პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

კოლოქსეტი 500მგ

Coloxet® 500mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

კოლოქსეტი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური ჯგუფის” პრეპარატებს რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. კოლოქსეტი შეიცავს კაპეციტაბინს, რომლიც თავად არ განეკუთვნება ციტოტოქსიურ პრეპარატებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაპეციტაბინი (capecitabine)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №120
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-024814
რეგისტრირებულია
30 მარტი 2018, მოქმედებს 30 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკოლოქსეტი 500მგ და სხვა წამალი ერთად

კოლოქსეტი 500მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კოლოქსეტი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური ჯგუფის” პრეპარატებს რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. კოლოქსეტი შეიცავს კაპეციტაბინს, რომლიც თავად არ განეკუთვნება ციტოტოქსიურ პრეპარატებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიწოვება ორგანიზმის მიერ, იგი გარდაიქმნება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატად (უმეტესად სიმსივნურ უჯრედებში, ვიდრე ნომალურ უჯრედებში).

კოლოქსეტი ინიშნება მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის და ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. გარდა ამისა, კოლოქსეტი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს ხელახალი განვითარების პრევენციისთვის, მისი სრული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

კოლოქსეტი გამოიყენება ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

რა უნდა ვიცოდეთ კოლოქსეტის გამოყენებამდე

დაუშვებელია კოლოქსეტის გამოყენება, თუ:

ხართ ალერგიული კაპეციტაბინის ან პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი პუნტქში 6). ამ პრეპარატის მიმართ ალერგიის ან მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს.

გქონიათ ფტორპირიმიდინის თერაპიისადმი მწვავე რექცია (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, როგორიცაა ფტოროურაცილი)

ორსულობის და ლაქტაციის დროს.

სისხლში თეთრი უჯრედების დაბალი დონის ან თრომბების არსებობისას (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია)

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.

გაქვთ დიჰიდროპირამიდინის დეჰიდროგენაზას ფერმენტების დეფიციტი, რომლების მონაწილეობენ ურაცილის და თიმინის მეტაბოლიზმში.

თუ იღებთ ან ბოლო 4 კვირის მანძილზე იღებდით ბრივუდინს, სორივუდინს ან მსგავს პრეპარატებს ჰერპეს ზოსტერის (ჩუტყვავილა, ჰერპესი) სამკურნალოდ.

სიფრთხილის ზომები

კოლოქსეტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან:

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები

თუ გაქვთ გულის პრობლემები (მაგ. არითმია ან ტკივილი გულმკერდში, ქვედა ყბაში, ბეჭის არეში, რომელიც ვითარდება ფიზიკური დატვირთვისას და გულში სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო).

თუ გაქვთ თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ. ტვინში გავრცელებული სიმსივნე, ან ნერვის დაზიანება (ნეიროპათია).

თუ გაქვთ კალციუმის დისბალანსი (სისხლის ანალიზით)

თუ გაქვთ დიაბეტი

თუ ვერ ინარჩუნებთ ორგანიზმში საკვებს და წყალს გულისრევის და ღებინების გამო

თუ გაქვთ ფაღარათი

თუ გაწუხებთ დეჰიდრატაცია

თუ გაქვთ სისხლში იონების დისბალანსი (სისხლის ანალიზით ელექტროლიტების დისბალანსი)

ანამნეზში თვალთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან თქვენ დაგჭირდებათ თვალებზე დამატებითი მონიტორინგი.

თუ გაქვთ კანზე ძლიერი რეაქცია.

დპდ დეფიციტი: დპდ დეფიციტი ეს იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც არ გამოიხატება ჯანმრთელობის პრობლემებით, მხოლოდ გარკვეული მედიკამენტების მიღებისას იჩენს თავს. დპდ დეფიციტის დროს კოლოქსეტის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს მწვავე გვერდითი მოვლენები, რომელიც ჩამოთველილია მე-4 პუნქტში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს რომელიმე გვერდითი მოვლენის განვიოთარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში (იხ. პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).

ბავშვები და მოზარდები

კოლოქსეტი არ არის ნაჩვენები ბავშვებში და მოზარდებში. ნუ დაუნიშნავთ კოლოქსეტს ბავშვებს და მოზარდებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად რამოდენიმე პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ან შესუსტება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო შემდეგი პრეპარატების მიღებისას:

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (ალოპურინოლი)

სისხლის გამათხიერებელი მედიკამენტები (კუმარინი, ვარფარინი)

ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატები (სორივუდინი და ბრივუდინი)

კრუნჩხვის და ტრემორის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი)

ინტერფერონ ალფა ან

რადიოთერაპია და სიმსივნის სამკურნალო სხვა პრეპარატები (ფოლის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოტეკანი).

ფოლის მჟავას დეფიციტის სამკურნალო პრეპარატები.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

კოლოქსეტის მიღება უნდა მოხდეს საკვებიდან 30 წთ-ს შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან გეგმევთ ორსულობას. დაუშვებელია კოლოქსეტის გამოყენება ორსულობის დროს. დაუშვებელია პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს. ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კოლოქსეტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება. ამასთანავე, შესაძლებელია იმოქმედოს ავტომობილის მართვის და სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. არ დაჯდეთ საჭესთან თავბრუსხვევის და დაღლილობის შეგრძნების შემთხვევაში.

კოლოქსეტი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს უწყლო ლაქტოზას.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს უწყლო ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

როგორ უნდა მივიღოთ კოლოქსეტი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კოლოქსეტის დანიშვნა უნდა მოხდეს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.

კოლოქსეტის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს წყლის მიყოლებით დაუღეჭავად საკვების მიღებიდან 30 წთ-ის განმავლობაში.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას და მკურნალობის რეჟიმს. კოლოქსეტის დოზირება დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე. დოზის კალკულაცია უნდა მოხდეს სიმაღლის და წონის გათვალისწინებით. მოზრდილებისთვის დოზა შეადგენს სხეულის ზედაპირის ფართობის 1250მგ/მ2 დღეში ორჯერადი მიღებით (დილით და საღამოს). მოცემულია ორი მაგალითი: 64 კგ მასის და 1.64 მ სიმაღლის შემთხვევაში სხეულის ფართობია 1.7მ2, ამიტომ პრეპარატის მისაღები დოზა იქნება 500მგ-იანი 4 ტაბლეტი და 150მგ-იანი 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ. 80კგ სხეულის მასის და 1.80 მ სიმაღლის შემთხვევაში სხეულის ზედაპირის ფართობი იქნება 2.00მ2, ამიტომ დოზა იქნება დღეში 2-ჯერ 500მგ-იანი 5 ტაბლეტი.

კოლოქსეტის ტაბლეტები მიიღება 14 დღის მანძილზე 7 დღიანი შესვენების პერიოდით (როდესაც ტაბლეტების მიღება არ ხდება). ეს 21 დღიანი პერიოდი არის მკურნალობის ერთი კურსი.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას მოზრდილებისთვის დოზა შესაძლებელია იყოს სხეულის ზედაპირის ფართობის 1250მგ/მ2-ზე ნაკლები, რის გამოც შეიძლება ტაბლეტების მიღება მოხდეს სხვა დროს (მაგ. ყოველ დღე, შევენების პერიოდის გარეშე).

თქვენი ექიმი გირჩევთ რა დოზა და რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ერთდროულად სხვადასხვა დოზის ტაბლეტების კომბინაცია - 150მგ, 300მგ და 500მგ.

მიიღეთ ტაბლეტები დილას და საღამოს, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს კვებიდან 30წთ-ის განმავლობაში (საუზმე და სადილი).

მნიშვნელოვანია, პრეპრატების მიღება მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ თქვენ მიიღეთ კოლოქსეტის დანიშნულზე მეტი დოზა

კოლოქსეტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შემდეგი დოზის მიღებამდე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

დანიშნულზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში თქვენ შესაძლებელია გაგივითარდეთ შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები: სისუსტე, დიარეა, პირის ღრუს ან ნაწლავის ანთება ან დაწყლულება, ტკივილი ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, ძვლის ტვინის სუპრესია (სისხლის ზოგიერთი უჯრედის დონის შემცირება). ნებისმიერი ამ სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კოლოქსეტის მიღება

კოლოქსეტის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ერთდროულად ორმაგი დოზა. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით და მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ კოლოქსეტის მიღება

კოლოქსეტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არ განვითარდება გვერდითი მოვლენები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ კუმარინის ანტიკოაგულანტებს (რომელიც შეიცავს მაგ. ფენპროკუმონი), კოლოქსეტის შეწყვეტისას საჭიროა ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კოლოქსეტსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:

დიარეა: გახშირებული კუჭის მოქმედება 4-ჯერზე მეტად, ასევე ღამით კუჭის მოქმედება.

ღებინება: ღებინება 24სთ-ის განმავლობაში ერთ ჯერზე მეტად.

გულისრევა: მადის დაკარგვა და დღითიდღე უფრო მცირე საკვების მიღება.

სტომატიტი: პირის ღრუში/ყელში ტკივილი, შეშუპება, სიწითლე.

ხელისა და ფეხის კანის რეაქციები: ხელების და/ან ფეხების ტკივილი, შეშუპება, ჩხვლეტის შეგრძნება.

სიცხე: 38°C და მეტი ტემპერატურა

ინფექცია: ბაქტერიით, ვირუსით ან სხვა ორგანიზმით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.

ტკივილი გულ-მკერდში: ტკივილი გულ-მკერდის ცენტრალურ არეში, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს.

სტივენს-ჯონსონის სინდრომი: თუ თქვენ ლორწოვან გარსებზე (მაგ. პირი და ტუჩები) აგეღნიშნებათ მტკივნეული წითელი ან მოვარდისფრო გამონაყარი რომელიც ვრცელდება და ვითარდება ბლისტერები და/ან სხვა დაზიანებები, განსაკუთრებით თუ წარსულში აგეღნიშნებოდათ ფოტოსენსიტიურობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღეში ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება. თუ სიმპტომები კვლავ გრძელდება დაუკავშირდით ექიმს, შესაძლებელია მან მცირე დოზები დაგინიშნოთ.

ზემოთაღნიშნულზე დამატებით, კოლოქსეტის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ასევე ხშირი გვერდითი მოვლებნები რომლებსაც ადგილი აქვს 10-დან 1 პაციენტში:

მუცლის ტკივილი

კანზე გამონაყარი, კანის გამოშრობა და ქავილი

დაღლილობა

მადის დაქვეითება (ანორექსია)

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გაძლიერდეს, შესაბამისად, გვერდითი მოვლენის განვითარების დაწყებისას მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეგიმციროთ დოზა ან დროებით შეწყვიტოს კოლოქსეტით მკურნალობა. ეს შეამცირებს გვერდითი მოვლენის გაგრძელების ან დამძიმების ალბათობას.

სხვა სახის გვერდითი მოვლენებია:

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-და 1 პაციენტში) მოიცავს:

სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (სისხლის ანალიზით)

დეჰიდრატაცია, წონის დაქვეითება

უძილობა, დეპრესია

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანზე არანორმალური შეგრძნებები (გაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება), გემოვნების ცვლილება

თვალების გაღიზიანება, ცრემლდენა, სიწითლე (კონიუნქტივიტი)

ვენების ანთება (თრომბოფლებიტი)

ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, გამონადენი ცხვირიდან

ჰერპესის ინფექცია

ფილტვების და რესპირატორული სისტემის ინფექციები (მაგ. პნევმონია და ბრონქიტი)

სისხლდენა ნაწლავიდან, შეკრულობა, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, მონელების გაძნელება, პირის სიმშრალე

კანზე გამონაყარი, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, კანის სიმშრალე, ქავილი (პრურიტი)

სახსრების, კიდურების, გულ-მკერდის და ზურგის ტკივილი

ტემპერატურა, კიდურების შეშუპება, შეუძლოდ ყოფნა

ღვიძლის ფუნქციის პრობლემები (სისხლის ანალიზით) და ბილირუბინის (რომელიც გამოიყოფა ღვიძლის მიერ) დონის მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 პაცინტში) მოიცავს: - სისხლის ინფექცია, შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია, კანის ინფექცია, ყელის და ცხვირის ინფექცია, სოკოვანი ინფექცია (მათ შორის პირის ღრუს), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი.

კანქვეშა ცხიმგროვა (ლიპომა)

სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების შემცირება, სისხლის გათხელება (სისხლის ანალიზით)

ალერგია

დიაბეტი, სისხლში კალიუმის შემცირება, ცუდი კვება, ტრიგლიცერიდების მომატება

გაღიზიანება, პანიკური შეტევები, დაპრესია, შესუსტებული ლიბიდო

საუბრის გაძნელება, მეხსიერების დაქვეითება, კოორდინაციის დარღვეა, ბალანსის დარღევა, გულის წავლა, ნერვების დაზიანება (ნეიროპათია), მგრძნობელობის დარღვევა

მხედველობის დაბინდვა ან გაორება

ვერტიგო, ყურის ტკივილი

გულის რითმის დარღვევა და პალპიტაცია (არითმია), გულ-მკერდის ტკივილი და გულის შეტევა (ინფარქტი)

ღრმა ვენებში თრომბის წარმოქმნა, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, წამოხურება, კიდურების გაციება, კანზე იასამნისფერი ლაქები

ფილტვის ვენებში თრომბის წარმოქმნა (ფილტვის ემბოლია), ფილტვის კოლაფსი, სისხლის ამოხველება, ასთმა, ქოშინი დატვირთვისას

ნაწლავის გაუვალობა, მუცელის ღრუში სითხის დაგროვება, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), განავალში სისხლის არსებობა

სიყვითლე (კანის და სკლერების გაყვითლება)

კანის წყლულები და ბლისტერები, ფოტოსენსიტიურობა, ხელის მტევნების სიწითლე, სახის შეშუპება და ტკივილი

სახსრების შეშუპება ან ტკივილი, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე

თირკმელებში სითხის დაგროვება, ღამით ხშირი შარდვა, შარდვის შეუკავებლობა, სისხლიანი შარდი, სისხლის კრეატინინის მომატება (თირკმლის უკმარისობის ნიშანი)

ვაგინალური სისხლდენა

შეშუპება (ედემა), შემცივნება და კანკალი

ზოგიერთი ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა უფრო ხშირად ვითარდება როდესაც კაპეციტაბინის მიღება ხდება სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. სხვა სახის გვერდითი მოვლენებია:

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში) მოიცავს:

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის შემცირება, გლუკოზის მომატება

ნერვის ტკივილი

ყურებში შუილი ან ხმაური, სმენის დაკარგვა

ვენების ანთება

სლოკინი, ხმის ტემბრის ცვლილება

პირში ტკივილის შეგრძნება ან მგრძნობელობის ცვლილება, ყბის ტკივილი

ოფლიანობა, ოფლიანობა ღამით

კუნთების სპაზმი

შარდვის გაძნელება, შარდში სისხლის ან ცილის არსებობა

ინექციის ადგილას სისხლჩაქცევა ან ტკივილის შეგრძნება (გამოწვეულია ერთდროულად საინექციო პრეპარატების გამოყენებით)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000-დან 1 პაციენტში) მოიცავს:

საცრემლე არხის შევიწროვება ან დახშობა (საცრემლე არხის სტენოზი)

ღვიძლის დისფუნქცია

ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის სეკრეციის დისფუნქციას ან ობსტრუქციას (ქოლესტაზური ჰეპატიტი)

სპეციფიური ეკგ ცვლილებები (Q-T გახანგრძლივება)

არითმიის ზოგიერთი ტიპი (მათ შორის პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ტორსადე დე პუანტე და ბრადიკარდია)

თვალის ანთება, რომელიც იწვევს თვალის ტკივილს და მხედველობის შესაძლო პრობლემებს

კანის ანთება, რომელიც იმუნური სისტემის დაავადების გამო იწვევს წითელი ფერის, ქერცლოვანი ლაქების წარმოქმნას

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10000-დან 1 პაციენტში) მოიცავს:

კანის ძლიერ რეაქციებს, როგორიც არის გამონაყარი, დაწყლულება და ბუშტუკების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პირის ღრუს, ცხვირს, გენიტალიებს, ხელებს, ფეხებს და თვალებს (გაწითლებული და შესიებული თვალები).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აღნიშნული შეეხეგა იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ საკვებისა და წამლის ეროვნულ ჯანდაცვის ინსტრიტუტს: საფოსტო ყუთი 450, H-1372 ბუდაპეშტი, ვებგვერდი: www. Ogyei.gov.hu.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

შემადგენლობა

კოლოქსეტის შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციაა კაპეციტაბინი: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500მგ კაპეციტაბინს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტი შეიცავს (500მგ): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი და წითელი რკინის ოქსიდი (E172), ტალკი

როგორ გამოიყურება კოლოქსეტი და შეფუთვის შიგთავსი:

კოლოქსეტი 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტები: ატმისფერი, ოვალური, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული დაახლოებით 15.9მმ სიგრძის და 8.4მმ სიგანის ტაბლეტები, რომლის ერთ მხარეს გრავირებით “500” და მეორე მხარეს გამყოფი ხაზით.

კოლოქსეტი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში (ალუმინ-ალუმინის და PVC/PVdC-ალუმინის) 30, 60 ან 120 გარსით დაფარული ტაბლეტებით.

შესაძლებელია ყველა ფორმა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

ალუმინ/ალუმინის ბლისტერი

პრეპარატი არ საჭიროებს შეანხვის განსაკუთრებულ პირობებს.

PVC/PVdc/ალუმინის ბლისტერები

არ შეინახოთ 30°C –ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატის კოლოფსა და ბლისტერზე EXP შემდეგ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ნუ გადაყრით პრეპარატის ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარეწყლებში. Gამოუყენებელი პრეპარატის განადგურების მიზნით მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

კოლოქსეტი 500მგ

გარსით დაფარული ტაბლეტები

  • -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კოლოქსეტი, 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

კაპეციტაბინი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და არ გადასცეთ იგი სხვა პირს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მას იგივე სიმპტომები ქონდეს, რაც თქვენ.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს შეეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

შინაარსი:

რა არის კოლოქსეტი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა ვიცოდეთ კოლოქსეტის გამოყენებამდე

როგორ უნდა მივიღოთ კოლოქსეტი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ღოგორ შევინახოთ კოლოქსეტი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის კოლოქსეტი და რისთვის გამოიყენება

კოლოქსეტი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური ჯგუფის” პრეპარატებს რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. კოლოქსეტი შეიცავს კაპეციტაბინს, რომლიც თავად არ განეკუთვნება ციტოტოქსიურ პრეპარატებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიწოვება ორგანიზმის მიერ, იგი გარდაიქმნება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატად (უმეტესად სიმსივნურ უჯრედებში, ვიდრე ნომალურ უჯრედებში).

კოლოქსეტი ინიშნება მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის და ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. გარდა ამისა, კოლოქსეტი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს ხელახალი განვითარების პრევენციისთვის, მისი სრული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

კოლოქსეტი გამოიყენება ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

რა უნდა ვიცოდეთ კოლოქსეტის გამოყენებამდე

დაუშვებელია კოლოქსეტის გამოყენება, თუ:

ხართ ალერგიული კაპეციტაბინის ან პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი პუნტქში 6). ამ პრეპარატის მიმართ ალერგიის ან მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს.

გქონიათ ფტორპირიმიდინის თერაპიისადმი მწვავე რექცია (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, როგორიცაა ფტოროურაცილი)

ორსულობის და ლაქტაციის დროს.

სისხლში თეთრი უჯრედების დაბალი დონის ან თრომბების არსებობისას (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია)

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.

გაქვთ დიჰიდროპირამიდინის დეჰიდროგენაზას ფერმენტების დეფიციტი, რომლების მონაწილეობენ ურაცილის და თიმინის მეტაბოლიზმში.

თუ იღებთ ან ბოლო 4 კვირის მანძილზე იღებდით ბრივუდინს, სორივუდინს ან მსგავს პრეპარატებს ჰერპეს ზოსტერის (ჩუტყვავილა, ჰერპესი) სამკურნალოდ.

გაფრთხილებები

კოლოქსეტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან:

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები

თუ გაქვთ გულის პრობლემები (მაგ. არითმია ან ტკივილი გულმკერდში, ქვედა ყბაში, ბეჭის არეში, რომელიც ვითარდება ფიზიკური დატვირთვისას და გულში სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო).

თუ გაქვთ თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ. ტვინში გავრცელებული სიმსივნე, ან ნერვის დაზიანება (ნეიროპათია).

თუ გაქვთ კალციუმის დისბალანსი (სისხლის ანალიზით)

თუ გაქვთ დიაბეტი

თუ ვერ ინარჩუნებთ ორგანიზმში საკვებს და წყალს გულისრევის და ღებინების გამო

თუ გაქვთ ფაღარათი

თუ გაწუხებთ დეჰიდრატაცია

თუ გაქვთ სისხლში იონების დისბალანსი (სისხლის ანალიზით ელექტროლიტების დისბალანსი)

ანამნეზში თვალთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან თქვენ დაგჭირდებათ თვალებზე დამატებითი მონიტორინგი.

თუ გაქვთ კანზე ძლიერი რეაქცია.

დპდ დეფიციტი: დპდ დეფიციტი ეს იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც არ გამოიხატება ჯანმრთელობის პრობლემებით, მხოლოდ გარკვეული მედიკამენტების მიღებისას იჩენს თავს. დპდ დეფიციტის დროს კოლოქსეტის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს მწვავე გვერდითი მოვლენები, რომელიც ჩამოთველილია მე-4 პუნქტში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს რომელიმე გვერდითი მოვლენის განვიოთარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში (იხ. პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი მოვლენები).

ბავშვები და მოზარდები

კოლოქსეტი არ არის ნაჩვენები ბავშვებში და მოზარდებში. ნუ დაუნიშნავთ კოლოქსეტს ბავშვებს და მოზარდებს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად რამოდენიმე პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ან შესუსტება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო შემდეგი პრეპარატების მიღებისას:

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (ალოპურინოლი)

სისხლის გამათხიერებელი მედიკამენტები (კუმარინი, ვარფარინი)

ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატები (სორივუდინი და ბრივუდინი)

კრუნჩხვის და ტრემორის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი)

ინტერფერონ ალფა ან

რადიოთერაპია და სიმსივნის სამკურნალო სხვა პრეპარატები (ფოლის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოტეკანი).

ფოლის მჟავას დეფიციტის სამკურნალო პრეპარატები.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

კოლოქსეტის მიღება უნდა მოხდეს საკვებიდან 30 წთ-ს შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია

მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან გეგმევთ ორსულობას. დაუშვებელია კოლოქსეტის გამოყენება ორსულობის დროს. დაუშვებელია პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს. ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

კოლოქსეტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება. ამასთანავე, შესაძლებელია იმოქმედოს ავტომობილის მართვის და სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. არ დაჯდეთ საჭესთან თავბრუსხვევის და დაღლილობის შეგრძნების შემთხვევაში.

კოლოქსეტი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს უწყლო ლაქტოზას.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს უწყლო ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

როგორ უნდა მივიღოთ კოლოქსეტი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კოლოქსეტის დანიშვნა უნდა მოხდეს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.

კოლოქსეტის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს წყლის მიყოლებით დაუღეჭავად საკვების მიღებიდან 30 წთ-ის განმავლობაში.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას და მკურნალობის რეჟიმს. კოლოქსეტის დოზირება დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე. დოზის კალკულაცია უნდა მოხდეს სიმაღლის და წონის გათვალისწინებით. მოზრდილებისთვის დოზა შეადგენს სხეულის ზედაპირის ფართობის 1250მგ/მ2 დღეში ორჯერადი მიღებით (დილით და საღამოს). მოცემულია ორი მაგალითი: 64 კგ მასის და 1.64 მ სიმაღლის შემთხვევაში სხეულის ფართობია 1.7მ2, ამიტომ პრეპარატის მისაღები დოზა იქნება 500მგ-იანი 4 ტაბლეტი და 150მგ-იანი 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ. 80კგ სხეულის მასის და 1.80 მ სიმაღლის შემთხვევაში სხეულის ზედაპირის ფართობი იქნება 2.00მ2, ამიტომ დოზა იქნება დღეში 2-ჯერ 500მგ-იანი 5 ტაბლეტი.

კოლოქსეტის ტაბლეტები მიიღება 14 დღის მანძილზე 7 დღიანი შესვენების პერიოდით (როდესაც ტაბლეტების მიღება არ ხდება). ეს 21 დღიანი პერიოდი არის მკურნალობის ერთი კურსი.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას მოზრდილებისთვის დოზა შესაძლებელია იყოს სხეულის ზედაპირის ფართობის 1250მგ/მ2-ზე ნაკლები, რის გამოც შეიძლება ტაბლეტების მიღება მოხდეს სხვა დროს (მაგ. ყოველ დღე, შევენების პერიოდის გარეშე).

თქვენი ექიმი გირჩევთ რა დოზა და რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ერთდროულად სხვადასხვა დოზის ტაბლეტების კომბინაცია - 150მგ, 300მგ და 500მგ.

მიიღეთ ტაბლეტები დილას და საღამოს, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს კვებიდან 30წთ-ის განმავლობაში (საუზმე და სადილი).

მნიშვნელოვანია, პრეპრატების მიღება მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ თქვენ მიიღეთ კოლოქსეტის დანიშნულზე მეტი დოზა

კოლოქსეტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შემდეგი დოზის მიღებამდე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

დანიშნულზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში თქვენ შესაძლებელია გაგივითარდეთ შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები: სისუსტე, დიარეა, პირის ღრუს ან ნაწლავის ანთება ან დაწყლულება, ტკივილი ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, ძვლის ტვინის სუპრესია (სისხლის ზოგიერთი უჯრედის დონის შემცირება). ნებისმიერი ამ სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კოლოქსეტის მიღება

კოლოქსეტის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ ერთდროულად ორმაგი დოზა. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით და მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ კოლოქსეტის მიღება

კოლოქსეტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არ განვითარდება გვერდითი მოვლენები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღებულობთ კუმარინის ანტიკოაგულანტებს (რომელიც შეიცავს მაგ. ფენპროკუმონი), კოლოქსეტის შეწყვეტისას საჭიროა ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კოლოქსეტსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:

დიარეა: გახშირებული კუჭის მოქმედება 4-ჯერზე მეტად, ასევე ღამით კუჭის მოქმედება.

ღებინება: ღებინება 24სთ-ის განმავლობაში ერთ ჯერზე მეტად.

გულისრევა: მადის დაკარგვა და დღითიდღე უფრო მცირე საკვების მიღება.

სტომატიტი: პირის ღრუში/ყელში ტკივილი, შეშუპება, სიწითლე.

ხელისა და ფეხის კანის რეაქციები: ხელების და/ან ფეხების ტკივილი, შეშუპება, ჩხვლეტის შეგრძნება.

სიცხე: 38°C და მეტი ტემპერატურა

ინფექცია: ბაქტერიით, ვირუსით ან სხვა ორგანიზმით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.

ტკივილი გულ-მკერდში: ტკივილი გულ-მკერდის ცენტრალურ არეში, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს.

სტივენს-ჯონსონის სინდრომი: თუ თქვენ ლორწოვან გარსებზე (მაგ. პირი და ტუჩები) აგეღნიშნებათ მტკივნეული წითელი ან მოვარდისფრო გამონაყარი რომელიც ვრცელდება და ვითარდება ბლისტერები და/ან სხვა დაზიანებები, განსაკუთრებით თუ წარსულში აგეღნიშნებოდათ ფოტოსენსიტიურობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღეში ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება. თუ სიმპტომები კვლავ გრძელდება დაუკავშირდით ექიმს, შესაძლებელია მან მცირე დოზები დაგინიშნოთ.

ზემოთაღნიშნულზე დამატებით, კოლოქსეტის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ასევე ხშირი გვერდითი მოვლებნები რომლებსაც ადგილი აქვს 10-დან 1 პაციენტში:

მუცლის ტკივილი

კანზე გამონაყარი, კანის გამოშრობა და ქავილი

დაღლილობა

მადის დაქვეითება (ანორექსია)

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გაძლიერდეს, შესაბამისად, გვერდითი მოვლენის განვითარების დაწყებისას მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეგიმციროთ დოზა ან დროებით შეწყვიტოს კოლოქსეტით მკურნალობა. ეს შეამცირებს გვერდითი მოვლენის გაგრძელების ან დამძიმების ალბათობას.

სხვა სახის გვერდითი მოვლენებია:

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-და 1 პაციენტში) მოიცავს:

სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (სისხლის ანალიზით)

დეჰიდრატაცია, წონის დაქვეითება

უძილობა, დეპრესია

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანზე არანორმალური შეგრძნებები (გაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება), გემოვნების ცვლილება

თვალების გაღიზიანება, ცრემლდენა, სიწითლე (კონიუნქტივიტი)

ვენების ანთება (თრომბოფლებიტი)

ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, გამონადენი ცხვირიდან

ჰერპესის ინფექცია

ფილტვების და რესპირატორული სისტემის ინფექციები (მაგ. პნევმონია და ბრონქიტი)

სისხლდენა ნაწლავიდან, შეკრულობა, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, მონელების გაძნელება, პირის სიმშრალე

კანზე გამონაყარი, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, კანის სიმშრალე, ქავილი (პრურიტი)

სახსრების, კიდურების, გულ-მკერდის და ზურგის ტკივილი

ტემპერატურა, კიდურების შეშუპება, შეუძლოდ ყოფნა

ღვიძლის ფუნქციის პრობლემები (სისხლის ანალიზით) და ბილირუბინის (რომელიც გამოიყოფა ღვიძლის მიერ) დონის მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 პაცინტში) მოიცავს: - სისხლის ინფექცია, შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია, კანის ინფექცია, ყელის და ცხვირის ინფექცია, სოკოვანი ინფექცია (მათ შორის პირის ღრუს), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი.

კანქვეშა ცხიმგროვა (ლიპომა)

სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების შემცირება, სისხლის გათხელება (სისხლის ანალიზით)

ალერგია

დიაბეტი, სისხლში კალიუმის შემცირება, ცუდი კვება, ტრიგლიცერიდების მომატება

გაღიზიანება, პანიკური შეტევები, დაპრესია, შესუსტებული ლიბიდო

საუბრის გაძნელება, მეხსიერების დაქვეითება, კოორდინაციის დარღვეა, ბალანსის დარღევა, გულის წავლა, ნერვების დაზიანება (ნეიროპათია), მგრძნობელობის დარღვევა

მხედველობის დაბინდვა ან გაორება

ვერტიგო, ყურის ტკივილი

გულის რითმის დარღვევა და პალპიტაცია (არითმია), გულ-მკერდის ტკივილი და გულის შეტევა (ინფარქტი)

ღრმა ვენებში თრომბის წარმოქმნა, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, წამოხურება, კიდურების გაციება, კანზე იასამნისფერი ლაქები

ფილტვის ვენებში თრომბის წარმოქმნა (ფილტვის ემბოლია), ფილტვის კოლაფსი, სისხლის ამოხველება, ასთმა, ქოშინი დატვირთვისას

ნაწლავის გაუვალობა, მუცელის ღრუში სითხის დაგროვება, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), განავალში სისხლის არსებობა

სიყვითლე (კანის და სკლერების გაყვითლება)

კანის წყლულები და ბლისტერები, ფოტოსენსიტიურობა, ხელის მტევნების სიწითლე, სახის შეშუპება და ტკივილი

სახსრების შეშუპება ან ტკივილი, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე

თირკმელებში სითხის დაგროვება, ღამით ხშირი შარდვა, შარდვის შეუკავებლობა, სისხლიანი შარდი, სისხლის კრეატინინის მომატება (თირკმლის უკმარისობის ნიშანი)

ვაგინალური სისხლდენა

შეშუპება (ედემა), შემცივნება და კანკალი

ზოგიერთი ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა უფრო ხშირად ვითარდება როდესაც კაპეციტაბინის მიღება ხდება სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. სხვა სახის გვერდითი მოვლენებია:

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში) მოიცავს:

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის შემცირება, გლუკოზის მომატება

ნერვის ტკივილი

ყურებში შუილი ან ხმაური, სმენის დაკარგვა

ვენების ანთება

სლოკინი, ხმის ტემბრის ცვლილება

პირში ტკივილის შეგრძნება ან მგრძნობელობის ცვლილება, ყბის ტკივილი

ოფლიანობა, ოფლიანობა ღამით

კუნთების სპაზმი

შარდვის გაძნელება, შარდში სისხლის ან ცილის არსებობა

ინექციის ადგილას სისხლჩაქცევა ან ტკივილის შეგრძნება (გამოწვეულია ერთდროულად საინექციო პრეპარატების გამოყენებით)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000-დან 1 პაციენტში) მოიცავს:

საცრემლე არხის შევიწროვება ან დახშობა (საცრემლე არხის სტენოზი)

ღვიძლის დისფუნქცია

ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის სეკრეციის დისფუნქციას ან ობსტრუქციას (ქოლესტაზური ჰეპატიტი)

სპეციფიური ეკგ ცვლილებები (Q-T გახანგრძლივება)

არითმიის ზოგიერთი ტიპი (მათ შორის პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ტორსადე დე პუანტე და ბრადიკარდია)

თვალის ანთება, რომელიც იწვევს თვალის ტკივილს და მხედველობის შესაძლო პრობლემებს

კანის ანთება, რომელიც იმუნური სისტემის დაავადების გამო იწვევს წითელი ფერის, ქერცლოვანი ლაქების წარმოქმნას

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10000-დან 1 პაციენტში) მოიცავს:

კანის ძლიერ რეაქციებს, როგორიც არის გამონაყარი, დაწყლულება და ბუშტუკების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პირის ღრუს, ცხვირს, გენიტალიებს, ხელებს, ფეხებს და თვალებს (გაწითლებული და შესიებული თვალები).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აღნიშნული შეეხეგა იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ საკვებისა და წამლის ეროვნულ ჯანდაცვის ინსტრიტუტს: საფოსტო ყუთი 450, H-1372 ბუდაპეშტი, ვებგვერდი: www. Ogyei.gov.hu.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

როგორ შევინახოთ კოლოქსეტი

ალუმინ/ალუმინის ბლისტერი

პრეპარატი არ საჭიროებს შეანხვის განსაკუთრებულ პირობებს.

PVC/PVdc/ალუმინის ბლისტერები

არ შეინახოთ 30°C –ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატის კოლოფსა და ბლისტერზე EXP შემდეგ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ნუ გადაყრით პრეპარატის ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარეწყლებში. Gამოუყენებელი პრეპარატის განადგურების მიზნით მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

კოლოქსეტის შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციაა კაპეციტაბინი: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500მგ კაპეციტაბინს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტი შეიცავს (500მგ): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი და წითელი რკინის ოქსიდი (E172), ტალკი

როგორ გამოიყურება კოლოქსეტი და შეფუთვის შიგთავსი:

კოლოქსეტი 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტები: ატმისფერი, ოვალური, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული დაახლოებით 15.9მმ სიგრძის და 8.4მმ სიგანის ტაბლეტები, რომლის ერთ მხარეს გრავირებით “500” და მეორე მხარეს გამყოფი ხაზით.

კოლოქსეტი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში (ალუმინ-ალუმინის და PVC/PVdC-ალუმინის) 30, 60 ან 120 გარსით დაფარული ტაბლეტებით.

შესაძლებელია ყველა ფორმა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ეგის ფარმაცევტიკალს პლს.

H-1106 ბუდაპეშტი, კერესტურის 30-38, უნგრეთი

მწარმოებელი

აკორდ ჰელსქეა ლიმიტედ

Sage house, 319 Pinner road, Harrow, Middlesex, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

ფარმაქეა პრემიუმ ლიმიტედ,

HHF 003, ჰალ ფარ ინდუსტრიალ ისტეიტ ბირზებუგია, BBG 3000, მალტა

EEA –ს წევრ ქვეყნებში პრეპარატი წამოდგენილია შემდეგი დასახელებით:

წევრი ქვეყნის დასახელება

პრეპარატის დასახელება

ჰოლანდია

Coloxet 500mg/SOOmg Filmomhulde tabletten

ბულგარეთი

Coloxet 500mg film-coated Tablets

ჩეხეთი

Coloxet 500mg, potahovane tablety

უნგრეთი

Coloxet 500mg filmtabletta

პოლონეთი

Coloxet

რუმინეთი

Coloxet 500mg, comprimate filmate

სლოვაკეთი

Coloxet 500mg

Coloxet 500mg filmtabletta

OGYI-T-22264/13-18

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო განახლება განხორციელდა აგვისტო 2016

Egis Doc. No: 36691

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა