ესომი
ESOM
ესომი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ესომეპრაზოლს და განეკუთვნება პრეპარატებს, სახელად „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“ (PPI). ეს პრეპარატები ამცირებენ კუჭში მჟავას წარმოქმნას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ესომეპრაზოლი (esomeprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ ნაწლავში ხსნადი მიკროპელეტების შემცველი კაფსულა №28
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0446
- რეგისტრირებულია
- 30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ესომი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ესომი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ესომეპრაზოლს და განეკუთვნება პრეპარატებს, სახელად „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“ (PPI). ეს პრეპარატები ამცირებენ კუჭში მჟავას წარმოქმნას.
ესომი 40 მგ კაფსულა წარმოადგენს დაბურული იისფერი კორპუსის/დაბურული იისფერი სარქვლის მქონე №:3 მყარი ჟელატინის კაფსულებში მოთავსებულ მოთეთრო-კრემისფერ გრანულებს.
ესომი გამოიყენება შემდეგი შემთხვევების სამკურნალოდ:
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ-ი)
- კუჭის წვენის საყლაპავში (მილი, რომელიც ყელს კუჭთან აკავშირებს) გადასვლიდან გამომდინარე საყლაპავის ტკივილი, ანთება და კუჭის წვა (ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობისას)
- კუჭის წვენის საყლაპავში გადასვლიდან გამომდინარე ავადმყოფობის სიმპტომებისას, როგორიცაა კუჭის წვა და ღებინება (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობისას)
პაციენტებში, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ აასპ-ით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) მკურნალობა
- ტკივილის ან ანთების დროს გამოყენებული პრეპარატით გამოწვეული სიმპტომები, როგორიცაა კუჭის ან მუცლის ღრუს ზედა ნაწილში ტკივილი ან დისკომფორტი (აასპ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ზედა გასტროინტესტინალური სიმპტომების მკურნალობისას)
- წყლულები: ტკივილის ან ანთების დროს გამოყენებული პრეპარატებით გამოწვეული წყლულების გამოჯანმრთელების და პროფილაქტიკისთვის (კუჭის წყლულების მკურნალობა და აასპ-ით მკურნალობიდან გამომდინარე კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პროფილაქტიკა)
Helicobacter pylori-ს გამო წყლულის გამომწვევი ბაქტერიული ინფექციის დროს
ესომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის შემდგომ სისხლდენის შეჩერების უზრუნველმყოფი მექანიზმების (=ჰემოსტაზი) შენარჩუნების და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენციისთვის.
კუჭში ჭარბი რაოდენობით მჟავას არსებობისას, მათ შორის სიმსივნეების დროს, რომლებიც გამოიმუშავებენ კუჭში ჭარბი რაოდენობით მჟავას წარმომქმნელ ჰორმონს (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი)
შეასრულეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციები და, თუ დაგჭირდებათ უფრო მეტი ინფორმაცია, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ესომის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ამ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, ექიმი მოითხოვს თქვენზე დაკვირვებას (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იღებთ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში)
თუ ექიმმა გითხრათ, ეს პრეპარატი გამოიყენოთ საჭიროებისას, სიმპტომების შეცვლის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით (გერდ-ი) გამოწვეული კუჭის წვის მკურნალობისას:
მოზრდილები:
საყლაპავი მილის ანთების და ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა (ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტი) დღეში ერთხელ ესომი 40 მგ. დაავადების სიმძიმიდან და მკურნალობაზე პასუხიდან გამომდინარე მკურნალობის სრული ხანგრძლივობაა 4-8 კვირა.
დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ ესომი 20 მგ.
ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა კუჭის წვა და ღებინება (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობისას), რეკომენდებული სამკურნალო დოზაა დღეში ერთხელ ესომი 20 მგ. თუ სიმპტომები არ გაივლის 4 კვირის შემდეგ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიმპტომების გაქრობისას ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დღეში ერთხელ ესომი 20 მგ-ის მიღება.
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ექიმმა შესაძლებელია შეამციროს დოზა.
12-18 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება:

პაციენტებში, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა:
მოზრდილებში ტკივილის და ანთების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატით გამოწვეული ისეთი შემთხვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი ან მუცლის ღრუს ზედა ნაწილში დისკომფორტი, რეკომენდებული დოზაა (აასპ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ზედა გასტროინტესტინალური სიმპტომების მკურნალობა) დღეში ერთხელ ესომი 20 მგ. თუ სიმპტომები არ გაივლის 4 კვირის შემდეგ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ტკივილისა და ანთების დროს გამოყენებული პრეპარატით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა 4-8 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ესომი 20 ან 40 მგ.
ტკივილისა და ანთების დროს გამოყენებული პრეპარატით წყლულის გამოწვევის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ ესომი 20 ან 40 მგ.
ბაქტერია Helicobacter pylori-ს მიზეზით გამოწვეული ინფექცია:
მოზრდილები:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ესომი 20 მგ. ამასთანავე ექიმი გირჩევთ ქვემოთ მითითებული ანტიბიოტიკების მიღებას: ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა ერთი კვირა.
დაიცავით პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები და, თუ არ ხართ დარწმუნებული, ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე. ეს მკურნალობა უზრუნველყოფს წყლულის გამოჯანმრთელებას, ამავე დროს აღკვეთს წყლულის ხელახლა წარმოქმნას.
12-18 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება:
როგორც წესი, გამოყენების დოზა ექიმის მიერ დანიშნულ ორ ანტიბიოტიკთან კომბინირებული მკურნალობისას არის დღეში ორჯერ ესომი 20 მგ. ზოგადად მკურნალობა გრძელდება 1 კვირის განმავლობაში.
ესომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის შემდგომ სისხლდენის შეჩერების უზრუნველმყოფი მექანიზმების (ჰემოსტაზი) შენარჩუნების და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებიდან ხელახლა სისხლდენის პრევენციისას:
4 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ 40 მგ. ორალური მკურნალობის პერიოდამდე მჟავას დათრგუნვისთვის უნდა გაკეთდეს 30 წუთის განმავლობაში ესომეპრაზოლის 80 მგ ინფუზია ბოლუსური ინფუზიის სახით და შემდგომ 3 დღის (72 საათის) განმავლობაში უნდა გაკეთდეს უწყვეტი ინტრავენური ინფუზია 8 მგ/საათი.
კუჭში ჭარბი რაოდენობით მჟავას არსებობისას, მათ შორის სიმსივნეების დროს, რომლებიც გამოიმუშავებენ კუჭში ჭარბი რაოდენობის მჟავას წარმომქმნელ ჰორმონს (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი):
მოზრდილებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა დღეში ორჯერ ესომი 40 მგ. თქვენი ექიმი საჭიროების მიხედვით მოახდენს დოზის კორექტირებას, ასევე გადაწყვეტს, რა ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ პრეპარატი.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ესომი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გამოყენებული კაფსულის დოზა და გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების სიმძიმეზე. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა ან დაფხვნა. კაფსულები შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან ჭამამდე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. უნდა ჩაყლაპოთ მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლით.
ასევე შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მასში არსებული გრანულების ნახევარ ჭიქა წყალში შერევა. ამ სახით უფრო ადვილია ჩაყლაპვა. არ გამოიყენოთ სხვა სითხე. დარწმუნდით, რომ კაფსულიდან ამოღებული პატარა გრანულები ჩაყლაპეთ დაღეჭვის გარეშე. დალევამდე გრანულები წყალში არ გააჩეროთ 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში და დალევის წინ მოურიეთ. დალევის შემდეგ ჭიქას გამოავლეთ წყალი და ეს წყალიც დალიეთ.
თუ საერთოდ არ შეგიძლიათ ჩაყლაპვა, შესაძლებელია კაფსულაში არსებული გრანულები მცირე რაოდენობით წყალში შერეული სახით მოთავსდეს შპრიცში და ზონდის („კუჭის ზონდის“) მეშვეობით პირდაპირ კუჭს მიეწოდოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: არ შეიძლება ესომის კაფსულების გამოყენება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ასაკოვნებში გამოყენება: არ არის საჭირო ასაკოვნებისთვის დოზის შემცირება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია დაირღვეს ესომეპრაზოლის დაშლა. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით მცირდება პრეპარატის დაშლა და შესაძლებელია გაიზარდოს სისხლში მისი დონე. რის გამოც პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. დღეში ერთი დოზის გამოყენებისას ესომეპრაზოლს და მისი დაშლის პროდუქტებს არ ახასიათებს სხეულში დაგროვებისკენ მიდრეკილება.
თირკმლის უკმარისობა:
არ არსებობს კვლევა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა, არ არის მოსალოდნელი ესომეპრაზოლის დაშლის ცვლილება.
თუ თვლით, რომ ესომის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ესომი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ ესომი მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ესომის მიღება:
თუ დაგავიწყდებათ ერთი დოზის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ დოზა. მაგრამ თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, მომდევნო დოზა მიიღეთ შესაბამის დროს.
დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ესომით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქციები:
არ შეწყვიტოთ კაფსულების გამოყენება თქვენი ექიმის მითითების გარეშე.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ესომის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ესომეპრაზოლის, ბენზიმიდაზოლის წარმოებულების ან ესომის შემადგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
თუ გაქვთ ალერგია პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებზე (მაგალითად, პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი)
როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, არ შეიძლება ესომეპრაზოლის გამოყენება ატაზანავირთან ან ნელფინავირთან (აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალო პრეპარატი) ერთად.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ესომი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები
თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები
თუ ესომის მსგავსი, კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებელი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ გამოვლინდა კანის რეაქცია
თუ ახლო მომავალში უნდა ჩაიტაროთ სისხლში ქრომოგრანინი A-ს ანალიზი.
ესომმა შესაძლებელია დაფაროს სხვა დაავადების სიმპტომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ესომის მიღების დაწყებამდე ან მიღების პერიოდში შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს:
- თუ უმიზეზოდ მკვეთრად იკლებთ წონაში ან გაქვთ ყლაპვის პრობლემები
- თუ დაგეწყებათ კუჭის ტკივილი ან მონელების პრობლემა
- თუ დაგეწყებათ ღებინება და ამოდის სისხლი და საკვები
- თუ განავალი არის შავი და აქვს სისხლიანი წერტილები.
ძალიან იშვიათად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს აკავშირებენ კანის ქვემწვავე წითელი მგლურას (იმუნური სისტემიდან გამომდინარე კანის და ზოგიერთი ორგანოს დაავადება) შემთხვევებთან. თუ კანზე გაჩნდება დაზიანებები, განსაკუთრებით კანის იმ უბნებზე, რომელზეც ზემოქმედებს მზე, და მას ახლავს სახსრების ტკივილი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სამედიცინო დახმარება და სპეციალისტმა უნდა განიხილოს ესომით მკურნალობის შეწყვეტა. თუ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (PPI) ადრე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ განვითარდა კანის ქვემწვავე წითელი მგლურა, ეს ზრდის სხვა PPI-ებთან ამავე მდგომარეობის გამოვლენის რისკს.
თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რადგანაც ექიმმა შესაძლებელია შეამციროს დოზა.
თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
თუ H.pylori-ს წინააღმდეგ დანიშნული გაქვთ სამკომპონენტიანი მკურნალობა ან ესომი მოგეცათ საჭიროებისას გამოყენების მიზნით, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ.
თუ ესომი დანიშნული გაქვთ „საჭიროების შემთხვევაში“ გამოყენების მიზნით, სიმპტომების გაგრძელების ან მახასიათებლების შეცვლისას უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
თუ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, როგორიცაა ესომი, იყენებთ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მსუბუქი ხარისხით შესაძლებელია გაიზარდოს ბარძაყის, კოჭის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის განლევა) ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, აცნობეთ თქვენს ექიმს (რადგანაც შესაძლებელია გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).
ცნობილია სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითების შემთხვევა (ჰიპომაგნემია). თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი მკურნალობა ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს იღებთ დიგოქსინთან ერთად, ან ისეთ პრეპარატებთან, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (მაგალითად, შარდმდენები), ექიმმა შესაძლებელია მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში პერიოდულად გააკონტროლოს სისხლში მაგნიუმის დონე.
ნეიროენდოკრინულ (შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების) სიმსივნეებთან დაკავშირებული კვლევებით ურთიერთზემოქმედება: პრეპარატიდან გამომდინარე კუჭის მჟავიანობის დონის დაქვეითების გამო ნერვულ სისტემასთან და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების სიმსივნეებთან დაკავშირებულ დიაგნოსტიკურ კვლევებში შესაძლებელია მიღებული იქნას ცრუ დადებითი შედეგი.
ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორის გამო, კუჭის მჟავიანობის დაქვეითება იწვევს იმ ბაქტერიების რაოდენობის ზრდას, რომელიც ჩვეულებრივ არის კუჭ-ნაწლავის სისტემაში. პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობა თუმცა მცირედ, მაგრამ ზრდის კუჭ-ნაწლავის სისტემის ზოგიერთი ინფექციის რისკს.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ესომეპრაზოლს, ვითარდება კანზე სერიოზული გამონაყარი (იხილეთ, თავი 4). გამონაყარი შესაძლებელია მოიცავდეს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის ღრუს, სასქესო ორგანოების წყლულებს და კონიუნქტივიტს (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ სახის სერიოზული გამონაყარი, როგორ წესი, ვითარდება გრიპის მსგავსი სიმპტომების შემდეგ, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი. გამონაყარი, კანზე ბუშტუკები და აქერცვლა შესაძლებელია მოიცავდეს სხეულის დიდ ნაწილს. თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს (რამდენიმე კვირის შემდეგაც კი) გამოვლინდება სიწითლე ან კანზე ამ სახის რომელიმე სიმპტომი, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ესომის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან ჭამამდე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ესომის გამოყენების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს. თუ ორსულად ხართ, ესომი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ესომი დედის რძეში. რის გამოც არ შეიძლება ესომის გამოყენება, თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ესომი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვის უნარზე. მაგრამ არახშირად ან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა გაბრუება და დაბინდული მხედველობა (იხილეთ, თავი 4). თუ ეს გეხებათ თქვენ, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესომის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ესომი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია მის შემადგენლობაში არსებული საღებავის - ყვითელი „მზის ჩასვლის“ გამო.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენეთ რომელიმე ქვემოთ მითითებული პრეპარატი ან არსებობს მათი გამოყენების ალბათობა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ რიცხვში შედის პრეპარატები, რომლებსაც იღებთ ურეცეპტოდ. ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას ესომმა შესაძლებელია შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედების ფორმა და ზოგმა პრეპარატმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ესომზე.
არ გამოიყენოთ ესომის ტაბლეტები, თუ იღებთ ნელფინავირის ან ატაზანავირის (გამოიყენება შიდსის მკურნალობისას) შემცველ პრეპარატს.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
კლოპიდოგრელი (გამოიყენება თრომბის წარმოქმნის წინააღმდეგ)
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები)
ერლოტინიბი ან ამავე კლასის სხვა პრეპარატი (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ)
სიტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოსადუნებლად ან ეპილეფსიის სამკურნალოდ)
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ). თუ იღებთ ფენიტოინს, ესომის გამოყენების დაწყებისას ან გამოყენების შეწყვეტისას დაგჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა.
ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, სახელად ანტიკოაგულანტები). ესომის გამოყენების დაწყებისას ან გამოყენების შეწყვეტისას შესაძლებელია დაგჭირდეთ ექიმის მეთვალყურეობა.
სილოსტაზოლი (გამოიყენება გარდამავალი კოჭლობის მკურნალობისას - ეს არის ფეხის ტკივილი, რომელიც იწყება სიარულის დროს სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო)
ცისაპრიდი (გამოიყენება მონელების დარღვევის და კუჭის წვის დროს)
დიგოქსინი (გულის დაავადების პრეპარატი)
მეტოტრექსატი (ქიმიათერაპიის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას). თუ იყენებთ მეტოტრექსატს დიდი დოზით, შესაძლებელია დროებით საჭირო გახდეს ესომით მკურნალობის შეჩერება.
ტაკროლიმუსი (ორგანოს ტრანსპლანტაცია)
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი)
მცენარე კრაზანა (Hypericum perforatum) (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი)
თუ ექიმი Helicobacter pylori-ს მიზეზით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ ესომთან ერთად დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს - ამოქსიცილინს და კლარითრომიცინს, ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმს აცნობოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ამჟამად იყენებთ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ ესომის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა, რაც შესაძლებელია იყოს ღვიძლის პრობლემის სიმპტომი. ეს რეაქციები იშვიათად აღინიშნება.
სუნთქვისას უეცარი ხიხინი, ტუჩების, ენის და ყელის ან სხეულის შეშუპება, კანზე გამონაყარი, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (ძლიერი ალერგიული რეაქცია). ეს რეაქციები იშვიათად აღინიშნება.
შესაძლებელია გამოვლინდეს უეცრად დაწყებული კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანზზე ბუშტუკები ან აქერცვლა და სიწითლე, რაც შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც კი. ამასთანავე ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და სასქესო ორგანოების მიდამოში შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი ბუშტუკები და სისხლდენა. კანზე გამონაყარი შესაძლებელია პროგრესირებდეს კანის სერიოზულ გავრცელებულ დაზიანებამდე (ეპიდერმისის და ზედაპირული ლორწოვანი გარსის აქერცვლა) სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგებით. ეს შესაძლებელია იყოს „მულტიფორმული ერითემა“, „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“, „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი“ ან „წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასა და სისტემურ სიმპტომებთან ერთად“. ეს რეაქციები ძალიან იშვიათად აღინიშნება.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:
ხშირი
თავის ტკივილი
ზემოქმედება მუცლის ღრუზე ან ნაწლავებზე: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, აირების დაგროვება
ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა) ან ცუდად ყოფნა (ღებინება)
კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპები
არახშირი
ტერფების და კოჭების შეშუპება
ძილის დარღვევები (უძილობა)
გაბრუება, „ნემსის ჩხვლეტის“ მსგავსი დაბუჟების შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება
თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)
პირის სიმშრალე
ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში ცვლილება
კანზე გამონაყარი, ამობურცული გამონაყარი (ჭინჭრის ციება) და კანის ქავილი
ბარძაყის, კოჭის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ ესომს იყენებენ დიდი დოზებით და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში)
იშვიათი
სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან გაზარდოს ინფექციების განვითარების ალბათობა.
სისხლში ნატრიუმის დაბალი მაჩვენებელი. აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე, ავადმყოფობის შეგრძნება (ღებინება) და კრამპები.
აჟიტირება (მოუსვენრობა), დაბნეულობა ან დეპრესიის შეგრძნება
გემოს აღქმის დარღვევები
მხედველობის პრობლემები, როგორიცაა დაბინდული მხედველობა
სუნთქვისას უეცარი ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი)
პირის ღრუს ანთება
სოკოთი გამოწვეული ანთება, სახელად კანდიდოზი, რომელმაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ნაწლავებზე
ჰეპატიტი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა
თმის ცვენა (ალოპეცია)
მზეზე გასვლისას კანზე გამონაყარი
სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია)
ზოგადად ცუდად ყოფნა და სისუსტე
მომატებული ოფლიანობა
ძალიან იშვიათი
სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, მათ შორის აგრანულოციტოზი (გრანულოციტების გაქრობა)
აგრესიულობა/ბრაზი
არარსებული ობიექტის დანახვა, შეგრძნება ან გაგონება (ჰალუცინაციები)
ღვიძლის სერიოზული პრობლემები, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და თავის ტვინის ანთებას
უეცრად დაწყებული სერიოზული გამონაყარი ან ბუშტუკები ან კანის აქერცვლა. ეს მდგომარეობა შესაძლებელია უკავშირდებოდეს ცხელებას და სახსრების ტკივილს (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასა და სისტემურ სიმპტომებთან ერთად)
კუნთების სისუსტე
თირკმლის სერიოზული პრობლემები
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების ზრდა
უცნობია
თუ ესომს იყენებთ სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არსებობს სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითების ალბათობა. მაგნიუმის დონის დაქვეითება ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა, კუნთების უნებლიე სპაზმი, დეზორიენტაცია, კონვულსიები, გაბრუება ან გულისცემის აჩქარება. რომელიმე ამ სიმპტომის განვითარებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა მაგნიუმის დონეზე დაკვირვებისთვის შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარების შესახებ.
ნაწლავების ანთება, რაც იწვევს ფაღარათს (მიკროსკოპული კოლიტი)
კანის ქვემწვავე წითელი მგლურა (იმუნური სისტემიდან გამომდინარე კანის და ზოგიერთი ორგანოს დაავადება).
ძალიან იშვიათად ესომმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდონოს გრანულოციტებზე, რაც მნიშვნელოვანია იმუნური დაცვისთვის. თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც მიმდინარეობს ისეთი სერიოზული ზოგადი მდგომარეობით, როგორიცაა ცხელება, ან ცხელებასთან ერთად ადგილობრივი ანთება, როგორიცაა კისერზე, ყელში ან პირის ღრუში ტკივილი ან მოშარდვის გაძნელება, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს ექიმთან. გრანულოციტების ნაკლებობა (აგრანულოციტოზი) შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ანალიზით. ამ დროს მნიშვნელოვანია, ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია მკურნალობის შესახებ.
არ უნდა შეგაშფოთოთ გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა. შესაძლებელია თქვენ არ გამოგივლინდეთ არცერთი მათგანი.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ესომის შენახვა
ესომი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ესომი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატური ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ნობელ ილაჩ სანაიი ვე თიჯარეთ
უმრანიე 34768 სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ნობელ ილაჩ სანაიი ვე თიჯარეთ
სანჯაქლარი 81100 დუზჯე
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 18/04/2023 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს
გამოყენება გასტრული ზონდით
- გახსენით კაფსულები, მასში არსებული გრანულები მოათავსეთ სათანადო შპრიცში, შპრიცი შეავსეთ დაახლოებით 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით. იმისათვის, რომ გრანულებმა არ გამოიწვიოს ზოგიერთი ზონდის დახშვა, შესაძლებელია საჭირო გახდეს გრანულების მოთავსება 50 მლ წყალში.
- შპრიცი შეანჯღრიეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, რითაც უზრუნველყოფთ სუსპენზიაში გრანულების თანაბრად განაწილებას.
- შპრიცი დაიჭირეთ ისე, რომ დაბოლოება იყოს ზევით, და შეამოწმეთ, ხომ არ არის დახშული.
- შპრიცი დააფიქსირეთ ზონდზე ისე, რომ დაბოლოება იყოს ზემოთ.
- შპრიცი შეანჯღრიეთ და გადმოაბრუნეთ ისე, რომ დაბოლოება იყოს ქვევით, და ზონდში დაუყოვნებლივ შეიყვანეთ 5-10 მლ. რის შემდეგაც შპრიცი გადმოაბრუნეთ და შეანჯღრიეთ (შპრიცი დაიჭირეთ ისე, რომ დაბოლოება მიმართული უნდა იყოს ზემოთ, რათა არ მოხდეს შპრიცის დაბოლოების დახშვა).
- შპრიცი ისევ გადმოაბრუნეთ ისე, რომ დაბოლოება იყოს ქვევით, და დაუყოვნებლივ ზონდში შეიყვანეთ კიდევ 5-10 მლ. ეს პროცედურა გაიმეორეთ, სანამ შპრიცი მთლიანად არ დაიცლება.
- შპრიცი შეავსეთ 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით. გაიმეორეთ მე-5 ეტაპი, რათა შპრიცში არ იყოს რაიმე სახის ნარჩენი. ზოგ ზონდში შესაძლებელია საჭირო გახდეს 50 მლ წყლის გამოყენება.
n
NOBEL
12018164
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ესომი 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული კაფსულა მიკროგრანულებით
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერება: 43,4 მგ ესომეპრაზოლის მაგნიუმის დიჰიდრატი (40 მგ ესომეპრაზოლის ეკვივალენტური)
დამხმარე ნივთიერებები: ნეიტრალური გრანულები (შაქრის გრანულები (საქაროზა)), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა-SL (HPC-SL), მაგნიუმის სტეარატი, ეუდრაგიტი L 30 D 55-ის დისპერსია (30%-იანი), ტრიეთილციტრატი, სიმეტიკონის ემულსია 30%, ტალკი, ჟელატინი (მიიღება საქონლისგან), საღებავი ნივთიერებები: ბრილიანტის ლურჯი, ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110), ერითროზინი და ტიტანის დიოქსიდი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის ესომი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ესომის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ესომი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
- ესომის შენახვა
- რა არის ესომი და რისთვის გამოიყენება?
ესომი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ესომეპრაზოლს და განეკუთვნება პრეპარატებს, სახელად „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“ (PPI). ეს პრეპარატები ამცირებენ კუჭში მჟავას წარმოქმნას.
ესომი 40 მგ კაფსულა წარმოადგენს დაბურული იისფერი კორპუსის/დაბურული იისფერი სარქვლის მქონე №:3 მყარი ჟელატინის კაფსულებში მოთავსებულ მოთეთრო-კრემისფერ გრანულებს.
ესომი გამოიყენება შემდეგი შემთხვევების სამკურნალოდ:
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ-ი)
- კუჭის წვენის საყლაპავში (მილი, რომელიც ყელს კუჭთან აკავშირებს) გადასვლიდან გამომდინარე საყლაპავის ტკივილი, ანთება და კუჭის წვა (ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობისას)
- კუჭის წვენის საყლაპავში გადასვლიდან გამომდინარე ავადმყოფობის სიმპტომებისას, როგორიცაა კუჭის წვა და ღებინება (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობისას)
პაციენტებში, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ აასპ-ით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) მკურნალობა
- ტკივილის ან ანთების დროს გამოყენებული პრეპარატით გამოწვეული სიმპტომები, როგორიცაა კუჭის ან მუცლის ღრუს ზედა ნაწილში ტკივილი ან დისკომფორტი (აასპ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ზედა გასტროინტესტინალური სიმპტომების მკურნალობისას)
- წყლულები: ტკივილის ან ანთების დროს გამოყენებული პრეპარატებით გამოწვეული წყლულების გამოჯანმრთელების და პროფილაქტიკისთვის (კუჭის წყლულების მკურნალობა და აასპ-ით მკურნალობიდან გამომდინარე კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პროფილაქტიკა)
Helicobacter pylori-ს გამო წყლულის გამომწვევი ბაქტერიული ინფექციის დროს
ესომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის შემდგომ სისხლდენის შეჩერების უზრუნველმყოფი მექანიზმების (=ჰემოსტაზი) შენარჩუნების და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენციისთვის.
კუჭში ჭარბი რაოდენობით მჟავას არსებობისას, მათ შორის სიმსივნეების დროს, რომლებიც გამოიმუშავებენ კუჭში ჭარბი რაოდენობით მჟავას წარმომქმნელ ჰორმონს (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი)
შეასრულეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციები და, თუ დაგჭირდებათ უფრო მეტი ინფორმაცია, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ესომის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ესომი შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ესომეპრაზოლის, ბენზიმიდაზოლის წარმოებულების ან ესომის შემადგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
თუ გაქვთ ალერგია პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებზე (მაგალითად, პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი)
როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, არ შეიძლება ესომეპრაზოლის გამოყენება ატაზანავირთან ან ნელფინავირთან (აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალო პრეპარატი) ერთად.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ესომი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები
თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები
თუ ესომის მსგავსი, კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებელი პრეპარატით მკურნალობის შემდეგ გამოვლინდა კანის რეაქცია
თუ ახლო მომავალში უნდა ჩაიტაროთ სისხლში ქრომოგრანინი A-ს ანალიზი.
ესომმა შესაძლებელია დაფაროს სხვა დაავადების სიმპტომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ესომის მიღების დაწყებამდე ან მიღების პერიოდში შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს:
- თუ უმიზეზოდ მკვეთრად იკლებთ წონაში ან გაქვთ ყლაპვის პრობლემები
- თუ დაგეწყებათ კუჭის ტკივილი ან მონელების პრობლემა
- თუ დაგეწყებათ ღებინება და ამოდის სისხლი და საკვები
- თუ განავალი არის შავი და აქვს სისხლიანი წერტილები.
ძალიან იშვიათად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს აკავშირებენ კანის ქვემწვავე წითელი მგლურას (იმუნური სისტემიდან გამომდინარე კანის და ზოგიერთი ორგანოს დაავადება) შემთხვევებთან. თუ კანზე გაჩნდება დაზიანებები, განსაკუთრებით კანის იმ უბნებზე, რომელზეც ზემოქმედებს მზე, და მას ახლავს სახსრების ტკივილი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სამედიცინო დახმარება და სპეციალისტმა უნდა განიხილოს ესომით მკურნალობის შეწყვეტა. თუ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (PPI) ადრე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ განვითარდა კანის ქვემწვავე წითელი მგლურა, ეს ზრდის სხვა PPI-ებთან ამავე მდგომარეობის გამოვლენის რისკს.
თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რადგანაც ექიმმა შესაძლებელია შეამციროს დოზა.
თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
თუ H.pylori-ს წინააღმდეგ დანიშნული გაქვთ სამკომპონენტიანი მკურნალობა ან ესომი მოგეცათ საჭიროებისას გამოყენების მიზნით, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ.
თუ ესომი დანიშნული გაქვთ „საჭიროების შემთხვევაში“ გამოყენების მიზნით, სიმპტომების გაგრძელების ან მახასიათებლების შეცვლისას უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
თუ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, როგორიცაა ესომი, იყენებთ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მსუბუქი ხარისხით შესაძლებელია გაიზარდოს ბარძაყის, კოჭის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის განლევა) ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, აცნობეთ თქვენს ექიმს (რადგანაც შესაძლებელია გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).
ცნობილია სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითების შემთხვევა (ჰიპომაგნემია). თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი მკურნალობა ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს იღებთ დიგოქსინთან ერთად, ან ისეთ პრეპარატებთან, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (მაგალითად, შარდმდენები), ექიმმა შესაძლებელია მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში პერიოდულად გააკონტროლოს სისხლში მაგნიუმის დონე.
ნეიროენდოკრინულ (შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების) სიმსივნეებთან დაკავშირებული კვლევებით ურთიერთზემოქმედება: პრეპარატიდან გამომდინარე კუჭის მჟავიანობის დონის დაქვეითების გამო ნერვულ სისტემასთან და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების სიმსივნეებთან დაკავშირებულ დიაგნოსტიკურ კვლევებში შესაძლებელია მიღებული იქნას ცრუ დადებითი შედეგი.
ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორის გამო, კუჭის მჟავიანობის დაქვეითება იწვევს იმ ბაქტერიების რაოდენობის ზრდას, რომელიც ჩვეულებრივ არის კუჭ-ნაწლავის სისტემაში. პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობა თუმცა მცირედ, მაგრამ ზრდის კუჭ-ნაწლავის სისტემის ზოგიერთი ინფექციის რისკს.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ესომეპრაზოლს, ვითარდება კანზე სერიოზული გამონაყარი (იხილეთ, თავი 4). გამონაყარი შესაძლებელია მოიცავდეს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის ღრუს, სასქესო ორგანოების წყლულებს და კონიუნქტივიტს (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ სახის სერიოზული გამონაყარი, როგორ წესი, ვითარდება გრიპის მსგავსი სიმპტომების შემდეგ, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი. გამონაყარი, კანზე ბუშტუკები და აქერცვლა შესაძლებელია მოიცავდეს სხეულის დიდ ნაწილს. თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს (რამდენიმე კვირის შემდეგაც კი) გამოვლინდება სიწითლე ან კანზე ამ სახის რომელიმე სიმპტომი, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ესომის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან ჭამამდე.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ესომის გამოყენების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს. თუ ორსულად ხართ, ესომი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ესომი დედის რძეში. რის გამოც არ შეიძლება ესომის გამოყენება, თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
ესომი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვის უნარზე. მაგრამ არახშირად ან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა გაბრუება და დაბინდული მხედველობა (იხილეთ, თავი 4). თუ ეს გეხებათ თქვენ, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესომის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ესომი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია მის შემადგენლობაში არსებული საღებავის - ყვითელი „მზის ჩასვლის“ გამო.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენეთ რომელიმე ქვემოთ მითითებული პრეპარატი ან არსებობს მათი გამოყენების ალბათობა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ რიცხვში შედის პრეპარატები, რომლებსაც იღებთ ურეცეპტოდ. ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას ესომმა შესაძლებელია შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედების ფორმა და ზოგმა პრეპარატმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ესომზე.
არ გამოიყენოთ ესომის ტაბლეტები, თუ იღებთ ნელფინავირის ან ატაზანავირის (გამოიყენება შიდსის მკურნალობისას) შემცველ პრეპარატს.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
კლოპიდოგრელი (გამოიყენება თრომბის წარმოქმნის წინააღმდეგ)
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები)
ერლოტინიბი ან ამავე კლასის სხვა პრეპარატი (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ)
სიტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოსადუნებლად ან ეპილეფსიის სამკურნალოდ)
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ). თუ იღებთ ფენიტოინს, ესომის გამოყენების დაწყებისას ან გამოყენების შეწყვეტისას დაგჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა.
ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, სახელად ანტიკოაგულანტები). ესომის გამოყენების დაწყებისას ან გამოყენების შეწყვეტისას შესაძლებელია დაგჭირდეთ ექიმის მეთვალყურეობა.
სილოსტაზოლი (გამოიყენება გარდამავალი კოჭლობის მკურნალობისას - ეს არის ფეხის ტკივილი, რომელიც იწყება სიარულის დროს სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო)
ცისაპრიდი (გამოიყენება მონელების დარღვევის და კუჭის წვის დროს)
დიგოქსინი (გულის დაავადების პრეპარატი)
მეტოტრექსატი (ქიმიათერაპიის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას). თუ იყენებთ მეტოტრექსატს დიდი დოზით, შესაძლებელია დროებით საჭირო გახდეს ესომით მკურნალობის შეჩერება.
ტაკროლიმუსი (ორგანოს ტრანსპლანტაცია)
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი)
მცენარე კრაზანა (Hypericum perforatum) (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი)
თუ ექიმი Helicobacter pylori-ს მიზეზით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ ესომთან ერთად დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს - ამოქსიცილინს და კლარითრომიცინს, ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმს აცნობოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ამჟამად იყენებთ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ესომი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ამ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, ექიმი მოითხოვს თქვენზე დაკვირვებას (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იღებთ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში)
თუ ექიმმა გითხრათ, ეს პრეპარატი გამოიყენოთ საჭიროებისას, სიმპტომების შეცვლის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით (გერდ-ი) გამოწვეული კუჭის წვის მკურნალობისას:
მოზრდილები:
საყლაპავი მილის ანთების და ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა (ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტი) დღეში ერთხელ ესომი 40 მგ. დაავადების სიმძიმიდან და მკურნალობაზე პასუხიდან გამომდინარე მკურნალობის სრული ხანგრძლივობაა 4-8 კვირა.
დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ ესომი 20 მგ.
ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა კუჭის წვა და ღებინება (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობისას), რეკომენდებული სამკურნალო დოზაა დღეში ერთხელ ესომი 20 მგ. თუ სიმპტომები არ გაივლის 4 კვირის შემდეგ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიმპტომების გაქრობისას ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დღეში ერთხელ ესომი 20 მგ-ის მიღება.
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ექიმმა შესაძლებელია შეამციროს დოზა.
12-18 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება:
საყლაპავი მილის ანთების და ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა (ეროზიული რეფლუქსური ეზოფაგიტი) დღეში ერთხელ ესომი 40 მგ. დაავადების სიმძიმიდან და მკურნალობაზე პასუხიდან გამომდინარე მკურნალობის სრული ხანგრძლივობაა 4-8 კვირა.
დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ ესომი 20 მგ.
ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა კუჭის წვა და ღებინება (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომატური მკურნალობისას), რეკომენდებული სამკურნალო დოზაა დღეში ერთხელ ესომი 20 მგ. თუ სიმპტომები არ გაივლის 4 კვირის შემდეგ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ექიმმა შესაძლებელია შეამციროს დოზა.
პაციენტებში, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა:
მოზრდილებში ტკივილის და ანთების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატით გამოწვეული ისეთი შემთხვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი ან მუცლის ღრუს ზედა ნაწილში დისკომფორტი, რეკომენდებული დოზაა (აასპ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ზედა გასტროინტესტინალური სიმპტომების მკურნალობა) დღეში ერთხელ ესომი 20 მგ. თუ სიმპტომები არ გაივლის 4 კვირის შემდეგ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ტკივილისა და ანთების დროს გამოყენებული პრეპარატით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა 4-8 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ესომი 20 ან 40 მგ.
ტკივილისა და ანთების დროს გამოყენებული პრეპარატით წყლულის გამოწვევის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ ესომი 20 ან 40 მგ.
ბაქტერია Helicobacter pylori-ს მიზეზით გამოწვეული ინფექცია:
მოზრდილები:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ესომი 20 მგ. ამასთანავე ექიმი გირჩევთ ქვემოთ მითითებული ანტიბიოტიკების მიღებას: ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა ერთი კვირა.
დაიცავით პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები და, თუ არ ხართ დარწმუნებული, ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე. ეს მკურნალობა უზრუნველყოფს წყლულის გამოჯანმრთელებას, ამავე დროს აღკვეთს წყლულის ხელახლა წარმოქმნას.
12-18 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება:
როგორც წესი, გამოყენების დოზა ექიმის მიერ დანიშნულ ორ ანტიბიოტიკთან კომბინირებული მკურნალობისას არის დღეში ორჯერ ესომი 20 მგ. ზოგადად მკურნალობა გრძელდება 1 კვირის განმავლობაში.
ესომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის შემდგომ სისხლდენის შეჩერების უზრუნველმყოფი მექანიზმების (ჰემოსტაზი) შენარჩუნების და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებიდან ხელახლა სისხლდენის პრევენციისას:
4 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ 40 მგ. ორალური მკურნალობის პერიოდამდე მჟავას დათრგუნვისთვის უნდა გაკეთდეს 30 წუთის განმავლობაში ესომეპრაზოლის 80 მგ ინფუზია ბოლუსური ინფუზიის სახით და შემდგომ 3 დღის (72 საათის) განმავლობაში უნდა გაკეთდეს უწყვეტი ინტრავენური ინფუზია 8 მგ/საათი.
კუჭში ჭარბი რაოდენობით მჟავას არსებობისას, მათ შორის სიმსივნეების დროს, რომლებიც გამოიმუშავებენ კუჭში ჭარბი რაოდენობის მჟავას წარმომქმნელ ჰორმონს (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი):
მოზრდილებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა დღეში ორჯერ ესომი 40 მგ. თქვენი ექიმი საჭიროების მიხედვით მოახდენს დოზის კორექტირებას, ასევე გადაწყვეტს, რა ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ პრეპარატი.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ესომი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გამოყენებული კაფსულის დოზა და გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების სიმძიმეზე. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა ან დაფხვნა. კაფსულები შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან ჭამამდე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. უნდა ჩაყლაპოთ მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლით.
ასევე შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მასში არსებული გრანულების ნახევარ ჭიქა წყალში შერევა. ამ სახით უფრო ადვილია ჩაყლაპვა. არ გამოიყენოთ სხვა სითხე. დარწმუნდით, რომ კაფსულიდან ამოღებული პატარა გრანულები ჩაყლაპეთ დაღეჭვის გარეშე. დალევამდე გრანულები წყალში არ გააჩეროთ 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში და დალევის წინ მოურიეთ. დალევის შემდეგ ჭიქას გამოავლეთ წყალი და ეს წყალიც დალიეთ.
თუ საერთოდ არ შეგიძლიათ ჩაყლაპვა, შესაძლებელია კაფსულაში არსებული გრანულები მცირე რაოდენობით წყალში შერეული სახით მოთავსდეს შპრიცში და ზონდის („კუჭის ზონდის“) მეშვეობით პირდაპირ კუჭს მიეწოდოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: არ შეიძლება ესომის კაფსულების გამოყენება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ასაკოვნებში გამოყენება: არ არის საჭირო ასაკოვნებისთვის დოზის შემცირება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია დაირღვეს ესომეპრაზოლის დაშლა. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით მცირდება პრეპარატის დაშლა და შესაძლებელია გაიზარდოს სისხლში მისი დონე. რის გამოც პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. დღეში ერთი დოზის გამოყენებისას ესომეპრაზოლს და მისი დაშლის პროდუქტებს არ ახასიათებს სხეულში დაგროვებისკენ მიდრეკილება.
თირკმლის უკმარისობა:
არ არსებობს კვლევა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა, არ არის მოსალოდნელი ესომეპრაზოლის დაშლის ცვლილება.
თუ თვლით, რომ ესომის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ესომი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ ესომი მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ესომის მიღება:
თუ დაგავიწყდებათ ერთი დოზის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ დოზა. მაგრამ თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, მომდევნო დოზა მიიღეთ შესაბამის დროს.
დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ესომით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქციები:
არ შეწყვიტოთ კაფსულების გამოყენება თქვენი ექიმის მითითების გარეშე.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ესომის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები განმარტებულია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ ესომის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა, რაც შესაძლებელია იყოს ღვიძლის პრობლემის სიმპტომი. ეს რეაქციები იშვიათად აღინიშნება.
სუნთქვისას უეცარი ხიხინი, ტუჩების, ენის და ყელის ან სხეულის შეშუპება, კანზე გამონაყარი, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (ძლიერი ალერგიული რეაქცია). ეს რეაქციები იშვიათად აღინიშნება.
შესაძლებელია გამოვლინდეს უეცრად დაწყებული კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანზზე ბუშტუკები ან აქერცვლა და სიწითლე, რაც შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც კი. ამასთანავე ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და სასქესო ორგანოების მიდამოში შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი ბუშტუკები და სისხლდენა. კანზე გამონაყარი შესაძლებელია პროგრესირებდეს კანის სერიოზულ გავრცელებულ დაზიანებამდე (ეპიდერმისის და ზედაპირული ლორწოვანი გარსის აქერცვლა) სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგებით. ეს შესაძლებელია იყოს „მულტიფორმული ერითემა“, „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“, „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი“ ან „წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასა და სისტემურ სიმპტომებთან ერთად“. ეს რეაქციები ძალიან იშვიათად აღინიშნება.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:
ხშირი
თავის ტკივილი
ზემოქმედება მუცლის ღრუზე ან ნაწლავებზე: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, აირების დაგროვება
ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა) ან ცუდად ყოფნა (ღებინება)
კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპები
არახშირი
ტერფების და კოჭების შეშუპება
ძილის დარღვევები (უძილობა)
გაბრუება, „ნემსის ჩხვლეტის“ მსგავსი დაბუჟების შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება
თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)
პირის სიმშრალე
ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში ცვლილება
კანზე გამონაყარი, ამობურცული გამონაყარი (ჭინჭრის ციება) და კანის ქავილი
ბარძაყის, კოჭის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ ესომს იყენებენ დიდი დოზებით და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში)
იშვიათი
სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან გაზარდოს ინფექციების განვითარების ალბათობა.
სისხლში ნატრიუმის დაბალი მაჩვენებელი. აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე, ავადმყოფობის შეგრძნება (ღებინება) და კრამპები.
აჟიტირება (მოუსვენრობა), დაბნეულობა ან დეპრესიის შეგრძნება
გემოს აღქმის დარღვევები
მხედველობის პრობლემები, როგორიცაა დაბინდული მხედველობა
სუნთქვისას უეცარი ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი)
პირის ღრუს ანთება
სოკოთი გამოწვეული ანთება, სახელად კანდიდოზი, რომელმაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ნაწლავებზე
ჰეპატიტი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა
თმის ცვენა (ალოპეცია)
მზეზე გასვლისას კანზე გამონაყარი
სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია)
ზოგადად ცუდად ყოფნა და სისუსტე
მომატებული ოფლიანობა
ძალიან იშვიათი
სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, მათ შორის აგრანულოციტოზი (გრანულოციტების გაქრობა)
აგრესიულობა/ბრაზი
არარსებული ობიექტის დანახვა, შეგრძნება ან გაგონება (ჰალუცინაციები)
ღვიძლის სერიოზული პრობლემები, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და თავის ტვინის ანთებას
უეცრად დაწყებული სერიოზული გამონაყარი ან ბუშტუკები ან კანის აქერცვლა. ეს მდგომარეობა შესაძლებელია უკავშირდებოდეს ცხელებას და სახსრების ტკივილს (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასა და სისტემურ სიმპტომებთან ერთად)
კუნთების სისუსტე
თირკმლის სერიოზული პრობლემები
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების ზრდა
უცნობია
თუ ესომს იყენებთ სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არსებობს სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითების ალბათობა. მაგნიუმის დონის დაქვეითება ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა, კუნთების უნებლიე სპაზმი, დეზორიენტაცია, კონვულსიები, გაბრუება ან გულისცემის აჩქარება. რომელიმე ამ სიმპტომის განვითარებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა მაგნიუმის დონეზე დაკვირვებისთვის შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარების შესახებ.
ნაწლავების ანთება, რაც იწვევს ფაღარათს (მიკროსკოპული კოლიტი)
კანის ქვემწვავე წითელი მგლურა (იმუნური სისტემიდან გამომდინარე კანის და ზოგიერთი ორგანოს დაავადება).
ძალიან იშვიათად ესომმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდონოს გრანულოციტებზე, რაც მნიშვნელოვანია იმუნური დაცვისთვის. თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც მიმდინარეობს ისეთი სერიოზული ზოგადი მდგომარეობით, როგორიცაა ცხელება, ან ცხელებასთან ერთად ადგილობრივი ანთება, როგორიცაა კისერზე, ყელში ან პირის ღრუში ტკივილი ან მოშარდვის გაძნელება, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს ექიმთან. გრანულოციტების ნაკლებობა (აგრანულოციტოზი) შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ანალიზით. ამ დროს მნიშვნელოვანია, ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია მკურნალობის შესახებ.
არ უნდა შეგაშფოთოთ გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა. შესაძლებელია თქვენ არ გამოგივლინდეთ არცერთი მათგანი.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ესომის შენახვა
ესომი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ესომი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატური ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ნობელ ილაჩ სანაიი ვე თიჯარეთ
უმრანიე 34768 სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ნობელ ილაჩ სანაიი ვე თიჯარეთ
სანჯაქლარი 81100 დუზჯე
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 18/04/2023 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს
გამოყენება გასტრული ზონდით
- გახსენით კაფსულები, მასში არსებული გრანულები მოათავსეთ სათანადო შპრიცში, შპრიცი შეავსეთ დაახლოებით 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით. იმისათვის, რომ გრანულებმა არ გამოიწვიოს ზოგიერთი ზონდის დახშვა, შესაძლებელია საჭირო გახდეს გრანულების მოთავსება 50 მლ წყალში.
- შპრიცი შეანჯღრიეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, რითაც უზრუნველყოფთ სუსპენზიაში გრანულების თანაბრად განაწილებას.
- შპრიცი დაიჭირეთ ისე, რომ დაბოლოება იყოს ზევით, და შეამოწმეთ, ხომ არ არის დახშული.
- შპრიცი დააფიქსირეთ ზონდზე ისე, რომ დაბოლოება იყოს ზემოთ.
- შპრიცი შეანჯღრიეთ და გადმოაბრუნეთ ისე, რომ დაბოლოება იყოს ქვევით, და ზონდში დაუყოვნებლივ შეიყვანეთ 5-10 მლ. რის შემდეგაც შპრიცი გადმოაბრუნეთ და შეანჯღრიეთ (შპრიცი დაიჭირეთ ისე, რომ დაბოლოება მიმართული უნდა იყოს ზემოთ, რათა არ მოხდეს შპრიცის დაბოლოების დახშვა).
- შპრიცი ისევ გადმოაბრუნეთ ისე, რომ დაბოლოება იყოს ქვევით, და დაუყოვნებლივ ზონდში შეიყვანეთ კიდევ 5-10 მლ. ეს პროცედურა გაიმეორეთ, სანამ შპრიცი მთლიანად არ დაიცლება.
- შპრიცი შეავსეთ 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით. გაიმეორეთ მე-5 ეტაპი, რათა შპრიცში არ იყოს რაიმე სახის ნარჩენი. ზოგ ზონდში შესაძლებელია საჭირო გახდეს 50 მლ წყლის გამოყენება.
n
NOBEL
12018164
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.