პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ვანკოდექსი

VANKODEX

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ვანკომიცინი ამფოტერული გლიკოპეპტიდი ანტიმიკრობული ნივთიერებაა, რომელიც წარმოებულია Nocardia Orientalis (ძველი სახელწოდებაა Streptomyces orientalis) კონკრეტული შტამების ზრდის შედეგად. ის ბაქტერიოციდულია ბევრი გრამდადებითი მიკროორგანიზმისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვანკომიცინი (vancomycin)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
SWISS PARENTERALS LTD, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, გლიკოპეპტიდური ანტიბაქტერიული საშუალებები
ATC კოდი
J01XA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042614
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2024, მოქმედებს 30 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SWISS PARENTERALS LTD (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს “მარკეტინგის და კონსალტინგის ჯგუფი ემ-სი-ჯგუფი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავანკოდექსი და სხვა წამალი ერთად

ვანკოდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვანკომიცინი ამფოტერული გლიკოპეპტიდი ანტიმიკრობული ნივთიერებაა, რომელიც წარმოებულია Nocardia Orientalis (ძველი სახელწოდებაა Streptomyces orientalis) კონკრეტული შტამების ზრდის შედეგად. ის ბაქტერიოციდულია ბევრი გრამდადებითი მიკროორგანიზმისთვის.

ვანკომიცინი ნაჩვენებია პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე გრამდადებითი მიკროორგანიზმებით, რომელთა მკურნალობაც არ შეიძლება სხვა ეფექტური, ნაკლებად ტოქსიკური ანტიმიკრობული პრეპარატებით, როგორიცაა პენიცილინები და ცეფალოსპორინები. რადგანაც ვანკომიცინი არის ანტიბიოტიკი, რომლის მიმართაც სტაფილოკოკის თითქმის ყველა სახეობა მგრძნობიარეა, ის შემონახული უნდა იყოს იმ შემთხვევებისთვის, როცა არსებობს კონკრეტული ჩვენება, რათა შემცირდეს რეზისტენტობის განვითარების შანსი. ვანკომიცინი ერთერთი არჩევის პრეპარატია მეტიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკური ინფექციის დროს.

სტაფილოკოკური ინფექციები:

ვანკომიცინი გამოიყენება მძიმე სტაფილოკოკური ინფექციების სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ ან უშედეგოდ მიიღეს პენიცილინები და ცეფალოსპორინები ან აქვთ ინფექციები, რომლებიც განპირობებულია სხვა ანტიბიოტიკების და მათ შორის მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკებით. ვანკომიცინი წარმატებით გამოიყენება სტაფილოკოკური ენდოკარდიტის სამკურნალოდ და ენდოკარდიტის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების რისკი დენტალური ან ქირურგიული პროცედურის ჩატარებისას. მისი სარგებელი დადასტურებულია სტაფილოკოკებით განპირობებული სხვა ინფექციების დროს, როგორიცაა ოსტეომიელიტი, პნევმონია, სეპტიცემია და რბილი ქსოვილების ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ინტრავენური ინფუზიისთვის და არა კუნთში გამოყენებისათვის.

მოზრდილები:

ინტრავენურად: ჩვეულებრივ, მოზრდილებში ინტრავენური დოზაა 500 მგ ყოველ ექვს საათში ან 1 გ ყოველ თორმეტ საათში, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, 5% დექსტროზა. თითოეული დოზა მიღებული უნდა იყოს არაუმეტეს 10 მგ/წთ-ისა.

სტაფილოკოკურ ინფექციებზე პასუხი ჩვეულებრივ არის 48-72 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციების ტიპზე და სიმძიმეზე და პაციენტის პასუხზე. ბაქტერიული ენდოკარდიტისთვის ზოგადად მიღებული რეჟიმია 500 მგ ვანკომიცინი ინტრავენურად ყოველ ექვს საათში მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინირებულად.

შრატის დონის თერაპიული დიაპაზონი: მრავლობითი ინტრავენური დოზის შემდეგ, შრატის პიკური კონცენტრაცია, გაზომილი ინფუზიის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ, არის 18-26 მგ/ლ. მინიმალური დონე, რომელიც იზომება ზუსტად შემდეგი დოზის მიღებამდე, უნდა იყოს 5-10 მგ/ლ. ოტოტოქსიკურობა უკავშირდება შრატში 80-100 მგ/ლ დონეს, მაგრამ იშვიათად ვლინდება, როცა შრატში დონე შენარჩუნებულია 30 მგ/ლ-მდე.

პედიატრია:

ინტრავენურად: ჩვეულებრივ ინტრავენური დოზა 10 მგ/კგ თითო მიღებისას 6 საათიანი ინტერვალებით (საერთო დღიური დოზა 40 მგ/კგ სხეულის წონაზე). თითოეული დოზა მიღებული უნდა იყოს მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში. ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში საერთო დღიური დოზა შეიძლება უფრო მცირე იყოს. შემოთავაზებულია 15 მგ/კგ საწყისი დოზა, რომელსაც მოსდევს 10 მგ/კგ ყოველ 12 საათში სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში და ყოველ 8 საათში ამის შემდეგ, ერთი თვის ასაკამდე. ამ პაციენტებში გამართლებულია შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის ყურადღებით კონტროლი.

გერიატრია:

ოტოტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის გამო ვანკომიცინი გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით თირკმლის უკმარისობის ან სმენის დაკარგვის ანამნეზის მქონე პაციენტებში. ხანდაზმულები არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს შრატში მისი დონის მიხედვით. სისხლში დონის მონიტორინგი და თირკმლის ფუნქციური ტესტები უნდა ჩატარდეს რეგულარულად. ხანდაზმულები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან სმენითი დაზიანების მიმართ და უნდა ჩაუტარდეთ სმენითი ფუნქციის სერიული გამოკვლევები, თუ ასაკი აღემატება 60 წელს. თავიდან უნდა იყოს აცილებული სხვა ნეიროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული ან თანმიმდევრობით გამოყენება.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში: თირკმლი ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის დოზირების რეჟიმი უნდა შეიცვალოს თირკმლის უკმარისობის ხარისხის, ინფექციის სიმძიმის, გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძობელობის და შრატში პრეპარატის კონცენტრაციების მიხედვით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შემოთავაზებული საწყისი დოზაა 15 მგ/კგ და შემდეგი დოზები დამოკიდებულია ძირითადად თირკმლის ფუნქციაზე და შრატში წამლის კონცენტრაციებზე.

წამლის აკუმულაცია შეიძლება მოხდეს გახანგრძლივებული თერაპიის შემთხვევაში და საჭიროა შრატში პრეპარატის დონის რეგულარული მონიტორინგი.

ანეფრულ პაციენტმა უნდა მიიღოს დამტვირთავი დოზა 15 მგ/კგ სხეულის წონაზე და შემდეგში 1,9მგ/კგ/24სთ. რადგანაც ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზები 250 მგ-1 გ შეესაბამება თირკმლის შესამჩნევი უკმარისობის მქონე პაციენტებს, დოზის მიღება უნდა მოხდეს რამდენიმე დღეში ერთხელ და არა ყოველ დღე. ანურიის შემთხვევაში რეკომენდებულია 1 გ ყოველ 7-10 დღეში.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, პრეპარატი მნიშვნელოვნად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. 1 გ ვანკომიცინი შვიდ დღეში ერთხელ ქმნის სისხლში ეფექტურ დონეს. შრატის დონე უნდა გაკონტროლდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული პრეპარატის აკუმულაცია და ამით განპირობებული ტოქსიკურობა. შრატში ნახევარდაშლის პერიოდია 120-216 საათი.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ პერიტონეული დიალიზი, ვანკომიცინის ნახევარდაშლის პერიოდია დაახლოებით 18 საათი. პერიტონეული დიალიზის დროს, შრატში დონის შეუსაბამო შემცირების პრევენციისთვის შეიძლება ვანკომიცინის დამატება დიალიზატისთვის 25 მიკროგრამის ოდენობით თითოეულ მლ-ზე.

უკუჩვენებები

ვანკომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ვანკომიცინი ძალიან აღიზიანებს ქსოვილს და იწვევს საინექციო ადგილის ნეკროზს კუნთში გამოყენების შემთხვევაში. ვანკომიცინის მიღების დროს ბევრ პაციენტს აღენიშნება ტკივილი და თრომბოფლებიტი, რაც ზოგ შემთხვევაში მძიმეა. თრომბოფლებიტის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს, თუ პრეპარატი გამოყენებული იქნება განზავებული ხსნარის სახით (2,5-5 მგ/მლ) 5% დექსტროზაში ან ნორმალურ ფიზიოლოგიურ 0,9% ხსნარში და თუ ინექციის ადგილი რეგულარულად იქნება შეცვლილი.

ყველა პაციენტს, რომელიც იღებს ვანკომიცინს, პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ჰემატოლოგიური გამოკვლევები, შარდის ანალიზი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური ტესტები.

საანესთეზიო საშუალებით განპირობებული მიოკარდიუმის დეპრესია შეიძლება გაძლიერდეს ვანკომიცინით. ანესთეზიის დროს დოზები უნდა იყოს განზავებული და მიღება უნდა მოხდეს ნელა, გულის მონიტორინგით. პოზიციის ცვლილება უნდა გადაიდოს ინფუზიის დასრულებამდე, რათა მოხდეს სხეულის მდებარეობით განპირობებული შესწორება.

გაფრთხილებები: პერიოდული მძიმე ჰიპოტენზიის გართულებები (შოკის და იშვიათად გულის გაჩერების ჩათვლით), ჰისტამინის მსგავსი პასუხები და მაკულოპაპულური ან ერითემატოზული გამონაყარი ("წითელი კაცის სინდრომი" ან "წითელი კისრის სინდრომი") მოიაზრება, რომ დაკავშირებულია ინფუზიის სიჩქარესთან. ვანკომიცინი ინფუზირებული უნდა იყოს განზავებული ხსნარის სახით არაუმეტეს 10 მგ/წთ სიჩქარით, რათა თავიდან იყოს აცილებული სწრაფ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები. ინფუზიის შეწყვეტა ჩვეულებრივ იწვევს რეაქციების სწრაფად შეწყვეტას. ახალშობილებსა და ბავშვებში რეკომენდებულია ნელი ინფუზიები ერთი საათის განმავლობაში.

ტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის გამო ვანკომიცინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ტოქსიკურობის რისკი იზრდება სისხლში მაღალი კონცენტრაციების ან გახანგრძლივებული მკურნალობის შემთხვევაში. შესაბამისად, სისხლში დონე უნდა კონტროლდებოდეს და დოზა შესაბამისად უნდა იცვლებოდეს ასეთ პაციენტებში ვანკომიცინის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში.

სხვა ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული ან თანმიმდევრობით გამოყენება საჭიროებს ფრთხილ მონიტორინგს და თუ შესაძლებელია, უნდა იყოს არიდებული.

რისკი უფრო დიდია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. უნდა აღინიშნოს, რომ ვანკომიცინის საერთო სისტემური და თირკმლის კლირენსი შემცირებულია ხანდაზმულებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვანკომიცინის და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად გამოყენება უკავშირდება ერითემას, ჰისტამინისმაგვარ სიწითლეს და ანაფილაქტოიდურ რეაქციებს.

სხვა ნეიროტოქსიკურ ან ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, როგორიცაა ამფოტერიცინ B, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, კანამიცინი, ამიკაცინი, ტობრამიცინი, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი და ცისპლატინი საჭიროებს მკაცრ მონიტორინგს.

შარდმდენებმა, როგორიცაა ეტაკრინის მჟავა და ფუროსემიდი, შესაძლოა გააძლიეროს ოტოტოქსიკურობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტერატოგენობის კვლევები ჩატარდა ვირთაგვებში ადამიანების დოზაზე 5-ჯერ მეტი ოდენობით და ბოცვრებში ადამიანის დოზაზე 3-ჯერ მეტი ოდენობით, და ვანკომიცინის მიერ ნაყოფისთვის ზიანის მიყენება არ გამოვლენილა. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის პოტენციური ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტები ახალშობილებზე ფასდებოდა, როცა ორსულ ქალს მიღებული ჰქონდა პრეპარატი მძიმე სტაფილოკოკური ინფექციის გამო, რაც წარმოადგენდა ინტრავენური წამალდამოკიდებულების გართულებას. ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი აღმოჩნდა ჭიპლარის სისხლში. არ აღინიშნა ვანკომიცინთან დაკავშირებული პერცეპტიული სმენადაქვეითება ან ნეფროტოქსიკურობა.

ერთ ახალშობილს, რომლის დედამაც ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიიღო ვანკომიცინი, გამოუვლინდა გამტარებლობითი სმენადაქვეითება, რომელიც არ უკავშირდებოდა ვანკომიცინს. იმის გამო, რომ ვანკომიცინის მიღება ხდებოდა მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრებში, არ არის ცნობილი აყენებს თუ არა ის ზიანს ნაყოფს. ვანკომიცინი ორსულებში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აშკარად საჭიროა და უნდა მოხდეს სისხლში დონის მკაცრი კონტროლი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნაყოფისთვის ტოქსიკურობის რისკი. თუმცა, მოწოდებულია ინფორმაცია, რომ ორსულ პაციენტებში შრატში თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად შესაძლოა საჭირო იყოს ვანკომიცინის მნიშვნელოვნად გაზრდილი დოზები.

გამოყენება ლაქტაციის დროს: ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა რძეში, მაგრამ არ არის ცნობილი საზიანოა თუ არა ის ახალშობილისთვის. შესაბამისად, ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

გვერდითი მოვლენები

სმენითი და ვესტიბულური სისტემის მხრივ: გამოვლინდა პერცეპტიული სიყრუე, რომელსაც შესაძლოა ახლდეს ტინიტუსი, მაგრამ გამოვლენის სიხშირე დაბალია. მუდმივი სიყრუე უფრო მეტად უვითარდებათ სასმენი ან თირკმლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტებს, მაგრამ შექცევადი სიყრუე გამოვლინდა ნორმალურ პაციენტებში. ვერტიგო და თავბრუსხვევა გამოვლენილია იშვიათად.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, პალპიტაციები, ზეწოლის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ფლებიტი, ვასკულიტის იშვიათი შემთხვევები და ტაქიკარდია. (ყველა მოვლენა გამოწვეულია ძალიან სწრაფი ინფუზიით ან პრეპარატის არასაკმარისად განზავებით).

დერმატოლოგიური: ქავილი ინექციის ადგილას, გენერალიზებული სიწითლე, ერითემატოზული ლაქოვანი გამონაყარი ძლიერი ქავილით სახეზე, კისერზე და სხეულის ზემო ნაწილში გამოვლინდა პრეპარატის სწრაფი ინექციის შემდეგ. ქსოვილის გაღიზიანება და ნეკროზი ვითარდება კუნთში ინექციის ან ინტრავენური ადგილიდან ექსტრავაზაციის შემთხვევაში. ვანკომიცინი უკავშირდება ბულოზური გამონაყარით მიმდინარე დარღვევებს, გამონაყარს, რომელიც მოიცავს ექსფოლიაციურ დერმატიტს, სტივენ-ჯონსონის სინდრომს, ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს და ხაზოვან IgA ბულოზურ დერმატიტს. ბულოზური დარღვევის ეჭვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და კონსულტაცია დერმატოლოგთან.

ზოგადი: ვანკომიცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, რაც განაპირობებს ახალ ბაქტერიულ ან სოკოვან ინფექციებს.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს შარდოვანას და მარცვლოვანი ცილინდრების გარდამავალი ზრდა შარდში. ნეფროტოქსიკურობა თირკმლის ნორმალური ფუნქციის და შრატში თერაპიული კონცენტრაციის შემთხვევაში იშვიათია. გამოვლინდა ინტერსტიციული ნეფრიტის იშვიათი შემთხვევები.

ჰემატოლოგიური: შექცევადი ნეიტროპენია, ჩვეულებრივ, იწყება ინტრავენური თერაპიის დაწყებიდან ან 25 გ-ზე მეტი საერთო დოზის მიღებიდან ერთი კვირის ან მეტის შემდეგ. ნეიტროპენია, როგორც ჩანს, სწრაფად შექცევადია ვანკომიცინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თრომბოციტოპენია გამოვლენილია იშვიათად. შექცევადი აგრანულოციტოზი (500-ზე ნაკლები გრანულოციტი მმ3-ში) გამოვლენილია იშვიათად, თუმცა მიზეზ-შედეგობრიობა არ არის დადგენილი. გამოვლინდა ეოზინოფილია.

იმუნოლოგიური: ჰისტამინის გამოყოფა შემცივნებასთან, გულისრევასთან, ურტიკარიასთან, ლაქოვან გამონაყართან, ცხელებასთან და კანკალთან ერთად, ნორმალური დოზების შემთხვევაშიც კი, მაგრამ ჩვეულებრივ მოჰყვება პრეპარატის სწრაფად მიღებას. ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ანაფილაქსია არის გამოვლენილი.

თვალის მხრივ: სუბკონიუნქტივური ინექციები არც ისე ხშირად გამოიყენება რქოვანას ბაქტერიული წყლულების სამკურნალოდ, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ანთებითი პროცესი ან ჩამოცლა.

სხვადასხვა: ტკივილი და კუნთების სპაზმი გულმკერდის და ზურგის მიდამოში.

ჭარბი დოზა

რეკომენდებულია დამხმარე თერაპია, გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნებასთან ერთად. ვანკომიცინი ცუდად გამოიყოფა სისხლიდან ჰემოდიალიზის ან პერიტონეული დიალიზის გზით. ჰემოპერფუზია ამბერლიტის ფისით XAD-4, აჩვენებს შეზღუდულ სარგებელს.

დირექტივები რეკონსტიტუციისთვის:

ხსნარის მომზადება: გამოყენების დროს, 10 მლ სტერილური საინექციო წყალი BP უნდა დაემატოს საინექციო ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი USP 500 მგ ფლაკონს. მსგავსად, 20 მლ სტერილური საინექციო წყალი BP უნდა დაემატოს საინექციო ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი USP 1 გ ფლაკონს. ამ გზით აღდგენილი ფლაკონები ქმნის 50 მგ/მლ ხსნარს. შემდგომი განზავება საჭიროა მიღების მეთოდის მიხედვით:

(i) წყვეტილი ინფუზია (მიღების უპირატესი მეთოდი): აღდგენილი ხსნარები 500 მგ ვანკომიცინის შემცველობით უნდა განზავდეს მინიმუმ 100 მლ გამხსნელში. აღდგენილი ხსნარები 1 გ ვანკომიცინის შემცველობით უნდა განზავდეს მინიმუმ 200 მლ გამხსნელში.

ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიოი B.P. ან დექსტროზას ინტრავენური საინფუზიო B.P. ხსნარები შესაბამისი გამხსნელებია. სასურველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ინტრავენური ინფუზიის სახით არაუმეტეს 10 მგ/წთ სიჩქარით. თუ მიღება მოხდება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ან მაღალი კონცენტრაციით, არსებობს თრომბოფლებიტთან ერთად ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა. სწრაფად მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და გარდამავალი გამონაყარი კისრის და მხრების მიდამოში.

(ii) უწყვეტი ინფუზია (გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყვეტილი ინფუზია შეუძლებელია): 1 გ ან 2 გ ვანკომიცინი შეიძლება დაემატოს საკმარისად დიდი მოცულობის ნატრიუმის ქლორიდს 0,9% საინექციო ან გლუკოზას 5% საინექციო ხსნარებში, რათა დასაშვები იყოს სასურველი დოზის ინფუზია ოცდაოთხი საათის განმავლობაში.

შენახვა: ინახება 30°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან უნდა იყოს დაცული.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აღდგენილი ხსნარი მომზადების შემდეგ გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ.

საჭიროა გამოუყენებელი ნაწილის გადაგდება.

შეფუთვა: ხელმისაწვდომია შუშის ფლაკონში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვანკომიცინი ბიოლოგიური მასალაა, რომელიც აღწერილია, როგორც ტრიციკლური გლიკოპეპტიდი, რომელიც მიიღება ნოკარდია ორიენტალის კულტურებისგან (Streptomyces orientalis). ვანკომიცინი წარმოდგენილია ჰიდროქლორიდის მარილის სახით პარენტერული მიღებისთვის.

ვანკომიცინი ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკია და როგორც ჩანს, უკავშირდება ბაქტერიის უჯრედის კედელს და იწვევს გლიკოპეპტიდის პოლიმერიზაციის ბლოკირებას. ეს ეფექტი ახდებს უჯრედის კედლის სინთეზის დაუყოვნებლივ ინჰიბიციას და მეორადად აზიანებს ციტოპლაზმურ მემბრანას. ის აქტიურია ბევრი გრამდადებითი მიკროორგანიზმის წინააღმდეგ, მათ შორის, სტაფილოკოკების, A ჯგუფის β ჰემოლიზური სტრეპტოკოკის, სტრეპროკოკუს პნევმონიეს, ენტეროკოკების, კორინებაქტერიის და კლოსტრიდიების სახეობების წინააღმდეგ. ის კლინიკურ სარგებლიანობას არ აჩვენებს გრამუარყოფითი ბაქტერიების და სოკოების წინააღმდეგ და შესაბამისად, პროდუქტის შესახებ ლიტერატურა მიუთითებს მის გამოყენებაზე მხოლოდ გრამდადებითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციების დროს.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები:

ვანკომიცინი ცუდად შეიწოვება პირის ღრუში. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, ინტრავენურად მიღებული 1 გ დოზა აღწევს შრატში საშუალოდ 25 მიკროგრამს თითოეულ მილილიტრში ორი საათის შემდეგ. შრატში მისი დონე უფრო მაღალია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და შეიძლება განვითარდეს ტოქსიკურობა. ვანკომიცინი შარდში გამოიყოფა უცვლელი სახით, მინიმუმ 80% გამოიყოფა პირველი 24 საათის განმავლობაში. მისი ნახევარდაშლის პერიოდია დაახლოებით 6 საათი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

ვანკომიცინი დიფუზირებს პლევრულ, პერიკარდიულ, ასციტურ და სინოვიურ სითხეებში. ის არ დიფუზირებს ცერებროსპინალურ სითხეში ნორმალური გარსების შემთხვევაში, მაგრამ თერაპიული კონცენტრაციის მიღწევა შეიძლება მწვავე მენინგიტის მქონე პაციენტებში. ვანკომიცინი აქტიურია ბევრი გრამდადებითი ორგანიზმის წინააღმდეგ, Clostridium difficile-ს ჩათვლით. გრამუარყოფით ბაქტერიებს, მიკობაქტერიას და სოკოებს აქვთ მაღალი რეზისტენტობა. გრამდადებითი ბაქტერიების ბევრი შტამი მგრძნობიარეა ინ-ვიტრო ვანკომიცინის 0,5-5 მიკროგრამი/მლ კონცენტრაციის მიმართ, მაგრამ ოქროსფერი სტაფილოკოკის რამდენიმე შტამი ინჰიბირებისთვის საჭიროებს 10-20 მკგ/მლ-ს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვანკოდექსი

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი საინექციო USP 1 გ

ინტრავენური გამოყენებისთვის

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

სტერილურ ვანკომიცინის ჰიდროქლორიდს USP

ვანკომიცინის ექვივალენტია----------------1 გ

სტრუქტურა და ქიმიური სახელწოდება:

სტრუქტურა:

ქიმიური სახელწოდება:

(S)-(3S, 6R, 7R, 22R, 23S, 26S, 36R, 38aR)-44-[[2-O-(3-ამინო-2,3,6-ტრიდეოქსი-3-C-მეთილ--I-ლიქსოჰექსოპირანოზილ)-ბეტა-d-გლუკოპირანოზილ]ოქსი]-3-(კარბამოილმეთილ)-10, 19 - დიქლორო - 2,3,4,5,6,7,23,24,25,26,36,37,38,38a-ტეტრადეკაჰიდრო-7,22,28,30,32-პენტაჰიდროქსი-6-[(2R)-4-მეთილ-2-(მეთილამინო)]ვალერამიდო]-2,5,24,38,39-პენტაოქსო-22H -8,11:18,21-დიეთენო-23,36-(იმინომეთანო)-13,16:31,35-დიმეთენო-1H,16H-[1,6,9]ოქსადიაზაციკლოჰექსადეცინო[4,5-m)][10,2,16]ბენზოქსადიაზაციკლოტეტრაკოზინი-26-კარბოქსილის მჟავა, მონოჰიდროქლორიდი.

დოზირების ფორმა: ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

კატეგორია:

თერაპიული კლასიფიკაცია: ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია: ტრიციკლური გლიკოპეპტიდები.

ფარმაკოლოგია:

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები:

ვანკომიცინი ბიოლოგიური მასალაა, რომელიც აღწერილია, როგორც ტრიციკლური გლიკოპეპტიდი, რომელიც მიიღება ნოკარდია ორიენტალის კულტურებისგან (Streptomyces orientalis). ვანკომიცინი წარმოდგენილია ჰიდროქლორიდის მარილის სახით პარენტერული მიღებისთვის.

ვანკომიცინი ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკია და როგორც ჩანს, უკავშირდება ბაქტერიის უჯრედის კედელს და იწვევს გლიკოპეპტიდის პოლიმერიზაციის ბლოკირებას. ეს ეფექტი ახდებს უჯრედის კედლის სინთეზის დაუყოვნებლივ ინჰიბიციას და მეორადად აზიანებს ციტოპლაზმურ მემბრანას. ის აქტიურია ბევრი გრამდადებითი მიკროორგანიზმის წინააღმდეგ, მათ შორის, სტაფილოკოკების, A ჯგუფის β ჰემოლიზური სტრეპტოკოკის, სტრეპროკოკუს პნევმონიეს, ენტეროკოკების, კორინებაქტერიის და კლოსტრიდიების სახეობების წინააღმდეგ. ის კლინიკურ სარგებლიანობას არ აჩვენებს გრამუარყოფითი ბაქტერიების და სოკოების წინააღმდეგ და შესაბამისად, პროდუქტის შესახებ ლიტერატურა მიუთითებს მის გამოყენებაზე მხოლოდ გრამდადებითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციების დროს.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები:

ვანკომიცინი ცუდად შეიწოვება პირის ღრუში. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, ინტრავენურად მიღებული 1 გ დოზა აღწევს შრატში საშუალოდ 25 მიკროგრამს თითოეულ მილილიტრში ორი საათის შემდეგ. შრატში მისი დონე უფრო მაღალია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და შეიძლება განვითარდეს ტოქსიკურობა. ვანკომიცინი შარდში გამოიყოფა უცვლელი სახით, მინიმუმ 80% გამოიყოფა პირველი 24 საათის განმავლობაში. მისი ნახევარდაშლის პერიოდია დაახლოებით 6 საათი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

ვანკომიცინი დიფუზირებს პლევრულ, პერიკარდიულ, ასციტურ და სინოვიურ სითხეებში. ის არ დიფუზირებს ცერებროსპინალურ სითხეში ნორმალური გარსების შემთხვევაში, მაგრამ თერაპიული კონცენტრაციის მიღწევა შეიძლება მწვავე მენინგიტის მქონე პაციენტებში. ვანკომიცინი აქტიურია ბევრი გრამდადებითი ორგანიზმის წინააღმდეგ, Clostridium difficile-ს ჩათვლით. გრამუარყოფით ბაქტერიებს, მიკობაქტერიას და სოკოებს აქვთ მაღალი რეზისტენტობა. გრამდადებითი ბაქტერიების ბევრი შტამი მგრძნობიარეა ინ-ვიტრო ვანკომიცინის 0,5-5 მიკროგრამი/მლ კონცენტრაციის მიმართ, მაგრამ ოქროსფერი სტაფილოკოკის რამდენიმე შტამი ინჰიბირებისთვის საჭიროებს 10-20 მკგ/მლ-ს.

ჩვენებები:

ვანკომიცინი ამფოტერული გლიკოპეპტიდი ანტიმიკრობული ნივთიერებაა, რომელიც წარმოებულია Nocardia Orientalis (ძველი სახელწოდებაა Streptomyces orientalis) კონკრეტული შტამების ზრდის შედეგად. ის ბაქტერიოციდულია ბევრი გრამდადებითი მიკროორგანიზმისთვის.

ვანკომიცინი ნაჩვენებია პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე გრამდადებითი მიკროორგანიზმებით, რომელთა მკურნალობაც არ შეიძლება სხვა ეფექტური, ნაკლებად ტოქსიკური ანტიმიკრობული პრეპარატებით, როგორიცაა პენიცილინები და ცეფალოსპორინები. რადგანაც ვანკომიცინი არის ანტიბიოტიკი, რომლის მიმართაც სტაფილოკოკის თითქმის ყველა სახეობა მგრძნობიარეა, ის შემონახული უნდა იყოს იმ შემთხვევებისთვის, როცა არსებობს კონკრეტული ჩვენება, რათა შემცირდეს რეზისტენტობის განვითარების შანსი. ვანკომიცინი ერთერთი არჩევის პრეპარატია მეტიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკური ინფექციის დროს.

სტაფილოკოკური ინფექციები:

ვანკომიცინი გამოიყენება მძიმე სტაფილოკოკური ინფექციების სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ ან უშედეგოდ მიიღეს პენიცილინები და ცეფალოსპორინები ან აქვთ ინფექციები, რომლებიც განპირობებულია სხვა ანტიბიოტიკების და მათ შორის მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკებით. ვანკომიცინი წარმატებით გამოიყენება სტაფილოკოკური ენდოკარდიტის სამკურნალოდ და ენდოკარდიტის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების რისკი დენტალური ან ქირურგიული პროცედურის ჩატარებისას. მისი სარგებელი დადასტურებულია სტაფილოკოკებით განპირობებული სხვა ინფექციების დროს, როგორიცაა ოსტეომიელიტი, პნევმონია, სეპტიცემია და რბილი ქსოვილების ინფექციები.

დოზირება და მიღების მეთოდი: მხოლოდ ინტრავენური ინფუზიისთვის და არა კუნთში გამოყენებისათვის.

მოზრდილები:

ინტრავენურად: ჩვეულებრივ, მოზრდილებში ინტრავენური დოზაა 500 მგ ყოველ ექვს საათში ან 1 გ ყოველ თორმეტ საათში, 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, 5% დექსტროზა. თითოეული დოზა მიღებული უნდა იყოს არაუმეტეს 10 მგ/წთ-ისა.

სტაფილოკოკურ ინფექციებზე პასუხი ჩვეულებრივ არის 48-72 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციების ტიპზე და სიმძიმეზე და პაციენტის პასუხზე. ბაქტერიული ენდოკარდიტისთვის ზოგადად მიღებული რეჟიმია 500 მგ ვანკომიცინი ინტრავენურად ყოველ ექვს საათში მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინირებულად.

შრატის დონის თერაპიული დიაპაზონი: მრავლობითი ინტრავენური დოზის შემდეგ, შრატის პიკური კონცენტრაცია, გაზომილი ინფუზიის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ, არის 18-26 მგ/ლ. მინიმალური დონე, რომელიც იზომება ზუსტად შემდეგი დოზის მიღებამდე, უნდა იყოს 5-10 მგ/ლ. ოტოტოქსიკურობა უკავშირდება შრატში 80-100 მგ/ლ დონეს, მაგრამ იშვიათად ვლინდება, როცა შრატში დონე შენარჩუნებულია 30 მგ/ლ-მდე.

პედიატრია:

ინტრავენურად: ჩვეულებრივ ინტრავენური დოზა 10 მგ/კგ თითო მიღებისას 6 საათიანი ინტერვალებით (საერთო დღიური დოზა 40 მგ/კგ სხეულის წონაზე). თითოეული დოზა მიღებული უნდა იყოს მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში. ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში საერთო დღიური დოზა შეიძლება უფრო მცირე იყოს. შემოთავაზებულია 15 მგ/კგ საწყისი დოზა, რომელსაც მოსდევს 10 მგ/კგ ყოველ 12 საათში სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში და ყოველ 8 საათში ამის შემდეგ, ერთი თვის ასაკამდე. ამ პაციენტებში გამართლებულია შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის ყურადღებით კონტროლი.

გერიატრია:

ოტოტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის გამო ვანკომიცინი გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით თირკმლის უკმარისობის ან სმენის დაკარგვის ანამნეზის მქონე პაციენტებში. ხანდაზმულები არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს შრატში მისი დონის მიხედვით. სისხლში დონის მონიტორინგი და თირკმლის ფუნქციური ტესტები უნდა ჩატარდეს რეგულარულად. ხანდაზმულები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან სმენითი დაზიანების მიმართ და უნდა ჩაუტარდეთ სმენითი ფუნქციის სერიული გამოკვლევები, თუ ასაკი აღემატება 60 წელს. თავიდან უნდა იყოს აცილებული სხვა ნეიროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული ან თანმიმდევრობით გამოყენება.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში: თირკმლი ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის დოზირების რეჟიმი უნდა შეიცვალოს თირკმლის უკმარისობის ხარისხის, ინფექციის სიმძიმის, გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძობელობის და შრატში პრეპარატის კონცენტრაციების მიხედვით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შემოთავაზებული საწყისი დოზაა 15 მგ/კგ და შემდეგი დოზები დამოკიდებულია ძირითადად თირკმლის ფუნქციაზე და შრატში წამლის კონცენტრაციებზე.

წამლის აკუმულაცია შეიძლება მოხდეს გახანგრძლივებული თერაპიის შემთხვევაში და საჭიროა შრატში პრეპარატის დონის რეგულარული მონიტორინგი.

ანეფრულ პაციენტმა უნდა მიიღოს დამტვირთავი დოზა 15 მგ/კგ სხეულის წონაზე და შემდეგში 1,9მგ/კგ/24სთ. რადგანაც ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზები 250 მგ-1 გ შეესაბამება თირკმლის შესამჩნევი უკმარისობის მქონე პაციენტებს, დოზის მიღება უნდა მოხდეს რამდენიმე დღეში ერთხელ და არა ყოველ დღე. ანურიის შემთხვევაში რეკომენდებულია 1 გ ყოველ 7-10 დღეში.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, პრეპარატი მნიშვნელოვნად არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. 1 გ ვანკომიცინი შვიდ დღეში ერთხელ ქმნის სისხლში ეფექტურ დონეს. შრატის დონე უნდა გაკონტროლდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული პრეპარატის აკუმულაცია და ამით განპირობებული ტოქსიკურობა. შრატში ნახევარდაშლის პერიოდია 120-216 საათი.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ პერიტონეული დიალიზი, ვანკომიცინის ნახევარდაშლის პერიოდია დაახლოებით 18 საათი. პერიტონეული დიალიზის დროს, შრატში დონის შეუსაბამო შემცირების პრევენციისთვის შეიძლება ვანკომიცინის დამატება დიალიზატისთვის 25 მიკროგრამის ოდენობით თითოეულ მლ-ზე.

უკუჩვენება:

ვანკომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:

სიფრთხილის ზომები: ვანკომიცინი ძალიან აღიზიანებს ქსოვილს და იწვევს საინექციო ადგილის ნეკროზს კუნთში გამოყენების შემთხვევაში. ვანკომიცინის მიღების დროს ბევრ პაციენტს აღენიშნება ტკივილი და თრომბოფლებიტი, რაც ზოგ შემთხვევაში მძიმეა. თრომბოფლებიტის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს, თუ პრეპარატი გამოყენებული იქნება განზავებული ხსნარის სახით (2,5-5 მგ/მლ) 5% დექსტროზაში ან ნორმალურ ფიზიოლოგიურ 0,9% ხსნარში და თუ ინექციის ადგილი რეგულარულად იქნება შეცვლილი.

ყველა პაციენტს, რომელიც იღებს ვანკომიცინს, პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ჰემატოლოგიური გამოკვლევები, შარდის ანალიზი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური ტესტები.

საანესთეზიო საშუალებით განპირობებული მიოკარდიუმის დეპრესია შეიძლება გაძლიერდეს ვანკომიცინით. ანესთეზიის დროს დოზები უნდა იყოს განზავებული და მიღება უნდა მოხდეს ნელა, გულის მონიტორინგით. პოზიციის ცვლილება უნდა გადაიდოს ინფუზიის დასრულებამდე, რათა მოხდეს სხეულის მდებარეობით განპირობებული შესწორება.

გაფრთხილებები: პერიოდული მძიმე ჰიპოტენზიის გართულებები (შოკის და იშვიათად გულის გაჩერების ჩათვლით), ჰისტამინის მსგავსი პასუხები და მაკულოპაპულური ან ერითემატოზული გამონაყარი ("წითელი კაცის სინდრომი" ან "წითელი კისრის სინდრომი") მოიაზრება, რომ დაკავშირებულია ინფუზიის სიჩქარესთან. ვანკომიცინი ინფუზირებული უნდა იყოს განზავებული ხსნარის სახით არაუმეტეს 10 მგ/წთ სიჩქარით, რათა თავიდან იყოს აცილებული სწრაფ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები. ინფუზიის შეწყვეტა ჩვეულებრივ იწვევს რეაქციების სწრაფად შეწყვეტას. ახალშობილებსა და ბავშვებში რეკომენდებულია ნელი ინფუზიები ერთი საათის განმავლობაში.

ტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის გამო ვანკომიცინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ტოქსიკურობის რისკი იზრდება სისხლში მაღალი კონცენტრაციების ან გახანგრძლივებული მკურნალობის შემთხვევაში. შესაბამისად, სისხლში დონე უნდა კონტროლდებოდეს და დოზა შესაბამისად უნდა იცვლებოდეს ასეთ პაციენტებში ვანკომიცინის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში.

სხვა ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული ან თანმიმდევრობით გამოყენება საჭიროებს ფრთხილ მონიტორინგს და თუ შესაძლებელია, უნდა იყოს არიდებული.

რისკი უფრო დიდია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. უნდა აღინიშნოს, რომ ვანკომიცინის საერთო სისტემური და თირკმლის კლირენსი შემცირებულია ხანდაზმულებში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

გამოყენება ორსულობის დროს: ტერატოგენობის კვლევები ჩატარდა ვირთაგვებში ადამიანების დოზაზე 5-ჯერ მეტი ოდენობით და ბოცვრებში ადამიანის დოზაზე 3-ჯერ მეტი ოდენობით, და ვანკომიცინის მიერ ნაყოფისთვის ზიანის მიყენება არ გამოვლენილა. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის პოტენციური ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტები ახალშობილებზე ფასდებოდა, როცა ორსულ ქალს მიღებული ჰქონდა პრეპარატი მძიმე სტაფილოკოკური ინფექციის გამო, რაც წარმოადგენდა ინტრავენური წამალდამოკიდებულების გართულებას. ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი აღმოჩნდა ჭიპლარის სისხლში. არ აღინიშნა ვანკომიცინთან დაკავშირებული პერცეპტიული სმენადაქვეითება ან ნეფროტოქსიკურობა.

ერთ ახალშობილს, რომლის დედამაც ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიიღო ვანკომიცინი, გამოუვლინდა გამტარებლობითი სმენადაქვეითება, რომელიც არ უკავშირდებოდა ვანკომიცინს. იმის გამო, რომ ვანკომიცინის მიღება ხდებოდა მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრებში, არ არის ცნობილი აყენებს თუ არა ის ზიანს ნაყოფს. ვანკომიცინი ორსულებში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აშკარად საჭიროა და უნდა მოხდეს სისხლში დონის მკაცრი კონტროლი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნაყოფისთვის ტოქსიკურობის რისკი. თუმცა, მოწოდებულია ინფორმაცია, რომ ორსულ პაციენტებში შრატში თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად შესაძლოა საჭირო იყოს ვანკომიცინის მნიშვნელოვნად გაზრდილი დოზები.

გამოყენება ლაქტაციის დროს: ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა რძეში, მაგრამ არ არის ცნობილი საზიანოა თუ არა ის ახალშობილისთვის. შესაბამისად, ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება:

ვანკომიცინის და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად გამოყენება უკავშირდება ერითემას, ჰისტამინისმაგვარ სიწითლეს და ანაფილაქტოიდურ რეაქციებს.

სხვა ნეიროტოქსიკურ ან ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, როგორიცაა ამფოტერიცინ B, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, კანამიცინი, ამიკაცინი, ტობრამიცინი, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი და ცისპლატინი საჭიროებს მკაცრ მონიტორინგს.

შარდმდენებმა, როგორიცაა ეტაკრინის მჟავა და ფუროსემიდი, შესაძლოა გააძლიეროს ოტოტოქსიკურობა.

გვერდითი მოვლენები:

სმენითი და ვესტიბულური სისტემის მხრივ: გამოვლინდა პერცეპტიული სიყრუე, რომელსაც შესაძლოა ახლდეს ტინიტუსი, მაგრამ გამოვლენის სიხშირე დაბალია. მუდმივი სიყრუე უფრო მეტად უვითარდებათ სასმენი ან თირკმლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტებს, მაგრამ შექცევადი სიყრუე გამოვლინდა ნორმალურ პაციენტებში. ვერტიგო და თავბრუსხვევა გამოვლენილია იშვიათად.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, პალპიტაციები, ზეწოლის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ფლებიტი, ვასკულიტის იშვიათი შემთხვევები და ტაქიკარდია. (ყველა მოვლენა გამოწვეულია ძალიან სწრაფი ინფუზიით ან პრეპარატის არასაკმარისად განზავებით).

დერმატოლოგიური: ქავილი ინექციის ადგილას, გენერალიზებული სიწითლე, ერითემატოზული ლაქოვანი გამონაყარი ძლიერი ქავილით სახეზე, კისერზე და სხეულის ზემო ნაწილში გამოვლინდა პრეპარატის სწრაფი ინექციის შემდეგ. ქსოვილის გაღიზიანება და ნეკროზი ვითარდება კუნთში ინექციის ან ინტრავენური ადგილიდან ექსტრავაზაციის შემთხვევაში. ვანკომიცინი უკავშირდება ბულოზური გამონაყარით მიმდინარე დარღვევებს, გამონაყარს, რომელიც მოიცავს ექსფოლიაციურ დერმატიტს, სტივენ-ჯონსონის სინდრომს, ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს და ხაზოვან IgA ბულოზურ დერმატიტს. ბულოზური დარღვევის ეჭვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და კონსულტაცია დერმატოლოგთან.

ზოგადი: ვანკომიცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, რაც განაპირობებს ახალ ბაქტერიულ ან სოკოვან ინფექციებს.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს შარდოვანას და მარცვლოვანი ცილინდრების გარდამავალი ზრდა შარდში. ნეფროტოქსიკურობა თირკმლის ნორმალური ფუნქციის და შრატში თერაპიული კონცენტრაციის შემთხვევაში იშვიათია. გამოვლინდა ინტერსტიციული ნეფრიტის იშვიათი შემთხვევები.

ჰემატოლოგიური: შექცევადი ნეიტროპენია, ჩვეულებრივ, იწყება ინტრავენური თერაპიის დაწყებიდან ან 25 გ-ზე მეტი საერთო დოზის მიღებიდან ერთი კვირის ან მეტის შემდეგ. ნეიტროპენია, როგორც ჩანს, სწრაფად შექცევადია ვანკომიცინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თრომბოციტოპენია გამოვლენილია იშვიათად. შექცევადი აგრანულოციტოზი (500-ზე ნაკლები გრანულოციტი მმ3-ში) გამოვლენილია იშვიათად, თუმცა მიზეზ-შედეგობრიობა არ არის დადგენილი. გამოვლინდა ეოზინოფილია.

იმუნოლოგიური: ჰისტამინის გამოყოფა შემცივნებასთან, გულისრევასთან, ურტიკარიასთან, ლაქოვან გამონაყართან, ცხელებასთან და კანკალთან ერთად, ნორმალური დოზების შემთხვევაშიც კი, მაგრამ ჩვეულებრივ მოჰყვება პრეპარატის სწრაფად მიღებას. ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ანაფილაქსია არის გამოვლენილი.

თვალის მხრივ: სუბკონიუნქტივური ინექციები არც ისე ხშირად გამოიყენება რქოვანას ბაქტერიული წყლულების სამკურნალოდ, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ანთებითი პროცესი ან ჩამოცლა.

სხვადასხვა: ტკივილი და კუნთების სპაზმი გულმკერდის და ზურგის მიდამოში.

დოზის გადაჭარბება:

რეკომენდებულია დამხმარე თერაპია, გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნებასთან ერთად. ვანკომიცინი ცუდად გამოიყოფა სისხლიდან ჰემოდიალიზის ან პერიტონეული დიალიზის გზით. ჰემოპერფუზია ამბერლიტის ფისით XAD-4, აჩვენებს შეზღუდულ სარგებელს.

დირექტივები რეკონსტიტუციისთვის:

ხსნარის მომზადება: გამოყენების დროს, 10 მლ სტერილური საინექციო წყალი BP უნდა დაემატოს საინექციო ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი USP 500 მგ ფლაკონს. მსგავსად, 20 მლ სტერილური საინექციო წყალი BP უნდა დაემატოს საინექციო ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი USP 1 გ ფლაკონს. ამ გზით აღდგენილი ფლაკონები ქმნის 50 მგ/მლ ხსნარს. შემდგომი განზავება საჭიროა მიღების მეთოდის მიხედვით:

(i) წყვეტილი ინფუზია (მიღების უპირატესი მეთოდი): აღდგენილი ხსნარები 500 მგ ვანკომიცინის შემცველობით უნდა განზავდეს მინიმუმ 100 მლ გამხსნელში. აღდგენილი ხსნარები 1 გ ვანკომიცინის შემცველობით უნდა განზავდეს მინიმუმ 200 მლ გამხსნელში.

ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიოი B.P. ან დექსტროზას ინტრავენური საინფუზიო B.P. ხსნარები შესაბამისი გამხსნელებია. სასურველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ინტრავენური ინფუზიის სახით არაუმეტეს 10 მგ/წთ სიჩქარით. თუ მიღება მოხდება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ან მაღალი კონცენტრაციით, არსებობს თრომბოფლებიტთან ერთად ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა. სწრაფად მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და გარდამავალი გამონაყარი კისრის და მხრების მიდამოში.

(ii) უწყვეტი ინფუზია (გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყვეტილი ინფუზია შეუძლებელია): 1 გ ან 2 გ ვანკომიცინი შეიძლება დაემატოს საკმარისად დიდი მოცულობის ნატრიუმის ქლორიდს 0,9% საინექციო ან გლუკოზას 5% საინექციო ხსნარებში, რათა დასაშვები იყოს სასურველი დოზის ინფუზია ოცდაოთხი საათის განმავლობაში.

შენახვა: ინახება 30°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისგან უნდა იყოს დაცული.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აღდგენილი ხსნარი მომზადების შემდეგ გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ.

საჭიროა გამოუყენებელი ნაწილის გადაგდება.

შეფუთვა: ხელმისაწვდომია შუშის ფლაკონში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

SWISS PARENTERALS LTD.

808, 809 & 810, Kerala Industrial Estate,

G.I.D.C., Nr. Bavla, Dist: Ahmedabad-382 220,

გუჯარათი, ინდოეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა