ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ, კაფსულები
Loperamid Laropharm 2mg, capsule
ლოპერამიდი ლაროფარმი შეიცავს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება დიარეის საწინაღმდეგო პრეპარატთა ჯგუფს. დიარეის შემთხვევაში, ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ახდენს განავალის კონსისტენციის გასქელებას და ამცირებს დეფეკაციის სიხშირეს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლოპერამიდი (loperamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ კაფსულა №10
- მწარმოებელი
- S.C. LAROPHARM S.R.L, რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული, ნაწლავთა ანთების და ინფექციის საწინააღმდეგო ანტიმიკრობული საშუალებები, პროპულსივები
- ATC კოდი
- A07DA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023011
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2017, მოქმედებს 28 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555”
- GMP
- -
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ, კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლოპერამიდი ლაროფარმი შეიცავს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება დიარეის საწინაღმდეგო პრეპარატთა ჯგუფს.
დიარეის შემთხვევაში, ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ახდენს განავალის კონსისტენციის გასქელებას და ამცირებს დეფეკაციის სიხშირეს.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- მწვავე დიარეა ზრდასრულებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებული დიარეა და 18 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულებში.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
დოზირება და მიღების წესი
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კაფსულები გადაყლაპეთ საკმაო ოდენობის სითხის დაყოლებით.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ქვემოთ მოხსენიებული იქნება როგორც ლოპერამიდი ლაროფარმი.
უკუჩვენებები
თუ დიარეა გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, შეწყვიტეთ ლოპერამიდი ლაროფარმის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
მწვავე დიარეის მკურნალობა
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები
მიიღეთ 2 კაფსულა ლოპერამიდი ლაროფარმი ერთ მიღებაზე, შემდეგ ერთი კაფსულა ყოველი მომდევნო დიარეის დროს. შეწყვიტეთ მკურნალობა თუ გაქვთ სქელი განავალი, ან არ გაქვთ კუჭის მოქმედება 24 საათის განმავლობაში.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებული მწვავე დიარეის მკურნალობა
18 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულები
თავდაპირველად მიიღეთ 2 კაფსულა ლოპარემიდი ლაროფარმი ერთ მიღებაზ, შემდეგ 1 კაფსულა ლოპარემიდი ლაროფარმი ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, თუ სხვაგვარად არ დაგინიშნათ ექიმმა. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დიარეის ეპიზოდები გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს.
თუ მიიღეთ ლოპერამიდი ლაროფარმის ჭარბი დოზა
რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს დანართი ფურცელი, ან პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს რა პრეპარატი მიიღეთ.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას, ცნობიერების შეცვლას, კოორდინაციის დარღვევას, კუნთების რიგიდობას, სუნთქვის გაძნელებას, გუგების გაფართოვებას, შარდის შეკავებას, ყაბზობას და ნაწლავთა პერისტალტიკის შენელებას.
თუ დაგავიწყდათ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ლოპერამიდის ჰიფროქლორიდი გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისას, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ხელს უწყობს განავლის კონსისტენციის გასქელებას და დეფეკაციის სიხშირის შემცირებას, მაგრამ არ კურნავს დიარეის გამომწვევ მიზეზს. შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს დიარეის გამომწვევი მიზეზის მკურნალობაც. დიარეის უეცარი (მწვავე) ეპიზოდების დროს ლოპერამიდი ლაროფარმის 2მგ კაფსულები ჩვეულებრივ ხსნის სიმტომებს 48 საათის განმავლობაში. თუ არ მოხდა სიმპტომების გაქრობა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულა მიიღეთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებული დიარეის შემთხვევაში და დიარეა გაგრძელდა 48 საათზე მეტ ხანს, ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, ან გაქვთ დიარეის განმეორებითი ეპიზოდები 2 კვირაზე მეტ ხანს, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღება ყაბზობის, ან მუცლის შებერვის (შებერილობა) გამოვლენისას.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება - შესაძლოა გახანგრძლივდეს ორგანიზმიდან ლოპერამიდის ელიმინაცია; ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაარეგულიროს პრეპარატის დოზა;
თუ რეგულარულად იღებთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლს;
თუ გაქვთ შეძენილი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).
“გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის” ისტორის შემთხვევაში, ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ:
ხართ 40 წელს ზემოთ და თქვენი დაავადების გამოვლენა შეიცვალა წინა
გამოვლინებებთან შედარებით, ან თუ დიდი დრო გავიდა დიარეის წინა ეპიზოდის შემდეგ;
- გაქვთ სისხლიანი განავალი;
გაქვთ ძლიერი ყაბზობა;
აღგენიშნებათ გულისრევა, ან ღებინება;
გაქვთ მადის დაქვეითება, ან გრძნობთ სისუსტეს ბოლო პერიოდში;
გაქვთ ტკივილი მოშარდვისას, ან შარდვის გაძნელება;
გაქვთ ცხელება;
ახლო წარსულში იმოგზაურეთ შორეულ ქვეყანაში.
დიარეის დროს ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოვნება. დეჰიდრატაცია და მისი განვითარების რისკი უფრო მაღალია ბავშვებში და ხანდაზმულებში, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში და სიმპტომები დამოკიდებულია დეჰიდრატაციის სიმწვავეზე. ამიტომ, დიარეის დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ან პერორალური ხსნარების მიღება ჰიდრატაციისთვის (გლუკოზის და მარილების შემცველი სპეციალური ფხვნილი გახსნილი წყალში, ან ჩაიში). ეს ხელს შეუწყობს დიარეის ეპიზოდის დროს დაკარგული სითხის და მარილების აღდგენას. დეჰიდრატაციის თავიდან აცილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ შემდეგი პრეპარატები:
დიარეის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, ყაბზობის, ან კუჭ-ნაწლავთა სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ქინიდინი (ანტიარითმიული საშუალება);
ჰემფიბროცილი (სისხლში ჭარბი ცხიმის სამკურნალო საშუალება);
იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ);
დესმოპრესინი (გამოიყენება ხშირი შარდვის სამკურნალოდ).
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე (პრეპარატი არ ურთიერთქმედებს საკვებთან). პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკამდელმა კვლევება არ გამოავლინა ლოპერამიდის პოტენციური ემბტიოტოქსიკურობა, ან ტერატოგენობა და გამოვლინდა ქალის რძით პრეპარატის ძალიან მცირე კონცენტრაციის გამოყოფა, პრეპარატის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ასეთ დროს პრეპარატი გამოიყენება მკაცრად მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით და მისი ზედამხედველობის ქვეშ სარგებელი-რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ
ორსულად, ან გეგმავთ დაორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი და გარდამავალი ძილიანობა, ან ვერტიგო (თავბრუსხვევა). ლოპერამიდით მკურნალობის პერიდოში რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან თავის შეკავება.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ასევე შეიცავს მეთილ-ჰიდროქსიბენზოატს (E218), პროპელ პ-ჰიდროქსიბენზოატს (E216). შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაგვიანებულიც კი).
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
თუ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულებით მკურნალობის დროს გამოგივლინდათ:
სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ან მსტვენავი სუნთქვა;
სახის, ენის, ან ყელის შეშუპება;
ძლიერი გამონაყარი ბუშტუკებით, ან გენერალიზებული ბიშტუკები, ან კანის აქერცვლა;
ცნობიერების დაკარგვა, ან ცნობიერების შეცვლა, გონების დაკარგვა, ან უკონტროლო მოძრაობები,
შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
შეწყვიტეთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში:
ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): თავის ტკივილი, ღებინება, მუცლის ტკივილი, ან დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, პირის სიმშრალე, გამონაყარი;
იშვიათი (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): მუცლის შებერვა (შებერილობა), ძილიანობა, დისპეფსია, ზოგადი სისუსტე, შარდვის გაძნელება (შარდის გამოყოფის), ურტიკარია, მიოზი (გუგის შევიწროვება).
გვერითი მოვლენების შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
ავიატორ სანატესკუს ქ. 48, სექტორი 1
011478- RO - ბუქარესტი
ტელ: + 4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ. ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
სხვა ნივთირებებია: კაფსულის შიგთავსი - სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმი; კაფსულის გარსი - ტიტანის დიოქსიდი (E171), ღია ლურჯი FCF (E133), კარმოიზინი (E122), მეთილჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ-ჰიდროქსიბენზოატი (E 216), ჟელატინი.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ წარმოდგენილია ლურჯი და ვარდისფერი კორპუსის მქონე კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს თეთრ, ან თითქმის თეთრ ფხვნილს. კოლოფში მოთავსებულია 10 კაფსულა ბლისტერზე.
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი
SC Laropharm SRL
ალექსანდრიას გზატკეცილი # 145ა, ბრაგადირუ, ილფოვის ჟუდეცი, რუმინეთი
ტელ/ფაქსი: 021.369.32.02/03/06
ელ. ფოსტა: [email protected]
დანართი ფურცლის ბოლო შემოწმების თარიღია 2016 წლის აპრილი.
დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ მოცემულია წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე: http://www.anm.ro/
თარგმანი სწორია:
ლოპერამიდი
ლაროფარმი 2მგ კაფსულები
10 კაფსულა ლაროფარმი
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები
594475640071
ლოპერამიდი
ლაროფარმი 2მგ კაფსულები
თითოეული კაფსულა შწიცავს 2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
შწიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატი, მეთილჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ
პ-ჰიდროქსიბენზოატი (E 216)
დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ფურცელ-ჩანართი. მიიღება შიგნით.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალი ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი გაიცამა რეცეფტის გარეშე. პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას. ინახბა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გამოიყენება დიარეის უეცარი (მწვავე) ეპიზოდების დროს. იმ შემთხვევაში თუ სიიმპტომები გაუარესდება ან არ გამოკეთდება 2 დღის განმავლობაში, მმიმართეთ ექიმს.
ლოპერამიდი
ლაროფარმი 2მგ კაფსულები
სავაჭრო მფლობელის სახელწოდება და მისამართი
შპს ლაროფარმი S.C.
ალექსანდრიას გზატკეცილი # 145ა, ბრაგადირუ, ილფოვი, რუმინეთი
# A.P.P. 8833/2016/01
ხელმოწერილია ბეჭედდასმულია
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
ლაროფარმი 2მგ
კაფსულა
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
ლაროფარმი 2მგ
კაფსულა
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
ლაროფარმი 2მგ
კაფსულა
პარტიის # AA LL XXX LL AAA
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალი ტემპერატურის პირობებში.
არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცვტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი დანართ ფურცელში მოცემული ინსტრუქტაჟის, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, ან რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.
თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ ნაწილი 4.
თუ 2 ღდის შემდეგ თავს არ გრძნობთ უკეთ, ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების გამოყენებამდე
როგორ მივიღოთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები და რისთვის გამოიყენება
ლოპერამიდი ლაროფარმი შეიცავს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება დიარეის საწინაღმდეგო პრეპარატთა ჯგუფს.
დიარეის შემთხვევაში, ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ახდენს განავალის კონსისტენციის გასქელებას და ამცირებს დეფეკაციის სიხშირეს.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- მწვავე დიარეა ზრდასრულებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებული დიარეა და 18 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულებში.
- რა უნდა იცოდეთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები:
თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის, ან ამ პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ
(ჩამოთვლილი ნაწილში 6);
- მწვავე დიარეის სამკურნალოდ 12 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში (ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების ფორმა და კონცენტრაცია არ არის განკუთვნილი ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოსაყენებლად);
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებული დიარეის სამკურნალოდ 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში;
თუ დიარეა ვლინდება ანტიბიოტიკებით (ფართო სპექტრის) მკურნალობისას; ეს შესაძლოა იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშნები და ამ დროს ლოპერამიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული;
თუ გაქვთ ნაწლავთა ანთებითი დაავადება (მაგ. წყლულოვანი კოლიტი, ან ფსევდომემბრანული კოლიტი ანტიბიტიკებით მკურნალობის ფონზე);
თუ გაქვთ დიზენტერია - სისხლიანი დიარეა, ან დიარეას ცხელებით;
თუ ექიმმა გითხრათ, რომ არ უნდა გამოიყენოთ ნაწლავთა პერესტალტიკის შესანელებელი პრეპარატები: ამ დროს იზრდება ილეუსის, მეგაკოლონის, ან ტოქსიკური მეგაკოლონის განვითარების რისკი;
თუ აღგენიშნებათ ყაბზობა, ან მეტეორიზმი.
სიფრთხილის ზომები
ლოპერამიდის ჰიფროქლორიდი გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისას, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ხელს უწყობს განავლის კონსისტენციის გასქელებას და დეფეკაციის სიხშირის შემცირებას, მაგრამ არ კურნავს დიარეის გამომწვევ მიზეზს. შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს დიარეის გამომწვევი მიზეზის მკურნალობაც. დიარეის უეცარი (მწვავე) ეპიზოდების დროს ლოპერამიდი ლაროფარმის 2მგ კაფსულები ჩვეულებრივ ხსნის სიმტომებს 48 საათის განმავლობაში. თუ არ მოხდა სიმპტომების გაქრობა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულა მიიღეთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებული დიარეის შემთხვევაში და დიარეა გაგრძელდა 48 საათზე მეტ ხანს, ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, ან გაქვთ დიარეის განმეორებითი ეპიზოდები 2 კვირაზე მეტ ხანს, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღება ყაბზობის, ან მუცლის შებერვის (შებერილობა) გამოვლენისას.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება - შესაძლოა გახანგრძლივდეს ორგანიზმიდან ლოპერამიდის ელიმინაცია; ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაარეგულიროს პრეპარატის დოზა;
თუ რეგულარულად იღებთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლს;
თუ გაქვთ შეძენილი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).
“გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის” ისტორის შემთხვევაში, ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ:
ხართ 40 წელს ზემოთ და თქვენი დაავადების გამოვლენა შეიცვალა წინა
გამოვლინებებთან შედარებით, ან თუ დიდი დრო გავიდა დიარეის წინა ეპიზოდის შემდეგ;
- გაქვთ სისხლიანი განავალი;
გაქვთ ძლიერი ყაბზობა;
აღგენიშნებათ გულისრევა, ან ღებინება;
გაქვთ მადის დაქვეითება, ან გრძნობთ სისუსტეს ბოლო პერიოდში;
გაქვთ ტკივილი მოშარდვისას, ან შარდვის გაძნელება;
გაქვთ ცხელება;
ახლო წარსულში იმოგზაურეთ შორეულ ქვეყანაში.
დიარეის დროს ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოვნება. დეჰიდრატაცია და მისი განვითარების რისკი უფრო მაღალია ბავშვებში და ხანდაზმულებში, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში და სიმპტომები დამოკიდებულია დეჰიდრატაციის სიმწვავეზე. ამიტომ, დიარეის დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ან პერორალური ხსნარების მიღება ჰიდრატაციისთვის (გლუკოზის და მარილების შემცველი სპეციალური ფხვნილი გახსნილი წყალში, ან ჩაიში). ეს ხელს შეუწყობს დიარეის ეპიზოდის დროს დაკარგული სითხის და მარილების აღდგენას. დეჰიდრატაციის თავიდან აცილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ შემდეგი პრეპარატები:
დიარეის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, ყაბზობის, ან კუჭ-ნაწლავთა სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ქინიდინი (ანტიარითმიული საშუალება);
ჰემფიბროცილი (სისხლში ჭარბი ცხიმის სამკურნალო საშუალება);
იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ);
დესმოპრესინი (გამოიყენება ხშირი შარდვის სამკურნალოდ).
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე (პრეპარატი არ ურთიერთქმედებს საკვებთან). პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკამდელმა კვლევება არ გამოავლინა ლოპერამიდის პოტენციური ემბტიოტოქსიკურობა, ან ტერატოგენობა და გამოვლინდა ქალის რძით პრეპარატის ძალიან მცირე კონცენტრაციის გამოყოფა, პრეპარატის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ასეთ დროს პრეპარატი გამოიყენება მკაცრად მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით და მისი ზედამხედველობის ქვეშ სარგებელი-რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ
ორსულად, ან გეგმავთ დაორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი და გარდამავალი ძილიანობა, ან ვერტიგო (თავბრუსხვევა). ლოპერამიდით მკურნალობის პერიდოში რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან თავის შეკავება.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ასევე შეიცავს მეთილ-ჰიდროქსიბენზოატს (E218), პროპელ პ-ჰიდროქსიბენზოატს (E216). შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაგვიანებულიც კი).
- როგორ მივიღოთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
დოზირება და მიღების წესი
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კაფსულები გადაყლაპეთ საკმაო ოდენობის სითხის დაყოლებით.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები ქვემოთ მოხსენიებული იქნება როგორც ლოპერამიდი ლაროფარმი.
არ მიიღოთ 6 კაფსულაზე მეტი ლოპერამიდი ლაროფარმი 24 საათის განმავლობაში!
თუ დიარეა გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, შეწყვიტეთ ლოპერამიდი ლაროფარმის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
მწვავე დიარეის მკურნალობა
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები
მიიღეთ 2 კაფსულა ლოპერამიდი ლაროფარმი ერთ მიღებაზე, შემდეგ ერთი კაფსულა ყოველი მომდევნო დიარეის დროს. შეწყვიტეთ მკურნალობა თუ გაქვთ სქელი განავალი, ან არ გაქვთ კუჭის მოქმედება 24 საათის განმავლობაში.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან დაკავშირებული მწვავე დიარეის მკურნალობა
18 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულები
თავდაპირველად მიიღეთ 2 კაფსულა ლოპარემიდი ლაროფარმი ერთ მიღებაზ, შემდეგ 1 კაფსულა ლოპარემიდი ლაროფარმი ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, თუ სხვაგვარად არ დაგინიშნათ ექიმმა. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დიარეის ეპიზოდები გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს.
თუ მიიღეთ ლოპერამიდი ლაროფარმის ჭარბი დოზა
რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს დანართი ფურცელი, ან პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს რა პრეპარატი მიიღეთ.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას, ცნობიერების შეცვლას, კოორდინაციის დარღვევას, კუნთების რიგიდობას, სუნთქვის გაძნელებას, გუგების გაფართოვებას, შარდის შეკავებას, ყაბზობას და ნაწლავთა პერისტალტიკის შენელებას.
თუ დაგავიწყდათ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
თუ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულებით მკურნალობის დროს გამოგივლინდათ:
სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ან მსტვენავი სუნთქვა;
სახის, ენის, ან ყელის შეშუპება;
ძლიერი გამონაყარი ბუშტუკებით, ან გენერალიზებული ბიშტუკები, ან კანის აქერცვლა;
ცნობიერების დაკარგვა, ან ცნობიერების შეცვლა, გონების დაკარგვა, ან უკონტროლო მოძრაობები,
შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
შეწყვიტეთ ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში:
ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): თავის ტკივილი, ღებინება, მუცლის ტკივილი, ან დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, პირის სიმშრალე, გამონაყარი;
იშვიათი (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): მუცლის შებერვა (შებერილობა), ძილიანობა, დისპეფსია, ზოგადი სისუსტე, შარდვის გაძნელება (შარდის გამოყოფის), ურტიკარია, მიოზი (გუგის შევიწროვება).
გვერითი მოვლენების შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით:
ავიატორ სანატესკუს ქ. 48, სექტორი 1
011478- RO - ბუქარესტი
ტელ: + 4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ. ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალი ტემპერატურის პირობებში.
არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცვტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები
მოქმედი ნივთიერება არის ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
სხვა ნივთირებებია: კაფსულის შიგთავსი - სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმი; კაფსულის გარსი - ტიტანის დიოქსიდი (E171), ღია ლურჯი FCF (E133), კარმოიზინი (E122), მეთილჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ-ჰიდროქსიბენზოატი (E 216), ჟელატინი.
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ წარმოდგენილია ლურჯი და ვარდისფერი კორპუსის მქონე კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს თეთრ, ან თითქმის თეთრ ფხვნილს. კოლოფში მოთავსებულია 10 კაფსულა ბლისტერზე.
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი
SC Laropharm SRL
ალექსანდრიას გზატკეცილი # 145ა, ბრაგადირუ, ილფოვის ჟუდეცი, რუმინეთი
ტელ/ფაქსი: 021.369.32.02/03/06
ელ. ფოსტა: [email protected]
დანართი ფურცლის ბოლო შემოწმების თარიღია 2016 წლის აპრილი.
დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ მოცემულია წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე: http://www.anm.ro/
თარგმანი სწორია:
ლოპერამიდი
ლაროფარმი 2მგ კაფსულები
10 კაფსულა ლაროფარმი
ლოპერამიდი ლაროფარმი 2მგ კაფსულები
594475640071
ლოპერამიდი
ლაროფარმი 2მგ კაფსულები
თითოეული კაფსულა შწიცავს 2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
შწიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატი, მეთილჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ
პ-ჰიდროქსიბენზოატი (E 216)
დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ფურცელ-ჩანართი. მიიღება შიგნით.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალი ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი გაიცამა რეცეფტის გარეშე. პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას. ინახბა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გამოიყენება დიარეის უეცარი (მწვავე) ეპიზოდების დროს. იმ შემთხვევაში თუ სიიმპტომები გაუარესდება ან არ გამოკეთდება 2 დღის განმავლობაში, მმიმართეთ ექიმს.
ლოპერამიდი
ლაროფარმი 2მგ კაფსულები
სავაჭრო მფლობელის სახელწოდება და მისამართი
შპს ლაროფარმი S.C.
ალექსანდრიას გზატკეცილი # 145ა, ბრაგადირუ, ილფოვი, რუმინეთი
# A.P.P. 8833/2016/01
ხელმოწერილია ბეჭედდასმულია
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
ლაროფარმი 2მგ
კაფსულა
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
ლაროფარმი 2მგ
კაფსულა
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
ლაროფარმი 2მგ
კაფსულა
პარტიის # AA LL XXX LL AAA
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


