ვანკოლიოფი
VANCOLYOF
მკურნალობის ხანგრძივობა კანის და რბილი ქსობილების გართულებული ინფექციები - არა-მანეკროზებელი 7 -14 დღე - მანეკროზებელი 4 - 6 კვირა* ძვლის და სახსრების ინფექციები 4 - 6 კვირა** საზოგადოებაში შეძენილი პნვმონია 7 - 14 დღე საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია, ვენტილააიცასთან დაკავშირებული პნევმონიის ჩათვლით 7 - 14 დღე …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვანკომიცინი (vancomycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Drumul Garii Otopeni, nr. 52)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალებები
- ATC კოდი
- J01XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043750
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვანკოლიოფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მკურნალობის ხანგრძივობა
კანის და რბილი ქსობილების გართულებული ინფექციები
- არა-მანეკროზებელი
7 -14 დღე
- მანეკროზებელი
4 - 6 კვირა*
ძვლის და სახსრების ინფექციები
4 - 6 კვირა**
საზოგადოებაში შეძენილი პნვმონია
7 - 14 დღე
საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია, ვენტილააიცასთან დაკავშირებული პნევმონიის ჩათვლით
7 - 14 დღე
ინფექციური ენდოკარდიტი
4 - 6 კვირა***
- გააგრძელეთ ჭრილობის შემდგომი დამუშავების საჭიროებამდე, პაციენტის კლინიკურ გაუმჯობესებამდე და 48-72 საათის განმავლობაში ცხელების არ არსებობამდე.
- *სახსრის პროთეზების ინფექციებისთვის უნდა გაითვალისწინონ ორალური სუპრესილი მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსები
- **კომბინირებული თერაპიის ხანგრძლივობა და საჭიროება დაფუძნებულია სარქველის ტიპზე და ორგანიზმზე.
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები
ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შემცირების გამო, შეიძლება საჭირო იყოს უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზები.
თირკმლის დაზიანება
თირკმლის დაზიანების მქონე მოზრდილებში და პედიატრული ასაკის პაციენტებში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საწყის დოზას და შემდეგ შრატში ვანკომიცინის დონის განსაზღვრას და არა დოზირების რეჟიმის სქემებს, განსაკუთრბეით თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და იმ პირებში, რომლებსაც უტარდებათ თირკმლის ტრანსპლანტაციის თერაპია (თტთ) მრავალი სხვადასხვა ფაქტორის გამო, რამაც შეიძლება იმოქმედოს ვანკომიცინის დონეზე.
თირკმლის მსუბუქი ან საშალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, საწყისი დოზა არ უნდა შემცირდეს. თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, სასურველია გამოყენების ინტერვალის გახანგრძლივება და არა უფრო დაბალი სადღეღამისო დოზის მიღება.
უნდა გაითვალისიწნონ სამედიცინო პროდუქტების მიღება, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ვანკომიცინის კლირენსი და/ან გააძლიეროს მისი არასასურველი ეფექტები (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
ვანკოლიოფი სუსტად დიალიზდება შუალედური ჰემოდიალიზით. თუმცა high-flux მემბანების გამოყენება და თირკმლის ტრანსპლანტატის მკურნალობა ზრდის ვანკომიცინის კლირენსს დ ჩვეულებრივ საჭროებს ჩამანაცვლებელ დოზირებას (ჩვეულებრივ ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ, შუალედური ჰემოდიალიზის შემთხვევაში).
მოზრდილები
მოზრდილ პაციენტებში დოზის ცვლილება შეიძლება დაფუძნებული იყოს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფეზე (გფს) რაც დადგენილა შემდეგი ფორმულით
მამაკაცები: (წონა (კგ) x 140 - ასაკი (წლები)))/ 72 x შრატში კრეატინინი (მგ/დლ))
ქალები: 0.85 x ზემოაღნიშნული ფორმულით გამოთვლილი მნიშვნელობა.
მოზრდილ პაციენტებში ჩვეული საწყისი დოზაა 15-20მგ/კგ, რომელიც შეიძება მიიღონ 24 საათში ერთხელ, პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსიც 20-49მლ/წთ-ს შეადგენს. თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 20მლ/წთ-ზე ნაკლები) ან იმ პირებში, რომლებსაც უტარდებათ თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, დოზირების დრო და რაოდნეობა ფართოდ დამოკიდებულია RRT-ს მოდალობაზე და დაფუძნებული უნდა იყოს შრატში ვანკომიცინის დონეზე და თირკმლის რეზიდუალურ ფუნქციაზე. კლინიკური სიტუაციის მიხედვით უნდა გაითვალისწინონ შემდგომი დოზის შეჩერება ვანკომიცინის დონის შედეგების მიღებამდე.
კრიტიკულად დაავადებულ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინტებში, საწყისი დატვირთვის დოზა (25-30მგ/კგ), არ უნდა შემცირდეს.
პედიატრული პოპულაცია
1 წლის და უფროსი ასაკის პედიატრულ პაციეტნებში, დოზის ცვლილება უნდა მოხდეს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფის (გფს) მიხედვით, რაც დადგენილია შვარცის ფორმულით:
გფს (მლ/წთ/1.73მ2) = (სიმაღლე სმ x 0.413)/შრატში კრეატინინი (მგ/დლ)
გფს (მლ/წთ/1.73მ2) = (სიმაღლე სმ x 36.2)/ შრატში კრეატინინი (µმოლ/ლ)
ახალშობილების და 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის, საჭიროა ექსპერტის რჩევა და შვარცის ფორმულა არ გამოდგება.
პედიატრული პოპულაციისთვის დოზირების ორიენტაციის რეკომენდაციები მოცემულია ქვემო ცხრილში, რომლის პრინციპებიც ისეთივეა როგორიც მოზრდილი პაციენტების.
გფს (მლ/წთ/1.73 მ2)
IV დოზა
სიხშირე
50-30
15 მგ/კგ
12 საათში ერთხელ
29-10
15 მგ/კგ
24 საათში ერთხელ
<10
10-15 მგ/კგ
ხელახალი დოზირება დონის საფუძველზე *
შუალედური ჰემოდიალიზი
პერიტონეალური დიალიზი
თირკმლის მუდმივი ჩამანაცვლებითი თერაპია
15 მგ/კგ
ხელახალი დოზირება დონის საფუძველზე *
- შემდგომი დოზის დრო და რაოდენობა ფართოდ დამოკიდებულია RRT სახეობებზე და უნდა მოხდეს შრატში ვანკომიცინის დოზირებამდე დადგენილი დონის და რეზიდუალური თირკმლის ფუნქციის მიხედვით. კლინიკური სიტუაციის მიხედით უნდა გაითვალისწინონ შემდგომი დოზის შეჩერება ვანკომიცნის დონის შედეგების მიღებამდე.
ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
მიღების წესი და დოზირება
როდესაც დასაშვებია, ვანმომიცინი უნდა გამოიყენონ სხვა ანტიბაქტერიულ აგენტებთან კომბინაციაში.
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის აღდგენის და განზავების შემდეგ.
საწყისი დოზა უნდა ეფუძნებოდეს სხეულის საერთო წონას. შემდგომი დოზის კორექტირება უნდა მოხდეს შრატის კონცენტრაციებზე დაყრდნობით, რათა მიღწეულ იქნას სამიზნე თერაპიული კონცენტრაციები. შემდგომი დოზებისა და მიღების ინტერვალების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქცია.
12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები
რეკომენდებული დოზაა 15-დან 20 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 8-12 საათში (არაუმეტეს 2 გ-ისა თითო დოზაზე).
მძიმე პაციენტებში, შრატში ვანკომიცინის სამიზნე მინიმალური კონცენტრაციის სწრაფად მიღწევის ხელშესაწყობად, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის წონის 25-30 მგ/კგ დატვირთვის დოზა.
ჩვილები და ერთი თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზაა 10-15მგ/კგ სხეულის წონაზე, 6 საათში ერთხელ (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
ტერმინი ახალშობილები (დაბადებიდან 27 დღემდე) და დღენაკლული ახალშობილები (დაბადებიდან მოსალოდნელი დაბადების თარიღამდე პლიუს 27 დღე)
ახალშობილების დოზირების რეჟიმის დადგენისთვის უნდა გაითვალისწინონ ექიმის რჩევა, რომელსაც აქვს ახალშბილების მენეჯმენტის გამოცდილება. ახალშობილებში ვანკომიცინის დოზირების ერთი შესაძლო გზა მოცემულია შემდეგ ცხრილში (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“):
პმა (კვირები)
დოზა (მგ/კგ)
გამოყენების ინტერვალი (სთ)
<29
15
24
29-35
15
12
>35
15
8
პმა: პოსტ-მენსტრუალური ასაკი [დრო გასული ბოლო მენსტრუალური პერიოდის პირველი დღიდან და დაბადებიდან (გესტაციური ასაკი) პლიუს დრო დაბადების შემდეგ (პოსტ-ნატალური ასაკი) ]
ბაქტერიული ენდოკარდიტის პერი-ოპერაციული პროფილაქტიკა ყველა ასაკობრივ ჯგუფში
რეკომენდებული დოზაა საწყისი დოზა 15მგ/კგ ანესთეზიამდე. ოპერაციის ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება საჭირო იყოს ვანკომიცინის მეორე დოზა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა მოცემულია ქვემო ცხრილში. ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობის შერჩევა უნდა მოხდეს ინფექციის ტიპის და სიმწვავის და ინდივიდუალური კლინიკური პასუხის მიხედვით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.
ვანკოლიოფი არ უნდა შეიყვანონ კუნთში, ადგილობრივად ნეკროზის რისკის გამო.
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
შესაძლებელია სერიოზული და იშვიათად ფატალური მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (იხილეთ ნაწილები „უკუჩვენებები“ და „არასასურველი მოვლენები“). მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში, ვანკომიცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა მიიღონ ადექვატური გადაუდებელი ზომები.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ვანკომიცინს ან პარალელურად იყენებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, რეგულარულად საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი. ყველა პაციენტს, რომელიც იღებს ვანკომიცინს, პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ჰემატოლოგიური კვლევები, შარდის ანალიზი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური ტესტები.
ვანკოლიოფი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თეიკოპლანინზე ალერგიული რეაქცია, რადგან შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა, ფატალური ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი
ვანკომიცინს გააჩნია შეზღუდული ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი, მოქმედებს გრამ-დადებით ორგანიზმებზე. ერთჯერადი აგენტის სახით გამოყენებისთვის არ გამოდგება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს თუ პათოგენი დადასტურებული არ არის და ცნობილი არ არის ან არ არსებობს ვარაუდი, რომ პათოგენების უმრავლესობა მგრძნობიარეა ვანკომიცინის მიმართ.
ვანკომიცინის რაციონალური გამოყენებისთვის უნდა გაითვალისწინონ მოქმედების ბაქტერიული სპექტრი, უსაფრთხოების პროფილი და სტანდრტული ანტიბაქტერიული თერაპიის შესაბამისობა, ინდივიდუალური პაციენტისთვის.
ოტოტოქსიკურობა
ოტოტოქსიკურობა, რომელიც შეიძლება იყოს ტრანზიტორული ან პერმანენტული (იხილეთ განყოფილება „არასასურველი მოვლენები“), აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ სიყრუე, მიიღეს ჭარბი ინტრავენური დოზა, ან რომლებიც იღებდნენ სხვა ოტოტოქსიკურ აქტიურ ნივთიერებასაც, როგორიცაა ამინოგლიკოზიდი. ვანკომიცინის გამოყენება ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ სმენის დაქვეითება. სიყრუეს შეიძლება წინ უძღოდეს ტინიტუსი. სხვა ანტიბიოტიკების გამოცდილება მიუთთებს, რომ სიყრუე შეიძლება პროგრესული იყოს მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად. ოტოტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად, პერიოდულად უნდა განისაზღვროს სისხლში დონე და რეკომენდებულია სმენის ფუნქციის პერიოდული შემოწმება.
ხანდაზმულები, განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან სმენის დაზიანებისკენ. ვესტიბულური და აუდიტორული ფუნქციის მონიტორინგი ხანდაზმულებში უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმავლობაში და მის შემდეგ. სხვა ოტოტოქსიკური პრეპარატების თანმხლებ ან შემდგომ გამოყენებას უნდა მოერიდონ.
ხანდაზმულები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან სმენის დაზიანებისკენ. მკურნალობის დროს და მის შემდეგ ხანდაზმულებში უნდა ჩატარდეს ვესტიბულური და სმენითი ფუნქციების მონიტორინგი. თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ოტოტოქსიკური ნივთიერებების ერთდროული ან თანმიმდევრული გამოყენება.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
სწრაფი ნაკადით გამოყენება (მაგ., რამდენიმე წუთის განმავლობაში) შეიძლება დაკავშირებული იყოს ჭარბ ჰიპოტენზიასთან (შოკის და იშვიათად გულის გაჩერების ჩათვლით), ჰისტამინის მსგავს პასუხთან და მაკულოპაპულურ ან ერითემულ გამონაყართან („წითელი კაცის სინდრომი“ ან „წითელი კისრის სინდრომი“). ვანკომიცინის ინფუზია უნდა მოხდეს ნელა, განზავებულ ხსნარში (2.5-5.0მგ/მლ) არა უმეტეს 10მგ/წთ სისწრაფით და არანაკლებ 60 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილონ სწრაფ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები. ინფუზიის შეჩერება ჩვეულებრივ იწვევს ამ რეაქციების სწრაფ შეწყვეტას.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე (ჰიპოტენზია, ალები, ერითემა, ურტიკარია და ქავილი) იზრდება საანესთეზიო საშალებების ერთდროული გამოყენებისას (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). ეს შეიძლება შემცირდეს ვანკომიცინის მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში ინფუზიით, ანესთეზიის ინდუქციამდე.
კანის მწვავე გვერდითი რეაქციები
ვანკომიცინით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური (იხილეთ განყოფილება „არასასურველი მოვლენები“). ამ რეაქციების უმეტესობა განვითარდა ვანკომიცინით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და რვა კვირამდე პერიოდში.
დანიშვნის დროს პაციენტებს უნდა ეცნობოთ ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით დააკვირდნენ კანის რეაქციებს. თუ ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდა, ვანკომიცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილულ იქნას ალტერნატიული მკურნალობა. თუ პაციენტს ვანკომიცინის გამოყენებისას განუვითარდა SCAR, ვანკომიცინით მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს.
გამოყენების ადგილთან დაკავშირებული რეაქციები
პაციენტებში, რომლებიც ვანკომიცინს იღებენ ინტრავენურად, შეიძლება განვითარდეს ტკივილი და თრომბოფლებიტი, ზოგჯერ მწვავე. თრომბოფლებიტის სიხშირის და სიმწვავის მინიმალიზაცია შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის ნელა, განზავებული ხსნარის სახით გამოყენებით (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“) და ინფუზიის ადგილების რეგულარული ცვლილებით.
ვანკომიცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ინტრათეკალური, ინტრალუმბური და ინტრავენტრიკულური გამოყენებისთვის.
ვანკომიცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ინტრათეკალური, მალთაშორისი და ინტრავენტრიკულური შეყვანისთვის დადგენილი არ არის.
ნეფროტოქსიკურობა
ვანკომიცინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, ანურიის ჩათვლით, რადგან სისხლში მაღალი კონცენტრაციის გახანგრძივებისას, ბევრად მეტია ტოქსიკური ეფექტების შესაძლებლობა. ტოქსიკურობის რისკი იზრდება სისხლში მაღალი კონცენტრაციის ან გახანგრძლივებული თერაპიისას.
ვანკომიცინის სისხლში დონის რეგულარული მონიტორინგი ნაჩვენებია მაღალი დოზებით თერაპიის და ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით თირკმლის დისფუნქციის ან სმენის დაქვეითების მქონე პაციენტებში, ასევე ნეფროტოქსიკური ან ოტოტოქსიური ნივთიერებების ერთდროული მიღებისას, შესაბამისად (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
თვალის მხრივ დარღვევები
ვანკომიცინი არ არის დამტკიცებული კამერაში ან ვიტრეალურ ღრუში გამოყენებისთვის, მათ შორის ენდოფთალმიტის პროფილაქტიკისთვის.
ჰემორაგიული ოკლუზიური ბადურას ვასკულიტი (HORV), მათ შორის მხედველობის მუდმივი დაკარგვა, დაფიქსირდა ცალკეულ შემთხვევებში ვანკომიცინის კამერაში ან ვიტრეალურ ღრუში გამოყენების შემდეგ კატარაქტის ოპერაციის დროს ან მის შემდეგ.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიული პოპულაციისთვის, განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ინტრავენური დოზირების ამჟამინდელმა რეკომენდაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ვანკომიცინის სუბთერაპიული დონეები ბავშვების მნიშვნელოვან რაოდენობაში. თუმცა, ვანკომიცინის გაზრდილი დოზის უსაფრთხოება სათანადოდ არ არის შეფასებული და ზოგადად არ შეიძლება რეკომენდებული იყოს 60 მგ/კგ/დღეში უფრო მაღალი დოზები.
ვანკომიცინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დღენაკლულ ახალშობილებსა და მცირეწლოვან ჩვილებში, მათი თირკმლის მოუმწიფებლობის და ვანკომიცინის შრატისმიერი კონცენტრაციის შესაძლო ზრდის გამო. ამიტომ, ამ ბავშვებში ვანკომიცინის სისხლში კონცენტრაცია ფრთხილად უნდა იქნას შეფასებული. ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული მიღება ბავშვებში დაკავშირებულია ერითემასთან და ჰისტამინის მსგავს სიწითლესთან. ანალოგიურად, ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., იბუპროფენი ღია არტერიული სადინრის დასახურად) ან ამფოტერიცინ B ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია ნეფროტოქსიკურობის გაზრდილ რისკთან (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“) და შესაბამისად, ნაჩვენებია ვანკომიცინის შრატის დონისა და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი მონიტორინგი.
გამოყენება ხანდაზმულებში
ასაკთან ერთად, გლომერული ფილტრაციის ბუნებრივმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მომატება თუ დოზა შეცვლილი არ არის (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ვანკომიცინის და საანესთეზიო საშუალებების ერთობლივი გამოყენება დაკავშირებულია ერითემასთან, ჰისტამინის მსგავს ალებთან და ანაფილაქტოირუდ რეაქციებთან (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“)..
არსებობს ცნობები, რომ ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე იზრდება საანესთეზიო საშუალებების ერტდროულად დანიშნვისას. ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ანესთეზიის ინდუქციის წინ ვანკომიცინის 60-წუთიანი ინფუზიის სახით მიღებით. ანესთეზიის დროს მიღებისას, დოზები უნდა განზავდეს 5 მგ/მლ-მდე ან უფრო ნაკლებამდე და შეყვანილი იქნას ნელა, გულისცემის მკაცრი მონიტორინგით. პოზიციის შეცვლა უნდა გადაიდოს ინფუზიის დასრულებამდე, რათა შესაძლებელი იყოს პოსტურალური კორექცია.
სხვა პოტენციურად ოტოტოქსიური ან ნეფროტოქსიური პრეპარატების, როგორიცაა ამფოტერიცინი B, ამინოგლიკოზიდები, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვიომიცინი, ცისპლატინი, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი, მარყუჟოვანი შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ერთდროულმა ან თანმიმდევრულმა სისტემურმა ან ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვანკომიცინის ტოქსიკურობა და მათი მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ისინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და შესაბამისი მონიტორინგით (იხილეთ განყოფილება „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
ვანკომიცინისა და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკის კომბინაციას სინერგიული ეფექტი აქვს Staphylococcus aureus-ის მრავალი შტამის, არაენტეროკოკური ჯგუფის D-სტრეპტოკოკების, ენტეროკოკებისა და Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკების მიმართ.
ვანკომიცინისა და რიფამპიცინის კომბინაციას გააჩნია სინერგიული ეფექტი Staphylococcus epidermidis-ის მიმართ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში შრატში თერაპიული კონცენტრაციების მისაღწევად შეიძლება საჭირო იყოს დოზის მნიშვნელოვანი ზრდა (იხილეთ განყოფილება „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
ჭარბწონიანი პაციენტები
ჭარბზონიან პაციენტებში საწყისი დოზის ადაპტაცია უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ორგანიზმის წონის მიხედვით, როგორც ნორმალური წონის პაციენტებში.
შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი
თერაპიული პრეპარატის მონიტორინგის სიხშირე უნდა იყოს ინდივიდუალური, კლინიკური სიტუაციის და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, შეიძლება მოხდეს ყოველდღე ნიმუშის აღება, რაც საჭიროა ზოგიერთ ჰემოდინამიკურად არასტაბილურ პაციენტში, კვირაში ერთხელ ნიმუშის აღება შეიძლება საჭირო იყოს სტაბილურ პაცენტებში, რაც აჩვენებს მკურნალობაზე პასუხს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციეტნებში, შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი, საჭროა მკურნალობის მეორე დღეს, შემდეგი დოზის გამოყენებამდე.
პაციეტნებში, რომლებსაც უტარდებათ შუალედური ჰემოდიალიზი, ვანკომიცინის დონე ჩვეულებრივ უნდა განისაზღვროს ჰემოდიალიზის სეანსის დაწყებამდე.
სისხლში ვანკომიცინის დონე (მინიმალური) ჩვეულებრივ უნდა იყოს 10-20მგ/ლ, ინფექციის ადგილის და პათგენების მგრძნობელობის მიხედვით. 15-20მგ/ლ დონე ჩვეულებრივ რეკომენდებულია კლინიკური ლაბორატორიების მიერ მგრძნობიარედ მიჩნეული პათოგენების დასაფარად, რომელთა მმკ >1 მგ/ლ-ს შეადგენს (იხილეთ განყოფილებები „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
მოდელზე დაფუძნებული მეთოდები შეიძლება სასარგებლო იყოს ინდივიდუალური დოზის საჭიროებების განსაზღვრისთვის ადექვატური AUC-ს მისაღწევად. მოდელზე დაფუძნებული მიდგომა შეიძლება გამოიყენონ ინდივიდუალური საწყისი დოზის გამოთვლისთვის და დოზის ცვლილებისთვის TDM შედეგების საფუძველზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის რელევანტური
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია ფლებიტი, ფსევდო-ალერგიული რეაქციები და სხეულის ზედა ნაწილის სიწითლე („წითელი კისრის სინდრომი“) ძალიან სწრაფი ინტრავენური ინფუზიის დროს.
ვანკომიცინით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (იხილეთ განყოფილება „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
გვერდითი რეაქციების ცხრილი
სიხშირის ყოველ ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია კლებადი სიმწვავით
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები განსაზღვრულია MedDRA კონვენციის და ორგანოთა სისტემის კლასის მონაცემთა ბაზის მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 - < 1/10); ნაკლებად ხშირი (≥ 1/1,000 - < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000 -< 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
გვერდითი რეაქცია
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
იშვიათი
შექცევადი ნეიტროპენია1, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები:
იშვიათი
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები2
ყურის და ლაბირინთული დარღვევები:
ნაკლებად ხშირი:
სმენის ტრანზიტორული ან პერმანენტული დაკარგვა4
იშვიათი:
ვერტიგო, ტინიტუსი3, თავბრუსხვევა
გულის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი
გულის გაჩერება
სისხლძარღვოვანი დარღვევები:
ხშირი
სისხლის წნევის დაქვეითება
იშვიათი
ვასკულიტი
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები
ხშირი
დისპნოე, სტრიდორი
გასტროინტესტინური დარღვევები:
იშვიათი
გულისრევა
ძალიან იშვიათი
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
უცნობია
ღენიება, დიარეა
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
ხშირი
სხეულის ზედა ნაწილის სიწითლე („წითელი კაცის სინდრომი“), ეგზანთემა და ლორწოვანის ანთება, ქავილი, ურტიკარია
ძალიან იშვიათი
ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), ხაზოვანი IgA ბულოზური დერმატოზი
უცნობია
ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები (DRESS სინდრომი)
AGEP (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
თირკმლის და შარდის დარღვევები:
ხშირი
თირკმლის უკმარისობა, რომელიც გამოვლინდება ძირითადად შრატში კრეატინინის დონის და შარდოვანას მომატებით
იშვიათი
ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა
უცნობია
მწვავე მილაკოვანი ნეკროზი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას:
ხშირი
ფლებიტი, სხეულის ზედა ნაწილის და სახის სიწითლე
იშვიათი
პრეპარატით გამოწვეული ცხელება, კანკალი, გულმკერდის და ზურგის კუნთების ტკივილი და სპაზმები
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა:
1შექცევადი ნეიტროპენია, ჩვეულებრივ იწყება ინტრავენური თერაპიიდან ერთი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ან 25გ-ზე მეტი საერთო დოზირებისას.
2სწრაფი ინფუზიის განმავლობაში ან მისი დასრულებიდან მოკლე პერიოდში, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია, ქოშინის ჩათვლით. რეაქციები სუსტდება გამოყენების შეწყვეტისას, ჩვეულებრივ 20 წუთის - 2 საათის განმავლობაში. ვანკომიცინის ინფუზია უნდა განხორციელდეს ნელა (იხილეთ განყოფილებები „დოზირება და მიღების წესი“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“). კუნთში ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ნეკროზი.
3ტინიტუსი, რომელიც შესაძლოა წინ უძღოდეს სიყრუეს უნდა განიხილონ, როგორც მკურნალიობის შეწყვეტის ჩვენება.
4ოტოტოქსიკურობა ძირითადად აღწერილია მაღალი დოზის გამოყენებისას ან სხვა ოტოტოქსიკური პროდუქტების მიღებისას, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები ან იმ პირებში, რომლებშიც უკვე შემცირებულია თირკმლის ფუნქცია ან სმენა.
პედიატრული პოპულაცია
უსაფრთხოების პროფილი ჩვეულებრივ შეთავსებადია ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში. ნეფროტოქსიკურობა აღწერილია ბავშვებში, განსაკუთრებით სხვა ნეფროტოქსიკური აგენტების გამოყენებისას, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შეტყობინებას, თხოვენ ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
ჭარბი დოზა
გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნებით რეკომენდებულია დამხმარე თერაპია.
ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის დროს ვანკომიცინი სისხლიდან ცუდად გამოიყოფა. ჰემოპერფუზიას Amberlite resin XAD-4-თი გააჩნია შეზღუდული ეფექტი.
შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შეიცავს 1000000სე ვანკომიცინის ეკვივალენტურ, 1000მგ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს .
ექსციპიენტების სია
არ გააჩნია
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
შენახვის პირობები
გასაყიდად შეფუთული საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის ფხვნილი:
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
სამკურნალო პროდუქტის გახსნის შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ განყოფილება „ვარგისობის ვადა“.
ვარგისობის ვადა
გასაყიდად შეფუთული საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის ფხვნილის ვარგისობის ვადა:
2 წელი.
აღდგენილი კონცენტრატის და განზავებული ხსნარების ვარგისობის ვადა:
აღდგენილი კონცენტრატის და განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას დადასტურებულია 24 საათის განმავლობაში 2°C – 8°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ აღდგენის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, გახსნილი და განზავებული ხსნარები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
Romania
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალებები, ინტრავენური გამოყენებისთვის, ათქ კოდი: J01XA01
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
მოქმედების მექანიზმი
ვანკოლიოფი არის ტრიციკლური გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი, რომელიც აინჰიბირებს უჯრედის კედლის სინთეზს მგძნობიარე ბაქტერიებში, მაღალი აფინობით უკავშირდება უჯრედის კედლის წინაპარი ერთეულების D-ალანილ-D-ალანინ ბოლოებს. პრეპარატს ახასიათებს ნელი ბაქტერიოციდული მოქმედება გაყოფადი მიკროორგანიზმებისთვის. დამატებით მოქმედებს ბაქტერიის უჯრედის მემბრანის გამტარობაზე და რნმ-ს სინთეზზე.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი
ვანკომიცინი ავლენს კონცენტრაციაზე დამოუკიდებელ მოქმედებას, ეფექტურობის მთავარი წინასწარმეტყველური პარამეტრია კონცენტრაციის მრუდი (AUC) რომელიც გაყოფილია სამიზნე ორგანიზმის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციით (მმკ). ცხოველების და ადამიანების in vitro შეზღუდული მონაცემების მიხედვით AUC/MIC შეფარდება - 400 დადგენილი იყო როგორც ფკ/ფდ სამიზნე ვანკომიცინის კლინიკური ეფექტურობის მისაღწევად. მიზნის მისაღწევად როდესაც მმკ არის >1.0 მგ/ლ, საჭიროა უფრო დიდი დოზა და შრატში მაღალი კონცენტრაცია (15-20მგ/ლ) (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“)..
რეზისტენტობის მექანიზმი
გლიკოპეპტიდების შეძენილი რეზისტენტობა ყველაზე ხშირია ენტეროკოკებში და დაფუძნებულია სხვადასხვა გენების კომპლექსის შეძენით, რომელიც ახდენს D-ალანილ-D-ალანინ სამიზნის მოდიფიცირებას D-ალანილ-D-ლაქტატად ან D-ალანილ D-სერინად, რომელიც ვანკომიცინს სუსტად უკავშირდება ზოგ ქვეყანაში რეზისტენტობის ზრდის შემთხვევები აღინიშნება განსაკუთრებით ენტეროკოკებში, განსაკუთრებით საგანგაშოა Enterococcus faecium მულტირეზისტენტული შტამები.
Van გენები აგრეთვე იშვიათად აღინიშნება Staphylococcus aureu-ში, სადაც უჯრედის კედლის სტრუქტურის ცვლილება იწვევს „შუალედურ“ მგრძნობელობას, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ჰეტეროგენურია. აგრეთვე აღწერილი იყო მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკის შტამები (MRSA) ვანკომიცინისადმი შემცირებული მგრძნობელობით. სტაფილოკიკებში ვანკომიცინისადმი შემცირებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა კარგად შესწავლილი არ არის. საჭიროა რამდენიმე გენეტიკური ელემენტი და მრავლობითი მუტაცია.
ვანკომიცინს და სხვა კლასის ანტიბიოტიკებს შორის არ აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა. ვითარდება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა გლიკოპეპტიდურ ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა თეიკოპლანინი. თერაპიის დროს რეზისტენტობის მეორადი განვითარება იშვიათია.
სინერგიზმი
ვანკომიცინის და ამინოგლიკოზიდების კომბინაციას სინერგული ეფექტი აქვს Staphylococcus aureus მრავალი შტამების, არა-ენტეროკოკების ჯგუფის D-სტრეპტოკკების და Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკების წინააღმდეგ. ვანკომიცინის ცეფალოსპორინთან კომბინაციას სინერგული ეფექტი აქვს ოქსაცილინისადმი რეზისტენტული Staphylococcus epidermidis ზოგიერთი შტამების წინააღმდეგ და ვანკომიცინის და რიფამპიცინის კომბინაციას სინერგული ეფექტი აქვს Staphylococcus epidermidis წინააღმდეგ და ნაწილობრივ სინერგული ეფექტი აქვს Staphylococcus aureus ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ. რადგან ვანკომიცინის ცეფალოსპორინთან კომბინაციას შეიძლება ანტაგონისტური ეფექტიც ქონდეს Staphylococcus epidermidis ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ და რიფამპიცინთნ კომბინაციას შეიძლება ანტაგონისტური ეფექტი ქონდეს Staphylococcus aureus ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ, სასარგებლოა სინერგიზმის წინასწარი ტესტი.
ბაქტერიული კულტურების ნიმუშების მიღება საჭიროა გამომწვევი ორგანიზმების იზოლირების და იდენტიფიკაციისთვის და ვანკომიცინისადმი მგრძნობელობის განსაზღვრისთვის.
მგრძნობელობის ტესტების საკვანძო წერტილები
ვანკომიცინი აქტიურიაა გრამ-დადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ენტეროკოკები, პნევმოკოკები და კლოსტრიდიები. გრამ-უარყოფითი ბაქტერიები რეზისტენტულია.
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შერჩეული სახეობებისთვის შეიძლება ვარირებდეს გეოგრაფიულად და დროის მიხედვით და სასურველია ადგილობრივი რეზისტენტობის ინფორმაციის ქონა, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. აუცილებლობისას შეიძლება საჭირო გახდეს ექსპერტის რჩევა, როდესაც ადგილობრივი რეზისტენტობა ისეთია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აგენტის გამოყენება ზოგიერთ ტიპის ინფექციების დროს. ეს ინფორმაცია მიკროორგანიზმების ვანკომიცინის მიმართ მგრძნობელობის შანსის შესახებ იძლევა მხოლოდ დაახლოებით გაიდლაინს.
ვანკომიცინის მიმართ მგრძნობელობის ტესტირების მიკ (მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია) ინტერპრეტაციული კრიტერიუმები დადგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ და ჩამოთვლილია აქ. https://www.ema.europa.eu/documents/other/minimum-inhibitory-concentration-mic-breakpoints_en.xlsx
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
აბსორბცია
ვანკოლიოფი მიიღება ინტრავენურად, სისტემური ინფექციების მკურნალობისთვის.
პაციენტის თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში 1გ ვანკომიცინის მრავლობითი დოზების ინტრავენური ინფუზია (15მგ/კგ) 60 წუთის განმავლობაში იძლევა პლაზმაში საშუალოდ 50-60მგ/ლ, 20-25მგ/ლ და 5-10მგ/ლ კონცენტრაციას მაშინვე და ინფუზიის დასურლებიდან 2 და 11 საათის შემდეგ. მრავლობითი დოზების შემდეგ პლაზმაში არსებული დონე იგივეა რაც ერთჯერადი დოზის გამოყენებისას.
განაწილება
განაწილების მოცულობა საშალოდ 60ლ/1.73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე. შრატში ვანკომიცინის 10-100მგ/კ კონცენტრაციისას პლაზმის ცილებთან პრეპარატის კავშირი ულტრაფილტრაციით გაზომვისას დაახლოებით შეადგენს 30-55%-ს. ვანკომიცინი ნაწილდება პლაცენტაში და ჭიპლარის სისხლში. არაანთებად მენინგეალურ გარსებში, ვანკომიცინი მცირე რაოდენობით აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია
პრეპარატი ძალიან მცირედ მეტაბოლიზდება. პარენტერული გამოეყნების შემდეგ თითქმის სრულად გამოიყოფა მიკრობიოლოგიუად აქტიური ნივთიერების სახით (დააახლოებით 75-90% 24 საათში) გორგლოვანი ფილტრაციით, თირკმლით.
ელიმინაცია
ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში შეადგენს 4-6 საათს და 2.2-3 საათს ბავშვებში. პლაზმიდან კლირენსი დაახლოებით შეადგენს 0.058ლ/კგ-ს, თირკმლით კლირენსი კი 0.048ლ/კგ/სთ-ს. პირველი 24 საათის განმავლობაში ვანკომიცინის მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში, გორგლოვანი ფილტრაციით. თირკმლის დისფუნქცია ვანკომიცინის ექსკრეციას ახანგრძლიევბს. ანეფრულ პაციენტებში, საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7.5 დღეს. ვანკომიცინით თერაპიის ოტოტოქსიკურობის გამო, ამ შემთხვევებში ნაჩვენებია პლაზმაში თერაპიის დამხმარე მონიტორინგი.
ბილიარული ექსკრეცია უმნიშვნელოა (დოზის 5%-ზე ნაკლები).
მიუხედავად იმისა, რომ ვანკომიცინი ეფექტურად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით, ჰემოპერფუზიის და ჰემოფილტრაციისას აღწერილია კლირენსის ზრდა.
ხაზოვნება/არახაზოვნება
ვანკომიცინის კონცენტრაცია თანდათან იზრდება დოზის მატების პროპორციულად. პლაზმაში კონცენტრაცია მრავლობითი დოზირების დროს მსგავსია ერთჯეადი დოზის მიღების.
სპეციფიკური ჯგუვების დახასიათება
თირკმლის დაზიანება
ვანკომიცინი ძირითადად გამოიყოფა გორგლოვნაი ფილტრაციით. თირკმლის დაზიანებული ფუნქციის მქონე პაციეტნებში ვანკომიცინის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია და ორგანიზმიდან ტოტალური კლირენსი შემცირებულია. შედეგად საჭიროა ოპტიმალური დოზის გამოთვლა, დოზა უნდა გამოითვალოს რეკომენდაციების მიხედვით, რომლებიც მოცემულია პარაგრაფში <<დოზირება და გამოყენების მეთოდი>>.
ღვიძლის დაზიანება
ვანკოლიფის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ იცვლება.
ორსული ქალები
ორსულ ქალებში თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება საჭირო იყოს დოზის მნიშვნელოვნად გაზრდა (იხილეთ განყოფილება „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
ჭარბწონიანი პაციენტები
ვანკომიცინის განაწილება შეიძლება შეიცვალოს, ჭარბწონიან პაციენტებში განაწილების მოცულობის, თირკმლის კლირენსის ზრდის და პლაზმის ცილებთნ შესაძლო კავშირის გამო. ამ პოპულაციაში შრატში ვანკომიცინის კონცენტრაცია ჯანმრთელ მოზრდილ მამაკაცებში იყო მოსალოდნელზე მაღალი (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“).
პედიატრული პოპულაცია
დროულ და დღენაკლულ ახალშობილებში ვანკოლიოფის ფკ ხასიათდება ფართო ინდივიდუალური ვარიაბელობით. ახალშბილებში ინტრავენური გამოყენების შემდეგ, ვანკომიცინის განაწილების მოცულობა მოზრდილების მსგავსად ვარირებს 0.38 და0.97 ლ/კგ-ს შორის, კლირენსი ვარირებს 0.63 და 1.4 მლ/კგ.წთ-ს შორის. ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 3,5-10 საათს შორის და უფრო ხანგრძლივია ვიდრე მოზრდილებში, ასახავს ახალშობილებში კლირენსის შემცირებას.
ჩვილებში და უფროსი ასაკის ბავშვებში განაწილების მოცულობა ვარირებს 0.26-1.05ლ/კგ-ს შორის, კლირენსი ვარირებს 0.33-1.87 მლ/კგ/წთ შორის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ვანკოლიოფი
1000 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატისთვის
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
ვანკომიცინი
ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისთვის
თეთრიდან ღია ყავისფერფრამდე სტერილური ფხვნილი
შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შეიცავს 1000000სე ვანკომიცინის ეკვივალენტურ, 1000მგ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს .
ექსციპიენტების სია
არ გააჩნია
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალებები, ინტრავენური გამოყენებისთვის, ათქ კოდი: J01XA01

თერაპიული ჩვენება
ვანკოლიოფი ნაჩვენებია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ იხილეთ ნაწილები „დოზირება და მიღების წესი, სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას და ფარმაკოდინამიკური თვისებები“).:
- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
- ძვლის და სახსრების ინფექციები
- არაჰოსპიტალური პნევმონია
- ჰოსპიტალური პნევმონია, ხელოვნურ ვენტილაციასთან დაკავშირებული პნევმონიის ჩათვლით
- ინფექციური ენდოკარდიტი
ვანკოლიოფი აგრეთვე ნაჩვენებია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, პერიოპერაციული ანტიბაქტერიული პროფილაქტიკისთვის, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ბაქტერიული ენდოკარტიდის მაღალი რისკი, მასშტაბური ქირურგიული პროცედურებისას.
გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალური რეკომენდაციები.
დოზირება და გამოყენება
დოზირება
როდესაც დასაშვებია, ვანმომიცინი უნდა გამოიყენონ სხვა ანტიბაქტერიულ აგენტებთან კომბინაციაში.
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის აღდგენის და განზავების შემდეგ.
საწყისი დოზა უნდა ეფუძნებოდეს სხეულის საერთო წონას. შემდგომი დოზის კორექტირება უნდა მოხდეს შრატის კონცენტრაციებზე დაყრდნობით, რათა მიღწეულ იქნას სამიზნე თერაპიული კონცენტრაციები. შემდგომი დოზებისა და მიღების ინტერვალების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქცია.
12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები
რეკომენდებული დოზაა 15-დან 20 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 8-12 საათში (არაუმეტეს 2 გ-ისა თითო დოზაზე).
მძიმე პაციენტებში, შრატში ვანკომიცინის სამიზნე მინიმალური კონცენტრაციის სწრაფად მიღწევის ხელშესაწყობად, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის წონის 25-30 მგ/კგ დატვირთვის დოზა.
ჩვილები და ერთი თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზაა 10-15მგ/კგ სხეულის წონაზე, 6 საათში ერთხელ (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
ტერმინი ახალშობილები (დაბადებიდან 27 დღემდე) და დღენაკლული ახალშობილები (დაბადებიდან მოსალოდნელი დაბადების თარიღამდე პლიუს 27 დღე)
ახალშობილების დოზირების რეჟიმის დადგენისთვის უნდა გაითვალისწინონ ექიმის რჩევა, რომელსაც აქვს ახალშბილების მენეჯმენტის გამოცდილება. ახალშობილებში ვანკომიცინის დოზირების ერთი შესაძლო გზა მოცემულია შემდეგ ცხრილში (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“):
პმა (კვირები)
დოზა (მგ/კგ)
გამოყენების ინტერვალი (სთ)
<29
15
24
29-35
15
12
>35
15
8
პმა: პოსტ-მენსტრუალური ასაკი [დრო გასული ბოლო მენსტრუალური პერიოდის პირველი დღიდან და დაბადებიდან (გესტაციური ასაკი) პლიუს დრო დაბადების შემდეგ (პოსტ-ნატალური ასაკი) ]
ბაქტერიული ენდოკარდიტის პერი-ოპერაციული პროფილაქტიკა ყველა ასაკობრივ ჯგუფში
რეკომენდებული დოზაა საწყისი დოზა 15მგ/კგ ანესთეზიამდე. ოპერაციის ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება საჭირო იყოს ვანკომიცინის მეორე დოზა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა მოცემულია ქვემო ცხრილში. ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობის შერჩევა უნდა მოხდეს ინფექციის ტიპის და სიმწვავის და ინდივიდუალური კლინიკური პასუხის მიხედვით.
ჩვენება
მკურნალობის ხანგრძივობა
კანის და რბილი ქსობილების გართულებული ინფექციები
- არა-მანეკროზებელი
7 -14 დღე
- მანეკროზებელი
4 - 6 კვირა*
ძვლის და სახსრების ინფექციები
4 - 6 კვირა**
საზოგადოებაში შეძენილი პნვმონია
7 - 14 დღე
საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია, ვენტილააიცასთან დაკავშირებული პნევმონიის ჩათვლით
7 - 14 დღე
ინფექციური ენდოკარდიტი
4 - 6 კვირა***
- გააგრძელეთ ჭრილობის შემდგომი დამუშავების საჭიროებამდე, პაციენტის კლინიკურ გაუმჯობესებამდე და 48-72 საათის განმავლობაში ცხელების არ არსებობამდე.
- *სახსრის პროთეზების ინფექციებისთვის უნდა გაითვალისწინონ ორალური სუპრესილი მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსები
- **კომბინირებული თერაპიის ხანგრძლივობა და საჭიროება დაფუძნებულია სარქველის ტიპზე და ორგანიზმზე.
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები
ასაკთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შემცირების გამო, შეიძლება საჭირო იყოს უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზები.
თირკმლის დაზიანება
თირკმლის დაზიანების მქონე მოზრდილებში და პედიატრული ასაკის პაციენტებში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საწყის დოზას და შემდეგ შრატში ვანკომიცინის დონის განსაზღვრას და არა დოზირების რეჟიმის სქემებს, განსაკუთრბეით თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და იმ პირებში, რომლებსაც უტარდებათ თირკმლის ტრანსპლანტაციის თერაპია (თტთ) მრავალი სხვადასხვა ფაქტორის გამო, რამაც შეიძლება იმოქმედოს ვანკომიცინის დონეზე.
თირკმლის მსუბუქი ან საშალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, საწყისი დოზა არ უნდა შემცირდეს. თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, სასურველია გამოყენების ინტერვალის გახანგრძლივება და არა უფრო დაბალი სადღეღამისო დოზის მიღება.
უნდა გაითვალისიწნონ სამედიცინო პროდუქტების მიღება, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ვანკომიცინის კლირენსი და/ან გააძლიეროს მისი არასასურველი ეფექტები (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
ვანკოლიოფი სუსტად დიალიზდება შუალედური ჰემოდიალიზით. თუმცა high-flux მემბანების გამოყენება და თირკმლის ტრანსპლანტატის მკურნალობა ზრდის ვანკომიცინის კლირენსს დ ჩვეულებრივ საჭროებს ჩამანაცვლებელ დოზირებას (ჩვეულებრივ ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ, შუალედური ჰემოდიალიზის შემთხვევაში).
მოზრდილები
მოზრდილ პაციენტებში დოზის ცვლილება შეიძლება დაფუძნებული იყოს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფეზე (გფს) რაც დადგენილა შემდეგი ფორმულით
მამაკაცები: (წონა (კგ) x 140 - ასაკი (წლები)))/ 72 x შრატში კრეატინინი (მგ/დლ))
ქალები: 0.85 x ზემოაღნიშნული ფორმულით გამოთვლილი მნიშვნელობა.
მოზრდილ პაციენტებში ჩვეული საწყისი დოზაა 15-20მგ/კგ, რომელიც შეიძება მიიღონ 24 საათში ერთხელ, პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსიც 20-49მლ/წთ-ს შეადგენს. თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 20მლ/წთ-ზე ნაკლები) ან იმ პირებში, რომლებსაც უტარდებათ თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, დოზირების დრო და რაოდნეობა ფართოდ დამოკიდებულია RRT-ს მოდალობაზე და დაფუძნებული უნდა იყოს შრატში ვანკომიცინის დონეზე და თირკმლის რეზიდუალურ ფუნქციაზე. კლინიკური სიტუაციის მიხედვით უნდა გაითვალისწინონ შემდგომი დოზის შეჩერება ვანკომიცინის დონის შედეგების მიღებამდე.
კრიტიკულად დაავადებულ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინტებში, საწყისი დატვირთვის დოზა (25-30მგ/კგ), არ უნდა შემცირდეს.
პედიატრული პოპულაცია
1 წლის და უფროსი ასაკის პედიატრულ პაციეტნებში, დოზის ცვლილება უნდა მოხდეს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფის (გფს) მიხედვით, რაც დადგენილია შვარცის ფორმულით:
გფს (მლ/წთ/1.73მ2) = (სიმაღლე სმ x 0.413)/შრატში კრეატინინი (მგ/დლ)
გფს (მლ/წთ/1.73მ2) = (სიმაღლე სმ x 36.2)/ შრატში კრეატინინი (µმოლ/ლ)
ახალშობილების და 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის, საჭიროა ექსპერტის რჩევა და შვარცის ფორმულა არ გამოდგება.
პედიატრული პოპულაციისთვის დოზირების ორიენტაციის რეკომენდაციები მოცემულია ქვემო ცხრილში, რომლის პრინციპებიც ისეთივეა როგორიც მოზრდილი პაციენტების.
გფს (მლ/წთ/1.73 მ2)
IV დოზა
სიხშირე
50-30
15 მგ/კგ
12 საათში ერთხელ
29-10
15 მგ/კგ
24 საათში ერთხელ
<10
10-15 მგ/კგ
ხელახალი დოზირება დონის საფუძველზე *
შუალედური ჰემოდიალიზი
პერიტონეალური დიალიზი
თირკმლის მუდმივი ჩამანაცვლებითი თერაპია
15 მგ/კგ
ხელახალი დოზირება დონის საფუძველზე *
- შემდგომი დოზის დრო და რაოდენობა ფართოდ დამოკიდებულია RRT სახეობებზე და უნდა მოხდეს შრატში ვანკომიცინის დოზირებამდე დადგენილი დონის და რეზიდუალური თირკმლის ფუნქციის მიხედვით. კლინიკური სიტუაციის მიხედით უნდა გაითვალისწინონ შემდგომი დოზის შეჩერება ვანკომიცნის დონის შედეგების მიღებამდე.
ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
ორსულობა
ორსულ ქალებში შრატში თერაპიული კონცენტრაციების მისაღწევად შეიძლება საჭირო იყოს დოზის მნიშვნელოვანი ზრდა (იხილეთ განყოფილება „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
ჭარბწონიანი პაციენტები
ჭარბზონიან პაციენტებში საწყისი დოზის ადაპტაცია უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ორგანიზმის წონის მიხედვით, როგორც ნორმალური წონის პაციენტებში.
შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი
თერაპიული პრეპარატის მონიტორინგის სიხშირე უნდა იყოს ინდივიდუალური, კლინიკური სიტუაციის და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, შეიძლება მოხდეს ყოველდღე ნიმუშის აღება, რაც საჭიროა ზოგიერთ ჰემოდინამიკურად არასტაბილურ პაციენტში, კვირაში ერთხელ ნიმუშის აღება შეიძლება საჭირო იყოს სტაბილურ პაცენტებში, რაც აჩვენებს მკურნალობაზე პასუხს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციეტნებში, შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი, საჭროა მკურნალობის მეორე დღეს, შემდეგი დოზის გამოყენებამდე.
პაციეტნებში, რომლებსაც უტარდებათ შუალედური ჰემოდიალიზი, ვანკომიცინის დონე ჩვეულებრივ უნდა განისაზღვროს ჰემოდიალიზის სეანსის დაწყებამდე.
სისხლში ვანკომიცინის დონე (მინიმალური) ჩვეულებრივ უნდა იყოს 10-20მგ/ლ, ინფექციის ადგილის და პათგენების მგრძნობელობის მიხედვით. 15-20მგ/ლ დონე ჩვეულებრივ რეკომენდებულია კლინიკური ლაბორატორიების მიერ მგრძნობიარედ მიჩნეული პათოგენების დასაფარად, რომელთა მმკ >1 მგ/ლ-ს შეადგენს (იხილეთ განყოფილებები „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
მოდელზე დაფუძნებული მეთოდები შეიძლება სასარგებლო იყოს ინდივიდუალური დოზის საჭიროებების განსაზღვრისთვის ადექვატური AUC-ს მისაღწევად. მოდელზე დაფუძნებული მიდგომა შეიძლება გამოიყენონ ინდივიდუალური საწყისი დოზის გამოთვლისთვის და დოზის ცვლილებისთვის TDM შედეგების საფუძველზე.
გამოყენების მეთოდი:
მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის, აღდგენის და განზავების შემდეგ.
ინტრავენურად ვანკომიცინი ჩვეულებრივ გამოიყენება შუალედური ინფუზიის სახით, ამ პარაგრაფში ინტარვენური გამოყენებისთვის მოწოდებული დოზირების რეკომენდაციები შეესაბამება გამოყენების ტიპს.
ვანკოლიოფის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით, მინიმუმ ერთი საათის ხანგრძივობით ან მაქსიმუმ 10მგ/წთ სისწრაფით (რომელიც უფრო ხანგრძლივია) და რომელიც საკმარისად განზავებულია (მინიმიუმ 1000მლ, 500მგ-ზე ან 200მლ, 1000მგ-ზე) (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
პაციენტებმა, რომლებმაც სითხის მიღება უნდა შეზღუდონ, აგრეთვე შეიძლება მიიღონ 500მგ/50მლ ან 1000მგ/1000მლ ხსნარი, თუმცა ინფუზიასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტების სისწრაფე შეიძლება გაიზარდოს, მაღალი კონცენტრაციისას.
ვანკომიცინის უწყვეტი ინფუზია შეიძლება გაითვალისწინონ პაციენტებში, რომლებშიც ვანკომიცინის კლირენსი არასტაბილურია.
ხსნარის მომზადების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მოხმარებისთვის“.
ვანკომიცინის უწყვეტი ინფუზია შეიძლება განიხილებოდეს, მაგალითად, ვანკომიცინის არასტაბილური კლირენსის მქონე პაციენტებში.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.
ვანკოლიოფი არ უნდა შეიყვანონ კუნთში, ადგილობრივად ნეკროზის რისკის გამო.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია ფლებიტი, ფსევდო-ალერგიული რეაქციები და სხეულის ზედა ნაწილის სიწითლე („წითელი კისრის სინდრომი“) ძალიან სწრაფი ინტრავენური ინფუზიის დროს.
ვანკომიცინით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (იხილეთ განყოფილება „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
გვერდითი რეაქციების ცხრილი
სიხშირის ყოველ ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია კლებადი სიმწვავით
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები განსაზღვრულია MedDRA კონვენციის და ორგანოთა სისტემის კლასის მონაცემთა ბაზის მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 - < 1/10); ნაკლებად ხშირი (≥ 1/1,000 - < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000 -< 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
გვერდითი რეაქცია
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
იშვიათი
შექცევადი ნეიტროპენია1, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები:
იშვიათი
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები2
ყურის და ლაბირინთული დარღვევები:
ნაკლებად ხშირი:
სმენის ტრანზიტორული ან პერმანენტული დაკარგვა4
იშვიათი:
ვერტიგო, ტინიტუსი3, თავბრუსხვევა
გულის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი
გულის გაჩერება
სისხლძარღვოვანი დარღვევები:
ხშირი
სისხლის წნევის დაქვეითება
იშვიათი
ვასკულიტი
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები
ხშირი
დისპნოე, სტრიდორი
გასტროინტესტინური დარღვევები:
იშვიათი
გულისრევა
ძალიან იშვიათი
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
უცნობია
ღენიება, დიარეა
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
ხშირი
სხეულის ზედა ნაწილის სიწითლე („წითელი კაცის სინდრომი“), ეგზანთემა და ლორწოვანის ანთება, ქავილი, ურტიკარია
ძალიან იშვიათი
ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), ხაზოვანი IgA ბულოზური დერმატოზი
უცნობია
ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები (DRESS სინდრომი)
AGEP (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
თირკმლის და შარდის დარღვევები:
ხშირი
თირკმლის უკმარისობა, რომელიც გამოვლინდება ძირითადად შრატში კრეატინინის დონის და შარდოვანას მომატებით
იშვიათი
ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა
უცნობია
მწვავე მილაკოვანი ნეკროზი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას:
ხშირი
ფლებიტი, სხეულის ზედა ნაწილის და სახის სიწითლე
იშვიათი
პრეპარატით გამოწვეული ცხელება, კანკალი, გულმკერდის და ზურგის კუნთების ტკივილი და სპაზმები
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა:
1შექცევადი ნეიტროპენია, ჩვეულებრივ იწყება ინტრავენური თერაპიიდან ერთი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ან 25გ-ზე მეტი საერთო დოზირებისას.
2სწრაფი ინფუზიის განმავლობაში ან მისი დასრულებიდან მოკლე პერიოდში, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია, ქოშინის ჩათვლით. რეაქციები სუსტდება გამოყენების შეწყვეტისას, ჩვეულებრივ 20 წუთის - 2 საათის განმავლობაში. ვანკომიცინის ინფუზია უნდა განხორციელდეს ნელა (იხილეთ განყოფილებები „დოზირება და მიღების წესი“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“). კუნთში ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ნეკროზი.
3ტინიტუსი, რომელიც შესაძლოა წინ უძღოდეს სიყრუეს უნდა განიხილონ, როგორც მკურნალიობის შეწყვეტის ჩვენება.
4ოტოტოქსიკურობა ძირითადად აღწერილია მაღალი დოზის გამოყენებისას ან სხვა ოტოტოქსიკური პროდუქტების მიღებისას, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები ან იმ პირებში, რომლებშიც უკვე შემცირებულია თირკმლის ფუნქცია ან სმენა.
პედიატრული პოპულაცია
უსაფრთხოების პროფილი ჩვეულებრივ შეთავსებადია ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში. ნეფროტოქსიკურობა აღწერილია ბავშვებში, განსაკუთრებით სხვა ნეფროტოქსიკური აგენტების გამოყენებისას, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შეტყობინებას, თხოვენ ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
შესაძლებელია სერიოზული და იშვიათად ფატალური მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (იხილეთ ნაწილები „უკუჩვენებები“ და „არასასურველი მოვლენები“). მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში, ვანკომიცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა მიიღონ ადექვატური გადაუდებელი ზომები.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ვანკომიცინს ან პარალელურად იყენებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი, რეგულარულად საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი. ყველა პაციენტს, რომელიც იღებს ვანკომიცინს, პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ჰემატოლოგიური კვლევები, შარდის ანალიზი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური ტესტები.
ვანკოლიოფი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თეიკოპლანინზე ალერგიული რეაქცია, რადგან შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა, ფატალური ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი
ვანკომიცინს გააჩნია შეზღუდული ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი, მოქმედებს გრამ-დადებით ორგანიზმებზე. ერთჯერადი აგენტის სახით გამოყენებისთვის არ გამოდგება ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს თუ პათოგენი დადასტურებული არ არის და ცნობილი არ არის ან არ არსებობს ვარაუდი, რომ პათოგენების უმრავლესობა მგრძნობიარეა ვანკომიცინის მიმართ.
ვანკომიცინის რაციონალური გამოყენებისთვის უნდა გაითვალისწინონ მოქმედების ბაქტერიული სპექტრი, უსაფრთხოების პროფილი და სტანდრტული ანტიბაქტერიული თერაპიის შესაბამისობა, ინდივიდუალური პაციენტისთვის.
ოტოტოქსიკურობა
ოტოტოქსიკურობა, რომელიც შეიძლება იყოს ტრანზიტორული ან პერმანენტული (იხილეთ განყოფილება „არასასურველი მოვლენები“), აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ სიყრუე, მიიღეს ჭარბი ინტრავენური დოზა, ან რომლებიც იღებდნენ სხვა ოტოტოქსიკურ აქტიურ ნივთიერებასაც, როგორიცაა ამინოგლიკოზიდი. ვანკომიცინის გამოყენება ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ სმენის დაქვეითება. სიყრუეს შეიძლება წინ უძღოდეს ტინიტუსი. სხვა ანტიბიოტიკების გამოცდილება მიუთთებს, რომ სიყრუე შეიძლება პროგრესული იყოს მკურნალობის შეწყვეტის მიუხედავად. ოტოტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად, პერიოდულად უნდა განისაზღვროს სისხლში დონე და რეკომენდებულია სმენის ფუნქციის პერიოდული შემოწმება.
ხანდაზმულები, განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან სმენის დაზიანებისკენ. ვესტიბულური და აუდიტორული ფუნქციის მონიტორინგი ხანდაზმულებში უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმავლობაში და მის შემდეგ. სხვა ოტოტოქსიკური პრეპარატების თანმხლებ ან შემდგომ გამოყენებას უნდა მოერიდონ.
ხანდაზმულები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან სმენის დაზიანებისკენ. მკურნალობის დროს და მის შემდეგ ხანდაზმულებში უნდა ჩატარდეს ვესტიბულური და სმენითი ფუნქციების მონიტორინგი. თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ოტოტოქსიკური ნივთიერებების ერთდროული ან თანმიმდევრული გამოყენება.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
სწრაფი ნაკადით გამოყენება (მაგ., რამდენიმე წუთის განმავლობაში) შეიძლება დაკავშირებული იყოს ჭარბ ჰიპოტენზიასთან (შოკის და იშვიათად გულის გაჩერების ჩათვლით), ჰისტამინის მსგავს პასუხთან და მაკულოპაპულურ ან ერითემულ გამონაყართან („წითელი კაცის სინდრომი“ ან „წითელი კისრის სინდრომი“). ვანკომიცინის ინფუზია უნდა მოხდეს ნელა, განზავებულ ხსნარში (2.5-5.0მგ/მლ) არა უმეტეს 10მგ/წთ სისწრაფით და არანაკლებ 60 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილონ სწრაფ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები. ინფუზიის შეჩერება ჩვეულებრივ იწვევს ამ რეაქციების სწრაფ შეწყვეტას.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე (ჰიპოტენზია, ალები, ერითემა, ურტიკარია და ქავილი) იზრდება საანესთეზიო საშალებების ერთდროული გამოყენებისას (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“). ეს შეიძლება შემცირდეს ვანკომიცინის მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში ინფუზიით, ანესთეზიის ინდუქციამდე.
კანის მწვავე გვერდითი რეაქციები
ვანკომიცინით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური (იხილეთ განყოფილება „არასასურველი მოვლენები“). ამ რეაქციების უმეტესობა განვითარდა ვანკომიცინით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და რვა კვირამდე პერიოდში.
დანიშვნის დროს პაციენტებს უნდა ეცნობოთ ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით დააკვირდნენ კანის რეაქციებს. თუ ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდა, ვანკომიცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განხილულ იქნას ალტერნატიული მკურნალობა. თუ პაციენტს ვანკომიცინის გამოყენებისას განუვითარდა SCAR, ვანკომიცინით მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს.
გამოყენების ადგილთან დაკავშირებული რეაქციები
პაციენტებში, რომლებიც ვანკომიცინს იღებენ ინტრავენურად, შეიძლება განვითარდეს ტკივილი და თრომბოფლებიტი, ზოგჯერ მწვავე. თრომბოფლებიტის სიხშირის და სიმწვავის მინიმალიზაცია შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის ნელა, განზავებული ხსნარის სახით გამოყენებით (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“) და ინფუზიის ადგილების რეგულარული ცვლილებით.
ვანკომიცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ინტრათეკალური, ინტრალუმბური და ინტრავენტრიკულური გამოყენებისთვის.
ვანკომიცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ინტრათეკალური, მალთაშორისი და ინტრავენტრიკულური შეყვანისთვის დადგენილი არ არის.
ნეფროტოქსიკურობა
ვანკომიცინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, ანურიის ჩათვლით, რადგან სისხლში მაღალი კონცენტრაციის გახანგრძივებისას, ბევრად მეტია ტოქსიკური ეფექტების შესაძლებლობა. ტოქსიკურობის რისკი იზრდება სისხლში მაღალი კონცენტრაციის ან გახანგრძლივებული თერაპიისას.
ვანკომიცინის სისხლში დონის რეგულარული მონიტორინგი ნაჩვენებია მაღალი დოზებით თერაპიის და ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით თირკმლის დისფუნქციის ან სმენის დაქვეითების მქონე პაციენტებში, ასევე ნეფროტოქსიკური ან ოტოტოქსიური ნივთიერებების ერთდროული მიღებისას, შესაბამისად (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
თვალის მხრივ დარღვევები
ვანკომიცინი არ არის დამტკიცებული კამერაში ან ვიტრეალურ ღრუში გამოყენებისთვის, მათ შორის ენდოფთალმიტის პროფილაქტიკისთვის.
ჰემორაგიული ოკლუზიური ბადურას ვასკულიტი (HORV), მათ შორის მხედველობის მუდმივი დაკარგვა, დაფიქსირდა ცალკეულ შემთხვევებში ვანკომიცინის კამერაში ან ვიტრეალურ ღრუში გამოყენების შემდეგ კატარაქტის ოპერაციის დროს ან მის შემდეგ.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიული პოპულაციისთვის, განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ინტრავენური დოზირების ამჟამინდელმა რეკომენდაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ვანკომიცინის სუბთერაპიული დონეები ბავშვების მნიშვნელოვან რაოდენობაში. თუმცა, ვანკომიცინის გაზრდილი დოზის უსაფრთხოება სათანადოდ არ არის შეფასებული და ზოგადად არ შეიძლება რეკომენდებული იყოს 60 მგ/კგ/დღეში უფრო მაღალი დოზები.
ვანკომიცინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დღენაკლულ ახალშობილებსა და მცირეწლოვან ჩვილებში, მათი თირკმლის მოუმწიფებლობის და ვანკომიცინის შრატისმიერი კონცენტრაციის შესაძლო ზრდის გამო. ამიტომ, ამ ბავშვებში ვანკომიცინის სისხლში კონცენტრაცია ფრთხილად უნდა იქნას შეფასებული. ვანკომიცინისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული მიღება ბავშვებში დაკავშირებულია ერითემასთან და ჰისტამინის მსგავს სიწითლესთან. ანალოგიურად, ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., იბუპროფენი ღია არტერიული სადინრის დასახურად) ან ამფოტერიცინ B ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია ნეფროტოქსიკურობის გაზრდილ რისკთან (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“) და შესაბამისად, ნაჩვენებია ვანკომიცინის შრატის დონისა და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი მონიტორინგი.
გამოყენება ხანდაზმულებში
ასაკთან ერთად, გლომერული ფილტრაციის ბუნებრივმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მომატება თუ დოზა შეცვლილი არ არის (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“).
ურთიერთქმედება საანესთეზიო საშუალებებთან
ანესთეზიით გამოწვეული მიოკარდიალური დეპრესია, შეიძლება გაძლიერდეს ვანკომიცინის გამოყენების გამო. ანესთეზიის დროს დოზა კარგად უნდა განზავდეს და გამოყენება უნდა მოხდეს ნელა, გულის ინტენსიური მონიტორინგით. Position changes should be delayed until the infusion is completed to allow for postural adjustment (see section “Interaction with other medicinal products and other forms of interaction”).
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
მძიმე, მუდმივი დიარეის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს (იხილეთ განყოფილება „არასასურველი მოვლენები“). დიარეის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების გამოყენება დაუშვებელია.
სუპერინფექცია
ვანკომიცინის ხანგრძივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. აუცილებელია პაციენტზე ფრთხილი დაკვირვება. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ არის რელევანტური
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ტერატოლოგიური კვლევები ჩატარდა ვირთაგვებში, ადამიანზე 5-ჯერ მეტი და ბოცვრებში ადამიანზე 3-ჯერ მეტი დოზის გამოყენებით, რომლებმაც არ გამოავლინა ნაყოფის დაზიანება ვანკომიცინის გამო. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის პოტენციური ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტები ჩვილებზე, შეფასდა პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენებისას, სერიოზული სტაფილოკოკური ინფექციების დროს, რაც ართულებდა პრეპარატის ინტრავენურ გამოყენებას. ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი აღმოჩენილი იყო ჭიპლარის სისხლში. ვანკომიცინთან დაკავშირებული სენსორონევრული სმენის დაკარგვა ან ნეფროტოქსიკურობა არ აღინიშნა. ერთ ჩვილს, რომლის დედაც მესამე ტრიმესტრში იღებდა ვანკომიცინს, განუვითარდა სმენის გამტარებლობითი დაკარგვა, რაც დაკავშირებული არ იყო ვანკომიცინთან. რადგან ვანკომიცინის გამოყენება ხდებოდა მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრებში, უცნობია იწვევს თუ არა ის ნაყოფის დაზიანებას. ვანკომიცინი ორსულობის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, ნაყოფის ტოქსიკურობის რისკის მინიმალიზაციისთვის საჭროა სისხლში მისი დონის მონიტორინგი. თუმცა აღწერილია, რომ ორსულ პაციენტებში, შეიძლება საჭირო იყოს ვანკომიცინის დოზის მნიშვნელოვანი გაზრდა, შრატში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევისთვის.
ლაქტაცია
ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა ლაქტატში. სიფრთხლეა საჭირო მეძუძურ ქალებში ვანკომიცინის გამოყენებისას. ნაკლებსავარაუდოა, რომ ჩვილი შეიწოვს ვანკომიცინის მნიშვნელოვან რაოდენობას გასტრო-ინტესტინური ტრაქტიდან.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ვანკომიცინის და საანესთეზიო საშუალებების ერთობლივი გამოყენება დაკავშირებულია ერითემასთან, ჰისტამინის მსგავს ალებთან და ანაფილაქტოირუდ რეაქციებთან (იხილეთ განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“)..
არსებობს ცნობები, რომ ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების სიხშირე იზრდება საანესთეზიო საშუალებების ერტდროულად დანიშნვისას. ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ანესთეზიის ინდუქციის წინ ვანკომიცინის 60-წუთიანი ინფუზიის სახით მიღებით. ანესთეზიის დროს მიღებისას, დოზები უნდა განზავდეს 5 მგ/მლ-მდე ან უფრო ნაკლებამდე და შეყვანილი იქნას ნელა, გულისცემის მკაცრი მონიტორინგით. პოზიციის შეცვლა უნდა გადაიდოს ინფუზიის დასრულებამდე, რათა შესაძლებელი იყოს პოსტურალური კორექცია.
სხვა პოტენციურად ოტოტოქსიური ან ნეფროტოქსიური პრეპარატების, როგორიცაა ამფოტერიცინი B, ამინოგლიკოზიდები, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვიომიცინი, ცისპლატინი, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი, მარყუჟოვანი შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ერთდროულმა ან თანმიმდევრულმა სისტემურმა ან ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვანკომიცინის ტოქსიკურობა და მათი მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ისინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და შესაბამისი მონიტორინგით (იხილეთ განყოფილება „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას“).
ვანკომიცინისა და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკის კომბინაციას სინერგიული ეფექტი აქვს Staphylococcus aureus-ის მრავალი შტამის, არაენტეროკოკური ჯგუფის D-სტრეპტოკოკების, ენტეროკოკებისა და Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკების მიმართ.
ვანკომიცინისა და რიფამპიცინის კომბინაციას გააჩნია სინერგიული ეფექტი Staphylococcus epidermidis-ის მიმართ.
ჭარბი დოზირება
გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნებით რეკომენდებულია დამხმარე თერაპია.
ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის დროს ვანკომიცინი სისხლიდან ცუდად გამოიყოფა. ჰემოპერფუზიას Amberlite resin XAD-4-თი გააჩნია შეზღუდული ეფექტი.
სპეციალური გაფრთხილება განადგურებისთვის და სხვა მოხმარებისთვის
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. განთავისუფლდით ყველა გამოუყენებელი შემადგენლისაგან.
ფხვნილის აღდგენა და მიღებული კონცენტრატის განზავება უნდა მოხდეს გამოყენების წინ.
აღდგენილი ხსნარის მომზადება
გამოყენების წინ დაამატეთ 20მლ საინექციო წყალი ფლაკონში. ასეთი სახით აღდგენილ ფლაკონებში წარმოიქმნება 50მგ/მლ ხსნარი. წყალში აღდგენისას იგი იძლევა გამჭვირვალე სხნარს.
აღდგენის შემდეგ სამედიცინო პროდუქტის შენახვის პირობები იხ. განყოფილებაში ,,ვარგისობის ვადა“.
საჭიროა შემდეგი განზავება. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები:
შეყვანის უმჯობესი მეთოდია წყვეტილი ინფუზია. 1 გ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის შემცველი აღდგენილი ხსნარები უნდა განზავდეს მინიმუმ 200მლ 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ხსნარით ან 5%-იანი დექსტროზის ინტრავენური ხსნარით. სასურველი დოზა უნდა შეიყვანოთ ინტრავენური ინფუზიით, მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში. თუ შეჰყავთ უფრო მოკლე დროში ან უფრო მაღალი კონცენტრაციით, თრომბოფლებიტთან ერთად არსებობს გამოხატული ჰიპოტენზიის გამოწვევის შესაძლებლობა. სწრაფმა შეყვანამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალები და კისერსა და მხრებზე, წარმავალი გამონაყარი.
უწყვეტი ინფუზია (უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც წყვეტილი ინფუზია შეუძლებელია). ერთი ან ორი ფლაკონი (1-2 გ) შეიძლება დაემატოს ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ინფუზიის ან 5%-იანი დექსტროზის ინტრავენური ინფუზიის საკმარისად დიდ მოცულობას, რათა სასურველი დღიური დოზა ნელა შეიყვანოთ ინტრავენური წვეთოვანი გზით, 24 საათის განმავლობაში.
რეკომენდებულია კონცენტრაცია, რომელიც არ აღემატება 5 მგ/მლ-ს. სითხის შეზღუდვის საჭიროების მქონე ცალკეულ პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას 10 მგ/მლ-მდე კონცენტრაცია (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების მეთოდი“).
თითოეული დოზა უნდა შეიყვანონ არაუმეტეს 10 მგ/წთ სიჩქარით.
- 9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური ინფუზიით ან 5%-იანი დექსტროზის ინტრავენური ინფუზიით გახსნისა და განზავების შემდეგ, აღდგენილი და განზავებული ხსნარის ოსმოლარობა არის დაახლოებით 270 მოსმ/კგ, ხოლო pH 2.5-დან 4.5-მდე.
განზავებული სამკურნალო პროდუქტის შენახვის პირობებისთვის იხილეთ განყოფილება „ვარგისიანობის ვადა“. გამოყენებამდე გახსნილი და განზავებული ხსნარები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებისა და ფერის შეცვლის საკითხზე. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს.
განადგურება
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შეუთავსებლობა
ვანკომიცინის ხსნარს აქვს დაბალი pH, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ან ფიზიკური არასტაბილურობა, სხვა ნაერთებთან შერევისას. პრეპარატის შერევა დაუშვებელია ტუტოვან ხსნარებთან.
ვანკომიცინის ხსნარის და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ხსნარების ნარევები ფიზიკურად შეუთავსებადია. ნალექის წარმოქმნის ალბათობა იზრდება ვანკომიცინის მაღალი კონცენტრაციებისას. რეკომენდებულია, რომ სათანადოდ გამოირეცხოს ინტრავენური ხაზები, მოცემული ანტიბიოტიკების შეყვანამდე. ასევე რეკომენდებულია ვანკომიცინის ხსნარების განზავება 5მგ/მლ-მდე ან ნაკლებ კონცენტრაციამდეა.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის დამტკიცებული ვანკომიცინის მინისებურ სხეულში ინექცია, ვანკომიცინის და ცეფტაზიდიმის ინტრავიტრალური ინექციის შემდეგ აღინიშნა პრეციპიტაცია, ენდოფტალმიტის სამკურნალოდ სხვადასხვა შპრიცების და ნემსების გამოყენებისას. ნალექი თანდათანობით იხსნებოდა მინისებრი სხეულის სრული გასუფთავებით, ორი თვის მანძილზე და მხედველობის სიმკვეთრის გაუმჯობესებით.
კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
I ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონი, დახურული ნაცრისფერი, ბრომბუტილის რეზინის საცობით და დახუფული თეთრი პლასტმასის დისკის მქონე ალუმინის ხუფით.
მუყაოს კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს, 1000მგ ვანკომიცინით და ერთ ფურცელ-ჩანართს.
შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
გასაყიდად შეფუთული საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის ფხვნილი:
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
სამკურნალო პროდუქტის გახსნის შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ განყოფილება „ვარგისობის ვადა“.
ვარგისობის ვადა
გასაყიდად შეფუთული საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის ფხვნილის ვარგისობის ვადა:
2 წელი.
აღდგენილი კონცენტრატის და განზავებული ხსნარების ვარგისობის ვადა:
აღდგენილი კონცენტრატის და განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას დადასტურებულია 24 საათის განმავლობაში 2°C – 8°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ აღდგენის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, გახსნილი და განზავებული ხსნარები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
Romania
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი №8, ოფისი №7ა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.