მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით. გამოყენების წესები და დოზები კაფსულები მიიღება შინაგანად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით საწყისი დოზა – 2 კაფსულა (4 მგ), შემდეგ მიიღება 1 კაფსულა (2 მგ) ყოველი თხლად გასვლის შემდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლოპერამიდი (loperamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ კაფსულა №10 (1X10)
- მწარმოებელი
- JSC "Grindeks", ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიპროპულსივები
- ATC კოდი
- A07DA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035733
- რეგისტრირებულია
- 1 ივლისი 2022, მოქმედებს 1 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- JSC "Grindeks" (ლატვია)
- განმცხადებელი
- სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლოპერამიდი გრინდექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით.
გამოყენების წესები და დოზები
კაფსულები მიიღება შინაგანად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით
საწყისი დოზა – 2 კაფსულა (4 მგ), შემდეგ მიიღება 1 კაფსულა (2 მგ) ყოველი თხლად გასვლის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას (12 მგ).
ბავშვებში 12 წლის ქვევით: პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ხანდაზმული პაციენტები და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები ხანდაზმული პაციენტები და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები დოზის კორექტირებას არ საჭიროებენ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
თუმცა, ღვიძლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის მოქმედების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს, ასეთ პაციენტებს აღნიშნული პრეპარატი ენიშნებათ დიდი სიფრთხილით, ლოპერამიდის პრესისტემური მეტაბოლიზმის შესაძლო დაქვეითების გამო.
გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ ორი დღის განმავლობაში სიმპტომები არ მცირდება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს, დიარეის გამომწვევი მიზეზების გამოსაკვლევად. თუ კუჭში გასვლა ნორმაში ჩადგება უფრო ადრე, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
თუ დაგავიწყდათ მორიგი დოზის მიღება, მიიღეთ ის დაუყონებლივ. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზის მაგივრად ორმაგი დოზა. გააგრძელეთ წამლის მიღება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ლოპერამიდი არ გამოიყენება როგორც პირველადი თერაპია:
პაციენტებში მწვავე დიზინტერიით, რომელიც ხასიათდება სისხლიანი განავლით და ძლიერი ცხელებით;
პაციენტებში მწვავე წყლულოვანი კოლიტით;
პაციენტებში ბაქტერიული ენტეროკოლიტით, გამოწვეული ინვაზიური მიკროორგანიზმებით, მათ შორის Salmonella, Shigella და Campylobacter;
პაციენტებში ფსევდომემბრანოზული კოლიტით, რომელიც გამოწვეულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებით;
ლოპერამიდი არ უნდა გამოვიყენოთ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პერისტალტიკის შენელება თავიდან უნდა იქნას აცილებული სერიოზული გართულებების შესაძლო რისკის გამო, მათ შორის ილეუსი, მეგაკოლონი და ტოქსიკური მეგაკოლონი.
ლოპერამიდით მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს თუ გამოვლინდა შეკრულობა, მუცლის შებერილობა ან ილეუსის სიმპტომები.
სიფრთხილის ზომები
ლოპერამიდი გამოიყენება მხოლოდ ფაღარათის სიმპტომური მკურნალობისთვის. ძირითადი დაავადების ცნობილი ეტიოლოგიის დროს, უნდა დავიწყოთ შესაბამისი სპეციფიური თერაპია, იმ შემთხვევებში როდესაც ეს შესაძლებელია.
დიარეის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სითხისა და მარილების დანაკარგს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შესაბამისი ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება (სითხის და ელექტროლიტების შევსება). ლოპერამიდით მკურნალობის დროს აუცილებელია შესაბამისი დიეტის დაცვა და სითხის მიღების ოპტიმალური რეჟიმის არჩევა. ლოპერამიდის გამოყენება არ ამცირებს რეჰიდრატაციის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექციის აუცილებლობას. აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე დეჰიდრატაციის ნიშნების მქონე პაციენტებთან (პირის სიმშრალის შეგრძნება, წყურვილი, შარდის გამოყოფის შემცირება, თავბრუსხვევა, კანის სიმკვრივის დაქვეითება), განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. ასეთ შემთხვევებში რთულია განისაზღვროს საპასუხო რეაქცია ლოპერამიდით მკურნალობაზე, და მატულობს არასასურველი რეაქციების გამოვლენის რისკი.
თუ პაციენტს 48 საათის განმავლობაში მწვავე დიარეა არ უმცირდება, საჭიროა შეწყდეს ლოპერამიდის გამოყენება, და პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
შიდსის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ლოპერამიდს უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება მუცლის შებერილობის ნაადრევი სიმპტომების გამოვლენისთანავე. ლოპერამიდ ჰიდროქლორიდით მკურნალობის დროს, მოხსენიებულია ტოქსიკური მეგაკოლონის ცალკეულ შემთხვევებზე შიდსის მქონე პაციენტებში ინფექციური კოლიტით, გამოწვეული როგორც ვირუსით ისე პათოგენური ბაქტერიებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში,ლოპერამიდი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ამ პაციენტებში, პირველი გასვლის დაქვეითებული მეტაბოლიზმის გამო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან შესაძლებელია შედარებით ჭარბი დოზირება და ტოქსიკური ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს).
იყო შეტყობინებები გულის დარღვევების შესახებ, მათ შორის QT ინტერვალისა და QRS კომპლექსის გახანგრძლივება (ეკგ-ზე), ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდია "პირუეტის" ტიპის (torsade de pointes), ლოპერამიდის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღებისას. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
პრეპარატის ტერატოგენური და ემბრიოტოქსიური თვისებების შესახებ ცნობების არარსებობის მიუხედავად ლოპერამიდის დანიშვნა ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი I ტრიმესტრში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აჭარბებს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება
ლოპერამიდი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის აუცილებელი გამოყენების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დიარეის სინდრომის შემთხვევაში, რომელსაც მკურნალობენ ლოპერამიდით, შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობა, თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მომსახურების დროს რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები
P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან, ქინიდინთან ან რიტონავირთან ერთად ლოპერამიდის (ერთჯერადი დოზა 16 მგ) გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ლოპერამიდის კონცენტრაციის 2-3-ჯერ გაზრდას.
იტრაკონაზოლი და გემფიბროზილი
ლოპერამიდის (ერთჯერადი დოზა 4 მგ) ერთდროული მოხმარება იტრაკონაზოლთან, რომელიც წარმოადგენს CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს, იწვევს ლოპერამიდის 3-4-ჯერ დიდ კონცენტრაციას პლაზმაში. CYP2C8-ის ინჰიბიტორი გემფიბროზილი ლოპერამიდის კონცეტრაციას პლაზმაში ზრდიდა დაახლოებით 2-ჯერ. იტრაკონაზოლის და გემფიბროზილის კომბინაციისას ლოპერამიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში იზრდებოდა 4-ჯერ, მაგრამ საერთო მოქმედება პლაზმაში იზრდებოდა 13-ჯერ.
კეტოკონაზოლი
ლოპერამიდის (ერთჯერადი დოზა 16 მგ) ერთდროული მიღება კეტოკონაზოლთან, რომელიც წარმოადგენს CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს, 5-ჯერ ზრდიდა ლოპერამიდის კონცენტრაციას პლაზმაში. ეს ზრდა არ იყო დაკავშირებული ფარმაკოდინამიური მოქმედების ზრდასთან, რაც განისაზღვრებოდა პუპილომეტრიის საშუალებით.
დესმოპრესინი
დესმოპრესინთან ერთად შინაგანად მიღება იწვევდა დესმოპრესინის 3-ჯერ მეტ კონცენტრაციას პლაზმაში რაც შესაძლოა, დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოძრაობის გაძლიერებასთან.
ანტიქოლინერგიული საშუალებები
ანტიქოლინერგიული საშუალებები ანელებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მათ შეუძლიათ ლოპერამიდის მოქმედების გაძლიერება.
ოპიოიდური ანალგეტიკური საშუალებები
ლოპერამიდთან ერთად ოპიოიდური ანალგეტიკური საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეკრულობა.
კო-ტრიმოქსაზოლი
კო-ტრიმოქსაზოლთან ერთად გამოყენება ზრდის ლოპერამიდის ბიოშეღწევადობას, რაც იწვევს მისი მოქმედების გაძლიერებას.
მოსალოდნელია, რომ პრეპარატებს მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებებით შეუძლიათ გაზარდონ ლოპერამიდის მოქმედება, ხოლო პრეპარატები, რომლებიც აჩქარებენ კუჭნაწლავის ტრაქტის შიგთავსის ტრანზიტს, შეუძლიათ მისი მოქმედების შემცირება.
აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.
გვერდითი მოვლენები
ლოპერამიდის გამოყენებისას ყველაზე ხშირად გვაცნობებდნენ ისეთ გვერდით მოვლენებზე, როგორებიცაა შეკრულობა, აირების დაგროვება, თავის ტკივილი და გულის– რევა.
შემდგომში ნახსენები გვერდითი რეაქციები დალაგებულია ორგანოების სისტემების და MedDRA სიხშირის კლასიფიკაციის მონაცემთა ბაზის შესაბამისად: ძალიან ხშირად (1/10), ხშირად ( <1/10-მდე), არახშირად ( <1/100-მდე), იშვიათად ( <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა).
იმუნური სისტემის მხრიდან
იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია*, ანაფილაქსიური რეაქცია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი*), ანაფილაქტოიდური რეაქცია*.
ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირად: თავის ტკივილი.
არახშირად: ძილიანობა*, თავბრუსხვევა.
იშვიათად: გონების დაკარგვა*, სტუპორი*, აზროვნების დათრგუნული დონე*, ჰიპერტონია*, კოორდინაციის დარღვევა*.
დარღვევები მხედველობის სისტემის მხრივ
იშვიათად: მიოზი*.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირად: შეკრულობა, გულისრევა, აირების დაგროვება.
არახშირად: მუცლის ტკივილი, მუცელში დისკომფორტის შეგრძნება, პირის ღრუში სიმშრალის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ღებინება, დისპეპსია*.
იშვიათად: ილეუსი (მათ შორის პარალიზური ილეუსი), მეგაკოლონი* (მათ შორის ტოქსიკური მეგაკოლონი**), გლოსოდინია*, მუცლის შებერილობა.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირად: გამონაყარი.
იშვიათად: ბულოზური გამონაყარი* (მათ შორის სტივენს–ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და erythema multiforme), ანგიონევროზული შეშუპება*, ჭინჭრის ციება*, ქავილი*.
თირკმელების და საშარდე გზების მხრიდან
იშვიათად: შარდის შეკავება*.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე
იშვიათად: დაღლილობა.
- ამ გვერდითი რეაქციების ჩართვა ეფუძნება ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის პოსტრეგისტრაციულ გამოცდილებას. პოსტრეგისტრაციულ პერიოდში, ლოპერამიდის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების დაფიქსირებისას, ქრონიკული და მწვავე დიარეის შემთხვევები არ იყო დიფერენცირებული, ისევე როგორც მათი ალბათობა მოზრდილებში ან ბავშვებში. ამიტომ ეს არასასურველი რეაქციები მიეკუთვნება როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დიარეას, მოზრდილთა და ბავშვების პოპულაციის ჩათვლით.
- *იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები“.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, ან ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ლოპერამიდით ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას (სტუპორი, მოძრაობის კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა, მიოზი, კუნთების ჰიპერტონუსი, სუნთქვის დათრგუნვა). ბავშვები მეტად უფრო მგრძნობიარენი არიან ცენტრალური ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების მიმართ, რადგან მათი ჰემატოენცეფალური ბარიერი ჯერ კიდევ სრულად არ ფუნქციონირებს;
შარდის შეკავება და ნაწლავების გაუვალობის მსგავსი სიმპტომების კომპლექსი;
სერიოზული გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მათ შორის QT ინტერვალის და QRS კომპლექსის დაგრძელება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია „პირუეტის“ ტიპის (torsades de pointes) და სხვა პარკუჭოვანი არითმიები, გულის გაჩერება, გულყრა. ზოგიერთ შემთხვევებში მოხსენიებულია ლეტალური გამოსავლის თაობაზე.
ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოავლინოს მანამდე არადიაგნოსტირებული ბრუგადას სინდრომი.
მკურნალობა
ჭარბი დოზირების სიმპტომებზე დაკვირვებისას, აუცილებელია გამოვიყენოთ ანტიდოტი ნალოქსონი. იმასთან დაკავშირებით, რომ ლოპერამიდის მოქმედების ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე ნალოქსონის (რომელიც შეადგენს 1-3 საათს), შესაძლოა საჭირო გახდეს ნალოქსონის გამოყენების გამეორება. ამიტომ, ცნს-ის დეპრესიის სიმპტომების დროულად დადგენის მიზნით, პაციენტი უნდა იყოს გულდასმით დაკვირვების ქვეშ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25 ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე).
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
შეფუთვა
10 კაფსულა პოლივინიქლორიდის აპკიან და ალუმინის ფოლგიან ბლისტერზე.
ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დამაქვეითებელი საშუალება.
კოდი ATX: A07DA03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელზე ოპიოიდურ რეცეპტორებს. ამის შედეგად ის აინჰიბირებს აცეტილქოლინის და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას, ამცირებს პროპულსურ პერისტალტიკას და ახანგრძლივებს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების ხანგრძლივობას. ლოპერამიდი ამაღლებს ანალური სფინქტერის ტონუსს, ამცირებს შეუკავებლობას და დეფეკაციის აუცილებლობას.
სწრაფი მეტაბოლიზმის და ნაწლავების კედელთან მაღალი აფინიტეტის გამო ლოპერამიდი ძალიან მცირე რაოდენობით ხვდება სისხლში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა.
შინაგანად მიღების შემდეგ ლოპერამიდი შეიწოვება ნაწლავებიდან, თუმცა გამოხატული პირველი გასვლის მეტაბოლიზმის შედეგად სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 0,3%-ს.
განაწილება.
ლოპერამიდს ახასიათებს მაღალი აფინიტეტი ნაწლავის კედლის გასწვრივი მუსკულატურის რეცეპტორებთან. აქტიური ნივთიერების 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს. ლოპერამიდი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს.
ბიოტრანსფორმაცია.
ლოპერამიდი თითქმის მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან ღვიძლის მეშვეობით, სადაც ის მეტაბოლიზდება, კონიუგირდება და გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ლოპერამიდის მეტაბოლიზმის მთავარ გზას წარმოადგენს N-დემეთილირება და ის ხდება CYP3A4 და CYP2C8 მეშვეობით. ძალიან გამოხატული პირველი გასვლის ეფექტის გამო, სამკურნალო პრეპარატის უცვლელი კონცენტრაცია პლაზმაში რჩება ძალიან დაბალი.
გამოყოფა.
ლოპერამიდის გამოყოფის ნახევარპერიოდი შეადგენს 11 საათს (9-დან 14 საათის ინტერვალში). შეუცვლელი ლოპერამიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ფეკალიებთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ლოპერამიდი გრინდექსი 2 მგ კაფსულები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლოპერამიდი (Loperamidum)
წამლის ფორმა და შემადგენლობა
კაფსულები.
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი 2 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულა:
კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი (Е 171), საღებავი პატენტირებული ლურჯი V (E 131), ალისფერი საღებავი 4R (E 124), ჟელატინი;
თავსახური: ტიტანის დიოქსიდი (Е 171), საღებავი ქინოლინის ყვითელი (E 104), საღებავი პატენტირებული ლურჯი V (E 131), საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), ჟელატინი.
აღწერა
მყარი ჟელატინის კაფსულები. კორპუსი ვარდისფერი, თავსახური მუქი მწვანე ფერის; შიგთავსი - თეთრი ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დამაქვეითებელი საშუალება.
კოდი ATX: A07DA03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელზე ოპიოიდურ რეცეპტორებს. ამის შედეგად ის აინჰიბირებს აცეტილქოლინის და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას, ამცირებს პროპულსურ პერისტალტიკას და ახანგრძლივებს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების ხანგრძლივობას. ლოპერამიდი ამაღლებს ანალური სფინქტერის ტონუსს, ამცირებს შეუკავებლობას და დეფეკაციის აუცილებლობას.
სწრაფი მეტაბოლიზმის და ნაწლავების კედელთან მაღალი აფინიტეტის გამო ლოპერამიდი ძალიან მცირე რაოდენობით ხვდება სისხლში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა.
შინაგანად მიღების შემდეგ ლოპერამიდი შეიწოვება ნაწლავებიდან, თუმცა გამოხატული პირველი გასვლის მეტაბოლიზმის შედეგად სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 0,3%-ს.
განაწილება.
ლოპერამიდს ახასიათებს მაღალი აფინიტეტი ნაწლავის კედლის გასწვრივი მუსკულატურის რეცეპტორებთან. აქტიური ნივთიერების 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს. ლოპერამიდი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს.
ბიოტრანსფორმაცია.
ლოპერამიდი თითქმის მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან ღვიძლის მეშვეობით, სადაც ის მეტაბოლიზდება, კონიუგირდება და გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ლოპერამიდის მეტაბოლიზმის მთავარ გზას წარმოადგენს N-დემეთილირება და ის ხდება CYP3A4 და CYP2C8 მეშვეობით. ძალიან გამოხატული პირველი გასვლის ეფექტის გამო, სამკურნალო პრეპარატის უცვლელი კონცენტრაცია პლაზმაში რჩება ძალიან დაბალი.
გამოყოფა.
ლოპერამიდის გამოყოფის ნახევარპერიოდი შეადგენს 11 საათს (9-დან 14 საათის ინტერვალში). შეუცვლელი ლოპერამიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ფეკალიებთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით.
გამოყენების წესები და დოზები
კაფსულები მიიღება შინაგანად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით
საწყისი დოზა – 2 კაფსულა (4 მგ), შემდეგ მიიღება 1 კაფსულა (2 მგ) ყოველი თხლად გასვლის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას (12 მგ).
ბავშვებში 12 წლის ქვევით: პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ხანდაზმული პაციენტები და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები ხანდაზმული პაციენტები და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები დოზის კორექტირებას არ საჭიროებენ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
თუმცა, ღვიძლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის მოქმედების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს, ასეთ პაციენტებს აღნიშნული პრეპარატი ენიშნებათ დიდი სიფრთხილით, ლოპერამიდის პრესისტემური მეტაბოლიზმის შესაძლო დაქვეითების გამო.
გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ ორი დღის განმავლობაში სიმპტომები არ მცირდება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს, დიარეის გამომწვევი მიზეზების გამოსაკვლევად. თუ კუჭში გასვლა ნორმაში ჩადგება უფრო ადრე, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
თუ დაგავიწყდათ მორიგი დოზის მიღება, მიიღეთ ის დაუყონებლივ. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზის მაგივრად ორმაგი დოზა. გააგრძელეთ წამლის მიღება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ლოპერამიდი არ გამოიყენება როგორც პირველადი თერაპია:
პაციენტებში მწვავე დიზინტერიით, რომელიც ხასიათდება სისხლიანი განავლით და ძლიერი ცხელებით;
პაციენტებში მწვავე წყლულოვანი კოლიტით;
პაციენტებში ბაქტერიული ენტეროკოლიტით, გამოწვეული ინვაზიური მიკროორგანიზმებით, მათ შორის Salmonella, Shigella და Campylobacter;
პაციენტებში ფსევდომემბრანოზული კოლიტით, რომელიც გამოწვეულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებით;
ლოპერამიდი არ უნდა გამოვიყენოთ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პერისტალტიკის შენელება თავიდან უნდა იქნას აცილებული სერიოზული გართულებების შესაძლო რისკის გამო, მათ შორის ილეუსი, მეგაკოლონი და ტოქსიკური მეგაკოლონი.
ლოპერამიდით მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს თუ გამოვლინდა შეკრულობა, მუცლის შებერილობა ან ილეუსის სიმპტომები.
არასასურველი გვერდითი მოვლენები
ლოპერამიდის გამოყენებისას ყველაზე ხშირად გვაცნობებდნენ ისეთ გვერდით მოვლენებზე, როგორებიცაა შეკრულობა, აირების დაგროვება, თავის ტკივილი და გულის– რევა.
შემდგომში ნახსენები გვერდითი რეაქციები დალაგებულია ორგანოების სისტემების და MedDRA სიხშირის კლასიფიკაციის მონაცემთა ბაზის შესაბამისად: ძალიან ხშირად (1/10), ხშირად ( <1/10-მდე), არახშირად ( <1/100-მდე), იშვიათად ( <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა).
იმუნური სისტემის მხრიდან
იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია*, ანაფილაქსიური რეაქცია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი*), ანაფილაქტოიდური რეაქცია*.
ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირად: თავის ტკივილი.
არახშირად: ძილიანობა*, თავბრუსხვევა.
იშვიათად: გონების დაკარგვა*, სტუპორი*, აზროვნების დათრგუნული დონე*, ჰიპერტონია*, კოორდინაციის დარღვევა*.
დარღვევები მხედველობის სისტემის მხრივ
იშვიათად: მიოზი*.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირად: შეკრულობა, გულისრევა, აირების დაგროვება.
არახშირად: მუცლის ტკივილი, მუცელში დისკომფორტის შეგრძნება, პირის ღრუში სიმშრალის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ღებინება, დისპეპსია*.
იშვიათად: ილეუსი (მათ შორის პარალიზური ილეუსი), მეგაკოლონი* (მათ შორის ტოქსიკური მეგაკოლონი**), გლოსოდინია*, მუცლის შებერილობა.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირად: გამონაყარი.
იშვიათად: ბულოზური გამონაყარი* (მათ შორის სტივენს–ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და erythema multiforme), ანგიონევროზული შეშუპება*, ჭინჭრის ციება*, ქავილი*.
თირკმელების და საშარდე გზების მხრიდან
იშვიათად: შარდის შეკავება*.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე
იშვიათად: დაღლილობა.
- ამ გვერდითი რეაქციების ჩართვა ეფუძნება ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის პოსტრეგისტრაციულ გამოცდილებას. პოსტრეგისტრაციულ პერიოდში, ლოპერამიდის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების დაფიქსირებისას, ქრონიკული და მწვავე დიარეის შემთხვევები არ იყო დიფერენცირებული, ისევე როგორც მათი ალბათობა მოზრდილებში ან ბავშვებში. ამიტომ ეს არასასურველი რეაქციები მიეკუთვნება როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დიარეას, მოზრდილთა და ბავშვების პოპულაციის ჩათვლით.
- *იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები“.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, ან ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
ლოპერამიდი გამოიყენება მხოლოდ ფაღარათის სიმპტომური მკურნალობისთვის. ძირითადი დაავადების ცნობილი ეტიოლოგიის დროს, უნდა დავიწყოთ შესაბამისი სპეციფიური თერაპია, იმ შემთხვევებში როდესაც ეს შესაძლებელია.
დიარეის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სითხისა და მარილების დანაკარგს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შესაბამისი ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება (სითხის და ელექტროლიტების შევსება). ლოპერამიდით მკურნალობის დროს აუცილებელია შესაბამისი დიეტის დაცვა და სითხის მიღების ოპტიმალური რეჟიმის არჩევა. ლოპერამიდის გამოყენება არ ამცირებს რეჰიდრატაციის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექციის აუცილებლობას. აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე დეჰიდრატაციის ნიშნების მქონე პაციენტებთან (პირის სიმშრალის შეგრძნება, წყურვილი, შარდის გამოყოფის შემცირება, თავბრუსხვევა, კანის სიმკვრივის დაქვეითება), განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. ასეთ შემთხვევებში რთულია განისაზღვროს საპასუხო რეაქცია ლოპერამიდით მკურნალობაზე, და მატულობს არასასურველი რეაქციების გამოვლენის რისკი.
თუ პაციენტს 48 საათის განმავლობაში მწვავე დიარეა არ უმცირდება, საჭიროა შეწყდეს ლოპერამიდის გამოყენება, და პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
შიდსის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ლოპერამიდს უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება მუცლის შებერილობის ნაადრევი სიმპტომების გამოვლენისთანავე. ლოპერამიდ ჰიდროქლორიდით მკურნალობის დროს, მოხსენიებულია ტოქსიკური მეგაკოლონის ცალკეულ შემთხვევებზე შიდსის მქონე პაციენტებში ინფექციური კოლიტით, გამოწვეული როგორც ვირუსით ისე პათოგენური ბაქტერიებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში,ლოპერამიდი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ამ პაციენტებში, პირველი გასვლის დაქვეითებული მეტაბოლიზმის გამო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან შესაძლებელია შედარებით ჭარბი დოზირება და ტოქსიკური ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს).
იყო შეტყობინებები გულის დარღვევების შესახებ, მათ შორის QT ინტერვალისა და QRS კომპლექსის გახანგრძლივება (ეკგ-ზე), ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდია "პირუეტის" ტიპის (torsade de pointes), ლოპერამიდის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღებისას. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოავლინოს მანამდე დაუდგენელი ბრუგადას სინდრომი.
პაციენტებმა არ უნდა გადააჭარბონ პრეპარატის რეკომენდირებულ დოზას და/ან მიღების ხანგრძლივობას. თუ დიარეა გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, ლოპერამიდის გავლენის ქვეშ პერისტალტიკის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიკროორგანიზმების შეღწევა ნაწლავის ლორწოვან გარსში; ასეთ პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ ანტიბაქტერიული თერაპია.
კაფსულის შემადგენლობაში შედის ალისფერი საღებავი 4R (E 124), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. კაფსულები შეიცავენ ასევე ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებს, რომელთაც აქვთ იშვიათი, თანდაყოლილი გალაქტოზას აუტანლობა, Lapp ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
ბავშვები. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდი უკუნაჩვენებია. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილის მეთვალყურეობის ქვეშ. (დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
პრეპარატის ტერატოგენური და ემბრიოტოქსიური თვისებების შესახებ ცნობების არარსებობის მიუხედავად ლოპერამიდის დანიშვნა ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი I ტრიმესტრში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აჭარბებს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება
ლოპერამიდი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის აუცილებელი გამოყენების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე ზემოქმედება
დიარეის სინდრომის შემთხვევაში, რომელსაც მკურნალობენ ლოპერამიდით, შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობა, თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მომსახურების დროს რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები
P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან, ქინიდინთან ან რიტონავირთან ერთად ლოპერამიდის (ერთჯერადი დოზა 16 მგ) გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ლოპერამიდის კონცენტრაციის 2-3-ჯერ გაზრდას.
იტრაკონაზოლი და გემფიბროზილი
ლოპერამიდის (ერთჯერადი დოზა 4 მგ) ერთდროული მოხმარება იტრაკონაზოლთან, რომელიც წარმოადგენს CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს, იწვევს ლოპერამიდის 3-4-ჯერ დიდ კონცენტრაციას პლაზმაში. CYP2C8-ის ინჰიბიტორი გემფიბროზილი ლოპერამიდის კონცეტრაციას პლაზმაში ზრდიდა დაახლოებით 2-ჯერ. იტრაკონაზოლის და გემფიბროზილის კომბინაციისას ლოპერამიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში იზრდებოდა 4-ჯერ, მაგრამ საერთო მოქმედება პლაზმაში იზრდებოდა 13-ჯერ.
კეტოკონაზოლი
ლოპერამიდის (ერთჯერადი დოზა 16 მგ) ერთდროული მიღება კეტოკონაზოლთან, რომელიც წარმოადგენს CYP3A4-ის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს, 5-ჯერ ზრდიდა ლოპერამიდის კონცენტრაციას პლაზმაში. ეს ზრდა არ იყო დაკავშირებული ფარმაკოდინამიური მოქმედების ზრდასთან, რაც განისაზღვრებოდა პუპილომეტრიის საშუალებით.
დესმოპრესინი
დესმოპრესინთან ერთად შინაგანად მიღება იწვევდა დესმოპრესინის 3-ჯერ მეტ კონცენტრაციას პლაზმაში რაც შესაძლოა, დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოძრაობის გაძლიერებასთან.
ანტიქოლინერგიული საშუალებები
ანტიქოლინერგიული საშუალებები ანელებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მათ შეუძლიათ ლოპერამიდის მოქმედების გაძლიერება.
ოპიოიდური ანალგეტიკური საშუალებები
ლოპერამიდთან ერთად ოპიოიდური ანალგეტიკური საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეკრულობა.
კო-ტრიმოქსაზოლი
კო-ტრიმოქსაზოლთან ერთად გამოყენება ზრდის ლოპერამიდის ბიოშეღწევადობას, რაც იწვევს მისი მოქმედების გაძლიერებას.
მოსალოდნელია, რომ პრეპარატებს მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებებით შეუძლიათ გაზარდონ ლოპერამიდის მოქმედება, ხოლო პრეპარატები, რომლებიც აჩქარებენ კუჭნაწლავის ტრაქტის შიგთავსის ტრანზიტს, შეუძლიათ მისი მოქმედების შემცირება.
აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ლოპერამიდით ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას (სტუპორი, მოძრაობის კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა, მიოზი, კუნთების ჰიპერტონუსი, სუნთქვის დათრგუნვა). ბავშვები მეტად უფრო მგრძნობიარენი არიან ცენტრალური ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების მიმართ, რადგან მათი ჰემატოენცეფალური ბარიერი ჯერ კიდევ სრულად არ ფუნქციონირებს;
შარდის შეკავება და ნაწლავების გაუვალობის მსგავსი სიმპტომების კომპლექსი;
სერიოზული გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მათ შორის QT ინტერვალის და QRS კომპლექსის დაგრძელება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია „პირუეტის“ ტიპის (torsades de pointes) და სხვა პარკუჭოვანი არითმიები, გულის გაჩერება, გულყრა. ზოგიერთ შემთხვევებში მოხსენიებულია ლეტალური გამოსავლის თაობაზე.
ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოავლინოს მანამდე არადიაგნოსტირებული ბრუგადას სინდრომი.
მკურნალობა
ჭარბი დოზირების სიმპტომებზე დაკვირვებისას, აუცილებელია გამოვიყენოთ ანტიდოტი ნალოქსონი. იმასთან დაკავშირებით, რომ ლოპერამიდის მოქმედების ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე ნალოქსონის (რომელიც შეადგენს 1-3 საათს), შესაძლოა საჭირო გახდეს ნალოქსონის გამოყენების გამეორება. ამიტომ, ცნს-ის დეპრესიის სიმპტომების დროულად დადგენის მიზნით, პაციენტი უნდა იყოს გულდასმით დაკვირვების ქვეშ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25 ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე).
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
შეფუთვა
10 კაფსულა პოლივინიქლორიდის აპკიან და ალუმინის ფოლგიან ბლისტერზე.
ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს „გრინდეკსი“. კრუსტპილსის ქ.#53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი: 2022 წლის იანვარი.
სს “გრინდეკსი”-ს
პრეპარატების რეგისტრაციის
უფროსი სპეციალისტი ი.სავიცკა
ხელმოწერილია ბეჭედდარტყმულია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


