პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

ლუთეინა

LUTEINA

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ლუთეინა ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს გამოსაყენებლად: ენდოგენური პროგესტერონის დეფიციტი მენსტრუალური ციკლის დარღვევების სახით, დისმენორეა, ანოვულატორული ციკლები, პრემენსტრუალური სინდრომი და საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პროგესტანი (progesterone)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ვაგინალური ტაბლეტი №30 (2X15) აპლიკატორთან ერთად
მწარმოებელი
Adamed Pharma S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
ATC კოდი
G03DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-040249
რეგისტრირებულია
15 თებერვალი 2024, მოქმედებს 15 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Adamed Pharma S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალუთეინა და სხვა წამალი ერთად

ლუთეინა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლუთეინა ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს გამოსაყენებლად:

ენდოგენური პროგესტერონის დეფიციტი მენსტრუალური ციკლის დარღვევების სახით, დისმენორეა, ანოვულატორული ციკლები, პრემენსტრუალური სინდრომი და საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენა.

ენდომეტრიოზის მკურნალობისას

In-vitro განაყოფიერების პროგრამებში

არასაკმარისი ლუთეინური ფაზით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობისას

ბუნებრივი ან გარდაუვალი აბორტების მკურნალობისას

პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის მკურნალობისას

ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიაში პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში, ენდომეტრიუმის დასაცავად.

მიღების წესი და დოზირება

100 მგ-ის გარდა არსებობს 50 მგ და 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები.

მოზრდილები

პროგესტერონის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალრად, ჩვენებებისა და თერაპიული პასუხის მიხედვით.

მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, პრემენოპაუზის პერიოდის ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს გამოიყენება 25-50 მგ პროგესტერონი დღეში ორჯერ მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ბუნებრივი ან გამოწვეული) 10-12 დღის განმავლობაში.

მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის და პრემენსტრუალური სინდრომის დროს, პროგესტერონით მკურნალობა გრძელდება 3-6 თანმიმდევრული ციკლით.

პრემენოპაუზის პერიოდის ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს, პროგესტერონით მკურნალობა ტარდება მენოპაუზის დადგომამდე.

ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ესტროგენებთან კომბინაციაში, გამოიყენება 25-50 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში ორჯერ თანმიმდევრული თერაპიით ციკლის მე-15 დღიდან 25 დღემდე ან ყოველდღიურად უწყვეტი თერაპიის სახით.

პროგესტერონის ანალიზში მეორადი ამენორიის დროს, პროგესტერონი გამოიყენება ინტრვაგინალურად დოზით 50 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში. სისხლდენა უნდა გამოვლინდეს პროგესტერონის გამოყენების შეწყვეტიდან 7-10 დღის განმავლობაში.

ფუნქციური საშვილოსნოსშიდა სისხლდენის მკურნალობის დროს, პროგესტერონის 50 მგ შეიყვანება ინტრავაგინალურად დღეში ორჯერ, 5-7 დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში პროგესტერონის 25-50 მგ-ის ინტრავაგინალური შეყვანით დღეში ორჯერ ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღემდე.

ენდომეტრიოზის დროს, გამოიყენება 50-100 მგ პროგესტერონი დღეში ორჯერ ინტრავაგინალურად უწყვეტი თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში.

ჩვეული და გარდაუვალი აბორტის არსებობისას, ანოვულატორული და ინდუცირებული ციკლის დროს გამოიყენება 50-150 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში ორჯერ.

ჩვეული აბორტის დროს პროგესტერონის დამატება უნდა დაიწყოს იმ ციკლის დროს, როდესაც ორსულობა არის დაგეგმილი. მკურნალობა უწყვეტად უნდა გაგრძელდეს ორსულობის 18-20 კვირამდე.

In-vitro განაყოფიერების პროგრამებში, ინტრავაგინალურად გამოიყენება 150-200 მგ პროგესტერონი დღეში ორჯერ.

მკურნალობა გრძელდება ემბრიონის ტრანსფერიდან 77-ე დღემდე.

მკურნალობა უნდა დასრულდეს პრეპარატის დოზის თანდათან შემცირებით.

ბავშვები და მოზარდები

ლუთეინას ვაგინალური ტაბლეტების ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ ადეკვატური მონაცემები არ არსებობს.

მიღების წესი

ლუთეინას ვაგინალური ტაბლეტები უნდა მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით.

უკუჩვენებები

ლუთეინას ვაგინალური ტაბლეტები არ გამოიყენება იმ პირებში, რომლებსაც აქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან პუნქტი 6.1-ში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

უცნობი წარმოშობის ვაგინალური სისხლდენა, არასრული აბორტი, საშვილოსნოსგარე ორსულობა.

დიაგნოსტირებული ძუძუს ან გენიტალური ტრაქტის სიმსივნე ან ეჭვი მათ არსებობაზე.

აქტიური ან წარსულში არსებული თრომბოემბოლიური დარღვევები ან მწვავე თრომბოფლებიტი.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა ან დაავადება.

გარდა ამისა, ლუთეინას ვაგინალური ტაბლეტები არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

პროგესტერონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს მენჯის გამოკვლევა და მკერდის გამოკვლევა პალპაციით.

დეპრესიის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ, ვინაიდან პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გამწვავება.

პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება და ამიტომ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი დარღვევები, რომელთა სიმპტომებიც შეიძლება გამწვავდეს სითხის შეკავების შედეგად (მაგ. ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა, გულის ან თირკმლის დისფუნქცია), საჭიროა მკაცრი დაკვირვება.

პროგესტერონი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობის დროს.

პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება და ამიტომ აუცილებელია იმ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი, რომლებსაც აქვთ დიაბეტი ან დიაგნოსტირებული ინსულინ-რეზისტენტობა.

პროგესტერონის მაღალი დოზები სიფრთხილით გამოიყენება თრომბოზისადმი მიდრეკილ პაციენტებში.

პაციენტს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ ექიმს აცნობოს მკერდის მხრივ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

ლუთეინას არ გააჩნია კონტრაცეპტული მოქმედება. თუ პროგესტერონი მიიღება არაპროკრეაციული ჩვენებებისთვის, აუცილებელია კონტრაცეპტული საშუალებების ერთდროული გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციტოქრომ P450 იზოფერმენტის ინდუქტორებმა (მაგ. რიფამპიცინი, კარბამაზეპინი ან კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატები) შეიძლება გამოიწვიოს პროგესტერონის ელიმინაციის სიჩქარის მომატება და შედეგად, მისი თერაპიული აქტივობის შემცირება.

ამის საპირისპიროდ, კეტოკონაზოლმა და ციტოქრომ P450 იზოფერმენტის აქტივობის ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ პროგესტერონის ელიმინაციის სიჩქარე და შედეგად, გააძლიერონ მისი აქტივობა.

რადგან პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის შემცირება, პროგესტერონის გამოყენებისას დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების კორექცია.

არსებობს მტკიცებულება, რომ პრგესტერონმა შეიძლება დათრგუნოს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმი და შედეგად, გამოიწვიოს სისხლში მისი კონცენტრაციის მომატება პოტენციურად ტოქსიკურ დონემდეც კი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროგესტერონის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

არ არსებობს ადეკვატური კლინიკური მონაცემები ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში პროგესტერონის გამოყენების შესახებ.

ძუძუთი კვება

პროგესტერონის გამოყენება ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია, ვინაიდან ეს ჰორმონი გადადის დედის რძეში.

  • 7. ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

ინტრავაგინალური პროგესტერონი გავლენას არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა, კონცენტრაციის და ყურადღების დარღვევა ან თავბრუსხვევა, რეკომენდებული არ არის ავტომობილის და მექანიზმების მართვა (იხ. პუნქტი 4.8).

გვერდითი მოვლენები

პროგესტერონის გამოყენების დროს, რომელიც არის ენდოგენური ჰორმონის იდენტური, გვერდითი ეფექტები ვითარდება ერთეულ შემთხვევებში.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძილიანობა.

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

კონცენტრაციისა და ყურადღების დარღვევები.

აგზნება.

დეპრესიული მდგომარეობები.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ:

ვაგინალური დარღვევები (გაღიზიანება, ქავილი, გამონადენი).

საეჭვო გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ბაზარზე სამკურნალო საშუალების დაშვების შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი ეფექტების შეტყობინება. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების სარგებლისა და რისკის შეფარდების უწყვეტ მონიტორინგს. ჯანდაცვის სპეციალისტებმა საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ უნდა შეატყობინონ სამედიცინო პრეპარატების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პრეპარატების რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს: 181C იერუსალიმის ხეივანი, 02-222 ვარშავა, ტელ: (22) 49 21 301, ფაქსი: (22) 49 21 309, ელ. ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეიძლება პირდაპირ ლიცენზიის მფლობელთან.

ჭარბი დოზა

პროგესტერონის ჭარბი დოზის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეპრესია.

პრეპარატის დოზის შემცირების შემდეგ ეს სიმპტომები, როგორც წესი, სპონტანურად ქრება. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სათანადო დამხმარე მკურნალობის ჩატარება.

შემადგენლობა

ერთი ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 100 მგ პროგესტერონს.

დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

შენახვის პირობები

3 წელი.

  • 4. შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

15 ვაგინალური ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერზე. ერთი კოლოფი შეიცავს 30 ვაგინალურ ტაბლეტს და ერთ აპლიკატორს ეტიკეტით ვაგინალური აპლიკატორი 100.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • 6. უტილიზაციის პირობები

სპეციალური მოთხოვნები არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები.

პროგესტაგენები: პრეგნენის წარმოებულები (4), ათქ კოდი: G03DA04.

პროგესტერონი, რომელსაც შეიცავს 100 მგ ლუთეინას ვაგინალურ ტაბლეტები არის სინთეზურად მიღებული და საკვერცხეების ყვითელი სხეულის ბუნებრივი ჰორმონის იდენტური.

მოქმედების მექანიზმი

ფიზიოლოგიურ პირობებში პროგესტერონი წარმოიქმნება საკვერცხეების ყვითელი სხეულის უჯრედებში, პლაცენტის სინციტიუმში, ორსულობის დაახლოებით მე-14-მე-18 კვირას, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ბადისებრ და რეტიკულურ შრეებში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. პროგესტერონის წინამორბედი არის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების(დსლ) საფუძველზე აცეტილ-CoA-სგან სინთეზირებული ქოლესტერინი. მიტოქონდრიის შიდა მემბრანაში, ლუთეინური ჰორმონის(ლჰ) გავლენით ქოლესტერინი გარდაიქმნება პრეგნენოლონად, რომელიც არის პროგესტერონის პირდაპირი წინამორბედი. საკვერცხეების ყვითელი სხეული წარმოქმნის პროგესტერონს ოვულაციის ციკლის მეორე ფაზაში, რომლის რაოდენობაც მატულობს დაახლოებით 5-დან 55 მგ-მდე დღეში ციკლის 20-22-ე დღეს და მცირდება ციკლის 27-ე დღეს. ყვითელი სხეულის მიერ პროგესტერონის სეკრეცია იმპულსურია.

ქალის ორგანიზმში პროგესტერონი მოქმედებს სპეციფიკური რეცეპტორებით, რომლებიც განლაგებულია, მაგალითად, საშვილოსნოში, სარძევე ჯირკვლებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მათ შორის ჰიპოფიზში.

ფარმაკოდინამიკური მოქმედების შედეგი

რეპროდუქციულ სისტემაში პროგესტერონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტებია: გრააფის ფოლიკულის კედლების პროტეოლიზის გაზრდის გზით ოვულაციის გამოწვევა, ენდომეტრიუმის სეკრეტორულ ფაზაში ტრანსფორმაცია, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის შესაძლებლობას იძლევა, ესტროგენების მოქმედების შედეგად ენდომეტრიუმის მომატებული ზრდის დათრგუნვა, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ეპითელიუმში ციკლური ცვლილებები.

ესტროგენებთან ერთად პროგესტერონი სინერგიულად ზემოქმედებს სარძევე ჯირკვლებზე, ასტიმულირებს ჯირკვლოვანი ფოლიკულებისა და სადინარების ეპითელიუმის ზრდას და მონაწილეობს ლაქტაციის ინდუცირებისთვის საჭირო რეცეპტორების ექსპრესიაში.

პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ორსულობის შესანარჩუნებლად ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში: აინჰიბირებს დედის იმუნურ რეაქციას ემბრიონის ანტიგენების წინააღმდეგ და არის წყარო ნაყოფის გლუკოკორტიკოსტეროიდების და მინერალკორტიკოსტეროიდების წარმოქმნისთვის. გარდა ამისა, პროგესტერონი თრგუნავს ორსულის საშვილოსნოს სპონტანურ შეკუმშვებს და აუცილებელია მშობიარობის დასაწყებად.

კლინიკური ეფექტურობა და გამოყენების უსაფრთხოება

მრავალი კონტროლირებული კლინიკური კვლევისას პროგესტერონი აღმოჩნდა ეფექტური საშუალება ენდოგენური ჰორმონის დეფიციტთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობისას. უფრო მეტიც, ნაჩვენები იქნა მისი ეფექტურობა ენდომეტრიუმის ჭარბი ზრდის პრევენციისათვის. პროგესტერონით თერაპია ეფექტურია ენდოგენური ჰორმონის დეფიციტთან დაკავშირებული უნაყოფობის მკურნალობისას და ანოვულარული ციკლების მკურნალობისას და ოვულაციის ინდუქციისას. გარდა ამისა, დადასტურებულია პროგესტერონის ეფექტურობა ჩვეული და გარდაუვალი აბორტების დროს. პროგესტერონი ფართოდ გამოიყენება დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების დროს, როგორიცაა in-vitro განაყოფიერების პროგრამები. კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა უარყოფითი ეფექტების განვითარების დაბალი სიხშირე და მათი საშუალო ხარისხის სიმძიმე, რის გამოც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროგესტერონს გააჩნია უსაფრთხოების მაღალი დონე.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

100 მგ პროგესტერონის ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ, ჰორმონი პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს შეყვანიდან დაახლოებით 6 საათში. კონცენტრაცია შეადგენს საშუალოდ 10.9+4.2 ნგ/მლ-ს. 200 მგ პროგესტერონის ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ ეს ჰორმონი პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს შეყვანიდან დაახლოებით 2-6 საათში. პროგესტერონის საშუალო კონცენტრაცია სისხლში დაახლოებით 200 მგ-ის ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ, არის დაახლოებით 9 ნგ/მლ და ამ დონეზე ნარჩუნდება 24 საათამდე.

განაწილება

პროგესტერონის შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 96%-99%-ს, ძირითადად კორტიკოსტეროიდ შემაკავშირებელ ალბუმინებთან და გლობულინებთან. ინტრავაგინალურად გამოყენების შემდეგ პროგესტერონი პირდაპირ ტრანსპორტირდება ენდომეტრიუმში. ენდომეტრიუმში პროგესტერონის კონცენტრაცია ვაგინალური გამოყენების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე კუნთებში შეყვანის შემდეგ. ენდომეტრიუმიდან პროგესტერონი ნელა გადადის სისხლის მიმოქცევაში.

მეტაბოლიზმი

პროგესტერონი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, როგორც წესი, პრეგნანდიოლებად და პრეგნანოლონებად. პრეგნანდიოლები და პრეგნანოლონები კონიუგირდება ღვიძლში გლუკორონიდის და სულფატის წარმოებულებად.

ელიმინაცია

ინტრავაგინალური გამოყენებისას პროგესტერონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 13 საათი.

პროგესტერონი ძირითადად ელიმინრდება თირკმელებით. უცვლელი პროგესტერონის მცირე რაოდენობა ექსკრეტირდება ნაღველით.

ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირი

არსებობს მტკიცებულება, რომ პლაზმაში პროგესტერონის 12-15 ნგ/მლ კონცენტრაცია, რაც შეესაბამება ადრეულ ლუთეინურ ფაზას, საკმარისია ენდომეტრიუმის სეკრეტორული ტრანსფორმაციისთვის და ორსულობის შესანარჩუნებლად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

ინფორმაცია პროდუქტის მახასიათებლების შესახებ

სამკურნალო საშუალების დასახელება

ლუთეინა, 100 მგ, ვაგინალური ტაბლეტები

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 100 მგ პროგესტერონს.

დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

ვაგინალური ტაბლეტები.

თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტები, მარკირებით „100“ ერთ მხარეს და „22“ მეორე მხარეს.

ვაგინალური ტაბლეტები წარმოდგენილია ერთ ტაბლეტიან აპლიკატორთან ერთად.

კლინიკური თვისებები

  • 1. თერაპიული ჩვენებები

ლუთეინა ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს გამოსაყენებლად:

ენდოგენური პროგესტერონის დეფიციტი მენსტრუალური ციკლის დარღვევების სახით, დისმენორეა, ანოვულატორული ციკლები, პრემენსტრუალური სინდრომი და საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენა.

ენდომეტრიოზის მკურნალობისას

In-vitro განაყოფიერების პროგრამებში

არასაკმარისი ლუთეინური ფაზით გამოწვეული უნაყოფობის მკურნალობისას

ბუნებრივი ან გარდაუვალი აბორტების მკურნალობისას

პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობის მკურნალობისას

ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიაში პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში, ენდომეტრიუმის დასაცავად.

  • 2 დოზირება და მიღების წესი

დოზირება

100 მგ-ის გარდა არსებობს 50 მგ და 200 მგ ვაგინალური ტაბლეტები.

მოზრდილები

პროგესტერონის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალრად, ჩვენებებისა და თერაპიული პასუხის მიხედვით.

მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, პრემენოპაუზის პერიოდის ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს გამოიყენება 25-50 მგ პროგესტერონი დღეში ორჯერ მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ბუნებრივი ან გამოწვეული) 10-12 დღის განმავლობაში.

მენსტრუალური ციკლის დარღვევების, დისმენორეის და პრემენსტრუალური სინდრომის დროს, პროგესტერონით მკურნალობა გრძელდება 3-6 თანმიმდევრული ციკლით.

პრემენოპაუზის პერიოდის ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს, პროგესტერონით მკურნალობა ტარდება მენოპაუზის დადგომამდე.

ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ესტროგენებთან კომბინაციაში, გამოიყენება 25-50 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში ორჯერ თანმიმდევრული თერაპიით ციკლის მე-15 დღიდან 25 დღემდე ან ყოველდღიურად უწყვეტი თერაპიის სახით.

პროგესტერონის ანალიზში მეორადი ამენორიის დროს, პროგესტერონი გამოიყენება ინტრვაგინალურად დოზით 50 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში. სისხლდენა უნდა გამოვლინდეს პროგესტერონის გამოყენების შეწყვეტიდან 7-10 დღის განმავლობაში.

ფუნქციური საშვილოსნოსშიდა სისხლდენის მკურნალობის დროს, პროგესტერონის 50 მგ შეიყვანება ინტრავაგინალურად დღეში ორჯერ, 5-7 დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში პროგესტერონის 25-50 მგ-ის ინტრავაგინალური შეყვანით დღეში ორჯერ ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღემდე.

ენდომეტრიოზის დროს, გამოიყენება 50-100 მგ პროგესტერონი დღეში ორჯერ ინტრავაგინალურად უწყვეტი თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში.

ჩვეული და გარდაუვალი აბორტის არსებობისას, ანოვულატორული და ინდუცირებული ციკლის დროს გამოიყენება 50-150 მგ ინტრავაგინალური პროგესტერონი დღეში ორჯერ.

ჩვეული აბორტის დროს პროგესტერონის დამატება უნდა დაიწყოს იმ ციკლის დროს, როდესაც ორსულობა არის დაგეგმილი. მკურნალობა უწყვეტად უნდა გაგრძელდეს ორსულობის 18-20 კვირამდე.

In-vitro განაყოფიერების პროგრამებში, ინტრავაგინალურად გამოიყენება 150-200 მგ პროგესტერონი დღეში ორჯერ.

მკურნალობა გრძელდება ემბრიონის ტრანსფერიდან 77-ე დღემდე.

მკურნალობა უნდა დასრულდეს პრეპარატის დოზის თანდათან შემცირებით.

ბავშვები და მოზარდები

ლუთეინას ვაგინალური ტაბლეტების ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ ადეკვატური მონაცემები არ არსებობს.

მიღების წესი

ლუთეინას ვაგინალური ტაბლეტები უნდა მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით.

  • 3. უკუჩვენებები

ლუთეინას ვაგინალური ტაბლეტები არ გამოიყენება იმ პირებში, რომლებსაც აქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან პუნქტი 6.1-ში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

უცნობი წარმოშობის ვაგინალური სისხლდენა, არასრული აბორტი, საშვილოსნოსგარე ორსულობა.

დიაგნოსტირებული ძუძუს ან გენიტალური ტრაქტის სიმსივნე ან ეჭვი მათ არსებობაზე.

აქტიური ან წარსულში არსებული თრომბოემბოლიური დარღვევები ან მწვავე თრომბოფლებიტი.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა ან დაავადება.

გარდა ამისა, ლუთეინას ვაგინალური ტაბლეტები არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პროგესტერონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს მენჯის გამოკვლევა და მკერდის გამოკვლევა პალპაციით.

დეპრესიის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ, ვინაიდან პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გამწვავება.

პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება და ამიტომ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი დარღვევები, რომელთა სიმპტომებიც შეიძლება გამწვავდეს სითხის შეკავების შედეგად (მაგ. ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა, გულის ან თირკმლის დისფუნქცია), საჭიროა მკაცრი დაკვირვება.

პროგესტერონი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობის დროს.

პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება და ამიტომ აუცილებელია იმ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი, რომლებსაც აქვთ დიაბეტი ან დიაგნოსტირებული ინსულინ-რეზისტენტობა.

პროგესტერონის მაღალი დოზები სიფრთხილით გამოიყენება თრომბოზისადმი მიდრეკილ პაციენტებში.

პაციენტს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ ექიმს აცნობოს მკერდის მხრივ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

ლუთეინას არ გააჩნია კონტრაცეპტული მოქმედება. თუ პროგესტერონი მიიღება არაპროკრეაციული ჩვენებებისთვის, აუცილებელია კონტრაცეპტული საშუალებების ერთდროული გამოყენება.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ციტოქრომ P450 იზოფერმენტის ინდუქტორებმა (მაგ. რიფამპიცინი, კარბამაზეპინი ან კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატები) შეიძლება გამოიწვიოს პროგესტერონის ელიმინაციის სიჩქარის მომატება და შედეგად, მისი თერაპიული აქტივობის შემცირება.

ამის საპირისპიროდ, კეტოკონაზოლმა და ციტოქრომ P450 იზოფერმენტის აქტივობის ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ პროგესტერონის ელიმინაციის სიჩქარე და შედეგად, გააძლიერონ მისი აქტივობა.

რადგან პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის შემცირება, პროგესტერონის გამოყენებისას დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების კორექცია.

არსებობს მტკიცებულება, რომ პრგესტერონმა შეიძლება დათრგუნოს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმი და შედეგად, გამოიწვიოს სისხლში მისი კონცენტრაციის მომატება პოტენციურად ტოქსიკურ დონემდეც კი.

  • 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პროგესტერონის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

არ არსებობს ადეკვატური კლინიკური მონაცემები ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში პროგესტერონის გამოყენების შესახებ.

ძუძუთი კვება

პროგესტერონის გამოყენება ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია, ვინაიდან ეს ჰორმონი გადადის დედის რძეში.

  • 7. ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

ინტრავაგინალური პროგესტერონი გავლენას არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა, კონცენტრაციის და ყურადღების დარღვევა ან თავბრუსხვევა, რეკომენდებული არ არის ავტომობილის და მექანიზმების მართვა (იხ. პუნქტი 4.8).

  • 8. არასასურველი ეფექტები

პროგესტერონის გამოყენების დროს, რომელიც არის ენდოგენური ჰორმონის იდენტური, გვერდითი ეფექტები ვითარდება ერთეულ შემთხვევებში.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძილიანობა.

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

კონცენტრაციისა და ყურადღების დარღვევები.

აგზნება.

დეპრესიული მდგომარეობები.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ:

ვაგინალური დარღვევები (გაღიზიანება, ქავილი, გამონადენი).

საეჭვო გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ბაზარზე სამკურნალო საშუალების დაშვების შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი ეფექტების შეტყობინება. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების სარგებლისა და რისკის შეფარდების უწყვეტ მონიტორინგს. ჯანდაცვის სპეციალისტებმა საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ უნდა შეატყობინონ სამედიცინო პრეპარატების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პრეპარატების რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს: 181C იერუსალიმის ხეივანი, 02-222 ვარშავა, ტელ: (22) 49 21 301, ფაქსი: (22) 49 21 309, ელ. ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეიძლება პირდაპირ ლიცენზიის მფლობელთან.

  • 9. დოზის გადაჭარბება

პროგესტერონის ჭარბი დოზის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეპრესია.

პრეპარატის დოზის შემცირების შემდეგ ეს სიმპტომები, როგორც წესი, სპონტანურად ქრება. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სათანადო დამხმარე მკურნალობის ჩატარება.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები.

პროგესტაგენები: პრეგნენის წარმოებულები (4), ათქ კოდი: G03DA04.

პროგესტერონი, რომელსაც შეიცავს 100 მგ ლუთეინას ვაგინალურ ტაბლეტები არის სინთეზურად მიღებული და საკვერცხეების ყვითელი სხეულის ბუნებრივი ჰორმონის იდენტური.

მოქმედების მექანიზმი

ფიზიოლოგიურ პირობებში პროგესტერონი წარმოიქმნება საკვერცხეების ყვითელი სხეულის უჯრედებში, პლაცენტის სინციტიუმში, ორსულობის დაახლოებით მე-14-მე-18 კვირას, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ბადისებრ და რეტიკულურ შრეებში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. პროგესტერონის წინამორბედი არის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების(დსლ) საფუძველზე აცეტილ-CoA-სგან სინთეზირებული ქოლესტერინი. მიტოქონდრიის შიდა მემბრანაში, ლუთეინური ჰორმონის(ლჰ) გავლენით ქოლესტერინი გარდაიქმნება პრეგნენოლონად, რომელიც არის პროგესტერონის პირდაპირი წინამორბედი. საკვერცხეების ყვითელი სხეული წარმოქმნის პროგესტერონს ოვულაციის ციკლის მეორე ფაზაში, რომლის რაოდენობაც მატულობს დაახლოებით 5-დან 55 მგ-მდე დღეში ციკლის 20-22-ე დღეს და მცირდება ციკლის 27-ე დღეს. ყვითელი სხეულის მიერ პროგესტერონის სეკრეცია იმპულსურია.

ქალის ორგანიზმში პროგესტერონი მოქმედებს სპეციფიკური რეცეპტორებით, რომლებიც განლაგებულია, მაგალითად, საშვილოსნოში, სარძევე ჯირკვლებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მათ შორის ჰიპოფიზში.

ფარმაკოდინამიკური მოქმედების შედეგი

რეპროდუქციულ სისტემაში პროგესტერონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტებია: გრააფის ფოლიკულის კედლების პროტეოლიზის გაზრდის გზით ოვულაციის გამოწვევა, ენდომეტრიუმის სეკრეტორულ ფაზაში ტრანსფორმაცია, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის შესაძლებლობას იძლევა, ესტროგენების მოქმედების შედეგად ენდომეტრიუმის მომატებული ზრდის დათრგუნვა, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ეპითელიუმში ციკლური ცვლილებები.

ესტროგენებთან ერთად პროგესტერონი სინერგიულად ზემოქმედებს სარძევე ჯირკვლებზე, ასტიმულირებს ჯირკვლოვანი ფოლიკულებისა და სადინარების ეპითელიუმის ზრდას და მონაწილეობს ლაქტაციის ინდუცირებისთვის საჭირო რეცეპტორების ექსპრესიაში.

პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ორსულობის შესანარჩუნებლად ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში: აინჰიბირებს დედის იმუნურ რეაქციას ემბრიონის ანტიგენების წინააღმდეგ და არის წყარო ნაყოფის გლუკოკორტიკოსტეროიდების და მინერალკორტიკოსტეროიდების წარმოქმნისთვის. გარდა ამისა, პროგესტერონი თრგუნავს ორსულის საშვილოსნოს სპონტანურ შეკუმშვებს და აუცილებელია მშობიარობის დასაწყებად.

კლინიკური ეფექტურობა და გამოყენების უსაფრთხოება

მრავალი კონტროლირებული კლინიკური კვლევისას პროგესტერონი აღმოჩნდა ეფექტური საშუალება ენდოგენური ჰორმონის დეფიციტთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობისას. უფრო მეტიც, ნაჩვენები იქნა მისი ეფექტურობა ენდომეტრიუმის ჭარბი ზრდის პრევენციისათვის. პროგესტერონით თერაპია ეფექტურია ენდოგენური ჰორმონის დეფიციტთან დაკავშირებული უნაყოფობის მკურნალობისას და ანოვულარული ციკლების მკურნალობისას და ოვულაციის ინდუქციისას. გარდა ამისა, დადასტურებულია პროგესტერონის ეფექტურობა ჩვეული და გარდაუვალი აბორტების დროს. პროგესტერონი ფართოდ გამოიყენება დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების დროს, როგორიცაა in-vitro განაყოფიერების პროგრამები. კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა უარყოფითი ეფექტების განვითარების დაბალი სიხშირე და მათი საშუალო ხარისხის სიმძიმე, რის გამოც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროგესტერონს გააჩნია უსაფრთხოების მაღალი დონე.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

100 მგ პროგესტერონის ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ, ჰორმონი პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს შეყვანიდან დაახლოებით 6 საათში. კონცენტრაცია შეადგენს საშუალოდ 10.9+4.2 ნგ/მლ-ს. 200 მგ პროგესტერონის ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ ეს ჰორმონი პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს შეყვანიდან დაახლოებით 2-6 საათში. პროგესტერონის საშუალო კონცენტრაცია სისხლში დაახლოებით 200 მგ-ის ინტრავაგინალურად შეყვანის შემდეგ, არის დაახლოებით 9 ნგ/მლ და ამ დონეზე ნარჩუნდება 24 საათამდე.

განაწილება

პროგესტერონის შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 96%-99%-ს, ძირითადად კორტიკოსტეროიდ შემაკავშირებელ ალბუმინებთან და გლობულინებთან. ინტრავაგინალურად გამოყენების შემდეგ პროგესტერონი პირდაპირ ტრანსპორტირდება ენდომეტრიუმში. ენდომეტრიუმში პროგესტერონის კონცენტრაცია ვაგინალური გამოყენების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე კუნთებში შეყვანის შემდეგ. ენდომეტრიუმიდან პროგესტერონი ნელა გადადის სისხლის მიმოქცევაში.

მეტაბოლიზმი

პროგესტერონი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, როგორც წესი, პრეგნანდიოლებად და პრეგნანოლონებად. პრეგნანდიოლები და პრეგნანოლონები კონიუგირდება ღვიძლში გლუკორონიდის და სულფატის წარმოებულებად.

ელიმინაცია

ინტრავაგინალური გამოყენებისას პროგესტერონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 13 საათი.

პროგესტერონი ძირითადად ელიმინრდება თირკმელებით. უცვლელი პროგესტერონის მცირე რაოდენობა ექსკრეტირდება ნაღველით.

ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირი

არსებობს მტკიცებულება, რომ პლაზმაში პროგესტერონის 12-15 ნგ/მლ კონცენტრაცია, რაც შეესაბამება ადრეულ ლუთეინურ ფაზას, საკმარისია ენდომეტრიუმის სეკრეტორული ტრანსფორმაციისთვის და ორსულობის შესანარჩუნებლად.

  • 3. უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

პროგესტერონი არის კარგად ცნობილი ბუნებრივი სტეროიდული ჰორმონი, რომელიც აუცილებელია რეპროდუქციული პროცესებისთვის. ის გვხვდება ადამიანებსა და ცხოველებში და არ ახდენს რაიმე დადასტურებულ ტოქსიკურ მოქმედებას, თუ გამოყენებული დოზა მნიშვნელოვნად არ აღემატება თერაპიულ დოზებს.

ლოკალური ამტანობის კვლევებისას, რომლებიც ჩატარდა კურდღლებში, ლუთეინას 100 მგ ვაგინალური ტაბლეტების დღეში ორჯერ გამოყენებისას 28 დღის განმავლობაში არ გამოვლენილა მის მიერ რაიმე გამაღიზიანებელი მოქმედების გამოწვევა.

  • ფარმაცევტული თვისებები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰიდრატი

პრეჟელატინირებული სახამებელი

ნატრიუმის კროსკარმელოზა

ჰიპრომელოზა

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი

მაგნიუმის სტეარატი

უწყლო კოლოიდური სილიციუმი

  • 2. შეუთავსებლბა

არ გამოიყენება.

  • 3. შენახვის ვადა

3 წელი.

  • 4. შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

15 ვაგინალური ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერზე. ერთი კოლოფი შეიცავს 30 ვაგინალურ ტაბლეტს და ერთ აპლიკატორს ეტიკეტით ვაგინალური აპლიკატორი 100.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • 6. უტილიზაციის პირობები

სპეციალური მოთხოვნები არ არის.

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ადამედ ფარმა

პიენკოვი, მარიანა ადამკიევიჩის ქ. 6ა,

05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი.

მწარმოებელი:

ს.ს. ადამედ ფარმა

მარშალ იუზეფ პილსუდსკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა