პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ვანკომიცინი

Vancomycin

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

ვანკომიცინისადმი მგძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: ენდოკარდიტები; სეფსისი; ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი); ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები (მათ შორის მენინგიტი); ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის, პნევმონიები და ბრონქიტი); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვანკომიცინი (vancomycin)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
„AbiPharm“ LLC, საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალებები
ATC კოდი
J01XA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038061
რეგისტრირებულია
10 მაისი 2023, მოქმედებს 10 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AbiPharm“ LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „აბიფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავანკომიცინი და სხვა წამალი ერთად

ვანკომიცინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვანკომიცინისადმი მგძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

ენდოკარდიტები;

სეფსისი;

ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი);

ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები (მათ შორის მენინგიტი);

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის, პნევმონიები და ბრონქიტი);

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები:

პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში ან სხვა ანტიბიოტიკების (პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ჩათვლით) მიმართ აუტანლობის ან არაეფექტურობის შემთხვევაში.

სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი – მიიღება მხოლოდ პერორალურად, ვინაიდან პარენტერალური მეთოდი არაეფექტურია;

ფსევდომემბრანოზული კოლიტის დრო - მიიღება მხოლოდ პერორალურად, ვინაიდან პარენტერალური მეთოდი არაეფექტურია;

მიღების წესი და დოზირება

ვანკომიცინი არ ინიშნება კუნთში საინექციოდ და ვენაში ბოლუსური ინექციის სახით.

მოზრდილებში ინიშნება 500 მგ ყოველ 6 საათში ან 1 გ ყოველ 12 საათში. პრეპარატი უნდა შეიყვანონ ვენაში ნელი ინფუზიის სახით, სიჩქარე არა უმეტეს 10 მგ/წთ 60 წთ-ის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. ვანკომიცინის მომზადებული ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს 5 მგ/მლ-ს.

7 დღემდე ასაკის ახალშობილებში ინიშნება 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ – 10 მგ/კგ ყოველ 12 საათში.

1 თვემდე ასაკის ჩვილებში – 10 მგ/კგ ყოველ 8 საათში.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება პრეპარატის სადღეღამისო დოზა 40 მგ/კგ, რომელიც უნდა გადანაწილდეს ერთჯერად დოზაზე ყოველ 6 საათში ერთხელ.

ვანკომიცინის მომზადებული ხსნარის კონცენტრაციამ არ უნდა გადააჭარბოს 2,5-5 მგ/მლ-ზე.

ინფუზიის ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს 60 წუთი ან უფრო მეტი.

ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 60 მგ/კგ სხეულის წონაზე და არ უნდა გადააჭარბოს მოზრდილთა სადღეღამისო დოზას (2 გ).

თირკმლის უკმარისობის დროს, უკმარისობის ხარისხიდან გამომდინარე, საჭიროა დოზისა და პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალის კორექცია. საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ შეყვანებს შორის ინტერვალი განისაზღვრება კრეატინინის ინტერვალის გათვალისწინებით.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

ვანკომიცინის დოზა

შეყვანებს შორის ინტერვალი

80-ზე მეტი

500 მგ ან 1გ

12 სთ

80-50

1 გ

24 სთ

50-10

1 გ

3-7 დღე-ღამე

10-ზე ნაკლები (ანურია)

1 გ

7-14 დღე-ღამე

ასაკოვანი პაციენტები (60 წელზე მეტი) და დღენაკლული ახალშობილები, ასევე მოითხოვენ დოზის შემცირებას ან პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდას.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები

ვანკომიცინის ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ ინფუზიის წინ.

ფლაკონის შიგთავს უნდა დაემატოს საჭირო რაოდენობის საინექციო წყალი (10 მლ წყალი თუ ფლაკონი შეიცავს 500 მგ ვანკომიცინს და 20 მლ წყალი თუ ფლაკონი შეიცავს 1 გ ვანკომიცინს), რათა მომზადდდეს 50 მგ/მლ კონცენტრაციის ხსნარი. მიღებული ხსნარი შემდეგ უნდა გაიხსნას 5% დექსტროზის (გლუკოზის) საინექციო ხსნარში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, რათა მიიღონ არა უმეტეს 5 მგ/მლ კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარი (ანუ, 500 მგ ვანკომიცინის შემცველი ხსნარი დამატებით უნდა გაიხსნას 100 მლ საინფუზიო ხსნარში; ხოლო 1 გ ვანკომიცინის შემცველი ხსნარი დამატებით უნდა გაიხსნას 200 მლ საინფუზიო ხსნარში).

0,9% ნატრიუმის ქლორიდისა და 5% დექსტროზის (გლუკოზის) ფუძეზე მომზადებული ხსნარი შეიძლება შეინახონ მაცივარში (2-8°С) 14 დღის განმავლობაში, აქტივობის მნიშვნელოვანი დაქვეითების გარეშე.

ვანკომიცინის ხსნარი შეიძლება მაცივარში შეინახონ 96 საათის განმავლობაში, თუ გამხსნელად გამოყენებულია: 5% დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, რინგერის ლაქტატის ხსნარი, რინგერის აცეტატის ხსნარი, რინგერის ლაქტატისა და 5% დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარი.

შიგნით (პერორალურად) მისაღებად ინიშნება:

მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,5-1 გ, გაყოფილი 3-4 მიღებაზე; მკურნალობის კურსი მოიცავს 7-10 დღეს.

ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ/კგ სხეულის წონაზე. ინიშნება 3-4-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი მოიცავს 7-10 დღეს. მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2 გ-ს.

შიგნით (პერორალურად) მისაღები ხსნარის მომზადების წესი

500 მგ ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 30 მლ წყალში და შემდეგ იღებენ პერორალურად ან შეყავთ ზონდის საშუალებით. ხსნარის გემოს გასაუმჯობესებლად შესაძლებელია დაემატოს საკვები სიროფები ან საკვები არომატიზატორები.

უკუჩვენებები

ვანკომიცინისადმი მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განკუთვნილია სტაციონარულ პირობებში გამოყენებისთვის.

ვანკომიცინი ინიშნება საინფუზიოდ (არა ნაკლებ 60 წუთის განმავლობაში). ვანკომიცინის სწრაფად შეყვანამ (მაგ.: რამდენიმე წუთის განმავლობაში) შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება ან იშვიათ შემთხვევაში გულის გაჩერება.

პრეპარატი არ გამოიყენება კუნთში საინექციოდ, რადგან ინექცია მტკივნეულია და შესაძლებელია ნეკროზი გამოიწვიოს.

თრომბოფლებიტების განვითარების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად, საჭიროა სწორად მოხდეს ხსნარის მომზადება და განზავება, და დაიცვან პრეპარატის შეყვანის ადგილის მონაცვლეობა.

ვანკომიცინი სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან პაციენტებში (60 წელზე მეტი ასაკი). ამ ჯგუფის პაციენტებში, საჭიროა სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

ვანკომიცინის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა აუდიოგრამის ჩატარება, პერიფერიული სისხლის სურათის, თირკმლის ფუნქციის კონტროლი (შარდის საერთო ანალიზი, შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მაჩვენებელი).

არ არის რეკომენდებული ვანკომიცინის,ქლორამფენიკოლის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, მეთიცილინის, ჰეპარინის, ამინოფილინის, ცეფალოსპორინების და ფენობარბიტალის ერთდროული დანიშვნა.

ვანკომიცინი პერორალურად (შიგნით მისაღებად) ინიშნება მხოლოდ სტაფილოკოკური ენტეროკოლიტისა და ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი გამოწვეული ფსევდომემბრანოზული კოლოტის სამკურნალოდ.

გამოყენება პედიატრიაში

ჩვილებში პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ვანკომიცინის კონცენტრაციის კონტროლი.

თირკმლის ფუნქციების დარღვევისას

თირკმლის უკმარისობის დროს ვანკომიცინის დოზის და/ან შეყვანებს შორის ინტერვალის კორექცია ხდება თირკმლის უკმარისობის ხარისხიდან გამომდინარე. საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ შეყვანებს შორის ინტერვალი დგინდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

ნეფროტოქსიკური ეფექტების შესაძლო განვითარებიდან გამომდინარე, ვანკომიცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვანკომიცინისა და სხვა პოტენციურად ნეიროტოქსიკური და/ან ნეფროტოქსიკური პრეპარატების (ეტაკრინის მჟავა, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, მიორელაქსანტები, ცისპლატინი) ერთდროულად დანიშვნისას, მოსალოდნელია ტოქსიკური ეფექტების ურთიერთგაძლიერება, რაც განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს.

არ არის რეკომენდებული ვანკომიცინისა და ოტოტოქსიკური პრეპარატების ერთდროული დანიშვნა, რადგან მოსალოდნელია ოტოტოქსიკური ეფექტების გაძლიერება.

ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შესაძლოა ვანკომიცინის ოტოტოქსიკური სიმპტომების შენიღბვა გამოიწვიოს.

ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის, ერითემის, ჭინჭრის ციების, ქავილის, ასევე – ანაფილაქსიური რეაქციების გამოვლინების რისკი.

ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტების შესაძლო გამოვლინების გათვალისწინებით, ვანკომიცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სმენის დარღვევით და თირკმლის უკმარისობით.

ფარმაცევტული შეუთავსებლობა

ვანკომიცინის ხსნარს აქვს დაბალი рН, რამაც სხვა ხსნარებთან შერევისას, შესაძლებელია, გამოიწვიოს ფიზიკური და ქიმიური არასტაბილურობა. ვანკომიცინის ხსნარი არ უნდა შეერიოს ტუტე სხნარებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს ვანკომიცინი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს.

ვანკომიცინი გადადის დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატისდანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა (მძიმე ფორმის დიარეა შესაძლებელია მდგრადი ბაქტერიებით გამოწვეული სუპერინფექციის ან ფსევდომემბრანოზული კოლიტის ნიშანი იყოს).

სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია; იშვიათად – აგრანულოციტოზი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა, რაც შარდოვანას აზოტის და კრეატინინის პლაზმური კონცენტრაციის მატებით ვლინდება (ვანკომიცინის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში); იშვიათად – ინტერსტიციალური ნეფრიტი (პაციენტებში რომლებიც ერთდროულად ამინოგლიკოზიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებსაც იღებენ და ანამნეზში თირკმლის ფუნქციის არსებობისას). ვანკომიცინის მოხსნისას თირკმლის ფუნქცია აღდგება და აზოტემია ქრება.

ალერგიული რეაქციები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ვასკულიტი, კანზე გამონაყარი.

ცნს-ის მხრივ: ვერტიგო, სმენის დაქვეითება.

ადგილობრივი რეაქციები: ინფუზიის წესების დარღვევისას – თრომბოფლებიტი, შეყვანის ადგილას ქსოვილების ნეკროზი.

ვანკომიცინის სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ინფუზიის შემდგომი რეაქციები: ანაფილაქტოიდური რეაქციები (არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, ბრონქოსპაზმი, ციებ-ცხელება), კისრისა და ზურგის კუნთების სპაზმი. ინფუზიის შეწყვეტიდან 20 წუთში აღნიშნული სიმპტომები ქრება, თუმცა, ზოგჯერ შენარჩუნებული რჩება რამდენიმე საათის განმავლობაში.

ჭარბი დოზა

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება. საჭიროა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. ვენაში საინფუზიო სითხეების გადასხმა და პლაზმაში ვანკომიცინის კონცენტრაციის კონტროლი. ორგანიზმიდან ვანკომიცინის სწრაფი გამოდევნის მიზნით ჰემოფილტრაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე ჰემოდიალიზი.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

მონაცემები, პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენის შესახებ, არ არსებობს.

შემადგენლობა

ერთი ფლაკონი შეიცავს 1 გ ვანკომიცინის ეკვივალენტურ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფოროვანი მასა (ვარდისფერი ან ღია მოყავისფრო ელფერით)

შენახვის პირობები

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, გლიკოპეპტიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები.

ATC Code: J01XA01

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

გლიკოპეპტიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზს, ზრდის მის შეღწევადობას, ცვლის ბაქტერიის რნმ-ის სინთეზს.

აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp.(maT Soris Staphylococcus aureus და Staphylococcus epidermidis, მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans), Enterococcus spp.(მათ შორის Enterococcus faecalis), Listeria spp., Corynebacterium diphtheriae, Clostridium spp., Actinomyces spp.

ინ ვიტროარ არის აქტიური გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, სოკოების, მიკობაქტერიების მიმართ.

არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა ვანკომიცინსა და სხვა ანტიბიოტიკებს შორის.

ანტიბიოტიკისადმი მგრძნობიარე მრავალი მიკროორგანიზმისთვის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია(მდკ) ნაკლებია 5 მკგ/მლზე, ტოლერანტული შტაპჰყლოცოცცუს აურეუსმდკ შეადგენს 10-20 მკგ/მლ.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 500 მგ ვანკომიცინის ვენაში შეყვანიდან 1 საათში, პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია შეადგენს 33 მკგ/მლ, ხოლო 1 გ ვანკომიცინის შეყვანისას – ორჯერ მეტს. ინფუზიის დროს ჩმახ მიიღწევა 1 საათში და შეადგენს 20-50 მკგ/მლ, ხოლო 12 საათის შემდეგ – 5-10 მკგ/მლ.

ვანკომიცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის სითხეებში (პლევრალური, სინოვიალური, პერიკარდიალური, ასციტური სითხე).

ორგანიზმიდან 75-90% გამოიდევნება თირკმლების საშუალებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ხოლო მიღებული დოზის 40-100% - შეუცვლელი სახით. თ1/2შეადგენს 4,7-11,2 საათს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ვანკომიცინის ორგანიზმიდან გამოდევნა ხანგრძლივდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვანკომიცინი

VANCOMYCIN

საერთაშორისო დასახელება

ვანკომიცინი (Vancomycin)

წამლის ფორმა

სტერილური ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა

ერთი ფლაკონი შეიცავს 1 გ ვანკომიცინის ეკვივალენტურ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფოროვანი მასა (ვარდისფერი ან ღია მოყავისფრო ელფერით)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, გლიკოპეპტიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები.

ATC Code: J01XA01

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

გლიკოპეპტიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზს, ზრდის მის შეღწევადობას, ცვლის ბაქტერიის რნმ-ის სინთეზს.

აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp.(maT Soris Staphylococcus aureus და Staphylococcus epidermidis, მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans), Enterococcus spp.(მათ შორის Enterococcus faecalis), Listeria spp., Corynebacterium diphtheriae, Clostridium spp., Actinomyces spp.

ინ ვიტროარ არის აქტიური გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, სოკოების, მიკობაქტერიების მიმართ.

არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა ვანკომიცინსა და სხვა ანტიბიოტიკებს შორის.

ანტიბიოტიკისადმი მგრძნობიარე მრავალი მიკროორგანიზმისთვის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია(მდკ) ნაკლებია 5 მკგ/მლზე, ტოლერანტული შტაპჰყლოცოცცუს აურეუსმდკ შეადგენს 10-20 მკგ/მლ.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 500 მგ ვანკომიცინის ვენაში შეყვანიდან 1 საათში, პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია შეადგენს 33 მკგ/მლ, ხოლო 1 გ ვანკომიცინის შეყვანისას – ორჯერ მეტს. ინფუზიის დროს ჩმახ მიიღწევა 1 საათში და შეადგენს 20-50 მკგ/მლ, ხოლო 12 საათის შემდეგ – 5-10 მკგ/მლ.

ვანკომიცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის სითხეებში (პლევრალური, სინოვიალური, პერიკარდიალური, ასციტური სითხე).

ორგანიზმიდან 75-90% გამოიდევნება თირკმლების საშუალებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ხოლო მიღებული დოზის 40-100% - შეუცვლელი სახით. თ1/2შეადგენს 4,7-11,2 საათს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ვანკომიცინის ორგანიზმიდან გამოდევნა ხანგრძლივდება.

ჩვენება

ვანკომიცინისადმი მგძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

ენდოკარდიტები;

სეფსისი;

ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი);

ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები (მათ შორის მენინგიტი);

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის, პნევმონიები და ბრონქიტი);

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები:

პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში ან სხვა ანტიბიოტიკების (პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ჩათვლით) მიმართ აუტანლობის ან არაეფექტურობის შემთხვევაში.

სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი – მიიღება მხოლოდ პერორალურად, ვინაიდან პარენტერალური მეთოდი არაეფექტურია;

ფსევდომემბრანოზული კოლიტის დრო - მიიღება მხოლოდ პერორალურად, ვინაიდან პარენტერალური მეთოდი არაეფექტურია;

უკუჩვენება

ვანკომიცინისადმი მომატებული მგრძნობელობა.

დოზირება და მიღების წესი

ვანკომიცინი არ ინიშნება კუნთში საინექციოდ და ვენაში ბოლუსური ინექციის სახით.

მოზრდილებში ინიშნება 500 მგ ყოველ 6 საათში ან 1 გ ყოველ 12 საათში. პრეპარატი უნდა შეიყვანონ ვენაში ნელი ინფუზიის სახით, სიჩქარე არა უმეტეს 10 მგ/წთ 60 წთ-ის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. ვანკომიცინის მომზადებული ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს 5 მგ/მლ-ს.

7 დღემდე ასაკის ახალშობილებში ინიშნება 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ – 10 მგ/კგ ყოველ 12 საათში.

1 თვემდე ასაკის ჩვილებში – 10 მგ/კგ ყოველ 8 საათში.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება პრეპარატის სადღეღამისო დოზა 40 მგ/კგ, რომელიც უნდა გადანაწილდეს ერთჯერად დოზაზე ყოველ 6 საათში ერთხელ.

ვანკომიცინის მომზადებული ხსნარის კონცენტრაციამ არ უნდა გადააჭარბოს 2,5-5 მგ/მლ-ზე.

ინფუზიის ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს 60 წუთი ან უფრო მეტი.

ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 60 მგ/კგ სხეულის წონაზე და არ უნდა გადააჭარბოს მოზრდილთა სადღეღამისო დოზას (2 გ).

თირკმლის უკმარისობის დროს, უკმარისობის ხარისხიდან გამომდინარე, საჭიროა დოზისა და პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალის კორექცია. საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ შეყვანებს შორის ინტერვალი განისაზღვრება კრეატინინის ინტერვალის გათვალისწინებით.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

ვანკომიცინის დოზა

შეყვანებს შორის ინტერვალი

80-ზე მეტი

500 მგ ან 1გ

12 სთ

80-50

1 გ

24 სთ

50-10

1 გ

3-7 დღე-ღამე

10-ზე ნაკლები (ანურია)

1 გ

7-14 დღე-ღამე

ასაკოვანი პაციენტები (60 წელზე მეტი) და დღენაკლული ახალშობილები, ასევე მოითხოვენ დოზის შემცირებას ან პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდას.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები

ვანკომიცინის ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ ინფუზიის წინ.

ფლაკონის შიგთავს უნდა დაემატოს საჭირო რაოდენობის საინექციო წყალი (10 მლ წყალი თუ ფლაკონი შეიცავს 500 მგ ვანკომიცინს და 20 მლ წყალი თუ ფლაკონი შეიცავს 1 გ ვანკომიცინს), რათა მომზადდდეს 50 მგ/მლ კონცენტრაციის ხსნარი. მიღებული ხსნარი შემდეგ უნდა გაიხსნას 5% დექსტროზის (გლუკოზის) საინექციო ხსნარში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, რათა მიიღონ არა უმეტეს 5 მგ/მლ კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარი (ანუ, 500 მგ ვანკომიცინის შემცველი ხსნარი დამატებით უნდა გაიხსნას 100 მლ საინფუზიო ხსნარში; ხოლო 1 გ ვანკომიცინის შემცველი ხსნარი დამატებით უნდა გაიხსნას 200 მლ საინფუზიო ხსნარში).

0,9% ნატრიუმის ქლორიდისა და 5% დექსტროზის (გლუკოზის) ფუძეზე მომზადებული ხსნარი შეიძლება შეინახონ მაცივარში (2-8°С) 14 დღის განმავლობაში, აქტივობის მნიშვნელოვანი დაქვეითების გარეშე.

ვანკომიცინის ხსნარი შეიძლება მაცივარში შეინახონ 96 საათის განმავლობაში, თუ გამხსნელად გამოყენებულია: 5% დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, რინგერის ლაქტატის ხსნარი, რინგერის აცეტატის ხსნარი, რინგერის ლაქტატისა და 5% დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარი.

შიგნით (პერორალურად) მისაღებად ინიშნება:

მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,5-1 გ, გაყოფილი 3-4 მიღებაზე; მკურნალობის კურსი მოიცავს 7-10 დღეს.

ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ/კგ სხეულის წონაზე. ინიშნება 3-4-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი მოიცავს 7-10 დღეს. მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2 გ-ს.

შიგნით (პერორალურად) მისაღები ხსნარის მომზადების წესი

500 მგ ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 30 მლ წყალში და შემდეგ იღებენ პერორალურად ან შეყავთ ზონდის საშუალებით. ხსნარის გემოს გასაუმჯობესებლად შესაძლებელია დაემატოს საკვები სიროფები ან საკვები არომატიზატორები.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი განკუთვნილია სტაციონარულ პირობებში გამოყენებისთვის.

ვანკომიცინი ინიშნება საინფუზიოდ (არა ნაკლებ 60 წუთის განმავლობაში). ვანკომიცინის სწრაფად შეყვანამ (მაგ.: რამდენიმე წუთის განმავლობაში) შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება ან იშვიათ შემთხვევაში გულის გაჩერება.

პრეპარატი არ გამოიყენება კუნთში საინექციოდ, რადგან ინექცია მტკივნეულია და შესაძლებელია ნეკროზი გამოიწვიოს.

თრომბოფლებიტების განვითარების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად, საჭიროა სწორად მოხდეს ხსნარის მომზადება და განზავება, და დაიცვან პრეპარატის შეყვანის ადგილის მონაცვლეობა.

ვანკომიცინი სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან პაციენტებში (60 წელზე მეტი ასაკი). ამ ჯგუფის პაციენტებში, საჭიროა სისხლის შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

ვანკომიცინის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა აუდიოგრამის ჩატარება, პერიფერიული სისხლის სურათის, თირკმლის ფუნქციის კონტროლი (შარდის საერთო ანალიზი, შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მაჩვენებელი).

არ არის რეკომენდებული ვანკომიცინის,ქლორამფენიკოლის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, მეთიცილინის, ჰეპარინის, ამინოფილინის, ცეფალოსპორინების და ფენობარბიტალის ერთდროული დანიშვნა.

ვანკომიცინი პერორალურად (შიგნით მისაღებად) ინიშნება მხოლოდ სტაფილოკოკური ენტეროკოლიტისა და ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი გამოწვეული ფსევდომემბრანოზული კოლოტის სამკურნალოდ.

გამოყენება პედიატრიაში

ჩვილებში პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ვანკომიცინის კონცენტრაციის კონტროლი.

თირკმლის ფუნქციების დარღვევისას

თირკმლის უკმარისობის დროს ვანკომიცინის დოზის და/ან შეყვანებს შორის ინტერვალის კორექცია ხდება თირკმლის უკმარისობის ხარისხიდან გამომდინარე. საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ შეყვანებს შორის ინტერვალი დგინდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

ნეფროტოქსიკური ეფექტების შესაძლო განვითარებიდან გამომდინარე, ვანკომიცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის დროს ვანკომიცინი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს.

ვანკომიცინი გადადის დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატისდანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

დოზის გადაჭარბება

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება. საჭიროა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. ვენაში საინფუზიო სითხეების გადასხმა და პლაზმაში ვანკომიცინის კონცენტრაციის კონტროლი. ორგანიზმიდან ვანკომიცინის სწრაფი გამოდევნის მიზნით ჰემოფილტრაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე ჰემოდიალიზი.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

მონაცემები, პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენის შესახებ, არ არსებობს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ვანკომიცინისა და სხვა პოტენციურად ნეიროტოქსიკური და/ან ნეფროტოქსიკური პრეპარატების (ეტაკრინის მჟავა, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, მიორელაქსანტები, ცისპლატინი) ერთდროულად დანიშვნისას, მოსალოდნელია ტოქსიკური ეფექტების ურთიერთგაძლიერება, რაც განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს.

არ არის რეკომენდებული ვანკომიცინისა და ოტოტოქსიკური პრეპარატების ერთდროული დანიშვნა, რადგან მოსალოდნელია ოტოტოქსიკური ეფექტების გაძლიერება.

ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შესაძლოა ვანკომიცინის ოტოტოქსიკური სიმპტომების შენიღბვა გამოიწვიოს.

ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის, ერითემის, ჭინჭრის ციების, ქავილის, ასევე – ანაფილაქსიური რეაქციების გამოვლინების რისკი.

ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტების შესაძლო გამოვლინების გათვალისწინებით, ვანკომიცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სმენის დარღვევით და თირკმლის უკმარისობით.

ფარმაცევტული შეუთავსებლობა

ვანკომიცინის ხსნარს აქვს დაბალი рН, რამაც სხვა ხსნარებთან შერევისას, შესაძლებელია, გამოიწვიოს ფიზიკური და ქიმიური არასტაბილურობა. ვანკომიცინის ხსნარი არ უნდა შეერიოს ტუტე სხნარებს.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა (მძიმე ფორმის დიარეა შესაძლებელია მდგრადი ბაქტერიებით გამოწვეული სუპერინფექციის ან ფსევდომემბრანოზული კოლიტის ნიშანი იყოს).

სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია; იშვიათად – აგრანულოციტოზი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა, რაც შარდოვანას აზოტის და კრეატინინის პლაზმური კონცენტრაციის მატებით ვლინდება (ვანკომიცინის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში); იშვიათად – ინტერსტიციალური ნეფრიტი (პაციენტებში რომლებიც ერთდროულად ამინოგლიკოზიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებსაც იღებენ და ანამნეზში თირკმლის ფუნქციის არსებობისას). ვანკომიცინის მოხსნისას თირკმლის ფუნქცია აღდგება და აზოტემია ქრება.

ალერგიული რეაქციები: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ვასკულიტი, კანზე გამონაყარი.

ცნს-ის მხრივ: ვერტიგო, სმენის დაქვეითება.

ადგილობრივი რეაქციები: ინფუზიის წესების დარღვევისას – თრომბოფლებიტი, შეყვანის ადგილას ქსოვილების ნეკროზი.

ვანკომიცინის სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ინფუზიის შემდგომი რეაქციები: ანაფილაქტოიდური რეაქციები (არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, ბრონქოსპაზმი, ციებ-ცხელება), კისრისა და ზურგის კუნთების სპაზმი. ინფუზიის შეწყვეტიდან 20 წუთში აღნიშნული სიმპტომები ქრება, თუმცა, ზოგჯერ შენარჩუნებული რჩება რამდენიმე საათის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა

სტერილური ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად – ვანკომიცინი 1 გ შუშის ფლაკონში, დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩით და პლასტმასის თავსახურით. 1 ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ან ჰოსპიტალური შეფუთვა - 50 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობა

ვარგისობის ვადა - 2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი კომპანია:

შპს “აბიფარმი”

მისამართი:

საქართველო, მცხეთის რაიონი,

3319, წილკანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა