პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ინდომეტაცინი სოფარმა 50მგ სუპოზიტორიები

Indometacin Sopharma 50mg suppositories

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ინდომეტაცინი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების (აასს) ჯგუფს. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინდომეტაცინი (indometacin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ რექტალური სუპოზიტორია №6 (1X6)
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044996
რეგისტრირებულია
12 მარტი 2026, მოქმედებს 12 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაინდომეტაცინი სოფარმა 50მგ სუპოზიტორიები და სხვა წამალი ერთად

ინდომეტაცინი სოფარმა 50მგ სუპოზიტორიები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინდომეტაცინი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების (აასს) ჯგუფს. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების ძირითად მექანიზმად ითვლება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთების, ტკივილის და ცხელების პროცესებში.

ინდომეტაცინი სოფარმა გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილის სინდრომის არახანგრძლივი სიმპტომური მკურნალობისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებებისას, როგორიცაა: რევმატოიდული ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული იუვენილური ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრის შეტევა და პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი; რეიტერის დაავადება; სახსრის მიმდებარე ქსოვილების დაავადებები (ტენდინიტები, ბურსიტები, ტენდობურსიტები, ტენდოვაგინიტები), ტრავმები სპორტსმენებში; დისკოპათიები, ნევრიტები, ფლექსიტები, რადიკულონევრიტები; დისმენორეა.

  • ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენების დაწყებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინდომეტაცინი სოფარმა სუპოზიტორიები ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. თქვენ არ უნდა შეცვალოთ დოზები, ან შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. შეეცადეთ სამკურნალო პრეპარატი მიიღოთ ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.

მოზრდილები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი დოზა – 50 მგ 1 სუპოზიტორია 2 ჯერ დღეში, ან 50 მგ 2 სუპოზიტორია ერთხელ დღეში. სადღეღამისო დოზა, რომელიც აღემატება 150-200 მგ-ს, ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ხანდაზმული პაციენტები

არსებობს გვერდითი მოვლენების მომატებული რისკი. რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა შესაძლო ყველაზე ხანმოკლე დროზე. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარებაზე.

ბავშვები

არ გამოიყენოთ 14 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 7 დღისა.

გამოყენების წესი: რექტალურად.

თუ გრძნობთ, რომ სამკურნალო პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ინდომეტაცინი სოფარმას ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა

თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატ ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, გამოიყენეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის დრო, გამოიყენეთ ის ჩვეულებისამებრ, გამოტოვებული დოზის გარეშე. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, თუ ისინი იწვევდნენ ასთმურ შეტევას (სუნთქვის გაძნელება), ალერგიულ სურდოს, ან ჭინჭრის ციებას (გამონაყარი).
  • თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული და/ან მონაცემები წარსულში წყლულის ან სისხლდენის შესახებ;
  • თუ წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, რომელიც გამოწვეული იყო სხვა პრეპარატებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან;
  • თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • თუ გაქვთ ჰემოროი, ანალური ფისტულები და ნახეთქები, პროქტიტი და მსხვილი ნაწლავის და ანუსის სხვა დაავადებები.
  • თუ ხართ 14 წელზე ნაკლები ასაკის;
  • თუ ხართ ორსულად და ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე.

პრეპარატ ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებისას, დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

ინდომეტაცინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:

  • ინდომეტაცინმა შეიძლება გააღიზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მკურნალობის ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით, ან მათ გარეშე;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გართულებების განვითარების მომატებული რისკი არსებობს იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისას, მწეველებში.
  • ასეთი გართულებების გამოვლენის მომატებული რისკი არსებობს ასევე პაციენტებში, რომლებიც ინდომეტაცინთან ერთად შიგნით იღებენ კორტიკოსტეროიდებს (ჰორმონები) და შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებს.
  • განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, როგორიცაა ულცეროგენული (წყლულოვანი) კოლიტი და კრონის დაავადება.
  • ისეთი სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ინდომეტაცინი სოფარმა შეიძლება დაუკავშიროთ მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა) ან ინსულტის (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა) სუსტად მომატებულ რისკს. თითოეული რისკი მეტად სავარაუდოა მაღალი დოზებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.
  • თუ გაქვთ პრობლემები გულთან დაკავშირებით, გადაიტანეთ ინსულტი, ან ფიქრობთ, რომ არსებობს მათი განვითარების რისკი (მაგ. გაქვთ მომატებული სისხლის წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ხართ მწეველი), საჭიროა მკურნალობის საკითხი განიხილოთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.
  • სიფრთხილით გამოიყენეთ ჰიპერმგრძნობელობის ყველა გამოვლინებისას საკვები პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების მიმართ, ქრონიკული სურდოთი, ქრონიკული სინუსიტით და/ან ცხვირის პოლიპებით, ბრონქული ასთმით დაავადებულებში.
  • ინდომეტაცინი გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში თირკმლების დაავადებებით, თირკმლის შესაძლო დაზიანების გამო;
  • ინდომეტაცინის გამოყენებამ ფსიქიკური დარღვევების , დეპრესიის, ეპილეფსიის, პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ძირითადი დაავადების გაუარესება.
  • პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევით, სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების კონტროლი.
  • ინდომეტაცინით, როგორც აასს ჯგუფის სხვა პრეპარატებით მკურნალობამ, შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რაც საჭიროებს ღვიძლის ფერმენტების პერიოდულ კონტროლს.
  • ინდომეტაცინმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები. კანის ჰიპერმგრძნობელობის პირველივე ნიშნების გამოვლენისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
  • სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო პრეპარატებს სისხლის წნევის დასაწევად და დიურეზულ საშუალებებს.
  • თავისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შედეგად, სამკურნალო პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს აქტიური ანთების ნიშნები, რაც მისი დანიშვნისას მოითხოვს ბაქტერიული ინფექციის არსებობის გამორიცხვას.
  • რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატის გამოყენებისას, არსებობს ფერტილურობის (ორსულობის დადგომის) დათრგუნვის შესაძლებლობა.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან უახლოეს წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ისეთს, რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინდომეტაცინმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის აქტივობა, ან პირიქით, ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება შეცვალოს მისი მოქმედება.

  • სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა) და კორტიკოსტეროიდებთან (ჰორმონებთან) ერთად გამოყენება ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების და ღვიძლის მხრივ.
  • საჭიროა თავი აარიდოთ ერთდროულ გამოყენებას დიფლუნიზალთან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) კუჭ-ნაწლავიდან ფატალური სისხლდენის გამო.
  • ინდომეტაცინმა შეიძლება გაზარდოს დიგოქსინის (გამოიყენება გულის უკმარისობისას), ლითიუმის მარილების (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო), იმუნური სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო პრეპარატების (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი) ტოქსიკურობა, მათი ერთდროული გამოყენებისას.
  • ინდომეტაცინი, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, აქვეითებენ დიურეტიკების (შარდმდენები) და არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო პრეპარატების თერაპიულ მოქმედებას.
  • პრობენეცინმა (პოდაგრის სამკურნალო) შესაძლოა გააძლიეროს ინდომეტაცინის ტოქსიკურობა.
  • შედედების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება ზრდის წყლულის და სისხლდენის განვითარების რისკს.
  • სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებს (ციპროფლოქსაცინი).
  • არ ცვლის დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: ინდომეტაცინის სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების განვითარების რისკს.

დიფლუნისალი: ზრდის პლაზმის დონეს და ამცირებს ინდომეტაცინის თირკმლისმიერ კლირენსს. შეიძლება გაჩნდეს ფატალური სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ეს კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

დიგოქსინი: ინდომეტაცინს შეუძლია გაზარდოს დიგოქსინის კონცენტრაცია პლაზმაში, რაც მოითხოვს დოზის კორექციას და დიგოქსინის დონის კონტროლს.

ლითიუმის მარილები: ინდომეტაცინი ახანგრძლივებს და აძლიერებს ლითიუმის მარილების მოქმედებას და ზრდის ლითიუმის ტოქსიკურობას.

იმუნოსუპრესორები: ინდომეტაცინისა და იმუნოსუპრესორების ერთდროული გამოყენება, როგორიცაა მეთოტრექსატი და ციკლოსპორინი, იწვევს მათი ტოქსიკურობის მომატებას.

დიურეტიკები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ დიურეტუკების თერაპიულ ეფექტურობას. შესაძლებელია ჰიპერკალიემიის წარმოშობის რისკის გაზრდა კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას და თირკმლის ფუნქციის შემცირება თიაზიდურ დიურეტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას. დიურეტიკებმა შეიძლება გააძლიერონ ინდომეტაცინის ნეფროტოქსიკურობა.

პრობენეციდი: ანელებს გამოყოფას და ზრდის ინდომეტაცინის ტოქსიკურობას.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ინდომეტაცინს შეუძლია შეასუსტოს აგფ ინჰიბიტორებისა და ß-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ერთდროულად გამოყენებისას.

კორტიკოსტეროიდები: კუჭ-ნაწლავის ულცერაციის და სისხლდენის მომატებული რისკი (იხ. ნაწილი 4.4).

ანტიკოაგულანტები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება კომბინირებული გამოყენებისას. იზრდება ულცერაციის და სისხლდენის რისკი. აუცილებელია სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის კონტროლი. ინდომეტაცინი კონკურენციურად ურთიერთქმედებს კუმარინის ანტიკოაგულანტებთან პლაზმის ცილებთან შეერთების ადგილებში, რის შედეგადაც იზრდება მათი კონცენტრაციები პლაზმაში. მათი ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, ინდომეტაცინი ინიშნება ყველაზე დაბალ შესაძლო დოზით და განიხილება დამცავი აგენტების დანიშვნის შესაძლებლობა (იხ. პუნქტი 4.4).

ანტიაგრეგატები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs): კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის გაზრდილი რისკი (იხ. პუნქტი 4.4).

ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები: პაციენტებში ეპილეფსიის ან კრუნჩხვების ანამნეზით ან ანამნეზის გარეშე, ქინოლონების და ინდომეტაცინის კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი.

ანტიდიაბეტური საშუალებები: ინდომეტაცინი არ ცვლის პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების და ინსულინის თერაპიულ ეფექტურობას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიური მოქმედების შესახებ დაკვირვებები მათი ერთდროული გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ინდომეტაცინი სოფარმა, თუ ხართ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ არდაბადებულ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები დაბადებისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები ნაყოფში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის უფრო გვიან დაწყება ან მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელება. თქვენ არ უნდა მიიღოთ ინდომეტაცინი სოფარმა ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მისი გამოყენება უკიდურესად აუცილებელია, თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თუ ამ პერიოდში გჭირდებათ მკურნალობა ან თუ ცდილობთ დაორსულებას, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებამ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს ჯერ არდაბადებულ ბავშვში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სანაყოფე სითხის რაოდენობის შემცირება (ამნოინური სითხის ნაკლებობა). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი მონიტორინგი.

ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ყურებში ხმაურის, თავბრუსხვევის, ძილიანობის, სმენითი და მხედველობითი დარღვევების შესაძლო განვითარების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა ინდომეტაცინი სოფარმა უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ინდომეტაცინი სოფარმას სუპოზიტორიებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. წყლული, პერფორაციები, სისხლდენა აღინიშნება ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში.

გვერდითი მოვლენების სიხშირის გამოსავლენად, გამოიყენება ისეთი შეფასებები, როგორიცაა:

ხშირი (ვლინდება 10 მომხმარებლიდან 1-ზე მეტში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, შეკრულობა, მუცლის ტკივილი.

არახშირი (ვლინდება 100 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებში): ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლდენის მომატებული რისკით, ან სისხლჩაქცევების წარმოქმნით), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, სისუსტე); სითხის შეკავება, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება), გლუკოზურია (შაქარი შარდში), ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება); შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, დაღლილობა, მგრძნობელობის დაქვეითება, პარესთეზიების ჩათვლით (დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება), დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, პერიფერიული ნეიროპათია (ნერვების ფუნქციის დარღვევა), მეხსიერების დარღვევა, ფსიქოზური რეაქციები; გაორებული, ან ბუნდოვანი მხედველობა; ტაქიკარდია (გულის რითმის გახშირება), სტენოკარდია (ტკივილი გულის არეში), პალპიტაციები (გულისცემა), არითმიები (არასწორი გულის რითმი), შეშუპებები; სისხლის წნევის მომატება, ან დაქვეითება; მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა, რომელიც დაკავშირებულია გაზების დაგროვებასთან), მელენა (სისხლიანი განავალი), ჰემატემეზი (სისხლიანი ღებინება), წყლულოვანი სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის დაავადება), კრონის დაავადება, არსებული წყლულის გამწვავება; გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პეტექიები (წერტილოვანი წითელი ლაქები), ექკიმოზები (შედარებით დიდი სისხლჩაქცევები); შარდში ცილის ან სისხლის არსებობა, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლების ანთება), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლების დარღვევები (პაპილარული ნეკროზი).

იშვიათი (ვლინდება 1000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებში): ტოქსიკური ჰეპატიტი სიყვითლით, ან მის გარეშე (ღვიძლის ანთება სიყვითლით, ან მის გარეშე); ადგილობრივი გაღიზიანება, ადგილობრივი სისხლდენა და ჰემოროის გამწვავება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებში): ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება), ასთმური შეტევები, ალერგიული (ანაფილაქსიური, ან ანაფილაქტოიდური) რეაქციები ალერგიულ პაციენტებში; გულის უკმარისობა, რომელიც დაკავშირებულია აასს გამოყენებასთან. ისეთი სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ინდომეტაცინი სოფრმა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა), ან ინსულტის (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა) განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან. სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, ფულმინანტური ჰეპატიტი (სწრაფად მიმდინარე ღვიძლის ანთება), შედარებით მძიმედ გამოხატული კანის რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის გარდამავალი მომატება.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა შეინახოთ ინდომეტაცინი სოფარმა

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

კლინიკური სურათი მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: გულისრევა, ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება და დეზორიენტაცია. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პარესთეზია და კრუნჩხვები.

მკურნალობა

მკურნალობა - სიმპტომატური და შემანარჩუნებელი. ჰემოდიალიზის საშუალებით შეუძლებელია ინდომეტაცინის სხეულიდან გამოყოფა.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება: 50 მგ ინდომეტაცინი 1 სუპოზიტორიაში.
  • დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი Hard Fat ესტარამ H15 (Witepsol H15), მყარი ცხიმი Hard Fat ესტარამ 8780 W35 Н15 (Witepsol W35).

პრეპარატ ინდომეტაცინი სოფარმას აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

სწორი, ტორპედესბრი ფორმის, გლუვი ზედაპირის (სიგრძე 3,2 სმ, მაქსიმალური დიამეტრი 1,5 სმ), თეთრიდან მკრთალ-ყვითელ ფერამდე, უსუნო სუპოზიტორიები.

ბლისტერი ორშრიანი, თეთრი, გაუმჭვირვალე პვქ/პე ფირისგან სუპოზიტორიების 6 კონტეინერით.

ერთი ბლისტერი ორშრიანი, თეთრი, გაუმჭვირვალე პვქ/პე ფირისგან სუპოზიტორიების 6 კონტეინერით, ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ ინდომეტაცინი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1. ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული სამკურნალო საშუალებები - არასტეროიდული; ინდოლძმარმჟავის წარმოებულები. ATX კოდი: М01АВ01.

ინდომეტაცინი წარმოადგენს ინდოლძმარმჟავის წარმოებულს და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ფენილბუტაზონის და აცეტილსალიცილის მჟავის მოქმედებას. მისი ანალგეტიკური აქტივობა მეტამიზოლის აქტივობის თანაზომიერია. მას აქვს ანტიპირეტული მოქმედება. ინდომეტაცინს აქვს ძლიერი დამთრგუნველი მოქმედება პროსტაგლანდინების სინთეზზე ციკლოოქსიგენაზას ჩახშობის გზით. გარდა ამისა, იგი ასევე ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ლიპოქსიგენაზურ აქტივობას ანთების მიდამოში, და შესაბამისად, ლეიკოტრიენებსაც; ასევე ამცირებს ენდოგენური პიროგენების გამოყოფას, ახდენს ლიზოსომული ფერმენტების ინაქტივირებას, თრგუნავს ნეიტრალური პროტეაზების მოქმედებას. ასევე მნიშვნელოვანია მისი სხვა ეფექტები, როგორიცაა ჟანგვითი ფოსფორილაციის დეკუპელირება და კატექოლამინის უკუმიტაცების ჩახშობა, ნორადრენალინის ცვლის გაძლიერება და ცნობილი განგლიონის ბლოკირების მოქმედება.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

რექტალური გამოყენებისას დოზის 80-90% მდე სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში.

განაწილება

იგი ნაწილდება ყველა ქსოვილსა და ორგანოში. გადის პლაცენტარულ და ჰემატოენცეფალურ ბარიერს. სინოვიალური მემბრანის მეშვეობით აღწევს სახსრებში, ამასთან მისი კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში იზრდება. იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90-98%-ით და აქვს უნარი გამოდევნოს სხვა სამკურნალო პრეპარატები და გააძლიეროს მათი თერაპიული ეფექტი ერთდროულად გამოყენებისას.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის და კონიუგირების შედეგად.

გამოყოფა

ინდომეტაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 2.6-დან 11.2 საათამდე, ან საშუალოდ იგი შეადგენს 5,8 საათს. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 60-75%-ით, რომელთა 10-20% უცვლელი სახით, დანარჩენი კი გამოიყოფა ნაღველთან და განავალთან ერთად. გამოიყოფა დედის რძეში.

  • 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

ექსპერიმენტულ ცხოველებში ინდომეტაცინის მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის გამოკვლევებისას დადგენილია ულცეროგენური მოქმედება კუჭზე, სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანების გარეშე. მისი ულცეროგენური მოქმედება ვლინდება დოზებში, რომლებიც აჭარბებენ სხეულის მასის 1 მგ/ გ. და ერთნაირად კარგად არის გამოხატული, როგორც პერორალურად მიღებისას, ასევე სუპოზიტორიის სახით.

ინდომეტაცინის რექტალური ფორმის გამოყენების შემდეგ აღინიშნება ლიმფოიდური უჯრედების ინფილტრაცია სწორ ნაწლავში. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ვინაიდან მსგავსი სურათი ხვდება კონტროლირებად ცხოველებშიც.

სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ინდომეტაცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გააჩნია ფეტოტოქსიკური და ტერატოგენული მოქმედება.

არ არსებობს მონაცემები მუტაგენური / კანცეროგენური მოქმედების შესახებ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ინდომეტაცინი სოფარმა 50 მგ სუპოზიტორიები

Indometacin Sopharma 50 mg suppositories

ინდომეტაცინი (indometacin)

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაავადების სიმპტომები ისეთივეა, როგორიც თქვენის.
  • ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია

  • რას წარმოადგენს ინდომეტაცინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება.
  • ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენების დაწყებამდე
  • როგორ უნდა გამოიყენოთ ინდომეტაცინი სოფარმა
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ უნდა შეინახოთ ინდომეტაცინი სოფარმა
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ინდომეტაცინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება

ინდომეტაცინი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების (აასს) ჯგუფს. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების ძირითად მექანიზმად ითვლება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთების, ტკივილის და ცხელების პროცესებში.

ინდომეტაცინი სოფარმა გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილის სინდრომის არახანგრძლივი სიმპტომური მკურნალობისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებებისას, როგორიცაა: რევმატოიდული ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული იუვენილური ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრის შეტევა და პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი; რეიტერის დაავადება; სახსრის მიმდებარე ქსოვილების დაავადებები (ტენდინიტები, ბურსიტები, ტენდობურსიტები, ტენდოვაგინიტები), ტრავმები სპორტსმენებში; დისკოპათიები, ნევრიტები, ფლექსიტები, რადიკულონევრიტები; დისმენორეა.

  • ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ ინდომეტაცინი სოფარმა

  • თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, თუ ისინი იწვევდნენ ასთმურ შეტევას (სუნთქვის გაძნელება), ალერგიულ სურდოს, ან ჭინჭრის ციებას (გამონაყარი).
  • თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული და/ან მონაცემები წარსულში წყლულის ან სისხლდენის შესახებ;
  • თუ წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, რომელიც გამოწვეული იყო სხვა პრეპარატებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან;
  • თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • თუ გაქვთ ჰემოროი, ანალური ფისტულები და ნახეთქები, პროქტიტი და მსხვილი ნაწლავის და ანუსის სხვა დაავადებები.
  • თუ ხართ 14 წელზე ნაკლები ასაკის;
  • თუ ხართ ორსულად და ხართ ორსულობის ბოლო 3 თვეში, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე.

პრეპარატ ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებისას, დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

ინდომეტაცინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:

  • ინდომეტაცინმა შეიძლება გააღიზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მკურნალობის ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით, ან მათ გარეშე;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გართულებების განვითარების მომატებული რისკი არსებობს იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისას, მწეველებში.
  • ასეთი გართულებების გამოვლენის მომატებული რისკი არსებობს ასევე პაციენტებში, რომლებიც ინდომეტაცინთან ერთად შიგნით იღებენ კორტიკოსტეროიდებს (ჰორმონები) და შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებს.
  • განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, როგორიცაა ულცეროგენული (წყლულოვანი) კოლიტი და კრონის დაავადება.
  • ისეთი სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ინდომეტაცინი სოფარმა შეიძლება დაუკავშიროთ მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა) ან ინსულტის (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა) სუსტად მომატებულ რისკს. თითოეული რისკი მეტად სავარაუდოა მაღალი დოზებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.
  • თუ გაქვთ პრობლემები გულთან დაკავშირებით, გადაიტანეთ ინსულტი, ან ფიქრობთ, რომ არსებობს მათი განვითარების რისკი (მაგ. გაქვთ მომატებული სისხლის წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ხართ მწეველი), საჭიროა მკურნალობის საკითხი განიხილოთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.
  • სიფრთხილით გამოიყენეთ ჰიპერმგრძნობელობის ყველა გამოვლინებისას საკვები პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების მიმართ, ქრონიკული სურდოთი, ქრონიკული სინუსიტით და/ან ცხვირის პოლიპებით, ბრონქული ასთმით დაავადებულებში.
  • ინდომეტაცინი გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში თირკმლების დაავადებებით, თირკმლის შესაძლო დაზიანების გამო;
  • ინდომეტაცინის გამოყენებამ ფსიქიკური დარღვევების , დეპრესიის, ეპილეფსიის, პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ძირითადი დაავადების გაუარესება.
  • პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევით, სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების კონტროლი.
  • ინდომეტაცინით, როგორც აასს ჯგუფის სხვა პრეპარატებით მკურნალობამ, შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რაც საჭიროებს ღვიძლის ფერმენტების პერიოდულ კონტროლს.
  • ინდომეტაცინმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები. კანის ჰიპერმგრძნობელობის პირველივე ნიშნების გამოვლენისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
  • სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო პრეპარატებს სისხლის წნევის დასაწევად და დიურეზულ საშუალებებს.
  • თავისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შედეგად, სამკურნალო პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს აქტიური ანთების ნიშნები, რაც მისი დანიშვნისას მოითხოვს ბაქტერიული ინფექციის არსებობის გამორიცხვას.
  • რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატის გამოყენებისას, არსებობს ფერტილურობის (ორსულობის დადგომის) დათრგუნვის შესაძლებლობა.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან უახლოეს წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ისეთს, რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინდომეტაცინმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის აქტივობა, ან პირიქით, ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება შეცვალოს მისი მოქმედება.

  • სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა) და კორტიკოსტეროიდებთან (ჰორმონებთან) ერთად გამოყენება ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების და ღვიძლის მხრივ.
  • საჭიროა თავი აარიდოთ ერთდროულ გამოყენებას დიფლუნიზალთან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) კუჭ-ნაწლავიდან ფატალური სისხლდენის გამო.
  • ინდომეტაცინმა შეიძლება გაზარდოს დიგოქსინის (გამოიყენება გულის უკმარისობისას), ლითიუმის მარილების (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო), იმუნური სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო პრეპარატების (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი) ტოქსიკურობა, მათი ერთდროული გამოყენებისას.
  • ინდომეტაცინი, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, აქვეითებენ დიურეტიკების (შარდმდენები) და არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო პრეპარატების თერაპიულ მოქმედებას.
  • პრობენეცინმა (პოდაგრის სამკურნალო) შესაძლოა გააძლიეროს ინდომეტაცინის ტოქსიკურობა.
  • შედედების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება ზრდის წყლულის და სისხლდენის განვითარების რისკს.
  • სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებს (ციპროფლოქსაცინი).
  • არ ცვლის დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ინდომეტაცინი სოფარმა, თუ ხართ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ არდაბადებულ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები დაბადებისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები ნაყოფში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის უფრო გვიან დაწყება ან მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელება. თქვენ არ უნდა მიიღოთ ინდომეტაცინი სოფარმა ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მისი გამოყენება უკიდურესად აუცილებელია, თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თუ ამ პერიოდში გჭირდებათ მკურნალობა ან თუ ცდილობთ დაორსულებას, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებამ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს ჯერ არდაბადებულ ბავშვში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სანაყოფე სითხის რაოდენობის შემცირება (ამნოინური სითხის ნაკლებობა). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი მონიტორინგი.

ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

ყურებში ხმაურის, თავბრუსხვევის, ძილიანობის, სმენითი და მხედველობითი დარღვევების შესაძლო განვითარების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა ინდომეტაცინი სოფარმა უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ინდომეტაცინი სოფარმა

ინდომეტაცინი სოფარმა სუპოზიტორიები ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. თქვენ არ უნდა შეცვალოთ დოზები, ან შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. შეეცადეთ სამკურნალო პრეპარატი მიიღოთ ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.

მოზრდილები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი დოზა – 50 მგ 1 სუპოზიტორია 2 ჯერ დღეში, ან 50 მგ 2 სუპოზიტორია ერთხელ დღეში. სადღეღამისო დოზა, რომელიც აღემატება 150-200 მგ-ს, ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ხანდაზმული პაციენტები

არსებობს გვერდითი მოვლენების მომატებული რისკი. რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა შესაძლო ყველაზე ხანმოკლე დროზე. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარებაზე.

ბავშვები

არ გამოიყენოთ 14 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 7 დღისა.

გამოყენების წესი: რექტალურად.

თუ გრძნობთ, რომ სამკურნალო პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ინდომეტაცინი სოფარმას ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა

თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატ ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, გამოიყენეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის დრო, გამოიყენეთ ის ჩვეულებისამებრ, გამოტოვებული დოზის გარეშე. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ინდომეტაცინი სოფარმას სუპოზიტორიებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. წყლული, პერფორაციები, სისხლდენა აღინიშნება ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში.

გვერდითი მოვლენების სიხშირის გამოსავლენად, გამოიყენება ისეთი შეფასებები, როგორიცაა:

ხშირი (ვლინდება 10 მომხმარებლიდან 1-ზე მეტში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, შეკრულობა, მუცლის ტკივილი.

არახშირი (ვლინდება 100 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებში): ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლდენის მომატებული რისკით, ან სისხლჩაქცევების წარმოქმნით), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, სისუსტე); სითხის შეკავება, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება), გლუკოზურია (შაქარი შარდში), ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება); შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, დაღლილობა, მგრძნობელობის დაქვეითება, პარესთეზიების ჩათვლით (დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება), დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, პერიფერიული ნეიროპათია (ნერვების ფუნქციის დარღვევა), მეხსიერების დარღვევა, ფსიქოზური რეაქციები; გაორებული, ან ბუნდოვანი მხედველობა; ტაქიკარდია (გულის რითმის გახშირება), სტენოკარდია (ტკივილი გულის არეში), პალპიტაციები (გულისცემა), არითმიები (არასწორი გულის რითმი), შეშუპებები; სისხლის წნევის მომატება, ან დაქვეითება; მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა, რომელიც დაკავშირებულია გაზების დაგროვებასთან), მელენა (სისხლიანი განავალი), ჰემატემეზი (სისხლიანი ღებინება), წყლულოვანი სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის დაავადება), კრონის დაავადება, არსებული წყლულის გამწვავება; გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პეტექიები (წერტილოვანი წითელი ლაქები), ექკიმოზები (შედარებით დიდი სისხლჩაქცევები); შარდში ცილის ან სისხლის არსებობა, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლების ანთება), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლების დარღვევები (პაპილარული ნეკროზი).

იშვიათი (ვლინდება 1000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებში): ტოქსიკური ჰეპატიტი სიყვითლით, ან მის გარეშე (ღვიძლის ანთება სიყვითლით, ან მის გარეშე); ადგილობრივი გაღიზიანება, ადგილობრივი სისხლდენა და ჰემოროის გამწვავება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებში): ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება), ასთმური შეტევები, ალერგიული (ანაფილაქსიური, ან ანაფილაქტოიდური) რეაქციები ალერგიულ პაციენტებში; გულის უკმარისობა, რომელიც დაკავშირებულია აასს გამოყენებასთან. ისეთი სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ინდომეტაცინი სოფრმა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა), ან ინსულტის (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა) განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან. სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, ფულმინანტური ჰეპატიტი (სწრაფად მიმდინარე ღვიძლის ანთება), შედარებით მძიმედ გამოხატული კანის რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის გარდამავალი მომატება.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა შეინახოთ ინდომეტაცინი სოფარმა

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

არ გამოიყენოთ ინდომეტაცინი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ინდომეტაცინი სოფარმა

  • აქტიური ნივთიერება: 50 მგ ინდომეტაცინი 1 სუპოზიტორიაში.
  • დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი Hard Fat ესტარამ H15 (Witepsol H15), მყარი ცხიმი Hard Fat ესტარამ 8780 W35 Н15 (Witepsol W35).

პრეპარატ ინდომეტაცინი სოფარმას აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

სწორი, ტორპედესბრი ფორმის, გლუვი ზედაპირის (სიგრძე 3,2 სმ, მაქსიმალური დიამეტრი 1,5 სმ), თეთრიდან მკრთალ-ყვითელ ფერამდე, უსუნო სუპოზიტორიები.

ბლისტერი ორშრიანი, თეთრი, გაუმჭვირვალე პვქ/პე ფირისგან სუპოზიტორიების 6 კონტეინერით.

ერთი ბლისტერი ორშრიანი, თეთრი, გაუმჭვირვალე პვქ/პე ფირისგან სუპოზიტორიების 6 კონტეინერით, ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: ივლისი, 2025 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა