პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ესპა 20

ESPA 20®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

● თითოეული ესპა 20®, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს. თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივ ამობურცული, ცალმხარეს გამყოფი ზოლით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. ●ესპა 20® ბაზარზე წარმოდგენილია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით. ●ესპა 20® შეიცავს ესციტალოპრამს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესციტალოპრამი (escitalopram)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Biofarma Ilac San. ve Tic. A.S, თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB10
რეგისტრაციის ნომერი
რ-030790
რეგისტრირებულია
17 სექტემბერი 2020, მოქმედებს 25 ნოემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Biofarma Ilac San. ve Tic. A.S (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „აისიმედ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაესპა 20 და სხვა წამალი ერთად

ესპა 20 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • თითოეული ესპა 20®, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს. თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივ ამობურცული, ცალმხარეს გამყოფი ზოლით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
  • ესპა 20® ბაზარზე წარმოდგენილია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით.
  • ესპა 20® შეიცავს ესციტალოპრამს. ეს მედიკამენტი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ

( დიდი დეპრესიული აშლილობა) და შფოთვითი აშლილობის (როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცის ფობია) ,სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესურ-კომპულსური დარღვევები

  • ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება შერჩევითი სეროტონინის უკუქცევის ინჰიბიტორები (SSRI). ეს მედიკამენტები ზემოქმედებენ ტვინში სეროტონინის სისტემაზე, სეროტონინის დონის ზრდით. სეროტონინის სისტემაში არსებული დარღვევები მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებაში

შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს რომ თავი უკეთ იგრძნოთ. განაგრძეთ ესპა 20® გამოყენება, თუნდაც მეტი დრო იყოს საჭირო თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს ცუდად იგრძნობთ, გაესაუბრეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

  • გამოყენების ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების / გამოყენების სიხშირეზე:

ყოველთვის გამოიყენეთ ესპა 20® ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

მოზარდები

დეპრესია

ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა ესპა 20® მიიღება 10 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ დღეში.

პანიკური აშლილობა

ესპა 20® ის საწყისი დოზაა 5 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა პირველი კვირის განმავლობაში, დოზის გაზრდამდე 10 მგ დღეში. დოზა შეიძლება შემდგომ გაიზარდოს ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა ესპა 20® მიიღება 10 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა. ექიმს შეუძლია შეამციროს დოზა 5 მგ დღეში, ან გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ დღეში, იმისდა მიხედვით თუ როგორია თქვენი საპასუხო რექცია მედიკამენტზე.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

მიღების და გამოყენების მეთოდი:

შეგიძლიათ ესპა 20® მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ , რადგან მათი მწარე გემო აქვს.

საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გაყოთ ტაბლეტები, პირველ რიგში, ტაბლეტის ბრტყელ ზედაპირზე მოთავსებით,გამყოფი ზედაპირით ზემოთ მიმართული. ამის შემდეგ ტაბლეტები შეიძლება გაიყოს, ტაბლეტის თითოეულ ბოლოზე საჩვენებელი თითის დაჭერით როგორც ეს ნახატზეა ნაჩვენები.

  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები და მოზარდები:

ესპა 20® ჩვეულებრივ არ მისცეთ ბავშვებს და 18 წლამდე მოზარდებს . მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სექცია 2 ’’რა უნდა იცოდეთ ესპა 20® ს მიღებამდე“.

სპეციალური გამოყენების პირობები

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექტირება არ არის საჭირო თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ფუნქციის დარღვევით, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 10 მგ ექიმის მიერ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულებში (65 წლის ზემოთ)რეკომენდებული საწყისი დოზა არის ესპა 20® 5 მგ დღიური დოზა. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს მაქსიმუმ 10 მგ მდე დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს, სანამ უკეთეს იგრძნობთ. გააგრძელეთ ესპა 20® ის გამოყენება, თუნდაც გარკვეული დრო დასჭირდეს სანამ თქვენს მდგომარეობაში რაიმე გაუმჯობესებას იგრძნობთ.

არ შეცვალოთ თქვენი მედიკამენტის დოზა, პირველ რიგში ექიმთან გასაუბრების გარეშე.

გააგრძელეთ ესპა 20® ის მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ.. თუ მკურნალობას ძალიან მალე შეაჩერებთ, თქვენი სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს. მიზანშეწონილია, რომ მკურნალობა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვით,მას შემდეგ რაც თავს კარგად იგრძნობთ. მიზანშეწონილია, რომ მკურნალობა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვე მას შემდეგ რაც თავს კვლავ კარგად იგრძნობთ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე წარმოდგენა ესპა 20® ის ეფექტის შესახებ , რომ ის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან

თუ იყენებთ უფრო მეტ ესპა 20® ვიდრე გჭირდებათ:

თუ იღებთ ესპა 20® ის მეტ დოზას ვიდრე გამოწერილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას.

გააკეთეთ ეს მაშინაც კი, თუ არ არსებობს დისკომფორტის ნიშნები.

დოზის გადაჭარბების ზოგიერთი ნიშანი შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, ტრემორი, შფოთვა, კრუნჩხვა, კომა, გულისრევა, ღებინება, გულის რითმის ცვლილება (ნელი ან უფრო სწრაფი ვიდრე ნორმალური), არტერიული წნევის დაქვეითება და სხეულის სითხის / მარილის ბალანსის ცვლილება.

იქონიეთ თან ესპა 20® ყუთი / კონტეინერი ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ესპა 20® ის გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუ დოზის მიღება დაგავიწყდება და ძილის წინ გაგახსენდებათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ. განაგრძეთ მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს . თუ მხოლოდ ღამით, ან მეორე დღეს გაგახსენდებათ, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივ.

ესპა 20® მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო შედეგები:

ნუ შეწყვეტთ ესპა 20® ს მიღებას, სანამ ექიმი არ გირჩევთ ამას. მკურნალობის კურსის დასასრულებლად ზოგადად გირჩევთ, რომ ესპა 20® ის დოზა თანდათანობით შემცირდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, საბოლოო შეწყვეტამდე.

ესპა 20® ს უეცარი შეწყვეტის დროს შესაძლებლია იგრძნოთ აბსტინენციის სიმპტომები. რომელიც დამახასიათებელია ესპა 20® ით მკურნალობის უეცრად შეწყვეტის დროს. რისკი უფრო მაღალია, როდესაც ესპა 20® გამოიყენება დიდი ხნის მანძილზე ან მაღალი დოზებით, ან როდესაც დოზა ძალიან სწრაფად მცირდება. ადამიანების უმეტესობა აღმოაჩენს, რომ აბსტინენციის სიმპტომები რბილად მიმდინარეობს და თავისით ქრება 2 კვირის განმავლობაში. თუმცა, ზოგჯერ ამგვარი ეფექტები შესაძლოა მწვავეც იყოს და/ან გახანგრძლივებულიც (2-3 თვე ან მეტი). თუ გაქვთ აბსტინენციის სიმპტომები როდესაც შეწყვეტთ ესპა 20® ს მიღებას, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწვიტოს, რომ გესაჭიროებათ ტაბლეტების კვლავ მიღება და დოზის უფრო გრძელი ინტერვალით თანდათანობით შემცირებით.

მოიცავს თავბრუსხვევას(არასტაბილური ან არასწორი ბალანსი), ძილის დარღვევას, შფოთვას, კანკალს, გულისრევის შეგრძნებას, თავის ტკივილს, დაბნეულობას, აგზნებას, სენსორულ დარღვევებს (მაგ.: ყურებში ხმაურს, კანში ჩხვლეტის შეგრძნებას ან მგრძნობელობის დაკარგვას, ჰალუცინაციებს), ზმანებას, ოფლიანობას, დიარეას, ემოციურობას ან გაღიზიანებულობას და გულის რითმის დარღვევას.

აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეწყვეტის სიმპტომები მოიცავს: თავბრუსხვევის შეგრძნება, ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტის , წვის შეგრძნებები და (უფრო იშვიათად) ელექტრო შოკის შეგრძნებები, მათ შორის თავში, ძილის დარღვევას (ზმანება, კოშმარები, უძილობა). შფოთვა, თავის ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობის ან გაღიზიანების შეგრძნება, ტრემორი (კანკალი), დაბნეულობის გრძნობა, ემოციური ან გაღიზიანების შეგრძნება, დიარეა (ფხვიერი განავალი), მხედველობის დარღვევა, შეფერხებული გულისცემა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ ესციტალოპრამზე ან ესპა 20® ს რომელიმე ინგრედიენტზე

(იხილეთ ‘’დამხმარე ნივთიერებები“)

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან MAO (მონოამინ ოქსიდაზა) ინჰიბიტორებს ჯგუფს, მათ შორის სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლაინზოლიდი (ანტიბიოტიკი).

  • თუ იყენებთ პიმოზიდს (ანტიფსიქოზური).
  • თუ თქვენ გაქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი არანორმალური გულის რითმის დარღვევის ეპიზოდი (იხილეთ ეკგ ; გამოკვლევა, გულის მოქმედების შესაფასებლად).
  • თუ იღებთ მედიკამენტებს გულის რითმის პრობლემებზე, ან იმ პრეპარატებს რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გულის რითმზე (IA კლასი და III ანტიარითმია, ანტიფსიქოტიკა (მაგ. ფენოთიაზიინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიმიკრობული აგენტები (სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი, IV, პენტამიდინი, ანტი-მალარიული მედიკამენტები, განსაკუთრებით ჰალოოფანტრინი), ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ. ასტემიზოლი, მიზოლასტინი) უკუნაჩვენებია (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იხ. "სხვა სამკურნალო საშუალებებით მიღება")

მიიღეთ ესპა 20® განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

ესპა 20® ის მიღებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რადგან ექიმს შესაძლოა ეს გაითვალისწინოს.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს:

  • თუ გაქვთ ეპილეპსია . ესპა 20® ით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პირველად აღინიშნება კრუნჩხვები, ან თუ არის კრუნჩხვების სიხშირის მატება (იხ. ”შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
  • თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ექიმს შეიძლება დაჭირდეს თქვენთვის დოზის კორექცია.
  • თუ გაქვთ დიაბეტი. ესპა 20® ით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის ან / და პერორალური ჰიპოგლიკემიური დოზის კორექტირება .
  • თუ სისხლში ნატრიუმის შემცირებული დონე გაქვთ.
  • თუ თქვენ გაქვთ ტენდენცია, რომ ადვილად განვითარდეს სისხლდენა ან სისხლჩაქცევები.
  • თუ თქვენ იღებთ ელექტროკონსულტირებულ მკურნალობას.
  • თუ გაქვთ გულის კორონარული დაავადება.
  • თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები, ან გადატანილი გაქვთ გულის დაავადება ან ახლახანს გქონდათ გულის შეტევა.
  • თუ მშვიდ მდგომარეობაში გაქვთ სუსტი პულსი და/ან იცით, რომ შესაძლოა გქონდეთ გახანგრძლივებული მწვავე დიარეისა და ღებინების (ავადობის გამო) შედეგად ან დიურეტიკების (შარდმდენი ტაბლეტების) გამოყენებით გამოწვეული მარილების დანაკარგი.
  • თუ თქვენ გაქვთ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა , თავბრუსხვევა, წამოდგომისას, ეს შეიძლება მიუთითებდეს გულისცემის არანორმალურ ფუნქციონირებაზე.
  • თუ აღინიშნება გუგის პრობლემა, როგორიცაა გაფართოება (მიდრიოზი).
  • სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც აქვთ Torsades de Pointes (ერთგვარი გულის არითმია) განვითარების მაღალი რისკი მაგალითად, გულის შეშუპების უკმარისობის მქონე პაციენტებში, ბოლოდროს გულის შეტევის მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულისცემის ნელი სიჩქარე ან პაციენტები რომლებიც მიდრეკილნი არიან ჰიპოკალემიისკენ (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ან ჰიპომაგნიემიის დროს (სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე) თანმდევი დაავადების ან ნარკოტიკების მოხმარების გამო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

მანიაკალური დეპრესიული დაავადებების მქონე ზოგიერთ პაციენტი შესაძლებელია გადავიდეს მანიაკალური ფაზაში. მას ახასიათებს უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეები, შეუსაბამო ბედნიერება და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა. თუ ამას განიცდით, დაუკავშირდით ექიმს.

სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან სირთულე ჯდომა ან დგომა, შეიძლება ასევე მოხდეს მკურნალობის პირველივე კვირის განმავლობაში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განიცდით ამ სიმპტომებს.

თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ დეპრესიული ხართ და / ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გაიფიქროთ საკუთარი თავის დაზიანება ან თვითმკვლელობა . ეს აზრები შეიძლება გაიზარდოს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისთანავე, რადგან ამ მედიკამენტებს მუშაობისთვის დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო ხანგრძლივია.

თქვენ შეიძლება უფრო იფიქროთ ასე:

  • თუ ადრე გიფიქრიათ საკუთარი თავის მკვლელობაზე ან ზიანის მიყენებაზე.
  • თუ თქვენ ხართ ზრდასრული. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თვითმკვლელობის ქცევის გაზრდილი რისკია 25 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილებში, ფსიქიატრიული მდგომარეობით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტით.

თუ გაქვთ ფიქრი, რომ თავი დაიზიანოთ ან სუიციდი ჩაიდინოთ , ნებისმიერ დროს დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს.

ანტიდეპრესანტების გამოყენებას, განსაკუთრებითა ბავშვებში და 24 წლამდე ასაკის და მოზარდებში, აქვთ სუიციდური იდეის ან ქცევის გაზრდის პოტენციალი. ამ მიზეზით, თქვენ ახლო დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეთ თქვენი ოჯახის წევრების და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების მიერ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და დოზის გაზრდის / შემცირების ან შეწყვეტის პერიოდის განმავლობაში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ქცევის მოულოდნელი ცვლილებები, როგორიცაა გაღიზიანება, ჰიპერაქტიურობა ან თვითმკვლელობის ალბათობა .

ბავშვები და მოზარდები

ესპა 20® ჩვეულებრივ არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობის აზრები და მტრობა (უპირატესად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და სიბრაზე), როდესაც ისინი იღებენ ამ კატეგორიის მედიკამენტებს. ამის მიუხედავად, ექიმს შეუძლია დაუნიშნოს ესპა 20® 18 წლამდე პაციენტს, თუ იგი გადაწყვეტს, რომ ეს მათ ინტერესებშია. თუ ექიმს აქვს გამოწერილი ესპა 20® 18 წლამდე პაციენტისთვის და გსურთ ამაზე მსჯელობა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი ვითარდება ან უარესდება, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ესპა 20® . ასევე, არ არის გარკვეული ამ ასაკობრივ ჯგუფზე, ესპა 20® ს უსაფრთხოების გრძელვადიანი ეფექტები, როგორიცაა ზრდა, მომწიფება და კოგნიტურ და ქცევითი განვითარება.

გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ თუნდაც წარსულ პერიოდში.

ესპა 20® ის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ესპა 20® შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხ. ”როგორ გამოვიყენოთ ესპა 20® ”). როგორც ბევრი სამკურნალო საშუალება, ესპა 20® –თან ალკოჰოლთან ერთად

გამოყენება არ არის მიზანშეწონილი,თუმცა არ არის მოსალოდნელი ესპა 20® ს ალკოჰოლთან ურთიერთქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ, თუ აპირებთ დაორსულებას. ნუ მიიღებთ ესპა 20® ს, თუ ორსულად ხართ, სანამ არ განიხილავთ თქვენს ექიმთან რისკებსა და სარგებელს.

თუ ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში იღებთ ესპა 20® ს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალშობილში შესაძლებელია შემდეგი ეფექტების ნახვა: პრობლემები სუნთქვის გამო, მოლურჯო კანი, კრუნჩხვა, სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, კვების სირთულეები, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, ძლიერი ან ფლოპი კუნთები, გადაჭარბებული რეფლექსები, ტრემორი, ყბაყურა, გაღიზიანება, ლეტარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილითან დაკავშირებული სირთულეები. თუ თქვენს ახალშობილს რომელიმე ეს სიმპტომი აქვს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის, რომ იყენებთ ესპა 20® . ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა ესპა 20® შეიძლება გაზარდონ ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, ე.წ. ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რის შედეგადაც ბავშვი უფრო სწრაფად სუნთქავს და ჩნდება სილურჯეები. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს მოხდა თქვენს პატარასთან, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს მეანს ან / და ექიმს.

ორსულობის დროს ესპა 20® გამოყენება არ უნდა შეწყდეს უეცრად.

თუ რომ მკურნალობის კურისის განმავლობაში აღმოჩნდებით ფეხმძიმედ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ესპა 20® სავარაუდოდ გადადის დედის რძეში. ნუ მიიღებთ ესპა 20® ძუძუთი კვების დროს სანამ თქვენს ექიმთან არ განიხილავთ რისკებს და სარგებელს და სანამ ექიმი არ ჩათვლის მის გამოყენებას თქვენთვის შესაფერისად .

ფერტილობა

ციტალოპრამმა, რომელიც ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტია, ცხოველებში ჩატარებულ ცდებში აჩვენა სპერმის ხარისხის დაქვეითება. თეორიულად, ამან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეკომენდებულია, თავი აარიდოთ ავტომობილისა და მექანიზმების მართვას, რადგანაც არ იცით როგორ იმოქმედებს ესპა 20® თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესპა 20® ის ზოგიერთ დამხმარე ნივთიერებასთან დაკავშირებით

ის არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს გაფრთხილებას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით ან გაქვთ სხვა მედიკამენტების გამოყენების შესაძლებლობა.

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ქვემოთ მოცემულ რომელიმე წამალს:

  • არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs)”, რომელიც შეიცავს ფენელზინს, iproniazid, isocarboxazid, nialamide და tranylcypromine. თუ თქვენ მიიღეთ რომელიმე მათგანი, მოგიწევთ ლოდინი 14 დღით სანამ დაიწყებთ ესპა 20® ს მიღებას.

ესპა 20® შეწყვეტის შემდეგ უნდა გავიდეს 7 დღე რომელიმე ამ პრეპარატების მიღებამდე.

  • ”შექცევადი, სელექტიური MAO-A ინჰიბიტორები”, რომელიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
  • ”შეუქცევადი MAO-B ინჰიბიტორები”, რომელიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). ეს ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.
  • ანტიბიოტიკი ლაინზოლიდი.
  • ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ – დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი (ის ამინომჟავაა და გამოიყენება როგორც მკვებავი საშუალება).
  • იმპირამინი და დესპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
  • სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის საწინააღმდეგოდ). ეს ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.
  • ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და თიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში მომატებული ესციტალოპრამის დონით.
  • წმინდა იოანეს ვორტი (hypericum perforatum) - მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიისთვის
  • აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან სისხლის გასაწმენდად, ე.წ. ანტიაგრეგანტი). ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენა-ტენდენცია
  • ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკომონი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასაწოვებლად, ე.წ. კოაგულაციის საწინააღმდეგო საშუალება). თქვენი ექიმი ალბათ შეამოწმებს თქვენი სისხლის კოაგულაციას ესპა 20® ის დაწყების და შეწყვეტის დროს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ანტი კოაგულაცია ჯერ კიდევ ადეკვატურია.
  • მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ) კრუნჩხვების შემცირების რისკის გამო.
  • ნეიროლეპტიკები (მედიკამენტები შიზოფრენიის, ფსიქოზის) და ანტიდეპრესანტების (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და SSRI) სამკურნალო საშუალება, კრუნჩხვების შემცირების რისკის გამო.
  • ფლეტეინიდთან, პროპაფენონთან და მეტოპროლოოლთან ერთად (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში) კლომიპრამინი, და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები) და რიპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოტიკები) დანიშვნისას, შეიძლება დაგჭირდეთ ესპა 20® ის დოზის კორექტირება.
  • ნუ მიიღებთ ესპა 20® ს, თუ დანიშნული გაქვთ გულის რითმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები ან მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რითმზე, როგორებიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ნეიროლეპტიკური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი).
  • მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონეს, ზრდის გულის რითმის დარღვევის საფრთხეს.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით რაიმე დანიშნულ ან არ დანიშნულ წამალს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ესპა 20® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეა ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ლაგდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი გვერდითი ეფექტი შესაძლოა ასევე იყოს თქვენი დაავადების სიმპტომი და მაშასადამე, ალაგდება, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: უვითარდება 10-ში 1-ზე მეტ მომხმარებელს.

ხშირი : უვითარდება 100-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს.

არც ისე ხშირი : უვითარდება1 000-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს.

იშვიათი : უვითარდება10 000-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს.

უცნობი : ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია სიხშირის შეფასება.

თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა იჩენს თავს თქვენი მკურნალობის დროს მკურნალობის დროს, დაუკავშირდით ექიმს:

არც ისე ხშირი:

  • უჩვეულო სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ჩათვლით

იშვიათი:

  • თუ გაქვთ კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება ,სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), აცნობეთ ექიმს ან სასწრაფოდ მიაკითხეთ საავადმყოფოს.
  • თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, აღგზნება, დაბნეულობა, კანკალი და კუნთების უეცარი შეკუმშვა, შესაძლოა გქონდეთ სეროტონინის სინდრომი, მიმართეთ ექიმს.

თუ რომელიმე შემდეგი სიმპტომი გაქვთ, უნდა მიმართოთ ექიმს ან საავადმყოფოს:

  • შარდვის გაძნელება
  • კრუნჩხვები (იხ. აგრეთვე ”გამოიყენეთ ესპა 20® სიფრთხილით შემდეგ პირობებში”)
  • კანის გაყვითლება და თვალებში სითეთრე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის / ჰეპატიტის ნიშანი.
  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა, გულისცემა, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის სიმპტომები იყოს, რომელიც ცნობილია როგორც Torsade de Pointes.

გარდა ზემოაღნიშნულიდან, შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა

ძალიან ხშირი:

  • გულისრევა
  • თავის ტკივილი

ხშირი:

  • ცხვირის დაცობა ან ცხვირიდან გამონადენი (სინუსიტი)
  • მადის დაქვეითება ან მადის გაძლიერება
  • შფოთვა, მოუსვენრობა, არანორმალური სიზმრები, უძილობა , ძილის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მთქნარება, ტრემორი, კანის გამონაყარი.
  • დიარეა, ყაბზობა, პირღებინება, პირის სიმშრალე
  • მომატებული ოფლიანობა
  • ტკივილი კუნთებსა და სახსრებში (ართრალგია და მიალგია)
  • სექსუალური დარღვევები (დაგვიანებული ეაკულაცია, ერექციის პრობლემები, ქალებში ქალებში ორგაზმის განცდის ნაკლებობა)

დაღლილობა, ცხელება

  • წონის მომატება

არც ისე ხშირი :

ჭინჭრის გამონაყარი (ჭინჭრის ციება), გამონაყარი, (ქავილი)

  • კბილების მოჭერა ან კრიჭის შეკვრა, დაბნეულობა
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები, გემოს შეცვლა, გულის წასვლა (სინკოპე) • გუგების გადიდება (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევა, ყურებში ზარის ხმა, (ტინიტუსი)
  • თმის ცვენა
  • მენსტრუალური ჭარბი სისხლდენა
  • არარეგულარობა მენსტრუაციის პერიოდში
  • წონის შემცირება
  • სწრაფი გულისცემა
  • მხარის ან ფეხების შეშუპება
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • პათოლოგიური სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ჩათვლით

იშვიათი:

  • აგრესია, დეპერსონალიზაცია (განსხვავებული განწყობა, როცა ადამიანი თავს გრძნობს უცხოდ საკუთარ სხეულთან სრულიად ან ნაწილობრივ) ჰალუცინაცია
  • ნელი გულისცემა

ზოგიერთი პაციენტის მიერ ნახსენები ეფექტები (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან):

  • საკუთარი თავის დაზიანების ან მკვლელობის აზრები (იხ. აგრეთვე "გამოიყენეთ ესპა 20® სიფრთხილით შემდეგ პირობებში")
  • სისხლში ნატრიუმის დაქვეითება (სიმპტომები იგრძნობა: სუსტი კუნთებით დაავადებული და უსიამოვნოა; ან დაბნეული)
  • თავბრუსხვევა წამოდგომისას, დაბალი არტერიული წნევის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია)
  • ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტი (ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი რაოდენობა სისხლში)
  • მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობა)
  • მტკივნეული ერექცია (პრიპიზმი)
  • სისხლდენის დარღვევები კანისა და ლორწოვანი გარსის სისხლდენების ჩათვლით (ექსიმოზი) და დაბალი თრომბოციტების დონე სისხლში (თრომბოციტოპენია)
  • კანის ან ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზები)
  • შარდის ექსკრეციის რაოდენობის გაზრდა (არასწორი ADH სეკრეცია)
  • რძის ნაკადი ქალებში, რომლებიც არ არიან მეძუძურები და მამაკაცებში
  • მანია (მოჭარბებული ქცევა)
  • აღინიშნა ძვლის მოტეხილობების მომატებული რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტს.
  • გულის რიტმის შეცვლა (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტროენერგიის გაზომვა).

გარდა ამისა, არაერთი გვერდითი მოვლენაა ცნობილი ესციტალოპრამის მსგავსი მოქმედებების მედიკამენტებიდან (ესპა 20® ს აქტიური ნივთიერება) ესენია:

  • მოტორული მოუსვენრობა (აკათია (გაჩერებას ვერ ახერხებთ))
  • მადის დაკარგვა

თუ თქვენ გაქვთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები პაციენტის ამ ინფორმაციის ბროშურაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ შეინახოთ ესპა 20®

შეინახეთ ესპა 20® თავისივე შეფუთვაში , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25 ° C- ზე დაბლა..

გამოიყენეთ მისი მოქმედების ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ესპა 20® ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ესპა 20® თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს / დეფექტს პროდუქტში ან / და შეფუთვაში.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან განოუყენებელი წამლები! გადაეცით ისინი გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ბიოფარმა ილაჩ სან.ვე ტიჩ. ა.შ.

აკპინარის დასახლება, ოსმანგაზის ქ. #: 156

სანჩაქთეფე / სტამბული

ტელეფონი: (0216) 398 10 63

ფაქსი: (0216) 398 10 20

საინფორმაციო ფურცელი დამტკიცებულია 20/05/2015

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელ-ჩანართი

ესპა 20®, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: 20 მგ ესციტალოპრამი (ოქსალატი)

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალინის ცელულოზა (E460), კროსპოვიდონი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, ნატრიუმ ლაურილ სულფატი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი (E572), პოლივინილ ალკოჰოლი, პოლიეთილენ გლიკოლი (E1521), ტიტანიუმ დიოქსიდი(E171), ტალკი (E553b).

ფრთხილად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი პრეპარატის გამოყენებამდე. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
  • მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტის დროს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
  • დაიცავით მოცემულ ფურცელ-ჩანართში მითითებული დირექტივები. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვისაა რეკომენდებული.

აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში:

რა არის ესპა 20® და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ესპა 20® მიღებამდე

როგორ უნდა მიიღოთ ესპა 20®

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ უნდა შეინახოთ ესპა 20®

რას წარმოადგენს ესპა 20® და რისთვის გამოიყენება

  • თითოეული ესპა 20®, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს. თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივ ამობურცული, ცალმხარეს გამყოფი ზოლით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
  • ესპა 20® ბაზარზე წარმოდგენილია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით.
  • ესპა 20® შეიცავს ესციტალოპრამს. ეს მედიკამენტი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ

( დიდი დეპრესიული აშლილობა) და შფოთვითი აშლილობის (როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცის ფობია) ,სოციალური შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესურ-კომპულსური დარღვევები

  • ესციტალოპრამი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება შერჩევითი სეროტონინის უკუქცევის ინჰიბიტორები (SSRI). ეს მედიკამენტები ზემოქმედებენ ტვინში სეროტონინის სისტემაზე, სეროტონინის დონის ზრდით. სეროტონინის სისტემაში არსებული დარღვევები მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებაში

შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს რომ თავი უკეთ იგრძნოთ. განაგრძეთ ესპა 20® გამოყენება, თუნდაც მეტი დრო იყოს საჭირო თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს ცუდად იგრძნობთ, გაესაუბრეთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ ესპა 20® მიღებამდე

არ მიიღოთ ესპა 20® შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ალერგიული ხართ ესციტალოპრამზე ან ესპა 20® ს რომელიმე ინგრედიენტზე

(იხილეთ ‘’დამხმარე ნივთიერებები“)

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან MAO (მონოამინ ოქსიდაზა) ინჰიბიტორებს ჯგუფს, მათ შორის სელეგილინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლაინზოლიდი (ანტიბიოტიკი).

  • თუ იყენებთ პიმოზიდს (ანტიფსიქოზური).
  • თუ თქვენ გაქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი არანორმალური გულის რითმის დარღვევის ეპიზოდი (იხილეთ ეკგ ; გამოკვლევა, გულის მოქმედების შესაფასებლად).
  • თუ იღებთ მედიკამენტებს გულის რითმის პრობლემებზე, ან იმ პრეპარატებს რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გულის რითმზე (IA კლასი და III ანტიარითმია, ანტიფსიქოტიკა (მაგ. ფენოთიაზიინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიმიკრობული აგენტები (სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი, IV, პენტამიდინი, ანტი-მალარიული მედიკამენტები, განსაკუთრებით ჰალოოფანტრინი), ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ. ასტემიზოლი, მიზოლასტინი) უკუნაჩვენებია (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იხ. "სხვა სამკურნალო საშუალებებით მიღება")

მიიღეთ ესპა 20® განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

ესპა 20® ის მიღებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რადგან ექიმს შესაძლოა ეს გაითვალისწინოს.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს:

  • თუ გაქვთ ეპილეპსია . ესპა 20® ით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პირველად აღინიშნება კრუნჩხვები, ან თუ არის კრუნჩხვების სიხშირის მატება (იხ. ”შესაძლო გვერდითი მოვლენები”).
  • თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ექიმს შეიძლება დაჭირდეს თქვენთვის დოზის კორექცია.
  • თუ გაქვთ დიაბეტი. ესპა 20® ით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის ან / და პერორალური ჰიპოგლიკემიური დოზის კორექტირება .
  • თუ სისხლში ნატრიუმის შემცირებული დონე გაქვთ.
  • თუ თქვენ გაქვთ ტენდენცია, რომ ადვილად განვითარდეს სისხლდენა ან სისხლჩაქცევები.
  • თუ თქვენ იღებთ ელექტროკონსულტირებულ მკურნალობას.
  • თუ გაქვთ გულის კორონარული დაავადება.
  • თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები, ან გადატანილი გაქვთ გულის დაავადება ან ახლახანს გქონდათ გულის შეტევა.
  • თუ მშვიდ მდგომარეობაში გაქვთ სუსტი პულსი და/ან იცით, რომ შესაძლოა გქონდეთ გახანგრძლივებული მწვავე დიარეისა და ღებინების (ავადობის გამო) შედეგად ან დიურეტიკების (შარდმდენი ტაბლეტების) გამოყენებით გამოწვეული მარილების დანაკარგი.
  • თუ თქვენ გაქვთ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა , თავბრუსხვევა, წამოდგომისას, ეს შეიძლება მიუთითებდეს გულისცემის არანორმალურ ფუნქციონირებაზე.
  • თუ აღინიშნება გუგის პრობლემა, როგორიცაა გაფართოება (მიდრიოზი).
  • სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც აქვთ Torsades de Pointes (ერთგვარი გულის არითმია) განვითარების მაღალი რისკი მაგალითად, გულის შეშუპების უკმარისობის მქონე პაციენტებში, ბოლოდროს გულის შეტევის მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულისცემის ნელი სიჩქარე ან პაციენტები რომლებიც მიდრეკილნი არიან ჰიპოკალემიისკენ (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ან ჰიპომაგნიემიის დროს (სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე) თანმდევი დაავადების ან ნარკოტიკების მოხმარების გამო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

მანიაკალური დეპრესიული დაავადებების მქონე ზოგიერთ პაციენტი შესაძლებელია გადავიდეს მანიაკალური ფაზაში. მას ახასიათებს უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეები, შეუსაბამო ბედნიერება და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა. თუ ამას განიცდით, დაუკავშირდით ექიმს.

სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან სირთულე ჯდომა ან დგომა, შეიძლება ასევე მოხდეს მკურნალობის პირველივე კვირის განმავლობაში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განიცდით ამ სიმპტომებს.

თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ დეპრესიული ხართ და / ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გაიფიქროთ საკუთარი თავის დაზიანება ან თვითმკვლელობა . ეს აზრები შეიძლება გაიზარდოს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისთანავე, რადგან ამ მედიკამენტებს მუშაობისთვის დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო ხანგრძლივია.

თქვენ შეიძლება უფრო იფიქროთ ასე:

  • თუ ადრე გიფიქრიათ საკუთარი თავის მკვლელობაზე ან ზიანის მიყენებაზე.
  • თუ თქვენ ხართ ზრდასრული. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თვითმკვლელობის ქცევის გაზრდილი რისკია 25 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილებში, ფსიქიატრიული მდგომარეობით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტით.

თუ გაქვთ ფიქრი, რომ თავი დაიზიანოთ ან სუიციდი ჩაიდინოთ , ნებისმიერ დროს დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს.

ანტიდეპრესანტების გამოყენებას, განსაკუთრებითა ბავშვებში და 24 წლამდე ასაკის და მოზარდებში, აქვთ სუიციდური იდეის ან ქცევის გაზრდის პოტენციალი. ამ მიზეზით, თქვენ ახლო დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეთ თქვენი ოჯახის წევრების და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების მიერ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და დოზის გაზრდის / შემცირების ან შეწყვეტის პერიოდის განმავლობაში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ქცევის მოულოდნელი ცვლილებები, როგორიცაა გაღიზიანება, ჰიპერაქტიურობა ან თვითმკვლელობის ალბათობა .

ბავშვები და მოზარდები

ესპა 20® ჩვეულებრივ არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობის აზრები და მტრობა (უპირატესად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და სიბრაზე), როდესაც ისინი იღებენ ამ კატეგორიის მედიკამენტებს. ამის მიუხედავად, ექიმს შეუძლია დაუნიშნოს ესპა 20® 18 წლამდე პაციენტს, თუ იგი გადაწყვეტს, რომ ეს მათ ინტერესებშია. თუ ექიმს აქვს გამოწერილი ესპა 20® 18 წლამდე პაციენტისთვის და გსურთ ამაზე მსჯელობა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი ვითარდება ან უარესდება, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ესპა 20® . ასევე, არ არის გარკვეული ამ ასაკობრივ ჯგუფზე, ესპა 20® ს უსაფრთხოების გრძელვადიანი ეფექტები, როგორიცაა ზრდა, მომწიფება და კოგნიტურ და ქცევითი განვითარება.

გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ თუნდაც წარსულ პერიოდში.

ესპა 20® ის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ესპა 20® შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხ. ”როგორ გამოვიყენოთ ესპა 20® ”). როგორც ბევრი სამკურნალო საშუალება, ესპა 20® –თან ალკოჰოლთან ერთად

გამოყენება არ არის მიზანშეწონილი,თუმცა არ არის მოსალოდნელი ესპა 20® ს ალკოჰოლთან ურთიერთქმედება.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ, თუ აპირებთ დაორსულებას. ნუ მიიღებთ ესპა 20® ს, თუ ორსულად ხართ, სანამ არ განიხილავთ თქვენს ექიმთან რისკებსა და სარგებელს.

თუ ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში იღებთ ესპა 20® ს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალშობილში შესაძლებელია შემდეგი ეფექტების ნახვა: პრობლემები სუნთქვის გამო, მოლურჯო კანი, კრუნჩხვა, სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, კვების სირთულეები, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, ძლიერი ან ფლოპი კუნთები, გადაჭარბებული რეფლექსები, ტრემორი, ყბაყურა, გაღიზიანება, ლეტარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილითან დაკავშირებული სირთულეები. თუ თქვენს ახალშობილს რომელიმე ეს სიმპტომი აქვს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის, რომ იყენებთ ესპა 20® . ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა ესპა 20® შეიძლება გაზარდონ ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, ე.წ. ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რის შედეგადაც ბავშვი უფრო სწრაფად სუნთქავს და ჩნდება სილურჯეები. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს მოხდა თქვენს პატარასთან, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს მეანს ან / და ექიმს.

ორსულობის დროს ესპა 20® გამოყენება არ უნდა შეწყდეს უეცრად.

თუ რომ მკურნალობის კურისის განმავლობაში აღმოჩნდებით ფეხმძიმედ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ესპა 20® სავარაუდოდ გადადის დედის რძეში. ნუ მიიღებთ ესპა 20® ძუძუთი კვების დროს სანამ თქვენს ექიმთან არ განიხილავთ რისკებს და სარგებელს და სანამ ექიმი არ ჩათვლის მის გამოყენებას თქვენთვის შესაფერისად .

ფერტილობა

ციტალოპრამმა, რომელიც ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტია, ცხოველებში ჩატარებულ ცდებში აჩვენა სპერმის ხარისხის დაქვეითება. თეორიულად, ამან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ავტომობილისას და მექანიზმების მართვის უნარი

რეკომენდებულია, თავი აარიდოთ ავტომობილისა და მექანიზმების მართვას, რადგანაც არ იცით როგორ იმოქმედებს ესპა 20® თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესპა 20® ის ზოგიერთ დამხმარე ნივთიერებასთან დაკავშირებით

ის არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს გაფრთხილებას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით ან გაქვთ სხვა მედიკამენტების გამოყენების შესაძლებლობა.

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ქვემოთ მოცემულ რომელიმე წამალს:

  • არასელექტიური მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs)”, რომელიც შეიცავს ფენელზინს, iproniazid, isocarboxazid, nialamide და tranylcypromine. თუ თქვენ მიიღეთ რომელიმე მათგანი, მოგიწევთ ლოდინი 14 დღით სანამ დაიწყებთ ესპა 20® ს მიღებას.

ესპა 20® შეწყვეტის შემდეგ უნდა გავიდეს 7 დღე რომელიმე ამ პრეპარატების მიღებამდე.

  • ”შექცევადი, სელექტიური MAO-A ინჰიბიტორები”, რომელიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
  • ”შეუქცევადი MAO-B ინჰიბიტორები”, რომელიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). ეს ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.
  • ანტიბიოტიკი ლაინზოლიდი.
  • ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ – დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი (ის ამინომჟავაა და გამოიყენება როგორც მკვებავი საშუალება).
  • იმპირამინი და დესპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
  • სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის საწინააღმდეგოდ). ეს ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.
  • ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და თიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში მომატებული ესციტალოპრამის დონით.
  • წმინდა იოანეს ვორტი (hypericum perforatum) - მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიისთვის
  • აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან სისხლის გასაწმენდად, ე.წ. ანტიაგრეგანტი). ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენა-ტენდენცია
  • ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკომონი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასაწოვებლად, ე.წ. კოაგულაციის საწინააღმდეგო საშუალება). თქვენი ექიმი ალბათ შეამოწმებს თქვენი სისხლის კოაგულაციას ესპა 20® ის დაწყების და შეწყვეტის დროს, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ანტი კოაგულაცია ჯერ კიდევ ადეკვატურია.
  • მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ) კრუნჩხვების შემცირების რისკის გამო.
  • ნეიროლეპტიკები (მედიკამენტები შიზოფრენიის, ფსიქოზის) და ანტიდეპრესანტების (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და SSRI) სამკურნალო საშუალება, კრუნჩხვების შემცირების რისკის გამო.
  • ფლეტეინიდთან, პროპაფენონთან და მეტოპროლოოლთან ერთად (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში) კლომიპრამინი, და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები) და რიპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოტიკები) დანიშვნისას, შეიძლება დაგჭირდეთ ესპა 20® ის დოზის კორექტირება.
  • ნუ მიიღებთ ესპა 20® ს, თუ დანიშნული გაქვთ გულის რითმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები ან მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რითმზე, როგორებიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ნეიროლეპტიკური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი).
  • მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონეს, ზრდის გულის რითმის დარღვევის საფრთხეს.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით რაიმე დანიშნულ ან არ დანიშნულ წამალს.

  • როგორ გამოვიყენოთ ესპა 20®
  • გამოყენების ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების / გამოყენების სიხშირეზე:

ყოველთვის გამოიყენეთ ესპა 20® ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

მოზარდები

დეპრესია

ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა ესპა 20® მიიღება 10 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ დღეში.

პანიკური აშლილობა

ესპა 20® ის საწყისი დოზაა 5 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა პირველი კვირის განმავლობაში, დოზის გაზრდამდე 10 მგ დღეში. დოზა შეიძლება შემდგომ გაიზარდოს ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა ესპა 20® მიიღება 10 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა. ექიმს შეუძლია შეამციროს დოზა 5 მგ დღეში, ან გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ დღეში, იმისდა მიხედვით თუ როგორია თქვენი საპასუხო რექცია მედიკამენტზე.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა ესპა 20® მიიღება 10 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა ესპა 20® მიიღება 10 მგ, როგორც ერთი სადღეღამისო დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ მაქსიმუმ 20 მგ დღეში.

მიღების და გამოყენების მეთოდი:

შეგიძლიათ ესპა 20® მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ , რადგან მათი მწარე გემო აქვს.

საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გაყოთ ტაბლეტები, პირველ რიგში, ტაბლეტის ბრტყელ ზედაპირზე მოთავსებით,გამყოფი ზედაპირით ზემოთ მიმართული. ამის შემდეგ ტაბლეტები შეიძლება გაიყოს, ტაბლეტის თითოეულ ბოლოზე საჩვენებელი თითის დაჭერით როგორც ეს ნახატზეა ნაჩვენები.

  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები და მოზარდები:

ესპა 20® ჩვეულებრივ არ მისცეთ ბავშვებს და 18 წლამდე მოზარდებს . მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სექცია 2 ’’რა უნდა იცოდეთ ესპა 20® ს მიღებამდე“.

სპეციალური გამოყენების პირობები

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექტირება არ არის საჭირო თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ფუნქციის დარღვევით, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 10 მგ ექიმის მიერ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულებში (65 წლის ზემოთ)რეკომენდებული საწყისი დოზა არის ესპა 20® 5 მგ დღიური დოზა. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს მაქსიმუმ 10 მგ მდე დღეში.

სპეციალური გამოყენების პირობები

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექტირება არ არის საჭირო თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ფუნქციის დარღვევით, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 10 მგ ექიმის მიერ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს, სანამ უკეთეს იგრძნობთ. გააგრძელეთ ესპა 20® ის გამოყენება, თუნდაც გარკვეული დრო დასჭირდეს სანამ თქვენს მდგომარეობაში რაიმე გაუმჯობესებას იგრძნობთ.

არ შეცვალოთ თქვენი მედიკამენტის დოზა, პირველ რიგში ექიმთან გასაუბრების გარეშე.

გააგრძელეთ ესპა 20® ის მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ.. თუ მკურნალობას ძალიან მალე შეაჩერებთ, თქვენი სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს. მიზანშეწონილია, რომ მკურნალობა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვით,მას შემდეგ რაც თავს კარგად იგრძნობთ. მიზანშეწონილია, რომ მკურნალობა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვე მას შემდეგ რაც თავს კვლავ კარგად იგრძნობთ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე წარმოდგენა ესპა 20® ის ეფექტის შესახებ , რომ ის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან

თუ იყენებთ უფრო მეტ ესპა 20® ვიდრე გჭირდებათ:

თუ იღებთ ესპა 20® ის მეტ დოზას ვიდრე გამოწერილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას.

გააკეთეთ ეს მაშინაც კი, თუ არ არსებობს დისკომფორტის ნიშნები.

დოზის გადაჭარბების ზოგიერთი ნიშანი შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, ტრემორი, შფოთვა, კრუნჩხვა, კომა, გულისრევა, ღებინება, გულის რითმის ცვლილება (ნელი ან უფრო სწრაფი ვიდრე ნორმალური), არტერიული წნევის დაქვეითება და სხეულის სითხის / მარილის ბალანსის ცვლილება.

იქონიეთ თან ესპა 20® ყუთი / კონტეინერი ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ესპა 20® ის გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუ დოზის მიღება დაგავიწყდება და ძილის წინ გაგახსენდებათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ. განაგრძეთ მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს . თუ მხოლოდ ღამით, ან მეორე დღეს გაგახსენდებათ, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივ.

ესპა 20® მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო შედეგები:

ნუ შეწყვეტთ ესპა 20® ს მიღებას, სანამ ექიმი არ გირჩევთ ამას. მკურნალობის კურსის დასასრულებლად ზოგადად გირჩევთ, რომ ესპა 20® ის დოზა თანდათანობით შემცირდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, საბოლოო შეწყვეტამდე.

ესპა 20® ს უეცარი შეწყვეტის დროს შესაძლებლია იგრძნოთ აბსტინენციის სიმპტომები. რომელიც დამახასიათებელია ესპა 20® ით მკურნალობის უეცრად შეწყვეტის დროს. რისკი უფრო მაღალია, როდესაც ესპა 20® გამოიყენება დიდი ხნის მანძილზე ან მაღალი დოზებით, ან როდესაც დოზა ძალიან სწრაფად მცირდება. ადამიანების უმეტესობა აღმოაჩენს, რომ აბსტინენციის სიმპტომები რბილად მიმდინარეობს და თავისით ქრება 2 კვირის განმავლობაში. თუმცა, ზოგჯერ ამგვარი ეფექტები შესაძლოა მწვავეც იყოს და/ან გახანგრძლივებულიც (2-3 თვე ან მეტი). თუ გაქვთ აბსტინენციის სიმპტომები როდესაც შეწყვეტთ ესპა 20® ს მიღებას, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწვიტოს, რომ გესაჭიროებათ ტაბლეტების კვლავ მიღება და დოზის უფრო გრძელი ინტერვალით თანდათანობით შემცირებით.

მოიცავს თავბრუსხვევას(არასტაბილური ან არასწორი ბალანსი), ძილის დარღვევას, შფოთვას, კანკალს, გულისრევის შეგრძნებას, თავის ტკივილს, დაბნეულობას, აგზნებას, სენსორულ დარღვევებს (მაგ.: ყურებში ხმაურს, კანში ჩხვლეტის შეგრძნებას ან მგრძნობელობის დაკარგვას, ჰალუცინაციებს), ზმანებას, ოფლიანობას, დიარეას, ემოციურობას ან გაღიზიანებულობას და გულის რითმის დარღვევას.

აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეწყვეტის სიმპტომები მოიცავს: თავბრუსხვევის შეგრძნება, ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტის , წვის შეგრძნებები და (უფრო იშვიათად) ელექტრო შოკის შეგრძნებები, მათ შორის თავში, ძილის დარღვევას (ზმანება, კოშმარები, უძილობა). შფოთვა, თავის ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობის ან გაღიზიანების შეგრძნება, ტრემორი (კანკალი), დაბნეულობის გრძნობა, ემოციური ან გაღიზიანების შეგრძნება, დიარეა (ფხვიერი განავალი), მხედველობის დარღვევა, შეფერხებული გულისცემა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ესპა 20® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეა ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ლაგდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი გვერდითი ეფექტი შესაძლოა ასევე იყოს თქვენი დაავადების სიმპტომი და მაშასადამე, ალაგდება, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: უვითარდება 10-ში 1-ზე მეტ მომხმარებელს.

ხშირი : უვითარდება 100-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს.

არც ისე ხშირი : უვითარდება1 000-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს.

იშვიათი : უვითარდება10 000-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს.

უცნობი : ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია სიხშირის შეფასება.

თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა იჩენს თავს თქვენი მკურნალობის დროს მკურნალობის დროს, დაუკავშირდით ექიმს:

არც ისე ხშირი:

  • უჩვეულო სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ჩათვლით

იშვიათი:

  • თუ გაქვთ კანის, ენის, ტუჩების ან სახის შეშუპება ,სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), აცნობეთ ექიმს ან სასწრაფოდ მიაკითხეთ საავადმყოფოს.
  • თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, აღგზნება, დაბნეულობა, კანკალი და კუნთების უეცარი შეკუმშვა, შესაძლოა გქონდეთ სეროტონინის სინდრომი, მიმართეთ ექიმს.

თუ რომელიმე შემდეგი სიმპტომი გაქვთ, უნდა მიმართოთ ექიმს ან საავადმყოფოს:

  • შარდვის გაძნელება
  • კრუნჩხვები (იხ. აგრეთვე ”გამოიყენეთ ესპა 20® სიფრთხილით შემდეგ პირობებში”)
  • კანის გაყვითლება და თვალებში სითეთრე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის / ჰეპატიტის ნიშანი.
  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა, გულისცემა, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის სიმპტომები იყოს, რომელიც ცნობილია როგორც Torsade de Pointes.

გარდა ზემოაღნიშნულიდან, შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა

ძალიან ხშირი:

  • გულისრევა
  • თავის ტკივილი

ხშირი:

  • ცხვირის დაცობა ან ცხვირიდან გამონადენი (სინუსიტი)
  • მადის დაქვეითება ან მადის გაძლიერება
  • შფოთვა, მოუსვენრობა, არანორმალური სიზმრები, უძილობა , ძილის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მთქნარება, ტრემორი, კანის გამონაყარი.
  • დიარეა, ყაბზობა, პირღებინება, პირის სიმშრალე
  • მომატებული ოფლიანობა
  • ტკივილი კუნთებსა და სახსრებში (ართრალგია და მიალგია)
  • სექსუალური დარღვევები (დაგვიანებული ეაკულაცია, ერექციის პრობლემები, ქალებში ქალებში ორგაზმის განცდის ნაკლებობა)

დაღლილობა, ცხელება

  • წონის მომატება

არც ისე ხშირი :

ჭინჭრის გამონაყარი (ჭინჭრის ციება), გამონაყარი, (ქავილი)

  • კბილების მოჭერა ან კრიჭის შეკვრა, დაბნეულობა
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები, გემოს შეცვლა, გულის წასვლა (სინკოპე) • გუგების გადიდება (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევა, ყურებში ზარის ხმა, (ტინიტუსი)
  • თმის ცვენა
  • მენსტრუალური ჭარბი სისხლდენა
  • არარეგულარობა მენსტრუაციის პერიოდში
  • წონის შემცირება
  • სწრაფი გულისცემა
  • მხარის ან ფეხების შეშუპება
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • პათოლოგიური სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ჩათვლით

იშვიათი:

  • აგრესია, დეპერსონალიზაცია (განსხვავებული განწყობა, როცა ადამიანი თავს გრძნობს უცხოდ საკუთარ სხეულთან სრულიად ან ნაწილობრივ) ჰალუცინაცია
  • ნელი გულისცემა

ზოგიერთი პაციენტის მიერ ნახსენები ეფექტები (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან):

  • საკუთარი თავის დაზიანების ან მკვლელობის აზრები (იხ. აგრეთვე "გამოიყენეთ ესპა 20® სიფრთხილით შემდეგ პირობებში")
  • სისხლში ნატრიუმის დაქვეითება (სიმპტომები იგრძნობა: სუსტი კუნთებით დაავადებული და უსიამოვნოა; ან დაბნეული)
  • თავბრუსხვევა წამოდგომისას, დაბალი არტერიული წნევის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია)
  • ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტი (ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი რაოდენობა სისხლში)
  • მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობა)
  • მტკივნეული ერექცია (პრიპიზმი)
  • სისხლდენის დარღვევები კანისა და ლორწოვანი გარსის სისხლდენების ჩათვლით (ექსიმოზი) და დაბალი თრომბოციტების დონე სისხლში (თრომბოციტოპენია)
  • კანის ან ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზები)
  • შარდის ექსკრეციის რაოდენობის გაზრდა (არასწორი ADH სეკრეცია)
  • რძის ნაკადი ქალებში, რომლებიც არ არიან მეძუძურები და მამაკაცებში
  • მანია (მოჭარბებული ქცევა)
  • აღინიშნა ძვლის მოტეხილობების მომატებული რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტს.
  • გულის რიტმის შეცვლა (ე.წ. "QT ინტერვალის გახანგრძლივება", რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტროენერგიის გაზომვა).

გარდა ამისა, არაერთი გვერდითი მოვლენაა ცნობილი ესციტალოპრამის მსგავსი მოქმედებების მედიკამენტებიდან (ესპა 20® ს აქტიური ნივთიერება) ესენია:

  • მოტორული მოუსვენრობა (აკათია (გაჩერებას ვერ ახერხებთ))
  • მადის დაკარგვა

თუ თქვენ გაქვთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები პაციენტის ამ ინფორმაციის ბროშურაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ შეინახოთ ესპა 20®

შეინახეთ ესპა 20® თავისივე შეფუთვაში , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25 ° C- ზე დაბლა..

გამოიყენეთ მისი მოქმედების ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ესპა 20® ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ესპა 20® თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს / დეფექტს პროდუქტში ან / და შეფუთვაში.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან განოუყენებელი წამლები! გადაეცით ისინი გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ბიოფარმა ილაჩ სან.ვე ტიჩ. ა.შ.

აკპინარის დასახლება, ოსმანგაზის ქ. #: 156

სანჩაქთეფე / სტამბული

ტელეფონი: (0216) 398 10 63

ფაქსი: (0216) 398 10 20

საინფორმაციო ფურცელი დამტკიცებულია 20/05/2015

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა