პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ლამბროტინი უნო

LAMBROTIN UNO

ურეცეპტოდ15მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ლამბროტინი უნო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლს, რომელიც მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს: „პრეპარატები, რომლების გამოიყენება ხველის ან გაციების დაავადებების დროს. მუკოლიზური საშუალებები. ამბროქსოლი“. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამბროქსოლი (ambroxol)
ფორმა და შეფუთვა
15მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სიროფი მარწყვის არომატით პეტ-ის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-044328
რეგისტრირებულია
13 ნოემბერი 2025, მოქმედებს 13 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Belinda Laboratories LLP (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „ვეგაფარმ-ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალამბროტინი უნო და სხვა წამალი ერთად

ლამბროტინი უნო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ლამბროტინი უნო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლს, რომელიც მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს: „პრეპარატები, რომლების გამოიყენება ხველის ან გაციების დაავადებების დროს. მუკოლიზური საშუალებები. ამბროქსოლი“. ამბროქსოლი ზრდის ლორწოს სეკრეციას სასუნთქ გზებში, რითაც ათხევადებს ნახველს და აუმჯობესებს მის გამოდევნას. ასევე, ამბროქსოლი ზრდის ფილტვის სუფრაქტანტის წარმოქმას (რომელიც ახდენს დამცავ მოქმდებას) და ახდენს შექცევად ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას, რომელიც დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების შემდეგ, ანტიბიოტიკების კონცენტრაცია ნახველსა და ბრონქულ სეკრეტში იზრდება. ამბროქსოლი ორგანიზმიდან თირკმელებით გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები

ლამბროტინი უნო ნაჩვენებია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და 2 წლიდან ასაკის ბავშვებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ხასიათდება სეკრეციის დარღვევით და ნახველის გამოყოფის გაძნელებით (ნახველის ეფექტური ამოღებისა და ხველის შესამსუბუქებლად).

თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღებამდე.

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მიღებისათვის.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად, თანდართული საზომი ჭიქის გამოყენებით.

თერაპიის ხანგრძლივობა

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ლამბროტინი უნოს სიროფის 15 მგ/5 მლ არ უნდა იქნას მიღებული 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ მისი რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ მიიღეთ პრეპარატ ლამბროტინ უნოს საჭიროზე მეტი დოზა

ამბროქსოლის დოზის გადაჭარბების სიმპტომების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შემთხვევითი დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შეცდომით მიღების შემთხვევაში, სიმპტომები შეესაბამება რეკომენდებული დოზის მიღებისას ცნობილ გვერდით მოვლენებს. აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღება

არ მიიღოთ პრეპარატ ლამბროტინ უნოს ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღება.

უნდა ჩაიტაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ პრეპარატი არ არის რეკომენდირებული მკურნალი ექიმის მიერ
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.

  • თუ პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენების დროს განვითარდა კანის მძიმე დაზიანებები, მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, თუ გამოვლინდა კანზე გამონაყარის პროგრესირების ნიშნები (რასაც ზოგჯერ თან ახლავს ბუშტუკები ან ლორწოვანი გარსების დაზიანება), დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღება და მიმართოთ ექიმს.
  • ბრონქული გამტარობის დარღვევისა და ბრონქული სეკრეტის უხვი გამოყოფის შემთხვევაში, ლამბროტინი უნოს სიროფი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბრონქებში სეკრეტის დაგროვების რისკის გამო.
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის მძიმე დაავადების შემთხვევაში, პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში ეს წამალი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული; განსაკუთრებით თუ ბავშვი იღებს პროპილენგლიკოლის ან სპირტის შემცველ სხვა მედიკამენტებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების მიღება.

პრეპარატის ანტიბიოტიკებთან (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი) ერთდროული გამოყენება იწვევს ანტიბიოტიკების კონცენტრაციის ზრდას ბრონქოპულმონალურ სეკრეტსა და ნახველში.

როდესაც პრეპარატი ლამბროტინი უნო გამოიყენება ხველის დამთრგუნველ ნივთიერებებთან (ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან) ერთად, შესაძლოა გართულდეს ნახველის გამოყოფა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.

ორსულობა

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

ძუძუთი კვება

ამბროქსოლი აღწევს დედის რძეში. პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდირებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს შეტყობინებები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.

პრეპარატი ლამბროტინი უნო შეიცავს:

  • მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაგვიანებული რეაქციები),
  • პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მოხმარების მსგავსი სიმპტომები,
  • სორბიტოლს, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან,
  • გლიცეროლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის აშლილობა და დიარეა.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

  • პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღება.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ჩანართ-ფურცელში ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

რეკომენდირებული დოზა

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: პირველი 2-3 დღე 10 მლ სიროფი (2 საზომი ჭიქა) დღეში 3-ჯერ (რაც ექვივალენტურია 90 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში), შემდეგ 10 მლ სიროფი დღეში 2-ჯერ (რაც ექვივალენტურია 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

საჭიროების შემთხვევაში, თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ 20 მლ სიროფი (4 საზომი ჭიქა) დღეში 2-ჯერ (რაც ექვივალენტურია 120 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ (1 საზომი ჭიქა) დღეში 2-3-ჯერ (რაც ექვივალენტურია 30-45 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (½ საზომი ჭიქა) დღეში 3-ჯერ (რაც ექვივალენტურია 22.5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

2 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (½ საზომი ჭიქა) დღეში 2-ჯერ (რაც ექვივალენტურია 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ამბროქსოლის 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება რეკომენდირებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პრეპარატ ლამბროტინი უნომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • ალერგიული რეაქციები

უცნობია (აღნიშვნის სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია):

  • მძიმე ზოგადი ალერგიული რეაქციები (სწრაფად განვითარებადი, ზოგჯერ მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები, ალერგიული შოკის მდგომარეობის ჩათვლით), კანისა და კანქვეშა ქსოვილის ან ლორწოვანი გარსების სწრაფად განვითარებადი და სწრაფად გარდამავალი შეშუპება - ანგიონევროზული შეშუპება
  • კანის მძიმე ალერგიული რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
  • ქოშინი, როგორც ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

აღნიშვნის სიხშირის კლებადობის მიხედვით, სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები შეიძლება მოიცავდეს

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • გემოს აღქმის დარღვევები (გემოს შეცვლა),
  • გულისრევა, პირის ღრუში მგრძნობელობის დაქვეითება,
  • ხახაში მგრძნობელობის შემცირება.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • ღებინება, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (დისპეფსია), მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე,
  • ცხელება, ლორწოვანი გარსის რეაქცია.

  • გამონაყარი, ჭინჭრის ციება,
  • ყელის სიმშრალე.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • გაზრდილი ნერწყვდენა.

უცნობია (აღნიშვნის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • ქავილი.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. მათ მიეკუთვნება ნებისმიერი გვერდითი რეაქციები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ-ფურცელში.

ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინება (იხილეთ ქვემოთ)

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოღებას.

ყაზახეთის რესპუბლიკა

რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო ეკონომიკური მართვის უფლებით „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“: ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტი.

მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქ. 13

ტელეფონი: +7 (7172) 235-135

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

საიტი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელ „ინტერნეტში“: http://www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა

„მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“ სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია

მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., სახლი 49/5

ტელეფონი: (+374 60) 83 00 73; (+374 10) 23 16 82

საიტი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელ „ინტერნეტში“: https://www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

მისამართი: ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ტელეფონი: +996 (312) 21-92-78

საიტი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელ „ინტერნეტში“: https://www.dlsmi.kg

  • პრეპარატ ლამბროტინი უნოს შენახვა

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე წარწერის „ვარგისიანია -მდე“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად მითითებულია მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ჭარბი დოზა

ამბროქსოლის დოზის გადაჭარბების სიმპტომების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შემთხვევითი დოზის გადაჭარბების ან ამბროქსოლის შემცველი სამკურნალო საშუალების შეცდომით მიღების შემთხვევაში დაფიქსირებული სიმპტომები შეესაბამება ცნობილ გვერდით რეაქციებს რეკომენდებული დოზით მიღებისას და შეიძლება საჭიროებდეს სიმპტომურ მკურნალობას.

შემადგენლობა

პრეპარატი ლამბროტინი უნო შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა ამბროქსოლი

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი არაკრისტალიზებადი სორბიტოლი, გლიცეროლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატ ლამბროტინი უნოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

პრეპარატის 120 მლ მოთავსებულია პოლიეთილენტერეფტალატის ფლაკონებში და დალუქულია პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი ჩანართ-ფურცელთან და საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შეამჩნევთ თვალსაჩინო ნიშნებს, რომ პრეპარატი გამოსაყენებლად უვარგისია.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოახდინოთ პრეპარატის უტილიზირება (განადგურება), რომელიც აღარ დაგჭირდებათ.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხველის და გაციების დაავადებების დროს. ექსპექტორანტები, ხველის დამთრგუნველი კომბინაციების გამოკლებით. მუკოლიზური საშუალებები. ამბროქსოლი.

ათქ კოდი R05CB06

მოქმედების მექანიზმი

პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ზრდის ბრონქებში სეროზული შიგთავსის რაოდენობას. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ასევე ზრდის ფილტვის სურფაქტანტის გამომუშავებას, მოქმედებს რა პირდაპირ ალვეოლებში II ტიპის პნევმოციტებსა და ბრონქიოლებში კლარას უჯრედებზე და ასტიმულირებს მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოტორულ აქტივობას, რაც იწვევს ნახველის სიბლანტის შემცირებას და ნახველის ტრანსპორტირების გაუმჯობესებას (მუკოცილიარული კლირენსი). კლინიკურმა და ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა მუკოცილიარული კლირენსის ზრდა.

სეკრეტის გაზრდილი გამომუშავება და სიბლანტის შემცირება, ასევე მუკოცილიარული კლირენსის გაუმჯობესება ხელს უწყობს ამოხველებას და აადვილებს ნახველის გამოყოფას.

ამბროქსოლის ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტი განპირობებულია კლონირებული ნეირონული ნატრიუმის არხების დოზადამოკიდებული, შექცევადი ბლოკადით.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ზემოქმედებით მნიშვნელოვნად მცირდება სისხლიდან ციტოკინების გამოთავისუფლება, ასევე ქსოვილის მონონუკლეარული და პოლიმორფონუკლეარული უჯრედებიდან.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების შემდეგ, ნახველსა და ბრონქულ სეკრეტში იზრდება ანტიბიოტიკების კონცენტრაცია: ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის და დოქსიციკლინის. ამჟამად უცნობია, აქვს თუ არა ამას რაიმე კლინიკური მნიშვნელობა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ამბროქსოლი ზრდის ლორწოს სეკრეციას სასუნთქ გზებში, რითაც ათხელებს ნახველს, ზრდის ფილტვის სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელსაც აქვს დამცავი ეფექტი, ასტიმულირებს მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოტორულ აქტივობას, რაც იწვევს ნახველის მუკოცილიარული ტრანსპორტის გაუმჯობესებას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

შეწოვა მაღალია და თითქმის სრული. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2.5 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 79%-ს.

განაწილება

განაწილება სწრაფი და გავრცელებულია, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით ფილტვის ქსოვილში. განაწილების მოცულობა დაახლოებით 552 ლიტრია. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 90%-ია.

ბიოტრანსფორმაცია

პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 30% განიცდის პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში გლუკურონიზაციის გზით, ძირითადი ფერმენტის CYP3A4 გავლენით და ნაწილობრივ იშლება დიბრომანტრანილის მჟავამდე (დოზის დაახლოებით 10%).

ელიმინაცია

პერორალური მიღებიდან სამი დღის შემდეგ, დოზის 26% შარდში გამოვლინდა შეკავშირებული ფორმით, ხოლო დაახლოებით 6% თავისუფალი ფორმით. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 10 საათს შეადგენს. საერთო კლირენსი 660 მლ/წთ-ის ფარგლებშია, თირკმლის კლირენსი საერთო კლირენსის დაახლოებით 8%-ს შეადგენს. გამოიყოფა თირკმელებით: მთლიანი დოზის დაახლოებით 83% გამოიყოფა მიღებიდან 5 დღის შემდეგ.

ხაზოვანება

ხაზოვანება დამოკიდებულია თერაპიულ დოზაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი-ფურცელი - ინფორმაცია პაციენტისათვის

ლამბროტინი უნო, 15 მგ/5 მლ, სიროფი

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლი

სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ჩანართი-ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ჩანართ-ფურცელში ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის მუშაკის რეკომენდაციების შესაბამისად.
  • შეინახეთ ჩანართი-ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ აფთიაქის მუშაკს.
  • თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართი-ფურცლის მე-4 ნაწილში.
  • თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.

ჩანართი-ფურცლის შინაარსი

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ლამბროტინი უნო და რისთვის გამოიყენება.
  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღებამდე.
  • პრეპარატის ლამბროტინი უნო მიღება.
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები.
  • პრეპარატის ლამბროტინი უნო შენახვა.
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ლამბროტინი უნო და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი ლამბროტინი უნო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლს, რომელიც მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს: „პრეპარატები, რომლების გამოიყენება ხველის ან გაციების დაავადებების დროს. მუკოლიზური საშუალებები. ამბროქსოლი“. ამბროქსოლი ზრდის ლორწოს სეკრეციას სასუნთქ გზებში, რითაც ათხევადებს ნახველს და აუმჯობესებს მის გამოდევნას. ასევე, ამბროქსოლი ზრდის ფილტვის სუფრაქტანტის წარმოქმას (რომელიც ახდენს დამცავ მოქმდებას) და ახდენს შექცევად ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას, რომელიც დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების შემდეგ, ანტიბიოტიკების კონცენტრაცია ნახველსა და ბრონქულ სეკრეტში იზრდება. ამბროქსოლი ორგანიზმიდან თირკმელებით გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები

ლამბროტინი უნო ნაჩვენებია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და 2 წლიდან ასაკის ბავშვებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ხასიათდება სეკრეციის დარღვევით და ნახველის გამოყოფის გაძნელებით (ნახველის ეფექტური ამოღებისა და ხველის შესამსუბუქებლად).

თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღებამდე.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ლამბროტინი უნო:

  • თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ პრეპარატი არ არის რეკომენდირებული მკურნალი ექიმის მიერ
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.

  • თუ პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენების დროს განვითარდა კანის მძიმე დაზიანებები, მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, თუ გამოვლინდა კანზე გამონაყარის პროგრესირების ნიშნები (რასაც ზოგჯერ თან ახლავს ბუშტუკები ან ლორწოვანი გარსების დაზიანება), დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღება და მიმართოთ ექიმს.
  • ბრონქული გამტარობის დარღვევისა და ბრონქული სეკრეტის უხვი გამოყოფის შემთხვევაში, ლამბროტინი უნოს სიროფი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბრონქებში სეკრეტის დაგროვების რისკის გამო.
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის მძიმე დაავადების შემთხვევაში, პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში ეს წამალი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული; განსაკუთრებით თუ ბავშვი იღებს პროპილენგლიკოლის ან სპირტის შემცველ სხვა მედიკამენტებს.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ლამბროტინი უნო

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების მიღება.

პრეპარატის ანტიბიოტიკებთან (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი) ერთდროული გამოყენება იწვევს ანტიბიოტიკების კონცენტრაციის ზრდას ბრონქოპულმონალურ სეკრეტსა და ნახველში.

როდესაც პრეპარატი ლამბროტინი უნო გამოიყენება ხველის დამთრგუნველ ნივთიერებებთან (ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან) ერთად, შესაძლოა გართულდეს ნახველის გამოყოფა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.

ორსულობა

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

ძუძუთი კვება

ამბროქსოლი აღწევს დედის რძეში. პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდირებული.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არსებობს შეტყობინებები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.

პრეპარატი ლამბროტინი უნო შეიცავს:

  • მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაგვიანებული რეაქციები),
  • პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მოხმარების მსგავსი სიმპტომები,
  • სორბიტოლს, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან,
  • გლიცეროლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის აშლილობა და დიარეა.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

  • პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღება.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ჩანართ-ფურცელში ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

რეკომენდირებული დოზა

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: პირველი 2-3 დღე 10 მლ სიროფი (2 საზომი ჭიქა) დღეში 3-ჯერ (რაც ექვივალენტურია 90 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში), შემდეგ 10 მლ სიროფი დღეში 2-ჯერ (რაც ექვივალენტურია 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

საჭიროების შემთხვევაში, თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ 20 მლ სიროფი (4 საზომი ჭიქა) დღეში 2-ჯერ (რაც ექვივალენტურია 120 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ (1 საზომი ჭიქა) დღეში 2-3-ჯერ (რაც ექვივალენტურია 30-45 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (½ საზომი ჭიქა) დღეში 3-ჯერ (რაც ექვივალენტურია 22.5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

2 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (½ საზომი ჭიქა) დღეში 2-ჯერ (რაც ექვივალენტურია 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დღეში).

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ამბროქსოლის 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება რეკომენდირებული არ არის.

გამოყენების გზა და/ან წესი

შიგნით მიღებისათვის.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად, თანდართული საზომი ჭიქის გამოყენებით.

თერაპიის ხანგრძლივობა

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ლამბროტინი უნოს სიროფის 15 მგ/5 მლ არ უნდა იქნას მიღებული 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ მისი რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ მიიღეთ პრეპარატ ლამბროტინ უნოს საჭიროზე მეტი დოზა

ამბროქსოლის დოზის გადაჭარბების სიმპტომების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შემთხვევითი დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შეცდომით მიღების შემთხვევაში, სიმპტომები შეესაბამება რეკომენდებული დოზის მიღებისას ცნობილ გვერდით მოვლენებს. აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღება

არ მიიღოთ პრეპარატ ლამბროტინ უნოს ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ლამბროტინი უნოს მიღება.

უნდა ჩაიტაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პრეპარატ ლამბროტინი უნომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ პრეპარატ ლამბროტინი უნოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • ალერგიული რეაქციები

უცნობია (აღნიშვნის სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია):

  • მძიმე ზოგადი ალერგიული რეაქციები (სწრაფად განვითარებადი, ზოგჯერ მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები, ალერგიული შოკის მდგომარეობის ჩათვლით), კანისა და კანქვეშა ქსოვილის ან ლორწოვანი გარსების სწრაფად განვითარებადი და სწრაფად გარდამავალი შეშუპება - ანგიონევროზული შეშუპება
  • კანის მძიმე ალერგიული რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
  • ქოშინი, როგორც ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

აღნიშვნის სიხშირის კლებადობის მიხედვით, სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები შეიძლება მოიცავდეს

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • გემოს აღქმის დარღვევები (გემოს შეცვლა),
  • გულისრევა, პირის ღრუში მგრძნობელობის დაქვეითება,
  • ხახაში მგრძნობელობის შემცირება.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • ღებინება, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (დისპეფსია), მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე,
  • ცხელება, ლორწოვანი გარსის რეაქცია.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • გამონაყარი, ჭინჭრის ციება,
  • ყელის სიმშრალე.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • გაზრდილი ნერწყვდენა.

უცნობია (აღნიშვნის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • ქავილი.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. მათ მიეკუთვნება ნებისმიერი გვერდითი რეაქციები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ-ფურცელში.

ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინება (იხილეთ ქვემოთ)

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოღებას.

ყაზახეთის რესპუბლიკა

რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო ეკონომიკური მართვის უფლებით „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“: ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტი.

მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქ. 13

ტელეფონი: +7 (7172) 235-135

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

საიტი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელ „ინტერნეტში“: http://www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა

„მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“ სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია

მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., სახლი 49/5

ტელეფონი: (+374 60) 83 00 73; (+374 10) 23 16 82

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

საიტი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელ „ინტერნეტში“: https://www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

მისამართი: ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ტელეფონი: +996 (312) 21-92-78

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

საიტი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელ „ინტერნეტში“: https://www.dlsmi.kg

  • პრეპარატ ლამბროტინი უნოს შენახვა

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე წარწერის „ვარგისიანია -მდე“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად მითითებულია მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შენახვის ვადაა 3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შეამჩნევთ თვალსაჩინო ნიშნებს, რომ პრეპარატი გამოსაყენებლად უვარგისია.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოახდინოთ პრეპარატის უტილიზირება (განადგურება), რომელიც აღარ დაგჭირდებათ.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატი ლამბროტინი უნო შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა ამბროქსოლი

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი არაკრისტალიზებადი სორბიტოლი, გლიცეროლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატ ლამბროტინი უნოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

პრეპარატის 120 მლ მოთავსებულია პოლიეთილენტერეფტალატის ფლაკონებში და დალუქულია პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი ჩანართ-ფურცელთან და საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

BELINDA LABORATORIES LLP

Unit 18, 53 Norman Road, Greenwich Centre Business,

ლონდონი, SE10 9QF, დიდი ბრიტანეთი

ტელეფონი: +44 203 598 2050

ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

VETPROM AD

მამა პაისის ქ. №26

2400, ქ. რადომირი, ბულგარეთი

ტელეფონი: +359 24519300

ელ. ფოსტა: [email protected]

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქნის შემთხვევებში, მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ყაზახეთის რესპუბლიკა

ამხანაგობა შეზღუდული პასუხისმგებლობით „CEPHEUS Medical“ (ცეფეი მედიქალ): 050045, ქ. ალმატი, ალ-ფარაბის გამზირი, სახლი 7, საცხოვრებელი კომპლექსი „ნურლი ტაუ“, ბლოკი 5A, ოფისი 247, ტელეფონი: +7 (727) 978 69 71, +7 777 175 00 99 (24 საათის განმავლობაში), ელ.ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკა

ამხანაგობა შეზღუდული პასუხისმგებლობით „CEPHEUS Medical“ (ცეფეი მედიქალ): 050045, ქ. ალმატი, ალ-ფარაბის გამზირი, სახლი 7, საცხოვრებელი კომპლექსი „ნურლი ტაუ“, ბლოკი 5A, ოფისი 247, ტელეფონი: +7 (727) 978 69 71, +7 777 175 00 99 (24 საათის განმავლობაში), ელ.ფოსტა: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

შპს „ამან ფარმი“

ქ. ბიშკეკი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტინისტანოვის ქ., სახლი 4ა, ბინა 11,

ტელ: +996 550 359 906

ელ.ფოსტა: [email protected]

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია სამკურნალო საშუალებების ერთიან რეესტრში http://eec.eaeunion.org/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა