- მიოზის ინჰიბირება ოპერაციის დროს; - ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა კატარაქტის ან თვალის წინა საკანში ოპერაციის შემდეგ; - თვალის არეში ტკივილის შემცირება პოსტოპერაციულ პერიოდში ფოტორეფრაქციული კერატექტომიის შემდეგ ოპერაციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ინდომეტაცინი (indometacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
- ATC კოდი
- S01BC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043566
- რეგისტრირებულია
- 10 ივლისი 2025, მოქმედებს 10 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ინდოფთალმიკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- მიოზის ინჰიბირება ოპერაციის დროს;
- ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა კატარაქტის ან თვალის წინა საკანში ოპერაციის შემდეგ;
- თვალის არეში ტკივილის შემცირება პოსტოპერაციულ პერიოდში ფოტორეფრაქციული კერატექტომიის შემდეგ ოპერაციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება
ინდოფთალმიკს იწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში.
დოზირების რეჟიმი მოზრდილებში
- ინტრაოპერაციული მიოზის ინჰიბირებისთვის პრეპარატს აწვეთებენ - 4 წვეთი ოპერაციამდე ერთი დღით ადრე და 4 წვეთი 3 საათის განმავლობაში უშუალოდ ოპერაციამდე.
- კატარაქტის ან თვალის წინა საკანზე ოპერაციის შემდეგ ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის პრეპარატი ინდოფთალმიკი გამოიყენება 1 წვეთი 4-6-ჯერ დღეში, ოპერაციამდე 24 საათით ადრე და მის შემდეგ ანთებითი სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
- ფოტორეფრაქციული კერატექტომიის შემდეგ თვალის ტკივილის მკურნალობისას პრეპარატს აწვეთებენ - 1 წვეთი 4-ჯერ დღეში, ჩარევიდან პირველი დღეების განმავლობაში.
ბავშვები
ბავშვებში სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენების მეთოდი
თვალის წვეთების სწორად გამოსაყენებლად საჭიროა სიფრთხილის ზოგიერთი ზომის დაცვა:
- ჩაწვეთებამდე ხელები კარგად დაიბანეთ.
- მოერიდეთ წვერის კონტაქტს თვალებთან ან ქუთუთოებთან.
- წამლის ერთი წვეთი ჩაასხით დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში ზევით ყურებით და ქვედა ქუთუთო ნაზად ჩამოწიეთ ქვემოთ.
- დახურეთ ფლაკონი გამოყენების შემდეგ.
სისტემური აბსორბცია შეიძლება შემცირდეს ნაზოლაკრიმული ოკლუზიით ან ქუთუთოების დახურვით 2 წუთის განმავლობაში. ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ შეამციროთ სისტემური გვერდითი მოვლენები და გაზარდოთ ადგილობრივი ეფექტურობა.
სხვა თვალის წვეთებთან ერთად ინდოფთალმიკის გამოყენებისას უნდა დაიცვათ 15 წუთიანი ინტერვალი.
უკუჩვენებები
სამკურნალო პროდუქტი ინდოფთალმიკი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში <<შემადგენლობა>>;
- დადასტურებული ალერგია ინდომეტაცინის და ანალოგიური აქტივობის მქონე ნივთიერებებზე, როგორიცაა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, მათ შორის ასპირინი);
- ორსულობა - დაწყებული ორსულობის მე-6 თვიდან (ამენორეის 24 კვირის შემდეგ);
- ძუძუთი კვების პერიოდი;
- აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული ასთმის შეტევები ანამნეზში;
- სისტემური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კუჭ-ნაწლავის წყლულების განვითარება, მაგრამ რისკი მნიშვნელოვნად დაბალია ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ:
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა.
სამკურნალო პროდუქტი ინდოფთალმიკი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში შემდეგ პრეპარატებთან:
- ორალური ანტიკოაგულანტები,
- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის სალიცილატები მაღალი დოზებით, 3 გ/დღეში მოზრდილებში),
- ჰეპარინი,
- ლითიუმი,
- მეტოტრექსატის მაღალი დოზა (≥15 მგ კვირაში),
- ტიკლოპიდინი,
- დიფლუნისალი.
სიფრთხილის ზომები
ინდოფთალმიკი შეიცავს თიომერსალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
- არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევის ალბათობა თვალის ქსოვილებში ოპერაციის დროს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის დრო.
- ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი. ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეპითელიუმის დაზიანება, რქოვანას გათხელება, რქოვანას ეროზია, რქოვანას წყლულები ან რქოვანას პერფორაცია. ამ ეფექტებმა შეიძლება შექმნას მხედველობის დაკარგვის საფრთხე. პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ რქოვანას ეპითელიუმის ანომალიები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ინდოფთალმიკის გამოყენება და უნდა იყვნენ მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ, რქოვანას პრობლემებთან დაკავშირებით.
- ადგილობრივმა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეანელონ ან შეაყოვნონ შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებიც ანელებენ ან აყოვნებენ შეხორცებას. ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცების პრობლემების ალბათობა. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ინდოფთალმიკის კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რქოვანას მხრივ გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.
- ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების პოსტრეგისტრაციული გამოცდილება ვარაუდობს, რომ პაციენტებს თვალის კომპლექსური ქირურგიით, რქოვანას დენერვაციით, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტებით, შაქრიანი დიაბეტით, თვალის ზედაპირის დაავადებებით (მაგ. მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტით ან თვალის მრავალჯერადი ოპერაციებით მოკლე დროში შეიძლება ჰქონდეთ რქოვანას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ამ პაციენტებში ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას გვერდითი ეფექტების რისკი და სიმძიმე.
სიფრთხილის ზომები:
- თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული პერი- ან ინტრაოკულური ინექციებისთვის ან პერორალურად.
- ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში, ინდოფთალმიკით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- თუ არსებობს თვალის ინფექციის რისკი, ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
- ინდოოფთალმიკით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კორტიკოსტეროიდულ თვალის წვეთებთან კომბინირება.
მიუხედავად იმისა, რომ ინდომეტაცინის სისტემური აბსორბცია თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას უმნიშვნელოა, სხვა სამკურნალო პრეპარატებთან წამლისმიერი ურთიერთქმედების რისკი სრულად არ არის გამორიცხული. ამიტომ, გათვალისწინებული უნდა იყოს ურთიერთქმედება სისტემურ აასს-ებთან.
უკუნაჩვენები კომბინაციები:
+ სხვა აასს (მათ შორის სალიცილატები მაღალი დოზებით, 3 გ/დღეში მოზრდილებისთვის)
კუჭ-ნაწლავის წყლულების და სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (სინერგული ეფექტი).
+ პერორალური ანტიკოაგულაციური საშუალებები
პერორალური ანტიკოაგულანტების მიღებისას სისხლდენის გაზრდილი რისკი (თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება აასს-ების გავლენით).
თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა ჩატარდეს ფრთხილი კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.
+ ჰეპარინები (პარენტერალურად)
სისხლდენის გაზრდილი რისკი (თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება აასს-ების გავლენით).
თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი (და არაფრაქცირებული ჰეპარინებისთვის ბიოლოგიური მონიტორინგი).
+ ლითიუმი
აღწერილია დიკლოფენაკისთვის, კეტოპროფენისთვის, ინდომეტაცინისთვის, ფენილბუტაზონისთვის, პიროქსიკამისთვის. სისხლში ლითიუმის დონის მატება ტოქსიკურ მნიშვნელობებამდე, თირკმელების მიერ ლითიუმის გამოყოფის შემცირების გამო.
თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, ყურადღებით დააკვირდით ლითიუმის დონეს სისხლში და დაარეგულირეთ ლითიუმის დოზა კომბინაციის დროს და აასს-ების მიღების შეწყვეტის შემდეგ.
+ მეთოტრექსატი 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით
მეთოტრექსატის გაზრდილი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (მეთოტრექსატის თირკმლის კლირენსის დაქვეითება აასს-ების გავლენის ქვეშ).
+ ტიკლოპიდინი
სისხლდენის გაზრდილი რისკი (ანტითრომბოციტული აქტივობის სინერგიზმი).
თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა ფრთხილი კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი (სისხლდენის დროის ჩათვლით).
+ დიფლუნისალი
ფატალური კუჭ-ნაწლავის სისხლდენა პლაზმაში ინდომეტაცინის კონცენტრაციის მომატებით (ფერმენტული კონკურენცია გლუკუროკონიუგაციის დონეზე).
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას:
+ დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ინჰიბიტორები
თირკმელების მწვავე უკმარისობა პაციენტებში დეჰიდრატაციით (გლომერულური ფილტრაციის დაქვეითება ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბიციის გამო აასს-ების მიღების შემდეგ). ასევე შეინიშნება აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება.
ასეთ სიტუაციებში აუცილებელია პაციენტის წყლით უზრუნველყოფა და თირკმელის ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში.
+ მეთოტრექსატი 15 მგ-ზე ნაკლები დოზით/კვირაში
მეთოტრექსატის გაზრდილი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (მეთოტრექსატის თირკმლის კლირენსის დაქვეითება ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გავლენის ქვეშ).
აუცილებელია სისხლის ანალიზის ყოველკვირეული მონიტორინგი კომბინირებული მიღების პირველი კვირების განმავლობაში, ისევე როგორც თირკმლის უკმარისობის მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
+ პენტოქსიფილინი
სისხლდენის გაზრდილი რისკი.
გამოიყენეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და სისხლდენის ხანგრძლივობის მონიტორინგით.
+ ზიდოვუდინი
სისხლის წითელი უჯრედების ტოქსიკურობის გაზრდის რისკი (ეფექტი რეტიკულოციტებზე) მწვავე ანემიის განვითარებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების დაწყებიდან 8 დღის შემდეგ.
სისხლის მაჩვენებლების და რეტიკულოციტების რაოდენობის კონტროლი აასს-ების მკურნალობის დაწყებიდან 8-15 დღის შემდეგ.
აუცილებლად გასათვალისწინებელი კომბინაციები:
+ ბეტა ბლოკატორები
ექსტრაპოლაციის გზით - ინდომეტაცინიდან.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით).
+ ციკლოსპორინი
დამატებითი ნეფროტოქსიკური ეფექტების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
+ დესმოპრესინი
ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერება.
+ საშვილოსნოსშიდა სპირალი
საშვილოსნოსშიდა სპირალის ეფექტურობის შემცირების რისკი (სავარაუდო).
+ თრომბოლიზურები
სისხლდენის გაზრდილი რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე და/ან ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე.
ორსულობის 1-ელ ტრიმესტრში გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები
ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებს ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ სპონტანური აბორტის, გულის მანკების და გასტროშიზის გაზრდილ რისკზე. გულ-სისხლძარღვთა მალფორმაციების განვითარების აბსოლუტური რისკი ადამიანების საერთო პოპულაციაში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1.5%-მდე. რისკი იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით. ნაჩვენებია, რომ ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენება იწვევს იმპლანტაციის წინ და შემდგომ დანაკარგებს და ემბრიონის/ნაყოფის სიკვდილს. გარდა ამისა, ორსულობის ორგანოგენეზის ფაზაში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორით ნამკურნალებ ცხოველებში აღინიშნა გარკვეული მანკების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების, უფრო მაღალი სიხშირე.
ამენორეის 12 კვირიდან დაბადებამდე გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები:
დაწყებული ამენორეის მე-12 კვირიდან დაბადებამდე, ყველა აასს-ს, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გამო, შეუძლიათ გამოიწვიო ნაყოფს თირკმლის უკმარისობა:
- საშვილოსნოს შიგნით, რაც შეიძლება შეინიშნოს 12 კვირის ამენორეიდან (ნაყოფის დიურეზის დაწყება): ოლიგოჰიდრამნიოზი (როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ) ან თუნდაც ანოჰიდრამნიოზი, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.
- თირკმლის უკმარისობა (შექცევადი ან არა) შეიძლება განვითარდეს დაბადებისას, განსაკუთრებით გვიანი და ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში (მძიმე დაგვიანებული ჰიპერკალიემიის განვითარების რისკით).
რისკები, რომლებიც დაკავშირებულია გამოყენებასთან ამენორეის 24 კვირის შემდეგ და მშობიარობამდე:
ამენორეის 24 კვირის შემდეგ, აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფის გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა და ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია). არტერიული სადინრის სტენოზი შეიძლება განვითარდეს მე-6 თვის დასაწყისიდან (ამენორეის 24-ე კვირის შემდეგ) და გამოიწვიოს ნაყოფის ან ახალშობილის გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა ან ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილიც კი. ეს რისკი უფრო მაღალია, რაც უფრო ახლოს არის შეყვანილი დოზა ვადასთან (ნაკლები შექცევადობა). ეს ეფექტი შენარჩუნებულია ერთჯერადი დოზის შემდეგაც.
ორსულობის ბოლოს დედამ და ახალშობილმა შეიძლება განიცადოს:
- სისხლდენის დროის გახანგრძლივება ანტითრომბოციტული ეფექტის გამო, რაც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ძალიან დაბალი დოზების მიღების შემდეგაც;
- საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვევს ვადის გადაცილებას ან გახანგრძლივებულ მშობიარობას.
დასკვნის სახით:
თუ აბსოლუტურად აუცილებელი არ არის, ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს ქალებს, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან იმყოფებიან ორსულობის პირველი 5 თვის განმავლობაში (ამენორეის პირველი 24 კვირა). თუ ეს სამკურნალო პრეპატრატი ენიშნება ქალს, რომელიც გეგმავს დაორსულებას ან არის 6 თვეზე ნაკლები ორსული, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე. გრძელვადიანი მიღება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. მე-6 თვის დასაწყისიდან (ამენორეის 24 კვირის შემდეგ): ამ პრეპარატის ნებისმიერი გამოყენება, თუნდაც იშვიათად, უკუნაჩვენებია. თუ ამ პერიოდის შემდეგ მოხდება შემთხვევით შეყვანა, უნდა ჩატარდეს გულის, თირკმელების, ფეტალური და/ან ნეონატალური მონიტორინგი ექსპოზიციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე. ასეთი მონიტორინგის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მოლეკულის ნახევარგამოყოფის პერიოდს.
ძუძუთი კვება
ვინაიდან აასს გადადის დედის რძეში, ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის.
ფერტილობა
ისევე როგორც ყველა აასს-ს, ამ პრეპარატის გამოყენებამაც შეიძლება დროებით შეაფერხოს ქალის ფერტილობა ოვულაციაზე ზეგავლენის გამო; ამიტომ, დაორსულების მსურველ ქალებში არ არის რეკომენდებული. ქალებმა, რომლებსაც პრობლემა აქვთ დაორსულებასთან დაკავშირებით ან გადიან უნაყოფობის ტესტირებას, უნდა განიხილონ მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თვალის დისკომფორტი ან დაბინდული მხედველობა თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, არ უნდა მართონ ავტომობილი ან იმუშაონ რთულ ტექნიკასთან.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული მონაცემებით მიღებული გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით შემდეგი სქემის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,100-მდე), ძალიან იშვიათი, <1 (<1/10,000) ან სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:
არახშირი: თვალის ტკივილი, თვალების გაღიზიანება.
იშვიათი: წერტილოვანი კერატიტი, ფოტომგრძნობელობა.
სიხშირე უცნობია: ჰიპერსეკრეტორული ცრემლდენა, მხედველობის დარღვევა, კერატიტი*, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალების ჰიპერემია, რქოვანას შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, რქოვანას პერფორაცია*, რქოვანას წყლული.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ქავილი და სიწითლე.
- აღინიშნა რქოვანას მხრივ ისეთი გართულებები, როგორიცაა კერატიტი ან რქოვანას წყლული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პერფორაციაც კი, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ თვალის ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს და/ან მათში, ვისი რქოვანაც უკვე დაზიანებულია.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გივითარდებათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციებზე, მათ შორის მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
ჭარბი დოზა
ადგილობრივი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თვალის წვეთების გამორეცხვა შეიძლება სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით.
პირველადი შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
თვალის წვეთები.
5 მლ პრეპარატი პოლიმერულ ფლაკონში საცობი-საწვეთურით, 5 მლ ტევადობით, რომელიც დახურულია დამცავი რგოლით აღჭურვილი პოლიმერული თავსახურით. ერთი ფლაკონი-საწვეთური გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ინდომეტაცინი 1 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: არგინინი, ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, თიომერსალი, 1M მარილმჟავას ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
შენახვის პირობები
18 თვე
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ათქ კოდი: S01BC01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ინდომეტაცინს, პრეპარატის ინდოფთალმიკი აქტიურ ნივთიერებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
პრეპარატის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთების და ტკივილის პათოგენეზში.
ფარმაკოკინეტიკა
არსებობს დადასტურებული მონაცემები, რომ პრეპარატი აღწევს თვალის წინა საკანში. ერთჯერადი ინსტილაციით, პრეპარატის აქტიური ნივთიერება ვლინდება წინა საკანის სითხეში რამდენიმე საათის განმავლობაში.
ინდოფთალმიკის ადგილობრივად გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
გამოყენების ინსტრუქცია
ინდოფთალმიკი
სავაჭრო დასახელება
ინდოფთალმიკი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
ინდომეტაცინი
სამკურნალწამლო ფორმა
თვალის წვეთები.
აღწერილობა: გამჭვირვალე მომწვანო-მოყვითალო ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ინდომეტაცინი 1 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: არგინინი, ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, თიომერსალი, 1M მარილმჟავას ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და ათქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ათქ კოდი: S01BC01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ინდომეტაცინს, პრეპარატის ინდოფთალმიკი აქტიურ ნივთიერებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
პრეპარატის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთების და ტკივილის პათოგენეზში.
ფარმაკოკინეტიკა
არსებობს დადასტურებული მონაცემები, რომ პრეპარატი აღწევს თვალის წინა საკანში. ერთჯერადი ინსტილაციით, პრეპარატის აქტიური ნივთიერება ვლინდება წინა საკანის სითხეში რამდენიმე საათის განმავლობაში.
ინდოფთალმიკის ადგილობრივად გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია.
გამოყენების ჩვენებები
- მიოზის ინჰიბირება ოპერაციის დროს;
- ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა კატარაქტის ან თვალის წინა საკანში ოპერაციის შემდეგ;
- თვალის არეში ტკივილის შემცირება პოსტოპერაციულ პერიოდში ფოტორეფრაქციული კერატექტომიის შემდეგ ოპერაციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
ინდოფთალმიკს იწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში.
დოზირების რეჟიმი მოზრდილებში
- ინტრაოპერაციული მიოზის ინჰიბირებისთვის პრეპარატს აწვეთებენ - 4 წვეთი ოპერაციამდე ერთი დღით ადრე და 4 წვეთი 3 საათის განმავლობაში უშუალოდ ოპერაციამდე.
- კატარაქტის ან თვალის წინა საკანზე ოპერაციის შემდეგ ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის პრეპარატი ინდოფთალმიკი გამოიყენება 1 წვეთი 4-6-ჯერ დღეში, ოპერაციამდე 24 საათით ადრე და მის შემდეგ ანთებითი სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
- ფოტორეფრაქციული კერატექტომიის შემდეგ თვალის ტკივილის მკურნალობისას პრეპარატს აწვეთებენ - 1 წვეთი 4-ჯერ დღეში, ჩარევიდან პირველი დღეების განმავლობაში.
ბავშვები
ბავშვებში სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენების მეთოდი
თვალის წვეთების სწორად გამოსაყენებლად საჭიროა სიფრთხილის ზოგიერთი ზომის დაცვა:
- ჩაწვეთებამდე ხელები კარგად დაიბანეთ.
- მოერიდეთ წვერის კონტაქტს თვალებთან ან ქუთუთოებთან.
- წამლის ერთი წვეთი ჩაასხით დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში ზევით ყურებით და ქვედა ქუთუთო ნაზად ჩამოწიეთ ქვემოთ.
- დახურეთ ფლაკონი გამოყენების შემდეგ.
სისტემური აბსორბცია შეიძლება შემცირდეს ნაზოლაკრიმული ოკლუზიით ან ქუთუთოების დახურვით 2 წუთის განმავლობაში. ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ შეამციროთ სისტემური გვერდითი მოვლენები და გაზარდოთ ადგილობრივი ეფექტურობა.
სხვა თვალის წვეთებთან ერთად ინდოფთალმიკის გამოყენებისას უნდა დაიცვათ 15 წუთიანი ინტერვალი.
უკუჩვენებები
სამკურნალო პროდუქტი ინდოფთალმიკი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში <<შემადგენლობა>>;
- დადასტურებული ალერგია ინდომეტაცინის და ანალოგიური აქტივობის მქონე ნივთიერებებზე, როგორიცაა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, მათ შორის ასპირინი);
- ორსულობა - დაწყებული ორსულობის მე-6 თვიდან (ამენორეის 24 კვირის შემდეგ);
- ძუძუთი კვების პერიოდი;
- აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული ასთმის შეტევები ანამნეზში;
- სისტემური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კუჭ-ნაწლავის წყლულების განვითარება, მაგრამ რისკი მნიშვნელოვნად დაბალია ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ:
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა.
სამკურნალო პროდუქტი ინდოფთალმიკი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში შემდეგ პრეპარატებთან:
- ორალური ანტიკოაგულანტები,
- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის სალიცილატები მაღალი დოზებით, 3 გ/დღეში მოზრდილებში),
- ჰეპარინი,
- ლითიუმი,
- მეტოტრექსატის მაღალი დოზა (≥15 მგ კვირაში),
- ტიკლოპიდინი,
- დიფლუნისალი.
არასასურველი რეაქციები
კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული მონაცემებით მიღებული გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით შემდეგი სქემის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,100-მდე), ძალიან იშვიათი, <1 (<1/10,000) ან სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:
არახშირი: თვალის ტკივილი, თვალების გაღიზიანება.
იშვიათი: წერტილოვანი კერატიტი, ფოტომგრძნობელობა.
სიხშირე უცნობია: ჰიპერსეკრეტორული ცრემლდენა, მხედველობის დარღვევა, კერატიტი*, კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალების ჰიპერემია, რქოვანას შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, რქოვანას პერფორაცია*, რქოვანას წყლული.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ქავილი და სიწითლე.
- აღინიშნა რქოვანას მხრივ ისეთი გართულებები, როგორიცაა კერატიტი ან რქოვანას წყლული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პერფორაციაც კი, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ თვალის ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს და/ან მათში, ვისი რქოვანაც უკვე დაზიანებულია.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გივითარდებათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციებზე, მათ შორის მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ინდოფთალმიკი შეიცავს თიომერსალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
- არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევის ალბათობა თვალის ქსოვილებში ოპერაციის დროს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის დრო.
- ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კერატიტი. ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეპითელიუმის დაზიანება, რქოვანას გათხელება, რქოვანას ეროზია, რქოვანას წყლულები ან რქოვანას პერფორაცია. ამ ეფექტებმა შეიძლება შექმნას მხედველობის დაკარგვის საფრთხე. პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ რქოვანას ეპითელიუმის ანომალიები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ინდოფთალმიკის გამოყენება და უნდა იყვნენ მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ, რქოვანას პრობლემებთან დაკავშირებით.
- ადგილობრივმა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეანელონ ან შეაყოვნონ შეხორცება. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებიც ანელებენ ან აყოვნებენ შეხორცებას. ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ადგილობრივი სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შეხორცების პრობლემების ალბათობა. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ინდოფთალმიკის კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რქოვანას მხრივ გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.
- ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების პოსტრეგისტრაციული გამოცდილება ვარაუდობს, რომ პაციენტებს თვალის კომპლექსური ქირურგიით, რქოვანას დენერვაციით, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტებით, შაქრიანი დიაბეტით, თვალის ზედაპირის დაავადებებით (მაგ. მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტით ან თვალის მრავალჯერადი ოპერაციებით მოკლე დროში შეიძლება ჰქონდეთ რქოვანას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ამ პაციენტებში ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანას გვერდითი ეფექტების რისკი და სიმძიმე.
სიფრთხილის ზომები:
- თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული პერი- ან ინტრაოკულური ინექციებისთვის ან პერორალურად.
- ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში, ინდოფთალმიკით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- თუ არსებობს თვალის ინფექციის რისკი, ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
- ინდოოფთალმიკით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანების გამოყენების უნარზე
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თვალის დისკომფორტი ან დაბინდული მხედველობა თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, არ უნდა მართონ ავტომობილი ან იმუშაონ რთულ ტექნიკასთან.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე და/ან ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე.
ორსულობის 1-ელ ტრიმესტრში გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები
ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებს ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ სპონტანური აბორტის, გულის მანკების და გასტროშიზის გაზრდილ რისკზე. გულ-სისხლძარღვთა მალფორმაციების განვითარების აბსოლუტური რისკი ადამიანების საერთო პოპულაციაში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1.5%-მდე. რისკი იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით. ნაჩვენებია, რომ ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენება იწვევს იმპლანტაციის წინ და შემდგომ დანაკარგებს და ემბრიონის/ნაყოფის სიკვდილს. გარდა ამისა, ორსულობის ორგანოგენეზის ფაზაში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორით ნამკურნალებ ცხოველებში აღინიშნა გარკვეული მანკების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების, უფრო მაღალი სიხშირე.
ამენორეის 12 კვირიდან დაბადებამდე გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები:
დაწყებული ამენორეის მე-12 კვირიდან დაბადებამდე, ყველა აასს-ს, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გამო, შეუძლიათ გამოიწვიო ნაყოფს თირკმლის უკმარისობა:
- საშვილოსნოს შიგნით, რაც შეიძლება შეინიშნოს 12 კვირის ამენორეიდან (ნაყოფის დიურეზის დაწყება): ოლიგოჰიდრამნიოზი (როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ) ან თუნდაც ანოჰიდრამნიოზი, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.
- თირკმლის უკმარისობა (შექცევადი ან არა) შეიძლება განვითარდეს დაბადებისას, განსაკუთრებით გვიანი და ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში (მძიმე დაგვიანებული ჰიპერკალიემიის განვითარების რისკით).
რისკები, რომლებიც დაკავშირებულია გამოყენებასთან ამენორეის 24 კვირის შემდეგ და მშობიარობამდე:
ამენორეის 24 კვირის შემდეგ, აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფის გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა და ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია). არტერიული სადინრის სტენოზი შეიძლება განვითარდეს მე-6 თვის დასაწყისიდან (ამენორეის 24-ე კვირის შემდეგ) და გამოიწვიოს ნაყოფის ან ახალშობილის გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა ან ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილიც კი. ეს რისკი უფრო მაღალია, რაც უფრო ახლოს არის შეყვანილი დოზა ვადასთან (ნაკლები შექცევადობა). ეს ეფექტი შენარჩუნებულია ერთჯერადი დოზის შემდეგაც.
ორსულობის ბოლოს დედამ და ახალშობილმა შეიძლება განიცადოს:
- სისხლდენის დროის გახანგრძლივება ანტითრომბოციტული ეფექტის გამო, რაც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ძალიან დაბალი დოზების მიღების შემდეგაც;
- საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვევს ვადის გადაცილებას ან გახანგრძლივებულ მშობიარობას.
დასკვნის სახით:
თუ აბსოლუტურად აუცილებელი არ არის, ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს ქალებს, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან იმყოფებიან ორსულობის პირველი 5 თვის განმავლობაში (ამენორეის პირველი 24 კვირა). თუ ეს სამკურნალო პრეპატრატი ენიშნება ქალს, რომელიც გეგმავს დაორსულებას ან არის 6 თვეზე ნაკლები ორსული, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე. გრძელვადიანი მიღება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. მე-6 თვის დასაწყისიდან (ამენორეის 24 კვირის შემდეგ): ამ პრეპარატის ნებისმიერი გამოყენება, თუნდაც იშვიათად, უკუნაჩვენებია. თუ ამ პერიოდის შემდეგ მოხდება შემთხვევით შეყვანა, უნდა ჩატარდეს გულის, თირკმელების, ფეტალური და/ან ნეონატალური მონიტორინგი ექსპოზიციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე. ასეთი მონიტორინგის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მოლეკულის ნახევარგამოყოფის პერიოდს.
ძუძუთი კვება
ვინაიდან აასს გადადის დედის რძეში, ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული მეძუძური ქალებისთვის.
ფერტილობა
ისევე როგორც ყველა აასს-ს, ამ პრეპარატის გამოყენებამაც შეიძლება დროებით შეაფერხოს ქალის ფერტილობა ოვულაციაზე ზეგავლენის გამო; ამიტომ, დაორსულების მსურველ ქალებში არ არის რეკომენდებული. ქალებმა, რომლებსაც პრობლემა აქვთ დაორსულებასთან დაკავშირებით ან გადიან უნაყოფობის ტესტირებას, უნდა განიხილონ მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კორტიკოსტეროიდულ თვალის წვეთებთან კომბინირება.
მიუხედავად იმისა, რომ ინდომეტაცინის სისტემური აბსორბცია თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას უმნიშვნელოა, სხვა სამკურნალო პრეპარატებთან წამლისმიერი ურთიერთქმედების რისკი სრულად არ არის გამორიცხული. ამიტომ, გათვალისწინებული უნდა იყოს ურთიერთქმედება სისტემურ აასს-ებთან.
უკუნაჩვენები კომბინაციები:
+ სხვა აასს (მათ შორის სალიცილატები მაღალი დოზებით, 3 გ/დღეში მოზრდილებისთვის)
კუჭ-ნაწლავის წყლულების და სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (სინერგული ეფექტი).
+ პერორალური ანტიკოაგულაციური საშუალებები
პერორალური ანტიკოაგულანტების მიღებისას სისხლდენის გაზრდილი რისკი (თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება აასს-ების გავლენით).
თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა ჩატარდეს ფრთხილი კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.
+ ჰეპარინები (პარენტერალურად)
სისხლდენის გაზრდილი რისკი (თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება აასს-ების გავლენით).
თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი (და არაფრაქცირებული ჰეპარინებისთვის ბიოლოგიური მონიტორინგი).
+ ლითიუმი
აღწერილია დიკლოფენაკისთვის, კეტოპროფენისთვის, ინდომეტაცინისთვის, ფენილბუტაზონისთვის, პიროქსიკამისთვის. სისხლში ლითიუმის დონის მატება ტოქსიკურ მნიშვნელობებამდე, თირკმელების მიერ ლითიუმის გამოყოფის შემცირების გამო.
თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, ყურადღებით დააკვირდით ლითიუმის დონეს სისხლში და დაარეგულირეთ ლითიუმის დოზა კომბინაციის დროს და აასს-ების მიღების შეწყვეტის შემდეგ.
+ მეთოტრექსატი 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით
მეთოტრექსატის გაზრდილი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (მეთოტრექსატის თირკმლის კლირენსის დაქვეითება აასს-ების გავლენის ქვეშ).
+ ტიკლოპიდინი
სისხლდენის გაზრდილი რისკი (ანტითრომბოციტული აქტივობის სინერგიზმი).
თუ კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა ფრთხილი კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი (სისხლდენის დროის ჩათვლით).
+ დიფლუნისალი
ფატალური კუჭ-ნაწლავის სისხლდენა პლაზმაში ინდომეტაცინის კონცენტრაციის მომატებით (ფერმენტული კონკურენცია გლუკუროკონიუგაციის დონეზე).
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას:
+ დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ინჰიბიტორები
თირკმელების მწვავე უკმარისობა პაციენტებში დეჰიდრატაციით (გლომერულური ფილტრაციის დაქვეითება ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბიციის გამო აასს-ების მიღების შემდეგ). ასევე შეინიშნება აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება.
ასეთ სიტუაციებში აუცილებელია პაციენტის წყლით უზრუნველყოფა და თირკმელის ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში.
+ მეთოტრექსატი 15 მგ-ზე ნაკლები დოზით/კვირაში
მეთოტრექსატის გაზრდილი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (მეთოტრექსატის თირკმლის კლირენსის დაქვეითება ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გავლენის ქვეშ).
აუცილებელია სისხლის ანალიზის ყოველკვირეული მონიტორინგი კომბინირებული მიღების პირველი კვირების განმავლობაში, ისევე როგორც თირკმლის უკმარისობის მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
+ პენტოქსიფილინი
სისხლდენის გაზრდილი რისკი.
გამოიყენეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და სისხლდენის ხანგრძლივობის მონიტორინგით.
+ ზიდოვუდინი
სისხლის წითელი უჯრედების ტოქსიკურობის გაზრდის რისკი (ეფექტი რეტიკულოციტებზე) მწვავე ანემიის განვითარებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების დაწყებიდან 8 დღის შემდეგ.
სისხლის მაჩვენებლების და რეტიკულოციტების რაოდენობის კონტროლი აასს-ების მკურნალობის დაწყებიდან 8-15 დღის შემდეგ.
აუცილებლად გასათვალისწინებელი კომბინაციები:
+ ბეტა ბლოკატორები
ექსტრაპოლაციის გზით - ინდომეტაცინიდან.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება (ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით).
+ ციკლოსპორინი
დამატებითი ნეფროტოქსიკური ეფექტების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
+ დესმოპრესინი
ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერება.
+ საშვილოსნოსშიდა სპირალი
საშვილოსნოსშიდა სპირალის ეფექტურობის შემცირების რისკი (სავარაუდო).
+ თრომბოლიზურები
სისხლდენის გაზრდილი რისკი.
ჭარბი დოზირება
ადგილობრივი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თვალის წვეთების გამორეცხვა შეიძლება სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით.
პირველადი შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
თვალის წვეთები.
5 მლ პრეპარატი პოლიმერულ ფლაკონში საცობი-საწვეთურით, 5 მლ ტევადობით, რომელიც დახურულია დამცავი რგოლით აღჭურვილი პოლიმერული თავსახურით. ერთი ფლაკონი-საწვეთური გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
18 თვე
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
Румыния
К.О. Ромфарм Компани С.Р.Л.
Адрес: 075100, ул. Ероилор №1А, г. Отопень, уезд Ильфов.
რუმინეთი
კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.
მისამართი: 075100, ეროილორის ქუჩა №1ა, ქ. ოტოპენი, ილფოვის ოლქი.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო
მისამართი: ქ. თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7ა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


