ლაზოლვანი
Lasolvan®
მუკოლიზური თერაპია ძნელად ამოსახველებელი ბლანტი ნახველის წარმოქნით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (ambroxol)
- ფორმა და შეფუთვა
- 7,5მგ/მლ 100მლ საინჰალაციო ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1 პოლიეთილენის საწვეთურით და საზომი ჭიქით
- მწარმოებელი
- ISTITUTO DE ANGELI S.R.L., იტალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042099
- რეგისტრირებულია
- 26 სექტემბერი 2024, მოქმედებს 20 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- A. Nattermann & Cie. HmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „შტადა ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლაზოლვანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მუკოლიზური თერაპია ძნელად ამოსახველებელი ბლანტი ნახველის წარმოქნით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას.
მიღების წესი და დოზირება
თუ ექიმის მიერ არ არის სხვაგვარად დანიშნული, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
5 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვები: 1-2 მლ ხსნარი 1-2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 7,5-15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 1-2-ჯერ დღეში).
მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკიდან: 2-3 მლ ხსნარი 1-2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 15-22,5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 1-2 ჯერ დღეში).
გამოყენების წესი
ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა თანამედროვე საინჰალაციო მოწყობილობებში. შესასუნთქი ჰაერის ოპტიმალური დატენიანების მიღების მიზნით ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარს ურევენ ფიზიოლოგიურ მარილიან ხსნართან თანაფარდობით 1:1.
არ შეიძლება ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის შერევა კრომოგლიცის მჟავასთან; ასევე, სხვა ხსნარებთან, თუ შედეგად მიიღება 6,3-ზე მაღალი პH-ის მქონე ნარევი, მაგალითად ემსერის მარილი. მომატებული პH მნიშვნელობა შეიძლება იწვევდეს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის თავისუფალი ფუძის დალექვას ან ხსნარის ამღვრევას.
ინჰალაციის დროს უნდა ისუნთქოთ ჩვეულებრივ რეჟიმში, რადგან თავად ინჰალაციის შედეგად შესაძლებელია ხველის გამოწვევა.
ინჰალაციის წინ ხსნარი უნდა შეათბოთ სხეულის ტემპერატურამდე. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია საინჰალაციო ხსნარის გამოყენება ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ.
თუ მწვავე რესპირატორული დაავადებებისას ლაზოლვანით მკურნალობის დროს არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება ან აღინიშნება სიმპტომების გაუარესება, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის, ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.
მძიმე დარღვევები ღვიძლის და თირკმელების მხრივ.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების შემთხვევებში, როდესაც რომელიმე დამხმარე ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების განვითარება ან გამწვავება (იხ. პარაგრაფი „უსაფრთხოების ზომები“).
სიფრთხილის ზომები
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში.
მიღებულ იქნა შეტყობინებები კანის მძიმე რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამბროქსოლს.
კანზე პროგრესირებადი რეაქციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (რაც ზოგჯერ დაკავშირებულია ბუშტუკების წარმოქმნასთან და ლორწოვანი გარსების დაზიანებასთან) საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და მიმართოთ ექიმს.
ამ რეაქციების უმრავლესობის ახსნა შეიძლება ძირითადი დაავადების სიმძიმით ან თანმხლები თერაპიით. გარდა ამისა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ტენ) საწყის სტადიაზე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ გრიპის მსგავსი არასპეციფიკური სიპტომები, როგორიცაა ცხელება, კანკალი, რინიტი, ხველა და ყელის ტკივილი. ამ სიმპტომების არსებობა შეიძლება იწვევდეს ხელისა და გაციების სამკურნალო საშუალებებით არასწორ სიმპტომურ მკურნალობას.
თუ პაციენტს აქვს თირკმელების ფუნქციის დარღვევა ლაზოლვანის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც ინჰალაციის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით და სასუნთქი გზების ჰიპერაქტივობით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამბროქსოლის მიღების შემდეგ იზრდება ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი) კონცენტრაციები ბრონქებისა და ფილტვების სეკრეციაში და ნერწყვში.
სხვა პრეპარატებთან რაიმე სხვა ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
შეფუთვა
საინჰალაციო ხსნარი 7,5 მგ/მლ.
100 მლ მუქი მინის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ ჭიქასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი გადის პლაცენტურ ბარიერს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონულ/ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე. 28 კვირაზე მეტი ვადის ორსულებში პრეპარატის გამოყენების ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა ნაყოფზე ნეგატიური მოქმედების მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, ორსულობის პერიოდში ნებისმიერი სამკურნალო საშუალების დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის ზოგადი წესების დაცვა. კერძოდ, ლაზოლვანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ძუძუთი კვების პერიოდი
ამბროქსოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან დედის რძესთან ერთად. გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური გავლენა ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
გვერდითი მოვლენები
სამკურნალო საშუალების არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არც ისე ხშირად ( ≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათად ( ≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
იშვიათად: გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
სიხშირე უცნობია: კანის მძიმე რეაქციები (მათ შორის, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირად: გულისრევა, პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის დაქვეითება.
არახშირად: ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, სიმშრალე პირის ღრუში.
იშვიათად: სიმშრალე ხახის არეში.
ასევე აღინიშნა გულძმარვის შემთხვევები.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
ხშირად: ხახის ლორწოვანის მგრძნობელობის დაქვეითება.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ არასასურველ რეაქციებზე ეჭვის შესახებ შეტყობინების გაგზავნა სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკმა განაცხადოს სამკურნალო საშუალების ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ სამკურნალო პრეპარატის არასასურველი რეაქციებისა და არაეფექტიანობის შეტყობინებათა ეროვნული სისტემების საშუალებით.
რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ პაციენტმა კონსულტაცია გაიაროს ექიმთან. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ, მათ შორის შეტყობინება სამკურნალო პრეპარატების არაეფექტიანობის შესახებ, სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჭარბი დოზა
ადამიანში დოზის გადაჭარბების სიმპტომები აღწერილი არ არის. ცნობილია, რომ დოზის შემთხვევით გადაჭარბების ან სამედიცინო შეცდომის შემთხვევაში აღნიშნული სიმპტომები შეესაბამება ცნობილ არასასურველ რეაქციებს პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მიღებისას და მათი კუპირებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 7,5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო ხსნარი.
შენახვის პირობები
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 12 თვე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამოსახველებელი საშუალება, ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციის გარდა. მუკოლიზური საშუალებები. ათქ კოდი: R05CB06.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
კლინიკამდელი კვლევებით ნაჩვენებია, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, ლაზოლვანის აქტიური ინგრედიენტი, ასტიმულირებს ბრონქული სეკრეტის სეროზული კომპონენტის სეკრეციას. ის ასევე, ზრდის ფილტვის სუფრაქტანტის სეკრეციას და ასტიმულირებს ცილიარულ აქტივობას, რის შედეგადაც ხდება ნახველის სიბლანტის შემცირება და მისი გამოყოფის გაუმჯობესება (მუკოცილიარული კლირენსი). ჩატარებული კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევები ამტკიცებენ მუკოცილიარული კლირენსის გაუმჯობესებას. ნახველის დენადობის მომატება და მუკოცილიარული კლირენსი ხელს უწყობენ ნახველის გამოყოფას და აადვილებს ხველას.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებში, რომლებიც 6 თვის განმავლობაში იღებდნენ ლაზოლვანს, 75 მგ პროლონგირებული მოქმედების კაფსულების სახით, მკურნალობის მე-2 თვის ბოლოს აღინიშნებოდა გამწვავებების სარწმუნო შემცირება პლაცებოსთან შედარებით. ლაზოლვანის ჯგუფის პაციენტებში აღინიშნებოდა დაავადების დღეების რაოდენობის სარწმუნო შემცირება და ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღების დღეების რაოდენობის შემცირება. ასევე ლაზოლვანის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით, აღინიშნებოდა ისეთი სიმპტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როგორიცაა ნახველის ევაკუაციის გაძნელება, ხველა, ქოშინი და აუსკულტაციური სიმპტომები.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აღინიშნებოდა ბოცვერის თვალის მოდელზე ჩატარებულ კვლევებში, რაც, სავარაუდოდ დაკავშირებულია პრეპარატის მიერ ნატრიუმის არხების ბლოკირებასთან. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი in vitro შექცევადად და დოზადამოკიდებულად ბლოკავს კლონირებულ ნეირონულ ნატრიუმის არხებს.
In vitro დადგენილია, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. In vitro ტესტებში იგი მნიშვნელოვნად ამცირებდა ციტოკინების გამოთავისუფლებას მოცირკულირე და ქსოვილური მონონუკლეური და პოლიმორფონუკლეური უჯრედებიდან.
ანტივირუსული თვისებები in vitro კვლევებსა და ცხოველების მოდელებში:
რინოვირუსის (RV14) რეპლიკაციის დაქვეითება აღინიშნა in vitro კვლევების ჩატარებისას ადამიანის ტრაქეის ეპითელურ უჯრედებზე. ამბროქსოლით წინასწარი დამუშავების შემდეგ აღინიშნებოდა სასუნთქ გზებში A გრიპის ვირუსის რეპლიკაციის შემცირება თაგვების ექსპერიმენტულ მოდელებზე კვლევების ჩატარებისას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ყველა პერორალური ფორმის აბსორბცია სწრაფია და საკმაოდ სრულია წრფელი დამოკიდებულებით თერაპიულ დიაპაზონში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაუყოვნებელი გამოთავისუფლების სამკურნალო ფორმის პერორალურად მიღებიდან 1-2,5 საათში და პროლონგირებული მოქმედების სამკურნალო ფორმის მიღებიდან საშუალოდ 6,5 საათში.
30 მგ ტაბლეტების მიღების შემდეგ აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა 79%-ს. პროლონგირებული მოქმედების კაფსულების ფარდობითი ბიოშეღწევადობა შეადგენდა 95%-ს (ნორმალიზებული დოზა), დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების დღე-ღამის 60 მგ-ანი (30 მგ ორჯერ დღეში) დოზის მიღებასთან შედარებით.
განაწილება
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის სისხლიდან ქსოვილებში განაწილება ხდება სწრაფად და ეფექტურად, ამასთან, მოქმედი ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღმოჩენილია ფილტვებში. განაწილების მოცულობა პერორალურად მიღების შემდეგ შეადგენს 552 ლ-ს.
თერაპიულ დიაპაზონში პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 30% გამოიყოფა პრესისტემური მეტაბოლიზმის შედეგად.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმი უპირატესად ხდება ღვიძლში გლუკურონირებისა და დიბრომანტრანილის მჟავამდე ნაწილობრივი დაშლის გზით (დოზის დაახლოებით 10%). ადამიანის ღვიძლის მიკროსომების კვლევებმა აჩვენა, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დიბრომანტრანილის მჟავად მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელია CYP3А4.
3 დღის განმავლობაში პერორალური მიღების შემთხვევაში დოზის დაახლოებით 6% აღმოჩენილია თავისუფალი ფორმით, დაახლოებით 26% კი აღინიშნება შარდში კონიუგატების ფორმით. ორგანიზმიდან ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 საათს. საერთო კლირენსი არის 660 მლ/წთ დიაპაზონში, თირკმლისმიერი კლირენსი უზრუნველყოფს საერთო კლირენსის დაახლოებით 83%-ს.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყოფა მცირდება, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მისი დონის გაზრდას 1,3-2 ჯერ.
ამბროქსოლის ფარმაკოკინეტიკა კლინიკური მნიშვნელობით არ არის დამოკიდებული ასაკსა და სქესზე, შესაბამისად დოზის კორექტირებას არ საჭიროებს.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
კლინიკამდელი კვლევები უსაფრთხოების შესახებ
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს აქვს მწვავე ტოქსიკურობის დაბალი ინდექსი. დოზირების განმეორებით კვლევებში, პერორალურად გამოყენებული დოზებისას 150 მგ/კგ/დღე (4 კვირაზე მეტი თაგვებში), 50 მგ/კგ/დღე (52 და 78 კვირაზე მეტი ვირთაგვებში), 40 მგ/კგ/დღე (26 კვირაზე მეტი ბოცვრებში) და 10 მგ/კგ/დღე (52 კვირაზე მეტი ძაღლებში) არ იყო გამოვლენილი შესამჩნევი არასასურველი რეაქციები (NOAELs). ტოქსიკოლოგიური კვლევებით არ არის გამოვლენილი სამიზნე ორგანოების დაზიანებები.
ინტრავენური ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ვირთაგვებში 4, 16 და 64 მგ/კგ/დღე დოზის და ძაღლებში 45, 90 და 120 მგ/კგ/დღე-ღამე (ინფუზიურად 3 სთ/დღე-ღამე) დოზის კვლევებმა არ გამოავლინა მძიმე სისტემური და პერორალური ტოქსიკურობა, ჰისტოპათოლოგიის ჩათვლით. ყველა არასასურველი რეაქცია იყო შექცევადი.
ვირთაგვებსა და ბოცვრებში ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის შესაბამისად 3000 მგ/კგ/დღე-ღამე და 200 მგ/კგ/დღე-ღამე დოზის პერორალურად შეყვანით ჩატარებულ კვლევებში არ იყო გამოვლენილი ემბრიოტოქსიკურობა ან ტერატოგენობა. ვირთაგვების ხვად და ძუ ჯიშებში ფერტილობა არ იყო დარღვეული 500 მგ-მდე/კგ/დღე-ღამე დოზის გამოყენებისას. დოზა 50 მგ/კგ/დღე დადგენილია, როგორც „მაქსიმალური დოზა აღნიშნული არასასურველი ეფექტების გარეშე“ (NOAEL) პერი-და პოსტნატალური განვითარების პერიოდში გამოყენებისას, ხოლო დოზა 500 მგ/კგ/დღე ზომიერად ტოქსიკური იყო ძუ ვირთაგვებისთვის და შთამომავლობისთვის, რაც გამოვლინდა წონაში მატების შეფერხების და მშობიარობის რაოდენობის შემცირების სახით.
გენოტოქსიკურობის კვლევებში, რომლებიც ჩატარდა in vitro (ეიმსის ტესტი და ქრომოსომული აბერაციების აღრიცხვა) და in vitro (მიკრონუკლეარული ტესტი თაგვებზე), არ იყო დამტკიცებული, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს აქვს მუტაგენური პოტენციალი.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდმა არ აჩვენა ონკოგენური პოტენციალი კანცეროგენულობის კვლევებში თაგვებზე (50, 200 და 800 მგ/კგ/დღე-ღამე) და ვირთაგვებზე (65, 250 და 1000 მგ/კგ/დღე-ღამე) პრეპარატის შეყვანისას საკვებთან ერთად შესაბამისად 105 და 116 კვირის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატ ლაზოლვანის®/Lasolvan®
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება: ლაზოლვანი®, საინჰალაციო ხსნარი 7.5 მგ/მლ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამბროქსოლი
სამკურნალო ფორმა: საინჰალაციო ხსნარი.
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 7,5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენება
მუკოლიზური თერაპია ძნელად ამოსახველებელი ბლანტი ნახველის წარმოქნით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას.
გამოყენების წესი და დოზირება
თუ ექიმის მიერ არ არის სხვაგვარად დანიშნული, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
5 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვები: 1-2 მლ ხსნარი 1-2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 7,5-15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 1-2-ჯერ დღეში).
მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკიდან: 2-3 მლ ხსნარი 1-2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 15-22,5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 1-2 ჯერ დღეში).
გამოყენების წესი
ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა თანამედროვე საინჰალაციო მოწყობილობებში. შესასუნთქი ჰაერის ოპტიმალური დატენიანების მიღების მიზნით ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარს ურევენ ფიზიოლოგიურ მარილიან ხსნართან თანაფარდობით 1:1.
არ შეიძლება ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის შერევა კრომოგლიცის მჟავასთან; ასევე, სხვა ხსნარებთან, თუ შედეგად მიიღება 6,3-ზე მაღალი პH-ის მქონე ნარევი, მაგალითად ემსერის მარილი. მომატებული პH მნიშვნელობა შეიძლება იწვევდეს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის თავისუფალი ფუძის დალექვას ან ხსნარის ამღვრევას.
ინჰალაციის დროს უნდა ისუნთქოთ ჩვეულებრივ რეჟიმში, რადგან თავად ინჰალაციის შედეგად შესაძლებელია ხველის გამოწვევა.
ინჰალაციის წინ ხსნარი უნდა შეათბოთ სხეულის ტემპერატურამდე. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია საინჰალაციო ხსნარის გამოყენება ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ.
თუ მწვავე რესპირატორული დაავადებებისას ლაზოლვანით მკურნალობის დროს არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება ან აღინიშნება სიმპტომების გაუარესება, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოქმედება
სამკურნალო საშუალების არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არც ისე ხშირად ( ≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათად ( ≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
იშვიათად: გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
სიხშირე უცნობია: კანის მძიმე რეაქციები (მათ შორის, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირად: გულისრევა, პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის დაქვეითება.
არახშირად: ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, სიმშრალე პირის ღრუში.
იშვიათად: სიმშრალე ხახის არეში.
ასევე აღინიშნა გულძმარვის შემთხვევები.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
ხშირად: ხახის ლორწოვანის მგრძნობელობის დაქვეითება.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ არასასურველ რეაქციებზე ეჭვის შესახებ შეტყობინების გაგზავნა სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკმა განაცხადოს სამკურნალო საშუალების ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ სამკურნალო პრეპარატის არასასურველი რეაქციებისა და არაეფექტიანობის შეტყობინებათა ეროვნული სისტემების საშუალებით.
რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ პაციენტმა კონსულტაცია გაიაროს ექიმთან. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ, მათ შორის შეტყობინება სამკურნალო პრეპარატების არაეფექტიანობის შესახებ, სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის, ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.
მძიმე დარღვევები ღვიძლის და თირკმელების მხრივ.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების შემთხვევებში, როდესაც რომელიმე დამხმარე ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების განვითარება ან გამწვავება (იხ. პარაგრაფი „უსაფრთხოების ზომები“).
დოზის გადაჭარბება
ადამიანში დოზის გადაჭარბების სიმპტომები აღწერილი არ არის. ცნობილია, რომ დოზის შემთხვევით გადაჭარბების ან სამედიცინო შეცდომის შემთხვევაში აღნიშნული სიმპტომები შეესაბამება ცნობილ არასასურველ რეაქციებს პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მიღებისას და მათი კუპირებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.
უსაფრთხოების ზომები
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში.
მიღებულ იქნა შეტყობინებები კანის მძიმე რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამბროქსოლს.
კანზე პროგრესირებადი რეაქციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (რაც ზოგჯერ დაკავშირებულია ბუშტუკების წარმოქმნასთან და ლორწოვანი გარსების დაზიანებასთან) საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და მიმართოთ ექიმს.
ამ რეაქციების უმრავლესობის ახსნა შეიძლება ძირითადი დაავადების სიმძიმით ან თანმხლები თერაპიით. გარდა ამისა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ტენ) საწყის სტადიაზე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ გრიპის მსგავსი არასპეციფიკური სიპტომები, როგორიცაა ცხელება, კანკალი, რინიტი, ხველა და ყელის ტკივილი. ამ სიმპტომების არსებობა შეიძლება იწვევდეს ხელისა და გაციების სამკურნალო საშუალებებით არასწორ სიმპტომურ მკურნალობას.
თუ პაციენტს აქვს თირკმელების ფუნქციის დარღვევა ლაზოლვანის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც ინჰალაციის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით და სასუნთქი გზების ჰიპერაქტივობით.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობა
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი გადის პლაცენტურ ბარიერს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონულ/ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე. 28 კვირაზე მეტი ვადის ორსულებში პრეპარატის გამოყენების ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა ნაყოფზე ნეგატიური მოქმედების მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, ორსულობის პერიოდში ნებისმიერი სამკურნალო საშუალების დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის ზოგადი წესების დაცვა. კერძოდ, ლაზოლვანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ძუძუთი კვების პერიოდი
ამბროქსოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან დედის რძესთან ერთად. გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური გავლენა ფერტილობაზე.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამბროქსოლის მიღების შემდეგ იზრდება ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი) კონცენტრაციები ბრონქებისა და ფილტვების სეკრეციაში და ნერწყვში.
სხვა პრეპარატებთან რაიმე სხვა ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
შეფუთვა
საინჰალაციო ხსნარი 7,5 მგ/მლ.
100 მლ მუქი მინის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ ჭიქასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 12 თვე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ა.ნატერმან ენდ სიე. გმბჰ, გერმანია
წარმოებულია: დე ანჯელის ინსტიტუტი ს.რ.ლ., 50066 რეგელო, პრული, 103/С, ფლორენცია, იტალია
მომხმარებელთა პრეტენზიები და არასასურველი მოვლენების შესახებ ინფორმაცია
უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
ბელარუსის რესპუბლიკა:
სს „ნიჟნი ნოვგოროდის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“;-ს (რფ) წარმომადგენლობა
ბელარუსის რესპუბლიკაში
მისამართი: იაკუბ კოლასის ქ. სახ. 73/3, მე-4 სართული, ოთახი 6, 220113, მინსკი,
ბელარუსის რესპუბლიკა
E-mail: [email protected] , [email protected]
ტელ./ფაქსი: + 375 (17) 358 06 61
საქართველოს რესპუბლიკა:
შპს „შტადა ჯორჯია“
მისამართი: 0193, საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ.
№12, მე-5 სართული
E-mail: [email protected] , [email protected]
ტელ.: (+995) 571 422 299
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.