კეტო-გელი
KETO-GEL
რევმატოიდული ართრიტი (ანთებითი პროცესის საწყის სტადიაზე, სახსრებში გამოხატული ცვლილებების არარსებობისას); მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი; მწვავე პოდაგრული, ტრავმული და ინფექციური ართრიტები; ოსტეოართროზი; ბურსიტი; ტენდოვაგინიტი; რადიკულიტი; ნევრალგია, მიალგია; ფლებიტი, პერიფლებიტი, ლიმფანგიტი; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოპროფენი (ketoprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 2.5% (25მგ/გ) 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Private Joint Stock Company (PrJSC) “Parmaceutical firm “Darnytsia”(უკრაინა)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- M02AA10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042246
- რეგისტრირებულია
- 22 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კეტო-გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რევმატოიდული ართრიტი (ანთებითი პროცესის საწყის სტადიაზე, სახსრებში გამოხატული ცვლილებების არარსებობისას);
მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი;
მწვავე პოდაგრული, ტრავმული და ინფექციური ართრიტები;
ოსტეოართროზი;
ბურსიტი;
ტენდოვაგინიტი;
რადიკულიტი;
ნევრალგია, მიალგია;
ფლებიტი, პერიფლებიტი, ლიმფანგიტი;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და რბილი ქსოვილების ტრავმები (ამოვარდნილობა, დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, მენისკის დაზიანება).
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 15 წლის ზემოთ.
ტუბიდან გამოყოფილი გელის 3-5 სმ სიგრძის ან მეტი მონაკვეთი (მტკივნეული უბნის ზედაპირის სიდიდის მიხედვით) დაიდება და თხელი ფენის სახით თანაბრად გადანაწილდება დაზიანებულ უბანზე, კანში მსუბუქად შეიზილება სრულ შეწოვამდე. პრეპარატი გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში.
კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
კეტო-გელი არ გამოიყენება ოკლუზიური ნახვევის დადების დროს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, სალიცილატებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვან-ეროზიული დაზიანება გამწვავების სტადიაში;
ქრონიკული დისპეფსია (დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში);
ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
სისხლდენებისადმი მიდრეკილება;
ანამნეზში ასთმური შეტევები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
კანის დაავადებები: ეგზემა, დერმატოზი, ღია და ინფიცირებული ჭრილობები;
ბავშვთა ასაკი 15 წლამდე;
სიფრთხილის ზომები
გამოიყენება მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის. საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა გელი არ აღმოჩნდეს ღია ჭრილობაზე, თვალში ან ლორწოვან გარსებზე. კანზე განვითარებული რეაქციებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კეტო-გელით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში საჭიროა კანის დაზიანებული ნაწილები მოვარიდოთ მზისა და ულტრაიისფერ სხივებს.
გელის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებით, დიურეტიკებითა და ლითიუმის მარილებით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ პრეპარატის ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეფუთვა:
30 გ გელი ტუბში. თითო ტუბი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მიუხედავად იმისა, რომ კეტოპროფენი გელის სახით გამოყენებისას კანიდან უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება, არ არის გამორიცხული მისი ურთიერთქმედება მეთოტრექსატთან (ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას).
კეტოპროფენმა შესაძლოა შეამციროს დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობა. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებსა და დიურეზულ საშუალებებთან ერთად კეტოპროფენის მიღებისას მატულობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. კეტოპროფენი ზრდის სულფონილშარდოვანას წარმოებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებისა და ზოგიერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების (ფენიტოინი) ეფექტურობას.
სისხლდენის რისკის მომატებასთან დაკავშირებით, კეტო-გელისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ან კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
კეტოპროფენისა და საგულე გლიკოზიდების, ლითიუმის პრეპარატების, ციკლოსპორინებისა და მეთოტრექსატის ერთდროული მიღებისას, იზრდება მათი ტოქსიკურობა ექსკრეციის შემცირების გამო.
კეტოპროფენმა შესაძლოა შეამციროს მიფეპრისტონის ეფექტი, ამიტომ მიფეპრისტონით მკურნალობის კურსსა და კეტოპროფენით თერაპიის დაწყებას შორის გასული უნდა იყოს არანაკლებ 8 დღე.
არ არის რეკომენდებული კეტოპროფენის დანიშვნა სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებსა და სალიცილატებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კეტო-გელის გამოყენება ორსულებში უკუნაჩვენებია. ორსულობის I და II ტრიმესტრში გელი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის რისკს.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, გელის მოხმარების ადგილებზე შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება), კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია.
ძალიან იშვიათად - შესაძლოა განვითარდეს ასთმური შეტევები, ანაფილაქსიური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ერთეულ შემთხვევებში - ინტერსტიციული ნეფრიტი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
კეტო-გელის ხანგრძლივი, დიდი დოზებით ან კანის ვრცელ მონაკვეთზე გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.
შესაძლებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების განვითარება: გულძმარვა, გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრულ მიდამოში, თავის ტკივილი, თავბრუ.
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს:
კეტოპროფენს – 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, ნიპაგინი, კარბომერ 980, ტრომეთამინი, ლავანდის ზეთი, ნეროლის ზეთი, გასუფთავებული წყალი.
შენახვის პირობები
ინახება 15 - 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტოპროფენი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტიაგრეგაციული მოქმედებით. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა-1-ის დონეზე პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. კეტოპროფენი წარმოადგენს პროპიონის მჟავას წარმოებულს. ხასიათდება ანტიბრადიკინინული აქტივობით, ასტაბილურებს ლიზოსომურ მემბრანებს და ხელს უშლის ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას, რომლებიც განაპირობებენ ქსოვილთა რღვევას ქრონიკული ანთების დროს. აქვეითებს ციტოკინების გამოყოფასა და ნეიტროფილების აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი გამოყენებისას კეტოპროფენი გელის სახით ძალიან ნელა შეიწოვება და პრაქტიკულად არ კუმულირდება ორგანიზმში. გელის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 5%-ს. კეტოპროფენის კონცენტრაცია სისხლში დამოკიდებულია გამოყენებულ დოზაზე. 50-150 მგ გელის შეზელიდან 5-8 საათის შემდეგ პლაზმაში კეტოპროფენის კონცენტრაცია შეადგენს 0.08-0.15 მკგ/მლ-ს. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს და გადანაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში (თითქმის სრულად). მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კეტო-გელი
(KETO-GEL)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კეტოპროფენი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
უფერო, ერთგვაროვანი, თითქმის გამჭვირვალე გელი, სპეციფიკური სუნით;
შემადგენლობა:
გელის 1 გ შეიცავს:
კეტოპროფენს – 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, ნიპაგინი, კარბომერ 980, ტრომეთამინი, ლავანდის ზეთი, ნეროლის ზეთი, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
გელი 2.5%-იანი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ათქ-კოდი: M02AA10.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კეტოპროფენი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტიაგრეგაციული მოქმედებით. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა-1-ის დონეზე პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. კეტოპროფენი წარმოადგენს პროპიონის მჟავას წარმოებულს. ხასიათდება ანტიბრადიკინინული აქტივობით, ასტაბილურებს ლიზოსომურ მემბრანებს და ხელს უშლის ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას, რომლებიც განაპირობებენ ქსოვილთა რღვევას ქრონიკული ანთების დროს. აქვეითებს ციტოკინების გამოყოფასა და ნეიტროფილების აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი გამოყენებისას კეტოპროფენი გელის სახით ძალიან ნელა შეიწოვება და პრაქტიკულად არ კუმულირდება ორგანიზმში. გელის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 5%-ს. კეტოპროფენის კონცენტრაცია სისხლში დამოკიდებულია გამოყენებულ დოზაზე. 50-150 მგ გელის შეზელიდან 5-8 საათის შემდეგ პლაზმაში კეტოპროფენის კონცენტრაცია შეადგენს 0.08-0.15 მკგ/მლ-ს. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს და გადანაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში (თითქმის სრულად). მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენება:
რევმატოიდული ართრიტი (ანთებითი პროცესის საწყის სტადიაზე, სახსრებში გამოხატული ცვლილებების არარსებობისას);
მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი;
მწვავე პოდაგრული, ტრავმული და ინფექციური ართრიტები;
ოსტეოართროზი;
ბურსიტი;
ტენდოვაგინიტი;
რადიკულიტი;
ნევრალგია, მიალგია;
ფლებიტი, პერიფლებიტი, ლიმფანგიტი;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და რბილი ქსოვილების ტრავმები (ამოვარდნილობა, დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, მენისკის დაზიანება).
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 15 წლის ზემოთ.
ტუბიდან გამოყოფილი გელის 3-5 სმ სიგრძის ან მეტი მონაკვეთი (მტკივნეული უბნის ზედაპირის სიდიდის მიხედვით) დაიდება და თხელი ფენის სახით თანაბრად გადანაწილდება დაზიანებულ უბანზე, კანში მსუბუქად შეიზილება სრულ შეწოვამდე. პრეპარატი გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში.
კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
კეტო-გელი არ გამოიყენება ოკლუზიური ნახვევის დადების დროს.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, გელის მოხმარების ადგილებზე შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება), კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია.
ძალიან იშვიათად - შესაძლოა განვითარდეს ასთმური შეტევები, ანაფილაქსიური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ერთეულ შემთხვევებში - ინტერსტიციული ნეფრიტი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, სალიცილატებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვან-ეროზიული დაზიანება გამწვავების სტადიაში;
ქრონიკული დისპეფსია (დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში);
ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
სისხლდენებისადმი მიდრეკილება;
ანამნეზში ასთმური შეტევები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
კანის დაავადებები: ეგზემა, დერმატოზი, ღია და ინფიცირებული ჭრილობები;
ბავშვთა ასაკი 15 წლამდე;
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
მიუხედავად იმისა, რომ კეტოპროფენი გელის სახით გამოყენებისას კანიდან უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება, არ არის გამორიცხული მისი ურთიერთქმედება მეთოტრექსატთან (ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას).
კეტოპროფენმა შესაძლოა შეამციროს დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობა. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებსა და დიურეზულ საშუალებებთან ერთად კეტოპროფენის მიღებისას მატულობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. კეტოპროფენი ზრდის სულფონილშარდოვანას წარმოებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებისა და ზოგიერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების (ფენიტოინი) ეფექტურობას.
სისხლდენის რისკის მომატებასთან დაკავშირებით, კეტო-გელისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ან კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
კეტოპროფენისა და საგულე გლიკოზიდების, ლითიუმის პრეპარატების, ციკლოსპორინებისა და მეთოტრექსატის ერთდროული მიღებისას, იზრდება მათი ტოქსიკურობა ექსკრეციის შემცირების გამო.
კეტოპროფენმა შესაძლოა შეამციროს მიფეპრისტონის ეფექტი, ამიტომ მიფეპრისტონით მკურნალობის კურსსა და კეტოპროფენით თერაპიის დაწყებას შორის გასული უნდა იყოს არანაკლებ 8 დღე.
არ არის რეკომენდებული კეტოპროფენის დანიშვნა სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებსა და სალიცილატებთან ერთად.
ჭარბი დოზირება:
კეტო-გელის ხანგრძლივი, დიდი დოზებით ან კანის ვრცელ მონაკვეთზე გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.
შესაძლებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების განვითარება: გულძმარვა, გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრულ მიდამოში, თავის ტკივილი, თავბრუ.
ორსულობა და ლაქტაცია:
კეტო-გელის გამოყენება ორსულებში უკუნაჩვენებია. ორსულობის I და II ტრიმესტრში გელი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის რისკს.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოიყენება მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის. საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა გელი არ აღმოჩნდეს ღია ჭრილობაზე, თვალში ან ლორწოვან გარსებზე. კანზე განვითარებული რეაქციებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კეტო-გელით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში საჭიროა კანის დაზიანებული ნაწილები მოვარიდოთ მზისა და ულტრაიისფერ სხივებს.
გელის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებით, დიურეტიკებითა და ლითიუმის მარილებით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ პრეპარატის ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეფუთვა:
30 გ გელი ტუბში. თითო ტუბი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება 15 - 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


