პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

კაპეციტაბინი აკორდი

Capecitabine Accord

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

კაპეციტაბინი აკორდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. “ციტოსტატურ მედიკამენტებს”, რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაპეციტაბინი (capecitabine)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №120
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-023963
რეგისტრირებულია
1 დეკემბერი 2017, მოქმედებს 1 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკაპეციტაბინი აკორდი და სხვა წამალი ერთად

კაპეციტაბინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კაპეციტაბინი აკორდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. “ციტოსტატურ მედიკამენტებს”, რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. კაპეციტაბინი აკორდი შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავისთავად არ წარმოადგენს ციტოსტატურ მედიკამენტს, მაგრამ ორგანიზმში შეწოვის შემდეგ იგი გარდაიქმნება სიმსივნის საწინააღმდეგო აქტიურ ნივთიერებად (უფრო მეტად - სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე - ჯანმრთელ ქსოვილში).

კაპეციტაბინი აკორდი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის ან სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ.

გარდა ამისა, კაპეციტაბინი აკორდი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს რეციდივის პრევენციისათვის სიმსივნის სრულად ამოკვეთის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

კაპეციტაბინი აკორდი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

კაპეციტაბინი აკორდი ინიშნება მხოლოდ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზასა და მკურნალობის სქემას. კაპეციტაბინი აკორდის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც გამოითვლება პაციენტის სიმაღლისა და წონის მიხედვით. ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 1250 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობის, რომელიც მიიღება დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). ქვემოთ, მოყვანილია ორი მაგალითი: პაციენტის, რომლის წონაა 64 კგ და სიმაღლე 1.64 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი შეადგენს 1.7 მ2-ს, ამიტომ მან უნდა მიიღოს ოთხი 500 მგ-იანი ტაბლეტი და ერთი 150 მგ-იანი ტაბლეტი ორჯერ დღეში. პაციენტის, რომლის წონაა 80 კგ და სიმაღლე 1.80 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი შეადგენს 2.00 მ2-ს და მან უნდა მიიღოს ხუთი 500 მგ-იანი ტაბლეტი ორჯერ დღეში.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას, მიღების დროსა და ხანგრძლივობას.

ექიმმა შეიძლება დანიშნოს 150 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინაცია თითოეული დოზისათვის.

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით და საღამოს, ექიმის დანიშნულების შესაბამისად;

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ჭამის დამთავრებიდან (საუზმე და სადილი) 30 წუთის განმავლობაში და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად;

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიკამენტის მიღება მოხდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

კაპეციტაბინი აკორდის ტაბლეტები ჩვეულებრივ ინიშნება 14 დღის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს 7-დღიანი შესვენების პერიოდი (როცა არ ხდება ტაბლეტების მიღება). ეს 21-დღიანი პერიოდი შეადგენს მკურნალობის ერთ ციკლს.

სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში მიღებისას, მოზრდილებისათვის დოზა შეიძლება ნაკლები იყოს 1250 მგ/მ2-ზე სხეულის ზედაპირის ფართობის და ტაბლეტების მიღება შეიძლება მოხდეს განსხვავებული ხანგრძლივობით (მაგ.: ყოველდღე შესვენების გარეშე).

კაპეციტაბინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას

კაპეციტაბინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან შეძლებისდაგავრად სწრაფად მიმართვა შემდეგი დოზის მიღებამდე.

კაპეციტაბინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა ან ღებინება, ფაღარათი, ნაწლავებისა და პირის ღრუს ანთება და წყლულები, ნაწლავების ან კუჭის ტკივილი ან სისხლდენა, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება). საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

კაპეციტაბინი აკორდის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გამოტოვებული დოზის მიღება. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

კაპეციტაბინი აკორდით მკურნალობის შეწყვეტა

კაპეციტაბინით მკურნალობის შეწყვეტისას არ აღინიშნება რაიმე გვერდითი მოვლენები. თუ პაციენტი იღებს კუმარინის შემცველ ანტიკოაგულანტებს (მაგ.: ფენპროკუმონის შემცველს), კაპეციტაბინის მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.

დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია კაპეციტაბინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 განყოფილებაში). მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტმა იცის, რომ ალერგიულია მედიკამენტის მიმართ ან მასზე აღენიშნებოდა რეაქცია;

თუ პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე რეაქციები ფლუოროპირიმიდინების მიმართ (ანსიმსივნური მედიკამენტების ჯგუფი, მაგ.: ფლუოროურაცილი);

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება ლეიკოციტების ან თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა სისხლში (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) სრული უკმარისობა;

თუ პაციენტი ამჟამად მკურნალობს ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში მკურნალობდა ბრივუდინით, სორივუდინით ან მსგავსი ტიპის მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება ჰერპეს ზოსტერის (ჩუტყვავილის ან მარტივი ჰერპესის) სამკურნალოდ.

სიფრთხილის ზომები

კაპეციტაბინი აკორდის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ

პაციენტს აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) ნაწილობრივი უკმარისობა;

პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები;

პაციენტს ჰქონდა ან ამჟამად აღენიშნება გულის პრობლემები (მაგ.: არარეგულარული გულისცემა) ან ტკივილი მკერდის არეში, ქვედა ყბაში ან ზურგში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და გამოწვეულია გულის სისხლის მომარაგების დაქვეითებით;

პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის დაავადებები (მაგ.: სიმსივნური მეტასტაზები თავის ტვინში) ან ნერვების დაზიანება (ნეიროპათია);

პაციენტს აღენიშნება კალციუმის დისბალანსი (დგინდება სისხლის ანალიზით);

პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;

პაციენტს აღენიშნება ძლიერი გულისრევა და ღებინება;

პაციენტს აღენიშნება დიარეა

პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაცია;

პაციენტს აღენიშნება ელექტროლიტების დისბალანსი სისხლში (დგინდება სისხლის ანალიზით);

პაციენტს აღენიშნება თვალის პრობლემები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს თვალების გამოკვლევების ჩატარება რეგულარულად;

პაციენტს აღენიშნება კანის მძიმე რეაქციები.

დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) უკმარისობა: DPD უკმარისობა არის იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებთან, თუ არ ხდება გარკვეული მედიკამენტების მიღება. თუ პაციენტმა არ იცის, რომ აქვს DPD უკმარისობა და იღებს კაპეციტაბინ აკორდს, მე-4 პარაგრაფში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ადრეულად და მძიმე ფორმით განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება, თუ გვერდითი მოვლენები შემაწუხებელია პაციენტისათვის, ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში (იხ. მე-4 პარაგრაფი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

ბავშვები და მოზარდები

კაპეციტაბინი აკორდი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში. კაპეციტაბინი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მედიკამენტების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს წამლის ეფექტი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭიროა, თუ პაციენტი იღებს, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ალოპურინოლი);

ანტიკოაგულანტები (კუმარინი, ვარფარინი);

გარკვეული ანტივირუსული მედიკამენტები (სორივუდინი და ბრივუდინი);

გულყრების ან ტრემორის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი);

სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ალფა ინტერფერონი);

სხივური თერაპია და გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ (ფოლინის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოტეკანი;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფოლის მჟავის ნაკლებობის დროს.

კაპეციტაბინი აკორდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაპეციტაბინი აკორდის მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ არაუგვიანეს 30 წუთისა.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.

დაუშვებელია კაპეციტაბინი აკორდის მიღება ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს.

დაუშვებელია ძუძუთი კვება კაპეციტაბინი აკორდის მიღების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კაპეციტაბინი აკორდის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, გულისრევა ან დაღლილობა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. დაუშვებელია მანქანის მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა ან დაღლილობა მედიკამენტის მიღების შემდეგ.

კაპეციტაბინი აკორდი შეიცავს ლაქტოზას

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

კაპეციტაბინი აკორდის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ განვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

დიარეა: თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის მოქმედება 4-ჯერ ან მეტჯერ ჩვეულებრივთან შედარებით ან დიარეა ღამით;

ღებინება: თუ ღებინება აღინიშნება ერთზე მეტჯერ 24-საათიან პერიოდში;

გულისრევა: თუ პაციენტი კარგავს მადას, ან იღებს ჩვეულებრივზე ნაკლებ საკვებს ყოველდღე;

სტომატიტი: თუ აღინიშნება პირის ღრუს ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები;

ხელებისა და ტერფების კანის რეაქცია: თუ აღინიშნება ხელებსა და ტერფებში ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან ჩხვლეტის შეგრძნება;

ცხელება: თუ სხეულის ტემპერატურა 38⁰C ან უფრო მაღალია;

ინფექცია: თუ პაციენტს აღენიშნება ინფექციის ნიშნები, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით ან სხვა ორგანიზმებით;

ტკივილი მკერდის არეში: თუ ტკივილი აღინიშნება მკერდის შუაგულში, განსაკუთრებით, ფიზიკური დატვირთვის დროს;

სტივენ-ჯონსონის სინდრომი: თუ აღინიშნება მტკივნეული წითელი ან იასამნისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და ბუშტუკები და/ან სხვა დაზიანებები ლორწოვან გარსზე (მაგ.: პირის ღრუში და ტუჩებზე), განსაკუთრებით, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სინათლეზე მგრძნობელობა, სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ.: ბრონქიტი) და/ან ცხელება;

DPD უკმარისობა: თუ პაციენტს დადგენილი აქვს DPD უკმარისობა, ის იმყოფება ტოქსიურობის მწვავე, ადრეული გამოვლინების და კაპეციტაბინი აკორდით გამოწვეული მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო ან ფატალური გვერდითი მოვლენების (მაგ.: სტომატიტი, ლორწოვანი გარსის ანთება, დიარეა, ნეიტროპენია და ნეიროტოქსიურობა) განვითარების რისკის ქვეშ.

ამ სიმპტომების ადრეული მკურნალობისას მდგომაროება უმჯობესდება 2-3 დღის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თუ გვერდითი მოვლენები ისევ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. მკურნალმა ექიმმა მკურნალობა შეიძლება განაახლოს უფრო დაბალი დოზით.

ხელებისა და ტერფების კანის რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს თითის ანაბეჭდის დაკარგვა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თითის ანაბეჭდის საშუალებით პაციენტის იდენტიფიკაციაზე.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კაპეციტაბინის მარტო გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში, არის:

მუცლის ტკივილი

გამონაყარი, მშრალი კანი ან ქავილი

დაღლილობა

მადის დაკარგვა (ანორექსია)

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე; ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს განუვითარდა მსგავსი გვერდითი მოვლენები. ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა და/ან დროებით შეწყვიტოს მკურნალობა კაპეციტაბინი აკორდით. ეს ხელს შეუწყობს გვერდითი ეფექტების სიმძიმისა და ხანგრძლივობის დაქვეითებას.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

ლეიკოციტების ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (დგინდება სისხლის ანალიზით);

დეჰიდრატაცია, წონის დაქვეითება;

უძილობა (ინსომნია), დეპრესია;

თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანზე პათოლოგიური შეგრძნებები (დაბუჟება ან ჩხვლეტა), გემოს ცვლილებები;

თვალების გაღიზიანება, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი);

ვენების ანთება (თრომბოფლებიტი);

ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, გამონადენი ცხვირიდან;

მარტივი ჰერპესი ან სხვა ჰერპესული ინფექციები;

ფილტვების ან სასუნთქი გზების ანთება (მაგ.: პნევმონია ან ბრონქიტი);

ნაწლავებიდან სისხლდენა, შეკრულობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე;

გამონაყარი კანზე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, კანის სიმშრალე, ქავილი (პრურიტუსი), კანის ფერის ცვლილება, კანის მოცილება, კანის ანთება, ფრჩხილების ცვლილებები;

სახსრების ან კიდურების, მკერდის ან ზურგის ტკივილი;

ცხელება, კიდურების შეშუპება, ცუდად ყოფნის შეგრძნება;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება სისიხლის ანალიზით) და სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (წარმოიქმნება ღვიძლში).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ცხვირისა და ხახის ინფექცია, სოკოვანი ინფექციები (მათ შორის, პირის ღრუს), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილების აბსცესი;

კანქვეშა კვანძოვანი წარმონაქმნები (ლიპომა);

სისხლის უჯრედების რაოდენობის, მათ შორის, თრომბოციტების, რაოდენობის შემცირება, სისხლის შედედების უნარის დაქვეითება (დგინდება ანალიზით);

ალერგია;

დიაბეტი, კალიუმის დონის შემცირება სისხლში, არასაკმარისი კვება, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება;

ცნობიერების დაბინდვა, პანიკური შეტევები, დეპრესიული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება;

საუბრის გაძნელება, მეხსიერების დაზიანება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, გულის წასვლა, ნერვების დაზიანება (ნეიროპათია) და შეგრძნების ცვლილებები;

მხედველობის დაბინდვა ან გაორება;

ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება), ყურის ტკივილი;

არარეგულარული გულისცემა და გულის თრთოლვა (არითმია), ტკივილი მკერდის არეში და მიოკარდიუმის ინფარქტი;

ღრმა ვენების თრომბოზი, დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა, ალები, ცივი კიდურები, კანზე იასამნისფერი ლაქები;

ფილტვების ვენების თრომბოზი (პულმონარული ემბოლია), ფილტვის კოლაფსი, სისხლიანი ხველა, ასთმა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას;

ნაწლავების ობსტრუქცია, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლიანი განავალი;

სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);

კანზე წყლულებისა და ბუშტუკების განვითარება, კანის რეაქცია მზის სინათლეზე, ხელისგულების სიწითლე, სახის შეშუპება ან ტკივილი;

სახსრების შეშუპება ან შებოჭილობა, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე ან გაშეშება;

სითხის შეკავება თირკმელებში, ღამით შარდვის გახშირება, შეუკავებლობა, სისხლიანი შარდი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება (თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ნიშანი);

პათოლოგიური სისხლდენა საშოდან, შეშუპება, კანკალი და შემცივნება.

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად ვითარდება კაპეციტაბინის სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას.:

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის მომატება;

ნევრალგია;

ყურებში ხმაურის შეგრძნება, სმენის დაკარგვა;

ვენების ანთება;

სლოკინი, ხმის ცვლილება;

პირის ღრუს ტკივილი ან შეცვლილი/პათოლოგიური შეგრძნება, ქვედა ყბის ტკივილი;

ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა;

კუნთების სპაზმები;

შარდვის გაძნელება, შარდში ცილის ან სისხლის არსებობა;

ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევა ან რეაქცია (გამოწვეულია სხვა მედიკამენტის ინექცით, რომელიც გამოიყენება კაპეციტაბინთან ერთად).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

საცრემლე არხის შევიწროება ან დახშობა (საცრემლე არხის სტენოზი);

ღვიძლის უკმარისობა;

ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის სეკრეციის დარღვევას ან დახშობას (ქოლესტაზური ჰეპატიტი);

სპეციფიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება);

არითმიის გარკვეული ტიპები (მათ შორის, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, torsades de pointes და ბრადიკარდია);

თვალების ანთება, რომელიც იწვევს თვალების ტკივილს და შესაძლოა მხედველობის პრობლემებს;

კანის ანთება წითელი, აქერცვლადი ლაქებით, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის დაავადებით.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, წყლულები და ბუშტუკები, რომლებიც მოიცავს წყლულებს პირის ღრუში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე, ხელებზე, ტერფებსა და თვალებზე (წითელი და შეშუპებული თვალები).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით:

გაერთიანებული სამეფო

ყვითელი ბარათის სქემა, ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდია

ჯანმრთელობის პროდუქტების რეგულირების სააგენტო, ფარმაკოზედამხედველობა

ერლსფორტ ტერასა, IRL-დუბლინი 2,

ტელ.: +353 1 676497

ფაქსი: +353 1 6762517

ვებ-გვერდი: www.hpra.ie

ელ-ფოსტა: [email protected]

მალტა

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ალუმინ-ალუმინის ბლისტერები

არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს.

PVC/PVCD-ალუმინის ბლისტერები (პერფორირებული ერთჯერადი დოზა)

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

კაპეციტაბინი აკორდი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა კაპეციტაბინი.

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ კაპეციტაბინს;

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ კაპეციტაბინს;

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი (150 მგ): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტალკი.

ტაბლეტის გარსი (300 მგ): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი.

ტაბლეტის გარსი (500 მგ): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტალკი.

კაპეციტაბინი აკორდის ფორმა და შეფუთვა

კაპეციტაბინი აკორდი 150 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ღია ატმისფერი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები 11.4 მმ სიგრძის და 5.3 მმ სიგანის, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “150” და მეორე მხარე სადაა.

კაპეციტაბინი აკორდი 300 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები 14.6 მმ სიგრძის და 6.7 მმ სიგანის, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “300” და მეორე მხარე სადაა.

კაპეციტაბინი აკორდი 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ატმისფერი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები 15.9 მმ სიგრძის და 8.4 მმ სიგანის, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “500” და მეორე მხარე სადაა.

კაპეციტაბინი აკორდი წარმოდგენილია ბლისტერებზე, რომელიც შეიცავს 30, 60 ან 120 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს ან პერფორირებული ერთჯერადი დოზის ბლისტერზე, რომელიც შეიცავს 30 X 1, 60 X 1 ან 120 X 1 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Limited

Sage House, 319, Pinner Road, North Harrow

Middlesex, HA1 4HF, United Kingdom

აკორდ ჰელსქეა ლიმითედ

სეიჯ ჰაუს, 319, ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ

მიდლსექსი, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

კაპეციტაბინი აკორდი 150 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

კაპეციტაბინი აკორდი 300 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

კაპეციტაბინი აკორდი 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

კაპეციტაბინი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. (იხ. პარაგრაფი 4).

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს კაპეციტაბინი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კაპეციტაბინი აკორდის მიღებამდე

კაპეციტაბინი აკორდის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კაპეციტაბინი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს კაპეციტაბინი აკორდი და მისი გამოყენება

კაპეციტაბინი აკორდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. “ციტოსტატურ მედიკამენტებს”, რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. კაპეციტაბინი აკორდი შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავისთავად არ წარმოადგენს ციტოსტატურ მედიკამენტს, მაგრამ ორგანიზმში შეწოვის შემდეგ იგი გარდაიქმნება სიმსივნის საწინააღმდეგო აქტიურ ნივთიერებად (უფრო მეტად - სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე - ჯანმრთელ ქსოვილში).

კაპეციტაბინი აკორდი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის ან სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ.

გარდა ამისა, კაპეციტაბინი აკორდი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს რეციდივის პრევენციისათვის სიმსივნის სრულად ამოკვეთის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

კაპეციტაბინი აკორდი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კაპეციტაბინი აკორდის მიღებამდე

დაუშვებელია კაპეციტაბინი აკორდის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია კაპეციტაბინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 განყოფილებაში). მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტმა იცის, რომ ალერგიულია მედიკამენტის მიმართ ან მასზე აღენიშნებოდა რეაქცია;

თუ პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე რეაქციები ფლუოროპირიმიდინების მიმართ (ანსიმსივნური მედიკამენტების ჯგუფი, მაგ.: ფლუოროურაცილი);

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება ლეიკოციტების ან თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა სისხლში (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) სრული უკმარისობა;

თუ პაციენტი ამჟამად მკურნალობს ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში მკურნალობდა ბრივუდინით, სორივუდინით ან მსგავსი ტიპის მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება ჰერპეს ზოსტერის (ჩუტყვავილის ან მარტივი ჰერპესის) სამკურნალოდ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კაპეციტაბინი აკორდის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ

პაციენტს აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) ნაწილობრივი უკმარისობა;

პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები;

პაციენტს ჰქონდა ან ამჟამად აღენიშნება გულის პრობლემები (მაგ.: არარეგულარული გულისცემა) ან ტკივილი მკერდის არეში, ქვედა ყბაში ან ზურგში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და გამოწვეულია გულის სისხლის მომარაგების დაქვეითებით;

პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის დაავადებები (მაგ.: სიმსივნური მეტასტაზები თავის ტვინში) ან ნერვების დაზიანება (ნეიროპათია);

პაციენტს აღენიშნება კალციუმის დისბალანსი (დგინდება სისხლის ანალიზით);

პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;

პაციენტს აღენიშნება ძლიერი გულისრევა და ღებინება;

პაციენტს აღენიშნება დიარეა

პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაცია;

პაციენტს აღენიშნება ელექტროლიტების დისბალანსი სისხლში (დგინდება სისხლის ანალიზით);

პაციენტს აღენიშნება თვალის პრობლემები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს თვალების გამოკვლევების ჩატარება რეგულარულად;

პაციენტს აღენიშნება კანის მძიმე რეაქციები.

დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) უკმარისობა: DPD უკმარისობა არის იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებთან, თუ არ ხდება გარკვეული მედიკამენტების მიღება. თუ პაციენტმა არ იცის, რომ აქვს DPD უკმარისობა და იღებს კაპეციტაბინ აკორდს, მე-4 პარაგრაფში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ადრეულად და მძიმე ფორმით განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება. საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება, თუ გვერდითი მოვლენები შემაწუხებელია პაციენტისათვის, ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში (იხ. მე-4 პარაგრაფი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

ბავშვები და მოზარდები

კაპეციტაბინი აკორდი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში. კაპეციტაბინი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და კაპეციტაბინი აკორდი

მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მედიკამენტების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს წამლის ეფექტი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭიროა, თუ პაციენტი იღებს, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ალოპურინოლი);

ანტიკოაგულანტები (კუმარინი, ვარფარინი);

გარკვეული ანტივირუსული მედიკამენტები (სორივუდინი და ბრივუდინი);

გულყრების ან ტრემორის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი);

სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ალფა ინტერფერონი);

სხივური თერაპია და გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ (ფოლინის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოტეკანი;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფოლის მჟავის ნაკლებობის დროს.

კაპეციტაბინი აკორდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაპეციტაბინი აკორდის მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ არაუგვიანეს 30 წუთისა.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.

დაუშვებელია კაპეციტაბინი აკორდის მიღება ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს.

დაუშვებელია ძუძუთი კვება კაპეციტაბინი აკორდის მიღების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

კაპეციტაბინი აკორდის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, გულისრევა ან დაღლილობა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. დაუშვებელია მანქანის მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა ან დაღლილობა მედიკამენტის მიღების შემდეგ.

კაპეციტაბინი აკორდი შეიცავს ლაქტოზას

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

კაპეციტაბინი აკორდის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

კაპეციტაბინი აკორდი ინიშნება მხოლოდ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზასა და მკურნალობის სქემას. კაპეციტაბინი აკორდის დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობზე, რომელიც გამოითვლება პაციენტის სიმაღლისა და წონის მიხედვით. ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 1250 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობის, რომელიც მიიღება დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). ქვემოთ, მოყვანილია ორი მაგალითი: პაციენტის, რომლის წონაა 64 კგ და სიმაღლე 1.64 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი შეადგენს 1.7 მ2-ს, ამიტომ მან უნდა მიიღოს ოთხი 500 მგ-იანი ტაბლეტი და ერთი 150 მგ-იანი ტაბლეტი ორჯერ დღეში. პაციენტის, რომლის წონაა 80 კგ და სიმაღლე 1.80 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი შეადგენს 2.00 მ2-ს და მან უნდა მიიღოს ხუთი 500 მგ-იანი ტაბლეტი ორჯერ დღეში.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას, მიღების დროსა და ხანგრძლივობას.

ექიმმა შეიძლება დანიშნოს 150 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინაცია თითოეული დოზისათვის.

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით და საღამოს, ექიმის დანიშნულების შესაბამისად;

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ჭამის დამთავრებიდან (საუზმე და სადილი) 30 წუთის განმავლობაში და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად;

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიკამენტის მიღება მოხდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

კაპეციტაბინი აკორდის ტაბლეტები ჩვეულებრივ ინიშნება 14 დღის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს 7-დღიანი შესვენების პერიოდი (როცა არ ხდება ტაბლეტების მიღება). ეს 21-დღიანი პერიოდი შეადგენს მკურნალობის ერთ ციკლს.

სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში მიღებისას, მოზრდილებისათვის დოზა შეიძლება ნაკლები იყოს 1250 მგ/მ2-ზე სხეულის ზედაპირის ფართობის და ტაბლეტების მიღება შეიძლება მოხდეს განსხვავებული ხანგრძლივობით (მაგ.: ყოველდღე შესვენების გარეშე).

კაპეციტაბინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას

კაპეციტაბინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან შეძლებისდაგავრად სწრაფად მიმართვა შემდეგი დოზის მიღებამდე.

კაპეციტაბინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა ან ღებინება, ფაღარათი, ნაწლავებისა და პირის ღრუს ანთება და წყლულები, ნაწლავების ან კუჭის ტკივილი ან სისხლდენა, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება). საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

კაპეციტაბინი აკორდის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გამოტოვებული დოზის მიღება. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

კაპეციტაბინი აკორდით მკურნალობის შეწყვეტა

კაპეციტაბინით მკურნალობის შეწყვეტისას არ აღინიშნება რაიმე გვერდითი მოვლენები. თუ პაციენტი იღებს კუმარინის შემცველ ანტიკოაგულანტებს (მაგ.: ფენპროკუმონის შემცველს), კაპეციტაბინის მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.

დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

კაპეციტაბინი აკორდის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ განვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

დიარეა: თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის მოქმედება 4-ჯერ ან მეტჯერ ჩვეულებრივთან შედარებით ან დიარეა ღამით;

ღებინება: თუ ღებინება აღინიშნება ერთზე მეტჯერ 24-საათიან პერიოდში;

გულისრევა: თუ პაციენტი კარგავს მადას, ან იღებს ჩვეულებრივზე ნაკლებ საკვებს ყოველდღე;

სტომატიტი: თუ აღინიშნება პირის ღრუს ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები;

ხელებისა და ტერფების კანის რეაქცია: თუ აღინიშნება ხელებსა და ტერფებში ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან ჩხვლეტის შეგრძნება;

ცხელება: თუ სხეულის ტემპერატურა 38⁰C ან უფრო მაღალია;

ინფექცია: თუ პაციენტს აღენიშნება ინფექციის ნიშნები, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით ან სხვა ორგანიზმებით;

ტკივილი მკერდის არეში: თუ ტკივილი აღინიშნება მკერდის შუაგულში, განსაკუთრებით, ფიზიკური დატვირთვის დროს;

სტივენ-ჯონსონის სინდრომი: თუ აღინიშნება მტკივნეული წითელი ან იასამნისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და ბუშტუკები და/ან სხვა დაზიანებები ლორწოვან გარსზე (მაგ.: პირის ღრუში და ტუჩებზე), განსაკუთრებით, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სინათლეზე მგრძნობელობა, სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ.: ბრონქიტი) და/ან ცხელება;

DPD უკმარისობა: თუ პაციენტს დადგენილი აქვს DPD უკმარისობა, ის იმყოფება ტოქსიურობის მწვავე, ადრეული გამოვლინების და კაპეციტაბინი აკორდით გამოწვეული მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო ან ფატალური გვერდითი მოვლენების (მაგ.: სტომატიტი, ლორწოვანი გარსის ანთება, დიარეა, ნეიტროპენია და ნეიროტოქსიურობა) განვითარების რისკის ქვეშ.

ამ სიმპტომების ადრეული მკურნალობისას მდგომაროება უმჯობესდება 2-3 დღის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თუ გვერდითი მოვლენები ისევ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. მკურნალმა ექიმმა მკურნალობა შეიძლება განაახლოს უფრო დაბალი დოზით.

ხელებისა და ტერფების კანის რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს თითის ანაბეჭდის დაკარგვა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თითის ანაბეჭდის საშუალებით პაციენტის იდენტიფიკაციაზე.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კაპეციტაბინის მარტო გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში, არის:

მუცლის ტკივილი

გამონაყარი, მშრალი კანი ან ქავილი

დაღლილობა

მადის დაკარგვა (ანორექსია)

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე; ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს განუვითარდა მსგავსი გვერდითი მოვლენები. ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა და/ან დროებით შეწყვიტოს მკურნალობა კაპეციტაბინი აკორდით. ეს ხელს შეუწყობს გვერდითი ეფექტების სიმძიმისა და ხანგრძლივობის დაქვეითებას.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

ლეიკოციტების ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (დგინდება სისხლის ანალიზით);

დეჰიდრატაცია, წონის დაქვეითება;

უძილობა (ინსომნია), დეპრესია;

თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანზე პათოლოგიური შეგრძნებები (დაბუჟება ან ჩხვლეტა), გემოს ცვლილებები;

თვალების გაღიზიანება, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი);

ვენების ანთება (თრომბოფლებიტი);

ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, გამონადენი ცხვირიდან;

მარტივი ჰერპესი ან სხვა ჰერპესული ინფექციები;

ფილტვების ან სასუნთქი გზების ანთება (მაგ.: პნევმონია ან ბრონქიტი);

ნაწლავებიდან სისხლდენა, შეკრულობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე;

გამონაყარი კანზე, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის სიწითლე, კანის სიმშრალე, ქავილი (პრურიტუსი), კანის ფერის ცვლილება, კანის მოცილება, კანის ანთება, ფრჩხილების ცვლილებები;

სახსრების ან კიდურების, მკერდის ან ზურგის ტკივილი;

ცხელება, კიდურების შეშუპება, ცუდად ყოფნის შეგრძნება;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება სისიხლის ანალიზით) და სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (წარმოიქმნება ღვიძლში).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ცხვირისა და ხახის ინფექცია, სოკოვანი ინფექციები (მათ შორის, პირის ღრუს), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილების აბსცესი;

კანქვეშა კვანძოვანი წარმონაქმნები (ლიპომა);

სისხლის უჯრედების რაოდენობის, მათ შორის, თრომბოციტების, რაოდენობის შემცირება, სისხლის შედედების უნარის დაქვეითება (დგინდება ანალიზით);

ალერგია;

დიაბეტი, კალიუმის დონის შემცირება სისხლში, არასაკმარისი კვება, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება;

ცნობიერების დაბინდვა, პანიკური შეტევები, დეპრესიული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება;

საუბრის გაძნელება, მეხსიერების დაზიანება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, გულის წასვლა, ნერვების დაზიანება (ნეიროპათია) და შეგრძნების ცვლილებები;

მხედველობის დაბინდვა ან გაორება;

ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება), ყურის ტკივილი;

არარეგულარული გულისცემა და გულის თრთოლვა (არითმია), ტკივილი მკერდის არეში და მიოკარდიუმის ინფარქტი;

ღრმა ვენების თრომბოზი, დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა, ალები, ცივი კიდურები, კანზე იასამნისფერი ლაქები;

ფილტვების ვენების თრომბოზი (პულმონარული ემბოლია), ფილტვის კოლაფსი, სისხლიანი ხველა, ასთმა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას;

ნაწლავების ობსტრუქცია, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, წვრილი ან მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლიანი განავალი;

სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);

კანზე წყლულებისა და ბუშტუკების განვითარება, კანის რეაქცია მზის სინათლეზე, ხელისგულების სიწითლე, სახის შეშუპება ან ტკივილი;

სახსრების შეშუპება ან შებოჭილობა, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე ან გაშეშება;

სითხის შეკავება თირკმელებში, ღამით შარდვის გახშირება, შეუკავებლობა, სისხლიანი შარდი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება (თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ნიშანი);

პათოლოგიური სისხლდენა საშოდან, შეშუპება, კანკალი და შემცივნება.

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად ვითარდება კაპეციტაბინის სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას.:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის მომატება;

ნევრალგია;

ყურებში ხმაურის შეგრძნება, სმენის დაკარგვა;

ვენების ანთება;

სლოკინი, ხმის ცვლილება;

პირის ღრუს ტკივილი ან შეცვლილი/პათოლოგიური შეგრძნება, ქვედა ყბის ტკივილი;

ოფლიანობა, ღამით ოფლიანობა;

კუნთების სპაზმები;

შარდვის გაძნელება, შარდში ცილის ან სისხლის არსებობა;

ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევა ან რეაქცია (გამოწვეულია სხვა მედიკამენტის ინექცით, რომელიც გამოიყენება კაპეციტაბინთან ერთად).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

საცრემლე არხის შევიწროება ან დახშობა (საცრემლე არხის სტენოზი);

ღვიძლის უკმარისობა;

ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის სეკრეციის დარღვევას ან დახშობას (ქოლესტაზური ჰეპატიტი);

სპეციფიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება);

არითმიის გარკვეული ტიპები (მათ შორის, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, torsades de pointes და ბრადიკარდია);

თვალების ანთება, რომელიც იწვევს თვალების ტკივილს და შესაძლოა მხედველობის პრობლემებს;

კანის ანთება წითელი, აქერცვლადი ლაქებით, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის დაავადებით.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, წყლულები და ბუშტუკები, რომლებიც მოიცავს წყლულებს პირის ღრუში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე, ხელებზე, ტერფებსა და თვალებზე (წითელი და შეშუპებული თვალები).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით:

გაერთიანებული სამეფო

ყვითელი ბარათის სქემა, ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდია

ჯანმრთელობის პროდუქტების რეგულირების სააგენტო, ფარმაკოზედამხედველობა

ერლსფორტ ტერასა, IRL-დუბლინი 2,

ტელ.: +353 1 676497

ფაქსი: +353 1 6762517

ვებ-გვერდი: www.hpra.ie

ელ-ფოსტა: [email protected]

მალტა

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal.

კაპეციტაბინი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ალუმინ-ალუმინის ბლისტერები

არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს.

PVC/PVCD-ალუმინის ბლისტერები (პერფორირებული ერთჯერადი დოზა)

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

კაპეციტაბინი აკორდი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა კაპეციტაბინი.

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ კაპეციტაბინს;

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ კაპეციტაბინს;

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კაპეციტაბინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი (150 მგ): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტალკი.

ტაბლეტის გარსი (300 მგ): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი.

ტაბლეტის გარსი (500 მგ): ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტალკი.

კაპეციტაბინი აკორდის ფორმა და შეფუთვა

კაპეციტაბინი აკორდი 150 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ღია ატმისფერი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები 11.4 მმ სიგრძის და 5.3 მმ სიგანის, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “150” და მეორე მხარე სადაა.

კაპეციტაბინი აკორდი 300 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები 14.6 მმ სიგრძის და 6.7 მმ სიგანის, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “300” და მეორე მხარე სადაა.

კაპეციტაბინი აკორდი 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ატმისფერი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები 15.9 მმ სიგრძის და 8.4 მმ სიგანის, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “500” და მეორე მხარე სადაა.

კაპეციტაბინი აკორდი წარმოდგენილია ბლისტერებზე, რომელიც შეიცავს 30, 60 ან 120 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს ან პერფორირებული ერთჯერადი დოზის ბლისტერზე, რომელიც შეიცავს 30 X 1, 60 X 1 ან 120 X 1 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Limited

Sage House, 319, Pinner Road, North Harrow

Middlesex, HA1 4HF, United Kingdom

აკორდ ჰელსქეა ლიმითედ

სეიჯ ჰაუს, 319, ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ

მიდლსექსი, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

Accord Healthcare Limited

Sage House, 319, Pinner Road, Harrow

HA1 4HF, United Kingdom

აკორდ ჰელსქეა ლიმითედ

სეიჯ ჰაუს, 319, ფინა როუდ, ჰეროუ

HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 12/2016

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა