კორტეარი
CORTAIR
კორტეარი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბუდესონიდს და განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად გლუკოკორტიკოსტეროიდები, რომელსაც იყენებენ ანთებითი პროცესის წინააღმდეგ. ასთმას იწვევს სასუნთქი გზების ანთება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბუდესონიდი (budesonide)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5მგ/მლ დოზირებული საინჰალაციო სუსპენზია, ერთდოზიანი ფლაკონი №20
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- R03BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0426
- რეგისტრირებულია
- 30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
კორტეარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კორტეარი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბუდესონიდს და განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად გლუკოკორტიკოსტეროიდები, რომელსაც იყენებენ ანთებითი პროცესის წინააღმდეგ.
ასთმას იწვევს სასუნთქი გზების ანთება. კორტეარი გამოიყენება ასთმის ყველა ეტაპზე ანთების საწინააღმდეგოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს სასუნთქი გზების გაფართოება, დაავადების სიმპტომები დაექვემდებაროს კონტროლს და შემცირდეს პერორალურად გამოყენებული სტეროიდების (სიცოცხლის გადარჩენის უზრუნველმყოფი პრეპარატები, რომლებსაც იყენებენ ასთმის მკურნალობის დროსაც) საჭიროება. არ არის რეკომენდებული მონოთერაპიის სახით გამოყენება ფქოდ-ის (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) დროს. ამავე დროს კორტეარი გამოიყენება ვირუსებით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციის - კრუპის სამკურნალოდ, რომელიც სწრაფად ვითარდება ჩვილებსა და ბავშვებში და საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას.
კორტეარი წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული 20 ცალი ფლაკონის სახით. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 მლ თეთრ-მოთეთრო სუსპენზიას. თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის.
კორტეარი განკუთვნილია ინჰალატორის (საინჰალაციო აპარატი) მეშვეობით შესუნთქვისთვის. სატუჩის ან სახის ნიღბის მეშვეობით შესუნთქვის დროს პრეპარატი მიაღწევს ფილტვებამდე.
საჭიროა გამოყენება რეგულარულად, ექიმის მიერ დანიშნული სახით. მაგრამ კორტეარი არ არის ეფექტური, თუ დაწყებულია ასთმის მწვავე შეტევა.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება კორტეარის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
კორტეარის დოზა იცვლება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ყურადღებით შეასრულეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციები. შესაძლებელია ეს რეკომენდაციები განსხვავდებოდეს წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციისგან.
ყოველთვის გამოიყენეთ კორტეარი თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ მათ რჩევა გამოყენებასთან დაკავშირებით. კორტეარის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ინჰალატორის მეშვეობით. სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, დარწმუნდით, რომ იცით ინჰალატორის გამოყენება.
ყველა ინჰალატორი არ არის კორტეარის გამოსაყენებლად ვარგისი. არ შეიძლება კორტეარის გამოყენება ულტრაბგერითი ინჰალატორებით.
კორტეარის პირველად გამოყენებამდე უნდა წაიკითხოთ „გამოყენების ინსტრუქცია“ და ყურადღებით შეასრულოთ მითითებები.
არ დაგავიწყდეთ: ყოველი დოზის მიღების შემდეგ აუცილებელია პირში წყლის გამოვლება. თუ იყენებთ სახის ნიღაბს, ყოველი დოზის შემდეგ დაიბანეთ პირი.
ასთმის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზა:
6 თვის და მეტი ასაკის ბავშვები: დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0,25-0,5 მგ-ს. თუ ბავშვი იღებს კორტიზონს, შესაძლებელია, მიეცეს უფრო მაღალი საწყისი დოზა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოახდინოს დოზის კორექტირება. ერთჯერადი დოზის სახით შესაძლებელია დღეში 1 მგ-მდე დოზის მიცემა.
მოზრდილები და ასაკოვნები: დღიური დოზა შეადგენს ჯამში 1-2 მგ-ს. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოახდინოს დოზის კორექტირება. ერთჯერადი დოზის სახით შესაძლებელია დღეში 1 მგ-მდე დოზის მიცემა.
დაავადების სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია შეგიმციროთ დოზა.
შემანარჩუნებელი მკურნალობა:
6 თვის და მეტი ასაკის ბავშვები: დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0.25 - 2 მგ-ს.
მოზრდილები და ასაკოვნები: დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0.5 - 4 მგ-ს. ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა.
კრუპის მკურნალობა:
ჩვილებისა და ბავშვებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 2 მგ. ეს დოზა შესაძლებელია მიეცეს ერთ ჯერზე მთლიანად ან თავდაპირველად 1 მგ, 30 წუთის შემდეგ - 1 მგ.
კორტეარით მკურნალობის დაწყების შემდეგ პირველივე დღიდან შესაძლებელია თავი უკეთ იგრძნოთ. მაგრამ სრული ეფექტის მიღებას შესაძლებელია დასჭირდეს 2-4 კვირა. არ შეწყვიტოთ კორტეარის დოზების მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.
თუ იღებთ „კორტიზონის“ ტაბლეტებს და ექიმმა დაგინიშნათ კორტეარი, შესაძლებელია ტაბლეტის დოზა შეგიმციროთ ეტაპობრივად (რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში). ბოლოს შესაძლებელია საჭირო გახდეს ტაბლეტის შეწყვეტა.
შენიშვნა: თუ თქვენ მკურნალობდით „კორტიზონის“ ტაბლეტით და იგი შეიცვალა კორტეარით, დროებით შესაძლებელია ისევ გამოგივლინდეთ სიმპტომები, რომელიც ადრე გაწუხებდათ: ცხვირიდან გამონადენი, კანზე გამონაყარი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. თუ რომელიმე ეს სიმპტომი შეგაწუხებთ ან გექნებათ თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
- გამოყენების წინ ფრთხილი წრიული მოძრაობით უზრუნველყავით, რომ ერთდოზიანი ერთეულის შიგთავსი - აქტიური ნივთიერება განაწილდეს სითხეში.
- ერთდოზიანი ერთეული დაიჭირეთ ვერტიკალურად, ზედა ნაწილი მობრუნეთ და გახსენით.
- ერთეულის ღია დაბოლოება მოათავსეთ ინჰალატორის რეზერვუარში და ფრთხილად მოუჭირეთ ხელი.
ერთდოზიან ფლაკონზე მონიშნულია ხაზი. როდესაც ფლაკონს დაიჭერთ გადმობრუნებული სახით, ეს ხაზი უჩვენებს 1 მლ მოცულობას.
თუ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 1 მლ, შიგთავსი დაცალეთ, სანამ სითხე არ მიაღწევს ხაზამდე.
გახსნილი ერთდოზიანი ერთეული შეინახეთ სინათლისგან დაცული სახით. გახსნილი ერთდოზიანი ერთეული გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში. თუ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 1 მლ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დარჩენილი მოცულობა არ არის სტერილური.
დარჩენილი სითხის გამოყენებამდე ფრთხილი წრიული მოძრაობით უზრუნველყავით, რომ ერთდოზიანი ერთეულის შიგთავსი - აქტიური ნივთიერება კვლავ განაწილდეს სითხეში.
შენიშვნა:
- ყოველი დოზის მიღების შემდეგ პირში გამოივლეთ წყალი.
- თუ იყენებთ სახის ნიღაბს, დარწმუნდით, რომ ინჰალაციის დროს ნიღაბი მჭიდროდაა მორგებული სახეზე. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ პირი.
გაწმენდა
ინჰალატორის რეზერვუარი და სატუჩე ან სახის ნიღაბი უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ. დეტალები გარეცხეთ მწარმოებლის მიერ მითითებული სახით, ცხელი წყლის და რბილი დეტერგენტის გამოყენებით. კარგად გაავლეთ წყალი, ინჰალატორის რეზერვუარი გააშრეთ კომპრესორზე დამაგრებული სახით.
თუ თვლით, რომ კორტეარის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ კორტეარი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ შემთხვევით გამოიყენეთ კორტეარი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ერთჯერადად კორტეარის დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი საზიანო ზემოქმედება. ხანგრძლივად (თვეების განმავლობაში) ძალიან დიდი რაოდენობით კორტეარის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი რეაქციები. თუ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია თქვენ გეხებოდეთ, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.
თუ დაგავიწყდათ კორტეარის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ კორტეარის რუტინული დოზის მიღება, არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის კომპენსირება. მომდევნო დოზა მიიღეთ დანიშნულების შესაბამისად.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
კორტეარით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმის მითითების გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასთმის მხრივ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
თუ გექნებათ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, კორტეარის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
თუ კორტეარის გამოყენებისას რომელიმე ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქცია შეგიქმნით დისკომფორტს ან გაგრძელდება დიდხანს, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბუდესონიდზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში კორტეარი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ გაქვთ ფილტვების ანთება,
თუ გაქვთ ზედა ან ქვედა სასუნთქი გზების ანთება ან სუნთქვასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა,
თუ გაქვთ ტუბერკულოზი,
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები,
თუ გამოვლინდება დაბინდული მხედველობა ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, უმოკლეს ვადაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე ასაკოვან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული მკურნალობა სტეროიდების შემცველი საინჰალაციო პრეპარატებით, შესაძლებელია გაიზარდოს პნევმონიის (ფილტვების ინფექცია) რისკი.
ასთმის სიმპტომებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია
თუ კორტეარის გამოყენების პერიოდში ფიქრობთ, რომ გიძნელდებათ სუნთქვა ან გაქვთ ხიხინი, უნდა განაგრძოთ კორტეარის გამოყენება, მაგრამ უმოკლეს ვადაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ გიძნელდებათ ჩასუნთქვა ან ღამით ხშირად იღვიძებთ ასთმის გამო,
დილით გრძნობთ გულმკერდის შებოჭილობას ან ეს შებოჭილობა გრძელდება ჩვეულებრივზე მეტი ხნის განმავლობაში.
ეს სიმპტომები შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ თქვენი მდგომარეობა არ ექვემდებარება სათანადო კონტროლს და დაუყოვნებლივ გესაჭიროებათ განსხვავებული ან დამატებითი მკურნალობა.
ზოგ შემთხვევაში კორტეარის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ექიმს მუმდივად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესახებ, განსაკუთრებით ახლო წარსულში გადატანილი ანთების ან ღვიძლის დაავადების შესახებ.
თქვენს ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ ყველა პრეპარატი, რომელსაც იყენებთ, კერძოდ სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი პრეპარატები, სტეროიდების შემცველი პრეპარატები და აივ ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატები. ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც დანიშნულების გარეშე იღებთ.
კორტეარი დანიშნული გაქვთ მხოლოდ ასთმის გამო. თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენოთ იგი სხვა დაავადებებისთვის. არ გადასცეთ თქვენი პრეპარატი სხვას.
არ არსებობს სრული ინფორმაცია ადამიანზე კორტეარის ხანგრძლივი ადგილობრივი და ზოგადი ზემოქმედების შესახებ. უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ასთმის კონტროლს. ექიმები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ იმ ბავშვების ზრდის მაჩვენებელს, რომლებსაც ნებისმიერი გზით უტარდებათ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, და უნდა შეაფასონ ასთმის კონტროლის სარგებლის შეფარდება ზრდის მაჩვენებლის შესაძლო დათრგუნვასთან.
მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას კორტეარმა მის შემადგენლობაში არსებული კორტიკოსტეროიდების გამო შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური რეაქციები, როგორიცაა კუშინგის სინდრომი (ზურგზე კუზის მსგავსი ცხიმის დაგროვება, მთვარისებრი სახე, ჭარბთმიანობა და განსაკუთრებით წელისა და მენჯის ძვლების განლევა), კუშინგოიდური თავისებურებები (კუშინგის სინდრომის მსგავსი მახასიათებლები), ადრენალური სუპრესია (თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონის გამომუშავების დათრგუნვა), ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, ძვლებში მინერალების შემცველობის დაქვეითება, კატარაქტა, თვალშიგა წნევის მატება (გლაუკომა) და უფრო იშვიათად სისტემური ფსიქიკური ან ქცევითი რეაქციები, როგორიცაა ფსიქომოტორული ჰიპერატიურობა (ძლიერი და ინტენსიური აქტივობა ან მოუსვენრობა), ძილის დარღვევები, შფოთვა, დეპრესია (დათრგუნულობა) ან აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში).
ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს ორალური კანდიდოზი (პირის ღრუსა და ყელში კანდიდოზი). ამ ინფექციას შესაძლებელია დასჭირდეს სათანადო ანტიფუნგალური პრეპარატებით მკურნალობა და ზოგი პაციენტისთვის კორტეარით მკურნალობის შეწყვეტა.
პაციენტებს, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამო უტარდებათ მკურნალობა კორტიკოსტეროიდების შემცველი საინჰალაციო პრეპარატებით, აღენიშნებათ ფილტვებში ანთებითი პროცესების მატება.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
სიფრთხილის ზომები
COPD-ის მქონეხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც გამოიყენება კომბინირებული ინჰალაციური სტეროიდები, შეიძლება გაიზარდოს პნევმონიის რისკი.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული აქტიური ან პასიური ფილტვის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში და სასუნთქი გზების სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებში.
პაციენტები, რომლებიც არ არიან სტეროიდზე დამოკიდებული: თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 10 დღის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ბრონქული ლორწოს ჭარბი სეკრეცია, თავდაპირველად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი ორალური კორტიკოსტეროიდების რეჟიმი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 2 კვირა). პერორალური მიღების პერიოდის შემდეგ, მხოლოდ ბუდესონიდმა უნდა უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა.
სტეროიდზე დამოკიდებული პაციენტები: პერორალური კორტიკოსტეროიდებიდან ბუდესონიდზე გადასვლისას პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს შედარებით სტაბილურ ფაზაში. ადრე გამოყენებულ ორალურ სტეროიდთან ერთად მიცემული დოზა შეადგენს დაახლოებით 10 დღეს. პერორალური სტეროიდების დოზა თანდათან უნდა შემცირდეს (მაგ., 2,5 მგ პრედნიზოლონი ან ექვივალენტი ყოველთვიურად) დაბალ შესაძლო დონემდე. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ბუდესონიდმა მთლიანად შეცვალოს ორალური კორტიკოსტეროიდი. პერორალური თერაპიისგან ბუდესონიდზე გადასვლისას ჩვეულებრივ შეინიშნება ნაკლები სისტემური სტეროიდული ეფექტები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ან ართრიტული სიმპტომები, როგორიცაა რინიტი, ეგზემა და კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ასეთ პირობებში უნდა დაიწყოს სპეციალური მკურნალობა. იშვიათ შემთხვევებში, ეჭვის ქვეშ დგება გლუკოკორტიკოსტეროდების ეფექტურობა, თუ აღინიშნება დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ამ შემთხვევებში ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის დროებით გაზრდა. სხვა საინჰალაციო თერაპიის მსგავსად, პარადოქსული ბრონქოსპაზმი გაზრდილი ხიხინით შეიძლება განვითარდეს დოზის მიღებისთანავე. თუ ეს მოხდება, ბუდესონიდით ინჰალირებული თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტის მკურნალობა ხელახლა შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა. პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ დაუყონებლივ მაღალი დოზებით კორტიკოსტეროიდულ თერაპიას ან ხანგრძლივ მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაქსიმალური მაღალი რეკომენდებული დოზით, შესაძლოა იყვნენ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის რისკის ქვეშ. ამ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს მძიმე სტრესულ მდგომარეობას. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდებით მხარდაჭერა სტრესის ან დაგეგმილი ოპერაციის დროს. სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, რომლებიც ინიშნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს ეფექტები გაცილებით ნაკლებია ორალურ კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან შედარებით. სისტემური ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგის მსგავს მახასიათებლებს, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვას, ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, კატარაქტას და გლაუკომას და, ძალიან იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს რიგი ფიზიოლოგიური ან ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ძილის დარღვევა. ასევე შფოთვა, დეპრესია ან აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში ქცევითი ეფექტები). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის კორექტირება ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც მიიღწევა ასთმის ეფექტური კონტროლი. კორტაირი არ არის საინჰალაციო მოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი, რომელიც საჭიროა ასთმის მწვავე შეტევების სწრაფად შესამსუბუქებლად. პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს, თუ აღმოაჩენენ, რომ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორის თერაპია არაეფექტურია ან საჭიროებს ჩვეულებრივზე მეტ ინჰალაციას. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მათი რეგულარული მკურნალობის გაზრდა, ანუ შეიძლება განიხილებოდეს საინჰალაციო ბუდესონიდის დოზის გაზრდა ან ხანგრძლივი მოქმედების ბეტა აგონისტის ან ორალური კორტიკოსტეროიდების დამატება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს კორტიკოსტეროიდების ელიმინაციაზე, რაც იწვევს ელიმინაციის დაბალ სიჩქარეს და უფრო მაღალ ექსპოზიციას. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს შესაძლო სისტემური გვერდითი ეფექტების შესახებ.
თუმცა, ინტრავენურად შეყვანილი ბუდესონიდის პლაზმური კლირენსი მსგავსია ციროზულ პაციენტებში და ჯანმრთელ სუბიექტებში. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში, პერორალურად შეყვანილი ბუდესონიდის სისტემური ხელმისაწვდომობა იზრდება პირველი გავლის მეტაბოლიზმის შემცირების გამო. ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ინჰალირებული ბუდესონიდის შესახებ, მისი კლინიკური მნიშვნელობა ბუდესონიდით მკურნალობისთვის უცნობია; თუმცა, შესაძლოა მოსალოდნელი იყოს პლაზმური დონის მომატება და, შესაბამისად, სისტემური გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი. ისეთმა პროდუქტებმა, როგორიცაა CYP3A ინჰიბიტორები (მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ- პროტეაზას ინჰიბიტორები და კობისტატიკური საშუალებები) შეიძლება გაზარდონ ნებულაიზერის საშუალებით მიღებული ბუდესონიდის სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების რისკი. ამიტომ, კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება მოსალოდნელ რისკს; ამ შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გამოვლენის მხრივ. ამ ეფექტს ნაკლები კლინიკური მნიშვნელობა აქვს იტრაკონაზოლით, კეტოკონაზოლით ან სხვა ძლიერი CYP3A ინჰიბიტორებით მოკლევადიანი (1-2 კვირამდე) მკურნალობის დროს, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ასევე გასათვალისწინებელია ბუდესონიდის დოზის შემცირება. (იხილეთ ნაწილი 4.5). ნებულაიზერის კამერა უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ. ნებულაიზერის კამერა და მუნდშტუკი ან სახის ნიღაბი უნდა გარეცხოთ ცხელი წყლით და რბილი სარეცხი საშუალებით. შემდეგ კარგად უნდა გაავლოთ და ნებულაიზერის კამერა უნდა გაშრეს კომპრესორთან ან ჰაერის ნაკადის მეშვეობით. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვთარდეს პირის ღრუს კანდიდოზი. ამ ინფექციას შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა შესაბამისი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიით და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა (იხ. ნაწილი 4.2).
პნევმონია COPD პაციენტებში
პნევმონიის გაზრდილი სიხშირე, მათ შორის პნევმონია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, დაფიქსირდა COPD პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდების შემცველ საინჰალაციო მედიკამენტებს. არსებობს მტკიცებულება პნევმონიის გაზრდილი რისკის შესახებ სტეროიდების დოზის გაზრდისას, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული ყველა კვლევაში. არ არსებობს დამაჯერებელი კლინიკური მტკიცებულება ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების შემცველი მედიკამენტების პნევმონიის რისკის სიდიდის კლასში განსხვავებების შესახებ. ექიმებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე COPD პაციენტებში პნევმონიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, რადგან ინფექციების კლინიკური ნიშნები შეიძლება ჰგავდეს COPD-ის სიმპტომების გამწვავებას და გამოიწვიოს დაბნეულობა. COPD პაციენტებში პნევმონიის რისკის ფაქტორები მოიცავს თამბაქოს მოწევას, ხანდაზმულ ასაკს, სხეულის მასის დაბალ ინდექსს და მძიმე COPD-ს.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დაქვეითება შეიძლება დაფიქსირდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, რაც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR) აღნიშნული კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ან სისტემური გამოყენების შემდეგ, განიხილება პაციენტის ოფთალმოლოგთან გაგზავნა შესაძლო მიზეზების შესაფასებლად.
პედიატრიული პოპულაცია
გავლენა ზრდაზე
რეკომენდებულია იმ ბავშვების სიმაღლის რეგულარულად მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით. თუ ზრდა შენელდება, მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ასთმის ეფექტური კონტროლი. ზრდის დათრგუნვის პოტენციური რისკი და კორტიკოსტეროიდული თერაპიის სარგებელი გულდასმით უნდა შეფასდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის სასუნთქი გზების სპეციალისტ-პედიატრთან გაგზავნა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ბუდესონიდის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP3A4-ით. ისეთმა პროდუქტებმა, როგორიცაა CYP3A ინჰიბიტორები (მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები და კობისტატიკური საშუალებები) შეიძლება გაზარდონ ნებულაიზერის საშუალებით მიღებული ბუდესონიდის სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების რისკი (იხ. ნაწილი 4.4 და 5.2).
კორტაირის კომბინაცია CYP3A-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ- პროტეაზას ინჰიბიტორები და კობისტატიკური საშუალებები) თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების გაზრდილ რისკს, ამ შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების მხრივ. თუ ბუდესონიდი ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (როგორიცაა იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი), მკურნალობას შორის ინტერვალი უნდა იყოს რაც შეიძლება გრძელი. შეიძლება განიხილებოდეს ბუდესონიდის დოზის შემცირება.
ბუდესონიდის მაღალი დოზების ამ ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია მონაცემები; თუ საინჰალაციო ბუდესონიდი (1000 მკგ ერთჯერადი დოზა) გამოიყენება 200 მგ იტრაკონაზოლთან ერთად დღეში ერთხელ, შეიძლება აღინიშნოს პლაზმური დონის მნიშვნელოვანი ზრდა (საშუალოდ ოთხჯერ).
პლაზმაში მომატებული კონცენტრაციები და კორტიკოსტეროიდების გაძლიერებული ეფექტები შეინიშნება ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ კონტრაცეპტიული სტეროიდებით ან ესტროგენებით, მაგრამ არანაირი ეფექტი არ დაფიქსირებულა ბუდესონიდისა და დაბალი დოზების კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ერთდროული მიღებისას.
იმის გამო, რომ შესაძლოა დაითრგუნოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია, ACTH სტიმულაციის ტესტირებას ჰიპოფიზის ჯირკვლის უკმარისობის დიაგნოსტირებისთვის შეიძლება მცდარი შედეგები მოჰყვეს (დაბალი მნიშვნელობები).
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
განსაკუთრებული პოპულაციებისთვის სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
გერიატრიული პოპულაცია
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი სიფრთხილის დაცვით. არ არსებობს მტკიცებულება ორსულ ქალებში კორტეარის გამოყენებისას დედის ან ბავშვისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით. თუ კორტეარის გამოყენების პერიოდში დაორსულდებით, არ შეწყვიტოთ კორტეარის გამოყენება, მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბუდესონიდი გადადის დედის რძეში. მაგრამ სამკურნალო დოზებით კორტეარის მიღებისას არ არის მოსალოდნელი ძუძუთი კვების გამო ბავშვზე ზემოქმედება. ლაქტაციის პერიოდში შეიძლება კორტეარის გამოყენება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კორტეარი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორტეარის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ არსებობს სპეციალური გაფრთხილება კორტეარის შემადგენელ დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
სტეროიდული პრეპარატები (იყენებენ მრავალი დაავადების, მათ შორის ასთმის შეტევის და მკურნალობის დროს, როდესაც საჭიროა მკურნალობაზე სწრაფი პასუხის მიღება).
სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი).
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირისა და კობისტატის შემცველი პრეპარატები; შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები).
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ კორტეარის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
სახის, განსაკუთრებით ტუჩების, ენის, თვალებისა და ყურების მიდამოში შეშუპება
სუნთქვის გაძნელება
კანზე გამონაყარი, ქავილი, კანზე ანთებითი პროცესი (კონტაქტური დერმატიტი), ურტიკარია
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
თუ გამოვლინდა რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია კორტეარზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში მკურნალობა. ასეთი სერიოზული გვერდითი რეაქციები იშვიათია (აღენიშნება 1,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
პრეპარატის მიღების (ინჰალაციის) შემდეგ მომენტალური ხიხინი. ეს ძალიან იშვიათია, აღენიშნება 10,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
სხვა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციებია:
ხშირი:
კანდიდოზი (პირის ღრუსა და ყელში სოკოვანი ინფექცია). კორტეარის გამოყენების შემდეგ პირის წყლით დაბანის შემთხვევაში ნაკლებია მისი განვითარების ალბათობა.
ყელის მსუბუქი გაღიზიანება
ხველა
ხმის დაბოხება (იშვიათად ვლინდება ბავშვებში)
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში პნევმონია (ფილტვებში ინფექცია)
თუ კორტეარის გამოყენებისას განვითარდება რომელიმე ქვემოთ მითითებული რეაქცია, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს ფილტვის ინფექციის გამოვლინება:
ცხელება ან კანკალი
ლორწოს მომატებული გამოყოფა, ლორწოს ფერის ცვლილება
გაძლიერებული ხველა ან სუნთქვის გაძნელება
არახშირი:
შფოთვის, მოუსვენრობის და დაძაბულობის შეგრძნება
დეპრესია
კანკალი
კატარაქტა
კუნთების კრამპი
მხედველობის დაბინდვა
იშვიათი:
კანზე სილურჯე
სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ სახეზე სიწითლე. აღნიშნული შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ პირის დაბანით.
ძილის პრობლემები, დეპრესია ან აღელვების, მოუსვენრობის, გაღიზიანების, აჟიტირების ან შფოთვის შეგრძნება. ეს რეაქციები უმეტესად ვლინდება ბავშვებში.
ხმის ჩახლეჩა
ხმის დაბოხება (ბავშვებში)
ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზით მიღებამ შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სტეროიდულ ჰორმონებზე, რომელსაც ჩვეულებრივ აწარმოებს თქვენი ორგანიზმი. ეს ზემოქმედება მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებსაც:
ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შენელება (იშვიათად). წლების განმავლობაში მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს სიმაღლის დაახლოებით 1 სმ-ით კლება.
ძვლებში მინერალების შემცველობის შემცირება (ძვლების გათხელება);
გლაუკომა (თვალშიგა წნევის მატება)
თირკმელზედა ჯირკვალზე (პატარა ჯირკვალი, რომელიც ესაზღვრება თირკმელს) ზემოქმედება (იშვიათად)
კორტიკოსტეროიდების ტაბლეტებთან შედარებით ინჰალაციის გზით გამოყენებულ კორტიკოსტეროიდებთან ამ რეაქციების განვითარება უფრო ნაკლები ალბათობითაა მოსალოდნელი.
რეაქცია სავარაუდოდ დამოკიდებულია დოზაზე, ზემოქმედების ვადაზე, პარალელურად ან ადრე მიღებული სტეროიდების ზემოქმედებაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ინჰალატორის ნიღბის გამოყენებისას ზოგჯერ ვლინდება სახის კანის გაღიზიანება. სახეზე კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ პირი დაიბანეთ წყლით.
იშვიათად ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს უფრო ზოგადი გვერდითი რეაქციები, რომელზეც უნდა მიიტანოთ ეჭვი, თუ იგრძნობთ დაღლილობას, თავის ტკივილს, გულისრევას ან ღებინებას.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- კორტეარის შენახვა
კორტეარი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
თუ დოზის მიღებისას მთლიანად არ იყენებთ ერთეულს, დარჩენილი ნაწილი უნდა მოარიდოთ სინათლეს. ყოველი დოზა უნდა გამოიყენოთ გახსნიდან 12 საათის განმავლობაში. ჩაინიშნეთ ფოლგის პაკეტის პირველად გახსნის თარიღი. არ გამოიყენოთ პრეპარატი, რომელიც 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა გახსნილ ფოლგის პაკეტში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ გამოიყენებთ ფლაკონის შიგთავსის ნახევარს, დარჩენილი ნაწილი აღარ იქნება სტერილური.
შეინახეთ ვერტიკალურად.
უნდა ინახებოდეს 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
არ შეიძლება გაყინვა.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ კორტეარი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ კორტეარი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა 42, მასლაქი, A ბლოკი, კომპლექსი №: 2/134 სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა, ქარაააჩის უბანი ფათიჰის ბულვარი №:38
ქაფაქლი / თექირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 23/12/2019 წელს.
15014HM01294-01
ჭარბი დოზა
არ არის მოსალოდნელი, რომ კორტაირის მწვავე ჭარბმა დოზირებამ, თუნდაც ძალიან მაღალი დოზებით გამოყენებამ გამოიწვიოს კლინიკური პრობლემები. კორტაირი შეიცავს 0,1 მგ/მლ დინატრიუმის ედეტატს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოკონსტრიქცია 1,2 მგ/მლ-ზე მეტ დონეზე.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ბუდესონიდი 1 მგ (0,5 მგ ბუდესონიდი 1 მლ-ში).
დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმის ქლორიდი 17 მგ
ნატრიუმის ციტრატი 1 მგ
დინატრიუმის ედეტატი 0,2 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
24 თვე
გახსნილი ფლაკონების შიგთავსი უნდა იქნას გამოყენებული 12 საათის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ გამოიყენება ფლაკონის შიგთავსის ნახევარი, დარჩენილი ნაწილი არ იქნება სტერილური. ფლაკონები დამცავი ფოლგის კონვერტების გახსნის შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული 3 თვის განმავლობაში.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
მედიკამენტი უნდა ინახებოდეს თავდაყირა მდგომარეობაში და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
შეფუთვა შეიცავს ერთჯერად ფლაკონებს (BFS), რომლებიც დამზადებულია LD-პოლიეთილენისგან. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 მლ სუსპენზიას. ფლაკონი მონიშნულია ერთჯერადი დოზირებს ხაზით. ეს ხაზი წარმოადგენს 1 მლ მოცულობას, როდესაც ფლაკონი თავდაყირა დგას.
შეფუთვა შეიცავს 20 ცალ 2 მლ-იან ერთჯერად ფლაკონებს.
- 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
ვემ ილაჩ სან. ტიკ. ა.ს.
მასლაკ რაიონი AOS 55. მასლაკ ქუჩა 42
A ბლოკი No: 2/134 სარიერი/სტამბოლი
- ლიცენზიის ნომერი
2016/861
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი:
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 28.11.2016
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ობსტრუქციული რესპირატორული დაავადებების დროს გამოყენებული მედიკამენტები (ინჰალანტები)
ათქ კოდი: R03BA02
ბუდესონიდი არის გლუკოკორტიკოსტეროიდი ძლიერი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების მექანიზმები ასთმის მკურნალობაში ბოლომდე არ არის ახსნილი. ანთების საწინააღმდეგო ეფექტები, როგორიცაა ანთებითი შუამავლების სეკრეცია და ციტოკინებით გამოწვეული იმუნური რეაქციების დათრგუნვა, სავარაუდოდ მნიშვნელოვანია. კლინიკურ კვლევაში, რომელიც ადარებს ინჰალაციურ და პერორალურ ბუდესონიდს დოზებში, რომლებიც გამოითვლება ასთმის მქონე პაციენტებში მსგავსი სისტემური ბიოშეღწევადობის მისაღწევად, აღმოჩნდა, რომ ინჰალირებული ბუდესონიდი იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური, ვიდრე პლაცებო, მაშინ როდესაც არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ორალურ ბუდესონიდსა და პლაცებოს შორის. ბუდესონიდის მოქმედება ჩვეულებრივ დოზებში ინჰალაციის გზით შეიძლება აიხსნას მისი პირდაპირი ზემოქმედებით სასუნთქ გზებზე. პროვოკაციული ბუდესონიდით ოთხკვირიანმა წინასამკურნალო კვლევამ აჩვენა ბრონქების შეკუმშვის შემცირება როგორც ადრეულ, ასევე გვიან ასთმურ რეაქციებში.
ეფექტის დაწყება
ბუდესონიდის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ, მშრალი ფხვნილის ინჰალატორით მიწოდების შემდეგ, ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება მიიღწევა რამდენიმე საათში. მიუხედავად იმისა, რომ პერორალურად ჩასუნთქული ბუდესონიდის თერაპიული გამოყენების შემდეგ, მშრალი ფხვნილის ინჰალატორით მიწოდებული, მაქსიმალური სარგებლის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს 4 კვირა, ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება ნაჩვენებია მკურნალობის დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში.
სასუნთქი გზების რეაქტიულობა
ბუდესონიდი ასევე ამცირებს სასუნთქი გზების რეაქტიულობას ჰისტამინისა და მეთაქოლინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
ასთმის გამწვავება
ნაჩვენებია, რომ ინჰალაციური ბუდესონიდი დღეში ერთხელ ან ორჯერ გამოიყენება ასთმის გამწვავების ეფექტურ პრევენციაში როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
ვარჯიშით გამოწვეული ასთმა
საინჰალაციო ბუდესონიდის თერაპია ეფექტურად გამოიყენებოდა ვარჯიშით გამოწვეული ასთმის თავიდან ასაცილებლად.
ზრდა
მოკლევადიან კვლევებში აღინიშნა ზრდის მცირე და ხშირად გარდამავალი შემცირება, რომელიც ჩვეულებრივ ხდება მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში. ხანგრძლივმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საშუალოდ, ზრდასრული სამიზნე სიმაღლე მიიღწევა ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით. თუმცა, ერთ საკვლევ ბავშვს, რომელიც იღებდა მაღალი დოზებით (400 მიკროგრამი დღეში) საინჰალაციო ბუდესონიდის მშრალი ფხვნილის ინჰალატორით 6 წლამდე ტიტრირების გარეშე უმცირეს ეფექტურ დოზამდე, აღმოჩნდა, რომ ზრდასრულთა საშუალო სიმაღლე 1.2 სმ-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მკურნალობდა პლაცებო იგივე ხანგრძლივობით. იხილეთ ნაწილი 4.4 უმცირეს ეფექტურ დოზამდე ტიტრირებისა და ბავშვებში ზრდის მონიტორინგის შესახებ.
გავლენა პლაზმური კორტიზოლის დონეზე
ბუდესონიდის მშრალი ფხვნილის ინჰალატორით ჩატარებულ კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში მან აჩვენა დოზის პროპორციული ეფექტი პლაზმასა და შარდის კორტიზოლზე. რეკომენდებული დოზებით, ბუდესონიდის მშრალი ფხვნილის ინჰალატორი მნიშვნელოვნად ნაკლებ ეფექტს ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე, ვიდრე 10 მგ პრედნიზოლონი, როგორც ეს აჩვენა ACTH ტესტირებამ.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკური ასთმა
ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის ეფექტურობა გამოკვლეულია არაერთ კვლევაში და ნაჩვენებია, რომ ეფექტურია ქრონიკული ასთმის პროფილაქტიკური მკურნალობისას როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღებისას. რამდენიმე მაგალითი, რომელიც წარმოადგენს კვლევებს, მოცემულია ქვემოთ.
კლინიკური კრუპი
ბიდესონიდი შედარებულია პლაცებოსთან კრუპით დაავადებულ ბავშვებში ჩატარებულ კვლევებში. კრუპით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის გამოყენების შესახებ განხილული წარმომადგენლობითი კვლევების მაგალითები მოცემულია ქვემოთ.
ეფექტურობა ბავშვებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კრუპით
რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა კვლევამ დააფიქსირა კრუპის სიმპტომების ქულების გაუმჯობესება ან საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობის შემცირება ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიით 87 ბავშვში (7 თვიდან 9 წლამდე), რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ კრუპის კლინიკური დიაგნოზით. ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის (2 მგ) ან პლაცებოს საწყისი დოზის შემდეგ, 1 მგ ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზია ან პლაცებო მიცემული იყო ყოველ 12 საათში. ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზია უზრუნველყოფდა კრუპის ქულის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 12 და 24 საათში და პაციენტებს ჰქონდათ საწყისი კრუპის სიმპტომების ქულა 3-ზე მეტი 2 საათის შემდეგ. ასევე 33%-ით შემცირდა საავადმყოფოში ყოფნის რაოდენობა.
ეფექტურობა ბავშვებში საშუალო და მძიმე კრუპით
რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა კვლევამ შეადარა ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის და პლაცებო მკურნალობის ეფექტურობა 83 ახალშობილსა და ბავშვში (6 თვიდან 8 წლამდე), რომლებიც ჰოსპიტალიზირებული იქნენ კრუპის სამკურნალოდ. პაციენტებში გამოიყენებოდა ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზია 2 მგ ან პლაცებო ყოველ 12 საათში მაქსიმუმ 36 საათის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე. კრუპის სიმპტომების საერთო ქულა შეფასდა 0, 2, 6, 12, 24, 36 და 48 საათის შემდეგ საწყისი დოზიდან. ორ საათში, ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის და პლაცებო ჯგუფმა აჩვენა კრუპის სიმპტომების მსგავსი გაუმჯობესება, ჯგუფებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავების გარეშე. ექვს საათზე, ბუდესონიდის ნებულაიზერის სუსპენზიის ჯგუფმა მიაღწია სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას პლაცებო ჯგუფთან შედარებით, და ეს გაუმჯობესება პლაცებოსთან მიმართებაში მსგავსი იყო 12 და 24 საათში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია
ბუდესონიდის რეაქტიული ნებულაიზერით მოზრდილებში შეყვანის შემდეგ, სისტემური ხელმისაწვდომობა შეადგენს ნომინალური დოზის დაახლოებით 15%-ს და დოზის 40%-დან 70%-მდე მიიღწევა პაციენტში. სისტემური პრეპარატის მცირე ნაწილი მიღებულია გადაყლაპული წამლისგან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 4 ნმოლ/ლიტრი მიიღწევა 10-30 წუთში ნებულაიზერის საშუალებით 2 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან.
განაწილება
განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 3 ლ/კგ. პლაზმის ცილებთან შეერთება შეადგენს საშუალოდ 85-90%.
ბიოტრანსფორმაცია
ბუდესონიდი განიცდის მაღალი სიჩქარით (90%) ღვიძლში პირველი გავლის მეტაბოლიზმს და გარდაიქმნება მეტაბოლიტებად დაბალი გლუკოკორტიკოსტეროიდული აქტივობით. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტების, 16-ჰიდროქსიპრედნიზოლონის და 16-ჰიდროქსიპრედნიზოლონის გლუკოკორტიკოსტეროიდული აქტივობა არის ბუდესონიდის აქტივობის 1%-ზე ნაკლები. ბუდესონიდის მეტაბოლიზმს ძირითადად შუამავლობს CYP3A4, ციტოქრომ P450-ის ქვეკლასი.
ელიმინაცია
ბუდესონიდის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით, საწყისი ან კონიუგირებული სახით. შარდში არ აღინიშნება უცვლელი ბუდესონიდი. ბუდესონიდის სისტემური კლირენსი მაღალია (დაახლოებით 1,2 ლ წუთში) და პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 2-3 საათს ჯანმრთელ მოზრდილებში ინტრავენურად შეყვანისას.
წრფივობა
კლინიკურად გამოყენებული დოზის ფარგლებში, ბუდესონიდის კინეტიკა დოზის პირდაპირპროპორციულია. ერთ კვლევაში, კეტოკონაზოლის 100 მგ დოზამ, რომელიც მიიღებოდა ორჯერ დღეში, გაზარდა პლაზმაში ერთდროულად მიღებული პერორალური ბუდესონიდის (ერთჯერადი დოზა 10 მგ) დონე საშუალოდ 7,8-ჯერ. ურთიერთქმედების ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი საინჰალაციო ბუდესონიდისთვის, მაგრამ მოსალოდნელია პლაზმური დონის შესამჩნევი მატება.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კორტიკოსტეროიდების ელიმინაციაზე. თუმცა, ინტრავენურად შეყვანილი ბუდესონიდის პლაზმური კლირენსი მსგავსია ციროზულ პაციენტებში და ჯანმრთელ სუბიექტებში. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში, პერორალურად შეყვანილი ბუდესონიდის სისტემური დონე იზრდება პირველი გავლის მეტაბოლიზმის შემცირების გამო. იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები ინჰალირებული ბუდესონიდის შესახებ, მისი კლინიკური მნიშვნელობა კორტაირით მკურნალობისთვის უცნობია, მაგრამ შეიძლება მოსალოდნელი იყოს სისხლის პლაზმაში მომატებული დონეები და, შესაბამისად, სისტემური გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი.
ბავშვები
4-6 წლის ასაკის ასთმიან პაციენტებში ბუდესონიდის სისტემური ხელმისაწვდომობა, რომელიც შეყვანილია ნებულაიზერთან ერთად რეაქტიული ნებულაიზერით ინჰალაციის შემდეგ (Pari LC Jet Plus ერთად Pari Master კომპრესორი) შეადგენს ნომინალური დოზის 6% და დოზის დაახლოებით 26% მიიღწევა პაციენტში. ბავშვებში სისტემური ხელმისაწვდომობა დაახლოებით ნახევარია ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. 4-6 წლის ასაკის ასთმიან ბავშვებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ნებულაიზაციის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ და მისი დონე არის დაახლოებით 2,4 ნმოლ/ლ 1 მგ დოზით. ბუდესონიდის სისტემური კლირენსი ასთმიან ბავშვებში 4-6 წლის ასაკში შეადგენს 0,5 ლ/წთ. კლირენსი კგ სხეულის მასაზე 50%-ით მეტია, ვიდრე მოზრდილებში. ბუდესონიდის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი ინჰალაციის შემდეგ არის დაახლოებით 2,3 საათი ასთმის მქონე ბავშვებში. ეს თითქმის იგივეა, რაც ჯანმრთელ მოზრდილებში. 1 მგ ბუდესონიდის (Cmax და AUC) ერთჯერადი დოზის მიღება ნებულაზაციით 4-6 წლის ბავშვებში მსგავსია იმ სიტუაციისა, როდესაც იგივე დოზა შეყვანილია იმავე ნებულაიზირებული სისტემის მეშვეობით ჯანმრთელ მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კორტეარი 0.5 მგ/მლ ინჰალაციისთვის ერთდოზიანი საინჰალაციო სუსპენზიიის შემცველი ფლაკონი
გამოიყენება ინჰალაციის გზით.
სტერილური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 1 მგ ბუდესონიდს.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ლიმონმჟავა (უწყლო), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის კორტეარი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება კორტეარის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება კორტეარი ?
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
- კორტეარის შენახვა
- რა არის კორტეარი და რისთვის გამოიყენება?
კორტეარი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბუდესონიდს და განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად გლუკოკორტიკოსტეროიდები, რომელსაც იყენებენ ანთებითი პროცესის წინააღმდეგ.
ასთმას იწვევს სასუნთქი გზების ანთება. კორტეარი გამოიყენება ასთმის ყველა ეტაპზე ანთების საწინააღმდეგოდ იმ მიზნით, რომ მოხდეს სასუნთქი გზების გაფართოება, დაავადების სიმპტომები დაექვემდებაროს კონტროლს და შემცირდეს პერორალურად გამოყენებული სტეროიდების (სიცოცხლის გადარჩენის უზრუნველმყოფი პრეპარატები, რომლებსაც იყენებენ ასთმის მკურნალობის დროსაც) საჭიროება. არ არის რეკომენდებული მონოთერაპიის სახით გამოყენება ფქოდ-ის (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) დროს. ამავე დროს კორტეარი გამოიყენება ვირუსებით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციის - კრუპის სამკურნალოდ, რომელიც სწრაფად ვითარდება ჩვილებსა და ბავშვებში და საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას.
კორტეარი წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული 20 ცალი ფლაკონის სახით. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 მლ თეთრ-მოთეთრო სუსპენზიას. თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის.
კორტეარი განკუთვნილია ინჰალატორის (საინჰალაციო აპარატი) მეშვეობით შესუნთქვისთვის. სატუჩის ან სახის ნიღბის მეშვეობით შესუნთქვის დროს პრეპარატი მიაღწევს ფილტვებამდე.
საჭიროა გამოყენება რეგულარულად, ექიმის მიერ დანიშნული სახით. მაგრამ კორტეარი არ არის ეფექტური, თუ დაწყებულია ასთმის მწვავე შეტევა.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება კორტეარის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კორტეარი შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბუდესონიდზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში კორტეარი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ გაქვთ ფილტვების ანთება,
თუ გაქვთ ზედა ან ქვედა სასუნთქი გზების ანთება ან სუნთქვასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა,
თუ გაქვთ ტუბერკულოზი,
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები,
თუ გამოვლინდება დაბინდული მხედველობა ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, უმოკლეს ვადაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე ასაკოვან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული მკურნალობა სტეროიდების შემცველი საინჰალაციო პრეპარატებით, შესაძლებელია გაიზარდოს პნევმონიის (ფილტვების ინფექცია) რისკი.
ასთმის სიმპტომებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია
თუ კორტეარის გამოყენების პერიოდში ფიქრობთ, რომ გიძნელდებათ სუნთქვა ან გაქვთ ხიხინი, უნდა განაგრძოთ კორტეარის გამოყენება, მაგრამ უმოკლეს ვადაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ გიძნელდებათ ჩასუნთქვა ან ღამით ხშირად იღვიძებთ ასთმის გამო,
დილით გრძნობთ გულმკერდის შებოჭილობას ან ეს შებოჭილობა გრძელდება ჩვეულებრივზე მეტი ხნის განმავლობაში.
ეს სიმპტომები შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ თქვენი მდგომარეობა არ ექვემდებარება სათანადო კონტროლს და დაუყოვნებლივ გესაჭიროებათ განსხვავებული ან დამატებითი მკურნალობა.
ზოგ შემთხვევაში კორტეარის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ექიმს მუმდივად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესახებ, განსაკუთრებით ახლო წარსულში გადატანილი ანთების ან ღვიძლის დაავადების შესახებ.
თქვენს ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ ყველა პრეპარატი, რომელსაც იყენებთ, კერძოდ სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი პრეპარატები, სტეროიდების შემცველი პრეპარატები და აივ ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატები. ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომელსაც დანიშნულების გარეშე იღებთ.
კორტეარი დანიშნული გაქვთ მხოლოდ ასთმის გამო. თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენოთ იგი სხვა დაავადებებისთვის. არ გადასცეთ თქვენი პრეპარატი სხვას.
არ არსებობს სრული ინფორმაცია ადამიანზე კორტეარის ხანგრძლივი ადგილობრივი და ზოგადი ზემოქმედების შესახებ. უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ასთმის კონტროლს. ექიმები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ იმ ბავშვების ზრდის მაჩვენებელს, რომლებსაც ნებისმიერი გზით უტარდებათ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, და უნდა შეაფასონ ასთმის კონტროლის სარგებლის შეფარდება ზრდის მაჩვენებლის შესაძლო დათრგუნვასთან.
მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას კორტეარმა მის შემადგენლობაში არსებული კორტიკოსტეროიდების გამო შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური რეაქციები, როგორიცაა კუშინგის სინდრომი (ზურგზე კუზის მსგავსი ცხიმის დაგროვება, მთვარისებრი სახე, ჭარბთმიანობა და განსაკუთრებით წელისა და მენჯის ძვლების განლევა), კუშინგოიდური თავისებურებები (კუშინგის სინდრომის მსგავსი მახასიათებლები), ადრენალური სუპრესია (თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონის გამომუშავების დათრგუნვა), ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, ძვლებში მინერალების შემცველობის დაქვეითება, კატარაქტა, თვალშიგა წნევის მატება (გლაუკომა) და უფრო იშვიათად სისტემური ფსიქიკური ან ქცევითი რეაქციები, როგორიცაა ფსიქომოტორული ჰიპერატიურობა (ძლიერი და ინტენსიური აქტივობა ან მოუსვენრობა), ძილის დარღვევები, შფოთვა, დეპრესია (დათრგუნულობა) ან აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში).
ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს ორალური კანდიდოზი (პირის ღრუსა და ყელში კანდიდოზი). ამ ინფექციას შესაძლებელია დასჭირდეს სათანადო ანტიფუნგალური პრეპარატებით მკურნალობა და ზოგი პაციენტისთვის კორტეარით მკურნალობის შეწყვეტა.
პაციენტებს, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამო უტარდებათ მკურნალობა კორტიკოსტეროიდების შემცველი საინჰალაციო პრეპარატებით, აღენიშნებათ ფილტვებში ანთებითი პროცესების მატება.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი სიფრთხილის დაცვით. არ არსებობს მტკიცებულება ორსულ ქალებში კორტეარის გამოყენებისას დედის ან ბავშვისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით. თუ კორტეარის გამოყენების პერიოდში დაორსულდებით, არ შეწყვიტოთ კორტეარის გამოყენება, მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ბუდესონიდი გადადის დედის რძეში. მაგრამ სამკურნალო დოზებით კორტეარის მიღებისას არ არის მოსალოდნელი ძუძუთი კვების გამო ბავშვზე ზემოქმედება. ლაქტაციის პერიოდში შეიძლება კორტეარის გამოყენება.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
კორტეარი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორტეარის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ არსებობს სპეციალური გაფრთხილება კორტეარის შემადგენელ დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
სტეროიდული პრეპარატები (იყენებენ მრავალი დაავადების, მათ შორის ასთმის შეტევის და მკურნალობის დროს, როდესაც საჭიროა მკურნალობაზე სწრაფი პასუხის მიღება).
სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი).
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირისა და კობისტატის შემცველი პრეპარატები; შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები).
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება კორტეარი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
კორტეარის დოზა იცვლება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ყურადღებით შეასრულეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციები. შესაძლებელია ეს რეკომენდაციები განსხვავდებოდეს წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციისგან.
ყოველთვის გამოიყენეთ კორტეარი თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ მათ რჩევა გამოყენებასთან დაკავშირებით. კორტეარის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ინჰალატორის მეშვეობით. სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, დარწმუნდით, რომ იცით ინჰალატორის გამოყენება.
ყველა ინჰალატორი არ არის კორტეარის გამოსაყენებლად ვარგისი. არ შეიძლება კორტეარის გამოყენება ულტრაბგერითი ინჰალატორებით.
კორტეარის პირველად გამოყენებამდე უნდა წაიკითხოთ „გამოყენების ინსტრუქცია“ და ყურადღებით შეასრულოთ მითითებები.
არ დაგავიწყდეთ: ყოველი დოზის მიღების შემდეგ აუცილებელია პირში წყლის გამოვლება. თუ იყენებთ სახის ნიღაბს, ყოველი დოზის შემდეგ დაიბანეთ პირი.
ასთმის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზა:
6 თვის და მეტი ასაკის ბავშვები: დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0,25-0,5 მგ-ს. თუ ბავშვი იღებს კორტიზონს, შესაძლებელია, მიეცეს უფრო მაღალი საწყისი დოზა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოახდინოს დოზის კორექტირება. ერთჯერადი დოზის სახით შესაძლებელია დღეში 1 მგ-მდე დოზის მიცემა.
მოზრდილები და ასაკოვნები: დღიური დოზა შეადგენს ჯამში 1-2 მგ-ს. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოახდინოს დოზის კორექტირება. ერთჯერადი დოზის სახით შესაძლებელია დღეში 1 მგ-მდე დოზის მიცემა.
დაავადების სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლებელია შეგიმციროთ დოზა.
შემანარჩუნებელი მკურნალობა:
6 თვის და მეტი ასაკის ბავშვები: დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0.25 - 2 მგ-ს.
მოზრდილები და ასაკოვნები: დღიური დოზა შეადგენს ჯამში 0.5 - 4 მგ-ს. ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა.
კრუპის მკურნალობა:
ჩვილებისა და ბავშვებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 2 მგ. ეს დოზა შესაძლებელია მიეცეს ერთ ჯერზე მთლიანად ან თავდაპირველად 1 მგ, 30 წუთის შემდეგ - 1 მგ.
კორტეარით მკურნალობის დაწყების შემდეგ პირველივე დღიდან შესაძლებელია თავი უკეთ იგრძნოთ. მაგრამ სრული ეფექტის მიღებას შესაძლებელია დასჭირდეს 2-4 კვირა. არ შეწყვიტოთ კორტეარის დოზების მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.
თუ იღებთ „კორტიზონის“ ტაბლეტებს და ექიმმა დაგინიშნათ კორტეარი, შესაძლებელია ტაბლეტის დოზა შეგიმციროთ ეტაპობრივად (რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში). ბოლოს შესაძლებელია საჭირო გახდეს ტაბლეტის შეწყვეტა.
შენიშვნა: თუ თქვენ მკურნალობდით „კორტიზონის“ ტაბლეტით და იგი შეიცვალა კორტეარით, დროებით შესაძლებელია ისევ გამოგივლინდეთ სიმპტომები, რომელიც ადრე გაწუხებდათ: ცხვირიდან გამონადენი, კანზე გამონაყარი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. თუ რომელიმე ეს სიმპტომი შეგაწუხებთ ან გექნებათ თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
- გამოყენების წინ ფრთხილი წრიული მოძრაობით უზრუნველყავით, რომ ერთდოზიანი ერთეულის შიგთავსი - აქტიური ნივთიერება განაწილდეს სითხეში.
- ერთდოზიანი ერთეული დაიჭირეთ ვერტიკალურად, ზედა ნაწილი მობრუნეთ და გახსენით.
- ერთეულის ღია დაბოლოება მოათავსეთ ინჰალატორის რეზერვუარში და ფრთხილად მოუჭირეთ ხელი.
ერთდოზიან ფლაკონზე მონიშნულია ხაზი. როდესაც ფლაკონს დაიჭერთ გადმობრუნებული სახით, ეს ხაზი უჩვენებს 1 მლ მოცულობას.
თუ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 1 მლ, შიგთავსი დაცალეთ, სანამ სითხე არ მიაღწევს ხაზამდე.
გახსნილი ერთდოზიანი ერთეული შეინახეთ სინათლისგან დაცული სახით. გახსნილი ერთდოზიანი ერთეული გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში. თუ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 1 მლ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დარჩენილი მოცულობა არ არის სტერილური.
დარჩენილი სითხის გამოყენებამდე ფრთხილი წრიული მოძრაობით უზრუნველყავით, რომ ერთდოზიანი ერთეულის შიგთავსი - აქტიური ნივთიერება კვლავ განაწილდეს სითხეში.
შენიშვნა:
- ყოველი დოზის მიღების შემდეგ პირში გამოივლეთ წყალი.
- თუ იყენებთ სახის ნიღაბს, დარწმუნდით, რომ ინჰალაციის დროს ნიღაბი მჭიდროდაა მორგებული სახეზე. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ პირი.
გაწმენდა
ინჰალატორის რეზერვუარი და სატუჩე ან სახის ნიღაბი უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ. დეტალები გარეცხეთ მწარმოებლის მიერ მითითებული სახით, ცხელი წყლის და რბილი დეტერგენტის გამოყენებით. კარგად გაავლეთ წყალი, ინჰალატორის რეზერვუარი გააშრეთ კომპრესორზე დამაგრებული სახით.
თუ თვლით, რომ კორტეარის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ კორტეარი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ შემთხვევით გამოიყენეთ კორტეარი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ერთჯერადად კორტეარის დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი საზიანო ზემოქმედება. ხანგრძლივად (თვეების განმავლობაში) ძალიან დიდი რაოდენობით კორტეარის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი რეაქციები. თუ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია თქვენ გეხებოდეთ, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.
თუ დაგავიწყდათ კორტეარის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ კორტეარის რუტინული დოზის მიღება, არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის კომპენსირება. მომდევნო დოზა მიიღეთ დანიშნულების შესაბამისად.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
კორტეარით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმის მითითების გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასთმის მხრივ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
თუ გექნებათ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, კორტეარის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
თუ კორტეარის გამოყენებისას რომელიმე ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქცია შეგიქმნით დისკომფორტს ან გაგრძელდება დიდხანს, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ კორტეარის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
სახის, განსაკუთრებით ტუჩების, ენის, თვალებისა და ყურების მიდამოში შეშუპება
სუნთქვის გაძნელება
კანზე გამონაყარი, ქავილი, კანზე ანთებითი პროცესი (კონტაქტური დერმატიტი), ურტიკარია
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
თუ გამოვლინდა რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია კორტეარზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში მკურნალობა. ასეთი სერიოზული გვერდითი რეაქციები იშვიათია (აღენიშნება 1,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს).
პრეპარატის მიღების (ინჰალაციის) შემდეგ მომენტალური ხიხინი. ეს ძალიან იშვიათია, აღენიშნება 10,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
სხვა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციებია:
ხშირი:
კანდიდოზი (პირის ღრუსა და ყელში სოკოვანი ინფექცია). კორტეარის გამოყენების შემდეგ პირის წყლით დაბანის შემთხვევაში ნაკლებია მისი განვითარების ალბათობა.
ყელის მსუბუქი გაღიზიანება
ხველა
ხმის დაბოხება (იშვიათად ვლინდება ბავშვებში)
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში პნევმონია (ფილტვებში ინფექცია)
თუ კორტეარის გამოყენებისას განვითარდება რომელიმე ქვემოთ მითითებული რეაქცია, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს ფილტვის ინფექციის გამოვლინება:
ცხელება ან კანკალი
ლორწოს მომატებული გამოყოფა, ლორწოს ფერის ცვლილება
გაძლიერებული ხველა ან სუნთქვის გაძნელება
არახშირი:
შფოთვის, მოუსვენრობის და დაძაბულობის შეგრძნება
დეპრესია
კანკალი
კატარაქტა
კუნთების კრამპი
მხედველობის დაბინდვა
იშვიათი:
კანზე სილურჯე
სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ სახეზე სიწითლე. აღნიშნული შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ პირის დაბანით.
ძილის პრობლემები, დეპრესია ან აღელვების, მოუსვენრობის, გაღიზიანების, აჟიტირების ან შფოთვის შეგრძნება. ეს რეაქციები უმეტესად ვლინდება ბავშვებში.
ხმის ჩახლეჩა
ხმის დაბოხება (ბავშვებში)
ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზით მიღებამ შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სტეროიდულ ჰორმონებზე, რომელსაც ჩვეულებრივ აწარმოებს თქვენი ორგანიზმი. ეს ზემოქმედება მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებსაც:
ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შენელება (იშვიათად). წლების განმავლობაში მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს სიმაღლის დაახლოებით 1 სმ-ით კლება.
ძვლებში მინერალების შემცველობის შემცირება (ძვლების გათხელება);
გლაუკომა (თვალშიგა წნევის მატება)
თირკმელზედა ჯირკვალზე (პატარა ჯირკვალი, რომელიც ესაზღვრება თირკმელს) ზემოქმედება (იშვიათად)
კორტიკოსტეროიდების ტაბლეტებთან შედარებით ინჰალაციის გზით გამოყენებულ კორტიკოსტეროიდებთან ამ რეაქციების განვითარება უფრო ნაკლები ალბათობითაა მოსალოდნელი.
რეაქცია სავარაუდოდ დამოკიდებულია დოზაზე, ზემოქმედების ვადაზე, პარალელურად ან ადრე მიღებული სტეროიდების ზემოქმედებაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ინჰალატორის ნიღბის გამოყენებისას ზოგჯერ ვლინდება სახის კანის გაღიზიანება. სახეზე კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სახის ნიღბის გამოყენების შემდეგ პირი დაიბანეთ წყლით.
იშვიათად ინჰალაციის გზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს უფრო ზოგადი გვერდითი რეაქციები, რომელზეც უნდა მიიტანოთ ეჭვი, თუ იგრძნობთ დაღლილობას, თავის ტკივილს, გულისრევას ან ღებინებას.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- კორტეარის შენახვა
კორტეარი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
თუ დოზის მიღებისას მთლიანად არ იყენებთ ერთეულს, დარჩენილი ნაწილი უნდა მოარიდოთ სინათლეს. ყოველი დოზა უნდა გამოიყენოთ გახსნიდან 12 საათის განმავლობაში. ჩაინიშნეთ ფოლგის პაკეტის პირველად გახსნის თარიღი. არ გამოიყენოთ პრეპარატი, რომელიც 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა გახსნილ ფოლგის პაკეტში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ გამოიყენებთ ფლაკონის შიგთავსის ნახევარს, დარჩენილი ნაწილი აღარ იქნება სტერილური.
შეინახეთ ვერტიკალურად.
უნდა ინახებოდეს 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
არ შეიძლება გაყინვა.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ კორტეარი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ კორტეარი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
მასლაქის უბანი AOS 55-ე ქუჩა 42, მასლაქი, A ბლოკი, კომპლექსი №: 2/134 სარიერი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ვემ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა, ქარაააჩის უბანი ფათიჰის ბულვარი №:38
ქაფაქლი / თექირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 23/12/2019 წელს.
15014HM01294-01
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.







