პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიდიარეული საშუალებები

ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები 2 მგ

Lopéramide Biogaran conseil® 2 mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება
ლოპერამიდი (loperamide)
ფორმა და შეფუთვა
2მგ კაფსულა №12
მწარმოებელი
Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიპროპულსივები
ATC კოდი
A07DA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-042848
რეგისტრირებულია
27 თებერვალი 2025, მოქმედებს 27 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალოპერამიდი ბიოგარანი რჩევები 2 მგ და სხვა წამალი ერთად

ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები 2 მგ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის ბროშურაში მოცემული ინსტრუქციების ზუსტი დაცვით ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

დოზა

განკუთვნილია მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

დაიწყეთ 2 კაფსულით ერთჯერადი დოზით (ანუ 4 მგ. ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი).

თუ დიარეა გაგრძელდება: ყოველი ჩამოუყალიბებელი განავლის შემდეგ მიიღეთ 1 დამატებითი კაფსულა, მაგრამ:

  • არასოდეს გადააჭარბოთ 6 კაფსულას დღეში;
  • მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს.

მიღების წესი

მიიღება პერორალური გზით. გადაყლაპეთ კაფსულა ჭიქა წყლით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

გამოყენების ხანგრძლივობა შემოიფარგლება 2 დღით.

თუ მიიღეთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა საჭირო დოზაზე მეტი

თუ მიიღეთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა საჭირო დოზაზე მეტი, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: გახშირებულ გულისცემას, არარეგულარულ გულისცემას, თქვენი გულისცემის ცვლილებას (ამ სიმპტომებს შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში შედეგები), კუნთების დაჭიმულობას, არაკოორდინირებული მოძრაობებს, ძილიანობას, შარდვის გაძნელებას ან სუნთქვის დარღვევას ან სიფხიზლის დაქვეითებას, გუგების შევიწროებას, შებერილობას ან ყაბზობას.

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საავადმყოფოს, სადაც შეძლებთ მიიღოთ ანტიდოტი (ნაროქსინი). საავადმყოფოს მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.

ბავშვები უფრო ძლიერად რეაგირებენ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულას მაღალ დოზებზე ვიდრე მოზრდილები.

თუ ბავშვი იღებს ძალიან ბევრს ან აქვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულას მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ გაქვთ სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია (100-დან 1 ადამიანში) ყაბზობა, მეტეორიზმი, თავის ტკივილი და გულისრევა.

ლოპერამიდის გამოყენებისას ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • ალერგიული რეაქციები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, სახის შეშუპებას ან კანის რეაქციებს (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი);
  • ღებინება, საჭმლის მონელების გაძნელება, პირის სიმშრალე, მწვავე შეკრულობა, კუჭის ტკივილი ან შეშუპება, მუცლის დისკომფორტი, ნაწლავის გაუვალობა, ენის ტკივილი;
  • გამონაყარი კანზე ზოგჯერ ძლიერი;
  • დაღლილობა;
  • შარდვის გაძნელება;
  • თავბრუსხვევის შეგრძნება, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა ან დაქვეითება, გაშტერება, კუნთების ტონუსის მატება, მოძრაობების კოორდინაციის გაძნელება;
  • გუგების შევიწროება (მიოზი);
  • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მუცლის ტკივილი ირადიაციით ზურგში, მუცლის მგრძნობელობა შეხებისას, ცხელება, პულსის აჩქარება, გულისრევა, ღებინება შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების სიმპტომები [მწვავე პანკრეატიტი] (სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)).

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement,social-sante.gov.fr/

გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

სიფრთხილის ზომები

Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ვერ შეამჩნევთ რაიმე გაუმჯობესებას მკურნალობის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ;
  • მკურნალობის დროს ცხელების ან ღებინების გამოვლენის შემთხვევაში;
  • განავალში სისხლის ან ლორწოს გამოვლენის შემთხვევაში;
  • ძლიერი წყურვილის, ენის სიმშრალის შეგრძნების შემთხვევაში; სინამდვილეში, ეს ნიშნები აჩვენებს დეჰიდრატაციის დაწყებას, ანუ სითხის მნიშვნელოვან დაკარგვას დიარეის გამო. ამის შემდეგ თქვენი ექიმი შეაფასებს რეჰიდრატაციის დანიშვნის აუცილებლობას, რომელიც შეიძლება გაკეთდეს პერორალურად ან ინტრავენურად;
  • თუ თქვენ ინფიცირებული ხართ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (VIH), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა მუცლის დაჭიმულობის პირველივე ნიშნებისას (რის შედეგადაც ხდება კუჭის შეშუპება);

ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში (ღვიძლის ცუდი ფუნქციონირება) აცნობეთ ექიმს; ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მჭიდრო სამედიცინო მონიტორინგი.

მკურნალობის დროს უნდა დაიცვათ დიეტის შემდეგი წესები:

  • თქვენ რეჰიდრატაცია უნდა მოახდინოთ საკმაო მარილიანი ან ტკბილი სასმელებით, რათა შეძლოთ დიარეის გამო დაკარგული სითხის კომპენსირება (მოზარდებისთვის წყლის საშუალო დღიური მიღება 2 ლიტრია);
  • საკმარისად იკვებებით დიარეის დროს;
  • ზოგიერთი საკვების, განსაკუთრებით რძის, უმი ბოსტნეულის, ხილის, მწვანე ბოსტნეულის, ცხარე საკვებისა და გაყინული საკვებისა და სასმელების თავიდან აცილებით;
  • ამჯობინებთ გრილზე შემწვარ ხორცს, ბრინჯს.

მიიღეთ ეს პროდუქტი მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ (იხილეთ რუბრიკა 1) და არასოდეს მიიღოთ რეკომენდებული დოზაზე მეტი (იხილეთ რუბრიკა 3).

გულის სერიოზული პრობლემები (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აჩქარებულ ან არარეგულარულ გულისცემას) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ძალიან ბევრი ლოპერამიდი, Loperamide Biogaran conseil®-ის (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) აქტიური ნივთიერება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით:

  • იტრაკონაზოლს ან კეტოკონაზოლს (გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);
  • გემფიბროზილი (გამოიყენება სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ);
  • დესმოპრესინი პერორალურად (გამოიყენება განსაკუთრებით წყურვილისა და შარდის გამომუშავების შესამცირებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი).

ეს პრეპარატი შეიცავს ლოპერამიდს. სხვა მედიკამენტებიც შეიცავს მას. ნუ მიიღებთ ისე, რომ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზებს (იხილეთ რუბრიკა „როგორ მიიღება Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა?“)

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის გარეშე.

ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმის რჩევით.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს გააგრძელოს თუ არა მკურნალობა.

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

ფრთხილად იყავით. არ მართოთ მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები ინსტრუქციის წაუკითხავად.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევის ან დაღლილობის შეგრძნება. ამ რისკებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია სიფრთხილე მანქანების ან სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.

Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა გაცნობათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მას.

შემადგენლობა

  • რა არის Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?

ფარმაკოთერაპიული კატეგორია:

დიარეის საწინააღმდეგო - ATC (ათქ) კოდი: A07DA03

მწვავე გარდამავალი დიარეის ხანმოკლე მკურნალობა მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ეს მკურნალობა არის დიეტური ზომების დამატება: ყურადღებით წაიკითხეთ თავი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

უნდა მიმართოთ ექიმს თუ ვერ იგრძნობთ ვერანაირ გაუმჯობესებას ან თუ თავს უარესად იგრძნობთ 2 დღის შემდეგ.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულის მიღებამდე?

არასოდეს მიიღოთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა

  • თუ ალერგიული ხართ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
  • განავალში სისხლის გამოვლენისას და/ან მაღალი სიცხის შემთხვევაში;
  • თუ გაწუხებთ ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ქრონიკული დაავადება, განსაკუთრებით წყლულოვანი კოლიტის მწვავე შეტევების დროს (ნაწლავის ანთებითი დაავადება სისხლდენით);
  • თუ გაწუხებთ ნაწლავის ანთება დიარეით და ტკივილით ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ (ფსევდომემბრანული კოლიტი);
  • თუ გაწუხებთ ნაწლავის ანთება გამოწვეული ინვაზიური ბაქტერიებით (ბაქტერიული ენტეროკოლიტი);
  • 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც თავიდან უნდა იქნას აცილებული ნაწლავის ტრანზიტის შეჩერება ან შემცირება.

მკურნალობა უნდა შეწყდეს ყაბზობის, მუცლის შებერილობის ან ნაწლავის გაუვალობის გამოვლენის შემთხვევაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები - ATC (ათქ) კოდი: A07DA03

მწვავე გარდამავალი დიარეის მოკლევადიანი მკურნალობა მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ეს მკურნალობა არის დიეტურ ზომებზე დამატების სახით: ყურადღებით წაიკითხეთ თავი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

უნდა მიმართოთ ექიმს თუ ვერ იგრძნობთ ვერანაირ გაუმჯობესებას ან თუ თავს უარესად იგრძნობთ 2 დღის შემდეგ.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ, კაფსულის მიღებამდე?

არასოდეს მიიღოთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ, კაფსულა

  • თუ ალერგიული ხართ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ-ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია პუნქტი 6-ში;
  • განავალში სისხლის გამოვლენისას და/ან მაღალი სიცხის შემთხვევაში;
  • თუ გაწუხებთ ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ქრონიკული დაავადება, განსაკუთრებით წყლულოვანი კოლიტის მწვავე შეტევების დროს (ნაწლავის ანთებითი დაავადება სისხლდენით);
  • თუ გაწუხებთ ნაწლავის ანთება დიარეით და ტკივილით ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ (ფსევდომემბრანული კოლიტი);
  • თუ გაწუხებთ ნაწლავის ანთება გამოწვეული ინვაზიური ბაქტერიებით (ბაქტერიული ენტეროკოლიტი);
  • 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც თავიდან უნდა იქნას აცილებული ნაწლავის ტრანზიტის შეჩერება ან შემცირება.

მკურნალობა უნდა შეწყდეს ყაბზობის, მუცლის შებერილობის ან ნაწლავის გაუვალობის გამოვლენის შემთხვევაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შტრიხკოდი: 14013422

ბიოგარანი

Loperamide Biogaran conseil® 2 მგ. კაფსულა

(ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები® მგ. კაფსულა)

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში არსებული ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.

ნებისმიერი სახის რჩევის ან ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

უნდა მიმართოთ ექიმს თუ ვერ იგრძნობთ ვერანაირ გაუმჯობესებას ან თუ თავს უარესად იგრძნობთ 2 დღის შემდეგ.

რას შეიცავს ინსტრუქცია?

  • რა არის Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულის მიღებამდე?
  • როგორ მიიღება Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა?
  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
  • როგორ შევინახოთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა?
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?

ფარმაკოთერაპიული კატეგორია:

დიარეის საწინააღმდეგო - ATC (ათქ) კოდი: A07DA03

მწვავე გარდამავალი დიარეის ხანმოკლე მკურნალობა მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

ეს მკურნალობა არის დიეტური ზომების დამატება: ყურადღებით წაიკითხეთ თავი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

უნდა მიმართოთ ექიმს თუ ვერ იგრძნობთ ვერანაირ გაუმჯობესებას ან თუ თავს უარესად იგრძნობთ 2 დღის შემდეგ.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულის მიღებამდე?

არასოდეს მიიღოთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა

  • თუ ალერგიული ხართ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
  • განავალში სისხლის გამოვლენისას და/ან მაღალი სიცხის შემთხვევაში;
  • თუ გაწუხებთ ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ქრონიკული დაავადება, განსაკუთრებით წყლულოვანი კოლიტის მწვავე შეტევების დროს (ნაწლავის ანთებითი დაავადება სისხლდენით);
  • თუ გაწუხებთ ნაწლავის ანთება დიარეით და ტკივილით ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ (ფსევდომემბრანული კოლიტი);
  • თუ გაწუხებთ ნაწლავის ანთება გამოწვეული ინვაზიური ბაქტერიებით (ბაქტერიული ენტეროკოლიტი);
  • 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც თავიდან უნდა იქნას აცილებული ნაწლავის ტრანზიტის შეჩერება ან შემცირება.

მკურნალობა უნდა შეწყდეს ყაბზობის, მუცლის შებერილობის ან ნაწლავის გაუვალობის გამოვლენის შემთხვევაში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ვერ შეამჩნევთ რაიმე გაუმჯობესებას მკურნალობის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ;
  • მკურნალობის დროს ცხელების ან ღებინების გამოვლენის შემთხვევაში;
  • განავალში სისხლის ან ლორწოს გამოვლენის შემთხვევაში;
  • ძლიერი წყურვილის, ენის სიმშრალის შეგრძნების შემთხვევაში; სინამდვილეში, ეს ნიშნები აჩვენებს დეჰიდრატაციის დაწყებას, ანუ სითხის მნიშვნელოვან დაკარგვას დიარეის გამო. ამის შემდეგ თქვენი ექიმი შეაფასებს რეჰიდრატაციის დანიშვნის აუცილებლობას, რომელიც შეიძლება გაკეთდეს პერორალურად ან ინტრავენურად;
  • თუ თქვენ ინფიცირებული ხართ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (VIH), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა მუცლის დაჭიმულობის პირველივე ნიშნებისას (რის შედეგადაც ხდება კუჭის შეშუპება);

ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში (ღვიძლის ცუდი ფუნქციონირება) აცნობეთ ექიმს; ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მჭიდრო სამედიცინო მონიტორინგი.

მკურნალობის დროს უნდა დაიცვათ დიეტის შემდეგი წესები:

  • თქვენ რეჰიდრატაცია უნდა მოახდინოთ საკმაო მარილიანი ან ტკბილი სასმელებით, რათა შეძლოთ დიარეის გამო დაკარგული სითხის კომპენსირება (მოზარდებისთვის წყლის საშუალო დღიური მიღება 2 ლიტრია);
  • საკმარისად იკვებებით დიარეის დროს;
  • ზოგიერთი საკვების, განსაკუთრებით რძის, უმი ბოსტნეულის, ხილის, მწვანე ბოსტნეულის, ცხარე საკვებისა და გაყინული საკვებისა და სასმელების თავიდან აცილებით;
  • ამჯობინებთ გრილზე შემწვარ ხორცს, ბრინჯს.

მიიღეთ ეს პროდუქტი მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ (იხილეთ რუბრიკა 1) და არასოდეს მიიღოთ რეკომენდებული დოზაზე მეტი (იხილეთ რუბრიკა 3).

გულის სერიოზული პრობლემები (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აჩქარებულ ან არარეგულარულ გულისცემას) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ძალიან ბევრი ლოპერამიდი, Loperamide Biogaran conseil®-ის (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) აქტიური ნივთიერება.

სხვა პრეპარატები და Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით:

  • იტრაკონაზოლს ან კეტოკონაზოლს (გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);
  • გემფიბროზილი (გამოიყენება სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ);
  • დესმოპრესინი პერორალურად (გამოიყენება განსაკუთრებით წყურვილისა და შარდის გამომუშავების შესამცირებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი).

ეს პრეპარატი შეიცავს ლოპერამიდს. სხვა მედიკამენტებიც შეიცავს მას. ნუ მიიღებთ ისე, რომ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზებს (იხილეთ რუბრიკა „როგორ მიიღება Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა?“)

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის გარეშე.

ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმის რჩევით.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს გააგრძელოს თუ არა მკურნალობა.

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

ფრთხილად იყავით. არ მართოთ მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები ინსტრუქციის წაუკითხავად.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევის ან დაღლილობის შეგრძნება. ამ რისკებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია სიფრთხილე მანქანების ან სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.

Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა გაცნობათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მას.

  • როგორ მიიღება Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა?

მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის ბროშურაში მოცემული ინსტრუქციების ზუსტი დაცვით ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

დოზა

განკუთვნილია მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

დაიწყეთ 2 კაფსულით ერთჯერადი დოზით (ანუ 4 მგ. ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი).

თუ დიარეა გაგრძელდება: ყოველი ჩამოუყალიბებელი განავლის შემდეგ მიიღეთ 1 დამატებითი კაფსულა, მაგრამ:

  • არასოდეს გადააჭარბოთ 6 კაფსულას დღეში;
  • მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს.

მიღების წესი

მიიღება პერორალური გზით. გადაყლაპეთ კაფსულა ჭიქა წყლით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

გამოყენების ხანგრძლივობა შემოიფარგლება 2 დღით.

თუ მიიღეთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა საჭირო დოზაზე მეტი

თუ მიიღეთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა საჭირო დოზაზე მეტი, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: გახშირებულ გულისცემას, არარეგულარულ გულისცემას, თქვენი გულისცემის ცვლილებას (ამ სიმპტომებს შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში შედეგები), კუნთების დაჭიმულობას, არაკოორდინირებული მოძრაობებს, ძილიანობას, შარდვის გაძნელებას ან სუნთქვის დარღვევას ან სიფხიზლის დაქვეითებას, გუგების შევიწროებას, შებერილობას ან ყაბზობას.

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საავადმყოფოს, სადაც შეძლებთ მიიღოთ ანტიდოტი (ნაროქსინი). საავადმყოფოს მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.

ბავშვები უფრო ძლიერად რეაგირებენ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულას მაღალ დოზებზე ვიდრე მოზრდილები.

თუ ბავშვი იღებს ძალიან ბევრს ან აქვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულას მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ გაქვთ სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია (100-დან 1 ადამიანში) ყაბზობა, მეტეორიზმი, თავის ტკივილი და გულისრევა.

ლოპერამიდის გამოყენებისას ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • ალერგიული რეაქციები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, სახის შეშუპებას ან კანის რეაქციებს (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი);
  • ღებინება, საჭმლის მონელების გაძნელება, პირის სიმშრალე, მწვავე შეკრულობა, კუჭის ტკივილი ან შეშუპება, მუცლის დისკომფორტი, ნაწლავის გაუვალობა, ენის ტკივილი;
  • გამონაყარი კანზე ზოგჯერ ძლიერი;
  • დაღლილობა;
  • შარდვის გაძნელება;
  • თავბრუსხვევის შეგრძნება, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა ან დაქვეითება, გაშტერება, კუნთების ტონუსის მატება, მოძრაობების კოორდინაციის გაძნელება;
  • გუგების შევიწროება (მიოზი);
  • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მუცლის ტკივილი ირადიაციით ზურგში, მუცლის მგრძნობელობა შეხებისას, ცხელება, პულსის აჩქარება, გულისრევა, ღებინება შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების სიმპტომები [მწვავე პანკრეატიტი] (სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)).

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement,social-sante.gov.fr/

გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

  • როგორ შევინახოთ Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა?

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა?

  • აქტიური ნივთიერებაა:

ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი --------------------------------------------------------- 2 მგ.

ლოპერამიდის ბაზის შესაბამისი რაოდენობა ------------------------------------------- 1.86 მგ.

ერთი კაფსულისთვის.

  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, ბრინჯის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი [E171]

რა არის Loperamide Biogaran conseil® (ლოპერამიდი ბიოგარანი რჩევები®) 2 მგ. კაფსულა და გარე შეფუთვის შემადგენლობა:

პრეპარატი წარმოდგენილია კაფსულის ფორმით.

ყუთი 12 კაფსულით.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი/ოპერატორი

ბიოგარანის ლაბორატორია

შარლ დე გოლის ბულვარი 15

92707 კოლომბი სედექსი

მწარმოებელი

LSI

სარანის ქ. 905

45520 გიდი

საფრანგეთი

პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2023 წლის აპრილი

დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.

ჯანდაცვის განათლების საბჭო:

დიარეა იწვევს სითხისა და მინერალური მარილების დაკარგვას.

ეს პრეპარატი მკურნალობს მწვავე დიარეის სიმპტომებს მოზრდილებში, მაგრამ არ უზრუნველყოფს რეჰიდრატაციას, რომელსაც თან ახლავს საკვების ჰიგიენა.

ამიტომ ამ დანაკარგის კომპენსირებისთვის აუცილებელია ბევრი შაქრიანი სასმელის (ხილის წვენის) და მარილიანი ბულიონის დალევა.

დიარეის გაქრობამდე მოერიდეთ რძეს, მწვანე ბოსტნეულს, უმი ბოსტნეულს, ხილს, სანელებლებს.

ფარმაბრაილი: ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ბრაილის შრიფტით, გადიდებული სიმბოლოებით და აუდიო საიტზე handicapzero.org წამლის ინსტრუქციების განყოფილებაში და მისამართზე: 0 800 39 39 51 მომსახურება და ზარი უფასოა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა