ლოპერამიდი-ნეო კაფსულა გამოიყენება დიარეის ორი ტიპის სამკურნალოდ. ორ ტიპს განსხვავებული ასაკობრივი ზღვარი აქვს. ხანმოკლე დიარეა მოზრდილებისა და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. 48 საათამდე ხანგრძლივობის შეტევების სამკურნალოდ. თუ შეტევა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლოპერამიდი (loperamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ მყარი კაფსულა №100 (10X10)
- მწარმოებელი
- GPAX Pharmaceuticals Private Ltd, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიპროპულსივები
- ATC კოდი
- A07DA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044684
- რეგისტრირებულია
- 29 იანვარი 2026, მოქმედებს 29 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Hindaz Corporation LLP (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- ეთერ ჯაფარიძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლოპერამიდი ნეო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლოპერამიდი-ნეო კაფსულა გამოიყენება დიარეის ორი ტიპის სამკურნალოდ. ორ ტიპს განსხვავებული ასაკობრივი ზღვარი აქვს.
ხანმოკლე დიარეა
მოზრდილებისა და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
48 საათამდე ხანგრძლივობის შეტევების სამკურნალოდ.
თუ შეტევა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) დიარეა
მოზრდილებისა და 18 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც დაუდგინდათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS).

განმეორებითი შეტევების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს წამალი 2 კვირამდე, მაგრამ თუ რომელიმე შეტევა უწყვეტად 48 საათზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს.
კაფსულები შეიცავს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს, ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს დიარეის შემცირებას ნაწლავების ჰიპერაქტიურობის შენელებით. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს შეიწოვოს წყალი და მარილები, რომლებიც ჩვეულებრივ დიარეის დროს იკარგება.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგი დოზირების ინსტრუქცია იძლევა ინფორმაციას სწორი დოზირების შესახებ.
კაფსულების მითითებული რაოდენობა გადაყლაპეთ მთლიანად წყალთან ერთად. მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
არ გადააჭარბოთ ინსტრუქციაში მითითებულ დოზას.
კაფსულები არ არის შესაფერისი ხანგრძლივი მკურნალობისთვის.
ხანმოკლე დიარეა
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:
მკურნალობის დასაწყისში მიიღეთ ორი კაფსულა.
ყოველი ფაღარათის შემდეგ მიიღეთ თითო კაფსულა.
არ მიიღოთ წამალი, თუ შეტევები 48 საათზე მეტხანს გრძელდება.
24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ექვს კაფსულაზე მეტი.
დაკარგული სითხე ჩვეულებრივზე მეტი სითხით ჩაანაცვლეთ.
არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ლოპერამიდი-ნეო კაფსულები ხანმოკლე დიარეის დროს?
ამ მედიკამენტის გამოყენება შეგიძლიათ 48 საათამდე. თუ შეტევა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, შეწყვიტეთ ლოპერამიდი-ნეო კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს.
IBS დიარეა
მოზრდილები და 18 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:
მკურნალობის დასაწყებად მიიღეთ ორი კაფსულა.
მიიღეთ თითო კაფსულა ყოველი ფაღარათის შემდეგ (ან ექიმის დანიშნულებისამებრ).
განმეორებითი შეტევების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს წამალი 2 კვირამდე, მაგრამ არ მიიღოთ 48 საათზე მეტხანს ხანგრძლივობის ერთი შეტევის დროს.

დაკარგული სითხის შესავსებად დალიეთ ჩვეულებრივზე მეტი სითხე.
არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება.
თუ ამ მედიკამენტს უწყვეტად 48 საათის განმავლობაში იყენებდით.
თუ IBS ახალი სიმპტომები განგივითარდათ.
თუ IBS სიმპტომები გაუარესდა.
თუ IBS სიმპტომები 2 კვირის შემდეგ არ გაუმჯობესდა.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ლოპერამიდი ნეო კაფსულები IBS გამოწვეული დიარეის დროს?
IBS-ით გამოწვეული დიარეის განმეორებითი შეტევების დროს, ამ მედიკამენტის გამოყენება შეგიძლიათ ორ კვირამდე. თუმცა, თუ შეტევა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდება, შეწყვიტეთ ლოპერამიდი ნეო კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ ლოპერამიდი-ნეოს კაფსულების საჭიროზე მეტი რაოდენობა
თუ ვინმემ მიიღო ლოპერამიდი-ნეოს კაფსულების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას და თან იქონიეთ ეს ფურცელი-ჩანართი.
თუ დაგავიწყდათ ლოპერამიდი-ნეო კაფსულების მიღება
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ საჭიროებისამებრ, ზემოთ მოცემული დოზირების ინსტრუქციის ზუსტად დაცვით. თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ დოზა შემდეგი ფაღარათის (ნაწლავების მოქმედების) შემდეგ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
უკუჩვენებები
თუ ოდესმე გქონიათ უარყოფითი რეაქცია მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ ხართ 12 წლამდე ასაკის ბავშვი (ან 18 წლამდე ასაკის, თუ პაციენტს აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი).
თუ ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ გაქვთ ძლიერი დიარეა.
თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადების, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება.
თუ გაქვთ ყაბზობა ან კუჭის შეშუპება (განსაკუთრებით მძიმე დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში).
თუ გაქვთ მწვავე დიზენტერია, რომლის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლიან განავალში და მაღალ სიცხეს.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა თქვენ გეხებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და არ მიიღოთ ლოპერამიდი-ნეო კაფსულები.
მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე:
თუ გაქვთ შიდსი და კუჭის შეშუპება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება.
თუ გაქვთ დიარეა, რომელიც 48 საათზე მეტხანს გრძელდება.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.
თუ გაქვთ მწვავე დიარეა, რადგან თქვენი ორგანიზმი კარგავს ნორმალურზე მეტ სითხეს, შაქარს და მარილს.
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის:
რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
ქინიდინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების ან მალარიის სამკურნალოდ).
პერორალური დესმოპრესინი (გამოიყენება ჭარბი შარდვის სამკურნალოდ).
იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
გემფიბროზილი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ).
თუ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით არ ხართ დარწმუნებული, აჩვენეთ ფარმაცევტს ბოთლი ან შეფუთვა.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა თქვენ გეხებათ (ამჟამად ან წარსულში), მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ წარსულში მოიხმარდით ნარკოტიკებს, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. ლოპერამიდი-ნეო არის ოპიოიდი და ოპიოიდების, როგორც კლასის, გამოყენებისას დაფიქსირდა დამოკიდებულება.
სიფრთხილის ზომები
დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით სითხისა და მარილების დაკარგვა. თქვენ დაგჭირდებათ ამ სითხის ჩანაცვლება ჩვეულებრივზე მეტი სითხით. დაკარგული მარილების ჩასანაცვლებლად მიმართეთ ფარმაცევტს რეჰიდრატაციის თერაპიის შესახებ.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის.
ლოპერამიდი-ნეო კაფსულები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.
ეს წამალი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
დამატებითი გაფრთხილებები IBS პაციენტებისთვის
გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა დაგისვათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არაკლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ლოპერამიდი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს. ლოპერამიდის (16 მგ ერთჯერადი დოზა) ქინიდინთან ან რიტონავირთან ერთად მიღებამ, რომლებიც ორივე P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს წარმოადგენს, გამოიწვია ლოპერამიდის პლაზმური დონის 2-3-ჯერ მომატება. ამ ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან, როდესაც ლოპერამიდი გამოიყენება რეკომენდებული დოზით, უცნობია.
ლოპერამიდის (4 მგ ერთჯერადი დოზა) და იტრაკონაზოლის, CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორის, ერთდროული მიღებისას ლოპერამიდის პლაზმური კონცენტრაციები 3-4-ჯერ გაიზარდა. იმავე კვლევაში, CYP2C8 ინჰიბიტორმა გემფიბროზილმა ლოპერამიდის კონცენტრაციები დაახლოებით ორჯერ გაზარდა. იტრაკონაზოლისა და გემფიბროზილის კომბინაციამ გამოიწვია ლოპერამიდის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების 4-ჯერ გაზრდა და პლაზმური საერთო კონცენტრაციების 13-ჯერ გაზრდა. ეს მატება არ იყო დაკავშირებული ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ეფექტებთან, რაც ფსიქომოტორული ტესტებით (მაგ., სუბიექტური ძილიანობა და დიგიტალური სიმბოლოების ჩანაცვლების ტესტი/ the Digit Symbol Substitution Test) იზომებოდა.
ლოპერამიდის (16 მგ ერთჯერადი დოზა) და კეტოკონაზოლის, CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორის, ერთდროული მიღებისას, ლოპერამიდის პლაზმური კონცენტრაციები 5-ჯერ გაიზარდა. ეს ზრდა არ იყო დაკავშირებული ფარმაკოდინამიკური ეფექტების გაძლიერებასთან, რაც იზომებოდა პუპილომეტრიულად.
პერორალური დესმოპრესინით ერთდროულმა მკურნალობამ გამოიწვია დესმოპრესინის პლაზმური კონცენტრაციის 3-ჯერ გაზრდა, სავარაუდოდ, კუჭ-ნაწლავის მოძრაობის შენელების გამო.
მოსალოდნელია, რომ მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ლოპერამიდის ეფექტი, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადასვლის დამაჩქარებელმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ მისი ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას: ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი ძუძუთი კვების დროს. მცირე რაოდენობით შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. მიმართეთ ექიმს შესაბამისი მკურნალობის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ძილიანობა. შესაძლოა აღინიშნოს ყურადღების დაქვეითება ან გულყრის შეგრძნება ან გონების დაკარგვის შეგრძნებით. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან.
გვერდითი მოვლენები
ლოპერამიდი-ნეო კაფსულებს, ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველას არ აღენიშნება და უმეტესობა, როგორც წესი, მსუბუქი ხასიათისაა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას
იშვიათი: (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ სულ მცირე 10,000-დან 1 ან მეტ ადამიანში)
ალერგიული რეაქციები, მათ შორის აუხსნელი ხიხინი, ქოშინი, გონების დაკარგვა ან სახისა და ყელის შეშუპება.
კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე და მოიცავდეს კანის ბუშტუკებს ან აქერცვლას.
გონების დაკარგვა ან გულყრა (გონების დაკარგვა, გულყრა ან ყურადღების დაქვეითება), მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა.
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება დროულად
არახშირი: (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000-დან 1 ან მეტ ადამიანში)
ქავილი ან ჭინჭრის ციება.
კუჭის ტკივილი ან კუჭის შეშუპება.

შარდვის გაძნელება.
ძლიერი ყაბზობა.
მიოზი (გუგების შევიწროება).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ეფექტებიც
ხშირი: (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1 ან მეტ ადამიანში)
ღებინების შეგრძნება, ყაბზობა ან მეტეორიზმი.
თავის ტკივილი.

თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა.
პირის სიმშრალე.
იშვიათი: (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტში)
დაღლილობა.
უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მუცლის ტკივილი, რომელიც გადადის ზურგში, მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას, ცხელება, გახშირებული პულსი, გულისრევა, ღებინება, რაც შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების სიმპტომები (მწვავე პანკრეატიტი).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
მნიშვნელოვანია, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და დაიცვათ დოზირების რეჟიმი, რადგან ზოგიერთი მონაცემების მიხედვით ეფექტები გამოვლინდა 3 გ-ზე ნაკლები დღიურ დოზების გამოყენების დროსაც.
ა) სიმპტომები
სიმპტომები:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (მათ შორის ღვიძლის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ფარდობითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში), შეიძლება განვითარდეს ცნს-ის დათრგუნვა (სტუპორი, კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, მიოზი, კუნთოვანი ჰიპერტენზია და სუნთქვის დათრგუნვა), ყაბზობა, შარდის შეკავება და ილეუსი. ბავშვები და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ცნს-ის ეფექტების მიმართ.
კარდეალური მოვლენები, როგორიცაა QT ინტერვალის და QRS კომპლექსის გახანგრძლივება, ტორსადეს დე პოინტესი, სხვა მძიმე პარკუჭოვანი არითმიები, გულის გაჩერება და სინკოპე, დაფიქსირდა იმ პირებში, რომლებმაც მიიღეს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბება (იხ. ნაწილი 4.4). ასევე აღწერილია ლეტალური შემთხვევები. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოავლინოს არსებული ბრუგადას სინდრომი.
მკურნალობა:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, QT ინტერვალის გახანგრძლივების მიზნით, უნდა დაიწყოს ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომების დროს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ანტიდოტის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ნალოქსონი.
რადგან ლოპერამიდის მოქმედების ხანგრძლივობა ნალოქსონზე მეტია (1-დან 3 საათამდე), შესაძლოა ნაჩვენები იყოს ნალოქსონით განმეორებითი მკურნალობა. ამიტომ, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში, რათა გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის შესაძლო დათრგუნვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ლოპერამიდი-ნეო ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობაში შედის ჟელატინი, პატენტირებული ლურჯი (E131), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ერითროზინი (E127), ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, გასუფთავებული წყალი.
ლოპერამიდი-ნეო კაფსულების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ლოპერამიდი-ნეო კაფსულები არის მწვანე/ნაცრისფერი მყარი ჟელატინის ზომის „4“ კაფსულა, რომელიც შევსებულია თეთრიდან მოთეთრო ფერის ნაზავით.
ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვა 100 კაფსულით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
ეს პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის, თუ როგორ უნდა გადაყაროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპროპულსიური; ATC კოდი: A07DA03
ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელში არსებულ ოპიატურ რეცეპტორს, ამცირებს პროპულსიურ პერისტალტიკას, ახანგრძლივებს ნაწლავში ტრანზიტის დროს და აუმჯობესებს წყლისა და ელექტროლიტების შეწოვას. ლოპერამიდი ზრდის ანალური სფინქტერის ტონუსს, რაც ხელს უწყობს ფეკალური შეუკავებლობისა და შარდვის ურგენტული საჭიროების შემცირებას.
ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა მწვავე დიარეის მქონე 56 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ლოპერამიდს, დიარეის საწინააღმდეგო ეფექტი დაიწყო 4 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. სხვა დიარეის საწინააღმდეგო საშუალებებთან კლინიკურმა შედარებებმა დაადასტურა ლოპერამიდის მოქმედების ეს განსაკუთრებით სწრაფი დაწყება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია: მიღებული ლოპერამიდის უმეტესი ნაწილი ნაწლავიდან შეიწოვება, მაგრამ მნიშვნელოვანი პირველადი მეტაბოლიზმის გამო, სისტემური ბიოშეღწევადობა მხოლოდ დაახლოებით 0.3%-ია.
განაწილება: ვირთხებზე ჩატარებულმა განაწილების კვლევებმა აჩვენა ნაწლავის კედლის მიმართ მაღალი აფინურობა, კუნთების გრძივ შრეში არსებულ რეცეპტორებთან უპირატესი შეკავშირებით. ლოპერამიდი 95%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოპერამიდი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს.
მეტაბოლიზმი: ლოპერამიდი თითქმის მთლიანად გამოიყოფა ღვიძლში, სადაც ის უპირატესად მეტაბოლიზდება, კონიუგირდება და გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით. ოქსიდაციური N-დემეთილირება ლოპერამიდის ძირითადი მეტაბოლური გზაა და ძირითადად განპირობებულია CYP3A4 და CYP2C8-ით. ამ ძალიან მაღალი პირველი გავლის ეფექტის გამო, უცვლელი აქტიური ინგრედიენტის პლაზმური კონცენტრაციები უკიდურესად დაბალი რჩება.
ელიმინაცია: ლოპერამიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი ადამიანებში დაახლოებით 11 საათია, 9-14 საათის დიაპაზონით. უცვლელი ლოპერამიდის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ძირითადად განავლით ხდება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ლოპერამიდი-ნეო
2 მგ კაფსულა
(ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი)
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება ასევე შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ლოპერამიდი-ნეო კაფსულები და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ლოპერამიდი-ნეო კაფსულების გამოყენებამდე
- ლოპერამიდი-ნეო კაფსულების მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ლოპერამიდი-ნეო კაფსულების შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ლოპერამიდი-ნეო კაფსულები და რისთვის გამოიყენება
ლოპერამიდი-ნეო კაფსულა გამოიყენება დიარეის ორი ტიპის სამკურნალოდ. ორ ტიპს განსხვავებული ასაკობრივი ზღვარი აქვს.
ხანმოკლე დიარეა
მოზრდილებისა და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
48 საათამდე ხანგრძლივობის შეტევების სამკურნალოდ.
თუ შეტევა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) დიარეა
მოზრდილებისა და 18 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც დაუდგინდათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS).
48 საათამდე ხანგრძლივობის შეტევების სამკურნალოდ.
განმეორებითი შეტევების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს წამალი 2 კვირამდე, მაგრამ თუ რომელიმე შეტევა უწყვეტად 48 საათზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს.
კაფსულები შეიცავს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს, ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს დიარეის შემცირებას ნაწლავების ჰიპერაქტიურობის შენელებით. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს შეიწოვოს წყალი და მარილები, რომლებიც ჩვეულებრივ დიარეის დროს იკარგება.
- ინფორმაცია ლოპერამიდი-ნეოს კაფსულების მიღებამდე
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ეს მედიკამენტი შესაფერისია ადამიანების უმეტესობისთვის, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა არ უნდა გამოიყენოს იგი:
არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება:
თუ ოდესმე გქონიათ უარყოფითი რეაქცია მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ ხართ 12 წლამდე ასაკის ბავშვი (ან 18 წლამდე ასაკის, თუ პაციენტს აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი).
თუ ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ გაქვთ ძლიერი დიარეა.
თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადების, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება.
თუ გაქვთ ყაბზობა ან კუჭის შეშუპება (განსაკუთრებით მძიმე დეჰიდრატაციის მქონე ბავშვებში).
თუ გაქვთ მწვავე დიზენტერია, რომლის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლიან განავალში და მაღალ სიცხეს.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა თქვენ გეხებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და არ მიიღოთ ლოპერამიდი-ნეო კაფსულები.
მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე:
თუ გაქვთ შიდსი და კუჭის შეშუპება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება.
თუ გაქვთ დიარეა, რომელიც 48 საათზე მეტხანს გრძელდება.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.
თუ გაქვთ მწვავე დიარეა, რადგან თქვენი ორგანიზმი კარგავს ნორმალურზე მეტ სითხეს, შაქარს და მარილს.
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის:
რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
ქინიდინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების ან მალარიის სამკურნალოდ).
პერორალური დესმოპრესინი (გამოიყენება ჭარბი შარდვის სამკურნალოდ).
იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
გემფიბროზილი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ).
თუ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით არ ხართ დარწმუნებული, აჩვენეთ ფარმაცევტს ბოთლი ან შეფუთვა.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა თქვენ გეხებათ (ამჟამად ან წარსულში), მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ წარსულში მოიხმარდით ნარკოტიკებს, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. ლოპერამიდი-ნეო არის ოპიოიდი და ოპიოიდების, როგორც კლასის, გამოყენებისას დაფიქსირდა დამოკიდებულება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას: ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი ძუძუთი კვების დროს. მცირე რაოდენობით შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. მიმართეთ ექიმს შესაბამისი მკურნალობის შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ძილიანობა. შესაძლოა აღინიშნოს ყურადღების დაქვეითება ან გულყრის შეგრძნება ან გონების დაკარგვის შეგრძნებით. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან.
სპეციალური გაფრთხილებები ამ მედიკამენტის შესახებ
დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით სითხისა და მარილების დაკარგვა. თქვენ დაგჭირდებათ ამ სითხის ჩანაცვლება ჩვეულებრივზე მეტი სითხით. დაკარგული მარილების ჩასანაცვლებლად მიმართეთ ფარმაცევტს რეჰიდრატაციის თერაპიის შესახებ.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის.
ლოპერამიდი-ნეო კაფსულები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.
ეს წამალი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
დამატებითი გაფრთხილებები IBS პაციენტებისთვის
გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა დაგისვათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი:
თუ თქვენ 18 წლამდე ასაკის ხართ.
გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს:
თუ თქვენ 40 წლის ან მეტი ასაკის ხართ და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ბოლო ეპიზოდიდან გარკვეული დრო გავიდა.
თუ თქვენ 40 წლის ან მეტი ასაკის ხართ და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები ამჯერად განსხვავებულად ვლინდება.
თუ ცოტა ხნის წინ სისხლიანი განავალი გქონდათ.
თუ ძლიერი ყაბზობა გაქვთ.
თუ გულისრევა ან ღებინება გაქვთ.
თუ მადა დაკარგეთ ან წონაში დაიკელით.
თუ შარდვის დროს გაძნელებული ან მტკივნეული შეგრძნება გაქვთ.
თუ სიცხე გაქვთ.
თუ ცოტა ხნის წინ საზღვარგარეთ იმოგზაურეთ.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენზე ვრცელდება, ლოპერამიდი-ნეო კაფსულების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- ლოპერამიდი-ნეო კაფსულების მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგი დოზირების ინსტრუქცია იძლევა ინფორმაციას სწორი დოზირების შესახებ.
კაფსულების მითითებული რაოდენობა გადაყლაპეთ მთლიანად წყალთან ერთად. მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
არ გადააჭარბოთ ინსტრუქციაში მითითებულ დოზას.
კაფსულები არ არის შესაფერისი ხანგრძლივი მკურნალობისთვის.
ხანმოკლე დიარეა
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:
მკურნალობის დასაწყისში მიიღეთ ორი კაფსულა.
ყოველი ფაღარათის შემდეგ მიიღეთ თითო კაფსულა.
არ მიიღოთ წამალი, თუ შეტევები 48 საათზე მეტხანს გრძელდება.
24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ექვს კაფსულაზე მეტი.
დაკარგული სითხე ჩვეულებრივზე მეტი სითხით ჩაანაცვლეთ.
არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ლოპერამიდი-ნეო კაფსულები ხანმოკლე დიარეის დროს?
ამ მედიკამენტის გამოყენება შეგიძლიათ 48 საათამდე. თუ შეტევა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, შეწყვიტეთ ლოპერამიდი-ნეო კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს.
IBS დიარეა
მოზრდილები და 18 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:
მკურნალობის დასაწყებად მიიღეთ ორი კაფსულა.
მიიღეთ თითო კაფსულა ყოველი ფაღარათის შემდეგ (ან ექიმის დანიშნულებისამებრ).
განმეორებითი შეტევების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს წამალი 2 კვირამდე, მაგრამ არ მიიღოთ 48 საათზე მეტხანს ხანგრძლივობის ერთი შეტევის დროს.
24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ექვს კაფსულაზე მეტი.
დაკარგული სითხის შესავსებად დალიეთ ჩვეულებრივზე მეტი სითხე.
არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება.
თუ ამ მედიკამენტს უწყვეტად 48 საათის განმავლობაში იყენებდით.
თუ IBS ახალი სიმპტომები განგივითარდათ.
თუ IBS სიმპტომები გაუარესდა.
თუ IBS სიმპტომები 2 კვირის შემდეგ არ გაუმჯობესდა.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ლოპერამიდი ნეო კაფსულები IBS გამოწვეული დიარეის დროს?
IBS-ით გამოწვეული დიარეის განმეორებითი შეტევების დროს, ამ მედიკამენტის გამოყენება შეგიძლიათ ორ კვირამდე. თუმცა, თუ შეტევა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდება, შეწყვიტეთ ლოპერამიდი ნეო კაფსულების მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ ლოპერამიდი-ნეოს კაფსულების საჭიროზე მეტი რაოდენობა
თუ ვინმემ მიიღო ლოპერამიდი-ნეოს კაფსულების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას და თან იქონიეთ ეს ფურცელი-ჩანართი.
თუ დაგავიწყდათ ლოპერამიდი-ნეო კაფსულების მიღება
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ საჭიროებისამებრ, ზემოთ მოცემული დოზირების ინსტრუქციის ზუსტად დაცვით. თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ დოზა შემდეგი ფაღარათის (ნაწლავების მოქმედების) შემდეგ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ლოპერამიდი-ნეო კაფსულებს, ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველას არ აღენიშნება და უმეტესობა, როგორც წესი, მსუბუქი ხასიათისაა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას
იშვიათი: (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ სულ მცირე 10,000-დან 1 ან მეტ ადამიანში)
ალერგიული რეაქციები, მათ შორის აუხსნელი ხიხინი, ქოშინი, გონების დაკარგვა ან სახისა და ყელის შეშუპება.
კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე და მოიცავდეს კანის ბუშტუკებს ან აქერცვლას.
გონების დაკარგვა ან გულყრა (გონების დაკარგვა, გულყრა ან ყურადღების დაქვეითება), მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა.
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება დროულად
არახშირი: (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000-დან 1 ან მეტ ადამიანში)
ქავილი ან ჭინჭრის ციება.
კუჭის ტკივილი ან კუჭის შეშუპება.
იშვიათი: (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ სულ მცირე 10,000-დან 1 ან მეტ ადამიანში)
შარდვის გაძნელება.
ძლიერი ყაბზობა.
მიოზი (გუგების შევიწროება).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ეფექტებიც
ხშირი: (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1 ან მეტ ადამიანში)
ღებინების შეგრძნება, ყაბზობა ან მეტეორიზმი.
თავის ტკივილი.
არახშირი: (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000-დან 1 ან მეტ ადამიანში)
თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა.
პირის სიმშრალე.
იშვიათი: (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტში)
დაღლილობა.
უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მუცლის ტკივილი, რომელიც გადადის ზურგში, მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას, ცხელება, გახშირებული პულსი, გულისრევა, ღებინება, რაც შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების სიმპტომები (მწვავე პანკრეატიტი).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
- ლოპერამიდი-ნეო კაფსულების შენახვის პირობები
ეს პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის, თუ როგორ უნდა გადაყაროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ლოპერამიდი-ნეო კაფსულები:
აქტიური ნივთიერება არის ლოპერამიდი-ნეო ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობაში შედის ჟელატინი, პატენტირებული ლურჯი (E131), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ერითროზინი (E127), ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, გასუფთავებული წყალი.
ლოპერამიდი-ნეო კაფსულების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ლოპერამიდი-ნეო კაფსულები არის მწვანე/ნაცრისფერი მყარი ჟელატინის ზომის „4“ კაფსულა, რომელიც შევსებულია თეთრიდან მოთეთრო ფერის ნაზავით.
ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვა 100 კაფსულით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
GPAX Pharmaceuticals Pvt. Ltd.
ნაკვეთის ნომერი: 646/1 და 2,
აგრავალის სამრეწველო ზონა,
სომნათის გზა, დაბჰელი,
დამანი (UT)- 396 210
წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადამოწმების თარიღია 2024 წლის დეკემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.