პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

კალციუმის ფოლინატი ნორმონი 50 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად EFG

Folinato cálcico Normon 50 mg polvo y disolvente para solución inyectable EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

კალციუმის ფოლინატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დეტოქსიკაციურ საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფოლინატ (folinate)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, დეტოქსიკაციური საშუალებები ანტინეოპლაზური მკურნალობისთვის
ATC კოდი
V03AF03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043236
რეგისტრირებულია
8 მაისი 2025, მოქმედებს 8 მაისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკალციუმის ფოლინატი ნორმონი 50 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად EFG და სხვა წამალი ერთად

კალციუმის ფოლინატი ნორმონი 50 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კალციუმის ფოლინატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დეტოქსიკაციურ საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ.

კალციუმის ფოლინატი ნორმონი ნაჩვენებია:

ტოქსიკურობის შესამცირებლად და სხვა მედიკამენტების ეფექტის საწინააღმდეგოდ, რომლებიც გამოიყენება სიმსივნეების და დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში;

გარკვეული ანტისიმსივნური თერაპიის დროს 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ მათ შეყავთ თქვენთვის განკუთვნილი მედიკამენტი.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კალციუმის ფოლინატით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან არ დადგება სასურველი თერაპიული ეფექტი.

კალციუმის ფოლინატის გამოყენება ზრდის 5-ფტორურაცილის ტოქსიკურობას, ამიტომ ამ ორი პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ანტისიმსივნური თერაპიის გამოცდილების მქონე ექიმის ზედამხედველობით.

კალციუმის ფოლინატი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

კალციუმის ფოლინატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას მკურნალი ექიმი მოახდენს პაციენტის შესაბამის მკურნალობას. არ არის აღწერილი დიდი დაზიანებები პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს კალციუმის ფოლინატის რეკომენდებულზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზები. მეთოტრექსატთან ერთად კალციუმის ფოლინატის დოზის გადაჭარბებისას, მეთოტრექსატის ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს.

5-ფტორურაცილისა და კალციუმის ფოლინატის დოზის გადაჭარბებისას გამოყენებულ უნდა იქნეს 5-ფტროურაცილის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო თერაპია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია კალციუმის ფოლინატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა პერნიციოზული ანემია (დარღვევა, რომელიც ხასიათდება სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობის დაქვეითებით) ან სხვა მეგალობლასტური ანემიები, გამოწვეული B12 ვიტამინის დეფიციტით.

სიფრთხილის ზომები

კალციუმის ფოლინატი ნორმონი ინიშნება მხოლოდ ინტრამუსკულური ან ინტრავენური ინექციის სახით;

კალციუმის ფოლინატი ნორმონით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს პერნიციოზული ანემია და სხვა მეგალობლასტური ანემიები, გამოწვეული B12 ვიტამინის დეფიციტით.

კალციუმის ფოლინატი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია და მკურნალობს ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით და სუქცინიმიდებით, რადგან არსებობს შეტევების სიხშირის გაზრდის რისკი;

თუ პაციენტი მკურნალობდა სხვა ანტისიმსივნური მედიკამენტით, როგორიცაა:

5-ფტორურაცილი:

კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს 5-ფტორურაცილის ტოქსიკურობა;

შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ხანდაზმულებში ან დასუსტებულ პაციენტებში;

თუ პაციენტს აქვს ფაღარათი, რადგან ეს შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის სიმპტომი იყოს;

რადგან მკურნალობის დროს ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლში კალციუმის დონე.

მეთოტრექსატი

მეთოტრექსატით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კალციუმის ფოლინატის უფრო მაღალი დოზები ან ხანგრძლივი გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.

გარკვეული მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ კალციუმის ფოლინატთან, ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან მათი მკურნალობის შეწყვეტა.

მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტები (მაგ.: კოტრიმოქსაზოლი, პირიმეთამინი), რადგან მათი ეფექტიანობა შეიძლება დაქვეითდეს კალციუმის ფოლინატთან ერთად გამოყენებისას;

ანტიეპილეფსიური მედიკამენტები: ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ფენიტოინი და სუქცინიმიდები. კალციუმის ფოლინატმა შეიძლება დააქვეითოს ამ მედიკამენტების ეფექტი და გაზარდოს ეპილეფსიური გულყრების სიხშირე.

5-ფტორურაცილი, რადგან კალციუმის ფოლინატის 5-ფტორურაცილთან ერთად გამოყენებამ აჩვენა 5-ფტორურაცილის ეფექტიანობის და ტოქსიკურობის გაზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კალციუმის ფოლინატი ნორმონს არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

კალციუმის ფოლინატი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

არახშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

აღწერილ იქნა ცხელება კალციუმის ფოლინატის საინექციოს ხსნარის გაკეთებისას.

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

უძილობა, აგზნება და დეპრესია მაღალი დოზების შემდეგ;

გულყრების სიხშირის ზრდა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციების ჩათვლით.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https:www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

+34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

კალციუმის ფოლინატი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

კალციუმის ფოლინატი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

როცა კალციუმის ფოლინატი კეთდება მეთოტრექსატთან კომბინაციაში და მკურნალობა უეცრად წყდება, შეიძლება განვითარდეს მეთოტრექსატის გვერდითი ეფექტები, რომელთა საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონდა კალციუმის ფოლინატს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული კალციუმის ფოლინატით თერაპიის უეცრად შეწყვეტა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ფოლინის მჟავა. თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ ფოლინის მჟავას (კალციუმის ფოლინატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი. ფლაკონი გამხსნელით შეიცავს 5 მლ საინექციო წყალს.

პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

კალციუმის ფოლინატი ნორმონი 50 მგ წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს და 1 ამპულას ან 25 ფლაკონს და 25 ამპულას (ჰოსპიტალური შეფუთვა). გამხსნელის შემცველი ამპულით განზავების შემდეგ ხსანრის კონცენტრაციაა 10 მგ/მლ.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ მასში აღინიშნება ნაწილაკები ან ფერის ცვლილება განზავების შემდეგ.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

კალციუმის ფოლინატი ნორმონი 50 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ფოლინის მჟავა

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს კალციუმის ფოლინატი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კალციუმის ფოლინატი ნორმონის გამოყენებამდე

კალციუმის ფოლინატი ნორმონის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კალციუმის ფოლინატი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს კალციუმის ფოლინატი ნორმონი და მისი გამოყენება

კალციუმის ფოლინატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დეტოქსიკაციურ საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ.

კალციუმის ფოლინატი ნორმონი ნაჩვენებია:

ტოქსიკურობის შესამცირებლად და სხვა მედიკამენტების ეფექტის საწინააღმდეგოდ, რომლებიც გამოიყენება სიმსივნეების და დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში;

გარკვეული ანტისიმსივნური თერაპიის დროს 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში მოზრდილებში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კალციუმის ფოლინატი ნორმონის გამოყენებამდე

დაუშვებელია კალციუმის ფოლინატი ნორმონის გამოყენება

თუ პაციენტი ალერგიულია კალციუმის ფოლინატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა პერნიციოზული ანემია (დარღვევა, რომელიც ხასიათდება სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობის დაქვეითებით) ან სხვა მეგალობლასტური ანემიები, გამოწვეული B12 ვიტამინის დეფიციტით.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კალციუმის ფოლინატი ნორმონი ინიშნება მხოლოდ ინტრამუსკულური ან ინტრავენური ინექციის სახით;

კალციუმის ფოლინატი ნორმონით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს პერნიციოზული ანემია და სხვა მეგალობლასტური ანემიები, გამოწვეული B12 ვიტამინის დეფიციტით.

კალციუმის ფოლინატი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია და მკურნალობს ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით და სუქცინიმიდებით, რადგან არსებობს შეტევების სიხშირის გაზრდის რისკი;

თუ პაციენტი მკურნალობდა სხვა ანტისიმსივნური მედიკამენტით, როგორიცაა:

5-ფტორურაცილი:

კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს 5-ფტორურაცილის ტოქსიკურობა;

შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ხანდაზმულებში ან დასუსტებულ პაციენტებში;

თუ პაციენტს აქვს ფაღარათი, რადგან ეს შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის სიმპტომი იყოს;

რადგან მკურნალობის დროს ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლში კალციუმის დონე.

მეთოტრექსატი

მეთოტრექსატით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კალციუმის ფოლინატის უფრო მაღალი დოზები ან ხანგრძლივი გამოყენება.

სხვა მედიკამენტები და კალციუმის ფოლინატი ნორმონი

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.

გარკვეული მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ კალციუმის ფოლინატთან, ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან მათი მკურნალობის შეწყვეტა.

მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტები (მაგ.: კოტრიმოქსაზოლი, პირიმეთამინი), რადგან მათი ეფექტიანობა შეიძლება დაქვეითდეს კალციუმის ფოლინატთან ერთად გამოყენებისას;

ანტიეპილეფსიური მედიკამენტები: ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ფენიტოინი და სუქცინიმიდები. კალციუმის ფოლინატმა შეიძლება დააქვეითოს ამ მედიკამენტების ეფექტი და გაზარდოს ეპილეფსიური გულყრების სიხშირე.

5-ფტორურაცილი, რადგან კალციუმის ფოლინატის 5-ფტორურაცილთან ერთად გამოყენებამ აჩვენა 5-ფტორურაცილის ეფექტიანობის და ტოქსიკურობის გაზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

კალციუმის ფოლინატი ნორმონს არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

კალციუმის ფოლინატი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

კალციუმის ფოლინატი ნორმონის გამოყენების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ მათ შეყავთ თქვენთვის განკუთვნილი მედიკამენტი.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს კალციუმის ფოლინატით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან არ დადგება სასურველი თერაპიული ეფექტი.

კალციუმის ფოლინატის გამოყენება ზრდის 5-ფტორურაცილის ტოქსიკურობას, ამიტომ ამ ორი პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ანტისიმსივნური თერაპიის გამოცდილების მქონე ექიმის ზედამხედველობით.

კალციუმის ფოლინატი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

კალციუმის ფოლინატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას მკურნალი ექიმი მოახდენს პაციენტის შესაბამის მკურნალობას. არ არის აღწერილი დიდი დაზიანებები პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს კალციუმის ფოლინატის რეკომენდებულზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზები. მეთოტრექსატთან ერთად კალციუმის ფოლინატის დოზის გადაჭარბებისას, მეთოტრექსატის ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს.

5-ფტორურაცილისა და კალციუმის ფოლინატის დოზის გადაჭარბებისას გამოყენებულ უნდა იქნეს 5-ფტროურაცილის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო თერაპია.

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

კალციუმის ფოლინატი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

კალციუმის ფოლინატი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

როცა კალციუმის ფოლინატი კეთდება მეთოტრექსატთან კომბინაციაში და მკურნალობა უეცრად წყდება, შეიძლება განვითარდეს მეთოტრექსატის გვერდითი ეფექტები, რომელთა საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონდა კალციუმის ფოლინატს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული კალციუმის ფოლინატით თერაპიის უეცრად შეწყვეტა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

არახშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

აღწერილ იქნა ცხელება კალციუმის ფოლინატის საინექციოს ხსნარის გაკეთებისას.

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

უძილობა, აგზნება და დეპრესია მაღალი დოზების შემდეგ;

გულყრების სიხშირის ზრდა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციების ჩათვლით.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https:www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

კალციუმის ფოლინატი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ მასში აღინიშნება ნაწილაკები ან ფერის ცვლილება განზავების შემდეგ.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და შეფუთვის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კალციუმის ფოლინატი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა ფოლინის მჟავა. თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ ფოლინის მჟავას (კალციუმის ფოლინატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი. ფლაკონი გამხსნელით შეიცავს 5 მლ საინექციო წყალს.

პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

კალციუმის ფოლინატი ნორმონი 50 მგ წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს და 1 ამპულას ან 25 ფლაკონს და 25 ამპულას (ჰოსპიტალური შეფუთვა). გამხსნელის შემცველი ამპულით განზავების შემდეგ ხსანრის კონცენტრაციაა 10 მგ/მლ.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:

განზავება

ფლაკონი უნდა განზავდეს 5 მლ-იანი ამპულით, რომელიც შეიცავს საინექციო წყალს.

გამოყენების მეთოდი

კალციუმის ფოლინატი ნორმონი უნდა გაკეთდეს მხოლოდ ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად. ინტრავენური შეყვანის დროს არ უნდა მოხდეს წუთში 160 მგ-ზე მეტი კალციუმის ფოლინატის ინექცია, ხსნარში კალციუმის შემცველობის გამო.

ინტრავენური ინფუზიისათვის გამოყენებამდე კალციუმის ფოლინატი შეიძლება განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის ხსნარში.

შეუთავსებლობები

კალციუმის ფოლინატი ნორმონის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი შეუთავსებლობები:

კალციუმის ფოლინატი ნორმონი არ უნდა შეერიოს დროპერიდოლის, ფტორურაცილის, ფოსკარნეტის და მეთოტრექსატის საიენქციო ფორმებს. დროპერიდოლთან შერევისას მყისიერად წარმოიქმნება ნალექი. ნალექი შეიძლება წარმოიქმნას 5-ტორურაცილთან იმავე საინფუზიო სისტემაში შერევისას. ფოსკარნეტთან შერევისას წარმოიქმნება მღვრიე, ყვითელი ხსნარი.

შენახვა განზავების შემდეგ

რეკომენდებულია, რომ განზავებული ხსნარი გაკეთდეს მომზადებისთანავე. თუმცა ის შეიძლება შენახულ იქნეს 8 საათის განმავლობაში ტემპერატურაზე, რომელიც არ აჭარბებს 25ºC-ს ან მაცივარში (2ºC - 8ºC) მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.

გამოშვების სხვა ფორმები

კალციუმის ფოლინატი ნორმონი 350 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2021 წლის თებერვალი.

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა