კოროსი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფის პრეპარატებს. კოროსი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში: ქოლესტერინის მაღალი დონის დროს. ეს ნიშნავს რომ იმყოფებით ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის ქვეშ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- როზუვასტატინი (rosuvastatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Merkez Laboratuari Ilaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C10AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043670
- რეგისტრირებულია
- 22 ივლისი 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Sirketi (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კოროსი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კოროსი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფის პრეპარატებს. კოროსი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
ქოლესტერინის მაღალი დონის დროს. ეს ნიშნავს რომ იმყოფებით ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის ქვეშ. სტატინების დანიშვნა ხდება იმ დროს, როდესაც დიეტის ცვლილება და ფიზიკური ვარჯიში არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. კოროსის მიღებასთან ერთად შეგიძლიათ ქოლესტერინის დამწევი დიეტის და ვარჯიშის გაგრძელებაც.
ან
არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ზრდის ინფარქტის ან ინსლუტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითარების რისკს. ინფარქტი, ისნულტი ან სხვა სახის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს ათეროსკლეროზით. ათეროსკლეროზის წარმოქმნის მიზეზია ცხიმების დაგროვება სიხსლძარღვებში.
რა მნიშვნელობა აქვს კოროსის მიღებას?
კოროსი ინიშნება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების დონის კორექციისთვის რასაც ეწოდება ლიპიდები, რომელთა შორის ძირითადია ქოლესტერინი. სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა ტიპები - „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-C) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-C).
კოროსს შეუძლია შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინის და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინის დონე.
იგი ხელს უშლის „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდის ორგანიზმის უნარს გამოდევნოს იგი სისხლიდან.
ადამიანების უმეტესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე არ ახდენს ზემოქმედებას მათ ზოგად მდგომარეობაზე, რადგან მას არ გააჩნია რაიმე სახის სიმპტომი. იმის გამო, რომ ხშირად არ მიმართავენ მკურნალობას, ცხიმოვანი ნარჩენები გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და ავიწროებს მათ. ზოგჯერ ხდება შევიწროებული სისხლძაღვების დახშობა, რის გამოც სისხლძარღვები ვეღარ აწვდიან სისხლს გულს და ტვინს, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევით, მცირდება ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელბასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითრების რისკი. უნდა გაგრძელდეს კოროსის გამოყენება, მიუხედავად იმისა, შემცირდა თუ არა ქოლესტერინი საჭირო დონემდე, რადგან იგი ინარჩუნებს ქოლესტერინის სათანადო დონეს და იცავს სისხლძარღვების კედლებს ცხიმების დაგროვებისგან. თუმცა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობის დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
- კოროსის ტაბლეტების მიღებამდე:
მიღების წესი და დოზირება
კოროსის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზები
კოროსის ქოლესტერინის მაღალი დონის დროს გამოყენებისას:
საწყისი დოზა
კოროსის საწყისი დოზაა 5 მგ ან 10მგ, მიუხედავად, იმისა თუ მიგიღიათ მანამდე რომელიმე სხვა სტატინის უფრო მაღალი დოზა.
საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:
თქვენი ქოლესტერინის დონეზე
ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის დონეზე
ისეთი ფაქტორის არსეობაზე, რაც ხელს შეუწყობს გვერდითი მოვლენების განვითარებას.
გაარკვიეთ თქვენს ექიმთან კოროსის რა საწყისი დოზაა თქვენთვის შესაფერისი.
შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ მინიმალური დოზა ( 5მგ), თუ:
ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).
ხართ 70 წელზე ასაკის ზემოთ.
გაწუხებთ თირკმელების საშუალო სიმძიმის პრობლემები.
იმყოფებით კუნთების ტკივილის განვითარების რისკის ქვეშ (მიოპათია).
დოზის გაზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე. ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს თქვენთვის დოზის გაზრდა, იმისათვის რომ მიიღოთ კოროსის ის დოზა, რაც თქვენთვისაა საჭირო. 5 მგ საწყისი დოზის შემთხვევაში, შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ ორმაგი 10 მგ დოზა, შემდეგ 20 მგ და შემდეგ 40 მგ, საჭიროების შემთხვევაში.
10მგ საწყისი დოზის შემთვევაში შესაძლებელია თქვენმა ექიმმა გაგიორმაგოთ დოზა 20მგ-მდე , შემდეგ კი 40მგ-მდე საჭიროების შემთხვევაში. დოზის თითოეულ კორექციას შორის შუალედი უნდა იყოს 4 კვირა.
კოროსის მაქსიმალური დღიური დოზაა 40მგ. იგი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი და იმ შემთხვევაში, თუ ქოლესტერინის დონე არ იწევს ქვემოთ 20 მგ-ის მიღების შედეგად.
იმ შემთხვევაში, თუ იღებთ კოროსს ინფარქტის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო:
რეკომენდებული დოზაა დღეში 20მგ. თუმცა, ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ ნაკლები დოზა შემდეგი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
დოზირება 10-17 წლის ბავშვებში
საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს დოზა თქვენთვის შესაფერისი დოზის შერჩევის გამო. კოროსის მაქსიმალური დღიური დოზაა 20მგ. მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ. დაუშვებელია ბავშვებში კოროსის 40მგ ტაბლეტის მიღება.
ტაბლეტის მიღების წესი
პრეპარატი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.
მიიღეთ კოროსი დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ერთსადაიმავე დროს, იმისათვის რომ კარგად დაგამახსოვრდეთ მიღების დრო. რეკომენდებულია ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ იგი დაუბრუნდა სათანადო ნიშნულს. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს თქვენთვის განკუთვნილი დოზები, იმისათვის რომ მიიღოთ კოროსის თქვენთვის შესაფერისი დოზა.
თუ თქვენ მიიღეთ კოროსი ჭარბი დოზით
კოროსის დოზის გადაჭარბების შემთვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
ჰოსპიტალში მიმართვისას ან თუ გადიხართ მკურნალობას სხვა დაავადების გამო, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს რომ იღებთ კოროსს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ კოროსის მიღება
კოროსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
როგორ შევწყვიტოთ კოროსის მიღება
კოროსის მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს. კოროსის შეწყვეტის გამო შესაძლებელია თქვენი ქოლესტერინის დონე კვლავ გაიზარდოს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია კოროსის, ან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.
თუ დაორსულდით კოროსის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს. კოროსის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით.
ღვიძლის დაავადებებისას.
თირკმლის მწვავე დაავადებებისას.
კუნთების აუხსნელი ან განმეორებითი ტკივილისას.
თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას (ან ეჭვის შემთხვევაში) კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ასევე, არ მიიღოთ კოროსი 40მგ (მაქსიმალური დოზა):
თირკმლის საშუალო სიმძიმის დაავადებებისას (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს).
ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუქნციონირებისას.
კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას, ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს.
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღებისას.
თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).
თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან (რომელიმეს არსებობისას) კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და აცნობეთ ექიმს, თუ:
გაქვთ თირკმელების პრობლემები
გაქვთ ღვიძლის პრობლემები
კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს.
აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ კუნთების გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი, განსაკუთრებით თუ ხართ შეუძლოდ ან გაქვთ ცხელება.
თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუნქციონირებისას.
თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად.
ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, მაშინაც კი, თუ იღებდით სხვა პრეპარატებს ქოლესტერინის მაღალი დონის დასაწევად.
თუ იღებთ აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებს, მაგ. ლოპინავირი/რიტონავირი. იხ. „სხვა პრეპრარატები“.
თუ პაციენტის ასაკი 10 წელზე ნაკლებია: კოროსის გამოყენება დაუშვებელია 10 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
თუ პაციენტის ასაკი 18 წელზე ნაკლებია: კოროსის 40 მგ ტაბლეტის მიღება არ არის რეკომენდებული 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
70 წელზე მეტი ასაკის დროს (რადგან ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი საწყისი დოზა).
მწვავე რესპირატორული პრობლემების დროს.
თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი). თქვენი ექიმი შეგირჩევთ კოროსის თქვენთვის შესაფერის საწყის დოზას.
ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას (თუ არ ხართ დარწმუნებული):
არ მიიღოთ კოროსის 40 მგ (მაქსიმალური დოზა) და გადაამოწმეთ დოზა თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კოროსის გამოყენებამდე.
ადამიანების მცირე როდენობაში სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ ღვიძლის პრობლემები. ამის გაგება შესაძლებელია მარტივი ანალიზის მეშვეობით სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატების შემოწმებით. ამის გამო, ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციის) კოროსით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ექიმი გირჩევთ არის თუ არა თქვენთვის უსაფრთხო პრეპარატის გამოყენება. შესაძლებელია კოროსის გამოყენების დროს ჩაგიტარდეთ გამოკვლევა ასთმაზე.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის ეფექტები
პაციენტებში, რომლებიც კოროსის მაღალ დოზებს ღებულობდნენ, განსაკუთრებით 40 მგ-ს, ტესტ-ჩხირებით გამოვლინდა პროტეინურია, ჩვეულებრივ მილაკოვანი, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში იყო ტრანზიტორული და წყვეტილი. აღნიშნული არ არის თირკმლის მწვავე ან პროგრესული დაავადები მაჩვენებელი (იხილეთ პუნქტი 4.8). პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკაში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების სიხშირე უფრო მაღალია > 40 მგ დოზირების დროს. 40 მგ კოროსით ნამკურნალევ პაციენტებში, რუტინული შემოწმების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შეფასება.
ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე
პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინით მკურნალობენ, ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე, როგორიცაა მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი აღინიშნებოდა ყველა დოზაზე, განსაკუთრებით > 20 მგ დოზებზე. HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორებისა და ეზეტიმიბის ერთად გამოყენების შედეგად აღინიშნებოდა რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები. პირიქით, ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების იგნორირება არ შეიძლება (იხილეთ პუნქტი 4.5) და მათი ერთად გამოყენებისას სიფრთხილის ზომების დაცვა არის აუცილებელია. HMG-CoA სხვა რედუქტაზა ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვასტატინთან დაკავშირებული რაბდომიოლიზის შემთხვევები პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში უფრო მეტია 40 მგ დოზაზე.
კრეატინ კინაზას განსაზღვრა
კრეატინ კინაზას (CK) განსაზღვრა არ შეიძლება დაძაბული ვარჯიშის შემდეგ, ვინაიდან შეიძლება მცდარი შედეგები მივიღოთ, და ისეთი პირობების არსებობისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კრეატინინ კინაზას მატება. თუ კრეატინინ კინაზას საწყისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია (>5xULN), შედეგის დასადასტურებლად 5-7 დღის განმავლობაში ანალიზი უნდა განმეორდეს. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ანალიზი დაადასტურებს, რომ CK-ს საწყისი მაჩვენებელი არის >5xULN, მკურნალობის დაწყება არ შეიძლება.
მკურნალობის დაწყებამდე
სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსად, კოროსი სიფრთხილით გამოიყენება მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტორებია:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
ჰიპოთიროიდიზმი-
კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების ინდივიდუალური ან ოჯახური ანამნეზი;
კუნთების ტოქსიურობის ანამნეზი გამოწვეული ნებისმიერი სხვა HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორების ან ფიბრატების (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) გამოყენებით;
ალკოჰოლიზმი;
ასაკი 70 წელს ზემოთ;
პირობები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ პლაზმური დონეები (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.5 და 5.2);
ფიბრატებთან (მაგალითად, გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) ერთად გამოყენება.
ასეთ პაციენტებში, უნდა შეფასდეს კოროსით მკურნალობის რისკი, მისაღწევი სარგებლის მიხედვით, აუცილებელია პაციენტის კლინიკური მონიტორინგი. თუ კრეატინინ კინაზას საწყისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია (CK>5xULN), მკურნალობის დაწყება არ შეიძლება.
მკურნალობის დროს
პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, უცნობი მიზეზით კუნთების ტკივილის, სისუსტის ან უეცარი სპაზმების, განსაკუთრებით ცხელებისა თუ ადვილად დაღლილობის შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ექიმს. აღნიშნულ პაციენტებში უნდა განისაზღვროს CK-ს დონე. იმ შემთხვევაში, თუ CK-ს დონე მნიშვნელოვნად გაზრდილია (>5xULN) ან თუ კუნთების სიმპტომები მძიმეა და იწვევს დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაშინაც კი, თუ CK ≤5xULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ სიმპტომები გაქრება და CK დონე მიაღწევს ნორმალურ დონეს, შეიძლება კოროსით მკურნალობის განახლების ან სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის გამოყენების განხილვა, პაციენტის მონიტორინგისა და მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენების პირობით. ასიმპტომატურ პაციენტებში არ არის აუცილებელი CK დონის რუტინული მონიტორინგი. იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია (IMNM) აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად სტატინებით (როზუვასტატინით) მკურნალობის დროს და მას შემდეგ. IMNM კლინიკურად ხასიათდება მიმდინარე პროქსიმალური კუნთების სისუსტით და შრატში მომატებული კრეატინ კინაზით სტატინებით თერაპიის შეწყვეტის მიუხედავად.
კლინიკურ კვლევებში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კოროსის ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე მომატებულია პაციენტების მცირე ჯგუფში, რომლებიც იტარებენ თანმხლებ მკურნალობას კოროსით. მიუხედავად ამისა, მიოზიტისა და მიოპათიის მომატებული სიხშირე აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბრატების წარმოებულებთან კომბინაციაში, გემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, პროტეაზას ინჰიბიტორებისა და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის რისკს HMG-CoA რედუქტაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ, კოროსის კომბინირება გემფიბროზილთან რეკომენდებული არ არის. ლიპიდების დონის შემდგომი ცვლილებების უპირატესობები კოროსის გამოყენებისას კომბინაციაში ფიბრატებთან (როგორიცაა გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) და ნიაცინთან სათანადოდ უნდა იქნას განხილული აღნიშნული კომბინაციების შესაძლო რისკების გათვალისწინებით. კოროსის 40 მგ დოზის გამოყენება ფიბრატებთან (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.5 და პუნქტი 4.8). როზუვასტატინისა და ფუსიდის მჟავას კომბინაცია რეკომენდებული არ არის. აღნიშნული კომბინაციის გამოყენებისას აღწერილია რაბდომიოლიზის (ლეტალური შედეგის ჩათლით) შემთხვევები.
კოროსის გამოყენება არ შეიძლება მძიმე მწვავე მოვლენების მქონე არცერთ პაციენტში (მაგალითად, სეფსისი, ჰიპოტენზია, ქირურგიული ჩარავები, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები თუ არაკონტროლირებული კრუნჩხვები), რაც შეიძლება მიანიშნებდეს მიოპათიის ან რაბდომიოლიზის მეორადად განვითარებული თირკმლის უკმარისობაზე.
ზეგავლენა ღვიძლზე
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, კოროსი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობას და/ან აქვთ ღვიძლის დაავადების ანამნეზი.
კოროსით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. თუ ტრანსამინაზების დონე შრატში 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, კოროსით მკურნალობა უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა. ღვიძლის მძიმე დარღვევების შესახებ შეტყობინებების სიხშირე (განსაკუთრებით ღვიძლის მომატებული ტრანსამინაზები) პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში უფრო მაღალია 40 მგ დოზის გამოყენების დროს.
პაციენტებში მეორადი ჰიპერქოლისტერინემიით გამოწვეული ჰიპოთიროიდიზმით ან ნეფროზული სინდრომით, კოროსით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოსწორდეს გამომწვევი დაავადება.
ეთნიკურობა
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სისტემური ზემოქმედება გაზრდილია აზიური წარმოშობის პაციენტებში, თეთრი რასის პაციენტებთან შედარებით (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).
პროტეაზას ინჰიბიტორები
როზუვასტატინის მომატებული სისტემური ზემოქმედება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორებს რიტონავირთან კომბინაციაში როზუვასტატინთან ერთად. კოროსით ლიპიდების დონის შემცირების სარგებელი აივ პაციენტებში პროტეაზას ინჰიბიტორების გამოყენებით და როზუვასტატინის მომატებული პლაზმური კონცენტრაციების პოტენციალი გასათვალისწინებელია კოროსით მკურნალობის დაწყების დროს, კოროსის დოზა იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც პროტეაზას ინჰიბიტორებით მკურნალობენ. კოროსის გამოყენება კომბინაციაში გარკვეულ პროტეაზას ინჰიბიტორებთან არ არის რეკომენდებული, სანამ არ მოხდება კოროსის დოზის კორექცია (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.5).
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
აღინიშნებოდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, განსაკუთრებით სტატინების ხანგრძლივი მკურნალობის დროს და გამონაკლის შემთხვევებში (იხილეთ ასევე ცხრილი 3 და პუნქტი 4.8). შესაძლებელია ქოშინი, არაპროდუქტიული (ნახველის გარეშე) ხველა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება (დაღლილობა, წონაში კლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარებაზე ეჭვის დროს, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, HbA1c და შრატში გლუკოზის დონის მომატება აღინიშნებოდა კოროსით ნამკურნალევ პაციენტებში. დიაბეტის სიხშირის მატება კოროსით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. მიუხედავად ამისა, სტატინებით სისხლძარღვოვანი რისკის შემცირების სარგებლის გათვალისწინებით, აღნიშნული რისკი არ უნდა წარმოადგენდეს სტატინებით თერაპიის შეწყვეტის მიზეზს. ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად ხორციელდება რისკის ქვეშ არსებული პაციენტების (სისხლში გლუკოზის დონე უზმოზე 101-124 მგ/დლ, BMI > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მატება, ჰიპერტენზია) კლინიკური და ბიოქიმიური მონიტორინგი.
JUPITER კვლევაში, შაქრიანი დიაბეტის საერთო სიხშირე ჩვეულებრივ იყო 2.8% როზუვასტატინის და 2.3% - პლაცებოს ჯგუფში პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონით უზმოზე 101-124 მგ/დლ.
პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონით უზმოზე 100-125 მგ/დლ, როზუვასტატინით მკურნალობა დაკავშირებულია დიაბეტის განვითარების მომატებულ რისკთან.
პედიატრიული პოპულაცია
6-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინს ღებულობენ, სქესობრივი მომწიფების მეორადი ნიშნების შეფასება ხაზოვანი ზრდით (სიმაღლე), წონით, BMI (სხეულის მასის ინდექსი) და ტანერის კლასიფიკაციით შემოიფარგლება ორწლიანი პერიოდით. კვლევის ორი წლის შემდეგ, ზეგავლენა ზრდაზე, წონაზე, BMI თუ სქესობრივ მომწიფებაზე არ აღინიშნებოდა (იხილეთ პუნქტი 5.1).
52-კვირიან კლინიკურ კვლევაში ბავშვებსა და მოზარდებში, კრეატინ კინაზას > 10xULN მომატება და კუნთების სიმპტომები ვარჯიშის ან მომატებული ფიზიკური აქტივობის შემდეგ აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილების კლინიკური კვლევების დაკვირვებებში (იხილეთ პუნქტი 4.8).
ლაქტოზას აუტანლობა
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, Lapp ლაქტოზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
- 5. ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები
როზუვასტატინთან კომბინაციაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა როზუვასტატინზე.
მატარებელი ცილის ინჰიბიტორები: როზუვასტატინი წარმოადგენს სუბსტრატს ზოგიერთი გადამტანი ცილისთვის, ღვიძლის მიტაცების OAТP1B1 გადამტანის და BCRP ეფლუქსიური გადამტანის ჩათვლით. როზუვატატინის და იმ პრეპარატების ერთდროულ გამოყენებას, რომლებიც წარმოადგენს ამ სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორებს, შესაძლოა თან ახლდეს პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4 და 4.5 ცხრილი 1)
ციკლოსპორინი:
კოროსის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUС მნიშვნელობები იყო საშუალოდ 7-ჯერ უფრო მაღალი ჯანმრთელ მოხალისეებში (იხილეთ ცხრილი 1). კოროსი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს (იხილეთ პუნქტი 4.3). პრეპარატების ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.
პროტეაზას ინჰიბიტორები:
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, როზუვასტატინის პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მომატება (იხილეთ ცხრილი 1). მაგალითად, ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, 10 მგ როზუვასტატინის და პროტეაზას ორი ინჰიბიტორის შემცველი (300 მგ ატაზანავირი/100 მგ რიტონავირი) კომბინირებული პრეპარატის ერთდროული მიღება ჯანმრთელ მოხალისეებში, დაკავშირებული იყო როზუვასტატინის AUC დაახლოებით 3-ჯერ და Cmax-ის 7-ჯერ მომატებასთან. კოროსისა და პროტეაზას ინჰიბიტორების ზოგიერთი კომბინაციის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია კოროსის დოზის გულდასმით შერჩევის შემდეგ, რომელიც დაფუძნებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელ ზრდაზე (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4 და 4.5 და ცხრილი 1). როზუვასტატინის დღიური მიღება უნდა შემოიფარგლოს 10 მგ-ით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ატაზანავირი/რიტონავირის ან ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციას.
გემფიბროზილი და სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებები:
კოროსისა და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების (Cmax) და AUC-ის 2-ჯერ გაზრდას (იხილეთ პუნქტი 4.4). სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, მოსალოდნელი არ არის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ფენოფიბრატთან, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილის, ფენოფიბრატის, სხვა ფიბრატებისა და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავა) ჰიპოლიპიდემიური დოზები ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას იმის გამო, რომ მათ შესაძლოა გამოიწვიონ მიოპათია მონოთერაპიის სახით მიღების დროსაც. 40 მგ კოროსის და ფიბრატების (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4). მოცემული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის საწყისი დოზა უნდა იყოს 5 მგ.
ეზეტიმიბი:
10 მგ როზუვასტატინის და 10 მგ ეზეტიმიბის ერთად გამოყენებისას ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როზუვასტატინის AUC გაიზარდა 1.2-ჯერ (იხილეთ ცხრილი 1). გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით კოროსსა და ეზეტიმიბს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არსებობს (იხილეთ პუნქტი 4.4).
ანტაციდები:
როზუვასტატინის და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის დახლოებით 50%-ით დაქვეითება. ეს მოქმედება გამოხატულია უფრო სუსტად, თუ ანტაციდი გამოიყენება კოროსის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. აღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი:
კოროსის და ერითრომიცინის ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის AUС-ის (0-t) 20%-ით და Cmax-ის 30%-ით შემცირება. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ერითრომიცინის მომატებული მოძრაობით ნაწლავებში.
ციტოქრომა P450 ფერმენტები:
In vitro და in vivo ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ წარმოადგენს ციტოქრომა P450-ის იზოფერმენტების არც ინჰიბიტორს და არც ინდუქტორს. გარდა ამისა, როზუვასტატინი წარმოადგენს აღნიშნული იზოფერმენტების სუსტ სუბსტრატს. ამიტომ, ციტოქრომა P450 მეტაბოლიზმთან დაკავშირებული რაიმე მეტაბოლური ურთიერთქმედება, მოსალოდნელი არ არის. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (СYP2С9 და СYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (СYP2A6 და СYP3A4 ინჰიბიტორი) შორის გამოვლენილი არ არის.
ურთიერთქმედებები, რომლებიც საჭიროებენ როზუვასტატინის დოზის კორექციას (იხილეთ ცხრილი 1): პრეპარატ კოროსის დოზის კორექცია საჭიროა მისი იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან როზუვასტატინის ექსპოზიციას. თუ მოსალოდნელია ექსპოზიციის (AUC) გაზრდა 2-ჯერ და მეტად, პრეპარატ კოროსის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროა კოროსის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის კორექცია ისე, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს კოროსის 40 მგ სადღეღამისო დოზის შესაბამის მაჩვენებელს, რომელიც მიიღება როზუვასტატინთან ურთიერთმოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გარეშე, მაგალითად, 20 მგ პრეპარატი კოროსი გემფიბროზილთან ერთად (ექსპოზიციის მატება 1,9-ჯერ), და 10 მგ პრეპარატი კოროსი რიტონავირთან/ატაზანავირთან კომბინაციაში (ექსპოზიციის მატება 3,1-ჯერ).
ცხრილი 1: როზუვასტატინთან კომბინაციაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა როზუვასტატინის ექსპოზიციაზე – გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების შედეგები (EAA; კლების მიხედვით)
თანმხლები მკურნალობის რეჟიმის
როზუვასტატინის დპზორების რეჟიმი
როზუვასტატინის EAA* ცვლილება
ციკლოსპორინი 75-200 მგ 2 ჯერ დღეში, 6 თვე
10 მგ დღეში ერთხელ, 10 დღე
- 1-ჯერ
ატაზანავირი 300 მგ/ რიტონავირი 100 მგ ერთხელ დღეეში, 8 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 1-ჯერ
სიმეპრევირი 150 მგ ერთხელ დღეში, 7 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 8-ჯერ
ლოპინავირი 400 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2 ჯერ დღეში, 17 დღე
20 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე
- 1-ჯერ
კლოპიდოგრელი 300 მგ დატვირთვის დოზა, შემდეგ 75 მგ 24 საათში
20 მგ, ერთჯერადი დოზა
2-ჯერ
გემფიბროზილი 600 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
- 9-ჯერ
ელტრომბოპაგი 75 მგ ერთხელ დღეში, 10 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 6-ჯერ
დარუნავირი 600 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე
- 5-ჯერ
ტიპრანავირი 500 მგ/ რიტონავირი 200 მგ 2 ჯერ დღეში, 11 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 4-ჯერ
დრონედარონი 400 მგ დღეში ორჯერ
არ არის ხელმისაწვდომი
- 4-ჯერ
იტრაკონაზოლი 200 მგ დღეში ერთხელ, 5 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 4-ჯერ * *
ეზეტიმიბი 10 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე
- 2-ჯერ * *
ფოსამპრენავირი 700 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 8 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ალეგლიტაზარი 0,3 მგ 7 დღე
40 მგ, 7 დღე
სილიმარინი 140 მგ 3 ჯერ დღეში, 5 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ფენოფიბრატი 67 მგ 3 ჯერ დღეში, 7 დღე
10 მგ, 7 დღე
რიფამპინი 450 მგ ერთხელ დღეში, 7 დღე
20 მგ, ერთჯერადი დოზა
კეტოკონაზოლი 200 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
ფლუკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღეში, 11 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
ერითრომიცინი 500 მგ 4 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
28%
ბაიკალინი 50 მგ 3 ჯერ დღეში, 14 დღე
20 მგ, ერთჯერადი დოზა
47%
- x-ჯერ ცვლილებების სახით წარმოდგენილი მონაცემები წარმოადგენენ ერთად გამოყენებისა და მხოლოდ როზუვასტატინის გამოყენების მარტივ თანაფარდობას. % ცვლილებების სახით მოცემული მონაცემები წარმოადგენენ პროცენტულ სხვაობს მხოლოდ როზუვასტატინთან შედარებით.
მატება გამოსახულია ნიშნით „“, ცვლილები გარეშე ნიშნით „ “ და შემცირება, როგორც „“.
- * როზუვასტატინის სხვადასხვა დოზებზე ჩატარდა ურთიერთქმედების შემსწავლელი ბევრი კვლევა, ცხრილში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი თანაფარდობები.
როზუვასტატინის ზეგავლება სამკურნალო პრეპარატებზე კომბინაციაში
ვიტამინი K-ს ანტაგონისტები
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) დონე შეიძლება გაიზარდოს კოროსით მკურნალობის დაწყების დროს ან როდესაც კოროსის დოზა იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად ვარფარინი და სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტი) ღებულობენ. მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება ამცირებს INR-ის დონეს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია INR-ის მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (HRT):
როზუვასტატინის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდორული გამოყენება იწვევდა ეთინილ ესტრადიოლის და ნორგესტრელის AUС-ის ზრდას 26%-ით და 34%-ით, შესაბმისად. პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას, საჭიროა პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი მატების გათვალისწინება. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები კოროსის და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მედიკამენტების გამოყენებაზე არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება ამგვარი კომბინაციის დროს ანალოგიური მოქმედების გამორიცხვა. თუმცა, კლინიკური კვლევების ჩატარებისას პრეპარატების ამგვარი კომბინაცია საკმარისად ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში და ხასიათდებოდა კარგი ამტანობით.
სხვა სამკურნალო საშუალებები:
დიგოქსინი: სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ფუზიდის მჟავა: როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავის ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. სხვა სტატინების მსგავსად, პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას ერთად გამოყენებისას აღინიშნებოდა კუნთებთან დაკავშირებული მოვლენები, რაბდომიოლიზის ჩათვლით.
შესაბამისად, როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას კომბინაცია რეკომენდებული არ არის. თუ კომბინაცია აუციებელია, საჭიროა პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ
პედიატრიული ინფორმაცია
ურთიერთქმედების კვლევები მხოლოდ მოზრდილებში ჩატარდა. ბავშვებში ურთიერთქმედების ინტენსივობა უცნობია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს მათ შორის არარეცეპტურულს. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი სახის პრეპარატებს: ციკლოსპორინი ( მაგ. ორგანოს ტრანპლანტაციის გამო), ვარფარინი (ან სხვა რომელიმე სისხლის გამათხიერებელი პრეპარატი), ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან სხვა რომელიმე პრეპარატს ქოლესტერინის დონის დასაწევად (როგორიცაა ეზეტიმიბი), კუჭ-ნაწლავის პრეპარატებს (კუჭის მჟავიანობის ნეიტრალიზებისთვის), ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), ორალური კონტრაცეპტივი (აბები), ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია ან ლოპინავირი/რიტონავირი (აივ ინფექციის საწინააღმდეგო. იხ. „გასნაკუთრებული მითითებები“). ამ პრეპარატების ეფექტურობა შესაძლებელია შეიცვალოს კოროსის მიღებისას ან პირიქით, ამ პრეპარატებმა შეცვალონ კოროსის ეფექტურობა.
კოროსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კოროსის მიღება დაშვებულია საკვებთან ერთად ან ცალკე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კოროსის გამოყენება დაუშვებელია ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში. კოროსის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. აუცილებელია კოროსის მიღებისას თავის დაცვა ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. რომელიმე პრეპარატის გამოყენებამდე კოსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ადამიანების უმრავლესობაში კოროსის მიღებისას შესაძლებელია ავოტმობილის და სხვა მექანიზმების მართვა - ის არ თრგუნავს ამ უნარს. ზოგჯერ კი აღინიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
კოროსის შემადგენელი ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ექიმისაგან, რომ ზოგიერთი შაქრის (ლაქტოზას ანუ რძის შაქარი) მიმართ გაგაჩნიათ აუტანლობა, კოროსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, კოროსმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის გვერდითი მოვლენებია. ეს გვერდითი მოვლენებია ძირითადად საშუალო სიმძიმის და ქრება მოკლე ხანში.
შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთვევაში:
სუნთქვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე.
სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომლის შედეგადაც რთულდება ყლაპვის უნარი.
კანის ძლიერი ქავილი (შეშუპებით). შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ კუნთების უჩვეულო ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში. კუნთების ტკივილი ახასიათებთ უფრო მეტად ბავშვებს და მოზარდებს, ვიდრე მოზრდილებს.
როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა რამოდენიმე შემთხვევას კუნთებში უსიამოვნო ეფექტებს და იშვიათად მათი გამწვავება ხდებოდა კუნთების სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ დაზიანებამდე, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (1/10 -დან – 1/100-დან):
თავის ტკივილი
მუცლის ტკივილი
ყაბზობა
შეუძლოდ ყოფნა
კუნთების ტკივილი
სისუსტე
ძილიანობა
შარდში ცილების რაოდენობის მომატება - იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს კოროსის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ კოროსის 40მგ).
დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმალურთან შედარებით მომატებულია.
არახშირი გვერდითი მოვლენები (1/100-დან და 1/1000-დან):
გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანზე.
შარდში ცილების რაოდენობის მომატება - იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს კოროსის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ კოროსის 5მგ, 10მგ და 20მგ).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/1000-დან და 1/10000-დან):
მწვავე ალერგიული რეაქციები - სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი (შეშუპებით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
მოზრდილებში კუნთების დაზიანების დროს - სიფრთხილის გამო შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ იგრძნობთ უჩვეულო ხანგრძლივ ტკივილს კუნთებში.
მუცლის მწვავე ტკივილი (ანთებითი პანკრეასი)
სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (<1/10000-დან):
სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება)
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
სისხლიანი შარდი
ფეხის და მკლავების ნერვის დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება)
სახსრების ტკივილი
მეხსიერების დაკარგვა
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
დიარეა
სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირზე და თვალებზე, ასევე გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა)
ხველა
სუნთქვის გაძნელება
ედემა (შეშუპება)
ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები
სექსუალური გართულებები
დეპრესია
სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის დათრგუნვა ან ცხელება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, გამოიყენება სიმპტომატური მკურნალობა და საჭირო დამხმარე ზომები. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯებისა და CK დონის მონიტორინგი.
შემადგენლობა
20 მგ
აქტიური ნივთიერება:
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, 20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტური რაოდენობით.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 50 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილო პუნქტში 6.1.
40 მგ
აქტიური ნივთიერება:
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, 40 მგ როზუვასტატინის ექვივალენტური რაოდენობით.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 40 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილო პუნქტში 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვის.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ საკუთარ კოლოფში.
გამოუყენებელი და მორჩენილი ტაბლეტების შემთხვევაში არ გადაყაროთ ისინი კანალიზაციაში ან სანაგვე ურნაში. მიუტანეთ იგი უკან ფარმაცევტს და ის გაანადგურებს მას გარემოს დაზიანების გარეშე.
- დამატებითი ინფორმაცია
კოროსის ტაბლეტების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის კალციუმის როზუვასტატინი (ინგრედიენტი, რომელიც განაპირობებს პრეპარატის ეფექტს). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20მგ და 40მგ აქტიურ ნივთიერებას.
დამხამრე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, კროსპოვიდონი (კოლიდონი CL), მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სტეარინის მჟავა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი, წითელი და ყვითელი (E172).
წამლის და შეფუთვის ფორმა
კოროსის 20 მგ ტაბლეტი არის მრგვალი ფორმის, ვარდისფერი, გარსით დაფარული.
შეფუთვაში მოცემულია 14, 28 ტაბლეტი.
კოროსის 40 მგ ტაბლეტი არის ოვალური ფორმის, ვარდისფერი, გარსით დაფარული.
შეფუთვაში მოცემულია 28 ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ლიცენზიის მფლობელი
Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.S.
Camhk Mah. Pamuk sok. A Blok Apt. No:12-16/17
უმრანიე /სტამბული/თურქეთი
ტელ.: +90 216 365 41 47
ფაქსი: +90 216 365 41 48
ელ.ფოსტა: [email protected]
ფარმაკოლოგიური თვისებები
HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორები
ათქ კოდი: C10A A07
მოქმედების მექანიზმი:
როზუვასტატინი არის HMG-CoA რედუქტაზას სელექტიური და კონკურენტული ინჰიბიტორის, სიჩქარის-შემზღუდველი ფერმენტი, რომ 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, ქოლესტერინის წინამორბედად. როზუვასტატინი ძირითადად მოქმედებს, როგორც სამიზნე ორგანო ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
როზუვასტატინი ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე, აძლიერებს LDL-შესვლას და კატაბოლიზმს ღვიძლში, და ამცირებს VLDL და LDL ნაწილაკების რაოდენობას ღვიძლში VLDL-ის სინთეზის ინჰიბირების გზით.
ფარმაკოდინამიკური ზეგავლენა:
კოროსი აქვეითებს LDL-ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს, და ზრდის HDL ქოლესტერინის დონეს. კოროსი ასევე აქვეითებს ApoB, nonHDL-C, VLDL-C, VLDL და TGs, და ზრდის ApoA-I-ს (იხილეთ ცხრილი 2). ის ასევე ამცირებს LDL-C / HDL-C, საერთო ქოელსტერინი/HDL-C, არა-HDL-C/HDL-C, და ApoB / ApoA-I თანაფარდობებს.
ცხრილი 2: პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების დოზა-დამოკიდებული მონაცემები (ტიპი IIa და IIb) (საშუალო % ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან)
დოზა
N
LDL-C
საერთო-C
HDL-C
TG
არაHDL-C
ApoB
ApoA-1
პლაცებო
13
- - 7
- - 5
3
- - 3
- - 7
- - 3
0
5
17
- - 45
- - 33
13
- - 35
- - 44
- - 38
4
10
17
- - 52
- - 36
14
- - 10
- - 48
- - 42
4
20
17
- - 55
- - 40
8
- - 23
- - 51
- - 46
5
40
18
- - 63
- - 46
10
- - 28
- - 60
- - 54
0
თერაპიული პასუხი იწყება კოროსით მკურნალობის ერთი კვირის განმავლობაში. და ჩვეულებრივ მაქიმალური თერაპიული პასუხის 90%-ს 2 კვირის განმავლობაში აღწევს. სრული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნებდა 4 კვირაში და მტკიცეა.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება:
კოროსი ეფექტიანია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე (ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მის გარეშე) მოზრდილი პაციენტების ჯგუფში, მიუხედავად რასისა, სქესისა თუ ასაკისა, ასევე პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში, როგორებიც არიან შაქრიანი დიაბეტის ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტები.
III ფაზის კვლევების საერთო მონაცემებმა უჩვენეს, რომ კოროსი ეფექტიანია ათეროსკლეროზის ევროპული საზოგადოების (EAS; 1998) თერაპიული მიზნების გადილანების მიღწევაში IIა და IIბ ტიპის ქოლესტერინემიის მქონე პაციენტების უმრავლესობაში (საშუალო საწყისი LDL-C დაახლოებით 185 მგ/დლ); 10 მგ კოროსით ნამკურნალევი პაციენტების 80%-ში, მიღწეულ იქნა EAS-დამიზნებული LDL-C დონეები (<116 მგ/დლ).
ფართო კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, 435 პაციენტმა მიიღო დოზის აუცილებელი ტიტრაცია 20-80 მგ კოროსით. კოროსის ყველა დოზას აქვს სასარგებლო ეფექტი ლიპიდების პარამეტრებზე და მკურნალობის მიზნების მიღწევაზე. დოზის 40 მგ-მდე (მკურნალობის 12 კვირა) ტიტრაციის შემდეგ, LDL-C შემცირდა 53%-ით. პაციენტების 33%-ში, EAS გაიდლაინებში განსაზღვრილი LDL-C დონეები (< 116 მგ/დლ) იქნა მიღწეული.
სავალდებულო ტიტრაციის ღია კვლევაში. ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 42 პაციენტმა უპასუხა 20-40 მგ კოროსს. საერთო პაციენტების ჯგუფში, LDL-C დაახლოებით 22%-ით შემცირდა.
შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ნაჩვენები იყო, რომ კოროსს გააჩნია ადიტიური ეფექტი ტრიგლიცერიდების შემცირებაში ფენოფიბრატთან ერთად გამოყენებისას და HDLC მატებაში ნიაცინთან ერთად კომბინაციაში გამოყენების დროს (იხილეთ პუნქტი 4.4).
მრავალცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო კონტოლირებულ კლინიკურ კვლევაში METEOR, ჩართული იყო 984 პაციენტი LDL-C საშუალო მაჩვენებლით 154.5 მგ/დლ (4 მმოლ/ლ), სუბკლინიკური ათეროსკლეროზით (განსაზღვრული საერთო საძილე არტერიის ინტიმა მედიის სისქით (CIMT)) და კორონარული არტერიის დაავადების განვითარების დაბალი რისკით (10 წელი ფრამინგამის რისკის შკალით < 10%), 45-70 წლის ფარგლებში რანდომიზებულნი იყვნენ 2 წლის განმავლობაში სამკურნალოდ როზუვასტატინის 40 მგ დოზის ან პლაცებოს მისაღებად დღეში ერთხელ. როზუვასტატინი მნიშვნელოვნად ანელებს CIMT მატებას პლაცებოსთან შედარებით. საძილე არტერიის CIMT მაქსიმალური მაჩვენებლის ცვლილების სიჩქარის სხვაობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით და პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს ღებულობენ არის - 0.0145 მმ/წელში (95% სანდოობის ინტერვალი -0.0196, -0.0093; p < 0.0001). პლაცებოთი გამოვლენილ +0.0313 მმ/წელი (1.12%/წელი (p<0.0001) პროგრესთან შედარებით, როზუვასტატინის დაწყებიდან აღნიშნული ცვლილება არის -0.0014 მმ/წელიწადში (-0.12%/წელი (უმნიშვნელო). CIMT შემცირებასა და გულსისხლძარღვოვანი მოვლენების განვითარების შემცირებულ რისკებს შორის პირდაპირი კორელაცია ჯერ არ არის გამოვლენილი. METEOR კვლევაში შესწავლილ პოპულაციას აქვს გულის კორონარული დაავადების განვითარების დაბალი რისკი და არ წარმოადგენს 40 მგ როზუვასტატინით მკკურნალ სამიზნე პოპულაციას. 40 მგ დოზა ინიშნება მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში მაღალი კარდიოვასკულური რისკით (იხილეთ პუნქტი 4.2).
პირველადი დაცვისათვის სტატინების გამოყენების დამტკიცება: როზუვასტატინის შეფასების ინტერვენციულ კვლევაში (JUPITER), როზუვასტატინის ეფექტიანობა მძიმე ათეროსკლეროზული გულსისხლძარღვოვანი დაავადების განვითარების მიმართ შეფასდა 17,802 მამაკაცში (ასაკი ≥50) და ქალებში (ასაკი ≥60).
კვლევის მონაწილეები რანდომულად დაყვეს ჯგუფებად, პლაცებოს ჯგუფი (n = 8901) ან 20 მგ როზუვასტატინის ჯგუფი (n = 8901) დღეში ერთჯერადი დოზირებით და საშუალოდ 2 წლიანი დაკვირვების პერიოდით.
როზუვასტატინის ჯგუფში, LDL-ქოლესტერინის კონცენტრაცია შემცირდა 45%-ით (p<0.001) პლაცებოს ჯგუფთან შდერაბით.
მაღალი რისკის პირების (ფრამინგამის რისკის შკალით >20%) ქვეჯგუფის (1558) ანალიზის დროს როზუვასტატინის მკურნალობის დროს პლაცებოსთან შედარებით აღინიშნებოდა გულსისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მნიშვნელოვანი შემცირება. (p = 0.028). რისკის აბსოლუტური შემცირება არის 8.8 ყოველ 1000 პაციენტზე წელიწადში. საერთო სიკვდილიანობა აღნიშნულ მაღალი-რისკის ჯგუფში არ შეცვლილა (P = 0.193). მაღალი რისკის ქვეჯგუფის პაციენტების (სულ 9302 პირი) რეტროსპექტული ანალიზის დროს, საწყისი SCORE რისკით ≥ 5% (ექსტრაპოლირებულია > 65 წელის პაციენტებზე), გულსისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული საბოლოო წერტილი შედარებულ იქნა პლაცებოსთან როზუვასტატინით მკურნალობის დროსმ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი შემცირება (p=0.0003). დაავადების მაჩვენებლის შემცირების აბსოლუტური რისკი არის 5.1 ყოველ 1000 პაციენტზე წელიწადში. აღნიშნულ მაღალი რისკის ჯგუფში სიკვდილიანობა არ შეცვლილა (p = 0.076).
JUPITER კვლევაში, 6.6% პაციენტებმა, რომლებიც როზუვასტატინს ღებულობდნენ და პაციენტების 6.2%-მა შეწყვიტა პრეპარატის მიღება გვერდითი მოვლენების გამო. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიეს მკურნალობის შეწყვეტა იყო შემდეგი: მიალგია (0.3% როზუვასტატინი, 0.2% პლაცებო), მუცლის ტკივილი (0.03 როზუვასტატინი, 0.02% პლაცებო) და გამონაყარი (0.02 როზუვასტატინი, 0.03% პლაცებო). ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც თანაბრამ ან მეტად განვითარდა, ვიდრე პლაცებოში არის: საშარდე გზები ინფექციები (8.7% როზუვასტატინი, 8.6% პლაცებო), ნაზოფარინგიტი (7.6% როზუვასტატინი, 7.2% პლაცებო), წელის ტკივილი (7.6% როზუვასტატინი, 6.9% პლაცებო) და მიალგია (7.6% როზუვასტატინი, 6.6% პლაცებო).
პედიატრიული პოპულაცია:
12-კვირიანი, ორმაგი-ბრმა, რანდომიზებული, მრავალცენტრული, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა (n = 176,97 მამაკაცი და 79 ქალი), რასაც მოყვა 40 კვირიანი (n = 17396 მამაკაცი და 77 ქალი), ღია, როზუვასტატინის დოზის ტიტრაციის ფაზა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში (ტანერის სტადია II-V, სულ მცირე 1 წელი გოგონებში პირველი მენსტრუაციის შემდეგ), 5, 10 ან 20 მგ როზუვასტატინის ან პლაცებოს 1 დოზა მიღებული იყო 12 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ყველამ მიიღო როზუვასტატინის 1 დოზა დღეში 40 კვირის განმავლობაში. კვლევის დასაწყისში, პაციენტების დაახლოებით 30% იყო 10-13 წლის, ხოლო პაციენტების 17%, 18%, 40%, და 25% იყო ტანერის II, III, IV და V სტადიებზე, შესაბამისად.
პლაცებოსათვის 0.7% მაჩვენებელთან შედარებით, როზუვასტატინის მიღებისას დოზით 5, 10 და 20 მგ აღინიშნებოდა LDL-C დონის შემცირება შესაბამისად 33.8%, 44.6% და 50.0%-ით.
ღია კვლევის 40-კვირიანი პერიოდის ბოლოს, როდესაც სამიზნესათვის ჩატარდა ტიტრაცია, დღეში მაქსიმუმ 20 მგ-ით დოზირებისას, 173 პაციენტიდან 70-ში (40.5%) მიღწეული იყო < 108 მგ/მლ LDL-C.
კვლევაში 52-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ზეგავლენა არ აღინიშნებოდა ზრდაზე, წონაზე, BMI ან სქესობრივ მომწიფებაზე (იხილეთ პუნქტი 4.4). აღნიშნული კვლევა (n=176) არ გამოდგება იშვიათი გვერდითი მოვლენების შესადარებლად.
როზუვასტატინი შემდეგ შესწავლილ იქნა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-17 წლის 198 პაციენტების (88 მამაკაცი და 110 გქალი, ტანერის სტადია <II-V) ღია, სამიზნე-ტიტრირებულ კვლევაში. საწყისი დოზა ყველა პაციენტში იყო 5 მგ როზუვასტატინი დღეში ერთხელ. 6-9 წლის პაციენტებში (n=64) გააკეთეს ტიტრაცია მაქსიმალურ დოზამდე 10 მგ დღეში ერთხელ, და 10-17 წლის პაციენტებში (n=134) გააკეთეს ტიტრაცია მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ დღეში ერთხელ.
როზუვასტატინით მკურნალობის 24 თვის შემდეგ, 6 წლის ასაკობრივ ჯგუფში <10, 10 წლის და <14, 14 და <18, LDL-C საწყის მაჩვებლებთან შედარებით, LS-ის საშუალო პროცენტული შემცირება შესაბამისად არის 43% (საწყისი: 236 მგ/დლ, 24. თვე: 133 მგ/დლ), -45% (საწყისი: 234 მგ/დლ, 24. თვე: 124 მგ/დლ) და -35% (საწყისი: 241 მგ/დლ, 24. თვე: 153 მგ/დლ).
5 მგ, 10 მგ და 20 მგ როზუვასტატინმა უჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები საწყისი მაჩვენებლებიდან შემდეგი ლიპიდებისა და ლიპოპროტეინების მეორადი ცვლადებით: HDL-C, TK, არა-HDL-C, LDL-C/HDL-C, TC/HDL-C, TG/HDL-C, non HDL C/HDL-C, ApoB, ApoB/ApoA-1. თითოეული ამ ცვლილებიდან კორელირებდა გაუმჯობესებულ ლიპიდურ პასუხთან და შესაბამისად შენარჩუნებული იყო 2 წლის განმავლობაში.
მკურნალობის 24 თვის შემდეგ, ზეგავლენა ზრდაზე, წონაზე, BMI ან სქესობრივ მომწიფებაზე არ აღინიშნებოდა (იხილეთ პუნქტი 4.4).
ევროპული წამლის სააგენტომ, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიის, და გულსისხლძარღვოვანი მოვლენებისა და პეიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში როზუვასტატინით მკურნალობის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება გააუქმა (პედიატრიაში გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 4.2).
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
შეწოვა
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური დოზირებიდან დაახლოებით 5 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით არის 99%.
დაშლა
უმთავრესად როზუვასტატინი გადადის ღვიძლში, სადაც ძირითადად ქოლესტერინის სინთეზი და LDL-C კლირენსი მიმდინარეობს. როზუვასტატინის დეზინტეგრაციის მოცულობა დაახლოებით არის 134 ლ. როზუვასტატინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
როზუვასტატინის მეტაბოლიზმი შეზღუდულია (დაახლოებით 10%). In vitro მეტაბოლიზმის კვლევებმა, ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით, გამოავლინა, რომ როზუვასტატინი არის ციტოქრომა P450-სტიმულირებული მეტაბოლიზმის სუსტი სუბსტრატი. ძირითადი იზოფერმენტი არის CYP2C9 და 2C19, 3A4 და 2D9-ს ნაკლებად სუსტია. ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დესმეთილო და ლაქტონ მეტაბოლიტები. N-დესმეთილ მეტაბოლიტი 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, მაშინ როდესაც ლაქტონის ფორმა კლინიკურად აქტიური არ არის. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის 90% -ზე მეტი რეალიზდება როზუვასტატინით.
გამოყოფა:
როზუვასტატინის დაახლოებით 90% გამოიყოფა განავალში (შედგენილი აბსორბირებული და აბსორბირებული ნივთიერებებისაგან), შეუცვლელი პრეპარატის სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდით. დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. პლაზმის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება მაღალი დოზებით. პლაზმური საშუალო გეომეტრიული კლირენსი არის დაახლოებით 50 ლიტრი/საათში (ვარიაციის კოეფიციენტი 21,7%). ისევე, როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების დროს, როზუვასტატინის მიტაცება ღვიძლის მიერ მიიღწევა მემბრანის ტრანსპორტიორი OATP-C-ის საშუალებით. აღნიშნული ტრანსპორტიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როსუვასტატინის ღვიძლიდან გამოყოფაში.
ხაზოვნება
როზუვასტატინის სისტემური ეფექტიანობა იზრდება დოზასთან ერთად. ყოველდღიური მრავალჯერადი დოზირების შემდგომ პერიოდში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეცვლა არ ხდება.
პაციენტების მახასიათებლები
ასაკი და სქესი:
ასაკსა და სქესს არ აქვს კლინიკური გავლენა როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში იგივეა, რაც მოზრდილ მოხალისეებში (იხილეთ ქვემოთ „პედიატრიული პოპულაცია“).
ეთნიკურობა:
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აზიელი პაციენტების (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და კორეელი) საშუალო EAA და Cmax მაჩვენებლები გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ, კავკასიური რასის პაციენტებთან შედარებით, საშუალო EAA და Cmax მაჩვენებლები ინდური წარმოშობის აზიელებში დაახლოებით 1.3-ჯერ გაიზარდა. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა კავკასიელთა და ფერადკანიან ადამიანებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ გამოავლინა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების კვლევამ უჩვენა, რომ თირკმლის მსუბუქ და ზომიერ უკმარისობას როზუვასტატინის ან N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციებზე ზეგავლენა არ აქვს. თუმცა, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 3-ჯერ და N-დესმეთილ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 9-ჯერ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. პაციენტებში, რომლებამც გაიკეთეს ჰემოდიალიზი, როზუვასტატინის წონასწროული პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
სხვადასხვა ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში, არ არის იმის მტკიცებულება, რომ როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია მომატებულია ღვიძლის დარღვევები მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით ≤7 ქულა). თუმცა, 2 პაციენტში ჩაილდ პიუს ქულით 8 და 9 აღინიშნებოდა, რომ როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება გაიზარდა სულ მცირე ორჯერ, ჩაილდ პიუს უფრო დაბალი ქულის მქონე პაციენტებთან შედარებით. ჩაილდ პიუს ≥ 9 ქულის მქონე პაციენტების გამოცდილება არ არსებობს.
გენეტიკური პოლიმორფიზმი:
HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორების დაშლა, როზუვასტატინის ჩათვლით, განპირობებულია OATP1B1 და BCRP ტრანსპორტიორი ცილებით. პაციენტებს SLCO1B1 (OATP1B1) და/ან ABCG2 (BCRP) გენეტიკური პოლიმორფიზმით აქვთ როზუვასტატინის ზემოქმედების მომატებული რისკი. რამდენიმე LCO1B1 c.521CC და ABCG2 c.421AA პოლიმორფიზმი დაკავშირებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მატებასთან (EAA) 1,7-ჯერ და 2,4-ჯერ SLCO1B1 c.521TT ან ABCG2 c.421CC გენოტიპებთან შედარებით. აღნიშნული კონკრეტული გენოტიპი დადგენილი არ არის კლინიკურ პრაქტიკაში, თუმცა ასეთი პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია კოროსის უფრო დაბალი დოზები.
პედიატრიული პოპულაცია:
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-17 ან 6-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში (სულ 214 პაციენტი) როზუვასტატინით (ტაბლეტების სახით მიღებული) ჩატარდა ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა, რომლებმაც უჩვენეს, რომ როზუვასტატინის ექსპოზიცია პედიატრიულ პაციენტებში იგივე ან ნაკლებია, მოზრდილ პაციენტებთან შედარებით. როზუვასტატინის ზემოქმედება შეიძლება შეფასებულიყო დოზისა და დროის მიხედვით, 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კოროსი 20მგ
კოროსი 40 მგ
გარსით დაფარული ტაბლეტები
როზუვასტატინი (კალციუმის როზუვასტატინის სახით)
Coros
პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პიროვნებას.
სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს ისეთი გვერდითი მოვლენა, რაც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში.
შინაარსი
რა არის კოროსი და რისთვის გამოიყენება ის?
რა უნდა იცოდეთ კოროსის გამოყენებამდე?
გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შენახვის პირობები
დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის კოროსი და რისთვის გამოიყენება ის
კოროსი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფის პრეპარატებს. კოროსი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
ქოლესტერინის მაღალი დონის დროს. ეს ნიშნავს რომ იმყოფებით ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის ქვეშ. სტატინების დანიშვნა ხდება იმ დროს, როდესაც დიეტის ცვლილება და ფიზიკური ვარჯიში არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. კოროსის მიღებასთან ერთად შეგიძლიათ ქოლესტერინის დამწევი დიეტის და ვარჯიშის გაგრძელებაც.
ან
არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ზრდის ინფარქტის ან ინსლუტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითარების რისკს. ინფარქტი, ისნულტი ან სხვა სახის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს ათეროსკლეროზით. ათეროსკლეროზის წარმოქმნის მიზეზია ცხიმების დაგროვება სიხსლძარღვებში.
რა მნიშვნელობა აქვს კოროსის მიღებას?
კოროსი ინიშნება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების დონის კორექციისთვის რასაც ეწოდება ლიპიდები, რომელთა შორის ძირითადია ქოლესტერინი. სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა ტიპები - „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-C) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-C).
კოროსს შეუძლია შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინის და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინის დონე.
იგი ხელს უშლის „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდის ორგანიზმის უნარს გამოდევნოს იგი სისხლიდან.
ადამიანების უმეტესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე არ ახდენს ზემოქმედებას მათ ზოგად მდგომარეობაზე, რადგან მას არ გააჩნია რაიმე სახის სიმპტომი. იმის გამო, რომ ხშირად არ მიმართავენ მკურნალობას, ცხიმოვანი ნარჩენები გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და ავიწროებს მათ. ზოგჯერ ხდება შევიწროებული სისხლძაღვების დახშობა, რის გამოც სისხლძარღვები ვეღარ აწვდიან სისხლს გულს და ტვინს, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევით, მცირდება ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელბასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითრების რისკი. უნდა გაგრძელდეს კოროსის გამოყენება, მიუხედავად იმისა, შემცირდა თუ არა ქოლესტერინი საჭირო დონემდე, რადგან იგი ინარჩუნებს ქოლესტერინის სათანადო დონეს და იცავს სისხლძარღვების კედლებს ცხიმების დაგროვებისგან. თუმცა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობის დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
- კოროსის ტაბლეტების მიღებამდე:
არ მიიღოთ კოროსის ტაბლეტი:
თუ გაქვთ ალერგია კოროსის, ან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.
თუ დაორსულდით კოროსის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს. კოროსის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით.
ღვიძლის დაავადებებისას.
თირკმლის მწვავე დაავადებებისას.
კუნთების აუხსნელი ან განმეორებითი ტკივილისას.
თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას (ან ეჭვის შემთხვევაში) კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ასევე, არ მიიღოთ კოროსი 40მგ (მაქსიმალური დოზა):
თირკმლის საშუალო სიმძიმის დაავადებებისას (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს).
ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუქნციონირებისას.
კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას, ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს.
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღებისას.
თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).
თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან (რომელიმეს არსებობისას) კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და აცნობეთ ექიმს, თუ:
გაქვთ თირკმელების პრობლემები
გაქვთ ღვიძლის პრობლემები
კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს.
აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ კუნთების გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი, განსაკუთრებით თუ ხართ შეუძლოდ ან გაქვთ ცხელება.
თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუნქციონირებისას.
თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად.
ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, მაშინაც კი, თუ იღებდით სხვა პრეპარატებს ქოლესტერინის მაღალი დონის დასაწევად.
თუ იღებთ აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებს, მაგ. ლოპინავირი/რიტონავირი. იხ. „სხვა პრეპრარატები“.
თუ პაციენტის ასაკი 10 წელზე ნაკლებია: კოროსის გამოყენება დაუშვებელია 10 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
თუ პაციენტის ასაკი 18 წელზე ნაკლებია: კოროსის 40 მგ ტაბლეტის მიღება არ არის რეკომენდებული 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
70 წელზე მეტი ასაკის დროს (რადგან ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი საწყისი დოზა).
მწვავე რესპირატორული პრობლემების დროს.
თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი). თქვენი ექიმი შეგირჩევთ კოროსის თქვენთვის შესაფერის საწყის დოზას.
ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას (თუ არ ხართ დარწმუნებული):
არ მიიღოთ კოროსის 40 მგ (მაქსიმალური დოზა) და გადაამოწმეთ დოზა თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კოროსის გამოყენებამდე.
ადამიანების მცირე როდენობაში სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ ღვიძლის პრობლემები. ამის გაგება შესაძლებელია მარტივი ანალიზის მეშვეობით სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატების შემოწმებით. ამის გამო, ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციის) კოროსით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ექიმი გირჩევთ არის თუ არა თქვენთვის უსაფრთხო პრეპარატის გამოყენება. შესაძლებელია კოროსის გამოყენების დროს ჩაგიტარდეთ გამოკვლევა ასთმაზე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთნ
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს მათ შორის არარეცეპტურულს. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი სახის პრეპარატებს: ციკლოსპორინი ( მაგ. ორგანოს ტრანპლანტაციის გამო), ვარფარინი (ან სხვა რომელიმე სისხლის გამათხიერებელი პრეპარატი), ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან სხვა რომელიმე პრეპარატს ქოლესტერინის დონის დასაწევად (როგორიცაა ეზეტიმიბი), კუჭ-ნაწლავის პრეპარატებს (კუჭის მჟავიანობის ნეიტრალიზებისთვის), ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), ორალური კონტრაცეპტივი (აბები), ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია ან ლოპინავირი/რიტონავირი (აივ ინფექციის საწინააღმდეგო. იხ. „გასნაკუთრებული მითითებები“). ამ პრეპარატების ეფექტურობა შესაძლებელია შეიცვალოს კოროსის მიღებისას ან პირიქით, ამ პრეპარატებმა შეცვალონ კოროსის ეფექტურობა.
კოროსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კოროსის მიღება დაშვებულია საკვებთან ერთად ან ცალკე.
ორსულობა და ლაქტაცია
კოროსის გამოყენება დაუშვებელია ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში. კოროსის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. აუცილებელია კოროსის მიღებისას თავის დაცვა ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. რომელიმე პრეპარატის გამოყენებამდე კოსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ადამიანების უმრავლესობაში კოროსის მიღებისას შესაძლებელია ავოტმობილის და სხვა მექანიზმების მართვა - ის არ თრგუნავს ამ უნარს. ზოგჯერ კი აღინიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
კოროსის შემადგენელი ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ექიმისაგან, რომ ზოგიერთი შაქრის (ლაქტოზას ანუ რძის შაქარი) მიმართ გაგაჩნიათ აუტანლობა, კოროსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ.
- კოროსის ტაბლეტების გამოყენების წესი
კოროსის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზები
კოროსის ქოლესტერინის მაღალი დონის დროს გამოყენებისას:
საწყისი დოზა
კოროსის საწყისი დოზაა 5 მგ ან 10მგ, მიუხედავად, იმისა თუ მიგიღიათ მანამდე რომელიმე სხვა სტატინის უფრო მაღალი დოზა.
საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:
თქვენი ქოლესტერინის დონეზე
ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის დონეზე
ისეთი ფაქტორის არსეობაზე, რაც ხელს შეუწყობს გვერდითი მოვლენების განვითარებას.
გაარკვიეთ თქვენს ექიმთან კოროსის რა საწყისი დოზაა თქვენთვის შესაფერისი.
შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ მინიმალური დოზა ( 5მგ), თუ:
ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).
ხართ 70 წელზე ასაკის ზემოთ.
გაწუხებთ თირკმელების საშუალო სიმძიმის პრობლემები.
იმყოფებით კუნთების ტკივილის განვითარების რისკის ქვეშ (მიოპათია).
დოზის გაზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე. ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს თქვენთვის დოზის გაზრდა, იმისათვის რომ მიიღოთ კოროსის ის დოზა, რაც თქვენთვისაა საჭირო. 5 მგ საწყისი დოზის შემთხვევაში, შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ ორმაგი 10 მგ დოზა, შემდეგ 20 მგ და შემდეგ 40 მგ, საჭიროების შემთხვევაში.
10მგ საწყისი დოზის შემთვევაში შესაძლებელია თქვენმა ექიმმა გაგიორმაგოთ დოზა 20მგ-მდე , შემდეგ კი 40მგ-მდე საჭიროების შემთხვევაში. დოზის თითოეულ კორექციას შორის შუალედი უნდა იყოს 4 კვირა.
კოროსის მაქსიმალური დღიური დოზაა 40მგ. იგი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი და იმ შემთხვევაში, თუ ქოლესტერინის დონე არ იწევს ქვემოთ 20 მგ-ის მიღების შედეგად.
იმ შემთხვევაში, თუ იღებთ კოროსს ინფარქტის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო:
რეკომენდებული დოზაა დღეში 20მგ. თუმცა, ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ ნაკლები დოზა შემდეგი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
დოზირება 10-17 წლის ბავშვებში
საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს დოზა თქვენთვის შესაფერისი დოზის შერჩევის გამო. კოროსის მაქსიმალური დღიური დოზაა 20მგ. მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ. დაუშვებელია ბავშვებში კოროსის 40მგ ტაბლეტის მიღება.
ტაბლეტის მიღების წესი
პრეპარატი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.
მიიღეთ კოროსი დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ერთსადაიმავე დროს, იმისათვის რომ კარგად დაგამახსოვრდეთ მიღების დრო. რეკომენდებულია ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ იგი დაუბრუნდა სათანადო ნიშნულს. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს თქვენთვის განკუთვნილი დოზები, იმისათვის რომ მიიღოთ კოროსის თქვენთვის შესაფერისი დოზა.
თუ თქვენ მიიღეთ კოროსი ჭარბი დოზით
კოროსის დოზის გადაჭარბების შემთვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
ჰოსპიტალში მიმართვისას ან თუ გადიხართ მკურნალობას სხვა დაავადების გამო, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს რომ იღებთ კოროსს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ კოროსის მიღება
კოროსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
როგორ შევწყვიტოთ კოროსის მიღება
კოროსის მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს. კოროსის შეწყვეტის გამო შესაძლებელია თქვენი ქოლესტერინის დონე კვლავ გაიზარდოს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, კოროსმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის გვერდითი მოვლენებია. ეს გვერდითი მოვლენებია ძირითადად საშუალო სიმძიმის და ქრება მოკლე ხანში.
შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთვევაში:
სუნთქვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე.
სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომლის შედეგადაც რთულდება ყლაპვის უნარი.
კანის ძლიერი ქავილი (შეშუპებით). შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ კუნთების უჩვეულო ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში. კუნთების ტკივილი ახასიათებთ უფრო მეტად ბავშვებს და მოზარდებს, ვიდრე მოზრდილებს.
როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა რამოდენიმე შემთხვევას კუნთებში უსიამოვნო ეფექტებს და იშვიათად მათი გამწვავება ხდებოდა კუნთების სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ დაზიანებამდე, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (1/10 -დან – 1/100-დან):
თავის ტკივილი
მუცლის ტკივილი
ყაბზობა
შეუძლოდ ყოფნა
კუნთების ტკივილი
სისუსტე
ძილიანობა
შარდში ცილების რაოდენობის მომატება - იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს კოროსის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ კოროსის 40მგ).
დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმალურთან შედარებით მომატებულია.
არახშირი გვერდითი მოვლენები (1/100-დან და 1/1000-დან):
გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანზე.
შარდში ცილების რაოდენობის მომატება - იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს კოროსის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ კოროსის 5მგ, 10მგ და 20მგ).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1/1000-დან და 1/10000-დან):
მწვავე ალერგიული რეაქციები - სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი (შეშუპებით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
მოზრდილებში კუნთების დაზიანების დროს - სიფრთხილის გამო შეწყვიტეთ კოროსის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ იგრძნობთ უჩვეულო ხანგრძლივ ტკივილს კუნთებში.
მუცლის მწვავე ტკივილი (ანთებითი პანკრეასი)
სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (<1/10000-დან):
სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება)
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
სისხლიანი შარდი
ფეხის და მკლავების ნერვის დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება)
სახსრების ტკივილი
მეხსიერების დაკარგვა
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
დიარეა
სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირზე და თვალებზე, ასევე გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა)
ხველა
სუნთქვის გაძნელება
ედემა (შეშუპება)
ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები
სექსუალური გართულებები
დეპრესია
სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის დათრგუნვა ან ცხელება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვის.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ საკუთარ კოლოფში.
გამოუყენებელი და მორჩენილი ტაბლეტების შემთხვევაში არ გადაყაროთ ისინი კანალიზაციაში ან სანაგვე ურნაში. მიუტანეთ იგი უკან ფარმაცევტს და ის გაანადგურებს მას გარემოს დაზიანების გარეშე.
- დამატებითი ინფორმაცია
კოროსის ტაბლეტების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის კალციუმის როზუვასტატინი (ინგრედიენტი, რომელიც განაპირობებს პრეპარატის ეფექტს). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20მგ და 40მგ აქტიურ ნივთიერებას.
დამხამრე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, კროსპოვიდონი (კოლიდონი CL), მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სტეარინის მჟავა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი, წითელი და ყვითელი (E172).
წამლის და შეფუთვის ფორმა
კოროსის 20 მგ ტაბლეტი არის მრგვალი ფორმის, ვარდისფერი, გარსით დაფარული.
შეფუთვაში მოცემულია 14, 28 ტაბლეტი.
კოროსის 40 მგ ტაბლეტი არის ოვალური ფორმის, ვარდისფერი, გარსით დაფარული.
შეფუთვაში მოცემულია 28 ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ლიცენზიის მფლობელი
Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.S.
Camhk Mah. Pamuk sok. A Blok Apt. No:12-16/17
უმრანიე /სტამბული/თურქეთი
ტელ.: +90 216 365 41 47
ფაქსი: +90 216 365 41 48
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი ქარხანა
Merkez Laboratuari Ilac San. ve Tic. A.S.
Tasdelen Mah. Ayca Sokak: No: 6
ჩეკმეკოი/სტამბული , თურქეთი
ტელ: +90 216 484 41 66
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი 09/01/2024.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



