პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

კაპეციტაბინი კერნ ფარმა 500მგ

Capecitabina Kern Pharma 500mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც "ციტოსტატიკური აგენტების" სახელითაა ცნობილი და რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს, რომელიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს ციტოსტატიკურ აგენტს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაპეციტაბინი (capecitabine)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №120
მწარმოებელი
kern Pharma, S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-020900
რეგისტრირებულია
30 ნოემბერი 2016, მოქმედებს 30 ნოემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკაპეციტაბინი კერნ ფარმა 500მგ და სხვა წამალი ერთად

კაპეციტაბინი კერნ ფარმა 500მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც "ციტოსტატიკური აგენტების" სახელითაა ცნობილი და რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს, რომელიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს ციტოსტატიკურ აგენტს. ის მხოლოდ ორგანიზმში შეწოვის შემდეგ გარდაიქმნება (უფრო მეტად, სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე ჩვეულებრივ ქსოვილში).

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ კოლინჯის, სწორი ნაწლავის, კუჭის, ან მკერდის კიბოს სამკურნალოდ. გარდა ამისა, "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" ექიმებმა შესაძლოა დანიშნონ ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით სიმსივნის სრული გაქრობის შემდეგ კოლინჯის კიბოს ხელახალი გაჩენის პრევენციის მიზნით.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღება შესაძლებელია ცალკე ან სხვა აგენტებთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები

თუ თქვენ ალერგიული ხართ კაპეციტაბინის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში). თუ გაწუხებთ რაიმე ტიპის ალერგია ან ჰიპერრეაქცია კაპეციტაბინზე, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

თუ მანამდე რთული რეაქცია გქონდათ ფტორპირიმიდით (ანტიკანცეროგენული მედიკამენტების ჯგუფი როგორიცაა ფტორურაცილი) ჩატარებულ თერაპიაზე.

თუ ფეხმძიმედ ხართ ან ლაქტაციის პერიოდში იმყოფებით.

თუ სისხლში ლეიკოციტების ან თრომბოციტების დონე მეტისმეტად დაბალი გაქვთ (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია),

თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები,

თუ გაწუხებთ ე.წ. დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზის (DPD) ფერმენტის უკმარისობა, რომელიც ჩართულია ურაცილისა და თიმინის მეტაბოლიზმში, ან

თუ ამჟამად მკურნალობთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში მკურნალობდით ბრივუდინით, სორივუდინით ან მსგავსი კლასის ნივთიერების შემცველი მედიკამენტით შემომსარტყვლელ ჰერპესს (ჩუტყვავილა ან ჰერპესი), მისი მკურნალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის სახით.

სიფრთხილის ზომები

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, თუ

გაწუხებთ ღვიძლი ან თირკმელები,

გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ გული (მაგალითად, არარეგულარული გულისცემა) ან ტკივილი გულის, ყბის და ზურგის არეში ფიზიკური დატვირთვის და სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო,

გაქვთ ტვინის დაავადებები (მაგალითად, კიბო, რომელიც გავრცელდა ტვინზე) ან ნერვების დაზიანება (ნევროპათია),

გაქვთ კალციუმის დისბალანსი (სისხლის ანალიზის მიხედვით),

გაქვთ დიაბეტი,

გაქვთ ფაღარათი (იხ. მე-4 ნაწილი),

ამჟამად გაწუხებთ ან მალე შეგაწუხებთ დესჰიდრატაცია,

დისბალანსი გაქვთ იონებში სისხლში (ელექტროლიტების დისბალანსი, ანალიზის მიხედვით).

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად აცნობეთ, თუკი ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ერთზე მეტ მედიკამენტს, შესაძლოა ამის შედეგად მათი მოქმედება გაძლიერდეს ან შესუსტდეს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, თუ თქვენ იღებთ შემდგომში ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმე მათგანს:

მედიკამენტები ნიკრისის ქარის სამკურნალოდ (ალოპურინოლი),

მედიკამენტები სისხლის კოაგულაციის დასაწევად (კუმარინი, ვარფარინი),

ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტები (სორივუდინი და ბრივუდინი),

კრუნჩხვებისა და ტრემორის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი),

ინეტრფერონ ალფა,

სხივური თერაპია და კონკრეტული მედიკამენტები, რომლებსაც იყენებენ კიბოს სამკურნალოდ (ფოლინის მჟავა, ოქსალოპლატინი და ბევაციზუმაბი).

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან მიმართებაში

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ არა უგვიანეს 30 წუთისა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან აპირებთ დაორსულებას.

არ უნდა მიიღოთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმა", თუ თქვენ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ. არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი, თუ თქვენ იღებთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას".

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღებისას შესაძლოა გქონდეთ თავბრუსხვევა, გულისრევის ან დაღლილობის შეგრძნება. შესაბამისად, შესაძლებელია "კაპეციტაბინი კერნ ფარმამ" ზემოქმედება მოახდინოს თქვენზე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან ტექნიკის გამოყენებისას. არ მართოთ ავტომობილი, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ დაგეწყოთ თავბრუსხვევა, გულისრევის ან დაღლილობის შეგრძნება.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა მიგითითათ, რომ გახასიათებთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მასთან გაიარეთ კონსულტაცია.

  • როგორ უნდა მივიღოთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმა"

კაპეციტაბინის დანიშვნა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ ექიმს, რომელსაც გამოცდილება აქვს ანტიკანცეროგენული მედიკამენტების გამოყენებაში.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" აბები უნდა გადიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით კვებიდან 30 წუთში.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის სქემას და თქვენს შესაბამის დოზას. "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც იზომება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ დოზას შეადგენს 1250 მგ/მ2-ზე, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, დღეში ორჯერ (დილით და ღამე). აქვე მოგიყვანთ ორ მაგალითს: პაციენტს, რომლის წონაა 64 კგ და სიმაღლეა 1,64 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი აქვს 1,7 მ2 და შესაბამისად, უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 4 აბი და 150 მგ-იანი 1 აბი დღეში ორჯერ. პაციენტს, რომლის წონაა 80 კგ და სიმაღლეა 1,80 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი აქვს 2,0 მ2 და შესაბამისად, უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 5 აბი დღეში ორჯერ.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" აბებს, როგორც წესი, იღებენ 14 დღის განმავლობაში გადაბმულად, 7 დღიანი შესვენების პერიოდით. ეს 21 დღიანი პერიოდი წარმოადგენს მკურნალობის ციკლს.

სხვა აგენტებთან კომბინაციაში ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში შესაძლოა იყოს 1250 მგ/მ2 -ზე ნაკლები სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით და შესაძლებელია, რომ აბების მიღება განსხვავებული პერიოდით დაგჭირდეთ (მაგალითად, ყოველდღე, დასვენების დღეების გარეშე).

თქვენი ექიმი მიგითითებთ საჭირო დოზას, როდის უნდა მიიღოთ ის და რა დროის განმავლობაში.

შესაძლოა თქვენმა ექიმმა მიგითითოთ, რომ მიიღოთ 150 მგ და 500 მგ აბების კომბინაცია თითოეული დოზისათვის.

მიიღეთ აბები დილით და ღამით, როგორც გამოგიწერათ ექიმმა.

მიიღეთ აბები არა უგვიანეს 30 წუთისა კვების (საუზმე ან ვახშამი) შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ მიიღეთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" საჭიროზე მეტი დოზა:

დაუკავშირდით თქვენს ექიმს მომდევნო დოზის მიღებამდე.

საჭიროზე მეტი კაპეციტაბინის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, გულისრევა, ფაღარათი, ნაწლავის ან პირის ანთება ან წყლული, ნაწლავის ან კუჭის ტკივილი ან სისხლდენა, ან ძვლის ტვინის დეპრესია (სისხლის ზოგიერთი ტიპის უჯრედების შემცირება). დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგანი, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრში ნომერზე: 91 562 04 20 და აცნობეთ მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის შესახებ.

თუ დაგავიწყდათ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღება:

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. ამის ნაცვლად გააგრძელეთ დანიშნული დოზირების სქემა და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

თუ შეწყვეტთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმათი" მკურნალობას:

"კაპეციტაბინი კერნ ფარმათი" მკურნალობის დამთავრება არ იწვევს გვერდით ეფექტებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იღებთ კუმარინის ანტიკოაგულანტებს (მაგ., სინტრონს), შესაძლოა "კაპეციტაბინი კერნ ფარმათი" მკურნალობის დამთავრების გამო საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება თქვენი ექიმის მიერ.

თუ რაიმე დამატებითი შეკითხვა გაქვთ ამ მედიკამენტის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია "კაპეციტაბინი კერნ ფარმამაც" გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა აუცილებელი არაა ყველაზე გავრცელდეს ის.

როდესაც პაციენტი მხოლოდ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" იღებს, ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები, რომელიც ყოველი 10-იდან 1-ზე მეტ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს, არის შემდეგი:

ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა, სტომატიტი (წყლულები ყელსა და პირში) და მუცლის ტკივილი.

კანის რეაქციები ხელებსა და ფეხებზე (ჩხვლეტის შეგრძნება ხელის გულებზე ან ტერფებზე, დაბუჟება, ტკივილი, შეშუპება ან გაწითლება),

დაღლილობა,

მადის დაკარგვა (ანორექსია).

კოდი G1033 შესყიდვის ვერსია -21 აუქმებს კოდს G1033-20

თარიღი: 28/07/2015

ბოლო ცვლილება

ხელმოწერა:

პროდ. რეფ.:

ზომები: 170X550 მმ

რეფ. ფერები

შავი პროფილი

მასშტაბი: 1:1

ანოტაცია - ჯფპ (ჯენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი)

კაპეციტაბინი 500 მგ

გარსით დაფარული აბი

შენიშვნები: ფერის ტონები არაა ვარგისი დასაბეჭდად

უკანა მხარე

ამ გვერდითმა ეფექტებმა შესაძლოა სერიოზული სახე მიიღოს, შესაბამისად, გვერდითი ეფექტის დადგომისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შეიძლება თქვენმა ექიმმა გირჩიოთ დოზის შემცირება და/ან დროებით "კაპეციტაბინი კერნ ფარმათი" მკურნალობის შეწყვეტა. ეს შეამცირებს გვერდითი ეფექტების გაგრძელების ან მათი გართულების შესაძლებლობას.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან რომელიმე მათგანი:

ფაღარათი: თუ ყოველდღიური კუჭის მოქმედება ჩვეულებრივთან შედარებით 4-ჯერ ან მეტჯერ გაიზარდა ან დაგემართათ ღამის ფაღარათი.

გულისრევა: თუ 24 საათის განმავლობაში ერთზე მეტჯერ აგერიათ გული.

გულისრევის შეგრძნება: თუ მადა დაკარგეთ და ყოველდღიური საკვების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ჩვეულ რაოდენობაზე.

სტომატიტი: თუ პირში გაწუხებთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები.

კანის რეაქცია ხელებსა და ფეხებზე: თუ გაწუხებთ ხელების და/ან ფეხების ტკივილი, შეშუპება და სიწითლე.

სიცხე და ინფექცია: თუ ტემპერატურამ აიწია 38oC-ზე ან უფრო მაღლა ან გაწუხებთ ინფექციის სხვა ნიშნები.

ტკივილი გულ-მკერდის არეში: თუ ტკივილი მკერდის ცენტრშია ლოკალიზებული, განსაკუთრებით, თუ ტკივილი იგრძნობა ფიზიკური დატვირთვისას.

თუკი დროზე აღმოვაჩენთ, მაშინ ეს გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 2 ან 3 დღეში. თუმცაღა, აღნიშნული გვერდითი ეფექტების გაგრძელების შემთხვევაში , დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა გირჩიოთ მკურნალობის განახლება უფრო დაბალი დოზით.

სხვა გვერდითი ეფექტებია:

ხშირ გვერდით ეფექტებში (შესაძლებელია გამოვლინდეს ყოველი 10-იდან 1-ში) შედის:

სისხლის თეთრი ან წითელი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ანალიზების მიხედვით).

დესჰიდრატაცია, წონის დაკარგვა,

უძილობა, დეპრესია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ანომალიური შეგრძნებები კანზე (ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება), გემოს ცვლილებები,

თვალის გაღიზიანება, ცრემლის მომატება, თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი),

ვენების ანთება (თრომბოფლებიტი),

სუნთქვის პრობლემები, ცხვირიდან სისხლდენები, ხველა, სურდო.

ტუჩის ჰერპესი ან ჰერპესის სხვა ინფექციები.

ფილტვების ან სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ., პნევმონია ან ბრონქიტი),

სისხლდენა ნაწლავიდან, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭის მოუნელებლობა, გაზები (მეტეორიზმი), პირის სიმშრალე.

კანზე გამონაყარი, თმის მცირედი ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, მშრალი კანი, წვა (ქავილი), კანის ფერის შეცვლა, კანის დაზიანება, ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევა,

ტკივილი სახსრებში ან კიდურებში, მკერდში ან ზურგში,

სიცხე, შეშუპება კიდურებში, ავადმყოფობა,

ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები (სისხლის ანალიზების მიხედვით) და სისხლში ბილირუბინის მომატება (გამოყოფილი ღვიძლიდან).

ნაკლებად ხშირ გვერდით ეფექტებში (შესაძლებელია გამოვლინდეს ყოველი 100-იდან 1-ში) შედის:

სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ანთება, კანის ინფექცია, ცხვირისა და ყელის ინფექციები, მიკოზები (მათ შორის, პირის ღრუს მიკოზები), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი,

კანქვეშა სიმსივნეები (ლიპომა),

სისხლის უჯრედების, მათ შორის, თრომბოციტების, შემცირება, ანემია (ანალიზების მიხედვით),

ალერგია,

დიაბეტი, სისხლში კალიუმის შემცირება, კვების დარღვევები, სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება,

დაბნეულობა, პანიკის შეტევები, დეპრესია, ლიბიდოს შემცირება,

დაბრკოლება მეტყველებისას, მეხსიერების დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, გულის წასვლები, ნერვული დაზიანებები (ნევროპათია) და მგრძნობიარობის პრობლემები,

დაბინდული ან გაორებული მხედველობა,

თავბრუსხვევა, ყურების ტკივილი,

არარეგულარული გულისცემა და გულისცემის აჩქარება (არითმია), ტკივილი გულის არეში და გულის შეტევა (ინფარქტი),

ღრმა შენადედები ვენებში, მაღალი ან დაბალი სისხლის წნევა, სულის ხუთვები, ცივი კიდურები, კანზე მუქი იისფერი წერტილები,

სისხლის შენადებები ფილტვების ვენებში (ფილტვის არტერიის ემბოლია), ფილტვის ატელექტაზი, სისხლიანი ხველა, ასთმა, ფიზიკური დატვირთვისას სუნთქვის გაძნელება,

ნაწლავების გაუვალობა, მუცელში სითხეების დაგროვება, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავი მილის ანთება, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, დისკომფორტი მუცელში, კუჭის მომატებული მჟავიანობა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლი განავალში,

სიყვითლე (მოყვითალო კანი და თვალები),

კანის წყლული და ბებერა, კანის რეაქცია მზის სინათლეზე, ხელისგულების სიწითლე, სახის შეშუპება ან ტკივილი,

სახსრების შეშუპება ან დაბუჟება, ძვლის ტკივილი, კუნთების სისუსტე ან გაშეშება,

თირკმელებში სითხის დაგროვება, ღამის განმავლობაში შარდვის მომატებული გახშირება, შეუკავებლობა, სისხლი შარდში, კრეატინინის მომატებული დონე სისხლში (თირკმლის დისფუნქციის ნიშანი),

უჩვეულო სისხლდენა ვაგინიდან,

შეშუპება (ედემა), ცახცახი.

ამ გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი უფრო ხშირია, როდესაც კაპეციტაბინს ხმარობენ კიბოს სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად. აღნიშნულ პირობებში აღმოჩენილი სხვა გვერდითი ეფექტებია:

ხშირ გვერდით ეფექტებში შედის (შესაძლებელია გამოვლინდეს ყოველი 10-იდან 1-ში):

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის შემცირება, გლიკემიის მომატება,

ნევრალგია,

ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა,

ვენების ანთება,

სლოკინი, ხმის შეცვლა,

პირის ღრუს ტკივილი ან განსხვავებული/ანომალური შეგრძნება, ყბის ტკვილი,

ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა,

კუნთის სპაზმები,

შარდვის გაძნელება, შარდში სისხლი ან ცილები, დაჟეჟილობა ან რეაქცია ინექციის ადგილზე (რომელიც გამოწვეულია პარალელურად ინექციის გზით მიღებული მედიკამენტებით).

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტების (შესაძლებელია გამოვლინდეს ყოველი 10.000-იდან 1-ში) რიცხვს მიეკუთვნება: ცრემლის სადინარის დავიწროება ან ბლოკირება (ცრემლის სადინარის სტენოზი), ღვიძლის უკმარისობა, ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის სეკრეციის დისფუნქციას ან ბლოკირებას (ქოლესტატიკური ჰეპატიტი), სპეციფიკური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაში (QT ინტერვალის გაგრძელება), არითმიის განსაზღვრული სახეები (მათ შორის, პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭის პირუეტული ტაქიკარდია ("Torsade de pointe") და ბრადიკარდია).

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან, მაშინაც კი, თუკი განვითარებული გვერდითი მოვლენები არაა აღწერილი ამ ანოტაციაში.

  • "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" შენახვა

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

არ შეინახოთ 30oC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვაზე. ვარგისიანობის ამოწურვის თარიღია მითითებული თვის ბოლო დღე.

მედიკამენტების გადაყრა არ შეიძლება წყალსადინარებში ან ნაგავში. არასაჭირო შეფუთვა და მედიკამენტი მოათავსეთ აფთიაქებთან არსებულ გამოუყენებელი მედიკამენტების გადამამუშავებელ კონტეინერებში (punto SIGRE). კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, რათა გაიგოთ თუ როგორ უნდა მოიშოროთ თავიდან არასაჭირო შეფუთვები და მედიკამენტები. ამ ფორმით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.

შემადგენლობა

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა კაპეციტაბინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული აბი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.

სხვა კომპონენტებია: აბის ბირთვში - უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი, ხოლო გარსში - ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), რკინის ჟანგი ყვითელი (E172), რკინის ჟანგი წითელი (E172).

პროდუქტის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" არის ატმისფერი აპკიანი გარსით დაფარული მოგრძო, ორმხრივამოზნექილი აბები.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვებში (ალუმინი/ალუმინი ან PVC/PVDC/ალუმინი), რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 120 აბს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

კოდი G1033 შესყიდვის ვერსია -21 აუქმებს კოდს G1033-20

თარიღი: 28/07/2015

ბოლო ცვლილება

ხელმოწერა:

პროდ. რეფ.:

ზომები: 170X550 მმ

რეფ. ფერები

შავი პროფილი

მასშტაბი: 1:1

ანოტაცია - ჯფპ

კაპეციტაბინი 500 მგ

გარსით დაფარული აბი

შენიშვნები: ფერის ტონები არაა ვარგისი დასაბეჭდად

წინა მხარე

კაპეციტაბინი

კერნ ფარმა 500 მგ

აპკიანი გარსით დაფარული აბები ჯფპ (ჯენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი)

მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გადაიკითხეთ მთელი ანოტაცია, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგან შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს მედიკამენტი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ და ის არ უნდა მისცეთ სხვა პირებს, თუნდაც მათ იგივე სიმპტომები ჰქონდეთ, რაც - თქვენ, ვინაიდან შესაძლოა მან ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, მაშინაც კი, თუკი განვითარებული გვერდითი ეფექტები არაა აღწერილი ამ ანოტაციაში.

ანოტაციის შინაარსი:

  • რა არის "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღების დაწყებამდე
  • როგორ უნდა მივიღოთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმა"
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" შენახვა
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" და რისთვის გამოიყენება

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც "ციტოსტატიკური აგენტების" სახელითაა ცნობილი და რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს, რომელიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს ციტოსტატიკურ აგენტს. ის მხოლოდ ორგანიზმში შეწოვის შემდეგ გარდაიქმნება (უფრო მეტად, სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე ჩვეულებრივ ქსოვილში).

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ კოლინჯის, სწორი ნაწლავის, კუჭის, ან მკერდის კიბოს სამკურნალოდ. გარდა ამისა, "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" ექიმებმა შესაძლოა დანიშნონ ქირურგიული ოპერაციის მეშვეობით სიმსივნის სრული გაქრობის შემდეგ კოლინჯის კიბოს ხელახალი გაჩენის პრევენციის მიზნით.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღება შესაძლებელია ცალკე ან სხვა აგენტებთან კომბინაციაში.

  • რა უნდა იცოდეთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმა",

თუ თქვენ ალერგიული ხართ კაპეციტაბინის ან ამ მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში). თუ გაწუხებთ რაიმე ტიპის ალერგია ან ჰიპერრეაქცია კაპეციტაბინზე, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

თუ მანამდე რთული რეაქცია გქონდათ ფტორპირიმიდით (ანტიკანცეროგენული მედიკამენტების ჯგუფი როგორიცაა ფტორურაცილი) ჩატარებულ თერაპიაზე.

თუ ფეხმძიმედ ხართ ან ლაქტაციის პერიოდში იმყოფებით.

თუ სისხლში ლეიკოციტების ან თრომბოციტების დონე მეტისმეტად დაბალი გაქვთ (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია),

თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები,

თუ გაწუხებთ ე.წ. დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზის (DPD) ფერმენტის უკმარისობა, რომელიც ჩართულია ურაცილისა და თიმინის მეტაბოლიზმში, ან

თუ ამჟამად მკურნალობთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში მკურნალობდით ბრივუდინით, სორივუდინით ან მსგავსი კლასის ნივთიერების შემცველი მედიკამენტით შემომსარტყვლელ ჰერპესს (ჩუტყვავილა ან ჰერპესი), მისი მკურნალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის სახით.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, თუ

გაწუხებთ ღვიძლი ან თირკმელები,

გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ გული (მაგალითად, არარეგულარული გულისცემა) ან ტკივილი გულის, ყბის და ზურგის არეში ფიზიკური დატვირთვის და სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო,

გაქვთ ტვინის დაავადებები (მაგალითად, კიბო, რომელიც გავრცელდა ტვინზე) ან ნერვების დაზიანება (ნევროპათია),

გაქვთ კალციუმის დისბალანსი (სისხლის ანალიზის მიხედვით),

გაქვთ დიაბეტი,

გაქვთ ფაღარათი (იხ. მე-4 ნაწილი),

ამჟამად გაწუხებთ ან მალე შეგაწუხებთ დესჰიდრატაცია,

დისბალანსი გაქვთ იონებში სისხლში (ელექტროლიტების დისბალანსი, ანალიზის მიხედვით).

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად აცნობეთ, თუკი ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ერთზე მეტ მედიკამენტს, შესაძლოა ამის შედეგად მათი მოქმედება გაძლიერდეს ან შესუსტდეს. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, თუ თქვენ იღებთ შემდგომში ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმე მათგანს:

მედიკამენტები ნიკრისის ქარის სამკურნალოდ (ალოპურინოლი),

მედიკამენტები სისხლის კოაგულაციის დასაწევად (კუმარინი, ვარფარინი),

ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტები (სორივუდინი და ბრივუდინი),

კრუნჩხვებისა და ტრემორის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი),

ინეტრფერონ ალფა,

სხივური თერაპია და კონკრეტული მედიკამენტები, რომლებსაც იყენებენ კიბოს სამკურნალოდ (ფოლინის მჟავა, ოქსალოპლატინი და ბევაციზუმაბი).

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან მიმართებაში

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ არა უგვიანეს 30 წუთისა.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან აპირებთ დაორსულებას.

არ უნდა მიიღოთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმა", თუ თქვენ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ. არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი, თუ თქვენ იღებთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას".

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ტექნიკის გამოყენება

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღებისას შესაძლოა გქონდეთ თავბრუსხვევა, გულისრევის ან დაღლილობის შეგრძნება. შესაბამისად, შესაძლებელია "კაპეციტაბინი კერნ ფარმამ" ზემოქმედება მოახდინოს თქვენზე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან ტექნიკის გამოყენებისას. არ მართოთ ავტომობილი, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ დაგეწყოთ თავბრუსხვევა, გულისრევის ან დაღლილობის შეგრძნება.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა მიგითითათ, რომ გახასიათებთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მასთან გაიარეთ კონსულტაცია.

  • როგორ უნდა მივიღოთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმა"

კაპეციტაბინის დანიშვნა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ ექიმს, რომელსაც გამოცდილება აქვს ანტიკანცეროგენული მედიკამენტების გამოყენებაში.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" აბები უნდა გადიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით კვებიდან 30 წუთში.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის სქემას და თქვენს შესაბამის დოზას. "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც იზომება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ დოზას შეადგენს 1250 მგ/მ2-ზე, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, დღეში ორჯერ (დილით და ღამე). აქვე მოგიყვანთ ორ მაგალითს: პაციენტს, რომლის წონაა 64 კგ და სიმაღლეა 1,64 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი აქვს 1,7 მ2 და შესაბამისად, უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 4 აბი და 150 მგ-იანი 1 აბი დღეში ორჯერ. პაციენტს, რომლის წონაა 80 კგ და სიმაღლეა 1,80 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი აქვს 2,0 მ2 და შესაბამისად, უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 5 აბი დღეში ორჯერ.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" აბებს, როგორც წესი, იღებენ 14 დღის განმავლობაში გადაბმულად, 7 დღიანი შესვენების პერიოდით. ეს 21 დღიანი პერიოდი წარმოადგენს მკურნალობის ციკლს.

სხვა აგენტებთან კომბინაციაში ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში შესაძლოა იყოს 1250 მგ/მ2 -ზე ნაკლები სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით და შესაძლებელია, რომ აბების მიღება განსხვავებული პერიოდით დაგჭირდეთ (მაგალითად, ყოველდღე, დასვენების დღეების გარეშე).

თქვენი ექიმი მიგითითებთ საჭირო დოზას, როდის უნდა მიიღოთ ის და რა დროის განმავლობაში.

შესაძლოა თქვენმა ექიმმა მიგითითოთ, რომ მიიღოთ 150 მგ და 500 მგ აბების კომბინაცია თითოეული დოზისათვის.

მიიღეთ აბები დილით და ღამით, როგორც გამოგიწერათ ექიმმა.

მიიღეთ აბები არა უგვიანეს 30 წუთისა კვების (საუზმე ან ვახშამი) შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ მიიღეთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" საჭიროზე მეტი დოზა:

დაუკავშირდით თქვენს ექიმს მომდევნო დოზის მიღებამდე.

საჭიროზე მეტი კაპეციტაბინის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, გულისრევა, ფაღარათი, ნაწლავის ან პირის ანთება ან წყლული, ნაწლავის ან კუჭის ტკივილი ან სისხლდენა, ან ძვლის ტვინის დეპრესია (სისხლის ზოგიერთი ტიპის უჯრედების შემცირება). დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგანი, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრში ნომერზე: 91 562 04 20 და აცნობეთ მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის შესახებ.

თუ დაგავიწყდათ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღება:

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. ამის ნაცვლად გააგრძელეთ დანიშნული დოზირების სქემა და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

თუ შეწყვეტთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმათი" მკურნალობას:

"კაპეციტაბინი კერნ ფარმათი" მკურნალობის დამთავრება არ იწვევს გვერდით ეფექტებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იღებთ კუმარინის ანტიკოაგულანტებს (მაგ., სინტრონს), შესაძლოა "კაპეციტაბინი კერნ ფარმათი" მკურნალობის დამთავრების გამო საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება თქვენი ექიმის მიერ.

თუ რაიმე დამატებითი შეკითხვა გაქვთ ამ მედიკამენტის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია "კაპეციტაბინი კერნ ფარმამაც" გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა აუცილებელი არაა ყველაზე გავრცელდეს ის.

როდესაც პაციენტი მხოლოდ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" იღებს, ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები, რომელიც ყოველი 10-იდან 1-ზე მეტ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს, არის შემდეგი:

ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა, სტომატიტი (წყლულები ყელსა და პირში) და მუცლის ტკივილი.

კანის რეაქციები ხელებსა და ფეხებზე (ჩხვლეტის შეგრძნება ხელის გულებზე ან ტერფებზე, დაბუჟება, ტკივილი, შეშუპება ან გაწითლება),

დაღლილობა,

მადის დაკარგვა (ანორექსია).

კოდი G1033 შესყიდვის ვერსია -21 აუქმებს კოდს G1033-20

თარიღი: 28/07/2015

ბოლო ცვლილება

ხელმოწერა:

პროდ. რეფ.:

ზომები: 170X550 მმ

რეფ. ფერები

შავი პროფილი

მასშტაბი: 1:1

ანოტაცია - ჯფპ (ჯენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი)

კაპეციტაბინი 500 მგ

გარსით დაფარული აბი

შენიშვნები: ფერის ტონები არაა ვარგისი დასაბეჭდად

უკანა მხარე

ამ გვერდითმა ეფექტებმა შესაძლოა სერიოზული სახე მიიღოს, შესაბამისად, გვერდითი ეფექტის დადგომისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შეიძლება თქვენმა ექიმმა გირჩიოთ დოზის შემცირება და/ან დროებით "კაპეციტაბინი კერნ ფარმათი" მკურნალობის შეწყვეტა. ეს შეამცირებს გვერდითი ეფექტების გაგრძელების ან მათი გართულების შესაძლებლობას.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან რომელიმე მათგანი:

ფაღარათი: თუ ყოველდღიური კუჭის მოქმედება ჩვეულებრივთან შედარებით 4-ჯერ ან მეტჯერ გაიზარდა ან დაგემართათ ღამის ფაღარათი.

გულისრევა: თუ 24 საათის განმავლობაში ერთზე მეტჯერ აგერიათ გული.

გულისრევის შეგრძნება: თუ მადა დაკარგეთ და ყოველდღიური საკვების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ჩვეულ რაოდენობაზე.

სტომატიტი: თუ პირში გაწუხებთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები.

კანის რეაქცია ხელებსა და ფეხებზე: თუ გაწუხებთ ხელების და/ან ფეხების ტკივილი, შეშუპება და სიწითლე.

სიცხე და ინფექცია: თუ ტემპერატურამ აიწია 38oC-ზე ან უფრო მაღლა ან გაწუხებთ ინფექციის სხვა ნიშნები.

ტკივილი გულ-მკერდის არეში: თუ ტკივილი მკერდის ცენტრშია ლოკალიზებული, განსაკუთრებით, თუ ტკივილი იგრძნობა ფიზიკური დატვირთვისას.

თუკი დროზე აღმოვაჩენთ, მაშინ ეს გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 2 ან 3 დღეში. თუმცაღა, აღნიშნული გვერდითი ეფექტების გაგრძელების შემთხვევაში , დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შესაძლებელია, თქვენმა ექიმმა გირჩიოთ მკურნალობის განახლება უფრო დაბალი დოზით.

სხვა გვერდითი ეფექტებია:

ხშირ გვერდით ეფექტებში (შესაძლებელია გამოვლინდეს ყოველი 10-იდან 1-ში) შედის:

სისხლის თეთრი ან წითელი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ანალიზების მიხედვით).

დესჰიდრატაცია, წონის დაკარგვა,

უძილობა, დეპრესია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ანომალიური შეგრძნებები კანზე (ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება), გემოს ცვლილებები,

თვალის გაღიზიანება, ცრემლის მომატება, თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი),

ვენების ანთება (თრომბოფლებიტი),

სუნთქვის პრობლემები, ცხვირიდან სისხლდენები, ხველა, სურდო.

ტუჩის ჰერპესი ან ჰერპესის სხვა ინფექციები.

ფილტვების ან სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ., პნევმონია ან ბრონქიტი),

სისხლდენა ნაწლავიდან, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭის მოუნელებლობა, გაზები (მეტეორიზმი), პირის სიმშრალე.

კანზე გამონაყარი, თმის მცირედი ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, მშრალი კანი, წვა (ქავილი), კანის ფერის შეცვლა, კანის დაზიანება, ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევა,

ტკივილი სახსრებში ან კიდურებში, მკერდში ან ზურგში,

სიცხე, შეშუპება კიდურებში, ავადმყოფობა,

ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები (სისხლის ანალიზების მიხედვით) და სისხლში ბილირუბინის მომატება (გამოყოფილი ღვიძლიდან).

ნაკლებად ხშირ გვერდით ეფექტებში (შესაძლებელია გამოვლინდეს ყოველი 100-იდან 1-ში) შედის:

სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ანთება, კანის ინფექცია, ცხვირისა და ყელის ინფექციები, მიკოზები (მათ შორის, პირის ღრუს მიკოზები), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი,

კანქვეშა სიმსივნეები (ლიპომა),

სისხლის უჯრედების, მათ შორის, თრომბოციტების, შემცირება, ანემია (ანალიზების მიხედვით),

ალერგია,

დიაბეტი, სისხლში კალიუმის შემცირება, კვების დარღვევები, სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება,

დაბნეულობა, პანიკის შეტევები, დეპრესია, ლიბიდოს შემცირება,

დაბრკოლება მეტყველებისას, მეხსიერების დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, გულის წასვლები, ნერვული დაზიანებები (ნევროპათია) და მგრძნობიარობის პრობლემები,

დაბინდული ან გაორებული მხედველობა,

თავბრუსხვევა, ყურების ტკივილი,

არარეგულარული გულისცემა და გულისცემის აჩქარება (არითმია), ტკივილი გულის არეში და გულის შეტევა (ინფარქტი),

ღრმა შენადედები ვენებში, მაღალი ან დაბალი სისხლის წნევა, სულის ხუთვები, ცივი კიდურები, კანზე მუქი იისფერი წერტილები,

სისხლის შენადებები ფილტვების ვენებში (ფილტვის არტერიის ემბოლია), ფილტვის ატელექტაზი, სისხლიანი ხველა, ასთმა, ფიზიკური დატვირთვისას სუნთქვის გაძნელება,

ნაწლავების გაუვალობა, მუცელში სითხეების დაგროვება, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავი მილის ანთება, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, დისკომფორტი მუცელში, კუჭის მომატებული მჟავიანობა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლი განავალში,

სიყვითლე (მოყვითალო კანი და თვალები),

კანის წყლული და ბებერა, კანის რეაქცია მზის სინათლეზე, ხელისგულების სიწითლე, სახის შეშუპება ან ტკივილი,

სახსრების შეშუპება ან დაბუჟება, ძვლის ტკივილი, კუნთების სისუსტე ან გაშეშება,

თირკმელებში სითხის დაგროვება, ღამის განმავლობაში შარდვის მომატებული გახშირება, შეუკავებლობა, სისხლი შარდში, კრეატინინის მომატებული დონე სისხლში (თირკმლის დისფუნქციის ნიშანი),

უჩვეულო სისხლდენა ვაგინიდან,

შეშუპება (ედემა), ცახცახი.

ამ გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი უფრო ხშირია, როდესაც კაპეციტაბინს ხმარობენ კიბოს სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად. აღნიშნულ პირობებში აღმოჩენილი სხვა გვერდითი ეფექტებია:

ხშირ გვერდით ეფექტებში შედის (შესაძლებელია გამოვლინდეს ყოველი 10-იდან 1-ში):

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის შემცირება, გლიკემიის მომატება,

ნევრალგია,

ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა,

ვენების ანთება,

სლოკინი, ხმის შეცვლა,

პირის ღრუს ტკივილი ან განსხვავებული/ანომალური შეგრძნება, ყბის ტკვილი,

ოფლიანობა, ღამის ოფლიანობა,

კუნთის სპაზმები,

შარდვის გაძნელება, შარდში სისხლი ან ცილები, დაჟეჟილობა ან რეაქცია ინექციის ადგილზე (რომელიც გამოწვეულია პარალელურად ინექციის გზით მიღებული მედიკამენტებით).

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტების (შესაძლებელია გამოვლინდეს ყოველი 10.000-იდან 1-ში) რიცხვს მიეკუთვნება: ცრემლის სადინარის დავიწროება ან ბლოკირება (ცრემლის სადინარის სტენოზი), ღვიძლის უკმარისობა, ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის სეკრეციის დისფუნქციას ან ბლოკირებას (ქოლესტატიკური ჰეპატიტი), სპეციფიკური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაში (QT ინტერვალის გაგრძელება), არითმიის განსაზღვრული სახეები (მათ შორის, პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭის პირუეტული ტაქიკარდია ("Torsade de pointe") და ბრადიკარდია).

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან, მაშინაც კი, თუკი განვითარებული გვერდითი მოვლენები არაა აღწერილი ამ ანოტაციაში.

  • "კაპეციტაბინი კერნ ფარმას" შენახვა

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

არ შეინახოთ 30oC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ "კაპეციტაბინი კერნ ფარმა" ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვაზე. ვარგისიანობის ამოწურვის თარიღია მითითებული თვის ბოლო დღე.

მედიკამენტების გადაყრა არ შეიძლება წყალსადინარებში ან ნაგავში. არასაჭირო შეფუთვა და მედიკამენტი მოათავსეთ აფთიაქებთან არსებულ გამოუყენებელი მედიკამენტების გადამამუშავებელ კონტეინერებში (punto SIGRE). კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, რათა გაიგოთ თუ როგორ უნდა მოიშოროთ თავიდან არასაჭირო შეფუთვები და მედიკამენტები. ამ ფორმით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.

  • შეფუთვის შიგთავსი ან დამატებითი ინფორმაცია

"კაპეციტაბინი კერნ ფარმას" შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა კაპეციტაბინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული აბი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.

სხვა კომპონენტებია: აბის ბირთვში - უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი, ხოლო გარსში - ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), რკინის ჟანგი ყვითელი (E172), რკინის ჟანგი წითელი (E172).

პროდუქტის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" არის ატმისფერი აპკიანი გარსით დაფარული მოგრძო, ორმხრივამოზნექილი აბები.

"კაპეციტაბინი კერნ ფარმა" წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვებში (ალუმინი/ალუმინი ან PVC/PVDC/ალუმინი), რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 120 აბს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და პასუხისმგებელი წარმოებაზე

კერნ ფარმა (KERN PHARMA)

კოლუმბის ინდუსტრიული ზონა II, ვენუსის ქ.72

08228 ტერასა (ბარსელონა)

ესპანეთი

ამ ანოტაციის ბოლო რედაქტირება მოხდა 2012 წლის ივნისში

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანური სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე http://www.aemps.gob.es/

KERN

PHARMA

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა