ვანკო-WM
VANKO-WM
ინტრავენური შეყვანა ვანკო-WM ნაჩვენებია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში გამოყენებისათვის შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ : - კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები; - ძვლებისა და სახსრების ინფექციები; - არასტაციონარული პნევმონია; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვანკომიცინი (vancomycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ (1 000 000 ს.ე.) ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო და პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალებები
- ATC კოდი
- J01XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038554
- რეგისტრირებულია
- 6 ივლისი 2023, მოქმედებს 6 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვანკო-WM — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ინტრავენური შეყვანა
ვანკო-WM ნაჩვენებია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში გამოყენებისათვის შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ :
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- არასტაციონარული პნევმონია;
- შიდასტაციონარული პნევმონია, მათ შორის პნევმონია, რომელიც დაკავშირებულია ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან (ფხვ-სთან ასოცირებული პნევმონია);
- ინფექციური ენდოკარდიტი.
ვანკო-WM ასევე ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოყენებისათვის ანტიბაქტერიული პროფილაქტიკისთვის ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბაქტერიული ენდოკარდიტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ფართო ქირურგიული ჩარევების დროს .
შინაგანად მიღება
ვანკო-WM ნაჩვენებია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში გამოსაყენებლად იმ ინფექციების თერაპიისათვის, რომლებიც გამოწვეულია Clostridium difficile-ს მიერ .
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია, რომელიც დაფიქსირებულია ოფიციალურ სახელმძღვანელოებში ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
საჭიროების შემთხვევაში ვანკო-WM უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
ინტრავენური შეყვანა
ვანკომიცინის საწყისი დოზა გამოითვლება პაციენტის სხეულის მასის გათვალისწინებით. მომავალში დოზა კორექტირდება სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის მიხედვით, რათა იქნას მიღწეული სამიზნე თერაპიულ კონცენტრაცია, ამასთან აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ინექციებს შორის ინტერვალის ხანგრძლივობა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა.
ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 15-20 მგ/კგ ყოველ 8-12 საათში (ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გ-ს).
მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში სისხლის შრატში მინიმალური სამიზნე კონცენტრაციის სწრაფად მიღწევის მიზნით ვანკომიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დატვირთვის დოზით 25-30 მგ/კგ.
ბავშვები 1 თვიდან 11 წლამდე ასაკის ჩათვლით
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ ყოველ 6 საათში.
დროული ახალშობილები (დაბადებიდან 27 დღემდე) და დღენაკლული ახალშობილები (დაბადებიდან სავარაუდო დაბადების თარიღამდე + 27 დღე)
ახალშობილებში ვანკომიცინის დოზირების რეჟიმის არჩევის დროს აუცილებელია ჩატარდეს კონსულტაცია ექიმთან, რომელსაც აქვს ახალშობილებთან მუშაობის გამოცდილება.
ქვემოთ მოყვანილია სამკურნალო საშუალების შესაძლო დოზირების რეჟიმები ახალშობილებში პოსტკონცეპტუალური ასაკის გათვალისწინებით (დრო, რომელიც გავიდა ქალის ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველ დღისა და ბავშვის დაბადებას შორის (გესტაციური ასაკი) + დრო, რომელიც გასულია ბავშვის დაბადების შემდეგ (პოსტნატალური ასაკი)):
- პოსტკონცეპტუალური ასაკი 29 კვირაზე ნაკლები - 15 მგ/კგ ყოველ 24 საათში;
- პოსტკონცეპტუალური ასაკი 29-35 კვირა - 15 მგ/კგ ყოველ 12 საათში;
- პოსტკონცეპტუალური ასაკი 35 კვირაზე მეტი - 15 მგ/კგ ყოველ 8 საათში.
გამოყენება ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში პერიოპერაციის პერიოდში ბაქტერიული ენდოკარდიტის პროფილაქტიკისთვის
ვანკომიცინის საწყისი რეკომენდებული დოზა ანესთეზიის წინ შეადგენს 15 მგ/კგ, ოპერაციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სამკურნალო საშუალების ხელახალი შეყვანა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დგინდება ინფექციური დაავადების ტიპისა და სიმძიმის და პაციენტის მკურნალობაზე კლინიკური პასუხის გათვალისწინებით :
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები ნეკროზის გარეშე - 7-14 დღე;
- კანისა და რბილი ქსოვილების მანეკროზირებელი გართულებული ინფექციები - 4-6 კვირა ( თერაპია გრძელდება მანამ, სანამ არ გაქრება ჭრილობის შემდგომი ქირურგიული დამუშავების აუცილებლობა, სანამ არ გაუმჯობესდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და როდესაც სხეულის ტემპერატურა 48-72 საათის განმავლობაში არ მოიმატებს);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები - 4-6 კვირა (პროთეზირებული სახსრების ინფექციების შემთხვევაში, უნდა იქნას განხილული უფრო ხანგრძლივი სუპრესორული პერორალური თერაპიის ჩატარების საკითხი);
- არასტაციონარული პნევმონია - 7-14 დღე;
- შიდასტაციონარული პნევმონია, ფხვ-სთან დაკავშირებული პნევმონიის ჩათვლით - 7-14 დღე;
- ინფექციური ენდოკარდიტი - 4-6 კვირა ( თერაპიის ხანგრძლივობა და კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობა განისაზღვრება დაზიანებული სარქვლის ტიპისა და მიკროორგანიზმის სახეობის გათვალისწინებით) .
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ვანკომიცინის გამოყენება უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზებით ასაკთან დაკავშირებული თირკმელების ფუნქციის დაქვეითების გამო.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
მოზრდილებში და ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, განსაკუთრებით თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას, იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტორების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვანკომიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საწყისი დოზის შერჩევის საკითხს და მისი შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში პრეპარატის შესაბამისი მინიმალური კონცენტრაციის მიღწევის საკითხს , ვიდრე დაგეგმილი დოზირების რეჟიმს.
თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის საწყისი დოზა არ უნდა შემცირდეს. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სასურველია გაიზარდოს ინტერვალი სამკურნალო საშუალების შეყვანებს შორის, და არა შემცირდეს დღიური დოზა.
სათანადოდ უნდა იქნას განხილული სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების აუცილებლობის საკითხი, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ვანკომიცინის კლირენსი და/ან გაზარდონ მისი არასასურველი რეაქციები.
ვანკომიცინი უმნიშვნელოდ გამოიყოფა ორგანიზმიდან პერიოდული ჰემოდიალიზის ჩატარების დროს. თუმცა, მაღალი ნაკადის მემბრანების და უწყვეტი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენებისას ვანკომიცინის კლირენსი იზრდება და, როგორც წესი, საჭირო ხდება ჩანაცვლებითი დოზის გამოყენება (როგორც წესი, პერიოდული ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ).
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულებში, ვანკომიცინის დოზა შეიძლება დაკორექტირდეს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) მიხედვით, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
მამაკაცები:
სხეულის წონა ( კგ ) x (140 - ასაკი (წლები))
72 x კრეატინინის კონცენტრაცია (მგ/დლ) სისხლის შრატში
ქალები: 0,85 x მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია ზემოაღნიშნული ფორმულიდან
ზრდასრულ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ( Clcr ) 20-49 მლ/წთ, ვანკომიცინის საწყისი დოზა, როგორც წესი, შეადგენს 15-20 მგ/კგ ყოველ 24 საათში . თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ( Clcr ნაკლები 20 მლ/წთ) ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას, შეყვანებს შორის ინტერვალი და შემდგომი დოზების რაოდენობა დიდწილად დამოკიდებულია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ტიპზე, ვანკომიცინის კონცენტრაციაზე . სისხლის შრატში და თირკმელების ნარჩენ ფუნქციაზე. კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს სამკურნალო საშუალების შემდეგი დოზის გადადება კვლევის შედეგების მიღებამდე, რომლითაც უნდა იქნას დადგენილი ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვანკომიცინის საწყისი დატვირთვის დოზა (25-30 მგ/კგ) არ უნდა შემცირდეს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ვანკომიცინის დოზა შეიძლება დაკორექტირდეს გფს-ის მიხედვით, რომელიც გამოითვლება შვარცის მოდიფიცირებული ფორმულით:
გფს (მლ / წთ / 1,73 მ 2 ) =
სიმაღლე ( სმ ) x 0.413
კრეატინინის კონცენტრაცია (მგ/დლ) სისხლის შრატში
გფს (მლ / წთ / 1,73 მ 2 ) =
სიმაღლე ( სმ ) x 36.2
კრეატინინის კონცენტრაცია (მკმოლ/ლ) სისხლის შრატში
ახალშობილებში და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, შვარცის მოდიფიცირებული ფორმულა ვანკომიცინის დოზის კორექტირებისათვის არ გამოიყენება, მსგავს სიტუაციებში საჭიროა კონსულტაციის ჩატარება სპეციალისტთან, რომელსაც გააჩნია ახალშობილ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
ქვემოთ მოცემულია საორიენტირო რეკომენდაციები ბავშვებში ვანკომიცინის დოზირების შესახებ, რომლებიც ეფუძნება იმავე პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება ზრდასრულებში:
- პაციენტები გფს-ით 30-50 მლ/წთ/1,73 მ2 – 15 მგ/კგ ყოველ 12 საათში;
- პაციენტები გფს-ით 10-29 მლ/წთ/1,73 მ2 – 15 მგ/კგ ყოველ 24 საათში;
- პაციენტები 10მლ/წთ/1,73 მ 2- ზე ნაკლები გფს-ით და რომლებიც იმყოფებიან პერიოდულ ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე - 10-15 მგ/კგ (სამკურნალო საშუალების განმეორებითი შეყვანა დამოკიდებულია ვანკომიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში *);
- პაციენტები, რომლებიც იღებენ უწყვეტ თირკმელების ჩანაცვლებით თერაპიას - 15 მგ/კგ (პრეპარატის განმეორებითი მიღება დამოკიდებულია ვანკომიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში *).
- ინექციებს შორის ინტერვალი და შემდგომი დოზების რაოდენობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ტიპზე, ვანკომიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში და თირკმელების ნარჩენ ფუნქციაზე; კლინიკური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს სამკურნალო საშუალების შემდეგი დოზის შეყვანის გადადება კვლევის შედეგის მიღებამდე, რომლითაც უნდა იქნას დადგენილი ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის დოზის კორექცია საჭირო არ არის .
ქალები ორსულობის დროს
ორსულობის პერიოდში ქალებში გამოყენების დროს შეიძლება გაჩნდეს ვანკომიცინის დოზის მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობა სისხლის შრატში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევის მიზნით.
სხეულის ჭარბი წონის მქონე პაციენტები
სხეულის ჭარბი წონის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის საწყისი დოზა უნდა იქნას შერჩეული ინდივიდუალურად, სხეულის მთლიანი წონის მიხედვით, ისევე როგორც არაჭარბწონიან პაციენტებში.
შინაგანი მიღება
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და ზრდასრულები
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 125 მგ ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული არამძიმე ინფექციების დროს. მძიმე შემთხვევებში ან გართულებების გაჩენის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში. ვანკომიცინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გ-ს.
მრავალჯერადი რეციდივის მქონე პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული ინფექციის მიმდინარე ეპიზოდის მკურნალობის საკითხი ვანკომიცინის 125 მგ დოზით 4-ჯერ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც სამკურნალო საშუალების დოზა თანდათანობით მცირდება 125 მგ-მდე დღე-ღამეში ან ტარდება პულს- თერაპია (125-500 მგ ვანკომიცინი დღე-ღამეში ყოველ 2-3 დღეში ერთხელ მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში).
12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/კგ ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2.0 გ-ს.
ვანკომიცინის გამოყენების ხანგრძლივობა შეიძლება დარეგულირდეს პაციენტის კლინიკურ სტატუსის მიხედვით ინდივიდუალურად , და თუ ეს შესაძლებელია, უნდა იქნას შეწყვეტილი იმ ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება, რომელიც, სავარაუდოდ, განაპირობებს Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული ინფექციის განვითარებას. პაციენტებისათვის აუცილებელია სითხისა და ელექტროლიტების მოცულობის ადეკვატურად შევსება.
სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი
სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის გაზომვის სიხშირე დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია კლინიკურ სიტუაციაზე და მკურნალობაზე პაციენტის პასუხზე. სიხშირე შეიძლება ვარირებდეს ჰემოდინამიურად არასტაბილურ პაციენტების სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების დონის ყოველდღიური განსაზღვრიდან, როგორც მინიმუმ, სტაბილური პაციენტების, რომლებიც პასუხობენ თერაპიას, სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების ყოველკვირეულ განსაზღვრამდე. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში უნდა გაიზომოს მკურნალობის მეორე დღეს, უშუალოდ მომდევნო დოზის შეყვანამდე.
პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან პერიოდულ ჰემოდიალიზზე, სისხლის შრატში ვანკომიცინის დონე აუცილებლად უნდა განისაზღვროს ჰემოდიალიზის სეანსის დაწყებამდე.
პერორალური მიღების დროს ვანკომიცინის სისხლის შრატში კონცენტრაციის მონიტორინგი უნდა ჩაუტარდეთ კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებს.
როგორც წესი, ვანკომიცინის მინიმალური თერაპიული კონცენტრაცია სისხლში უნდა შეადგენდეს 10-20 მგ/ლ, ინფექციის ლოკალიზაციიდან და მიკროორგანიზმის მგრძნობელობიდან გამომდინარე. მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას, რომელთათვისაც მმკ შეადგენს 1.0 მგ/ლ და მეტს, რეკომენდებულია სისხლში ვანკომიცინის მინიმალური კონცენტრაციის შენარჩუნება 15-20 მგ/ლ დონეზე.
სამკურნალო საშუალების ინდივიდუალური დოზის გამოსათვლელად, AUC სათანადო მნიშვნელობის მიღწევის მიზნით, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მოდელირების მეთოდების გამოყენება. მოდელირების მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ინდივიდუალური საწყისი დოზის გამოსათვლელად, ასევე დოზის კორექტირებისთვის, სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგის მონაცემების გათვალისწინებით.
მიღების წესი
ინტრავენური შეყვანა
როგორც წესი, ვანკომიცინი შეჰყავთ ინტრავენურად წყვეტილი ინფუზიის სახით, შესაბამისი რეკომენდაციები სამკურნალო საშუალების დოზირების შესახებ ამ მეთოდით შეყვანის დროს მოცემულია ზევით.
ვანკომიცინი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად მხოლოდ ნელი ინფუზიის სახით როგორც მინიმუმ 1 საათის განმავლობაში ან მაქსიმალური სიჩქარით 10 მგ/წთ (იქიდან გამომდინარე, თუ რომელია უფრო ხანგრძლივი). პრეპარატი უნდა იყოს საკმარისად განზავებული (როგორც მინიმუმი, 100 მლ გამხსნელი 500 მგ ფხვნილზე ან, როგორც მინიმუმი, 200 მლ გამხსნელი 1000 მგ ფხვნილზე).
პაციენტებში, რომლებისთვისაც აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა, შეიძლება იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალების ხსნარი გახსნილი პროპორციებით: 500 მგ ფხვნილის / 50 მლ გამხსნელის ან 1000 მგ ფხვნილის / 100 მლ გამხსნელის განზავებით ; თუმცა, ვანკომიცინის უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსნარის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.
პაციენტებში ვანკომიცინის არასტაბილური კლირენსით შეიძლება იყოს მიზანშეწონილი უწყვეტი ინფუზიის ჩატარება.
ინტრავენური შეყვანისთვის ხსნარის მომზადების ინსტრუქცია
ფხვნილის გახსნა
ვანკო- WM , რომელიც შეიცავს 500 მგ ლიოფილიზებულ ფხვნილს, იხსნება 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ხოლო ვანკო- WM , რომელიც შეიცავს 1000 მგ ლიოფილიზებულ ფხვნილს, იხსნება 20 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ხოლო ამასთან 1 მლ ხსნარში (გამჭვირვალე, უფეროდან ღია მოყავისფრო ფერამდე, ნაწილაკების გარეშე) ვანკომიცინის რაოდენობა იქნება 50 მგ.
მიღებული ხსნარი უნდა იქნას განზავებული, შესაფერისი გამხსნელები 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის და 5% დექსტროზის ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.
ხსნარის განზავება
წყვეტილი ინფუზია (შეყვანის უპირატესად სასურველი გზა)
ხსნარი, რომელიც შეიცავს 500 მგ ვანკომიცინს, უნდა განზავდეს როგორც მინიმუმი 100 მლ გამხსნელში. ხსნარი, რომელიც შეიცავს 1000 მგ ვანკომიცინს, უნდა განზავდეს როგორც მინიმუმ 200 მლ გამხსნელში. მიღებული ხსნარი ვანკომიცინის საჭირო დოზით უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით სულ როგორც მინიმუმი 60 წუთის განმავლობაში. ხსნარის შეყვანისას დროის უფრო მოკლე პერიოდის განმავლობაში ან უფრო მაღალი კონცენტრაციით შეყვანისას არსებობს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის და თრომბოფლებიტის განვითარების რისკი. ხსნარის სწრაფი შეყვანის შემთხვევაში ასევე შეიძლება აღინიშნოს ალები და ტრანზიტორული გამონაყარი კისერზე და მხრებზე.
უწყვეტი ინფუზია (შეყვანის ეს მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა წყვეტილი ინფუზიის ჩატარება შეუძლებელია)
ხსნარი, რომელიც შეიცავს 1000-2000 მგ ვანკომიცინს შეიძლება განზავდეს გამხსნელის საკმარის მოცულობაში. მიღებული ხსნარი ვანკომიცინის საჭირო სადღეღამისო დოზით უნდა იქნას შეყვანილი ნელა წვეთოვანი ინფუზიის სახით 24 საათის განმავლობაში.
პარენტერალური სამკურნალო საშუალებების გამოყენების წინ ხსნარი უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არარსებობისა და ფერის ცვლილების თაობაზე.
შინაგანად მიღება
ხსნარი, რომელიც მიღებულია ფხვნილის გახსნის შემდეგ (იხ. ზემოაღნიშნული ინსტრუქცია ინტრავენური შეყვანისთვის ხსნარის მომზადების საკითხზე) შეიძლება გამოყენებულ იქნას შინაგანი მიღებისთვის.
ხსნარი საჭირო დოზით შეიძლება განზავდეს 30 მლ წყალში.
მომზადებული ხსნარის გამოყენება შესაძლებელია შინაგანად ან ნაზოგასტრიული ზონდის მეშვეობით.
ხსნარს მიღების დროს გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება დაემატოს არომატის მქონე ჩვეულებრივი სიროფები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ვანკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ვანკომიცინი არ უნდა შეიყვანოთ ინტრამუსკულარულად, ინექციის ადგილზე ქსოვილის ნეკროზის რისკის არსებობის გამო.
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ვანკომიცინის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს მძიმე, ზოგჯერ ლეტალური შედეგის მქონე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობა.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვანკომიცინს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, უნდა გაეწიოს რეგულარული კონტროლი სისხლში ლეიკოციტების რაოდენობას. ყველა პაციენტს, რომლებიც ღებულობენ ვანკომიცინის თერაპიას, აუცილებელია პერიოდულად გაეწიოს კონტროლი სისხლისა და შარდის ანალიზების მაჩვენებლებსა და აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციურ მაჩვენებლებს.
აუცილებლად უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ვანკომიცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ალერგიული რეაქციები ტეიკოპლანინზე, ვინაიდან მსგავს სიტუაციებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი ლეტალური შედეგით.
ანტიმიკრობული აქტივობის სპექტრი
ვანკომიცინის ანტიმიკრობული აქტივობის სპექტრი შემოიფარგლება გრამდადებითი მიკროორგანიზმებით. არ არის რეკომენდებული ვანკო-WM-ს მონოთერაპიის სახით გამოყენება ზოგიერთი ტიპის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფექციის გამომწვევი პათოგენი გამოვლენილია და არის დადასტურებული მისი მგრძნობელობა ვანკომიცინის მიმართ, ან არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ვანკომიცინი იქნება აქტიური ინფექციის გამომწვევი ყველაზე სავარაუდო პათოგენ( ებ)ის მიმართ .
ვანკომიცინის რაციონალური გამოყენება ეფუძნება ანტიმიკრობული აქტივობის სპექტრისა და უსაფრთხოების პროფილის შეფასებას და კონკრეტული პაციენტის მკურნალობისას სტანდარტული ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენების მიზანშეწონილობას.
ოტოტოქსიურობა
იყო შემოსული შეტყობინებები გარდამავალი ან მუდმივი ხასიათის ოტოტოქსიურობის შემთხვევების შესახებ მანამდე არსებული სიყრუის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტრავენურ თერაპიას ვანკომიცინის მაღალი დოზებით ან სხვა ოტოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისეთებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები. ვანკო-WM არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში სმენის დაქვეითებით ანამნეზში. ხმაური ყურებში შეიძლება წინ უსწრებდეს სიყრუის განვითარებას. სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებების გამოყენების კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვანკომიცინის თერაპიის შეწყვეტის მიუხედავად, სიყრუე შეიძლება პროგრესირდეს. ოტოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პერიოდულად უნდა შემოწმდეს ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში და სმენის ფუნქცია.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან სმენითი ფუნქციის დარღვევების განვითარებისაკენ. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვანკომიცინით მკურნალობის დროს და მის შემდეგ აუცილებელია სმენითი და ვესტიბულური ფუნქციების კონტრლი, ასეთ პაციენტებში არ შეიძლება სხვა ოტოტოქსიური სამკურნალო საშუალების გამოყენება ერთდროულად ან თანმიმდევრულად.
ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეაქციები
ვანკომიცინის ხსნარის ბოლუსურმა შეყვანამ (რამდენიმე წუთი განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, მათ შორის შოკი და, იშვიათ შემთხვევებში, გულის გაჩერება, ჰისტამინისმსგავსი რეაქციები და მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზული გამონაყარი ("წითელი კაცის სინდრომი" ან "წითელი კისრის სინდრომი") . სწრაფ ინფუზიურ შეყვანასთან დაკავშირებული რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ვანკომიცინის განზავებული ხსნარი (სამკურნალო საშუალების 2,5-5,0 მგ 1 მლ ხსნარში) უნდა იქნას შეყვანილი ნელა არაუმეტეს 10 მგ/წთ სიჩქარით სულ მცირე 60 წუთის განმავლობაში. ინფუზიის შეწყვეტის დროს, როგორც წესი, ზემოაღნიშნული რეაქციები სწრაფად ქრება.
ვანკომიცინის ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე (არტერიული ჰიპოტენზია, სისხლის მოწოლა, ერითემა, ჭინჭრის ციება და ქავილი) იზრდება ანესთეზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას. ზემოაღნიშნული რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება შემცირდეს ვანკომიცინის ინფუზიური გზით შეყვანისას, საანესთეზიო საშუალებების გამოყენებამდე, როგორც მინიმუმი, 60 წუთით ადრე.
მძიმე კანისმიერი არასასურველი რეაქციები
ვანკომიცინის თერაპიის დროს აღინიშნებოდა მძიმე კანისმიერი არასასურველი რეაქციები , მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ), მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( DRESS ) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ( AGEP ), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ჰქონდეთ ლეტალური შედეგი. ზემოაღნიშნული რეაქციები ძირითადად ვითარდებოდა ვანკომიცინის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობიდან და რვა კვირამდე.
სამკურნალო საშუალებით თერაპიის დაწყებამდე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კანისმიერი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა იქნას უზრუნველყოფილი გულდასმითი დაკვირვება მათზე მსგავსი რეაქციების აღმოჩენის მიზნით. ასეთი რეაქციების ნიშნები და სიმპტომები განვითარდების შემთხვევაში, ვანკომიცინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობის საკითხი. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნათ მძიმე კანისმიერი არასასურველი რეაქციების განვითარება ვანკომიცინის თერაპიის ფონზე, მომავალში უნდა მოერიდონ ვანკომიცინის გამოყენებას.
რეაქციები შეყვანის ადგილზე
ვანკომიცინის ინტრავენური შეყვანისას ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს ტკივილი და თრომბოფლებიტი, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე ხასიათისა. ვანკომიცინის განზავებული ხსნარის ნელი შეყვანით და ინექციის ადგილების მონაცვლეობით თრომბოფლებიტის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმალურამდე.
ვანკომიცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ინტრათეკალური, ინტრალუმბალური და პარკუჭშიდა შეყვანის დროს დადგენილი არ არის.
ნეფროტოქსიკურობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ანურიის ჩათვლით, ვანკომიცინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან ტოქსიკური ეფექტების განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება იმ შემთხვევებში, როდესაც სამკურნალო საშუალების მაღალი კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ტოქსიკური მოქმედების რისკი იზრდება ვანკომიცინის გახანგრძლივებული თერაპიის დროს ან იმ შემთხვევებში, როდესაც შენარჩუნებულია სამკურნალო საშუალების მაღალი კონცენტრაცია სისხლში .
მაღალი დოზებით და დროის ხანგრძლივი პეროიდის განმავლობაში გამოყენებისას აუცილებელია სისხლში ვანკომიცინის კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის და სმენის დარღვევების მქონე პაციენტებში, და აგრეთვე ნეფროტოქსიური ან ოტოტოქსიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, შესაბამისად.
ბავშვები
რეკომენდებული დოზებით ვანკომიცინის ინტრავენური შეყვანის დროს ბავშვების მნიშვნელოვან რაოდენობას, განსაკუთრებით 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს, შეიძლება აღენიშნოთ პრეპარატის სუბთერაპიული კონცენტრაციები სისხლში. ბავშვებში უფრო მაღალი დოზებით ვანკომიცინის გამოყენების უსაფრთხოება სათანადოდ არ იქნა შეფასებული, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენება დოზებით,რომლებიც აღემატება 60 მგ/კგ/-ს დღე-ღამეში, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული.
ვანკომიცინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დღენაკლულ ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში თირკმელების მოუმწიფებლობასთან და სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ პაციენტებში ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში გულდასმით უნდა მოწმდებოდეს. ბავშვებში ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ერითემა და ჰისტამინის მსგავსი რეაქციები,მაგალითად, როგორიცაა სისხლის მოწოლა.
ნეფროტოქსიური მოქმედების განვითარების რისკი იზრდება ვანკომიცინის ერთდროულად გამოიყენების შემთხვევაში ნეფროტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისეთების, როგორიცაა ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება ღია არტერიული სადინრის დახურვისთვის) ან ამფოტერიცინი B. მსგავს სიტუაციებში აუცილებელია სისხლის შრატში და თირკმელების ფუნქციაში ვანკომიცინის კონცენტრაციების უფრო ხშირი მონიტორინგის ჩატარება
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის არამართებული კორექტირების შემთხვევაში ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს გფს-ის შემცირებასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია ასაკით.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება საანესთეზიო საშუალებებთან
ანესთეზიური საშუალებების დამთრგუნველი მოქმედება მიოკარდიუმის ფუნქციაზე შეიძლება გაძლიერდეს ვანკომიცინის გამოყენების ფონზე. თუ ვანკომიცინის გამოყენება აუცილებელია ანესთეზიის დროს, სამკურნალო საშუალება სათანადოდ უნდა იქნას განზავებული და იქნას შეყვანილი ნელა, გულის ფუნქციის გულდასმითი კონტროლის ქვეშ. პაციენტის სხეულის პოზიცია ინფუზიის ჩატარების დასრულებამდე არ უნდა შეიცვალოს.
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
მძიმე პერსისტირებადი დიარეის წარმოქმნის შემთხვევაში, აუცილებელია იქნას გათვალისწინებული ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლისათვის საშიში ხასიათი. მსგავს სიტუაციებში არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიდიარეული საშუალებები.
სუპერინფექცია
ვანკომიცინის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, მსგავს შემთხვევებში აუცილებელია გულდასმითი ზედამხედველობის უზრუნველყოფა პაციენტებისათვის. ვანკომიცინით თერაპიის ფონზე სუპერინფექციის განვითარების დროს აუცილებელია ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
შიდაკამერული ან ინტრავიტრეალური შეყვანა, მათ შორის ენდოფთალმიტის პროფილაქტიკისთვის , არ წარმოადგენს ვანკომიცინის მიღების დამტკიცებულ მეთოდს.
ცალკეულ შემთხვევებში, ვანკომიცინის ინტრაკამერალური ან ინტრავიტრეალური შეყვანის შემდეგ კატარაქტის ამოკვეთის თაობაზე ჩატარებული ოპერაციის დროს ან მის შემდეგ, იყო მოწოდებული ცნობები ჰემორაგიული ოკლუზიური რეტინალური ვასკულიტის (HORV) განვითარების შესახებ, რომელსაც, სხვა მოვლენებს შორის, თან დაერთო მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.
შინაგანად მიღება
ინტრავენურად შეყვანისას ვანკომიცინი არ არის ეფექტური ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Clostridium difficile -ს მიერ, ასეთ შემთხვევებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული შინაგანად.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული კვლევების ჩატარება Clostridium difficile -ს კოლონიზაციაზე ან მის ტოქსინზე უსიმპტომო კოლონიზაციის არსებობის მაღალი სიხშირის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ გამოხატული დიარეა და არსებობენ კოპროსტაზის (ჰირშპრუნგის დაავადება, ანალური ხვრელის ატრეზიის ოპერაცია ან ნაწლავის მოტორიკის სხვა მძიმე დარღვევები) რისკის ფაქტორები. ყველა მსგავს შემთხვევაში აუცილებელია საკითხის განხილვა ალტერნატიული ეტიოლოგიური ფაქტორების შესახებ; ენტეროკოლიტის დიაგნოზი, რომელიც გამოწვეულია Clostridium dificiles - ს მიერ, მოითხოვს დადასტურებას.
სისტემური აბსორბციის რისკი
პაციენტებში ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებით ან ფსევდომემბრანული კოლიტით, რომელიც გამოწვეულია Clostridium difficiles -ს მიერ, შეიძლება გაიზარდოს ვანკომიცინის აბსორბცია კნტ-ში. ამიტომ, ასეთ პაციენტებში არსებობს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, რომლებიც აღინიშნება ვანკომიცინის პარენტერალურად შეყვანის დროს, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის არსებობისას; რაც უფრო გამოხატულია თირკმელების ფუნქციის დარღვევები, მით უფრო მაღალია ასეთი არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, უნდა ჩაუტერდეთ სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი.
ნეფროტოქსიკურობა
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ თერაპიას ამინოგლიკოზიდებით ან სხვა ნეფროტოქსიური სამკურნალო საშუალებებით, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
ოტოტოქსიურობა ოტოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკის მინიმიზაციის მიზნით პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ სმენის დარღვევები ან იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ თერაპიას ოტოტოქსიური სამკურნალო საშუალებებით, ისეთებით, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სმენითი ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. სამკურნალო ურთიერთქმედება საშუალებებთან, რომლებიც აქვეითებენ კნტ-ს მოტორიკას, და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ვანკომიცინი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად რომლებიც აქვეითებენ კნტ-ს მოტორიკას; ასევე უნდა იქნას განხილული საკითხი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენების აუცილებლობის შესახებ ვანკომიცინის თერაპიის ფონზე.
რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა
ვანკომიცინის შინაგანად მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ენტეროკოკების სამკურნალო საშუალებისადმი რეზისტენტული შტამების განვითარების რისკი იზრდება, ამიტომ ვანკომიცინის პერორალურად მიღებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე.
დამხმარე ნივთიერებები
ვანკო-WM შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ფლაკონზე, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ვანკომიცინის მაანესთეზირებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა ერითემა, ჰისტამინისმსგავსი რეაქციები, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა სისხლის მოწოლა და ანაფილაქტოიდური რეაქციები.
არსებობს ცნობები, რომ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენების დროს, ვანკომიცინის ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეაქციების განვითარების სიხშირე იზრდება. ზემოაღნიშნული რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება იყოს მინიმალური ვანკომიცინის ინფუზიური გზით შეყვანისას, თუ ის შეყვანილია საანესთეზიო საშუალებების გამოყენებამდე, როგორც მინიმუმი, 60 წუთით ადრე. იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებლობა მოითხოვს ანესთეზიის დროს ვანკომიცინის გამოყენებას, სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ; ამავდროულად, ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და გულის ფუნქციების გულდასმითი კონტროლის ქვეშ. ინფუზიის ჩატარების დასრულებამდე არ უნდა შეცვალოთ პაციენტის სხეულის მდგომარეობა
სხვა პოტენციურად ოტოტოქსიური ან ნეფროტოქსიური სამკურნალო საშუალებების (მაგალითად, ამფოტერიცინი B, ამინოგლიკოზიდები, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი , ვიომიცინი, ცისპლატინი, მარყუჟის დიურეზულები, პიპერაცილინი / ტაზობაქტამის კომბინაცია და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთდროული ან თანმიმდევრული სისტემური ან ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ვანკომიცინის ტოქსიკური მოქმედების რისკი; იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელი ხდება სამკურრნალო საშუალებების მსგავსი კომბინაციების გამოყენება საჭიროა სიფრთხილის დაცვა და პაციენტების სათანადო მონიტორინგი.
შინაგანი მიღება
ვანკომიცინით პერორალური თერაპიის დროს უნდა იქნას განხილული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებისა და იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შეწყვეტის საკითხი, რომლებიც აქვეითებენ კნტ-ს მოტორიკას (იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულია ეროვნულ სახელმძღვანელოებში Clostridium difficile-თი გამოწვეული ინფექციის მკურნალობის შესახებ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ტერატოგენული პოტენციალის კვლევებში ვირთაგვებსა და კურდღლებზე, რომლებისთვისაც შეჰყავდათ ვანკომიცინი დოზებში, შესაბამისად, 5-ჯერ და 3-ჯერ უფრო აღმატებული, ვიდრე ადამიანებისათვისაა განკუთვნილი, ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების ნიშნები არ დაფიქსირებულა. კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის პოტენციური ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური ეფექტები შეფასებული იყო ბავშვებში, რომელთა დედები იღებდნენ თერაპიას სამკურნალო საშუალებით ორსულობის დროს მძიმე სტაფილოკოკური ინფექციების გამო, რომელიც განვითარდა როგორც ინტრავენურად ნარკოტიკული საშუალებების შეყვანის გართულება. ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი იქნა აღმოჩენილი ჭიპლარის სისხლში, თუმცა არ აღინიშნა სენსორული სმენის დაქვეითება ან ნეფროტოქსიური მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია ვანკომიცინის ზემოქმედებასთან. ერთ ბავშვს, რომლის დედაც იღებდა თერაპიას სამკურნალო საშუალებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში, დაუფიქსირდა სმენის კონდუქტიური დაკარგვა, რომელიც არ იყო დაკავშირებული ვანკომიცინის ზემოქმედებასთან. ვინაიდან ვანკომიცინს იყენებდნენ ქალებში მხოლოდ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, უცნობია, აქვს თუ არა სამკურნალო საშუალებას უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე. ვანკო-WM უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია; ამავდროულად, ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში გულდასმით უნდა მოწმდებოდეს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ფეტოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკი. არსებობს ცნობები, რომ ორსულობის დროს ქალებში ვანკომიცინის სისხლის შრატში თერაპიული კონცენტრაციების მისაღწევად, შესაძლოა წარმოიშვას სამკურნალო საშუალებისის დოზის მნიშვნელოვანი გაზრდის აუცილებლობა.
ლაქტაცია
ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, ვანკო-WM უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვანკომიცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა მოხვდეს სისტემურ მიმოქცევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით ძუძუთ კვებაზე მყოფი ბავშვის ორგანიზმში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვანკო-WM არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ფლებიტი, ფსევდო-ალერგიული რეაქციები და სხეულის ზედა ნაწილში სისხლის მოწოლა ("წითელი კისრის სინდრომი") ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია, რომლებიც დაკავშირებულია ვანკომიცინის ძალიან სწრაფ ინფუზიურ შეყვანასთან.
ვანკომიცინით თერაპიის დროს აღინიშნებოდა მძიმე კანისმიერი არასასურველი რეაქციები , მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ), მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( DRESS ) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ( AGEP ).
შინაგანად მიღებისას ვანკომიცინი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კნტ-ში, თუმცა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოხატული ანთების დროს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტირდება სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანისას.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის თითოეულ ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ნეიტროპენია (შექცევადი), აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები.
სმენის ორგანოს და ლაბირინთის დარღვევების მხრივ: იშვიათად - სმენის დაქვეითება (დროებითი ან მუდმივი); იშვიათად - ვერტიგო, ტინიტუსი, თავბრუსხვევა.
გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - გულის გაჩერება.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - არტერიული წნევის დაქვეითება; იშვიათად - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირად - ქოშინი, სტრიდორი .
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად - გულისრევა; ძალიან იშვიათად - ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი; სიხშირე უცნობია - ღებინება, დიარეა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - სისხლის მოწოლა სხეულის ზედა ნაწილზე ("წითელი კაცის სინდრომი"), ლორწოვანი გარსის ეგზანთემა და ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს -ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) , ხაზოვანი I gA- დამოკიდებული ბულოზური დერმატოზი; სიხშირე უცნობია - მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( DRESS ) , მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ( AGEP ) .
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - თირკმლის უკმარისობა (გამოიხატება ძირითადად სისხლის შრატში კრეატინინისა და შარდოვანას დონის მატებით); იშვიათად - ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა; სიხშირე უცნობია - მწვავე ტუბულარული ნეკროზი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ხშირად - ფლებიტი, სხეულის ზედა ნაწილისა და სახის სიწითლე; იშვიათად - წამლისმიერი ცხელება, კანკალი, ტკივილი და სპაზმები გულმკერდისა და ზურგის კუნთებში.
ინდივიდუალური არასასურველი რეაქციების აღწერა
შექცევადი ნეიტროპენია, როგორც წესი, ვითარდება ერთი კვირის შემდეგ ან უფრო გვიან ინტრავენური თერაპიის დაწყებიდან ან იმის შემდეგ, როცა ვანკომიცინის საერთო შეყვანილი დოზა 25,0 გ-ზე მეტს შეადგენს.
ვანკომიცინის ხსნარის სწრაფი შეყვანისას ან ასეთი შეყვანიდან დროის მოკლე ინტერვალის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის სტვენითი სუნთქვა. ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ ზემოაღნიშნული რეაქციები, როგორც წესი, ქრება 20-120 წუთის განმავლობაში. ვანკომიცინი უნდა იქნას შეყვანილი ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით. ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ ქსოვილისშეიძლება აღინიშნის ქსოვილების ნეკროზი შეყვანის ადგილზე.
ხმაური ყურებში, რომელიც შეიძლება წინ უსწრებდეს სმენის დაკარგვას, უნდა იქნას განხილული ვანკომიცინის თერაპიის შეწყვეტის ჩვენებად.
ოტოტოქსიური მოქმედება უპირატესად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვანკომიცინს მაღალ დოზებში ან სხვა ოტოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისეთებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, ან პაციენტებში ადრე არსებული თირკმლის ფუნქციების ან სმენის დარღვევით.
ბავშვები
ბავშვებში ვანკომიცინის უსაფრთხოების პროფილი, როგორც წესი, ემთხვევა სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილს მოზრდილებში.
ნეფროტოქსიური მოქმედემა აღინიშნებოდა ბავშვებში, რომლებიც, როგორც წესი, ღებულბდნენ ვანკომიცინს სხვა ნეფროტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად, ისეთებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ვანკომიცინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება, გფს-ის შენარჩუნების ჩათვლით. სამკურნალო საშუალება ორგანიზმიდან გამოიყოფა უმნიშვნელო რაოდენობით ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის მეშვეობით. არსებობს შეტყობინებები ამბერლიტის ფისის XAD-4 -ის გამოყენებით ჩატარებული ჰემოპერფუზიის შეზღუდული უპირატესობის შესახებ.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ვანკომიცინი (ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 500 მგ (500 000 სე) ან 1000 მგ (1 000 000 სე).
დამხმარე ნივთიერება: დინატრიუმის ედეტატი.
პრეპარატის ათქ კოდი J01XA01
შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6 . ჯად. No30 ჩერკეზკოი/ თექირდაგ)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი
( ÇOSB G.O . Pasa Mah. 6. Cad : No30 Çerkezköy /TEKİRDAĞ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ვანკომიცინი წარმოადგენს ტრიციკლურ გლიკოპეპტიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც აინჰიბირებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზს D-ალანილ-D-ალანინის ნარჩენებთან სპეციფიურად შებოჭვით ხარჯზე სტრუქტურებზე, რომლებიც წარმოადგენენ უჯრედის კედლის წინამორბედებს. ვანკომიცინს ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას მიკროორგანიზმებზე, რომლებსაც გააჩნიათ გაყოფის უნარი, ის ასევე არღვევს ბაქტერიების უჯრედული კედლის გამტარიანობას და რიბონუკლეინის მჟავას (რნმ) სინთეზს.
ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის
ვანკომიცინის აქტივობა არ არის დამოკიდებული მის კონცენტრაციაზე სისხლში. ძირითადი მაპროგნოზირებელი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს სამკურნალო საშუალების ეფექტურობას, არის „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობის (AUC)/ /მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (მმკ) თანაფარდობა კონკრეტული მიკროორგანიზმისთვის. In vitro კვლევებისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე და ასევე ვანკომიცინის ადამიანებში გამოყენების შეზღუდული მონაცემებზე დაყრდნობით AUC/მმკ თანაფარდობის მნიშვნელობა, რომელიც უდრის 400, წარმოადგენს კლინიკურ პრაქტიკაში სამკურნალო საშუალების ეფექტური გამოყენების სამიზნე პარამეტრს. იმ შემთხვევებში, როდესაც მიკროორგანიზმებისათვის მმკ შეადგენს 1.0 მგ/ლ ან მეტს, ზემოაღნიშნული სამიზნე თანაფარდობის მისაღწევად აუცილებელია ვანკომიცინის მაღალი დოზების გამოყენება, ამავდროულად სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების მინიმალური კონცენტრაცია უნდა იყოს 15-იდან -20 მგ/ლ-ის ფარგლებში.
მიკროორგანიზმების რეზისტენტობის მექანიზმები
გლიკოპეპტიდების მიმართ შეძენილი რეზისტენტობა ყველაზე მეტად დამახასიათებელია ენტეროკოკებისათვის და დაკავშირებულია Van-გენების კომპლექსების არსებობასთან, რომლებიც უზრუნველყოფენ D- ალანილ- D- ალანინის D- ალანილ- D- ლაქტატად ან D- ალანილ- D- სერინად მოდიფიცირების პროცესს, რომლებთანაც ვანკომიცინი უმნიშვნელოდ უკავშირდება. ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნება ვანკომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების კერძოდ ენტეროკოკების, რეზისტენტობის განვითარების შემთხვევების მატება, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს Enterococcus faecium-ის შტამები, რომლებსაც გააჩნიათ მრავალგვარი მედიკამენტოზური მდგრადობა .
Van- გენები იშვიათად გვხვდება Staphylococcus aureus- ის შტამებში , ხოლო ცვლილებები უჯრედის კედლის სტრუქტურაში განაპირობებენ მიკროორგანიზმების „შუალედურ“ მგრძნობელობას (ყველაზე ხშირად ხასიათდებიან ჰეტეროგენურობით). არსებობს შეტყობინებები ვანკომიცინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითების შესახებ Staphylococcus aureus (MRSA) მეთიცილინ-რეზისტენტულ შტამებში. Staphilococcus-ის შტამებში ვანკომიცინის მიმართ მგრძნობელობის შემცირების ან რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები კარგად არ არის შესწავლილი (ჩართულია რამოდენიმე გენეტიკური ელემენტი, გამოვლენილია მრავალგვარი მუტაცია).
ვანკომიცინის და სხვა კლასის ანტიბიოტიკების მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობა არ აღნიშნულა. არსებობს შეტყობინებები ჯვარედინი რეზისტენტობის შესახებ სხვა გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკების მიმართ, ისეთების, როგორიცაა ტეიკოპლანინი. ვანკომიცინის თერაპიის ფონზე მეორადი რეზისტენტობა ვითარდებოდა იშვიათად.
სინერგიზმი
ვანკომიცინის კომბინაციას ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკთან გააჩნია სინერგიული მოქმედება Staphylococcus aureus-ის დიდი რაოდენობის შტამების, D ჯგუფის სტრეპტოკოკების (ენტეროკოკების გარდა), Viridans-ის ჯგუფის ენტეროკოკებისა და სტრეპტოკოკების მიმართ. ვანკომიცინის კომბინაციას ცეფალოსპორინთან გააჩნია სინერგიული მოქმედება ზოგიერთი ოქსაცილინ-რეზისტენტული Staphilococcus epidermidis-ის შტამების მიმართ, ვანკომიცინის კომბინაციას რიფამპიცინთან გააჩნია სინერგიული მოქმედება Staphilococcus epidermidis-ის მიმართ და ნაწილობრივ სინერგიული მოქმედება Staphylococcus aureus-ის ზოგიერთი შტამების მიმართ .
ვინაიდან ვანკომიცინს ცეფალოსპორინთან კომბინაციაში შეიძლება ასევე ჰქონდეს ანტაგონისტური მოქმედება Staphilococcus epidermidis -ის გარკვეული შტამების მიმართ, ხოლო რიფამპიცინთან კომბინაციაში Staphylococcus aureus- ის ზოგიერთ შტამთან მიმართებაში , მიზანშეწონილად მიიჩნევა წინასწარი კვლევების ჩატარება სამკურნალო საშუალებების სინერგიული მოქმედების დასადგენად.
აუცილებელია იქნას მიღებული მიკროორგანიზმების უჯრედების კულტურის ნიმუშები დაავადების გამომწვევი პათოგენების გამოყოფისა და იდენტიფიცირებისა და ვანკომიცინის მიმართ მათი მგრძნობელობის დადგენის მიზნით.
ზღვრული კონცენტრაციები
ვანკომიცინი აქტიურია ისეთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ენტეროკოკები, პნევმოკოკები და კლოსტრიდიები . გრამუარყოფითი ბაქტერიები რეზისტენტულია ვანკომიცინის მიმართ.
რეზისტენტობის გავრცელება ცალკეული სახეობის ბაქტერიებში შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროის მიმდინარეობასთან ერთად. ამასთან დაკავშირებით აუცილებელად უნდა გქონდეთ ინფორმაცია კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობის დროს. იმ შემთხვევებში, როდესაც, მინიმუმ ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა, გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების რეზისტენტული შტამების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, იწვევს ეჭვს, უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის შესაბამის სპეციალისტს. ზემოაღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ მიახლოებით იძლევა წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ მიკროორგანიზმი იქნება მგრძნობიარე ვანკომიცინის მიმართ.
ანტიბაქტერიული მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტის ( EUCAST ) მონაცემების შესაბამისად, მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისთვის დადგენილი იყო მმკ -ის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები:
პათოგენური მიკროორგანიზმი
მგრძნობიარე მიკროორგანიზმები ( S)
რეზისტენტული მიკროორგანიზმები (R)
Staphylococcus aureus *
≤ 2 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები *
≤ 4 მგ/ლ
> 4 მგ/ლ
Enterococcus spp.
≤ 4 მგ/ლ
> 4 მგ/ლ
A , B , C , G ჯგუფების სტრეპტოკოკები
≤ 2 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
Streptococcus pneumoniae
≤ 2 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
გრამდადებითი ანაერობები
≤ 2 მგ/ლ
> 2 მგ/ლ
- ვანკომიცინის მმკ მნიშვნელობა, რომელიც უდრის 2 მგ/ლ-ს, იმყოფება მმკ მნიშვნელობების განაწილების ზღვარზე Staphylococcus aureus-ის ველური ტიპის შტამებისთვის, ამ მნიშვნელობის შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კლინიკური პასუხის შემცირებას თერაპიაზე.
მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:
- გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis, Staphylococcus aereus ( მეთიცილინ- რეზისტენტული შტამების ჩათვლით), კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, Streptococcus spp., Streptococcus pneumoniae , Enterococcus spp., Staphylococcus spp.;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Clostridium spp., Clostridium innocuum-ის გამოკლებით , Eubacterium spp ., Peptostreptococcus spp .
მიკროორგანიზმების შტამები , რომლებსაც შეუძლიათ შეიძინონ რეზისტენტობა (თერაპიის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს):
- Enterococcus faecium .
ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმების შტამები :
- ყველა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმი;
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები -Erysipelothrix rhusiopathiae, ჰეტეროფერმენტული შტამები Lactobacillus, Leuconostoc spp ., Pediococcus spp.
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Clostridium innocuum .
მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ვანკომიცინის მიმართ განსხვავებულია სხვადასხვა სტაციონარებში, ამიტომ სათანადო ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია მიმართოთ რეგიონულ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
სისტემური ინფექციების სამკურნალოდ ვანკომიცინი შეჰყავთ ინტრავენურად.
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, ვანკომიცინის მრავალჯერადი შეყვანისას 1.0 გ დოზით (15 მგ/კგ) ინფუზიის სახით 60 წუთის ხანგრძლივობით სამკურნალო საშუალების საშუალო კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში შეადგენდნენ 50-60 მგ/ლ ( მაშინვე ინფუზიის შემდეგ), 20-25 მგ/ლ (ინფუზიიდან 2 საათის შემდეგ) და 5-10 მგ/ლ (ინფუზიიდან 11 საათის შემდეგ). ვანკომიცინის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ შედარებადია ერთჯერადი შეყვანის შემდეგ არსებული მონაცემებისა.
შინაგანად მიღებისას ვანკომიცინი, როგორც წესი, არ აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში. თუმცა, სამკურნალო საშუალების შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (კნტ) შინაგანად მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ფსევდომემბრანული კოლიტის მქონე პაციენტებში, ასეთ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევების არსებობის დროს ვანკომიცინი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში.
განაწილება
ვანკომიცინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 60 ლ/1,73 მ 2 . პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 30-55% (ულტრაფილტრაციის დროს მიღებული მონაცემების საფუძველზე) სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციისას 10-100 მგ/ლ.
ვანკომიცინი სწრაფად კვეთს პლაცენტას და ხვდება ჭიპლარში არსებულ სისხლში. თავის ტვინის გარსის ანთების არარსებობის შემთხვევაში, ვანკომიცინი მხოლოდ უმნიშვნელოდ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერის მიღმა.
მეტაბოლიზმი
ვანკომიცინი ორგანიზმში უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება. ინტრავენური შეყვანის შემდეგ სამკურნალო საშუალება პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით გორგლოვანი ფილტრაციის გზით ისეთი ნაერთის სახით, რომელსაც ანტიბაქტერიული აქტივობა გააჩნია (შეყვანილი დოზის დაახლოებით 75-90% 24 საათის განმავლობაში).
გამოყოფა
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ზრდასრულებში ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 საათს და ბავშვებში 2,2-3 საათს. სამკურნალო საშუალების პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,058 ლ / კგ / სთ, თირკმლის კლირენსი კი - დაახლოებით 0,048 ლ / კგ / სთ. პირველი 24 საათის განმავლობაში, ვანკომიცინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში გორგლოვანი ფილტრაციის გზით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ვანკომიცინის ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარე მცირდება. პაციენტებში, რომლების თირკმელები არ ფუნქციონირებენ, ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7,5 დღე-ღამეს, ასეთ სიტუაციებში, ოტოტოქსიური მოქმედების რისკთან დაკავშირებით, აუცილებელია სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის მონიტორინგის ჩატარება.
ვანკომიცინი გამოიყოფა ნაღველთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით (შეყვანილი დოზის 5%-ზე ნაკლები).
სამკურნალო საშუალება უმნიშვნელოდ გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის მეშვეობით, თუმცა არსებობს შეტყობინებები, რომ ვანკომიცინის კლირენსი იზრდება ჰემოპერფუზიისა და ჰემოფილტრაციის დროს.
შიმაგანად მიღების შემდეგ, ვანკომიცინის შეყვანილი დოზის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად, ამავდროულად სამკურნალო საშუალება მაღალი კონცენტრაციით აღმოჩენილია განავალში (3100 მგ/კგ-ზე მეტი , როცა სადღეღამოსო დოზა 2.0 გ შეადგენს).
წრფივობა/არაწრფივობა
ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში, როგორც წესი, იზრდება შეყვანილი დოზის პროპორციულად. ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ შედარებადია ერთჯერადი შეყვანის შემდეგ მიღებული მონაცემებისა.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
ვანკომიცინი ორგანიზმიდან უპირატესად გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის გზით. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, ხოლო მთლიანი კლირენსი კლებულობს, ასეთ პაციენტებში სამკურნალო საშუალების დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციები იხ. განყოფილებაში "მიღების წესი და დოზირება ".
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.
ქალები ორსულობის პერიოდში
ქალებში ორსულობის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს ვანკომიცინის დოზის მნიშვნელოვნად გაზრდა სისხლის შრატში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევის მიზნით.
სხეულის ჭარბი წონის მქონე პაციენტები
სხეულის ჭარბი წონის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის განაწილება ორგანიზმში შეიძლება შეიცვალოს განაწილების მოცულობის გაზრდის, თირკმლის კლირენსის და, შესაძლოა, პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხის ცვლილებასთან დაკავშირებით. სხეულის ჭარბი წონის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება ზრდასრულ ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში არსებულ ანალოგიურ მონაცემებს.
ბავშვები
ვანკომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისათვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი ინტერინდივიდუალური ცვალებადობა დროზე დაბადებულ და დღენაკლულ ახალშობილ ბავშვებში. ახალშობილებში სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანის შემდეგ, განაწილების მოცულობა შეადგენს 0,38-0,97 ლ/კგ (მნიშვნელობები შედარებადია ზრდასრულებში ანალოგიურ მონაცემებთან), კლირენსი შეადგენს 0,63-1,4 მლ/კგ/წთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,5-10 საათს (მნიშვნელობები უფრო მაღალია ვიდრე ანალოგიური მონაცემები ზრდასრულებში, რაც მიუთითებს ახალშობილ ბავშვებში არსებულ უფრო დაბალ კლირენსზე).
უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვებში ვანკომიცინის განაწილების მოცულობა შეადგენს 0,26-1,05 ლ/კგ, ვანკომიცინის კლირენსი კი შეადგენს 0,33-1,87 მლ/კგ/წთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ვანკო- WM
სავაჭრო დასახელება
ვანკო-WM , Vanko-WM
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ვანკომიცინი, Vancomicin
სამკურნალო ფორმა
საინფუზიო და შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი.
აღწერილობა: მოყვითალო-თეთრი ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ვანკომიცინი (ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 500 მგ (500 000 სე) ან 1000 მგ (1 000 000 სე).
დამხმარე ნივთიერება: დინატრიუმის ედეტატი.
პრეპარატის ათქ კოდი J01XA01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენებები
ინტრავენური შეყვანა
ვანკო-WM ნაჩვენებია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში გამოყენებისათვის შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ :
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- არასტაციონარული პნევმონია;
- შიდასტაციონარული პნევმონია, მათ შორის პნევმონია, რომელიც დაკავშირებულია ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან (ფხვ-სთან ასოცირებული პნევმონია);
- ინფექციური ენდოკარდიტი.
ვანკო-WM ასევე ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოყენებისათვის ანტიბაქტერიული პროფილაქტიკისთვის ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბაქტერიული ენდოკარდიტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ფართო ქირურგიული ჩარევების დროს .
შინაგანად მიღება
ვანკო-WM ნაჩვენებია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში გამოსაყენებლად იმ ინფექციების თერაპიისათვის, რომლებიც გამოწვეულია Clostridium difficile-ს მიერ .
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია, რომელიც დაფიქსირებულია ოფიციალურ სახელმძღვანელოებში ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
საჭიროების შემთხვევაში ვანკო-WM უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
ინტრავენური შეყვანა
ვანკომიცინის საწყისი დოზა გამოითვლება პაციენტის სხეულის მასის გათვალისწინებით. მომავალში დოზა კორექტირდება სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის მიხედვით, რათა იქნას მიღწეული სამიზნე თერაპიულ კონცენტრაცია, ამასთან აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ინექციებს შორის ინტერვალის ხანგრძლივობა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა.
ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 15-20 მგ/კგ ყოველ 8-12 საათში (ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გ-ს).
მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში სისხლის შრატში მინიმალური სამიზნე კონცენტრაციის სწრაფად მიღწევის მიზნით ვანკომიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დატვირთვის დოზით 25-30 მგ/კგ.
ბავშვები 1 თვიდან 11 წლამდე ასაკის ჩათვლით
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ ყოველ 6 საათში.
დროული ახალშობილები (დაბადებიდან 27 დღემდე) და დღენაკლული ახალშობილები (დაბადებიდან სავარაუდო დაბადების თარიღამდე + 27 დღე)
ახალშობილებში ვანკომიცინის დოზირების რეჟიმის არჩევის დროს აუცილებელია ჩატარდეს კონსულტაცია ექიმთან, რომელსაც აქვს ახალშობილებთან მუშაობის გამოცდილება.
ქვემოთ მოყვანილია სამკურნალო საშუალების შესაძლო დოზირების რეჟიმები ახალშობილებში პოსტკონცეპტუალური ასაკის გათვალისწინებით (დრო, რომელიც გავიდა ქალის ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველ დღისა და ბავშვის დაბადებას შორის (გესტაციური ასაკი) + დრო, რომელიც გასულია ბავშვის დაბადების შემდეგ (პოსტნატალური ასაკი)):
- პოსტკონცეპტუალური ასაკი 29 კვირაზე ნაკლები - 15 მგ/კგ ყოველ 24 საათში;
- პოსტკონცეპტუალური ასაკი 29-35 კვირა - 15 მგ/კგ ყოველ 12 საათში;
- პოსტკონცეპტუალური ასაკი 35 კვირაზე მეტი - 15 მგ/კგ ყოველ 8 საათში.
გამოყენება ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში პერიოპერაციის პერიოდში ბაქტერიული ენდოკარდიტის პროფილაქტიკისთვის
ვანკომიცინის საწყისი რეკომენდებული დოზა ანესთეზიის წინ შეადგენს 15 მგ/კგ, ოპერაციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სამკურნალო საშუალების ხელახალი შეყვანა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დგინდება ინფექციური დაავადების ტიპისა და სიმძიმის და პაციენტის მკურნალობაზე კლინიკური პასუხის გათვალისწინებით :
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები ნეკროზის გარეშე - 7-14 დღე;
- კანისა და რბილი ქსოვილების მანეკროზირებელი გართულებული ინფექციები - 4-6 კვირა ( თერაპია გრძელდება მანამ, სანამ არ გაქრება ჭრილობის შემდგომი ქირურგიული დამუშავების აუცილებლობა, სანამ არ გაუმჯობესდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და როდესაც სხეულის ტემპერატურა 48-72 საათის განმავლობაში არ მოიმატებს);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები - 4-6 კვირა (პროთეზირებული სახსრების ინფექციების შემთხვევაში, უნდა იქნას განხილული უფრო ხანგრძლივი სუპრესორული პერორალური თერაპიის ჩატარების საკითხი);
- არასტაციონარული პნევმონია - 7-14 დღე;
- შიდასტაციონარული პნევმონია, ფხვ-სთან დაკავშირებული პნევმონიის ჩათვლით - 7-14 დღე;
- ინფექციური ენდოკარდიტი - 4-6 კვირა ( თერაპიის ხანგრძლივობა და კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობა განისაზღვრება დაზიანებული სარქვლის ტიპისა და მიკროორგანიზმის სახეობის გათვალისწინებით) .
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ვანკომიცინის გამოყენება უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზებით ასაკთან დაკავშირებული თირკმელების ფუნქციის დაქვეითების გამო.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
მოზრდილებში და ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, განსაკუთრებით თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას, იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტორების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვანკომიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საწყისი დოზის შერჩევის საკითხს და მისი შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში პრეპარატის შესაბამისი მინიმალური კონცენტრაციის მიღწევის საკითხს , ვიდრე დაგეგმილი დოზირების რეჟიმს.
თირკმელების მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის საწყისი დოზა არ უნდა შემცირდეს. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სასურველია გაიზარდოს ინტერვალი სამკურნალო საშუალების შეყვანებს შორის, და არა შემცირდეს დღიური დოზა.
სათანადოდ უნდა იქნას განხილული სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების აუცილებლობის საკითხი, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ვანკომიცინის კლირენსი და/ან გაზარდონ მისი არასასურველი რეაქციები.
ვანკომიცინი უმნიშვნელოდ გამოიყოფა ორგანიზმიდან პერიოდული ჰემოდიალიზის ჩატარების დროს. თუმცა, მაღალი ნაკადის მემბრანების და უწყვეტი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენებისას ვანკომიცინის კლირენსი იზრდება და, როგორც წესი, საჭირო ხდება ჩანაცვლებითი დოზის გამოყენება (როგორც წესი, პერიოდული ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ).
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულებში, ვანკომიცინის დოზა შეიძლება დაკორექტირდეს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) მიხედვით, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
მამაკაცები:
სხეულის წონა ( კგ ) x (140 - ასაკი (წლები))
72 x კრეატინინის კონცენტრაცია (მგ/დლ) სისხლის შრატში
ქალები: 0,85 x მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია ზემოაღნიშნული ფორმულიდან
ზრდასრულ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ( Clcr ) 20-49 მლ/წთ, ვანკომიცინის საწყისი დოზა, როგორც წესი, შეადგენს 15-20 მგ/კგ ყოველ 24 საათში . თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ( Clcr ნაკლები 20 მლ/წთ) ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას, შეყვანებს შორის ინტერვალი და შემდგომი დოზების რაოდენობა დიდწილად დამოკიდებულია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ტიპზე, ვანკომიცინის კონცენტრაციაზე . სისხლის შრატში და თირკმელების ნარჩენ ფუნქციაზე. კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს სამკურნალო საშუალების შემდეგი დოზის გადადება კვლევის შედეგების მიღებამდე, რომლითაც უნდა იქნას დადგენილი ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვანკომიცინის საწყისი დატვირთვის დოზა (25-30 მგ/კგ) არ უნდა შემცირდეს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ვანკომიცინის დოზა შეიძლება დაკორექტირდეს გფს-ის მიხედვით, რომელიც გამოითვლება შვარცის მოდიფიცირებული ფორმულით:
გფს (მლ / წთ / 1,73 მ 2 ) =
სიმაღლე ( სმ ) x 0.413
კრეატინინის კონცენტრაცია (მგ/დლ) სისხლის შრატში
გფს (მლ / წთ / 1,73 მ 2 ) =
სიმაღლე ( სმ ) x 36.2
კრეატინინის კონცენტრაცია (მკმოლ/ლ) სისხლის შრატში
ახალშობილებში და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, შვარცის მოდიფიცირებული ფორმულა ვანკომიცინის დოზის კორექტირებისათვის არ გამოიყენება, მსგავს სიტუაციებში საჭიროა კონსულტაციის ჩატარება სპეციალისტთან, რომელსაც გააჩნია ახალშობილ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
ქვემოთ მოცემულია საორიენტირო რეკომენდაციები ბავშვებში ვანკომიცინის დოზირების შესახებ, რომლებიც ეფუძნება იმავე პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება ზრდასრულებში:
- პაციენტები გფს-ით 30-50 მლ/წთ/1,73 მ2 – 15 მგ/კგ ყოველ 12 საათში;
- პაციენტები გფს-ით 10-29 მლ/წთ/1,73 მ2 – 15 მგ/კგ ყოველ 24 საათში;
- პაციენტები 10მლ/წთ/1,73 მ 2- ზე ნაკლები გფს-ით და რომლებიც იმყოფებიან პერიოდულ ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე - 10-15 მგ/კგ (სამკურნალო საშუალების განმეორებითი შეყვანა დამოკიდებულია ვანკომიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში *);
- პაციენტები, რომლებიც იღებენ უწყვეტ თირკმელების ჩანაცვლებით თერაპიას - 15 მგ/კგ (პრეპარატის განმეორებითი მიღება დამოკიდებულია ვანკომიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში *).
- ინექციებს შორის ინტერვალი და შემდგომი დოზების რაოდენობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ტიპზე, ვანკომიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში და თირკმელების ნარჩენ ფუნქციაზე; კლინიკური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს სამკურნალო საშუალების შემდეგი დოზის შეყვანის გადადება კვლევის შედეგის მიღებამდე, რომლითაც უნდა იქნას დადგენილი ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის დოზის კორექცია საჭირო არ არის .
ქალები ორსულობის დროს
ორსულობის პერიოდში ქალებში გამოყენების დროს შეიძლება გაჩნდეს ვანკომიცინის დოზის მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობა სისხლის შრატში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევის მიზნით.
სხეულის ჭარბი წონის მქონე პაციენტები
სხეულის ჭარბი წონის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის საწყისი დოზა უნდა იქნას შერჩეული ინდივიდუალურად, სხეულის მთლიანი წონის მიხედვით, ისევე როგორც არაჭარბწონიან პაციენტებში.
შინაგანი მიღება
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და ზრდასრულები
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 125 მგ ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული არამძიმე ინფექციების დროს. მძიმე შემთხვევებში ან გართულებების გაჩენის შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში. ვანკომიცინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გ-ს.
მრავალჯერადი რეციდივის მქონე პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული ინფექციის მიმდინარე ეპიზოდის მკურნალობის საკითხი ვანკომიცინის 125 მგ დოზით 4-ჯერ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც სამკურნალო საშუალების დოზა თანდათანობით მცირდება 125 მგ-მდე დღე-ღამეში ან ტარდება პულს- თერაპია (125-500 მგ ვანკომიცინი დღე-ღამეში ყოველ 2-3 დღეში ერთხელ მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში).
12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/კგ ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2.0 გ-ს.
ვანკომიცინის გამოყენების ხანგრძლივობა შეიძლება დარეგულირდეს პაციენტის კლინიკურ სტატუსის მიხედვით ინდივიდუალურად , და თუ ეს შესაძლებელია, უნდა იქნას შეწყვეტილი იმ ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება, რომელიც, სავარაუდოდ, განაპირობებს Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული ინფექციის განვითარებას. პაციენტებისათვის აუცილებელია სითხისა და ელექტროლიტების მოცულობის ადეკვატურად შევსება.
სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი
სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის გაზომვის სიხშირე დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია კლინიკურ სიტუაციაზე და მკურნალობაზე პაციენტის პასუხზე. სიხშირე შეიძლება ვარირებდეს ჰემოდინამიურად არასტაბილურ პაციენტების სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების დონის ყოველდღიური განსაზღვრიდან, როგორც მინიმუმ, სტაბილური პაციენტების, რომლებიც პასუხობენ თერაპიას, სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების ყოველკვირეულ განსაზღვრამდე. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში უნდა გაიზომოს მკურნალობის მეორე დღეს, უშუალოდ მომდევნო დოზის შეყვანამდე.
პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან პერიოდულ ჰემოდიალიზზე, სისხლის შრატში ვანკომიცინის დონე აუცილებლად უნდა განისაზღვროს ჰემოდიალიზის სეანსის დაწყებამდე.
პერორალური მიღების დროს ვანკომიცინის სისხლის შრატში კონცენტრაციის მონიტორინგი უნდა ჩაუტარდეთ კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებს.
როგორც წესი, ვანკომიცინის მინიმალური თერაპიული კონცენტრაცია სისხლში უნდა შეადგენდეს 10-20 მგ/ლ, ინფექციის ლოკალიზაციიდან და მიკროორგანიზმის მგრძნობელობიდან გამომდინარე. მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას, რომელთათვისაც მმკ შეადგენს 1.0 მგ/ლ და მეტს, რეკომენდებულია სისხლში ვანკომიცინის მინიმალური კონცენტრაციის შენარჩუნება 15-20 მგ/ლ დონეზე.
სამკურნალო საშუალების ინდივიდუალური დოზის გამოსათვლელად, AUC სათანადო მნიშვნელობის მიღწევის მიზნით, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მოდელირების მეთოდების გამოყენება. მოდელირების მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ინდივიდუალური საწყისი დოზის გამოსათვლელად, ასევე დოზის კორექტირებისთვის, სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგის მონაცემების გათვალისწინებით.
მიღების წესი
ინტრავენური შეყვანა
როგორც წესი, ვანკომიცინი შეჰყავთ ინტრავენურად წყვეტილი ინფუზიის სახით, შესაბამისი რეკომენდაციები სამკურნალო საშუალების დოზირების შესახებ ამ მეთოდით შეყვანის დროს მოცემულია ზევით.
ვანკომიცინი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად მხოლოდ ნელი ინფუზიის სახით როგორც მინიმუმ 1 საათის განმავლობაში ან მაქსიმალური სიჩქარით 10 მგ/წთ (იქიდან გამომდინარე, თუ რომელია უფრო ხანგრძლივი). პრეპარატი უნდა იყოს საკმარისად განზავებული (როგორც მინიმუმი, 100 მლ გამხსნელი 500 მგ ფხვნილზე ან, როგორც მინიმუმი, 200 მლ გამხსნელი 1000 მგ ფხვნილზე).
პაციენტებში, რომლებისთვისაც აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა, შეიძლება იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალების ხსნარი გახსნილი პროპორციებით: 500 მგ ფხვნილის / 50 მლ გამხსნელის ან 1000 მგ ფხვნილის / 100 მლ გამხსნელის განზავებით ; თუმცა, ვანკომიცინის უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსნარის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.
პაციენტებში ვანკომიცინის არასტაბილური კლირენსით შეიძლება იყოს მიზანშეწონილი უწყვეტი ინფუზიის ჩატარება.
ინტრავენური შეყვანისთვის ხსნარის მომზადების ინსტრუქცია
ფხვნილის გახსნა
ვანკო- WM , რომელიც შეიცავს 500 მგ ლიოფილიზებულ ფხვნილს, იხსნება 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ხოლო ვანკო- WM , რომელიც შეიცავს 1000 მგ ლიოფილიზებულ ფხვნილს, იხსნება 20 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ხოლო ამასთან 1 მლ ხსნარში (გამჭვირვალე, უფეროდან ღია მოყავისფრო ფერამდე, ნაწილაკების გარეშე) ვანკომიცინის რაოდენობა იქნება 50 მგ.
მიღებული ხსნარი უნდა იქნას განზავებული, შესაფერისი გამხსნელები 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის და 5% დექსტროზის ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის.
ხსნარის განზავება
წყვეტილი ინფუზია (შეყვანის უპირატესად სასურველი გზა)
ხსნარი, რომელიც შეიცავს 500 მგ ვანკომიცინს, უნდა განზავდეს როგორც მინიმუმი 100 მლ გამხსნელში. ხსნარი, რომელიც შეიცავს 1000 მგ ვანკომიცინს, უნდა განზავდეს როგორც მინიმუმ 200 მლ გამხსნელში. მიღებული ხსნარი ვანკომიცინის საჭირო დოზით უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით სულ როგორც მინიმუმი 60 წუთის განმავლობაში. ხსნარის შეყვანისას დროის უფრო მოკლე პერიოდის განმავლობაში ან უფრო მაღალი კონცენტრაციით შეყვანისას არსებობს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის და თრომბოფლებიტის განვითარების რისკი. ხსნარის სწრაფი შეყვანის შემთხვევაში ასევე შეიძლება აღინიშნოს ალები და ტრანზიტორული გამონაყარი კისერზე და მხრებზე.
უწყვეტი ინფუზია (შეყვანის ეს მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა წყვეტილი ინფუზიის ჩატარება შეუძლებელია)
ხსნარი, რომელიც შეიცავს 1000-2000 მგ ვანკომიცინს შეიძლება განზავდეს გამხსნელის საკმარის მოცულობაში. მიღებული ხსნარი ვანკომიცინის საჭირო სადღეღამისო დოზით უნდა იქნას შეყვანილი ნელა წვეთოვანი ინფუზიის სახით 24 საათის განმავლობაში.
პარენტერალური სამკურნალო საშუალებების გამოყენების წინ ხსნარი უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არარსებობისა და ფერის ცვლილების თაობაზე.
შინაგანად მიღება
ხსნარი, რომელიც მიღებულია ფხვნილის გახსნის შემდეგ (იხ. ზემოაღნიშნული ინსტრუქცია ინტრავენური შეყვანისთვის ხსნარის მომზადების საკითხზე) შეიძლება გამოყენებულ იქნას შინაგანი მიღებისთვის.
ხსნარი საჭირო დოზით შეიძლება განზავდეს 30 მლ წყალში.
მომზადებული ხსნარის გამოყენება შესაძლებელია შინაგანად ან ნაზოგასტრიული ზონდის მეშვეობით.
ხსნარს მიღების დროს გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება დაემატოს არომატის მქონე ჩვეულებრივი სიროფები.
შენახვის პირობები
ფხვნილის გახსნის შემდეგ მიღებული ხსნარი (იხ. ზემოთ ინსტრუქცია ინტრავენური შეყვანისთვის ხსნარის მომზადების თაობაზე) შეიძლება ინახებოდეს მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში, თუ ის განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის, ხოლო 96 საათის განმავლობაში, თუ იგი განკუთვნილია შინაგანი მიღებისთვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ვანკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ვანკომიცინი არ უნდა შეიყვანოთ ინტრამუსკულარულად, ინექციის ადგილზე ქსოვილის ნეკროზის რისკის არსებობის გამო.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
ფლებიტი, ფსევდო-ალერგიული რეაქციები და სხეულის ზედა ნაწილში სისხლის მოწოლა ("წითელი კისრის სინდრომი") ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია, რომლებიც დაკავშირებულია ვანკომიცინის ძალიან სწრაფ ინფუზიურ შეყვანასთან.
ვანკომიცინით თერაპიის დროს აღინიშნებოდა მძიმე კანისმიერი არასასურველი რეაქციები , მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ), მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( DRESS ) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ( AGEP ).
შინაგანად მიღებისას ვანკომიცინი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კნტ-ში, თუმცა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოხატული ანთების დროს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტირდება სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანისას.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ- ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის თითოეულ ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ნეიტროპენია (შექცევადი), აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები.
სმენის ორგანოს და ლაბირინთის დარღვევების მხრივ: იშვიათად - სმენის დაქვეითება (დროებითი ან მუდმივი); იშვიათად - ვერტიგო, ტინიტუსი, თავბრუსხვევა.
გულის მხრივ: ძალიან იშვიათად - გულის გაჩერება.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - არტერიული წნევის დაქვეითება; იშვიათად - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირად - ქოშინი, სტრიდორი .
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად - გულისრევა; ძალიან იშვიათად - ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი; სიხშირე უცნობია - ღებინება, დიარეა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - სისხლის მოწოლა სხეულის ზედა ნაწილზე ("წითელი კაცის სინდრომი"), ლორწოვანი გარსის ეგზანთემა და ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს -ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) , ხაზოვანი I gA- დამოკიდებული ბულოზური დერმატოზი; სიხშირე უცნობია - მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( DRESS ) , მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ( AGEP ) .
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად - თირკმლის უკმარისობა (გამოიხატება ძირითადად სისხლის შრატში კრეატინინისა და შარდოვანას დონის მატებით); იშვიათად - ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა; სიხშირე უცნობია - მწვავე ტუბულარული ნეკროზი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ხშირად - ფლებიტი, სხეულის ზედა ნაწილისა და სახის სიწითლე; იშვიათად - წამლისმიერი ცხელება, კანკალი, ტკივილი და სპაზმები გულმკერდისა და ზურგის კუნთებში.
ინდივიდუალური არასასურველი რეაქციების აღწერა
შექცევადი ნეიტროპენია, როგორც წესი, ვითარდება ერთი კვირის შემდეგ ან უფრო გვიან ინტრავენური თერაპიის დაწყებიდან ან იმის შემდეგ, როცა ვანკომიცინის საერთო შეყვანილი დოზა 25,0 გ-ზე მეტს შეადგენს.
ვანკომიცინის ხსნარის სწრაფი შეყვანისას ან ასეთი შეყვანიდან დროის მოკლე ინტერვალის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის სტვენითი სუნთქვა. ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ ზემოაღნიშნული რეაქციები, როგორც წესი, ქრება 20-120 წუთის განმავლობაში. ვანკომიცინი უნდა იქნას შეყვანილი ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით. ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ ქსოვილისშეიძლება აღინიშნის ქსოვილების ნეკროზი შეყვანის ადგილზე.
ხმაური ყურებში, რომელიც შეიძლება წინ უსწრებდეს სმენის დაკარგვას, უნდა იქნას განხილული ვანკომიცინის თერაპიის შეწყვეტის ჩვენებად.
ოტოტოქსიური მოქმედება უპირატესად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვანკომიცინს მაღალ დოზებში ან სხვა ოტოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისეთებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, ან პაციენტებში ადრე არსებული თირკმლის ფუნქციების ან სმენის დარღვევით.
ბავშვები
ბავშვებში ვანკომიცინის უსაფრთხოების პროფილი, როგორც წესი, ემთხვევა სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილს მოზრდილებში.
ნეფროტოქსიური მოქმედემა აღინიშნებოდა ბავშვებში, რომლებიც, როგორც წესი, ღებულბდნენ ვანკომიცინს სხვა ნეფროტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად, ისეთებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ვანკომიცინის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს მძიმე, ზოგჯერ ლეტალური შედეგის მქონე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში, სამკურნალო საშუალების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობა.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვანკომიცინს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, უნდა გაეწიოს რეგულარული კონტროლი სისხლში ლეიკოციტების რაოდენობას. ყველა პაციენტს, რომლებიც ღებულობენ ვანკომიცინის თერაპიას, აუცილებელია პერიოდულად გაეწიოს კონტროლი სისხლისა და შარდის ანალიზების მაჩვენებლებსა და აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციურ მაჩვენებლებს.
აუცილებლად უნდა იქნას დაცული სიფრთხილე ვანკომიცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ალერგიული რეაქციები ტეიკოპლანინზე, ვინაიდან მსგავს სიტუაციებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი ლეტალური შედეგით.
ანტიმიკრობული აქტივობის სპექტრი
ვანკომიცინის ანტიმიკრობული აქტივობის სპექტრი შემოიფარგლება გრამდადებითი მიკროორგანიზმებით. არ არის რეკომენდებული ვანკო-WM-ს მონოთერაპიის სახით გამოყენება ზოგიერთი ტიპის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფექციის გამომწვევი პათოგენი გამოვლენილია და არის დადასტურებული მისი მგრძნობელობა ვანკომიცინის მიმართ, ან არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ვანკომიცინი იქნება აქტიური ინფექციის გამომწვევი ყველაზე სავარაუდო პათოგენ( ებ)ის მიმართ .
ვანკომიცინის რაციონალური გამოყენება ეფუძნება ანტიმიკრობული აქტივობის სპექტრისა და უსაფრთხოების პროფილის შეფასებას და კონკრეტული პაციენტის მკურნალობისას სტანდარტული ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენების მიზანშეწონილობას.
ოტოტოქსიურობა
იყო შემოსული შეტყობინებები გარდამავალი ან მუდმივი ხასიათის ოტოტოქსიურობის შემთხვევების შესახებ მანამდე არსებული სიყრუის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტრავენურ თერაპიას ვანკომიცინის მაღალი დოზებით ან სხვა ოტოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისეთებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები. ვანკო-WM არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში სმენის დაქვეითებით ანამნეზში. ხმაური ყურებში შეიძლება წინ უსწრებდეს სიყრუის განვითარებას. სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებების გამოყენების კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვანკომიცინის თერაპიის შეწყვეტის მიუხედავად, სიყრუე შეიძლება პროგრესირდეს. ოტოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პერიოდულად უნდა შემოწმდეს ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში და სმენის ფუნქცია.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან სმენითი ფუნქციის დარღვევების განვითარებისაკენ. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვანკომიცინით მკურნალობის დროს და მის შემდეგ აუცილებელია სმენითი და ვესტიბულური ფუნქციების კონტრლი, ასეთ პაციენტებში არ შეიძლება სხვა ოტოტოქსიური სამკურნალო საშუალების გამოყენება ერთდროულად ან თანმიმდევრულად.
ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეაქციები
ვანკომიცინის ხსნარის ბოლუსურმა შეყვანამ (რამდენიმე წუთი განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, მათ შორის შოკი და, იშვიათ შემთხვევებში, გულის გაჩერება, ჰისტამინისმსგავსი რეაქციები და მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზული გამონაყარი ("წითელი კაცის სინდრომი" ან "წითელი კისრის სინდრომი") . სწრაფ ინფუზიურ შეყვანასთან დაკავშირებული რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ვანკომიცინის განზავებული ხსნარი (სამკურნალო საშუალების 2,5-5,0 მგ 1 მლ ხსნარში) უნდა იქნას შეყვანილი ნელა არაუმეტეს 10 მგ/წთ სიჩქარით სულ მცირე 60 წუთის განმავლობაში. ინფუზიის შეწყვეტის დროს, როგორც წესი, ზემოაღნიშნული რეაქციები სწრაფად ქრება.
ვანკომიცინის ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე (არტერიული ჰიპოტენზია, სისხლის მოწოლა, ერითემა, ჭინჭრის ციება და ქავილი) იზრდება ანესთეზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას. ზემოაღნიშნული რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება შემცირდეს ვანკომიცინის ინფუზიური გზით შეყვანისას, საანესთეზიო საშუალებების გამოყენებამდე, როგორც მინიმუმი, 60 წუთით ადრე.
მძიმე კანისმიერი არასასურველი რეაქციები
ვანკომიცინის თერაპიის დროს აღინიშნებოდა მძიმე კანისმიერი არასასურველი რეაქციები , მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ), მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( DRESS ) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ( AGEP ), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ჰქონდეთ ლეტალური შედეგი. ზემოაღნიშნული რეაქციები ძირითადად ვითარდებოდა ვანკომიცინის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობიდან და რვა კვირამდე.
სამკურნალო საშუალებით თერაპიის დაწყებამდე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი კანისმიერი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა იქნას უზრუნველყოფილი გულდასმითი დაკვირვება მათზე მსგავსი რეაქციების აღმოჩენის მიზნით. ასეთი რეაქციების ნიშნები და სიმპტომები განვითარდების შემთხვევაში, ვანკომიცინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობის საკითხი. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნათ მძიმე კანისმიერი არასასურველი რეაქციების განვითარება ვანკომიცინის თერაპიის ფონზე, მომავალში უნდა მოერიდონ ვანკომიცინის გამოყენებას.
რეაქციები შეყვანის ადგილზე
ვანკომიცინის ინტრავენური შეყვანისას ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს ტკივილი და თრომბოფლებიტი, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე ხასიათისა. ვანკომიცინის განზავებული ხსნარის ნელი შეყვანით და ინექციის ადგილების მონაცვლეობით თრომბოფლებიტის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმალურამდე.
ვანკომიცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ინტრათეკალური, ინტრალუმბალური და პარკუჭშიდა შეყვანის დროს დადგენილი არ არის.
ნეფროტოქსიკურობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ანურიის ჩათვლით, ვანკომიცინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან ტოქსიკური ეფექტების განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება იმ შემთხვევებში, როდესაც სამკურნალო საშუალების მაღალი კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ტოქსიკური მოქმედების რისკი იზრდება ვანკომიცინის გახანგრძლივებული თერაპიის დროს ან იმ შემთხვევებში, როდესაც შენარჩუნებულია სამკურნალო საშუალების მაღალი კონცენტრაცია სისხლში .
მაღალი დოზებით და დროის ხანგრძლივი პეროიდის განმავლობაში გამოყენებისას აუცილებელია სისხლში ვანკომიცინის კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის და სმენის დარღვევების მქონე პაციენტებში, და აგრეთვე ნეფროტოქსიური ან ოტოტოქსიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, შესაბამისად.
ბავშვები
რეკომენდებული დოზებით ვანკომიცინის ინტრავენური შეყვანის დროს ბავშვების მნიშვნელოვან რაოდენობას, განსაკუთრებით 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს, შეიძლება აღენიშნოთ პრეპარატის სუბთერაპიული კონცენტრაციები სისხლში. ბავშვებში უფრო მაღალი დოზებით ვანკომიცინის გამოყენების უსაფრთხოება სათანადოდ არ იქნა შეფასებული, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენება დოზებით,რომლებიც აღემატება 60 მგ/კგ/-ს დღე-ღამეში, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული.
ვანკომიცინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დღენაკლულ ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში თირკმელების მოუმწიფებლობასთან და სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ პაციენტებში ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში გულდასმით უნდა მოწმდებოდეს. ბავშვებში ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ერითემა და ჰისტამინის მსგავსი რეაქციები,მაგალითად, როგორიცაა სისხლის მოწოლა.
ნეფროტოქსიური მოქმედების განვითარების რისკი იზრდება ვანკომიცინის ერთდროულად გამოიყენების შემთხვევაში ნეფროტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისეთების, როგორიცაა ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება ღია არტერიული სადინრის დახურვისთვის) ან ამფოტერიცინი B. მსგავს სიტუაციებში აუცილებელია სისხლის შრატში და თირკმელების ფუნქციაში ვანკომიცინის კონცენტრაციების უფრო ხშირი მონიტორინგის ჩატარება
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის არამართებული კორექტირების შემთხვევაში ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს გფს-ის შემცირებასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია ასაკით.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება საანესთეზიო საშუალებებთან
ანესთეზიური საშუალებების დამთრგუნველი მოქმედება მიოკარდიუმის ფუნქციაზე შეიძლება გაძლიერდეს ვანკომიცინის გამოყენების ფონზე. თუ ვანკომიცინის გამოყენება აუცილებელია ანესთეზიის დროს, სამკურნალო საშუალება სათანადოდ უნდა იქნას განზავებული და იქნას შეყვანილი ნელა, გულის ფუნქციის გულდასმითი კონტროლის ქვეშ. პაციენტის სხეულის პოზიცია ინფუზიის ჩატარების დასრულებამდე არ უნდა შეიცვალოს.
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
მძიმე პერსისტირებადი დიარეის წარმოქმნის შემთხვევაში, აუცილებელია იქნას გათვალისწინებული ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლისათვის საშიში ხასიათი. მსგავს სიტუაციებში არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიდიარეული საშუალებები.
სუპერინფექცია
ვანკომიცინის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, მსგავს შემთხვევებში აუცილებელია გულდასმითი ზედამხედველობის უზრუნველყოფა პაციენტებისათვის. ვანკომიცინით თერაპიის ფონზე სუპერინფექციის განვითარების დროს აუცილებელია ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
შიდაკამერული ან ინტრავიტრეალური შეყვანა, მათ შორის ენდოფთალმიტის პროფილაქტიკისთვის , არ წარმოადგენს ვანკომიცინის მიღების დამტკიცებულ მეთოდს.
ცალკეულ შემთხვევებში, ვანკომიცინის ინტრაკამერალური ან ინტრავიტრეალური შეყვანის შემდეგ კატარაქტის ამოკვეთის თაობაზე ჩატარებული ოპერაციის დროს ან მის შემდეგ, იყო მოწოდებული ცნობები ჰემორაგიული ოკლუზიური რეტინალური ვასკულიტის (HORV) განვითარების შესახებ, რომელსაც, სხვა მოვლენებს შორის, თან დაერთო მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.
შინაგანად მიღება
ინტრავენურად შეყვანისას ვანკომიცინი არ არის ეფექტური ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Clostridium difficile -ს მიერ, ასეთ შემთხვევებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული შინაგანად.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული კვლევების ჩატარება Clostridium difficile -ს კოლონიზაციაზე ან მის ტოქსინზე უსიმპტომო კოლონიზაციის არსებობის მაღალი სიხშირის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ გამოხატული დიარეა და არსებობენ კოპროსტაზის (ჰირშპრუნგის დაავადება, ანალური ხვრელის ატრეზიის ოპერაცია ან ნაწლავის მოტორიკის სხვა მძიმე დარღვევები) რისკის ფაქტორები. ყველა მსგავს შემთხვევაში აუცილებელია საკითხის განხილვა ალტერნატიული ეტიოლოგიური ფაქტორების შესახებ; ენტეროკოლიტის დიაგნოზი, რომელიც გამოწვეულია Clostridium dificiles - ს მიერ, მოითხოვს დადასტურებას.
სისტემური აბსორბციის რისკი
პაციენტებში ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებით ან ფსევდომემბრანული კოლიტით, რომელიც გამოწვეულია Clostridium difficiles -ს მიერ, შეიძლება გაიზარდოს ვანკომიცინის აბსორბცია კნტ-ში. ამიტომ, ასეთ პაციენტებში არსებობს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, რომლებიც აღინიშნება ვანკომიცინის პარენტერალურად შეყვანის დროს, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის არსებობისას; რაც უფრო გამოხატულია თირკმელების ფუნქციის დარღვევები, მით უფრო მაღალია ასეთი არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, უნდა ჩაუტერდეთ სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი.
ნეფროტოქსიკურობა
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ თერაპიას ამინოგლიკოზიდებით ან სხვა ნეფროტოქსიური სამკურნალო საშუალებებით, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
ოტოტოქსიურობა ოტოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკის მინიმიზაციის მიზნით პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ სმენის დარღვევები ან იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ თერაპიას ოტოტოქსიური სამკურნალო საშუალებებით, ისეთებით, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სმენითი ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. სამკურნალო ურთიერთქმედება საშუალებებთან, რომლებიც აქვეითებენ კნტ-ს მოტორიკას, და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ვანკომიცინი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად რომლებიც აქვეითებენ კნტ-ს მოტორიკას; ასევე უნდა იქნას განხილული საკითხი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენების აუცილებლობის შესახებ ვანკომიცინის თერაპიის ფონზე.
რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა
ვანკომიცინის შინაგანად მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ენტეროკოკების სამკურნალო საშუალებისადმი რეზისტენტული შტამების განვითარების რისკი იზრდება, ამიტომ ვანკომიცინის პერორალურად მიღებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე.
დამხმარე ნივთიერებები
ვანკო-WM შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ფლაკონზე, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".
შეუთავსებლობა
ვანკომიცინის ხსნარს აქვს pH-ის დაბალი მნიშვნელობა, რამაც შეიძლება განაპირობოს ქიმიური ან ფიზიკური არასტაბილურობა სხვა ნივთიერებებთან შერევის დროს. ვანკომიცინის ხსნარის შერევა ტუტე ხსნარებთან არ შეიძლება.
ვანკომიცინისა და β- ლაქტამური ანტიბიოტიკების ხსნარები ფიზიკურად შეუთავსებელია. ნალექის წარმოქმნის ალბათობა იზრდება ხსნარში ვანკომიცინის კონცენტრაციის მატებასთან ერთად. რეკომენდირებულია, რომ სამკურნალო საშუალებების ინტრავენური შეყვანის სისტემები სათანადოდ გამოირეცხოს ზემოთ აღნიშნული ანტიბიოტიკების შეყვანებს შორის. ასევე რეკომენდებულია ვანკომიცინის ხსნარის განზავება მოხდეს 5 მგ/მლ ან ნაკლებ კონცენტრაციამდე.
თვალშიდა შეყვანა არ წარმოადგენს ვანკომიცინის გამოყენების დამტკიცებულ მეთოდს, თუმცა, არსებობს ცნობები პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ ვანკომიცინისა და ცეფტაზიდიმის ინტრაოკულარული შეყვანის შემდეგ ენდოფთალმიტის დროს სხვადასხვა შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით. პრეციპიტატები თანდათან იხსნებოდა, მინისებრი სხეულის ღრუ მთლიანად იწმინდებოდა ორ თვის განმავლობაში, ხოლო მხედველობის სიმახვილე მატულობდა.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ვანკო-WM არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ტერატოგენული პოტენციალის კვლევებში ვირთაგვებსა და კურდღლებზე, რომლებისთვისაც შეჰყავდათ ვანკომიცინი დოზებში, შესაბამისად, 5-ჯერ და 3-ჯერ უფრო აღმატებული, ვიდრე ადამიანებისათვისაა განკუთვნილი, ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების ნიშნები არ დაფიქსირებულა. კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის პოტენციური ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური ეფექტები შეფასებული იყო ბავშვებში, რომელთა დედები იღებდნენ თერაპიას სამკურნალო საშუალებით ორსულობის დროს მძიმე სტაფილოკოკური ინფექციების გამო, რომელიც განვითარდა როგორც ინტრავენურად ნარკოტიკული საშუალებების შეყვანის გართულება. ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი იქნა აღმოჩენილი ჭიპლარის სისხლში, თუმცა არ აღინიშნა სენსორული სმენის დაქვეითება ან ნეფროტოქსიური მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია ვანკომიცინის ზემოქმედებასთან. ერთ ბავშვს, რომლის დედაც იღებდა თერაპიას სამკურნალო საშუალებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში, დაუფიქსირდა სმენის კონდუქტიური დაკარგვა, რომელიც არ იყო დაკავშირებული ვანკომიცინის ზემოქმედებასთან. ვინაიდან ვანკომიცინს იყენებდნენ ქალებში მხოლოდ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, უცნობია, აქვს თუ არა სამკურნალო საშუალებას უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე. ვანკო-WM უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია; ამავდროულად, ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში გულდასმით უნდა მოწმდებოდეს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ფეტოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკი. არსებობს ცნობები, რომ ორსულობის დროს ქალებში ვანკომიცინის სისხლის შრატში თერაპიული კონცენტრაციების მისაღწევად, შესაძლოა წარმოიშვას სამკურნალო საშუალებისის დოზის მნიშვნელოვანი გაზრდის აუცილებლობა.
ლაქტაცია
ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, ვანკო-WM უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვანკომიცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა მოხვდეს სისტემურ მიმოქცევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით ძუძუთ კვებაზე მყოფი ბავშვის ორგანიზმში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვანკომიცინის მაანესთეზირებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა ერითემა, ჰისტამინისმსგავსი რეაქციები, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა სისხლის მოწოლა და ანაფილაქტოიდური რეაქციები.
არსებობს ცნობები, რომ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენების დროს, ვანკომიცინის ინფუზიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეაქციების განვითარების სიხშირე იზრდება. ზემოაღნიშნული რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება იყოს მინიმალური ვანკომიცინის ინფუზიური გზით შეყვანისას, თუ ის შეყვანილია საანესთეზიო საშუალებების გამოყენებამდე, როგორც მინიმუმი, 60 წუთით ადრე. იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებლობა მოითხოვს ანესთეზიის დროს ვანკომიცინის გამოყენებას, სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ; ამავდროულად, ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და გულის ფუნქციების გულდასმითი კონტროლის ქვეშ. ინფუზიის ჩატარების დასრულებამდე არ უნდა შეცვალოთ პაციენტის სხეულის მდგომარეობა
სხვა პოტენციურად ოტოტოქსიური ან ნეფროტოქსიური სამკურნალო საშუალებების (მაგალითად, ამფოტერიცინი B, ამინოგლიკოზიდები, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი , ვიომიცინი, ცისპლატინი, მარყუჟის დიურეზულები, პიპერაცილინი / ტაზობაქტამის კომბინაცია და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთდროული ან თანმიმდევრული სისტემური ან ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ვანკომიცინის ტოქსიკური მოქმედების რისკი; იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელი ხდება სამკურრნალო საშუალებების მსგავსი კომბინაციების გამოყენება საჭიროა სიფრთხილის დაცვა და პაციენტების სათანადო მონიტორინგი.
შინაგანი მიღება
ვანკომიცინით პერორალური თერაპიის დროს უნდა იქნას განხილული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებისა და იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შეწყვეტის საკითხი, რომლებიც აქვეითებენ კნტ-ს მოტორიკას (იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულია ეროვნულ სახელმძღვანელოებში Clostridium difficile-თი გამოწვეული ინფექციის მკურნალობის შესახებ).
დოზის გადაჭარბება
ვანკომიცინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება, გფს-ის შენარჩუნების ჩათვლით. სამკურნალო საშუალება ორგანიზმიდან გამოიყოფა უმნიშვნელო რაოდენობით ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის მეშვეობით. არსებობს შეტყობინებები ამბერლიტის ფისის XAD-4 -ის გამოყენებით ჩატარებული ჰემოპერფუზიის შეზღუდული უპირატესობის შესახებ.
გამოშვების ფორმა
ლიოფილიზატი საინფუზიო ხსნარისა და შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად უფერო მინის ფლაკონში, რომელიც დალუქულია ბრომბუთილის საცობით და flip-off ტიპის კომბინირებული თავსახურით .
1, 5 ან 10 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6 . ჯად. No30 ჩერკეზკოი/ თექირდაგ)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი
( ÇOSB G.O . Pasa Mah. 6. Cad : No30 Çerkezköy /TEKİRDAĞ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.