ველტეზო (ბორტეზომიბი) ხელმისაწვდომია თხელი ფხვნილის სახით 10 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს. ველტეზო მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "ქიმიოთერაპიულები" (ანტინეოპლასტურები). ველტეზო შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ბორტეზომიბს, ეგრეთ წოდებულ "პროტეაზომის ინჰიბიტორს". …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბორტეზომიბი (bortezomib)
- ფორმა და შეფუთვა
- 3,5მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Deva Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01XG01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043074
- რეგისტრირებულია
- 2 აპრილი 2025, მოქმედებს 2 აპრილი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
ველტეზო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ველტეზო (ბორტეზომიბი) ხელმისაწვდომია თხელი ფხვნილის სახით 10 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.
ველტეზო მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "ქიმიოთერაპიულები" (ანტინეოპლასტურები).
ველტეზო შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ბორტეზომიბს, ეგრეთ წოდებულ "პროტეაზომის ინჰიბიტორს". პროტეაზომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედების ფუნქციონირებისა და ზრდის კონტროლში. მათი ფუნქციის დარღვევით ბორტეზომიბს შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა.
ველტეზო გამოიყენება მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის კიბო) სამკურნალოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში:
ცალკე (მონოთერაპიის სახით) ან პეგილირებულ ლიპოსომალურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად კომბინაციაში, პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება უარესდება (პროგრესირებადია) სულ მცირე ერთი წინმსწრები მკურნალობის შემდეგ და რომლებშიც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია წარუმატებელი აღმოჩნდა ან მისი ჩატარება შეუსაბამოა.
აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, როგორიცაა მელფალანი და პრედნიზონი პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ადრე არ იყო ნამკურნალები და ვისთვისაც მაღალი დოზით ქიმიოთერაპია სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად შეუსაბამოა.
პრეპარატ დექსამეტაზონთან ერთად ან დექსამეტაზონის და თალიდომიდის კომბინაციისას პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ადრე არ იყო ნამკურნალები და რომლებიც იღებენ მაღალი დოზით ქიმიოთერაპიას სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვასთან ერთად (ინდუქციური მკურნალობა).
ველტეზო გამოიყენება მორეციდივე ან რეფრაქტერული მანტიის უჯრედული ლიმფომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (კიბოს ტიპი, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს), რომლებმაც ადრე მიიღეს თერაპია ანტრაციკლინით და/ან მაალკილიზირებელი საშუალებებით ან ამ თერაპიებდან ერთ-ერთი კომბინაცია რიტუქსიმაბთან ერთად შესაბამისი დოზით და შესაბამისი დროის განმავლობაში.
ექიმმა შეიძლება შეიყვანოს ველტეზო ვენაში (ინტრავენურად) ან კანქვეშ (სუბკუტანურად).
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ
თქვენი ექიმი განსაზღვრავს და მოგცემთ თქვენი მედიკამენტის დოზას თქვენი მდგომარეობის შესაბამისად.
დოზა გამოითვლება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით (სხეულის ზედაპირის ფართობი).
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1,3 მილიგრამს სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე კვირაში ორჯერ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენთვის მიცემული მკურნალობის ციკლების დოზა და ჯამური რაოდენობა მკურნალობაზე თქვენი პასუხის, ნებისმიერი გვერდითი ეფექტების, მკურნალობის დროს და თქვენი ძირითადი დაავადების მდგომარეობის შესაბამისად.
პროგრესირებადი (პროგრესირებად-გაუარესებადი) მრავლობითი მიელომა
როდესაც ველტეზო შეიყვანება მარტო, თქვენ მიიღებთ ველტეზოს 4 დოზას ინტრავენურად ან კანქვეშ 1, 4, 8 და 11 დღეებში, რასაც მოჰყვება 10 დღიანი "დასვენების პერიოდი" მკურნალობის გარეშე. ეს 21 დღიანი პერიოდი (3 კვირა) შეესაბამება მკურნალობის ერთ ციკლს. შესაძლოა ჩაგიტარდეთ 8 ციკლი (24 კვირა).
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგენიშნოთ ველტეზო პეგილირებულ ლიპოსომალურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად. როდესაც ველტეზო კეთდება პეგილირებულ ლიპოსომალურ დოქსორუბიცინთან ერთად, თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლით და პეგილირებული ლიპოსომული დოქსორუბიცინის 30 მგ/მ2 დოზა მიიღება ველტეზოს 21-დღიანი მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს, როგორც ინტრავენური ინფუზია ველტეზოს ინექციის შემდეგ. შესაძლოა ჩაგიტარდეთ 8 ციკლი (24 კვირა).
როდესაც ველტეზო მიიღება დექსამეტაზონთან ერთად, თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ან კანქვეშ, როგორც 21-დღიანი მკურნალობის ციკლი და დექსამეტაზონის 20 მგ მიიღება პერორალურად ველტეზოს 21-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 2, 4, 5, 8, 9, 11 და 12 დღეებში. შესაძლოა ჩაგიტარდეთ 8 ციკლი (24 კვირა).
ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომა
თუ ადრე არ ჩაგიტარდათ მკურნალობა მრავლობითი მიელომისთვის და თქვენთვის არ არის ხელსაყრელი სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა (ძვლის ტვინის გადანერგვა), თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ორ სხვა მედიკამენტთან, კერძოდ მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად. ამ შემთხვევაში მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობაა 42 დღე (6 კვირა). თქვენ მიიღებთ 9 ციკლს (54 კვირა).
1-დან 4-მდე ციკლებში ველტეზო მიიღება კვირაში ორჯერ 1, 4, 8, 11, 22, 25, 29 და 32 დღეებში.
5-დან 9-მდე ციკლებში ველტეზო მიიღება კვირაში ერთხელ 1, 8, 22 და 29 დღეებში.
მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) ორივე მიიღება პერორალურად ყოველი ციკლის პირველი კვირის 1, 2, 3 და 4 დღეებში.
თუ ადრე არ ჩაგიტარდათ მკურნალობა მრავლობითი მიელომისთვის და შესაფერისი ხართ სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის, თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ან კანქვეშ, დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან ერთად, როგორც ინდუქციური მკურნალობის სახით.
როდესაც ველტეზო მიიღება დექსამეტაზონთან ერთად, თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლით და 40 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად ველტეზოს 21-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეებში. თქვენ ჩაგიტარდებათ მკურნალობის 4 ციკლი (12 კვირა).
ველტეზოს თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად მიღებისას მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობაა 28 დღე (4 კვირა).
დექსამეტაზონი 40 მგ მიიღება პერორალურად ველტეზოს 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეებში, ხოლო თალიდომიდი პერორალურად ყოველდღიურად 50 მგ პირველი ციკლის მე-14 დღემდე და ტოლერანტობის შემთხვევაში თალიდომიდის დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე 15-28 დღეებში და შეიძლება შემდგომში გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში მეორე ციკლიდან მოყოლებული. შესაძლოა მიიღოთ 6 ციკლი (24 კვირა).
დოზირება ადრე ნამკურნალები და მორეციდივე ან რეფრაქტერული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის დროს (MCL)
შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ დოზით 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე კვირაში ორჯერ 1, 4, 8 და 11 დღეებში ორი კვირის განმავლობაში 28-დღიანი მკურნალობის ციკლით.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა მკურნალობის დროს და გადაწყვიტოს მკურნალობის ციკლების საერთო რაოდენობა, რომელიც დაგჭირდებათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი მკურნალობის პასუხზე.
გამოყენების გზა და მეთოდი
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ან კანქვეშა გამოყენებისთვის. ველტეზო კეთდება სამედიცინო სპეციალისტის მიერ, რომელიც გამოცდილია ციტოტოქსიური მედიკამენტების გამოყენებაში. გამოყენებამდე ველტეზოს ფხვნილი უნდა გაიხსნას. ამ პროცედურას შეასრულებს სამედიცინო სპეციალისტი. გაზავების შედეგად მიღებული ხსნარი შეჰყავთ ვენაში ან კანქვეშ. ვენაში ინექცია კეთდება სწრაფად, 3-დან 5 წამამდე. კანქვეშ ინექცია ხდება ბარძაყებში ან მუცელში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ველტეზოს გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ველტეზო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება ხანდაზმულებში
არ არსებობს მტკიცებულება, რომ დოზის კორექცია აუცილებელია 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მრავლობითი მიელომით ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომით.
გამოყენების სპეციალური პირობები
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია და მკურნალობა უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის მიხედვით. ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას საჭიროების მიხედვით.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა არ ახდენს გავლენას ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე; ამიტომ ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არის ცნობილი, განიცდის თუ არა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა ზეგავლენას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, რომლებიც არ იღებენ დიალიზს. პრეპარატი უნდა დაინიშნოს დიალიზის პროცედურის შემდეგ, რადგან დიალიზმა შეიძლება შეამციროს ბორტეზომიბის კონცენტრაცია.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ველტეზოს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ველტეზოს ზედმეტი დოზირება
ვინაიდან ველტეზო გიკეთდებათ თქვენი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს ზედმეტი დოზის შეყვანა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ექიმი გააკონტროლებს გვერდითი ეფექტების გამოვლენას.
თუ დაგავიწყდათ ველტეზოს მიღება
ვინაიდან ველტეზო კეთდება საავადმყოფოში და სამედიცინო სპეციალისტების მიერ, არ არსებობს მისი გამოყენების დავიწყების შესაძლებლობა.
უკუჩვენებები
თუ გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბორტეზომიბის, ბორის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
თუ გაქვთ რაიმე სერიოზული ფილტვის ან გულის დაავადება.
ველტეზო გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
თუ თქვენ გაქვთ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების დაბალი დონე
თუ გაქვთ სისხლდენის პრობლემები და/ან თქვენი თრომბოციტების (სისხლის შემადედებელი უჯრედების) დაბალი დონე
თუ გაწუხებთ დიარეა, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება
თუ წარსულში გქონიათ ისეთი ჩივილები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა
თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა (ღვიძლის პრობლემები)
თუ გქონდათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა ან ტკივილი ხელებსა და ტერფებში (ნეიროპათია)
თუ გაქვთ რაიმე პრობლემა გულთან ან არტერიულ წნევასთან დაკავშირებით
თუ გახასიათებთ ქოშინი ან ხველა სუნთქვისას
თუ გაქვთ ანამნეზში კრუნჩხვები (ეპილეფსიის მსგავსი)
თუ გქონდათ ან მკურნალობთ სირსველისებრი სარტყელის (ჰერპეს ზოსტერი) დაავადებას (ლოკალიზებულია თვალების ირგვლივ ან გავრცელდა მთელ სხეულზე)
თუ გაქვთ სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები (სისხლში ქიმიკატების არანორმალური დონე, რომელიც გამოწვეულია კიბოს უჯრედების სწრაფი დაშლის შედეგად კიბოს მკურნალობის დროს ან ზოგჯერ მკურნალობის გარეშე), როგორიცაა კუნთების კრუნჩხვები, სისუსტე, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დაქვეითება და სუნთქვის გახშირება.
თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების ან სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. ექიმმა შეიძლება ჩაატაროს დამატებითი ანალიზები და შემდგომი დაკვირვება, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ტვინის სერიოზულ ინფექციაზე.
თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი ველტეზოთი მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს, რათა შემოწმდეს, რომ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ნორმალურია.
თუ თქვენ გაქვთ მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა და დაგინიშნეს რიტუქსიმაბი ველტეზოსთან ერთად, აცნობეთ ექიმს:
თუ თქვენ გაქვთ ეჭვი ჰეპატიტზე (სიყვითლე) ახლა ან გქონიათ ის წარსულში. რამდენიმე შემთხვევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ B ჰეპატიტი, შეიძლება ჰქონდეთ განმეორებითი შეტევები, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს. თუ თქვენ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექციის ისტორია, თქვენი ექიმი გულდასმით ჩაგიტარებთ შემოწმებას აქტიური B ჰეპატიტის ნიშნებზე.
ველტეზოთი მკურნალობის დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ ყველა იმ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია, რომლებიც გამოყენებული იქნება ველტეზოსთან ერთად, რათა მიიღოთ ინფორმაცია ამ პროდუქტების შესახებ. თალიდომიდის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ორსულობის ტესტირებისა დროს და აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება (იხ. „ორსულობა“ და „ძუძუთი კვება“).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში ამ მედიკამენტის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ველტეზო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფებში.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ველტეზოს მიღება საკვებთან და სასმელ პროდუქტებთან ერთად
არ არსებობს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე.
სიფრთხილის ზომები
ბავშვებში ველტეზოს უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევას და გაეცნობა თქვენს სამედიცინო ისტორიას. თქვენ დაგჭირდებათ სისხლის სინჯის აღება ველტეზოთი მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პერიოდში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობის დროს არ შეიძლება ველტეზოს გამოყენება, გარდა ექიმის სპეციალური დანიშნულებისა. საჭიროა სიფრთხილე, რომ არ დაორსულდეთ ველტეზოს გამოყენებისას.
როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმა პაციენტმა უნდა გამოიყენოს ყველა სახის საიმედო კონტრაცეპტული მეთოდები ველტეზოს გამოყენებისას და მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში. თუ ამ სიფრთხილის მიუხედავად დაორსულდებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ტალიდომიდი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და ნაყოფის სიკვდილს. ველტეზოს თალიდომიდთან ერთად მიღებისას, თქვენ უნდა დაიცვათ ორსულობის პრევენციის გრაფიკი, რომელიც დადგენილია თალიდომიდისთვის (იხილეთ თალიდომიდის ინსტრუქცია).
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება ველტეზოს გამოყენებისას. განიხილეთ თქვენს ექიმთან, როდის არის უსაფრთხო მკურნალობის დამთავრების შემდეგ ძუძუთი კვების ხელახლა დაწყება; თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ როდის იქნება უსაფრთხო ძუძუთი კვების განახლება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ველტეზომ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ თქვენ გაქვთ ასეთი გვერდითი მოვლენები. სიფრთხილე საჭიროა მაშინაც კი, თუ ასეთი გვერდითი მოვლენები არ გაქვთ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ველტეზოს შემადგენლობაში არ შედიან ისეთი სახის დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ სამკურნალო საშალებებს, როგორიცაა:
კეტოკონაზოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
რიტონავირი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ)
კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
წმინდა იოანეს ვორტი (მცენარეული წამალი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან მსგავსი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)
პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალურად მისაღები მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქარის დონეს)
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
მკურნალობის მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ველტეზო იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. სანამ გადაწყვეტთ მკურნალობის შეწყვეტას, მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ველტეზოს გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები ველტეზოს შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში. ზოგიერთი ეს ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული.
თუ თქვენ გეძლევათ ველტეზო მრავლობითი მიელომისთვის ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომისთვის, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:
კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე
დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევები, სიბრმავე, კრუნჩხვები, თავის ტკივილი
ქოშინი, ფეხების შეშუპება ან გულისცემის ცვლილება, მაღალი წნევა, დაღლილობა, გულყრა.
ხველა და სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობა მკერდში
ველტეზოთი მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის შედედების უჯრედების). ამიტომ, თქვენ მოგიწევთ რეგულარულად ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი ველტეზოთი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, რათა რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი უჯრედების რაოდენობის შემცირება:
თრომბოციტები (სისხლის შედედების უჯრედების), რამაც შეიძლება გაზარდოს მიდრეკილება სისხლჩაქცევებისკენ, ან სისხლდენისკენ აშკარა დაზიანების გარეშე (მაგ. სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირიდან და ღრძილებიდან ან სისხლდენა თავის ტვინში ან ღვიძლიდან).
სისხლის წითელი უჯრედები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და სიფერმკრთალე
სისხლის თეთრი უჯრედები შეიძლება გაზარდოს მიდრეკილება ინფექციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათად: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
თუ ჩამოთვლილი მოვლენებიდან აღინიშნა ნებისმიერი უნდა შეწყვიტოთ ველტეზოს გამოყენება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები): სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას; გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში და/ან თავბრუსხვევა/გაბრუება; კანის ძლიერი ქავილი ან კანზე ამობურცული მუწუკების წარმოქმნა (ჭინჭრის ციება); სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება; მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შოკს (ანაფილაქსიური შოკი).
ესენი არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული ალერგია გაქვთ ველტეზოზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
შემდეგში აღწერილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ველტეზოს მიღებისას მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ:
ძალიან ხშირი
კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ან ტკივილი ხელებსა და ტერფებში, ნერვული დაზიანების გამო
სისხლის წითელი უჯრედების და ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხ. ზემოთ)
ცხელება
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა) ან ღებინება, მადის დაკარგვა
ყაბზობა შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე)
დიარეა: დიარეის გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დალიოთ ჩვეულებრივზე მეტი წყალი. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა სამკურნალო საშალებებიც დიარეის გასაკონტროლებლად
დაღლილობა (უღონობა), სისუსტის შეგრძნება
კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი
ხშირი
დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა ფეხზე წამდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისცემა
მაღალი არტერიული წნევა
თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითება
თავის ტკივილი
ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება, ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, სისუსტის ან გონების დაკარგვა
კანკალი
ინფექციები, მათ შორის პნევმონია, რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადებები
სარტყელისებრი სირსველი (ლოკალიზებული მათ შორის თვალების ირგვლივ ან გავრცელებული მთელ სხეულზე)
გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს
სხვადასხვა სახის გამონაყარი
კანის ქავილი, წყლულები კანზე ან კანის სიმშრალე
სახის გაწითლება ან წვრილი კაპილარების გახლეჩვა
კანის სიწითლე
დეჰიდრატაცია (წყლის დაკარგვა)
გულძმარვა, შებერილობა, რეფლუქსი, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან
ღვიძლის ფუნქციონირების ცვლილება
პირის ღრუს ან ტუჩის წყლულები, პირის სიმშრალე, პირის ღრუს წყლულები ან ყელის ტკივილი
წონის დაკლება, გემოვნების დაკარგვა
კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში
მხედველობის დაბინდვა
თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუნქტივიტი)
ცხვირიდან სისხლდენა
ძილის გაძნელება ან პრობლემები, ოფლიანობა, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა, დეპრესიული განწყობა, მოუსვენრობა ან აგზნება, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, დეზორიენტაცია
სხეულის შეშუპება, რომელიც მოიცავს თვალების ირგვლივ და სხეულის სხვა ნაწილებს
არახშირი
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, გულმკერდის ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან შემცირებული გულისცემა
თირკმელების უკმარისობა
ვენის ანთება, ვენებში და ფილტვებში სისხლის შედედება
პრობლემები სისხლის შედედებასთან დაკავშირებით
არასაკმარისი ცირკულაცია
გულის ირგვლივ ლორწოვანი გარსის ან გულის ირგვლივ სითხის ანთება
ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექციები, გრიპი, ჰერპეს ვირუსული ინფექციები, ყურის ინფექციები და ცელულიტი
სისხლიანი განავალი ან სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, მაგ., პირის ღრუდან, საშოდან.
ცერებროვასკულარული დარღვევები
დამბლა; კრუნჩხვები; დაცემა; მოძრაობის დარღვევები; არანორმალური ან ცვლილება, ან შემცირებული მგრძნობელობა (გრძნობა, სმენა, გემო, ყნოსვა); ყურადღების დარღვევა; კანკალი; ჩხვლეტა
ართრიტი, მათ შორის თითების, ფეხის თითების და ყბის სახსრების ანთება
დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ფილტვებზე, რაც ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში. ზოგიერთ მათგანს მიეკუთვნება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქოშინი ვარჯიშის გარეშე, ზედაპირული, გაძნელებული ან შეჩერებული სუნთქვა, ხიხინი.
სლოკინი, მეტყველების დარღვევა
შარდის გამომუშავების გაზრდა ან დაქვეითება (თირკმელების დაზიანების გამო), შარდის ან სისხლის/ცილების მტკივნეული გამოყოფა შარდში, სითხის შეკავება.
ცნობიერების შეცვლილი დონე, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა
ჰიპერმგრძნობელობა
სმენის დაქვეითება, სიყრუე ან ყურებში შუილი, ყურის დისკომფორტი
ჰორმონების დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მარილისა და წყლის შეწოვაზე
ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი
საკმარისი ინსულინის წარმოქმნის შეუძლებლობა ან ინსულინის ნორმალურ დონეზე რეზისტენტობა
თვალების გაღიზიანება ან ანთება, ზედმეტად სველი თვალები, მტკივნეული თვალები, თვალების სიმშრალე, თვალის ინფექციები, ქუთუთოში სიმსივნე (ხალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევა, თვალის სისხლდენა.
ლიმფური ჯირკვლების შეშუპება
სახსრების ან კუნთების რიგიდულობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში
თმის ცვენა და თმის არანორმალური ტექსტურა
ალერგიული რეაქციები
სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე
პირის ღრუს ტკივილი
პირის ღრუს ინფექციები ან ანთება, პირის ღრუს წყლულები, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების, ზოგჯერ ასოცირებული ტკივილთან ან სისხლდენასთან, ნაწლავების ცუდი მოძრაობა (ბლოკირების ჩათვლით), მუცლის ან საყლაპავის დისკომფორტი, ყლაპვის გაძნელება, სისხლის ღებინება.
კანის ინფექციები
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები
კბილის ინფექცია
პანკრეასის ანთება, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია
გენიტალური ტკივილი, ერექციის პრობლემა
წონის მატება
წყურვილი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
ინექციის ადგილის ან ინექციასთან დაკავშირებული დარღვევები
კანის რეაქციები და დარღვევები (რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში), კანის წყლულები
სისხლჩაქცევები, დაცემა და ტრავმები
სისხლძარღვების ანთება ან სისხლჩაქცევა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პატარა წითელი ან მეწამული წერტილების სახით (ჩვეულებრივ ფეხებზე) კანის ან ქსოვილის ქვეშ სისხლჩაქცევების მსგავს მსხვილ ლაქებამდე.
კეთილთვისებიანი კისტები
თავის ტვინის მძიმე შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კრუნჩხვებს, არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, დაბნეულობას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.
იშვიათი
სიკვდილი
ნერვის სერიოზული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი)
გულის პრობლემები, მათ შორის ინფარქტი, სტენოკარდია
სახის და კისრის უეცარი გაწითლება
ვენების გაუფერულება
ზურგის ნერვის ანთება
ყურთან დაკავშირებული პრობლემები, ყურიდან სისხლდენა
ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა
ბუდ-ჩიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ბლოკირებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომები)
ნაწლავის ფუნქციის ცვლილება ან არანორმალური ფუნქცია
თავის ტვინში სისხლდენა
თვალებისა და კანის ყვითელად შეფერილობა (სიყვითლე)
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი), რომელთა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამობურცულ წყლულებს (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენისა და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი
სარძევე ჯირკვლის დარღვევები
ვაგინალური გამონადენი
სასქესო ორგანოების შეშუპება
ალკოჰოლის მიმართ აუტანლობა
სხეულის მასის დაკარგვა ან შემცირება
მადის მომატება
ფისტულა (კანში გახსნილი არხები, საიდანაც სითხე მიედინება)
სახსრებში ჩაქცევა
კისტები სახსრების გარსში
მოტეხილობა
კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა, რაც იწვევს სხვა გართულებებს
ღვიძლის შეშუპება, სისხლდენა ღვიძლიდან
თირკმლის კიბო
ფსორიაზის მსგავსი კანის დაავადება
კანის კიბო
კანის სიფერმკრთალე
სისხლში პლაზმური უჯრედების (თეთრი უჯრედების ტიპი) მატება
სისხლის შედედება მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
არანორმალური რეაქცია სისხლის გადასხმაზე
მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
სექსუალური სურვილის დაქვეითება
დაღლილობა
ამობურცული თვალები
სინათლის მიმართ მგრძნობელობა
სწრაფი სუნთქვა
რექტალური ტკივილი
ნაღვლის ბუშტის კენჭები
თიაქარი
დაზიანებები
მტვრევადი ან სუსტი ფრჩხილები
არანორმალური ცილის დეპოზიტები თქვენს სასიცოცხლო ორგანოებში
კომა
ნაწლავის წყლულები
მრავალორგანული უკმარისობა
შემდეგში ჩამოთვლილია გვერდით მოვლენები, რომლებიც შესაძლოა აღინიშნოს თუ თქვენ იღებთ ველტეზოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალოდ:
ძალიან ხშირი
პნევმონია
მადის დაკარგვა

გულისრევა და ღებინება
დიარეა
პირის ღრუს წყლულები
ყაბზობა

დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება
ცხელება
ხშირი
სარტყელისებრი სირსველი (ლოკალიზებულია მათ შორის თვალების ირგვლივ ან ვრცელდება მთელ სხეულზე)
ჰერპეს ვირუსული ინფექციები
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები
რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
სოკოვანი ინფექციები
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
საკმარისი ინსულინის გამომუშავების შეუძლებლობა ან ინსულინის ნორმალურ დონეზე რეზისტენტობა
სითხის შეკავება
დაძინების გაძნელება ან პრობლემები
გონების დაკარგვა
ცნობიერების ცვლილება, დაბნეულობა
თავბრუსხვევის შეგრძნება
გახშირებული გულისცემა, მაღალი წნევა, ოფლიანობა
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან შემცირებული გულისცემა
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა
არტერიული წნევის უეცარი ვარდნა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისცემა
სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას
ხველა
სლოკინი
ყურებში შუილი, ყურის დისკომფორტი
სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან
გულძმარვა
კუჭის ტკივილი, შებერილობა
ყლაპვის გაძნელება
კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება
კუჭის ტკივილი
პირის ან ტუჩის ტკივილი, ყელის ტკივილი
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება
კანის ქავილი
კანის სიწითლე
გამონაყარი
კუნთების სპაზმი
საშარდე გზების ინფექცია
კიდურების ტკივილი
სხეულის შეშუპება, რომელიც მოიცავს თვალებსა და სხეულის სხვა ნაწილებს
კანკალი
სიწითლე და ტკივილი ინექციის ადგილზე
ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება
წონის დაკლება
წონის მატება
არახშირი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, სიყვითლე)
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია), რომელთა ნიშნები შეიძლება შეიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამობურცულ სიმსივნეებს, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი
მოძრაობის დარღვევა, დამბლა, კრუნჩხვა
ვერტიგო (თავბრუსხვევა)
სმენის დაქვეითება, სიყრუე

ფილტვებში სისხლის შედედება
თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე)
გამონაყარი ქუთუთოში (ჯიბლიბო), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ გამოგივლინდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვის პირობები
ველტეზო უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში. შეინახეთ ველტეზო ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით. გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ველტეზო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; ნარჩენი ხსნარი უნდა განადგურდეს სათანადო წესების შესაბამისად. ველტეზო უნდა იქნას გამოყენებული ხსნარის მომზადებისთანავე. თუ ვერ ხერხდება მისი დაუყონებლივი გამოყენება, მისი შენახვა შესაძლებელია 8 საათის განმავლობაში საწყის ფლაკონში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ ველტეზო, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
შეფუთვის შიგთავსის ნარჩენები, რომლებიც დაიცლება ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია ხორციელდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სავაჭრო ნებართის მფლობელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კუჩუქჩეკმეჯე – სტამბოლი / თურქეთი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
დანართი ფურცელი
ველტეზო 3.5 მგ IV/SC საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
ვენაში და კანქვეშ ინექციისათვის.
სტერილური, ციტოტოქსიური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 3,5 მგ ბორტეზომიბს (ხსნარის აღდგენის შემდეგ 1 მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს. ხსნარის აღდგენის შემდეგ 1 მლ კანქვეშა საინექციო ხსნარი შეიცავს 2,5 მგ ბორტეზომიბს).
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო D-მანიტოლი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით.
ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას.
ზუსტად დაიცავით ამ გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდაციები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზირება თვითნებურად.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ველტეზო და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ველტეზოს გამოყენებამდე
- ველტეზოს მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ველტეზოს შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს ველტეზო და რისთვის გამოიყენება
ველტეზო (ბორტეზომიბი) ხელმისაწვდომია თხელი ფხვნილის სახით 10 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.
ველტეზო მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "ქიმიოთერაპიულები" (ანტინეოპლასტურები).
ველტეზო შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ბორტეზომიბს, ეგრეთ წოდებულ "პროტეაზომის ინჰიბიტორს". პროტეაზომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედების ფუნქციონირებისა და ზრდის კონტროლში. მათი ფუნქციის დარღვევით ბორტეზომიბს შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა.
ველტეზო გამოიყენება მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის კიბო) სამკურნალოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში:
ცალკე (მონოთერაპიის სახით) ან პეგილირებულ ლიპოსომალურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად კომბინაციაში, პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება უარესდება (პროგრესირებადია) სულ მცირე ერთი წინმსწრები მკურნალობის შემდეგ და რომლებშიც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია წარუმატებელი აღმოჩნდა ან მისი ჩატარება შეუსაბამოა.
აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, როგორიცაა მელფალანი და პრედნიზონი პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ადრე არ იყო ნამკურნალები და ვისთვისაც მაღალი დოზით ქიმიოთერაპია სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად შეუსაბამოა.
პრეპარატ დექსამეტაზონთან ერთად ან დექსამეტაზონის და თალიდომიდის კომბინაციისას პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ადრე არ იყო ნამკურნალები და რომლებიც იღებენ მაღალი დოზით ქიმიოთერაპიას სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვასთან ერთად (ინდუქციური მკურნალობა).
ველტეზო გამოიყენება მორეციდივე ან რეფრაქტერული მანტიის უჯრედული ლიმფომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (კიბოს ტიპი, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს), რომლებმაც ადრე მიიღეს თერაპია ანტრაციკლინით და/ან მაალკილიზირებელი საშუალებებით ან ამ თერაპიებდან ერთ-ერთი კომბინაცია რიტუქსიმაბთან ერთად შესაბამისი დოზით და შესაბამისი დროის განმავლობაში.
ექიმმა შეიძლება შეიყვანოს ველტეზო ვენაში (ინტრავენურად) ან კანქვეშ (სუბკუტანურად).
- ინფორმაცია ველტეზოს გამოყენებამდე
ბავშვებში ველტეზოს უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევას და გაეცნობა თქვენს სამედიცინო ისტორიას. თქვენ დაგჭირდებათ სისხლის სინჯის აღება ველტეზოთი მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პერიოდში.
არ გამოიყენოთ ველტეზო:
თუ გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბორტეზომიბის, ბორის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
თუ გაქვთ რაიმე სერიოზული ფილტვის ან გულის დაავადება.
ველტეზო გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
თუ თქვენ გაქვთ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების დაბალი დონე
თუ გაქვთ სისხლდენის პრობლემები და/ან თქვენი თრომბოციტების (სისხლის შემადედებელი უჯრედების) დაბალი დონე
თუ გაწუხებთ დიარეა, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება
თუ წარსულში გქონიათ ისეთი ჩივილები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა ან გონების დაბინდვა
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა
თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა (ღვიძლის პრობლემები)
თუ გქონდათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა ან ტკივილი ხელებსა და ტერფებში (ნეიროპათია)
თუ გაქვთ რაიმე პრობლემა გულთან ან არტერიულ წნევასთან დაკავშირებით
თუ გახასიათებთ ქოშინი ან ხველა სუნთქვისას
თუ გაქვთ ანამნეზში კრუნჩხვები (ეპილეფსიის მსგავსი)
თუ გქონდათ ან მკურნალობთ სირსველისებრი სარტყელის (ჰერპეს ზოსტერი) დაავადებას (ლოკალიზებულია თვალების ირგვლივ ან გავრცელდა მთელ სხეულზე)
თუ გაქვთ სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები (სისხლში ქიმიკატების არანორმალური დონე, რომელიც გამოწვეულია კიბოს უჯრედების სწრაფი დაშლის შედეგად კიბოს მკურნალობის დროს ან ზოგჯერ მკურნალობის გარეშე), როგორიცაა კუნთების კრუნჩხვები, სისუსტე, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დაქვეითება და სუნთქვის გახშირება.
თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების ან სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. ექიმმა შეიძლება ჩაატაროს დამატებითი ანალიზები და შემდგომი დაკვირვება, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ტვინის სერიოზულ ინფექციაზე.
თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი ველტეზოთი მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს, რათა შემოწმდეს, რომ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ნორმალურია.
თუ თქვენ გაქვთ მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა და დაგინიშნეს რიტუქსიმაბი ველტეზოსთან ერთად, აცნობეთ ექიმს:
თუ თქვენ გაქვთ ეჭვი ჰეპატიტზე (სიყვითლე) ახლა ან გქონიათ ის წარსულში. რამდენიმე შემთხვევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ B ჰეპატიტი, შეიძლება ჰქონდეთ განმეორებითი შეტევები, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს. თუ თქვენ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექციის ისტორია, თქვენი ექიმი გულდასმით ჩაგიტარებთ შემოწმებას აქტიური B ჰეპატიტის ნიშნებზე.
ველტეზოთი მკურნალობის დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ ყველა იმ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია, რომლებიც გამოყენებული იქნება ველტეზოსთან ერთად, რათა მიიღოთ ინფორმაცია ამ პროდუქტების შესახებ. თალიდომიდის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ორსულობის ტესტირებისა დროს და აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება (იხ. „ორსულობა“ და „ძუძუთი კვება“).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში ამ მედიკამენტის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ველტეზო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფებში.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ველტეზოს მიღება საკვებთან და სასმელ პროდუქტებთან ერთად
არ არსებობს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობის დროს არ შეიძლება ველტეზოს გამოყენება, გარდა ექიმის სპეციალური დანიშნულებისა. საჭიროა სიფრთხილე, რომ არ დაორსულდეთ ველტეზოს გამოყენებისას.
როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმა პაციენტმა უნდა გამოიყენოს ყველა სახის საიმედო კონტრაცეპტული მეთოდები ველტეზოს გამოყენებისას და მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში. თუ ამ სიფრთხილის მიუხედავად დაორსულდებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ტალიდომიდი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და ნაყოფის სიკვდილს. ველტეზოს თალიდომიდთან ერთად მიღებისას, თქვენ უნდა დაიცვათ ორსულობის პრევენციის გრაფიკი, რომელიც დადგენილია თალიდომიდისთვის (იხილეთ თალიდომიდის ინსტრუქცია).
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება ველტეზოს გამოყენებისას. განიხილეთ თქვენს ექიმთან, როდის არის უსაფრთხო მკურნალობის დამთავრების შემდეგ ძუძუთი კვების ხელახლა დაწყება; თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ როდის იქნება უსაფრთხო ძუძუთი კვების განახლება.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ველტეზომ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ თქვენ გაქვთ ასეთი გვერდითი მოვლენები. სიფრთხილე საჭიროა მაშინაც კი, თუ ასეთი გვერდითი მოვლენები არ გაქვთ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ველტეზოს შემადგენლობაში არ შედიან ისეთი სახის დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ სამკურნალო საშალებებს, როგორიცაა:
კეტოკონაზოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
რიტონავირი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)
რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ)
კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
წმინდა იოანეს ვორტი (მცენარეული წამალი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან მსგავსი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)
პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალურად მისაღები მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქარის დონეს)
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ველტეზოს მიღების წესი
მითითებები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ
თქვენი ექიმი განსაზღვრავს და მოგცემთ თქვენი მედიკამენტის დოზას თქვენი მდგომარეობის შესაბამისად.
დოზა გამოითვლება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით (სხეულის ზედაპირის ფართობი).
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1,3 მილიგრამს სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე კვირაში ორჯერ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენთვის მიცემული მკურნალობის ციკლების დოზა და ჯამური რაოდენობა მკურნალობაზე თქვენი პასუხის, ნებისმიერი გვერდითი ეფექტების, მკურნალობის დროს და თქვენი ძირითადი დაავადების მდგომარეობის შესაბამისად.
პროგრესირებადი (პროგრესირებად-გაუარესებადი) მრავლობითი მიელომა
როდესაც ველტეზო შეიყვანება მარტო, თქვენ მიიღებთ ველტეზოს 4 დოზას ინტრავენურად ან კანქვეშ 1, 4, 8 და 11 დღეებში, რასაც მოჰყვება 10 დღიანი "დასვენების პერიოდი" მკურნალობის გარეშე. ეს 21 დღიანი პერიოდი (3 კვირა) შეესაბამება მკურნალობის ერთ ციკლს. შესაძლოა ჩაგიტარდეთ 8 ციკლი (24 კვირა).
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგენიშნოთ ველტეზო პეგილირებულ ლიპოსომალურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად. როდესაც ველტეზო კეთდება პეგილირებულ ლიპოსომალურ დოქსორუბიცინთან ერთად, თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლით და პეგილირებული ლიპოსომული დოქსორუბიცინის 30 მგ/მ2 დოზა მიიღება ველტეზოს 21-დღიანი მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს, როგორც ინტრავენური ინფუზია ველტეზოს ინექციის შემდეგ. შესაძლოა ჩაგიტარდეთ 8 ციკლი (24 კვირა).
როდესაც ველტეზო მიიღება დექსამეტაზონთან ერთად, თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ან კანქვეშ, როგორც 21-დღიანი მკურნალობის ციკლი და დექსამეტაზონის 20 მგ მიიღება პერორალურად ველტეზოს 21-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 2, 4, 5, 8, 9, 11 და 12 დღეებში. შესაძლოა ჩაგიტარდეთ 8 ციკლი (24 კვირა).
ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომა
თუ ადრე არ ჩაგიტარდათ მკურნალობა მრავლობითი მიელომისთვის და თქვენთვის არ არის ხელსაყრელი სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა (ძვლის ტვინის გადანერგვა), თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ორ სხვა მედიკამენტთან, კერძოდ მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად. ამ შემთხვევაში მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობაა 42 დღე (6 კვირა). თქვენ მიიღებთ 9 ციკლს (54 კვირა).
1-დან 4-მდე ციკლებში ველტეზო მიიღება კვირაში ორჯერ 1, 4, 8, 11, 22, 25, 29 და 32 დღეებში.
5-დან 9-მდე ციკლებში ველტეზო მიიღება კვირაში ერთხელ 1, 8, 22 და 29 დღეებში.
მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) ორივე მიიღება პერორალურად ყოველი ციკლის პირველი კვირის 1, 2, 3 და 4 დღეებში.
თუ ადრე არ ჩაგიტარდათ მკურნალობა მრავლობითი მიელომისთვის და შესაფერისი ხართ სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის, თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ან კანქვეშ, დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან ერთად, როგორც ინდუქციური მკურნალობის სახით.
როდესაც ველტეზო მიიღება დექსამეტაზონთან ერთად, თქვენ მიიღებთ ველტეზოს ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლით და 40 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად ველტეზოს 21-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეებში. თქვენ ჩაგიტარდებათ მკურნალობის 4 ციკლი (12 კვირა).
ველტეზოს თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად მიღებისას მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობაა 28 დღე (4 კვირა).
დექსამეტაზონი 40 მგ მიიღება პერორალურად ველტეზოს 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეებში, ხოლო თალიდომიდი პერორალურად ყოველდღიურად 50 მგ პირველი ციკლის მე-14 დღემდე და ტოლერანტობის შემთხვევაში თალიდომიდის დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე 15-28 დღეებში და შეიძლება შემდგომში გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში მეორე ციკლიდან მოყოლებული. შესაძლოა მიიღოთ 6 ციკლი (24 კვირა).
დოზირება ადრე ნამკურნალები და მორეციდივე ან რეფრაქტერული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის დროს (MCL)
შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ დოზით 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე კვირაში ორჯერ 1, 4, 8 და 11 დღეებში ორი კვირის განმავლობაში 28-დღიანი მკურნალობის ციკლით.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა მკურნალობის დროს და გადაწყვიტოს მკურნალობის ციკლების საერთო რაოდენობა, რომელიც დაგჭირდებათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი მკურნალობის პასუხზე.
გამოყენების გზა და მეთოდი
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ან კანქვეშა გამოყენებისთვის. ველტეზო კეთდება სამედიცინო სპეციალისტის მიერ, რომელიც გამოცდილია ციტოტოქსიური მედიკამენტების გამოყენებაში. გამოყენებამდე ველტეზოს ფხვნილი უნდა გაიხსნას. ამ პროცედურას შეასრულებს სამედიცინო სპეციალისტი. გაზავების შედეგად მიღებული ხსნარი შეჰყავთ ვენაში ან კანქვეშ. ვენაში ინექცია კეთდება სწრაფად, 3-დან 5 წამამდე. კანქვეშ ინექცია ხდება ბარძაყებში ან მუცელში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ველტეზოს გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ველტეზო არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება ხანდაზმულებში
არ არსებობს მტკიცებულება, რომ დოზის კორექცია აუცილებელია 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მრავლობითი მიელომით ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომით.
გამოყენების სპეციალური პირობები
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია და მკურნალობა უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის მიხედვით. ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას საჭიროების მიხედვით.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა არ ახდენს გავლენას ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე; ამიტომ ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არის ცნობილი, განიცდის თუ არა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა ზეგავლენას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, რომლებიც არ იღებენ დიალიზს. პრეპარატი უნდა დაინიშნოს დიალიზის პროცედურის შემდეგ, რადგან დიალიზმა შეიძლება შეამციროს ბორტეზომიბის კონცენტრაცია.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ველტეზოს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ველტეზოს ზედმეტი დოზირება
ვინაიდან ველტეზო გიკეთდებათ თქვენი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს ზედმეტი დოზის შეყვანა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ექიმი გააკონტროლებს გვერდითი ეფექტების გამოვლენას.
თუ დაგავიწყდათ ველტეზოს მიღება
ვინაიდან ველტეზო კეთდება საავადმყოფოში და სამედიცინო სპეციალისტების მიერ, არ არსებობს მისი გამოყენების დავიწყების შესაძლებლობა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები ველტეზოთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობის მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ველტეზო იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. სანამ გადაწყვეტთ მკურნალობის შეწყვეტას, მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ველტეზოს გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები ველტეზოს შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში. ზოგიერთი ეს ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული.
თუ თქვენ გეძლევათ ველტეზო მრავლობითი მიელომისთვის ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომისთვის, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:
კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე
დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევები, სიბრმავე, კრუნჩხვები, თავის ტკივილი
ქოშინი, ფეხების შეშუპება ან გულისცემის ცვლილება, მაღალი წნევა, დაღლილობა, გულყრა.
ხველა და სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობა მკერდში
ველტეზოთი მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის შედედების უჯრედების). ამიტომ, თქვენ მოგიწევთ რეგულარულად ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი ველტეზოთი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, რათა რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი უჯრედების რაოდენობის შემცირება:
თრომბოციტები (სისხლის შედედების უჯრედების), რამაც შეიძლება გაზარდოს მიდრეკილება სისხლჩაქცევებისკენ, ან სისხლდენისკენ აშკარა დაზიანების გარეშე (მაგ. სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირიდან და ღრძილებიდან ან სისხლდენა თავის ტვინში ან ღვიძლიდან).
სისხლის წითელი უჯრედები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და სიფერმკრთალე
სისხლის თეთრი უჯრედები შეიძლება გაზარდოს მიდრეკილება ინფექციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათად: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
თუ ჩამოთვლილი მოვლენებიდან აღინიშნა ნებისმიერი უნდა შეწყვიტოთ ველტეზოს გამოყენება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები): სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას; გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში და/ან თავბრუსხვევა/გაბრუება; კანის ძლიერი ქავილი ან კანზე ამობურცული მუწუკების წარმოქმნა (ჭინჭრის ციება); სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება; მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შოკს (ანაფილაქსიური შოკი).
ესენი არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული ალერგია გაქვთ ველტეზოზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
შემდეგში აღწერილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ველტეზოს მიღებისას მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ:
ძალიან ხშირი
კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ან ტკივილი ხელებსა და ტერფებში, ნერვული დაზიანების გამო
სისხლის წითელი უჯრედების და ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხ. ზემოთ)
ცხელება
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა) ან ღებინება, მადის დაკარგვა
ყაბზობა შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე)
დიარეა: დიარეის გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დალიოთ ჩვეულებრივზე მეტი წყალი. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა სამკურნალო საშალებებიც დიარეის გასაკონტროლებლად
დაღლილობა (უღონობა), სისუსტის შეგრძნება
კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი
ხშირი
დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა ფეხზე წამდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისცემა
მაღალი არტერიული წნევა
თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითება
თავის ტკივილი
ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება, ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, სისუსტის ან გონების დაკარგვა
კანკალი
ინფექციები, მათ შორის პნევმონია, რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადებები
სარტყელისებრი სირსველი (ლოკალიზებული მათ შორის თვალების ირგვლივ ან გავრცელებული მთელ სხეულზე)
გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს
სხვადასხვა სახის გამონაყარი
კანის ქავილი, წყლულები კანზე ან კანის სიმშრალე
სახის გაწითლება ან წვრილი კაპილარების გახლეჩვა
კანის სიწითლე
დეჰიდრატაცია (წყლის დაკარგვა)
გულძმარვა, შებერილობა, რეფლუქსი, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან
ღვიძლის ფუნქციონირების ცვლილება
პირის ღრუს ან ტუჩის წყლულები, პირის სიმშრალე, პირის ღრუს წყლულები ან ყელის ტკივილი
წონის დაკლება, გემოვნების დაკარგვა
კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში
მხედველობის დაბინდვა
თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუნქტივიტი)
ცხვირიდან სისხლდენა
ძილის გაძნელება ან პრობლემები, ოფლიანობა, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა, დეპრესიული განწყობა, მოუსვენრობა ან აგზნება, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, დეზორიენტაცია
სხეულის შეშუპება, რომელიც მოიცავს თვალების ირგვლივ და სხეულის სხვა ნაწილებს
არახშირი
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, გულმკერდის ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან შემცირებული გულისცემა
თირკმელების უკმარისობა
ვენის ანთება, ვენებში და ფილტვებში სისხლის შედედება
პრობლემები სისხლის შედედებასთან დაკავშირებით
არასაკმარისი ცირკულაცია
გულის ირგვლივ ლორწოვანი გარსის ან გულის ირგვლივ სითხის ანთება
ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექციები, გრიპი, ჰერპეს ვირუსული ინფექციები, ყურის ინფექციები და ცელულიტი
სისხლიანი განავალი ან სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, მაგ., პირის ღრუდან, საშოდან.
ცერებროვასკულარული დარღვევები
დამბლა; კრუნჩხვები; დაცემა; მოძრაობის დარღვევები; არანორმალური ან ცვლილება, ან შემცირებული მგრძნობელობა (გრძნობა, სმენა, გემო, ყნოსვა); ყურადღების დარღვევა; კანკალი; ჩხვლეტა
ართრიტი, მათ შორის თითების, ფეხის თითების და ყბის სახსრების ანთება
დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ფილტვებზე, რაც ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში. ზოგიერთ მათგანს მიეკუთვნება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქოშინი ვარჯიშის გარეშე, ზედაპირული, გაძნელებული ან შეჩერებული სუნთქვა, ხიხინი.
სლოკინი, მეტყველების დარღვევა
შარდის გამომუშავების გაზრდა ან დაქვეითება (თირკმელების დაზიანების გამო), შარდის ან სისხლის/ცილების მტკივნეული გამოყოფა შარდში, სითხის შეკავება.
ცნობიერების შეცვლილი დონე, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა
ჰიპერმგრძნობელობა
სმენის დაქვეითება, სიყრუე ან ყურებში შუილი, ყურის დისკომფორტი
ჰორმონების დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მარილისა და წყლის შეწოვაზე
ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი
საკმარისი ინსულინის წარმოქმნის შეუძლებლობა ან ინსულინის ნორმალურ დონეზე რეზისტენტობა
თვალების გაღიზიანება ან ანთება, ზედმეტად სველი თვალები, მტკივნეული თვალები, თვალების სიმშრალე, თვალის ინფექციები, ქუთუთოში სიმსივნე (ხალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევა, თვალის სისხლდენა.
ლიმფური ჯირკვლების შეშუპება
სახსრების ან კუნთების რიგიდულობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში
თმის ცვენა და თმის არანორმალური ტექსტურა
ალერგიული რეაქციები
სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე
პირის ღრუს ტკივილი
პირის ღრუს ინფექციები ან ანთება, პირის ღრუს წყლულები, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების, ზოგჯერ ასოცირებული ტკივილთან ან სისხლდენასთან, ნაწლავების ცუდი მოძრაობა (ბლოკირების ჩათვლით), მუცლის ან საყლაპავის დისკომფორტი, ყლაპვის გაძნელება, სისხლის ღებინება.
კანის ინფექციები
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები
კბილის ინფექცია
პანკრეასის ანთება, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია
გენიტალური ტკივილი, ერექციის პრობლემა
წონის მატება
წყურვილი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
ინექციის ადგილის ან ინექციასთან დაკავშირებული დარღვევები
კანის რეაქციები და დარღვევები (რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში), კანის წყლულები
სისხლჩაქცევები, დაცემა და ტრავმები
სისხლძარღვების ანთება ან სისხლჩაქცევა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პატარა წითელი ან მეწამული წერტილების სახით (ჩვეულებრივ ფეხებზე) კანის ან ქსოვილის ქვეშ სისხლჩაქცევების მსგავს მსხვილ ლაქებამდე.
კეთილთვისებიანი კისტები
თავის ტვინის მძიმე შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კრუნჩხვებს, არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, დაბნეულობას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.
იშვიათი
სიკვდილი
ნერვის სერიოზული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი)
გულის პრობლემები, მათ შორის ინფარქტი, სტენოკარდია
სახის და კისრის უეცარი გაწითლება
ვენების გაუფერულება
ზურგის ნერვის ანთება
ყურთან დაკავშირებული პრობლემები, ყურიდან სისხლდენა
ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა
ბუდ-ჩიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ბლოკირებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომები)
ნაწლავის ფუნქციის ცვლილება ან არანორმალური ფუნქცია
თავის ტვინში სისხლდენა
თვალებისა და კანის ყვითელად შეფერილობა (სიყვითლე)
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი), რომელთა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამობურცულ წყლულებს (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენისა და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი
სარძევე ჯირკვლის დარღვევები
ვაგინალური გამონადენი
სასქესო ორგანოების შეშუპება
ალკოჰოლის მიმართ აუტანლობა
სხეულის მასის დაკარგვა ან შემცირება
მადის მომატება
ფისტულა (კანში გახსნილი არხები, საიდანაც სითხე მიედინება)
სახსრებში ჩაქცევა
კისტები სახსრების გარსში
მოტეხილობა
კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა, რაც იწვევს სხვა გართულებებს
ღვიძლის შეშუპება, სისხლდენა ღვიძლიდან
თირკმლის კიბო
ფსორიაზის მსგავსი კანის დაავადება
კანის კიბო
კანის სიფერმკრთალე
სისხლში პლაზმური უჯრედების (თეთრი უჯრედების ტიპი) მატება
სისხლის შედედება მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
არანორმალური რეაქცია სისხლის გადასხმაზე
მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
სექსუალური სურვილის დაქვეითება
დაღლილობა
ამობურცული თვალები
სინათლის მიმართ მგრძნობელობა
სწრაფი სუნთქვა
რექტალური ტკივილი
ნაღვლის ბუშტის კენჭები
თიაქარი
დაზიანებები
მტვრევადი ან სუსტი ფრჩხილები
არანორმალური ცილის დეპოზიტები თქვენს სასიცოცხლო ორგანოებში
კომა
ნაწლავის წყლულები
მრავალორგანული უკმარისობა
შემდეგში ჩამოთვლილია გვერდით მოვლენები, რომლებიც შესაძლოა აღინიშნოს თუ თქვენ იღებთ ველტეზოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალოდ:
ძალიან ხშირი
პნევმონია
მადის დაკარგვა
კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ან ტკივილი ხელებსა და ტერფებში, ნერვული დაზიანების გამო
გულისრევა და ღებინება
დიარეა
პირის ღრუს წყლულები
ყაბზობა
კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი
თმის ცვენა და თმის არანორმალური ტექსტურა
დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება
ცხელება
ხშირი
სარტყელისებრი სირსველი (ლოკალიზებულია მათ შორის თვალების ირგვლივ ან ვრცელდება მთელ სხეულზე)
ჰერპეს ვირუსული ინფექციები
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები
რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
სოკოვანი ინფექციები
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
საკმარისი ინსულინის გამომუშავების შეუძლებლობა ან ინსულინის ნორმალურ დონეზე რეზისტენტობა
სითხის შეკავება
დაძინების გაძნელება ან პრობლემები
გონების დაკარგვა
ცნობიერების ცვლილება, დაბნეულობა
თავბრუსხვევის შეგრძნება
გახშირებული გულისცემა, მაღალი წნევა, ოფლიანობა
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან შემცირებული გულისცემა
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა
არტერიული წნევის უეცარი ვარდნა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისცემა
სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას
ხველა
სლოკინი
ყურებში შუილი, ყურის დისკომფორტი
სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან
გულძმარვა
კუჭის ტკივილი, შებერილობა
ყლაპვის გაძნელება
კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება
კუჭის ტკივილი
პირის ან ტუჩის ტკივილი, ყელის ტკივილი
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება
კანის ქავილი
კანის სიწითლე
გამონაყარი
კუნთების სპაზმი
საშარდე გზების ინფექცია
კიდურების ტკივილი
სხეულის შეშუპება, რომელიც მოიცავს თვალებსა და სხეულის სხვა ნაწილებს
კანკალი
სიწითლე და ტკივილი ინექციის ადგილზე
ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება
წონის დაკლება
წონის მატება
არახშირი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, სიყვითლე)
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია), რომელთა ნიშნები შეიძლება შეიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამობურცულ სიმსივნეებს, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი
მოძრაობის დარღვევა, დამბლა, კრუნჩხვა
ვერტიგო (თავბრუსხვევა)
სმენის დაქვეითება, სიყრუე
დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ფილტვებზე, რაც ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში. ზოგიერთ მათგანს მიეკუთვნება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქოშინი ვარჯიშის გარეშე, ზედაპირული, გაძნელებული ან შეჩერებული სუნთქვა, ხიხინი.
ფილტვებში სისხლის შედედება
თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე)
გამონაყარი ქუთუთოში (ჯიბლიბო), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები
იშვიათი
სისხლის შედედება მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
ნერვის სერიოზული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი)
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ გამოგივლინდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ველტეზოს შენახვის პირობები
ველტეზო უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში. შეინახეთ ველტეზო ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით. გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ველტეზო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; ნარჩენი ხსნარი უნდა განადგურდეს სათანადო წესების შესაბამისად. ველტეზო უნდა იქნას გამოყენებული ხსნარის მომზადებისთანავე. თუ ვერ ხერხდება მისი დაუყონებლივი გამოყენება, მისი შენახვა შესაძლებელია 8 საათის განმავლობაში საწყის ფლაკონში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ ველტეზო, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
შეფუთვის შიგთავსის ნარჩენები, რომლებიც დაიცლება ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია ხორციელდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სავაჭრო ნებართის მფლობელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კუჩუქჩეკმეჯე – სტამბოლი / თურქეთი
მწარმოებელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კაპაკლი - ტეკირდაღ/თურქეთი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 30/05/2018.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის
- გაზავება ინტრავენური ინექციისთვის
შენიშვნა: ველტეზო არის ციტოტოქსიური საშუალება. ამიტომ მისი გამოყენებისა და მომზადებისას საჭიროა სიფრთხილე. რეკომენდირებულია ხელთათმანების და სხვა დამცავი ტანსაცმლის ტარება კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
მკაცრად უნდა იყოს დაცული ასეპტიკური ტექნიკა ველტეზოს მთლიანი გამოყენების პროცესის დროს, ვინაიდან ის არ შეიცავს კონსერვანტებს.
- 1. მომზადება 3,5 მგ ფლაკონისთვის: ველტეზოს ფხვნილის შემცველ ფლაკონს დაამატეთ 3,5 მლ სტერილური, 9 მგ/მლ-იანი (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი. მიღებული ხსნარის კონცენტრაცია შეადგენს 1 მგ/მლ. მიიღება გამჭვირვალე და უფერო ხსნარი და საბოლოო ხსნარის pH შეადგენს 4-დან 7-მდე. თქვენ არ გჭირდებათ ხსნარის pH-ის კონტროლი.
- 2. გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ხსნარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე. თუ შეინიშნება ფერის ცვლილება ან რაიმე ნაწილაკები, ხსნარი უნდა განადგურდეს. დარწმუნდით, რომ სწორი დოზა ინიშნება ინტრავენური შეყვანისთვის (1 მგ/მლ).
- 3. აღდგენილი ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუმცა, გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 8 საათის განმავლობაში ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ფლაკონში შენახვისას. გაზავებული სამკურნალო პროდუქტის შენახვის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს მიღებამდე 8 საათს. თუ აღდგენილი ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე მისი შენახვის ვადებსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
არ არის საჭირო აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის დაცვა სინათლისგან.
- შეყვანა
გაზავების შემდეგ, ამოიღეთ შპრიცში აღდგენილი ხსნარის შესაბამისი რაოდენობა, პაციენტის სხეულის ზედაპირის მიხედვით გამოთვლილი საჭირო დოზის შესაბამისად.
გამოყენებამდე შეამოწმეთ დოზა და კონცენტრაცია შპრიცში (გადაამოწმეთ, რომ შპრიცზე მონიშნულია, რომ განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის).
ხსნარის შეყვანა ხდება 3-5 წამის განმავლობაში ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით ვენაში პერიფერიული ან ცენტრალური ინტრავენური კათეტერის მეშვეობით.
გამორეცხეთ პერიფერიული ან ინტრავენური კათეტერი სტერილური, 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.
ველტეზო განკუთვნილია კანქვეშა ან ინტრავენური გამოყენებისთვის. არ შეიძლება სხვა გზებით შეყვანა. ინტრათეკალური შეყვანა იწვევს სიკვდილს.
- განადგურება
ერთი ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს. შეფუთვის შიგთავსის ნარჩენები, რომლებიც დაიცლება ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია ხორციელდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის
მხოლოდ 3.5 მგ ფლაკონის შეყვანა შეიძლება კანქვეშ, როგორც აღწერილია ქვემოთ.
- გაზავება კანქვეშა ინექციისთვის
შენიშვნა: ველტეზო არის ციტოტოქსიური საშუალება. ამიტომ მისი გამოყენებისა და მომზადებისას საჭიროა სიფრთხილე. რეკომენდირებულია ხელთათმანების და სხვა დამცავი ტანსაცმლის ტარება კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
მკაცრად უნდა იყოს დაცული ასეპტიკური ტექნიკა ველტეზოს მთლიანი გამოყენების პროცესის დროს, ვინაიდან ის არ შეიცავს კონსერვანტებს.
- 1. მომზადება 3,5 მგ ფლაკონისთვის: ველტეზოს ფხვნილის შემცველ ფლაკონს დაამატეთ 1.4 მლ სტერილური, 9 მგ/მლ-იანი (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი. მიღებული ხსნარის კონცენტრაცია შეადგენს 2.5 მგ/მლ. მიიღება გამჭვირვალე და უფერო ხსნარი და საბოლოო ხსნარის pH შეადგენს 4-დან 7-მდე. თქვენ არ გჭირდებათ ხსნარის pH-ის კონტროლი.
- 2. გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ხსნარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე. თუ შეინიშნება ფერის ცვლილება ან რაიმე ნაწილაკები, ხსნარი უნდა განადგურდეს. დარწმუნდით, რომ სწორი დოზა ინიშნება სუბკუტანური შეყვანისთვის (2.5 მგ/მლ).
- 3. აღდგენილი ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუმცა, გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 8 საათის განმავლობაში ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ფლაკონში შენახვისას. გაზავებული სამკურნალო პროდუქტის შენახვის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს მიღებამდე 8 საათს. თუ აღდგენილი ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე მისი შენახვის ვადებსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
არ არის საჭირო აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის დაცვა სინათლისგან.
- შეყვანა
გაზავების შემდეგ, ამოიღეთ შპრიცში აღდგენილი ხსნარის შესაბამისი რაოდენობა, პაციენტის სხეულის ზედაპირის მიხედვით გამოთვლილი საჭირო დოზის შესაბამისად.
გამოყენებამდე შეამოწმეთ დოზა და კონცენტრაცია შპრიცში (გადაამოწმეთ, რომ შპრიცზე მონიშნულია, რომ განკუთვნილია კანქვეშა შეყვანისთვის).
ხსნარი შეიყვანეთ კანქვეშ 45-90° კუთხით.
გაზავებული ხსნარი შეიყვანება კანქვეშ თეძოებზე (მარჯვნივ ან მარცხნივ) ან მუცელში (მარჯვნივ ან მარცხნივ).
ინექციის ადგილები უნდა იქნას გამოყენებული თანმიმდევრული მონაცვლეობით.
თუ ველტეზოს კანქვეშა ინექციის შემდეგ ხდება ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, შეიძლება შეიყვანოთ კანქვეშ ველტეზოს ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარი (1 მგ/მლ 2,5 მგ/მლ ნაცვლად) ან რეკომენდირებულია ინტრავენურ ინექციაზე გადასვლა.
ველტეზო 3.5 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის განკუთვნილია კანქვეშა ან ინტრავენური გამოყენებისთვის. არ შეიძლება სხვა გზით გამოყენება. ინტრათეკალური შეყვანა იწვევს სიკვდილს.
- განადგურება
ერთი ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს. შეფუთვის შიგთავსის ნარჩენები, რომლებიც დაიცლება ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად წარმოადგენენ სახიფათო ნარჩენებს და ამ ნარჩენების უტილიზაცია ხორციელდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.