კალციუმ ფოლინატ-კოცაკ
CALCIUM FOLINATE-KOCAK
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი)აქტიური მეტაბოლიტია და გენებში არსებული ნუკლეინის მჟავის სინთეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფლაკონში გამჭვირვალე, უფერო-ღია ყვითელი ფერის 10 მლ ხსნარია, შეფუთვაში წამოდგენილია 1 ფლაკონი (შუშა), რომელიც არის უფერო, 10 მლ-იანი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფოლინატ (folinate)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/10მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- თერაპიული ყველა სხვა საშუალებები, დეტოქსიკაციური საშუალებები ანტინეოპლაზური მკურნალობისთვის
- ATC კოდი
- V03AF03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0120
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
კალციუმ ფოლინატ-კოცაკ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი)აქტიური მეტაბოლიტია და გენებში არსებული ნუკლეინის მჟავის სინთეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფლაკონში გამჭვირვალე, უფერო-ღია ყვითელი ფერის 10 მლ ხსნარია, შეფუთვაში წამოდგენილია 1 ფლაკონი (შუშა), რომელიც არის უფერო, 10 მლ-იანი.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენება:
მეგალობლასტური ანემიის (სისხლში განსაზღვრული სახეობის უჯრედების უკმარისობა)სამკურნალოდ, როცა ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ორალური გზით მიღების მიუხედავად ვერ რეგულირდება.
ბავშვებსა და მოზარდებში მეტოტრექსატის (სიმსივნის სამკურნალო წამალი) მსგავსი წამლებით სიმსივნის მკურნალობისას ანდა მაღალი დოზით მკურნალობისას, ტრიმეტროპრიმის(ანტიბიოტიკის სახეობა), პრიმეტამინის (მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)მსგავსი წამლების ტოქსიური ეფექტის შემცირების ანდა თავიდან აცილების მიზნით.
5-ფლუოროურაცილთან (სიმსივნის სამკურნალო წამალი) ერთად სიმსივნის სამკურნალოდ .
- კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ზურგის ტვინის სითხეში(ინტრათეკალურად) არ კეთდება.
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი მეტოტრექსატთან ანდა 5-ფლუოროურაცილთან ერთად უნდა გაკეთდეს, აღნიშნულ ინექციას აკეთებს ექიმი სპეციალისტი ანდა ინექცია კეთდება ექიმი სპეციალისტის კონტროლის ქვეშ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს: თუ;
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის საინექციო ხსნარის შემადგენელი მოქმედი ნივთიერების(კალციუმის ფოლინატის) ანდა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.
B12 ვიტამინის დეფიციტის გამო ანემიის ცნობილი სახეობა (პერნიციოზული ანემიის მსგავსი) გაქვთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ: თუ;
ეპილეფსიის სამკურნალოდ ფენობარბიტალს ანდა ფენიტოინის მსგავს წამალს ღებულობთ. ამ დროს ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლის დოზის რეგულირება შეიძლება დაგჭირდეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი სიმსივნის სამკურნალოდ 5-ფლუოროურაცილის სახელით ცნობილ წამალთან ერთად უნდა გამოიყენოთ. თუ, ამავე დროს 5-ფლუოროურაცილით მკურნალობის კურსს გადიხართ და პირის ღრუსა და ორალურ ლორწოვან გარსში ჩირქოვანი ანთება გაქვთ, ექიმს მიმართეთ. თუ ძლიერი დიარეა გაქვთ, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს, ექიმს მიმართეთ. ექიმი შეიძლება დოზის შემცირების ანდა მკურნალობის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქს მეტოტრექსარტის მსგავს სიმსივნის სამკურნალო წამალთან ერთად ღებულობთ,
ხანდაზმული ხართ ანდა ზოგადი სისუსტე გაქვთ,
თირკმლის ფუნქციები შემცირებულია და ამავე დროს მეტოტრექსატით მკურნალობთ,
ორსულობის ანდა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი გაქვთ.
კალციუმის ფოლინატით მკურნალობამ შეიძლება განაპირობოს პერნიციოზული ანემიის(ანემიის სახეობა) და B12 ვიტამინის დეფიციტთან დაკავშირებული სხვა ანემიების გამოვლინებების მასკირება.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან გამოვლინდა, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებისას ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ექიმი თქვენი დაავადების შესაბამისად, წამლის დოზას განსაზღვრავს და გაგიკეთებთ.
ფოლიუმის მჟავის დაბალი შემცველობის დიეტის, ხშირი სისხლის ანალიზის აღების ანდა ხშირი ჰემოდიალიზის და მსგავსი მიზეზებით განპირობებული იატროგენული მეგალობლასტური ანემიის (სპეციფიკური სისხლის დაავადება, რომელსაც სისხლნაკლებობა ახასიათებს) დროს ექიმი საჭირო დოზას შეგირჩევთ.
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ანტიფოლინური წამლის(ტრიმეტრექსატი, ტრიმეტოპრიმი, პრიმეტამინი, მეტოტრექსატი) მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით გეძლევათ, თქვენი ექიმი წამლის დოზას იმ სხვა წამლის დოზის შესაბამისად შეგირჩევთ.
5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენებისას, ჯერ ეძლევა კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი, შემდეგ კი 5-ფლუოროურაცილი. მკურნქლობის კურსის რაოდენობას, ასევე კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის და 5-ფლუოროურაცილის დოზას ექიმი განსაზღვრავს.
მიცემის გზა და მეთოდი:
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი კუნთებში(ინტრამუსკულარულად) ანდა ვენაში (ინტრავენურად) კეთდება და ამ სახის წამლების ინექცია გამოცდილი პიროვნებების მხრიდან უნდა განხორციელდეს. ზურგის ტვინის სითხეში (ინტრათეკალურად) არ კეთდება. სხვა წამლებთან ერთად, ერთიდაიგივე შპრიცით არ უნდა გაკეთდეს. ვენაში გაკეთებისას (ინტრავენური), ხსნარის კალციუმის შეცველობის გამო, წუთში 160 მგ-ზე მეტი კალციუმის ფოლინატი არ უნდა გაკეთდეს.
მეტოტრექსატთან ერთად გამოყენება:
რეკომენდირებული დოზა დამოკიდებულია თქვენს ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მეტოტრექსატის დოზაზე.
მეტოტრექსატის გვერდითი ეფექტების შემცირების მიზნით, კალციუმის ფოლინატი მეტოტრექსატის შეყვანის დაწყებიდან 12-24 საათის შემდეგ ეძლევა. კალციუმის ფოლინატის პირველი დოზა 15 მგ(6-12 მგ/მ2)-ია და 72 საათის განამვლობაში ყოველ 6 საათში მეორდება.
მეტოტრექსატის შეყვანის დაწყებიდან 48 სათის შემდეგ სხეულში მეტოტრექსატის რაოდენობა განისაზღვრება და თუ საჭირო იქნება კალციუმის ფოლინატის დოზა დარეგულირდება.
სიმსივნის სამკურნალო წამალ- 5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენებისას და ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტების ტრიმეტრექსატის, ტრიმეტოპრიმის და პრიმეტამინის ანტიდოტის სახით გამოყენებისას:
ზუსტი დოზირების ინსტრუქციები იხილეთ აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლო ნაწილში- ,,ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია ინექციის განმახორციელებელი სამედიცინო პერსონალისთვის’’.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მაღალი დოზებით გამოყენებამ ეპილეფსიის სამკურნალო წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს და ავადმყოფში შეტევების სიხშირის ზრდა გამოიწვიოს. ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში აღნიშნული წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით ინფორმაცია არ არის საკმარისი.
ხანდაზმულებში გამოყენება:
კლინიკური მონაცემებით გამოვლინდა, რომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა ავადმყოფებს შორის კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობაზე პასუხი მნიშვნელოვნად განსხვავებული არ არის. ძლიერი გასტროინტესტინალური ტოქსიურობის გამოვლენის რისკი ხანდაზმულებსა და მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მქონე ავადმყოფებში მაღალია. ხანდაზმულებში გათვალისწინებული უნდა იქნას ავადყოფის თირკმლების დაზიანების ხარისხი და თირკმლის ფუნქციების კონტროლით დოზის შესაბამისი რეგულაცია უნდა მოხდეს.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
აღნიშნული წამალი გამოიყოფა თირკმლების გზით, ამიტომ ავადმყოფებში თირკმლების დაზიანებით ტოქსიური რეაქციის (მავნე ზემოქმედების) რისკი უფრო მაღალია.
თირკმლების უკმარისობის გამო მეტოტრექსატის გამოყოფა დაგვიანდება, მეტოტრექსატის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენებისას, შეიძლება საჭირო გახდეს კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის დოზის გაზრდა ანდა შეყვანის დროის გახანგრძლივება.
ღვიძლის უკმარისობა:
საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.
თუ ფიქრობთ, რომ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება განაპირობოს შესაძლო ალერგიული რეაქციების და ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტების ქიმიოთერაპიული ეფექტის დაკარგვა.
5-ფლუოროურაცილის კალციუმის ფოლინატთან ერთად გამოყენებისას, ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ მითითებები, რომელიც მოცემულია 5-ფლუიოროურაცილის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მიღება დაგავიწყდათ
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
გამოტოვებული დოზის აღდგენის დროს ექიმი გადაწყვეტს.
მომდევნო დოზის შეყვანის ახალ დროსთან დაკავშირებით მნიშვენლოვანია ექიმის რეკომენდაციის გაითვალისწინება.
მოვლენები, რომელიც კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის მითითების გარეშე მკურნალობა არ შეაჩეროთ.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.
ძლიერი ალერგიული რეაქციები (სიწითლე, ხელის და ფეხის, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ანდა ხახის შეშუპება, გონების დაკარგვის შეგრძნება და მსგავსი შესაძლო ალერგიული რეაქციები)
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული ალერგიული რეაქციებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს,რომ თქვენ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ.
ამ დროს, შეიძლება საჭიროა გახედეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლა.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობისას, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომები უნდა მიიღოთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას, მისი ზემოქმედება ნაყოფზე ანდა გამრავლების სისტემაზე უცნობია.
აუცილებელი საჭიროების გარეშე კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
ორსულობის პერიოდში კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ინიშნება იმ შემთვევაში, თუ დედის მიმართ არსებული სარგებელი აღემატება ნაყოფის მიმართ არსებულ შესაძლო ზიანს.
5-ფლუოროურაცილი ორსულობის პერიოდში ძირითადად არ გამოიყენება. აღნიშნული მდგომარეობა გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე 5-ფლუოროურაცილის კალციუმის ფოლინატთან ერთად გამოყენებისას.
ორსულობის პერიოდში მეტოტრექსატი გამოიყენება მხოლო იმ აუცილებელ შემთხვევაში, როცა დედის მიმართ არსებული სარგებელი აღემატება ნაყოფის მიმართ არსებულ შესაძლო ზიანს. მეტოტრექსატით ანდა სხვა ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებით მკურნალობისას, ორსულობის ანდა ძუძუთი კვების მიუხედავად, საჭიროებისას, ინტოქსიკაციის შემცირების ანდა თავიდან აცილების მიზნით კალციუმს ფოინატის გამოყენება შეზღუდული არ არის.
სამედიცინო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას, ავადმყოფთან მათი მიღების ინსტრუქციასაც გადახედეთ.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის დედის რძეში გადასვლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ძუძუთი კვების ანდა კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობის გაგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ნებისმიერი სახის უარყოფითი ზემოქმედება არ გამოვლენილა.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ნატრიუმის ქლორიდს შეიცავს. აღნიშული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა 1 მმოლ (23 მგ)-ზე უფრო ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,, ნატრიუმს არ შეიცავს’’.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პრიმეტამინთან ანდა ანტიბიოტიკ- ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლთან ერთად გამოყენებისას ამ წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს ანდა სრულად დაუკარგოს.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მაღალი დოზებით მიცემისას, შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიის სამკურნალო წამლების: ფენობარბიტალის და ფენიტოინის მსგავსი წამლების ეფექტის შემცირება და მგრძნობიარე ბავშვებში კრუნჩხვების შეტევების (კონვულსიური კრიზების)სიხშირის მომატება.
5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გამოწვიოს ფლუოროურაცილთან ერთად სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული ტოგაფურის და კაპაციტაბანის ეფექტის შეცვლა და მავნე ეფექტის გაძლიერება.
მეტოტრექსატის მიცემის შემდეგ კალციუმის ფოლინატის ჭარბი დოზის შეყვანისას, შეიძლება გამოვლინდეს მეტოტრექსატით მკურნალობის ეფექტის შემცირება.
აღნიშნული გაფრთხილებები კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობის დაწყებამდე ანდა შეწყვეტის შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში გამოყენებულ წამლებსაც ეხება.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე სხვა წამლები კატეგორიულად არ გამოოიყენოთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ნაკლებად გავრცელებული:
ცხელება
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
მაღალი დოზებით მიღებისას: უძილობა, შფოთვა, დეპრესია
ეპილეფსიის შეტევების სიხშირის მატება, კრუნჩხვები და /ანდა გონების დაკარგვა. კალციუმის ფოლინატის მაღალი დოზით მიღების შემდეგ, ზოგიერთ ავადმყოფში, რომელთაც ეპილეფსია არ აქვთ, დაფიქსირებულია კრუნჩხვები.
მაღალი დოზის მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან იშვიათი:
სერიოზული ალერგიული რეაქციები- კანზე უეცრად განვითარებული ქავილი და ჭინჭრის ციება (სიწითლე), ხელის, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ხახის შეშუპება(ყლაპვის ანდა სუნთქვის გაძნელება) და ასევე თითქოს გონების დაკარგვის შეგრძნება.
კალციუმის ფოლინატის ამ გვერდით ეფეტებთან დაკავშირებით, სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, ზოგიერთ შემთხვევაში სასიკვდილო გვერდითი ეფეტები (სტევენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის მსგავსი) დაფიქსირდა. სტევენს-ჯონსის სინდრომისთვის დამახასიათებელია: პირის ღრუს, ხახის და გენიტალურ მიდამოებში მტკივნეული ბუშტუკების განივითარება. ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი- კანის აცლას, აშრევებას განაპირობებს.
ბუშტუკების წარმოქმნა და კანის აცლა სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადებაა. კალციუმის ფოლინატის შედეგზე შესაძლო ზემოქმედების ალბათობა არსებობს.
სისხლის თეთრი უჯედების რაოდენობის შემცირების (ლეიკოციტოპენია) და შედედებაში მონაწილე თრომბოციტების რაოდენობის შემცირების (თრომბოციტოპენია) მსგავსად, სისხლის მხრივ სხვა არასასურველი ეფექტებიც (სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ჩათვლით)შეიძლება გამოვლინდეს.
ასეთი ეფექტები ხშირად დოზასთანაა დაკავშირებული, დოზის შემცირებისას მათი გამოვლინების სიხშირე კლებულობს. აღნიშნული არასასურველი ეფექტების რეგულირება სისხლის ანალიზების (სისხლში ლეიკოციტების, თრომბოციტების და Na+,K+,C++, ელექტროლიტების და თირკმლის ფუნქციებიდან -კრეატინინის მაჩვენებლის) ხშირი კონტროლით შესაძლებელია.
5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენება
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები
ძვლის ტვინის უკმარიობა
სხეულის ნებისმიერი მიდამოს ლორწოვანი გარსის(ქსოვილი შრე, რომელიც სეკრეტს გამოიუმუშავებს)ჩირქოვანი ანთება(პირის ღრუს იარები, პირის ღრუს ლორწოვანის ჩირქოვანი ანთება, ტუჩის, ხახის ჩირქოვანი ანთება, საყლაპავის ჩირქოვანი ანთება, სწორი ნაწლავის ბოლო მონაკვეთის ჩირქოვანი ანთება) (სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები დაფიქსირებულია).
ღებინება და გულისრევა(ყოველთვიური მკურნაობისას)
ძლიერი დიარეა (ყოველკვირეული მკურნალობისას)
დიარეის შედეგად განვითარებული სითხის დაკარგვა, შეიძლება საჭირო გახდეს საავადმყოფოში მკურნალობა, ასევე შეიძლება სიკვიდლით დასრულდეს (ყოველკვირეული მკრუნალობისას).
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეექტები
ხელების და ფეხების კანის ტკივილი, შეშუპება, ქავილი და შეწითლება (პალმარულ-პლანტარული ერითროდიზესთეზია)
უცნობი:
- შარდოვანას სინთეზისთვის ენიზმის უკმარისობა(ჰიპერამონიემია).
კუჭ-ნაწლავის ინტოქსიკაციური მოვლენები (ლორწოვანის შრე, რომელიც სეკრეტს გამომუშავებს) (ჩირქოვანი ანთება და დიარეა) და ასევე დაფიქსირებულია ძვლის ტვინის დათრგუნვასთან დაკაშირებული სისიკვდილო მოვლენები.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის შენახვა
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი 2-80 C ტემპერატურაზე (მაცივარში) ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი გახსნისთანავე უნდა გაკეთდეს. თუ მაშინვე არ გაკეთდება, 2-80 C ტემპერატურას შორის (მაცივარში) მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში შეიძლება შენახვა.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი არ გამოიყენოთ.
განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული საინფუზიო ხსნარი მომზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. თუ ეგრევე გამოყენება ვერ ხერხდება, მოხმარებამდე გამოყენებისთვიის მზა ხსნარის შენახვის პირობების დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია და ძირითადად 2-80 C ტემპერატურას შორის (მაცივარში) მაქსიმუმ 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში არ უნდა შეინახოთ.
აღნიშული წამალი ჯანდაცვის პერსონალის მხრიდან უნდა განადგურდეს.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი
მაჰმუთბეის დასახლება 2477. ქ. N:23. ბაღჯილარ/სტამბული
წარმოების ადგილი:
ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი
ჩერქეზქოის ორგანიზებული მრეწველობა
რეგიონი-ქარააღაჩის დასახლ. N:11 ქ. N:5.
ქაფაქლი/თექირდაღი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 13.09.2017-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ ჯანდაცვის პერსონალისთვის, ვინც განახორციელებს ამ წამლის გამოყენება-გაკეთებას
გამოუყენებელი პროდუქტი ანდა მასალა ,,სამედიცინო ნარჩენების კონტროლის მართვის’’ და ,,შეფუთვების ანდა შეფუთვების ნარჩენების კონტროლის მართვის’’ რეკომენდაციების შესაბამისად უნდა განადგურდეს.
მომზადების შესახებ ინსტრუქცია:
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენებამდე, ფლაკონი ჯერ ვიზუალურად უნდა დაათვალიეროთ. საინექციო ანდა საინფუზიო ხსნარი გამჭვირვალე-მოყვითალო ფერის უნდა იყოს. თუ შეხედვით მღვირეა ანდა შიგნით ნაწილაკები ჩანს, ხსნარი უნდა გადააგოთ. ინექციის ანდა საინფუზიოდ მომზადებული კალციუმის ფოლინატის ხსნარი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა. გამოუყენებელი და ნარჩენი ხსნარი უნდა გადააგდოთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ინტრამუსკულარული ანდა ინტრავენური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი (ბოლუსით ანდა პერფუზიით). ინტრავენურად შეყვანისას, ხსანრის კალციუმის შემცველობის გამო წუთში 160 მგ-ზე მეტი დოზა არ უნდა მიეცეს.
ინტრავენური პერფუზიის სახით შეყვანისთვის კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი გლუკოზის 5% ანდა ნატრი ქლორის 0.9% ხსნარში უნდა გაიხსნას.
ინტრათეკალურად არ უნდა გაკეთდეს.
ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების ტრიმეტრექსატის, ტრიმეტოპრიმის და პრიმეტამინის ანტიდოტის სახით:
ტრიმეტრექსატის ტოქსიურობა:
თავის დაცვა: კალციუმის ფოლინატი ტრიმეტრექსატით მკურნალობის დროს და ტრიმეტრექსატის ბოლო დოზიდან 72 საათის შემდეგაც ყოვლედღე უნდა გაკეთდეს.
კალციუმის ფოლინატის ინტრავენური გზით შეყვანისას ყოველ 6 საათში ერთხელ 20მგ/მ2 დოზით 5-10 წუთიანი ინფუზიის სახით, დღიურად ჯამში 80მგ/მ2 შეიყვანება და ან ორალური გზით დოზით 20მგ/მ2 4 ჯერ დღეში თანაბარი შუალედები მიიღება. კალციუმის ფოლინატის დღიური დოზები ტრიმეტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.
დოზის გადაჭარბებისას (სავარაუდოდ,კალციუმის ფოლინატის გარეშე >90მგ/მ2 მაღალი ტრიმეტრექსატის დოზების მიცემისას ვლინდება): ტრიმტრექსატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ კალციუმის ფოლინატი მიეცემა ი.ვ. 3 დღის განმავლობაში, ყოველ 6 საათში 40მგ/მ2.
ტრიმეტოპრიმის ტოქსიურობა:
ტრიმეტოპრიმის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ, კალციუმის ფოლინტი ეძლევა 3-10 მგ/დღეში მანამ, სანამ სისხლი მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდება.
პრიმეტამინის ტოქსიურობა:
პრიმეტამინის მაღალი დოზის ანდა ხანგრძლივად დაბალი დოზის შეყვანისას, პერიფერიულ სისხლის მაჩვენებლების გათვალსიწინებით, კალციუმის ფოლინატი 5-50მგ/დღეში უნდა გაკეთდეს.
ციტოტოქსიური მკურნალობისას 5-ფლუოროურაცილთან ერთად კომბინაციისას:
ამ შემთხვევაში დამტკიცებული ოპტიმალური დოზა არ არსებობს, სხვადასხვა რეჟიმები და სხვადასხვა დოზები გამოიყენება. ქვემოთ მოცემულ დოზებს ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში პროგრესირებადი ანდა მეტასტაზური კოლორექტალური სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენებენ და ნიმუშის სახითაა მოცემული. ამ კომბინაციის ბავშვებში გამოყენებასთან დაკაშირებით ინფორმაცია არ არსებობს.
რეჟიმი, რომელიც თვეში 2 ჯერ კეთდება: კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი, 200მგ/მ2 2 საათზე მეტი დროით გახანგრძლივებული ინფუზიის შემდეგ, 40 მგ/მ2 ბოლუსით 5-FU ინექციის შემდეგ ანდა 22 საათიანი 5-FU შემდეგ (600მგ/მ2) ინფუზიის სახით ზედიზედ 2 დღის განმავლობაში, ყოველ 2 კვირაში ერთხელ, 1-ელ და მე-2 დღეებში კეთდება.
ყოველ კვირეული რეჟიმი: კალციუმის ფოლინატ -ქოჩაქი, 20მგ/მ2 ი.ვ. ბოლუსურ ინექციასთან ერთად ანდა 200-500 მგ/მ2 ი.ვ. ინფუზიით.
ინფუზია კეთდება 2 სათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. კალციუმის ფოლინატ ქოჩაქის ინფუზიის შუა მონაკვეთში და ბოლოს 500მგ/მ2 5- FU ბოლუსური ინექციის სახით კეთდება.
ყოველთვიური რეჟიმი: კალციუმის ფოლინატ- ქოჩაქი, 20მგ/მ2 ბოლუსური ინექციით ანდა 200-500 მგ/მ2 2 საათიანი ი.ვ.ინფუზიის კეთდება, შემდეგ კი 425 ანდა 370 მგ/მ2 5- FU -ის ი.ვ. ბოლუსური ინექციით ერთმანეთის მიყოლებით 5 დღის განმავლობაში კეთდება.
5-FU-თან კომბინაციური მკურნალობისას, ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კლინიკური პასუხის და 5-FU-ს პროდუქტის ინსტრუქციაში მითითებული დოზის შეზღუდვის განმაპირობებელ ტოქსიურობასთან დაკავშირებით, 5-FU დოზის მოდიფიკაცია და მკურნალობის პერიოდში დაპაუზება შეიძლება საჭირო გახდეს. კალციუმის ფოლინატ- ქოჩაქის დოზის შემცირება საჭირო არ არის.
განმეორებითი კურსების რაოდენობა კლინიცისტის შეხედულებაზეა დამოკიდებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კალციუმის ფოლინატ- ქოჩაქი 100 მგ/10 მლ
საინექციო ხსნარი
განკუთვნილია ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის
სტერილური
მოქმედი ნივთიერება: 1მლ ხსნარი 10 მგ ფოლიუმის მჟავის ექვივალენტ 12,7065 მგ კალციუმის ფოლნატის პენტაჰიდრატს შეიცავს.
თითოეული 10 მლ-იანი ხსნარის ფლაკონი, 100 მგ ფოლიუმის მჟავის ექვივალენტ 127,065 მგ კალციუმის ფოლინატის პენტაჰიდრატს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება კალციუმის ფოლინატ- ქოჩაქი?
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის შენახვა
რა არის და რისთვის გამოიყენება კალციუმის ფოლინატ- ქოჩაქი ?
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი)აქტიური მეტაბოლიტია და გენებში არსებული ნუკლეინის მჟავის სინთეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფლაკონში გამჭვირვალე, უფერო-ღია ყვითელი ფერის 10 მლ ხსნარია, შეფუთვაში წამოდგენილია 1 ფლაკონი (შუშა), რომელიც არის უფერო, 10 მლ-იანი.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენება:
მეგალობლასტური ანემიის (სისხლში განსაზღვრული სახეობის უჯრედების უკმარისობა)სამკურნალოდ, როცა ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ორალური გზით მიღების მიუხედავად ვერ რეგულირდება.
ბავშვებსა და მოზარდებში მეტოტრექსატის (სიმსივნის სამკურნალო წამალი) მსგავსი წამლებით სიმსივნის მკურნალობისას ანდა მაღალი დოზით მკურნალობისას, ტრიმეტროპრიმის(ანტიბიოტიკის სახეობა), პრიმეტამინის (მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)მსგავსი წამლების ტოქსიური ეფექტის შემცირების ანდა თავიდან აცილების მიზნით.
5-ფლუოროურაცილთან (სიმსივნის სამკურნალო წამალი) ერთად სიმსივნის სამკურნალოდ .
- კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ზურგის ტვინის სითხეში(ინტრათეკალურად) არ კეთდება.
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი მეტოტრექსატთან ანდა 5-ფლუოროურაცილთან ერთად უნდა გაკეთდეს, აღნიშნულ ინექციას აკეთებს ექიმი სპეციალისტი ანდა ინექცია კეთდება ექიმი სპეციალისტის კონტროლის ქვეშ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს: თუ;
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის საინექციო ხსნარის შემადგენელი მოქმედი ნივთიერების(კალციუმის ფოლინატის) ანდა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.
B12 ვიტამინის დეფიციტის გამო ანემიის ცნობილი სახეობა (პერნიციოზული ანემიის მსგავსი) გაქვთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ: თუ;
ეპილეფსიის სამკურნალოდ ფენობარბიტალს ანდა ფენიტოინის მსგავს წამალს ღებულობთ. ამ დროს ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლის დოზის რეგულირება შეიძლება დაგჭირდეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი სიმსივნის სამკურნალოდ 5-ფლუოროურაცილის სახელით ცნობილ წამალთან ერთად უნდა გამოიყენოთ. თუ, ამავე დროს 5-ფლუოროურაცილით მკურნალობის კურსს გადიხართ და პირის ღრუსა და ორალურ ლორწოვან გარსში ჩირქოვანი ანთება გაქვთ, ექიმს მიმართეთ. თუ ძლიერი დიარეა გაქვთ, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს, ექიმს მიმართეთ. ექიმი შეიძლება დოზის შემცირების ანდა მკურნალობის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქს მეტოტრექსარტის მსგავს სიმსივნის სამკურნალო წამალთან ერთად ღებულობთ,
ხანდაზმული ხართ ანდა ზოგადი სისუსტე გაქვთ,
თირკმლის ფუნქციები შემცირებულია და ამავე დროს მეტოტრექსატით მკურნალობთ,
ორსულობის ანდა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი გაქვთ.
კალციუმის ფოლინატით მკურნალობამ შეიძლება განაპირობოს პერნიციოზული ანემიის(ანემიის სახეობა) და B12 ვიტამინის დეფიციტთან დაკავშირებული სხვა ანემიების გამოვლინებების მასკირება.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან გამოვლინდა, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებისას ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობისას, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომები უნდა მიიღოთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას, მისი ზემოქმედება ნაყოფზე ანდა გამრავლების სისტემაზე უცნობია.
აუცილებელი საჭიროების გარეშე კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
ორსულობის პერიოდში კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ინიშნება იმ შემთვევაში, თუ დედის მიმართ არსებული სარგებელი აღემატება ნაყოფის მიმართ არსებულ შესაძლო ზიანს.
5-ფლუოროურაცილი ორსულობის პერიოდში ძირითადად არ გამოიყენება. აღნიშნული მდგომარეობა გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე 5-ფლუოროურაცილის კალციუმის ფოლინატთან ერთად გამოყენებისას.
ორსულობის პერიოდში მეტოტრექსატი გამოიყენება მხოლო იმ აუცილებელ შემთხვევაში, როცა დედის მიმართ არსებული სარგებელი აღემატება ნაყოფის მიმართ არსებულ შესაძლო ზიანს. მეტოტრექსატით ანდა სხვა ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებით მკურნალობისას, ორსულობის ანდა ძუძუთი კვების მიუხედავად, საჭიროებისას, ინტოქსიკაციის შემცირების ანდა თავიდან აცილების მიზნით კალციუმს ფოინატის გამოყენება შეზღუდული არ არის.
სამედიცინო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას, ავადმყოფთან მათი მიღების ინსტრუქციასაც გადახედეთ.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის დედის რძეში გადასვლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ძუძუთი კვების ანდა კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობის გაგრძელების ანდა შეწყვეტის საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ნებისმიერი სახის უარყოფითი ზემოქმედება არ გამოვლენილა.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ნატრიუმის ქლორიდს შეიცავს. აღნიშული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა 1 მმოლ (23 მგ)-ზე უფრო ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,, ნატრიუმს არ შეიცავს’’.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პრიმეტამინთან ანდა ანტიბიოტიკ- ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლთან ერთად გამოყენებისას ამ წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს ანდა სრულად დაუკარგოს.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მაღალი დოზებით მიცემისას, შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიის სამკურნალო წამლების: ფენობარბიტალის და ფენიტოინის მსგავსი წამლების ეფექტის შემცირება და მგრძნობიარე ბავშვებში კრუნჩხვების შეტევების (კონვულსიური კრიზების)სიხშირის მომატება.
5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გამოწვიოს ფლუოროურაცილთან ერთად სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული ტოგაფურის და კაპაციტაბანის ეფექტის შეცვლა და მავნე ეფექტის გაძლიერება.
მეტოტრექსატის მიცემის შემდეგ კალციუმის ფოლინატის ჭარბი დოზის შეყვანისას, შეიძლება გამოვლინდეს მეტოტრექსატით მკურნალობის ეფექტის შემცირება.
აღნიშნული გაფრთხილებები კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობის დაწყებამდე ანდა შეწყვეტის შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში გამოყენებულ წამლებსაც ეხება.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე სხვა წამლები კატეგორიულად არ გამოოიყენოთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ექიმი თქვენი დაავადების შესაბამისად, წამლის დოზას განსაზღვრავს და გაგიკეთებთ.
ფოლიუმის მჟავის დაბალი შემცველობის დიეტის, ხშირი სისხლის ანალიზის აღების ანდა ხშირი ჰემოდიალიზის და მსგავსი მიზეზებით განპირობებული იატროგენული მეგალობლასტური ანემიის (სპეციფიკური სისხლის დაავადება, რომელსაც სისხლნაკლებობა ახასიათებს) დროს ექიმი საჭირო დოზას შეგირჩევთ.
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ანტიფოლინური წამლის(ტრიმეტრექსატი, ტრიმეტოპრიმი, პრიმეტამინი, მეტოტრექსატი) მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით გეძლევათ, თქვენი ექიმი წამლის დოზას იმ სხვა წამლის დოზის შესაბამისად შეგირჩევთ.
5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენებისას, ჯერ ეძლევა კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი, შემდეგ კი 5-ფლუოროურაცილი. მკურნქლობის კურსის რაოდენობას, ასევე კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის და 5-ფლუოროურაცილის დოზას ექიმი განსაზღვრავს.
მიცემის გზა და მეთოდი:
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი კუნთებში(ინტრამუსკულარულად) ანდა ვენაში (ინტრავენურად) კეთდება და ამ სახის წამლების ინექცია გამოცდილი პიროვნებების მხრიდან უნდა განხორციელდეს. ზურგის ტვინის სითხეში (ინტრათეკალურად) არ კეთდება. სხვა წამლებთან ერთად, ერთიდაიგივე შპრიცით არ უნდა გაკეთდეს. ვენაში გაკეთებისას (ინტრავენური), ხსნარის კალციუმის შეცველობის გამო, წუთში 160 მგ-ზე მეტი კალციუმის ფოლინატი არ უნდა გაკეთდეს.
მეტოტრექსატთან ერთად გამოყენება:
რეკომენდირებული დოზა დამოკიდებულია თქვენს ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მეტოტრექსატის დოზაზე.
მეტოტრექსატის გვერდითი ეფექტების შემცირების მიზნით, კალციუმის ფოლინატი მეტოტრექსატის შეყვანის დაწყებიდან 12-24 საათის შემდეგ ეძლევა. კალციუმის ფოლინატის პირველი დოზა 15 მგ(6-12 მგ/მ2)-ია და 72 საათის განამვლობაში ყოველ 6 საათში მეორდება.
მეტოტრექსატის შეყვანის დაწყებიდან 48 სათის შემდეგ სხეულში მეტოტრექსატის რაოდენობა განისაზღვრება და თუ საჭირო იქნება კალციუმის ფოლინატის დოზა დარეგულირდება.
სიმსივნის სამკურნალო წამალ- 5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენებისას და ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტების ტრიმეტრექსატის, ტრიმეტოპრიმის და პრიმეტამინის ანტიდოტის სახით გამოყენებისას:
ზუსტი დოზირების ინსტრუქციები იხილეთ აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლო ნაწილში- ,,ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია ინექციის განმახორციელებელი სამედიცინო პერსონალისთვის’’.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მაღალი დოზებით გამოყენებამ ეპილეფსიის სამკურნალო წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს და ავადმყოფში შეტევების სიხშირის ზრდა გამოიწვიოს. ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში აღნიშნული წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით ინფორმაცია არ არის საკმარისი.
ხანდაზმულებში გამოყენება:
კლინიკური მონაცემებით გამოვლინდა, რომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა ავადმყოფებს შორის კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობაზე პასუხი მნიშვნელოვნად განსხვავებული არ არის. ძლიერი გასტროინტესტინალური ტოქსიურობის გამოვლენის რისკი ხანდაზმულებსა და მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მქონე ავადმყოფებში მაღალია. ხანდაზმულებში გათვალისწინებული უნდა იქნას ავადყოფის თირკმლების დაზიანების ხარისხი და თირკმლის ფუნქციების კონტროლით დოზის შესაბამისი რეგულაცია უნდა მოხდეს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
აღნიშნული წამალი გამოიყოფა თირკმლების გზით, ამიტომ ავადმყოფებში თირკმლების დაზიანებით ტოქსიური რეაქციის (მავნე ზემოქმედების) რისკი უფრო მაღალია.
თირკმლების უკმარისობის გამო მეტოტრექსატის გამოყოფა დაგვიანდება, მეტოტრექსატის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენებისას, შეიძლება საჭირო გახდეს კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის დოზის გაზრდა ანდა შეყვანის დროის გახანგრძლივება.
ღვიძლის უკმარისობა:
საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.
თუ ფიქრობთ, რომ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება განაპირობოს შესაძლო ალერგიული რეაქციების და ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტების ქიმიოთერაპიული ეფექტის დაკარგვა.
5-ფლუოროურაცილის კალციუმის ფოლინატთან ერთად გამოყენებისას, ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ მითითებები, რომელიც მოცემულია 5-ფლუიოროურაცილის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
თუ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მიღება დაგავიწყდათ
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
გამოტოვებული დოზის აღდგენის დროს ექიმი გადაწყვეტს.
მომდევნო დოზის შეყვანის ახალ დროსთან დაკავშირებით მნიშვენლოვანია ექიმის რეკომენდაციის გაითვალისწინება.
მოვლენები, რომელიც კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის მითითების გარეშე მკურნალობა არ შეაჩეროთ.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.
ძლიერი ალერგიული რეაქციები (სიწითლე, ხელის და ფეხის, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ანდა ხახის შეშუპება, გონების დაკარგვის შეგრძნება და მსგავსი შესაძლო ალერგიული რეაქციები)
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული ალერგიული რეაქციებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს,რომ თქვენ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ.
ამ დროს, შეიძლება საჭიროა გახედეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლა.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ნაკლებად გავრცელებული:
ცხელება
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
მაღალი დოზებით მიღებისას: უძილობა, შფოთვა, დეპრესია
ეპილეფსიის შეტევების სიხშირის მატება, კრუნჩხვები და /ანდა გონების დაკარგვა. კალციუმის ფოლინატის მაღალი დოზით მიღების შემდეგ, ზოგიერთ ავადმყოფში, რომელთაც ეპილეფსია არ აქვთ, დაფიქსირებულია კრუნჩხვები.
მაღალი დოზის მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან იშვიათი:
სერიოზული ალერგიული რეაქციები- კანზე უეცრად განვითარებული ქავილი და ჭინჭრის ციება (სიწითლე), ხელის, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ხახის შეშუპება(ყლაპვის ანდა სუნთქვის გაძნელება) და ასევე თითქოს გონების დაკარგვის შეგრძნება.
კალციუმის ფოლინატის ამ გვერდით ეფეტებთან დაკავშირებით, სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, ზოგიერთ შემთხვევაში სასიკვდილო გვერდითი ეფეტები (სტევენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზის მსგავსი) დაფიქსირდა. სტევენს-ჯონსის სინდრომისთვის დამახასიათებელია: პირის ღრუს, ხახის და გენიტალურ მიდამოებში მტკივნეული ბუშტუკების განივითარება. ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი- კანის აცლას, აშრევებას განაპირობებს.
ბუშტუკების წარმოქმნა და კანის აცლა სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადებაა. კალციუმის ფოლინატის შედეგზე შესაძლო ზემოქმედების ალბათობა არსებობს.
სისხლის თეთრი უჯედების რაოდენობის შემცირების (ლეიკოციტოპენია) და შედედებაში მონაწილე თრომბოციტების რაოდენობის შემცირების (თრომბოციტოპენია) მსგავსად, სისხლის მხრივ სხვა არასასურველი ეფექტებიც (სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ჩათვლით)შეიძლება გამოვლინდეს.
ასეთი ეფექტები ხშირად დოზასთანაა დაკავშირებული, დოზის შემცირებისას მათი გამოვლინების სიხშირე კლებულობს. აღნიშნული არასასურველი ეფექტების რეგულირება სისხლის ანალიზების (სისხლში ლეიკოციტების, თრომბოციტების და Na+,K+,C++, ელექტროლიტების და თირკმლის ფუნქციებიდან -კრეატინინის მაჩვენებლის) ხშირი კონტროლით შესაძლებელია.
5-ფლუოროურაცილთან ერთად გამოყენება
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები
ძვლის ტვინის უკმარიობა
სხეულის ნებისმიერი მიდამოს ლორწოვანი გარსის(ქსოვილი შრე, რომელიც სეკრეტს გამოიუმუშავებს)ჩირქოვანი ანთება(პირის ღრუს იარები, პირის ღრუს ლორწოვანის ჩირქოვანი ანთება, ტუჩის, ხახის ჩირქოვანი ანთება, საყლაპავის ჩირქოვანი ანთება, სწორი ნაწლავის ბოლო მონაკვეთის ჩირქოვანი ანთება) (სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები დაფიქსირებულია).
ღებინება და გულისრევა(ყოველთვიური მკურნაობისას)
ძლიერი დიარეა (ყოველკვირეული მკურნალობისას)
დიარეის შედეგად განვითარებული სითხის დაკარგვა, შეიძლება საჭირო გახდეს საავადმყოფოში მკურნალობა, ასევე შეიძლება სიკვიდლით დასრულდეს (ყოველკვირეული მკრუნალობისას).
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეექტები
ხელების და ფეხების კანის ტკივილი, შეშუპება, ქავილი და შეწითლება (პალმარულ-პლანტარული ერითროდიზესთეზია)
უცნობი:
- შარდოვანას სინთეზისთვის ენიზმის უკმარისობა(ჰიპერამონიემია).
კუჭ-ნაწლავის ინტოქსიკაციური მოვლენები (ლორწოვანის შრე, რომელიც სეკრეტს გამომუშავებს) (ჩირქოვანი ანთება და დიარეა) და ასევე დაფიქსირებულია ძვლის ტვინის დათრგუნვასთან დაკაშირებული სისიკვდილო მოვლენები.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის შენახვა
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი 2-80 C ტემპერატურაზე (მაცივარში) ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი გახსნისთანავე უნდა გაკეთდეს. თუ მაშინვე არ გაკეთდება, 2-80 C ტემპერატურას შორის (მაცივარში) მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში შეიძლება შენახვა.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი არ გამოიყენოთ.
განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული საინფუზიო ხსნარი მომზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. თუ ეგრევე გამოყენება ვერ ხერხდება, მოხმარებამდე გამოყენებისთვიის მზა ხსნარის შენახვის პირობების დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია და ძირითადად 2-80 C ტემპერატურას შორის (მაცივარში) მაქსიმუმ 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში არ უნდა შეინახოთ.
აღნიშული წამალი ჯანდაცვის პერსონალის მხრიდან უნდა განადგურდეს.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი
მაჰმუთბეის დასახლება 2477. ქ. N:23. ბაღჯილარ/სტამბული
წარმოების ადგილი:
ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი
ჩერქეზქოის ორგანიზებული მრეწველობა
რეგიონი-ქარააღაჩის დასახლ. N:11 ქ. N:5.
ქაფაქლი/თექირდაღი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 13.09.2017-ში დამოწმებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ ჯანდაცვის პერსონალისთვის, ვინც განახორციელებს ამ წამლის გამოყენება-გაკეთებას
გამოუყენებელი პროდუქტი ანდა მასალა ,,სამედიცინო ნარჩენების კონტროლის მართვის’’ და ,,შეფუთვების ანდა შეფუთვების ნარჩენების კონტროლის მართვის’’ რეკომენდაციების შესაბამისად უნდა განადგურდეს.
მომზადების შესახებ ინსტრუქცია:
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის გამოყენებამდე, ფლაკონი ჯერ ვიზუალურად უნდა დაათვალიეროთ. საინექციო ანდა საინფუზიო ხსნარი გამჭვირვალე-მოყვითალო ფერის უნდა იყოს. თუ შეხედვით მღვირეა ანდა შიგნით ნაწილაკები ჩანს, ხსნარი უნდა გადააგოთ. ინექციის ანდა საინფუზიოდ მომზადებული კალციუმის ფოლინატის ხსნარი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა. გამოუყენებელი და ნარჩენი ხსნარი უნდა გადააგდოთ.
კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ინტრამუსკულარული ანდა ინტრავენური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი (ბოლუსით ანდა პერფუზიით). ინტრავენურად შეყვანისას, ხსანრის კალციუმის შემცველობის გამო წუთში 160 მგ-ზე მეტი დოზა არ უნდა მიეცეს.
ინტრავენური პერფუზიის სახით შეყვანისთვის კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი გლუკოზის 5% ანდა ნატრი ქლორის 0.9% ხსნარში უნდა გაიხსნას.
ინტრათეკალურად არ უნდა გაკეთდეს.
ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების ტრიმეტრექსატის, ტრიმეტოპრიმის და პრიმეტამინის ანტიდოტის სახით:
ტრიმეტრექსატის ტოქსიურობა:
თავის დაცვა: კალციუმის ფოლინატი ტრიმეტრექსატით მკურნალობის დროს და ტრიმეტრექსატის ბოლო დოზიდან 72 საათის შემდეგაც ყოვლედღე უნდა გაკეთდეს.
კალციუმის ფოლინატის ინტრავენური გზით შეყვანისას ყოველ 6 საათში ერთხელ 20მგ/მ2 დოზით 5-10 წუთიანი ინფუზიის სახით, დღიურად ჯამში 80მგ/მ2 შეიყვანება და ან ორალური გზით დოზით 20მგ/მ2 4 ჯერ დღეში თანაბარი შუალედები მიიღება. კალციუმის ფოლინატის დღიური დოზები ტრიმეტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.
დოზის გადაჭარბებისას (სავარაუდოდ,კალციუმის ფოლინატის გარეშე >90მგ/მ2 მაღალი ტრიმეტრექსატის დოზების მიცემისას ვლინდება): ტრიმტრექსატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ კალციუმის ფოლინატი მიეცემა ი.ვ. 3 დღის განმავლობაში, ყოველ 6 საათში 40მგ/მ2.
ტრიმეტოპრიმის ტოქსიურობა:
ტრიმეტოპრიმის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ, კალციუმის ფოლინტი ეძლევა 3-10 მგ/დღეში მანამ, სანამ სისხლი მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდება.
პრიმეტამინის ტოქსიურობა:
პრიმეტამინის მაღალი დოზის ანდა ხანგრძლივად დაბალი დოზის შეყვანისას, პერიფერიულ სისხლის მაჩვენებლების გათვალსიწინებით, კალციუმის ფოლინატი 5-50მგ/დღეში უნდა გაკეთდეს.
ციტოტოქსიური მკურნალობისას 5-ფლუოროურაცილთან ერთად კომბინაციისას:
ამ შემთხვევაში დამტკიცებული ოპტიმალური დოზა არ არსებობს, სხვადასხვა რეჟიმები და სხვადასხვა დოზები გამოიყენება. ქვემოთ მოცემულ დოზებს ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში პროგრესირებადი ანდა მეტასტაზური კოლორექტალური სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენებენ და ნიმუშის სახითაა მოცემული. ამ კომბინაციის ბავშვებში გამოყენებასთან დაკაშირებით ინფორმაცია არ არსებობს.
რეჟიმი, რომელიც თვეში 2 ჯერ კეთდება: კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი, 200მგ/მ2 2 საათზე მეტი დროით გახანგრძლივებული ინფუზიის შემდეგ, 40 მგ/მ2 ბოლუსით 5-FU ინექციის შემდეგ ანდა 22 საათიანი 5-FU შემდეგ (600მგ/მ2) ინფუზიის სახით ზედიზედ 2 დღის განმავლობაში, ყოველ 2 კვირაში ერთხელ, 1-ელ და მე-2 დღეებში კეთდება.
ყოველ კვირეული რეჟიმი: კალციუმის ფოლინატ -ქოჩაქი, 20მგ/მ2 ი.ვ. ბოლუსურ ინექციასთან ერთად ანდა 200-500 მგ/მ2 ი.ვ. ინფუზიით.
ინფუზია კეთდება 2 სათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. კალციუმის ფოლინატ ქოჩაქის ინფუზიის შუა მონაკვეთში და ბოლოს 500მგ/მ2 5- FU ბოლუსური ინექციის სახით კეთდება.
ყოველთვიური რეჟიმი: კალციუმის ფოლინატ- ქოჩაქი, 20მგ/მ2 ბოლუსური ინექციით ანდა 200-500 მგ/მ2 2 საათიანი ი.ვ.ინფუზიის კეთდება, შემდეგ კი 425 ანდა 370 მგ/მ2 5- FU -ის ი.ვ. ბოლუსური ინექციით ერთმანეთის მიყოლებით 5 დღის განმავლობაში კეთდება.
5-FU-თან კომბინაციური მკურნალობისას, ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კლინიკური პასუხის და 5-FU-ს პროდუქტის ინსტრუქციაში მითითებული დოზის შეზღუდვის განმაპირობებელ ტოქსიურობასთან დაკავშირებით, 5-FU დოზის მოდიფიკაცია და მკურნალობის პერიოდში დაპაუზება შეიძლება საჭირო გახდეს. კალციუმის ფოლინატ- ქოჩაქის დოზის შემცირება საჭირო არ არის.
განმეორებითი კურსების რაოდენობა კლინიცისტის შეხედულებაზეა დამოკიდებული.
შეუთავსებლობა:
კალციუმის ფოლინატის საინექციო ფორმასა და დროპერიდოლის, ფლუოროურაცილის, ფოსკარნეტინის და მეტოტრექსატის საინექციო ფორმებს შორის ქვემოთ მოცემული შეუთავსებლობაა გამოვლენილი:
დროპერიდოლი:
დროპერიდოლი 1,25 მგ/0,5 მლ -ის და კალციუმის ფოლინატის 5მგ/0,5 მლ-ის შპრიცში ერთად შერევისას, 250 C 5 წუთში წარმოიქმნება ხსნარი, რომლის 8 წუთიანი ცენტრიფუგირების შემდეგ გამოვლონდება სრული დალექვა.
Y მკლავის ჰაერით გაწმენდამდე, დროპერიდოლის 2,5მგ/0,5 მლ და კალციუმის ფოლინატის 10მგ/0,5 მლ შეყვანისას, Y მკლავში უცებ დალექვა ვლინდება.
5-ფლუოროურაცილი:
დალექვის განვითარების გამო, კალციუმის ფოლინატის და 5-ფლუოროურაცილის ერთ ინფუზიაში შერევით გაკეთება არ შეიძლება. 50 მგ/მლ ფრუოროურაცილის 20მგ/მლ კალციუმის ფოლინატის, 5% დექსტროზის შემცველ ანდა არშემცველ წყალთან სხვადასხვა ოდენობით შერევის და 40 C, 230 C ანდა 320 C პოლივინილის ჭურჭელში შენახვისას მათი შეუთავსებლობა გამოვლინდა.
1000 მგ კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქის (100მლ 10 მგ/მლ-იანი კალციუმის ფოლინატის ხსნარი), 5000მგ 5-ფლუოროურაცილის (100მგ-ის 50მგ/მლ) და 40 მლ ფიზიოლოგიური ხსნარის ნარევის ერთნაირ პირობებში პომპით ინფუზიის დროს (მაგ. ,,Easy pump’’ ელასტომერული ინფუზიის პომპა)48 საათი სტაბილურობა გამოვლინდა. დანარჩენ ნარევებთან დაკავშირებით არანაირი შედეგი არ არის მიღებულლი, ამის მიუხედავად ინექციის/ინფუზიისთვის კალციუმის ფოლინატ-ქოჩაქი ოქსალიპლატინის ანდა ირინოტეკანის მსგავს წამლებს არ უნდა შეურიოთ.
ფოქსკარნეტი:
ფოქსკარნეტი 24 მგ/მლ, კალციუმის ფოლინატი 20მმგ/მლ-ის შერევით მღვრიე ყვითელი ხსნარის შექმნა ფიქსირდება.
KT3773-02
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


