ვიცეტინი ავლენს ტვინის პროტექტორულ მოქმედებას. აუმჯობებსებს სისხლის მეტაბოლურ პროცესებს, რას მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის უჯრედების მდგრადობას ჟანგბადის ნაკლებობის დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვინპოცეტინი (vinpocetine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ 2მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- SOPHARMA JSC, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N06BX18
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-025484
- რეგისტრირებულია
- 8 ივნისი 2018, მოქმედებს 8 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქრთველოში
- GMP
- -
ვიცეტინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვიცეტინი ავლენს ტვინის პროტექტორულ მოქმედებას. აუმჯობებსებს სისხლის მეტაბოლურ პროცესებს, რას მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის უჯრედების მდგრადობას ჟანგბადის ნაკლებობის დროს. აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას, ამცირებს პათოლოგიურად მომატებულ სისხლის სიბლანტეს და პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას სისხლის საერთო (არტერიული) წნევის ცვლილების გარეშე. ამცირებს თავბრუხვევას, ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას, აუმჯობესებს სმენას, მხედველობას და მეხსიერებას.
გამოიყენება ტვინში სისხლის მიმოქცევის სხვადასხვა ფორმის დარღვევების სამკურნალოდ, ტვინის დარღვევების სამკურნალოდ ტრავმის და ჰიპერტონული დაავადებების დროს, ოფთალომოლოგიაში სისხლძარღვების და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შედეგად ბადურის და ქოროიდატას დაზიანების დროს, ნევროლოგიაში თავბრუხვევის სამკურნალოდ, სისხლძარღვოვანი , ტოქსიკური ან სხვა წამოშობის სმენის დარღვევის დროს, ყურებში ხმაურის დროს.
ვიცეტინის გამოყენების დაწყებამდე
უკუჩვენებები
თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ზემგრძნობელობა) იმ აქტიური ნივთიერების მიმართ, როგორიცაა მცენარე Vinca minor ის ალკალოიდები (ვინბლასტინი, ვინკრისტინი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი
ტვინში სისხლისჩაქცევის მწვავე ფაზა (შემთხვევის პირველი დღეები)
გულის იშემიური დაავადების (გულის კუნთის სისხლმომარაგების დარღვევა) მძიმე ფორმების დროს
მძიმე ფორმის არითმიების დროს (გულის რითმის დარღვევა)
არ გამოიყენება ბავშვებში
ვიცეტინის გამოყენებისას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება:
ვიცეტინი ქიმიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პროდუქტი), რის გამოც არ უნდა მოხდეს შერევა ერთი და იგივე შპრიცში.
_ მომატებული ქალაშიდა წნევის დროს, ანტიარითმიული პრეპარატები მკურნალობის დროს, ისევე როგორც არითმიების დროს (გულის რითმის დარღვევა) ან ეკგსში ცვლილებების დროს პროდუქტი შეიძლება გამოყენებული უნდა იქნას პავიენტისთვის რისკი/სარგებლის შეფარდების შეფასების შემდეგ.
სხვა წამლების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს.
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს , თუ იღებთ ისეთ წამალს, რომელიც შეიცავს ალფა-მეთილდოფას (სისხლის მაღალი წნევის დამწევი საშუალება), წამლებს, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანტიკოაგულანტები (წამლები, რომლებიც იცავენ თრომბის წარმოქმნისგან), ან ანტიარითმიულ საშუალებებს (გულის რითმის დარღვევის დროს გამოყენებადი საშუალებები).
არ შეიძლება ვიცეტინის შერევა ერთ შპრიცში ჰეპარინთან ერთად (შედედების საწინააღმდეგო პროდუქტი) შეუთავსებლობის გამო, რისი ალბათობათაც არსებობს თანმხლები ანტიკოაგოლანტური მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან მოცემული წამლის გამოყენების დაწყებამდე. არ თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ვიცეტინის გამოყენება უკუნაჩვნებებია.
მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა
ვიცეტინი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვასა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
ვიცეტინი არ ახდენს არასასურველ გავლენას აქტიურ ყურადღებასა და რეაქციებზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიცეტინის შემადგენელ ნაწილებზე
შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათ შემტხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის (ალერგია) რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ვიცეტინის საინფუზიო ხსნარი შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენ გაქვტ რომელიმე შაქრის აუტანლობა, გააფრთილეთ თქვენი ექიმი ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
როგორ გამოყენება ვიცეტინი
ვიცეტინი საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია სტაციონარული გამოყენებისთვის. გამოიყენება ინტრავენურად ნელი წვეთოვანი ინფუზიის სახით კვალიფიცირებული სამედიცინო სპეციალისტის მიერ . არ გამოიყენება ინტრავენურად ჭავლისებრი ფორმით ან კუნთში!
ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ.
ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ (2 ამპულა). რომელიც ემატება 500 მლ საინფუზიო ხსნარს. შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი საინფუზიო ხსნარები, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს ან გლუკოზას. მკურნალობა ტარდება ექიმის კონტროლის ქვეშ. დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.
პაციენტები თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებით
პაციენტებში თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებით დოზის კორეგირების საჭიროება არ არის.
თუ თქვენ მიიღეთ ვიცეტინის საჭიროზე მეტი დოზა
არ ყოფილა ჭარბი დოზირების შემთხვევები ვიცეტინით მკურნალობის დროს.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალმა, ვიცეტინმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
ვიცეტინით მკურნალობის დროს არასასურველი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად, თუმცა ისინი გაივლის და ამის გამო მკურნალობის შეწყვეტის საჭიროება არ არის.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: იშვიათი: დისკომფორტიმკუჭში. პირის სიმშრალე, გულსირევა. ძალიან იშვიათი: გაძლიერებული ნერწყვის წარმოქმნა, ღებინება.
დარღვევები გულის მხრივ: იშვიათი: მიოკარდიული იშემია/ ინფარქტი (გულის დარტყმა), სტენოკარდია (ტკივილი გულის არეში), გულის რითმის აჩქარება ან შენელება. ექსტრასისტოლა( გულის ნაადრევი კონტრაქცია), გულისცემა . ძალიან იშვიათი: გულის სისუსტე, წინაგულების ციმციმი.
სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევები: იშვიათი: სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება, შეწითლება. ძალიან იშვიათი: სისხლის წნევის ცვლილებები, ვენური უკმარისობა.
იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათი; ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია).
სისხლის და ლიმფურის სისტემის დარღვევები: იშვიათი: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და ჩალურჯებების წარმოქმნის რისკს). ძალიან იშვიათი: ანემია.
მეტაბოლიზმის და საჭმლის მონელების დარღვევევბი: იშვიათი: ქოლესტოროლის მომატება, შაქრიანი დიაბეტი; ძალიან იშვიათი: უმადობა.
ფსიქიკური დარღვევები: იშვიათი: ამაღლებული განწყობა; იშვიათი: აღგზნებადობა, შფოთვა; ძალიან იშვიათი: დეპრესია.
ნერვული სისტემის დარღვევები: იშვიათი: თავის ტკივილი, ნაწილობრივი ცალმხრივი პარეზი, ძილიანობა; ძალიან იშვიათად: კანკალი, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების ტონუსის დაქვეითება, ცნობიერების მოკლე დროით დაკარგვა.
მხედველობის დარღვევები: იშვიათი: სისხლჩაქცევა თვალებში, დაბურული მხედველობა და სხვა ძალიან იშვიათად: კონიუნქტივის სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, გაორებული მხედველობა.
სმენის და ვესტიბულარული დარღვევები: იშვიათი: სმენის დარღვევა, სმენის სიმახვილის გაძლიერება ან დაქვეითება, თავბრუხვევა; ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში.
კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: იშვიათი: სიწითლე, მომატებული ოფლიანობა, ურტიკარია (ჭინჭრის ციება); ძალიან იშვიათი: ქავილი, გამონაყარი.
ზოგადი დარღვევები და გვერდითი მოვლენები შეყვანის ადგილას: არახშირი: წამოხურების შეგრძნება; იშვიათი: სისუსტე, დისკომფორტი გულის არეში, ვენების ანთება ინექციის ადგილას თრომბის წარმოქმნის თანხლებით ან მის გარეშე.
კვლევები: არახშირი: სისხლის წნევის დაქვეითება, იშვიათი: სისხლის წნევის მომატება, ცვლილებები ელექტროკარდიგრამაში (QT-ინტერვალის დაგრძელება, ST-სეგმენტის დეპრესია), სისხლში შარდოვანას მომატება, ძალიან იშვიათი: ცვლილებები ელექტროკარდიგრამაში (PR-ინტერვალის დაგრძელება) და ზოგიერთი ბიოქიმიური მაჩვენებლის შექცევადი ცვლილება.
თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ სხვა ისეთ არასასურ-ველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა ვინპოცეტინი 10 მგ 2 მლ საინფუზიო ხსნარში.
- სხვა შემადგენლობა: ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ასკორბინის მჟავა, ძმარმჟავა,ბენზილის სპირტი, სორბიტოლი , საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ვიცეტინი და რას შეიცავს შეფუთვა.
გამჭვირვალე, უფერო სითხე ყავისფერი, გამჭვირვალე შუშის ამპულებში I ჰიდროლიზური კლასის, 2 მლ მოცულობით, ამპულაზე დატანილია გახსნის ადგილი (ფერადი წერტილი/რგოლი). 10 ამპულა პვქ ფოლგის ბლისტერში, 1 ან 10 ბლისტერი (10 და 100 ამპულა შესაბამისად), მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სს „სოფარმა“,„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16 ქ. ,სოფია 1220, ბულგარეთი.
ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღი: დეკემბერი 2015 წ.
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება 30 º С -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ წამალი მუყაოს შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად იგულისხმება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.
გამოყენებამდე ხსნარი უნდა შეფასდეს ვიზუალურად ნალექის, მყარი ნაწილაკების და ფერის ცვლილების არარსებობის კუთხით.
წამალი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს არასაჭირო წამალი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის
ვიცეტინი® 5მგ/ მლ საინფუზიო ხსნარი
Vicetin ® 5 mg/ ml solution for infusion
ვინპოცეტინი (Vinpocetine)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვას. მან შეიძლება მას ზიანი მიაყენოს მიუხედავად იმისა, არის თუა არა თქვენი დაავადების ნიშნები მსგავსი.
თუ გამოვლენილი არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოგივლინდათ სხვა ისეთი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში , გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია
რას წარმოადგენს ვიცეტინი და რისთვის გამოიყენება ის
ვიცეტინის გამოყენების დაწყებამდე
როგორ გამოიყენება ვიცეტინი
შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორ ინახება ვიცეტინი
დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ვიცეტინი და რისთვის გამოიყენება ის.
ვიცეტინი ავლენს ტვინის პროტექტორულ მოქმედებას. აუმჯობებსებს სისხლის მეტაბოლურ პროცესებს, რას მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის უჯრედების მდგრადობას ჟანგბადის ნაკლებობის დროს. აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას, ამცირებს პათოლოგიურად მომატებულ სისხლის სიბლანტეს და პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას სისხლის საერთო (არტერიული) წნევის ცვლილების გარეშე. ამცირებს თავბრუხვევას, ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას, აუმჯობესებს სმენას, მხედველობას და მეხსიერებას.
გამოიყენება ტვინში სისხლის მიმოქცევის სხვადასხვა ფორმის დარღვევების სამკურნალოდ, ტვინის დარღვევების სამკურნალოდ ტრავმის და ჰიპერტონული დაავადებების დროს, ოფთალომოლოგიაში სისხლძარღვების და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შედეგად ბადურის და ქოროიდატას დაზიანების დროს, ნევროლოგიაში თავბრუხვევის სამკურნალოდ, სისხლძარღვოვანი , ტოქსიკური ან სხვა წამოშობის სმენის დარღვევის დროს, ყურებში ხმაურის დროს.
ვიცეტინის გამოყენების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ ვიცეტინი
თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ზემგრძნობელობა) იმ აქტიური ნივთიერების მიმართ, როგორიცაა მცენარე Vinca minor ის ალკალოიდები (ვინბლასტინი, ვინკრისტინი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი
ტვინში სისხლისჩაქცევის მწვავე ფაზა (შემთხვევის პირველი დღეები)
გულის იშემიური დაავადების (გულის კუნთის სისხლმომარაგების დარღვევა) მძიმე ფორმების დროს
მძიმე ფორმის არითმიების დროს (გულის რითმის დარღვევა)
არ გამოიყენება ბავშვებში
ვიცეტინის გამოყენებისას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება:
ვიცეტინი ქიმიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პროდუქტი), რის გამოც არ უნდა მოხდეს შერევა ერთი და იგივე შპრიცში.
_ მომატებული ქალაშიდა წნევის დროს, ანტიარითმიული პრეპარატები მკურნალობის დროს, ისევე როგორც არითმიების დროს (გულის რითმის დარღვევა) ან ეკგსში ცვლილებების დროს პროდუქტი შეიძლება გამოყენებული უნდა იქნას პავიენტისთვის რისკი/სარგებლის შეფარდების შეფასების შემდეგ.
სხვა წამლების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს.
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს , თუ იღებთ ისეთ წამალს, რომელიც შეიცავს ალფა-მეთილდოფას (სისხლის მაღალი წნევის დამწევი საშუალება), წამლებს, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანტიკოაგულანტები (წამლები, რომლებიც იცავენ თრომბის წარმოქმნისგან), ან ანტიარითმიულ საშუალებებს (გულის რითმის დარღვევის დროს გამოყენებადი საშუალებები).
არ შეიძლება ვიცეტინის შერევა ერთ შპრიცში ჰეპარინთან ერთად (შედედების საწინააღმდეგო პროდუქტი) შეუთავსებლობის გამო, რისი ალბათობათაც არსებობს თანმხლები ანტიკოაგოლანტური მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან მოცემული წამლის გამოყენების დაწყებამდე. არ თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ვიცეტინის გამოყენება უკუნაჩვნებებია.
მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა
ვიცეტინი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვასა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
ვიცეტინი არ ახდენს არასასურველ გავლენას აქტიურ ყურადღებასა და რეაქციებზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიცეტინის შემადგენელ ნაწილებზე
შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათ შემტხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის (ალერგია) რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
ვიცეტინის საინფუზიო ხსნარი შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენ გაქვტ რომელიმე შაქრის აუტანლობა, გააფრთილეთ თქვენი ექიმი ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
როგორ გამოყენება ვიცეტინი
ვიცეტინი საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია სტაციონარული გამოყენებისთვის. გამოიყენება ინტრავენურად ნელი წვეთოვანი ინფუზიის სახით კვალიფიცირებული სამედიცინო სპეციალისტის მიერ . არ გამოიყენება ინტრავენურად ჭავლისებრი ფორმით ან კუნთში!
ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ.
ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ (2 ამპულა). რომელიც ემატება 500 მლ საინფუზიო ხსნარს. შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი საინფუზიო ხსნარები, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს ან გლუკოზას. მკურნალობა ტარდება ექიმის კონტროლის ქვეშ. დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.
პაციენტები თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებით
პაციენტებში თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებით დოზის კორეგირების საჭიროება არ არის.
თუ თქვენ მიიღეთ ვიცეტინის საჭიროზე მეტი დოზა
არ ყოფილა ჭარბი დოზირების შემთხვევები ვიცეტინით მკურნალობის დროს.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები.
როგორც ყველა წამალმა, ვიცეტინმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
ვიცეტინით მკურნალობის დროს არასასურველი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად, თუმცა ისინი გაივლის და ამის გამო მკურნალობის შეწყვეტის საჭიროება არ არის.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: იშვიათი: დისკომფორტიმკუჭში. პირის სიმშრალე, გულსირევა. ძალიან იშვიათი: გაძლიერებული ნერწყვის წარმოქმნა, ღებინება.
დარღვევები გულის მხრივ: იშვიათი: მიოკარდიული იშემია/ ინფარქტი (გულის დარტყმა), სტენოკარდია (ტკივილი გულის არეში), გულის რითმის აჩქარება ან შენელება. ექსტრასისტოლა( გულის ნაადრევი კონტრაქცია), გულისცემა . ძალიან იშვიათი: გულის სისუსტე, წინაგულების ციმციმი.
სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევები: იშვიათი: სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება, შეწითლება. ძალიან იშვიათი: სისხლის წნევის ცვლილებები, ვენური უკმარისობა.
იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათი; ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია).
სისხლის და ლიმფურის სისტემის დარღვევები: იშვიათი: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და ჩალურჯებების წარმოქმნის რისკს). ძალიან იშვიათი: ანემია.
მეტაბოლიზმის და საჭმლის მონელების დარღვევევბი: იშვიათი: ქოლესტოროლის მომატება, შაქრიანი დიაბეტი; ძალიან იშვიათი: უმადობა.
ფსიქიკური დარღვევები: იშვიათი: ამაღლებული განწყობა; იშვიათი: აღგზნებადობა, შფოთვა; ძალიან იშვიათი: დეპრესია.
ნერვული სისტემის დარღვევები: იშვიათი: თავის ტკივილი, ნაწილობრივი ცალმხრივი პარეზი, ძილიანობა; ძალიან იშვიათად: კანკალი, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების ტონუსის დაქვეითება, ცნობიერების მოკლე დროით დაკარგვა.
მხედველობის დარღვევები: იშვიათი: სისხლჩაქცევა თვალებში, დაბურული მხედველობა და სხვა ძალიან იშვიათად: კონიუნქტივის სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, გაორებული მხედველობა.
სმენის და ვესტიბულარული დარღვევები: იშვიათი: სმენის დარღვევა, სმენის სიმახვილის გაძლიერება ან დაქვეითება, თავბრუხვევა; ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში.
კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: იშვიათი: სიწითლე, მომატებული ოფლიანობა, ურტიკარია (ჭინჭრის ციება); ძალიან იშვიათი: ქავილი, გამონაყარი.
ზოგადი დარღვევები და გვერდითი მოვლენები შეყვანის ადგილას: არახშირი: წამოხურების შეგრძნება; იშვიათი: სისუსტე, დისკომფორტი გულის არეში, ვენების ანთება ინექციის ადგილას თრომბის წარმოქმნის თანხლებით ან მის გარეშე.
კვლევები: არახშირი: სისხლის წნევის დაქვეითება, იშვიათი: სისხლის წნევის მომატება, ცვლილებები ელექტროკარდიგრამაში (QT-ინტერვალის დაგრძელება, ST-სეგმენტის დეპრესია), სისხლში შარდოვანას მომატება, ძალიან იშვიათი: ცვლილებები ელექტროკარდიგრამაში (PR-ინტერვალის დაგრძელება) და ზოგიერთი ბიოქიმიური მაჩვენებლის შექცევადი ცვლილება.
თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ სხვა ისეთ არასასურ-ველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება ვიცეტინი
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება 30 º С -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ წამალი მუყაოს შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად იგულისხმება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.
გამოყენებამდე ხსნარი უნდა შეფასდეს ვიზუალურად ნალექის, მყარი ნაწილაკების და ფერის ცვლილების არარსებობის კუთხით.
წამალი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს არასაჭირო წამალი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს ვიცეტინი:
- აქტიური ნივთიერებაა ვინპოცეტინი 10 მგ 2 მლ საინფუზიო ხსნარში.
- სხვა შემადგენლობა: ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ასკორბინის მჟავა, ძმარმჟავა,ბენზილის სპირტი, სორბიტოლი , საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ვიცეტინი და რას შეიცავს შეფუთვა.
გამჭვირვალე, უფერო სითხე ყავისფერი, გამჭვირვალე შუშის ამპულებში I ჰიდროლიზური კლასის, 2 მლ მოცულობით, ამპულაზე დატანილია გახსნის ადგილი (ფერადი წერტილი/რგოლი). 10 ამპულა პვქ ფოლგის ბლისტერში, 1 ან 10 ბლისტერი (10 და 100 ამპულა შესაბამისად), მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოყენების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სს „სოფარმა“,„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16 ქ. ,სოფია 1220, ბულგარეთი.
ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღი: დეკემბერი 2015 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


