პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

კრესტორი

CRESTOR

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
მოქმედი ნივთიერება
როზუვასტატინი (rosuvastatin)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
AstraZeneca UK Limited (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -IPR Pharmaceuticals Incorporated(პუერტო-რიკო)), დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
C10AA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-035668
რეგისტრირებულია
24 ივნისი 2022, მოქმედებს 24 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AstraZeneca UK Limited (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკრესტორი და სხვა წამალი ერთად

კრესტორი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

საწყისი დოზაა 5 მგ ან 10 მგ 1-ჯერ დღეში.

საწყისი დოზის არჩევა დამოკიდებული იქნება შემდეგზე:

ქოლესტერინის კონცენტრაციაზე;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების შესაძლო რისკზე;

გაქვთ თუ არა ფაქტორები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გვერდითი რეაქციების გაზრდილ რისკზე.

დოზის გაზრდა. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაზრდა. თუ დაიწყეთ მკურნალობა 5 მგ დოზით, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მისი გაზრდა 10 მგ-მდე, 20 მგ-მდე და 40 მგ-მდე, საჭიროების შემთხვევაში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 40 მგ. იგი განკუთვნილია მხოლოდ ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, რომელთა ქოლესტერინის კონცენტრაცია საკმარისად არ მცირდება 20 მგ დოზის მიღებისას.

პრეპარატის მიღების გზა და მეთოდი

პერორალურად მიღებისთვის.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. ტაბლეტები არ უნდა დაღეჭონ ან დააქუცმაცონ. პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად.

კრესტორით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი გირჩევთ დაიწყოთ დიეტის დაცვა სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის შესამცირებლად და გააგრძელოთ მისი დაცვა მკურნალობის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

გააგრძელეთ კრესტორის მიღება იმდენ ხანს, რა პერიოდითაც დაგინიშნავთ ექიმი.

თუ მიიღებთ იმაზე მეტ კრესტორს, ვიდრე საჭიროა

თუ საჭიროზე მეტ ტაბლეტს მიიღებთ, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ გაქვთ შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

ნუ მიიღებთ პრეპარატ კრესტორს, თუ:

ხართ ალერგიული როზუვასტატინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 თავში;

გაქვთ ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის შრატის ტრანსამინაზების აქტივობის მუდმივი მატება და შრატის ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი მატება (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი);

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

გაქვთ კუნთების სპეციფიკური პრობლემა (მიოპათია);

გაქვთ მიდრეკილება კუნთების გარკვეული გართულებების განვითარებისკენ (მიოტოქსიური გართულებები);

იღებთ ციკლოსპორინს (იმუნოსუპრესანტი; გამოიყენება ორგანოთა გადანერგვისა და რიგი დაავადებების დროს);

ქალებისთვის - თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებაზე ან არ იყენებთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს.

არ მიიღოთ კრესტორი დღიური დოზით 40 მგ, თუ:

გაქვთ კუნთების გარკვეული პრობლემების განვითარების რისკ-ფაქტორები (მიოპათია/რაბდომიოლიზი), კერძოდ:

გაქვთ თირკმლის საშუალო ხარისხის დისფუნქცია (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები);

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი);

თქვენ ან თქვენს ახლობლებს წარსულში გქონდათ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები;

წარსულში გქონდათ კუნთების პრობლემები HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების (გამოიყენება სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის შესამცირებლად) მიღებისას;

მოიხმართ ჭარბ ალკოჰოლს;

გაქვთ მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მატება;

ერთდროულად იღებთ ფიბრატებს;

ხართ მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

კრესტორის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს კრესტორის მიღებამდე ან მისი მიღებისას:

გაქვთ ან ადრე გქონდათ თირკმლის პრობლემები;

გაქვთ ან ადრე გქონდათ ღვიძლის პრობლემები;

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი);

რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

ხართ 65 წელზე მეტი ასაკის;

შეიძლება გქონდეთ მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება;

გაქვთ მძიმე ინფექციური დაავადება (სეფსისი);

გაქვთ დაბალი წნევა (ჰიპოტენზია);

იტარებთ ან ადრე ჩაგიტარდათ ფართო ქირურგიული ჩარევა ან მიიღეთ რაიმე დაზიანება;

გაქვთ ან ადრე გქონდათ მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული ან ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი შეტევები;

თქვენ ან თქვენს ახლობლებს წარსულში ქონდათ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები;

წარსულში გქონდათ კუნთების პრობლემები HMG CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას;

გაქვთ კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე ან სპაზმი, განსაკუთრებით სისუსტესა და ცხელებასთან ერთად;

გაქვთ სისხლში ფერმენტის კრეატინ ფოსფოკინაზას (CPK) აქტივობის მატება;

ხართ მონღოლური რასის წარმომადგენელი;

იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ

(იხილეთ ინსტრუქციის მე-2 თავში „სხვა პრეპარატები და პრეპარატი კრესტორი“);

გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ;

გაქვთ ქოშინი, არაპროდუქტიული ხველა ან საერთოდ თავს ცუდად გრძნობთ (ფილტვის დაავადება, რომელსაც ფილტვის ინტერსტიციული დაავადება ეწოდება);

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში გლუკოზის მაღალი დონე;

გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუნთების გავრცელებული სისუსტე, მათ შორის თვალის კუნთების ან,ზოგიერთ შემთხვევაში, სუნთქვაში მონაწილე კუნთების (მიასთენია გრავისი), რადგან სტატინებმა შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა. ზოგიერთ შემთხვევაში სტატინებს ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ მიასთენია გრავისი.

მონიტორინგი პრეპარატ კრესტორით მკურნალობის დროს

მნიშვნელოვანია პერიოდულად ეწვიოთ ექიმს ლიპიდების კონცენტრაციის რეგულარული შემოწმებისთვის, რათა უზრუნველყოთ საჭირო კონცენტრაციის მიღწევა და შენარჩუნება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებიტი ტესტების განსაზღვრა, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის შეფასება პრეპარატის მიღებამდე და შემდგომში მისით მკურნალობის დროს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ კრესტორის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ დროისათვის არ არის დაზსუტებული. გამოყენების მონაცემები შეზღუდულია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

ციკლოსპორინი;

ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (ან ნებისმიერი სხვა სისხლის გამათხელებელი საშუალება);

ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი);

ეზეტიმიბი (პრეპარატი, რომელიც მიიღება სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად);

ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი PP);

ანტაციდები (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის გასანეიტრალებლად);

ერითრომიცინი, ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკები);

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები), ჰორმონების შემცვლელი მკურნალობა;

რეგორაფენიბი, დაროლუტამიდი, კაპმატინიბი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ);

ფოსტამატინიბი (გამოიყენება სისხლის დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება იმუნური თრომბოციტოპენია);

ფებუქსოსტატი (გამოიყენება იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია სისხლში შარდმჟავას მაღალ დონესთან, რომელსაც ეწოდება პოდაგრა);

ელტრომბოპაგი (გამოიყენება სისხლის დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება იმუნური თრომბოციტოპენია, აპლაზიური ანემია);

ტერიფლუნომიდი (გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატი);

დრონედარონი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ);

იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

ბაიკალინი (მცენარეული პრეპარატი);

რომელიმე შემდეგი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის, მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან: რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასი დარუნავირი, ტიპრანავირი;

როქსადუსტატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობისა და ჰემოგლობინის კონცენტრაციის მოსამატებლად);

ენასიდენიბი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემია ეწოდება);

ტაფამიდისი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანოებში გარკვეული ცილის დეპონირებასთან, რომელსაც ეწოდება ტრანსთირეტინის ამილოიდოზი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ნუ მიიღებთ კრესტორს, თუ ორსულად ხართ.

თუ კრესტორის მიღებისას დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ვინაიდან ქოლესტერინი და ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ქოლესტერინის სინთეზის დროს, აუცილებელია არდაბადებული ბავშვის (ნაყოფის) განვითარებისთვის, ორსულობის დროს სტატინებით მკურნალობის შესაძლო რისკები აღემატება შესაძლო სარგებელს. ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა როზუვასტატინის უნარი გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დეფექტები (ტერატოგენული ეფექტი).

ძუძუთი კვება

არ მიიღოთ კრესტორი ძუძუთი კვების დროს. ვირთხებში როზუვასტატინი გამოიყოფა რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა როზუვასტატინი ადამიანის დედის რძეში.

ფერტილობა (ჩასახვის უნარი)

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს ურჩევენ გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები კრესტორით მკურნალობის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები კრესტორის ზემოქმედების შესასწავლად სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ფრთხილად იყავით სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციის გაზრდას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს (მკურნალობის დროს შესაძლოა თავბრუსხვევის განვითარება).

პრეპარატი კრესტორი შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ აუტანლობა ლაქტოზის მიმართ, გაესაუბრეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

  • პრეპარატ კრესტორის მიღება

ყოველთვის მიიღეთ კრესტორი თქვენი მკურნალი ექიმის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, კრესტორმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ კრესტორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი რეაქცია:

სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათია და შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პირში);

პანკრეასის პრობლემა (პანკრეატიტი, იშვიათი - შეიძლება აღმოაჩნდეს არაუმეტეს 1 პირს 1000-დან);

ღვიძლის პრობლემა (ჰეპატიტი, ძალიან იშვიათი - შესაძლოა აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პირში);

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი), სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე მისი განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია);

გარკვეული გამონაყარი და წყლულები კანსა და ლორწოვან გარსებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირის დადგენა შეუძლებელია);

ჩონჩხის კუნთების სპეციფიკური პრობლემა (რაბდომიოლიზი, იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პირში; იმუნური პასუხით გამოწვეული ნეკროზული მიოპათია, სიხშირე უცნობია - სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების საფუძველზე);

ფართოდ გავრცელებული კუნთების სისუსტე, ზოგიერთ შემთხვევაში სუნთქვაში მონაწილე კუნთების ჩათვლით (მიასთენია გრავისი, სიხშირე უცნობია - სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების საფუძველზე);

თვალის კუნთების სისუსტე (თვალის მიასთენია, სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

სხვა გვერდითი რეაქციები

ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 პირს):

შაქრიანი დიაბეტი;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

ყაბზობა;

გულისრევა;

მუცლის არეში ტკივილი;

კუნთების ტკივილი (მიალგია);

მომატებული დაღლილობა (ასთენია).

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პირში):

კანის ქავილი;

კანის გამონაყარი;

ჭინჭრის ციება.

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 პირს):

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, როგორიცაა ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST);

კუნთების პრობლემები (მიოპათია, მიოზიტის ჩათვლით);

მგლურას მსგავსი სინდრომი (პრეპარატებით გამოწვეული მგლურა);

კუნთების გაგლეჯვა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პირში):

პერიფერიული ნერვების პრობლემა (პოლინეიროპათია);

მეხსიერების დაკარგვა;

სიყვითლე;

სახსრების ტკივილი (ართრალგია);

სისხლი შარდში (ჰემატურია);

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

უცნობი (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

ფსიქიკური დარღვევები (დეპრესია);

პერიფერიული ნერვების პრობლემა (პერიფერიული ნეიროპათია);

ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები;

ხველა;

ქოშინი;

დიარეა;

მყესების პრობლემები (ტენდინოპათია), რომელიც ზოგჯერ შეიძლება გართულდეს მყესის გაგლეჯვით;

შეშუპება;

კანზე გარკვეული გამონაყარი ან პირის ღრუს წყლულები (ლიქენოიდული წამლისმიერი გამონაყარი).

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

თუ გაგივითარდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • პრეპარატ კრესტორის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებული სიტყვების შემდეგ „პრეპარატი ვარგისია “.

ჭარბი დოზა

როზუვასტატინის ზედოზირების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ზედოზირებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების შესანარჩუნებლად მიმართული ღონისძიებების ჩატარება. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის და CPK აქტივობის მონიტორინგი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი იყოს ეფექტური.

შემადგენლობა

  • რა რის პრეპარატი კრესტორი და რისთვის გამოიყენება ის.

პრეპარატი კრესტორი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას როზუვასტატინს და წარმოადგენს ჰიპოლიპიდემიურ საშუალებას - HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორს (მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტატინები).

კრესტორი გამოიყენება სისხლში ცხიმების (ლიპიდების) მაღალი კონცენტრაციის შესამცირებლად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც დიეტითა და ფიზიკური ვარჯიშით ეს ვერ ხერხდება. თუ ლიპიდების გაზრდილი კონცენტრაცია არ შემცირდება, ისინი შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებში (არტერიები) სხეულის სხვადასხვა ნაწილში (ათეროსკლეროზული ფოლაქები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ სისხლძარღვების შევიწროება. ეს პროცესი (ათეროსკლეროზი) გულის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის შემცირებით კრესტორს შეუძლია შეანელოს ლიპიდების დეპონირება არტერიების კედლებში. ეს ხელს უწყობს გულის შეტევის, ინსულტის და სიკვდილის რისკის შემცირებას.

პრეპარატის გამოყენების ჩვენებები

პრეპარატ კრესტორის გამოყენება ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში:

პირველადი ჰიპერქოლესტერინემიისას ფრედრიქსონის მიხედვით (ტიპი IIa, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემისას (ტიპი IIb), როგორც დიეტის დანამატი, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მკურნალობა (მაგალითად, ვარჯიში, წონის დაკლება) არასაკმარისია;

ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიისას, როგორც დიეტის და სხვა ჰიპოლიპიდემიური თერაპიის (მაგალითად, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) აფერეზი) დანამატი, ან იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი თერაპია საკმარისად ეფექტური არ არის;

ჰიპერტრიგლიცერიდემიისას (ფრედრიქსონის ტიპი IV) დიეტის დანამატის სახით;

ათეროსკლეროზის პროგრესირების შესანელებლად, როგორც დიეტის დანამატი პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია მკურნალობა საერთო ქოლესტერინის (TC) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის (LDL-C) კონცენტრაციის შესამცირებლად;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ძირითადი გართულებების (ინსულტი, ინფარქტი, არტერიული რევასკულარიზაცია) პირველადი პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში გულის იშემიური დაავადების (CHD) კლინიკური ნიშნების გარეშე, მაგრამ მისი განვითარების მომატებული რისკით (50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის და 60 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, C-რეაქტიული ცილის კონცენტრაციის მატებისას (≥ 2 მგ/ლ-ზე) მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის არსებობისას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის დაბალი კონცენტრაცია (HDL-C), თამბაქოს მოხმარება, CAD-ის ადრეულ ეტაპზე დაწყების ოჯახური ანამნეზი).

თუ პრეპარატის გამოყენებისას გაუმჯობესება არ შეინიშნება, ან თავს უარესად გრძნობთ, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ (უტულიზაცია) პრეპარატოი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოლიპიდემიური საშუალებები; HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: C10A A07

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი არის HMG-CoA რედუქტაზას შერჩევითი, კონკურენტული ინჰიბიტორი, ფერმენტის, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმს A მევალონატად, ქოლესტერინის წინამორბედად. როზუვასტატინის მოქმედების მთავარი სამიზნეა ღვიძლი, სადაც ხდება ქოლესტერინის სინთეზი და LDL კატაბოლიზმი.

როზუვასტატინი უზრუნველყოფს „ღვიძლის“ LDL რეცეპტორების რაოდენობის მატებას უჯრედის ზედაპირზე, ზრდის LDL-ის შეწოვას და კატაბოლიზმს, რაც თავის მხრივ იწვევს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (VLDL) სინთეზის ინჰიბირებას, რითაც მცირდება LDL-ისა და VLDL-ის მთლიანი ოდენობა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატი კრესტორი ამცირებს LDL-C, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების (TG) კონცენტრაციას, ზრდის HDL-C კონცენტრაციას და ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინის B (ApoB), არა-HDL-C, VLDL-C, TG-VLDL კონცენტრაციებს და ზრდის აპოლიპოპროტეინის A-I (ApoA-I) კონცენტრაციას (იხილეთ ცხრილები 3 და 4), ამცირებს LDL-C/HDL-C, საერთო ქოლესტერინს/HDL-C და არა-HDL-C/HDL-C-ის თანაფარდობას და ApoB/ApoA-I თანაფარდობას.

თერაპიული ეფექტი ვითარდება კრესტორით თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და აღწევს მაქსიმალური შესაძლო ეფექტის 90%-ს მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა თერაპიის მე-4 კვირაში და შენარჩუნებულია პრეპარატის რეგულარული გამოყენებისას.

ცხრილი 3. დოზაზე დამოკიდებული ეფექტი პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (ფრედრიქსონის ტიპი IIa და IIb) (საშუალო კორექტირებული პროცენტული ცვლილება საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით)

დოზა

პაციენტების რაო-ბა

LDL-C

საერთო ქოლესტერინი

HDL-C

TG

არა-HDL ქოლესტერინი

ApoB

ApoA-I

პლაცებო

13

  • 7
  • 5

3

  • 3
  • 7
  • 3

0

10 მგ

17

  • 52
  • 36

14

  • 10
  • 48
  • 42

4

20 მგ

17

  • 55
  • 40

8

  • 23
  • 51
  • 46

5

40 მგ

18

  • 63
  • 46

10

  • 28
  • 60
  • 54

0

ცხრილი 4. დოზაზე დამოკიდებული ეფექტი ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტებში (ფრედრიქსონის ტიპი IIb და IV) (საშუალო პროცენტული ცვლილება საბაზისო მაჩვენებელან შედარებით)

დოზა

პაციენტების რაო-ბა

TG

LDL-C

საერთო ქოლესტერინი

HDL-C

არა-HDL ქოლესტერინი

VLDL-C

TG-VLDL

პლაცებო

26

1

5

1

  • 3

2

2

6

10 მგ

23

  • 37
  • 45
  • 40

8

  • 49
  • 48
  • 39

20 მგ

27

  • 37
  • 31
  • 34

22

  • 43
  • 49
  • 40

40 მგ

25

  • 43
  • 43
  • 40

17

  • 51
  • 56
  • 48

კლინიკური ეფექტურობა

კრესტორი ეფექტურია მოზრდილ პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით, ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მის გარეშე, განურჩევლად რასისა, სქესისა და ასაკისა, მათ შორის პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით.

ფრედრიქსონის ტიპის IIa და IIb ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების 80%-ში (LDL-C საშუალო საწყისი კონცენტრაცია დაახლოებით 4,8 მმოლ/ლ), პრეპარატის მიღებისას დოზით 10 მგ, LDL-C კონცენტრაცია აღწევს 3 მმოლ/ლ-ზე ნაკლებ მნიშვნელობებს.

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კრესტორს დოზით 20-80 მგ, დაფიქსირდა ლიპიდურ პროფილის დადებითი დინამიკა (კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 435 პაციენტი). 40 მგ დღიურ დოზამდე ტიტრირების შემდეგ (მკურნალობის 12 კვირა), დაფიქსირდა LDL-C კონცენტრაციის შემცირება 53%-ით. პაციენტების 33%-ში მიიღწევა LDL-C კონცენტრაცია, რომელიც 3 მმოლ/ლ-ზე ნაკლებია.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ კრესტორს დოზით 20 მგ და 40 მგ, LDL-C კონცენტრაციის საშუალო შემცირებამ შეადგინა 22%.

ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტებში TG საწყისი კონცენტრაციით 273-დან 817 მგ/დლ-მდე, რომლებიც იღებდნენ კრესტორს დოზით 5 მგ-დან 40 მგ-მდე დღეში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში, TG-ის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად შემცირდა (იხილეთ ცხრილი 4). .

ფენოფიბრატთან კომბინაციაში შეინიშნება ადიტიური ეფექტი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციასა და ნიკოტინის მჟავასთან დაკავშირებით ლიპიდების შემამცირებელ დოზების გამოყენებისას HDL-C დონეებთან მიმართებაში (იხილეთ ასევე თავი 4.4).

METEOR კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 45-70 წლის ასაკის 984 პაციენტი გულის იშემიური დაავადების განვითარების დაბალი რისკით (10-წლიანი რისკი ფრემინგემის სკალის მიხედვით 10%-ზე ნაკლები), LDL-C-ის საშუალო კონცენტრაციით 4.0 მმოლ/ლ ( 154,5 მგ/დლ) და სუბკლინიკური ათეროსკლეროზით (რომელიც შეფასდა საძილე არტერიების ინტიმა-მედია კომპლექსის სისქით - CIMT), შეისწავლეს როზუვასტატინის ეფექტი ინტიმა-მედია კომპლექსის სისქეზე.

პაციენტები იღებდნენ როზუვასტატინს დოზით 40 მგ/დღეში ან პლაცებოს 2 წლის განმავლობაში. როზუვასტატინით მკურნალობა მნიშვნელოვნად ანელებს მაქსიმალური CIMT-ის პროგრესირების ტემპს საძილე არტერიების 12 სეგმენტისთვის პლაცებოსთან შედარებით, განსხვავება -0,0145 მმ/წელი [95% სანდოობის ინტერვალი -0,0196-დან -0,0093-მდე; p <0.0001]. საბაზისო მნიშვნელობებთან შედარებით, როზუვასტატინის ჯგუფში დაფიქსირდა მაქსიმალური CIMT-ის მნიშვნელობის შემცირება 0,0014 მმ/წლიურად (0,12%/წლიურად (არასაიმედო განსხვავება)) ამ მაჩვენებლის ზრდასთან შედარებით 0,0131 მმ/წლიურად (1,12 %/წლიურად (p <0.0001)) პლაცებო ჯგუფში. დღემდე, პირდაპირი დამოკიდებულება CIMT-ის შემცირებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოვლენების რისკის შემცირებას შორის არ იყო გამოვლენილი. METEOR კვლევა ჩატარდა გულის იშემიური დაავადების დაბალი რისკის მქონე პაციენტებში, რომელთათვისაც არ არის რეკომენდებული კრესტორის მიღება დოზით 40 მგ. 40 მგ დოზა უნდა გამოიყენონ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

JUPITER კვლევის (სტატინების გამოყენების დასაბუთება პირველადი პრევენციისთვის: ინტერვენციული კვლევა როზუვასტატინის შესაფასებლად) შედეგებმა 17802 პაციენტში აჩვენა, რომ როზუვასტატინი მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების რისკს (252 იყო პლაცებოს ჯგუფში 142-თან შედარებით როზუვასტატინის ჯგუფში) (p <0) ფარდობითი რისკის 44%-იან შემცირებასთან ერთად. თერაპიის ეფექტურობა აღინიშნა პრეპარატის გამოყენების პირველი 6 თვის შემდეგ. დაფიქსირდა გულ-სისხლძარღვთა, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტით გამოწვეული სიკვდილის კომბინირებული კრიტერიუმის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 48%-ით (რისკების თანაფარდობა: 0,52, 95% სანდოობის ინტერვალი 0,40-0,68, p <0,001), მიოკარდიუმის ფატალური ან არაფატალური ინფარქტის შემთხვევათა 54%-ით შემცირება (რისკების თანაფარდობა: 0,46, 95% სანდოობის ინტერვალი 0,30-0,70) და ფატალური ან არაფატალური ინსულტის შემცირება 48%-ით. საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა 20%-ით როზუვასტატინის ჯგუფში (რისკების თანაფარდობა: 0,80, 95% სანდოობის ინტერვალი 0,67-0,97, p = 0,02). უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს დოზით 20 მგ, საერთო ჯამში, პლაცებოს ჯგუფის მსგავსი იყო.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

განაწილება

როზუვასტატინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის და LDL-C მეტაბოლიზმის ძირითად ადგილს. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% შეუკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

ბიოტრანსფორმაცია

ექვემდებარება შეზღუდულ მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). როზუვასტატინი არის P450 ციტოქრომის სისტემის ფერმენტების მეტაბოლიზმის არა-ძირითადი სუბსტრატი. როზუვასტატინის მეტაბოლიზმში ჩართული ძირითადი იზოფერმენტი არის CYP2C9 იზოფერმენტი. იზოფერმენტები CYP2C19, CYP3A4 და CYP2D6 ნაკლებად მონაწილეობენ მეტაბოლიზმში.

როზუვასტატინის ძირითადი იდენტიფიცირებული მეტაბოლიტებია N-დესმეთილროზუვასტატინი და ლაქტონის მეტაბოლიტები. N-დესმეთილროზუვასტატინი დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონის მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. მოცირკულირე HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბირებასთან დაკავშირებული ფარმაკოლოგიური აქტივობის 90%-ზე მეტი განპირობებულია როზუვასტატინით, დანარჩენი -მისი მეტაბოლიტებით.

ელიმინაცია

როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% უცვლელი სახით გამოიყოფა ნაწლავებით (აბსორბირებული და არაბსორბირებული როზუვასტატინის ჩათვლით). დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა თირკმლებით. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) შეადგენს დაახლოებით 19 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება პრეპარატის დოზის გაზრდისას. საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 50 ლ/სთ (ვარიაციის კოეფიციენტი 21.7%). HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვასტატინის „ღვიძლისმიერი მიტაცების“ პროცესში ჩართულია ქოლესტერინის მემბრანული გადამტანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როზუვასტატინის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში.

წრფივობა

როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება ყოველდღიური გამოყენებისას.

პაციენტთა განსაკუთრებული პოპულაცია

ასაკი და სქესი

სქესი და ასაკი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ეთნიკური ჯგუფები

ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა როზუვასტატინის საშუალო AUC-ის და Cmax-ის დაახლოებით ორჯერ ზრდა მონღოლოიდური რასის პაციენტებში (იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები) ევროპეოიდული ეთნიკურობის მქონე პაციენტებთან შედარებით; ინდოელმა პაციენტებში გამოვლინდა საშუალო AUC-ის და Cmax-ის 1.3-ჯერ ზრდა. ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ფარმაკოკინეტიკაში ევროპეოიდული ეთნიკურობის და ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს შორის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის მსუბუქი და საშუალო დისფუნქციის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის ან N-დესმეთილროსუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები), როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 3-ჯერ მეტია, ხოლო N-დესმეთილროზუვასტატინის კონცენტრაცია 9-ჯერ მეტია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში იყო დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალი ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სიმძიმის ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები, არ აღინიშნებოდა როზუვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა პაციენტებში, რომელთაც ქონდათ ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით 7 ქულა ან ნაკლები. ორ პაციენტში, რომელთა ქულები იყო 8 და 9 ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით, გამოვლინდა ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა მინიმუმ 2-ჯერ უფრო დაბალი ქულების მქონე პაციენტებთან შედარებით. არ არსებობს როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები, მათ შორის პრეპარატი კრესტორი შეუკავშირდება სატრანსპორტო პროტეინებს OATP1B1-სა და BCRP-ს. SLCO1B1 (OATP1B1) c.521CC და ABCG2 (BCRP) c.421AA გენოტიპების მატარებლებს ჰქონდათ როზუვასტატინის ექსპოზიციის (AUC) ზრდა, შესაბამისად, 1.6 და 2.4-ჯერ SLCO1B1 c.521TT და ABCG2 c.421CC გენოტიპების მატარებლებთან შედარებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია-ინფორმაცია პაციენტისთვის

კრესტორი, 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კრესტორი, 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: როზუვასტატინი

ამ პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ ამ პირების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ყველა შესაძლო გვერდით რეაქციაზე, იმ გვერდით მოვლენებზეც რომელიც არ არის შეტანილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში.

ინსტრუქციის შინაარსი

  • რა არის პრეპარატი კრესტორი და რისთვის გამოიყენება ის.
  • რა უნდა იცოდეთ კრესტორის მიღებამდე.
  • პრეპარატ კრესტორის მიღება.
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები.
  • პრეპარატ კრესტორის შენახვა.
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
  • რა რის პრეპარატი კრესტორი და რისთვის გამოიყენება ის.

პრეპარატი კრესტორი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას როზუვასტატინს და წარმოადგენს ჰიპოლიპიდემიურ საშუალებას - HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორს (მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტატინები).

კრესტორი გამოიყენება სისხლში ცხიმების (ლიპიდების) მაღალი კონცენტრაციის შესამცირებლად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც დიეტითა და ფიზიკური ვარჯიშით ეს ვერ ხერხდება. თუ ლიპიდების გაზრდილი კონცენტრაცია არ შემცირდება, ისინი შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებში (არტერიები) სხეულის სხვადასხვა ნაწილში (ათეროსკლეროზული ფოლაქები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ სისხლძარღვების შევიწროება. ეს პროცესი (ათეროსკლეროზი) გულის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის შემცირებით კრესტორს შეუძლია შეანელოს ლიპიდების დეპონირება არტერიების კედლებში. ეს ხელს უწყობს გულის შეტევის, ინსულტის და სიკვდილის რისკის შემცირებას.

პრეპარატის გამოყენების ჩვენებები

პრეპარატ კრესტორის გამოყენება ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში:

პირველადი ჰიპერქოლესტერინემიისას ფრედრიქსონის მიხედვით (ტიპი IIa, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემისას (ტიპი IIb), როგორც დიეტის დანამატი, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მკურნალობა (მაგალითად, ვარჯიში, წონის დაკლება) არასაკმარისია;

ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიისას, როგორც დიეტის და სხვა ჰიპოლიპიდემიური თერაპიის (მაგალითად, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) აფერეზი) დანამატი, ან იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი თერაპია საკმარისად ეფექტური არ არის;

ჰიპერტრიგლიცერიდემიისას (ფრედრიქსონის ტიპი IV) დიეტის დანამატის სახით;

ათეროსკლეროზის პროგრესირების შესანელებლად, როგორც დიეტის დანამატი პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია მკურნალობა საერთო ქოლესტერინის (TC) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის (LDL-C) კონცენტრაციის შესამცირებლად;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ძირითადი გართულებების (ინსულტი, ინფარქტი, არტერიული რევასკულარიზაცია) პირველადი პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში გულის იშემიური დაავადების (CHD) კლინიკური ნიშნების გარეშე, მაგრამ მისი განვითარების მომატებული რისკით (50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის და 60 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, C-რეაქტიული ცილის კონცენტრაციის მატებისას (≥ 2 მგ/ლ-ზე) მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის არსებობისას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის დაბალი კონცენტრაცია (HDL-C), თამბაქოს მოხმარება, CAD-ის ადრეულ ეტაპზე დაწყების ოჯახური ანამნეზი).

თუ პრეპარატის გამოყენებისას გაუმჯობესება არ შეინიშნება, ან თავს უარესად გრძნობთ, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ კრესტორის მიღებამდე

უკუჩვენებები

ნუ მიიღებთ პრეპარატ კრესტორს, თუ:

ხართ ალერგიული როზუვასტატინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 თავში;

გაქვთ ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის შრატის ტრანსამინაზების აქტივობის მუდმივი მატება და შრატის ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი მატება (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი);

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

გაქვთ კუნთების სპეციფიკური პრობლემა (მიოპათია);

გაქვთ მიდრეკილება კუნთების გარკვეული გართულებების განვითარებისკენ (მიოტოქსიური გართულებები);

იღებთ ციკლოსპორინს (იმუნოსუპრესანტი; გამოიყენება ორგანოთა გადანერგვისა და რიგი დაავადებების დროს);

ქალებისთვის - თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებაზე ან არ იყენებთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს.

არ მიიღოთ კრესტორი დღიური დოზით 40 მგ, თუ:

გაქვთ კუნთების გარკვეული პრობლემების განვითარების რისკ-ფაქტორები (მიოპათია/რაბდომიოლიზი), კერძოდ:

გაქვთ თირკმლის საშუალო ხარისხის დისფუნქცია (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები);

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი);

თქვენ ან თქვენს ახლობლებს წარსულში გქონდათ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები;

წარსულში გქონდათ კუნთების პრობლემები HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების (გამოიყენება სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის შესამცირებლად) მიღებისას;

მოიხმართ ჭარბ ალკოჰოლს;

გაქვთ მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მატება;

ერთდროულად იღებთ ფიბრატებს;

ხართ მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

კრესტორის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს კრესტორის მიღებამდე ან მისი მიღებისას:

გაქვთ ან ადრე გქონდათ თირკმლის პრობლემები;

გაქვთ ან ადრე გქონდათ ღვიძლის პრობლემები;

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი);

რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

ხართ 65 წელზე მეტი ასაკის;

შეიძლება გქონდეთ მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება;

გაქვთ მძიმე ინფექციური დაავადება (სეფსისი);

გაქვთ დაბალი წნევა (ჰიპოტენზია);

იტარებთ ან ადრე ჩაგიტარდათ ფართო ქირურგიული ჩარევა ან მიიღეთ რაიმე დაზიანება;

გაქვთ ან ადრე გქონდათ მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული ან ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი შეტევები;

თქვენ ან თქვენს ახლობლებს წარსულში ქონდათ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები;

წარსულში გქონდათ კუნთების პრობლემები HMG CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას;

გაქვთ კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე ან სპაზმი, განსაკუთრებით სისუსტესა და ცხელებასთან ერთად;

გაქვთ სისხლში ფერმენტის კრეატინ ფოსფოკინაზას (CPK) აქტივობის მატება;

ხართ მონღოლური რასის წარმომადგენელი;

იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ

(იხილეთ ინსტრუქციის მე-2 თავში „სხვა პრეპარატები და პრეპარატი კრესტორი“);

გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ;

გაქვთ ქოშინი, არაპროდუქტიული ხველა ან საერთოდ თავს ცუდად გრძნობთ (ფილტვის დაავადება, რომელსაც ფილტვის ინტერსტიციული დაავადება ეწოდება);

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში გლუკოზის მაღალი დონე;

გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუნთების გავრცელებული სისუსტე, მათ შორის თვალის კუნთების ან,ზოგიერთ შემთხვევაში, სუნთქვაში მონაწილე კუნთების (მიასთენია გრავისი), რადგან სტატინებმა შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა. ზოგიერთ შემთხვევაში სტატინებს ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ მიასთენია გრავისი.

მონიტორინგი პრეპარატ კრესტორით მკურნალობის დროს

მნიშვნელოვანია პერიოდულად ეწვიოთ ექიმს ლიპიდების კონცენტრაციის რეგულარული შემოწმებისთვის, რათა უზრუნველყოთ საჭირო კონცენტრაციის მიღწევა და შენარჩუნება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებიტი ტესტების განსაზღვრა, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის შეფასება პრეპარატის მიღებამდე და შემდგომში მისით მკურნალობის დროს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ კრესტორის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ დროისათვის არ არის დაზსუტებული. გამოყენების მონაცემები შეზღუდულია.

სხვა პრეპარატები და კრესტორი

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

ციკლოსპორინი;

ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (ან ნებისმიერი სხვა სისხლის გამათხელებელი საშუალება);

ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი);

ეზეტიმიბი (პრეპარატი, რომელიც მიიღება სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად);

ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი PP);

ანტაციდები (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის გასანეიტრალებლად);

ერითრომიცინი, ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკები);

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები), ჰორმონების შემცვლელი მკურნალობა;

რეგორაფენიბი, დაროლუტამიდი, კაპმატინიბი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ);

ფოსტამატინიბი (გამოიყენება სისხლის დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება იმუნური თრომბოციტოპენია);

ფებუქსოსტატი (გამოიყენება იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია სისხლში შარდმჟავას მაღალ დონესთან, რომელსაც ეწოდება პოდაგრა);

ელტრომბოპაგი (გამოიყენება სისხლის დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება იმუნური თრომბოციტოპენია, აპლაზიური ანემია);

ტერიფლუნომიდი (გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატი);

დრონედარონი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ);

იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

ბაიკალინი (მცენარეული პრეპარატი);

რომელიმე შემდეგი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის, მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან: რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასი დარუნავირი, ტიპრანავირი;

როქსადუსტატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობისა და ჰემოგლობინის კონცენტრაციის მოსამატებლად);

ენასიდენიბი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემია ეწოდება);

ტაფამიდისი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანოებში გარკვეული ცილის დეპონირებასთან, რომელსაც ეწოდება ტრანსთირეტინის ამილოიდოზი).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ნუ მიიღებთ კრესტორს, თუ ორსულად ხართ.

თუ კრესტორის მიღებისას დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ვინაიდან ქოლესტერინი და ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ქოლესტერინის სინთეზის დროს, აუცილებელია არდაბადებული ბავშვის (ნაყოფის) განვითარებისთვის, ორსულობის დროს სტატინებით მკურნალობის შესაძლო რისკები აღემატება შესაძლო სარგებელს. ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა როზუვასტატინის უნარი გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დეფექტები (ტერატოგენული ეფექტი).

ძუძუთი კვება

არ მიიღოთ კრესტორი ძუძუთი კვების დროს. ვირთხებში როზუვასტატინი გამოიყოფა რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა როზუვასტატინი ადამიანის დედის რძეში.

ფერტილობა (ჩასახვის უნარი)

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს ურჩევენ გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები კრესტორით მკურნალობის დროს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ ჩატარებულა კვლევები კრესტორის ზემოქმედების შესასწავლად სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ფრთხილად იყავით სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციის გაზრდას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს (მკურნალობის დროს შესაძლოა თავბრუსხვევის განვითარება).

პრეპარატი კრესტორი შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ აუტანლობა ლაქტოზის მიმართ, გაესაუბრეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

  • პრეპარატ კრესტორის მიღება

ყოველთვის მიიღეთ კრესტორი თქვენი მკურნალი ექიმის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

საწყისი დოზაა 5 მგ ან 10 მგ 1-ჯერ დღეში.

საწყისი დოზის არჩევა დამოკიდებული იქნება შემდეგზე:

ქოლესტერინის კონცენტრაციაზე;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების შესაძლო რისკზე;

გაქვთ თუ არა ფაქტორები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გვერდითი რეაქციების გაზრდილ რისკზე.

დოზის გაზრდა. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაზრდა. თუ დაიწყეთ მკურნალობა 5 მგ დოზით, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მისი გაზრდა 10 მგ-მდე, 20 მგ-მდე და 40 მგ-მდე, საჭიროების შემთხვევაში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 40 მგ. იგი განკუთვნილია მხოლოდ ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, რომელთა ქოლესტერინის კონცენტრაცია საკმარისად არ მცირდება 20 მგ დოზის მიღებისას.

პრეპარატის მიღების გზა და მეთოდი

პერორალურად მიღებისთვის.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. ტაბლეტები არ უნდა დაღეჭონ ან დააქუცმაცონ. პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად.

კრესტორით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი გირჩევთ დაიწყოთ დიეტის დაცვა სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის შესამცირებლად და გააგრძელოთ მისი დაცვა მკურნალობის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

გააგრძელეთ კრესტორის მიღება იმდენ ხანს, რა პერიოდითაც დაგინიშნავთ ექიმი.

თუ მიიღებთ იმაზე მეტ კრესტორს, ვიდრე საჭიროა

თუ საჭიროზე მეტ ტაბლეტს მიიღებთ, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ გაქვთ შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, კრესტორმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ კრესტორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი რეაქცია:

სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათია და შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პირში);

პანკრეასის პრობლემა (პანკრეატიტი, იშვიათი - შეიძლება აღმოაჩნდეს არაუმეტეს 1 პირს 1000-დან);

ღვიძლის პრობლემა (ჰეპატიტი, ძალიან იშვიათი - შესაძლოა აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პირში);

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი), სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე მისი განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია);

გარკვეული გამონაყარი და წყლულები კანსა და ლორწოვან გარსებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირის დადგენა შეუძლებელია);

ჩონჩხის კუნთების სპეციფიკური პრობლემა (რაბდომიოლიზი, იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პირში; იმუნური პასუხით გამოწვეული ნეკროზული მიოპათია, სიხშირე უცნობია - სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების საფუძველზე);

ფართოდ გავრცელებული კუნთების სისუსტე, ზოგიერთ შემთხვევაში სუნთქვაში მონაწილე კუნთების ჩათვლით (მიასთენია გრავისი, სიხშირე უცნობია - სიხშირე არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების საფუძველზე);

თვალის კუნთების სისუსტე (თვალის მიასთენია, სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

სხვა გვერდითი რეაქციები

ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 პირს):

შაქრიანი დიაბეტი;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

ყაბზობა;

გულისრევა;

მუცლის არეში ტკივილი;

კუნთების ტკივილი (მიალგია);

მომატებული დაღლილობა (ასთენია).

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პირში):

კანის ქავილი;

კანის გამონაყარი;

ჭინჭრის ციება.

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 პირს):

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, როგორიცაა ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST);

კუნთების პრობლემები (მიოპათია, მიოზიტის ჩათვლით);

მგლურას მსგავსი სინდრომი (პრეპარატებით გამოწვეული მგლურა);

კუნთების გაგლეჯვა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პირში):

პერიფერიული ნერვების პრობლემა (პოლინეიროპათია);

მეხსიერების დაკარგვა;

სიყვითლე;

სახსრების ტკივილი (ართრალგია);

სისხლი შარდში (ჰემატურია);

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია).

უცნობი (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

ფსიქიკური დარღვევები (დეპრესია);

პერიფერიული ნერვების პრობლემა (პერიფერიული ნეიროპათია);

ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები;

ხველა;

ქოშინი;

დიარეა;

მყესების პრობლემები (ტენდინოპათია), რომელიც ზოგჯერ შეიძლება გართულდეს მყესის გაგლეჯვით;

შეშუპება;

კანზე გარკვეული გამონაყარი ან პირის ღრუს წყლულები (ლიქენოიდული წამლისმიერი გამონაყარი).

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

თუ გაგივითარდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • პრეპარატ კრესტორის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებული სიტყვების შემდეგ „პრეპარატი ვარგისია “.

ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ (უტულიზაცია) პრეპარატოი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი კრესტორი შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა როზუვასტატინი.

კრესტორი, 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს როზუვასტატინის კალციუმს 10,40 მგ (10,00 მგ როზუვასტატინი).

კრესტორი, 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს როზუვასტატინის კალციუმს 20,80 მგ (20,00 მგ როზუვასტატინი).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (E464), ტრიაცეტინი (გლიცეროლის ტრიაცეტატი), ტიტანის დიოქსიდი (E172), რკინის ოქსიდის წითელი საღებავი (E172).

კრესტორი შეიცავს ლაქტოზას (იხილეთ ინსტრუციის მე-2 თავის შესაბამისი ნაწილი).

კრესტორის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

პრეპარატი არის მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ვარდისფერი, გარსით დაფარული ერთ მხარეს ამოტვიფრული „ZD4522 10“-ით.

14 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერში დამზადებული ალუმინის ლამინატის/ალუმინის ფოლგისგან, რომელიც შედგება პოლიამიდის/ ალუმინის რბილი ფოლგის/არაპლასტიკური პოლივინილქლორიდის (PVC) ფირისგან, დალუქული გამაგრებული ალუმინის ფოლგით, დაფარული თერმოლაქით; 2 ბლისტერი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.

კრესტორი, 20 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატი არის მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ვარდისფერი, გარსით დაფარული ერთ მხარეს ამოტვიფრული „ZD4522 20“-ით.

14 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერში დამზადებული ალუმინის ლამინატის/ალუმინის ფოლგისგან, რომელიც შედგება პოლიამიდის/ ალუმინის რბილი ფოლგის/არაპლასტიკური პოლივინილქლორიდის (PVC) ფირისგან, დალუქული გამაგრებული ალუმინის ფოლგით, დაფარული თერმოლაქით; 2 ბლისტერი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი

აიპიერ ფარმაცეუტიკალს ინკ, კარ 188 ლოტ 17, სან ისიდრო პარკ, ს/ყ 1624, კანოვანას, PR 00729, პუერტო რიკო

შემფუთავი: ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი, სილქ როუდ ბიზნეს პარკი, მაკლსფილდი, ჩეშირი SK10 2NA, გაერთიანებული სამეფო.

დამატებითი ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნის შესაბამისად:

ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლობა საქართველოში

ქ. თბილისი, გამრეკელის ქუჩა #19

ტელ.+ 995 322 386898

კრესტორი - სავაჭრო ნიშანი, ასტრაზენეკას კომპანიების ჯგუფის საკუთრება

©Astrazeneca 2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა