივი კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით. აქტიური B ჰეპატიტის მქონე პაციენტების მაბტერათი მკურნალობა დაუშვებელია. პაციენტებს B ჰეპატიტზე დადებითი სეროლოგიური რეაქციებით (HBsAg ან HBcAb) მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეთ ჰეპატოლოგის კონსულტაცია; გარდა ამისა, B ჰეპატიის რეაქტივაციის პრევენციის მიზნით, საჭიროა მათი მონიტორინგი და მართვა ადგილობრივი სამედიცინო სტანდარტების მიხედვით.
პმლ-ს ძალზე იშვიათი შემთხვევები მოხსენებული იყო მაბტერას რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების დროს არა-ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავი 4.8). პაციენტების უმრავლესობას მიღებული ჰქონდა რიტუქსიმაბი ქიმიოთერაპიასთან ერთად ან სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ფარგლებში.
რიტუქსიმაბის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტის შემთხვევები, მათ შორის ფატალური შემთხვევები.
ინფექციების ცრუ უარყოფითი სეროლოგიური ტესტირება
ინფექციების ცრუ უარყოფითი სეროლოგიური ტესტირების რისკის გამო, ალტერნატიული სადიაგნოსტიკო საშუალებები უნდა იქნას გათვალისწინებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი ინფექციური დაავადების ნიშნები, მაგ. დასავლეთ ნილოსის ვირუსი და ნეირობორელიოზი.
იმუნიზაცია
ცოცხალი ვირუსის ვაქცინებით იმუნიზაციის უსაფრთხოება მაბტერათი მკურნალობის შემდეგ არა-ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი და ამიტომ ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსის ვაქცინებით რეკომენდებული არ არის. მაბტერათი ნამკურნალევი პაციენტების არა-ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაცია შესაძლებელია; მიუხედავად ამისა, არაცოცხალ ვაქცინებზე რეაგირების მაჩვენებლები შეიძლება შესუსტებული იყოს. პაციენტებს რეციდივული სუსტად გამოხატული არა-ჰოჯკინის ლიმფომით, რომლებსაც არარანდომიზებულ კვლევაში ჩაუტარდათ მონოთერაპია მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით, ჯანმრთელ არანამკურნალევ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით აღენიშნებოდათ უფრო დაბალი რეაგირების მაჩვენებელი იმუნიზაციის შემდეგ სახეებზე: ტეტანუსის „გაცოცხლებული“ ანტიგენი (16% შედარებით 81%-თან) და ლოკოკინის ლიმფის ჰემოციანინის (KLH) ნეოანტიგენი (4% შედარებით. 69%-თან, როდესაც შეფასდა ანტისხეულების ტიტრის >2ჯერ გაზრდისთვის).
ანტისხეულების საშუალო პრე-თერაპიული ტიტრები ანტიგენების პანელის წინააღმდეგ (პნევმონიის სტრეპტოკოკი, A გრიპი, ყბაყურა, წითურა და ჩუტყვავილა) მაბტერათი მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იქნა შენარჩუნებული.
კანის რეაქციები
აღნიშნული იყო კანის მძიმე რეაქციები, მაგ. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ზოგიერთი ლეტალური გამოსავლით (იხ. ქვეთავი 4.8).ამგვარი მოვლენის განვითარებისას, მოვლენის მაბტერათი მკურნალობასთან საეჭვო კავშირის შემთხვევაში, მკურნალობა სამუდამოდ უნდა მოიხსნას.
დამხმარე ნივთიერებები
ეს მედიკამენტი თითოეულ 15 მლ-ის ჯერადი (n) მოცულობის ფლაკონში შეიცავს 7.02n მგ პოლისორბატ 80-ს, რაც 0.6n მგ/მლ-ის ეკვივალენტურია. პოლისორბატებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მონაცემები მაბტერას სხვა მედიკამენტებთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ ამჟამად არასაკმარისი რაოდენობით არსებობს.
მაბტერასთან ერთად დანიშვნის შემთხვევაში, მისი გავლენა ფლუდარაბინის ან ციკლოფოსფამიდის ფარმაკოკინეტიკაზე არ აღინიშნა. გარდა ამისა, არც ფლუდარაბინს ან ციკლოფოსფამიდს ჰქონია თვალსაჩინო გავლენა მაბტერას ფარმაკოკინეტიკაზე.
პაციენტებს ადამიანის თაგვის საწინააღმდეგო ანტისხეულის ან წამლის საწინააღმდეგო ანტისხეულის ტიტრებით შესაძლოა ჰქონდეთ ალერგიულია ან ზემგრძნობელობის რეაქციები სხვა დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის დროს.
- 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
კონცენტრაცია მამაკაცებსა და ქალებში
B უჯრედების დაქვეითებული რაოდენობის მქონე პაციენტებში რიტუქსიმაბის ხანგრძლივი შეკავების დროის გამო, შვილოსნობის ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები მაბტერათი მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ 12 თვის განმავლობაში.
ორსულობა
ცნობილია, რომ IgG იმუნოგლობულინები გადიან პლაცენტურ ბარიერში.
B უჯრედების მაჩვენებელი ახალშობილებში დედაზე მაბტერას ზემოქმედების შემდეგ კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა. არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი მონაცემები ორსულ ქალებში ჩატარებული კვლევებიდან, თუმცა B უჯრედების რაოდენობის შექცევადად დაქვეითება და ლიმფოციტოპენია დაფიქსირდა ზოგიერთ ახალშობილში, რომლებიც გაუჩნდათ ორსულობის დროს მაბტერას ზემოქმედების ქვეშ მყოფ დედებს. მსგავსი გავლენა შეინიშნა ცხოველების კვლევაში (იხ. ქვეთავი 5.3). ამ მიზეზების გამო მაბტერა არ უნდა გაუკეთდეს ორსულ ქალებს, თუკი შესაძლო სარგებელი პოტენციურ რისკს არ აჭარბებს.
ძუძუთი კვება
შეზღუდული რაოდენობის მონაცემები რიტუქსიმაბის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ, მიუთითებს რიტუქსიმაბის ძალიან დაბალ კონცენტრაციაზე რძეში. (ჩვილის შედარებითი დოზა 0,4%-ზე ნაკლები). ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების შემდგომი მეთვალყურეობის რამდენიმე შემთხვევაში აღწერილია ნორმალური ზრდა და განვითარება 2 წლის ასაკამდე. თუმცა, რადგან ამ მონაცემების რაოდენობა არ არის საკმარისი და ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების მდგომარეობის გრძელვადიანი გამოსავლები უცნობია, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს და ოპტიმალურ შემთხვევაში - რიტუქსიმაბით მკურნალობის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში.
ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით რიტუქსიმაბის ან ადამიანის რეკომბინანტი ჰიალურონიდაზას (rHuPH20) დამღუპველი გავლენა რეპროდუქციულ ორგანოებზე არ გამოვლინდა.
- 7 გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე მაბტერას ზეგავლენის შესასწავლად კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა დღემდე მოხსენებული ფარმაკოლოგიური აქტივობის და გვერდით მოვლენების მონაცემები მიუთითებს, რომ სავარაუდოდ მაბტერას არა აქვს, ან ძალზე უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
- 8 არასასურველი გავლენა
ამ ქვეთავში განხილული ინფორმაცია ეხება მაბტერას გამოყენებას ონკოლოგიაში.
ავტოიმუნურ ჩვენებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პრეპარატის მოკლე დახასიათება მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმისთვის.
უსაფრთხოების პროფილი შეჯამებული სახით
შემუშავების პროგრამის განმავლობაში, მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის უსაფრთხოების პროფილი ინტრავენური სამკურნალო ფორმის პროფილის მსგავსი იყო; გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ კანის ადგილობრივი რეაქციები.
კანის ადგილობრივი რეაქციები, მათ შორის ინექციის ადგილის რეაქციები, ძალიან ხშირი იყო პაციენტებში, რომელთაც მაბტერა კანქვეშ უკეთდებოდათ. კვლევის SABRINA (BO22334) მე-3 ფაზაში კანის ადგილობრივი რეაქცია მოხსენებული იყო იმ პაციენტთა დაახლოებით 20%-ში, რომლებსაც მაბტერა კანქვეშ უკეთდებოდათ. მაბტერას მკლავზე კანქვეშ გაკეთებისას კანის ყველაზე ხშირი რეაქციები იყო ინექციის ადგილის ერითემა (13%), ინექციის ადგილის ტკივილი (7%) და ინექციის ადგილის შეშუპება (4%). ინექციის შემდგომი მოვლენები იყო მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის, გარდა ერთი პაციენტისა, რომელსაც მაბტერას პირველი კანქვეშა ინექციის შემდეგ (ციკლი 2) განუვითარდა მე-3 ხარისხის კანის რეაქცია (გამონაყარი ინექციის ადგილზე). მაბტერას კანქვეშა ინექციისას მკლავზე, კანის ნებისმიერი ხარისხის ადგილობრივი რეაქციები ყველაზე ხშირი იყო პირველი კანქვეშა ციკლის დროს (ციკლი 2), შემდეგ - მეორე ციკლის დროს, ხოლო შემდგომი ინექციების გაკეთებისას ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირე თანდათან შემცირდა.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის გამოყენებისას მოხსენებული გვერდით მოვლენები
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის გაკეთებისას ინექციასთან დაკავშირებული რეაქციების მწვავედ განვითარების რისკი შეფასებული იქნა ორ ღია კვლევაში, რომლებიც ჩატარდა ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტებში ინდუქციის და შემნარჩუნებელი (SABRINA/BO22334) ფაზის, და მხოლოდ შემნარჩუნებელი ფაზის მკურნალობის დროს (SparkThera/BP22333). კვლევაში SABRINA, ინექციასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები (≥3 ხარისხი) მოხსენებული იყო ორ პაციენტში (2%) მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის შეყვანის შემდეგ. ეს გვერდითი მოვლენები იყო ინექციის ადგილის მე-3 ხარისხის გამონაყარი და პირის სიმშრალე. კვლევაში SparkThera, ინექციასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები არ იყო აღნიშნული.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის გამოყენებისას მოხსენებული გვერდით მოვლენები
შემთხვევები მოიცავს არაჰოჯკინის ლიმფომას და ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიას
მაბტერას უსაფრთხოების ზოგადი პროფილი არაჰოჯკინის ლიმფომის და ქლლ-ს შემთხვევაში ემყარება პაციენტების მონაცემებს კლინიკური კვლევებიდან და რეგისტრაციის შემდგომი ზედამხედველობიდან. ამ პაციენტებს უტარდებოდათ მკურნალობა ან მაბტერას მონოთერაპიით (ინდუქციური მკურნალობა ან შემნარჩუნებელი მკურნალობა ინდუქციური მკურნალობის შემდეგ), ან ქიმიოთერაპიასთან ერთად.
მაბტერათი მკურნალობისას პაციენტებში ყველაზე ხშირად განვითარებული წამლის გვერდითი რეაქციები იყო ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, რომლებიც პაციენტების უმრავლესობას პირველი ინფუზიის დროს განუვითარდა. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება შემდგომი ინფუზიების დროს, და მაბტერას რვა დოზის შემდეგ 1%-ზე ნაკლებია.
ინფექციური გართულებები (უპირატესად ბაქტერიული და ვირუსული) განუვითარდა პაციენტების დაახლოებით 3055 %-ს არა-ჰოჯკინის ლიმფომის კლინიკურ კვლევებში, და პაციენტების 3050 %-ს ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის კლინიკურ კვლევებში.
ყველაზე ხშირად მოხსენებული და აღნიშნული სერიოზული გვერდით მოვლენები იყო:
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები (მათ შორის ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, სიმსივნის ლიზისის სინდრომი), იხ. ქვეთავი 4.4.
ინფექციები, იხ. ქვეთავი 4.4.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, იხ. ქვეთავი 4.4.
წამლის სხვა სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც მოხსენებული იქნა, იყო B ჰეპატიტის გააქტიურება და პმლ (იხ. ქვეთავი 4.4.).
მაბტერას მონოთერაპიით ან ქიმიოთერაპიასთან ერთად მკურნალობისას მოხსენებული წამლის გვერდითი რეაქციები შეჯამებული სახით მოცემულია ცხრილში 1. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (³ 1/10), ხშირი (³ 1/100 - < 1/10), საშუალო სიხშირის (³ 1/1,000 - < 1/100), იშვიათი (³ 1/10,000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10,000) და უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდით მოვლენები წარმოდგენილია კლებადი სიმძიმის მიხედვით.
წამლის გვერდითი რეაქციები, განსაზღვრული რეგისტრაციის შემდგომი ზედამხედველობისას, ან რომელთა სიხშირე ვერ შეფასდა, ჩამოთვლილია გრაფაში „უცნობი“.
გვერდითი მოვლენების ცხრილი
ცხრილი 1 წამლის გვერდითი რეაქციები, გამოვლენილი კლინიკური კვლევების ან პოსტმარკეტინგული (რეგისტრაციის შემდგომი) ზედამხედველობის პროცესში ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის -NHL და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის -CLL მქონე პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ მაბტერას მონოთერაპით/შემნარჩუნებელი თერაპიით ან ქიმიოთერაპიასთან ერთად
MedDRA
System Organ Class
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი სიხშირე
ინფექციები
და
ინვაზიები
ბაქტერიული
ინფექციები,
ვირუსული
ინფექციები,
+ ბრონქიტი
სეფსისი,
+ პნევმონია,
+ფებრილური
ინფექცია,
+ ჰერპეს ზოსტერი,
+ რესპირატორული
ტრაქტის ინფექცია,
სოკოვანი
ინფექციები,
ინფექციების
უცნობი
ეტიოლოგია,
+ მწვავე
ბრონქიტი,
+ სინუსიტი,
ბ ჰეპატიტი1
სერიოზული
ვირუსული
ინფექცია 2, პნევმოცისტური პნევმონია
პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია
ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი2.,3
სისხლი და
ლიმფური სისტემა
დარღვევები
ნეიტროპენია,
ლეიკოპენია,
+ფებრილური
ნეიტროპენია,
+თრომბოციტოპენია
ანემია,
+ პანციტოპენია,
+გრანულოციტოპენი
კოაგულაცია
დარღვევები, აპლასტიკური
ანემია,
ჰემოლიზური
ანემია,
ლიმფადენოპათია
გარდამავალი
შრატში IgM მომატება
დონე4
გვიან
ნეიტროპენია 4
იმუნური
სისტემა
დარღვევები
ინფუზია
დაკავშირებული
რეაქციები 5,
ანგიონევროზული შეშუპება
ჰიპერმგრძნობელობა
ანაფილაქსია
s
სიმსივნის ლიზისი
სინდრომი,
ციტოკინი
გათავისუფლება
სინდრომი 5,
შრატის დაავადება
ინფუზიასთან დაკავშირებული
მწვავე შექცევადი
თრომბოციტოპენი
ია 5
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპერგლიკემია
, წონის დაკლება, პერიფერიული შეშუპება, სახის შეშუპება, მომატებული LDH,
ჰიპოკალციემია
ფსიქიატრიული
დარღვევები
დეპრესია,
ნერვიული,
ნერვიული
სისტემა
დარღვევები
პარესთეზია,
ჰიპოესთეზია,
აგიტაცია,
უძილობა,
ვაზოდილატაცია,
თავბრუსხვევა,
შფოთვა
დისგეუზია
პერიფერიული
ნეიროპათია,
სახის ნერვი
დამბლა 6
კრანიალური
ნეიროპათია,
სხვის დაკარგვა
გრძნობები 6
თვალის დარღვევები
ლაკრიმაციის დარღვევა,
კონიუნქტივიტი
მხედველობის მძიმე დაკარგვა6
ყური და
ლაბირინთის დარღვევები
ტინიტუსი, ყურის ტკივილი
სმენის დაკარგვა 6
გულის
დარღვევები
+ მიოკარდიუმის
ინფარქტი 5 და 7,
არითმია,
+წინაგულოვანი
ფიბრილაცია,
ტაქიკარდია,
+გულის
განუკითხაობა
+მარცხნივ
პარკუჭოვანი
წარუმატებლობა,
+სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია,
+პარკუჭოვანი
ტაქიკარდია,
+ სტენოკარდია,
+ მიოკარდიუმის
იშემია,
ბრადიკარდია
,
მძიმე
გულის
დარღვევები 5
და 7
გულის უკმარისობა 5
და 7
სისხლძარღვთა
დარღვევები
ჰიპერტენზია,
ორთოსტატული
ჰიპოტენზია,
ჰიპოტენზია
ვასკულიტი
(უპირატესად
კანის),
ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი
რესპირატორული,
გულმკერდის და
შუასაყარი
დარღვევები
ბრონქოსპაზმი 5,
რესპირატორული
დაავადება, გულმკერდი
ტკივილი, ქოშინი,
გაიზარდა
ხველა, რინიტი
ასთმა,
ბრონქიოლიტი
გამანადგურებელი,
ფილტვის დარღვევა,
ჰიპოქსია
ინტერსტიციული
ფილტვის
დაავადება 8
რესპირატორული
წარუმატებლობა 5,
ფილტვის ინფილტრაცია,
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
გულისრევა
ღებინება,
დიარეა,
მუცლის ტკივილი,
დისფაგია,
სტომატიტი,
ყაბზობა,
დისპეფსია,
ანორექსია, ყელის
გაღიზიანება
მუცლის
გაფართოება
კუჭ-ნაწლავის
l პერფორაცია 8
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ქავილი, გამონაყარი,
+ალოპეცია
ჭინჭრის ციება, ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა, + კანის დარღვევა
კანის მძიმე ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
(ლაიელის სინდრომი)8
კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილი
დარღვევები
ჰიპერტონია, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი,
ტკივილი
თირკმლის და შარდის
დარღვევები
თირკმლის უკმარისობა 5
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის პირობები
ცხელება, შემცივნება, ასთენია, თავის ტკივილი
სიმსივნის ტკივილი, სიწითლე, სისუსტე, გაციების სინდრომი,
+ დაღლილობა,
+ კანკალი,
+მრავალორგანული
წარუმატებლობა 5
ტკივილი ინფუზიის ადგილზე
გამოკვლევები
შემცირებული IgG
დონეები
თითოეული ტერმინისთვის სიხშირის მაჩვენებელი ემყარებოდა ყველა ხარისხის რეაქციას (მსუბუქიდან მძიმემდე), გარდა ტერმინებისა, რომლებიც აღნიშნულია ნიშნით "+" - ამ შემთხვევაში სიხშირის მაჩვენებელი ემყარებოდა მხოლოდ მძიმე რეაქციებს (კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ტოქსიკურობის ზოგადი კრიტერიუმებით ≥ 3 ხარისხი). მოხსენებული იყო კვლევებში აღნიშნული მხოლოდ ყველაზე მაღალი სიხშირე
1 მოიცავს რეაქტივაციას და პირველად რეაქციებს; სიხშირე ემყარება RFC რეჟიმს გამწვავებული/რეფრაქტერული ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს.
2 იხილეთ ასევე ქვემოთ ინფექციების ქვეთავი
3დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს
4 იხილეთ ასევე ქვემოთ ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების ქვეთავი
5 იხილეთ ასევე ქვემოთ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების ქვეთავი. მოხსენებული იყო იშვიათი ფატალური შემთხვევები
6 კრანიალური ნეიროპათიის ნიშნები და სიმპტომები განვითარდა სხვადასხვა დროს მაბტერათი მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ
7 ძირითადად აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ გულის დაავადება და/ან უტარდებოდათ კარდიოტოქსიკური ქიმიოთერაპია, და ძირითადად უკავშირდებოდა ინფუზიის შემდგომ რეაქციებს
8 მოიცავს ფატალურ შემთხვევებს
შემდეგი ტერმინები მოხსენებული იყო, როგორც გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების დროს, მაგრამ მოხსენებული იყო იგივე ან უფრო დაბალი სიხშირით მაბტერას ჯგუფებში საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით: ჰემატოტოქსიკურობა, ნეიტროპენიული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, სენსორული დარღვევები, პირექსია.
ინფუზიასთან დაკავშირებულ რეაქციებზე საეჭვო ნიშნები და სიმპტომები მოხსენებული იყო 50%-ზე მეტ პაციენტში მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით მკურნალობის კლინიკურ კვლევებში, და ძირითადად აღინიშნებოდა პირველი ინფუზიის დროს, ჩვეულებრივ ინფუზიის დაწყებიდან ერთი ან ორი საათის განმავლობაში. ეს სიმპტომები ძირითადად იყო ტემპერატურის მომატება, შემცივნება და კანკალი. სხვა სიმპტომები იყო: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ღებინება, გულისრევა, ჭინჭრის ციება, სისუსტე, თავის ტკივილი, ყელის გაღიზიანება, სურდო, ქავილი, ტკივილი, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ქოშინი, დისპეფსია, ასთენია და სიმსივნის ლიზისის სინდრომის ნიშნები. ინფუზიასთან დაკავშირებული მძიმე რეაქციები (მაგ. ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია) განვითარდა შემთხვევათა დაახლოებით 12%-ში). ზოგიერთ შემთხვევაში მოხსენებული იყო ისეთი დამატებითი რეაქციები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფილტვის შეშუპება და შექცევადი მწვავე თრომბოციტოპენია. წინამორბედი გულის დაავადებების (სტენოკარდია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა) გამწვავებები, ან გულის მძიმე დაავადებები (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია), ფილტვის შეშუპება, მულტიორგანული უკმარისობა, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, და სუნთქვის უკმარისობა მოხსენებული იყო უფრო დაბალი, ან უცნობი სიხშირით. ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა შემდგომი ინტრავენური ინფუზიების დროს, და ჰქონდას პაციენტების 1%-ზე ნაკლებს მაბრტერას (შემცველი) მკურნალობის მერვე ციკლზე.
შერჩეული გვერდით მოვლენების აღწერა
ინფექციები
მაბტერა იწვევს Bუჯრედების გამოფიტვას პაციენტების დაახლოებით 7080%-ში, მაგრამ უკავშირდებოდა შრატის იმუნოგლობულინების დაქვეითებას მხოლოდ პაციენტთა მცირე ნაწილში.
ლოკალიზებული კანდიდოზური ინფექციები, ასევე სალტისებრი ლიქენი, მოხსენებული იყო უფრო მაღალი სიხშირით რანდომიზებული კვლევების მაბტერას შემცველ ჯგუფში. მძიმე ინფექციები მოხსენებული იყო იმ პაციენტთა დაახლოებით 4%-ში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა მაბტერას მონოთერაპიით. ზოგადად ინფექციების უფრო მაღალი სიხშირე, მათ შრის მე-3 და მე-4 ხარისხის ინფექციები, აღინიშნა მაბტერას 2 წლამდე ხანგრძლიობის შემნარჩუნებელი თერაპიის დროს, ობსერვაციული კვლევით მიღებულ შედეგებთან შედარებით. 2-წლიანი მკურნალობის განმავლობაში ინფექციებთან დაკავშირებული კუმულაციური ტოქსიკურობა არ იყო მოხსენებული. გარდა ამისა, მაბტერათი მკურნალობის დროს მოხსენებული იყო სხვა სერიოზული ვირუსული ინფექციები, როგორც ახალი, ისე გააქტიურებული ან გამწვავებული, მათგან ზოგიერთი ფატალური გამოსავლით. პაციენტების უმრავლესობას მიღებული ჰქონდა მაბტერა ქიმიოთერაპიასთან ერთად ან სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ფარგლებში. ამ სერიოზული ვირუსული ინფექციების მაგალითებია ჰერპესის ვირუსებით გამოწვეული ინფექციები (ციტომეგალოვირუსი, ჩუ ტყვავილას ვირუსი და მარტივი ჰერპესის ვირუსი), ჯონ კანინგამის ვირუსი (პმლ), ენტეროვირუსი (მენინგოენცეფალიტი) და C ჰეპატიტის ვირუსი (იხ. ქვეთავი 4.4). კლინიკურ კვლევებში მოხსენებული იყო ასევე პმლ-ს ფატალური შემთხვევები, რომლებიც განვითარდა დაავადების პროგრესირების და მკურნალობის შემდეგ. მოხსენებული იყო B ჰეპატიტის გააქტიურების შემთხვევები, რომელთაგან უმრავლესობა ჰქონდათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ მაბტერას და ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის კომბინაციით. კაპოშის სარკომის პროგრესირება აღენიშნა მაბტერათი ნამკურნალევ პაციენტს, რომელსაც ანამნეზში ჰქონდა კაპოშის სარკომა. ეს შემთხვევები განვითარდა ისეთი ჩვენებების დროს, რომლებიც დამტკიცებული არ იყო, ხოლო პაციენტების უმრავლესობა იყო აივ-პოზიტიური.
ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში მაბტერათი 4-კვირიანი მონოთერაპიის დროს პაციენტების მცირე რაოდენობას განუვითარდა ჰემატოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც, ჩვეულებრივ, იყო მსუბუქი და შექცევადი. მძიმე (3/4 ხარისხის) ნეიტროპენია მოხსენებული იყო პაციენტების 4.2%-ში, ანემია - 1.1%-ში, ხოლო თრომბოციტოპენია - 1.7%-ში. მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის დაახლოებით ორწლიანი კურსის განმავლობაში, მოხსენებული იყო ლეიკოპენია (5% შედარებით 2%-თან, ხარისხი 3/4) და ნეიტროპენია (10% შედარებით 4%-თან, ხარისხი 3/4), რაც უფრო მაღალ სიხშირეს წარმოადგენს ობსერვაციული კვლევით მიღებულ შედეგებთან შედარებით. თრომბოციტოპენიის განვითარების სიხშირე იყო დაბალი (<1%, ხარისხი 3/4) და სამკურნალო ჯგუფებს შორის არ განსხვავდებოდა. მკურნალობის კურსის დროს ისეთ კვლევებში, სადაც მაბტერა გამოიყენებოდა ქიმიოთერაპიასთან ერთად, 3/4 ხარისხის ლეიკოპენია (RCHOP 88% შედარებით CHOP 79%-თან), ნეიტროპენია (RCVP 24% შედარებით CVP 14%-თან; RCHOP 97% შედარებით CHOP 88%-თან) ჩვეულებრივ, მოხსენებული იყო უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე მხოლოდ ქიმიოთერაპიული კურსის დროს. მიუხედავად ამისა, ნეიტროპენიის განვითარების უფრო მაღალი სიხშირე ისეთ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მაბტერას კურსი ქიმიოთერაპიასთან ერთად, არ უკავშირდებოდა ინფექციების და ინვაზიების უფრო მაღალ სიხშირეს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც მკურნალობდნენ მხოლოდ ქიმიოთერაპიით. განსხვავებები ანემიის განვითარების სიხშირეებს შორის მოხსენებული არ იყო. მოხსენებული იყო მაბტერას ინფუზიიდან ოთხი კვირის შემდეგ განვითარებული მოგვიანებითი ნეიტროპენიის რამდენიმე შემთხვევა.
მაბტერას ვალდენსტრომის მაკროგლობულინემიით დაავადებულ პაციენტების კვლევებში, მკურნალობის დაწყების შემდეგ აღინიშნა შრატის IgM დონეების გარდამავალი მომატება, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლის წებოვნების გაზრდით და მასთან დაკავშირებული სიმპტომებით. IgM-ს გარდამავალი მომატება ჩვეულებრივ, 4 თვის განმავლობაში, მინიმუმ, კვლევის საწყისი ეტაპის დონეს უბრუნდებოდა.
გვერდით მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
კლინიკურ კვლევებში მაბტერას მონოთერაპიით გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციები მოხსენებული იყო პაციენტების 18.8%-ში; ამასთანავე ყველაზე ხშირად მოხსენებული იყო ჰიპოტენზია და ჰიპერტენზია. მოხსენებული იყო ასევე ინფუზიის განმავლობაში განვითარებული მე-3 ან მე-4 ხარისხის არითმია (მათ შორის პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია) და სტენოკარდია. შემნარჩუნებელი მკურნალობის დროს, 3/4-ე ხარისხის გულისმხრივი დარღვევების სიხშირე მაბტერათი მკურნალობის და ობსერვაციული კვლევის დროს ერთმანეთის ანალოგიური იყო. გულისმხრივი მოვლენები (მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, მიოკარდიუმის იშემია) მოხსენებული იყო, როგორც სერიოზული გვერდითი მოვლენები პაციენტთა 3%-ში მაბტერათი მკურნალობის დროს, შედარებით 1%-თან ობსერვაციული კვლევაში. მაბტერას ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში შესაფასებელ კვლევებში, მე-3 და მე-4 ხარისხის არითმიების (უპირატესად სუპრავენტრიკულური არითმიები, მაგ. ტაქიკარდია და წინაგულების/თრთოლვა/ფიბრილაცია) სიხშირე უფრო მაღალი იყო კომბინირებულ RCHOP ჯგუფში (14 პაციენტი, 6.9%), მხოლოდ ქიმიოთერაპიის CHOP ჯგუფთან (3 პაციენტი, 1.5%) შედარებით. ამ არითმიებიდან ყველა განვითარდა მაბტერას ინფუზიის დროს, ან უკავშირდებოდა წინამორბედ მდგომარეობებს, კერძოდ, ტემპერატურის მომატებას, ინფექციას, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს, ან წინამორბედ რესპირატორულ ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებას. მაბტერას კომბინირებულ (RCHOP) და მხოლოდ ქიმიოთერაპიულ (CHOP) ჯგუფებს შორის განსხვავება აღინიშნა მე-3 და მე-4 ხარისხის სხვა გულისმხრივი მოვლენების სიხშირეში, როგორიცაა გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის დაავადებები და კორონარული არტერიის დაავადების გამოვლინებები.
რესპირატორული სისტემა
მოხსენებული იყო ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, ზოგიერთი - ლეტალური შედეგით.
ნევროლოგიური დარღვევები
მკურნალობის პერიოდში (ინდუქციური მკურნალობის ფაზა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მოიცავდა RCHOP-ის რვა ციკლს), მკურნალობის პირველი ციკლის დროს RCHOP მკურნალობაზე მყოფ კარდიოვასკულური რიკ-ფაქტორების მქონე ოთხ პაციენტს (2 %) თრომბოემბოლიური ხასიათის სისხლის მიმოქცევის მოშლა განუვითარდა. სხვა თრომბოემბოლიური მოვლენების განვითარების სიხშირეებში სამკურნალო ჯგუფებს შორის განსხვავება არ იყო. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ქიმიოთერაპიის (CHOP) ჯგუფში სამ პაციენტს (1.5%) ჰქონდა სისხლის მიმოქცევის მოშლა, და სამივე მოვლენა უწყვეტი მეთვალყურეობის პერიოდში განვითარდა.
მოხსენებული იყო შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის (PRES) / შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომის (RPLS) შემთხვევები. ნიშნები და სიმპტომები იყო მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვა და ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული ჰიპერტენზიით, ან მის გარეშე. PRES/RPLS დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს თავის ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდებით. მოხსენებულ შემთხვევებში აღნიშნული იყო PRES/RPLS-ის ცნობილი რისკ-ფაქტორები, მათ შორის პაციენტების ფონური დაავადება, ჰიპერტენზია, მკურნალობა იმუნოდეპრესანტებით ან ქიმიოთერაპია.
გასტროინტესტინური დარღვევები
მაბტერათი მკურნალობის კურსზე მყოფ არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებში აღნიშნა გასტროინტესტინური პერფორაციის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სიკვდილით დამთავრდა. ამ შემთხვევათა უმრავლესობაში მაბტერა კეთდებოდა ქიმიოთერაპიასთან ერთად.
IgG-ს მაჩვენებლები
მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის შესაფასებელ კლინიკურ კვლევებში რეციდიული/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომის დროს, IgG-ის მედიანური მაჩვენებლები ინდუქციური მკურნალობის შემდეგ იყო ნორმის ქვედა ზღვარზე (LLN) დაბალი (< 7 გ/ლ) როგორც ობსერვაციის, ისე მაბტერას ჯგუფებში. ობსერვაციულ ჯგუფში IgG-ის მაჩვენებელი შემდეგ გაიზარდა და ასცდა ნორმის ქვედა ზღვარს, მაგრამ მაბტერას ჯგუფში დარჩა ძველ მაჩვენებელზე. პაციენტების პროპორცია, რომელთაც IgG-ის მაჩვენებლები ჰქონდათ ნორმის ქვედა ზღვარზე ნაკლები, მაბტერას ჯგუფში იყო დაახლოებით 60% მკურნალობის ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო ობსერვაციულ ჯგუფში ის შემცირდა (36% 2 წლის შემდეგ).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ზოგიერთი ლეტალური გამოსავლით, მოხსენებული იყო ძალზე იშვიათდ.
პაციენტთა ქვეპოპულაციები მაბტერა მონოთერაპიით
ხანდაზმულები ( 65 წელი):
როგორც ყველა ხარისხის, ისე 3/4 ხარისხის წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე ხანდაზმულ პაციენტებში იყო ისეთივე, როგორც შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში (<65 წელი).
გენერალიზებული ლიმფადენოპათია:
3/4 ხარისხის წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე გენერალიზებული ლიმფადენოპათიის მქონე პაციენტებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე პაციენტებში გენერალიზებული ლიმფადენოპათიის გარეშე (25.6 % შედარებით 15.4 %-თან). ნებისმიერი ხარისხის წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირე ორივე ზემოაღნიშნულ ჯგუფში ერთნაირი იყო.
მკურნალობის განახლება:
მაბტერას შემდგომი კურსებით მკურნალობის განახლებისას პაციენტების პროცენტი, რომელიც აღნიშნავდა წამლის გვერდითი რეაქციებს, იყო ისეთივე, როგორც პაციენტების პროცენტი, რომელიც აღნიშნავდა წამლის გვერდითი რეაქციებს საწყისი მკურნალობის დროს (ნებისმიერი ხარისხის და 3/4 ხარისხის წამლის გვერდითი რეაქციები).
საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ. ეს იძლევა პრეპარატის რისკის და სარგებლის წონასწორობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენა მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით.
- 9 დოზის გადაჭარბება
ადამიანებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის დამტკიცებულ დოზაზე უფრო მაღალი დოზით მკურნალობის გამოცდილება არასაკმარისია. დღემდე მაბტერას ადამიანებში ტესტირებული უმაღლესი ინტრავენური დოზა არის 5000 მგ (2250 მგ/მ2), რომლის ტესტირება ჩატარდა დოზის ესკალაციის კვლევაში ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტებში. უსაფრთხოების დამატებითი ინფორმაცია იდენტიფიცირებული არ ყოფილა.
გადაჭარბებული დოზის მიღებისას პაციენტებს დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ ინტრავენური ინფუზია და ჩაუტარდეთ მკაცრი მონიტორინგი.
სამ პაციენტს მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის კვლევაში SABRINA (BO22334) დაუდევრობის გამო კანქვეშა სამკურნალო ფორმა გადაუსხეს ინტრავენურად რიტუქსიმაბის მაქსიმალური დოზით 2780 მგ, რასაც უარყოფითი რეაქცია არ მოჰყოლია.
გადაჭარბებული დოზის მიღებისას ან სამედიცინო შეცდომის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მოხსენებული იყო მაბტერას დოზის გადაჭარბების ხუთი შემთხვევა. სამ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები მოხსენებული არ იყო. ორი მოხსენებული გვერდით მოვლენა იყო: გრიპის მაგვარი სიმპტომები (რიტუქსიმაბის დოზა - 1.8 გ) და სუნთქვის უკმარისობა ლეტალური გამოსავლით (რიტუქსიმაბის დოზა - 2 გ).
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
- 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლასტიური აგენტები, მონოკლონური ანტისხეულები, ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ATC) კოდი: L01FA01
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა შეიცავს ადამიანის რეკომბინანტ ჰიალურონიდაზას (rHuPH20) - ფერმენტს, რომელიც გამოიყენება ერთდროულად შეყვანილი ნივთიერებების დისპერსიის და შეწოვის გაუმჯობესების მიზნით კანქვეშა ინექციის დროს.
რიტუქსიმაბი სპეციფიურად უერთდება ტრანსმემბრანულ ანტიგენს, CD20, არაგლიკოზირებულ ფოსფოპროტეინს, რომელიც გვხვდება პრეB და მომწიფებულ B ლიმფოციტებში. ამ ანტიგენის ექსპრესია ხდება ყველა B უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომის 95 %-ზე.
CD20 აღმოჩენილია როგორც ნორმალურ, ისე ავთვისებიან B უჯრედებზე, მაგრამ არა სისხლმბად ღეროვან უჯრედებზე, პროB უჯრედებზე, პლაზმის ნორმალურ უჯრედებზე და სხვა ნორმალურ ქსოვილებზე. არ ხდება ამ ანტიგენის შეთვისება ანტისხეულთან შეკავშირებისას და არ ხდება მისი შედინგი/გამოყოფა უჯრედის ზედაპირიდან. CD20 არ ცირკულირებს პლაზმაში, როგორც თავისუფალი ანტიგენი და ამდენად, არ იბრძვის ანტისხეულების შებოჭვისთვის.
რიტუქსიმაბის Fab დომენი ბოჭავს CD20 ანტიგენს B ლიმფოციტებზე და Fc დომენს შეუძლია იმუნური ეფექტორების ფუნქციების ამოქმედება, რაც განაპირობებს B უჯრედების ლიზისს. ეფექტორებით გაშუალებული უჯრედების ლიზისის შესაძლო მექანიზმები მოიცავს კომპლემენტზე დამოკიდებულ ციტოტოქსიკურობას (CDC), რომელიც გამოწვეულია C1q შეკავშირებით, და ანტისხეულ-დამოკიდებული უჯრედებით განპირობებულ ციტოტოქსიკურობას (ADCC), გაშუალებულს გრანულოციტების, მაკროფაგების და ბუნებრივი კილერი (NK) უჯრედების ზედაპირზე განლაგებული ერთი ან მეტი Fc- რეცეპტორით. გარდა ამისა, რიტუქსიმაბის მიერთება CD 20 ანტიგენთან B ლიმფოციტებზე, იწვევს უჯრედების სიკვდილს აპოპტოზის გზით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პერიფერიული B უჯრედების რაოდენობა შემცირდა ნორმალურ მაჩვენებელზე დაბლა მაბტერას პირველი დოზის დასრულების შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების გამო, B უჯრედების აღდგენა დაიწყო მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში და ზოგადად, დაუბრუნდა ნორმალურ დონეს თერაპიის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში; თუმცა ზოგიერთ პაციენტში ამას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს (აღდგენის მედიანური დრო შეადგენს 23 თვემდე ინდუქციური თერაპიის შემდეგ). რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში პერიფერიულ სისხლში B უჯრედების რაოდენობის დაუყოვნებელი დაქვეითება აღინიშნა 1000 მგ მაბტერას ორი ინფუზიის შემდეგ, რომლებიც 14-დღიანი ინტერვალით ჩატარდა. პერიფერიული სისხლის B უჯრედების რაოდენობა იწყებს მატებას 24-ე კვირიდან და პაციენტების უმრავლესობაში რეპოპულაციის მტკიცებულება შეინიშნება მე-40 კვირამდე, იმის მიუხედავად, თუ როგორ იქნა შეყვანილი მაბტერა - მონოთერაპიის სახით, თუ მეთოტრექსატთან ერთად.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობის კლინიკური გამოცდილება მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით
არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობის კლინიკური გამოცდილება მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით, ემყარება III ფაზის მონაცემებს კლინიკური კვლევიდან (SABRINA BO22334) ფოლიკულური ლიმფომის (ფლ) მქონე პაციენტებში, და Ib ფაზის დოზის დადგენის/დოზის დადასტურების კვლევიდან (SparkThera BP22333) ფლ-ის მქონე პაციენტებში. კვლევის BP22333 შედეგები წარმოდგენილია ქვეთავში 5.2.
კვლევა BO22334 (SABRINA)
ორეტაპიანი, III ფაზის, საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებული, ღია კვლევა ჩატარდა პაციენტებში ადრე არანამკურნალევი ფოლიკულური ლიმფომით, რათა გამოეკვლიათ CHOP ან CVP-სთან კომბინირებული მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის ფარმაკოლოგიური პროფილის არანაკლები ეფექტურობა, ეფექტიანობა და უსაფრთხოება, შედარებით CHOP ან CVP-სთან კომბინირებული მაბტერას ინტრავენურ სამკურნალო ფორმის იგივე პარამეტრებთან.
პირველი ეტაპის ამოცანა იყო დაედგინათ რიტუქსიმაბის კანქვეშა დოზა, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის ნარჩენი კონცენტრაცია პლაზმაში (Ctrough), იყო იგივე რაც მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი მიიღებოდა ინდუქციური მკურნალობის სახით 3 კვირაში ერთხელ (იხ. ქვეთავი 5.2). 1-ლ ეტაპში ჩართულები იყვნენ ადრე არანამკურნალევი პაციენტები (n=127) CD20დადებითი, I, II ან IIIა ხარისხის ფოლიკულური ლიმფომით (ფლ).
მე-2 ეტაპის ამოცანა იყო კანქვეშა რიტუქსიმაბის ეფექტიანობის და უსაფრთხოების დამატებითი მონაცემების მიღება, შედარებით ინტრავენურ რიტუქსიმაბთან, 1-ლ ეტაპზე დადგენილი 1400 მგ კანქვეშა დოზის გამოყენებით. მე–2 ეტაპში ჩართულები იყვნენ ადრე არანამკურნალევი პაციენტები (n=283) CD20დადებითი, I, II ან IIIა ხარისხის ფოლიკულური ლიმფომით.
კვლევის ზოგადი დიზაინი ორივე ეტაპზე იდენტური იყო, ხოლო პაციენტები რანდომიზებულები იყვნენ შემდეგ ორ სამკურნალო ჯგუფში:
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა (n= 205): პირველი ციკლი მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით, პლუს 7 ციკლი მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა კომბინირებული CHOP ან CVP ქიმიოთერაპიის მაქსიმუმ 8 ციკლთან, 3 კვირაში ერთხელ.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა გამოყენებული იყო სტანდარტული დოზით 375 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა გამოიყენებოდა 1400 მგ ფიქსირებული დოზით.
პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ სულ მცირე, ნაწილობრივი პასუხი, გადაიყვანეს მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით შემნარჩუნებელ მკურნალობაზე 8 კვირაში ერთხელ, 24 თვის განმავლობაში.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა (n= 205): მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმის 8 ციკლი, კომბინირებული CHOP ან CVP ქიმიოთერაპიის მაქსიმუმ 8 ციკლთან 3 კვირაში ერთხელ.
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა გამოყენებული იყო სტანდარტული დოზით 375 მგ/მ2.
პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ სულ მცირე, ნაწილობრივი პასუხი, გადაიყვანეს მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით შემნარჩუნებელ მკურნალობაზე 8 კვირაში ერთხელ, 24 თვის განმავლობაში.
ეფექტიანობის ძირითადი შედეგები 410 პაციენტის გაერთიანებული ანალიზისთვის კვლევის SABRINA 1-ლ და მე-2 ეტაპზე, ნაჩვენებია ცხრილში 2.
ცხრილი 2 ეფექტიანობის შედეგები კვლევისთვის SABRINA (BO22334) (ყველა რანდომიზებული პაციენტის პოპულაცია)
გაერთიანებული ეტაპები 1 და 2
რაოდენობა = 410
რიტუქსიმაბის ინტრავენური სამკურნალო ფორმა
რაოდენობა = 205
რიტუქსიმაბის კანქვეშა სამკურნალო ფორმა
რაოდენობა = 205
ORR a
წერტილოვანი შეფასება
- 9% (n = 174)
- 4% (n = 173)
95% CI
[79.2%, 89.5%]
[78.7%, 89.1%]
CRR
წერტილოვანი შეფასება
- 7% (n = 65)
- 2% (n = 66)
95% CI
[25.4%, 38.6%]
[25.9%, 39.1%]
PFSb
თანაფარდობა PFS მოვლენასთან
- 6% (n = 71 )
- 7% ( n = 65)
რისკების შეფარდება (95% CI)
- 90 [0.64%, 1.26%]
ORR – პასუხის საერთო სიხშირე
CRR – სრული პასუხის სიხშირე
PFS – გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე (თანაფარდობა მოვლენასთან, დაავადების პროგრესირებასთან/რეციდივთან ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილთან)
a – ინდუქციური მკურნალობის ბოლოს
b – საბოლოო ანალიზის დროს (მედიანური უწყვეტი მეთვალყურეობა - 58 თვე)
საძიებო ანალიზებით გამოვლენილი პასუხის მაჩვენებლები სხეულის ზედაპირის ფართობის, ქიმიოთერაპიის და სქესის მიხედვით შედგენილ ქვეჯგუფებს შორის, რანდომიზებული პოპულაციისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.
იმუნოგენობა
მონაცემები მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის შემუშავების პროგრამიდან მიუთითებს, რომ რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების ფორმირება კანქვეშ შეყვანის შემდეგ ისეთივეა, როგორც ინტრავენური შეყვანის შემდეგ. კვლევაში SABRINA (BO22334) რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების მკურნალობის შედეგად წარმოქმნილი/მომატებული რაოდენობა იყო დაბალი და ერთნაირი ინტრავენურ და კანქვეშა ჯგუფებში (შესაბამისად, 1.9% და 2%). ადამიანის რეკომბინანტი ჰიალურონიდაზას (rHuPH20) საწინააღმდეგო ანტისხეულების მკურნალობის შედეგად წარმოქმნილი/მომატებული რაოდენობა ინტრავენურ ჯგუფში იყო 8%, ხოლო კანქვეშა ჯგუფში - 15%, და rHuPH20 საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დადებითი ტესტის მქონე არც ერთ პაციენტს, არ ჰქონდა დადებითი ტესტი გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე.
rHuPH20-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების მქონე პაციენტების მთლიანი პროპორცია უწყვეტი მეთვალყურეობის პერიოდში ორივე კოჰორტაში ზოგადად მუდმივი იყო. რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების ან rHuPH20-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების განვითარების კლინიკური მნიშვნელობა მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმით მკურნალობის დროს, უცნობია.
რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების ან rHuPH20-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას უსაფრთხოებაზე ან ეფექტიანობაზე თვალსაჩინო გავლენა არ ჰქონია.
მაბტერას საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არაჰოჯკინის ლიმფომის დროს
ფოლიკულური ლიმფომა
საწყისი მკურნალობა ქიმიოთერაპიასთან ერთად
ღია რანდომიზებულ კვლევაში ფოლიკულური ლიმფომის მქონე სულ 322 ადრე არანამკურნალევი პაციენტი იყო რანდომიზებული იმისათვის, რომ მიეღო ან CVP ქიმიოთერაპია (ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2, ვინკრისტინი 1.4 მგ/მ2 მაქსიმუმ 2 მგ-მდე 1-ლ დღეს, და პრედნიზოლონი 40 მგ/მ2/დღეში 1-დან მე5 დღემდე) 3 კვირაში ერთხელ 8 ციკლის განმავლობაში, ან მაბტერა 375 მგ/მ2 CVP-სთან ერთად (RCVP). მაბტერას შეყვანა ხდებოდა თითოეული სამკურნალო ციკლის 1-ლ დღეს. მკურნალობა ჩაუტარდა სულ 321 პაციენტს (162 RCVP, 159 CVP) და გაანალიზებული იქნა მათი შედეგები. პაციენტებზე უწყვეტი მეთვალყურეობის მედიანური პერიოდი იყო 53 თვე. RCVP-ს ჰქონდა მნიშვნელოვანი უპირატესობა CVP-სთან შედარებით პირველადი ენდპოინტისთვის, დრო მკურნალობის არაეფექტურობამდე (27 თვე შედარებით 6.6 თვესთან, p < 0.0001, ლოგარითმული რანგის ტესტი). პაციენტების პროპორცია სიმსივნის პასუხით (სრული პასუხი CR, CRu, ნაწილობრივი პასუხი PR) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო (p< 0.0001 ხი-კვადრატის კრიტერიუმი) RCVP ჯგუფში (80.9 %) CVP ჯგუფთან შედარებით (57.2 %). RCVP მკურნალობამ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა დრო დაავადების პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე, შედარებით CVP მკურნალობასთან, და შეადგინა შესაბამისად, 33.6 თვე და 14.7 თვე (p < 0.0001, ლოგ-რანგის ტესტი). პასუხის მედიანური ხანგრძლიობა იყო 37.7 თვე RCVP ჯგუფში და 13.5 თვე CVP ჯგუფში (p < 0.0001, ლოგ-რანგის ტესტი).
სამკურნალო ჯგუფებს შორის განსხვავებამ ზოგადი გადარჩენადობის მიხედვით გამოავლინა მნიშვნელოვანი კლინიკური სხვაობა (p=0.029, ცენტრის მიხედვით სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტი): გადარჩენის მაჩვენებლები 53-ე თვეზე RCVP ჯგუფში იყო 80.9 %, ხოლო CVP ჯგუფში - 71.1 %.
სამი სხვა რანდომიზებული კვლევის შედეგებმა, რომლებშიც გამოყენებული იყო მაბტერა CVP-სგან განსხვავებულ ქიმიოთერაპიულ რეჟიმთან ერთად (CHOP, მეტოქსანთონი, ქლორამბუცილი და პრედნიზოლონი - MCP, ციკლოფოსფამიდი, ადრიამიცინი, ეტოპოზიდი და პრედნიზოლონი - CHVP/ინტერფერონიα) ასევე გამოავლინა პასუხის მაჩვენებლების, დროზე დამოკიდებული პარამეტრების და ზოგადი გადარჩენადობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ოთხივე კვლევის ძირითადი შედეგები შეჯამებულია ცხრილში 3.
ცხრილი 3 ძირითადი შედეგების შეჯამება III ფაზის ოთხი რანდომიზებული კვლევიდან, რომლებიც აფასებდნენ მაბტერას სარგებელს ფოლიკულური ლიმფომით დაავადებულ სხვადასხვა ქიმიოთერაპიული რეჟიმით ნამკურნალევ პაციენტებში
კვლევა
მკურნალობა,
N
მედიანური FU,
თვე
ORR, %
CR, %
მედიანური TTF/PFS/ EFS თვე
OS მაჩვენებლები, %
M39021
CVP, 159
RCVP, 162
53
57
81
10
41
მედიანური TTP:
- 7
- 6
P<0.0001
53თვე
- 1
- 9
p=0.029
GLSG’00
CHOP, 205 RCHOP, 223
18
90 96
17 20
მედიანური TTF: 2.6 წელი
არ არის მიღწეული p < 0.001
18 თვე
90 95 p = 0.016
OSHO39
MCP, 96 RMCP, 105
47
75 92
25 50
მედიანური PFS: 28.8
არ არის მიღწეული p < 0.0001
48 თვე
74 87 p = 0.0096
FL2000
CHVPIFN, 183 RCHVPIFN, 175
42
85 94
49 76
მედიანური PFS: 36 არ არის მიღწეული
p < 0.0001
42 თვე
84 91 p = 0.029
EFS – გადარჩენადობა მოვლენის გარეშე
TTP – დრო დაავადების პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე PFS – გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე TTF – დრო მკურნალობის არაეფექტურობამდე OS rates – გადარჩენადობის მაჩვენებლები ანალიზის დროს
შემნარჩუნებელი მკურნალობა
ადრე არანამკურნალევი ფოლიკულური ლიმფომა
პროსპექტულ, ღია, საერთაშორისო, მულტიცენტრულ, III ფაზის კვლევაში ჩართულ ადრე არანამკურნალევ, შორს წასული ფოლიკულური ლიმფომით დაავადებულ 1193 პაციენტს ჩაუტარდა ინდუქციური თერაპია R CHOP (n=881), R CVP(n=268) ან R FCM (n=44) რეჟიმით, მკვლევრის არჩევანის მიხედვით. სულ 1078 პაციენტს ჰქონდა პასუხი ინდუქციურ თერაპიაზე, მათგან 1018 რანდომიზირებული იყო მაბტერას შემნარჩუნებელი თერაპიის (n=505) ან ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფში (n=513). მკურნალობის ორი ჯგუფი კარგად იყო დაბალანსებული საწყის მახასიათებლების და დაავადების სტატუსის მიხედვით. მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობა მოიცავდა მაბტერას ერთჯერადი ინფუზიას 375 მგ/მ2 დოზით სხეულის ზედაპირის ფართობზე, 2 თვეში ერთხელ, დაავადების პროგრესირებამდე ან მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში.
წინასწარ განსაზღვრული პირველადი ანალიზი ჩატარდა მედიანური ობსერვაციის დროს - რანდომიზაციიდან 25 თვის შემდეგ; მაბტერათი შემნარჩუნებელი თერაპიის შედეგად აღინიშნა მკვლევრის მიერ შეფასებული პროგრესირების გარეშე გადარჩენადობის პირველადი ენდპოინტის კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება, ობსერვაციის ჯგუფის ფოლიკულური ლიმფომის მქონე ადრე არანამკურნალევ პაციენტებთან შედარებით (ცხრილი 4).
მაბტერათი შემნარჩუნებელი თერაპიის მნიშვნელოვანი სარგებელი ასევე აღინიშნა შემდეგი პარამეტრებისთვის: მეორადი ენდპოინტებისთვის - მოვლენის გარეშე გადარჩენადობა (EFS), დრო ლიმფომის საწინააღმდეგო მომდევნო მკურნალობამდე (TNLT), დრო მომდევნო ქიმიოთერაპიამდე (TNCT) და პასუხის საერთო სიხშირე (ORR) პირველად ანალიზში (ცხრილი 4).
მონაცემებმა კვლევის პაციენტების გაფართოებული უწყვეტი მეთვალყურეობიდან (მედიანური უწყვეტი მეთვალყურეობა - 9 წელი) დაადასტურა მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის გრძელვადიანი სარგებლიანობა შემდეგი პარამეტრების თვალსაზრისით: PFS, EFS, TNLT და TNCT (ცხრილი 4).
ცხრილი 4 მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის ეფექტიანობის შედეგების მიმოხილვა ობსერვაციის ჯგუფთან შედარებით პროტოკოლით განსაზღვრული პირველადი ანალიზით და 9 წლიანი მედიანური უწყვეტი მეთვალყურეობის შემდეგ (საბოლოო ანალიზი)
პირველადი ანალიზი (მედიანური FU: 25 თვე)
საბოლოო ანალიზი (მედიანური FU: 9.0 წელი)
ობსერვაცია N=513
მაბტერა N=505
ობსერვაცია N=513
მაბტერა N=505
პირველადი ეფექტიანობა
გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე (მედიანური)
NR
NR
- 06 წელი
- 49 წელი
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
<0.0001
<0.0001
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 50 (0.39, 0.64)
50%
- 61 (0.52, 0.73)
39%
მეორადი ეფექტიანობა
ზოგადი გადარჩენადობა (მედიანური)
NR
NR
NR
NR
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
- 7246
- 7948
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 89 (0.45, 1.74)
11%
- 04 (0.77, 1.40)
- 6%
გადარჩენადობა მოვლენის გარეშე (მედიანური)
38 თვე
NR
- 04 წელი
- 25 წელი
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
<0.0001
<0.0001
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 54 (0.43, 0.69)
46%
- 64 (0.54, 0.76)
36%
TNLT (მედიანური)
NR
NR
- 11 წელი
NR
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
- 0003
<0.0001
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 61 (0.46, 0.80)
39%
- 66 (0.55, 0.78)
34%
TNCT (მედიანური)
NR
NR
- 32 წელი
NR
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
- 0011
- 0004
რისკის კოეფიციენტი (95% CI)
რისკის შემცირება
- 60 (0.44, 0.82)
40%
- 71 (0.59, 0.86)
39%
პასუხის საერთო სიხშირე*
55%
74%
61%
79%
ხი-კვადრატის კრიტერიუმის p-მნიშვნელობა
<0.0001
<0.0001
შანსების კოეფიციენტი (95% CI)
- 33 (1.73, 3.15)
- 43 (1.84, 3.22)
სრული პასუხის (CR/CRu) მაჩვენებელი*
48%
67%
53%
67%
ხი-კვადრატის კრიტერიუმის p-მნიშვნელობა
<0.0001
<0.0001
შანსების კოეფიციენტი (95% CI)
- 21 (1.65, 2.94)
- 34 (1.80, 3.03)
- შემნარჩუნებელი თერაპიის/ობსერვაციის ბოლოს; საბოლოო ანალიზის შედეგები 73-თვიანი მედიანური ანალიზის საფუძველზე.
FU: უწყვეტი მეთვალყურეობა; NR: არ არის მიღწეული მონაცემთა რეგისტრაციის დამთავრების თარიღის დროს; TNCT: დრო მომდევნო ქიმიოთერაპიამდე; TNLT: დრო ლიმფომის საწინააღმდეგო მომდევნო მკურნალობამდე.
ინდუქციურ მკურნალობაზე პასუხის ხარისხის მიუხედავად (CR/CRu ან PR), მაბტერათი შემნარჩუნებელ მკურნალობას ჰქონდა მყარი სარგებელი ყველა წინასწარ განსაზღვრულ ტესტირებულ ქვეჯგუფში, როგორიცაა: სქესი (მამრობითი, მდედრობითი), ასაკი (< 60 წელი, >= 60 წელი), FLIPI მაჩვენებელი (<=1, 2 ან >= 3), ინდუქციური თერაპია (RCHOP, RCVP ან RFCM). შემნარჩუნებელი მკურნალობის სარგებლიანობის საძიებო ანალიზებმა უჩვენა ნაკლებად გამოხატული ეფექტი ხანდაზმულ პაციენტებში (70 წელზე მეტი ასაკის), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნიმუშის ზომები იყო მცირე.
მორეციდივე/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომა
პროსპექტულ, ღია, საერთაშორისო, მულტიცენტრულ, III ფაზის კვლევაში, 465 პაციენტი მორეციდივე/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომით რანდომიზირებული იყო პირველ საფეხურზე ინდუქციური თერაპიისთვის ან CHOP-ით (ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი, პრედნიზოლონი; n=231) ან მაბტერა პლუს CHOP-ის კურსით (R CHOP, n=234). ორი სამკურნალო ჯგუფი კარგად იყო დაბალანსებული საწყისი მახასიათებლების და დაავადების სტატუსის მიხედვით. სულ 334 პაციენტი, რომლებმაც მიაღწიეს სრულ ან ნაწილობრივ რემისიას ინდუქციური თერაპიის შემდეგ, რანდომიზებული იქნა მეორე საფეხურზე მაბტერას შემნარჩუნებელი თერაპიის (n=167) ან ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფში (n=167). მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობა მოიცავდა მაბტერას ერთჯერად ინფუზიას 375 მგ/მ2 დოზით სხეულის ზედაპირის ფართობზე, 3 თვეში ერთხელ, დაავადების პროგრესირებამდე ან მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში.
საბოლოო ეფექტიანობის ანალიზი მოიცავდა ყველა პაციენტს, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ კვლევის ორივე ნაწილში. ინდუქციის ფაზაში რანდომიზებულ პაციენტებზე 31-თვიანი დაკვირვების მედიანური პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ R CHOP მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რეციდივული/რეფრაქტერული ფოლიკულური ლიმფომის მქონე პაციენტების შედეგებს CHOP-თან შედარებით (იხ. ცხრილი 5).
ცხრილი 5 ინდუქციური ფაზა: CHOP რეჟიმის ეფექტიანობის შედეგების მიმოხილვა R CHOP რეჟიმთან შედარებით (დაკვირვების მედიანური დრო - 31 თვე)
CHOP
RCHOP
p-მნიშვნელობა
რისკის შემცირება1)
პირველადი ეფექტიანობა
ORR2)
74%
87 %
- 0003
Na
CR2)
16 %
29 %
- 0005
Na
PR2)
58 %
58 %
- 9449
Na
- შეფასებები გამოთვლილი იყო რისკის კოეფიციენტების მიხედვით
- სიმსივნის ბოლო პასუხი, შეფასებული მკვლევრის მიერ. „პირველადი“ სტატისტიკური ტესტი „პასუხისთვის“ იყო CR-ის ტრენდული ტესტი შედარებით PR-თან და შედარებით პასუხის არარსებობასთან (p < 0.0001)
აბრევიატურები NA, არ შეესაბამება; ORR: პასუხის საერთო სიხშირე; CR: სრული პასუხი ; PR: ნაწილობრივი პასუხი
კვლევის შემნარჩუნებელ ფაზაში რანდომიზებული პაციენტებისთვის მედიანური დაკვირვების დრო იყო 28 თვე შემნარჩუნებელ მკურნალობაზე რამდომიზაციიდან. მაბტერას შემნარჩუნებელმა მკურნალობამ გამოიწვია პირველადი ენდპოინტის, PFS-ის (დრო შემნარჩუნებელი რანდომიზაციიდან რეციდივამდე, დაავადების პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე) კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება მხოლოდ ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფთან შედარებით (p<0.0001 ლოგ-რანგის ტესტი). მედიანური PFS იყო 42.2 თვე მაბტერას შემანარჩუნებელ ჯგუფში, ხოლო 14.3თვე - ობსრვაციულ/დაკვირვების ჯგუფში. კოქსის რეგრესიის ანალიზის გამოყენებით, პროგრესირებადი დაავადების ან სიკვდილის რისკი შემცირებული იყო 61 %-ით მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის ჯგუფში ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფთან შედარებით (95 % CI; 45 %72 %). კაპლან მაიერის შეფასებით, პროგრესირების გარეშე მაჩვენებლები მე-12 თვეზე იყო 78% მაბტერას შემანარჩუნებელ ჯგუფში და 57% - დაკვირვების ჯგუფში. საერთო გადარჩენადობის ანალიზმა დაადასტურა მაბტერას შემანარჩუნებელი კურსის მნიშვნელოვანი სარგებელი ობსერვაციული/დაკვირვების ჯგუფიდან მიღებულ მონაცემებთან შედარებით (p=0.0039 ლოგ-რანგის ტესტი). მაბტერას შემნარჩუნებელმა მკურნალობამ სიკვდილის რისკი შეამცირა 56%-ით (95% CI; 22% - 75%).
ცხრილი 6 შემნარჩუნებელი ფაზა: მაბტერას ეფექტიანობის შედეგების მიმოხილვა ობსერვაციულ/დაკვირვების ჯგუფთან შედარებით (მედიანური დაკვირვების დრო - 28 თვე)
ეფექტიანობის პარამეტრი
მოვლენამდე მედიანური დროის გამოთვლა კაპლან-მეიერის მეთოდით (თვე)
რისკის შემცირება
ობსერვაცია
(N = 167)
მაბტერა
(N = 167)
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა
გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე (PFS)
- 3
- 2
< 0.0001
61 %
ზოგადი გადარჩენადობა
NR
NR
- 0039
56 %
დრო ლიმფომის ახალ მკურნალობამდე
- 1
- 8
<0.0001
50 %
გადარჩენადობა დაავადების გარეშეa
- 5
- 7
- 0003
67 %
ქვეჯგუფების ანალიზი
PFS
CHOP
RCHOP
CR
PR
OS
CHOP
RCHOP
- 6
- 1
- 3
- 3
NR
NR
- 5
- 9
- 8
- 8
NR
NR
< 0.0001
- 0071
- 0008
< 0.0001
- 0348
- 0482
71 %
46 %
64 %
54 %
55 %
56 %
NR: არ არის მიღწეული; a: შეესაბამება მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებშიც მიღწეულია სრული პასუხი CR
მაბტერას შემნარჩუნებელი მკურნალობის სარგებლიანობა დადასტურდა ყველა გაანალიზებულ ქვეჯგუფში, ინდუქციის რეჟიმის (CHOP ან R CHOP), ან ინდუქციურ მკურნალობაზე პასუხის ხარისხის (CR ან PR) მიუხედავად (ცხრილი 6). მაბტერათი შემნარჩუნებელმა მკურნალობამ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა მედიანური PFS პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ პასუხი CHOP ინდუქციურ თერაპიაზე (მედიანური PFS 37.5 თვე, შედარებით 11.6 თვესთან, p< 0.0001), ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ პასუხი RCHOP ინდუქციურ თერაპიაზე (მედიანური PFS 51.9 თვე, შედარებით 22.1 თვესთან, p=0.0071). ქვეჯგუფების სიმცირის მიუხედავად, მაბტერათი შემნარჩუნებელმა მკურნალობამ უზრუნველყო მნიშვნელოვანი სარგებლიანობა ზოგადი გადარჩენადობის თვალსაზრისით როგორც CHOP-ზე მოპასუხე, ისე RCHOP-ზე მოპასუხე პაციენტებში; თუმცა, ამ დაკვირვების შედეგის დასადასტურებლად უფრო ხანგრძლივი დინამიკური დაკვირვებაა საჭირო.
დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომა
ღია რანდომიზებულ კვლევაში დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის მქონე სულ 399 ადრე არანამკურნალევ ხანდაზმულ პაციენტს (ასაკი - 60 - 80 წელი) ჩაუტარდა სტანდარტული CHOP ქიმიოთერაპია (ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2, დოქსორუბიცინი 50 მგ/მ2, ვინკრისტინი 1.4 მგ/მ2 მაქსიმუმ 2 მგ-მდე 1-ლ დღეს, და პრედნიზოლონი დღეში 40 მგ/მ2 1-დან მე5 დღემდე) 3 კვირაში ერთხელ 8 ციკლის განმავლობაში, ან მაბტერა 375 მგ/მ2 პლუს CHOP (RCHOP). მაბტერას შეჰყავდათ სამკურნალო ციკლის პირველ დღეს.
ეფექტიანობის საბოლოო ანალიზი მოიცავდა ყველა რანდომიზებულ პაციენტს (197 CHOP, 202 RCHOP), და მისი მედიანური უწყვეტი მეთვალყურეობის პერიოდი დაახლოებით 31 თვე იყო. ორი სამკურნალო ჯგუფი კარგად იყო დაბალანსებული საწყისი მახასიათებლების და დაავადების სტატუსის მიხედვით. საბოლოო ანალიზმა დაადასტურა, რომ RCHOP რეჟიმი უკავშირდებოდა მოვლენის გარეშე გადარჩენადობის კლინიკურად მნიშვნელოვან და სტატისტიკურად სარწმუნო გახანგრძლივებას (პირველადი ეფექტიანობის პარამეტრი; სადაც მოვლენა იყო სიკვდილი, რეციდივი ან ლიმფომის პროგრესირება, ან ლიმფომის საწინააღმდეგო ახალი მკურნალობის დაწყება) (p = 0.0001). მოვლენის გარეშე გადარჩენადობის მედიანური ხანგრძლიობა კაპლან-მეიერის შეფასებით იყო 35 თვე RCHOP ჯგუფში, შედარებით 13 თვესთან CHOP ჯგუფში, რაც რისკის 41 %-იან შემცირებას წარმოადგენს. 24 თვეზე, ზოგადი გადარჩენადობის შეფასებები იყო 68.2 % RCHOP ჯგუფში, შედარებით 57.4 %-თან CHOP ჯგუფში. ზოგადი გადარჩენადობის ხანგრძლიობის შემდგომმა ანალიზმა, რომელიც ჩატარდა 60-თვიანი მედიანური დინამიკური დაკვირვების პერიოდით, დაადასტურა RCHOP რეჟიმის სარგებლიანობა CHOP რეჟიმთან შედარებით (p=0.0071), რაც რისკის 32 %-იან შემცირებას წარმოადგენს.
ყველა მეორადი პარამეტრის ანალიზმა (პასუხის სიხშირეები, გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე, გადარჩენადობა დაავადების გარეშე, პასუხის ხანგრძლიობა) დაადასტურა RCHOP რეჟიმის ეფექტიანობის უპირატესობა CHOP. რეჟიმთან შედარებით. სრული პასუხის სიხშირე 8 ციკლის შემდეგ იყო 76.2 % RCHOP ჯგუფში და 62.4 % - CHOP ჯგუფში (p=0.0028). დაავადების პროგრესირების რისკი შემცირდა 46 %-ით, ხოლო რეციდივის რისკი - 51 %-ით.
პაციენტთა ყველა ქვეჯგუფში (სქესი, ასაკი, ასაკით სტანდარტიზებული საერთაშორისო პროგნოზული ინდექსი/IPI, სტადია ენ არბორის კლასიფიკაციით, ონკოლოგთა აღმოსავლეთის გაერთიანებული ჯგუფი/ECOG, β2 მიკროგლობულინი, ლაქტატდეჰიდროგენაზა, ალბუმინი, B სიმპტომები, გენერალიზებული ლიმფადენოპათია, კვანძგარეშე უბნები, ძვლის ტვინის დაზიანება) მოვლენის გარეშე გადარჩენადობის და ზოგადი გადარჩენადობის რისკის კოედიფიენტები (RCHOP შედარებით CHOP-თან) იყო, შესაბამისად, 0.83-ზე და 0.95-ზე ნაკლები. ასაკით სტანდარტიზებული საერთაშორისო პროგნოზული ინდექსის (IPI) მიხედვით, RCHOP უკავშირდებოდა შედეგის გაუმჯობესებას როგორც მაღალი, ისე დაბალი რისკის პაციენტებში.
კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები:
ადამიანის თაგვის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე hama შეფასებული 67 პაციენტიდან, დადებითი არც ერთი არ იყო. წამლის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე ADA შეფასებული 356 პაციენტიდან დადებით იყო 1.1 % (4 პაციენტი).
პედიატრიული პოპულაცია
ევროპის წამლის სააგენტომ უარი განაცხადა ვალდებულებაზე წარედგინა რიტუქსიმაბის კვლევის შედეგები ფოლიკულური ლიმფომის მქონე პედიატრიული პოპულაციის ყველა სუბპოპულაციიდან. ინფორმაციის მისაღებად პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენების შესახებ იხ. ქვეთავი 4.2.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
აბსორბცია
რიტუქსიმაბის ფარმაკოკინეტიკა მაბტერას კანქვეშა ფორმის 375 მგ/მ2, 625 მგ/მ2 და 800 მგ/მ2 ერთი დოზის შეყვანის შემდეგ, შედარებული იყო ინტრავენური მაბტერას 375 მგ/მ2 დოზასთან ფლ-ს მქონე პაციენტებში. კანქვეშ შეყვანის შემდეგ რიტუქსიმაბის აბსორბცია ხდება ნელა, და ის მაქსიმალურ კონცენტრაციებს შეყვანიდან დაახლოებით 3 დღის შემდეგ აღწევს. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის ანალიზის საფუძველზე შეფასებული აბსოლუტური ბიომისაწვდომობა.იყო 64.6%. რიტუქსიმაბის კონცენტრაცია პლაზმაში დოზის პროპორციულად გაიზარდა 375 მგ/მ2 -დან 800 მგ/მ2 კანქვეშა დოზის ფარგლებში. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, კერძოდ, კლირენსი, განაწილების მოცულობა და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორივე სამკურნალო ფორმის შემთხვევაში ერთნაირი იყო.
კვლევა BP22333 (SparkThera)
ორეტაპიანი Ib ფაზის კვლევა მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის ფარმაკოკინეტიკის, უსაფრთხოების და ამტანობის შესაფასებლად ფლ-ს მქონე პაციენტებში შემნარჩუნებელი მკურნალობის ფარგლებში.
მე-2 სტადიაში მაბტერას კანქვეშა ფორმა 1400 მგ ფიქსირებული დოზით გაკეთდა კანქვეშა ინექციის სახით შემნარჩუნებელი მკურნალობის დროს, მაბტერას ინტრავენური ფორმის მინიმუმ ერთი ციკლის შემდეგ FL-ით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ პასუხი მაბტერას ინტრავენურ ფორმაზე ინდუქციური მკურნალობის პერიოდში.
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის და ინტრავენური სამკურნალო ფორმის პროგნოზირებული მედიანური Cmax მონაცემების შედარება შეჯამებულია ცხრილში 7.
ცხრილი 7: კვლევა BP22333 (SparkThera): აბსორბცია კანქვეშა მაბტერას და ინტრავენური მაბტერას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შედარება
მაბტერა კანქვეშა
მაბტერა ინტრავენური
პროგნოზირებული მედიანური Cmax (q2m) µg/მლ
201
209
პროგნოზირებული მედიანური Cmax (q3m) µg/მლ
189
184
მედიანური Tmax მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმის შემთხვევაში იყო დაახლოებით 3 დღე, შედარებით Tmax-თან, რომელიც აღინიშნა ინტრავენური სამკურნალო ფორმის ინფუზიის დასრულებისას ან დასრულების მოახლოებისას.
კვლევა BO22334 (SABRINA)
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა 1400 მგ ფიქსირებული დოზა 3-კვირიანი ინტერვალებით 6 ციკლის განმავლობაში კეთდებოდა კანქვეშ ინდუქციურ პერიოდში მას შემდეგ, რაც მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმით პირველი ციკლი ჩაუტარდათ ფლ-ის მქონე ადრე არანამკურნალევ პაციენტებს ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. რიტუქსიმაბის შრატის Cmax მე-7 ციკლზე ორივე სამკურნალო ჯგუფში ერთნაირი იყო, გეომეტრიული საsშუალო (CV%) მნიშვნელობებით 250.63 (19.01) μg/მლ და 236.82 (29.41) μg/მლ, შესაბამისად ინტრავენური და კანქვეშა სამკურნალო ფორმებისთვის, ხოლო ამის შედეგად გეომეტრიულ საშუალოთა შეფარდება (Cmax, SC/Cmax, IV) იყო 0.941 (90% CI: 0.872, 1.015).
განაწილება/ელიმინაცია
გეომეტრიული საშუალო Ctrough და გეომეტრიული საშუალო AUCτ BP22333 და BO22334 კვლევებიდან შეჯამებულია ცხრილში 8.
ცხრილი 8: განაწილება/ელიმინაცია კანქვეშა მაბტერას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შედარება ინტრავენურ მაბტერასთან
კვლევა BP22333 (SparkThera)
გეომეტრიული საშუალო Ctrough (q2m) µg/მლ
გეომეტრიული საშუალო Ctrough (q3m) µg/მლ
გეომეტრიული საშუალო AUCτ
ციკლი 2 (q2m)
µg.დღე/მლ
გეომეტრიული საშუალო AUCτ
ციკლი 2 (q3m)
µg.დღე/მლ
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა
- 2
- 1
5430
5320
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა
- 9
- 9
4012
3947
კვლევა BO22334 (SABRINA)
გეომეტრიული საშუალო
Ctrough მნიშვნელობები დოზის-წინა ციკლში 8
µg/მლ
გეომეტრიული საშუალო
AUC მნიშვნელობები მე-7 ციკლში
µg.დღე/მლ
მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა
134.6
3778
მაბტერას ინტრავენური სამკურნალო ფორმა
- 1
2734
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში ფოლიკულური ლიმფომის მქონე 399 პაციენტით, რომლებსაც გაუკეთდათ კანქვეშა და/ან ინტრავენური მაბტერას ერთი ან რამდენიმე ინფუზია მონოთერაპიის სახით ან ქიმიოთერაპიასთან ერთად, არასპეციფიკური კლირენსის (CL1), სავარაუდოდ B უჯრედებით ან სიმსივნის ტვირთით განპირობებული საწყისი სპეციფიკური კლირენსის (CL2) და ცენტრალურ კომპარტმენტში განაწილების მოცულობის (V1) პოპულაციური შეფასება იყო, შესაბამისად, 0.200 ლ/დღე, 0.398 ლ/დღე და 4.54 ლ/დღე. შეფასებული მედიანური ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმისთვის იყო 34 დღე (დიაპაზონი, 18.9 - 87.1 დღე). ანალიზის მონაცემთა პაკეტი მოიცავდა 8163 რაოდენობრივად შეფასებად ნიმუშს 399 პაციენტიდან, რომლებსაც კვლევა BO22334-ში გაუკეთდათ კანქვეშა და/ან ინტრავენური რიტუქსიმაბი.
განსაკუთრებული პოპულაციები
კლინიკურ კვლევაში BO22334, ეფექტი აღინიშნა მე-7 ციკლში მოხსენებულ სხეულის ზომას და ზემოქმედების თანაფარდობას შორის, რიტუქსიმაბის კანქვეშა სამკურნალო ფორმას 1400 მგ q3w და რიტუქსიმაბის ინტრავენურ სამკურნალო ფორმას 375 მგ/მ2 q3w შორის Ctrough თანაფარდობით 2.29, 1.31, და 1.41, შესაბამისად, მცირე, საშუალო და დიდი სხეულის ზედაპირის ფართობის (სზფ) მქონე პაციენტებში (მცირე სზფ £ 1.70 მ2; 1.70 მ2 < საშუალო სზფ < 1.90 მ2; დიდი სზფ ³ 1.90 მ2). შესაბამისი AUCτ თანაფარდობები იყო 1.66, 1.17 და 1.32.
რიტუქსიმაბის ფარმაკოკინეტიკის ასაკსა და სქესზე კლინიკურად მნიშვნელოვანი დამოკიდებულების მტკიცებულება არ გამოვლინდა.
რიტუქსიმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოვლინდა მხოლოდ 22 პაციენტში და ამას სტაციონარული მდგომარეობის კლირენსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა არ მოჰყოლია.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
რიტუქსიმაბი ავლენს მკვეთრ სპეციფიკურობას CD20 ანტიგენის მიმართ B უჯრედებზე. იავურ მაკაკებზე ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა სხვა ეფექტი, გარდა B უჯრედების რაოდენობის მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მკვეთრი დაქვეითებისა პერიფერიულ სისხლში და ლიმფოიდურ ქსოვილში.
განვითარების ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა იავურ მაკაკებზე მაბტერას 100 მგ/კგ-მდე დოზებით (მკურნალობა გესტაციის მე-20-50-ე დღეებში); ამ კვლევამ რიტუქსიმაბის გამოყენებისას ნაყოფზე ტოქსიკური გავლენა არ დაადასტურა. თუმცა, დაფიქსირდა B უჯრედების დოზა-დამოკიდებული ფარმაკოლოგიური რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება ნაყოფის ლიმფოიდურ ორგანოებში, რომელიც გრძელდებოდა მშობიარობის შემდგომ პერიოდში და თან ახლდა IgG დონის დაქვეითება დსზიანებულ ახალშობილ ცხოველებში. ამ ცხოველებში B უჯრედების რაოდენობა ნორმას დაუბრუნდა დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში და იმუნიზაციაზე რეაქცია არ დაურღვევია.
სტანდარტული ტესტები მუტაგენურობის გამოსაკვლევად არ ჩატარებულა, რადგან ასეთი ტესტები ამ მოლეკულისთვის რელევანტური არ არის. რიტუქსიმაბის კანცეროგენული პოტენციალის დასადგენად ცხოველებზე გრძელვადიანი კვლევები არ ჩატარებულა.
სპეციფიკური კვლევები ნაყოფიერებაზე რიტუქსიმაბის ან ადამიანის რეკომბინანტი ჰიალურონიდაზას (rHuPH20) გავლენის დასადგენად, არ ჩატარებულა. იავურ მაკაკებზე ჩატარებულ ზოგადი ტოქსიკურობის კვლევებში მამრობითი და მდედრობითი სქესის რეპროდუქციულ ორგანოებზე მავნე ზემოქმედება აღნიშნული არ იყო. გარდა ამისა, არ გამოვლინდა სპერმის ხარისხზე rHuPH20-ის გავლენა.
თაგვებში ჩატარებულ ემბრი-ოფეტალური განვითარების კვლევებში rHuPH20-მ გამოიწვია ნაყოფის წონის დაქვეითება და იმპლანტების დაღუპვა სისტემური ზემოქმედების დროს, რომელიც საკმარისად აღემატებოდა ადამიანის თერაპიულ კონცენტრაციებს პლაზმაში.
სისტემური rHuPH20-ს ზემოქმედებით დისმორფოგენეზის (ე. ი. ტერატოგენობის) გამოწვევის მტკიცებულება არ არსებობს.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 შემავსებლების სია
ადამიანის რეკომბინანტი ჰიალურონიდაზა (rHuPH20)
ჰისტიდინი
ჰისტიდინის ჰიდროქლორიდ-მონოჰიდრატი
a,aტრეგალოზას დიჰიდრატი
მეთიონინი
პოლისორბატი 80 (E433)
საინექციო წყალი
- 2 შეუთავსებლობა
არ ყოფილა აღნიშნული შეუთავსებლობა მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმას და პოლიპროპილენის ან პოლიკარბონატის მასალის შპრიცებს, ან უჟანგავი ფოლადის გადამყვანებს და საინექციო ნემსებს, და პოლიეთილენის ლუერის კონუსისებურ სარქვლებს შორის.
- 3 ვარგისიანობის ვადა
გაუხსნელი ფლაკონი
3 წელი
პირველი გახსნის შემდეგ
ფლაკონიდან შპრიცში გადატანის შემდეგ მაბტერას კანქვეშა სამკურნალო ფორმა ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 48 საათის განმავლობაში 2 °C 8 °C ტემპერატურაზე და შემდეგ - 8 საათის განმავლობაში 30°C ტემპერატურაზე დიფუზურ დღის შუქზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ იქნება გამოყენებული, პრეპარატი უნდა მოთავსდეს კონტროლირებულ და დასაბუთებულ ასეპტიკურ პირობებში. გამოყენების პროცესში შენახვის დრო და პირობები პრეპარატის გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
- 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე). შეინახეთ კონტეინერი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
პირველი გახსნის შემდეგ შენახვის პირობების შესახებ იხილეთ ქვეთავი 6.3.
- 5 კონტეინერის მახასიათებლები და შემადგენლობა
უფერო I ტიპის მინის ფლაკონი ბუტილ-კაუჩუკის საცობით, ალუმინის ჰერმეტიზატორით და ვარდისფერი პლასტმასის დამცავი დისკით, რომელიც შეიცავს 1400 მგ/11.7 მლ რიტუქსიმაბს.
თითოეული კოლოფი ერთ ფლაკონს შეიცავს.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გადაყრისას და სხვა სახით განკარგვისას
მაბტერა გამოდის სტერილურ, კონსერვანტების გარეშე, არაპიროგენულ, ერთჯერადი გამოყენების ფლაკონებში. მაბტერას მოსამზადებლად გამოიყენეთ სტერილური შპრიცი და ნემსი. ფლაკონს აქვს მოსახევი სტიკერი, რომელზეც მითითებულია პრეპარატის კონცენტრაცია, შეყვანის გზა და ჩვენება. საჭიროა ამ სტიკერის მოხევა ფლაკონიდან და შპრიცზე დამაგრება გამოყენებამდე, შპრიცების და სხვა ბასრი სამედიცინო ნივთების გამოყენების და გადაყრის დროს საჭიროა მკაცრად იქნას დაცული შემდეგი პუნქტები:
დაუშვებელია ნემსების და შპრიცების ხელმეორედ გამოყენება.
გამოყენებული ნემსები და შპრიცები მოათავსეთ ბასრი ნარჩენების კონტეინერში (ჩხვლეტა-მედეგი ერთჯერადი კონტეინერი).
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენები უნდა გადაიყაროს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Roche Registration GmbH
Emil-Barell-Strasse 1
79639 Grenzach-Wyhlen
Germany
ან
F. Hoffmann-La Roche Ltd
Grenzacherstrasse 124, CH-4058
Basel, შვეიცარია
- სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი/ნომრები
EU/1/98/067/003
- მოწმობის პირველი რეგისტრაციის/მოწმობის რეგისტრაციის განახლების თარიღი
მოწმობის პირველი რეგისტრაციის თარიღი: 1998 წლის 2 ივნისი
ბოლო განახლების თარიღი: 2008 წლის 20 მაისი
- ტექსტის რედაქტირების თარიღი
2026 წლის 12 თებერვალი
დეტალური ინფორმაცია ამ სამკურნალო საშუალების შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ვებგვერდზე http://www.ema.europa.eu/
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის:
მაბტერა 1400 მგ ხსნარი კანქვეშა ინექციისთვის
რიტუქსიმაბი
ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა თავიდან ბოლომდე, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს, პროვიზორს ან ექთანს.
თუ გექნებათ რაიმე სახის გვერდით მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, პროვიზორს ან ექთანს. ეს გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ამ ბროშურაში არ არის ჩამოთვლილი. იხ. ქვეთავი 4.
რა შედის ამ ბროშურაში:
- რა არის მაბტერა და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ მაბტერას მიღებამდე
- როგორ მიიღება მაბტე
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- მაბტერას შენახვის წესები
- პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის მაბტერა და რისთვის გამოიყენება ის
რა არის მაბტერა
მაბტერა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სახელწოდებით „რიტუქსიმაბი“. ეს არის გარკვეული ტიპის ცილა, რომელსაც „მონოკლონური ანტისხეული“ ეწოდება. ის ეკვრის გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედის - „B-ლიმფოციტის“ ზედაპირს. უჯრედი, რომლის ზედაპირსაც რიტუქსიმაბი ეკვრის, კვდება.
მაბტერა გამოდის წვეთოვნად შესაყვანი მედიკამენტის სახით (სახელწოდებით მაბტერა 100 მგ ან მაბტერა 500 მგ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის) და საინექციო მედიკამენტის სახით, რომელიც კანქვეშ კეთდ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


