პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ვიცეტინი

VICETIN®

ურეცეპტოდ10მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ვიცეტინი ავლენს ტვინის პროტექტორულ მოქმედებას. აუმჯობებსებს სისხლის მეტაბოლურ პროცესებს, რას მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის უჯრედების მდგრადობას ჟანგბადის ნაკლებობის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვინპოცეტინი (vinpocetine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსურები, სხვა ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები
ATC კოდი
N06BX18
რეგისტრაციის ნომერი
რ-025485
რეგისტრირებულია
8 ივნისი 2018, მოქმედებს 8 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქრთველოში
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებავიცეტინი და სხვა წამალი ერთად

ვიცეტინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვიცეტინი ავლენს ტვინის პროტექტორულ მოქმედებას. აუმჯობებსებს სისხლის მეტაბოლურ პროცესებს, რას მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის უჯრედების მდგრადობას ჟანგბადის ნაკლებობის დროს. აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას, ამცირებს პათოლოგიურად მომატებულ სისხლის სიბლანტეს და პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას. არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას სისხლის საერთო წნევაზე. ამცირებს თავბრუხვევას, ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას, აუმჯობესებს სმენას, მხედველობას და მეხსიერებას.

გამოიყენება ტვინში სისხლისმიმოქცევის სხვადასხვა ფორმის დარღვევების სამკურნალოდ (ტვინის ინსულტის შემდგომი მდგომარეობა), სისხლძარღვოვანი წარმოშობის დემენცია (მეხსიერების მოშლა), ტვინის ათეროსკლეროზი, ტვინის დარღვევების სამკურნალოდ ტრავმის და ჰიპერტონიის დროს. გამოიყენება ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევების ფსიქიკური და ნევროლოგიური სიმპტომების სამკურნალოდ, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შედეგად თვალის გარსის, ბადურის და ქოროიდატას დაზიანების დროს; თავბრუხვევის, სხვადასხვა წამოშობის სმენის დარღვევის დროს, ყურებში ხმაურის დროს; კლიმაქტერული სინდრომის სისხლძარღვოვან-ვეგეტატიური სიმპტომების სამკურნალოდ.

ვიცეტინის გამოყენების დაწყებამდე

უკუჩვენებები

თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ზემგრძნობელობა) იმ აქტიური ნივთიერების მიმართ, როგორიცაა მცენარე Vinca minor ის ალკალოიდები (ვინბლასტინი, ვინკრისტინი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი

არ გამოიყენება ბავშვებში

ვიცეტინის გამოყენებისას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება:

აუცილებელია ეკგ-ს კონტროლი, თუ გაქვთ გულის დაავადებები ელექტროკარდიოგრამაში ცვლილებების თანხლებით, ასევე იმ წამლებით მკურნალობის დროს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ეკგ-ზე.

სხვა წამლების გამოყენება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს, მათ შორის , ურეცეპტოდ გასაცემს.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს , თუ იღებთ ისეთ წამალს, რომელიც შეიცავს ალფა-მეთილდოფას (სისხლის მაღალი წნევის დამწევი საშუალება), წამლებს, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანტიკოაგულანტები (წამლები, რომლებიც იცავენ თრომბის წარმოქმნისგან), ან ანტიარითმიულ საშუალებებს (გულის რითმის დარღვევის დროს გამოყენებადი საშუალებები).

სხვა დანარჩენ წამლებთან ვიცეტინის ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემები მოცემულ დრომდე არ არის ცნობილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან მოცემული წამლის გამოყენების დაწყებამდე. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ვიცეტინის გამოყენება უკუნაჩვნებებია.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

ვიცეტინი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვასა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ვიცეტინი არ ახდენს არასასურველ გავლენას აქტიურ ყურადღებასა და რეაქციებზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიცეტინის შემადგენელ ნაწილებზე

ვიცეტინი 5 მგ და 10 მგ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, მიიღეთ რჩევა მისგან ამ პროდუქტის მიღებამდე.

ვიცეტინი 5 მგ და 10 მგ ტაბლეტები შეიცავს ხორბლის სახამებელს. ვიცეტინი მისაღებია პაციენტებისთვის ცელიაკიის დაავადებით( გლუტენური ენტრეპათია). ხორბალზე ალერგიის (განსხვავდება ცელიაკიისგან) მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პროდუქტი.

როგორ გამოყენება ვიცეტინი

ყოველთვის მიიღეთ ვიცეტინი ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივ, სადღეღამისო დოზა შეადგენს 5-10 მგ 3-ჯერ დღეში. ტაბლეტებიი მიიღება კვების შემდეგ საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით. მაქსიმალური დღიური დოზაა 30 მგ. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10-15 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა (თვეები, წლები) განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

პაციენტები თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებით

პაციენტებში თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებით დოზის კორეგირების საჭიროება არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ ვიცეტინის საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთვიცეტინის ჭარბი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

არ არის დაფიქსირებული ვიცეტინი დოზის გადაჭარბების შემთხვევა.

თუ თქვენ გამოტოვეთ ვიცეტინის მიღება.

თუ თქვენ გამოტოვეთ ვიცეტინის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ უკვე თითქმის მოახლოვდა შემდეგი დოზის მიღება, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ წამლის მიღება ისე, როგორც გირჩიათ მკურნალმა ექიმმა.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, ვიცეტინმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

ვიცეტინით მკურნალობის დროს არასასურველი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად, თუმცა ისინი გაივლის და ამის გამო მკურნალობის შეწყვეტის საჭიროება არ არის.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: იშვიათი: დისკომფორტი კუჭში. პირის სიმშრალე, გულსირევა. ძალიან იშვიათი: დისფაგია, სტომატიტი.

დარღვევები გულის მხრივ: იშვიათი: მიოკარდიული იშემია/ ინფარქტი (გულის დარტყმა), სტენოკარდია (ტკივილი გულის არეში), გულის რითმის აჩქარება ან შენელება. ექსტრასისტოლა( გულის ნაადრევი კონტრაქცია), გულისცემა . ძალიან იშვიათი: არითმია , წინაგულების ციმციმი.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათი: სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება, შეწითლება. ძალიან იშვიათი: სისხლის წნევის ცვლილებები, ვენური უკმარისობა.

იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათი; ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია).

სისხლის და ლიმფურის სისტემის დარღვევები: იშვიათი: ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება) თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და ჩალურჯებების წარმოქმნის რისკს). ძალიან იშვიათი: ანემია, სისხლის წითელი უჯრედების შემცირება.

მეტაბოლიზმის და საჭმლის მონელების დარღვევევბი: იშვიათი: ქოლესტოროლის მომატება, შაქრიანი დიაბეტი;

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათი: აღგზნებადობა, შფოთვა; ძალიან იშვიათი: ამაღლებული განწყობა დეპრესია.

ნერვული სისტემის დარღვევები: არახშირი:თავის ტკივილი, იშვიათი: დაბნეულობა, გაშეშება, ნაწილობრივი ცალმხრივი პარეზი, ძილიანობა; მეხსიერების დარღვევა; ძალიან იშვიათად: კანკალი, კრუნჩხვა.

მხედველობის დარღვევები: იშვიათი: ქუთუთოების შეშუპება, ძალიან იშვიათად: კონიუნქტივის სიწითლე.

სმენის და ვესტიბულარული დარღვევები: არახშირი: თავბრუხვევა; იშვიათი: სმენის დარღვევა, სმენის სიმახვილის გაძლიერება ან დაქვეითება, თავბრუხვევა, ხმაური ყურებში.

კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: იშვიათი: სიწითლე, მომატებული ოფლიანობა, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება); ძალიან იშვიათი: გამონაყარი.

ზოგადი დარღვევები და გვერდითი მოვლენები შეყვანის ადგილას: არახშირი: წამოხურების შეგრძნება; იშვიათი: სისუსტე, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება, ძალიან იშვიათი: დისკომფორტი გულის არეში, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.

კვლევები:

არახშირი: სისხლის წნევის დაქვეითება, იშვიათი: სისხლის წნევის მომატება, ცვლილებები ელექტროკარდიგრამაში (ST-სეგმენტის დეპრესია), ცვლილებები ღვიძლის ენზიმებში (სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება), ეოზინოფილების რაოდენობის დაქვეითება/ მომატება, ძალიან იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება/ მომატება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება/ მომატება, პროთრომბინული დროის შემცირება, წონაში მომატება.

თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ სხვა ისეთ არასასურ-ველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ვინპოცეტინი 5 ან 10 მგ თითოეულ ტაბლეტში.
  • სხვა შემადგენლობა: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი; კაჟბადის დიოქსიდი, კლოიდური , უწყლო; მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჟელატინი.

როგორ გამოიყურება ვიცეტინი და რას შეიცავს შეფუთვა.

ტაბლეტები 5 მგ: თეთრიდან მოყვითალომდე,მრგვალიმ ბრტყელი, ერთი მხრიდან გამყოფი ნაჭდევით,

9 მმ დიამეტრით, უსუნო.

10 ტაბლეტი მყარ, გამჭვირვალე, უფერო პვქ/ ალუმინის ფირის ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ფურცელ-ჩანართთან ერთად.

ტაბლეტები 10 მგ: თეთრიდან მოყვითალომდე,მრგვალიმ ბრტყელი, ერთი მხრიდან გამყოფი ნაჭდევით,

10 მმ დიამეტრით, უსუნო. ტაბლეტები შესაძლებელია გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

10 ტაბლეტი მყარ, გამჭვირვალე ,უფერო პვქ/ ალუმინის ფირის ბლისტერში, 3 ან 9 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს „სოფარმა“,„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16 ქ. ,სოფია 1220, ბულგარეთი.

ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღი: ივნისი 2009 წ.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისგან და ტენისგან დაცულ ადგილას. ინახება 25 º С -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ წამალი ბლისტერზე და მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად იგულისხმება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.

წამალი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში, ჰკითხეთ თქვენს ნ ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს არასაჭირო წამალი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის

ვიცეტინი® 5მგ ტაბლეტები

Vicetin ® 5 mg tablets

ვიცეტინი® 10 მგ ტაბლეტები

Vicetin ® 10 mg tablets

ვინპოცეტინი (Vinpocetine)

ყურადღებით წაიკითხეთ სრული ინსტრუქცია ამ წამლის მიღების დაწყებამდე

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვას.

მან შეიძლება მას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, არის თუ არა თქვენი დაავადების ნიშნები მსგავსი.

თუ გამოვლენილი არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოგივლინდათ სხვა ისეთი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში , გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

რას წარმოადგენს ვიცეტინი და რისთვის გამოიყენება ის

ვიცეტინის გამოყენების დაწყებამდე

როგორ გამოიყენება ვიცეტინი

შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორ ინახება ვიცეტინი

დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ვიცეტინი და რისთვის გამოიყენება ის.

ვიცეტინი ავლენს ტვინის პროტექტორულ მოქმედებას. აუმჯობებსებს სისხლის მეტაბოლურ პროცესებს, რას მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის უჯრედების მდგრადობას ჟანგბადის ნაკლებობის დროს. აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას, ამცირებს პათოლოგიურად მომატებულ სისხლის სიბლანტეს და პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას. არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას სისხლის საერთო წნევაზე. ამცირებს თავბრუხვევას, ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას, აუმჯობესებს სმენას, მხედველობას და მეხსიერებას.

გამოიყენება ტვინში სისხლისმიმოქცევის სხვადასხვა ფორმის დარღვევების სამკურნალოდ (ტვინის ინსულტის შემდგომი მდგომარეობა), სისხლძარღვოვანი წარმოშობის დემენცია (მეხსიერების მოშლა), ტვინის ათეროსკლეროზი, ტვინის დარღვევების სამკურნალოდ ტრავმის და ჰიპერტონიის დროს. გამოიყენება ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევების ფსიქიკური და ნევროლოგიური სიმპტომების სამკურნალოდ, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შედეგად თვალის გარსის, ბადურის და ქოროიდატას დაზიანების დროს; თავბრუხვევის, სხვადასხვა წამოშობის სმენის დარღვევის დროს, ყურებში ხმაურის დროს; კლიმაქტერული სინდრომის სისხლძარღვოვან-ვეგეტატიური სიმპტომების სამკურნალოდ.

ვიცეტინის გამოყენების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ ვიცეტინი

თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ზემგრძნობელობა) იმ აქტიური ნივთიერების მიმართ, როგორიცაა მცენარე Vinca minor ის ალკალოიდები (ვინბლასტინი, ვინკრისტინი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი

არ გამოიყენება ბავშვებში

ვიცეტინის გამოყენებისას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება:

აუცილებელია ეკგ-ს კონტროლი, თუ გაქვთ გულის დაავადებები ელექტროკარდიოგრამაში ცვლილებების თანხლებით, ასევე იმ წამლებით მკურნალობის დროს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ეკგ-ზე.

სხვა წამლების გამოყენება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს, მათ შორის , ურეცეპტოდ გასაცემს.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს , თუ იღებთ ისეთ წამალს, რომელიც შეიცავს ალფა-მეთილდოფას (სისხლის მაღალი წნევის დამწევი საშუალება), წამლებს, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანტიკოაგულანტები (წამლები, რომლებიც იცავენ თრომბის წარმოქმნისგან), ან ანტიარითმიულ საშუალებებს (გულის რითმის დარღვევის დროს გამოყენებადი საშუალებები).

სხვა დანარჩენ წამლებთან ვიცეტინის ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემები მოცემულ დრომდე არ არის ცნობილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან მოცემული წამლის გამოყენების დაწყებამდე. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ვიცეტინის გამოყენება უკუნაჩვნებებია.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

ვიცეტინი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვასა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ვიცეტინი არ ახდენს არასასურველ გავლენას აქტიურ ყურადღებასა და რეაქციებზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიცეტინის შემადგენელ ნაწილებზე

ვიცეტინი 5 მგ და 10 მგ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, მიიღეთ რჩევა მისგან ამ პროდუქტის მიღებამდე.

ვიცეტინი 5 მგ და 10 მგ ტაბლეტები შეიცავს ხორბლის სახამებელს. ვიცეტინი მისაღებია პაციენტებისთვის ცელიაკიის დაავადებით( გლუტენური ენტრეპათია). ხორბალზე ალერგიის (განსხვავდება ცელიაკიისგან) მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პროდუქტი.

როგორ გამოყენება ვიცეტინი

ყოველთვის მიიღეთ ვიცეტინი ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივ, სადღეღამისო დოზა შეადგენს 5-10 მგ 3-ჯერ დღეში. ტაბლეტებიი მიიღება კვების შემდეგ საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით. მაქსიმალური დღიური დოზაა 30 მგ. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10-15 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა (თვეები, წლები) განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

პაციენტები თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებით

პაციენტებში თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებით დოზის კორეგირების საჭიროება არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ ვიცეტინის საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთვიცეტინის ჭარბი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

არ არის დაფიქსირებული ვიცეტინი დოზის გადაჭარბების შემთხვევა.

თუ თქვენ გამოტოვეთ ვიცეტინის მიღება.

თუ თქვენ გამოტოვეთ ვიცეტინის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ უკვე თითქმის მოახლოვდა შემდეგი დოზის მიღება, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ წამლის მიღება ისე, როგორც გირჩიათ მკურნალმა ექიმმა.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები.

როგორც ყველა წამალმა, ვიცეტინმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

ვიცეტინით მკურნალობის დროს არასასურველი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად, თუმცა ისინი გაივლის და ამის გამო მკურნალობის შეწყვეტის საჭიროება არ არის.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: იშვიათი: დისკომფორტი კუჭში. პირის სიმშრალე, გულსირევა. ძალიან იშვიათი: დისფაგია, სტომატიტი.

დარღვევები გულის მხრივ: იშვიათი: მიოკარდიული იშემია/ ინფარქტი (გულის დარტყმა), სტენოკარდია (ტკივილი გულის არეში), გულის რითმის აჩქარება ან შენელება. ექსტრასისტოლა( გულის ნაადრევი კონტრაქცია), გულისცემა . ძალიან იშვიათი: არითმია , წინაგულების ციმციმი.

სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათი: სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება, შეწითლება. ძალიან იშვიათი: სისხლის წნევის ცვლილებები, ვენური უკმარისობა.

იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათი; ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია).

სისხლის და ლიმფურის სისტემის დარღვევები: იშვიათი: ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება) თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და ჩალურჯებების წარმოქმნის რისკს). ძალიან იშვიათი: ანემია, სისხლის წითელი უჯრედების შემცირება.

მეტაბოლიზმის და საჭმლის მონელების დარღვევევბი: იშვიათი: ქოლესტოროლის მომატება, შაქრიანი დიაბეტი;

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათი: აღგზნებადობა, შფოთვა; ძალიან იშვიათი: ამაღლებული განწყობა დეპრესია.

ნერვული სისტემის დარღვევები: არახშირი:თავის ტკივილი, იშვიათი: დაბნეულობა, გაშეშება, ნაწილობრივი ცალმხრივი პარეზი, ძილიანობა; მეხსიერების დარღვევა; ძალიან იშვიათად: კანკალი, კრუნჩხვა.

მხედველობის დარღვევები: იშვიათი: ქუთუთოების შეშუპება, ძალიან იშვიათად: კონიუნქტივის სიწითლე.

სმენის და ვესტიბულარული დარღვევები: არახშირი: თავბრუხვევა; იშვიათი: სმენის დარღვევა, სმენის სიმახვილის გაძლიერება ან დაქვეითება, თავბრუხვევა, ხმაური ყურებში.

კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: იშვიათი: სიწითლე, მომატებული ოფლიანობა, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება); ძალიან იშვიათი: გამონაყარი.

ზოგადი დარღვევები და გვერდითი მოვლენები შეყვანის ადგილას: არახშირი: წამოხურების შეგრძნება; იშვიათი: სისუსტე, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება, ძალიან იშვიათი: დისკომფორტი გულის არეში, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.

კვლევები:

არახშირი: სისხლის წნევის დაქვეითება, იშვიათი: სისხლის წნევის მომატება, ცვლილებები ელექტროკარდიგრამაში (ST-სეგმენტის დეპრესია), ცვლილებები ღვიძლის ენზიმებში (სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება), ეოზინოფილების რაოდენობის დაქვეითება/ მომატება, ძალიან იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება/ მომატება, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება/ მომატება, პროთრომბინული დროის შემცირება, წონაში მომატება.

თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ სხვა ისეთ არასასურ-ველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება ვიცეტინი

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისგან და ტენისგან დაცულ ადგილას. ინახება 25 º С -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ წამალი ბლისტერზე და მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად იგულისხმება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.

წამალი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში, ჰკითხეთ თქვენს ნ ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს არასაჭირო წამალი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს ვიცეტინი:

  • აქტიური ნივთიერებაა ვინპოცეტინი 5 ან 10 მგ თითოეულ ტაბლეტში.
  • სხვა შემადგენლობა: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი; კაჟბადის დიოქსიდი, კლოიდური , უწყლო; მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჟელატინი.

როგორ გამოიყურება ვიცეტინი და რას შეიცავს შეფუთვა.

ტაბლეტები 5 მგ: თეთრიდან მოყვითალომდე,მრგვალიმ ბრტყელი, ერთი მხრიდან გამყოფი ნაჭდევით,

9 მმ დიამეტრით, უსუნო.

10 ტაბლეტი მყარ, გამჭვირვალე, უფერო პვქ/ ალუმინის ფირის ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ფურცელ-ჩანართთან ერთად.

ტაბლეტები 10 მგ: თეთრიდან მოყვითალომდე,მრგვალიმ ბრტყელი, ერთი მხრიდან გამყოფი ნაჭდევით,

10 მმ დიამეტრით, უსუნო. ტაბლეტები შესაძლებელია გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

10 ტაბლეტი მყარ, გამჭვირვალე ,უფერო პვქ/ ალუმინის ფირის ბლისტერში, 3 ან 9 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს „სოფარმა“,„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16 ქ. ,სოფია 1220, ბულგარეთი.

ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღი: ივნისი 2009 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა