ქსელოდა მიეკუთვნება „ციტოსტატიკური პრეპარატების“ ჯგუფს, რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. ქსელოდა შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავისთავად არ არის ციტოსტატიკური პრეპარატი. მხოლოდ შეწოვის შემდეგ გარდაიქმნება ის აქტიურ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატად (ძირითადად სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე ნორმალურ ქსოვილში). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კაპეციტაბინი (capecitabine)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №120 (12X10)
- მწარმოებელი
- Excella GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
- ATC კოდი
- L01BC06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039535
- რეგისტრირებულია
- 14 ნოემბერი 2023, მოქმედებს 14 ნოემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pharmagate Ltd. (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- ფარმაგეიტ კავკასიის წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ქსელოდა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ქსელოდა მიეკუთვნება „ციტოსტატიკური პრეპარატების“ ჯგუფს, რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. ქსელოდა შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავისთავად არ არის ციტოსტატიკური პრეპარატი. მხოლოდ შეწოვის შემდეგ გარდაიქმნება ის აქტიურ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატად (ძირითადად სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე ნორმალურ ქსოვილში).
ქსელოდა გამოიყენება კოლო-რექტალური სიმსივნის, კუჭისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ. ამასთანავე, ქსელოდა გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს რეციდივის პრევენციისთვის ქირურგიული გზით სიმსივნის სრულად ამოკვეთის შემდეგ.
ქსელოდას გამოყენება შეიძლება ცალკე ან სხვა მედიკამენტებთნ კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქსელოდას დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენების გამოცდილება.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სწორედ თქვენზე მორგებულ სამკურნალო დოზას. ქსელოდას დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე. ამის გამოთვლა ხდება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. მოზრდილების სტანდარტული დოზა არის სხეულის ზედაპირის ფართობის 1250 მგ/მ2 დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). გთავაზობთ ორ მაგალითს: ადამიანმა, რომლის სხეულის მასა არის 64 კგ, ხოლო სიმაღლე - 1.64 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი 1.7 მ2-ია და უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 4 ტაბლეტი და 150 მგ-იანი 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ. ადამიანმა, რომლის სხეულის მასა არის 80 კგ, ხოლო სიმაღლე - 1,80 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი 2,00 მ2-ია და უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 5 ტაბლეტი დღეში ორჯერ.
თქვენმა ექიმმა უნდა გითხრათ, რა დოზა მიიღოთ, როდის მიიღოთ და რამდენ ხანს უნდა მიიღოთ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 150 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინაცია ერთ დოზაზე.
ტაბლეტები მიიღეთ დილით და საღამოს, ექიმის დანიშნულებისამებრ.
ტაბლეტები მიიღეთ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ (საუზმე და ვახშამი) და გადაყლაპეთ მთლიანი წყალთან ერთად. არ დაფშვნათ ან გაჭრათ ტაბლეტები. თუ ვერ ყლაპავთ ქსელოდას ტაბლეტებს მთლიანად, ამის შესახებ უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს.
მნიშვნელოვანია, პრეპარატი მიიღოთ ექიმის დანიშნულებისამებრ.
ქსელოდას ტაბლეტები ჩვეულებრივ მიიღება 14 დღის განმავლობაში, შემდეგ ისვენებთ 7 დღის განმავლობაში (როდესაც არ იღებთ ტაბლეტებს). ეს 21 დღიანი პერიოდი მოიცავს მკურნალობის ერთ ციკლს.
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, მოზრდილების სტანდარტული დოზა შეიძლება სხეულის ზედაპირის ფართობის 1250 მგ/მ2-ზე ნაკლები იყოს და შესაბამისად, ტაბლეტების მიღების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს (მაგ: ყოველ დღე, დასვენების პერიოდის გარეშე).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ქსელოდა
თუ მიიღეთ ქსელოდას საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს შემდეგი დოზის მიღებამდე.
კაპეციტაბინის ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიცაა: გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა, დიარეა, ნაწლავის ან პირის ღრუს ანთება ან წყლული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება ან სისხლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (სისხლის გარკვეული უჯრედების შემცირება). დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლინებისთანავე.
თუ დაგავიწყდათ ქსელოდას მიღება
საერთოდ არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულებისამებრ და გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.
თუ შეწყვეტთ ქსელოდას მიღებას
კაპეციტაბინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გვერდითი ეფექტები არ ვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ კუმარინის ანტიკოაგულანტებს (რომლებიც შეიცავს, მაგ: ფენპროკოუმონს), კაპეციტაბინის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ კაპეციტაბინის ან რომელიმე მისი შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6). თუ იცით, რომ ალერგია ან გადაჭარბებული რეაქცია გაქვთ ამ პრეპარატზე, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს;
თუ ადრე გქონდათ მძიმე რეაქცია ფტორპირიმიდინებით მკურნალობის მიმართ (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, როგორიცაა ფტორურაცილი),
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური,
თუ სისხლში თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების დონე მეტისმეტად დაბალია (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია);
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე პრობლემები;
თუ იცით, რომ არ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) (დპდ სრული დეფიციტი) რაიმე სახის მოქმედება;
თუ ახლა მკურნალობთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში იმკურნალეთ ბრივუდინით, რომელიც ჰერპეს ზოსტერის (ჩუტყვავილა ან სარტყლისებრი ლიქენი) თერაპიის ნაწილს წარმოადგენს.
სიფრთხილის ზომები
ქსელოდას მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ იცით, რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის ნაწილობრივი დეფიციტი;
თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის სრული ან ნაწილობრივი დეფიციტი;
თუ გაქვთ ღვიძლის და თირკმლის დაავადებები;
თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები (მაგალითად, გულის არითმია ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად გამოწვეული ტკივილი მკერდში, ყბასა და ზურგში გულში სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო);
თუ გაქვთ ტვინის დაავადებები (მაგალითად, სიმსივნე, რომელიც გავრცელებულია ტვინში, ან ნერვის დაზიანება (ნეიროპათია);
თუ გაქვთ კალციუმის დისბალანსი (სისხლის ანალიზების მიხედვით);
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ ვერ ირგებთ საკვებს ან წყალს მძიმე ფორმის გულისრევის ან ღებინების გამო;
თუ გაქვთ დიარეა;
თუ გაქვთ გაუწყლოება;
თუ გაქვთ სისხლში იონების დისბალანსი (ელექტროლიტების დისბალანსი, ანალიზების მიხედვით);
თუ გაქვთ თვალის პრობლემები, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ თვალების მხრივ დამატებითი მონიტორინგი;
თუ გაქვთ მძიმე რეაქცია კანზე.
დპდ დეფიციტი: დპდ დეფიციტი გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ჩვეულებრივ არ უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემებს, თუ არ მიგიღიათ გარკვეული მედიკამენტები. თუ გაქვთ დპდ დეფიციტი და იღებთ ქსელოდას, თქვენ ხართ მწვავე გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ (მითითებულია პარაგრაფში 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია დპდ დეფიციტზე ანალიზის გაკეთება. თუ არ გაქვთ ფერმენტული აქტივობა, არ მიიღოთ ქსელოდა. თუ გაქვთ ფერმენტის შეზღუდული აქტივობა (ნაწილობრივი დეფიციტი), თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ შემცირებული დოზა. თუ ანალიზის შედეგები უარყოფითი იყო დპდ დეფიციტზე, მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები კვლავ შეიძლება განვითარდეს.
ბავშვები და მოზარდები
ქსელოდა არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში. არ მისცეთ ქსელოდა ბავშვებს და მოზარდებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალობის დაწყებამდე, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთ ჯერზე ერთზე მეტი მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს პრეპარატის მოქმედების ეფექტი.
არ მიიღოთ ბრივუდინი (ანტივირუსული პრეპარატი სარტყლისებრი ლიქენის ან ჩუტყვავილას სამკურნალოდ) კაპეციტაბინით მკურნალობის დროს (დასვენების პერიოდების ჩათვლით, როდესაც აღარ მიიღებთ კაპეციტაბინის ტაბლეტებს).
თუ მიიღეთ ბრივუდინი, უნდა მოიცადოთ მინიმუმ 4 კვირა ბრივუდინის შეწყვეტიდან, სანამ დაიწყებთ კაპეციტაბინის მიღებას. ასევე იხილეთ პარაგრაფი „არ მიიღოთ ქსელოდა“.
ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, თუ იღებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:
პოდაგრას საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ალოპურინოლი);
სისხლის გამათხელებლ მედიკამენტებს (კუმარინი, ვარფარინი);
კრუნჩხვის ან კანკალის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ფენიტოინი);
ინტერფერონ ალფას;
გადიხართ რადიოთერაპიას ან იღებთ სიმსივნის საწინააღმდეგო რომელიმე პრეპარატს (ფოლინის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოტეკანი);
ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სამკურნალო პრეპარატებს.
ქსელოდა საკვებთან და სასმელთან ერთად
ქსელოდა უნდა მიიღოთ ჭამიდან არა უგვიანეს 30 წუთისა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან მეძუძური ხართ, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან შეიძლება იყოთ, არ უნდა მიიღოთ ქსელოდა.
დაუშვებელია ძუძუთი კვება, თუ იღებთ ქსელოდას და ასევე ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.
თუ თქვენ მიეკუთვნებით შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალების კატეგორიას, უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეპტივი ქსელოდათი მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.
თუ თქვენ ხართ მამაკაცი და არსებობს თქვენი პარტნიორის დაორსულების შესაძლებლობა, უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეპტივი ქსელოდათი მკურნალობისას და ბოლო დოზის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.
მანქანის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ქსელოდამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, გულისრევის ან დაღლილობის შეგრძნება. სწორედ ამიტომ შესაძლებელია, ქსელოდამ გავლენა იქონიოს მანქანის მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
ქსელოდა შეიცავს უწყლო ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, სანამ დაიწყებთ ამ სამკურნალო საშუალების მიღებას.
ქსელოდა შეიცავს ნატრიუმს
ქსელოდა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ის „ნატრიუმის გარეშეა“.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა ადამიანში არ ვითარდება ისინი.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ქსელოდას მიღება და დაუკავშირდით ექიმს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გამოგივლინდათ:
დიარეა: თუ კუჭის მოქმედება დღეში 4 ან მეტჯერ გაქვთ სხვა დღეებთან შედარებით ან აღგენიშნებათ დიარეა ღამით.
ღებინება: თუ 24 საათის განმავლობაში ერთჯერ მეტად აგერიათ გული.
გულისრევა: თუ დაკარგეთ მადა და დღის განმავლობაში იმაზე ნაკლებ საკვებს იღებთ, ვიდრე სხვა დღეებში.
სტომატიტი: თუ გაქვთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირსა და/ან ყელში.
რეაქცია ხელისა და ფეხების კანზე: თუ გაქვთ ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და/ან ფეხებზე
ცხელება: თუ გაქვთ 38°C ან მაღალი ტემპერატურა
ინფექცია: თუ აღგენიშნებათ ბაქტერიით ან ვირუსით ან სხვა ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.
ტკივილი მკერდის არეში: თუ გრძნობთ ტკივილს მკერდის ცენტრალურ ადგილას, განსაკუთრებით, თუ ეს ტკივილი ვლინდება ვარჯიშის დროს.
სტივენ-ჯონსონის სინდრომი: თუ გაქვთ მტკივნეული წითელი ან მოიასამნისფრო გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და წყლულები და/ან სხვა დაზიანებები ჩნდება ლორწოვან გარსებზე (მაგ: პირში და ტუჩებზე), განსაკუთრებით, თუ მანამდე გქონდათ მგრძნობელობა სინათლეზე, სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ: ბრონქიტი) და/ან ცხელება.
ანგიოედემა: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე სიმპტომს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ანგიოედემას ნიშნები.
საწყის ეტაპზე გამოვლენისას, ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ალაგდება მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ. თუმცა, თუ გვერდითი ეფექტები გაგრძელდება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ მითითება, რომ ხელახლა დაიწყოთ მკურნალობა დაბალი დოზით.
მწვავე სტომატიტის (წყლულები პირში და/ან ყელში), ლორწოვანის ანთების, დიარეის, ნეიტროპენიის (ინფექციების გაზრდილი რისკი), ან ნეიროტოქსიკურობის ნიშნები გამოვლინდება მკურნალობის პირველი ციკლის დროს, შეიძლება სახეზე გვქონდეს დპდ დეფიციტი (იხილეთ პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).
ხელისა და ფეხის კანზე რეაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს თითის ანაბეჭდების დაკარგვა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი ვინაობის დადგენაზე თითის ანაბეჭდების სკანირებისას.
ზემოთხსენებულის გარდა, მხოლოდ ქსელოდას მიღებისას, ვლინდება შემდეგი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
მუცლის ტკივილი
გამონაყარი, კანის სიმშრალე და ქავილი
დაღლილობა
მადის დაკარგვა (ანორექსია)
ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება გამწვავდეს; შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება და/ან ქსელოდათი მკურნალობის დროებით შეწყვეტა. ეს დაგეხმარებათ, შეამციროთ გვერდითი ეფექტების განვითარების ან გამწვავების ალბათობა.
სხვა გვერდითი მოვლენები შემდეგნაირია:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს) მოიცავს:
სისხლში ლეიკოციტების ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჩანს ანალიზებში)
დეჰიდრატაცია, წონაში კლება;
უძილობა (ინსომნია), დეპრესია;
თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანზე უჩვეულო შეგრძნებები (გაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება), გემოს შეცვლა;
თვალის გაღიზიანება, მომატებული ცრემლდენა, თვალის სიწითლე (კონიუნქტივიტი);
ვენების ანთება (თრომბოფლებიტი);
ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, სურდო;
ტუჩის ჰერპესი ან სხვა სახის ჰერპესული ინფექციები;
ფილტვების ან სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ: პნევმონია ან ბრონქიტი);
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, დისპეპსია, შებერილობა, პირის სიმშრალე;
გამონაყარი კანზე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, მშრალი კანი, ქავილი (პრურიტუსი), კანის პიგმენტაცია, კანის აქერცვლა, კანის ანთება, ონიქოზი;
სახსრების ან კიდურების (სახსრები), მკერდის ან ზურგის ტკივილი
ცხელება, კიდურების შეშუპება, ცუდად ყოფნის შეგრძნება;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლის ანალიზების მიხედვით) და სისხლში ბილირუბინის მომატება (გამოიყოფა ღვიძლით)
არც ისე ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს) მოიცავს შემდეგს:
სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ყელისა და ცხვირის ინფექციები, სოკოვანი ინფექციები (პირის ღრუს ინფექციების ჩათვლით), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი;
ბორცვები კანქვეშ (ლიპომა);
სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების შემცირება, სისხლის გათხელება (ანალიზების მიხედვით);
ალერგია
დიაბეტი, სისხლში კალიუმის შემცირება, კვების დარღვევა, სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება;
ფსიქოზი, პანიკური შეტევები, გუნება-განწყობის დათრგუნვა, ლიბიდოს დაქვეითება;
საუბრის გაძნელება, მეხსიერების დარღვევები, მოძრაობისას კოორდინაციის დაკარგვა, წონასწორობის დარღვევები, გულის წასვლა, ნეიროპათია და მგრძნობელობასთნ დაკავშირებული პრობლემები;
ბუნდოვანი ან გაორებული ხედვა;
ვერტიგო, ყურის ტკივილი
გულის არითმია და გახშირებული პულსაცია (არითმიები), ტკივილი მკერდის არეში და გულის შეტევა (ინფარქტი);
ღრმა ვენების თრომბოზი, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, „ალები“, კიდურების (სახსრების) გაცივება, იისფერი ლაქები კანზე;
სისხლის შედედება ფილტვის ვენებში (პულმონარული ემბოლიზმი), ფილტვების კოლაფსი, სისხლიანი ხველა, ასთმა, სუნთქვის უკმარისობა დატვირთვისას;
ნაწლავების გაუვალობა, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, ტკივილი მუცლის ქვემო ნახევარში, დისკომფორტი მუცლის ღრუში, გულძმარვა (რეფლუქს დაავადება), სისხლიანი განავალი;
სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება);
ბებერები და წყლულები კანზე, კანის რეაქცია მზის სინათლეზე, ხელისგულების სიწითლე, სახის შეშუპება ან ტკივილი;
სახსრების შეშუპება ან შებოჭილობა, ძვლების ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე ან შებოჭილობა;
თირკმელებში სითხის შეკავება, გახშირებული შარდვა ღამის განმავლობაში, შარდის შეუკავებლობა, სისხლიანი შარდვა, სისხლში კრეატინინის მომატება (თირკმლის დისფუნქციის ნიშანი);
ვაგინალური უჩვეულო სისხლდენა;
შეშუპება (ედემა), შემცივნება და ჟრჟოლა.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 ადამიანს) მოიცავს შემდეგს:
საცრემლე არხის დავიწროვება ან ბლოკადა (საცრემლე არხის სტენოზი);
ღვიძლის დისფუნქცია;
ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის დისფუნქციას ან აფერხებს ნაღვლის გამოყოფას (ქოლესტაზური ჰეპატიტი);
ელექტროკარდიოგრამის კონკრეტული ცვლილებები (QT გახანგრძლივება)
გარკვეული ტიპის არითმია (პარკუჭების ფიბრილაციის, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და ბრადიკარდიის ჩათვლით);
თვალის ანთება, რაც იწვევს თვალის ტკივილს და მხედველობის შესაძლო პრობლემებს;
კანის ანთება, რაც იწვევს წითელი ქერცლიანი ლაქების გაჩენას იმუნური სისტემის დაავადების გამო;
ძირითადად სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი (ანგიოედემა).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანში) მოიცავს შემდეგს:
კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, წყლულები და ბებერები, პირის ღრუში, ცხვირში, გენიტალიებზე, ხელებსა და ფეხებზე, თვალებზე წყლულების ჩათვლით (წითელი და შეშუპებული თვალები).
ზოგიერთი ეს გვერდითი ეფექტი უფრო ხშირია, როდესაც კაპეციტაბინი მიიღება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს) მოიცავს შემდეგს:
სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის შემცირება, სისხლში შაქრის მომატება;
ნერვის ტკივილი;
ჟღარუნი ან ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაქვეითება;
ვენების ანთება;
სლოკინი, ხმის შეცვლა;
ტკივილი ან შეცვლილი/უჩვეულო შეგრძნება პირის ღრუში, ყბის ტკივილი;
ოფლიანობა, ოფლიანობა ღამით;
კუნთების სპაზმი;
შარდვის გაძნელება, სისხლი ან ცილა შარდში;
ჩალურჯებები ან რეაქციები ინექციის ადგილას (რაც გამოწვეულია ერთსა და იმავე დროს შეყვანილი პრეპარატის ინექციებით).
გვერდითი ეფექტების აღწერა
რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს გულისხმობს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ისტრუქციაში. გვერდითი ეფექტების აღწერა შეგიძლიათ პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების აღწერით თქვენ გვეხმარებით მოცემული მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფაში.
ჭარბი დოზა
დოზის მწვავე გადაჭარბების გამოვლინებები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, ლორწოვანი გარსის ანთებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას და სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ასევე ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვას. დოზის გადაჭარბების მართვა უნდა მოიცავდეს ჩვეულებრივ თერაპიულ და დამხმარე სამედიცინო ჩარევებს, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული კლინიკური გამოვლინებების კორექტირებას და მათი შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კაპეციტაბინი.
ქსელოდა 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ კაპეციტაბინს.
ქსელოდა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.
სხვა ინგრედიენტები:
ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა (3 mPa.s), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი (იხილეთ პარაგრაფი 2: „ქსელოდა შეიცავს უწყლო ლაქტოზას და ნატრიუმს“).
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი და ტალკი.
როგორ გამოიყურება ქსელოდა და შეფუთვის შიგთავსი
ქსელოდა 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ღია-ატმისფერი აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივ ამობურცული, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია „150“, ხოლო მეორე მხარეს კი - „Xeloda“.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 60 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს (6 ცალი 10 ტაბლეტიანი ბლისტერი).
ქსელოდა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ატმისფერი აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივ ამობურცული, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია“500“, ხოლო მეორე მხარეს კი - „Xeloda“.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 120 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს (12 ცალი 10 ტაბლეტიანი ბლისტერი).
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვზე ან ბლისტერზე EXP-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება კონკრეტული თვის ბოლო დღეს.
არ ჩააგდოთ დარჩენილი პრეპარატი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ განკარგოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტოსტატიკი (ანტიმეტაბოლიტი), ATC კოდი: L01BC06
კაპეციტაბინი წარმოადგენს ფტორპირიმიდინის კარბამატიდან წარმოებულ არატოქსიკურ პერორალურ ციტოსტატიკს, რომელიც მოქმედებს, როგორც ციტოტოქსიკური ჯგუფის 5-ფტორურაცილი (5-FU). კაპეციტაბინი აქტიურდება რამდენიმე ენზიმური საფეხურის საშუალებით (იხილეთ პარაგრაფი 5.2). 5-FU-ს საბოლოო გარდაქმნაზე პასუხისმგებელი ფერმენტი, თიმიდინ-ფოსფორილაზა (ThyPase), წარმოიქმნება როგორც სიმსივნურ ქსოვილში, ასევე ჯანსაღ ქსოვილებში, თუმცა მინიმალური დოზით. ადამიანის კიბოს ქსენოტრანსპლანტატის მოდელებში კაპეციტაბინმა აჩვენა სინერგიული ეფექტი დოცეტაქსელთან კომბინაციაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დოცეტაქსელის მიერ თიმიდინ-ფოსფორილაზას მაღალ დონესთან.
არსებობს მტკიცებულება, რომ 5-FU-ის მეტაბოლიზმი ანაბოლურ გზაზე ბლოკავს დეზოქსიურიდილის მჟავას მეთილაციის რეაქციას თიმიდილის მჟავასთან, რითაც ერევა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) სინთეზში. 5-FU-ს შეერთება ასევე იწვევს რნმ-ის და ცილების სინთეზის ინჰიბირებას. ვინაიდან დნმ და რნმ აუცილებელია უჯრედების გაყოფისა და ზრდისთვის, 5-FU-ის ეფექტი შეიძლება იყოს თიმიდინის დეფიციტის წარმოქმნა, რომელიც იწვევს უჯრედის დაუბალანსებელ ზრდას და სიკვდილს. დნმ-ისა და რნმ-ის დეფიციტის ეფექტი ყველაზე მეტად იმ უჯრედებზეა გამოხატული, რომლებიც უფრო სწრაფად მრავლდებიან და რომლებიც ახდენენ 5-FU-ს მეტაბოლიზებას უფრო სწრაფად.
მსხვილი ნაწლავისა და კოლორექტალური სიმსივნე:
მონოთერაპია კაპეციტაბინით მსხვილი ნაწლავის კიბოს ადიუვანტური მკურნალობისთვის
ერთი მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი ფაზა III კლინიკური ცდის მონაცემების თანახმად, რომელიც ჩატარდა III სტადიის (Dukes’ C) მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე, კაპეციტაბინის გამოყენება ეფექტურია მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისთვის (XACT კვლევა; M66001). ამ კვლევაში რანდომიზაციის პრინციპით შეარჩიეს 1987 პაციენტი კაპეციტაბინით (1250 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომი 1 კვირიანი დასვენების პერიოდით; პაციენტებს პრეპარატს აძლევდნენ 3-კვირიანი ციკლებით 24 კვირის განმავლობაში) ან 5-FU და ლეიკოვორინით მკურნალობისთვის (მაიო კლინიკის რეჟიმი: 20 მგ/მ2 ლეიკოვორინი IV, შემდეგ 425 მგ/მ2 ინტრავენური ბოლუსი 5-FU, 1-დან 5 დღემდე, ყოველ 28 დღეში 24 კვირის განმავლობაში). კაპეციტაბინი თითქმის IV 5-FU/LV-ის ექვივალენტური იყო რემისიის პერიოდში პროტოკოლით გათვალისწინებულ პოპულაციაში (რისკის კოეფიციენტი 0.92; 95% CI 0.80-1.06). სრულად რანდომიზებულ პოპულაციაში, ტესტებმა კაპეციტაბინსა და 5-FU/LV-ს შორის რემისიის პერიოდში სხვაობისთვის აჩვენა რისკის კოეფიციენტები 0,88 (95% CI 0,77 – 1,01; p = 0,068) და 0,86 (95% CI 0.74 - 1.01; p = 0.060), შესაბამისად. ანალიზის დროს შემდგომი დაკვირვების შუალედური პერიოდი იყო 6.9 წელი. წინასწარ დაგეგმილ მრავალვარიანტულ კოქსის ანალიზში გამოვლინდა კაპეციტაბინის უპირატესობა ბოლუს 5-FU/LV-სთან შედარებით. შემდეგი ფაქტორები წინასწარ იყო განსაზღვრული სტატისტიკური ანალიზის გეგმაში მოდელში ჩასართავად: ასაკი, დრო ოპერაციიდან რანდომიზაციამდე, სქესი, CEA დონეები საწყის ეტაპზე, ლიმფური კვანძები საწყის ეტაპზე და ქვეყანა. სრულად რანდომიზებულ პოპულაციაში გამოვლინდა კაპეციტაბინის უპირატესობა 5FU/LV-თან მიმართებაში რემისიის პერიოდში (რისკის კოეფიციენტი 0.849; 95% CI 0.739 - 0.976; p = 0.0212), ისევე როგორც ზოგადი გადარჩენისთვის (რისკის კოეფიციენტი 0.828; 0. 95% CI 0.705 - 0.971; p = 0.0203).
კომბინირებული თერაპია მსხვილი ნაწლავის ადიუვანტური კიბოს დროს
ერთი მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კონტროლირებადი ფაზა 3 კლინიკური კვლევის მონაცემების თანახმად, რომელშიც მონაწილეობდნენ III სტადიის (Dukes C) მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტები, კაპეციტაბინის გამოყენება ოქსალიპლატინთან (XELOX) კომბინაციაში ეფექტურია მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისთვის (NO16968 კვლევა). ამ კვლევაში რანდომიზაციის პრინციპით შეირჩა 944 პაციენტი 3-კვირიან ციკლებზე, რომლებიც 24 კვირის განმავლობაში მიიღებდნენ კაპეციტაბინს (1000 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომი 1 კვირიანი ინტერვალით) ოქსალიპლატინთან კომბინაციაში (130 მგ/მ2 ორსაათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით 1-ელ დღეს 3 კვირაში ერთხელ); რანდომიზაციის პრინციპით შეირჩა 942 პაციენტი 5-FU-სა და ლეიკოვორინის ბოლუს ინექციისთვის. ITT პოპულაციაში DFS-ის პირველად ანალიზში გამოჩნდა, რომ XELOX მნიშვნელოვნად აღემატება 5-FU/LV-ს (რისკის კოეფიციენტი=0.80, 95% CI=[0.69; 0.93]; p=0.0045). 3 წლიანი DFS მაჩვენებელი 71% იყო XELOX-ის შემთხვევაში, ხოლო 67% 5-FU/LV-ის შემთხვევაში. RFS-ის შეფასების მეორეხარიხსოვანი კრიტერიუმები მხარს უჭერს ამ შედეგებს რისკის კოეფიციენტით - 0,78 (95% CI=[0,67; 0,92]; p=0,0024) XELOX-თან მიმართებაში 5-FU/LV-თან შედარებით. XELOX-მა აჩვენა ცვლილება გადარჩენის საერთო მაჩვენებელში რისკის კოეფიციენტით - 0.87 (95% CI=[0.72; 1.05]; p=0.1486), რაც გულისხმობს გარდაცვალების რისკის 13%-ით შემცირებას. გადარჩენის საერთო 5 წლიანი მაჩვენებელი იყო 78% XELOX-ის შემთხვევაში, ხოლო 74% 5-FU/LV-ის შემთხვევაში. ეფექტურობის მონაცემები ეფუძნება 59 თვიან საშუალო დაკვირვების დროს საერთო გადარჩენის მაჩვეებლებისთვის და 57 თვეს DFS-ის მაჩვენებლბის შემთხვევაში. კვლევიდან მოხსნის სიხშირე გვერდითი მოვლენების გამო უფრო მაღალი იყო XELOX-ის კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (21%), ვიდრე 5-FU/LV მონოთერაპიის ჯგუფის (9%) ITT პოპულაციაში.
მონოთერაპია კაპეციტაბინით მეტასტაზური კოლო-რექტალური კიბოს დროს
ორი იდენტურად შემუშავებული, მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კონტროლირებადი III ფაზის კლინიკური კვლევების (SO14695; SO14796) მონაცემების თანახმად, კაპეციტაბინის გამოყენება მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს პირველი რიგის მკურნალობაში ეფექტურია. ამ კვლევებში რანდომიზაციის პრინციპით შეარჩიეს 603 პაციენტი კაპეციტაბინით მკურნალობის ჯგუფში (1250 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომი 1 კვირიანი ინტერვალით, 3 კვირიანი ციკლის სახით). 604 პაციენტი შეირჩა რანდომიზაციის პრინციპით 5-FU და ლეიკოვორინით კომბინირებული მკურნალობის ჯგუფში (მაიოს რეჟიმი: 20 მგ/მ2 ლეიკოვორინი ინტრავენურად, შემდეგ 425 მგ/მ2 ინტრავენური ბოლუს ინექცია 5-FU, 1-5 დღემ, 28 დღეში ერთხელ). საერთო ობიექტური პასუხის მაჩვენებლები სრულად რანდომიზირებულ პოპულაციაში (მკვლევარის შეფასება) იყო 25.7% (კაპეციტაბინის შემთხვევაში) და 16.7% (მაიოს რეჟიმის შემთხვევაში); p <0.0002. დაავადების პროგრესირების საშუალო დრო იყო 140 დღე (კაპეციტაბინის შემთხვევაში) და 144 დღე (მაიოს რეჟიმის შემთხვევაში). გადარჩენის საშუალო დრო იყო 392 დღე (კაპეციტაბინის შემთხვევაში) და 391 დღე (მაიოს რეჟიმის შემთხვევაში). ამჟამად, შედარებითი მონაცემები კაპეციტაბინის მონოთერაპიის შესახებ კოლო-რექტალური კიბოს დროს პირველი რიგის კომბინირებულ რეჟიმებთან შედარებით ხელმისაწვდომი არ არის.
კომბინირებული თერაპია მეტასტაზური კოლო-რექტალური კიბოს პირველი რიგის მკურნალობის დროს
მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი ფაზა III კლინიკური კვლევის (NO16966) მონაცემების თანახმად, კაპეციტაბინის გამოყენება ოქსალიპლატინთან კომბინაციაში ან ოქსალიპლატინთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში ეფექტურია მეტასტაზური კოლო-რექტალური კიბოს პირველი რიგის მკურნალობის დროს. კვლევა შედგებოდა ორი ნაწილისაგან: პირველი 2-ჯგუფიანი ნაწილი, რომელშიც 634 პაციენტი იყო რანდომიზირებული ორ სხვადასხვა სამკურნალო ჯგუფში, მათ შორის XELOX-ით ან FOLFOX-4-ით, და მეორე 2x2 ფაქტორული ნაწილი, რომელშიც რანდომიზირებული იყო 1401 პაციენტი ოთხ სხვადასხვა სამკურნალო ჯგუფში, მათ შორის XELOX-ს პლუს პლაცებო, FOLFOX-4-ს პლუს პლაცებო, XELOX-ს პლუს ბევაციზუმაბი და FOLFOX-4-ს პლუს ბევაციზუმაბი. მკურნალობის რეჟიმები იხილეთ ცხრილში 6.
ცხრილი 6. მკურნალობის რეჟიმები კვლევაში NO16966 (mCRC)
მკურნალობა
საწყისი დოზა
განრიგი
FOLFOX-4
ან
FOLFOX-4 + ბევაციზუმაბი
ოქსალიპლატინი
85 მგ/მ2 ინტრავენურად 2 სთ
ოქსალიპლატინი 1 დღეს, 2 კვირაში ერთხელ
ლეიკოვორინი 1 და 2 დღეს, 2 კვირაში ერთხელ
5-ფტორურაცილი ინტრავენური ბოლუსი/ინფუზია, თითოეული 1 და 2 დღეს, 2 კვირაში ერთხელ
ლეიკოვორინი
200 მგ/მ2 ინტრავენურად 2 სთ
5-ფტორურაცილი
400 მგ/მ2 ინტრავენური ბოლუსი, შემდგომი 600 მგ/მ2 ინტრავენურად 22 სთ
პლაცებო ან ბევაციზუმაბი
5 მგ/კგ ინტრავენურად 30-90 წთ
დღე 1, FOLFOX-4-მდე, 2 კვირაში ერთხელ
XELOX
ან
XELOX+ ბევაციზუმაბი
ოქსალიპლატინი
130 მგ/მ2 ინტრავენურად 2 სთ
ოქსალიპლარინი 1 დღეს, 3 კვირაში ერთხელ
კაპეციტაბინი პერორალურად დღეში 2-ჯერ, 2 კვირის მანძილზე (1 კვირიანი ინტერვალით)
კაპეციტაბინი
1000 მგ/მ2 პერორალურად დღეში 2-ჯერ
პლაცებო ან ბევაციზუმაბი
- 5 მგ/კგ ინტრავენურად 30-90 წთ
დღე 1, XELOX-მდე, 3 კვირაში ერთხელ
5-ფტორურაცილი: ინტრავენური ბოლუს ინექცია ლეიკოვორინის შემდეგ მაშინვე
XELOX-ის ჯგუფების სრულფასოვანი ეფექტურობა FOLFOX-4-ის ჯგუფებთან შედარებით ზოგადი შედარებისას გამოხატული იყო დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენის ფონზე შესაბამისი პაციენტების პოპულაციაში და კვლევაში ჩართული პაციენტების პოპულაციაში (იხ. ცხრილი 7). შედეგები მიუთითებს, რომ XELOX-ი FOLFOX-4-ის ექვივალენტურია საერთო გადარჩენის თვალსაზრისით (იხ. ცხრილი 7). XELOX-ს პლუს ბევაციზუმაბისა და FOLFOX-4-ს პლუს ბევაციზუმაბის შედარება იყო წინასწარ განსაზღვრული საძიებო ანალიზი. ამ სამკურნალო ქვეჯგუფის შედარებაში, XELOX-ს პლუს ბევაციზუმაბი მსგავსი იყო FOLFOX-4-ს პლუს ბევაციზუმაბთან შედარებით დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენის თვალსაზრისით (რისკის კოეფიციენტი 1.01; 97.5% CI 0.84 - 1.22). კვლევაში ჩართული პაციენტის პოპულაციაში პირველადი ანალიზის დროს შემდგომი დაკვირვების საშუალო დრო 1,5 წელი იყო; შემდგომი დაკვირვების პერიოდიდან 1 წლის შემდეგ ჩატარებული ანალიზების მონაცემები ასევე მოცემულია ცხრილში 7. თუმცა, კვლევის დროს ჩარევის საფუძველზე მიღებული მონაცემების PFS ანალიზმა არ დაადასტურა ზოგადი PFS და OS ანალიზის შედეგები: XELOX-ის რისკის თანაფარდობა FOLFOX-4-ის მიმართ იყო 1.24. 97.5% CI 1.07 - 1.44. მიუხედავად იმისა, რომ მგრძნობელობის ანალიზებმა აჩვენა განსხვავებები მკურნალობის კურსის განრიგებსა და კვლევის დროს ჩარევის საფუძველზე მიღებული მონაცემების PFS ანალიზზე სიმსივნის შეფასებების დროის გავლენას შორის, ამ შედეგის სრული ახსნა ნაპოვნი არ არის.
ცხრილი 7 ეფექტურობის ძირითადი შედეგები კვლევა NO16966-ის უპირატესობის განმსაზღვრელი ანალიზებსთვის
პირველადი ანალიზი
XELOX/XELOX+P/ XELOX+BV
(EPP*: N=967; ITT**: N=1017)
FOLFOX-4/FOLFOX-4+P/ FOLFOX-4+BV
(EPP*: N = 937; ITT**: N= 1017)
პოპულაცია
საშუალო დრო მოვლენამდე (დღე)
HR
(97.5% CI)
პარამეტრი: გაგრძელების პერიოდი დაავადების პროგრესირების გარეშე
EPP
ITT
241
244
259
259
- 05 (0.94; 1.18)
- 04 (0.93; 1.16)
პარამეტრი: გადარჩენის საერთო მაჩვენებელი
EPP
ITT
577
581
549
553
- 97 (0.84; 1.14)
- 96 (0.83; 1.12)
შემდგომი დაკვირვების დამატებითი 1 წელი
პოპულაცია
საშუალო დრო მოვლენამდე (დღე)
HR
(97.5% CI)
პარამეტრი: გაგრძელების პერიოდი დაავადების პროგრესირების გარეშე
EPP
ITT
242
244
259
259
- 02 (0.92; 1.14)
- 01 (0.91; 1.12)
პარამეტრი: გადარჩენის საერთო მაჩვენებელი
EPP
ITT
600
602
594
596
- 00 (0.88; 1.13)
- 99 (0.88; 1.12)
- EPP=შესაბამისი პაციენტი; **ITT=კვლევაში ჩართული პაციენტების პოპულაცია
რანდომიზებულ, კონტროლირებად ფაზა III კვლევის დროს (CAIRO) შესწავლილ იქნა კაპეციტაბინის (საწყისი დოზით 1000 მგ/მ2 2 კვირის განმავლობაში, 3 კვირაში ერთხელ) ირინოტეკანთან კომბინაციაში გამოყენების ეფექტი მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის. რანდომიზაციის პრინციპით შეარჩიეს 820 პაციენტი, რომლებიც გაივლიდნენ თანმიმდევრულ მკურნალობას (n=410) ან კომბინირებულ მკურნალობას (n=410). თანმიმდევრული მკურნალობა მოიცავდა პირველი რიგის კაპეციტაბინის (1250 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში), მეორე რიგის ირინოტეკანის (350 მგ/მ2 1-ელ დღეს) და კაპეციტაბინის მესამე ხაზის კომბინაციას (1000 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში) ოქსალიპლატინთან (130 მგ/მ2 1-ელ დღეს). კომბინირებული მკურნალობა მოიცავდა პირველი რიგის კაპეციტაბინის (1000 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში) კომბინაციას ირინოტეკანთან (250 მგ/მ2 1-ელ დღეს) (XELIRI) და მეორე რიგის კაპეციტაბინთან (1000 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში) პლუს ოქსალიპლატინი (130 მგ/მ2 1-ელ დღეს). მკურნალობის ყველა ციკლი ჩატარდა 3 კვირის ინტერვალით. პირველი რიგის მკურნალობის დროს დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენის საშუალო დრო კვლევაში ჩართული პაციენტების პოპულაციაში იყო 5.8 თვე (95% CI 5.1 - 6.2 თვე) კაპეციტაბინის მონოთერაპიის შემთხვევაში და 7.8 თვე (95% CI 7.0 - 8.3 თვე; p=0.0002) XELIRI-ის შემთხვევაში. თუმცა, ეს დაკავშირებული იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტოქსიკურობისა და ნეიტროპენიის განვითარების გაზრდილ სიხშირესთან XELIRI-ით პირველი რიგის მკურნალობის დროს (26% და 11% XELIRI-ისა და შესაბამისად, პირველი რიგის კაპეციტაბინის შემთხვევაში).
XELIRI-ი შეადარეს 5-FU + ირინოტეკანს (FOLFIRI) სამ რანდომიზებულ კვლევაში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებში. XELIRI-ის რეჟიმები მოიცავდა კაპეციტაბინს (1000 მგ/მ2 2-ჯერ დღეში სამკვირიანი ციკლის 1-14 დღეს) ირინოტეკანთან (250 მგ/მ2 1-ელ დღეს) კომბინაციაში. ყველაზე მსხვილ კვლევაში (BICC-C) პაციენტები შეირჩა რანდომიზაციის წესით, რომლებიც ღიად მიიღებდნენ FOLFIRI-ს (n=144), 5-FU-ის ბოლუს ინექციას (mIFL) (n=145) ან XELIRI-ს (n=141) და ასევე მოხდა დამატებით რანდომიზაცია პაციენტების ორმაგად ბრმა ცელეკოქსიბით ან პლაცებოთი მკურნალობისთვის. დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენის საშუალო დრო იყო 7.6 თვე FOLFIRI-ის შემთხვევაში, 5.9 თვე mIFL-ის შემთხვევაში (p=0.004) FOLFIRI-თან შედარებისთვის) და 5.8 თვე XELIRI-ის შემთხვევაში (p=0.015). საერთო გადარჩენის საშუალო დრო იყო 23.1 თვე FOLFIRI-ის შემთხვევაში, 17.6 თვე mIFL-ის შემთხვევაში (p=0.09) და 18.9 თვე XELIRI-ის შემთხვევაში (p=0.27). პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ XELIRI-ით, განუვითარდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაჭარბებული ტოქსიკურობა FOLFIRI-თან შედარებით (დიარეა 48% და 14% XELIRI-ისა და FOLFIRI-ის შემთხვევაში).
EORTC კვლევაში პაციენტები შეირჩა რანდომიზაციის გზით FOLFIRI-ითა (n=41) ან XELIRI-ით (n=44) ღია მკურნალობისთვის, რის შემდეგაც მოხდა პაციენტების დამატებითი რანდომიზაცია ცელეკოქსიბით ან პლაცებოთი ორმაგად ბრმა მკურნალობისთვის. დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) საშუალო დრო და საერთო გადარჩენის (OS) დრო უფრო მოკლე იყო XELIRI-ს შემთხვევაში FOLFIRI-თან შედარებით (PFS 5.9 9.6 თვე vs. OS 14.8 19.9 თვე), გარდა ამისა, დაფიქსირდა დიარეის გადაჭარბებული სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ XELIRI-ს (41% XELIRI, 5.1% FOLFIRI).
Skof-სა და სხვების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში პაციენტების შერჩევა მოხდა რანდომიზიის მეთოდით FOLFIRI-ით ან XELIRI-ით სამკურნალოდ. პასუხის საერთო სიხშირე იყო 49% XELIRI-ის და 48% FOLFIRI-ის ჯგუფში (p=0.76). მკურნალობის ბოლოს, XELIRI-ის ჯგუფის პაციენტთა 37%-ს და FOLFIRI-ის ჯგუფის პაციენტების 26%-ს დაავადების ნიშნები აღარ აღენიშნებოდათ (p=0.56). ტოქსიკურობა მსგავსი იყო მკურნალობებს შორის, ნეიტროპენიის გარდა, რომელიც უფრო ხშირად აღენიშნებოდათ FOLFIRI-ით ნამკურნალებ პაციენტებს.
Montagnani-მ და სხვებმა გამოიყენეს ზემოაღნიშნული სამი კვლევის შედეგები რანდომიზებული კვლევების საერთო ანალიზის გასაკეთებლად, რა დროსაც შეადარებდნენ FOLFIRI-ითა და XELIRI-ით მკურნალობის რეჟიმებს mCRC-ის მკურნალობის დროს. დაავადების პროგრესირების რისკის მნიშვნელოვანი შემცირება დაკავშირებული იყო FOLFIRI-თან (HR, 0.76; 95% CI, 0.62-0.95; P <0.01), რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო XELIRI-ის გამოყენებული რეჟიმების ცუდი ამტანობით.
რანდომიზებული კლინიკური კვლევის მონაცემებმა (Souglakos et al, 2012), როლმის დროსაც FOLFIRI + ბევაციზუმაბის კომბინაცია შეადარეს XELIRI + ბევციზუმაბის კომბინაციას, არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენისა და გადარჩენის საერთო მაჩვენებლებში მკურნალობებს შორის. პაციენტები შეარჩიეს რანდომიზაციის პრინციპით, FOLFIRI-ს პლუს ბევაციზუმაბის კომბინაციით (ჯგუფი-A, n=167) ან XELIRI-ს პლუს ბევაციზუმაბის (ჯგუფი-B, n-166) კომბინაციით სამკურნალოდ. B ჯგუფისთვის, XELIRI-ის რეჟიმი იყენებდა კაპეციტაბინს 1000 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში + ირინოტეკანს 250 მგ/მ2 1-ელ დღეს. დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) საშუალო დრო იყო 10.0 და 8.9 თვე; p=0.64, საერთო გადარჩენის დრო - 25.7 და 27.5 თვე; p=0.55, ხოლო პასუხის სიხშირე - 45.5 და 39.8%; p=0.32 FOLFIRI-Bev-სა და XELIRI-Bev-ის შემთხვევაში, შესაბამისად. პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ XELIRI-ს + ბევაციზუმაბის კომბინაციით, აღენიშნებოდათ დიარეის, ფებრილური ნეიტროპენიის და ხელისგულ-ფეხისგულის კანის რეაქციების მნიშვნელოვნად მაღალი სიხშირე იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ FOLFIRI + ბევაციზუმაბის კომბინაციით, მნიშვნელოვნად მომატებული დაგვიანებული მკურნალობით, დოზის შემცირებებითა და მკურნალობის შეწყვეტით.
მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი ფაზა II კვლევის (AIO KRK 0604) მონაცემების თანახმად, კაპეციტაბინის გამოყენება (საწყისი დოზით 800 მგ/მ2 2 კვირის განმავლობაში, ყოველ 3 კვირაში) ეფექტურია ირინოტეკანთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში მეტასტაზური კოლო-რექტალური კიბოს მქონე პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის. რანდომიზაციის გზით შეარჩიეს 120 პაციენტი XELIRI-ის მოდიფიცირებულ რეჟიმისთვის კაპეციტაბინით (800 მგ/მ2 2-ჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი ინტერვალით), ირინოტეკანით (200 მგ/მ2 30 წუთიანი ინფუზიის სახით 1-ელ დღეს 3 კვირაში ერთხელ) და ბევაციზუმაბით (7.5 მგ/კგ 30-დან 90 წუთამდე ინფუზიის სახით 1-ელ დღეს 3 კვირაში ერთხელ; 127 პაციენტი რანდომიზაციის გზით შეარჩიეს კაპეციტაბინით (1000 მგ/მ2 2-ჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი ინტერვალით), ოქსალიპლატინით ( 130 მგ/მ2, 2 საათიანი ინფუზიის სახით 1-ელ დღეს 3 კვირაში ერთხელ) და ბევაციზუმაბით (7.5 მგ/კგ 30-დან 90 წუთიანი ინფუზიის სახით 1-ელ დღეს 3 კვირაში ერთხელ) მკურნალობისთვის. კვლევის პოპულაციაზე 26.2 თვის განმავლობაში შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობის შემდეგ, მკურნალობის პასუხები შემდეგნაირი იყო, რომლებიც მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
ცხრილი 8 ეფექტურობის ძირითადი შედეგები AIO KRK კვლევისთვის
XELOX + ბევაციზუმაბი
(ITT: N=127)
შეცვლილი XELOX- + ბევაციზუმაბი
(ITT: N= 120)
რისკის კოეფიციენტი
95% CI
P მნიშვნელობა
გაგრძელების პერიოდი დაავადების პროგრესირების გარეშე 6 თვის შემდეგ
ITT
95% CI
76%
69 - 84%
84%
77 - 90%
-
გაგრძელების საშუალო პერიოდი დაავადების პროგრესირების გარეშე
ITT
95% CI
- 4 თვე
- 0 - 12.0
- 1 თვე
- 8 - 13.2
- 93
- 82 - 1.07
P=0.30
საერთო გადარჩენის საშუალო დრო
ITT
95% CI
- 4 თვე
- 3 - 30.7
- 5 თვე
- 0 - 31.0
- 90
- 68 - 1.19
P=0.45
კომბინირებული თერაპია მეტასტაზური კოლო-რექტალური კიბოს მეორე რიგის მკურნალობის დროს
მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კონტროლირებადი ფაზა III კლინიკური კვლევის (NO16967) მონაცემების თანახმად, კაპეციტაბინის გამოყენება ოქსალიპლატინთან კომბინაციაში ეფექტურია მეტასტაზური კოლო-რექტალური კიბოს მეორე რიგის მკურნალობაში. ამ კვლევაში რანდომიზაციის სახით შეირჩა მეტასტაზური კოლო-რექტალური კარცინომის მქონე 627 პაციენტი, რომლებიც მანამდე გაიარეს მკურნალობა ირინოტეკანისა და ფტორპირიმიდინის რეჟიმით, პირველი რიგის თერაპიის სახით, ქსელოსით ან ფოლფლოქს-4-ით სამკურნალოდ. XELOX-სა და ფოლფლოქს-4-ის დოზირების გრაფიკი (პლაცებოს ან ბევაციზუმაბის დამატების გარეშე) იხილეთ ცხრილში 6. დადგინდა, რომ XELOX-ი არ ჩამორჩება ფოლფლოქს-4-ის მოქმედებას დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენის თვალსაზრისით პროტოკოლით გათვალისწინებულ პოპულაციაში და კვლევაში ჩართული პაციენტების პოპულაციაში (იხილეთ ცხრილი 9). შედეგების თანახმად, XELOX-ი ფოლფლოქს-4-ის ექვივალენტური იყო საერთო გადარჩენის თვალსაზრისით (იხ. ცხრილი 9). შემდგომი დაკვირვები საშუალო პერიოდი პირველადი ანალიზების დროს კვლევაში ჩართული პაციენტების პოპულაციაში 2.1 წელი იყო; შემდგომი დაკვირვების დამატებითი 6 თვის შემდეგ გაკეთებული ანალიზის მონაცემები ასევე მოცემულია ცხრილში 9.
ცხრილი 9 ეფექტურობის ძირითადი შედეგები კვლევა NO16967-ის უპირატესობის განმსაზღვრელი ანალიზებისთვის
პირველადი ანალიზი
XELOX
(PPP*: N=251; ITT**: N=313)
FOLFOX-4
(PPP*: N = 252; ITT**: N= 314)
პოპულაცია
საშუალო დრო მოვლენამდე (დღე)
HR
(95% CI)
პარამეტრი: გაგრძელების პერიოდი დაავადების პროგრესირების გარეშე
PPP
ITT
154
144
168
146
- 03 (0.87; 1.24)
- 97 (0.83; 1.14)
პარამეტრი: გადარჩენის საერთო მაჩვენებელი
PPP
ITT
388
363
401
382
- 07 (0.88; 1.31)
- 03 (0.87; 1.23)
შემდგომი დაკვირვების პერიოდის დამატებითი 6 თვე
პოპუაცია
საშუალო დრო მოვლენამდე (დღე)
HR
(95% CI)
პარამეტრი: გაგრძელების პერიოდი დაავადების პროგრესირების გარეშე
PPP
ITT
154
143
166
146
- 04 (0.87; 1.24)
- 97 (0.83; 1.14)
პარამეტრი: გადარჩენის საერთო მაჩვენებელი
PPP
ITT
393
363
402
382
- 05 (0.88; 1.27)
- 02 (0.86; 1.21)
- PPP=პროტოკოლით გათვალისწინებული პოპულაცია; **ITT=კვლევაში ჩართული პაციენტების პოპულაცია
კუჭის გავრცელებული კიბო:
მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კონტროლირებადი ფაზა III კლინიკური კვლევის მონაცემების თანახმად, კაპეციტაბინის გამოყენება ეფექტურია კუჭის გავრცელებული კიბოს მქონე პაციენტებში კუჭის გავრცელებული კიბოს პირველი რიგის მკურნალობის დროს (mL17032). ამ კვლევაში რანდომიზაციის პრინციპით შეირჩა 160 პაციენტი კაპეციტაბინით (1000 მგ/მ2 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდგომი 7-დღიანი ინტერვალით) და ცისპლატინით (80 მგ/მ2 ორსაათიანი ინფუზიის სახით 3 კვირაში ერთხელ) სამკურნალოდ. სულ მოხდა 156 პაციენტის რანდომიზაცია 5-FU-ით (800 მგ/მ2 დღეში, უწყვეტი ინფუზიის სახით 1-5 დღეს 3 კვირაში ერთხელ) და ცისპლატინით (80 მგ/მ2 ორსაათიანი ინფუზიის სახით 1-ელ დღეს, 3 კვირაში …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ქსელოდა® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ქსელოდა® 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
კაპეციტაბინი
პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში (იხილეთ პარაგრაფი 4).
რაზეა საუბარი ამ ინსტრუქციაში
რა არის ქსელოდა და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ, სანამ დაიწყებთ ქსელოდას მიღებას
როგორ მივიღოთ ქსელოდა
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ შევინახოთ ქსელოდა
პაკეტის შეგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის ქსელოდა და რისთვის გამოიყენება ის
ქსელოდა მიეკუთვნება „ციტოსტატიკური პრეპარატების“ ჯგუფს, რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. ქსელოდა შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავისთავად არ არის ციტოსტატიკური პრეპარატი. მხოლოდ შეწოვის შემდეგ გარდაიქმნება ის აქტიურ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატად (ძირითადად სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე ნორმალურ ქსოვილში).
ქსელოდა გამოიყენება კოლო-რექტალური სიმსივნის, კუჭისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ. ამასთანავე, ქსელოდა გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს რეციდივის პრევენციისთვის ქირურგიული გზით სიმსივნის სრულად ამოკვეთის შემდეგ.
ქსელოდას გამოყენება შეიძლება ცალკე ან სხვა მედიკამენტებთნ კომბინაციაში.
რა უნდა იცოდეთ ქსელოდას მიღებამდე
არ მიიღოთ ქსელოდა:
თუ ალერგიული ხართ კაპეციტაბინის ან რომელიმე მისი შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6). თუ იცით, რომ ალერგია ან გადაჭარბებული რეაქცია გაქვთ ამ პრეპარატზე, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს;
თუ ადრე გქონდათ მძიმე რეაქცია ფტორპირიმიდინებით მკურნალობის მიმართ (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, როგორიცაა ფტორურაცილი),
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური,
თუ სისხლში თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების დონე მეტისმეტად დაბალია (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია);
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე პრობლემები;
თუ იცით, რომ არ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) (დპდ სრული დეფიციტი) რაიმე სახის მოქმედება;
თუ ახლა მკურნალობთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში იმკურნალეთ ბრივუდინით, რომელიც ჰერპეს ზოსტერის (ჩუტყვავილა ან სარტყლისებრი ლიქენი) თერაპიის ნაწილს წარმოადგენს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ქსელოდას მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ იცით, რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის ნაწილობრივი დეფიციტი;
თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ-დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის სრული ან ნაწილობრივი დეფიციტი;
თუ გაქვთ ღვიძლის და თირკმლის დაავადებები;
თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები (მაგალითად, გულის არითმია ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად გამოწვეული ტკივილი მკერდში, ყბასა და ზურგში გულში სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო);
თუ გაქვთ ტვინის დაავადებები (მაგალითად, სიმსივნე, რომელიც გავრცელებულია ტვინში, ან ნერვის დაზიანება (ნეიროპათია);
თუ გაქვთ კალციუმის დისბალანსი (სისხლის ანალიზების მიხედვით);
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ ვერ ირგებთ საკვებს ან წყალს მძიმე ფორმის გულისრევის ან ღებინების გამო;
თუ გაქვთ დიარეა;
თუ გაქვთ გაუწყლოება;
თუ გაქვთ სისხლში იონების დისბალანსი (ელექტროლიტების დისბალანსი, ანალიზების მიხედვით);
თუ გაქვთ თვალის პრობლემები, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ თვალების მხრივ დამატებითი მონიტორინგი;
თუ გაქვთ მძიმე რეაქცია კანზე.
დპდ დეფიციტი: დპდ დეფიციტი გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ჩვეულებრივ არ უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემებს, თუ არ მიგიღიათ გარკვეული მედიკამენტები. თუ გაქვთ დპდ დეფიციტი და იღებთ ქსელოდას, თქვენ ხართ მწვავე გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ (მითითებულია პარაგრაფში 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია დპდ დეფიციტზე ანალიზის გაკეთება. თუ არ გაქვთ ფერმენტული აქტივობა, არ მიიღოთ ქსელოდა. თუ გაქვთ ფერმენტის შეზღუდული აქტივობა (ნაწილობრივი დეფიციტი), თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ შემცირებული დოზა. თუ ანალიზის შედეგები უარყოფითი იყო დპდ დეფიციტზე, მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები კვლავ შეიძლება განვითარდეს.
ბავშვები და მოზარდები
ქსელოდა არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში. არ მისცეთ ქსელოდა ბავშვებს და მოზარდებს.
სხვა მედიკამენტები და ქსელოდა
მკურნალობის დაწყებამდე, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთ ჯერზე ერთზე მეტი მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს პრეპარატის მოქმედების ეფექტი.
არ მიიღოთ ბრივუდინი (ანტივირუსული პრეპარატი სარტყლისებრი ლიქენის ან ჩუტყვავილას სამკურნალოდ) კაპეციტაბინით მკურნალობის დროს (დასვენების პერიოდების ჩათვლით, როდესაც აღარ მიიღებთ კაპეციტაბინის ტაბლეტებს).
თუ მიიღეთ ბრივუდინი, უნდა მოიცადოთ მინიმუმ 4 კვირა ბრივუდინის შეწყვეტიდან, სანამ დაიწყებთ კაპეციტაბინის მიღებას. ასევე იხილეთ პარაგრაფი „არ მიიღოთ ქსელოდა“.
ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, თუ იღებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:
პოდაგრას საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ალოპურინოლი);
სისხლის გამათხელებლ მედიკამენტებს (კუმარინი, ვარფარინი);
კრუნჩხვის ან კანკალის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ფენიტოინი);
ინტერფერონ ალფას;
გადიხართ რადიოთერაპიას ან იღებთ სიმსივნის საწინააღმდეგო რომელიმე პრეპარატს (ფოლინის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოტეკანი);
ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სამკურნალო პრეპარატებს.
ქსელოდა საკვებთან და სასმელთან ერთად
ქსელოდა უნდა მიიღოთ ჭამიდან არა უგვიანეს 30 წუთისა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან მეძუძური ხართ, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან შეიძლება იყოთ, არ უნდა მიიღოთ ქსელოდა.
დაუშვებელია ძუძუთი კვება, თუ იღებთ ქსელოდას და ასევე ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.
თუ თქვენ მიეკუთვნებით შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალების კატეგორიას, უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეპტივი ქსელოდათი მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.
თუ თქვენ ხართ მამაკაცი და არსებობს თქვენი პარტნიორის დაორსულების შესაძლებლობა, უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეპტივი ქსელოდათი მკურნალობისას და ბოლო დოზის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.
მანქანის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ქსელოდამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის, გულისრევის ან დაღლილობის შეგრძნება. სწორედ ამიტომ შესაძლებელია, ქსელოდამ გავლენა იქონიოს მანქანის მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
ქსელოდა შეიცავს უწყლო ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, სანამ დაიწყებთ ამ სამკურნალო საშუალების მიღებას.
ქსელოდა შეიცავს ნატრიუმს
ქსელოდა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ის „ნატრიუმის გარეშეა“.
როგორ მივიღოთ ქსელოდა
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქსელოდას დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ექიმის მიერ, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენების გამოცდილება.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სწორედ თქვენზე მორგებულ სამკურნალო დოზას. ქსელოდას დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე. ამის გამოთვლა ხდება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. მოზრდილების სტანდარტული დოზა არის სხეულის ზედაპირის ფართობის 1250 მგ/მ2 დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). გთავაზობთ ორ მაგალითს: ადამიანმა, რომლის სხეულის მასა არის 64 კგ, ხოლო სიმაღლე - 1.64 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი 1.7 მ2-ია და უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 4 ტაბლეტი და 150 მგ-იანი 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ. ადამიანმა, რომლის სხეულის მასა არის 80 კგ, ხოლო სიმაღლე - 1,80 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი 2,00 მ2-ია და უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 5 ტაბლეტი დღეში ორჯერ.
თქვენმა ექიმმა უნდა გითხრათ, რა დოზა მიიღოთ, როდის მიიღოთ და რამდენ ხანს უნდა მიიღოთ.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 150 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინაცია ერთ დოზაზე.
ტაბლეტები მიიღეთ დილით და საღამოს, ექიმის დანიშნულებისამებრ.
ტაბლეტები მიიღეთ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ (საუზმე და ვახშამი) და გადაყლაპეთ მთლიანი წყალთან ერთად. არ დაფშვნათ ან გაჭრათ ტაბლეტები. თუ ვერ ყლაპავთ ქსელოდას ტაბლეტებს მთლიანად, ამის შესახებ უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს.
მნიშვნელოვანია, პრეპარატი მიიღოთ ექიმის დანიშნულებისამებრ.
ქსელოდას ტაბლეტები ჩვეულებრივ მიიღება 14 დღის განმავლობაში, შემდეგ ისვენებთ 7 დღის განმავლობაში (როდესაც არ იღებთ ტაბლეტებს). ეს 21 დღიანი პერიოდი მოიცავს მკურნალობის ერთ ციკლს.
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, მოზრდილების სტანდარტული დოზა შეიძლება სხეულის ზედაპირის ფართობის 1250 მგ/მ2-ზე ნაკლები იყოს და შესაბამისად, ტაბლეტების მიღების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს (მაგ: ყოველ დღე, დასვენების პერიოდის გარეშე).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ქსელოდა
თუ მიიღეთ ქსელოდას საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს შემდეგი დოზის მიღებამდე.
კაპეციტაბინის ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიცაა: გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა, დიარეა, ნაწლავის ან პირის ღრუს ანთება ან წყლული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება ან სისხლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (სისხლის გარკვეული უჯრედების შემცირება). დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლინებისთანავე.
თუ დაგავიწყდათ ქსელოდას მიღება
საერთოდ არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულებისამებრ და გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.
თუ შეწყვეტთ ქსელოდას მიღებას
კაპეციტაბინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გვერდითი ეფექტები არ ვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ კუმარინის ანტიკოაგულანტებს (რომლებიც შეიცავს, მაგ: ფენპროკოუმონს), კაპეციტაბინის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა ადამიანში არ ვითარდება ისინი.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ქსელოდას მიღება და დაუკავშირდით ექიმს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გამოგივლინდათ:
დიარეა: თუ კუჭის მოქმედება დღეში 4 ან მეტჯერ გაქვთ სხვა დღეებთან შედარებით ან აღგენიშნებათ დიარეა ღამით.
ღებინება: თუ 24 საათის განმავლობაში ერთჯერ მეტად აგერიათ გული.
გულისრევა: თუ დაკარგეთ მადა და დღის განმავლობაში იმაზე ნაკლებ საკვებს იღებთ, ვიდრე სხვა დღეებში.
სტომატიტი: თუ გაქვთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირსა და/ან ყელში.
რეაქცია ხელისა და ფეხების კანზე: თუ გაქვთ ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და/ან ფეხებზე
ცხელება: თუ გაქვთ 38°C ან მაღალი ტემპერატურა
ინფექცია: თუ აღგენიშნებათ ბაქტერიით ან ვირუსით ან სხვა ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.
ტკივილი მკერდის არეში: თუ გრძნობთ ტკივილს მკერდის ცენტრალურ ადგილას, განსაკუთრებით, თუ ეს ტკივილი ვლინდება ვარჯიშის დროს.
სტივენ-ჯონსონის სინდრომი: თუ გაქვთ მტკივნეული წითელი ან მოიასამნისფრო გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და წყლულები და/ან სხვა დაზიანებები ჩნდება ლორწოვან გარსებზე (მაგ: პირში და ტუჩებზე), განსაკუთრებით, თუ მანამდე გქონდათ მგრძნობელობა სინათლეზე, სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ: ბრონქიტი) და/ან ცხელება.
ანგიოედემა: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე სიმპტომს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ანგიოედემას ნიშნები.
საწყის ეტაპზე გამოვლენისას, ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ალაგდება მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ. თუმცა, თუ გვერდითი ეფექტები გაგრძელდება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ მითითება, რომ ხელახლა დაიწყოთ მკურნალობა დაბალი დოზით.
მწვავე სტომატიტის (წყლულები პირში და/ან ყელში), ლორწოვანის ანთების, დიარეის, ნეიტროპენიის (ინფექციების გაზრდილი რისკი), ან ნეიროტოქსიკურობის ნიშნები გამოვლინდება მკურნალობის პირველი ციკლის დროს, შეიძლება სახეზე გვქონდეს დპდ დეფიციტი (იხილეთ პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).
ხელისა და ფეხის კანზე რეაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს თითის ანაბეჭდების დაკარგვა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი ვინაობის დადგენაზე თითის ანაბეჭდების სკანირებისას.
ზემოთხსენებულის გარდა, მხოლოდ ქსელოდას მიღებისას, ვლინდება შემდეგი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:
მუცლის ტკივილი
გამონაყარი, კანის სიმშრალე და ქავილი
დაღლილობა
მადის დაკარგვა (ანორექსია)
ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება გამწვავდეს; შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება და/ან ქსელოდათი მკურნალობის დროებით შეწყვეტა. ეს დაგეხმარებათ, შეამციროთ გვერდითი ეფექტების განვითარების ან გამწვავების ალბათობა.
სხვა გვერდითი მოვლენები შემდეგნაირია:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს) მოიცავს:
სისხლში ლეიკოციტების ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჩანს ანალიზებში)
დეჰიდრატაცია, წონაში კლება;
უძილობა (ინსომნია), დეპრესია;
თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანზე უჩვეულო შეგრძნებები (გაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება), გემოს შეცვლა;
თვალის გაღიზიანება, მომატებული ცრემლდენა, თვალის სიწითლე (კონიუნქტივიტი);
ვენების ანთება (თრომბოფლებიტი);
ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, სურდო;
ტუჩის ჰერპესი ან სხვა სახის ჰერპესული ინფექციები;
ფილტვების ან სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ: პნევმონია ან ბრონქიტი);
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, დისპეპსია, შებერილობა, პირის სიმშრალე;
გამონაყარი კანზე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, მშრალი კანი, ქავილი (პრურიტუსი), კანის პიგმენტაცია, კანის აქერცვლა, კანის ანთება, ონიქოზი;
სახსრების ან კიდურების (სახსრები), მკერდის ან ზურგის ტკივილი
ცხელება, კიდურების შეშუპება, ცუდად ყოფნის შეგრძნება;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლის ანალიზების მიხედვით) და სისხლში ბილირუბინის მომატება (გამოიყოფა ღვიძლით)
არც ისე ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს) მოიცავს შემდეგს:
სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ყელისა და ცხვირის ინფექციები, სოკოვანი ინფექციები (პირის ღრუს ინფექციების ჩათვლით), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი;
ბორცვები კანქვეშ (ლიპომა);
სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების შემცირება, სისხლის გათხელება (ანალიზების მიხედვით);
ალერგია
დიაბეტი, სისხლში კალიუმის შემცირება, კვების დარღვევა, სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება;
ფსიქოზი, პანიკური შეტევები, გუნება-განწყობის დათრგუნვა, ლიბიდოს დაქვეითება;
საუბრის გაძნელება, მეხსიერების დარღვევები, მოძრაობისას კოორდინაციის დაკარგვა, წონასწორობის დარღვევები, გულის წასვლა, ნეიროპათია და მგრძნობელობასთნ დაკავშირებული პრობლემები;
ბუნდოვანი ან გაორებული ხედვა;
ვერტიგო, ყურის ტკივილი
გულის არითმია და გახშირებული პულსაცია (არითმიები), ტკივილი მკერდის არეში და გულის შეტევა (ინფარქტი);
ღრმა ვენების თრომბოზი, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, „ალები“, კიდურების (სახსრების) გაცივება, იისფერი ლაქები კანზე;
სისხლის შედედება ფილტვის ვენებში (პულმონარული ემბოლიზმი), ფილტვების კოლაფსი, სისხლიანი ხველა, ასთმა, სუნთქვის უკმარისობა დატვირთვისას;
ნაწლავების გაუვალობა, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, ტკივილი მუცლის ქვემო ნახევარში, დისკომფორტი მუცლის ღრუში, გულძმარვა (რეფლუქს დაავადება), სისხლიანი განავალი;
სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება);
ბებერები და წყლულები კანზე, კანის რეაქცია მზის სინათლეზე, ხელისგულების სიწითლე, სახის შეშუპება ან ტკივილი;
სახსრების შეშუპება ან შებოჭილობა, ძვლების ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე ან შებოჭილობა;
თირკმელებში სითხის შეკავება, გახშირებული შარდვა ღამის განმავლობაში, შარდის შეუკავებლობა, სისხლიანი შარდვა, სისხლში კრეატინინის მომატება (თირკმლის დისფუნქციის ნიშანი);
ვაგინალური უჩვეულო სისხლდენა;
შეშუპება (ედემა), შემცივნება და ჟრჟოლა.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 ადამიანს) მოიცავს შემდეგს:
საცრემლე არხის დავიწროვება ან ბლოკადა (საცრემლე არხის სტენოზი);
ღვიძლის დისფუნქცია;
ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის დისფუნქციას ან აფერხებს ნაღვლის გამოყოფას (ქოლესტაზური ჰეპატიტი);
ელექტროკარდიოგრამის კონკრეტული ცვლილებები (QT გახანგრძლივება)
გარკვეული ტიპის არითმია (პარკუჭების ფიბრილაციის, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და ბრადიკარდიის ჩათვლით);
თვალის ანთება, რაც იწვევს თვალის ტკივილს და მხედველობის შესაძლო პრობლემებს;
კანის ანთება, რაც იწვევს წითელი ქერცლიანი ლაქების გაჩენას იმუნური სისტემის დაავადების გამო;
ძირითადად სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი (ანგიოედემა).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანში) მოიცავს შემდეგს:
კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, წყლულები და ბებერები, პირის ღრუში, ცხვირში, გენიტალიებზე, ხელებსა და ფეხებზე, თვალებზე წყლულების ჩათვლით (წითელი და შეშუპებული თვალები).
ზოგიერთი ეს გვერდითი ეფექტი უფრო ხშირია, როდესაც კაპეციტაბინი მიიღება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს) მოიცავს შემდეგს:
სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის შემცირება, სისხლში შაქრის მომატება;
ნერვის ტკივილი;
ჟღარუნი ან ხმაური ყურებში (ტინიტუსი), სმენის დაქვეითება;
ვენების ანთება;
სლოკინი, ხმის შეცვლა;
ტკივილი ან შეცვლილი/უჩვეულო შეგრძნება პირის ღრუში, ყბის ტკივილი;
ოფლიანობა, ოფლიანობა ღამით;
კუნთების სპაზმი;
შარდვის გაძნელება, სისხლი ან ცილა შარდში;
ჩალურჯებები ან რეაქციები ინექციის ადგილას (რაც გამოწვეულია ერთსა და იმავე დროს შეყვანილი პრეპარატის ინექციებით).
გვერდითი ეფექტების აღწერა
რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს გულისხმობს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ისტრუქციაში. გვერდითი ეფექტების აღწერა შეგიძლიათ პირდაპირ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების აღწერით თქვენ გვეხმარებით მოცემული მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფაში.
როგორ შევინახოთ ქსელოდა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვზე ან ბლისტერზე EXP-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება კონკრეტული თვის ბოლო დღეს.
არ ჩააგდოთ დარჩენილი პრეპარატი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ განკარგოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ქსელოდა
აქტიური ნივთიერებაა კაპეციტაბინი.
ქსელოდა 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ კაპეციტაბინს.
ქსელოდა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.
სხვა ინგრედიენტები:
ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა (3 mPa.s), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი (იხილეთ პარაგრაფი 2: „ქსელოდა შეიცავს უწყლო ლაქტოზას და ნატრიუმს“).
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი და ტალკი.
როგორ გამოიყურება ქსელოდა და შეფუთვის შიგთავსი
ქსელოდა 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ღია-ატმისფერი აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივ ამობურცული, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია „150“, ხოლო მეორე მხარეს კი - „Xeloda“.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 60 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს (6 ცალი 10 ტაბლეტიანი ბლისტერი).
ქსელოდა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ატმისფერი აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივ ამობურცული, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, რომელთა ერთ მხარეს ამოტვიფრულია“500“, ხოლო მეორე მხარეს კი - „Xeloda“.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 120 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს (12 ცალი 10 ტაბლეტიანი ბლისტერი).
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
CHEPLAPHARM Arzneimittel GmbH
ციგელჰოფის ქ. 24
17489 გრეიფსვალდი
გერმანია
მწარმოებელი
დამზადებულია
CHEPLAPHARM Arzneimittel GmbH-თვის,
გერმანია Excella GmbH & Co.KG-ს მიერ,
ფოიხტი, გერმანია
ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღი: 2022 წლის ოქტომბერი
ინფორმაციის სხვა წყაროები
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე: http://www.ema.europa.eu/.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



