მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის თერაპია, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, დიეტოთერაპიისა და ფიზიკური აქტივობის არაეფექტურობის დროს გლიკემიური ბალანსის აღსადგენად. მოზრდილებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ან ინსულინთან კომბინაციაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტფორმინ (metformin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ბიგუანიდები
- ATC კოდი
- A10BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038448
- რეგისტრირებულია
- 22 ივნისი 2023, მოქმედებს 22 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ინსუფორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის თერაპია, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, დიეტოთერაპიისა და ფიზიკური აქტივობის არაეფექტურობის დროს გლიკემიური ბალანსის აღსადგენად.
მოზრდილებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ან ინსულინთან კომბინაციაში.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან კომბინაციაში.
დიაბეტის გართულებების შემცირება ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და ჭარბი წონის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს პირველი რიგის თერაპიის სახით დიეტის დარღვევის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილები (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ≥ 90 მლ/წთ)
მონოთერაპია ან თერაპია სხვა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინაციაში
საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს 2-3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ყოველ 10-15 დღეში დოზის კორექცია უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებლების მიხედვით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების შესამცირებლად, პრეპარატის დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს თანდათანობით.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაღალ დოზებს (2 გ-დან 3 გ-მდე დღეში), ინსუფორის 500 მგ-იანი ორი ტაბლეტი შეიძლება შეიცვალოს ინსუფორის 1000 მგ ერთი ტაბლეტით. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 3000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში, დაყოფილი 3 მიღებაზე.
სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებიდან გადასვლისას აუცილებელია მისი მიღების შეწყვეტა და ინსუფორის მიღება ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით.
ინსულინთან კომბინაცია
შეიძლება მეტფორმინის და ინსულინის კომბინირება სისხლში გლუკოზის უკეთესი კორექციის მისაღწევად. მეტფორმინის ჩვეულებრივი საწყისი დოზები შეადგენს 500 მგ ან 850 მგ-ს 2-3-ჯერ დღე-ღამეში, ხოლო ინსულინის დოზა დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების მნიშვნელობებზე.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ამიტომ მეტფორმინის დოზა უნდა შეირჩეს თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგის ქვეშ.
თირკმლის უკმარისობა
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე უნდა შეფასდეს მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც. თირკმლის უკმარისობის პროგრესირების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის შეფასება უფრო ხშირად უნდა მოხდეს (ყოველ 3-6 თვეში ერთხელ).
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (მლ/წთ)
მაქსიმალური დღიური დოზა
(იყოფა 2-3 მიღებაზე)
გასათვალისწინებელი დამატებითი ფაქტორები
60-89
3000 მგ
თირკმელების ფუნქციის გაუარესების გამო უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება.
45-59
2000 მგ
მეტფორმინის მიღებამდე უნდა შეფასდეს ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ლაქტოაციდოზის რისკი.
საწყისი დოზა უნდა იყოს არაუმეტეს მაქსიმალური სადღეღამისო დოზის ნახევარზე მეტი.
30-44
1000 მგ
< 30
-
მეტფორმინი უკუნაჩვენებია.
ბავშვები
მონოთერაპია ან თერაპია ინსულინთან კომბინაციაში
ინსუფორი შეიძლება გამოყენებული იქნას 10 წლის ასაკიდან ბავშვებში და მოზარდებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ინსულინთან კომბინაციაში.
საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს ერთხელ დღე-ღამეში ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ყოველ 10-15 დღეში დოზის კორექცია უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებლების მიხედვით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების შესამცირებლად დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს.
მაქსიმალური რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში, დაყოფილი 2-3 მიღებად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგალითად, ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);
დიაბეტური პრეკომა;
თირკმლის მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ);
მწვავე მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობენ თირკმლის ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკით, როგორიცაა დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექციური დაავადებები, შოკი;
მწვავე დაავადებები ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილოვანი ჰიპოქსიის განვითარება: დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ახლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;
ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.
სიფრთხილის ზომები
ლაქტოაციდოზი
ლაქტოაციდოზი არის ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე მეტაბოლური გართულება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების, კარდიორესპირატორული დაავადების ან სეფსისის დროს. თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესებისას ხდება მეტფორმინის დაგროვდება, რაც ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.
დეჰიდრატაციის შემთხვევაში (დიარეა, ძლიერი ღებინება, ცხელება ან სითხის შემცირებული მიღება) მეტფორმინის გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაციები.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება მკვეთრად გააუარესონ თირკმლის ფუნქცია (როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)). ასევე გასათვალისწინებელია ლაქტოაციდოზის სხვა რისკ-ფაქტორები: ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა, ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, კეტოზი, გახანგრძლივებული შიმშილი და ჰიპოქსიასთან დაკავშირებული ნებისმიერი მდგომარეობა, აგრეთვე ლაქტოაციდოზის გამომწვევი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
პაციენტები და/ან მომვლელი პირები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ლაქტოაციდოზის რისკის შესახებ. ლაქტოაციდოზს ახასიათებს აციდოზური ქოშინი, მუცლის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, ასთენია და ჰიპოთერმია, რასაც მოჰყვება კომა.
ლაქტოაციდოზის ეჭვის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვან ლაბორატორიულ მაჩვენებლებს მიეკუთვნება: სისხლის pH-ის მნიშვნელობის დაქვეითება (< 7,35), პლაზმაში ლაქტატის დონის მატება 5 მმოლ/ლ-ზე ზემოთ და ანიონური ინტერვალის და ლაქტატ/პირუვატის თანაფარდობის ზრდა.
თირკმლის ფუნქცია
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად მომდევნო პერიოდში. მეტფორმინი უკუნაჩვენებია პაციენტებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით < 30 მლ/წთ. პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს იმ პირობების არსებობისას, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპოქსიის და თირკმლის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკი. სტაბილური გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტფორმინის გამოყენება შესაძლებელია გულის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული მონიტორინგის შემთხვევაში. მეტფორმინი უკუნაჩვენებია პაციენტებში მწვავე და არასტაბილური გულის უკმარისობით.
იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანა
იოდის შემცველი კონტრასტული პრეპარატების ინტრავასკულარულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტ-ინდუცირებული ნეფროპათია და, როგორც შედეგი, მეტფორმინის დაგროვება და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის ზრდა. მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს პროცედურის დაწყებამდე ან პროცედურის ჩატარების დროს და არ უნდა განახლდეს თირკმელების ფუნქციის ხელახალი შეფასებიდან და სტაბილურად მიჩნევიდან 48 საათზე ადრე.
ქირურგიული ჩარევები
საჭიროა მეტფორმინის გამოყენების შეწყვეტა გეგმიური ქირურგიის ჩარევის დროს, რომელიც ტარდება ზოგადი, სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზიის ქვეშ, და არ უნდა განახლდეს უადრეს 48 საათისა ოპერაციიდან ან ორალური კვების აღდგენიდან და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა თირკმელების ნორმალური ფუნქცია.
ბავშვები
მეტფორმინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი. ერთწლიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით, ბავშვებში არ გამოვლენილა მეტფორმინის გავლენა ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე. თუმცა, არ არსებობს მონაცემები მეტფორმინის გავლენის შესახებ ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე მისი უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას, ამიტომ რეკომენდირებულია ამ პარამეტრებზე ყურადღებით დაკვირვება ბავშვებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
10-12 წლის ასაკის ბავშვები
კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდა 10-12 წლის ასაკის 15 ბავშვი, მეტფორმინის გამოყენების ფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტების ამ ჯგუფში არ განსხვავდებოდა ასეთისგან უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. მიუხედავად ამისა, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს 10-12 წლის ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის სხვა ზომები
პაციენტებმა უნდა დაიცვან დიეტა ნახშირწყლების თანაბარი მიღებით მთელი დღის განმავლობაში. ჭარბი წონის მქონე პაციენტებმა უნდა გააგრძელონ დაბალკალორიული დიეტის დაცვა. შაქრიანი დიაბეტის კონტროლისთვის რეკომენდირებულია სტანდარტული ლაბორატორიული ანალიზების რეგულარულად ჩატარება.
მეტფორმინმა შეიძლება შეამციროს სისხლის შრატში B12 ვიტამინის დონე. B12 ვიტამინის დონის შემცირების რისკი იზრდება პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით გამოყენების, ხანგრძლივი თერაპიის დროს და/ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ B12 ვიტამინის დეფიციტის ცნობილი რისკ-ფაქტორები. თუ არსებობს ეჭვი B12 ვიტამინის დეფიციტზე, მაგალითად ანემიის ან ნეიროპათიის დროს, საჭიროა B12 ვიტამინის დონის მონიტორინგი. B12 ვიტამინის პერიოდული მონიტორინგი უნდა განიხილებოდეს B12 ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. მეტფორმინით თერაპია უნდა გაგრძელდეს მისი ამტანობის და უკუჩვენებების არარსებობის პირობებში. B12 ვიტამინის დეფიციტის მაკორექტირებელი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მოქმედი კლინიკური გაიდლაინების შესაბამისად.
მეტფორმინით მონოთერაპია არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, მაგრამ სიფრთხილე უნდა იქნას დაცული მეტფორმინის ინსულინთან ან სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან მეგლიტინიდებთან) ერთად გამოყენებისას.
გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მეტფორმინით მონოთერაპია არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, ამიტომ არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ მეტფორმინის გამოყენებისას სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (მაგ. სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან, ინსულინთან ან მეგლიტინიდებთან) ერთად.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კომბინაციები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდირებული
ალკოჰოლი
მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაკავშირებულია ლაქტოაციდოზის განვითარების გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის ან არასწორი კვების, აგრეთვე ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში.
იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები
მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს კვლევის დაწყებამდე ან კვლევის დროს და არ უნდა განახლდეს გამოკვლევიდან 48 საათზე ადრე და მხოლოდ თირკმელების ფუნქციის ხელახალი შეფასების და თირკმელების მდგომარეობის შემდგომი გაუარესების არარსებობის დადასტურების შემდეგ.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილის დაცვას საჭიროებენ
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა II ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეზულები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი დიურეზულები). ამ პრეპარატების გამოყენების დასაწყისში ან მეტფორმინთან ერთად გამოყენებისას, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენენ ჰიპერგლიკემიურ მოქმედებას (სისტემური და ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდები, სიმპათომიმეტიკები)
შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.
აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი თანმხლები თერაპიის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა მეტფორმინის დოზირების კორექტირება.
ორგანული კათიონების ტრანსპორტიორი (OCT)
მეტფორმინი არის სუბსტრატი როგორც OCT1, ასევე OCT2 ტრანსპორტიორებისთვის.
მეტფორმინის ერთდროულმა მიღებამ:
- OCT1 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ვერაპამილთან) შეიძლება შეამციროს მეტფორმინის ეფექტურობა;
- OCT1 ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან) შეიძლება გაზარდოს მეტფორმინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ეფექტურობა;
- OCT2 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ციმეტიდინთან, დოლუტეგრავირთან, რანოლაზინთან, ტრიმეტოპრიმთან, ვანდეტანიბთან, იზავუკონაზოლთან) შეიძლება შეამციროს მეტფორმინის თირკმელებით ელიმინაცია და ამით გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის მომატება პლაზმაში;
- OCT1 და OCT2 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კრიზოტინიბთან, ოლაპარიბთან) შეიძლება გავლენა იქონიოს მეტფორმინის ეფექტურობასა და თირკმელებით ელიმინაციაზე.
ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ეს პრეპარატები მეტფორმინთან ერთად გამოიყენება, რადგან მეტფორმინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განიხილოს მეტფორმინის დოზის კორექცია, რადგან OCT ინჰიბიტორებმა/ინდუქტორებმა შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტურობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უკონტროლო ჰიპერგლიკემია დაორსულების წინა პერიოდში და ორსულობის დროს დაკავშირებულია თანდაყოლილი ანომალიების, სპონტანური აბორტის, გესტაციური ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიისა და პერინატალური სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან. დედასა და ბავშვისთვის ჰიპერგლიკემიის არასასურველი შედეგების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მთელი ორსულობის განმავლობაში სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურთან მაქსიმალურად ახლოს იყოს შენარჩუნებული.
მეტფორმინი აღწევს ადამიანის პლაცენტაში, მისმა კონცენტრაციამ ნაყოფის ქსოვილებში შეიძლება მიაღწიოს დედის ორგანიზმში არსებულ დონეს.
ორსული ქალების შესახებ მონაცემების დიდი მოცულობა (გამოყენების 1000-ზე მეტი შედეგი) კოჰორტული კვლევიდან რეგისტრებისა და გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე (მეტაანალიზები, კლინიკური კვლევები და რეგისტრები) მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების ან ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობის მომატებული რისკის არარსებობაზე მეტფორმინის გამოყენებისას ჩასახვის წინა პერიოდში და/ან ორსულობის დროს.
არსებობს შეზღუდული და არაზუსტი მონაცემები მეტფორმინის გავლენის შესახებ გრძელვადიან შედეგზე ბავშვებში, რომლებიც დაექვემდებარენ ზემოქმედებას პრენატალურად. როგორც ჩანს, მეტფორმინი არ ახდენს გავლენას მოტორულ და სოციალურ განვითარებაზე 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც დაექვემდებარენ ზემოქმედებას ორსულობის დროს, თუმცა მონაცემები გრძელვადიანი შედეგების შესახებ შეზღუდულია.
კლინიკურად აუცილებლობის შემთხვევაში, მეტფორმინის გამოყენება ორსულობის დროს და ჩასახვის წინა პერიოდში შეიძლება განიხილოს ინსულინის დამატების ან ალტერნატივის სახით.
ლაქტაცია
მეტფორმინი აღწევს დედის რძეში. არ დაფიქსირებულა არასასურველი რეაქციები ახალშობილებში/ჩვილებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ძუძუთი კვებაზე. თუმცა, ვინაიდან მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული მეტფორმინით თერაპიის დროს. ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების სარგებელისა და ბავშვში არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციური რისკის გათვალისწინებით.
ფერტილობა
მეტფორმინი არ ახდენდა ზემოქმედებას მამრი და მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე 600 მგ-დე/კგ/დღეში დოზებით მიღებისას, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას, სხეულის ზედაპირის ფართობის გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
მკურნალობის დასაწყისში ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მადის ნაკლებობა. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ თავისთავად ქრება. მითითებული არასასურველი რეაქციების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია დოზის ნელა გაზრდა და პრეპარატის სადღეღამისო დოზის გამოყენება 2-3 მიღებაზე.
ქვემოთ აღწერილი არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს მეტფორმინით მკურნალობის დროს.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ხშირად - B12 ვიტამინის დონის დაქვეითება/დეფიციტი; ძალიან იშვიათად - ლაქტოაციდოზი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - გემოვნების დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მადის ნაკლებობა. ყველაზე ხშირად, ეს არასასურველი რეაქციები აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და, როგორც წესი, სპონტანურად ქრება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია მეტფორმინის გამოყენება 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების შესამცირებლად დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევის ან ჰეპატიტის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც ქრება მეტფორმინის მოხსნის შემდეგ.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - კანის რეაქციები, როგორიცაა ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება.
გამოყენება ბავშვებში
გამოქვეყნებული მონაცემები, პოსტმარკეტინგული მონაცემები, ასევე კლინიკური კვლევები შეზღუდული პედიატრიული პოპულაციის 10-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 წლის განმავლობაში, აჩვენებენ, რომ ბავშვებში არასასურველი რეაქციები ხასიათით და სიმძიმით მსგავსია ასეთისა ზრდასრულ პაციენტებში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აქვს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას 85 გ-მდე დოზით, ჰიპოგლიკემიის განვითარება არ აღინიშნა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ლაქტოაციდოზი. მეტფორმინის დოზის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ ან თანმხლებმა რისკ-ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზი გადაუდებელი მდგომარეობაა და მკურნალობა უნდა მოხდეს სტაციონარში. ყველაზე ეფექტური ღონისძიება ლაქტატისა და მეტფორმინის ორგანიზმიდან გამოსაყვანად არის ჰემოდიალიზი.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 500 მგ, 850 მგ ან 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, პოვიდონი К30, პოვიდონი К90, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II 85F18422 თეთრი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი).
პრეპარატის ათქ კოდი A10BA02
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიდიაბეტური პრეპარატები. ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, ინსულინის გარდა. ბიგუანიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
მეტფორმინი წარმოადგენს ბიგუანიდს ანტიჰიპერგლიკემიური თვისებებით, რომელიც ახდენ ეფექტს როგორც ბაზალურ, ასევე პოსტპრანდიალურ ჰიპერგლიკემიაზე. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.
მეტფორმინი ამცირებს ბაზალურ ჰიპერინსულინემიას და ინსულინთან კომბინაციაში, ინსულინის მოთხოვნილებას.
მეტფორმინი ახდენს ანტიჰიპერგლიკემიურ ეფექტს რამდენიმე მექანიზმის ხარჯზე.
მეტფორმინი ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავებას.
მეტფორმინი ხელს უწყობს გლუკოზის შთანთქმას და უტილიზაციას პერიფერიული ქსოვილების მიერ, ნაწილობრივ ინსულინის მოქმედების გაძლიერების ხარჯზე.
მეტფორმინი ცვლის ნაწლავში გლუკოზის მეტაბოლიზმს: იზრდება სისხლის მიმოქცევიდან შეწოვა და მცირდება საკვებიდან შეწოვა. ნაწლავურ მეტაბოლიზმთან დაკავშირებული სხვა მექანიზმები მოიცავს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 (GLP-1) მომატებულ გამოთავისუფლებას და ნაღვლის მჟავების შეწოვის შემცირებას. მეტფორმინი ცვლის ნაწლავის მიკრობიომს.
მეტფორმინს შეუძლია გააუმჯობესოს ლიპიდური პროფილი ჰიპერლიპიდემიის მქონე პირებში.
კლინიკურ კვლევებში, მეტფორმინის გამოყენება ასოცირებული იყო წონის სტაბილურობასთან ან წონის ზომიერ კლებასთან.
მეტფორმინი წარმოადგენს ადენოზინმონოფოსფატ-აქტივირებადი პროტეინკინაზას აქტივატორს (AMPK) და ზრდის ყველა სახის გლუკოზის მემბრანული გადამტანების (GLUTs) სატრანსპორტო შესაძლებლობებს.
ბავშვები
კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა 10-16 წლის ასაკის შეზღუდულ პედიატრიულ პოპულაციაში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 წლის განმავლობაში, აჩვენა გლიკემიური კონტროლის დროს ანალოგიური პასუხი, როგორიც დაფიქსირდა მოზრდილებში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ინსუფორის ტაბლეტების პერორალური მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს დაახლოებით 2,5 საათს.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 500 მგ ან 850 მგ ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50-60%-ს ჯანმრთელ მოხალისეებში. პერორალური დოზის შემდეგ, ფეკალიებით გამოყოფილი არააბსორბირებული ფრაქცია შეადგენდა 20-30%-ს.
პერორალურად მიღებისას მეტფორმინის აბსორბცია არასრულია და გააჩნია გაჯერებული ხასიათი. მეტფორმინს აქვს არაწრფივი ფარმაკოკინეტიკა.
მეტფორმინის რეკომენდირებულ დოზებში და დოზირების რეჟიმში გამოყენებისას, სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათის შემდეგ და ჩვეულებრივ შეადგენს 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) არ აღემატებოდა 5 მკგ/მლ, მაქსიმალური დოზების მიღების დროსაც კი.
საკვების ერთდროული მიღება ამცირებს და ოდნავ ანელებს მეტფორმინის შეწოვას.
850 მგ მეტფორმინის პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნებოდა პლაზმაში პიკური კონცენტრაციის 40%-ით დაქვეითება, AUC-ის 25%-ით შემცირება (ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ) და პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევის დროის 35 წუთით გახანგრძლივება. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
განაწილება
სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი აღწევს ერითროციტებში. Cmax სისხლში უფრო დაბალია ვიდრე Cmax პლაზმაში და მიიღწევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროის განმავლობაში.
ერითროციტები, სავარაუდოდ, წარმოადგენენ განაწილების მეორე საკანს.
განაწილების საშუალო მოცულობა მერყეობს 63-276 ლ ფარგლებში.
მეტაბოლიზმი
მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. ადამიანებში არ არის გამოვლენილი მეტაბოლიტები.
გამოყოფა
მეტფორმინის თირკმლის კლირენსი შეადგენს > 400 მლ/წთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის ხარჯზე.
პერორალური მიღების შემდეგ, აშკარა საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) შეადგენს დაახლოებით 6,5 საათს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას თირკმლის კლირენსი მცირდება კრეატინინის კლირენსის პროპორციულად და, შესაბამისად, T½ იზრდება, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მეტფორმინის დონის მატებას.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
არ არის საკმარისი მონაცემები თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ და არ არსებობს ამ ქვეჯგუფში მეტფორმინის სისტემური ზემოქმედების ობიექტური შეფასება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ამიტომ, დოზის ადაპტაცია უნდა ჩატარდეს კლინიკური ეფექტურობის/ტოლერანტობის გათვალისწინებით.
ბავშვები და მოზარდები
კვლევა ერთჯერადი დოზებით: პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 500 მგ დოზით, აღინიშნება იგივე ფარმაკოკინეტიკური პროფილი, როგორც ჯანმრთელ მოზრდილებში.
კვლევა მრავალჯერადი დოზებით: მონაცემები შემოიფარგლება ერთი კვლევით. მეტფორმინის მრავალჯერადი დანიშვნის შემდეგ 500 მგ დოზით დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში პედიატრიულ პაციენტებში, Cmax და მისი სისტემური ექსპოზიცია (AUC0-t) იყო დაახლოებით 33%-ით და 40%-ით დაბალი, ვიდრე შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მრავალჯერად 500 მგ დოზებს ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში. ვინაიდან პრეპარატის დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს სისხლში შაქრის დონის მიხედვით, ამ შედეგებს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მნიშვნელობა აქვთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ინსუფორი
სავაჭრო დასახელება
ინსუფორი, Insufor
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მეტფორმინი, Metformin
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა:
ინსუფორი 500 მგ: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.
ინსუფორი 850 მგ: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.
ინსუფორი 1000 მგ: ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით, გამყოფი ნაჭდევით ორივე მხარეს.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 500 მგ, 850 მგ ან 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, პოვიდონი К30, პოვიდონი К90, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II 85F18422 თეთრი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი).
პრეპარატის ათქ კოდი A10BA02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიაბეტური პრეპარატები. ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, ინსულინის გარდა. ბიგუანიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
მეტფორმინი წარმოადგენს ბიგუანიდს ანტიჰიპერგლიკემიური თვისებებით, რომელიც ახდენ ეფექტს როგორც ბაზალურ, ასევე პოსტპრანდიალურ ჰიპერგლიკემიაზე. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.
მეტფორმინი ამცირებს ბაზალურ ჰიპერინსულინემიას და ინსულინთან კომბინაციაში, ინსულინის მოთხოვნილებას.
მეტფორმინი ახდენს ანტიჰიპერგლიკემიურ ეფექტს რამდენიმე მექანიზმის ხარჯზე.
მეტფორმინი ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავებას.
მეტფორმინი ხელს უწყობს გლუკოზის შთანთქმას და უტილიზაციას პერიფერიული ქსოვილების მიერ, ნაწილობრივ ინსულინის მოქმედების გაძლიერების ხარჯზე.
მეტფორმინი ცვლის ნაწლავში გლუკოზის მეტაბოლიზმს: იზრდება სისხლის მიმოქცევიდან შეწოვა და მცირდება საკვებიდან შეწოვა. ნაწლავურ მეტაბოლიზმთან დაკავშირებული სხვა მექანიზმები მოიცავს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 (GLP-1) მომატებულ გამოთავისუფლებას და ნაღვლის მჟავების შეწოვის შემცირებას. მეტფორმინი ცვლის ნაწლავის მიკრობიომს.
მეტფორმინს შეუძლია გააუმჯობესოს ლიპიდური პროფილი ჰიპერლიპიდემიის მქონე პირებში.
კლინიკურ კვლევებში, მეტფორმინის გამოყენება ასოცირებული იყო წონის სტაბილურობასთან ან წონის ზომიერ კლებასთან.
მეტფორმინი წარმოადგენს ადენოზინმონოფოსფატ-აქტივირებადი პროტეინკინაზას აქტივატორს (AMPK) და ზრდის ყველა სახის გლუკოზის მემბრანული გადამტანების (GLUTs) სატრანსპორტო შესაძლებლობებს.
ბავშვები
კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა 10-16 წლის ასაკის შეზღუდულ პედიატრიულ პოპულაციაში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 წლის განმავლობაში, აჩვენა გლიკემიური კონტროლის დროს ანალოგიური პასუხი, როგორიც დაფიქსირდა მოზრდილებში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ინსუფორის ტაბლეტების პერორალური მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს დაახლოებით 2,5 საათს.
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 500 მგ ან 850 მგ ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50-60%-ს ჯანმრთელ მოხალისეებში. პერორალური დოზის შემდეგ, ფეკალიებით გამოყოფილი არააბსორბირებული ფრაქცია შეადგენდა 20-30%-ს.
პერორალურად მიღებისას მეტფორმინის აბსორბცია არასრულია და გააჩნია გაჯერებული ხასიათი. მეტფორმინს აქვს არაწრფივი ფარმაკოკინეტიკა.
მეტფორმინის რეკომენდირებულ დოზებში და დოზირების რეჟიმში გამოყენებისას, სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათის შემდეგ და ჩვეულებრივ შეადგენს 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) არ აღემატებოდა 5 მკგ/მლ, მაქსიმალური დოზების მიღების დროსაც კი.
საკვების ერთდროული მიღება ამცირებს და ოდნავ ანელებს მეტფორმინის შეწოვას.
850 მგ მეტფორმინის პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნებოდა პლაზმაში პიკური კონცენტრაციის 40%-ით დაქვეითება, AUC-ის 25%-ით შემცირება (ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ) და პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევის დროის 35 წუთით გახანგრძლივება. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
განაწილება
სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი აღწევს ერითროციტებში. Cmax სისხლში უფრო დაბალია ვიდრე Cmax პლაზმაში და მიიღწევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროის განმავლობაში.
ერითროციტები, სავარაუდოდ, წარმოადგენენ განაწილების მეორე საკანს.
განაწილების საშუალო მოცულობა მერყეობს 63-276 ლ ფარგლებში.
მეტაბოლიზმი
მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. ადამიანებში არ არის გამოვლენილი მეტაბოლიტები.
გამოყოფა
მეტფორმინის თირკმლის კლირენსი შეადგენს > 400 მლ/წთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის ხარჯზე.
პერორალური მიღების შემდეგ, აშკარა საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) შეადგენს დაახლოებით 6,5 საათს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას თირკმლის კლირენსი მცირდება კრეატინინის კლირენსის პროპორციულად და, შესაბამისად, T½ იზრდება, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მეტფორმინის დონის მატებას.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
არ არის საკმარისი მონაცემები თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ და არ არსებობს ამ ქვეჯგუფში მეტფორმინის სისტემური ზემოქმედების ობიექტური შეფასება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ამიტომ, დოზის ადაპტაცია უნდა ჩატარდეს კლინიკური ეფექტურობის/ტოლერანტობის გათვალისწინებით.
ბავშვები და მოზარდები
კვლევა ერთჯერადი დოზებით: პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 500 მგ დოზით, აღინიშნება იგივე ფარმაკოკინეტიკური პროფილი, როგორც ჯანმრთელ მოზრდილებში.
კვლევა მრავალჯერადი დოზებით: მონაცემები შემოიფარგლება ერთი კვლევით. მეტფორმინის მრავალჯერადი დანიშვნის შემდეგ 500 მგ დოზით დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში პედიატრიულ პაციენტებში, Cmax და მისი სისტემური ექსპოზიცია (AUC0-t) იყო დაახლოებით 33%-ით და 40%-ით დაბალი, ვიდრე შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მრავალჯერად 500 მგ დოზებს ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში. ვინაიდან პრეპარატის დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს სისხლში შაქრის დონის მიხედვით, ამ შედეგებს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მნიშვნელობა აქვთ.
გამოყენების ჩვენებები
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის თერაპია, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, დიეტოთერაპიისა და ფიზიკური აქტივობის არაეფექტურობის დროს გლიკემიური ბალანსის აღსადგენად.
მოზრდილებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ან ინსულინთან კომბინაციაში.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან კომბინაციაში.
დიაბეტის გართულებების შემცირება ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და ჭარბი წონის მქონე ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს პირველი რიგის თერაპიის სახით დიეტის დარღვევის შემდეგ.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილები (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ≥ 90 მლ/წთ)
მონოთერაპია ან თერაპია სხვა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინაციაში
საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს 2-3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ყოველ 10-15 დღეში დოზის კორექცია უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებლების მიხედვით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების შესამცირებლად, პრეპარატის დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს თანდათანობით.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაღალ დოზებს (2 გ-დან 3 გ-მდე დღეში), ინსუფორის 500 მგ-იანი ორი ტაბლეტი შეიძლება შეიცვალოს ინსუფორის 1000 მგ ერთი ტაბლეტით. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 3000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში, დაყოფილი 3 მიღებაზე.
სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებიდან გადასვლისას აუცილებელია მისი მიღების შეწყვეტა და ინსუფორის მიღება ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით.
ინსულინთან კომბინაცია
შეიძლება მეტფორმინის და ინსულინის კომბინირება სისხლში გლუკოზის უკეთესი კორექციის მისაღწევად. მეტფორმინის ჩვეულებრივი საწყისი დოზები შეადგენს 500 მგ ან 850 მგ-ს 2-3-ჯერ დღე-ღამეში, ხოლო ინსულინის დოზა დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების მნიშვნელობებზე.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ამიტომ მეტფორმინის დოზა უნდა შეირჩეს თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგის ქვეშ.
თირკმლის უკმარისობა
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე უნდა შეფასდეს მეტფორმინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც. თირკმლის უკმარისობის პროგრესირების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის შეფასება უფრო ხშირად უნდა მოხდეს (ყოველ 3-6 თვეში ერთხელ).
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (მლ/წთ)
მაქსიმალური დღიური დოზა
(იყოფა 2-3 მიღებაზე)
გასათვალისწინებელი დამატებითი ფაქტორები
60-89
3000 მგ
თირკმელების ფუნქციის გაუარესების გამო უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება.
45-59
2000 მგ
მეტფორმინის მიღებამდე უნდა შეფასდეს ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ლაქტოაციდოზის რისკი.
საწყისი დოზა უნდა იყოს არაუმეტეს მაქსიმალური სადღეღამისო დოზის ნახევარზე მეტი.
30-44
1000 მგ
< 30
-
მეტფორმინი უკუნაჩვენებია.
ბავშვები
მონოთერაპია ან თერაპია ინსულინთან კომბინაციაში
ინსუფორი შეიძლება გამოყენებული იქნას 10 წლის ასაკიდან ბავშვებში და მოზარდებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ინსულინთან კომბინაციაში.
საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს ერთხელ დღე-ღამეში ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ყოველ 10-15 დღეში დოზის კორექცია უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებლების მიხედვით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების შესამცირებლად დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს.
მაქსიმალური რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში, დაყოფილი 2-3 მიღებად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგალითად, ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);
დიაბეტური პრეკომა;
თირკმლის მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ);
მწვავე მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობენ თირკმლის ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკით, როგორიცაა დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექციური დაავადებები, შოკი;
მწვავე დაავადებები ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილოვანი ჰიპოქსიის განვითარება: დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ახლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;
ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.
არასასურველი რეაქციები
მკურნალობის დასაწყისში ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მადის ნაკლებობა. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ თავისთავად ქრება. მითითებული არასასურველი რეაქციების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია დოზის ნელა გაზრდა და პრეპარატის სადღეღამისო დოზის გამოყენება 2-3 მიღებაზე.
ქვემოთ აღწერილი არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს მეტფორმინით მკურნალობის დროს.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ხშირად - B12 ვიტამინის დონის დაქვეითება/დეფიციტი; ძალიან იშვიათად - ლაქტოაციდოზი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - გემოვნების დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მადის ნაკლებობა. ყველაზე ხშირად, ეს არასასურველი რეაქციები აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და, როგორც წესი, სპონტანურად ქრება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია მეტფორმინის გამოყენება 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების შესამცირებლად დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევის ან ჰეპატიტის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც ქრება მეტფორმინის მოხსნის შემდეგ.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - კანის რეაქციები, როგორიცაა ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება.
გამოყენება ბავშვებში
გამოქვეყნებული მონაცემები, პოსტმარკეტინგული მონაცემები, ასევე კლინიკური კვლევები შეზღუდული პედიატრიული პოპულაციის 10-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 წლის განმავლობაში, აჩვენებენ, რომ ბავშვებში არასასურველი რეაქციები ხასიათით და სიმძიმით მსგავსია ასეთისა ზრდასრულ პაციენტებში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აქვს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ლაქტოაციდოზი
ლაქტოაციდოზი არის ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე მეტაბოლური გართულება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების, კარდიორესპირატორული დაავადების ან სეფსისის დროს. თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესებისას ხდება მეტფორმინის დაგროვდება, რაც ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.
დეჰიდრატაციის შემთხვევაში (დიარეა, ძლიერი ღებინება, ცხელება ან სითხის შემცირებული მიღება) მეტფორმინის გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაციები.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება მკვეთრად გააუარესონ თირკმლის ფუნქცია (როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)). ასევე გასათვალისწინებელია ლაქტოაციდოზის სხვა რისკ-ფაქტორები: ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა, ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, კეტოზი, გახანგრძლივებული შიმშილი და ჰიპოქსიასთან დაკავშირებული ნებისმიერი მდგომარეობა, აგრეთვე ლაქტოაციდოზის გამომწვევი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
პაციენტები და/ან მომვლელი პირები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ლაქტოაციდოზის რისკის შესახებ. ლაქტოაციდოზს ახასიათებს აციდოზური ქოშინი, მუცლის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, ასთენია და ჰიპოთერმია, რასაც მოჰყვება კომა.
ლაქტოაციდოზის ეჭვის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვან ლაბორატორიულ მაჩვენებლებს მიეკუთვნება: სისხლის pH-ის მნიშვნელობის დაქვეითება (< 7,35), პლაზმაში ლაქტატის დონის მატება 5 მმოლ/ლ-ზე ზემოთ და ანიონური ინტერვალის და ლაქტატ/პირუვატის თანაფარდობის ზრდა.
თირკმლის ფუნქცია
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად მომდევნო პერიოდში. მეტფორმინი უკუნაჩვენებია პაციენტებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით < 30 მლ/წთ. პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს იმ პირობების არსებობისას, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპოქსიის და თირკმლის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკი. სტაბილური გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტფორმინის გამოყენება შესაძლებელია გულის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული მონიტორინგის შემთხვევაში. მეტფორმინი უკუნაჩვენებია პაციენტებში მწვავე და არასტაბილური გულის უკმარისობით.
იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანა
იოდის შემცველი კონტრასტული პრეპარატების ინტრავასკულარულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტ-ინდუცირებული ნეფროპათია და, როგორც შედეგი, მეტფორმინის დაგროვება და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის ზრდა. მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს პროცედურის დაწყებამდე ან პროცედურის ჩატარების დროს და არ უნდა განახლდეს თირკმელების ფუნქციის ხელახალი შეფასებიდან და სტაბილურად მიჩნევიდან 48 საათზე ადრე.
ქირურგიული ჩარევები
საჭიროა მეტფორმინის გამოყენების შეწყვეტა გეგმიური ქირურგიის ჩარევის დროს, რომელიც ტარდება ზოგადი, სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზიის ქვეშ, და არ უნდა განახლდეს უადრეს 48 საათისა ოპერაციიდან ან ორალური კვების აღდგენიდან და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა თირკმელების ნორმალური ფუნქცია.
ბავშვები
მეტფორმინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი. ერთწლიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით, ბავშვებში არ გამოვლენილა მეტფორმინის გავლენა ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე. თუმცა, არ არსებობს მონაცემები მეტფორმინის გავლენის შესახებ ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე მისი უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას, ამიტომ რეკომენდირებულია ამ პარამეტრებზე ყურადღებით დაკვირვება ბავშვებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
10-12 წლის ასაკის ბავშვები
კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდა 10-12 წლის ასაკის 15 ბავშვი, მეტფორმინის გამოყენების ფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტების ამ ჯგუფში არ განსხვავდებოდა ასეთისგან უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. მიუხედავად ამისა, პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს 10-12 წლის ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის სხვა ზომები
პაციენტებმა უნდა დაიცვან დიეტა ნახშირწყლების თანაბარი მიღებით მთელი დღის განმავლობაში. ჭარბი წონის მქონე პაციენტებმა უნდა გააგრძელონ დაბალკალორიული დიეტის დაცვა. შაქრიანი დიაბეტის კონტროლისთვის რეკომენდირებულია სტანდარტული ლაბორატორიული ანალიზების რეგულარულად ჩატარება.
მეტფორმინმა შეიძლება შეამციროს სისხლის შრატში B12 ვიტამინის დონე. B12 ვიტამინის დონის შემცირების რისკი იზრდება პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით გამოყენების, ხანგრძლივი თერაპიის დროს და/ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ B12 ვიტამინის დეფიციტის ცნობილი რისკ-ფაქტორები. თუ არსებობს ეჭვი B12 ვიტამინის დეფიციტზე, მაგალითად ანემიის ან ნეიროპათიის დროს, საჭიროა B12 ვიტამინის დონის მონიტორინგი. B12 ვიტამინის პერიოდული მონიტორინგი უნდა განიხილებოდეს B12 ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. მეტფორმინით თერაპია უნდა გაგრძელდეს მისი ამტანობის და უკუჩვენებების არარსებობის პირობებში. B12 ვიტამინის დეფიციტის მაკორექტირებელი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მოქმედი კლინიკური გაიდლაინების შესაბამისად.
მეტფორმინით მონოთერაპია არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, მაგრამ სიფრთხილე უნდა იქნას დაცული მეტფორმინის ინსულინთან ან სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან მეგლიტინიდებთან) ერთად გამოყენებისას.
გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მეტფორმინით მონოთერაპია არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, ამიტომ არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ მეტფორმინის გამოყენებისას სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (მაგ. სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან, ინსულინთან ან მეგლიტინიდებთან) ერთად.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
უკონტროლო ჰიპერგლიკემია დაორსულების წინა პერიოდში და ორსულობის დროს დაკავშირებულია თანდაყოლილი ანომალიების, სპონტანური აბორტის, გესტაციური ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიისა და პერინატალური სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან. დედასა და ბავშვისთვის ჰიპერგლიკემიის არასასურველი შედეგების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მთელი ორსულობის განმავლობაში სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურთან მაქსიმალურად ახლოს იყოს შენარჩუნებული.
მეტფორმინი აღწევს ადამიანის პლაცენტაში, მისმა კონცენტრაციამ ნაყოფის ქსოვილებში შეიძლება მიაღწიოს დედის ორგანიზმში არსებულ დონეს.
ორსული ქალების შესახებ მონაცემების დიდი მოცულობა (გამოყენების 1000-ზე მეტი შედეგი) კოჰორტული კვლევიდან რეგისტრებისა და გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე (მეტაანალიზები, კლინიკური კვლევები და რეგისტრები) მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების ან ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობის მომატებული რისკის არარსებობაზე მეტფორმინის გამოყენებისას ჩასახვის წინა პერიოდში და/ან ორსულობის დროს.
არსებობს შეზღუდული და არაზუსტი მონაცემები მეტფორმინის გავლენის შესახებ გრძელვადიან შედეგზე ბავშვებში, რომლებიც დაექვემდებარენ ზემოქმედებას პრენატალურად. როგორც ჩანს, მეტფორმინი არ ახდენს გავლენას მოტორულ და სოციალურ განვითარებაზე 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც დაექვემდებარენ ზემოქმედებას ორსულობის დროს, თუმცა მონაცემები გრძელვადიანი შედეგების შესახებ შეზღუდულია.
კლინიკურად აუცილებლობის შემთხვევაში, მეტფორმინის გამოყენება ორსულობის დროს და ჩასახვის წინა პერიოდში შეიძლება განიხილოს ინსულინის დამატების ან ალტერნატივის სახით.
ლაქტაცია
მეტფორმინი აღწევს დედის რძეში. არ დაფიქსირებულა არასასურველი რეაქციები ახალშობილებში/ჩვილებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ძუძუთი კვებაზე. თუმცა, ვინაიდან მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული მეტფორმინით თერაპიის დროს. ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების სარგებელისა და ბავშვში არასასურველი რეაქციების განვითარების პოტენციური რისკის გათვალისწინებით.
ფერტილობა
მეტფორმინი არ ახდენდა ზემოქმედებას მამრი და მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე 600 მგ-დე/კგ/დღეში დოზებით მიღებისას, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება ადამიანებში გამოყენებისთვის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას, სხეულის ზედაპირის ფართობის გათვალისწინებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კომბინაციები, რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდირებული
ალკოჰოლი
მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაკავშირებულია ლაქტოაციდოზის განვითარების გაზრდილ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის ან არასწორი კვების, აგრეთვე ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში.
იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები
მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს კვლევის დაწყებამდე ან კვლევის დროს და არ უნდა განახლდეს გამოკვლევიდან 48 საათზე ადრე და მხოლოდ თირკმელების ფუნქციის ხელახალი შეფასების და თირკმელების მდგომარეობის შემდგომი გაუარესების არარსებობის დადასტურების შემდეგ.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილის დაცვას საჭიროებენ
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა II ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეზულები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი დიურეზულები). ამ პრეპარატების გამოყენების დასაწყისში ან მეტფორმინთან ერთად გამოყენებისას, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენენ ჰიპერგლიკემიურ მოქმედებას (სისტემური და ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდები, სიმპათომიმეტიკები)
შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.
აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი თანმხლები თერაპიის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა მეტფორმინის დოზირების კორექტირება.
ორგანული კათიონების ტრანსპორტიორი (OCT)
მეტფორმინი არის სუბსტრატი როგორც OCT1, ასევე OCT2 ტრანსპორტიორებისთვის.
მეტფორმინის ერთდროულმა მიღებამ:
- OCT1 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ვერაპამილთან) შეიძლება შეამციროს მეტფორმინის ეფექტურობა;
- OCT1 ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან) შეიძლება გაზარდოს მეტფორმინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ეფექტურობა;
- OCT2 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ციმეტიდინთან, დოლუტეგრავირთან, რანოლაზინთან, ტრიმეტოპრიმთან, ვანდეტანიბთან, იზავუკონაზოლთან) შეიძლება შეამციროს მეტფორმინის თირკმელებით ელიმინაცია და ამით გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის მომატება პლაზმაში;
- OCT1 და OCT2 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კრიზოტინიბთან, ოლაპარიბთან) შეიძლება გავლენა იქონიოს მეტფორმინის ეფექტურობასა და თირკმელებით ელიმინაციაზე.
ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ეს პრეპარატები მეტფორმინთან ერთად გამოიყენება, რადგან მეტფორმინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განიხილოს მეტფორმინის დოზის კორექცია, რადგან OCT ინჰიბიტორებმა/ინდუქტორებმა შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტურობა.
ჭარბი დოზირება
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას 85 გ-მდე დოზით, ჰიპოგლიკემიის განვითარება არ აღინიშნა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ლაქტოაციდოზი. მეტფორმინის დოზის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ ან თანმხლებმა რისკ-ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზი გადაუდებელი მდგომარეობაა და მკურნალობა უნდა მოხდეს სტაციონარში. ყველაზე ეფექტური ღონისძიება ლაქტატისა და მეტფორმინის ორგანიზმიდან გამოსაყვანად არის ჰემოდიალიზი.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3, 6 ან 10 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


