პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიდიარეული საშუალებები

ლოპერმიდი

LOPERMID

ურეცეპტოდ2მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ლოპერმიდის ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, გლუვი კიდეებით. ის ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი ბლისტერზე. ლოპერმიდი შეიცავს 2 მგ ლოპერამიდის HCl-ს აქტიური ნივთიერების სახით. ლოპერამიდი პირდაპირ მოქმედებს ნაწლავების კუნთებზე და თრგუნავს ნაწლავების მოტორიკას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლოპერამიდი (loperamide)
ფორმა და შეფუთვა
2მგ ტაბლეტი №20
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიპროპულსივები
ATC კოდი
A07DA03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0378
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალოპერმიდი და სხვა წამალი ერთად

ლოპერმიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლოპერმიდის ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, გლუვი კიდეებით. ის ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი ბლისტერზე.

ლოპერმიდი შეიცავს 2 მგ ლოპერამიდის HCl-ს აქტიური ნივთიერების სახით.

ლოპერამიდი პირდაპირ მოქმედებს ნაწლავების კუნთებზე და თრგუნავს ნაწლავების მოტორიკას. შედეგად, ნაწლავებში შიგთავსის გადაადგილების დრო ხანგრძლივდება და დღის განმავლობაშის კუჭის მოქმედების რაოდენობა მცირდება. ხდება სითხეებისა და ელექტროლიტების დანაკარგის პრევენცია.

ლოპერმიდი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ქრონიკული (ხანგრძლივი) ფაღარათის მწვავე შეტევების მკურნალობა 5 დღემდე ხანგძლივობით 9 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში;

მოზრდილებში გახანგრძლივებული ფაღარათის მკურნალობა;

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში მწავე ფაღარათის მკურნალობა;

ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის პირველადი დიაგნოზის მქონე 18 წლის ზემოთ ასაკის მოზრდილებში მწვავე ფაღარათის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

უეცრად განვითარებული (მწვავე) დიარეის მკურნალობა

12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, მოზრდილებსა და ხანდაზმულებში მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 ტაბლეტით (4 მგ) და 1 ტაბლეტი (2 მგ) შეიძლება მიღებულ იქნას ყოველი წყლიანი განავლის შემდეგ. დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 8 ტაბლეტს (16 მგ-ს).

საშუალო დოზაა 3-4 ტაბლეტი.

მკურნალობის მიმართ კლინიკური პასუხი ჩვეულებრივ ვითარდება პირველ 48 საათში.

9-12 წლის ასაკის ბავშვები; გამოიყენება მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში, სანამ დიარეა არ გაკონტროლდება.

1 ტაბლეტი (2 მგ) შეიძლება მიღებულ იქნას 4-ჯერ დღეში.

9-12 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებულ უნდა იქნას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გახანგრძლივებული ფაღარათის მკურნალობა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში

მოზრდილებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 2-4 ტაბლეტით გაყოფილი დოზებით, დაავადების სიმძიმის მიხედვით. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 8 ტაბლეტამდე (16 მგ-მდე).

მოზრდილებსა და ხანდაზმულებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ასოცირებული ფაღარათის სიმპტომური მკურნალობა

მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 ტაბლეტით (4 მგ). დაავადების სიმძიმის მიხედვით, შეიძლება მიღებულ იქნას 2 ან 4 ტაბლეტი გაყოფილი დოზებით. საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 ტაბლეტამდე (16 მგ).

თუ არ არის ექიმის მიერ სხვა დანიშნულება მოცემული, გამოყენებულ უნდა იქნას ზემოთ მითითებული დოზები.

მიღების გზა და მეთოდი

ლოპერმიდი მიიღება შიგნით სითხის საკმარის რაოდენობასთან (ჭიქა წყალთან) ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ გამოიყენება 9 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის/გულის უკმარისობა:

არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში ლოპერმიდი გამოყენებულ უნდა იქნას სიფრთხილით, რადგან პირველი რიგის მეტაბოლიზმი დაქვეითებულია.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ლოპერმიდის მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ლოპერმიდის დოზის გადაჭარბებისას

ლოპერმიდის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი დოზებით ინტოქსიკაცია ადამიანებში გამოიწვევს ისეთ სიმტომებს, როგორიცაა: შეკრულობა, ცენტრალური დეპრესია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან ამ ზემოქმედების მიმართ.

ლოპერმიდის მიღების დავიწყებისას

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ლოპერმიდის მიღების შეწყვეტისას

არ არის ხელმისაწვდომი.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ლოპერამიდის ან მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

9 წლამდე ასაკის ბავშვებში;

თუ პაციენტს აღენიშნება შეკრულობა ან მდგომარეობა, რომლის დროსაც თავიდან უნდა იქნას აცილებული შეკრულობა;

დაუშვებელია გამოყენება, თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის ტკივილი ნაწლავების ანთების გამო, ნაწლავების კუნთების პარალიზი ან ფსევდომემბრანოზული კოლიტი (ნაწლავის ანთება სისხლიანი წყლიანი ფაღარათით, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების გამო).

დაუშვებელია ლოპერმიდის დიზენტერიის დროს მარტო გამოყენება.

ლოპერმიდის მსგავსმა მედიკამენტებმა, რომლებიც აქვეითებენ ნაწლავის პერისტალტიკას, წყლულოვანი კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთების) მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მეგაკოლონი (დაავადება, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავი ან მისი ნაწილი პათოლოგიურად გადიდებულია). ლოპერმიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ვითარდება მუცელში დაჭიმულობა ან რომელიმე მოულოდნელი სიმპტომი.

უეცრად განვითარებული (მწვავე) დიარეის დროს არ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა, თუ მკურნალობის შედეგი არ დგება 48 საათში. თუ ფაღარათი არ წყდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ლოპერმიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ არ არის სასურველი შეკრულობის განვითარება;

თუ პაციენტს თირკმლის უკმარისობა ან გაუწყლოება აქვს;

ბავშვებში, მკურნალობის შედეგის ვარიაბელობის გამო;

ლოპერმიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ხანგრძლივად.

ფაღარათის დროს ორგანიზმი კარგავს სითხესა და ელექტროლიტებს; ამიტომ, ლოპერმიდით მკურნალობის დაწყებისას არ უნდა შეწყდეს მიმდინარე თერაპია სითხეებითა და ელექტროლიტებით.

თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ლოპერმიდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ აღინიშნება ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

ფეხმძიმობა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

არ არის ჩატარებული ადეკვატური კლინიკური კვლევები ქალებში, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს.

თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

ლოპერამიდი ხვდება დედის რძეში იმ მოცულობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები ახალშობილზე.

ლოპერმიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

რეკომენდებული დოზა არ უნდა გადააჭარბოს. შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე. დიარეის დროს ორგანიზმი კარგავს სითხეებსა და ელექტროლიტებს; ამიტომ, როდესაც ლოპერმიდით თერაპია იწყება, მიმდინარე სითხისა და ელექტროლიტების თერაპია არ უნდა შეწყდეს. წამლებმა, რომლებიც ამცირებენ ნაწლავის მოძრაობას, შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მეგაკოლონი წყლულოვანი კოლიტის მქონე ადამიანებში. ამიტომ, LOPERMID თერაპია უნდა შეწყდეს, თუ ასეთ პაციენტებს განუვითარდებათ მუცლის შებერილობა ან რაიმე მოულოდნელი სიმპტომები.

ლოპერმიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევებში, როდესაც ყაბზობა არ არის სასურველი, დეჰიდრატაცია და ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეაგირების ცვალებადობას, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში.

მწვავე ფაღარატის დროს, თუ 48 საათის განმავლობაში არ არის პასუხი, მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს და ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტში ფაღარათი არ შეჩერდება რამდენიმე დღეში ან თუ პაციენტს აქვს ცხელება.

ლოპერმიდი არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი ხნის განმავლობაში.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე; ამ დოზის მიღებისას ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლიტერატურაშუ არ არსებობს ინფორმაცია ლოპერმიდის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა სპეციალურ პოპულაციებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რჩევა

ორსულობის კატეგორია: C.

რეპროდუქციული პოტენციალის ქალები/კონტრაცეფცია

ლოპერამიდის ეფექტი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებზე უცნობია.

ორსულობის პერიოდი

ადეკვატური კლინიკური კვლევების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული ორსულებში გამოყენება.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობის/და-ან/ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე/და-ან/მშობიარობის/და-ან/პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედებისთვის. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.

ლაქტაციის პერიოდი

ლოპერამიდი გამოიყოფა დედის რძეში იმდენად, რომ შეიძლება გამოიწვიოს ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე, თუ ლოპერმიდის თერაპიული დოზები მიიღება მეძუძურ ქალებში.

ლოპერმიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ცხოველთა რეპროდუქციის კვლევებში, ლოპერამიდი მაღალი დოზებით (40 მგ/კგ/დღეში; ადამიანის მაქსიმალურ დოზაზე 240-ჯერ მეტი) უარყოფითად იმოქმედა ცხოველების რეპროდუქციულ უნარებზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა, ძილიანობა და თავბრუსხვევა LOPERMID-ის გამოყენებისას, პაციენტმა არ უნდა მართოს მანქანა ან იმუშაოს მექანიზმებთან.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ლოპერმიდში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

ლოპერმიდის გვერდითი მოვლენების შემჩნევა არ არის ადვილი, რადგან სიმპტომები უკვე აღინიშნება ფაღარათის დროს. თუმცა, განვითარებული გვერდითი მოვლენები არ არის ძალიან სერიოზული და ძირითადად ვითარდება ხანგრძლივად მიმდინარე ფაღარათის მკურნალობის დროს.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს ლოპერმიდის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა:

ალერგიული სიმპტომები (როგორიცაა: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, პირის ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას), ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ნიშნავს, რომ ლოპერმიდის მიმართ მძიმე ალერგია აქვს და შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

მუცლის ტკივილი, ბოყინი და დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა;

დაღლილობა, ძილიანობა და გაბრუება;

პირის სიმშრალე;

ესენი ლოპერმიდის სუსტი გვერდითი მოვლენებია.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ინსტუქციაში ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

ფარმაკოლოგიურმა და ტოქსიკოლოგიურმა ექსპერიმენტებმა ცხოველებზე აჩვენა, რომ ადამიანებში მაღალი დოზით მოწამვლა იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ყაბზობა, ცენტრალური დეპრესია და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება. ლოპერამიდის გადაჭარბებული რაოდენობით მიღებისთანავე, პაციენტს აიძულებს დალიოს გააქტიურებული ნახშირის ხსნარი, ხელს უშლის აქტიურ ნივთიერებას სისხლში გადასვლის ძალიან მაღალი სიჩქარით. თუ პაციენტი ლოპერამიდის მაღალი დოზის მიღებისთანავე ღებინდება, 100 გრამ გააქტიურებულ ნახშირს ამზადებენ ნახარშს და სვამენ პაციენტს. თუ ღებინების გამოწვევა შეუძლებელია, კუჭი ირეცხება და კათეტერით აძლევენ იმავე რაოდენობის აქტივირებულ ნახშირს. მაღალი დოზით მოწამვლისას პაციენტი აკონტროლებს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ცენტრალური დეპრესიის სიმპტომების მონიტორინგის მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ამ ეფექტების მიმართ. თუ დეპრესია განვითარდა, ნალოქსანი შეიძლება დაინიშნოს და პაციენტის რეაქცია წამალზე მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

ლოპერამიდი HCl 2.00 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის სახამებლის გლუკოლატი 1.200 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ პუნქტი 6.1.

  • წამლის ფორმა

ტაბლეტი

თეთრი, მრგვალი, გლუვი კიდეებით ტაბლეტები.

შენახვის პირობები

ლოპერმიდი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალური შეფუთვით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ და მშრალ ადგილას.

ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია ლოპერმიდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია ლოპერმიდის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

საბია ილაჩ სან ვე ტიკ ა.შ.

კიუჯიუკჯეკმეჩე/ სტამბოლი

ტელ.: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ-ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

დევა ჰოლდინგ ა.შ.

ქაფაქლი/თექირდაგი

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 16/02/2015

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიმოძრავი საშუალებები

ათქ კოდი: A07DA03

ლოპერამიდი, ლოპემიდის აქტიური ინგრედიენტი, მოქმედებს ნაწლავის მოძრაობის შენელებით და პერისტალტიკის ინჰიბირებით, უშუალოდ ნაწლავის კუნთებზე მოქმედებით. შედეგად, ნაწლავის შიგთავსის ტრანზიტის დრო ხანგრძლივდება, მცირდება განავლის დღიური რაოდენობა და იზრდება განავლის კონსისტენცია. ხელს უშლის სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

პერორალურად მიღებული ლოპერამიდის აბსორბცია კარგია. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი უმეტესი პუნქტი გამოიყოფა ორგანიზმიდან განავლით და შარდით.

შთანთქმა

ლოპერამიდი კარგად შეიწოვება ნაწლავებიდან. ის ექვემდებარება ღვიძლში პირველი გავლის ეფექტების მაღალ მაჩვენებელს.

დისტრიბუცია

ლოპერამიდის პერორალური მიღების შემდეგ, აქტიური ნივთიერება აღწევს თავის უმაღლეს დონეს პლაზმაში 2,5-4 საათის შემდეგ და 97% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

ლოპერამიდი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში ოქსიდაციური N-დემეთილირების გზით.

გამოყოფა

ლოპერამიდს აქვს საშუალოდ ნახევარგამოყოფის პერიოდი 10,8 საათი. იგი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით და უფრო მაღალი სიხშირით, განავლით.

წრფივობა/არაწრფივობა

ლოპერამიდის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. მიცემული დოზებით პლაზმური დონე იზრდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ლოპერმიდი 2 მგ ტაბლეტები

განკუთვნილია შიგნით მისაღებად:

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ ლოპერამიდის HCl-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.

მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.

საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება, ვიდრე რეკომენდებულია.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ლოპერმიდი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლოპერმიდის მიღებამდე;

ლოპერმიდის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ლოპერმიდის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია

რას წარმოადგენს ლოპერმიდი და მისი გამოყენება

ლოპერმიდის ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, გლუვი კიდეებით. ის ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი ბლისტერზე.

ლოპერმიდი შეიცავს 2 მგ ლოპერამიდის HCl-ს აქტიური ნივთიერების სახით.

ლოპერამიდი პირდაპირ მოქმედებს ნაწლავების კუნთებზე და თრგუნავს ნაწლავების მოტორიკას. შედეგად, ნაწლავებში შიგთავსის გადაადგილების დრო ხანგრძლივდება და დღის განმავლობაშის კუჭის მოქმედების რაოდენობა მცირდება. ხდება სითხეებისა და ელექტროლიტების დანაკარგის პრევენცია.

ლოპერმიდი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ქრონიკული (ხანგრძლივი) ფაღარათის მწვავე შეტევების მკურნალობა 5 დღემდე ხანგძლივობით 9 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში;

მოზრდილებში გახანგრძლივებული ფაღარათის მკურნალობა;

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში მწავე ფაღარათის მკურნალობა;

ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის პირველადი დიაგნოზის მქონე 18 წლის ზემოთ ასაკის მოზრდილებში მწვავე ფაღარათის მკურნალობა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლოპერმიდის მიღებამდე

დაუშვებელია ლოპერმიდის მიღება:

თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ლოპერამიდის ან მედიკამენტის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

9 წლამდე ასაკის ბავშვებში;

თუ პაციენტს აღენიშნება შეკრულობა ან მდგომარეობა, რომლის დროსაც თავიდან უნდა იქნას აცილებული შეკრულობა;

დაუშვებელია გამოყენება, თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის ტკივილი ნაწლავების ანთების გამო, ნაწლავების კუნთების პარალიზი ან ფსევდომემბრანოზული კოლიტი (ნაწლავის ანთება სისხლიანი წყლიანი ფაღარათით, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების გამო).

დაუშვებელია ლოპერმიდის დიზენტერიის დროს მარტო გამოყენება.

ლოპერმიდის მსგავსმა მედიკამენტებმა, რომლებიც აქვეითებენ ნაწლავის პერისტალტიკას, წყლულოვანი კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთების) მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მეგაკოლონი (დაავადება, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავი ან მისი ნაწილი პათოლოგიურად გადიდებულია). ლოპერმიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ვითარდება მუცელში დაჭიმულობა ან რომელიმე მოულოდნელი სიმპტომი.

უეცრად განვითარებული (მწვავე) დიარეის დროს არ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა, თუ მკურნალობის შედეგი არ დგება 48 საათში. თუ ფაღარათი არ წყდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ლოპერმიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ არ არის სასურველი შეკრულობის განვითარება;

თუ პაციენტს თირკმლის უკმარისობა ან გაუწყლოება აქვს;

ბავშვებში, მკურნალობის შედეგის ვარიაბელობის გამო;

ლოპერმიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ხანგრძლივად.

ფაღარათის დროს ორგანიზმი კარგავს სითხესა და ელექტროლიტებს; ამიტომ, ლოპერმიდით მკურნალობის დაწყებისას არ უნდა შეწყდეს მიმდინარე თერაპია სითხეებითა და ელექტროლიტებით.

თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ლოპერმიდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ აღინიშნება ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

ფეხმძიმობა

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

არ არის ჩატარებული ადეკვატური კლინიკური კვლევები ქალებში, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს.

თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ძუძუთი კვება

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

ლოპერამიდი ხვდება დედის რძეში იმ მოცულობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები ახალშობილზე.

ლოპერმიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: დაღლილობა, თავბრუსხვევა და ძილიანობა, შეიძლება განვითარდეს ლოპერმიდის მიღების დროს. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა ლოპერმიდით მკურნალობის განმავლობაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოპერმიდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში. ამ დოზაზე არ არის მოსალოდნელი განვითარდეს ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

არ არის მტკიცებულება, რომ ლოპერმიდი ურთიერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

ლოპერმიდის მიღების წესი

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

უეცრად განვითარებული (მწვავე) დიარეის მკურნალობა

12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, მოზრდილებსა და ხანდაზმულებში მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 ტაბლეტით (4 მგ) და 1 ტაბლეტი (2 მგ) შეიძლება მიღებულ იქნას ყოველი წყლიანი განავლის შემდეგ. დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 8 ტაბლეტს (16 მგ-ს).

საშუალო დოზაა 3-4 ტაბლეტი.

მკურნალობის მიმართ კლინიკური პასუხი ჩვეულებრივ ვითარდება პირველ 48 საათში.

9-12 წლის ასაკის ბავშვები; გამოიყენება მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში, სანამ დიარეა არ გაკონტროლდება.

1 ტაბლეტი (2 მგ) შეიძლება მიღებულ იქნას 4-ჯერ დღეში.

9-12 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებულ უნდა იქნას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გახანგრძლივებული ფაღარათის მკურნალობა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში

მოზრდილებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 2-4 ტაბლეტით გაყოფილი დოზებით, დაავადების სიმძიმის მიხედვით. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 8 ტაბლეტამდე (16 მგ-მდე).

მოზრდილებსა და ხანდაზმულებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ასოცირებული ფაღარათის სიმპტომური მკურნალობა

მკურნალობა უნდა დაიწყოს 2 ტაბლეტით (4 მგ). დაავადების სიმძიმის მიხედვით, შეიძლება მიღებულ იქნას 2 ან 4 ტაბლეტი გაყოფილი დოზებით. საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 ტაბლეტამდე (16 მგ).

თუ არ არის ექიმის მიერ სხვა დანიშნულება მოცემული, გამოყენებულ უნდა იქნას ზემოთ მითითებული დოზები.

მიღების გზა და მეთოდი

ლოპერმიდი მიიღება შიგნით სითხის საკმარის რაოდენობასთან (ჭიქა წყალთან) ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ გამოიყენება 9 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის/გულის უკმარისობა:

არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში ლოპერმიდი გამოყენებულ უნდა იქნას სიფრთხილით, რადგან პირველი რიგის მეტაბოლიზმი დაქვეითებულია.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ლოპერმიდის მოქმედების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ლოპერმიდის დოზის გადაჭარბებისას

ლოპერმიდის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი დოზებით ინტოქსიკაცია ადამიანებში გამოიწვევს ისეთ სიმტომებს, როგორიცაა: შეკრულობა, ცენტრალური დეპრესია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან ამ ზემოქმედების მიმართ.

ლოპერმიდის მიღების დავიწყებისას

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ლოპერმიდის მიღების შეწყვეტისას

არ არის ხელმისაწვდომი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ლოპერმიდში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

ლოპერმიდის გვერდითი მოვლენების შემჩნევა არ არის ადვილი, რადგან სიმპტომები უკვე აღინიშნება ფაღარათის დროს. თუმცა, განვითარებული გვერდითი მოვლენები არ არის ძალიან სერიოზული და ძირითადად ვითარდება ხანგრძლივად მიმდინარე ფაღარათის მკურნალობის დროს.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, უნდა შეწყდეს ლოპერმიდის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა:

ალერგიული სიმპტომები (როგორიცაა: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, პირის ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას), ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ნიშნავს, რომ ლოპერმიდის მიმართ მძიმე ალერგია აქვს და შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

მუცლის ტკივილი, ბოყინი და დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა;

დაღლილობა, ძილიანობა და გაბრუება;

პირის სიმშრალე;

ესენი ლოპერმიდის სუსტი გვერდითი მოვლენებია.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ინსტუქციაში ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ლოპერმიდის შენახვის წესი

ლოპერმიდი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალური შეფუთვით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ და მშრალ ადგილას.

ინახება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია ლოპერმიდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია ლოპერმიდის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.

დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

საბია ილაჩ სან ვე ტიკ ა.შ.

კიუჯიუკჯეკმეჩე/ სტამბოლი

ტელ.: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ-ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

დევა ჰოლდინგ ა.შ.

ქაფაქლი/თექირდაგი

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 16/02/2015

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა