პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

კავინტონი

CAVINTON®

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ნევროლოგია: სხვადასხვა ფორმის ცერებროვასკულარული პათოლოგიის დროს: ტრანზიტორული იშემიური შეტევა, იშემიური ინსულტი, მდგომარეობები გადატანილი ინსულტის შემდეგ, სისხლძარღვოვანი დემენცია, ცერებრალური ათეროსკლეროზი, პოსტტრავმული და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ვერტებრობაზილარული უკმარისობა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვინპოცეტინი (vinpocetine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/2მლ (5მგ/მლ) 2მლ კონცენტრატი ი.ვ. წვეთოვანი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
Gedeon Richter Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
ATC კოდი
N06BX18
რეგისტრაციის ნომერი
რ-043594
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2025, მოქმედებს 15 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღ.ს.ს. ქიმიური ქარხანა „გედეონ რიხტერი“-ს საქართველოში წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკავინტონი და სხვა წამალი ერთად

კავინტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნევროლოგია: სხვადასხვა ფორმის ცერებროვასკულარული პათოლოგიის დროს: ტრანზიტორული იშემიური შეტევა, იშემიური ინსულტი, მდგომარეობები გადატანილი ინსულტის შემდეგ, სისხლძარღვოვანი დემენცია, ცერებრალური ათეროსკლეროზი, პოსტტრავმული და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ვერტებრობაზილარული უკმარისობა. ფსიქიური და ნევროლოგიური სიმპტომატიკის შესამცირიებლად, დაკავშირებულის თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდების დარღვევებთან.

ოფტალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას სისხლძარღვების ქრონიკული დაავადებების დროს (მაგალითად, ბადურას ცენტრალური არტერიის ან ვენის თრომბოზი ან ობსტრუქცია).

ოტორინოლარინგოლოგია: მწვავე სისხლძარღვთა ან ტოქსიკური (მედიკამენტური) ან სხვა წარმოშობის (იდიოპათიური, ხმაურის ზემოქმედების შედეგად) სმენის დაკარგვა, მენიერის დაავადება და შუილი ყურებში.

მიღების წესი და დოზირება

წვეთოვანი ინფუზიის დროს საწყისი დღიური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20 მგ-ს 500 მლ საინფუზიო ხსნარში. ეს დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე დღეში, 2-3 დღის განმავლობაში, პრეპარატის მიმართ პაციენტის ამტანობის მიხედვით.

თერაპიის კურსის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს, ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 50 მგ/დღეში (50 მგ 500 მლ საინფუზიო ხსნარში) - დაანგარიშებული 70კგ სხეულის წონაზე.

საინფუზიო თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ რეკომენდირებულია პაციენტის თერაპიის გაგრძელება პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმით შემდეგი სქემის მიხედვით: კავინტონი ფორტეს 1 ტაბლეტი ან კავინტონის 2 ტაბლეტი 3 ჯერ დღე-ღამეში (3-ჯერ 10-10 მგ).

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით არ არის საჭირო დოზის კორექცია.

ბავშვები

უკუნაჩვენებია ბავშვებში პრეპარატის კავინტონი საინექციო ხსნარი გამოყენება (იხ. ნაწილი 4.3).

გამოყენების წესი

დასაშვებია პრეპარატის ნელი ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით გამოყენება. ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურად 80 წვეთს/წუთში.

არ შეიძლება პრეპარატის კუნთში შეყვანა. არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა ვენაში განზავების გარეშე.

კავინტონის საინექციო ხსნარი განზავება შესაძლებელია ნებისმიერი სახის ფიზიოლოგიური ხსნარით ან გლუკოზის საინფუზიო ხსნარით (მაგალითად, სალსოლი, რინგერი, რინდექსი, რეომაკროდექსი). საინფუზიო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს მომზადებიდან 3 საათის განმავლობაში.

კავინტონის საინექციო ხსნარი ქიმიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან, ამიტომ არ შეიძლება ამ ორო სამკურნალო საშუალების ერთ შპრიცში შერევა.

კავინტონის საინექციო ხსნარი ასევე შეუთავსებელია საინფუზიო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს, ამიტომ საინფუზიო თერაპიის პროცესში არ შეიძლება კავინტონის შეყვანა სხვა საინფუზიო ხსნარებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს.

უკუჩვენებები

ჰემორაგიული ცერებრალური ინსულტის მწვავე ფაზა, გულის მძიმე იშემიური დაავადება, არითმიის მძიმე ფორმები.

ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი და გამოყენება ქალებში შენარჩუნებული რეპროდუქციული ფუნქციით, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდს.

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ჩამოთვლილის 6.1. მაწილში.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში უკუნაჩვენებია (შესაბამისი კლინიკური კვლევების მონაცემების არ არსებობის გამო).

სიფრთხილის ზომები

თუ პაციენტს აღენიშნება ქალასშიდა წნევა მაღალი წნევა, არითმია ან გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი, ასევე ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენების ფონზე, ამ პრეპარატით თერაპიის კურსის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელისა და რისკის სათანადო შეფასების შემდეგ, რაც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან.

რეკომენდირებულია ეკგ-კონტროლი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომის არსებობისას ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ხელს უწყობენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს (80 მგ/1 მლ). სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. აუცილებელია ადიტიური ეფექტის გათვალისწინება სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას, სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) მოხმარებასთან კვების რაციონში.

არ არის რეკომენდირებული ამ სამკურნალო საშუალების შეყვანა პაციენტებისათვის ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობით უკიდურესი აუცილებლობის გარეშე. მოცემული სამკურნალო საშუალების დანიშვნის წინ თითოეული პაციენტისათვის შეგროვილი უნდა იქნას დაწვრილებითი ანამნეზი ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის სიმპტომებთან მიმართებაში.

პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს (10 მგ/1 მლ). ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. დიდი მოცულობები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებთ პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების დარღვევებით დაგროვების და ტოქსიკურობის (მეტაბოლური აციდოზი) რისკის გამო.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (1 მგ/1 მლ). ნატრიუმის მეტაბისულფიტს იშვიათ შემთხვევებში შეუძლია ჰიპერმგრძნობელობს სერიოზული რეაქციების და ბრონქოსპაზმის გამოწვევა.

პრეპარატი შიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოელ ამპულაში, ანუ არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკური კვლევების მსვლელობაში ვინპოცეტინის ბეტა-ბლოკატორებთან ერთდროულად გამოყენებისას, როგორიცაა კლორანოლოლი და პინდოლოლი, ასევე ერთდროულად კლოპამიდთან, გლიბენკლამიდთან, დიგოქსინთან, აცენოკუმარილთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე სახის ურთიერთქმედება ამ სამკურნალო საშუალებებს შორის. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა დამატებითი ეფექტი ერთდროულად ალფა-მეთილდოპის და ვინპოცეტინის ერთდროული გამოყენებისას, ამიტომ პრეპარატების ამ კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.

კავინტონი საინექციო ხსნარი ქიმიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან, ამიტომ არ შეიძლება ამ ორი სამკურნალო საშუალების ერთ შპრიცში შერევა. მაგრამ ანტიკოაგულანტების თანხმლები გამოყენება დასაშვებია.

თუმცა კლინიკური კვლევების მონაცემებმა არ დაადასტურა ურთიერთქმედებები, რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა ვინპოცეტინის ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე თანმდევი ანტიარითმიული და ანტიკოაგულანტური თერაპიის შემთხვევაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ქალებში შენარჩუნებული რეპროდუქციული ფუნქციით, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდს, ვინპოცეტინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ორსულობა: ვინპოცეტინი აღწევს პლაცენტაში, თუმცა პლაცენტაში და ნაყოფის სისხლში აღინიშნება შედარებით დაბალ კონცენტრაციებში, ვიდრე დედის სისხლში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა, ვირთხებში განვითარების მანკების ჩათვლით (იხ. ნაწილი 5.3).

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ვინპოცეტინის მაღალი დოზების შეყვანას ახლდა ზოგიერთ შემთხვევებში პლაცენტარული სისხლდენა და ნაყოფის მოშლა, ძირითადად პლაცენტარული სისხლდენის გაძლიერების შედეგად.

ძუძუთი კვება: ვინპოცეტინი აღწევს დედის რძეში. კვლევებში ნიშნული ვინპოცეტინის გამოყენებით დედის რძის რადიოაქტიურობა ათჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე დედის სისხლში. 1 საათის განმავლობაში რძით გამოყოფილი რაოდენობა შეადგენს პრეპარატის შეყვანილი დოზის 0,25 პროცენტს. ვინაიდან ვინპოცეტინი გამოიყოფა დედის რძით, ხოლო მონაცემები მისი ახალშობილის ორგანიზმზე ზეგავლენის შესახებ არ მოიპოვება, ვინპოცეტინის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

კავინტონი საინექციო ხსნარი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხო სამკურნალო საშუალებად, რაც ასევე დასტურდება კვლევის შედეგით, რომელიც ჩატარდა რამდენიმე ათეული ათასობით პაციენტის მონაწილეობით, რომელშიც გვერდითი ეფექტები, აღნიშნული ყველაზე მაღალი სხიშირით, არ მიეკუთვნება სიხშირის კატეგორიას „ხშირი (>1/100)“. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი ეფექტებიც კი დარეგისტრირებული იყო გამოყენების 1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში. ამ მიზეზით ქვემოთ მოცემული ცხრილი არ შეიცავს სიხშირის კატეგორიას „ხშირი“.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ აღნიშვნის სიხშირის მითითებით MedDRA-ს მონაცემთა საერთაშორისო ბაზის ტერმინოლოგიის თანახმად:

სისტემურ-ორგანული კლასი

(MedDRA)

არახშირი

(>1/1000 - <1/100)

იშვიათი

(>1/10 000 - <1/1000)

ძალიან იშვიათი

(<1/10 000)

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია ერითროციტების აგლუტინაცია

ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

ჰიპერქოლესტერინემია შაქრიანი დიაბეტი

ანორექსია

ფსიქიური დარღვევები

ეიფორია

მოუსვენრობა

დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი თავბრუსხვევა

ჰემიპარეზი

ძილიანობა

ტრემორი

გონების დაკარგვა

ჰიპოთენზია

გულყრის წინა მდგომარეობა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

გიფემა

ჰიპერმეტროპია

მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

მიოპია

კონიუქტივის ჰიპერემია

მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება

დიპლოპია

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

სმენის დარღვევა

ჰიპერაკუზია

ჰიპოაკუზია

სისტემური თავბრუსხვევა

შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

იშემია/მიოკარდის ინფარქტი

სტენოკარდია

არითმია

ბრადიკარდია

ტაჰიკარდია

ექსტრასისტოლია

გულისცემის შეგრძნება

გულის უკმარისობა

წინაგულთა

ფიბრილაცია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ჰიპოთენზია

ჰიპერთენზია

სისხლის მიწოლა

არტერიული წნევის ცვალებადობა

ვენური უკმარისობა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დისკომფორტი ეპიგასტრიაში

პირის სიმშრალე

გულისრევა

ჰიპერსალივაცია

ღებინება

კანის და კანქვეშა უჯრედისის პათოლოგია

ერითემა

ჰიპერჰიდროზი

ჭინჭრის ცხელება

დერმატიტი

ქავილი

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

სიცხის შეგრძნება

ასთენია

დისკომფორტი გულ-მკერდის უჯრედში

ანთება, თრომბოზი ინექციის ადგილას

გამოკვლევის შედეგები

არტერიული წნევის დაცემა

არტერიული წნევის მომატება

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტოკარდიოგრამაზე

ST სეგმენტის დეპრესია ელექტროკარდიოგრამაზე

სისხლში შარდოვანას დონის მომატება

ლაქტატ-დეჰიდროგენაზას დონის მომატება

PR ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობონებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ისინი იძლევა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების „სარგებელი/რისკის“ შეფარდების მონიტორინგის მუდმივად ჩატარების საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს სთხოვენ მოახდინონ შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო უარყოფითი რეაქციის შესახებ ინფრომაციის შეკრების ეროვნული სისტემების მეშვეობით.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ აღნიშნულა. ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე პრეპარატის შეყვანა 1 მგ/კგ სხეულის წონაზე დოზით ითვლება უსაფრთხოდ. ვინაიდან არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ დოზებში, რომლებიც აღემატება ამ დოზას, დაუშვებელია პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით შეყვანა.

შემადგენლობა

ყოველი 2 მლ ამპულა შეიცავს 10 მგ ვინპოცეტინს.

დამხმარე საშუალებები ცნობილი ეფექტით: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 80 მგ სორბიტოლს (E420), 10 მგ ბენზილის სპირტს და 1 მგ ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223).

დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

შენახვის პირობები

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • 4. შენახვის პირობები

ინახება +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოანალეფსურები. სხვა ფსიქოსტიმულატორი და ნოოტროპული ნივთიერებები, ათქ კოდი: N06BX18

ვინპოცეტინი წარმოადგენს ნაერთს მოქმედების კომპლექსური მექანიზმით, რომელიც ახდენს დადებით ეფექტს თავის ტვინის მეტაბოლიზმზე და აუმჯობესებს მის სისხლით მომარაგებას, ასევე აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.

ვინპოცეტინი ავლენს ნეიროპროტექტულ ეფექტებს: პრეპარატი ასუსტებს ციტოტოქსიკური რეაქციების მავნე ზეგავლენას, გამოწვეულის მასტიმულირებელი ამინომჟავებით. პრეპარატი აინჰიბირებს პოტენციალ-დამოკიდებულ Na+- და Ca2+- არხებს, ასევე NMDA და AMPA რეცეპტორებს. პრეპარატი აძლიერებს ადენოზინის ნეიროპროტექტულ ეფექტს.

ვინპოცეტინი ახდენს ცერებრალური მეტაბოლიზმის სტიმულირებას: ზრდის გლუკოზის და O2 მიტაცებას და ამ ნივთიერებების თავის ტვინის ქსოვილის მიერ მოხმარებას. ზრდის თავის ტვინის რეზისტენტულობას ჰიპოქსიის მიმართ; ზრდის გლუკოზის ტრანსპორტს - თავის ტვინის ენერგიის ერთადერთ წყაროს - ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით; გადააქვს გლუკოზის მეტაბოლიზმი ენერგეტიკულად უფრო ხელსაყრელი აერობული გზისკენ. შერჩევითად აინჰიბირებს Ca2+ - კალმოდულინ-დამოკიდებულ ფერმენტ ცგმფ-ფოსტფოდიესტერაზას (ფდე); ზრდის ცამფ და ცგმფ დონეს თავის ტვინში. ზრდის ატფ კონცენტრაციას და ატფ/ამფ შეფარდებას თავის ტვინში; აძლიერებს ნორადრენალინის და სეროტონინის ცირკულაციას თავის ტვინში; ასტიმულირებს აღმავალ ნორადრენერგულ სისტემას; გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა; ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტების მოქმედების შედეგად ვინპოცეტინი ახდენს ცერებროპროტექტულ მოქმედებას.

ვინპოცეტინი აუმჯობესებს თავის ტვინში მიკროცირკულაციას: აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას; ამცირებს სისხლის პათოლოგიურად მომატებულ სიბლანტეს; ზრდის ერითროციტების დეფორმირებადობას და აინჰიბირებს ადენოზინის მიტაცებას; აუმჯობესებს ქსოვილეში O2 ტრანსპორტს ერითროციტებისადმი O2 აფინიტეტის დაქვეითების გზით.

ვინპოცეტინი სელექტიურად ზრდის სისხლის ნაკადს თავის ტვინში: ზრდის გულის განდევნის ცერებრალურ ფრაქციას; თავის ტვინში აქვეითებს სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ ახდენს გავლენას სისტემური ცირკულაციის პარამეტრებზე (არტერიული წნევა, გულის განდევნა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა); პრეპარატი არ იწვევს “ქურდობის სინდრომს“. უფრო მეტიც, პრეპარატის ფონზე უმჯობესდება სისხლის მიწოდება დაზიანებულ (მაგრამ ჯერ კიდევ არანეკროზულ) იშემიურ უბნებში დაბალი პერფუზიით (“ქურდობის უკუ სინდრომი”).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება: ვირთაგვებში პრეპარატის პერორალური გამოყენებით ჩატარებულ კლევებში რადიოაქტიურად-ნიშნული ვინპოცეტინი უმეტესი კონცენტრაციით აღინიშნებოდა ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ქსოვილებში მაქსიმალური კონცენტრაციის გამოვლენა შესაძლებელი გახდა 2-4 საათში პრეპარატის მიღების შემდეგ. თავის ტვინში რადიოაქტიური ნიშნულის კონცენტრაცია არ აღემატებოდა კონცენტრაციას სისხლში.

ადამიანებში: სისხლის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 66%-ს. განაწილების მოცულობა უდრის 246,7+88,5 ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში ნივთიერების გამოხატულ შეკავშირებაზე. ვინპოცეტინის კლირენსის მნიშვნელობა (66,7 ლ/სთ) აღემატება მნიშვნელობებს პლაზმასა და ღვიძლში (50 ლ/სთ), რაც მიუთითებს ნაერთის არაღვიძლისმიერ მეტაბოლიზმზე.

გამოყოფა: პრეპარატის მრავალჯერადი პერორალური გამოყენებისას 5 მგ და 10 მგ დოზით ვინპოცენტინი ავლენს ხაზოვან კინეტიკას; წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში შეადგენენ 1,2±0,27 ნგ/მლ და 2,1±0,33 ნგ/მლ, შესაბამისად. ნახევრად გამოყოფის პერიოდი ადამიანებში შეადგენს 4,83±1,29 სთ. კვლევებში, რომლებიც ჩატარდა რადიოაქტიურად-ნიშნული ნაერთის გამოყენებით, აღმოჩენილი იქნა, რომ გამოყოფის ძირითადი გზა ხორციელდება შარდით და განავალით 60:40% შეფარდებით. რადიოაქტიური ნიშნულის უმეტესი რაოდენობა ვირთხებსა და ძაღლებში აღინიშნა ნაღველში, მაგრამ არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ენტეროჰეპატიური ცირკულაცია. აპოვინკამინის მჟავა გამოიყოფა თირკმელებით მარტივი გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ამ ნივთიერების ნახევრადგამოყოფის პერიოდი იცვლება დოზირების და ვინპოცეტინის გამოყენების მეთოდის მიხედვით.

მეტაბოლიზმი: ვინპოცეტინის ძირითადი მეტაბოლიტი არის აპოვინკამინის მჟავა (ავმ), რომელიც ადამიანებში წარმოიქმნება 25-30%. პერორალური მიღების შემდეგ, ავმ ფართობი მრუდის ქვეშ (“კონცენტრაცია – დრო”) ორჯერ აღემატება იმავე მაჩვენებელს პრეპარატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, რაც მიუთითებს ავმ წარმოქმნაზე ვინპოცეტინის პრესისტემური მეტაბოლიზმის პროცესში. სხვა გამოვლენილ მეტაბოლიტებს წარმოადგენენ ჰიდროქსივინპოცეტინი, ჰიდროქსი –ავმ, დიჰიდროქსი-ავმ-გლიცინატი და მათი კონიუგატები გლუკურონიდებით და/ან სულფატებით. ნებისმიერ შესწავლილ სახეობაში ვინპოცეტინის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფოდა უცვლელი სახით, შეადგენდა პრეპარატის მიღებული დოზის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს.

ვინპოცეტინის მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს პრეპარატის დოზის სპეციალური შერჩევის აუცილებლობის არარსებობა პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლების დაავადებებით, პრეპარატის მეტაბოლიზმის და კუმულაციის (დაგროვების) არარსებობის გამო.

განსაკუთრებულ შემთხვევებში ფარმაკოკინეტიკური თვისებების ცვლილება (მაგალითად, გარკვეულ ასაკში, თანმხლები დაავადებების არსებობისას): რადგან ვინპოცეტინი ნაჩვენებია უპირატესად ხანდაზმული პაციენტების თერაპიისათვის, რომელთაც აღენიშნებათ სამკურნალო პრეპარატების კინეტიკის ცვლილება – შეწოვის დაქვეითება, სხვა განაწილება და მეტაბოლიზმი, გამოყოფის დაქვეითება – აუცილებელი იყო კვლევის ჩატარება პრეპარატის კინეტიკის შესაფასებლად ამ ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. ასეთი კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულ პაციენტებში ვინპოცეტინის კინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ვინპოცეტინის კინეტიკისაგან ახალგაზრდა პირებში და, გარდა ამისა, არ არსებობს კუმულაცია. ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევისას, შესაძლებელია პრეპარატის ჩვეულებრივი დოზების გამოყენება, რადგან ვინპოცეტინი არ გროვდება ასეთი პაციენტების ორგანიზმში, რაც პრეპარატის ხანგრძლივად მიღების საშუალებას იძლევა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების დასახელება

კავინტონი® საინექციო ხსნარი, 5 მგ/მლ

ხარისხიბრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 5 მგ ვინპოცეტინს.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 80 მგ სორბიტს, 10 მგ ბენზილის სპირტს და 1 მგ ნატრიუმის მეტაბისულფიტს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

  • სამკურნალო ფორმა

საინექციო ხსნარი.

უფერო ან ოდნავ მომწვანო ფერის, გამჭვირვალე ხსნარი.

  • კლინიკური თავისებურებები
  • 1. თერაპიული ჩვენებები

ნევროლოგია: სხვადასხვა ფორმის ცერებროვასკულარული პათოლოგიის დროს: ტრანზიტორული იშემიური შეტევა, იშემიური ინსულტი, მდგომარეობები გადატანილი ინსულტის შემდეგ, სისხლძარღვოვანი დემენცია, ცერებრალური ათეროსკლეროზი, პოსტტრავმული და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ვერტებრობაზილარული უკმარისობა. ფსიქიური და ნევროლოგიური სიმპტომატიკის შესამცირიებლად, დაკავშირებულის თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდების დარღვევებთან.

ოფტალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას სისხლძარღვების ქრონიკული დაავადებების დროს (მაგალითად, ბადურას ცენტრალური არტერიის ან ვენის თრომბოზი ან ობსტრუქცია).

ოტორინოლარინგოლოგია: მწვავე სისხლძარღვთა ან ტოქსიკური (მედიკამენტური) ან სხვა წარმოშობის (იდიოპათიური, ხმაურის ზემოქმედების შედეგად) სმენის დაკარგვა, მენიერის დაავადება და შუილი ყურებში.

  • 2 დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

წვეთოვანი ინფუზიის დროს საწყისი დღიური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20 მგ-ს 500 მლ საინფუზიო ხსნარში. ეს დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე დღეში, 2-3 დღის განმავლობაში, პრეპარატის მიმართ პაციენტის ამტანობის მიხედვით.

თერაპიის კურსის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს, ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 50 მგ/დღეში (50 მგ 500 მლ საინფუზიო ხსნარში) - დაანგარიშებული 70კგ სხეულის წონაზე.

საინფუზიო თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ რეკომენდირებულია პაციენტის თერაპიის გაგრძელება პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმით შემდეგი სქემის მიხედვით: კავინტონი ფორტეს 1 ტაბლეტი ან კავინტონის 2 ტაბლეტი 3 ჯერ დღე-ღამეში (3-ჯერ 10-10 მგ).

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით არ არის საჭირო დოზის კორექცია.

ბავშვები

უკუნაჩვენებია ბავშვებში პრეპარატის კავინტონი საინექციო ხსნარი გამოყენება (იხ. ნაწილი 4.3).

გამოყენების წესი

დასაშვებია პრეპარატის ნელი ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით გამოყენება. ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურად 80 წვეთს/წუთში.

არ შეიძლება პრეპარატის კუნთში შეყვანა. არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა ვენაში განზავების გარეშე.

კავინტონის საინექციო ხსნარი განზავება შესაძლებელია ნებისმიერი სახის ფიზიოლოგიური ხსნარით ან გლუკოზის საინფუზიო ხსნარით (მაგალითად, სალსოლი, რინგერი, რინდექსი, რეომაკროდექსი). საინფუზიო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს მომზადებიდან 3 საათის განმავლობაში.

კავინტონის საინექციო ხსნარი ქიმიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან, ამიტომ არ შეიძლება ამ ორო სამკურნალო საშუალების ერთ შპრიცში შერევა.

კავინტონის საინექციო ხსნარი ასევე შეუთავსებელია საინფუზიო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს, ამიტომ საინფუზიო თერაპიის პროცესში არ შეიძლება კავინტონის შეყვანა სხვა საინფუზიო ხსნარებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს.

  • 3. უკუჩვენებები

ჰემორაგიული ცერებრალური ინსულტის მწვავე ფაზა, გულის მძიმე იშემიური დაავადება, არითმიის მძიმე ფორმები.

ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი და გამოყენება ქალებში შენარჩუნებული რეპროდუქციული ფუნქციით, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდს.

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ჩამოთვლილის 6.1. მაწილში.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში უკუნაჩვენებია (შესაბამისი კლინიკური კვლევების მონაცემების არ არსებობის გამო).

  • 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თუ პაციენტს აღენიშნება ქალასშიდა წნევა მაღალი წნევა, არითმია ან გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი, ასევე ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენების ფონზე, ამ პრეპარატით თერაპიის კურსის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელისა და რისკის სათანადო შეფასების შემდეგ, რაც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან.

რეკომენდირებულია ეკგ-კონტროლი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომის არსებობისას ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ხელს უწყობენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს (80 მგ/1 მლ). სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. აუცილებელია ადიტიური ეფექტის გათვალისწინება სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას, სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) მოხმარებასთან კვების რაციონში.

არ არის რეკომენდირებული ამ სამკურნალო საშუალების შეყვანა პაციენტებისათვის ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობით უკიდურესი აუცილებლობის გარეშე. მოცემული სამკურნალო საშუალების დანიშვნის წინ თითოეული პაციენტისათვის შეგროვილი უნდა იქნას დაწვრილებითი ანამნეზი ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის სიმპტომებთან მიმართებაში.

პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს (10 მგ/1 მლ). ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. დიდი მოცულობები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებთ პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების დარღვევებით დაგროვების და ტოქსიკურობის (მეტაბოლური აციდოზი) რისკის გამო.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (1 მგ/1 მლ). ნატრიუმის მეტაბისულფიტს იშვიათ შემთხვევებში შეუძლია ჰიპერმგრძნობელობს სერიოზული რეაქციების და ბრონქოსპაზმის გამოწვევა.

პრეპარატი შიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოელ ამპულაში, ანუ არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

კლინიკური კვლევების მსვლელობაში ვინპოცეტინის ბეტა-ბლოკატორებთან ერთდროულად გამოყენებისას, როგორიცაა კლორანოლოლი და პინდოლოლი, ასევე ერთდროულად კლოპამიდთან, გლიბენკლამიდთან, დიგოქსინთან, აცენოკუმარილთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე სახის ურთიერთქმედება ამ სამკურნალო საშუალებებს შორის. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა დამატებითი ეფექტი ერთდროულად ალფა-მეთილდოპის და ვინპოცეტინის ერთდროული გამოყენებისას, ამიტომ პრეპარატების ამ კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.

კავინტონი საინექციო ხსნარი ქიმიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან, ამიტომ არ შეიძლება ამ ორი სამკურნალო საშუალების ერთ შპრიცში შერევა. მაგრამ ანტიკოაგულანტების თანხმლები გამოყენება დასაშვებია.

თუმცა კლინიკური კვლევების მონაცემებმა არ დაადასტურა ურთიერთქმედებები, რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა ვინპოცეტინის ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე თანმდევი ანტიარითმიული და ანტიკოაგულანტური თერაპიის შემთხვევაში.

  • 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ქალებში შენარჩუნებული რეპროდუქციული ფუნქციით, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდს, ვინპოცეტინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ორსულობა: ვინპოცეტინი აღწევს პლაცენტაში, თუმცა პლაცენტაში და ნაყოფის სისხლში აღინიშნება შედარებით დაბალ კონცენტრაციებში, ვიდრე დედის სისხლში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა, ვირთხებში განვითარების მანკების ჩათვლით (იხ. ნაწილი 5.3).

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ვინპოცეტინის მაღალი დოზების შეყვანას ახლდა ზოგიერთ შემთხვევებში პლაცენტარული სისხლდენა და ნაყოფის მოშლა, ძირითადად პლაცენტარული სისხლდენის გაძლიერების შედეგად.

ძუძუთი კვება: ვინპოცეტინი აღწევს დედის რძეში. კვლევებში ნიშნული ვინპოცეტინის გამოყენებით დედის რძის რადიოაქტიურობა ათჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე დედის სისხლში. 1 საათის განმავლობაში რძით გამოყოფილი რაოდენობა შეადგენს პრეპარატის შეყვანილი დოზის 0,25 პროცენტს. ვინაიდან ვინპოცეტინი გამოიყოფა დედის რძით, ხოლო მონაცემები მისი ახალშობილის ორგანიზმზე ზეგავლენის შესახებ არ მოიპოვება, ვინპოცეტინის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

  • 7 ზეგავლენა ავტომობილის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

  • 8. არასასურველი ეფექტები

კავინტონი საინექციო ხსნარი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხო სამკურნალო საშუალებად, რაც ასევე დასტურდება კვლევის შედეგით, რომელიც ჩატარდა რამდენიმე ათეული ათასობით პაციენტის მონაწილეობით, რომელშიც გვერდითი ეფექტები, აღნიშნული ყველაზე მაღალი სხიშირით, არ მიეკუთვნება სიხშირის კატეგორიას „ხშირი (>1/100)“. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი ეფექტებიც კი დარეგისტრირებული იყო გამოყენების 1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში. ამ მიზეზით ქვემოთ მოცემული ცხრილი არ შეიცავს სიხშირის კატეგორიას „ხშირი“.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ აღნიშვნის სიხშირის მითითებით MedDRA-ს მონაცემთა საერთაშორისო ბაზის ტერმინოლოგიის თანახმად:

სისტემურ-ორგანული კლასი

(MedDRA)

არახშირი

(>1/1000 - <1/100)

იშვიათი

(>1/10 000 - <1/1000)

ძალიან იშვიათი

(<1/10 000)

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია ერითროციტების აგლუტინაცია

ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

ჰიპერქოლესტერინემია შაქრიანი დიაბეტი

ანორექსია

ფსიქიური დარღვევები

ეიფორია

მოუსვენრობა

დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი თავბრუსხვევა

ჰემიპარეზი

ძილიანობა

ტრემორი

გონების დაკარგვა

ჰიპოთენზია

გულყრის წინა მდგომარეობა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

გიფემა

ჰიპერმეტროპია

მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება

მიოპია

კონიუქტივის ჰიპერემია

მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება

დიპლოპია

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

სმენის დარღვევა

ჰიპერაკუზია

ჰიპოაკუზია

სისტემური თავბრუსხვევა

შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

იშემია/მიოკარდის ინფარქტი

სტენოკარდია

არითმია

ბრადიკარდია

ტაჰიკარდია

ექსტრასისტოლია

გულისცემის შეგრძნება

გულის უკმარისობა

წინაგულთა

ფიბრილაცია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ჰიპოთენზია

ჰიპერთენზია

სისხლის მიწოლა

არტერიული წნევის ცვალებადობა

ვენური უკმარისობა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დისკომფორტი ეპიგასტრიაში

პირის სიმშრალე

გულისრევა

ჰიპერსალივაცია

ღებინება

კანის და კანქვეშა უჯრედისის პათოლოგია

ერითემა

ჰიპერჰიდროზი

ჭინჭრის ცხელება

დერმატიტი

ქავილი

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

სიცხის შეგრძნება

ასთენია

დისკომფორტი გულ-მკერდის უჯრედში

ანთება, თრომბოზი ინექციის ადგილას

გამოკვლევის შედეგები

არტერიული წნევის დაცემა

არტერიული წნევის მომატება

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტოკარდიოგრამაზე

ST სეგმენტის დეპრესია ელექტროკარდიოგრამაზე

სისხლში შარდოვანას დონის მომატება

ლაქტატ-დეჰიდროგენაზას დონის მომატება

PR ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობონებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ისინი იძლევა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების „სარგებელი/რისკის“ შეფარდების მონიტორინგის მუდმივად ჩატარების საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს სთხოვენ მოახდინონ შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო უარყოფითი რეაქციის შესახებ ინფრომაციის შეკრების ეროვნული სისტემების მეშვეობით.

  • 9. ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ აღნიშნულა. ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე პრეპარატის შეყვანა 1 მგ/კგ სხეულის წონაზე დოზით ითვლება უსაფრთხოდ. ვინაიდან არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ დოზებში, რომლებიც აღემატება ამ დოზას, დაუშვებელია პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით შეყვანა.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოანალეფსურები. სხვა ფსიქოსტიმულატორი და ნოოტროპული ნივთიერებები, ათქ კოდი: N06BX18

ვინპოცეტინი წარმოადგენს ნაერთს მოქმედების კომპლექსური მექანიზმით, რომელიც ახდენს დადებით ეფექტს თავის ტვინის მეტაბოლიზმზე და აუმჯობესებს მის სისხლით მომარაგებას, ასევე აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.

ვინპოცეტინი ავლენს ნეიროპროტექტულ ეფექტებს: პრეპარატი ასუსტებს ციტოტოქსიკური რეაქციების მავნე ზეგავლენას, გამოწვეულის მასტიმულირებელი ამინომჟავებით. პრეპარატი აინჰიბირებს პოტენციალ-დამოკიდებულ Na+- და Ca2+- არხებს, ასევე NMDA და AMPA რეცეპტორებს. პრეპარატი აძლიერებს ადენოზინის ნეიროპროტექტულ ეფექტს.

ვინპოცეტინი ახდენს ცერებრალური მეტაბოლიზმის სტიმულირებას: ზრდის გლუკოზის და O2 მიტაცებას და ამ ნივთიერებების თავის ტვინის ქსოვილის მიერ მოხმარებას. ზრდის თავის ტვინის რეზისტენტულობას ჰიპოქსიის მიმართ; ზრდის გლუკოზის ტრანსპორტს - თავის ტვინის ენერგიის ერთადერთ წყაროს - ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით; გადააქვს გლუკოზის მეტაბოლიზმი ენერგეტიკულად უფრო ხელსაყრელი აერობული გზისკენ. შერჩევითად აინჰიბირებს Ca2+ - კალმოდულინ-დამოკიდებულ ფერმენტ ცგმფ-ფოსტფოდიესტერაზას (ფდე); ზრდის ცამფ და ცგმფ დონეს თავის ტვინში. ზრდის ატფ კონცენტრაციას და ატფ/ამფ შეფარდებას თავის ტვინში; აძლიერებს ნორადრენალინის და სეროტონინის ცირკულაციას თავის ტვინში; ასტიმულირებს აღმავალ ნორადრენერგულ სისტემას; გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა; ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტების მოქმედების შედეგად ვინპოცეტინი ახდენს ცერებროპროტექტულ მოქმედებას.

ვინპოცეტინი აუმჯობესებს თავის ტვინში მიკროცირკულაციას: აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას; ამცირებს სისხლის პათოლოგიურად მომატებულ სიბლანტეს; ზრდის ერითროციტების დეფორმირებადობას და აინჰიბირებს ადენოზინის მიტაცებას; აუმჯობესებს ქსოვილეში O2 ტრანსპორტს ერითროციტებისადმი O2 აფინიტეტის დაქვეითების გზით.

ვინპოცეტინი სელექტიურად ზრდის სისხლის ნაკადს თავის ტვინში: ზრდის გულის განდევნის ცერებრალურ ფრაქციას; თავის ტვინში აქვეითებს სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ ახდენს გავლენას სისტემური ცირკულაციის პარამეტრებზე (არტერიული წნევა, გულის განდევნა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა); პრეპარატი არ იწვევს “ქურდობის სინდრომს“. უფრო მეტიც, პრეპარატის ფონზე უმჯობესდება სისხლის მიწოდება დაზიანებულ (მაგრამ ჯერ კიდევ არანეკროზულ) იშემიურ უბნებში დაბალი პერფუზიით (“ქურდობის უკუ სინდრომი”).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება: ვირთაგვებში პრეპარატის პერორალური გამოყენებით ჩატარებულ კლევებში რადიოაქტიურად-ნიშნული ვინპოცეტინი უმეტესი კონცენტრაციით აღინიშნებოდა ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ქსოვილებში მაქსიმალური კონცენტრაციის გამოვლენა შესაძლებელი გახდა 2-4 საათში პრეპარატის მიღების შემდეგ. თავის ტვინში რადიოაქტიური ნიშნულის კონცენტრაცია არ აღემატებოდა კონცენტრაციას სისხლში.

ადამიანებში: სისხლის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 66%-ს. განაწილების მოცულობა უდრის 246,7+88,5 ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში ნივთიერების გამოხატულ შეკავშირებაზე. ვინპოცეტინის კლირენსის მნიშვნელობა (66,7 ლ/სთ) აღემატება მნიშვნელობებს პლაზმასა და ღვიძლში (50 ლ/სთ), რაც მიუთითებს ნაერთის არაღვიძლისმიერ მეტაბოლიზმზე.

გამოყოფა: პრეპარატის მრავალჯერადი პერორალური გამოყენებისას 5 მგ და 10 მგ დოზით ვინპოცენტინი ავლენს ხაზოვან კინეტიკას; წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში შეადგენენ 1,2±0,27 ნგ/მლ და 2,1±0,33 ნგ/მლ, შესაბამისად. ნახევრად გამოყოფის პერიოდი ადამიანებში შეადგენს 4,83±1,29 სთ. კვლევებში, რომლებიც ჩატარდა რადიოაქტიურად-ნიშნული ნაერთის გამოყენებით, აღმოჩენილი იქნა, რომ გამოყოფის ძირითადი გზა ხორციელდება შარდით და განავალით 60:40% შეფარდებით. რადიოაქტიური ნიშნულის უმეტესი რაოდენობა ვირთხებსა და ძაღლებში აღინიშნა ნაღველში, მაგრამ არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ენტეროჰეპატიური ცირკულაცია. აპოვინკამინის მჟავა გამოიყოფა თირკმელებით მარტივი გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ამ ნივთიერების ნახევრადგამოყოფის პერიოდი იცვლება დოზირების და ვინპოცეტინის გამოყენების მეთოდის მიხედვით.

მეტაბოლიზმი: ვინპოცეტინის ძირითადი მეტაბოლიტი არის აპოვინკამინის მჟავა (ავმ), რომელიც ადამიანებში წარმოიქმნება 25-30%. პერორალური მიღების შემდეგ, ავმ ფართობი მრუდის ქვეშ (“კონცენტრაცია – დრო”) ორჯერ აღემატება იმავე მაჩვენებელს პრეპარატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, რაც მიუთითებს ავმ წარმოქმნაზე ვინპოცეტინის პრესისტემური მეტაბოლიზმის პროცესში. სხვა გამოვლენილ მეტაბოლიტებს წარმოადგენენ ჰიდროქსივინპოცეტინი, ჰიდროქსი –ავმ, დიჰიდროქსი-ავმ-გლიცინატი და მათი კონიუგატები გლუკურონიდებით და/ან სულფატებით. ნებისმიერ შესწავლილ სახეობაში ვინპოცეტინის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფოდა უცვლელი სახით, შეადგენდა პრეპარატის მიღებული დოზის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს.

ვინპოცეტინის მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს პრეპარატის დოზის სპეციალური შერჩევის აუცილებლობის არარსებობა პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლების დაავადებებით, პრეპარატის მეტაბოლიზმის და კუმულაციის (დაგროვების) არარსებობის გამო.

განსაკუთრებულ შემთხვევებში ფარმაკოკინეტიკური თვისებების ცვლილება (მაგალითად, გარკვეულ ასაკში, თანმხლები დაავადებების არსებობისას): რადგან ვინპოცეტინი ნაჩვენებია უპირატესად ხანდაზმული პაციენტების თერაპიისათვის, რომელთაც აღენიშნებათ სამკურნალო პრეპარატების კინეტიკის ცვლილება – შეწოვის დაქვეითება, სხვა განაწილება და მეტაბოლიზმი, გამოყოფის დაქვეითება – აუცილებელი იყო კვლევის ჩატარება პრეპარატის კინეტიკის შესაფასებლად ამ ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. ასეთი კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულ პაციენტებში ვინპოცეტინის კინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ვინპოცეტინის კინეტიკისაგან ახალგაზრდა პირებში და, გარდა ამისა, არ არსებობს კუმულაცია. ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევისას, შესაძლებელია პრეპარატის ჩვეულებრივი დოზების გამოყენება, რადგან ვინპოცეტინი არ გროვდება ასეთი პაციენტების ორგანიზმში, რაც პრეპარატის ხანგრძლივად მიღების საშუალებას იძლევა.

  • 3. უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

ტოქსიკოლოგია მწვავე ტოქსიკურობა: პრეპარატის მწვავე ტოქსიკურობის შესწავლასთან დაკავშირებული კვლევები ტარდებოდა თაგვებზე, ვირთხებსა და ძაღლებზე. ძაღლებში ვერ დადგინდა პერორალური მედიანური ლეტალური დოზა (LD50), რადგან ცხოველებში პრეპარატის 400 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზით შეყვანის შემდეგ აღინიშნებოდა ღებინება.

ქვემწვავე ტოქსიკურობა: ვირთხებში ი/ვ შეყვანისას 14 დღის განმავლობაში ტოქსიკურობის არანაირი სიმპტომები არ გამოვლენილა პრეპარატის გამოყენების ფონზე დოზით 8 მგ/კგ სხეულის მასაზე, ხოლო ძაღლებში პრეპარატის ი/ვ შეყვანის ფონზე 28 დღის განმავლობაში დოზით 5 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით შეყვანისას, აღინიშნა ნერწყვდენა, გულის შეკუმშვათა სიხშირის და სუნთქვითი მოძრაობების გაზრდა.

ვირთხებში აღინიშნა კარგი ამტანობა პრეპარატის 25 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზით გამოყენების ფონზე.

ქრონიკული ტოქსიკურობა: კვლევების მსვლელობაში ქრონიკული ტოქსიკურობის შესაფასებლად ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში ზემოქმედების პირობებში, არც კლინიკური გამოკვლევების მონაცემებმა, არც ლაბორატორიული ან პათოლოგიური გამოკვლევის შედეგებმა არ გამოავლინა პათოლოგიური გადახრები; მაგალითად, ვირთხებში პრეპარატით 6-თვიან პერორალურ თერაპიას დოზით 100 მგ/კგ სხეულის მასაზე, თან არ ახლდა რაიმე სისტემური ტოქსიკური ეფექტების განვითარება. ძაღლებში მადის დაქვეითება ან ღებინება ვითარდებოდა პრეპარატის მხოლოდ პერორალური გამოყენების ფონზე დოზით 45 მგ/კგ სხეულის მასაზე. ძაღლებში კავინტონის 90 დღიანი ი/ვ გამოყენების დროს არასასურველი კლინიკური სიმპტომები (მადის დაქვეითება, კრუნჩხვები, პულსის და სუნთქვის სიხშირის გაზრდა) ვითარდებოდა მხოლოდ პრეპარატის 5 მგ/კგ სხეულის მასაზე შეყვანის ფონზე, მაგრამ ამ დროს ლაბორატორიული პარამეტრები და ჰისტოლოგიური კვლევის შედეგები არ ასახავდნენ რაიმე ცვლილებას.

კვლევა რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედების შესაფასებლად: ამ კვლევების შედეგების თანახმად, ვინპოცეტინი არ ახდენდა გავლენას მდედრი და მამრი ცხოველების ფერტილობაზე.

ვინპოცეტინის პერორალურმა შეყვანამ ვირთხებში მაკეობის დროს გამოიწვია ემბრიოტოქსიკურობა და ფეტოტოქსიკურობა, განვითარების მანკების ჩათვლით, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედების დროს სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მგ-ში/მ2. კურდღლებში, რომელთა სახეობაც მეტაბოლური თვალსაზრისით უფრო ახლოსაა ადამიანთან, ემბრიონალურ-ფეტალური ლეტალობა დგებოდა დოზის 15-ჯერადი გადაჭარბებისას ვირთხებში (300 მგ/კგ/დღეში 20 მგ-თან/კგ/დღეში შედარებით).

ზოგიერთ შემთხვევებში ვინპოცეტინის მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნა პლაცენტარული სისხლდენა და თვითნებური აბორტი, უპირატესად პლაცენტარული სისხლის ნაკადის გაზრდის შედეგად. მაკე მდედრებში ვინპოცეტინის ტოქსიკური ეფექტი უფრო მეტად ვლინდებოდა პრეპარატის ი/ვ შეყვანისას. პერი- და პოსტნატალური ტოქსიკურობის შეფასების კვლევებში, არანაირი ტოქსიკური ეფექტები მომავალ თაობაზე არ გამოვლენილა.

მუტაგენურობა: რამდენიმე მეთოდით დადგინდა, რომ ვინპოცეტინი არ ახდენს მუტაგენურ ეფექტებს.

კანცეროგენობა: ორწლიანი კვლევების შედეგებით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა ადამიანებში ვინპოცეტინის გამოყენებისას კანცეროგენული რისკის არარსებობის შესახებ.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1. დამხმარე ნივთერებების ჩამონათვალი

ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ღვინის ძმარი, ბენზილის სპირტი, სორბიტი, საინექციო წყალი.

  • 2.

საინექციო კავინტონი ქიმიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან, ამიტომ ეს ორი პრეპარატი არ უნდა შეურიოთ ერთ შპრიცში.

საინექციო კავინტონი ასევე შეუთავსებელია საინფუზიო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს, ამიტომ ინფუზიური თერაპიის პროცესში კავინტონი არ უნდა იქნას შეყვანილი ამინომჟავების შემცველ საინფუზიო ხსნარებთან ერთად.

  • 3. ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • 4. შენახვის პირობები

ინახება +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • 5. გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი 5 მგ/მლ.

პრეპარატის 2 მლ, 5 მლ ან 10 მლ ყავისფერი მინის, I ჰიდროლიზური კლასის ამპულებში, თეთრი ფერის წასატეხი წერტილით. 5 ამპულა პლასტმასის ქვეშში. 2 მლ და 5 მლ: 2 პლასტმასის ქვეში მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 10 მლ: 1 პლასტმასის ქვეში მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6. აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • მწარმოებელი და პასუხისმგებელი ბრუნვაში გაშვებაზე

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 1921, უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა