ლოპერამიდი-გრინდექსი 2მგ
LOPERAMIDE-GRINDEKS 2mg
Loperamide-Grindeks წარმოადგენს დიარეის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ამცირებს ნაწლავების მოტორიკას. შესაბამისად, ფერხდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილება და უმჯობესდება ნაწლავიდან წყლის და მარილების რეაბსორბცია. შედეგად, მცირდება დიარეის სიმპტომები, სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლოპერამიდი (loperamide)
- ფორმა და შეფუთვა
- მყარი ჟელატინის კაფსულა №10
- მწარმოებელი
- AS GRINDEKS., ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიპროპულსივები
- ATC კოდი
- A07DA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043736
- რეგისტრირებულია
- 4 აგვისტო 2025, მოქმედებს 4 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გრინდეკსი წარმომადგენლობა (ფილიალი)“
- GMP
- -
ლოპერამიდი-გრინდექსი 2მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
Loperamide-Grindeks წარმოადგენს დიარეის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ამცირებს ნაწლავების მოტორიკას. შესაბამისად, ფერხდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილება და უმჯობესდება ნაწლავიდან წყლის და მარილების რეაბსორბცია. შედეგად, მცირდება დიარეის სიმპტომები, სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგი.
Loperamide-Grindeks გამოიყენება მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზევით.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან 2 დღის შემდეგ თავს უარესად გრძნობთ.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე როგორც როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენება შიგნით მისაღებად. რეკომენდებულია კაფსულების გამოყენება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან
საწყისი დოზა არის 2 კაფსულა (4მგ), შემდგომში მიიღება 1 კაფსულა (2მგ) ყოველი თხლად გასვლის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას (12მგ).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ ორი დღის განმავლობაში სიმპტომები არ მცირდება, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. თუ კლინიკური გაუმჯობესება უფრო სწრაფად შეინიშნება, ლოპერამიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ხანდაზმულები და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირები დოზის შერჩევას არ საჭიროებენ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირებმა ეს პრეპრატი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილე გამოყენებისას).
ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ გამოიყენეთ პრეპარატი Loperamide-Grindeks, დანიშნულზე მეტი
თუ გამოიყენეთ პრეპარატი Loperamide-Grindeks-ის ჭარბი დოზა დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს რჩევისთვის. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: გულისცემის გახშირებას, არარეგულარულ გულისცემას, გულისცემის ცვლილებებს (ამ სიმპტომებს შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში შედეგები), ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სიმპტომებს (კუნთების რიგიდობა, არაკოორდინირებული მოძრაობები, ძილიანობა, თვალის გუგების შევიწროება, სტუპორი ან სრული უმოძრაობა და დაბუჟება გონების დაკარგვის გარეშე); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს (ყაბზობა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ტკივილი, ნაწლავის გაუვალობა); შარდვის გაძნელებას და ქოშინს.
ბავშვები უფრო მძაფრად რეაგირებენ Loperamide-Grindeks-ის დიდ რაოდენობაზე, ვიდრე მოზრდილები. თუ ბავშვი მიიღებს ჭარბ დოზას ან გამოავლენს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ Loperamide-Grindeks მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მორიგი დოზის მიღება, დაუყონებლივ მიიღეთ. არ გამოიყენოთ გაორმაგებული დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. განაგრძეთ პრეპარატის მიღება, როგორც რეკომენდირებულია.
თუ შეწყვიტეთ Loperamide-Grindeks მიღება
თუ გაქვთ შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ლოპერამიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პუნქტი 6-ში);
თუ განავალი შეიცავს სისხლს და თქვენ გაქვთ მაღალი ტემპერატურა (დიზინტერიის ნიშნები);
თუ გაქვთ მსხვილი ნაწლავის მწვავე ანთება (წყლულოვანი კოლიტი) ან მსხვილი ნაწლავის ანთება ანტიბიოტიკების მიღების შედეგად (ფსევდომემბრანული კოლიტი);
თუ გაქვთ ბაქტერიებით გამოწვეული წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთება;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა პერისტალტიკის შენელების თავიდან აცილება, შესაძლო სერიოზული გართულებების რისკის გამო, როგორიცაა, ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი), მსხვილი ნაწლავის გაფართოება (მეგაკოლონი, მათ შორის ტოქსიკური მეგაკოლონი).
ლოპერამიდის მიღება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა ყაბზობა, მუცლის შებერილობა ან ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი).
თუ არ ხართ დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თუ არა თქვენ, მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები
Loperamide-Grindeks-ით დიარეის მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია და არ კურნავს მის მიზეზს. თუ ცნობილია დიარეის მიზეზი საჭიროა მისი მკურნალობა.
Loperamide-Grindeks გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს:
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (შესაძლოა ორგანიზმში წამლის დაგროვება). ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება დაგჭირდეთ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა.
შეწყვიტეთ Loperamide-Grindeks გამოყენება და მიმართეთ ექიმს:
თუ ვლინდება მუცლის შებერილობა ან სხვა გვერდითი ეფექტები (მაგალითად, მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ძილიანობა);
თუ მწვავე დიარეის სიმპტომები 48 საათის განმავლობაში არ მცირდება ან გამოვლინდა მაღალი სიცხე.
დიარეის შემთხვევაში შესაძლოა სითხის და მარილების დეფიციტი. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დაკარგული სითხის რაოდენობა უნდა ანაზღაურდეს დიდი რაოდენობით სითხის მიღებით და მარილების ნაკლებობის შევსებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მკურნალობის დროს უნდა დაიცვათ შესაბამისი დიეტა.
გამოიყენეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ჩვენებების მიხედვით (იხ. განყოფილება 1), და არასდროს არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას (იხ. განყოფილება 3). გულის მუშაობის სერიოზული დარღვევები (გახშირებული ან არარეგულარული გულისცემის ჩათვლით) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოპერამიდის დიდ დოზებს, Loperamide-Grindeks -ის აქტიურ ინგრედიენტს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში და ხანდაზმულებში, რადგან ასეთ შემთხვევებში არის გვერდითი მოვლენების გამოვლენის დიდი რისკი.
თუ თქვენ გაქვთ შიდსი და ღებულობთ ამ წამალს დიარეის სამკურნალოდ, მუცლის შებერილობის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყონებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ Loperamide-Grindeks-ის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ბოლო დროს იყენებთ, იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ.
პრეპარატ Loperamide-Grindeks-ის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ იყენებთ ამ პრეპარატებიდან ნებისმიერს:
ქინიდინი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევის და მალარიის სამკურნალოდ);
რიტონავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი);
კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის დამთრგუნველი მედიკამენტები (მაგალითად, პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი), რადგან მათ შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატ Loperamide-Grindeks-ის მოქმედება;
იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
გემფიბროზილი (პრეპარატი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად);
დესმოპრესინი (გამოიყენება პაციენტებში უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ და ღამის ენურეზის სამკურნალოდ);
ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (ოპიოიდები); ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობის განვითარება;
კო-ტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).
სამკურნალო საშუალებებს ლოპერამიდის მსგავსი მოქმედებით, შეუძლიათ გააძლიერონ Loperamide-Grindeks-ის მოქმედება, ხოლო პრეპარატებს, რომლებიც აჩქარებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიგთავსის ტრანზიტს, შეუძლიათ შეამცირონ მისი მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია თუ ორსულად ხართ ან მეძუძური დედა ხართ, შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში არ არის სასურველი და დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ლოპერამიდი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. რეკომენდებული არ არის გამოიყენონ დედებმა, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დიარეის შემთხვევაში შესაძლოა დაღლილობა, თავბრუსხვევა და ძილიანობა. რის გამო აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმების მომსახურებისას.
Loperamide-Grindeks შეიცავს ლაქტოზას და საღებავს პონსო 4R (E 124)
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატ Loperamide-Grindeks-ის მყარი ჟელატინის კაფსულების შემადგენლობაში შედის საღებავი პონსო 4R (E 124), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდებათ:
გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, გონების დაკარგვა, შოკი. შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები (ანაფილაქსიური, ანაფილაქტოიდური);
კანის და/ან ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანებები გამონაყარით, გაწითლებით, ანთებით, წყლულებით ან ბუშტუკებით (სტივენ- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა);
სახის, ტუჩების, ენის ან ხახის უეცარი შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის, ანგიონევროზული შეშუპების, ნიშნები.
ეს გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად - 1000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მუცლის ტკივილი, რომელიც გადადის ზურგში, მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას, ცხელება, გახშირებული პულსი, გულისრევა, ღებინება, რაც შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების სიმპტომები (მწვავე პანკრეატიტი).
სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
თავის ტკივილი
შეკრულობა, გულისრევა, მეტეორიზმი
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
ძილიანობა, თავბრუსხვევა
მუცლის ტკივილი, მუცელში დისკომპორტის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ღებინება, დისპეპსია
გამონაყარი
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ს):
ალერგიული (მომატებული მგრძნობელობა) რეაქციები
გონების დაკარგვა
სრული უმოძრაობა და დაბუჟება გონების დაკარგვის გარეშე (სტუპორი)
ცნობიერების დათრგუნული დონე
კუნთების ტონუსის მკვეთრი მომატება, კოორდინაციის დარღვევა
თვალის გუგების შევიწროება
ნაწლავების გაუვალობა (ილეუსი, მათ სორის პარალიზური ილეუსი)
მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური გაფართოება (მეგაკოლონი, მათ შორის ტოქსიკური მეგაკოლონი)
ენის ტკივილი
მუცლის შებერილობა
ჭინჭრის ციება, ქავილი
შარდის შეკავება
დაღლილობა.
ზოგადად, არასასურველი გვერდითი მოვლენები, მსგავსი იყო მოზრდილებსა და ბავშვებში მწვავე დიარეის ლოპერამიდით მკურნალობისას.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენაზე, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც არ არის ამ ინსტრუქციაში აღწერილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს: იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003.
ვებ-საიტი: www.zva.gov.lv .
გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით უზრუნველყოთ მეტი ინფორმაცია ამ წამლის უსაფრთხოებაზე.
როგორ უნდა შეინახოთ Loperamide-Grindeks
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისობის ვადის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
სამკურნალო პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება - ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი (Loperamidi hydrochloridum).
თითო მყარი კაფსულა შეიცავს 2 მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
მყარი ჟელატინის კაფსულა
კორპუსის შემადგენლობა: პატენტირებული ლურჯი V (E 131), პონსო 4R (E 124), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), ჟელატინი.
თავსახურის შემადგენლობა: პატენტირებული ლურჯი V (E 131), ქინოლინის ყვითელი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), ჟელატინი.
Loperamide-Grindeks გარეგანი სახე და შეფუთვა
მყარი ჟელატინის კაფსულები ვარდისფერი კორპუსით და მუქი მწვანე თავსახურით, შიგთავსი - თეთრი ფხვნილი.
10 კაფსულა პვქ/ალ ბლისტერზე.
1 ბლისტერი (10 კაფსულა) მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
Loperamide-Grindeks, 2მგ მყარი კაფსულები
Loperamidi hydrochloridum
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან 2 დღის შემდეგ თავს უარესად გრძნობთ.
ამ ინსტრუქციაში შეგიძლიათ გაეცნოთ:
რას წარმოადგენს Loperamide-Grindeks და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ Loperamide-Grindeks გამოყენებამდე
როგორ გამოიყენოთ Loperamide-Grindeks
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შევინახოთ Loperamide-Grindeks
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს Loperamide-Grindeks და რისთვის გამოიყენება იგი
Loperamide-Grindeks წარმოადგენს დიარეის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ამცირებს ნაწლავების მოტორიკას. შესაბამისად, ფერხდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილება და უმჯობესდება ნაწლავიდან წყლის და მარილების რეაბსორბცია. შედეგად, მცირდება დიარეის სიმპტომები, სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგი.
Loperamide-Grindeks გამოიყენება მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზევით.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან 2 დღის შემდეგ თავს უარესად გრძნობთ.
რა უნდა იცოდეთ Loperamide-Grindeks გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ Loperamide-Grindeks:
თუ გაქვთ ალერგია ლოპერამიდის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პუნქტი 6-ში);
თუ განავალი შეიცავს სისხლს და თქვენ გაქვთ მაღალი ტემპერატურა (დიზინტერიის ნიშნები);
თუ გაქვთ მსხვილი ნაწლავის მწვავე ანთება (წყლულოვანი კოლიტი) ან მსხვილი ნაწლავის ანთება ანტიბიოტიკების მიღების შედეგად (ფსევდომემბრანული კოლიტი);
თუ გაქვთ ბაქტერიებით გამოწვეული წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთება;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა პერისტალტიკის შენელების თავიდან აცილება, შესაძლო სერიოზული გართულებების რისკის გამო, როგორიცაა, ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი), მსხვილი ნაწლავის გაფართოება (მეგაკოლონი, მათ შორის ტოქსიკური მეგაკოლონი).
ლოპერამიდის მიღება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა ყაბზობა, მუცლის შებერილობა ან ნაწლავთა გაუვალობა (ილეუსი).
თუ არ ხართ დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თუ არა თქვენ, მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
Loperamide-Grindeks-ით დიარეის მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია და არ კურნავს მის მიზეზს. თუ ცნობილია დიარეის მიზეზი საჭიროა მისი მკურნალობა.
Loperamide-Grindeks გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს:
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (შესაძლოა ორგანიზმში წამლის დაგროვება). ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება დაგჭირდეთ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა.
შეწყვიტეთ Loperamide-Grindeks გამოყენება და მიმართეთ ექიმს:
თუ ვლინდება მუცლის შებერილობა ან სხვა გვერდითი ეფექტები (მაგალითად, მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ძილიანობა);
თუ მწვავე დიარეის სიმპტომები 48 საათის განმავლობაში არ მცირდება ან გამოვლინდა მაღალი სიცხე.
დიარეის შემთხვევაში შესაძლოა სითხის და მარილების დეფიციტი. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დაკარგული სითხის რაოდენობა უნდა ანაზღაურდეს დიდი რაოდენობით სითხის მიღებით და მარილების ნაკლებობის შევსებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მკურნალობის დროს უნდა დაიცვათ შესაბამისი დიეტა.
გამოიყენეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ჩვენებების მიხედვით (იხ. განყოფილება 1), და არასდროს არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას (იხ. განყოფილება 3). გულის მუშაობის სერიოზული დარღვევები (გახშირებული ან არარეგულარული გულისცემის ჩათვლით) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოპერამიდის დიდ დოზებს, Loperamide-Grindeks -ის აქტიურ ინგრედიენტს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში და ხანდაზმულებში, რადგან ასეთ შემთხვევებში არის გვერდითი მოვლენების გამოვლენის დიდი რისკი.
თუ თქვენ გაქვთ შიდსი და ღებულობთ ამ წამალს დიარეის სამკურნალოდ, მუცლის შებერილობის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყონებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ Loperamide-Grindeks-ის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და Loperamide-Grindeks
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ბოლო დროს იყენებთ, იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ.
პრეპარატ Loperamide-Grindeks-ის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ იყენებთ ამ პრეპარატებიდან ნებისმიერს:
ქინიდინი (გამოიყენება გულის რიტმის დარღვევის და მალარიის სამკურნალოდ);
რიტონავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი);
კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის დამთრგუნველი მედიკამენტები (მაგალითად, პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი), რადგან მათ შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატ Loperamide-Grindeks-ის მოქმედება;
იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
გემფიბროზილი (პრეპარატი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად);
დესმოპრესინი (გამოიყენება პაციენტებში უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ და ღამის ენურეზის სამკურნალოდ);
ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (ოპიოიდები); ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობის განვითარება;
კო-ტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).
სამკურნალო საშუალებებს ლოპერამიდის მსგავსი მოქმედებით, შეუძლიათ გააძლიერონ Loperamide-Grindeks-ის მოქმედება, ხოლო პრეპარატებს, რომლებიც აჩქარებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიგთავსის ტრანზიტს, შეუძლიათ შეამცირონ მისი მოქმედება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია თუ ორსულად ხართ ან მეძუძური დედა ხართ, შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში არ არის სასურველი და დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ლოპერამიდი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. რეკომენდებული არ არის გამოიყენონ დედებმა, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურება
დიარეის შემთხვევაში შესაძლოა დაღლილობა, თავბრუსხვევა და ძილიანობა. რის გამო აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმების მომსახურებისას.
Loperamide-Grindeks შეიცავს ლაქტოზას და საღებავს პონსო 4R (E 124)
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატ Loperamide-Grindeks-ის მყარი ჟელატინის კაფსულების შემადგენლობაში შედის საღებავი პონსო 4R (E 124), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
როგორ გამოიყენება Loperamide-Grindeks
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე როგორც როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენება შიგნით მისაღებად. რეკომენდებულია კაფსულების გამოყენება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან
საწყისი დოზა არის 2 კაფსულა (4მგ), შემდგომში მიიღება 1 კაფსულა (2მგ) ყოველი თხლად გასვლის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას (12მგ).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ ორი დღის განმავლობაში სიმპტომები არ მცირდება, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. თუ კლინიკური გაუმჯობესება უფრო სწრაფად შეინიშნება, ლოპერამიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ხანდაზმულები და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირები დოზის შერჩევას არ საჭიროებენ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირებმა ეს პრეპრატი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილე გამოყენებისას).
ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ გამოიყენეთ პრეპარატი Loperamide-Grindeks, დანიშნულზე მეტი
თუ გამოიყენეთ პრეპარატი Loperamide-Grindeks-ის ჭარბი დოზა დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს რჩევისთვის. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: გულისცემის გახშირებას, არარეგულარულ გულისცემას, გულისცემის ცვლილებებს (ამ სიმპტომებს შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში შედეგები), ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სიმპტომებს (კუნთების რიგიდობა, არაკოორდინირებული მოძრაობები, ძილიანობა, თვალის გუგების შევიწროება, სტუპორი ან სრული უმოძრაობა და დაბუჟება გონების დაკარგვის გარეშე); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს (ყაბზობა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ტკივილი, ნაწლავის გაუვალობა); შარდვის გაძნელებას და ქოშინს.
ბავშვები უფრო მძაფრად რეაგირებენ Loperamide-Grindeks-ის დიდ რაოდენობაზე, ვიდრე მოზრდილები. თუ ბავშვი მიიღებს ჭარბ დოზას ან გამოავლენს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ Loperamide-Grindeks მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მორიგი დოზის მიღება, დაუყონებლივ მიიღეთ. არ გამოიყენოთ გაორმაგებული დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. განაგრძეთ პრეპარატის მიღება, როგორც რეკომენდირებულია.
თუ შეწყვიტეთ Loperamide-Grindeks მიღება
თუ გაქვთ შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდებათ:
გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, გონების დაკარგვა, შოკი. შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები (ანაფილაქსიური, ანაფილაქტოიდური);
კანის და/ან ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანებები გამონაყარით, გაწითლებით, ანთებით, წყლულებით ან ბუშტუკებით (სტივენ- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა);
სახის, ტუჩების, ენის ან ხახის უეცარი შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის, ანგიონევროზული შეშუპების, ნიშნები.
ეს გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად - 1000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მუცლის ტკივილი, რომელიც გადადის ზურგში, მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას, ცხელება, გახშირებული პულსი, გულისრევა, ღებინება, რაც შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების სიმპტომები (მწვავე პანკრეატიტი).
სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
თავის ტკივილი
შეკრულობა, გულისრევა, მეტეორიზმი
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
ძილიანობა, თავბრუსხვევა
მუცლის ტკივილი, მუცელში დისკომპორტის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ღებინება, დისპეპსია
გამონაყარი
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ს):
ალერგიული (მომატებული მგრძნობელობა) რეაქციები
გონების დაკარგვა
სრული უმოძრაობა და დაბუჟება გონების დაკარგვის გარეშე (სტუპორი)
ცნობიერების დათრგუნული დონე
კუნთების ტონუსის მკვეთრი მომატება, კოორდინაციის დარღვევა
თვალის გუგების შევიწროება
ნაწლავების გაუვალობა (ილეუსი, მათ სორის პარალიზური ილეუსი)
მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური გაფართოება (მეგაკოლონი, მათ შორის ტოქსიკური მეგაკოლონი)
ენის ტკივილი
მუცლის შებერილობა
ჭინჭრის ციება, ქავილი
შარდის შეკავება
დაღლილობა.
ზოგადად, არასასურველი გვერდითი მოვლენები, მსგავსი იყო მოზრდილებსა და ბავშვებში მწვავე დიარეის ლოპერამიდით მკურნალობისას.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენაზე, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც არ არის ამ ინსტრუქციაში აღწერილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს: იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003.
ვებ-საიტი: www.zva.gov.lv .
გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით უზრუნველყოთ მეტი ინფორმაცია ამ წამლის უსაფრთხოებაზე.
როგორ უნდა შეინახოთ Loperamide-Grindeks
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისობის ვადის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
სამკურნალო პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს Loperamide-Grindeks
აქტიური ნივთიერება - ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი (Loperamidi hydrochloridum).
თითო მყარი კაფსულა შეიცავს 2 მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
მყარი ჟელატინის კაფსულა
კორპუსის შემადგენლობა: პატენტირებული ლურჯი V (E 131), პონსო 4R (E 124), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), ჟელატინი.
თავსახურის შემადგენლობა: პატენტირებული ლურჯი V (E 131), ქინოლინის ყვითელი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), ჟელატინი.
Loperamide-Grindeks გარეგანი სახე და შეფუთვა
მყარი ჟელატინის კაფსულები ვარდისფერი კორპუსით და მუქი მწვანე თავსახურით, შიგთავსი - თეთრი ფხვნილი.
10 კაფსულა პვქ/ალ ბლისტერზე.
1 ბლისტერი (10 კაფსულა) მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს გრინდეკსი
კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV1057, ლატვია
ტელ.: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ. ფოსტა: [email protected]
პრეპარატზე დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.
გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა - 03/2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


