პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

ფერბონი ინექცია 1%

Ferbon® inj. 1%

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკორეა
მოქმედი ნივთიერება
ფოლინატ (folinate)
ფორმა და შეფუთვა
1% 200მგ/20მლ 20მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №5
მწარმოებელი
SAMJIN PHARMACEUTICAL CO., LTD., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, დეტოქსიკაციური საშუალებები ანტინეოპლაზური მკურნალობისთვის
ATC კოდი
V03AF03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043509
რეგისტრირებულია
3 ივლისი 2025, მოქმედებს 31 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფერბონი ინექცია 1% და სხვა წამალი ერთად

ფერბონი ინექცია 1% — ინსტრუქცია ქართულად

სიფრთხილის ზომები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ვიტამინი B12 დეფიციტით და სხვა მეგალობლასტური ანემიებით გამოწვეული პერნიციოზული ანემიის სამკურნალოდ. ჰემატოლოგიური რემისია შეიძლება აღინიშნოს მაშინაც კი, როცა ნევროლოგიური სიმპტომები განაგრძობს პროგრესირებას.

  • არ შეიძლება შეყვანა შემდეგ პაციენტებში

ორსული და მეძუძური ქალები (შეზღუდულია 5-FU-თან ერთად გამოყენება).

  • სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ პაციენტებში

ორსული და მეძუძური ქალები (როდესაც გამოიყენება ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების ტოქსიკურობის შესამცირებლად).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

  • ვინაიდან ეს პრეპარატი არის კოფაქტორი, მას შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების სიხშირე კრუნჩხვების მაღალი რისკის მქონე პედიატრიულ პაციენტებში, პლაზმაში ფენობარბიტალის, ფენიტოინის და პრიმიდონის კონცენტრაციის შემცირებით, რაც გამოწვეული იქნება ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გაზრდით, ამიტომ უნდა გაიზომოს პლაზმური კონცენტრაცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ან მასთან ერთდროული მიღების შემდეგ და დოზა უნდა დაკორექტირდეს.
  • ეს პრეპარატი ზრდის 5-FU-ის ეფექტურობას და მის გვერდით მოვლენებს.
  • ფოლიუმის მჟავას მაინჰიბირებელ ანტისიმსივნურ საშუალებებთან, როგორიცაა მეტოტრექსატი და პირიმეტამინი, ერთდროულად მიღებისას, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობა მცირდება ან მთლიანად ნეიტრალდება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

  • ამ პრეპარატის გამოყენება ორსულებში არ არის შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ 50-ჯერ მაღალი დოზით შეყვანისას ვირთაგვებსა და ბოცვრებში მან არ გამოავლინა ნაყოფის ტოქსიკურობა, ის ყოველთვის ვერ იქნება პროგნოზირებადი ადამიანებში ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე. ამიტომ ორსულ ქალებში უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. თუმცა, ის არ უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში 5-FU-სთან ერთად.
  • უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძით. ვინაიდან მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, სიფრთხილეა საჭირო მეძუძურ დედებში მათი დანიშვნისას. თუმცა, მისი დანიშვნა არ შეიძლება მეძუძურ დედებში 5-FU-სთან ერთად.
  • ხანდაზმულები
  • კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას 5-FU-სთან ერთად გამოყენების დროს, ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ სერიოზული კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობის რისკი, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
  • ხანდაზმულ პაციენტებს ზოგადად დაქვეითებული აქვთ ფიზიოლოგიური ფუნქციები, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.

გვერდითი მოვლენები

  • ჰიპერმგრძნობელობა: შეიძლება აღინიშნოს ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჭინჭრის ციება და ა.შ.
  • შეყვანის ადგილი: შეიძლება აღინიშნოს სისხლძარღვთა ტკივილი (ინტრავენურად შეყვანისას) და გარდამავალი ტკივილი (ინტრამუსკულარული შეყვანისას).
  • შეიძლება აღინიშნოს ცხელება.
  • მენტალურ-ნერვული სისტემა: შეიძლება აღინიშნოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (დამბლა, აგზნება, დეპრესია).
  • 5-FU-სთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დიარეა, კანისმიერი რეაქციები, კანის სიმშრალე, სტომატიტი, კონიუნქტივიტი, მუკოზიტი, მსუბუქი ჰემატოტოქსიკურობა და ლეიკოპენია დოზირების კომბინაციის მიხედვით. მწვავე დიარეის შემთხვევაში განიხილება 5-FU-ის დოზის შემცირება.
  • ზოგადი სიფრთხილის ზომები
  • ამ პრეპარატის გამოყენება მეტოტრექსატთან ერთად უნდა მოხდეს იმ ექიმის ხელმძღვანელობით, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენების გამოცდილება.
  • ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებით დოზის გადაჭარბების მკურნალობისას ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება სწრაფად. ამ პრეპარატის ტოქსიურობის შემამცირებელი ეფექტი მცირდება მეტოტრექსატის მიღებასა და კალციუმის ფოლინატით მკურნალობას შორის დროის ინტერვალის მატებასთან ერთად.
  • შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზომვა იძლევა ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდისა და ოპტიმალური დოზის დადგენის საშუალებას.

ღრუში სითხის დაგროვებამ, როგორიცაა ასციტი ან პერიტონეალური გამონაჟონი, თირკმლის უკმარისობამ ან პათოლოგიურმა ჰიდრატაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეტოტრექსატის ორგანიზმიდან გამოყოფის შეფერხება. ასეთ შემთხვევებში კალციუმის ფოლინატის მაღალი დოზები შეჰყავთ ინტრავენურად.

  • ვინაიდან ამ პრეპარატის შეყვანა ხდება იგივე სატრანსპორტო გზით რაც მეტოტრექსატის, თუ პაციენტი რეზისტენტულია მეტოტრექსატის მიმართ, მემბრანული ტრანსპორტის შემცირების გამო, ეს ნიშნავს, რომ პაციენტი ასევე რეზისტენტული იქნება ამ პრეპარატის მიმართაც. თუ პაციენტი ვერ ითვისებს პრეპარატს, ან თუ შეიძლება განვითარდეს ღებინება, მაშინ რეკომენდებულია ამ პრეპარატის პარენტერალური შეყვანა ფოლიუმის მჟავას ინჰიბიტორის შეყვანის შემდეგ. გარდა ამისა, ინტრავენურად შეიყვანება რეკომენდებულ პერორალურ დოზაზე მაღალი დოზა.
  • მოერიდეთ დოზის გადაჭარბებას, განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების დროს, რადგან ამ პრეპარატის განმეორებითმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაგროვება, რითაც შეასუსტებს მეტოტრექსატის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს.
  • ეს პრეპარატი არ გამოიყენება დნმ-ის სინთეზის ინჰიბიტორებით გამოწვეული მაკროციტოზის სამკურნალოდ (მაგ., ჰიდროქსიკარბამიდი, ციტარაბინი, მეკაპტოპურინი, თიოგუანინი).
  • ეს პრეპარატი არაეფექტურია სხვა გვერდითი მოვლენების დროს, გარდა მეტოტრექსატით გამოწვეული ჰემატოტოქსიკურობისა (მაგ. ნეფროტოქსიკურობა).
  • კლინიკური ტესტები, როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება 5-FU-სთან ერთად

① ყოველი შეყვანის წინ უნდა მოხდეს თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა და დიფერენციალური სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. გაიმეორეთ ყოველ კვირას, პირველი ორი ციკლის განმავლობაში, და შემდგომ, ერთხელ ლეიკოციტების მოსალოდნელი მინიმალური მაჩვენებლის დროს

② ელექტროლიტებისა და ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა გაკეთდეს ყოველი გაკეთების წინ პირველ სამი ციკლის განმავლობაში, ამის შემდეგ, ტესტები უნდა გაკეთდეს ყოველი მეორე ციკლის შემდეგ, გაკეთების წინ .

③ გვერდითი მოვლენების სიმძიმის მიხედვით, 5-FU-ის დოზა იცვლება შემდეგნაირად:

<ცხრილი 1>

დიარეა და/ან სტომატიტი

ლეიკოციტების/1 მმ³ კონცენტრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

თრომბოციტების/1 მმ³ რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

5-ფტორურაცილის დოზა

ზომიერი

1000~1900

25~75,000

20%-იანი შემცირება

მძიმე

<1000

<25000

30%-იანი შემცირება

თუ გვერდითი მოვლენები არ ვლინდება, მაშინ 5-FU-ის დოზა შეიძლება გაიზარდოს 10%-ით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ მიიღწევა ლეიკოციტების 4000/მმ3 და თრომბოციტების 130000/მმ3 რაოდენობა. თუ სისხლის მაჩვენებლები არ მიაღწევს ამ მაჩვენებლებს 2 კვირის განმავლობაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის ყოველი კურსის წინ უნდა ჩატარდეს ფიზიკური გამოკვლევა და შესაბამისი შემდგომი რადიოლოგიური გამოკვლევები საჭიროებისამებრ. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ არსებობს სიმსივნის პროგრესირების აშკარა ნიშნები.

შენახვის პირობები

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • პრეპარატის ორიგინალ შეფუთვიდან ამოღებამ და სხვა კონტეინერში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს მისი შეცდომით გამოყენება ან ხარისხის გაუარესება, ამიტომ შეინახეთ იგი ორიგინალ შეფუთვაში და მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში.

■ შენახვის პირობები

სინათლის მიმართ მდგრადი, ჰერმეტული კონტეინერი ინახება 20 - 8℃ ტემპერატურაზე

■ შეფუთვის შიგთავსი

10 ფლაკონი/კოლოფი (5მლ/ფლაკონი)

10 ფლაკონი/კოლოფი (10მლ/ფლაკონი)

5 ფლაკონი/კოლოფი (20მლ/ფლაკონი)

1 ფლაკონი/კოლოფი (30მლ/ფლაკონი)

1 ფლაკონი/კოლოფი (50მლ/ფლაკონი)

■ მწარმოებელი

Samjin Pharmaceutical Co., Ltd.

156, Osongsaengmyeong 6-ro, Osong-eup, Heungdeok-gu, Cheongju-si, Chungcheongbuk-do

※ ამ თანდართული დოკუმენტის გადახედვის თარიღის შემდეგ (2023 წლის 19 ივლისი) განხორციელებული ცვლილებები შეგიძლიათ შეამოწმოთ ვებგვერდზე (www.samjinpharm.co.kr) ან მომხმარებელთა კონსულტაციის ცენტრში (აბონენტის ნომერი 080-082-1234).

※ თუ გვერდითი მოვლენები ვლინდება წამლის გამოყენების შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ კორეის ფარმაცევტული უსაფრთხოებისა და მართვის ინსტიტუტს ზიანის შემსუბუქების მიზნით.

※ წამლები, რომლებსაც ვადა გაუვიდა ან გაუუარესდა მდგომარება, გაფუჭდა, დაბინძურდა ან დაზიანდა, შეეცვლებათ მხოლოდ მათ, ვინც გახსნა ისინი აფთიაქში და ა.შ.

※ არ გამოიყენოთ მედიკამენტები, რომლებსაც ვადა გაუვიდა.

※ გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.

※ პროდუქტის შეფუთვაზე ცალკე მითითებულია პროდუქტის ვარგისობის ვადა.

Samjin (სამჯინ)

Samjin Pharm. (სამჯინ ფარმ)

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო

ანტიდოტი

რეცეპტით გასაცემი პრეპარატი

ფერბონი® ინექცია 1%(FERBON® Inj. 1%) (კალციუმის ფოლინატი)

ფერბონი® ინექცია 1%

■ შემადგენლობა

1 მლ-ზე:

კალციუმის ფოლინატი ··································································· 10.8 მგ (10 მგ ფოლინატის სახით)

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა (1:20), ნატრიუმის ქლორიდი

გამხსნელი: საინექციო წყალი

■ აღწერა

უფერო ან ღია ყვითელი, გამჭვირვალე საინექციო ხსნარი ყავისფერ მინის ფლაკონში.

■ ჩვენება

ნაჩვენებია ფოლატის მეტაბოლიზმის ანტაგონისტების ტოქსიურობის შესამცირებლად.

5-ფტორურაცილთან (5-FU) ერთად გამოყენება შორს წასული კოლორექტალური კიბოს დროს.

■ დოზირება და გამოყენება

სტანდარტული თერაპია მეტოტრექსატით: თუ მეთოტრექსატის (ფოლის მჟავას ანტაგონისტი) ჩვეულებრივი დოზის მიღებისას გამოვლინდება არასასურველი რეაქციები, უნდა ჩატარდეს 6-12 მგ ფოლის მჟავას ინტრამუსკულარული შეყვანა დღეში 4-ჯერ, ყოველ 6 საათში. მეთოტრექსატის ზედოზირების შემთხვევაში, კალციუმის ფოლინატი უნდა შეიყვანოთ იმავე რაოდენობით, რა რაოდენობით იყო მიღებული მეტოტრექსატი

მეთოტრექსატი–ფოლინატის „გადარჩენის თერაპია“: მეტოტრექსატის შეყვანის დასრულებიდან 3 საათის შემდეგ, ფოლინატის 15 მგ შეიყვანება ინტრავენურად 9-ჯერ, ყოველ 3 საათში ერთხელ, შემდეგ კი ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად 8-ჯერ, ყოველ 6 საათში ერთხელ. თუ ვლინდება მეტოტრექსატით გამოწვეული მძიმე გვერდითი მოვლენები, აუცილებელია დოზის გაზრდა და თერაპიის გახანგრძლივება.

5-ფტორურაცილთან (5-FU) ერთად გამოყენება შორს წასული კოლორექტალური კიბოს დროს: აირჩიეთ ორი რეჟიმიდან ერთი.

  • 200 მგ/მ2 კალციუმის ფოლინატი ნელა შეიყვანება ინტრავენურად მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში და შემდეგ მიიღება 5-FU-ი 370 მგ/მ2 ინტრავენურად დღეში ერთხელ.
  • 20 მგ/მ2 კალციუმის ფოლინატი შეიყვანება ინტრავენურად ერთხელ დღეში, შემდეგ კი მიიღება 5-FU-ი 425 მგ/მ2 ინტრავენურად. არ შეიძლება მათი ერთდროულად შეყვანა, რადგან მათი შერევისას შეიძლება წარმოიქმნას 5-FU-ის და ფოლინატის ნალექი. ზემოაღნიშნული მკურნალობა გრძელდება 5 დღის განმავლობაში და შემდეგ მეორდება 4 კვირიანი ინტერვალით.

■ სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

  • გაფრთხილებები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ვიტამინი B12 დეფიციტით და სხვა მეგალობლასტური ანემიებით გამოწვეული პერნიციოზული ანემიის სამკურნალოდ. ჰემატოლოგიური რემისია შეიძლება აღინიშნოს მაშინაც კი, როცა ნევროლოგიური სიმპტომები განაგრძობს პროგრესირებას.

  • არ შეიძლება შეყვანა შემდეგ პაციენტებში

ორსული და მეძუძური ქალები (შეზღუდულია 5-FU-თან ერთად გამოყენება).

  • სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ პაციენტებში

ორსული და მეძუძური ქალები (როდესაც გამოიყენება ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტების ტოქსიკურობის შესამცირებლად).

  • გვერდითი მოვლენები
  • ჰიპერმგრძნობელობა: შეიძლება აღინიშნოს ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჭინჭრის ციება და ა.შ.
  • შეყვანის ადგილი: შეიძლება აღინიშნოს სისხლძარღვთა ტკივილი (ინტრავენურად შეყვანისას) და გარდამავალი ტკივილი (ინტრამუსკულარული შეყვანისას).
  • შეიძლება აღინიშნოს ცხელება.
  • მენტალურ-ნერვული სისტემა: შეიძლება აღინიშნოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (დამბლა, აგზნება, დეპრესია).
  • 5-FU-სთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დიარეა, კანისმიერი რეაქციები, კანის სიმშრალე, სტომატიტი, კონიუნქტივიტი, მუკოზიტი, მსუბუქი ჰემატოტოქსიკურობა და ლეიკოპენია დოზირების კომბინაციის მიხედვით. მწვავე დიარეის შემთხვევაში განიხილება 5-FU-ის დოზის შემცირება.
  • ზოგადი სიფრთხილის ზომები
  • ამ პრეპარატის გამოყენება მეტოტრექსატთან ერთად უნდა მოხდეს იმ ექიმის ხელმძღვანელობით, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენების გამოცდილება.
  • ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებით დოზის გადაჭარბების მკურნალობისას ეს პრეპარატი უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება სწრაფად. ამ პრეპარატის ტოქსიურობის შემამცირებელი ეფექტი მცირდება მეტოტრექსატის მიღებასა და კალციუმის ფოლინატით მკურნალობას შორის დროის ინტერვალის მატებასთან ერთად.
  • შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზომვა იძლევა ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდისა და ოპტიმალური დოზის დადგენის საშუალებას.

ღრუში სითხის დაგროვებამ, როგორიცაა ასციტი ან პერიტონეალური გამონაჟონი, თირკმლის უკმარისობამ ან პათოლოგიურმა ჰიდრატაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეტოტრექსატის ორგანიზმიდან გამოყოფის შეფერხება. ასეთ შემთხვევებში კალციუმის ფოლინატის მაღალი დოზები შეჰყავთ ინტრავენურად.

  • ვინაიდან ამ პრეპარატის შეყვანა ხდება იგივე სატრანსპორტო გზით რაც მეტოტრექსატის, თუ პაციენტი რეზისტენტულია მეტოტრექსატის მიმართ, მემბრანული ტრანსპორტის შემცირების გამო, ეს ნიშნავს, რომ პაციენტი ასევე რეზისტენტული იქნება ამ პრეპარატის მიმართაც. თუ პაციენტი ვერ ითვისებს პრეპარატს, ან თუ შეიძლება განვითარდეს ღებინება, მაშინ რეკომენდებულია ამ პრეპარატის პარენტერალური შეყვანა ფოლიუმის მჟავას ინჰიბიტორის შეყვანის შემდეგ. გარდა ამისა, ინტრავენურად შეიყვანება რეკომენდებულ პერორალურ დოზაზე მაღალი დოზა.
  • მოერიდეთ დოზის გადაჭარბებას, განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების დროს, რადგან ამ პრეპარატის განმეორებითმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაგროვება, რითაც შეასუსტებს მეტოტრექსატის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს.
  • ეს პრეპარატი არ გამოიყენება დნმ-ის სინთეზის ინჰიბიტორებით გამოწვეული მაკროციტოზის სამკურნალოდ (მაგ., ჰიდროქსიკარბამიდი, ციტარაბინი, მეკაპტოპურინი, თიოგუანინი).
  • ეს პრეპარატი არაეფექტურია სხვა გვერდითი მოვლენების დროს, გარდა მეტოტრექსატით გამოწვეული ჰემატოტოქსიკურობისა (მაგ. ნეფროტოქსიკურობა).
  • კლინიკური ტესტები, როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება 5-FU-სთან ერთად

① ყოველი შეყვანის წინ უნდა მოხდეს თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა და დიფერენციალური სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. გაიმეორეთ ყოველ კვირას, პირველი ორი ციკლის განმავლობაში, და შემდგომ, ერთხელ ლეიკოციტების მოსალოდნელი მინიმალური მაჩვენებლის დროს

② ელექტროლიტებისა და ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა გაკეთდეს ყოველი გაკეთების წინ პირველ სამი ციკლის განმავლობაში, ამის შემდეგ, ტესტები უნდა გაკეთდეს ყოველი მეორე ციკლის შემდეგ, გაკეთების წინ .

③ გვერდითი მოვლენების სიმძიმის მიხედვით, 5-FU-ის დოზა იცვლება შემდეგნაირად:

<ცხრილი 1>

დიარეა და/ან სტომატიტი

ლეიკოციტების/1 მმ³ კონცენტრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

თრომბოციტების/1 მმ³ რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

5-ფტორურაცილის დოზა

ზომიერი

1000~1900

25~75,000

20%-იანი შემცირება

მძიმე

<1000

<25000

30%-იანი შემცირება

თუ გვერდითი მოვლენები არ ვლინდება, მაშინ 5-FU-ის დოზა შეიძლება გაიზარდოს 10%-ით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ მიიღწევა ლეიკოციტების 4000/მმ3 და თრომბოციტების 130000/მმ3 რაოდენობა. თუ სისხლის მაჩვენებლები არ მიაღწევს ამ მაჩვენებლებს 2 კვირის განმავლობაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის ყოველი კურსის წინ უნდა ჩატარდეს ფიზიკური გამოკვლევა და შესაბამისი შემდგომი რადიოლოგიური გამოკვლევები საჭიროებისამებრ. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ არსებობს სიმსივნის პროგრესირების აშკარა ნიშნები.

  • ურთიერთქმედება
  • ვინაიდან ეს პრეპარატი არის კოფაქტორი, მას შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების სიხშირე კრუნჩხვების მაღალი რისკის მქონე პედიატრიულ პაციენტებში, პლაზმაში ფენობარბიტალის, ფენიტოინის და პრიმიდონის კონცენტრაციის შემცირებით, რაც გამოწვეული იქნება ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გაზრდით, ამიტომ უნდა გაიზომოს პლაზმური კონცენტრაცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ან მასთან ერთდროული მიღების შემდეგ და დოზა უნდა დაკორექტირდეს.
  • ეს პრეპარატი ზრდის 5-FU-ის ეფექტურობას და მის გვერდით მოვლენებს.
  • ფოლიუმის მჟავას მაინჰიბირებელ ანტისიმსივნურ საშუალებებთან, როგორიცაა მეტოტრექსატი და პირიმეტამინი, ერთდროულად მიღებისას, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობა მცირდება ან მთლიანად ნეიტრალდება.
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • ამ პრეპარატის გამოყენება ორსულებში არ არის შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ 50-ჯერ მაღალი დოზით შეყვანისას ვირთაგვებსა და ბოცვრებში მან არ გამოავლინა ნაყოფის ტოქსიკურობა, ის ყოველთვის ვერ იქნება პროგნოზირებადი ადამიანებში ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე. ამიტომ ორსულ ქალებში უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. თუმცა, ის არ უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში 5-FU-სთან ერთად.
  • უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძით. ვინაიდან მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, სიფრთხილეა საჭირო მეძუძურ დედებში მათი დანიშვნისას. თუმცა, მისი დანიშვნა არ შეიძლება მეძუძურ დედებში 5-FU-სთან ერთად.
  • ხანდაზმულები
  • კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას 5-FU-სთან ერთად გამოყენების დროს, ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ სერიოზული კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობის რისკი, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
  • ხანდაზმულ პაციენტებს ზოგადად დაქვეითებული აქვთ ფიზიოლოგიური ფუნქციები, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.
  • სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
  • ამ პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება ინტრათეკალურად.
  • ეს პრეპარატი შეიცავს კალციუმს, ამიტომ ინტრავენურად შეყვანისას საჭიროა სიფრთხილე, რომ დოზა არ აღემატებოდეს 160 მგ-ს წუთში.
  • სიფრთხილის ზომები შენახვისა და უტილიზაციის დროს.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • პრეპარატის ორიგინალ შეფუთვიდან ამოღებამ და სხვა კონტეინერში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს მისი შეცდომით გამოყენება ან ხარისხის გაუარესება, ამიტომ შეინახეთ იგი ორიგინალ შეფუთვაში და მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში.

■ შენახვის პირობები

სინათლის მიმართ მდგრადი, ჰერმეტული კონტეინერი ინახება 20 - 8℃ ტემპერატურაზე

■ შეფუთვის შიგთავსი

10 ფლაკონი/კოლოფი (5მლ/ფლაკონი)

10 ფლაკონი/კოლოფი (10მლ/ფლაკონი)

5 ფლაკონი/კოლოფი (20მლ/ფლაკონი)

1 ფლაკონი/კოლოფი (30მლ/ფლაკონი)

1 ფლაკონი/კოლოფი (50მლ/ფლაკონი)

■ მწარმოებელი

Samjin Pharmaceutical Co., Ltd.

156, Osongsaengmyeong 6-ro, Osong-eup, Heungdeok-gu, Cheongju-si, Chungcheongbuk-do

※ ამ თანდართული დოკუმენტის გადახედვის თარიღის შემდეგ (2023 წლის 19 ივლისი) განხორციელებული ცვლილებები შეგიძლიათ შეამოწმოთ ვებგვერდზე (www.samjinpharm.co.kr) ან მომხმარებელთა კონსულტაციის ცენტრში (აბონენტის ნომერი 080-082-1234).

※ თუ გვერდითი მოვლენები ვლინდება წამლის გამოყენების შემდეგ, შეგიძლიათ მიმართოთ კორეის ფარმაცევტული უსაფრთხოებისა და მართვის ინსტიტუტს ზიანის შემსუბუქების მიზნით.

※ წამლები, რომლებსაც ვადა გაუვიდა ან გაუუარესდა მდგომარება, გაფუჭდა, დაბინძურდა ან დაზიანდა, შეეცვლებათ მხოლოდ მათ, ვინც გახსნა ისინი აფთიაქში და ა.შ.

※ არ გამოიყენოთ მედიკამენტები, რომლებსაც ვადა გაუვიდა.

※ გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.

※ პროდუქტის შეფუთვაზე ცალკე მითითებულია პროდუქტის ვარგისობის ვადა.

Samjin (სამჯინ)

Samjin Pharm. (სამჯინ ფარმ)

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა