ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ
Loperamid Laropharm 1mg/5ml
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი მიეკუთვნება პერისტალტიკის დამაქვეითებელ პრეპარატთა ჯგუფს, რომელიც გამოიყენება მწვავე და ქრონიკული დიარეის სამკურნალოდ ზრდასრულებში და 4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მწვავე დიარეის სიმტომური მკურნალობისათვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლოპერამიდი (loperamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/5მლ 50მლ პერორალური ხსნარი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან (2.5მლ და 5.0მლ) ერთად
- მწარმოებელი
- S.C. Laropharm S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული, ნაწლავთა ანთებისა და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიპროპულისური საშუალებები
- ATC კოდი
- A07DA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-020864
- რეგისტრირებულია
- 25 ნოემბერი 2016, მოქმედებს 25 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია- 555“
- GMP
- -
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი მიეკუთვნება პერისტალტიკის დამაქვეითებელ პრეპარატთა ჯგუფს, რომელიც გამოიყენება მწვავე და ქრონიკული დიარეის სამკურნალოდ ზრდასრულებში და 4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მწვავე დიარეის სიმტომური მკურნალობისათვის.
ლოპერამიდი მოქმედებს ნაწლავთა კედელში არსებულ კუნთებზე, ახანგრძლივებს ნაწლავში შიგთავსის გადაადგილების დროს და ხელს უწყობს ნაწლავებიდან უფრო მეტი რაოდენობის წყლის აბსორბციას; შედეგად განავალის კონსისტენცია ხდება უფრო სქელი და მცირდება დეფეკაციის სიხშირე.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის, ან ფარმაცევტტის მითითების შესაბამისად, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
კოვზი = 5მლ პერორალურ ხსნარს = 1მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
პრეპარატი მიიღება პერორალურად (დასალევად); რეკომენდებულია რეჰიდრატაცია -
დიდი რაოდენობით სითხის მიღება - არა ალკოჰოლური. შემდეგ სპეციალისტმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები.
მწვავე დიარეა
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
პერორალურად მისაღები საწყისი დოზა შეადგენს 4მგ (4 5მლ-ანი კოვზი), შემდეგ 2მგ (2 5მლ-ანი კოვზი) ყოველი მომდევნო დიარეის დროს. საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16მგ (16 5მლ-ანი კოვზი). თუ პრეპარატი არ არის დანიშნული ექიმის მიერ, არ გადააჭარბოთ 8მგ-ს დღე-ღამეში (8 5მლ-ანი კოვზი).
ბავშვები
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი არი არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
6-11 წლის ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 2მგ (2 5მლ-ანი კოვზი) პირველი დიარეის შემდეგ, მომდევნო დოზა არის 1მგ (1 5მლ-ანი კოვზი) ყოველი მომდევნო დიარეის დროს. საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6მგ (6 5მლ-ანი კოვზი).
4-5 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყნება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით; ჩვეულებრივ დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3მგ-ს დღეში (3 კოვზი).
მოზარდებში გამოიყენება იგივე დოზა, რაც ზრდასრულებში (მაქსიმალური დღიური დოზა: 8მგ=8 კოვზი).
ქრონიკული დიარეა
ზრდასრულები: 2მგ (2 5მლ-ანი კოვზი) პერორალური ხსნარი დღეში 1-3ჯერ.
დანიშნულების გარეშე მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტ ხანს (ზრდასრულები), ან 2 დღეზე მეტ ხანს (12 წლამდე ასაკის ბავშვები).
თუ მიიღეთ ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ ჭარბი დოზა
ლოპერამიდი ლაროფარმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს დანართი ფურცელი, ან პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს რა პრეპარატი მიიღეთ.
დოზის ძლიერი გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას, თავბრუსხვევას, ღებინებას, ყაბზობას, მიოზს (გუგების შევიწროვება), სუნთქვის გაიშვიათებას, სითხის ნაკლებობას, კუნთების შებოჭილობას, არაკონტროლირებად მოძრაობებს, შარდის გამოყოფის (შარდვა) გაძნელებას.
ბავშვები არიან უფრო მგრძნობიარე ლოპერამიდის დოზის გადაჭარბებისადმი.
დოზის გადაჭარბება საჭიროებს სპეციალიზირებულ მკურნალობას, ამიტომ საჭუროა გადაუდებელი ინტერვენცია და ჰოსპიტალიზაცია.
თუ დაგავიწყდათ ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ მიღება
თუ დაგავიწყდათ ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ პერორალური ხსნარის მიღება, მიიღეთ დოზა გახსენებისთანავე; თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და მიიღეთ მხოლოდ შემდეგი დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა
გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ მიღება
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს,
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის, ან ამ პრეპარატის სხვა
შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში (კოლილა, კუჭის ტკივილი), მაგრამ არა დიარეა;
თუ აღგენიშნებათ ყაბზობა;
თუ გაქვთ სისხლიანი დიარეა, ან დიარეას თან ახლავს ცხელება (მწვავე დიზენტერია);
თუ გაქვთ ნაწლავთა ანთებითი დაავადება (მაგ. წყლულოვანი კოლიტი), არ გამოიყენოთ ლოპერამიდი დაავადების გამწვავებისას;
თუ დიარეა ვლინდება ანტიბიოტიკებით (ფართო სპექტრის) მკურნალობისას; ეს შესაძლოა იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშნები და ამ დროს ლოპერამიდის გამოყენება დაუშვებელია;
თუ გაქვთ ბაქტერიული ენტეროკოლიტის დიაგნოზი (გამოწვეული ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორებიცაა Salmonella, Shigella, Campylobacter);
თუ ხართ ორსულად (დეტალური ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ნაწილი “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”);
თუ ხართ ლაქტაციის ერიოდში (დეტალური ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ნაწილი “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”);
არ გამოიყენოთ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ არ ხართ დარწმუნებული შეგიძლიათ თუ არა ამ პრეპარატის მიღება, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიფრთხილის ზომები
1მგ/5მლ ლოპერამიდი ლაროფარმის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ ღვიძლის, ან თირკმლის დაავადება შესაძლოა გახანგრძლივდეს ორგანიზმიდან ლოპერამიდის ელიმინაცია; ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დოზა შეირჩეს სპეციალისტის მიერ;
თუ ხართ დაინფიცირებული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ);
თუ გაქვთ გლაუცომა;
თუ გაქვთ დარღვევები შარდის ბუშტის მხრივ;
თუ რეგულარულად იღებთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლს;
თუ ლოპერამიდით მკურნალობის დროს გამოვლინდა ყაბზობა, ან მუცლის შებერილობა (შებერილობის შეგრძნება) დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება;
არ მიიღოთ ლოპერამიდი 7 დღეზე მეტ ხანს (ზრდასრულები) ან 2 დღეზე მეტ ხანს (12 წლამდე ასაკის ბავშვები), თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა.
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
შემდეგ პრეპარატებს და ფარმაკოთერაპიულ ჯგუფებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ლოპერამიდთან; თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, არ მიიღოთ ლოპერამიდი ექიმთან კონსულტაიის გარეშე:
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატები (პერისტალტიკის დამაქვეითებელი საშუალებები, რომლებიც ამცირებენ ნაწლავში გამავლობას - ალოსეტრონი);
შფოთვის (მღელვარების), ან დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (ანქსიოლიტიკები - დიაზეპამი, ალპრაზოლამი, ბარბიტურატები, ანტიდეპრესანტები - ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი);
უძილობის სამკურნალო პრეპარატები (ფენობარბიტალი, ნარკოტიკული საშუალებები, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, ზოპიკლონი, პრომეტაზინი, მელატონინი);
ქოლესტირამინი;
ქინიდინი (ანტიარითმიული საშუალება);
ანტივირუსული საშუალებები (რიტონავირი, საქვინავირი).
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე (პრეპარატი არ ურთიერთქმედებს საკვებთან), მაგრამ მისი მიღებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკამდელმა კვლევება არ გამოავლინა ლოპერამიდის პოტენციური ემბტიოტოქსიკურობა, ან ტერატოგენობა და გამოვლინდა ქალის რძით პრეპარატის ძალიან მცირე კონცენტრაციის გამოყოფა, პრეპარატის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ასეთ დროს პრეპარატი გამოიყენება მკაცრად მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით და მისი ზედამხედველობის ქვეშ სარგებელი-რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ძილიანობა, ან გარდამავალი ვერტიგო (თავბრუსხვევა). ლოპერამიდით მკურნალობის პერიდოში რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან თავის შეკავება.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
არ არის ცნობილი: სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით.
იშვიათი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, კოლიკა (სპაზმი) მტკივნეული მუცელი, მეტეორიზმი, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება (ძლიერი ქოშინი), სახის, ყელის, ან ენის შეშუპება, დაღლილობა.
ხშირი: ყაბზობა.
გვერითი მოვლენების შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოცემულია წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე http://www.anm.ro/.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი. 5მლ ხსნარი შეიცავს 1მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
სხვა ნივშირებებია გლიცეროლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. პრეპარატი ხელმისაწვდომია 50მლ პვქ ყავისფერ ბოთლში, თეთრი ფერის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით, დალუქული თეთრი ფერის პოლიეთილენის რგოლით; ბოთლი მოთავსებულია კოლოფში; ბოთლი შეიცავს 50მლ პერორალურად მისაღებ ხსნარს.
კოლოფში მოთავსებულია პოლისტიროლის ორმაგი დოზირების კოვზი (2.5მლ/5მლ).
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი
S.C. ლაროფარმი S.R.L.
ალექსანდრიას გზატკეცილი # 145ა, ბრაგადირუ,
ილფოვის ჟუდეცი, რუმინეთი
ტელ./ფაქსი: 021.369.32.02/03/06
ელ.ფოსტა: [email protected]
პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სავაჭრო უფლების მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას.
დანართი ფურცლის განახლების ბოლო თარიღია 2014 წლის მაისი.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად 250C დაბალი ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ მჭიდროთ დახურული თავსახურით.
გახსნის შემდეგ: არ შეინახოთ 250C მაღალი ტემპერატურის პირობებში.
გახსნის შემდეგ გამოიყენება მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში.
არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცვტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალურად მისაღები ხსნარი
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი დანართ ფურცელში მოცემული ინსტრუქტაჟის, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, ან რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.
თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ ნაწილი 4.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთ, ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარის გამოყენებამდე
როგორ მივიღოთ ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი და რისთვის გამოიყენება
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი მიეკუთვნება პერისტალტიკის დამაქვეითებელ პრეპარატთა ჯგუფს, რომელიც გამოიყენება მწვავე და ქრონიკული დიარეის სამკურნალოდ ზრდასრულებში და 4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მწვავე დიარეის სიმტომური მკურნალობისათვის.
ლოპერამიდი მოქმედებს ნაწლავთა კედელში არსებულ კუნთებზე, ახანგრძლივებს ნაწლავში შიგთავსის გადაადგილების დროს და ხელს უწყობს ნაწლავებიდან უფრო მეტი რაოდენობის წყლის აბსორბციას; შედეგად განავალის კონსისტენცია ხდება უფრო სქელი და მცირდება დეფეკაციის სიხშირე.
- რა უნდა იცოდეთ ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი:
თუ ხართ ალერგიული ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის, ან ამ პრეპარატის სხვა
შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში (კოლილა, კუჭის ტკივილი), მაგრამ არა დიარეა;
თუ აღგენიშნებათ ყაბზობა;
თუ გაქვთ სისხლიანი დიარეა, ან დიარეას თან ახლავს ცხელება (მწვავე დიზენტერია);
თუ გაქვთ ნაწლავთა ანთებითი დაავადება (მაგ. წყლულოვანი კოლიტი), არ გამოიყენოთ ლოპერამიდი დაავადების გამწვავებისას;
თუ დიარეა ვლინდება ანტიბიოტიკებით (ფართო სპექტრის) მკურნალობისას; ეს შესაძლოა იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშნები და ამ დროს ლოპერამიდის გამოყენება დაუშვებელია;
თუ გაქვთ ბაქტერიული ენტეროკოლიტის დიაგნოზი (გამოწვეული ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორებიცაა Salmonella, Shigella, Campylobacter);
თუ ხართ ორსულად (დეტალური ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ნაწილი “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”);
თუ ხართ ლაქტაციის ერიოდში (დეტალური ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ნაწილი “ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”);
არ გამოიყენოთ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ არ ხართ დარწმუნებული შეგიძლიათ თუ არა ამ პრეპარატის მიღება, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიფრთხილის ზომები
1მგ/5მლ ლოპერამიდი ლაროფარმის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ ღვიძლის, ან თირკმლის დაავადება შესაძლოა გახანგრძლივდეს ორგანიზმიდან ლოპერამიდის ელიმინაცია; ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დოზა შეირჩეს სპეციალისტის მიერ;
თუ ხართ დაინფიცირებული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ);
თუ გაქვთ გლაუცომა;
თუ გაქვთ დარღვევები შარდის ბუშტის მხრივ;
თუ რეგულარულად იღებთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლს;
თუ ლოპერამიდით მკურნალობის დროს გამოვლინდა ყაბზობა, ან მუცლის შებერილობა (შებერილობის შეგრძნება) დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება;
არ მიიღოთ ლოპერამიდი 7 დღეზე მეტ ხანს (ზრდასრულები) ან 2 დღეზე მეტ ხანს (12 წლამდე ასაკის ბავშვები), თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა.
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
შემდეგ პრეპარატებს და ფარმაკოთერაპიულ ჯგუფებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ლოპერამიდთან; თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, არ მიიღოთ ლოპერამიდი ექიმთან კონსულტაიის გარეშე:
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატები (პერისტალტიკის დამაქვეითებელი საშუალებები, რომლებიც ამცირებენ ნაწლავში გამავლობას - ალოსეტრონი);
შფოთვის (მღელვარების), ან დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (ანქსიოლიტიკები - დიაზეპამი, ალპრაზოლამი, ბარბიტურატები, ანტიდეპრესანტები - ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი);
უძილობის სამკურნალო პრეპარატები (ფენობარბიტალი, ნარკოტიკული საშუალებები, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, ზოპიკლონი, პრომეტაზინი, მელატონინი);
ქოლესტირამინი;
ქინიდინი (ანტიარითმიული საშუალება);
ანტივირუსული საშუალებები (რიტონავირი, საქვინავირი).
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე (პრეპარატი არ ურთიერთქმედებს საკვებთან), მაგრამ მისი მიღებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკამდელმა კვლევება არ გამოავლინა ლოპერამიდის პოტენციური ემბტიოტოქსიკურობა, ან ტერატოგენობა და გამოვლინდა ქალის რძით პრეპარატის ძალიან მცირე კონცენტრაციის გამოყოფა, პრეპარატის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ასეთ დროს პრეპარატი გამოიყენება მკაცრად მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით და მისი ზედამხედველობის ქვეშ სარგებელი-რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ძილიანობა, ან გარდამავალი ვერტიგო (თავბრუსხვევა). ლოპერამიდით მკურნალობის პერიდოში რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან თავის შეკავება.
- როგორ მივიღოთ ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის, ან ფარმაცევტტის მითითების შესაბამისად, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
კოვზი = 5მლ პერორალურ ხსნარს = 1მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
პრეპარატი მიიღება პერორალურად (დასალევად); რეკომენდებულია რეჰიდრატაცია -
დიდი რაოდენობით სითხის მიღება - არა ალკოჰოლური. შემდეგ სპეციალისტმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკები.
მწვავე დიარეა
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
პერორალურად მისაღები საწყისი დოზა შეადგენს 4მგ (4 5მლ-ანი კოვზი), შემდეგ 2მგ (2 5მლ-ანი კოვზი) ყოველი მომდევნო დიარეის დროს. საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16მგ (16 5მლ-ანი კოვზი). თუ პრეპარატი არ არის დანიშნული ექიმის მიერ, არ გადააჭარბოთ 8მგ-ს დღე-ღამეში (8 5მლ-ანი კოვზი).
ბავშვები
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ პერორალური ხსნარი არი არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
6-11 წლის ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 2მგ (2 5მლ-ანი კოვზი) პირველი დიარეის შემდეგ, მომდევნო დოზა არის 1მგ (1 5მლ-ანი კოვზი) ყოველი მომდევნო დიარეის დროს. საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6მგ (6 5მლ-ანი კოვზი).
4-5 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყნება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით; ჩვეულებრივ დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3მგ-ს დღეში (3 კოვზი).
მოზარდებში გამოიყენება იგივე დოზა, რაც ზრდასრულებში (მაქსიმალური დღიური დოზა: 8მგ=8 კოვზი).
ქრონიკული დიარეა
ზრდასრულები: 2მგ (2 5მლ-ანი კოვზი) პერორალური ხსნარი დღეში 1-3ჯერ.
დანიშნულების გარეშე მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტ ხანს (ზრდასრულები), ან 2 დღეზე მეტ ხანს (12 წლამდე ასაკის ბავშვები).
თუ მიიღეთ ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ ჭარბი დოზა
ლოპერამიდი ლაროფარმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს დანართი ფურცელი, ან პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს რა პრეპარატი მიიღეთ.
დოზის ძლიერი გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას, თავბრუსხვევას, ღებინებას, ყაბზობას, მიოზს (გუგების შევიწროვება), სუნთქვის გაიშვიათებას, სითხის ნაკლებობას, კუნთების შებოჭილობას, არაკონტროლირებად მოძრაობებს, შარდის გამოყოფის (შარდვა) გაძნელებას.
ბავშვები არიან უფრო მგრძნობიარე ლოპერამიდის დოზის გადაჭარბებისადმი.
დოზის გადაჭარბება საჭიროებს სპეციალიზირებულ მკურნალობას, ამიტომ საჭუროა გადაუდებელი ინტერვენცია და ჰოსპიტალიზაცია.
თუ დაგავიწყდათ ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ მიღება
თუ დაგავიწყდათ ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ პერორალური ხსნარის მიღება, მიიღეთ დოზა გახსენებისთანავე; თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და მიიღეთ მხოლოდ შემდეგი დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა
გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ მიღება
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს,
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
არ არის ცნობილი: სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით.
იშვიათი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, კოლიკა (სპაზმი) მტკივნეული მუცელი, მეტეორიზმი, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება (ძლიერი ქოშინი), სახის, ყელის, ან ენის შეშუპება, დაღლილობა.
ხშირი: ყაბზობა.
გვერითი მოვლენების შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოცემულია წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე http://www.anm.ro/.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად 250C დაბალი ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ მჭიდროთ დახურული თავსახურით.
გახსნის შემდეგ: არ შეინახოთ 250C მაღალი ტემპერატურის პირობებში.
გახსნის შემდეგ გამოიყენება მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში.
არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცვტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ
მოქმედი ნივთიერება არის ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი. 5მლ ხსნარი შეიცავს 1მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
სხვა ნივშირებებია გლიცეროლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
ლოპერამიდი ლაროფარმის 1მგ/5მლ აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ლოპერამიდი ლაროფარმი 1მგ/5მლ არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. პრეპარატი ხელმისაწვდომია 50მლ პვქ ყავისფერ ბოთლში, თეთრი ფერის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით, დალუქული თეთრი ფერის პოლიეთილენის რგოლით; ბოთლი მოთავსებულია კოლოფში; ბოთლი შეიცავს 50მლ პერორალურად მისაღებ ხსნარს.
კოლოფში მოთავსებულია პოლისტიროლის ორმაგი დოზირების კოვზი (2.5მლ/5მლ).
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი
S.C. ლაროფარმი S.R.L.
ალექსანდრიას გზატკეცილი # 145ა, ბრაგადირუ,
ილფოვის ჟუდეცი, რუმინეთი
ტელ./ფაქსი: 021.369.32.02/03/06
ელ.ფოსტა: [email protected]
პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სავაჭრო უფლების მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას.
დანართი ფურცლის განახლების ბოლო თარიღია 2014 წლის მაისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


