პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

მედიფოლინი

Medifolin®

რეცეპტით15მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

ფოლინის მჟავა ანუ ლეიკოვორინი არის ტეტრაჰიდროფოლის მჟავას აქტიური წარმოებული, ფოლის მჟავას შემცირებული ფორმა. ის მონაწილეობს რამდენიმე მეტაბოლურ პროცესში, მათ შორის ნუკლეინის მჟავას პურინებისა და პირიმიდინების ბიოსინთეზში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფოლინატ (folinate)
ფორმა და შეფუთვა
15მგ კაფსულა №20
მწარმოებელი
Medinfar Manufacturing, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, დეტოქსიკაციური საშუალებები ანტინეოპლაზური მკურნალობისთვის
ATC კოდი
V03AF03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043083
რეგისტრირებულია
4 აპრილი 2025, მოქმედებს 4 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამედიფოლინი და სხვა წამალი ერთად

მედიფოლინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფოლინის მჟავა ანუ ლეიკოვორინი არის ტეტრაჰიდროფოლის მჟავას აქტიური წარმოებული, ფოლის მჟავას შემცირებული ფორმა. ის მონაწილეობს რამდენიმე მეტაბოლურ პროცესში, მათ შორის ნუკლეინის მჟავას პურინებისა და პირიმიდინების ბიოსინთეზში.

თიმიდილატის სინთეზის დარღვევა ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში იწვევს დნმ-ის სინთეზის დარღვევას, რაც თავის მხრივ იწვევს მეგალობლასტების წარმოქმნას და მეგალობლასტურ ანემიას.

იმის გამო, რომ ფოლინის მჟავა ადვილად გარდაიქმნება სხვა ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოებულებად, ის არის ძლიერი ანტიდოტი ფოლის მჟავას ანტაგონისტების (მეტოტრექსატი, პირიმეთამინი, ტრიმეტოპრიმი) ჰემატოპოეტური ტოქსიკური ეფექტებისთვის.

ითვლება, რომ ზოგიერთ ტიპის კიბოს დროს ფოლინის მჟავა აღწევს ნორმალურ უჯრედებში და "იხსნის" მათ ფოლის მჟავას ანტაგონისტების ტოქსიკური ეფექტებისგან, სიმსივნური უჯრედების ნაცვლად, მემბრანული სატრანსპორტო მექანიზმების განსხვავების გამო. ეს პრინციპი წარმოადგენს მეტოტრექსატის მაღალი დოზით თერაპიის საფუძველს ფოლინის მჟავასთან ერთად.

თერაპიული ჩვენებები:

ფოლის მჟავას ანტაგონისტების ტოქსიკური ეფექტების პრევენცია და უვნებელყოფა.

მეგალობლასტური ანემიის მკურნალობა, კერძოდ, კვებითი დეფიციტის და სპრუს დაავადების გამო.

  • რა უნდა ვიცოდეთ მედიფოლინის მიღებამდე.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სიწორეში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების ტოქსიკური ეფექტების პროფილაქტიკისა და განეიტრალების მიზნით დოზა ყოველთვის უნდა შეირჩეს ექიმის მითითებით, რადგან ამ პრეპარატის დარეგულირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისას რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა დღეში.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტოტრექსატის გამოყოფა შეიძლება შეფერხდეს და შეიძლება საჭირო გახდეს ლეიკოვორინის უფრო მაღალი დოზებით (პერორალურზე მაღალი დოზა) ან ხანგრძლივი მიღება. შესაძლოა განხილულ იქნას ინტრავენური შეყვანა.

სხვა სპეციფიკური სიტუაციები

დეჰიდრატაცია:

თუ პაციენტი არ არის შესაბამისად ჰიდრატირებული, მეტოტრექსატის გამოყოფა შეიძლება შეფერხდეს და საჭირო გახდეს ლეიკოვორინის უფრო მაღალი დოზები (პერორალურზე მაღალი დოზა) ან ხანგრძლივი მიღება. შეიძლება განხილულ იქნას ინტრავენური გამოყნება.

შეშუპება:

თუ ადგილი აქვს სითხის დაგროვებას (მაგ. პლევრალური გამონაჟონი ან ასციტი), მეტოტრექსატის გამოყოფა შეიძლება შეფერხდეს და შეიძლება საჭირო გახდეს ლეიკოვორინის უფრო მაღალი დოზები (პერორალურ დოზაზე მაღალი) ან ხანგრძლივი მიღება. შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენური გამოყენება.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მედიფოლინი

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

სიფრთხილის ზომები

მედიფოლინი უკუნაჩვენებია პერნიციოზული ანემიის ან სხვა მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ვიტამინი B12-ის დეფიციტით. ამ შემთხვევებში მედიფოლინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემატოლოგიური რემისია, მაგრამ ნევროლოგიური გამოვლინებები განაგრძობს პროგრესირებას.

მედიფოლინი არ უნდა დაინიშნოს დაუდგენელი ანემიის მქონე პაციენტებში, პერნიციული ანემიის შენიღბვის რისკის გათვალისწინებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

საჭიროა სისხლში მეტოტრექსატის დონის კონტროლი ფოლინის მჟავას მიღებისას მეტოტრექსატის მაღალ დოზებთან ერთად.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ფოლინის მჟავას, შესაძლოა კვლავ აღენიშნოთ მეტოტრექსატის ტოქსიკური ეფექტები, განსაკუთრებით თუ მეტოტრექსატის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია (მაგ. თირკმლის დისფუნქცია). აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ფოლინის მჟავას მიღება მოხდეს მანამდე, სანამ სისხლში მეთოტრექსატის დონე არ დაიწევს არატოქსიკურ კონცენტრაციამდე.

მედიფოლინი არ უნდა დაინიშნოს 5-ფლუორურაცილთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის სიმპტომები, სიმძიმის მიუხედავად.

გარდა ამისა, მედიფოლინი არ უნდა დაინიშნოს 5-ფლუორურაცილთან ერთად იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ეპილეფსია/კრუნჩხვები. კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების სიხშირე მგრძნობიარე პედიატრიულ პაციენტებში.

ფოლინის მჟავით და 5-ფლუორურაცილით კომბინირებული მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში, რადგან ისინი უფრო მიდრეკილნი არიან 5-ფლუორურაცილის სერიოზული ტოქსიკური ეფექტების მიმართ.

ფოლიუმის მჟავას სხვა წარმოებულების მსგავსად, ფოლინის მჟავამ შეიძლება შეამციროს ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედება (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი), განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას.

ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ 5-ფლუორურაცილის ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს ამ მედიკამენტის ფოლინის მჟავასთან ერთად მიღებისას.

ფოლინის მჟავა არ უნდა დაინიშნოს ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებთან (მეთოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიმეტოპრიმი) ერთად, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ან შეწყვიტოს აღნიშნული მედიკამენტების ეფექტურობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებში კალციუმის ფოლინატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ფოლინის მჟავა დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მედიფოლინს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, მედიფოლინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირის აღსაწერად გამოიყენება შემდეგი ტერმინოლოგია:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს);

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს);

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს);

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს);

ძალიან იშვიათი (შეიძლება დააზიანოს 10 000-დან 1-მდე ადამიანს);

უცნობი (სიხშირის გამოთვლა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების მიხედვით).

  • სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ​​ჰიპერეოზინოფილია;

  • მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ​​ჰიპოკალციემია;

  • ნერვული სისტემის დარღვევები:

იშვიათი: კრუნჩხვები;

  • კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

არახშირი: სტომატიტი/აფტოზური წყლულები, დიარეა;

  • კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ​​ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები და ჭინჭრის ციება).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ.

თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ იფორმაციის მიწოდება უშუალოდ INFARMED, I.P.-თვის ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ონფორმაციის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოწოდებაში დახმარება.

INFARMED, I.P.

Direção de Gestao do Risco de Medicamentos

Parque da saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

პორტუგალია

ტელ: +351 21 798 73 73

მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი: +351 21 798 73 97

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

ელ.ფოსტა: [email protected]

ჭარბი დოზა

ფოლინის მჟავას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ორგანიზმი ინარჩუნებს საჭირო დოზას და გამოდევნის ჭარბ რაოდენობას.

თუ დაგავიწყდათ მედიფოლინის მიღება:

მედიკამენტი მიიღება რეგულარულად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

მედიფოლინის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის კალციუმის ფოლინატი. თითოეული კაფსულა შეიცავს 15 მგ კალციუმის ფოლინატს.

სხვა ინგრედიენტებია:

  • კაფსულის შემცველობა: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127) და ქინოლინი ყვითელი (E104)

პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

მედიფოლინის კაფსულები მოთავსებულია პვქ/ალუმინის ბლისტერებში. ხელმისაწვდომია 20 ან 60 კაფსულიანი შეფუთვა.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია

მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები რომელსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მედიფოლინი 15 მგ კაფსულები

კალციუმის ფოლინატი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია რადგან შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, ნუ გადასცემთ სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია, ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ.

რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, იმ გვერდითი მოვლენების ჩათვლით რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია

  • რა არის მედიფოლინი და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა ვიცოდეთ მედიფოლინის მიღებამდე.
  • როგორ მივიღოთ მედიფოლინი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • როგორ შევინახოთ მედიფოლინი.
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის მედიფოლინი და რისთვის გამოიყენება.

ფოლინის მჟავა ანუ ლეიკოვორინი არის ტეტრაჰიდროფოლის მჟავას აქტიური წარმოებული, ფოლის მჟავას შემცირებული ფორმა. ის მონაწილეობს რამდენიმე მეტაბოლურ პროცესში, მათ შორის ნუკლეინის მჟავას პურინებისა და პირიმიდინების ბიოსინთეზში.

თიმიდილატის სინთეზის დარღვევა ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში იწვევს დნმ-ის სინთეზის დარღვევას, რაც თავის მხრივ იწვევს მეგალობლასტების წარმოქმნას და მეგალობლასტურ ანემიას.

იმის გამო, რომ ფოლინის მჟავა ადვილად გარდაიქმნება სხვა ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოებულებად, ის არის ძლიერი ანტიდოტი ფოლის მჟავას ანტაგონისტების (მეტოტრექსატი, პირიმეთამინი, ტრიმეტოპრიმი) ჰემატოპოეტური ტოქსიკური ეფექტებისთვის.

ითვლება, რომ ზოგიერთ ტიპის კიბოს დროს ფოლინის მჟავა აღწევს ნორმალურ უჯრედებში და "იხსნის" მათ ფოლის მჟავას ანტაგონისტების ტოქსიკური ეფექტებისგან, სიმსივნური უჯრედების ნაცვლად, მემბრანული სატრანსპორტო მექანიზმების განსხვავების გამო. ეს პრინციპი წარმოადგენს მეტოტრექსატის მაღალი დოზით თერაპიის საფუძველს ფოლინის მჟავასთან ერთად.

თერაპიული ჩვენებები:

ფოლის მჟავას ანტაგონისტების ტოქსიკური ეფექტების პრევენცია და უვნებელყოფა.

მეგალობლასტური ანემიის მკურნალობა, კერძოდ, კვებითი დეფიციტის და სპრუს დაავადების გამო.

  • რა უნდა ვიცოდეთ მედიფოლინის მიღებამდე.

არ მიიღოთ მედიფოლინი

თუ ხართ ალერგიული ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მედიფოლინი უკუნაჩვენებია პერნიციოზული ანემიის ან სხვა მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ვიტამინი B12-ის დეფიციტით. ამ შემთხვევებში მედიფოლინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემატოლოგიური რემისია, მაგრამ ნევროლოგიური გამოვლინებები განაგრძობს პროგრესირებას.

მედიფოლინი არ უნდა დაინიშნოს დაუდგენელი ანემიის მქონე პაციენტებში, პერნიციული ანემიის შენიღბვის რისკის გათვალისწინებით.

სხვა მედიკამენტები და მედიფოლინი:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

საჭიროა სისხლში მეტოტრექსატის დონის კონტროლი ფოლინის მჟავას მიღებისას მეტოტრექსატის მაღალ დოზებთან ერთად.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ფოლინის მჟავას, შესაძლოა კვლავ აღენიშნოთ მეტოტრექსატის ტოქსიკური ეფექტები, განსაკუთრებით თუ მეტოტრექსატის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია (მაგ. თირკმლის დისფუნქცია). აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ფოლინის მჟავას მიღება მოხდეს მანამდე, სანამ სისხლში მეთოტრექსატის დონე არ დაიწევს არატოქსიკურ კონცენტრაციამდე.

მედიფოლინი არ უნდა დაინიშნოს 5-ფლუორურაცილთან ერთად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის სიმპტომები, სიმძიმის მიუხედავად.

გარდა ამისა, მედიფოლინი არ უნდა დაინიშნოს 5-ფლუორურაცილთან ერთად იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ეპილეფსია/კრუნჩხვები. კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების სიხშირე მგრძნობიარე პედიატრიულ პაციენტებში.

ფოლინის მჟავით და 5-ფლუორურაცილით კომბინირებული მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში, რადგან ისინი უფრო მიდრეკილნი არიან 5-ფლუორურაცილის სერიოზული ტოქსიკური ეფექტების მიმართ.

ფოლიუმის მჟავას სხვა წარმოებულების მსგავსად, ფოლინის მჟავამ შეიძლება შეამციროს ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედება (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი), განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას.

ექსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს, რომ 5-ფლუორურაცილის ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს ამ მედიკამენტის ფოლინის მჟავასთან ერთად მიღებისას.

ფოლინის მჟავა არ უნდა დაინიშნოს ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებთან (მეთოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიმეტოპრიმი) ერთად, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ან შეწყვიტოს აღნიშნული მედიკამენტების ეფექტურობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებში კალციუმის ფოლინატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ფოლინის მჟავა დედის რძეში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მედიფოლინს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • როგორ მიიღება მედიფოლინი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სიწორეში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების ტოქსიკური ეფექტების პროფილაქტიკისა და განეიტრალების მიზნით დოზა ყოველთვის უნდა შეირჩეს ექიმის მითითებით, რადგან ამ პრეპარატის დარეგულირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისას რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა დღეში.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტოტრექსატის გამოყოფა შეიძლება შეფერხდეს და შეიძლება საჭირო გახდეს ლეიკოვორინის უფრო მაღალი დოზებით (პერორალურზე მაღალი დოზა) ან ხანგრძლივი მიღება. შესაძლოა განხილულ იქნას ინტრავენური შეყვანა.

სხვა სპეციფიკური სიტუაციები

დეჰიდრატაცია:

თუ პაციენტი არ არის შესაბამისად ჰიდრატირებული, მეტოტრექსატის გამოყოფა შეიძლება შეფერხდეს და საჭირო გახდეს ლეიკოვორინის უფრო მაღალი დოზები (პერორალურზე მაღალი დოზა) ან ხანგრძლივი მიღება. შეიძლება განხილულ იქნას ინტრავენური გამოყნება.

შეშუპება:

თუ ადგილი აქვს სითხის დაგროვებას (მაგ. პლევრალური გამონაჟონი ან ასციტი), მეტოტრექსატის გამოყოფა შეიძლება შეფერხდეს და შეიძლება საჭირო გახდეს ლეიკოვორინის უფრო მაღალი დოზები (პერორალურ დოზაზე მაღალი) ან ხანგრძლივი მიღება. შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენური გამოყენება.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მედიფოლინი

დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

ფოლინის მჟავას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ორგანიზმი ინარჩუნებს საჭირო დოზას და გამოდევნის ჭარბ რაოდენობას.

თუ დაგავიწყდათ მედიფოლინის მიღება:

მედიკამენტი მიიღება რეგულარულად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, მედიფოლინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირის აღსაწერად გამოიყენება შემდეგი ტერმინოლოგია:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს);

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს);

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს);

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს);

ძალიან იშვიათი (შეიძლება დააზიანოს 10 000-დან 1-მდე ადამიანს);

უცნობი (სიხშირის გამოთვლა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების მიხედვით).

  • სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ​​ჰიპერეოზინოფილია;

  • მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ​​ჰიპოკალციემია;

  • ნერვული სისტემის დარღვევები:

იშვიათი: კრუნჩხვები;

  • კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

არახშირი: სტომატიტი/აფტოზური წყლულები, დიარეა;

  • კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ​​ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები და ჭინჭრის ციება).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ.

თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ იფორმაციის მიწოდება უშუალოდ INFARMED, I.P.-თვის ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ონფორმაციის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოწოდებაში დახმარება.

INFARMED, I.P.

Direção de Gestao do Risco de Medicamentos

Parque da saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

პორტუგალია

ტელ: +351 21 798 73 73

მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი: +351 21 798 73 97

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

ელ.ფოსტა: [email protected]

  • როგორ შევინახოთ მედიფოლინი

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია

მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები რომელსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

მედიფოლინის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის კალციუმის ფოლინატი. თითოეული კაფსულა შეიცავს 15 მგ კალციუმის ფოლინატს.

სხვა ინგრედიენტებია:

  • კაფსულის შემცველობა: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.
  • კაფსულის გარსი: ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127) და ქინოლინი ყვითელი (E104)

პროდუქციის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

მედიფოლინის კაფსულები მოთავსებულია პვქ/ალუმინის ბლისტერებში. ხელმისაწვდომია 20 ან 60 კაფსულიანი შეფუთვა.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Laboratorio Medinfar - Produtos Farmaceuticos, S.A.

ჰენრიკე დე პაივა კუსეიროს ქუჩა 29 - ვენდა ნოვა

2700-451 ამადორა

პორტუგალია

მწარმოებელი

Medinfar Manufacturing, S.A.

არმანდო მარტინს ტავარესის ინდუსტრიული პარკი

ქუტეირო და არმანდას ქ. 5

კონდეიშა-ა-ნოვა

3150-194 სებალი

პორტუგალია

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 11/2023

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა