პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ინდომეტაცინი სოფარმა 25მგ

Indometacin Sopharma 25mg

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ინდომეტაცინი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ და ანტირევმატიულ სამკურნალო პრეპარატებს (აასპ). გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინდომეტაცინი (indometacin)
ფორმა და შეფუთვა
25მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (1X30)
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045137
რეგისტრირებულია
31 მარტი 2026, მოქმედებს 31 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაინდომეტაცინი სოფარმა 25მგ და სხვა წამალი ერთად

ინდომეტაცინი სოფარმა 25მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინდომეტაცინი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ და ანტირევმატიულ სამკურნალო პრეპარატებს (აასპ). გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების ძირითად მექანიზმად ითვლება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რაც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ანთების, ტკივილის და ცხელების პროცესში.

ინდომეტაცინი სოფარმა გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, , როგორიც არის რევმატოიდული ართრიტი, მწვავე და გამწვავებული იუვენილური ართრიტი, მწვავე და ქრონიკული გამწვავებული მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრის შეტევა და პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი; რეიტერის დაავადება; სახსრის ირგვლივი ქსოვილის დაავადებები: ტენდინიტი, ბურსიტი, ტენდობურსიტი, ტენდოვაგინიტი, ტრავმა სპორტსმენებში; დისკოპათია, პლექსიტი, რადიკულონევრიტი, დისმენორეა.

  • ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ინდომეტაცინი სოფარმა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს თქვენი მკურნალი ექიმი.

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ (1-2 ტაბლეტი) 2-4-ჯერ დღეში. საჭიროებისას დოზა იზრდება დღეში 150 მგ-მდე, გაყოფილი 3 მიღებად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ. ხანგრძლივი მკურნალობისას სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 75 მგ-ს.

პოდაგრა

მწვავე პოდაგრული შეტევის კუპირების მიზნით ინიშნება საწყისი დოზა, რომელიც შეადგენს 100 მგ, ამის შემდეგ გამოიყენება 50 მგ 3-ჯერ დღეში ტკივილის შემცირებამდე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი)

ასეთ პაციენტებში იზრდება გვერდითი მოქმედების განვითარების საშიშროება. რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება ხანმოკლე ვადით. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების მომატებული საშიშროების გამო.

14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები

არ გამოიყენება 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი: ტაბლეტები მიიღება შიგნით კვების შემდეგ. ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ ინდომეტაცინი სოფარმას ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს. ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დარღვევა და დეზორიენტაცია. უფრო მძიმე შემთხვევებში ვლინდება პარესთეზია და კრუნჩხვები.

მკურნალობა – სიმპტომური: ღებინების პროვოცირება, კუჭის ამორეცხვა.

თუ თქვენ გამოტოვეთ ინდომეტაცინი სოფარმას მიღება

თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ იგი შეძლებისამებრ მალე. თუ უკვე დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ ისე ჩვეულებისამებრ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება თქვენი მკურნალი ექიმის მითითებული რეკომენდაციით.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ და თუ ეს მოვლენები იწვევდნენ ასთმურ შეტევებს (გართულებული სუნთქვა), ალერგიულ ცემინებას ან ჭინჭრის ციებას.
  • თუ თქვენ გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული და/ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლული;
  • თუ თქვენ წარსულში გქონდათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფის სხვა პრეპარატებით გამოწვეული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  • თუ თქვენ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
  • თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ან ლაქტაციის პერიოდში;
  • 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები.

პრეპარატ ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

ინდომეტაცინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

ინდომეტაცინმა შესაძლებელია იქონიოს გამაღიზიანებელი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მკურნალობის ნებისმიერ დროს, სიმპტომური გამოვლინებით ან გამოვლინების გარეშე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გართულებების მომატებული რისკი არის პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ წყლულოვანი დაავადებები, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში, ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისას და მწეველებში.

ასეთი გართულებების მომატებული რისკი არის ასევე პაციენტებში, რომლებიც ინდომეტაცინთან ერთად იყენებენ შიგნით მისაღებ კორტიკოსტეროიდებს (ჰორმონებს) და სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, როგორიც არის ულცეროზული (წყლულოვანი) კოლიტი და კრონის დაავადება.

ინდომეტაცინი სოფარმას მსგავსი პრეპარატების გამოყენება დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის (სისხლჩაქცევა თავის ტვინში) განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან. ეს რისკ-ფაქტორი იზრდება მაღალი დოზის გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ თქვენ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ არსებობს მათი განვითარების რისკი (მაგალითად, გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან ხართ მწეველი), მკურნალობასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება საკვები პროდუქტების ან სამკურნალო პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენისას, ქრონიკული ალერგიული სურდოს, ქრონიკული სინუსიტის და/ან ცხვირის პოლიპების, ბრონქული ასთმის მქონე პირებში.

ინდომეტაცინი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დამატებითი დარღვევის გამო.

ფსიქიკური დარღვევების, დეპრესიის, ეპილეფსიის, პარკინსონიზმის მქონე პირებში ინდომეტაცინის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ძირითადი დაავადების დამძიმება.

სისხლის შედედების დარღვევების მქონე პირებში საჭიროა შედედების მაჩვენებლების კონტროლი პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას.

სხვა აასპ ჯგუფის პრეპარატების მსგავსად, ინდომეტაცინით მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, რაც მოითხოვს ღვიძლის ფერმენტების პერიოდულ კონტროლს.

იშვიათად, ინდომეტაცინმა შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული რეაქციები კანის მხრიდან. კანის ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი პირველი სიმპტომის გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმული ასაკის პირებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის წნევის დამწევ პრეპარატებს, ასევე გულის რითმის დარღვევის სამკურნალო და დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს).

ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, სამკურნალო პრეპარატმა შესაძლებელია შენიღბოს აქტიური ანთების სიმპტომები, რაც საჭიროებს ბაქტერიული ინფექციის არსებობის გამორიცხვას პრეპარატის დანიშვნამდე.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას რეპროდუქციული ასაკის ქალებში არსებობს ფერტილურობის (დაორსულების) დათრგუნვის შესაძლებლობა.

პაციენტებში ეპილეფსიის ან კრუნჩხვების ანამნეზით ან ანამნეზის გარეშე, ქინოლონების (ციპროფლოქსაცინის) ინდომეტაცინთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იყენებთ ან უახლოს წარსულში იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო პრეპარატს,

ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ინდომეტაცინმა შესაძლებელია შეცვალოს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების აქტივობა ან პირიქით, გარკვეულმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლებელია შეცვალონ მისი მოქმედება.

ინდომეტაცინის გამოყენება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (როგორიც არის აცეტილსალიცილის მჟავა) და კორტიკოსტეროიდებთან (ჰორმონები) ზრდის გვერდითი მოქმედების განვითარების საშიშროებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელების და ღვიძლის მხრიდან.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფატალური სისხლდენის საშიშროების გამო არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება დიფლუნიზალთან ერთად (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება);

ინდომეტაცინმა შესაძლებელია გაზარდოს დიგოქსინის (გამოიყენება გულის უკმარისობის დროს), ლითიუმის მარილების (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალებების (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი) ტოქსიკურობა მათი ერთდროული გამოყენებისას.

ინდომეტაცინი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ამცირებს დიურეზული (შარდმდენი საშუალებები) და არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების თერაპიულ მოქმედებას.

პრობენიციდმა (პოდაგრის სამკურნალოდ) შესაძლებელია გაზარდოს ინდომეტაცინის ტოქსიკურობა.

შედედების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ საშუალებებთან და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას, იზრდება წყლულების და სისხლდენის განვითარების საშიშროება.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო პრეპარატებს ქინოლონის ანტიბაქტერიული ჯგუფიდან (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი).

ინდომეტაცინი არ მოქმედებს დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების ეფექტზე.

ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენება სასმელთან და საკვებ პროდუქტებთან

ინდომეტაცინი სოფარმათი მკურნალობის დროს არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ან ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ინდომეტაცინი სოფარმა, თუ ხართ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ არდაბადებულ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები დაბადებისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები ნაყოფში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის უფრო გვიან დაწყება ან მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელება. თქვენ არ უნდა მიიღოთ ინდომეტაცინი სოფარმა ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მისი გამოყენება უკიდურესად აუცილებელია, თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თუ ამ პერიოდში გჭირდებათ მკურნალობა ან თუ ცდილობთ დაორსულებას, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებამ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს ჯერ არდაბადებულ ბავშვში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფს გარშემო სითხის შემცირება (ამნოიტური სითხის ნაკლებობა). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი მონიტორინგი.

ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ყურებში ხმაურის, თავბრუსხვევის, ძილიანობის, მხედველობითი და სმენითი დარღვევების შესაძლო განვითარების გამო, ავტომობილების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ინდომეტაცინი სოფარმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინდომეტაცინი სოფარმას შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ კომპონენტებთან დაკავშირებით

დამხმარე ნივთიერების სახით ტაბლეტის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მასთან.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს, გამოყენება შესაძლებელია ცელიაკიის მქონე პირებში (გლუტენის ენტეროპათია). ხორბალზე ალერგიის მქონე პირებმა (რაც განსხვავდება ცელიაკიისგან) ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ინდომეტაცინი სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. წყლული, პერფორაცია, სისხლდენა ძირითადად ვლინდება ხანდაზმული ასაკის პირებში.

გვერდითი ეფექტების სიხშირე დაყოფილია შემდეგი სახით:

ხშირი (100-დან 1-10 პაციენტში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია, დაღლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში.

არახშირი (1 000-დან 1-10 პაციენტში): ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების შესაძლებლობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, იზრდება სისხლდენის და სისხლჩაქცევის განვითარების საშიშროება), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, იზრდება ინფექციის განვითარების შესაძლებლობა), ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისუსტე), სითხის შეკავება, ჰიპერგლიკემია (შაქრის დონის მატება სისხლში), გლუკოზურია (შაქარი შარდში), ჰიპერკალიემია (კალიუმის დონის მატება სისხლში), შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა, პარესთეზიის ჩათვლით (დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება), დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, პერიფერიული ნევროპათია (პერიფერიული ნერვების ფუნქციის დარღვევა), მეხსიერების დარღვევა, ფსიქოზური რეაქციები, გაორებული ან არამკაფიო მხედველობა, ტაქიკარდია (გახშირებული პულსი), სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში), პალპიტაცია (გულისძგერა), არითმია (არარეგულარული გულის რითმი), შეშუპება, წნევის მატება ან დაწევა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), მელენა (სისხლი განავალში), ჰემატემეზისი (სისხლიანი ღებინება), წყლულოვანი სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება (მსხვილი ნაწლავის დაავადება), კრონის დაავადება, არსებული წყლულის გამწვავება, ცილა ან სისხლი შარდში, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმელების ანთება), თირკმელების მწვავე უკმარისობა, თირკმლისმიერი დარღვევები (პაპულარული ნეკროზი).

იშვიათი (10 000-დან 1-10 პაციენტში): ტოქსიკური ჰეპატიტი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე (ღვიძლის ანთება სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე).

ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით): ბრონქოსპაზმი (გართულებული სუნთქვა), ასთმური შეტევები, ალერგიული (ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური) რეაქციები ალერგიულ პაციენტებში, სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში, გულის უკმარისობის დამძიმება, რაც დაკავშირებულია აასპ გამოყენებასთან.

ინდომეტაცინი სოფარმას მსგავს პრეპარატებს აკავშირებენ მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის (სისხლდენა თავის ტვინში) განვითარების მცირედ გაზრდილ რისკთან, ფულმინანტური ჰეპატიტი (სწრაფად მიმდინარე ღვიძლის ანთება), უფრო მძიმედ გამოხატული რეაქციები კანის მხრიდან (ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

კვლევები

ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ბილირუბინის დონის გარდამავალი მატება.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

ინდომეტაცინი სოფარმას შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ინდომეტაცინი 25 მგ თითოეულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვის შემადგენლობა: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), პოვიდონი К 25; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი, სალმანდი.

ნაწლავში ხსნადი გარსის შემადგენლობა: მეტაკრილის მჟავას ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1) 30% დისპერსია (ეუდრაჰიტი L 30 D-55) - მშრალი ნივთიერების სახით; სოპოლიმერი: ეთილაკრილატი მეთილაკრილატის 30% დისპერსიის სოპოლიმერი: მეთილ მეტაკრილატი; მეტაკრილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი; პოლისორბატი 80; პიგმენტური სუსპენზია – ყავისფერი (სალმანდი, ტრიეთილციტრატი, ტიტანის დიოქსიდი (Е171), რკინის ოქსიდი ყვითელი (Е172), რკინის ოქსიდი წითელი (Е172), პროპან-1,2 დიოლ-ალგინატი, კალიუმის სორბატი), ტრიეთილციტრატი.

პრეპარატი ინდომეტაცინი სოფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, ნაწლავში ხსნადი გარსით შემოგარსული, 7 მმ დიამეტრის მქონე, ნარინჯისფერი-ყავისფერი ტაბლეტები.

30 (ოცდაათი) ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი მოთავსებულია მყარ, უფერო, გამჭვირვალე პვქ ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 (ერთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 5 (ხუთი) წელი.

ინდომეტაცინი სოფარმა არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც არ გჭირდებათ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინოG

გამოყენების ინსტრუქცია

ინდომეტაცინი სოფარმა 25 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

Indometacin Sopharma 25 mg gastro-resistant tablets

ინდომეტაცინი (indometacin)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის და ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება მიაყენოს მათ ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.
  • თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რას შეიცავს წინამდებარე ინსტრუქცია:

  • რა არის ინდომეტაცინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
  • ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ინდომეტაცინი სოფარმა
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ინდომეტაცინი სოფარმა
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის ინდომეტაცინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება

ინდომეტაცინი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ და ანტირევმატიულ სამკურნალო პრეპარატებს (აასპ). გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების ძირითად მექანიზმად ითვლება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რაც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ანთების, ტკივილის და ცხელების პროცესში.

ინდომეტაცინი სოფარმა გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, , როგორიც არის რევმატოიდული ართრიტი, მწვავე და გამწვავებული იუვენილური ართრიტი, მწვავე და ქრონიკული გამწვავებული მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრის შეტევა და პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი; რეიტერის დაავადება; სახსრის ირგვლივი ქსოვილის დაავადებები: ტენდინიტი, ბურსიტი, ტენდობურსიტი, ტენდოვაგინიტი, ტრავმა სპორტსმენებში; დისკოპათია, პლექსიტი, რადიკულონევრიტი, დისმენორეა.

  • ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ინდომეტაცინი სოფარმა:

  • თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ და თუ ეს მოვლენები იწვევდნენ ასთმურ შეტევებს (გართულებული სუნთქვა), ალერგიულ ცემინებას ან ჭინჭრის ციებას.
  • თუ თქვენ გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული და/ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლული;
  • თუ თქვენ წარსულში გქონდათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფის სხვა პრეპარატებით გამოწვეული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  • თუ თქვენ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
  • თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა;
  • ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ან ლაქტაციის პერიოდში;
  • 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები.

პრეპარატ ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

ინდომეტაცინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

ინდომეტაცინმა შესაძლებელია იქონიოს გამაღიზიანებელი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მკურნალობის ნებისმიერ დროს, სიმპტომური გამოვლინებით ან გამოვლინების გარეშე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გართულებების მომატებული რისკი არის პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ წყლულოვანი დაავადებები, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში, ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისას და მწეველებში.

ასეთი გართულებების მომატებული რისკი არის ასევე პაციენტებში, რომლებიც ინდომეტაცინთან ერთად იყენებენ შიგნით მისაღებ კორტიკოსტეროიდებს (ჰორმონებს) და სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, როგორიც არის ულცეროზული (წყლულოვანი) კოლიტი და კრონის დაავადება.

ინდომეტაცინი სოფარმას მსგავსი პრეპარატების გამოყენება დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის (სისხლჩაქცევა თავის ტვინში) განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან. ეს რისკ-ფაქტორი იზრდება მაღალი დოზის გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ თქვენ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ არსებობს მათი განვითარების რისკი (მაგალითად, გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან ხართ მწეველი), მკურნალობასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება საკვები პროდუქტების ან სამკურნალო პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენისას, ქრონიკული ალერგიული სურდოს, ქრონიკული სინუსიტის და/ან ცხვირის პოლიპების, ბრონქული ასთმის მქონე პირებში.

ინდომეტაცინი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დამატებითი დარღვევის გამო.

ფსიქიკური დარღვევების, დეპრესიის, ეპილეფსიის, პარკინსონიზმის მქონე პირებში ინდომეტაცინის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ძირითადი დაავადების დამძიმება.

სისხლის შედედების დარღვევების მქონე პირებში საჭიროა შედედების მაჩვენებლების კონტროლი პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას.

სხვა აასპ ჯგუფის პრეპარატების მსგავსად, ინდომეტაცინით მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, რაც მოითხოვს ღვიძლის ფერმენტების პერიოდულ კონტროლს.

იშვიათად, ინდომეტაცინმა შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული რეაქციები კანის მხრიდან. კანის ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი პირველი სიმპტომის გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმული ასაკის პირებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის წნევის დამწევ პრეპარატებს, ასევე გულის რითმის დარღვევის სამკურნალო და დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს).

ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, სამკურნალო პრეპარატმა შესაძლებელია შენიღბოს აქტიური ანთების სიმპტომები, რაც საჭიროებს ბაქტერიული ინფექციის არსებობის გამორიცხვას პრეპარატის დანიშვნამდე.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას რეპროდუქციული ასაკის ქალებში არსებობს ფერტილურობის (დაორსულების) დათრგუნვის შესაძლებლობა.

პაციენტებში ეპილეფსიის ან კრუნჩხვების ანამნეზით ან ანამნეზის გარეშე, ქინოლონების (ციპროფლოქსაცინის) ინდომეტაცინთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იყენებთ ან უახლოს წარსულში იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო პრეპარატს,

ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ინდომეტაცინმა შესაძლებელია შეცვალოს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების აქტივობა ან პირიქით, გარკვეულმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლებელია შეცვალონ მისი მოქმედება.

ინდომეტაცინის გამოყენება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (როგორიც არის აცეტილსალიცილის მჟავა) და კორტიკოსტეროიდებთან (ჰორმონები) ზრდის გვერდითი მოქმედების განვითარების საშიშროებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელების და ღვიძლის მხრიდან.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფატალური სისხლდენის საშიშროების გამო არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება დიფლუნიზალთან ერთად (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება);

ინდომეტაცინმა შესაძლებელია გაზარდოს დიგოქსინის (გამოიყენება გულის უკმარისობის დროს), ლითიუმის მარილების (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალებების (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი) ტოქსიკურობა მათი ერთდროული გამოყენებისას.

ინდომეტაცინი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ამცირებს დიურეზული (შარდმდენი საშუალებები) და არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების თერაპიულ მოქმედებას.

პრობენიციდმა (პოდაგრის სამკურნალოდ) შესაძლებელია გაზარდოს ინდომეტაცინის ტოქსიკურობა.

შედედების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ საშუალებებთან და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას, იზრდება წყლულების და სისხლდენის განვითარების საშიშროება.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო პრეპარატებს ქინოლონის ანტიბაქტერიული ჯგუფიდან (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი).

ინდომეტაცინი არ მოქმედებს დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების ეფექტზე.

ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენება სასმელთან და საკვებ პროდუქტებთან

ინდომეტაცინი სოფარმათი მკურნალობის დროს არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ან ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ინდომეტაცინი სოფარმა, თუ ხართ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ არდაბადებულ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები დაბადებისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები ნაყოფში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის უფრო გვიან დაწყება ან მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელება. თქვენ არ უნდა მიიღოთ ინდომეტაცინი სოფარმა ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მისი გამოყენება უკიდურესად აუცილებელია, თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თუ ამ პერიოდში გჭირდებათ მკურნალობა ან თუ ცდილობთ დაორსულებას, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ორსულობის მე-20 კვირიდან ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენებამ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს ჯერ არდაბადებულ ბავშვში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფს გარშემო სითხის შემცირება (ამნოიტური სითხის ნაკლებობა). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი მონიტორინგი.

ინდომეტაცინი სოფარმას გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ყურებში ხმაურის, თავბრუსხვევის, ძილიანობის, მხედველობითი და სმენითი დარღვევების შესაძლო განვითარების გამო, ავტომობილების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ინდომეტაცინი სოფარმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინდომეტაცინი სოფარმას შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ კომპონენტებთან დაკავშირებით

დამხმარე ნივთიერების სახით ტაბლეტის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მასთან.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს, გამოყენება შესაძლებელია ცელიაკიის მქონე პირებში (გლუტენის ენტეროპათია). ხორბალზე ალერგიის მქონე პირებმა (რაც განსხვავდება ცელიაკიისგან) ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.

  • როგორ გამოიყენება ინდომეტაცინი სოფარმა

ყოველთვის გამოიყენეთ ინდომეტაცინი სოფარმა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს თქვენი მკურნალი ექიმი.

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ (1-2 ტაბლეტი) 2-4-ჯერ დღეში. საჭიროებისას დოზა იზრდება დღეში 150 მგ-მდე, გაყოფილი 3 მიღებად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ. ხანგრძლივი მკურნალობისას სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 75 მგ-ს.

პოდაგრა

მწვავე პოდაგრული შეტევის კუპირების მიზნით ინიშნება საწყისი დოზა, რომელიც შეადგენს 100 მგ, ამის შემდეგ გამოიყენება 50 მგ 3-ჯერ დღეში ტკივილის შემცირებამდე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი)

ასეთ პაციენტებში იზრდება გვერდითი მოქმედების განვითარების საშიშროება. რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღება ხანმოკლე ვადით. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების მომატებული საშიშროების გამო.

14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები

არ გამოიყენება 14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი: ტაბლეტები მიიღება შიგნით კვების შემდეგ. ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ ინდომეტაცინი სოფარმას ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს. ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დარღვევა და დეზორიენტაცია. უფრო მძიმე შემთხვევებში ვლინდება პარესთეზია და კრუნჩხვები.

მკურნალობა – სიმპტომური: ღებინების პროვოცირება, კუჭის ამორეცხვა.

თუ თქვენ გამოტოვეთ ინდომეტაცინი სოფარმას მიღება

თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ იგი შეძლებისამებრ მალე. თუ უკვე დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ ისე ჩვეულებისამებრ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება თქვენი მკურნალი ექიმის მითითებული რეკომენდაციით.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ინდომეტაცინი სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. წყლული, პერფორაცია, სისხლდენა ძირითადად ვლინდება ხანდაზმული ასაკის პირებში.

გვერდითი ეფექტების სიხშირე დაყოფილია შემდეგი სახით:

ხშირი (100-დან 1-10 პაციენტში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია, დაღლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში.

არახშირი (1 000-დან 1-10 პაციენტში): ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების შესაძლებლობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, იზრდება სისხლდენის და სისხლჩაქცევის განვითარების საშიშროება), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, იზრდება ინფექციის განვითარების შესაძლებლობა), ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისუსტე), სითხის შეკავება, ჰიპერგლიკემია (შაქრის დონის მატება სისხლში), გლუკოზურია (შაქარი შარდში), ჰიპერკალიემია (კალიუმის დონის მატება სისხლში), შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა, პარესთეზიის ჩათვლით (დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება), დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, პერიფერიული ნევროპათია (პერიფერიული ნერვების ფუნქციის დარღვევა), მეხსიერების დარღვევა, ფსიქოზური რეაქციები, გაორებული ან არამკაფიო მხედველობა, ტაქიკარდია (გახშირებული პულსი), სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში), პალპიტაცია (გულისძგერა), არითმია (არარეგულარული გულის რითმი), შეშუპება, წნევის მატება ან დაწევა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), მელენა (სისხლი განავალში), ჰემატემეზისი (სისხლიანი ღებინება), წყლულოვანი სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება (მსხვილი ნაწლავის დაავადება), კრონის დაავადება, არსებული წყლულის გამწვავება, ცილა ან სისხლი შარდში, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმელების ანთება), თირკმელების მწვავე უკმარისობა, თირკმლისმიერი დარღვევები (პაპულარული ნეკროზი).

იშვიათი (10 000-დან 1-10 პაციენტში): ტოქსიკური ჰეპატიტი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე (ღვიძლის ანთება სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე).

ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით): ბრონქოსპაზმი (გართულებული სუნთქვა), ასთმური შეტევები, ალერგიული (ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური) რეაქციები ალერგიულ პაციენტებში, სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში, გულის უკმარისობის დამძიმება, რაც დაკავშირებულია აასპ გამოყენებასთან.

ინდომეტაცინი სოფარმას მსგავს პრეპარატებს აკავშირებენ მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის (სისხლდენა თავის ტვინში) განვითარების მცირედ გაზრდილ რისკთან, ფულმინანტური ჰეპატიტი (სწრაფად მიმდინარე ღვიძლის ანთება), უფრო მძიმედ გამოხატული რეაქციები კანის მხრიდან (ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

კვლევები

ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ბილირუბინის დონის გარდამავალი მატება.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ინდომეტაცინი სოფარმას შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 5 (ხუთი) წელი.

ინდომეტაცინი სოფარმა არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც არ გჭირდებათ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ინდომეტაცინი სოფარმას შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ინდომეტაცინი 25 მგ თითოეულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვის შემადგენლობა: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), პოვიდონი К 25; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი, სალმანდი.

ნაწლავში ხსნადი გარსის შემადგენლობა: მეტაკრილის მჟავას ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1) 30% დისპერსია (ეუდრაჰიტი L 30 D-55) - მშრალი ნივთიერების სახით; სოპოლიმერი: ეთილაკრილატი მეთილაკრილატის 30% დისპერსიის სოპოლიმერი: მეთილ მეტაკრილატი; მეტაკრილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი; პოლისორბატი 80; პიგმენტური სუსპენზია – ყავისფერი (სალმანდი, ტრიეთილციტრატი, ტიტანის დიოქსიდი (Е171), რკინის ოქსიდი ყვითელი (Е172), რკინის ოქსიდი წითელი (Е172), პროპან-1,2 დიოლ-ალგინატი, კალიუმის სორბატი), ტრიეთილციტრატი.

პრეპარატი ინდომეტაცინი სოფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, ნაწლავში ხსნადი გარსით შემოგარსული, 7 მმ დიამეტრის მქონე, ნარინჯისფერი-ყავისფერი ტაბლეტები.

30 (ოცდაათი) ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი მოთავსებულია მყარ, უფერო, გამჭვირვალე პვქ ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 (ერთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა ილიენსკოეს შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: აგვისტო, 2025 წელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა