პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

კაპეციტაბინ მედაკი

Capecitabin medac

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

კაპეციტაბინ მედაკი მიეკუთვნება „ციტოსტატიკების“ ჯგუფს, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებენ. კაპეციტაბინ მედაკი შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავად ციტოსტატიკს არ არის. კაპეციტაბინი მხოლოდ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება აქტიურ სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებად (უპირატესად სიმსივნურ ქსოვილში). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაპეციტაბინი (capecitabine)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №120
მწარმოებელი
medac Gesellschaft für klinische Spezialpräparate mbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-026365
რეგისტრირებულია
25 სექტემბერი 2018, მოქმედებს 25 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკაპეციტაბინ მედაკი და სხვა წამალი ერთად

კაპეციტაბინ მედაკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კაპეციტაბინ მედაკი მიეკუთვნება „ციტოსტატიკების“ ჯგუფს, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებენ. კაპეციტაბინ მედაკი შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავად ციტოსტატიკს არ არის. კაპეციტაბინი მხოლოდ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება აქტიურ სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებად (უპირატესად სიმსივნურ ქსოვილში).

კაპეციტაბინ მედაკი ექიმების მიერ გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის ან ძუძუს სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ.

ამას გარდა კაპეციტაბინი ინიშნება ნაწლავის კიბოს სრული ოპერაციული ამოკვეთის შემდეგ სიმსივნის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

კაპეციტაბინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის, ასევე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციის სახით.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კაპეციტაბინ მედაკის გამოყენების წინ?

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შეკითხვების არსებობის შემთხვევაში.

კაპეციტაბინ მედაკი უნდა დანიშნოს მხოლოდ იმ ექიმმა, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენების შესაბამისი გამოცდილება.

თქვენი ექიმი შეარჩევს თქვენზე მორგებულ სამკურნალო დოზასა და მკურნალობის სქემას. კაპეციტაბინ მედაკის დოზა იანგარიშება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. ეს უკანასკნელი კი გამოითვლება თქვენი სიმაღლის და წონის მიხედვით. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1.250 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). იხილეთ შემდეგი მაგალითები: 64 კგ წონის და 1,64 მ სიმაღლის ადამიანის სხეულის ზედაპირის ფართობი არის 1,7 მ² და მან უნდა მიიღოს შესაბამისად 4 ტაბლეტი 500 მგ-იანი და 1 ტაბლეტი 150 მგ-იანი დღეში ორჯერ. 80 კგ წონის და 1,80 მ სიმაღლის ადამიანის სხეულის ზედაპირის ფართობი არის 2,00 მ² და შესაბამისად მან უნდა მიიღოს 5 ტაბლეტი 500 მგ-იანი დღეში 2-ჯერ.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ რა დოზა უნდა მიიღოთ, როდის და რა ხანგრძლივობით.

შესაძლებელია თქვენმა ექიმმა თითოეულ დოზაზე დაგინიშნოთ 150 მგ, 300 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინაცია.

ტაბლეტები მიიღეთ დილაობით და საღამოობით ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ არაუგვიანეს საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (საუზმე და ვახშამი) და ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად.

მნიშვნელოვანია ყველა მედიკამენტი მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

კაპეციტაბინ მედაკის ტაბლეტები, როგორც წესი, მიიღება 14 დღის განმავლობაში, შემდგომ 7-დღიანი პაუზა, რომლის დროსაც ტაბლეტები არ მიიღება. ეს 21-დღიანი პერიოდი შეადგენს მკურნალობის ციკლს.

სხვა მედიკამენტებთან კომბინაციის შემთხვევაში მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა შესაძლოა 1.250 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე ნაკლები იყოს. ამას გარდა შესაძლებელია ტაბლეტების მიღების პერიოდი განსხვავებული იყოს (მაგ. ყოველდღიურად, მიღების პაუზის გარეშე).

თუ მიიღეთ კაპეციტაბინ მედაკის საჭიროზე მაღალი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ კაპეციტაბინის საჭიროზე მაღალი დოზა, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმერთოთ თქვენს ექიმს შემდეგი დოზის მიღებამდე.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი კაპეციტაბინი, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდით მოვლენები: გულისრევა ან ღებინება, დიარეა, ანთება ან წყლულები ნაწლავებში ან პირის ღრუში, ტკივილი ან სისხლდენა ნაწლავში ან კუჭში, ძვლის ტვინის დეპრესია (სისხლის უჯრედის რაოდენობის დაქვეითება). დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ რომელიმე მოცემული სიმპტომი.

თუ დაგავიწყდათ კაპეციტაბინ მედაკის მიღება

არ მიიღოთ ეს გამოტოვებული დოზა დამატებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ წინა დოზის მიღება დაგაციწყდათ. ასეთ შემთხვევაში უნდა გააგრძელოთ მიღება ჩვეულებრივი განრიგით და მიმართოთ თქვენს ექიმს.

თუ კაპეციტაბინ მედაკის მიღება შეწყვიტეთ

არ არის ცნობილი კაპეციტაბინით მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა. თუ თქვენ პარალელურად იღებთ კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტს (რომელიც მაგალითად შეიცავს ფენპროკუმონს) და წყვეტთ კაპეციტაბინის მიღებას, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ექიმის მიერ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალების დოზის მოდიფიკაცია.

თუ გაგიჩნდათ დამატებით შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდით მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, კაპეციტაბინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ კაპეციტაბინ მედაკის მიღება დაუყოვნებლივ და დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:

დიარეა: თუ გაქვთ ჩვეულებრივზე მეტად გახშირებული, დღეში 4-ჯერადი ან უფრო ხშირი დეფეკაცია, ან თუ გაქვთ დიარეა ღამით.

პირღებინება: იმ შემთხვევაში თუ 24 საათში გქონდათ პირღებინების ერთ ეპიზოდზე მეტი.

გულისრევა: იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ უმადობა და თქვენი დღიურად მიღებული საკვების რაოდენობა ნორმალურზე შესამჩნევად ნაკლებია.

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება: თუ გაქვთ ტკივილი, სიწითლე და ანთება პირის ღრუში.

ხელ-ფეხ-კანის რეაქცია: ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და/ან ჩხვლეტის შეგრძნებები ხელებზე/ხელებში და/ან ფეხებში.

ცხელება: თუ გაქვთ მინიმუმ 38 °C ტემპერატურა.

ინფექციები: თუ თქვენ გაქვთ ბაქტერიული, ვირუსული ან სხვა ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.

ტკივილი გულმკერდის მიდამოში: თუ გრძნობთ ტკივილს გულმკერდის არეში, განსაკუთრებით, თუ ის ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული.

სტივენს-ჯონსონის-სინდრომი: თუ გაქვთ მტკივნეული, წითელი ან მეწამული ფერის გამონაყარი, რომელიც პროგრესირებს და/ან თუ ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუ და ტუჩები) ვითარდება სხვა დაზიანებები, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ მანამდეც უჩიოდით ფოტოსენსიტიურობას, გქონდათ სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება.

დპდ-ს ნაკლებიბა: თუ ცნობილია, რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) დეფიციტი, თქვენ გაქვთ კაპეციტაბინით გამოწვეული ტოქსიური ეფექტების და მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური გვერდით მოვლენების (მაგ. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ლორწოვანი გარსების ანთება, დიარეა, ნეიტროპენია და არასასურველი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ [ნეიროტოქსიურობა]) უეცარი და ადრეული განვითარების მომატებული რისკი.

ადრეულად აღმოჩენის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ პრეპარატის შეწყვეტიდან 2 – 3 დღეში უმჯობესდება. თუ არასასურველი მოვლენები კვლავ გრძელდება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა თქვენმა ექიმმა დანიშნოს უფრო დაბალი სამკურნალო დოზა.

ხელ-ფეხ-კანის რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს თითის ანაბეჭდების დაკარგვა, რამაც შესაძლოა თითის სკანირებით თქვენს იდენტიფიცირებას შეუშალოს ხელი.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კაპეციტაბინ მედაკის მონოთერაპიის სახით გამოყენების შემთხვევაში ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები, რომელიც უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს:

მუცლის ტკივილი

კანის გამონაყარი, სიმშრალე ან ქავილი

დაღლილობა

უმადობა (ანორექსია)

ეს გვერდითი მოვლენები შესაძლოა გაძლიერდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს გვერდითი მოვლენის გაჩენის შემთხვევაში. შესაძლოა ექიმმა შეამციროს პრეპარატის დოზა და/ან დროებით შეაჩეროს კაპეციტაბინ მედაკით მკურნალობა. ეს გვერდით მოვლენის მიმდინარეობის გაგრძელების ან დამძიმების შესაძლებლობას შეამცირებს.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)

სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანალიზებით დადასტურებული)

გამოშრობა (დეჰიდრატაცია), წონაში კლება

უძილობა, დეპრესია

თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანის პათოლოგიური შეგრძნებები (დაბუჟების ან ჩხვლეტის განცდა), გემოს შეგრძნების ცვლილებები

თვალების გაღიზიანება, მომატებული ცრემლიანობა, თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი)

ვენების ანთება (თრომბოფლებიტი)

სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, რინორეა

ჰერპესული გამონაყარი ან სხვა ჰერპესული ინფექციები

ფილტვების ან სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. პნევმონია ან ბრონქიტი)

სისხლდენა ნაწლავებიდან, ყაბზობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, საკვების მონელების დარღვევა, ჭარბი მეტეორიზმი, პირის სიმშრალე

გამონაყარი კანზე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, კანის სიმშრალე, ქავილი (პრურიტუსი), კანის შეფერილობის ცვლილება, კანის აქერცვლა, კანის ანთება, ფრჩხილების პათოლოგიები

სახსრების ან კიდურების ტკივილი, გულმკერდის ან ზურგის ტკივილი

ცხელება, კიდურების შეშუპება, თავის შეუძლოდ გრძნობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (დადასტურებული სისხლის ანალიზით) და სისხლში ბილირუბინის დონის მატება (გამოიყოფა ღვიძლიდან)

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში)

სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ცხვირის და ყელის ინფექცია, სოკოვანი ინფექციები (პირის ღრუს ჩათვლით), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი

კანქვეშა კვანძები (ლიპომა)

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება თრომბოციტების ჩათვლით, სისხლის შეუდედებლობა (დადგენილი ლაბორატორიული ანალიზით)

ალერგია

დიაბეტი, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, არასაკმარისი კვება, სისხლში ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონის მატება

დეზორიენტაცია, პანიკის შეტევები, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება

მეტყველების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, მოძრაობის დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, გონების დაკარგვა, ნერვების დაზიანება (ნეიროპათია) და სენსორული დარღვევები

მხედველობის დაბინდვა ან გაორება

თავბრუსხვევა (ვერტიგო), ყურის ტკივილი

გულის რითმის დარღვევები და გულის ფრიალი (არითმია), ტკივილი გულმკერდის არეში და გულის ინფარქტი

ღრმა ვენების თრომბოზი, სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება, წამოხურება, ცივი კიდურები, კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა

თრომბების მოხვედრა ფილტვის ვენებში (ფილტვის ემბოლია), ფილტვის კოლაფსი, სისხლიანი ხველა, ასთმა, ქოშინი დატვირთვაზე

ნაწლავის ობსტრუქცია, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლიანი განავალი

სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება)

წყლულები და ბუშტუკოვანი ელემენტები კნაზე, კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, ხელისგულების სიწითლრ, შეშუპება ან ტკივილი სახის არეში

სახსრის შეშუპება ან შებოჭილობა, ტკივილები, კუნთების სისუსტე ან შებოჭილობა

სითხის დაგროვება თირკმელებში, გახშირებული შარდვა ღამით, შეუკავებლობა, სისხლი შარდში, სისხლში კრეატინინის დონის მომატება (თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები)

უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა

შეშუპება (ედემა), კანკალი და კუნთების სპაზმი

ამ გვერდით მოვლენებიდან ზოგიერთი უფრო ხშირად გამოვლინდება კაპეციტაბინის სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოვლენილ სხვა გვერდითი მოვლენებს მიეკუთვნება:

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის მომატება

ნერვული ტკივილი

რეკვის ან ბზუილის შეგრძნება ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაქვეითება

ვენების ანთება

სლოკინი, ხმის შეცვლა

ტკივილი პირის ღრუში ან შეცვლილი/პათოლოგიური შეგრძნებები პირის ღრუში, ყბის ტკივილი

ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა

კუნთის სპაზმი

მოშარდვის გაძნელება, შარდში სისხლის ან ცილის არსებობა

სისხლჩაქცევები ან რეაქციები ინექციის ადგილას (გამოწვეული მედიკამენტის თანადროული ინექციით)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე ადამიანში)

საცრემლე არხის შევიწროება ან ბლოკირება (საცრემლე არხის სტენოზი)

ღვიძლის უკმარისობა

ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის სეკრეცისს დარღვევას (ქოლესტაზური ჰეპატიტი)

ელექტროკარდიოგრამის ზოგიერთი ცვლილება (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

გულის რიტმის დარღვევის სპეციფიური ფორმები (მათ შორის პარკუჭოვანი ფიბრილაცია, Torsade de Pointes და ბრადიკარდია)

თვალის ანთება ტკივილით და შესაძლოა მხედველობის დაბინდვით

კანის ანთება, რომელიც იმუნური სისტემის პათოლოგიის გამო იწვევს აქერცლილი ლაქების წარმოქმნას

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე ადამიანში)

კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, წყლულების დ ბუშტუკების წარმოქმნა. შესაძლოა თან ახლდეს წყლულების წარმოქმნა პირის ღრუში, ცხვირში, გენიტალიებზე, ხელებზე, ფეხებსა და თვალებზე (თვალების შეწითლება და შეშუპება)

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული კაპეციტაბინზე ან ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე. უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ თქვენ იცით კაპეციტაბინზე ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შესახებ,

წარსულში ფლუოროპირიმიდინებით (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფი, მაგ. ფლუოროურაცილი) მკურნალობის დროს მძიმე რეაქციის განვითარებისას,

ორსულობის ან ძუძთი კვების დროს,

სისხლში თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითების დროს (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია),

ღვიძლის მძიმე დაზიანების ან თირკმლის პრობლემების დროს,

თუ იცით, რომ თქვენთან ფერმენტი დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზა (დპდ) აქტიური არ არის,

თუ თქვენ ჰერპეს ზოსტერის თერაპიის ფარგლებში (ჩუტყვავილა ან შინგლი) გიტარდებათ მკურნალობა ბრივუდინით, სორივუდინით ან მსგავსი ნივთიერებათა კლასით, ან ჩაგიტარდათ მკურნალობა ბოლო 4 კვირის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ კაპეციტაბინ მედაკის მიღებას დაიწყებთ,

თუ იცით რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის ნაწილობრივი დეფიციტი,

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები,

თუ გქონდათ ან გაქვთ გულის პრობლემები (მაგ. არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის, ყბის ან ზურგის არეში, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შედეგად გულის სისხლისმომარაგების დარღვევითაა გამოწვეული),

თუ გაქვთ თავის ტვინის პათოლოგია (მაგ. სიმსივნე, რომელიც გავრცელებულია თავის ტვინზე) ან ნერვების დაზიანება (ნეიროპათია)

თუ გაქვთ კალციუმის ცვლის დარღვევა (გამოვლენილი სისხლის ანალიზით),

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ თქვენ მძიმე გულისრევის ან ღებინების გამო არ შეგიძლიათ ორანიზმში წყლის ან საკვების შენარჩუნება,

თუ გაქვთ დიარეა,

თუ თქვენ დეჰიდრატირებული ხართ, ან მოსალოდნელია დეჰიდრატაცია,

თუ თქვენ სისხლში იონების დონე მომატებული ან დაქვეითებულია (ელექტროლიტების დისბალანსი, დადგენილი ანალიზებით),

თუ თქვენ წარსულში გქონდათ თვალის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ თვალების დამატებითი შემოწმება,

თუ გაქვთ კანის მძიმე რეაქცია.

დპდ-ს ნაკლებობა

დპდ-ს ნაკლებობა წარმოადგენს იშვიათ თანდაყოლილ დაავადებას, რომელიც ჩვეულებრივ არ არის ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემებთან, სანამ ადამიანი არ მიიღებს ზოგიერთ პრეპარატს. თუ თქვენ გაქვთ აქამდე უცნობი დპდ-ს ნაკლებობა და მიიღებთ კაპეციტაბინ მედაკს, თქვენ გექნებათ მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების მძიმე ფორმების უეცარი და ნაადრევი განვითარების მომატებული რისკი. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული ამ ბროშურაში (იხილეთ პუნქტი 4 „რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?“).

ბავშვები და მოზარდები

კაპეციტაბინი მედაკი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. არ ,მისცეთ კაპეციტაბინ მედაკი ბავშვებს და მოზარდებს.

კაპეციტაბინ მედაკის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატი.. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა ერთერთი მედიკამენტის მოქმედება გააძლიეროს ან შეასუსტოს. თქვენ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატიდან რომელიმეს:

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი (ალოპურინოლი),

სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (კუმარინი, ვარფარინი),

ზოგიერთი ვირუსების საწინააღმდეგო მედიკამენტები (სორივუდინი და ბრივუდინი),

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი (ფენიტოინი),

ინტერფერონ ალფა,

სხივური თერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი (ფოლინის მჟავა,

ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოთეკანი),

ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სამკურნალო პრეპარატები

კაპეციტაბინ მედაკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაპეციტაბინ მედაკი უნდა მიიღოთ საკვების მიღებიდან არაუმეტეს 30 წუთის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ორსულად ხართ, აპირებთ დაორსულებას, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაირეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ თქვენ ორსულად ხართ, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, კაპეციტაბინ მედაკის მიღება არ შეიძლება. კაპეციტაბინ მედაკით მკურნალობის დროს ჩვილი არ კვებოთ ძუძუთი.

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა

კაპეციტაბინ მედაკის მიღების შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა ან დაღლილობა, შესაძლოა გქონდეთ გულისრევა. ამიტომ შეიძლება კაპეციტაბინმა იმოქმედოს ავტომანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

კაპეციტაბინ მედაკი შეიცვს ლაქტოზას

გთხოვთ ეს მედიკამენტი მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ცნობილია რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა.

გვერდითი მოვლენები

თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ამას გარდა თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენები პირდაპირ (აღწერილია ქვემოთ) დაარეგისტრიროთ. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.

გერმანია

მედიკამენტებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალუტი ინსტიტუტი

ფარმაკომეთვალყურეობის განყოფილება

კურტ-გეორგ-კისინჯერ ალეე 3

D-53175 ბონი

ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de

შემადგენლობა

აქტიური ნივთერება არის კაპეციტაბინი.

ყოველი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ კაპეციტაბინს.

ყოველი 300 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ კაპეციტაბინს.

ყოველი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.

სხვა შემადგენელი კომპონენტებია:

ტაბლეტის შიგთავსი: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E 468), ჰიპრომელოზა (E 464), მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460), მაგნიუმის სტეარატი (E 572) – იხილეთ პუნქტი 2 „კაპეციტაბინ მედაკი შეიცავს ლაქტოზას”.

ტაბლეტების გარსი:

კაპეციტაბინ მედაკი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის(III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O (E 172), რკინის(III)-ოქსიდი (E 172), ტალკი

კაპეციტაბინ მედაკი 300 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი

კაპეციტაბინ მედაკი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები

როგორ გამოიყურება კაპეციტაბინ მედაკი და შეფუთვის შიგთავსი

ღია-ატმისფერი, მოგრძო, ამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე ნაბეჭდით ‚150‘, ხოლო მეორე მხარეზე გლუვი.

თეთრი ან მორუხო თეთრი ფერის, მოგრძო, ამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე ნაბეჭდით ‚300‘, ხოლო მეორე მხარეზე გლუვი.

ატმისფერი, მოგრძო, ამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე ნაბეჭდით ‚500‘, ხოლო მეორე მხარეზე გლუვი.

კაპეციტაბინ მედაკი ხელმისაწვდომია ბლისტერების სახით (ალუმინი/ალუმინი ან პოლივინილ-ქლორიდი/პოლივინილიდინ ქლორიდი/ალუმინი).

თითოეული შეფუთვა შეიცავს 28, 30,56, 60, 84, 112 ან 120 შემოგარსულ ტაბლეტს.

შესაძლოა წარმოებაში არ იყოს ყველა სიდიდის შეფუთვა.

ფარმაცევტული კომპანია

მედაკი

შპს კლინიკური სპეციალური პრეპარატების კომპანია

თეატრის ქუჩა. 6

22880 ვედელი

გერმანია

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვის მუყაოზე მოცემული „გამოყენების თარიღის“ და ბლისტერ შეფუთვაზე “EXP“ სახით მოცემული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ეს ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტები არ გადაყაროთ დამდგარ წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

კაპეციტაბინ მედაკი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტები

კაპეციტაბინ მედაკი 300 მგ შემოგარსული ტაბლეტები

კაპეციტაბინ მედაკი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები

კაპეციტაბინი

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატს შეუძლია ავნოს სხვა ადამიანებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არაა მითითებული ამ ინსტრუაქციაში (იხილეთ მე-4 პუნქტი).

ინსტრუქციის შინაარსი

  • რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კაპეციტაბინ მედაკი?
  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კაპეციტაბინ მედაკის გამოყენების წინ?
  • როგორ მიიღოთ კაპეციტაბინ მედაკი?
  • რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
  • როგორ ინახება კაპეციტაბინ მედაკი?
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კაპეციტაბინ მედაკი?

კაპეციტაბინ მედაკი მიეკუთვნება „ციტოსტატიკების“ ჯგუფს, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებენ. კაპეციტაბინ მედაკი შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავად ციტოსტატიკს არ არის. კაპეციტაბინი მხოლოდ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება აქტიურ სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებად (უპირატესად სიმსივნურ ქსოვილში).

კაპეციტაბინ მედაკი ექიმების მიერ გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის ან ძუძუს სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ.

ამას გარდა კაპეციტაბინი ინიშნება ნაწლავის კიბოს სრული ოპერაციული ამოკვეთის შემდეგ სიმსივნის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

კაპეციტაბინის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის, ასევე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციის სახით.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კაპეციტაბინ მედაკის გამოყენების წინ?

არ მიიღოთ კაპეციტაბინ მედაკი

თუ ხართ ალერგიული კაპეციტაბინზე ან ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე. უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ თქვენ იცით კაპეციტაბინზე ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შესახებ,

წარსულში ფლუოროპირიმიდინებით (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფი, მაგ. ფლუოროურაცილი) მკურნალობის დროს მძიმე რეაქციის განვითარებისას,

ორსულობის ან ძუძთი კვების დროს,

სისხლში თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითების დროს (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია),

ღვიძლის მძიმე დაზიანების ან თირკმლის პრობლემების დროს,

თუ იცით, რომ თქვენთან ფერმენტი დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზა (დპდ) აქტიური არ არის,

თუ თქვენ ჰერპეს ზოსტერის თერაპიის ფარგლებში (ჩუტყვავილა ან შინგლი) გიტარდებათ მკურნალობა ბრივუდინით, სორივუდინით ან მსგავსი ნივთიერებათა კლასით, ან ჩაგიტარდათ მკურნალობა ბოლო 4 კვირის განმავლობაში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ კაპეციტაბინ მედაკის მიღებას დაიწყებთ,

თუ იცით რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის ნაწილობრივი დეფიციტი,

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები,

თუ გქონდათ ან გაქვთ გულის პრობლემები (მაგ. არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის, ყბის ან ზურგის არეში, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შედეგად გულის სისხლისმომარაგების დარღვევითაა გამოწვეული),

თუ გაქვთ თავის ტვინის პათოლოგია (მაგ. სიმსივნე, რომელიც გავრცელებულია თავის ტვინზე) ან ნერვების დაზიანება (ნეიროპათია)

თუ გაქვთ კალციუმის ცვლის დარღვევა (გამოვლენილი სისხლის ანალიზით),

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ თქვენ მძიმე გულისრევის ან ღებინების გამო არ შეგიძლიათ ორანიზმში წყლის ან საკვების შენარჩუნება,

თუ გაქვთ დიარეა,

თუ თქვენ დეჰიდრატირებული ხართ, ან მოსალოდნელია დეჰიდრატაცია,

თუ თქვენ სისხლში იონების დონე მომატებული ან დაქვეითებულია (ელექტროლიტების დისბალანსი, დადგენილი ანალიზებით),

თუ თქვენ წარსულში გქონდათ თვალის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ თვალების დამატებითი შემოწმება,

თუ გაქვთ კანის მძიმე რეაქცია.

დპდ-ს ნაკლებობა

დპდ-ს ნაკლებობა წარმოადგენს იშვიათ თანდაყოლილ დაავადებას, რომელიც ჩვეულებრივ არ არის ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემებთან, სანამ ადამიანი არ მიიღებს ზოგიერთ პრეპარატს. თუ თქვენ გაქვთ აქამდე უცნობი დპდ-ს ნაკლებობა და მიიღებთ კაპეციტაბინ მედაკს, თქვენ გექნებათ მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების მძიმე ფორმების უეცარი და ნაადრევი განვითარების მომატებული რისკი. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნეთ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული ამ ბროშურაში (იხილეთ პუნქტი 4 „რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?“).

ბავშვები და მოზარდები

კაპეციტაბინი მედაკი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. არ ,მისცეთ კაპეციტაბინ მედაკი ბავშვებს და მოზარდებს.

კაპეციტაბინ მედაკის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატი.. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა ერთერთი მედიკამენტის მოქმედება გააძლიეროს ან შეასუსტოს. თქვენ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატიდან რომელიმეს:

პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი (ალოპურინოლი),

სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (კუმარინი, ვარფარინი),

ზოგიერთი ვირუსების საწინააღმდეგო მედიკამენტები (სორივუდინი და ბრივუდინი),

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი (ფენიტოინი),

ინტერფერონ ალფა,

სხივური თერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი (ფოლინის მჟავა,

ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოთეკანი),

ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სამკურნალო პრეპარატები

კაპეციტაბინ მედაკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაპეციტაბინ მედაკი უნდა მიიღოთ საკვების მიღებიდან არაუმეტეს 30 წუთის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ორსულად ხართ, აპირებთ დაორსულებას, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაირეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ თქვენ ორსულად ხართ, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, კაპეციტაბინ მედაკის მიღება არ შეიძლება. კაპეციტაბინ მედაკით მკურნალობის დროს ჩვილი არ კვებოთ ძუძუთი.

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა

კაპეციტაბინ მედაკის მიღების შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა ან დაღლილობა, შესაძლოა გქონდეთ გულისრევა. ამიტომ შეიძლება კაპეციტაბინმა იმოქმედოს ავტომანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

კაპეციტაბინ მედაკი შეიცვს ლაქტოზას

გთხოვთ ეს მედიკამენტი მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ცნობილია რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა.

  • როგორ მიიღება კაპეციტაბინ მედაკი?

ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შეკითხვების არსებობის შემთხვევაში.

კაპეციტაბინ მედაკი უნდა დანიშნოს მხოლოდ იმ ექიმმა, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენების შესაბამისი გამოცდილება.

თქვენი ექიმი შეარჩევს თქვენზე მორგებულ სამკურნალო დოზასა და მკურნალობის სქემას. კაპეციტაბინ მედაკის დოზა იანგარიშება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. ეს უკანასკნელი კი გამოითვლება თქვენი სიმაღლის და წონის მიხედვით. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1.250 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). იხილეთ შემდეგი მაგალითები: 64 კგ წონის და 1,64 მ სიმაღლის ადამიანის სხეულის ზედაპირის ფართობი არის 1,7 მ² და მან უნდა მიიღოს შესაბამისად 4 ტაბლეტი 500 მგ-იანი და 1 ტაბლეტი 150 მგ-იანი დღეში ორჯერ. 80 კგ წონის და 1,80 მ სიმაღლის ადამიანის სხეულის ზედაპირის ფართობი არის 2,00 მ² და შესაბამისად მან უნდა მიიღოს 5 ტაბლეტი 500 მგ-იანი დღეში 2-ჯერ.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ რა დოზა უნდა მიიღოთ, როდის და რა ხანგრძლივობით.

შესაძლებელია თქვენმა ექიმმა თითოეულ დოზაზე დაგინიშნოთ 150 მგ, 300 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინაცია.

ტაბლეტები მიიღეთ დილაობით და საღამოობით ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ არაუგვიანეს საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (საუზმე და ვახშამი) და ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად.

მნიშვნელოვანია ყველა მედიკამენტი მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

კაპეციტაბინ მედაკის ტაბლეტები, როგორც წესი, მიიღება 14 დღის განმავლობაში, შემდგომ 7-დღიანი პაუზა, რომლის დროსაც ტაბლეტები არ მიიღება. ეს 21-დღიანი პერიოდი შეადგენს მკურნალობის ციკლს.

სხვა მედიკამენტებთან კომბინაციის შემთხვევაში მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა შესაძლოა 1.250 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე ნაკლები იყოს. ამას გარდა შესაძლებელია ტაბლეტების მიღების პერიოდი განსხვავებული იყოს (მაგ. ყოველდღიურად, მიღების პაუზის გარეშე).

თუ მიიღეთ კაპეციტაბინ მედაკის საჭიროზე მაღალი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ კაპეციტაბინის საჭიროზე მაღალი დოზა, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმერთოთ თქვენს ექიმს შემდეგი დოზის მიღებამდე.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი კაპეციტაბინი, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდით მოვლენები: გულისრევა ან ღებინება, დიარეა, ანთება ან წყლულები ნაწლავებში ან პირის ღრუში, ტკივილი ან სისხლდენა ნაწლავში ან კუჭში, ძვლის ტვინის დეპრესია (სისხლის უჯრედის რაოდენობის დაქვეითება). დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ რომელიმე მოცემული სიმპტომი.

თუ დაგავიწყდათ კაპეციტაბინ მედაკის მიღება

არ მიიღოთ ეს გამოტოვებული დოზა დამატებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ წინა დოზის მიღება დაგაციწყდათ. ასეთ შემთხვევაში უნდა გააგრძელოთ მიღება ჩვეულებრივი განრიგით და მიმართოთ თქვენს ექიმს.

თუ კაპეციტაბინ მედაკის მიღება შეწყვიტეთ

არ არის ცნობილი კაპეციტაბინით მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა. თუ თქვენ პარალელურად იღებთ კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტს (რომელიც მაგალითად შეიცავს ფენპროკუმონს) და წყვეტთ კაპეციტაბინის მიღებას, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ექიმის მიერ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალების დოზის მოდიფიკაცია.

თუ გაგიჩნდათ დამატებით შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდით მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, კაპეციტაბინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ კაპეციტაბინ მედაკის მიღება დაუყოვნებლივ და დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:

დიარეა: თუ გაქვთ ჩვეულებრივზე მეტად გახშირებული, დღეში 4-ჯერადი ან უფრო ხშირი დეფეკაცია, ან თუ გაქვთ დიარეა ღამით.

პირღებინება: იმ შემთხვევაში თუ 24 საათში გქონდათ პირღებინების ერთ ეპიზოდზე მეტი.

გულისრევა: იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ უმადობა და თქვენი დღიურად მიღებული საკვების რაოდენობა ნორმალურზე შესამჩნევად ნაკლებია.

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება: თუ გაქვთ ტკივილი, სიწითლე და ანთება პირის ღრუში.

ხელ-ფეხ-კანის რეაქცია: ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და/ან ჩხვლეტის შეგრძნებები ხელებზე/ხელებში და/ან ფეხებში.

ცხელება: თუ გაქვთ მინიმუმ 38 °C ტემპერატურა.

ინფექციები: თუ თქვენ გაქვთ ბაქტერიული, ვირუსული ან სხვა ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.

ტკივილი გულმკერდის მიდამოში: თუ გრძნობთ ტკივილს გულმკერდის არეში, განსაკუთრებით, თუ ის ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული.

სტივენს-ჯონსონის-სინდრომი: თუ გაქვთ მტკივნეული, წითელი ან მეწამული ფერის გამონაყარი, რომელიც პროგრესირებს და/ან თუ ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუ და ტუჩები) ვითარდება სხვა დაზიანებები, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ მანამდეც უჩიოდით ფოტოსენსიტიურობას, გქონდათ სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება.

დპდ-ს ნაკლებიბა: თუ ცნობილია, რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) დეფიციტი, თქვენ გაქვთ კაპეციტაბინით გამოწვეული ტოქსიური ეფექტების და მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური გვერდით მოვლენების (მაგ. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ლორწოვანი გარსების ანთება, დიარეა, ნეიტროპენია და არასასურველი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ [ნეიროტოქსიურობა]) უეცარი და ადრეული განვითარების მომატებული რისკი.

ადრეულად აღმოჩენის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ პრეპარატის შეწყვეტიდან 2 – 3 დღეში უმჯობესდება. თუ არასასურველი მოვლენები კვლავ გრძელდება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა თქვენმა ექიმმა დანიშნოს უფრო დაბალი სამკურნალო დოზა.

ხელ-ფეხ-კანის რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს თითის ანაბეჭდების დაკარგვა, რამაც შესაძლოა თითის სკანირებით თქვენს იდენტიფიცირებას შეუშალოს ხელი.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კაპეციტაბინ მედაკის მონოთერაპიის სახით გამოყენების შემთხვევაში ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები, რომელიც უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს:

მუცლის ტკივილი

კანის გამონაყარი, სიმშრალე ან ქავილი

დაღლილობა

უმადობა (ანორექსია)

ეს გვერდითი მოვლენები შესაძლოა გაძლიერდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს გვერდითი მოვლენის გაჩენის შემთხვევაში. შესაძლოა ექიმმა შეამციროს პრეპარატის დოზა და/ან დროებით შეაჩეროს კაპეციტაბინ მედაკით მკურნალობა. ეს გვერდით მოვლენის მიმდინარეობის გაგრძელების ან დამძიმების შესაძლებლობას შეამცირებს.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)

სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანალიზებით დადასტურებული)

გამოშრობა (დეჰიდრატაცია), წონაში კლება

უძილობა, დეპრესია

თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანის პათოლოგიური შეგრძნებები (დაბუჟების ან ჩხვლეტის განცდა), გემოს შეგრძნების ცვლილებები

თვალების გაღიზიანება, მომატებული ცრემლიანობა, თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი)

ვენების ანთება (თრომბოფლებიტი)

სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, რინორეა

ჰერპესული გამონაყარი ან სხვა ჰერპესული ინფექციები

ფილტვების ან სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. პნევმონია ან ბრონქიტი)

სისხლდენა ნაწლავებიდან, ყაბზობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, საკვების მონელების დარღვევა, ჭარბი მეტეორიზმი, პირის სიმშრალე

გამონაყარი კანზე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, კანის სიმშრალე, ქავილი (პრურიტუსი), კანის შეფერილობის ცვლილება, კანის აქერცვლა, კანის ანთება, ფრჩხილების პათოლოგიები

სახსრების ან კიდურების ტკივილი, გულმკერდის ან ზურგის ტკივილი

ცხელება, კიდურების შეშუპება, თავის შეუძლოდ გრძნობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (დადასტურებული სისხლის ანალიზით) და სისხლში ბილირუბინის დონის მატება (გამოიყოფა ღვიძლიდან)

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში)

სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ცხვირის და ყელის ინფექცია, სოკოვანი ინფექციები (პირის ღრუს ჩათვლით), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი

კანქვეშა კვანძები (ლიპომა)

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება თრომბოციტების ჩათვლით, სისხლის შეუდედებლობა (დადგენილი ლაბორატორიული ანალიზით)

ალერგია

დიაბეტი, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, არასაკმარისი კვება, სისხლში ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონის მატება

დეზორიენტაცია, პანიკის შეტევები, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება

მეტყველების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, მოძრაობის დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, გონების დაკარგვა, ნერვების დაზიანება (ნეიროპათია) და სენსორული დარღვევები

მხედველობის დაბინდვა ან გაორება

თავბრუსხვევა (ვერტიგო), ყურის ტკივილი

გულის რითმის დარღვევები და გულის ფრიალი (არითმია), ტკივილი გულმკერდის არეში და გულის ინფარქტი

ღრმა ვენების თრომბოზი, სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება, წამოხურება, ცივი კიდურები, კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა

თრომბების მოხვედრა ფილტვის ვენებში (ფილტვის ემბოლია), ფილტვის კოლაფსი, სისხლიანი ხველა, ასთმა, ქოშინი დატვირთვაზე

ნაწლავის ობსტრუქცია, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, წვრილი და მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლიანი განავალი

სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება)

წყლულები და ბუშტუკოვანი ელემენტები კნაზე, კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, ხელისგულების სიწითლრ, შეშუპება ან ტკივილი სახის არეში

სახსრის შეშუპება ან შებოჭილობა, ტკივილები, კუნთების სისუსტე ან შებოჭილობა

სითხის დაგროვება თირკმელებში, გახშირებული შარდვა ღამით, შეუკავებლობა, სისხლი შარდში, სისხლში კრეატინინის დონის მომატება (თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები)

უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა

შეშუპება (ედემა), კანკალი და კუნთების სპაზმი

ამ გვერდით მოვლენებიდან ზოგიერთი უფრო ხშირად გამოვლინდება კაპეციტაბინის სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოვლენილ სხვა გვერდითი მოვლენებს მიეკუთვნება:

ხშირი გვერდითი მოვლენები (უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის მომატება

ნერვული ტკივილი

რეკვის ან ბზუილის შეგრძნება ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაქვეითება

ვენების ანთება

სლოკინი, ხმის შეცვლა

ტკივილი პირის ღრუში ან შეცვლილი/პათოლოგიური შეგრძნებები პირის ღრუში, ყბის ტკივილი

ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა

კუნთის სპაზმი

მოშარდვის გაძნელება, შარდში სისხლის ან ცილის არსებობა

სისხლჩაქცევები ან რეაქციები ინექციის ადგილას (გამოწვეული მედიკამენტის თანადროული ინექციით)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე ადამიანში)

საცრემლე არხის შევიწროება ან ბლოკირება (საცრემლე არხის სტენოზი)

ღვიძლის უკმარისობა

ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის სეკრეცისს დარღვევას (ქოლესტაზური ჰეპატიტი)

ელექტროკარდიოგრამის ზოგიერთი ცვლილება (QT ინტერვალის გახანგრძლივება)

გულის რიტმის დარღვევის სპეციფიური ფორმები (მათ შორის პარკუჭოვანი ფიბრილაცია, Torsade de Pointes და ბრადიკარდია)

თვალის ანთება ტკივილით და შესაძლოა მხედველობის დაბინდვით

კანის ანთება, რომელიც იმუნური სისტემის პათოლოგიის გამო იწვევს აქერცლილი ლაქების წარმოქმნას

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე ადამიანში)

კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, წყლულების დ ბუშტუკების წარმოქმნა. შესაძლოა თან ახლდეს წყლულების წარმოქმნა პირის ღრუში, ცხვირში, გენიტალიებზე, ხელებზე, ფეხებსა და თვალებზე (თვალების შეწითლება და შეშუპება)

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ამას გარდა თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენები პირდაპირ (აღწერილია ქვემოთ) დაარეგისტრიროთ. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.

გერმანია

მედიკამენტებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალუტი ინსტიტუტი

ფარმაკომეთვალყურეობის განყოფილება

კურტ-გეორგ-კისინჯერ ალეე 3

D-53175 ბონი

ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de

  • როგორ ინახება კაპეციტაბინ მედაკი?

შეინახეთ ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვის მუყაოზე მოცემული „გამოყენების თარიღის“ და ბლისტერ შეფუთვაზე “EXP“ სახით მოცემული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ეს ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტები არ გადაყაროთ დამდგარ წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კაპეციტაბინ მედაკი

აქტიური ნივთერება არის კაპეციტაბინი.

ყოველი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ კაპეციტაბინს.

ყოველი 300 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ კაპეციტაბინს.

ყოველი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.

სხვა შემადგენელი კომპონენტებია:

ტაბლეტის შიგთავსი: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E 468), ჰიპრომელოზა (E 464), მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460), მაგნიუმის სტეარატი (E 572) – იხილეთ პუნქტი 2 „კაპეციტაბინ მედაკი შეიცავს ლაქტოზას”.

ტაბლეტების გარსი:

კაპეციტაბინ მედაკი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის(III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O (E 172), რკინის(III)-ოქსიდი (E 172), ტალკი

კაპეციტაბინ მედაკი 300 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი

კაპეციტაბინ მედაკი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის(III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O (E 172), რკინის(III)-ოქსიდი (E 172), ტალკი

როგორ გამოიყურება კაპეციტაბინ მედაკი და შეფუთვის შიგთავსი

კაპეციტაბინ მედაკი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ღია-ატმისფერი, მოგრძო, ამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე ნაბეჭდით ‚150‘, ხოლო მეორე მხარეზე გლუვი.

კაპეციტაბინ მედაკი 300 მგ შემოგარსული ტაბლეტები

თეთრი ან მორუხო თეთრი ფერის, მოგრძო, ამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე ნაბეჭდით ‚300‘, ხოლო მეორე მხარეზე გლუვი.

კაპეციტაბინ მედაკი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ატმისფერი, მოგრძო, ამოზნექილი ტაბლეტები, ცალ მხარეზე ნაბეჭდით ‚500‘, ხოლო მეორე მხარეზე გლუვი.

კაპეციტაბინ მედაკი ხელმისაწვდომია ბლისტერების სახით (ალუმინი/ალუმინი ან პოლივინილ-ქლორიდი/პოლივინილიდინ ქლორიდი/ალუმინი).

თითოეული შეფუთვა შეიცავს 28, 30,56, 60, 84, 112 ან 120 შემოგარსულ ტაბლეტს.

შესაძლოა წარმოებაში არ იყოს ყველა სიდიდის შეფუთვა.

ფარმაცევტული კომპანია

მედაკი

შპს კლინიკური სპეციალური პრეპარატების კომპანია

თეატრის ქუჩა. 6

22880 ვედელი

გერმანია

მწარმოებელი

შპს ფარმაქეა პრემიუმი

HHF 003, ჰალ ფარის ინდუსტრიული ზონა ბირზებბუგია

BBG 3000, მალტა

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 06.2017

დაწვრილებითი ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ინტერნეტ გვერდებზე http://www.ema.europa.eu/.

83772-VP-EXT · EA

INPXXX 10 00000 0 000000

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა