ინდომეტაცინი ლაროფარმი 25მგ
Indometacin Laropharm 25mg
ხანგრძლივი მკურნალობის სახით: - ანთებითი რევმატული დაავადებებისას, როგორიცაა მაანკილიზირებადი სპონდილოართრიტი (პირველი ხაზის თერაპიული მკურნალობა), რევატოიდური ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეიტერის სინდრომი; - ზოგიერთი შინაგანი ტკივილები ოსტეოართრიტისას; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ინდომეტაცინი (indometacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ კაფსულა №20
- მწარმოებელი
- S.C. LAROPHARM S.R.L, რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023010
- რეგისტრირებულია
- 28 ივლისი 2017, მოქმედებს 28 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555”
- GMP
- -
ინდომეტაცინი ლაროფარმი 25მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ხანგრძლივი მკურნალობის სახით:
- ანთებითი რევმატული დაავადებებისას, როგორიცაა მაანკილიზირებადი სპონდილოართრიტი (პირველი ხაზის თერაპიული მკურნალობა), რევატოიდური ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეიტერის სინდრომი;
- ზოგიერთი შინაგანი ტკივილები ოსტეოართრიტისას;
სანმოკლე მკურნალობის სახით:
- სახსრების დაავადებებისას - ბურსიტის, ტენდინიტის ან ტენდოვაგინიტი (განსაკუთრებით ბეჭის პერიართრიტის განვითარებით), ართროზის ზოგიერთი ანთებითი გამოვლენისას; ზურგის ტკივილი და რთული რადიკულიტი;
- მიკროკრისტალური ართრიტი;
- პირველადი დისმენორეა, რომელიც რეზისტენტულია სხვა აასპ-ს მიმართ.
ინდომეტაცინი ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა დადებითი შედეგები სხვა აასპ-თი მკურნალობისას ან ნაკლებად ტოქსიური სიცხის დამწევი ანალგეზური საშუალებების გამოყენებისას.
მიღების წესი და დოზირება
უფროსები და 15 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები
რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენება.
ჩვეულებრივ გამოიყენება 50 მგ ინდომეტაცინი (ინდომეტაცინი ლაროფარმის ორი 25 მგ კაფსულა) დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.
ართრიტის ტკივილების დროს, რაც კავშირშია ღამით და დილით გამოვლენილ ტკივილებთან, რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ ინდომეტაცინს (ინდომეტაცინი ლაროფარმის 4 ცალი 25 მგ-იანი კაფსულა) ძილის წინ.
მწვავე პოდაგრა: დღიური დოზირების გაზრდა შესაძლებელია 150-200მგ ინდომეტაცინამდე (ინდომეტაცინი ლაროფარმის 6-8 ცალი 25 მგ-იანი კაფსულა) დღეში.
დღეში 150-200მგ ინდომეტაცინზე (ინდომეტაცინი ლაროფარმის 6-8 ცალი 25 მგ-იანი კაფსულა) უფრო მაღალი დოზრების გამოყენება ზრდის გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს და არ მოაქვს დამატებითი თერაპიული შედეგები.
თუ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება დაავადების მწვავე ფაზის შემდეგაც, უნდა მოხდეს დოზირების შემცირება უმდაბლეს დოზამდე, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისათვის.
თუ აღინიშნა უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, რეკომენდებულია დოზირების შემცირება და პაციენტის მონიტორინგი. ძლიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.
კაფსულები მიიღება კვების დროს საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზირების გამოყენებით და უმცირესი პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისათვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ინდომეტაცინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ბრონქული ასთმის გამოვლენის შემთხვევაში სხვა აასპ-ს ან აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებისას.
კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლულოვანი დაავადებისას.
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისას.
ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევისას.
თირმელების რთული უკმარისობისას
გულის რთული უკმარისობისას
ბავშვებში 15 წლის ასაკამდე
ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდში
სიფრთხილის ზომები
ინდომეტაცინი ლაროფარმი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისიმერი შაქრის მიმართ, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ამის შესახებ პრეპარატის გამოყენებამდე. იმის გამო, რომ პრეპარატი შეიცავს ყვითელ დაისს FCF (E110), ბრილიანტის შავს BN (E151), p-ჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილ-p-ჰიდროქსიბენზოატს (E216) შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები, შესაძლოა ქრონიკული.
ინდომეტაცინი ახდენს თრომბოციტების აგრეგაციას.
ბავშვები
15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია სხვა პრეპარატების გამოყენება, ასაკის შესაბამისად. ინდომეტაცინი გამოიყენება ბავშვებში სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზირების ხანმოკლე მკურნალობის პერიოდში გამოყენებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისათვის.
წამლის ურთიერთქმედება
აუცილებელია მკაცრი კონტროლი ინდომეტაცინის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულის და სისხლენის განვითარების რისკი;
- აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებისას - მცირდება პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია და იწვევს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების რისკის გაზრდას.
- დიფლუნისალი - იზრდება ინდომეტაცინის პლაზმური კონცენტრაცია. იზრდება კუჭ-ნაწლავის რთული სისხლდენის განვითარების რისკი.
- პერორალური ანტიკოაგულურები (კუმარინი) - სისხლდენის რისკი (საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი და დოზირების რეგულირება).
- ჰეპარინი - სისხლდენის რისკი;
- ტიკლოპიდინი და სხვა ანტიაგრეგანტულები - იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი;
- თრომბოლიზურები (ატეპლაზა, სტრეპტოკინაზა) - სისხლდენის რისკი;
- ლითიუმი - იზრდება პლაზმური კონცენტრაცია, ინტოქსიკაციის რისკი;
- მეტოტრექსატი - იზრდება ჰემატოლოგიური ტოქსიურობის რისკი
- დიურეზულები და ანგიოთენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები - თირკმლის მწვავე უკმრისობის რისკი.
- დიურეზულები - შარდმდენი ეფექტის შემცირება, ჰიპერკალიემიის რისკის განვითარება ანტიალდოსტერონის დიურეზულების გამოყენებისას.
- წნევის საწინააღმდეგო საშუალებები - სითხის შეკავების რისკი, საჭიროებს მეთვალყურეობას.
- ბეტა-ბლოკატორები - მცირდება ანტიჰიპერთენზული ეფექტი.
- დიგოქსინი - იზრდება პლაზმური კონცენტრაცია და ინტოქსიკაციის რისკი. რეკომენდებულია მკურნალობის მონიტორინგი.
- დესმოპრესინი - იზრდება ანტიდიურეზული აქტივობა.
- ციკლოსპორინი, ოქროს პრეპარატები, ნეფროტოქსიური ნივთიერებები - იზრდება სისხლისა და ნეფროტოქსიული ეფექტები.
- ზიდოვუდინი - იზრდება ჰემატოლოგიური ინტოქსიკაციის რისკი.
- ფოტომგრძნობელობის გამომწვევი პრეპარატები - ფოტომგრძნობელობის ეფექტის გაძლიერება.
ლაბორატორიული ტესტების ცვლილებები
ინდომეტაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი დექსამეტაზონის ტესტირებისას ენდოგენური დეპრესიის პროფილაქტიკის მიზნით.
სპეციალური გაფრთხილებები
პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ასთმა, რაც ასოცირდება ქრონიკულ რინიტთან, ჭინჭრის ცხელებასთან, ქრონიკულ სინუსიტთან და/ან ნაზალურ პოლიპოზთან იზრდება აასპ-ს მიმართ ალერგიული რეაქციები სხვა პაციენტებთან შედარებით. აასპ-ს გამოყენებამ ასეთ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ასთმური შეტევების განვითარება.
საჭიროა რისკისა და თერაპიული ეფექტის მკაცრი შეფასება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სეზონური ცხელება, გამონაყარი, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებით, ალერგიული რეაქციები სხვა პრეპარატებზე ან საკვებ პროდუქტებზე (მაგ., კონსერვანტებზე).
- თუ აღინიშნება ბრონქული ასთმა.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებები, მათ შორის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება. საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა და წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ წყლული ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (ისტორიაში, რაც კავშირშია სურალფატის ან მიზოპროსტოლის გამოყენებასთან).
სისხდენის რისკი შედარებით იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში სხეულის მცირე წონით და თრომბოციტების ფუნქციის დარღვევით, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულურებს. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.
- ჰემოფილია ან სხვა კოაგულოპათიები (სისხლდენის რისკის გაზრდა).
- ინფექციები
- ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა (იზრდება პრეპარატით ინტოქსიკაციის რისკი).
- წითელი მგლურა (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მიდრეკილება გვერდითი ეფექტების მიმართ).
- ეპილეფსია, დეპრესია, პარკინსონიზმი (შესაძლოა გართულდეს ინდომეტაცინის გამოყენებისას).
ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში აუცილებელია შრატში შარდოვანას და კრეატინინის, კალიუმის, ჰემატოკრიტის, ჰემოგლობინის კონტროლი, სისხლის ანალიზის ჩატარება. პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ მსგავსი მოვლენები, რეკომენდებულია ღვიძლზე მონიტორინგ (ტრანსამინაზების დონის კონტროლი) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემოწმება.
საჭიროა სიფრთხილე ქირურგიული ჩარევებისას, რადგან კავშირშია სისხლდენის რისკის გაზრდასთან.
პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიერტონია და/ან გულის შეგუბებითი უმარისობა მსუბუქიდან ზომიერ დონემდე, საჭიროა შესაბამისი კონტროლი და ექიმის კონსულტაცია, რადგან გამოკვლევები აჩვენებს, რომ აასპ-ს გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს სითხის შეკავებასთან და შეშუპებასთან.
ინდომეტაცინი ლაროფარმის გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს ინფარქტის განვითარებასთან (მიოკარდის ინფარქტი) და ინსულტთან. ნებისმიერი რისკ-ფაქტორი იზრდება მაღალი დოზირების და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ აღინიშნება გულის პრობლემები, ისტორიაში ინსულტის შემთხვევა ან ფიქრობთ, რომ არსებობს ამ ეფექტების გამოვლენის რისკი (მაგ., მაღალი წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან პაციენტი არის მწეველი), უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის გამოყენებამდე.
ხანდაზმული პაციენტები
საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში.
რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზირების გამოყენება, რადგან მცირება პრეპარატის ელიმინაციის დონე და იწვევს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებს. ამ ასაკში მაღალია გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ნერვული სისტემის მხრივ, კერძოდ ვლინდებ კონფუზია.
იზრდება კუჭ_ნაწლავის ტრაქტის ინტოქსიკაციის რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ინდომეტაცინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.
ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინეს ლეტალური შედეგები. ინდომეტაცინი ტოქსიურად მოქმედებს ნაყოფზე, იწვევს არტერიული ნაკადის ნაადრევ ჩაკეტვას, იწვევს თირკმელების ფუნქციის დარღვევას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენას და პერფორაციას და მიოკარდის დეგენერაციულ ცვლილებებს.
ინდომეტაცინი იწვევს დაგვიანებულ მშობიარობას და დროის გახანგრძლივებას. ასევე იწვევს სისხლენის რისკის გაზრდას. ინდომეტაცინის გამოყენება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.
ინდომეტაცინი გადადის დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ინდომეტაცინის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე, რადგან ზეგავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარის ცვლილებები.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ღებინება, გულისრევა, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტკივილები, იშვიათად კუჭ-ნაწლავის წყლული, წყლულოვანი დაავადების აქტივაცია და გამწვავება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (იშვიათად), ასთმა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქტოიდური შოკი (იშვიათი).
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი (ხშირი), თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა იშვიათად, უძილობა, მოუსვენრობა, ბოდვა და სხვა ფსიქიური დარღვევები, კრუნჩხვები, ეპილეფსიის და პარკინსონიზმის გამწვავება, პერიფერიული ნევროპათია.
ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, ძირითადად მაღალი დოზირების გამოყენებისას. ზოგჯერ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
მხედველობის დარღვევები: დაბინდული მხედველობა, ორბიტალური და პეროორბიტალური ტკივილები, ხანგრძლივი მკურნალობისას აღინიშნა რქოვანას გამუქება და თვალის ბადურის დარღვევა.
ყურისა და ლაბირინთის დარღვევები: სმენის დარღვევა, შუილი ყურებში, იშვიათად სიყრუე.
თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმელების დარღვევები, იშვიათად პროტეინურია, სისხლში კრეატინინის მომატება, ნეფროტოქსიური სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, ოლიგურია, ჰემატურია.
გულის დაავადებები: გვერდითი ეფექტები, რომლებიც კავშირშია აასპ-ს გამოყენებასთან გამოვლინდა შეშუპება, ჰიპერტონია და გულის უკმარისობა. ინდომეტაცინი ლაროფარმის გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს ინფარქტის (მიოკარდის ინფარქტი) ან ინსულტის განვითარებასთან.
ნერვული სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, იშვიათად აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია ან რკინის დეფიციტი, ძვლის ტვინის დეგენერაცია.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია და ჰიპერკალიემია.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ღებინება, გულისრება, ეპიგასტრალური ტკივილები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰიპოპროთრომბინემია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვა, ლეტარგია.
მკურნალობა
რეკომენდებულია სიმპტომური და სასიცოცხლო მაჩვენებლების შემანარჩუნებელი თერაპია.
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს 25 მგ ინდომეტაცინს.
ასევე შეიცავს: ლაქტოზას მონიჰიდრატი, ყვითელი დაისი FCF (E110), ბრილიანტის შავი-BN (E151), p-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ-p-ჰიდროქსიბენზოატი (E216). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.
პერორალური გამოყენებისათვის. გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას. ინდომეტაცინი არ გამოიყენება ბავშვებში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში.
გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე P6L.
20 კაფსულა
სერიის ნომერი
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინდომეტაცინი ლაროფარმი 25 მგ, კაფსულები
ინდომეტაცინი
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს 25 მგ ინდომეტაცინს და დამხმარე ნივთიერებებს: კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზას მონიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ბრილიანტის შავი-BN (E151), p-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ-p-ჰიდროქსიბენზოატი (E216), ჟელატინი; კაფსულის კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინის ყვითელი (E104), ყვითელი დაისი FCF (E110), ბრილიანტის ლურჯი FCF (E133), p-ჰიდროქსიბენზოატი (E218), p-პროპილპარაჰიდროქსივებზოატი (E216), ჟელატინი.
ფარმაკოთერპიული ჯგუფი: ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები.
თერაპიული ჩვენებები
ხანგრძლივი მკურნალობის სახით:
- ანთებითი რევმატული დაავადებებისას, როგორიცაა მაანკილიზირებადი სპონდილოართრიტი (პირველი ხაზის თერაპიული მკურნალობა), რევატოიდური ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეიტერის სინდრომი;
- ზოგიერთი შინაგანი ტკივილები ოსტეოართრიტისას;
სანმოკლე მკურნალობის სახით:
- სახსრების დაავადებებისას - ბურსიტის, ტენდინიტის ან ტენდოვაგინიტი (განსაკუთრებით ბეჭის პერიართრიტის განვითარებით), ართროზის ზოგიერთი ანთებითი გამოვლენისას; ზურგის ტკივილი და რთული რადიკულიტი;
- მიკროკრისტალური ართრიტი;
- პირველადი დისმენორეა, რომელიც რეზისტენტულია სხვა აასპ-ს მიმართ.
ინდომეტაცინი ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა დადებითი შედეგები სხვა აასპ-თი მკურნალობისას ან ნაკლებად ტოქსიური სიცხის დამწევი ანალგეზური საშუალებების გამოყენებისას.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ინდომეტაცინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ბრონქული ასთმის გამოვლენის შემთხვევაში სხვა აასპ-ს ან აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებისას.
კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლულოვანი დაავადებისას.
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისას.
ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევისას.
თირმელების რთული უკმარისობისას
გულის რთული უკმარისობისას
ბავშვებში 15 წლის ასაკამდე
ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდში
უსაფრთხოების ზომები
ინდომეტაცინი ლაროფარმი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისიმერი შაქრის მიმართ, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ამის შესახებ პრეპარატის გამოყენებამდე. იმის გამო, რომ პრეპარატი შეიცავს ყვითელ დაისს FCF (E110), ბრილიანტის შავს BN (E151), p-ჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილ-p-ჰიდროქსიბენზოატს (E216) შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები, შესაძლოა ქრონიკული.
ინდომეტაცინი ახდენს თრომბოციტების აგრეგაციას.
ბავშვები
15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია სხვა პრეპარატების გამოყენება, ასაკის შესაბამისად. ინდომეტაცინი გამოიყენება ბავშვებში სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზირების ხანმოკლე მკურნალობის პერიოდში გამოყენებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისათვის.
წამლის ურთიერთქმედება
აუცილებელია მკაცრი კონტროლი ინდომეტაცინის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, იზრდება კუჭ-ნაწლავის წყლულის და სისხლენის განვითარების რისკი;
- აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებისას - მცირდება პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია და იწვევს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების რისკის გაზრდას.
- დიფლუნისალი - იზრდება ინდომეტაცინის პლაზმური კონცენტრაცია. იზრდება კუჭ-ნაწლავის რთული სისხლდენის განვითარების რისკი.
- პერორალური ანტიკოაგულურები (კუმარინი) - სისხლდენის რისკი (საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი და დოზირების რეგულირება).
- ჰეპარინი - სისხლდენის რისკი;
- ტიკლოპიდინი და სხვა ანტიაგრეგანტულები - იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი;
- თრომბოლიზურები (ატეპლაზა, სტრეპტოკინაზა) - სისხლდენის რისკი;
- ლითიუმი - იზრდება პლაზმური კონცენტრაცია, ინტოქსიკაციის რისკი;
- მეტოტრექსატი - იზრდება ჰემატოლოგიური ტოქსიურობის რისკი
- დიურეზულები და ანგიოთენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები - თირკმლის მწვავე უკმრისობის რისკი.
- დიურეზულები - შარდმდენი ეფექტის შემცირება, ჰიპერკალიემიის რისკის განვითარება ანტიალდოსტერონის დიურეზულების გამოყენებისას.
- წნევის საწინააღმდეგო საშუალებები - სითხის შეკავების რისკი, საჭიროებს მეთვალყურეობას.
- ბეტა-ბლოკატორები - მცირდება ანტიჰიპერთენზული ეფექტი.
- დიგოქსინი - იზრდება პლაზმური კონცენტრაცია და ინტოქსიკაციის რისკი. რეკომენდებულია მკურნალობის მონიტორინგი.
- დესმოპრესინი - იზრდება ანტიდიურეზული აქტივობა.
- ციკლოსპორინი, ოქროს პრეპარატები, ნეფროტოქსიური ნივთიერებები - იზრდება სისხლისა და ნეფროტოქსიული ეფექტები.
- ზიდოვუდინი - იზრდება ჰემატოლოგიური ინტოქსიკაციის რისკი.
- ფოტომგრძნობელობის გამომწვევი პრეპარატები - ფოტომგრძნობელობის ეფექტის გაძლიერება.
ლაბორატორიული ტესტების ცვლილებები
ინდომეტაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი დექსამეტაზონის ტესტირებისას ენდოგენური დეპრესიის პროფილაქტიკის მიზნით.
სპეციალური გაფრთხილებები
პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ასთმა, რაც ასოცირდება ქრონიკულ რინიტთან, ჭინჭრის ცხელებასთან, ქრონიკულ სინუსიტთან და/ან ნაზალურ პოლიპოზთან იზრდება აასპ-ს მიმართ ალერგიული რეაქციები სხვა პაციენტებთან შედარებით. აასპ-ს გამოყენებამ ასეთ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ასთმური შეტევების განვითარება.
საჭიროა რისკისა და თერაპიული ეფექტის მკაცრი შეფასება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სეზონური ცხელება, გამონაყარი, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებით, ალერგიული რეაქციები სხვა პრეპარატებზე ან საკვებ პროდუქტებზე (მაგ., კონსერვანტებზე).
- თუ აღინიშნება ბრონქული ასთმა.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებები, მათ შორის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება. საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა და წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ წყლული ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (ისტორიაში, რაც კავშირშია სურალფატის ან მიზოპროსტოლის გამოყენებასთან).
სისხდენის რისკი შედარებით იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში სხეულის მცირე წონით და თრომბოციტების ფუნქციის დარღვევით, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულურებს. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.
- ჰემოფილია ან სხვა კოაგულოპათიები (სისხლდენის რისკის გაზრდა).
- ინფექციები
- ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა (იზრდება პრეპარატით ინტოქსიკაციის რისკი).
- წითელი მგლურა (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მიდრეკილება გვერდითი ეფექტების მიმართ).
- ეპილეფსია, დეპრესია, პარკინსონიზმი (შესაძლოა გართულდეს ინდომეტაცინის გამოყენებისას).
ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში აუცილებელია შრატში შარდოვანას და კრეატინინის, კალიუმის, ჰემატოკრიტის, ჰემოგლობინის კონტროლი, სისხლის ანალიზის ჩატარება. პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ მსგავსი მოვლენები, რეკომენდებულია ღვიძლზე მონიტორინგ (ტრანსამინაზების დონის კონტროლი) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემოწმება.
საჭიროა სიფრთხილე ქირურგიული ჩარევებისას, რადგან კავშირშია სისხლდენის რისკის გაზრდასთან.
პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიერტონია და/ან გულის შეგუბებითი უმარისობა მსუბუქიდან ზომიერ დონემდე, საჭიროა შესაბამისი კონტროლი და ექიმის კონსულტაცია, რადგან გამოკვლევები აჩვენებს, რომ აასპ-ს გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს სითხის შეკავებასთან და შეშუპებასთან.
ინდომეტაცინი ლაროფარმის გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს ინფარქტის განვითარებასთან (მიოკარდის ინფარქტი) და ინსულტთან. ნებისმიერი რისკ-ფაქტორი იზრდება მაღალი დოზირების და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ აღინიშნება გულის პრობლემები, ისტორიაში ინსულტის შემთხვევა ან ფიქრობთ, რომ არსებობს ამ ეფექტების გამოვლენის რისკი (მაგ., მაღალი წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან პაციენტი არის მწეველი), უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის გამოყენებამდე.
ხანდაზმული პაციენტები
საჭიროა მკაცრი მეთვალყურეობა ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში.
რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზირების გამოყენება, რადგან მცირება პრეპარატის ელიმინაციის დონე და იწვევს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებს. ამ ასაკში მაღალია გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ნერვული სისტემის მხრივ, კერძოდ ვლინდებ კონფუზია.
იზრდება კუჭ_ნაწლავის ტრაქტის ინტოქსიკაციის რისკი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ინდომეტაცინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.
ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინეს ლეტალური შედეგები. ინდომეტაცინი ტოქსიურად მოქმედებს ნაყოფზე, იწვევს არტერიული ნაკადის ნაადრევ ჩაკეტვას, იწვევს თირკმელების ფუნქციის დარღვევას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენას და პერფორაციას და მიოკარდის დეგენერაციულ ცვლილებებს.
ინდომეტაცინი იწვევს დაგვიანებულ მშობიარობას და დროის გახანგრძლივებას. ასევე იწვევს სისხლენის რისკის გაზრდას. ინდომეტაცინის გამოყენება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.
ინდომეტაცინი გადადის დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ინდომეტაცინის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე, რადგან ზეგავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარის ცვლილებები.
დოზირება და მიღების წესი
უფროსები და 15 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები
რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენება.
ჩვეულებრივ გამოიყენება 50 მგ ინდომეტაცინი (ინდომეტაცინი ლაროფარმის ორი 25 მგ კაფსულა) დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.
ართრიტის ტკივილების დროს, რაც კავშირშია ღამით და დილით გამოვლენილ ტკივილებთან, რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ ინდომეტაცინს (ინდომეტაცინი ლაროფარმის 4 ცალი 25 მგ-იანი კაფსულა) ძილის წინ.
მწვავე პოდაგრა: დღიური დოზირების გაზრდა შესაძლებელია 150-200მგ ინდომეტაცინამდე (ინდომეტაცინი ლაროფარმის 6-8 ცალი 25 მგ-იანი კაფსულა) დღეში.
დღეში 150-200მგ ინდომეტაცინზე (ინდომეტაცინი ლაროფარმის 6-8 ცალი 25 მგ-იანი კაფსულა) უფრო მაღალი დოზრების გამოყენება ზრდის გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს და არ მოაქვს დამატებითი თერაპიული შედეგები.
თუ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება დაავადების მწვავე ფაზის შემდეგაც, უნდა მოხდეს დოზირების შემცირება უმდაბლეს დოზამდე, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისათვის.
თუ აღინიშნა უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, რეკომენდებულია დოზირების შემცირება და პაციენტის მონიტორინგი. ძლიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.
კაფსულები მიიღება კვების დროს საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზირების გამოყენებით და უმცირესი პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისათვის.
გვერდითი რეაქციები
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ღებინება, გულისრევა, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტკივილები, იშვიათად კუჭ-ნაწლავის წყლული, წყლულოვანი დაავადების აქტივაცია და გამწვავება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (იშვიათად), ასთმა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქტოიდური შოკი (იშვიათი).
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი (ხშირი), თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა იშვიათად, უძილობა, მოუსვენრობა, ბოდვა და სხვა ფსიქიური დარღვევები, კრუნჩხვები, ეპილეფსიის და პარკინსონიზმის გამწვავება, პერიფერიული ნევროპათია.
ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, ძირითადად მაღალი დოზირების გამოყენებისას. ზოგჯერ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
მხედველობის დარღვევები: დაბინდული მხედველობა, ორბიტალური და პეროორბიტალური ტკივილები, ხანგრძლივი მკურნალობისას აღინიშნა რქოვანას გამუქება და თვალის ბადურის დარღვევა.
ყურისა და ლაბირინთის დარღვევები: სმენის დარღვევა, შუილი ყურებში, იშვიათად სიყრუე.
თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმელების დარღვევები, იშვიათად პროტეინურია, სისხლში კრეატინინის მომატება, ნეფროტოქსიური სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, ოლიგურია, ჰემატურია.
გულის დაავადებები: გვერდითი ეფექტები, რომლებიც კავშირშია აასპ-ს გამოყენებასთან გამოვლინდა შეშუპება, ჰიპერტონია და გულის უკმარისობა. ინდომეტაცინი ლაროფარმის გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს ინფარქტის (მიოკარდის ინფარქტი) ან ინსულტის განვითარებასთან.
ნერვული სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, იშვიათად აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია ან რკინის დეფიციტი, ძვლის ტვინის დეგენერაცია.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია და ჰიპერკალიემია.
ზედოზირება
სიმპტომები
ღებინება, გულისრება, ეპიგასტრალური ტკივილები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰიპოპროთრომბინემია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვა, ლეტარგია.
მკურნალობა
რეკომენდებულია სიმპტომური და სასიცოცხლო მაჩვენებლების შემანარჩუნებელი თერაპია.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის შემადგენლობა
კოლოფი შეიცავს 2 პვქ/ალ ბლისტერს 10 კაფსულით.
მწარმოებელი
ს.ც. ლაროფარმ ს.რ.ლ.
ალექსანდრიის გზატკეცილი 145ა, ბრაგადირუ
ილფოვ, რუმინეთი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
ს.ც. ლაროფარმ ს.რ.ლ.
ალექსანდრიის გზატკეცილი 145ა, ბრაგადირუ
ილფოვ, რუმინეთი
ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი
2008 წლის დეკემბერი
ხელმოწერა/ბეჭედი
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს
ინდომეტაცინი
ლაროფარმი 25 მგ კაფსულები
ინდომეტაცინი
ბრაილის შრიფტი
ლაროფარმი
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს 25 მგ ინდომეტაცინს.
ასევე შეიცავს: ლაქტოზას მონიჰიდრატი, ყვითელი დაისი FCF (E110), ბრილიანტის შავი-BN (E151), p-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ-p-ჰიდროქსიბენზოატი (E216). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.
პერორალური გამოყენებისათვის. გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას. ინდომეტაცინი არ გამოიყენება ბავშვებში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში.
გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე P6L.
20 კაფსულა
სერიის ნომერი
ვარგისიანობის ვადა
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
ს.ც. ლაროფარმ ს.რ.ლ.
ალექსანდრიის გზატკეცილი 145ა, ბრაგადირუ
ილფოვ, რუმინეთი
ნებართვის ნომერი 1340/2008/01
6424495000415
პანტონე იისფერი C
პანტონე 293C
შავი
96X68X18მმ
ინდომეტაცინი ლაროფარმი #25მგ
ხელმოწერა/ბეჭედი
ინდომეტაცინი ლაროფარმი 25 მგ
კაფსულები
ინდომეტაცინი
ლაროფარმი
ხელმოწერა/ბეჭედი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


