პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

კეტონალი

Ketonal®

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ტკივილი: - პოსტოპერაციული; - მტკივნეული მენსტრუაციები; - ტკივილი ძვლის მეტასტაზების გამო სიმსივნეების მქონე პაციენტებში; - პოსტ-ტრავმული. რევმატიული დაავადებები: - რევმატოიდული ართრიტი; - სპონდილოართრიტი (მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი); - პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა; - ოსტეოართრიტი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოპროფენი (ketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/2მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
Lek Pharmaceuticals d.d., სლოვენია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043763
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „ჯიჰელსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკეტონალი და სხვა წამალი ერთად

კეტონალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტკივილი:

  • პოსტოპერაციული;
  • მტკივნეული მენსტრუაციები;
  • ტკივილი ძვლის მეტასტაზების გამო სიმსივნეების მქონე პაციენტებში;
  • პოსტ-ტრავმული.

რევმატიული დაავადებები:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სპონდილოართრიტი (მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი);
  • პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
  • ოსტეოართრიტი;
  • სახსარს-გარე რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსრის კაფსულიტი). უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმის შეტევები, რინიტი, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციების არსებობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას;

პეპტიური წყლული აქტიურ ფაზაში ან ნებისმიერი კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში;

კუჭ-ნაწლავური, ცერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა;

ქრონიკული დისპეფსია ანამნეზში;

ტკივილის მკურნალობა პერიოპერაციულ პერიოდში აორტაკორონარული შუნტირების (აკშ) დროს;

გულის მძიმე უკმარისობა;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა;

სისხლდენებისადმი მიდრეკილება;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;

ჰემოსტაზის დარღვევა ან ანტიკოაგულანტებით ერთდროული მკურნალობა;

15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: მაქსიმუმ 200 მგ დღეღამეში. როგორც წესი, პრეპარატის კეტონალის ინექციები არ გამოიყენება ზედიზედ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღწევის შემდეგ, კეტონალი ინიშნება პერორალურად მისაღები ფორმით. კუნთებში შეყვანა

კუნთებში შეიყვანება 100 მგ (1 ამპულა) ერთჯერ ან ორჯერ დღეში.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება კომბინირებული იქნას კეტოპროფენის პერორალური, რექტალური ან ტრანსდერმული მიღების ფორმასთან. ინტრავენურად შეყვანა

კეტონალის ინფუზია უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაციონარულ პირობებში. ინფუზია გრძელდება 0,5-1 საათი, მკურნალობის კურსი - არა უმეტეს ორი დღე ზედიზედ.

ხანმოკლე ინტრავენური ინფუზია

100-დან 200 მგ-მდე კეტოპროფენი, განზავებული 100 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, შეიყვანება 0.5- 1 საათის განმავლობაში.

ხანგრძლივი ინტრავენური ინფუზია

100-დან 200 მგ-მდე კეტოპროფენი, განზავებული 500 მლ საინფუზიო ხსნარში ( 0,9% ნატრიუმის ქლორიდის, რინგერ ლაქტატის, გლუკოზის ხსნარი) შეიყვანება 8 საათის განმავლობაში.

კეტონალის კომბინირება შეიძლება ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკებთან. ის შეიძლება შერეული იქნას ერთ ფლაკონში მორფინთან: 10-20 მგ მორფინი და 100-დან 200 მგ-მდე კეტოპროფენი განზავდება 500 მლ ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში (0.9%) ან რინგერ ლაქტატის ხსნარში. ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულები არიან სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის ქვეშ. რეკომენდებულია ხანდაზმულებში მკურნალობა დაიწყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზებით. პაციენტები თირკმელების და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 0.33 მლ/წმ-ზე (20 მლ / წთ)) და/ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებით ალბუმინის დაქვეითებული დონით, დოზა უნდა შემცირდეს.

პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლი) ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, კეტონალი უკუნაჩვენებია. ბავშვები და მოზარდები. პრეპარატი უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. გაფრთხილება

არ შეიძლება ტრამადოლის და კეტონალის ერთ საინფუზიო სითხეში (ერთ ფლაკონში) შერევა, ნალექის წარმოქმნის გამო. საინფუზიო ფლაკონები უნდა იყოს შეფუთული შავ ქაღალდში ან ალუმინის ფოლგაში, რადგანაც კეტოპროფენი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ.

ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. გვერდითი მოქმედება

სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება წყდება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. თავი 6.1). პრეპარატი ასევე უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმის შეტევები, რინიტი, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციების არსებობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასს) მიღების შემდეგ;

გულის მძიმე უკმარისობა;

  • ტკივილის მკურნალობა პერიოპერაციულ პერიოდში აორაკორონარული შუნტირების დროს (აკშ);

პეპტიური წყლული აქტიურ ფაზაში ან ნებისმიერი კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში;

კუჭ-ნაწლავური, ცერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა;

ქრონიკული დისპეპსია ანამნეზში;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა;

სისხლდენებისადმი მიდრეკილება;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (იხ.თავი 4.6);

15 წლამდე ბავშვთა ასაკი;

ჰემოსტაზის დარღვევა ან ანტიკოაგულანტებით ერთდროული მკურნალობა.

სიფრთხილის ზომები

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ციკლოოქსიგენაზა –2 -ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პრეპარატის გამოიყენება მოხდება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისათვის (შესამსუბუქებლად).

პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ ბრონქული ასთმა ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და (ან) ცხვირის პოლიპოზთან ერთად, მეტად სავარაუდოა განუვითარდეთ ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას და (ან) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ვიდრე სხვა პაციენტებს. კეტონალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ასთმის ან ბრონქოსპაზმის შეტევა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას ან აასს-ებზე (იხ. „უკუჩვენებები“).

ხანდაზმულებს უფრო ხშირად აღენიშნებათ არასასურველი რეაქციები არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენები და პერფორაციები, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (იხ. „დოზირება და მიღების წესი“).

ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

სისხლდენები, წყლულები და პერფორაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (კნტ), რომლებიც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, აღწერილია ყველა აასს-სთვის და შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს, როგორც წინამორბედი სიმპტომების ან ანამნეზში კნტ მძიმე დაავადებების არსებობის, ასევე მათი არარსებობის შემთხვევაშიც.

კეტონალის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის მძიმე ტოქსიკურობის მაღალ რისკთან (იხ. აგრეთვე „უკუჩვენებები“).

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციის რისკი იზრდება დოზის მომატებისას პაციენტებში, ანამნეზში წყლულით, განსაკუთრებით გართულებულით სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. „უკუჩვენებები“), და ასევე ხანდაზმულებში და სხეულის დაბალი მასის მქონე ადამიანებში. ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი არსებული დოზით. ასეთ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დაბალი დოზით აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის მხრივი გართულებების რისკს (იხილეთ ქვემოთ ასევე „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“), ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს მედიკამენტები, რომლებიც იცავს კუჭის ლორწოვან გარსს (მაგალითდ, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ბლოკატორები).

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ კუჭ-ნაწლავის მხრივ უჩვეულო სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ წყლულს ან სისხლდენას, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები, პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგ., ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, ანტითრომბოციტების აგენტები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ნიკორანდილი (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები").

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ვინაიდან ეს დაავადებები შეიძლება გამწვავდეს.

თუ კეტონალით მკურნალობის ფონზე ადგილი აქვს კუჭ-ნაწლავურ სისხლდენას ან წყლულს, პრეპარატით მკურნალობას წყვეტენ.

კანის მხრივ რეაქციები

კანის მხრივ რეაქციების განვითარების შემთხვევაში (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და თავის ტვინის სისხლძარღვებზე

სითხის შეკავებისა და შეშუპების პოტენციალის გამო, პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია და/ან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობა, საჭიროებენ შესაბამის მონიტორინგს და კონსულტაციას.

ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) გაზრდილ რისკთან. არ არის საკმარისი მონაცემები კეტოპროფენის ასეთი რისკის გამოსარიცხად.

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში გულის უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ სასუალებებს, და პაციენტებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, მკურნალობის დასაწყისში უნდა განხორციელდეს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. შესაძლებელია თირკმლის სისხლის ნაკადის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება ან თირკმლის მძიმე უკმარისობა.

არსებული ინფექციების სიმპტომების შენიღბვა

კეტონალმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა სხეულის მომატებული ტემპერატურა და ტკივილი. ამან შეიძლება შეაფერხოს სწორი მკურნალობის დაწყება და გაზარდოს გართულებების რისკი. მსგავსი დაფიქსირდა ჩუტყვავილას თანმხლები არაჰოსპიტალური პნევმონიისას და კანის ბაქტერიული გართულებებისას. თუ კეტონალი გამოიყენება ინფექციისთვის, აუცილებელია მისი კურსის მონიტორინგი. თუ ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ღვიძლის ფუნქცია

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა ან ანამნეზში ღვიძლის დაავადება, რეგულარულად უნდა შეუმოწმდეთ სისხლში ტრანსამინაზების დონე, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

ჰიპერკალიემია

შესაძლოა განვითარდეს ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან ჰიპერკალიემიის განვითარებაში ხელშემწყობი წამლების ერთდროული მკურნალობის დროს (იხ. „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება“). ასეთ პირობებში აუცილებელია კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

სხვა ზემოქმედება

ქალის ნაყოფიერებაზე ზემოქმედებისთვის იხ. „ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება“.

ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია სისხლის სურათის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

მხედველობის დარღვევების შემთხვევაში, მაგალითად, მხედველობის დაბინდვისას, პრეპარატის გამოყენება წყდება.

ძლიერი ტკივილის დროს კეტონალი შეიძლება გამოყენებულ იქნას მორფინის წარმოებულებთან ერთად.

კეტონალი სიფრთხილით გამოიყენება ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე პირებში.

მსხვილ ქირურგიულ ჩარევამდე კეტონალთან მკურნალობა წყდება. ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ

პრეპარატი შეიცავს 12.3 მოც.% ეთანოლს. ყოველი 2 მლ შეიცავს 200 მგ ეთანოლს, რაც 5მლ ლუდის ან 2მლ ღვინის ექვივალენტურია. მავნებელია ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე პირებისათვის. გასათვალისწინებელია ეთანოლის (სპირტის) შემცველობა ორსულ და მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და პაციენტებში რისკის ჯგუფიდან, მაგალითად ღვიძლის დაავადებით ან ეპილეფსიით დაავადებულები.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ/ ამპულაზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, და შესაბამისად ითვლება, რომ ის არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატის ყოველ 2 მლ შეიცავს 40 მგ ბენზილის სპირტს (E1519). ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. სიფრთხილეა საჭირო ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოყენებისას. ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზი, ამიტომ დიდი მოცულობები გამოიყენება მხოლოდ მკაცრად საჭიროების შემთხვევაში და სიფრთხილით, განსაკუთრებით ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის ყოველ 2 მლ შეიცავს 800 მგ პროპილენგლიკოლს (Е1520). პროპილენგლიკოლს არ აგამოუვლენია მავნე ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან ცხოველებისა და ადამიანის განვითარებაზე, მაგრამ ის შეიძლება გადაეცეს ნაყოფს და აღმოჩენილია დედის რძეში. ამ მიზეზით, ორსულ და მეძუძურ დედებში პროპილენგლიკოლის შემცველი პრეპარატის გამოყენების საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.

აუცილებელია თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მონიტორინგი, რადგან დაფიქსირდა პროპილენგლიკოლთან დაკავშირებული სხვადასხვა გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა (მაგ., მწვავე მილაკოვანი ნეკროზი), თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დისფუნქცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და (ან) ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის ადრეულ ეტაპზე (ორსულობის პირველ ტრიმესტრში) პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება ასოცირდება სპონტანური აბორტის, გულის დეფექტების და გასტროშიზის მომატებულ რისკთან. ორსულობის მე-20 კვირიდან კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზის (მცირეწყლიანობა) განვითარება ნაყოფში თირკმლის ფუნქციის დარღვევის შედეგად. ორსულობის მეორე ტრიმესტრში გამოყენებისას შესაძლებელია ნაყოფში არტერიული სადინრის შევიწროება. ამ მიზეზით, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტონალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

თუ კეტონალს იღებს ქალი ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა მაქსიმალურად ხანმოკლე.

გესტაციის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კეტონალის გამოყენებისას, გასათვალისწინებელია ოლიგოჰიდრამნიოზისა და არტერიული სადინრის შევიწროების პრენატალური მონიტორინგი. ამ პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კეტონალის გამოყენება წყდება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში კეტონალის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. „უკუჩვენებები“), რადგან შეიძლება გამოიწვიოსნაყოფის არტერიული სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა (იხ. ზემოთ) და ორსულობის ბოლოს - დედისა და ბავშვის სისხლდენის დროის გახანგრძლივება, საშვილოსნოს შეკუმშვის აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაწყების შეფერხებას და მის გახანგრძლივებას.

ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში კეტოპროფენის რძეში გადასვლის შესახებ. არ არის რეკომენდებული კეტონალის დანიშვნა მეძუძური დედებისთვის.

ფერტილობა

თუ კეტოპროფენი გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულდეს, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე.

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ ნაყოფიერებას ქალებში, ამიტომ კეტონალი არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან იტარებენ უნაყოფობის კვლევებს, განიხილება კეტონალის მიღების შეწყვეტა.

გამფთხილებები ამ პროდუქტში შემავალი ბენზილის სპირტისა და პროპილენგლიკოლის შესახებ, იხ. თავში „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

შესაძლებელია ძილიანობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები ან მხედველობის დარღვევა. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებების და არ იმუშაოთ მექანიზმებთან. დოზები და გამოყენების მეთოდი

პარენტერალური გამოყენებისათვის.

არასასურველი რეაქციები შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმუმამდე, თუ პრეპარატი მიიღება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და სიმპტომების კუპირებისათვის საჭირო მაქსიმალურად უმოკლესი დროის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ კეტოპროფენს. კეტოპროფენის 200 მგ დღეში დოზით მკურნალობის დაწყების წინ უნდა შეფასდეს სარგებელი და შესაძლო რისკები. უფრო მაღალი დოზების გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. აგრეთვე“ განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები ან მხედველობის დარღვევები და ურჩიონ მათ, რომ არ მართონ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაონ მექანიზმებთან აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას.

გვერდითი მოვლენები

გამოვლენის სიხშირის მიხედვით ისინი კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000). ძალიან იშვიათი (<1/10 000). სიხშირე უცნობია (ვერ დადგინდება არსებული მონაცემების მიხედვით). ზრდასრულებში გამოვლენილია შენდეგი გვერდითი რეაქციები.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

  • იშვიათი: პოსტჰემორაგიული ანემია:
  • სიხშირე უცნობია: აგრანულოციტოზი. თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები (ანაფილაქციური შოკის ჩათვლით).

ფსიქიკის დარღვევები

  • სიხშირე უცნობია: ცნობიერების არევა, განწყობის ცვალებადობა, დეპრესია, ჰალუცინაციები.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის და ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა;
  • სიხშირე უცნობია: ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები, ვესტბულური თავბრუსხვევა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

  • იშვიათი: არამკვეთრი მხედველობა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის და ზომები“).

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

  • იშვიათი: ​​ხმაური ყურებში.

დარღვევები გულის მხრივ

  • სიხშირე არ არის დადგენილი: გულის უკმარისობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

  • სიხშირე არ არის დადგენილი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტის ჩათვლით).

დარღვევები სასუნთი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

  • იშვიათი: ბრონქული ასთმა;
  • სიხშირე არ არის დადგენილი: ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა აასს-ების მიმართ), რინიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

  • ხშირი: გულისრევა, ღებინება:
  • არა-ხშირი: ​​ყაბზობა, დიარეა, გასტრიტი;
  • იშვიათი: სტომატიტი, პეპტიური წყლული;
  • სიხშირე არ არის დადგენილი: კუჭ-ნაწლავური სისხლდენები და პერფორაცია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, კუჭის ტკივილი და კოლიტის, მელენის, ჰემატემეზის, პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები.

ყველაზე ხშირად შეინიშნება არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით,, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:

  • იშვიათი: ​​ჰეპატიტი, ტრანსამინაზების დონის მომატება, შრატში ბილირუბინის მომატება ჰეპატიტის შედეგად.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

  • არახშირი: ​​გამონაყარი, ქავილი;
  • სიხშირე არ არის დადგენილი: ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, კანის ბულოზური რეაქციები (სტივენს-ჯოსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ქრონიკული ჭინჭრის ციების გამწვავება.

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

  • სიხშირე არ არის დადგენილი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფრიტული სინდრომი, წყლისა და ნატრიუმის შეკავება შეშუპების შესაძლო განვითარებით, ჰიპერკალიემია (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“), თირკმელების ორგანული დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა: აღინიშნა თირკმლის მილაკების და პაპილების მწვავე ნეკროზის ცალკეული შემთხვევები.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

  • არახშირი: ​​შეშუპება;
  • სიხშირე არ არის დადგენილი: აღინიშნა ტკივილი და წვის შეგრძნება ინექციის ადგილზე, მათ შორის მედიკამენტებით გამოწვეული კანის სისხლძარღვოვანი ემბოლია, რომელიც ცნობილია როგორც ნიკოლაუს სინდრომი.

ზოგიერთი აასს-ების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზის მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის და ზომები“).

შეშუპება, მაღალი წნევა და გულის მძიმე უკმარისობა აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიასთან დაკავშირებით.

ჭარბი დოზა

ზრდასრულებში დოზის გადაჭარბების ძირითადი ნიშნებია თავის ტკივილი, ძილიანობა, შენელებულობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი. მძიმე ინტოქსიკაციის დროს აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. საჭიროა პაციენტის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატების არარეკომენდებული კომბინაციები

სხვა აასს-ები (ციკლოოქსიგენაზა –2 -ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით) და სალიცილატები მაღალი დოზებით: წყლულებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების რისკის მომატება.

ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი, K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ. ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი), თრომბინის ინჰიბიტორები (მაგ. დაბიგატრანი), Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები (მაგ. აპიქსაბანი, რივაროქსაბანი. ედოქსაბანი): სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის და ზომები“).

თუ ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, საჭიროა მჭიდრო სამედიცინო ზედამხედველობა.

ლითიუმი: პლაზმაში ლითიუმის დონის ტოქსიკურ დონემდე გაზრდის რისკი.მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია და უნდა მოხდეს ლითიუმის დოზის კორექტირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

მეტოტრექსატი 15 მგ-ზე მეტი დოზით კვირაში

მეტოტრექსატის ჰემატოტოქსიკურობის გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით გამოყენებისას (კვირაში 15 მგ-ზე მეტი). კომბინაციები, რომელიც მოითხოვენ სიფრთხილეს

დიურეტიკები.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, განსაკუთრებით პაციენტებში დეჰიდრატაციით, არსებობს თირკმელების მძიმე უკმარისობის გაზრდილი რისკი. ასეთი პაციენტებს ადექვატურად უნდა შეევსოთ სითხის დეფიციტი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებამდე, და მკურნალობის დასაწყისში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი (იხ. („განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ., დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულებში) აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტისა და იმ პრეპარატების, რომლებიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას, ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება დამატებით გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, შესაძლო თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით.

მეტოტრექსატი 15 მგ / კვირაში ნაკლები დოზებით

კომბინირებული მკურნალობის პირველ კვირებში აუცილებელია სისხლის გაფართოებული სურათის გაკონტროლება კვირაში ერთხელ. თირკმლის ფუნქციის რაიმე დარღვევის შემთხვევაში და ხანდაზმულ პაციენტებში, კონტროლი უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად.

ტენოფოვირი:

თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა ტენოფოვირის დიზოპროქსილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან რამოდენიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის უკმარისობის რისკ-ფაქტორებით. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ნიკორანდილი

ნიკორანდილისა და აასს-ების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულებების რისკი, როგორიცაა მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, პერფორაცია და სისხლდენა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”).

საგულე გლიკოზიდები

არ არის დადასტურებული ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კეტოპროფენსა და დიგოქსინს შორის. თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგანაც აასს-ებს შეუძლიათ დააქვეითონ თირკმლის ფუნქცია და შეამცირონ საგულე გლიკოზიდების თირკმლის კლირენსი.

კორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულების ან სისხლდენის გაზრდილი რისკი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”).

პენტოქსიფილინი

ზრდის სისხლდენის რისკს. საჭიროა უფრო ხშირი კლინიკური მონიტორინგი და სისხლდენის დროის უფრო ხშირი კონტროლი.

კომბინაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები)

კეტოპროფენი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტს.

თრომბოლიტიკები: სისხლდენის მომატებული რისკი.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავური სისხლდენის გაზრდილი რისკი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”).

პრობენეციდი: შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს კეტოპროფენის პლაზმური კლირენსი.

კომბინაციები, რომლების შესახებ ინფორმაციაც აუცილებლად უნდა იქნას მხედველობაში მიღებული ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი: ნეფროტოქსიკურობის ადიტიური ეფექტის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული რისკი

ზოგიერთმა მედიკამენტმა ან წამლების ჯგუფმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია (მაგ., კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები, აასს-ები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური ან არაფრაქცირებული) ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი. ჰიპერკალიემიის განვითარება შეიძლება დამოკიდებული იყოს თანმხლები ფაქტორების არსებობაზე. ჰიპერკალიემიის რისკი უფრო მაღალია ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. ანტიაგრეგანტულ მოქმედებასთან დაკავშირებული რისკი

ურთიერთქმედება შეიძლება განვითარდეს თანმხლები გამოყენებისას ზოგიერთ სამკურნალო საშუალწებებთან, რომლებიც ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას: ტიროფიბანი, ეპტიფიბარიდი, აბციქსიმაბი და ილოპროსტი. რამდენიმე ანტიაგრეგანტის გამოყენება ზრდის სისხლდენის რისკს. შეფუთვა

2 მლ მოგრძო, მუქი მინის ამპულები.

10 ამპულა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში. შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა

3 წელი. არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შემადგენლობა

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კეტოპროფენი საინექციო ხსნარის ყოველი 2 მლ (1 ამპულა) შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი მოქმედებით:

2მლ ხსნარი შეიცავს 200მგ ეთანოლს (96%-იანი).

2მლ ხსნარი შეიცავს 40მგ ბენზილის სპირტს (Е1519).

2მლ ხსნარი შეიცავს 800მგ პროპილენგლიკოლს (Е1520).

დამხმარე ნივთიერებების სრული ცამონათვალი მოყვანილია თავში 6.1. 3. გამოშვების ფორმა საინექციო ხსნარი.

აღწერა: გამჭვირვალე, უფეროდან ოდნავ მოყვითალო შეფერილობამდე ხსნარი, პრაქტიკულად ხილული ჩანართების გარეშე. 4. კლინიკური მონაცემები

  • 1 გამოყენების ჩვენებები კეტონალი წარმოადგენს არასტეროიდულ ანტირევმატულ პრეპარატს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.

კეტონალის საინექციო ხსნარის გამოყენების ჩვენებები

ტკივილი:

  • პოსტოპერაციული;
  • მტკივნეული მენსტრუაციები;
  • ტკივილი ძვლის მეტასტაზების გამო სიმსივნეების მქონე პაციენტებში;
  • პოსტ ტრავმული.

რევმატული დაავადებები:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სპონდილოართრიტი (მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი);
  • პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
  • ოსტეოართრიტი;
  • სახსარსგარე რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსრის კაფსულიტი).

შენახვის პირობები

3 წელი.

არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კეტოპროფენი, პრეპარატ კეტონალის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი.

კეტოპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს, ბლოკავს რა ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას (ცოგ-1 და ცოგ-2), რომელიც აკატალიზებს პროსტაგლანდინების სინთეზს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმში. კეტოპროფენი ასტაბილურებს ლიზოსომურ მემბრანებს in vitro და in vivo, მაღალი კონცენტრაციებით თრგუნავს ლეიკოტრიენების სინთეზს in vitro და გააჩნია ანტიბრიკადინინური აქტივობა in vivo.

კეტოპროფენის სიცხის დამწევი მოქმედების მექანიზმი უცნობია. შესაძლოა, კეტოპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (დიდი ალბათობით, ჰიპოთალამუსში).

ზოგიერთ ქალში კეტოპროფენი ამცირებს პირველადი დისმენორეის სიმპტომებს, სავარაუდოდ პროსტაგლანდინების სინთეზის და (ან)ეფექტურობის დათრგუნვის ხარჯზე. ფარმაკოკინეტიკა

პლაზმაში საშუალო დონეები, გაზომილი 100 მგ კეტოპროფენის ინტრავენური ინფუზიის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ და შეყვანის დასრულებიდან 4 წუთის შემდეგ, შეადგენს 26.4 ± 5.4 მკგ/მლ-ს. ბიოშეღწევადობა - 90%-ს.

კუნთებში შეყვანისას უმეტეს პაციენტებში კეტოპროფენი აღმოჩენილი იქნა სისხლში 15 წუთის შემდეგ, ხოლო პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მიღწეული იქნა შეყვანიდან 2 საათის შემდეგ. კეტოპროფენის ბიოშეღწევადობა ინექციით შეყვანისას იზრდება წრფივად პრეპარატის დოზის გაზრდასთან ერთად.

კეტოპროფენის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. ქსოვილებში განაწილების მოცულობაა 0,1-0,2 ლ/კგ. კეტოპროფენი ნელა აღწევს სინოვიალურ სითხეში და ასევე ნელა გამოიყოფა მისგან პლაზმური კონცენტრაციის გაგრძელებული დაქვეითების ფონზე. კეტოპროფენის წონასწორული კონცენტრაციები განისაზღვრება მისი დანიშვნიდან 24 საათის შემდეგ. ხანდაზმულ პაციენტებში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწეოდა 8.7 სთ-ის შემდეგ და შეადგენდა 6.3 მკგ/მლ-ს.

კეტოპროფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომური ფერმენტებით. ის უკავშირდება გლუკურონის მჟავას და ამ ფორმით გამოიყოფა ორგანიზმიდან. პერორალურად მიღების შემდეგ მისი პლაზმური კლირენსი შეადგენს 1.16 მლ/წთ/კგ-ს. ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი მხოლოდ 2 საათია. ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება, ამ გარემოებებში შესაძლებელია კუმულაცია.

80% -მდე კეტოპროფენი გამოიყოფა შარდში და დაახლოებით 10% გამოიყოფა განავლით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კეტოპროფენი გამოიყოფა უფრო ნელა, ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება ერთი საათით.

ხანდაზმულებში კეტოპროფენის მეტაბოლიზმი და გამოყოფა შენელებულია. ეს კლინიკურად მნიშვნელოვანია მხოლოდ თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კეტონალი®

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კეტონალი® 100 მგ/2 მლ, საინექციო ხსნარი საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კეტოპროფენი გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი აღწერა

გამჭვირვალე, უფეროდან ოდნავ მოყვითარლო შეფერილობამდე ხსნარი, პრაქტიკულად ხილული ჩანართების გარეშე. შემადგენლობა

ყოველი 2 მლ საინექციო ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი (Е1520), ეთანოლი (12.3 მოც.%), ბენზილის სპირტი (Е1519), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (Е524) (pH-ის კორექციისათვის), საინექციო წყალი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, პროპიონის მჟავას წარმოებულები.

ათქ კოდი: M01AE03. ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კეტოპროფენი, პრეპარატ კეტონალის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი.

კეტოპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს, ბლოკავს რა ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას (ცოგ-1 და ცოგ-2), რომელიც აკატალიზებს პროსტაგლანდინების სინთეზს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმში. კეტოპროფენი ასტაბილურებს ლიზოსომურ მემბრანებს in vitro და in vivo, მაღალი კონცენტრაციებით თრგუნავს ლეიკოტრიენების სინთეზს in vitro და გააჩნია ანტიბრიკადინინური აქტივობა in vivo.

კეტოპროფენის სიცხის დამწევი მოქმედების მექანიზმი უცნობია. შესაძლოა, კეტოპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (დიდი ალბათობით, ჰიპოთალამუსში).

ზოგიერთ ქალში კეტოპროფენი ამცირებს პირველადი დისმენორეის სიმპტომებს, სავარაუდოდ პროსტაგლანდინების სინთეზის და (ან)ეფექტურობის დათრგუნვის ხარჯზე. ფარმაკოკინეტიკა

პლაზმაში საშუალო დონეები, გაზომილი 100 მგ კეტოპროფენის ინტრავენური ინფუზიის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ და შეყვანის დასრულებიდან 4 წუთის შემდეგ, შეადგენს 26.4 ± 5.4 მკგ/მლ-ს. ბიოშეღწევადობა - 90%-ს.

კუნთებში შეყვანისას უმეტეს პაციენტებში კეტოპროფენი აღმოჩენილი იქნა სისხლში 15 წუთის შემდეგ, ხოლო პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მიღწეული იქნა შეყვანიდან 2 საათის შემდეგ. კეტოპროფენის ბიოშეღწევადობა ინექციით შეყვანისას იზრდება წრფივად პრეპარატის დოზის გაზრდასთან ერთად.

კეტოპროფენის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. ქსოვილებში განაწილების მოცულობაა 0,1-0,2 ლ/კგ. კეტოპროფენი ნელა აღწევს სინოვიალურ სითხეში და ასევე ნელა გამოიყოფა მისგან პლაზმური კონცენტრაციის გაგრძელებული დაქვეითების ფონზე. კეტოპროფენის წონასწორული კონცენტრაციები განისაზღვრება მისი დანიშვნიდან 24 საათის შემდეგ. ხანდაზმულ პაციენტებში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწეოდა 8.7 სთ-ის შემდეგ და შეადგენდა 6.3 მკგ/მლ-ს.

კეტოპროფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომური ფერმენტებით. ის უკავშირდება გლუკურონის მჟავას და ამ ფორმით გამოიყოფა ორგანიზმიდან. პერორალურად მიღების შემდეგ მისი პლაზმური კლირენსი შეადგენს 1.16 მლ/წთ/კგ-ს. ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი მხოლოდ 2 საათია. ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება, ამ გარემოებებში შესაძლებელია კუმულაცია.

80% -მდე კეტოპროფენი გამოიყოფა შარდში და დაახლოებით 10% გამოიყოფა განავლით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კეტოპროფენი გამოიყოფა უფრო ნელა, ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება ერთი საათით.

ხანდაზმულებში კეტოპროფენის მეტაბოლიზმი და გამოყოფა შენელებულია. ეს კლინიკურად მნიშვნელოვანია მხოლოდ თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში.

გამოყენების ჩვენებები

ტკივილი:

  • პოსტოპერაციული;
  • მტკივნეული მენსტრუაციები;
  • ტკივილი ძვლის მეტასტაზების გამო სიმსივნეების მქონე პაციენტებში;
  • პოსტ-ტრავმული.

რევმატიული დაავადებები:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სპონდილოართრიტი (მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი);
  • პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
  • ოსტეოართრიტი;
  • სახსარს-გარე რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსრის კაფსულიტი). უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმის შეტევები, რინიტი, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციების არსებობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას;

პეპტიური წყლული აქტიურ ფაზაში ან ნებისმიერი კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში;

კუჭ-ნაწლავური, ცერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა;

ქრონიკული დისპეფსია ანამნეზში;

ტკივილის მკურნალობა პერიოპერაციულ პერიოდში აორტაკორონარული შუნტირების (აკშ) დროს;

გულის მძიმე უკმარისობა;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა;

სისხლდენებისადმი მიდრეკილება;

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;

ჰემოსტაზის დარღვევა ან ანტიკოაგულანტებით ერთდროული მკურნალობა;

15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ციკლოოქსიგენაზა –2 -ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პრეპარატის გამოიყენება მოხდება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისათვის (შესამსუბუქებლად).

პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ ბრონქული ასთმა ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და (ან) ცხვირის პოლიპოზთან ერთად, მეტად სავარაუდოა განუვითარდეთ ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას და (ან) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ვიდრე სხვა პაციენტებს. კეტონალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ასთმის ან ბრონქოსპაზმის შეტევა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას ან აასს-ებზე (იხ. „უკუჩვენებები“).

ხანდაზმულებს უფრო ხშირად აღენიშნებათ არასასურველი რეაქციები არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენები და პერფორაციები, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (იხ. „დოზირება და მიღების წესი“).

ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

სისხლდენები, წყლულები და პერფორაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (კნტ), რომლებიც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, აღწერილია ყველა აასს-სთვის და შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს, როგორც წინამორბედი სიმპტომების ან ანამნეზში კნტ მძიმე დაავადებების არსებობის, ასევე მათი არარსებობის შემთხვევაშიც.

კეტონალის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის მძიმე ტოქსიკურობის მაღალ რისკთან (იხ. აგრეთვე „უკუჩვენებები“).

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციის რისკი იზრდება დოზის მომატებისას პაციენტებში, ანამნეზში წყლულით, განსაკუთრებით გართულებულით სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. „უკუჩვენებები“), და ასევე ხანდაზმულებში და სხეულის დაბალი მასის მქონე ადამიანებში. ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი არსებული დოზით. ასეთ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დაბალი დოზით აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის მხრივი გართულებების რისკს (იხილეთ ქვემოთ ასევე „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“), ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს მედიკამენტები, რომლებიც იცავს კუჭის ლორწოვან გარსს (მაგალითდ, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ბლოკატორები).

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ კუჭ-ნაწლავის მხრივ უჩვეულო სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ წყლულს ან სისხლდენას, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები, პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგ., ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები, ანტითრომბოციტების აგენტები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ნიკორანდილი (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები").

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ვინაიდან ეს დაავადებები შეიძლება გამწვავდეს.

თუ კეტონალით მკურნალობის ფონზე ადგილი აქვს კუჭ-ნაწლავურ სისხლდენას ან წყლულს, პრეპარატით მკურნალობას წყვეტენ.

კანის მხრივ რეაქციები

კანის მხრივ რეაქციების განვითარების შემთხვევაში (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და თავის ტვინის სისხლძარღვებზე

სითხის შეკავებისა და შეშუპების პოტენციალის გამო, პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია და/ან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობა, საჭიროებენ შესაბამის მონიტორინგს და კონსულტაციას.

ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) გაზრდილ რისკთან. არ არის საკმარისი მონაცემები კეტოპროფენის ასეთი რისკის გამოსარიცხად.

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში გულის უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ სასუალებებს, და პაციენტებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, მკურნალობის დასაწყისში უნდა განხორციელდეს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. შესაძლებელია თირკმლის სისხლის ნაკადის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება ან თირკმლის მძიმე უკმარისობა.

არსებული ინფექციების სიმპტომების შენიღბვა

კეტონალმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა სხეულის მომატებული ტემპერატურა და ტკივილი. ამან შეიძლება შეაფერხოს სწორი მკურნალობის დაწყება და გაზარდოს გართულებების რისკი. მსგავსი დაფიქსირდა ჩუტყვავილას თანმხლები არაჰოსპიტალური პნევმონიისას და კანის ბაქტერიული გართულებებისას. თუ კეტონალი გამოიყენება ინფექციისთვის, აუცილებელია მისი კურსის მონიტორინგი. თუ ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ღვიძლის ფუნქცია

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა ან ანამნეზში ღვიძლის დაავადება, რეგულარულად უნდა შეუმოწმდეთ სისხლში ტრანსამინაზების დონე, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

ჰიპერკალიემია

შესაძლოა განვითარდეს ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან ჰიპერკალიემიის განვითარებაში ხელშემწყობი წამლების ერთდროული მკურნალობის დროს (იხ. „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება“). ასეთ პირობებში აუცილებელია კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

სხვა ზემოქმედება

ქალის ნაყოფიერებაზე ზემოქმედებისთვის იხ. „ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება“.

ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია სისხლის სურათის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

მხედველობის დარღვევების შემთხვევაში, მაგალითად, მხედველობის დაბინდვისას, პრეპარატის გამოყენება წყდება.

ძლიერი ტკივილის დროს კეტონალი შეიძლება გამოყენებულ იქნას მორფინის წარმოებულებთან ერთად.

კეტონალი სიფრთხილით გამოიყენება ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე პირებში.

მსხვილ ქირურგიულ ჩარევამდე კეტონალთან მკურნალობა წყდება. ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ

პრეპარატი შეიცავს 12.3 მოც.% ეთანოლს. ყოველი 2 მლ შეიცავს 200 მგ ეთანოლს, რაც 5მლ ლუდის ან 2მლ ღვინის ექვივალენტურია. მავნებელია ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე პირებისათვის. გასათვალისწინებელია ეთანოლის (სპირტის) შემცველობა ორსულ და მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და პაციენტებში რისკის ჯგუფიდან, მაგალითად ღვიძლის დაავადებით ან ეპილეფსიით დაავადებულები.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ/ ამპულაზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, და შესაბამისად ითვლება, რომ ის არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატის ყოველ 2 მლ შეიცავს 40 მგ ბენზილის სპირტს (E1519). ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. სიფრთხილეა საჭირო ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოყენებისას. ბენზილის სპირტის დიდი რაოდენობა შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზი, ამიტომ დიდი მოცულობები გამოიყენება მხოლოდ მკაცრად საჭიროების შემთხვევაში და სიფრთხილით, განსაკუთრებით ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის ყოველ 2 მლ შეიცავს 800 მგ პროპილენგლიკოლს (Е1520). პროპილენგლიკოლს არ აგამოუვლენია მავნე ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან ცხოველებისა და ადამიანის განვითარებაზე, მაგრამ ის შეიძლება გადაეცეს ნაყოფს და აღმოჩენილია დედის რძეში. ამ მიზეზით, ორსულ და მეძუძურ დედებში პროპილენგლიკოლის შემცველი პრეპარატის გამოყენების საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.

აუცილებელია თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მონიტორინგი, რადგან დაფიქსირდა პროპილენგლიკოლთან დაკავშირებული სხვადასხვა გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა (მაგ., მწვავე მილაკოვანი ნეკროზი), თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დისფუნქცია.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და (ან) ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის ადრეულ ეტაპზე (ორსულობის პირველ ტრიმესტრში) პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება ასოცირდება სპონტანური აბორტის, გულის დეფექტების და გასტროშიზის მომატებულ რისკთან. ორსულობის მე-20 კვირიდან კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზის (მცირეწყლიანობა) განვითარება ნაყოფში თირკმლის ფუნქციის დარღვევის შედეგად. ორსულობის მეორე ტრიმესტრში გამოყენებისას შესაძლებელია ნაყოფში არტერიული სადინრის შევიწროება. ამ მიზეზით, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტონალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

თუ კეტონალს იღებს ქალი ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა მაქსიმალურად ხანმოკლე.

გესტაციის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კეტონალის გამოყენებისას, გასათვალისწინებელია ოლიგოჰიდრამნიოზისა და არტერიული სადინრის შევიწროების პრენატალური მონიტორინგი. ამ პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კეტონალის გამოყენება წყდება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში კეტონალის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. „უკუჩვენებები“), რადგან შეიძლება გამოიწვიოსნაყოფის არტერიული სადინრის ნაადრევი შევიწროება/დახურვა, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა (იხ. ზემოთ) და ორსულობის ბოლოს - დედისა და ბავშვის სისხლდენის დროის გახანგრძლივება, საშვილოსნოს შეკუმშვის აქტივობის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის დაწყების შეფერხებას და მის გახანგრძლივებას.

ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში კეტოპროფენის რძეში გადასვლის შესახებ. არ არის რეკომენდებული კეტონალის დანიშვნა მეძუძური დედებისთვის.

ფერტილობა

თუ კეტოპროფენი გამოიყენება ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულდეს, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე.

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ ნაყოფიერებას ქალებში, ამიტომ კეტონალი არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან იტარებენ უნაყოფობის კვლევებს, განიხილება კეტონალის მიღების შეწყვეტა.

გამფთხილებები ამ პროდუქტში შემავალი ბენზილის სპირტისა და პროპილენგლიკოლის შესახებ, იხ. თავში „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

შესაძლებელია ძილიანობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები ან მხედველობის დარღვევა. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებების და არ იმუშაოთ მექანიზმებთან. დოზები და გამოყენების მეთოდი

პარენტერალური გამოყენებისათვის.

არასასურველი რეაქციები შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმუმამდე, თუ პრეპარატი მიიღება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და სიმპტომების კუპირებისათვის საჭირო მაქსიმალურად უმოკლესი დროის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ კეტოპროფენს. კეტოპროფენის 200 მგ დღეში დოზით მკურნალობის დაწყების წინ უნდა შეფასდეს სარგებელი და შესაძლო რისკები. უფრო მაღალი დოზების გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. აგრეთვე“ განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

რეკომენდებული დოზა

მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: მაქსიმუმ 200 მგ დღეღამეში. როგორც წესი, პრეპარატის კეტონალის ინექციები არ გამოიყენება ზედიზედ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღწევის შემდეგ, კეტონალი ინიშნება პერორალურად მისაღები ფორმით. კუნთებში შეყვანა

კუნთებში შეიყვანება 100 მგ (1 ამპულა) ერთჯერ ან ორჯერ დღეში.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება კომბინირებული იქნას კეტოპროფენის პერორალური, რექტალური ან ტრანსდერმული მიღების ფორმასთან. ინტრავენურად შეყვანა

კეტონალის ინფუზია უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაციონარულ პირობებში. ინფუზია გრძელდება 0,5-1 საათი, მკურნალობის კურსი - არა უმეტეს ორი დღე ზედიზედ.

ხანმოკლე ინტრავენური ინფუზია

100-დან 200 მგ-მდე კეტოპროფენი, განზავებული 100 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, შეიყვანება 0.5- 1 საათის განმავლობაში.

ხანგრძლივი ინტრავენური ინფუზია

100-დან 200 მგ-მდე კეტოპროფენი, განზავებული 500 მლ საინფუზიო ხსნარში ( 0,9% ნატრიუმის ქლორიდის, რინგერ ლაქტატის, გლუკოზის ხსნარი) შეიყვანება 8 საათის განმავლობაში.

კეტონალის კომბინირება შეიძლება ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკებთან. ის შეიძლება შერეული იქნას ერთ ფლაკონში მორფინთან: 10-20 მგ მორფინი და 100-დან 200 მგ-მდე კეტოპროფენი განზავდება 500 მლ ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში (0.9%) ან რინგერ ლაქტატის ხსნარში. ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულები არიან სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის ქვეშ. რეკომენდებულია ხანდაზმულებში მკურნალობა დაიწყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზებით. პაციენტები თირკმელების და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 0.33 მლ/წმ-ზე (20 მლ / წთ)) და/ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებით ალბუმინის დაქვეითებული დონით, დოზა უნდა შემცირდეს.

პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლი) ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, კეტონალი უკუნაჩვენებია. ბავშვები და მოზარდები. პრეპარატი უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. გაფრთხილება

არ შეიძლება ტრამადოლის და კეტონალის ერთ საინფუზიო სითხეში (ერთ ფლაკონში) შერევა, ნალექის წარმოქმნის გამო. საინფუზიო ფლაკონები უნდა იყოს შეფუთული შავ ქაღალდში ან ალუმინის ფოლგაში, რადგანაც კეტოპროფენი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ.

ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. გვერდითი მოქმედება

სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება წყდება.

არასასურველი რეაქციები ნაწილდება ორგანოთა სისტემის კლასისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

გამოვლენის სიხშირის მიხედვით ისინი კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000). ძალიან იშვიათი (<1/10 000). სიხშირე უცნობია (ვერ დადგინდება არსებული მონაცემების მიხედვით). ზრდასრულებში გამოვლენილია შენდეგი გვერდითი რეაქციები.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

  • იშვიათი: პოსტჰემორაგიული ანემია:
  • სიხშირე უცნობია: აგრანულოციტოზი. თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები (ანაფილაქციური შოკის ჩათვლით).

ფსიქიკის დარღვევები

  • სიხშირე უცნობია: ცნობიერების არევა, განწყობის ცვალებადობა, დეპრესია, ჰალუცინაციები.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის და ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა;
  • სიხშირე უცნობია: ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები, ვესტბულური თავბრუსხვევა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

  • იშვიათი: არამკვეთრი მხედველობა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის და ზომები“).

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

  • იშვიათი: ​​ხმაური ყურებში.

დარღვევები გულის მხრივ

  • სიხშირე არ არის დადგენილი: გულის უკმარისობა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

  • სიხშირე არ არის დადგენილი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტის ჩათვლით).

დარღვევები სასუნთი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

  • იშვიათი: ბრონქული ასთმა;
  • სიხშირე არ არის დადგენილი: ბრონქოსპაზმი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა აასს-ების მიმართ), რინიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

  • ხშირი: გულისრევა, ღებინება:
  • არა-ხშირი: ​​ყაბზობა, დიარეა, გასტრიტი;
  • იშვიათი: სტომატიტი, პეპტიური წყლული;
  • სიხშირე არ არის დადგენილი: კუჭ-ნაწლავური სისხლდენები და პერფორაცია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, კუჭის ტკივილი და კოლიტის, მელენის, ჰემატემეზის, პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები.

ყველაზე ხშირად შეინიშნება არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით,, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:

  • იშვიათი: ​​ჰეპატიტი, ტრანსამინაზების დონის მომატება, შრატში ბილირუბინის მომატება ჰეპატიტის შედეგად.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

  • არახშირი: ​​გამონაყარი, ქავილი;
  • სიხშირე არ არის დადგენილი: ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, კანის ბულოზური რეაქციები (სტივენს-ჯოსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ქრონიკული ჭინჭრის ციების გამწვავება.

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

  • სიხშირე არ არის დადგენილი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფრიტული სინდრომი, წყლისა და ნატრიუმის შეკავება შეშუპების შესაძლო განვითარებით, ჰიპერკალიემია (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“), თირკმელების ორგანული დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა: აღინიშნა თირკმლის მილაკების და პაპილების მწვავე ნეკროზის ცალკეული შემთხვევები.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

  • არახშირი: ​​შეშუპება;
  • სიხშირე არ არის დადგენილი: აღინიშნა ტკივილი და წვის შეგრძნება ინექციის ადგილზე, მათ შორის მედიკამენტებით გამოწვეული კანის სისხლძარღვოვანი ემბოლია, რომელიც ცნობილია როგორც ნიკოლაუს სინდრომი.

ზოგიერთი აასს-ების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზის მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის და ზომები“).

შეშუპება, მაღალი წნევა და გულის მძიმე უკმარისობა აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიასთან დაკავშირებით.

დოზის გადაჭარბება

ზრდასრულებში დოზის გადაჭარბების ძირითადი ნიშნებია თავის ტკივილი, ძილიანობა, შენელებულობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი. მძიმე ინტოქსიკაციის დროს აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. საჭიროა პაციენტის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატების არარეკომენდებული კომბინაციები

სხვა აასს-ები (ციკლოოქსიგენაზა –2 -ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით) და სალიცილატები მაღალი დოზებით: წყლულებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების რისკის მომატება.

ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი, K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ. ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი), თრომბინის ინჰიბიტორები (მაგ. დაბიგატრანი), Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები (მაგ. აპიქსაბანი, რივაროქსაბანი. ედოქსაბანი): სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის და ზომები“).

თუ ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, საჭიროა მჭიდრო სამედიცინო ზედამხედველობა.

ლითიუმი: პლაზმაში ლითიუმის დონის ტოქსიკურ დონემდე გაზრდის რისკი.მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია და უნდა მოხდეს ლითიუმის დოზის კორექტირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

მეტოტრექსატი 15 მგ-ზე მეტი დოზით კვირაში

მეტოტრექსატის ჰემატოტოქსიკურობის გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით გამოყენებისას (კვირაში 15 მგ-ზე მეტი). კომბინაციები, რომელიც მოითხოვენ სიფრთხილეს

დიურეტიკები.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, განსაკუთრებით პაციენტებში დეჰიდრატაციით, არსებობს თირკმელების მძიმე უკმარისობის გაზრდილი რისკი. ასეთი პაციენტებს ადექვატურად უნდა შეევსოთ სითხის დეფიციტი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებამდე, და მკურნალობის დასაწყისში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი (იხ. („განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ., დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულებში) აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტისა და იმ პრეპარატების, რომლებიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას, ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება დამატებით გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, შესაძლო თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით.

მეტოტრექსატი 15 მგ / კვირაში ნაკლები დოზებით

კომბინირებული მკურნალობის პირველ კვირებში აუცილებელია სისხლის გაფართოებული სურათის გაკონტროლება კვირაში ერთხელ. თირკმლის ფუნქციის რაიმე დარღვევის შემთხვევაში და ხანდაზმულ პაციენტებში, კონტროლი უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად.

ტენოფოვირი:

თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა ტენოფოვირის დიზოპროქსილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან რამოდენიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის უკმარისობის რისკ-ფაქტორებით. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ნიკორანდილი

ნიკორანდილისა და აასს-ების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულებების რისკი, როგორიცაა მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, პერფორაცია და სისხლდენა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”).

საგულე გლიკოზიდები

არ არის დადასტურებული ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კეტოპროფენსა და დიგოქსინს შორის. თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგანაც აასს-ებს შეუძლიათ დააქვეითონ თირკმლის ფუნქცია და შეამცირონ საგულე გლიკოზიდების თირკმლის კლირენსი.

კორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულების ან სისხლდენის გაზრდილი რისკი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”).

პენტოქსიფილინი

ზრდის სისხლდენის რისკს. საჭიროა უფრო ხშირი კლინიკური მონიტორინგი და სისხლდენის დროის უფრო ხშირი კონტროლი.

კომბინაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები)

კეტოპროფენი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტს.

თრომბოლიტიკები: სისხლდენის მომატებული რისკი.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავური სისხლდენის გაზრდილი რისკი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”).

პრობენეციდი: შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს კეტოპროფენის პლაზმური კლირენსი.

კომბინაციები, რომლების შესახებ ინფორმაციაც აუცილებლად უნდა იქნას მხედველობაში მიღებული ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი: ნეფროტოქსიკურობის ადიტიური ეფექტის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული რისკი

ზოგიერთმა მედიკამენტმა ან წამლების ჯგუფმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია (მაგ., კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები, აასს-ები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური ან არაფრაქცირებული) ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი. ჰიპერკალიემიის განვითარება შეიძლება დამოკიდებული იყოს თანმხლები ფაქტორების არსებობაზე. ჰიპერკალიემიის რისკი უფრო მაღალია ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. ანტიაგრეგანტულ მოქმედებასთან დაკავშირებული რისკი

ურთიერთქმედება შეიძლება განვითარდეს თანმხლები გამოყენებისას ზოგიერთ სამკურნალო საშუალწებებთან, რომლებიც ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას: ტიროფიბანი, ეპტიფიბარიდი, აბციქსიმაბი და ილოპროსტი. რამდენიმე ანტიაგრეგანტის გამოყენება ზრდის სისხლდენის რისკს. შეფუთვა

2 მლ მოგრძო, მუქი მინის ამპულები.

10 ამპულა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში. შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა

3 წელი. არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი;

ლეკ დ.დ, ვეროვშკოვას 57, ლუბლიანა, სლოვენია -„სანდოზი“-ს ჯგუფის კომპანია.

ტექსტის გადახედვა

2023 წლის დეკემბერი.

მომხმარებელთა პრეტენზიები იგზავნება კომპანია „სანდოზი“-სადგილობრივ ოფისში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა