პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

კორტეარი

CORTAIR

რეცეპტით0,25მგ/მლინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

კორტაირი, მოქმედი ნივთერების სახით გლუკოკორტიკოიდების სახელით წოდებულ ბუდესონიდს შეიცავს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების წამლის ჯგუფში შედის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბუდესონიდი (budesonide)
ფორმა და შეფუთვა
0,25მგ/მლ დოზირებული საინჰალაციო სუსპენზია, ერთდოზიანი ფლაკონი №20
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
R03BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0425
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებაკორტეარი და სხვა წამალი ერთად

კორტეარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კორტაირი, მოქმედი ნივთერების სახით გლუკოკორტიკოიდების სახელით წოდებულ ბუდესონიდს შეიცავს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების წამლის ჯგუფში შედის.

ასთმა, სასუნთქი გზების ანთებითი პროცესით გამოწვეული მდგომარეობაა, კორტაირი, პირის გზით გამოყენებული სტეორიდია (ასთმის და სხვა ძალიან სერიოზული მდგომარეობების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები), რომელიც ასთმის ყველა საფეხურზე სასუნთქი გზების გაფართოებისთვის, დაავადების სიმპტომების მართვისთვის გამოყენება. კორტაირის გამოყენება მონოთერაპიის სახით ფილტვების ქრონიკული ობსტურქციული დაავადების სამკურნალოდ არ არის რეკომენდირებული. კორტაირი, ასევე აქტიურად გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით გამოწვეული, უეცრად განვითარებული და სავადმყოფოში მკურნალობის საჭიროების მქონე ცრუ კრუპი სამკურნალოდაც, ცრუ კრუპი უფრო ხშირად მცირე ასაკის ბავშვებში ვლინდება.

კორტაირი, გამოყენებისთვის წარმოდგენილია 20 ცალი ფლაკონის შემცველი შეფუთვით. თითოეული ფლაკონი 2 მლ თეთრ-მოთეთრო ფერის სუსპენზიას შეიცავს. თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

კორტაირი, გამოიყენება ნებულიზატორის (საინჰალაციო აპარატი) დახმარებით ჩასუნთქვის გზით. პირში მოთავსებული ნაწილით და ან სახის ნიღაბის დახმარებით ჩასუნთვისას, წამალი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ფილტვებამდე აღწევს.

პრეპარატი, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, რეგულარულად უნდა იქნას გამოყენებული. უნდა აღინიშნოს, რომ კორტაირი უკვე დაწყებული ასთმური შეტევის კუპირებას ვერ ახდენს.

  • კორტაირის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კორტაირი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

ბუდესონიდის და ან წამლის შემადგენლობაში არსებული სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.

კორტაირი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

ფილტვების ანთება გაქვთ,

გაცივებული ხართ და ან ფილტვების ანთება და ან ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ,

ჭლექით (ტუბერკულოზით) ხართ დაავადებული,

ღვიძლთან დაკაშვირებული პრობლემა გაქვთ,

მხედველობის შემღვრევა და ან მხედველობასთან დაკაშირებული პრობლემები გამოვლინდება, უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული ხანდაზმული ავადმყოფების სამკურნალოდ ინჰალაციური სტეროიდების კომბინაციისას, პნევმონიის (ფილტვების ინფქციის) რისკი იზრდება.

ასთმის სიმპტომებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თუ, კორტაირის გამოყენების დროს სუნთქვის უკმარისობა განვითარდება და ან ფიქრობთ, რომ სუნთქვის დროს ხიხინი გაქვთ, კორტაირის გამოყენება უნდა გააგრძელოთ, მაგრამ ამავე დროს უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობა.

სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ

თუ;

ჩასუნთქვა ძალიან გიძნელდებათ და ან ასთმის შეტევების გამო ღამით ხშირად გეღვიძებათ,

დილაობით მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება გაქვთ და ან მკერდის არეში მოჭერა ნორმაზე უფრო მეტი დროით ხანგრძლივდება,

აღნიშნული სიმპტომების გაჩენა შეიძლება ასთმის უმართაობას ნიშნავდეს და მაშინვე საჭიროა მკურნალობის სხვა სქემის შემუშავება და ან დამატებითი მკურნალობის ჩატარება.

ზოგიერთი მდგომარეობის დროს, კორტაირის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. ამიტომ, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გაქვთ, განსაკუთრებით, თუ ახლო მომავალში ანთებითი პროცესი გადაიტანეთ და ან ღვიძლის პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ.

ყველა გამოყენებული წამლის შესახებ ექიმს აცნობეთ, განსაკუთრებით სოკოვანი ინფექციის სამკურნალო წამლების, სტეროიდების შემცველი წამალების და აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების შესახებ. გარდა ამისა, ექიმს აცნობეთ იმ წამლების შესახებაც, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

კორტაირი, თქვენ მხოლოდ ასთმის სამკურნალოდ გაქვთ გამოწერილი. ექიმის რეკომენდაციის გარეშე სხვა დაავადების სამკურნალოდ არ გამოიყენოთ. თქვენი წამალი არავითარ შემთხვევაში სხვა არ მისცეთ.

კორტაირის ადამიანებში გამოყენებისას, მისი მთლიან სხეულზე და ან ლოკალურად გამოვლენილი ეფექტები ზუსტად არ არის ცნობილი. ასთმის მართვის უზრუნველყოფისთვის, კორტაირის მინიმალური ეფექტური დოზა უნდა შენარჩუნდეს. ექიმები, კორტიკოსტეოიდებით მკურნალობის ქვეშ მყოფი ბავშვების ზრდას ახლოდან უნდა აკვირდებოდნენ, ამ დროს საჭიროა სწორად შეფასდეს ასთმის მართვისთვის კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას მიღებული სარგებელი და ასევე კორტიკოსტეროიდების მოქმედებით გამოწვეული ზრდის დათრგუნვა.

კორტაირის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, მის შემცველობაში არსებული კორტიკოსტეროიდის გამო კუშინგის სინდრომი (კისრის არეში კუზის მსგავსი ცხიმის დაგროვება, სახის დამრგვალება, ჭარბი თმიანობა და განსაკუთრებით წელის და მენჯის ძვლების დაზიანება (დაშლა) შეიძლება გამოვლინდეს, ამდ როს შეიძლება გამოვლინდეს: კუშინგოიდური ნიშნები (კუშინგის სინდრომის მსგავსი ნიშნების), ადრენალური სუპრესია (თირკმელზედა ჯირკველბის მიერ ჰორმონების წარმოების დათრგუნვა), ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, ძვლის მინერალური ინტენსივობის შემცირება, თვალებზე ფარდის დაფარების შეგრძნება (კატარაქტა), თვალის შიგა წნევის მომატება (გლაუკომა) და იშვითად ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა (ძლიერი და ინტენსიური აქტივობა და ან მოძრაობაში ყოფნის მდგომარეობა), ძილის დარღვევები, შფოთვა, დეპრესია (სულიერი მდგომარეობის დათრგუნვა) და ან აგრესიის (განსაკუთრებით ბავშვებში) შემცველი სულიერი და ან ქცევითი ეფექტების მსგავსი სისტემური ეფექტები.

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ორალური კანდიდოზი (პირის ღრუში და ხახაში რძიანა). აღნიშნული ინფექცია შესაბამის სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობას საჭიროებს, ზოგიერთ შემთვევაში საჭიროა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტა.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული ავადმყოფების კორტიკოსტეროიდების შემცველი ინჰალაციური წამლებით მკურნალობისას, ვლინდება ფილტვის ანთების განვითარების სიხშირის მატება.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

კორტაირის დოზა, დაავადების სიმძიმის შესაბამისად იცვლება. ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. ექიმის რეკომენდაციები აღნიშნული მითითებებისგან შეიძლება განსხვავებული იყოს.

კორტაირი, ყოველთვის ექიმის, ექთნის და ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, წამლის გამოყენების დეტალებში დარწმუნებული არა ხართ, ექიმს მიმართეთ. კორტაირი, განკუთვნილია მხოლოდ ნებულიზატორით გამოყენებისთვის. ამ წამლის გამოყენებამდე, დარწმუნდით მისი გამოყენების დეტალებში.

ყველა ნებულიზატორი კორტაირის გამოყენებისთვის შესაბამისი არ არის. ულტრაბგერითი ნებულიზატორები კორტაირით მკურნალობისას არ უნდა იქნას გამოყენებული.

კორტაირის პირველად გამოყენებამდე, ,,გამოყენების ინსტრუქცია’’ ყურადღებით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ.

არ დაივიწყოთ!! ყოველი დოზის მიღების შემდეგ პირის ღრუ წყლით გამოივლეთ. თუ, სახის ნიღაბს იყენებთ, ყოველი დოზის შემდეგ სახე დაიბანეთ.

ასთმის მკურნალობა

რეკომენდირებული საწყისი დოზა:

6 თვის და უფრო მეტი ასაკის ბავშვები: დღიური ჯამური დოზა 0,25-0,5 მგ-ია. თუ, ბავშვი კორტიზონს უკვე იყენებს, შეიძლება საჭირო გახდეს წამლის უფრო მაღალი საწყისი დოზის მიცემა. გარკვეული დროის შემდეგ კი ექიმი დოზას კვლავ დაარეგულირებს, ერთჯერადი დოზის სახით, 1 მგ-მდე დღიური დოზის მიცემა შეიძლება.

ზრდასრულები და ხანდაზმულები: დღიური ჯამური დოზა 1-2 მგ-ია. ექიმი, გარკვეული დროის შემდეგ დოზას დაარეგულირებს. ერთჯერადი დოზის სახით შეიძლება 1 მგ-მდე დღიური დოზა მიეცეს.

დაავადების სიმპტომების ალაგების და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ექიმი დოზის შემცირებას დაიწყებს.

შემანარჩუნებელი მკურნალობა:

6 თვის და მეტი ასაკის ბავშვები: ჯამური დღიური დოზა 0,25-2 მგ-ია.

ზრდასრულები და ხანდაზმულები: ჯამური დღიური დოზა 0,5-4 მგ-ია. ძალიან მძიმე შემთხვვების დროს შეიძლება დოზის მომატება.

კრუპის მკურნალობა:

ჩვილი და პატარა ბავშვებისთვის რეკომენდირებული დოზაა: დღეში 2 მგ. აღნიშნული დოზა შეიძლება მიცემული იქნას ერთჯერადად და ან ჯერ 1 მგ, 30 წუთის შემდეგ კი მომდევნო 1 მგ მიეცემა.

კორტაირის გამოყენების დაწყების შემდეგ პირველი დღიდან თავი კარგად უნდა იგრძნოთ, თუმცა სრული ეფექტის მიღებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს 2-4 კვირა. იმის მიუხედავად, რომ თავს უკვე კარგად გრძნობთ, კორტაირის დოზების მიღება არ შეწყვიტოთ.

თუ, ,,კორტიზონის’’ ტაბლეტების მიღებას დღემდე აგრძელებთ და ექიმი კორტაირს გამოგიწერთ, ექიმი შეიძლება ნელ-ნელა, ეტაპობრივად (რამდენიმე კვირის და ან თვის განმავლობაში) ტაბლეტების დოზას შეამცირებს, საბოლოოდ კი შეიძლება ტაბლეტების მიღება სრულად შეწყვიტოთ.

შენიშვნა: თუ, მკურნალობისას ,,კორტიზონის’’ ტაბლეტები დროებით შეიცვლება კორტაირით, მანამდე არსებული პრობლემები-ცხირიდან გამონადენი, კანზე გამონაყარი, კუნთების და ან სახსრების ტკივილი შეიძლება კვლავ გამოვლინდეს. თუ, აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდება და ან თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა და ან ღებინება გამოვლინდება, გთხოვთ თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

  • წამლის გამოყენებამდე, ნაზი დატრიალებით ერთჯერადი დოზის ერთეულის შიგთავსის კვლავ მოქმედი ნივთიერების ხსნარში გახსნა უზრუნველყავით.
  • ერთჯერადი დოზის ერთეული ვერტიკალურად დაიჭირეთ და ზემო ნაწილის დატრიალებით გახსენით.
  • დოზის ერთეულის ღია ბოლო ნებულაიზერის რეზერვუარში მოათავსეთ და ნელ-ნელა მოუჭირეთ.

ერთჯერადი დოზის ფლაკონი ხაზით მონიშნეთ, ეს ხაზი, ფლაკონის თავდაყირა დაჭერისას 1მლ-იან მოცულობას აჩვენებს.

თუ, მხოლოდ 1 მლ უნდა იქნას გამოყენებული, სითხე მონიშნულ ხაზამდე დაცალეთ.

გახსნილი ერთჯერადი დოზის ერთეული სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ. გახსნილი ერთჯერადი დოზის ერთეული 12 საათის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას. თუ, მხოლოდ 1 მლ იქნება გამოყენებული, დარჩენილი მოცულობა სტერილური არ იქნება და გაითვალისწინეთ.

სითხის დარჩენილი ნაწილის გამოყენებამდე,ნაზი დატრიალებით, ერთჯერადი დოზის ერთეულის შიგთავსის კვლავ მოქმედი ნივთიერების ხსნარში გახსნა უზრუნველყავით.

შენიშვნა:

  • ყოველი დოზის შემდეგ პირის ღრუ წყლით გამოივლეთ.
  • თუ, სახის ნიღაბს იყენებთ, ინჰალაციის დროს ნიღაბის მჭიდროდ მორგებას ყურადღება მიაქციეთ. წამლის გამოყენების შემდეგ პირი დაიბანეთ.

გაწმენდა

ნებულიზატორის კონტეინერი და პირში მოსათავსებელი ნაწილი და ან სახის ნიღაბი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს. აღნიშნული ნაწილები, მწარმოებლის მითითებების შესაბამისად, თბილი წყლით და რბილი სარეცხი საშუალებით უნდა გაირეცხოს. ნებულიზატორის ნაწილები წყლით კარგად უნდა გაირეცხოს, ნებულიზატორის კონტეინერი კომპრესორზე უნდა დაფიქსირდეს და მათი დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნას.

თუ,ფიქრობთ, რომ კორტაირის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, კორტაირის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, კორტაირის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, კორტაირის ერთჯერადი გამოყენებისას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მავნე ეფექტის გამოვლინება მოსალოდნელი არ არის. თუ, კორტაირის ჭარბ დოზას ხანგრძლივად (თვეების განმავლობაში) გამოიყენებთ, გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა არსებობს. თუ,ფიქრობთ, რომ კორტაირის ჭარბ დოზას ღებულობთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, კორტაირის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, კორტაირის საჭირო დოზის მიღება დაგავიწყდებათ, დავიწყებული დოზის ანაზღაურება საჭირო არ არის. მომდევნო დოზა, დანიშნულების შესაბამისად მიიღეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც კორტაირით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

იმის მიუხედავად, რომ ასთმის შეტევები აღარ გაქვთ და თავს კარგად გრძნობთ, წამლის მიღება მაინც არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე კორტაირის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, კორტაირის გამოყენების დროს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გამოვლინდება და ან არსებული გვერდითი ეფექტის გამოვლინდება გაგრძელდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

უკუჩვენებები

არ უნდა იქნას გამოყენებული ბუდესონიდის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

პნევმონიის რისკი შეიძლება გაიზარდოს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც სხვა მედიკამენტებთან ერთად იყენებენ ინჰალაციურ სტეროიდებს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აქტიური ან ლატენტური ფილტვის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში და სასუნთქი გზების სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებში.

არასტეროიდულ მედიკამენტებზე დამოკიდებული პაციენტები: თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, 10 დღის განმავლობაში მიიღწევა. ბრონქებში ლორწოს ჭარბი სეკრეციის მქონე პაციენტებში, თავდაპირველად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი პერორალური კორტიკოსტეროიდული რეჟიმი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 2 კვირა). პერორალური მედიკამენტების მიღების პერიოდის შემდეგ, მხოლოდ ბუდესონიდი უნდა უზრუნველყოფდეს ადეკვატურ მკურნალობას.

სტეროიდზე დამოკიდებული პაციენტები: პერორალური კორტიკოსტეროიდებიდან ბუდესონიდზე გადასვლისას პაციენტი შედარებით სტაბილურ ფაზაში უნდა იმყოფებოდეს. კომბინირებული თერაპია ადრე გამოყენებულ პერორალურ სტეროიდულ დოზასთან დაახლოებით 10 დღე გრძელდება. შემდგომში, პერორალური სტეროიდის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალ შესაძლო დონემდე (მაგ., 2.5 მგ პრედნიზოლონი ან მისი ექვივალენტი თვეში). ბევრ შემთხვევაში, ბუდესონიდს შეუძლია ჩაანაცვლოს ყველა პერორალური კორტიკოსტეროიდული თერაპია. პერორალური თერაპიიდან ბუდესონიდზე გადასვლა ხშირად იწვევს ნაკლებად გამოხატულ სისტემურ სტეროიდულ ეფექტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ან ართრიტის სიმპტომები, როგორიცაა რინიტი, ეგზემა და კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიზანმიმართული მკურნალობა.

იშვიათ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, გასათვალისწინებელია გლუკოკორტიკოიდების ზოგადი უკმარისობა. ასეთ შემთხვევებში, ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს პერორალურად მისაღები გლუკოკორტიკოიდების დოზის დროებით გაზრდა. როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიების შემთხვევაში, დოზირებისთანავე შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი ხიხინის გაძლიერებით. თუ ეს მოხდა, ინჰალაციური ბუდესონიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.

პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ გადაუდებელი მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ან ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზით ხანგრძლივი მკურნალობა, შესაძლოა იმყოფებოდნენ თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციის რისკის ქვეშ. ამ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები ძლიერი სტრესის დროს. სტრესის ან დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის პერიოდებში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდული მხარდაჭერა.

ყველა ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება ჰქონდეს სისტემური ეფექტები. თუმცა, ამ ეფექტების გამოვლენის ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში. შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგის მსგავს სიმპტომებს, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, ზრდის შეფერხებას ბავშვებსა და მოზარდებში, ძვლის სიმკვრივის შემცირებას, კატარაქტას და გლაუკომას და, ძალიან იშვიათად, ფიზიოლოგიური და ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობის სხვადასხვა ფორმას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში). ამიტომ, მნიშვნელოვანია ინჰალაციური კორტიკოსტეროიდის დოზის კორექტირება ყველაზე დაბალ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს ასთმის ეფექტურ კონტროლს.

კორტაირის ინჰალაციური ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი არ არის განკუთვნილი მწვავე ასთმის შეტევების სწრაფი შემსუბუქებისთვის. პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს, თუ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორით მკურნალობა არაეფექტურია ან თუ მათ ჩვეულებრივზე მეტი ინჰალაცია სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, უნდა განიხილონ რეგულარული მკურნალობის გაზრდა; ანუ შეიძლება განხილული იყოს ინჰალაციური ბუდესონიდის დოზების გაზრდა, ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტის დამატება ან პერორალური კორტიკოსტეროიდების გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღება.

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს კორტიკოსტეროიდების გამოყოფაზე, რაც იწვევს გამოყოფის სიჩქარის შემცირებას და ექსპოზიციის გაზრდას. პოტენციური სისტემური გვერდითი მოვლენების გათვალისწინება აუცილებელია.

ინტრავენურად შეყვანილი ბუდესონიდის პლაზმური კლირენსი შედარებადია ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში და ჯანმრთელ მოხალისეებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პერორალურად მიღებული ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობა იზრდება პირველადი გავლის მეტაბოლიზმის შემცირების გამო. ვინაიდან ინჰალაციური ბუდესონიდის შესახებ მონაცემები არ არსებობს, მისი კლინიკური მნიშვნელობა ბუდესონიდით თერაპიისთვის გაურკვეველია; თუმცა, მოსალოდნელია პლაზმური დონის მომატება და შესაბამისად, სისტემური გვერდითი მოვლენების რისკის ზრდა.

ისეთმა პროდუქტებმა, როგორიცაა CYP3A ინჰიბიტორები (მაგ., იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები და კობიოტიკები), შეიძლება გაზარდონ ინჰალაციური ბუდესონიდის სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების რისკი. ამიტომ, მათი კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება გაზრდილ რისკს. ამ შემთხვევაში, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების გამოსავლენად. ამას მცირე კლინიკური მნიშვნელობა აქვს იტრაკონაზოლით, კეტოკონაზოლით ან სხვა ძლიერი CYP3A ინჰიბიტორებით ხანმოკლე მკურნალობისას (1-2 კვირაზე ნაკლები), მაგრამ უნდა განიხილებოდეს ხანგრძლივი მკურნალობისას. ასევე უნდა განიხილებოდეს ბუდესონიდის დოზის შემცირება (იხ. ნაწილი 4.5).

ნებულაიზერის კამერა ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს. ნებულაიზერის კამერა და მუნდშტუკი ან სახის ნიღაბი უნდა გაირეცხოს თბილი წყლით და რბილი სარეცხი საშუალებით. ისინი კარგად უნდა გაირეცხოს და გაშრეს ნებულაიზერის კამერის კომპრესორთან ან ჰაერის შემშვებ მილთან შეერთებით.

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს კანდიდოზი. ამ ინფექციამ შეიძლება მოითხოვოს შესაბამისი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიით მკურნალობა და ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა (იხ. ნაწილი 4.2).

პნევმონია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) მქონე პაციენტებში

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში დაფიქსირდა პნევმონიის შემთხვევების ზრდა, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე შემთხვევები. სტეროიდების დოზების ზრდასთან ერთად არსებობს პნევმონიის განვითარების რისკის გაზრდის მტკიცებულება, თუმცა ეს ყველა კვლევაში საბოლოოდ არ არის დადასტურებული. არ არსებობს მკაფიო კლინიკური მტკიცებულება სხვადასხვა კლასში არსებული განსხვავებების შესახებ ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების პნევმონიის რისკის ხარისხთან დაკავშირებით. ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში პნევმონიის პოტენციური განვითარების მიმართ, რადგან ინფექციების კლინიკური ნიშნები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების გამწვავება ადვილად შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში პნევმონიის რისკ-ფაქტორებია მოწევა, ხანდაზმული ასაკი, სხეულის მასის დაბალი ინდექსი და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მძიმე ფორმა.

მხედველობის დარღვევა

სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს მხედველობის დარღვევები. თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევები, უნდა განიხილებოდეს ოფთალმოლოგთან მიმართვა შესაძლო მიზეზების შესაფასებლად. ესენია კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი მდგომარეობები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელიც დაფიქსირდა სისტემური ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

პედიატრიული პოპულაცია

ზემოქმედება ზრდაზე

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის მიმღები ბავშვებისთვის რეკომენდებულია სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი. თუ ზრდა შენელდება, თერაპია ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დოზა შემცირდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს ასთმის ეფექტურ კონტროლს. ზრდის ინჰიბირების პოტენციური რისკი ფრთხილად უნდა შეფასდეს კორტიკოსტეროიდებით თერაპიის სარგებელთან. ასევე უნდა განიხილებოდეს ბავშვთა პულმონოლოგთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბუდესონიდის მეტაბოლიზმი ძირითადად CYP3A4-ით ხორციელდება. CYP3A ინჰიბიტორების შემცველმა პროდუქტებმა (მაგ., იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები და კობისტატები) შეიძლება გაზარდონ ინჰალაციური ბუდესონიდისგან გამოწვეული სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების რისკი (იხ. ნაწილები 4.4 და 5.2).

კორტეარის ძლიერ CYP3A ინჰიბიტორებთან (მაგ., იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, აივ პროტეაზას ინჰიბიტორები და კობიოტიკები) კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების გაზრდილ რისკს. ამ შემთხვევაში, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის ქვეშ. თუ ბუდესონიდი მიიღება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (როგორიცაა იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი) ერთად, მკურნალობას შორის ინტერვალი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი. შეიძლება განხილული იყოს ბუდესონიდის დოზის შემცირება.

ბუდესონიდის მაღალი დოზით მიღებისას, ამ ურთიერთქმედების შესახებ მხოლოდ შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი; პლაზმური დონეების მნიშვნელოვანი ზრდა (საშუალოდ ოთხჯერ) შეიძლება მოხდეს, როდესაც ინჰალირებული ბუდესონიდი (1000 მკგ ერთჯერადი დოზა) გამოიყენება 200 მგ იტრაკონაზოლთან ერთად დღეში ერთხელ.

ქალებში, რომლებიც მკურნალობენ კონტრაცეპტული სტეროიდებით ან ესტროგენებით, აღინიშნება კორტიკოსტეროიდების მაღალი კონცენტრაცია პლაზმაში და მომატებული ეფექტი. თუმცა, ბუდესონიდისა და დაბალი დოზით კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას არანაირი ეფექტი არ დაფიქსირებულა. რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება დაქვეითებული იყოს, ჰიპოფიზის უკმარისობის დიაგნოსტიკისთვის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციის ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს არასწორი შედეგები (დაბალი მაჩვენებლები).

დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული პოპულაციური ჯგუფების შესახებ

პირდაპირ კონკრეტულ პოპულაციურ ჯგუფებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

გერიატრიული პოპულაცია

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარემცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, წამლის გამოყენებისას ყოველთვის სიფთხილე უნდა გამოიჩინოთ. კორტაირის ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკავშირებით, წამლის დედის და ან ბავშვის მიმართ საზიანო ეფექტის გამოვლინება დამტკიცებული არ არის, მაგრამ მაინც თუ ორსულობა დადასტურდება, კორტაირის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ, ასეთი მდგომარეობის დროს უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

ბუდესონიდი დედის რძეში გადადის, თუმცა კორტაირის სამკურნალო დოზებით მიღებისას ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე უარყოფითი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. კორტაირის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში ნებადართულია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კორტაირი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.

კორტაირის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

კორტაირის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ სპეციალური გაფრთხილება არ არსებობს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ:

სტეროიდული წამლები (ასთმის შეტევის და ბევრი სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება)

სოკოვანი ინფექიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი)

აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ.რიტონავირი და კობისტატის შემცველი პროდუქტები, შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კორტაირის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სახის, განსაკუთრებით ტუჩების, ენის, თვალების და ყურების მიდამოეში შეშუპება

სუნთქვის გაძნელება

კანზე გამონაყარი, ქავილი, კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი), ურტიკარია

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კორტაირის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

წამლის მიღების შემდეგ (ინჰალაციის შემდეგ) უეცრად განვითარებული ხიხინი. აღნიშნული, ძალიან იშვიათად ვლინდება, 10,000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

გავრცელებული:

რძიანა (პირის ღრუსა და ხახაში სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ანთება). თუ, კორტაირის გამოყენების შემდეგ პირის ღრუს წყლით გამოივლებთ, რძიანას გამოვლინების ალბათობა უფრო დაბალია.

ხახის მსუბუქი გაღიზიანება

ხველა

ხმის გაუხეშება (ბავშვებში იშვიათად ვლინდება)

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებულ ავადმყოფებში პნევმონია (ფილტვების ანთება)

თუ, კორტაირის გამოყენების დროს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

ცხელება და კანკალი

ლორწოს წარმოების მომატება, ლორწოს ფერის ცვლილება

ხველის მომატება და ან სუნთქვის გაძნელების უფრო მომატება

ნაკლებად გავრცელებული:

გაღიზიანება, მოუსვენრობა და დაძაბულობის შეგრძნება

დეპრესია

კანკალი

კატარაქტა (თვალებზე ფარდის ჩამოფარების შეგრძნება)

კუნთოვანი კრუნჩხვები

მხედველობის შემღვრევა

იშვიათი:

კანის გალურჯება

სახის ნიღაბის გამოყენების შემდეგ სახის გაწითლება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სახის ნიღაბის გამოყენების შემდეგ პირი-სახის დაბანა

ძილის პრობლემები, დეპრესია და ან შფოთვა, მოუსვენრობა, ძლიერი გაღიზიანება, აღელვება და ან დათრგუნულად ყოფნის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტები უფრო მეტად ბავშვებში ვლინდება.

ხმის ჩახლეჩა

ხმის გაუხეშება (ბავშვებში)

ინჰალაციის (სასუნთქი გზების) გზით გამოყენებული კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივად და დიდი დოზებით მიღებამ, ორგანიზმის მიერ ნორმალურ პირობებეში წარმოებულ სტეროიდული ჰორმონების წარმოებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. აღნიშნული ზემოქმდების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს:

ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის სისწრაფის შენელება (იშვიათად). თუ, დიდი დოზების გამოყენება ხანგრძლივი დროით გაგრძელდება, საბოლოო, მაქსიმალური სიმაღლე შეიძლება დაახლოებით 1 სმ-ით ნაკლები იყოს.

ძვლის მინერალური ინტენსივობის შემცირება (ძვლების გათხელება)

გლაუკომა (თვალის შიგა წნევის მომატება)

თირკმელზედა ჯირკვალზე ზემოქმედება (თირკმელთან შეერთებული პატარა ჯირკვალი) (იშვიათი)

სასუნთქი გზებით მიღებული კორტიკოსტეროიდების მიღებისას, გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ტაბლეტირებული ფორმის კორტიკოსტეროიდების მიღებისას.

გვერდითი ეფექტები გამოვლინება დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, გამოყენების ხანგრძლივობაზე, პარალელურ რეჟიმში და მანამდე გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივობაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

ნებულაიზერის სახის ნიღბის გამოყენების შემთხვევაში, სახის კანზე შეიძლება გაღიზიანება გამოვლინდეს. სახის კანზე არსებული გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით, სახის ნიღაბის გამოყენების შემდეგ საჭიროა პირი-სახის წყლით დაბანა.

იშვიათ შემთხვევებში, ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი (სისტემური) გვერდითი ეფექტები: დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ან ღებინება, თუ აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდება, ეჭვი გვერდითი ეფექტების გამოვლენაზე უნდა მიიტანოთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • კორტაირის შენახვა

კორტაირი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

თუ, დოზის მიღებისთვის დოზის ერათეულებს სრულად ვერ გამოიყენებთ, დარჩენილი დოზა სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ. ყოველი დოზა, გახსნის შემდეგ 12 საათის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას. ფოლგის შეფუთვის პირველი გახსნის თარიღი ჩაინიშნეთ. თუ, სამედიცინო პროდუქტი 3 თვის და ან უფრო მეტი დროის განმავლობაში გახსნილი ფოლგის შეფუთვაში დარჩება, ეს წამალი არ გამოიყენოთ. ფლაკონის შიგთავსის ნახევარის გამოყენების შემთვევაში, დარჩენილი ნაწილი სტერილური არ იქნება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას.

შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.

წამალი არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

წამლის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კორტაირი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და / და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, კორტაირი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ვემ ილაჩ სან ვე თიჯ

მასლაქის დასახლება, აოს 55 ქ. N42. მასლაქი. ბლოკი-ა. მიკრორაიონი N:2/134

სარიერი/სტამბოლი.

წარმოების ადგილი:

ს.ს. ვემ ილაჩ სან ვე თიჯ

ჩერქეზქოის ორგანული მრეწველობის რეგიონი

ქარააღაჩის დასახლ. ფათიჰის ბულვარი N:38

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 23.12.2019-ში დამოწმებულია.

15014HM01293-01

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ჭარბი დოზა

ძალიან მაღალი დოზების მიღების შემთხვევაშიც კი, კორტაირის მწვავე დოზის გადაჭარბება კლინიკურად მნიშვნელოვან პრობლემებს არ გამოიწვევს.

კორტაირი შეიცავს 0.1 მგ/მლ დინატრიუმის ედეტატს, რომელმაც 1.2 მგ/მლ-ზე მეტი დონის შემთხვევაში შეიძლება ბრონქოკონსტრიქცია გამოიწვიოს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

ბუდესონიდს 0.5 მგ (0.25 მგ ბუდესონიდი თითო მლ-ზე).

დამხმარე ნივთიერება(ები):

ნატრიუმის ქლორიდი 17 მგ

ნატრიუმის ციტრატი 1 მგ

დინატრიუმის ედეტატი 0.2 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

24 თვე

გახსნილი ფლაკონების შიგთავსი უნდა იქნას გამოყენებული 12 საათის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ფლაკონის შიგთავსის ნახევარი გამოიყენება, დარჩენილი ნაწილი სტერილური არ დარჩება. გახსნილი დამცავი ფოლგის კონვერტებით ფლაკონები უნდა იქნას გამოყენებული 3 თვის განმავლობაში.

  • 4. შენახვის განსაკუთრებული ზომები

უნდა შეინახოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, სინათლისგან დაცულად. უნდა შეინახოთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა

შეფუთვა შეიცავს დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული ერთჯერადი დოზის ფლაკონებს (BFS). თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 მლ სუსპენზიას. ერთჯერადი დოზის ფლაკონზე მონიშნულია დონის ინდიკატორი. ეს დონის ინდიკატორი შეესაბამება 1 მლ მოცულობას, როდესაც ფლაკონი გადაბრუნებულ მდგომარეობაშია.

შეფუთვა შეიცავს 20 ერთჯერადი დოზის ფლაკონს, თითოეული 2 მლ-იანი მოცულობით.

  • 6. დარჩენილი სამკურნალო საშუალებების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვისა და შესაფუთი ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციების“ შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

VEM ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

მასლაკ მალაჰესი AOS 55. სოკაკ 42 მასლაკი

A ბლოკი, ობიექტის ნომერი: 2/134, სარიერი/სტამბოლი

  • ლიცენზიის ნომერი

2016/860

  • ლიცენზიის პირველადი გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

ლიცენზიის პირველად გაცემის თარიღი: 28.11.2016

ლიცენზიის განახლების თარიღი:

  • სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის გადახედვის თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ობსტრუქციული სასუნთქი გზების დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები (ინჰალატორები)

ATC კოდი: R03BA02

ბუდესონიდი არის გლუკოკორტიკოსტეროიდი ძლიერი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

ასთმის მკურნალობაში გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების მექანიზმები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ანთების საწინააღმდეგო ეფექტები, როგორიცაა ანთებითი მედიატორების გამოთავისუფლების და ციტოკინებით განპირობებული იმუნური პასუხების ინჰიბირება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კლინიკურ კვლევაში, რომელშიც შედარდა ინჰალაციური და პერორალური ბუდესონიდი დოზებით, რომლებიც შექმნილი იყო ასთმიან პაციენტებში მსგავსი სისტემური ბიოშეღწევადობის მისაღწევად, ინჰალაციური ბუდესონიდი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პლაცებო, მაშინ როდესაც პერორალურ ბუდესონიდსა და პლაცებოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა. ინჰალაციური ბუდესონიდის ეფექტი ჩვეულებრივ დოზებში დიდწილად აიხსნება მისი პირდაპირი მოქმედებით სასუნთქ გზებზე. პროვოკაციული ბუდესონიდით ოთხკვირიანი წინასწარი მკურნალობის კვლევაში ბრონქოკონსტრიქციის შემცირება დაფიქსირდა როგორც ადრეულ, ასევე გვიან ასთმურ რეაქციებში.

მოქმედების დაწყება

ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება ხდება ბუდესონიდის ერთჯერადი პერორალური ან ინტრავენური მიღებიდან რამდენიმე საათში. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური სარგებლის მიღწევა შესაძლებელია პერორალურად ინჰალირებული ბუდესონიდის თერაპიული გამოყენების შემდეგ მშრალი ფხვნილის ინჰალატორის მეშვეობით, ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება უკვე აშკარაა მკურნალობის დაწყებიდან ორი დღის განმავლობაში.

სასუნთქი გზების რეაქტიულობა

ბუდესონიდი ასევე ამცირებს სასუნთქი გზების რეაქტიულობას ჰისტამინისა და მეტაქოლინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ასთმის გამწვავებები

ინჰალირებული ბუდესონიდი, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ეფექტურად აფერხებს ასთმის გამწვავებას როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმა

ინჰალაციური ბუდესონიდით მკურნალობა ეფექტურად გამოიყენება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის პრევენციისთვის.

ზრდა

ხანმოკლე კვლევებში დაფიქსირდა ზრდის უმნიშვნელო და, როგორც წესი, დროებითი შემცირება, რაც, როგორც წესი, მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში ხდებოდა. გრძელვადიანმა დაკვირვებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით ნამკურნალები ბავშვები და მოზარდები, საშუალოდ, აღწევენ ზრდასრულ ასაკში მიღებულ სამიზნე სიმაღლეს. თუმცა, ერთ კვლევაში, როდესაც ბავშვი იღებდა ბუდესონიდის მაღალ დოზებს (400 მიკროგრამი დღეში) მშრალი ფხვნილის ინჰალატორის მეშვეობით ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში დოზის ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზამდე კორექტირების გარეშე, ზრდასრულ ასაკში საშუალო სიმაღლე 1.2 სმ-ით დაბალი იყო, ვიდრე პლაცებოთი ნამკურნალები ბავშვებისა იმავე პერიოდში. იხილეთ 4.4 ნაწილი დოზის ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზამდე კორექტირებისა და ბავშვებში ზრდის მონიტორინგისთვის.

ბუდესონიდის მშრალი ფხვნილის გავლენა პლაზმაში კორტიზოლის დონეზე

ჯანმრთელ მოხალისეებში, ბუდესონიდის მშრალი ფხვნილის ინჰალატორმა აჩვენა ეფექტი, რომელიც პროპორციულია პლაზმასა და შარდში კორტიზოლის დოზისა. რეკომენდებული დოზით, ბუდესონიდის მშრალი ფხვნილის ინჰალატორი ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე 10 მგ პრედნიზოლონი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციის ტესტის გამოყენებით.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური ასთმა

ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზიის ეფექტურობა შესწავლილია რამდენიმე კვლევაში. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზია, დღეში ერთხელ ან ორჯერ გამოყენებისას, ეფექტურია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში მუდმივი ასთმის პროფილაქტიკისთვის. ამ კვლევების რამდენიმე წარმომადგენლობითი მაგალითი ქვემოთ არის ჩამოთვლილი.

კლინიკური კრუპი

კრუპით დაავადებულ ბავშვებზე ჩატარებულ რამდენიმე კვლევაში ბუდესონიდი შედარებული იყო პლაცებოსთან. ქვემოთ ჩამოთვლილია კრუპით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ ბუდესონიდის ინჰალაციური სუსპენზიის გამოყენების შემსწავლელი კვლევების წარმომადგენლობითი მაგალითები.

ეფექტურობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კრუპის მქონე ბავშვებში

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, კრუპის სიმპტომების გაუმჯობესება და/ან ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზიით ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირება შესწავლილ იქნა 87 ბავშვში (7 თვიდან 9 წლამდე), რომლებიც ჰოსპიტალიზებული იყვნენ კრუპის კლინიკური დიაგნოზით. ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზიის ან პლაცებოს 2 მგ საწყისი დოზის შემდეგ, ყოველ 12 საათში ერთხელ ინიშნებოდა 1 მგ ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზია ან პლაცებო. ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზიამ კრუპის სიმპტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია 12 და 24 საათის შემდეგ; 2 საათის შემდეგ, კრუპის სიმპტომების საწყისი ქულა 3-ზე მეტი იყო. გარდა ამისა, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა შემცირდა 33%-ით.

ეფექტურობა საშუალო და მძიმე კრუპის მქონე ბავშვებში

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზიისა და პლაცებოს ეფექტურობა შედარებული იქნა კრუპის გამო ჰოსპიტალიზებული 83 ჩვილსა და ბავშვში (6 თვიდან 8 წლამდე). პაციენტები იღებდნენ 2 მგ ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზიას ან პლაცებოს ყოველ 12 საათში ერთხელ მაქსიმუმ 36 საათის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე. კრუპის სიმპტომების საერთო ქულა დაფიქსირდა პირველი დოზის მიღებიდან 0, 2, 6, 12, 24, 36 და 48 საათის შემდეგ. ორი საათის შემდეგ, ორივე ჯგუფმა (ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზია და პლაცებო) აჩვენა კრუპის სიმპტომების შედარებითი გაუმჯობესება, ჯგუფებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავების გარეშე. ექვსი საათის შემდეგ, ბუდესონიდის საინჰალაციო სუსპენზიის ჯგუფმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებო ჯგუფთან შედარებით, რაც იყო 12 და 24 საათის შემდეგ დაფიქსირებული გაუმჯობესების მსგავსი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

მოზრდილებში, ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობა ნებულაიზერის საშუალებით მიღების შემდეგ ნომინალური დოზის დაახლოებით 15%-ია. დოზის 40%-დან 70%-მდე აღწევს პაციენტს. სისტემური ბიოშეღწევადობის აქტიური ინგრედიენტის მცირე ნაწილი განპირობებულია პერორალურად მიღებული მედიკამენტით. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, დაახლოებით 4 ნმოლ/ლ, მიიღწევა ნებულაიზერის დაწყებიდან 10-30 წუთში 2 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.

განაწილება

განაწილების მოცულობა დაახლოებით 3 ლ/კგ-ია. პლაზმის ცილებს უკავშირდება საშუალოდ 85-90%-იანი სიჩქარით.

ბიოტრანსფორმაცია

ბუდესონიდი ღვიძლში განიცდის ინტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს (>90%) და გარდაიქმნება დაბალი გლუკოკორტიკოიდული აქტივობის მქონე მეტაბოლიტებად.

მისი ძირითადი მეტაბოლიტების, 6β-ჰიდროქსიბუდესონიდის და 16α-ჰიდროქსიპრედნიზოლონის, გლუკოკორტიკოიდული აქტივობა ბუდესონიდის 1%-ზე ნაკლებია. ბუდესონიდის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება CYP3A4-ის მეშვეობით, რომელიც ციტოქრომ P450 ოჯახის სუბენზიმია.

ელიმინაცია

ბუდესონიდის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით, უცვლელი ან კონიუგირებული სახით. უცვლელი ბუდესონიდი შარდში არ გვხვდება. ბუდესონიდს აქვს მაღალი სისტემური კლირენსი (დაახლოებით 1.2 ლ/წთ) და ჯანმრთელ მოზრდილებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2-3 საათია.

ხაზოვნება

კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად გამოყენებული დოზის ფარგლებში, ბუდესონიდის კინეტიკა პირდაპირპროპორციულია დოზისა.

ერთ კვლევაში, 100 მგ კეტოკონაზოლის დღეში ორჯერ მიღებამ საშუალოდ 7.8-ჯერ გაზარდა ერთდროულად პერორალურად მიღებული (ერთჯერადი დოზა 10 მგ) კეტოკონაზოლის პლაზმური დონე. ინჰალაციური ბუდესონიდის ურთიერთქმედების შედარებითი მონაცემები არ არსებობს; თუმცა, მოსალოდნელია პლაზმური დონის მნიშვნელოვანი ზრდა.

პაციენტის სპეციალური მახასიათებლები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კორტიკოსტეროიდების გამოყოფაზე. თუმცა, ინტრავენურად შეყვანილი ბუდესონიდის პლაზმური კლირენსი შედარებადია ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში და ჯანმრთელ პირებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პერორალურად მიღებული ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობა იზრდება პირველადი გავლის მეტაბოლიზმის შემცირების გამო. რადგან ინჰალაციური ბუდესონიდის შესახებ მონაცემები არ არსებობს, მისი კლინიკური მნიშვნელობა კორტეირით მკურნალობისთვის უცნობია. თუმცა, მოსალოდნელია პლაზმური დონის მომატება და შესაბამისად, სისტემური გვერდითი მოვლენების რისკის ზრდა.

ბავშვები

4-6 წლის ასაკის ასთმით დაავადებულ ბავშვებში, ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობა ჭავლური ნებულაიზერით (Pari Master კომპრესორით აღჭურვილი Pari LC Jet Plus) ინჰალაციის შემდეგ ნომინალური დოზის დაახლოებით 6%-ს და პაციენტამდე მიღწეული დოზის დაახლოებით 26%-ს შეადგენს. ბავშვებში სისტემური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით დაახლოებით ნახევარია. 4-6 წლის ასაკის ასთმით დაავადებულ ბავშვებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ნებულაიზერის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 2.4 ნმოლ/ლ-ს 1 მგ დოზისთვის. ბუდესონიდის სისტემური კლირენსი 4-6 წლის ასაკის ასთმიან ბავშვებში არის 0.5 ლ/წთ. კლირენსი სხეულის წონის კგ-ზე 50%-ით მეტია, ვიდრე მოზრდილებში. ინჰალაციის შემდეგ ბუდესონიდის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი ასთმიან ბავშვებში დაახლოებით 2.3 საათს შეადგენს. ეს მაჩვენებელი თითქმის იდენტურია ჯანმრთელ მოზრდილებში.

4-6 წლის ბავშვებში, 1 მგ ბუდესონიდის ერთჯერადი დოზის ნებულაიზერით მიღების შემდეგ, Cmax და AUC შედარებადია ჯანმრთელ ზრდასრულებში იმავე დოზის იმავე ნებულაიზერის სისტემის გამოყენებით მიღებისას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კორტაირი 0,25 მგ/მლ ნებულიზაციისთვის ერთჯერადი დოზის საინჰალაციო სუსპენზიის შემცველი ფლაკონი

განკუთვნილია ინჰალაციური (სასუნთქი გზებით) გამოყენებისთვის

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი მოქმედი ნივთიერების სახით 0,5 მგ ბუდესონიდს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატ 80, ლიმონმჟავა ( უწყლო), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება კორტაირი ?

კორტაირის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება კორტაირი ?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

კორტაირის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება კორტაირი ?

კორტაირი, მოქმედი ნივთერების სახით გლუკოკორტიკოიდების სახელით წოდებულ ბუდესონიდს შეიცავს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების წამლის ჯგუფში შედის.

ასთმა, სასუნთქი გზების ანთებითი პროცესით გამოწვეული მდგომარეობაა, კორტაირი, პირის გზით გამოყენებული სტეორიდია (ასთმის და სხვა ძალიან სერიოზული მდგომარეობების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები), რომელიც ასთმის ყველა საფეხურზე სასუნთქი გზების გაფართოებისთვის, დაავადების სიმპტომების მართვისთვის გამოყენება. კორტაირის გამოყენება მონოთერაპიის სახით ფილტვების ქრონიკული ობსტურქციული დაავადების სამკურნალოდ არ არის რეკომენდირებული. კორტაირი, ასევე აქტიურად გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით გამოწვეული, უეცრად განვითარებული და სავადმყოფოში მკურნალობის საჭიროების მქონე ცრუ კრუპი სამკურნალოდაც, ცრუ კრუპი უფრო ხშირად მცირე ასაკის ბავშვებში ვლინდება.

კორტაირი, გამოყენებისთვის წარმოდგენილია 20 ცალი ფლაკონის შემცველი შეფუთვით. თითოეული ფლაკონი 2 მლ თეთრ-მოთეთრო ფერის სუსპენზიას შეიცავს. თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

კორტაირი, გამოიყენება ნებულიზატორის (საინჰალაციო აპარატი) დახმარებით ჩასუნთქვის გზით. პირში მოთავსებული ნაწილით და ან სახის ნიღაბის დახმარებით ჩასუნთვისას, წამალი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ფილტვებამდე აღწევს.

პრეპარატი, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, რეგულარულად უნდა იქნას გამოყენებული. უნდა აღინიშნოს, რომ კორტაირი უკვე დაწყებული ასთმური შეტევის კუპირებას ვერ ახდენს.

  • კორტაირის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კორტაირი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

ბუდესონიდის და ან წამლის შემადგენლობაში არსებული სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.

კორტაირი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

ფილტვების ანთება გაქვთ,

გაცივებული ხართ და ან ფილტვების ანთება და ან ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ,

ჭლექით (ტუბერკულოზით) ხართ დაავადებული,

ღვიძლთან დაკაშვირებული პრობლემა გაქვთ,

მხედველობის შემღვრევა და ან მხედველობასთან დაკაშირებული პრობლემები გამოვლინდება, უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული ხანდაზმული ავადმყოფების სამკურნალოდ ინჰალაციური სტეროიდების კომბინაციისას, პნევმონიის (ფილტვების ინფქციის) რისკი იზრდება.

ასთმის სიმპტომებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თუ, კორტაირის გამოყენების დროს სუნთქვის უკმარისობა განვითარდება და ან ფიქრობთ, რომ სუნთქვის დროს ხიხინი გაქვთ, კორტაირის გამოყენება უნდა გააგრძელოთ, მაგრამ ამავე დროს უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობა.

სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ

თუ;

ჩასუნთქვა ძალიან გიძნელდებათ და ან ასთმის შეტევების გამო ღამით ხშირად გეღვიძებათ,

დილაობით მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება გაქვთ და ან მკერდის არეში მოჭერა ნორმაზე უფრო მეტი დროით ხანგრძლივდება,

აღნიშნული სიმპტომების გაჩენა შეიძლება ასთმის უმართაობას ნიშნავდეს და მაშინვე საჭიროა მკურნალობის სხვა სქემის შემუშავება და ან დამატებითი მკურნალობის ჩატარება.

ზოგიერთი მდგომარეობის დროს, კორტაირის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. ამიტომ, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გაქვთ, განსაკუთრებით, თუ ახლო მომავალში ანთებითი პროცესი გადაიტანეთ და ან ღვიძლის პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ.

ყველა გამოყენებული წამლის შესახებ ექიმს აცნობეთ, განსაკუთრებით სოკოვანი ინფექციის სამკურნალო წამლების, სტეროიდების შემცველი წამალების და აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების შესახებ. გარდა ამისა, ექიმს აცნობეთ იმ წამლების შესახებაც, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

კორტაირი, თქვენ მხოლოდ ასთმის სამკურნალოდ გაქვთ გამოწერილი. ექიმის რეკომენდაციის გარეშე სხვა დაავადების სამკურნალოდ არ გამოიყენოთ. თქვენი წამალი არავითარ შემთხვევაში სხვა არ მისცეთ.

კორტაირის ადამიანებში გამოყენებისას, მისი მთლიან სხეულზე და ან ლოკალურად გამოვლენილი ეფექტები ზუსტად არ არის ცნობილი. ასთმის მართვის უზრუნველყოფისთვის, კორტაირის მინიმალური ეფექტური დოზა უნდა შენარჩუნდეს. ექიმები, კორტიკოსტეოიდებით მკურნალობის ქვეშ მყოფი ბავშვების ზრდას ახლოდან უნდა აკვირდებოდნენ, ამ დროს საჭიროა სწორად შეფასდეს ასთმის მართვისთვის კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას მიღებული სარგებელი და ასევე კორტიკოსტეროიდების მოქმედებით გამოწვეული ზრდის დათრგუნვა.

კორტაირის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, მის შემცველობაში არსებული კორტიკოსტეროიდის გამო კუშინგის სინდრომი (კისრის არეში კუზის მსგავსი ცხიმის დაგროვება, სახის დამრგვალება, ჭარბი თმიანობა და განსაკუთრებით წელის და მენჯის ძვლების დაზიანება (დაშლა) შეიძლება გამოვლინდეს, ამდ როს შეიძლება გამოვლინდეს: კუშინგოიდური ნიშნები (კუშინგის სინდრომის მსგავსი ნიშნების), ადრენალური სუპრესია (თირკმელზედა ჯირკველბის მიერ ჰორმონების წარმოების დათრგუნვა), ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, ძვლის მინერალური ინტენსივობის შემცირება, თვალებზე ფარდის დაფარების შეგრძნება (კატარაქტა), თვალის შიგა წნევის მომატება (გლაუკომა) და იშვითად ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა (ძლიერი და ინტენსიური აქტივობა და ან მოძრაობაში ყოფნის მდგომარეობა), ძილის დარღვევები, შფოთვა, დეპრესია (სულიერი მდგომარეობის დათრგუნვა) და ან აგრესიის (განსაკუთრებით ბავშვებში) შემცველი სულიერი და ან ქცევითი ეფექტების მსგავსი სისტემური ეფექტები.

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს ორალური კანდიდოზი (პირის ღრუში და ხახაში რძიანა). აღნიშნული ინფექცია შესაბამის სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობას საჭიროებს, ზოგიერთ შემთვევაში საჭიროა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტა.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული ავადმყოფების კორტიკოსტეროიდების შემცველი ინჰალაციური წამლებით მკურნალობისას, ვლინდება ფილტვის ანთების განვითარების სიხშირის მატება.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარემცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, წამლის გამოყენებისას ყოველთვის სიფთხილე უნდა გამოიჩინოთ. კორტაირის ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკავშირებით, წამლის დედის და ან ბავშვის მიმართ საზიანო ეფექტის გამოვლინება დამტკიცებული არ არის, მაგრამ მაინც თუ ორსულობა დადასტურდება, კორტაირის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ, ასეთი მდგომარეობის დროს უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

ბუდესონიდი დედის რძეში გადადის, თუმცა კორტაირის სამკურნალო დოზებით მიღებისას ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე უარყოფითი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. კორტაირის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში ნებადართულია.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

კორტაირი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.

კორტაირის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

კორტაირის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ სპეციალური გაფრთხილება არ არსებობს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ:

სტეროიდული წამლები (ასთმის შეტევის და ბევრი სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება)

სოკოვანი ინფექიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი)

აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ.რიტონავირი და კობისტატის შემცველი პროდუქტები, შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება კორტაირი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

კორტაირის დოზა, დაავადების სიმძიმის შესაბამისად იცვლება. ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. ექიმის რეკომენდაციები აღნიშნული მითითებებისგან შეიძლება განსხვავებული იყოს.

კორტაირი, ყოველთვის ექიმის, ექთნის და ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, წამლის გამოყენების დეტალებში დარწმუნებული არა ხართ, ექიმს მიმართეთ. კორტაირი, განკუთვნილია მხოლოდ ნებულიზატორით გამოყენებისთვის. ამ წამლის გამოყენებამდე, დარწმუნდით მისი გამოყენების დეტალებში.

ყველა ნებულიზატორი კორტაირის გამოყენებისთვის შესაბამისი არ არის. ულტრაბგერითი ნებულიზატორები კორტაირით მკურნალობისას არ უნდა იქნას გამოყენებული.

კორტაირის პირველად გამოყენებამდე, ,,გამოყენების ინსტრუქცია’’ ყურადღებით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ.

არ დაივიწყოთ!! ყოველი დოზის მიღების შემდეგ პირის ღრუ წყლით გამოივლეთ. თუ, სახის ნიღაბს იყენებთ, ყოველი დოზის შემდეგ სახე დაიბანეთ.

ასთმის მკურნალობა

რეკომენდირებული საწყისი დოზა:

6 თვის და უფრო მეტი ასაკის ბავშვები: დღიური ჯამური დოზა 0,25-0,5 მგ-ია. თუ, ბავშვი კორტიზონს უკვე იყენებს, შეიძლება საჭირო გახდეს წამლის უფრო მაღალი საწყისი დოზის მიცემა. გარკვეული დროის შემდეგ კი ექიმი დოზას კვლავ დაარეგულირებს, ერთჯერადი დოზის სახით, 1 მგ-მდე დღიური დოზის მიცემა შეიძლება.

ზრდასრულები და ხანდაზმულები: დღიური ჯამური დოზა 1-2 მგ-ია. ექიმი, გარკვეული დროის შემდეგ დოზას დაარეგულირებს. ერთჯერადი დოზის სახით შეიძლება 1 მგ-მდე დღიური დოზა მიეცეს.

დაავადების სიმპტომების ალაგების და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ექიმი დოზის შემცირებას დაიწყებს.

შემანარჩუნებელი მკურნალობა:

6 თვის და მეტი ასაკის ბავშვები: ჯამური დღიური დოზა 0,25-2 მგ-ია.

ზრდასრულები და ხანდაზმულები: ჯამური დღიური დოზა 0,5-4 მგ-ია. ძალიან მძიმე შემთხვვების დროს შეიძლება დოზის მომატება.

კრუპის მკურნალობა:

ჩვილი და პატარა ბავშვებისთვის რეკომენდირებული დოზაა: დღეში 2 მგ. აღნიშნული დოზა შეიძლება მიცემული იქნას ერთჯერადად და ან ჯერ 1 მგ, 30 წუთის შემდეგ კი მომდევნო 1 მგ მიეცემა.

კორტაირის გამოყენების დაწყების შემდეგ პირველი დღიდან თავი კარგად უნდა იგრძნოთ, თუმცა სრული ეფექტის მიღებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს 2-4 კვირა. იმის მიუხედავად, რომ თავს უკვე კარგად გრძნობთ, კორტაირის დოზების მიღება არ შეწყვიტოთ.

თუ, ,,კორტიზონის’’ ტაბლეტების მიღებას დღემდე აგრძელებთ და ექიმი კორტაირს გამოგიწერთ, ექიმი შეიძლება ნელ-ნელა, ეტაპობრივად (რამდენიმე კვირის და ან თვის განმავლობაში) ტაბლეტების დოზას შეამცირებს, საბოლოოდ კი შეიძლება ტაბლეტების მიღება სრულად შეწყვიტოთ.

შენიშვნა: თუ, მკურნალობისას ,,კორტიზონის’’ ტაბლეტები დროებით შეიცვლება კორტაირით, მანამდე არსებული პრობლემები-ცხირიდან გამონადენი, კანზე გამონაყარი, კუნთების და ან სახსრების ტკივილი შეიძლება კვლავ გამოვლინდეს. თუ, აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდება და ან თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა და ან ღებინება გამოვლინდება, გთხოვთ თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

  • წამლის გამოყენებამდე, ნაზი დატრიალებით ერთჯერადი დოზის ერთეულის შიგთავსის კვლავ მოქმედი ნივთიერების ხსნარში გახსნა უზრუნველყავით.
  • ერთჯერადი დოზის ერთეული ვერტიკალურად დაიჭირეთ და ზემო ნაწილის დატრიალებით გახსენით.
  • დოზის ერთეულის ღია ბოლო ნებულაიზერის რეზერვუარში მოათავსეთ და ნელ-ნელა მოუჭირეთ.

ერთჯერადი დოზის ფლაკონი ხაზით მონიშნეთ, ეს ხაზი, ფლაკონის თავდაყირა დაჭერისას 1მლ-იან მოცულობას აჩვენებს.

თუ, მხოლოდ 1 მლ უნდა იქნას გამოყენებული, სითხე მონიშნულ ხაზამდე დაცალეთ.

გახსნილი ერთჯერადი დოზის ერთეული სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ. გახსნილი ერთჯერადი დოზის ერთეული 12 საათის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას. თუ, მხოლოდ 1 მლ იქნება გამოყენებული, დარჩენილი მოცულობა სტერილური არ იქნება და გაითვალისწინეთ.

სითხის დარჩენილი ნაწილის გამოყენებამდე,ნაზი დატრიალებით, ერთჯერადი დოზის ერთეულის შიგთავსის კვლავ მოქმედი ნივთიერების ხსნარში გახსნა უზრუნველყავით.

შენიშვნა:

  • ყოველი დოზის შემდეგ პირის ღრუ წყლით გამოივლეთ.
  • თუ, სახის ნიღაბს იყენებთ, ინჰალაციის დროს ნიღაბის მჭიდროდ მორგებას ყურადღება მიაქციეთ. წამლის გამოყენების შემდეგ პირი დაიბანეთ.

გაწმენდა

ნებულიზატორის კონტეინერი და პირში მოსათავსებელი ნაწილი და ან სახის ნიღაბი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს. აღნიშნული ნაწილები, მწარმოებლის მითითებების შესაბამისად, თბილი წყლით და რბილი სარეცხი საშუალებით უნდა გაირეცხოს. ნებულიზატორის ნაწილები წყლით კარგად უნდა გაირეცხოს, ნებულიზატორის კონტეინერი კომპრესორზე უნდა დაფიქსირდეს და მათი დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნას.

თუ,ფიქრობთ, რომ კორტაირის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, კორტაირის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, კორტაირის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, კორტაირის ერთჯერადი გამოყენებისას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მავნე ეფექტის გამოვლინება მოსალოდნელი არ არის. თუ, კორტაირის ჭარბ დოზას ხანგრძლივად (თვეების განმავლობაში) გამოიყენებთ, გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა არსებობს. თუ,ფიქრობთ, რომ კორტაირის ჭარბ დოზას ღებულობთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, კორტაირის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, კორტაირის საჭირო დოზის მიღება დაგავიწყდებათ, დავიწყებული დოზის ანაზღაურება საჭირო არ არის. მომდევნო დოზა, დანიშნულების შესაბამისად მიიღეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც კორტაირით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

იმის მიუხედავად, რომ ასთმის შეტევები აღარ გაქვთ და თავს კარგად გრძნობთ, წამლის მიღება მაინც არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე კორტაირის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, კორტაირის გამოყენების დროს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გამოვლინდება და ან არსებული გვერდითი ეფექტის გამოვლინდება გაგრძელდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კორტაირის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სახის, განსაკუთრებით ტუჩების, ენის, თვალების და ყურების მიდამოეში შეშუპება

სუნთქვის გაძნელება

კანზე გამონაყარი, ქავილი, კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი), ურტიკარია

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კორტაირის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

წამლის მიღების შემდეგ (ინჰალაციის შემდეგ) უეცრად განვითარებული ხიხინი. აღნიშნული, ძალიან იშვიათად ვლინდება, 10,000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

გავრცელებული:

რძიანა (პირის ღრუსა და ხახაში სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ანთება). თუ, კორტაირის გამოყენების შემდეგ პირის ღრუს წყლით გამოივლებთ, რძიანას გამოვლინების ალბათობა უფრო დაბალია.

ხახის მსუბუქი გაღიზიანება

ხველა

ხმის გაუხეშება (ბავშვებში იშვიათად ვლინდება)

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებულ ავადმყოფებში პნევმონია (ფილტვების ანთება)

თუ, კორტაირის გამოყენების დროს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

ცხელება და კანკალი

ლორწოს წარმოების მომატება, ლორწოს ფერის ცვლილება

ხველის მომატება და ან სუნთქვის გაძნელების უფრო მომატება

ნაკლებად გავრცელებული:

გაღიზიანება, მოუსვენრობა და დაძაბულობის შეგრძნება

დეპრესია

კანკალი

კატარაქტა (თვალებზე ფარდის ჩამოფარების შეგრძნება)

კუნთოვანი კრუნჩხვები

მხედველობის შემღვრევა

იშვიათი:

კანის გალურჯება

სახის ნიღაბის გამოყენების შემდეგ სახის გაწითლება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სახის ნიღაბის გამოყენების შემდეგ პირი-სახის დაბანა

ძილის პრობლემები, დეპრესია და ან შფოთვა, მოუსვენრობა, ძლიერი გაღიზიანება, აღელვება და ან დათრგუნულად ყოფნის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტები უფრო მეტად ბავშვებში ვლინდება.

ხმის ჩახლეჩა

ხმის გაუხეშება (ბავშვებში)

ინჰალაციის (სასუნთქი გზების) გზით გამოყენებული კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივად და დიდი დოზებით მიღებამ, ორგანიზმის მიერ ნორმალურ პირობებეში წარმოებულ სტეროიდული ჰორმონების წარმოებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. აღნიშნული ზემოქმდების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს:

ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის სისწრაფის შენელება (იშვიათად). თუ, დიდი დოზების გამოყენება ხანგრძლივი დროით გაგრძელდება, საბოლოო, მაქსიმალური სიმაღლე შეიძლება დაახლოებით 1 სმ-ით ნაკლები იყოს.

ძვლის მინერალური ინტენსივობის შემცირება (ძვლების გათხელება)

გლაუკომა (თვალის შიგა წნევის მომატება)

თირკმელზედა ჯირკვალზე ზემოქმედება (თირკმელთან შეერთებული პატარა ჯირკვალი) (იშვიათი)

სასუნთქი გზებით მიღებული კორტიკოსტეროიდების მიღებისას, გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ტაბლეტირებული ფორმის კორტიკოსტეროიდების მიღებისას.

გვერდითი ეფექტები გამოვლინება დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, გამოყენების ხანგრძლივობაზე, პარალელურ რეჟიმში და მანამდე გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივობაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

ნებულაიზერის სახის ნიღბის გამოყენების შემთხვევაში, სახის კანზე შეიძლება გაღიზიანება გამოვლინდეს. სახის კანზე არსებული გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით, სახის ნიღაბის გამოყენების შემდეგ საჭიროა პირი-სახის წყლით დაბანა.

იშვიათ შემთხვევებში, ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი (სისტემური) გვერდითი ეფექტები: დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ან ღებინება, თუ აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდება, ეჭვი გვერდითი ეფექტების გამოვლენაზე უნდა მიიტანოთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • კორტაირის შენახვა

კორტაირი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

თუ, დოზის მიღებისთვის დოზის ერათეულებს სრულად ვერ გამოიყენებთ, დარჩენილი დოზა სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ. ყოველი დოზა, გახსნის შემდეგ 12 საათის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას. ფოლგის შეფუთვის პირველი გახსნის თარიღი ჩაინიშნეთ. თუ, სამედიცინო პროდუქტი 3 თვის და ან უფრო მეტი დროის განმავლობაში გახსნილი ფოლგის შეფუთვაში დარჩება, ეს წამალი არ გამოიყენოთ. ფლაკონის შიგთავსის ნახევარის გამოყენების შემთვევაში, დარჩენილი ნაწილი სტერილური არ იქნება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას.

შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.

წამალი არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

წამლის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კორტაირი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და / და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, კორტაირი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ვემ ილაჩ სან ვე თიჯ

მასლაქის დასახლება, აოს 55 ქ. N42. მასლაქი. ბლოკი-ა. მიკრორაიონი N:2/134

სარიერი/სტამბოლი.

წარმოების ადგილი:

ს.ს. ვემ ილაჩ სან ვე თიჯ

ჩერქეზქოის ორგანული მრეწველობის რეგიონი

ქარააღაჩის დასახლ. ფათიჰის ბულვარი N:38

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 23.12.2019-ში დამოწმებულია.

15014HM01293-01

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა