პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ემანერა

Emanera®

ურეცეპტოდ20მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა® ემანერა® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - მაგნიუმის ეზომეპრაზოლის დიჰიდრატს, რომელიც მიეკუთვნება „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების“ ჯგუფს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებს კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესომეპრაზოლი (esomeprazole)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ნაწლავში ხსნადი მყარი კაფსულა №14 (2X7)
მწარმოებელი
KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-039869
რეგისტრირებულია
28 დეკემბერი 2023, მოქმედებს 28 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA, d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაემანერა და სხვა წამალი ერთად

ემანერა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა®

ემანერა® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - მაგნიუმის ეზომეპრაზოლის დიჰიდრატს, რომელიც მიეკუთვნება „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების“ ჯგუფს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებს კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობას.

ემანერა® ნაწლავში ხსნადი კაფსულები გამოიყენება ზრდასრულებში შემდეგი ჩვენებების დროს:

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (GERD).

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კუჭიდან მჟავის უკუგადასვლა საყლაპავში (მილი, რომელიც ხახას აკავშირებს კუჭთან), რაც იწვევს ანთებას, ტკივილსა და გულძმარვას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ასოცირებული Helicobacter pylori-სთან. თუ გაქვთ აღნიშნული დაავადება, წყლულის შეხორცებისათვის თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი გარკვეულ ანტიბაქტერიულ პრეპარატებსა და წყლულების შესახორცებელ პრეპარატებთან კომბინაციაში.

არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებით გამოწვეული კუჭის წყლული.

თუ იღებთ ააპ-ს, ემანერა® შეიძლება დაგენიშნოთ კუჭის წყლულის წარმოქმნის პრევენციის მიზნით.

პანკრეასში არსებული ახალწარმონაქმნით გამოწვეული კუჭში მჟავიანობის მომატებული დონე (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).

რეციდივის პროფილაქტიკა ხანგრძლივი თერაპიის სახით პეპტიკური წყლულიდან სისხლდენის ინტრავენური მკურნალობის შემდეგ.

მოზარდები ≥ 12 წლის:

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (GERD).

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კუჭიდან მჟავის უკუგადასვლა საყლაპავში (მილი, რომელიც ხახას აკავშირებს კუჭთან), რაც იწვევს ანთებას, ტკივილისა და გულძმარვას.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თუ თქვენ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში, მკურნალმა ექიმმა უნდა გააკონტროლოს თქვენი მდგომარეობა (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას).

აუცილებელია აცნობოთ ექიმს რაიმე სიმპტომების ცვლილებების შესახებ სამკურნალო საშუალების „მოთხოვნისამებრ“ მიღების შემთხვევაში.

რა ოდენობით უნდა მიიღოთ პრეპარატი

ექიმი დანიშნავს დოზას და პრეპარატის გამოყენების წესს. ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, მის ასაკსა და ღვიძლის მუშაობაზე.

რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ.

ზრდასრულები

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადებით გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ

თუ თქვენმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ იგივე დოზა კიდევ 4 კვირის განმავლობაში, თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ შეხორცდა და ნარჩუნდება დაავადების სიმპტომები.

რეკომენდირებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ შეადგენს ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულას დღეში.

თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზა შეადგენს ყოველდღიურად ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა. სიმპტომების კონტროლის შემდეგ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ წამალი საჭიროებისამებრ, მაგრამ დღეში არაუმეტეს ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულისა.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივის პრევენციისათვის:

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.

თქვენი ექიმი ასევე გირჩევთ, მიიღოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, მაგალითად, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი.

არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებით გამოწვეული კუჭის წყლულების სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულის თავიდან ასაცილებლად არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებისას

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ერთხელ.

პანკრეასის ახალწარმონაქმნის შედეგად (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი) კუჭში მჟავის მომატებული დონის სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 40 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ორჯერ.

თქვენი ექიმი დაადგენს დოზას და პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. მაქსიმალური დოზა არის 80 მგ ორჯერ დღეში.

პეპტიკური წყლულიდან სისხლდენის ინტრავენური მკურნალობის შემდეგ, ხანგრძლივი თერაპიის სახით, რეციდივის პროფილაქტიკისთვის

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 40 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას 4 კვირის განმავლობაში.

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადებით გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ:

თუ თქვენმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ იგივე დოზა კიდევ 4 კვირის განმავლობაში, თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ შეხორცდა ან შენარჩუნებულია დაავადების სიმპტომები.

რეკომენდირებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში.

თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას ყოველდღიურად.

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივების პრევენციისათვის

როგორც უნდა მიიღოთ ემანერა®

კაფსულების მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს.

კაფსულების მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან უზმოზე.

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან გაჭყლიტოთ კაფსულები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კაფსულები შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ პელეტებს (გრანულებს), რაც იცავს სამკურნალო საშუალებას კუჭში არსებული მჟავისგან. მნიშვნელოვანია, არ დააზიანოთ პელეტები.

რა უნდა გააკეთოთ, თუ პაციენტს აღენიშნება კაფსულების გადაყლაპვის პრობლემა

კაფსულების გადაყლაპვისას პრობლემის წარმოქმნისას:

  • გახსენით კაფსულა და ჩაყარეთ პელეტები ნახევარ ჭიქა უნალექო (არაგაზიან) წყალში. არ გამოიყენეთ სხვა სითხე.
  • შემდეგ დალიეთ ნარევი დაუყოვნებლივ ან მომზადებიდან 30 წუთის განმავლობაში. ყოველთვის აურიეთ ნარევი დალევის წინ.
  • უნდა დარწმუნდეთ, რომ დალიეთ მთელი სამკურნალო საშუალება. ამისთვის კარგად გამოავლეთ ჭიქა წყლით და დალიეთ ეს წყალი. მყარი ნაწილაკები შეიცავს სამკურნალო საშუალებას - არ დაღეჭოთ და არ გაჭყლიტოთ ისინი.
  • თუ პაციენტს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, მაშინ გრანულები შეიძლება შეურიოთ წყალს და ამ ხსნარით შეავსოთ შპრიცი. შემდეგ შესაძლებელია ამ ხსნარის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით პირდაპირ კუჭში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ ემანერა®-ს საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ემანერა®-ს მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე თქვენი შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ მიღება.

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული მიღების ასანაზღაურებლად. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

ხართ ალერგიული ეზომეპრაზოლის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 პუნქტში).

როდისმე გქონდათ ალერგიული რეაქციები, დაკავშირებული პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიღებასთან (მაგალითად, პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი).

ღებულობთ ნელფინავირის შემცველ მედიკამენტს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

არ გამოიყენოთ პრეპარატი ემანერა®, თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ აღნიშნული. თუ არ ხართ დარწმუნებული ამაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

განსაკუთრებული ჩვენებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

ღვიძლის მძიმე დაავადება;

თირკმლების მძიმე დაავადება;

B12 ვიტამინის დეფიციტი;

ადრე აღინიშნებოდა კანის რეაქცია ანალოგიური პრეპარატის (რომელიც ამცირებს კუჭის მჟავის გამომუშავებას) მიღების შემდეგ;

უნდა ჩაიტაროთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

თუ კანზე გამოვლინდა გამონაყარი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებას დაქვემდებარებულ უბნებზე, რაც შეიძლება მალე, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ ასევე აცნობოთ ექიმს დაავადების ნებისმიერ სხვა შეგრძნებებზე, მაგალითად, ტკივილი სახსრებში.

ემანერა®-მ შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადების სიმპტომები. შესაბამისად, თუ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ან მიღების დროს აღინიშნება ნებისმიერ შემდეგი სიმპტომი, სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს:

უმიზეზოდ არსებითად დაიკელით წონაში და აღინიშნება ყლაპვის გაძნელება.

გაწუხებთ კუჭის ტკივილი ან მოუნელებლობა.

გაქვთ ღებინება, მათ შორის სისხლით.

გაქვთ შავი განავალი (სისხლით შეღებილი ფეკალიები).

თუ თქვენ ღებულობთ ემანერა®-ს „მოთხოვნისამებრ“, მაგრამ დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება ან იცვლება, უნდა მიმართოთ ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებისას, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს მენჯ-ბარძაყის სახსრის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი).

სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას (როგორიცაა სხეულის მასის მნიშვნელოვანი სპონტანური შემცირება, განმეორებითი ღებინება, დისფაგია, სისხლიანი ღებინება ან მელენა), ასევე კუჭის წყლულზე ეჭვის, ან გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის არსებობის გამორიცხვა, რადგან ემანერას მიღებამ შესაძლოა შეამციროს სიმპტომების გამოხატულება და გადაავადოს დიაგნოზის დადგენა.

ხანგრძლივი მკურნალობა

პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ თერაპიაზე (განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ.

გამომყენება “საჭიროების მიხედვით”

აუცილებელია “საჭიროების მიხედვით” მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ინფორმირება სიმპტომების ხასიათის შეცვლისას მკურნალ ექიმთან მიმართვის აუცილებლობი შესახებ.

Helicobacter pylori ერადიკაციისათვის

ეზომეპრაზოლის დანიშვნისას, საჭიროა სამმაგი თერაპიის კომპონენტებს შორის შესაძლო ურთიერთქმედების გათვალისწინება. კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4 მძლავრ ინჰიბიტორს, ამიტომ საჭიროა კლარითრომიცინის უკუჩვენებებისა და შესაძლო მედიკამენტური ურთიერთქმედებების გათვალისწინება ერადიკაციული თერაპიის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან YP3A4 (მაგ. ციზაპრიდი).

კუჭ-ნაწლავური ინფექციები

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიამ შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციის განვითარების რისკი, რომლებიც გამოწვეულია ისეთი გამომწვევებით, როგორიცაა Salmonella და Campylobacter (იხილეთ პუნქტი 5.1).

B12 ვიტამიის აბსორბცია

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც ბლოკავენ მარილმჟავას სეკრეციას, ეზომეპრაზოლმა შეიძლება შეამციროს B12 ვიტამინის (ციანოკობალამინი) აბსორბცია ჰიპო- ან აქლორჰიდრიის გამო. ეს მოვლენა გათვალისწინებული უნდა იყოს ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ B12 ვიტამინის აბსორბციის შემცირების რისკის ფაქტორები.

ჰიპომაგნემია მძიმე ჰიპომაგნემია აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზომეპრაზოლის მსგავს პტი (პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები), მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში – წლის განმავლობაში. პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპომაგნემიის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, ბოდვა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, ამასთან სიმპტომები შეიძლება დაიწყოს მოულოდნელად, ან შეუმჩნეველი დარჩეს. ჰიპომაგნემიის მქონე პაციენტთა უმრავლესობაში მდგომარეობა უმჯობესდებოდა მაგნიუმის შეყვანის ან პტი მოხსნის შემდეგ.

პაციენტებში, რომლებშიც დაგეგმილია ხანგრძლივი თერაპია, ან პირებში, რომლებიც იღებენ პტი-ს დიგოქსინთან ან ჰიპომაგნემიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად (მაგ. დიურეტიკები), მკურნალობის დაწყებამდე, ასევე პერიოდულად მკურნალობის პერიოდში საჭიროა მაგნიუმის დონის განსაზღვრა.

მოტეხილობების რისკი

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალ დოზებში და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას (>1 წელზე), შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს ბარძაყის, მტევნის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი, უპირატესად ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში სხვა წინასწარგანმწყობი რისკ-ფაქტორებით. ექსპერიმენტული კვლევები ადასტურებენ პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების უნარს გაზარდონ მოტეხილობების საერთო რისკი 10 – 40%-ით. ეს ზრდა ნაწილობრივ შესაძლოა განპირობებული იყოს სხვა რისკ-ფაქტორებით. პაციენტებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკით, მკურნალობა უნდა დაინიშნოს მიმდინარე კლინიკური სახელმძღვანელოების შესაბამისად. ამას გარდა, აუცილებელია მათთვის კალციუმის და ვიტამინი D ადექვატური მოთხოვნის უზრუნველყოფა.

სხვა პრეპარატებთან კომბინაცია

ეზომეპრაზოლის და ატაზანავირის ერთდროული დანიშვნა რეკომენდებული არ არის (იხილეთ პუნქტი 4.5). კომბინირებული თერაპიის აუცილებლობისას, საჭიროა გულმოდგინე კლინიკური მონიტორინგის უზრუნველყოფა ატაზანავირის დოზის გაზრდით 400 მგ-მდე 100 მგ რიტონავირთან ერთად, ამასთან ეზომეპრაზოლლის დოზის გაზრდა 20 მგ-ზე მეტად რეკომენდებული არ არის. ეზომეპრაზოლი წარმოადგენს CYP2C19 ინჰიბიტორს. ეზომეპრაზოლით თერაპიის კურსის ინიცირებისას, ან დასრულებისას, საჭიროა სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი შესაძლო რეაქციების შეფასება, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C19 მონაწილეობით. ცნობილია ომეპრაზოლის და კლოპიდოგრელის ურთიერთქმედების შესახებ (იხილეთ პუნქტი 4.5). მოცემული მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა განსაზღვრული არ არის. სიფრთხილის სახით თავი უნდა ავარიდოთ მითითებული პრეპარატების ერთად გამოყენებას.

ეზომეპრაზოლის დანიშვნისას “საჭიროების მიხედვით” თერაპიის სახით, საჭიროა სხვა პრეპარატებთან მისი ურთიერთქმედების საკითხის, მათ შორის პლაზმაში ეზომეპრაზოლის კონცენტრაციის ცვალებადობის გათვალისწინება (იხილეთ პუნქტი 4.5).

ზემოქმედება ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე

CgA მომატებულმა დონემ შესაძლოა ხელი შეუშალოს კვლევების შედეგებს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოსავლენად. ამის თავიდან ასაცილებლად ეზომეპრაზოლის მიღება დროებით უნდა შეწყდეს CgA დაგეგმილ გაზომვამდე 5 დღით ადრე (იხ.ილეთ პუნქტი 5.1). იმ შემთხვევაში, როდესაც CgA და გასტრინის დონეები თერაპიის შეწყვეტიდან 5 დღის შემდეგ არ ნორმალიზდება, გაზომვა უნდა ჩატარდეს განმეორებით, ეზომეპრაზოლის მოხსნიდან 14 დღის შემდეგ.

ქვემწვავე კანის წითელი მგლურა (SCLE)

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევდა SCLE განვითარებას. დაზიანებების განვითარებისას, განსაკუთრებით კანის ღია უბნებზე, სადაც ხვდება მზის სხივები, ართრალგიასთან ერთად, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას, ხოლო ჯანდაცვის სპეციალისტმა უნდა განიხილოს საკითხი ემანერას® მიღების შეწყვეტის შესახებ. SCLS, რომელიც ვითარდება პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორით მანამდე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს SCLE განვითარების რისკი პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას.

განსაკუთრებული ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ ემანერა® შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრული აუტანლობით, გლუკოზა-საქაროზას მალაბსორბციის სინდრომით, ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

  • 5. ურთერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ეზომეპრაზოლის გავლენა სხვა აქტიური სუბსტანციების ფარმაკოკინეტიკაზე პროტეაზას ინჰიბიტორები

აღინიშნა ომეპრაზოლის პროტეაზის ზოგიერთ ინჰიბიტორთან ურთიერთქმედება. კლინიკური მნიშვნელობა და ურთიერთქმედების მექანიზმები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ომეპრაზოლით მკურნალობის ფონზე კუჭის წვენის pH მომატებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროტეაზის ინჰიბიტორების აბსორბციაზე. ურთიერთქმედების სხვა შესაძლო მექანიზმები – CYP2C19 ინჰიბირების მეშვეობით.

ომეპრაზოლთან ერთად გამოყენებისას, სისხლის შრატში აღინიშნებოდა ატაზანავირის და ნელფინავირის კონცენტრაციის დაქვეითება, ამგვარად მოცემული პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა რეკომენდებული არ არის. ჯანმრთელ პირებში ომეპრაზოლის (40 მგ 1 ჯერ დღე-ღამეში) ატაზანავირთან 300 მგ/რიტონავირთან 100 მგ ერთად დანიშვნამ გამოიწვია ატაზანავირის ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირება (დაახლოებით 75% AUC, Cmax და Cmin). ატაზანავირის დოზის გაზრდა 400 მგ-მდე მითითებულ ეფექტს არ აკომპენსირებდა. ჯანმრთელ მოხალისეებში ომეპრაზოლის (20 მგ 1 ჯერ დღე-ღამეში) 400 მგ ატაზანავირთან/100 მგ რიტონავირთან ერთად დანიშვნამ გამოიწვია ატაზანავირის AUC დაახლოებით 30% დაქვეითება, იმ მნიშვნელობებთან შედარებით, რომელიც აღინიშნა 300 მგ ატაზანავირის/100 მგ რიტონავირის დღე-ღამეში 1 ჯერ დანიშვნისას, ომეპრაზოლის გარეშე.ომეპრაზოლის (40 მგ 1 ჯერ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენება ამცირებდა ნელფინავირის AUC, Cmax და Cmin საშუალო მნიშვნელობებს 36-39% და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის M8 Cmax და Cmin საშუალო მნიშვნელობებს 75-92%. ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის მსგავსი ფარმაკოდინამიკური მოქმედების და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო, ეზომეპრაზოლის და ატაზანავირის ერთდროული დანიშვნა რეკომენდებული არ არის (იხილეთ პუნქტი 4.4), ხოლო ეზომეპრაზოლის და ნელფინავირის ერთდროული დანიშვნა უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.3).

ომეპრაზოლთან (40 მგ დღე-ღამეში 1 ჯერ) ერთად დანიშვნისას, სისხლის შრატში აღინიშნებოდა საკვინავირის (რიტონავირთან ერთად) კონცენტრაციის მომატება (80-100%). დღე-ღამეში 1 ჯერ 20 მგ ომეპრაზოლის ერთდროული მიღება არ ახდენდა გავლენას დურანავირის (რიტონავირთან ერთად) და ამპრენავირის (რიტონავირთან ერთად) AUC-ზე. დღე-ღამეში 1 ჯერ 20 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროული მიღება არ ახდენდა გავლენას ამპრენავირის AUC-ზე (როგორც რიტონავირთან ერთად მიღებისას, ისე მის გარეშე). დღე-ღამეში 1 ჯერ 40 მგ ომეპრაზოლის ერთდროული მიღება არ ახდენდა გავლენას ლოპინავირის AUC-ზე (რიტონავირთან ერთად).

მეტოტრექსატი

ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მეტოტრექსატის დონის მომატება სთან ერთად მიღებისას. მეტოტრექსატის მაღალი დოზების დანიშვნისას უნდა შეფასდეს პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების ეზომეპრაზოლის დროებით მოხსნის აუცილებლობა.

ტაკროლიმუსი

ეზომეპრაზოლის და ტაკროლიმუსის ერთდროულად შეყვანისას, რეგისტრირებულია პლაზმაში უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება. უნდა ჩატარდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის (კრეატინინის კლირენსი) კონტროლი, და აუცილებლობისას უნდა დაკორექტირდეს ტაკროლიმუსის დოზა.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია pH მნიშვნელობაზე ეზომეპრაზოლით და სხვა პტი მკურნალობის ფონზე მარილმჟავას სეკრეციის დათრგუნვამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის შეწოვის შეცვლა (შემცირება ან გაზრდა), რომლის აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის წვენის pH. როგორც სხვა კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ეზომეპრაზოლის მიღების ფონზე ისეთი პრეპარატების აბსორბცია, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერლოტინიბი შესაძლოა დაქვეითდეს, ხოლო დიგოქსინის – გაიზარდოს. ომეპრაზოლის (20 მგ დღე-ღამეში) და დიგოქსინის ერთად მიღება ჯანმრთელ სუბიექტებში იწვევდა უკანასკნელის ბიოშეღწევადობის გაზრდას 10% (10 გამოკვლეულიდან 30%-მდე ორ პირში). დიგოქსინის ტოქსიურობა აღინიშნებოდა იშვიათად. ხანდაზმულ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მაღალი დოზების დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილე. გამოყენებისას საჭიროა დიგოქსინის თერაპიული მონიტორინგის გაძლიერება.

აქტიური სუბსტანციები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C19

ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19, ძირითად ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს მის მეტაბოლიზმში. ამგვარად, როდესაც ეზომეპრაზოლი კომბინირდება CYP2C19 მეტაბოლიზებად აქტიური ნივთიერებებთან, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და სხვ., შესაძლებელია პლაზმაში ამ აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის მომატება, რამაც შესაძლოა მოითხოვოს დოზის შემცირება. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოთ ეზომეპრაზოლის “საჭიროების მიხედვით” დანიშვნისას.

დიაზეპამი

30 მგ ეზომეპრაზოლის და CYP2C19 სუბსტრატის, დიაზეპამის, ერთდროულ მიღებას თან ახლავს უკანასკნელის კლირენსის 45%-ით შემცირება.

ფენიტოინი

40 მგ ეზომეპრაზოლის დანიშვნა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში იწვევდა პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატებას დოზის ბოლოს 13%. ამასთან დაკავშირებით ეზომეპრაზოლის დანიშვნისას ან მოხსნისას ფენიტოინით თერაპიის ფონზე რეკომენდებულია ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციების კონტროლი.

ვორიკონაზოლი

ომეპრაზოლი (40მგ 1-ჯერ დღე-ღამეში) ზრდიდა ვორიკონაზოლის (CYP2C19 სუბსტრატი) Cmax და AUC 15% და 41% შესაბამისად.

ცილოსტაზოლი

ომეპრაზოლი როგორც ეზომეპრაზოლი, მოქმედებს, როგორც CYP2C19 ინჰიბიტორი. ჯვარედინ კვლევაში ჯანმრთელ მოხალისეებში 40 მგ ომეპრაზოლის დანიშვნისას იზრდებოდა ცილოსტაზოლის Cmax და AUC 18% და 26% შესაბამისად, მისი ერთი აქტიური მეტაბოლიტის – 29% და 69% შესაბამისად.

ციზაპრიდი

40 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია ჯანმრთელ მოხალისეებში ციზაპრიდის შემდეგი პარამეტრების მომატება: AUC 32%-ით, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T 1/2)- 31% ით, პლაზმაში ციზაპრიდის მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ინტერვალის უმნიშვნელო ზრდა QTc ციზაპრიდის იზოლირებული შეყვანისას ეზომეპრაზოლის დამატებით არ ღრმავდებოდა.

ვარფარინი

40 მგ ეზომეპრაზოლის დანიშვნისას (კლინიკურ კვლევაში) პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს, კოაგულაციის დრო რჩებოდა დასაშვებ ფარგლებში. ამის მიუხედავად პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა სნშ მატების რამოდენიმე ცალკეული კლინიკურად მნიშვნელოვანი შემთხვევა ამ პრეპარატების ერთად მიღებისას. ეზომეპრაზოლით თერაპიის ინიცირების ან შეწყვეტისას ვარფარინით ან სხვა კუმარინის წარმოებულებით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია მონიტორინგი.

კლპიდოგრელი

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევების შედეგებმა აჩვენა ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა (დარტყმითი დოზა - 300მგ/ შემანარჩუნებელი დოზა – 75მგ) და ეზომეპრაზოლს (40მგ/დღე-ღამეში პერორალურად) შორის, რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის (AUC მნიშვნელობა) დაქვეითებას საშუალოდ 40%-ით და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების (ადფ ინდუცირებული) მაქსიმუმის დაქვეითებას საშუალოდ 14%-ით.

კლოპიდოგრელის ფიქსირებულ კომბინაციასთან ერთდ მიღებისას - 20 მგ ეზომეპრაზოლი + 81 მგ აცეტილსალიცილის მჟავა – კლოპიდოგრელის აქტიური ნივთიერების ექსპოზიცია (AUC მნიშვნელობა) შემცირდა თითქმის 40%, კლოპერიდოლით მონოთერაპიასთან შედარებით. ამასთან თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების მაქსიმალური დონეები (ადფ ინდუცირებული) ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო.

ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების კლინიკური გამოვლინებების მონაცემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოვლენების შესახებ, რომელიც მიღებულია ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების შედეგად, ურთიერთგამომრიცხავია. უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა თავი აარიდოთ მითითებული პრეპარატების ერთდროულად გამოყენებას.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების არარსებობა

ამოქსიცილინი და ქინიდინი

ეზომეპრაზოლი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ამოქსიცილინის და ქინიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ნაპროქსენი ან როფეკოქსიბი

ხანმოკლე კვლევამ ეზომეპრაზოლის და ნაპროქსენის ან როფეკოქსიბის ერთდროული გამოყენების შესაფასებლად, არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.

სხვა აქტიური სუბსტანციების გავლენა ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე პრეპარატები, რომლებიც აინჰიბირებენ CYP2C19 და/ან CYP3A4

ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19 და CYP3A4 მონაწილეობით. ეზომეპრაზოლის და CYP3A4 ინჰიბიტორის, კლარითრომიცინის (500 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში), ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ეზომეპრაზოლის AUC მნიშვნელობის ორჯერ გაზრდა. ეზომეპრაზოლის და CYP2C19 და CYP3A4 კომბინირებული ინჰიბიტორის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეზომეპრაზოლის AUC მნიშვნელობის 2 ჯერ მეტად გაზრდა. CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი ვორიკონაზოლი ზრდიდა ომეპრაზოლის AUCT 280%-ით. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში ეზომეპრაზოლის დოზის კორექცია საჭირო არ არის. საჭიროა დოზის კორექციის აუცილებლობის შეფასება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ასევე ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას.

პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ CYP2C19 და/ან CYP3A4

CYP2C19ან CYP3A4 მაინდუცირებელი პრეპარატების გამოყენებამ (რიფამპიცინი და კრაზანა) შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ეზომეპრაზოლის კონცენტრაციის შემცირება, მისი მეტაბოლიზმის დაჩქარების შემდეგად.

ბავშვთა პოპულაცია

ურთიერთქმედებების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება, მათ შორის აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატებისა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ემანერა®-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ასეთი პრეპარატის მოქმედებაზე, ან ამ პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ემანერა®-ს ეფექტიანობაზე.

არ მიიღოთ ემანერა®-ს კაფსულები ნელფინავირის (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ) შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ატაზანავირი,

დიგოქსინი,

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი,

ერლოტინიბი,

ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი,

დიაზეპამი,

ფენიტოინი. ამ შემთხვევაში პრეპარატ ემანერა®-ს მიღების დაწყებისა და შეწყვეტის დროს საჭიროა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, მაგალითად, ვარფარინი. ამ შემთხვევაში პრეპარატ ემანერა®-ს მიღების დაწყებისა და შეწყვეტის დროს საჭიროა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

ცილოსტაზოლი,

ციზაპრიდი,

მეტოტრექსატი. თუ თქვენ იღებთ მეტოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება გაგიწიოთ რეკომენდაცია, დროებით შეწყვიტოთ პრეპარატ ემანერა®-ს მიღება.

კლოპიდოგრელი,

ტაკროლიმუსი,

რიფამპიცინი,

კრაზანას პრეპარატი (Hypericum perforatum).

თუ ექიმმა ემანერა®-სთან ერთად გამოგიწერათ ანტიბიოტიკები, მაგალითად, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი, Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს იმ სხვა მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ემანერა®-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულების მიღება შეგიძლიათ უზმოზე ან საკვებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ემანერა®-ს მიღება ამ დროს.

უცნობია, გადადის თუ არა ემანერა® დედის რძეში. ამიტომ, არ უნდა მიიღოთ ემანერა®, თუ ძუძუთი კვებავთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ან მექანიზმების გამოყენებაზე ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, მიღებულია ცნობები არასასურველი რეაქციების შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა (არახშირად) და მხედველობის გაუარესება (იშვიათად) (იხილეთ მე-4 პუნქტი). ასეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული, რომ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან იმუშაოთ დანადგარებთან.

ემანერა® შეიცავს საქაროზას

ემანერა® შეიცავს შაქრის ბურთულებს, რომელთა შემადგენლობაში შედის საქაროზა. თუ გაქვთ გარკვეული შაქრების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

უეცარი სტერტოროზული სუნთქვა (ხიხინით), ტუჩების, ენისა და ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია).

კანის გაწითლება, ბუშტუკებით ან აქერცლების წარმოქმნა. შეიძლება გამოვლინდეს დიდი ზომის ბუშტუკები და სისხლდენა ტუჩებზე, თვალებში, პირში, ცხვირსა და სასქესო ორგანოებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ყვითელი კანი, მუქი შარდი და მომატებული დაღლილობაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადებების სიმპტომები. ეს რეაქციები იშვიათია და ვლინდება 1000-დან ერთ ადამიანში.

სხვა არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს ≥1/100 - 1/10-მდე ადამიანში)

თავის ტკივილი

კუჭის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი

გულისრევის შეგრძნება ან ღებინება

კუჭის ძირის ჯირკვლოვანი პოლიპები

არახშირი (≥1/1 000 – 1/100-მდე)

ტერფებისა და წვივ-ტერფების სახსრების შეშუპება

უძილობა

თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა

ვერტიგო

სიმშრალე პირში

ღვიძლის მუშაობის ამსახველი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება

გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა და ქავილი

თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ პრეპარატი გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივად).

იშვიათი (≥ 1/10 000 - <1/1 000-მდე)

ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია

ჰიპონატრიემია

აჟიტირება, გონების დაბინდვა, დეპრესია

გემოს ცვლილება

დაბინდული ხედვა

სუნთქვის უეცარი შესუსტება (ბრონქოსპაზმი)

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება

კუჭ-ნაწლავური კანდიდოზი

ღვიძლის დაავადებები, მათ შორის სიყვითლე, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის გაყვითლებით, მუქი შარდით და მომატებული დაღლილობით

თმის ცვენა (ალოპეცია)

კანის რეაქციები მზის სხივების ზემოქმედებისას

სახსრების ტკივილი (ართრალგია) და კუნთების ტკივილი (მიალგია)

ზოგადი უგუნებობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება

მომატებული ოფლიანობა

ძალიან იშვიათი (< 1/10 000)

აგრანულოციტოზი, პანციტოპენია

აგრესია

ჰალუცინაციები

ღვიძლის მძიმე დაავადებები, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და ენცეფალოპათიას

ძლიერი გამონაყარის უეცარი გამოვლენა ან კანის აქერცვლა. ამ სიმპტომების თანმდევი შეიძლება იყოს სხეულის მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

კუნთების სისუსტე

თირკმელების მძიმე დაავადებები

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში

უცნობი სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

თუ თქვენ მკურნალობთ პრეპარატით სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა მაგნიუმის დონე სისხლში დაქვეითდეს, რაც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომებიდან, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარული სისხლის ანალიზის ჩატარება მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.

ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)

გამონაყარი, შესაძლოა, სახსრების ტკივილით.

ემანერა®-მ შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებში გავლენა მოახდინოს ლეიკოციტებზე, რაც იწვევს იმუნურ უკმარისობას. თუ გაქვთ ინფექცია, რომლის დროსაც ვლინდება ცხელება ზოგადი მდგომარეობის მძიმე გაუარესებით ან ცხელება ადგილობრივი ინფიცირების სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი კისრის, ყელის არეში ან პირის ღრუში, შარდვის გაძნელება, უნდა მიმართოთ ექიმს, რაც შეიძლება მალე, და ჩააბაროთ ანალიზები, რათა

გამორიცხოთ აგრანულოციტოზი. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს იმ ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც ამ დროს იღებთ.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე არასასურველი რეაქცია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ცნობების მიღებას.

ჭარბი დოზა

ინფორმაცია ადამიანში დოზის მიზანმიმართული გადაჭარბების შესახებ შეზღუდულია. 280 მგ მიღებას თან ახლავს ზოგადი სისუსტე და სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ერთჯერადად 80 მგ ეზომეპრაზოლის მიღებას რაიმე უარყოფითი შედეგი არ გამოუწვევია. სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. ეზომეპრაზოლი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამიტომ დიალიზი არამიზანშეწონილია. როგორც დოზის გადაჭარბების ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, ზოგადი შემანარჩუნებელი ღონისძიებების გატარებით.

შემადგენლობა

პრეპარატი ემანერა® შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ეზომეპრაზოლი. თითოეული ნაწლავში ხსნადი კაფსულა შეიცავს ემეპრაზოლის 20 მგ-ს ან ეზომეპრაზოლის 40 მგ-ს (მაგნიუმის ეზომეპრაზოლის დიჰიდრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებების ნუსხა: შაქრის სფეროები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 6300, ტალკი (E553b), მაგნიუმის კარბონატი, პოლისორბატი 80 (E433), მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30% - პელეტების შემადგენლობაში და ჟელატინი (E441), ტიტანის დიოქსიდი (E171) და რკინის ოქსიდი წითელი (E172) - კაფსულის გარსის შემადგენლობაში. ემანერა® შეიცავს საქაროზას.

პრეპარატ ემანერა®-ს გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

20 მგ კაფსულები ნაწლავში ხსნადი: კორპუსი და თავსახური ღია ვარდისფერი ფერის.

40 მგ კაფსულები ნაწლავში ხსნადი: კორპუსი და თავსახური მოყავისფრო-ვარდისფერი ფერის.

შეფუთვა: ყუთში 14 ან 28 კაფსულა ნაწლავში ხსნადი (2 ან 4 ბლისტერი OPA/Al/PVC ფირისაგან და Al ფოლგისაგან, თითოეულში 7 კაფსულა ნაწლავში ხსნადი), ფურცელ-ჩანართით.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

KRKA, d.d., Novo mesto, Šinarješka cesta 6, 8501 Novo mesto (ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო), სლოვენია

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

პრეპარატის შეყვანა კუჭის ზონდით

გახსენით კაფსულა, მოათავსეთ პელეტები (გრანულები) შესაბამის შპრიცში და შეავსეთ შპრიცი დაახლოებით 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით.

ზოგიერთი ზონდებისთვის საჭიროა პელეტების განზავება 50 მლ წყალში, მილის გაჭედვის თავიდან ასაცილებლად.

დაუყოვნებლივ შეანჯღრიეთ შპრიცი, რათა პელეტები თანაბრად გადანაწილდეს სუსპენზიაში.

დაიჭირეთ შპრიცი წვერით ზემოთ და შეამოწმეთ, რომ წვერი არ იყოს გაჭედილი.

მიამაგრეთ შპრიცი ზონდზე მითითებული პოზიციის დაცვით.

შეანჯღრიეთ შპრიცი და მოათავსეთ წვერით ქვემოთ. დაუყოვნებლივ შეიყვანეთ ზონდში 5-10 მლ. შეატრიალეთ შპრიცი ინექციის შემდეგ და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა გეჭიროთ წვერით ზემოთ, რათა თავიდან აიცილოთ წვერის გაჭედვა).

შეატრიალეთ შპრიცი წვერით ქვემოთ და დაუყონებლივ შეიყვანეთ ზონდში სუსპენზიის კიდევ 5-10 მლ. გაიმეორეთ ეს პროცედურა, სანამ სუსპენზია მთლიანად არ იქნება შეყვანილი.

შეავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და, საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ მე-5 ნაბიჯი, რათა გამორეცხოთ შპრიცში დარჩენილი ნალექი. ზოგიერთი ზონდისთვის საჭიროა 50 მლ წყალი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ პრეპარატი წყალსადენში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ მოიცილოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მჟავიანობის დარღვევასთან დაკავშირებული მდგომარეობების სამკურნალო საშუალება. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები.

ათქ კოდი A02BC05

  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ეზომეპრაზოლი წარმოადგენს ომეპრაზოლის S–იზომერს და თრგუნავს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას სპეციფიური და მიზანმიმართული მოქმედების მექანიზმით – პარიეტულ უჯრედებში სპეციფიურად აინჰიბირებს პროტონის ტუმბოს. ომეპრაზოლის ორივე იზომერს, R და S–იზომერებს, აქვს ერთნაირი ფარმაკოდინამიკური აქტივობა.

მოქმედების მექანიზმი

ეზომეპრაზოლი წარმოადგენს სუსტ ფუძეს, რომელიც გროვდება და კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების სეკრეტორული არხების მჟავე გარემოში გადადის აქტიურ ფორმაში და თრგუნავს ფერმენტ H+K+-ატფ-აზას, პროტონის ტუმბოს აქტივობას, ამ დროს ხდება მარილმჟავას როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირება.

გავლენა კუჭში მჟავის სეკრეციაზე

პერორალურად 20 მგ ან 40 მგ ეზომეპრაზოლის მიღების შემდეგ, ეფექტი ვითარდება 1 საათის განმავლობაში. 5 დღის განმავლობაში 20 მგ ეზომეპრაზოლის დღე-ღამეში 1 ჯერ რეგულარულად მიღებისას, მარილმჟავას საშუალო პიკური კონცენტრაცია პენტაგასტრინით სტიმულაციის შემდეგ, მცირდება 90%-ით (პრეპარატის მიღებისას 6-7 საათის შემდეგ გაზომვისას თერაპიის მე-5 დღეს).

პაციენტებში გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების (გერდ) სიმპტომებით, ეზომეპრაზოლის 20 მგ ან 40 მგ დოზით 5 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ, კუჭშიდა pH მნიშვნელობა ნარჩუნდებოდა 4-ს ზევით, საშუალოდ 13 და 17 საათი, შესაბამისად. პაციენტების რაოდენობა, რომელთა კუჭშიდა pH-ს მნიშვნელობა 4-ზე მეტი ნარჩუნდებოდა 8,12 და 16 საათი 20 მგ ომეპრაზოლისთვის, შეადგენდა 76%, 54% და 24%, შესაბამისად, ხოლო 40 მგ ეზომეპრაზოლისთვის – 97%, 92% და 56% შესაბამისად.

კონცენტრაციის შესაფასებლად AUC პარამეტრის გამოყენებით გამოვლენილი იქნა კორელაცია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასა და მჟავას სეკრეციის ინჰიბირებას შორის.

ეზომეპრაზოლის მიღებისას დოზით 40 მგ რეფლუქს-ეზოფაგიტის განკურნება დგება 4 კვირის შემდეგ თერაპიისას დაახლოვებით 78% პაციენტებში და 8 კვირაში – 93%.

20 მგ ეზომეპრაზოლის დღე-ღამეში 2 ჯერ მიღება შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იწვევს H. pylori-ს წარმატებულ ერადიკაციას დაახლოებით 90% პაციენტში. პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლულით, ერთკვირიანი ერადიკაციული თერაპიის შემდეგ, სიმპტომების ეფექტური კონტროლისა და წყლულის შეხორცებისათვის ანტისეკრეტორული პრეპარატებით შემდგომი მონოთერაპია საჭირო არ არის.

რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტები ენდოსკოპიურად დადასტურებული სისხლდენით Iა, Iბ, IIა ან IIბ ტიპი ფორესტით (9%, 43%, 38% და 10% შესაბამისად) პეპტიური წყლულიდან რანდომიზებული იყვნენ ჯგუფში, რომელიც იღებდა ეზომეპრაზოლის ხსნარს ინფუზიისთვის (n=375) და პლაცებო ჯგუფში (n=389). ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ პაციენტები იღებნდენ 80 მგ ეზომეპრაზოლს 30 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიის სახით, შემდგომი უწყვეტი (8 მგ/სთ) ინფუზიით, ან პლაცებოს 72 საათის განმავლობაში. საწყისი 72 საათის შემდეგ, ყველა პაციენტი ღიად იღებდა 40 მგ ეზომეპრაზოლს შიგნით 27 დღის განმავლობაში, მარილმჟავას სეკრეციის დასათრგუნად. 3 დღის განმავლობაში განმეორებითი სისხლდენის შემთხვევები შეადგენდა 5,9% ეზომეპრაზოლის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფში 10,3% შედარებით და 30 დღის შემდეგ – 7,7% 13,6% შესაბამისად.

ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღების ფონზე, მჟავას სეკრეციის დაქვეითების შედეგად პლაზმაში გასტრინის კონცენტრაცია იზრდება. ასევე კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითების გამო, იზრდება ქრომოგრანინი (CgA)

CgA მომატებულმა დონემ შესაძლოა ხელი შეუშალოს კვლევების შედეგებს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოსავლენად. ლიტერატურული წყაროებიდან მიღებული ცნობები ადასტურებენ პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობას CgA დაგეგმილ გაზომვამდე 5 დღიდან 2 კვირით ადრე. ეს პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების მკურნალობის შემდეგ CgA-ს ცრუ მომატებული დონეების ნორმალურ დიაპაზონში დაბრუნების საშუალებას იძლევა

პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ეზომეპრაზოლს, აღინიშნა ECL (ენტეროქრომაფინმაგვარი) უჯრედების მომატებული რაოდენობა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პლაზმაში გასტრინის კონცენტრაციის მატებასთან.

პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტისეკრეტორულ პრეპარატებს, რამდენადმე იზრდება კუჭში ჯირკვლოვანი კისტების განვითარების სიხშირე. ეს ფიზიოლოგიური ცვლილება წარმოადგენს მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების შედეგს და აქვს კეთილთვისებიანი და შექცევადი ხასიათი.

კუჭში მარილმჟავას სეკრეციის დამთრგუნავი პრეპარატების, მათ შორის პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების (პტი) გამოყენებას თან ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმაში არსებული ბაქტერიების რაოდენობის მომატება. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების, როგორიცაა Salmonella, Campylobacter და ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში შესაძლოა Clostridium difficile განვითარების რისკის უმნიშვნელო მომატება.

ორ კვლევაში რანიტიდინით აქტიური კონტროლის სახით ეზომეპრაზოლმა აჩვენა დიდი ეფექტურობა კუჭის წყლულის მკურნალობისას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აასს, არასელექტიური ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით.

კლინიკური ეფექტიანობა

ორ კვლევაში რანიტიდინით, როგორც შედარების პრეპარატით, ეზომეპრაზოლმა აჩვენა დიდი ეფექტურობა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აასს, ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (ასაკობრივი ჯგუფი >60 და/ან ანამნეზში პეპტიური წყლულით).

ბავშვთა პოპულაცია

გერდ მქონე <1-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტების კვლევაში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნე პტი-ს, 61% პაციენტში აღინიშნა ECL უჯრედების მსუბუქი ხარისხის ჰიპერპლაზია, კლინიკურად უმნიშვნელო და ატროფიული გასტრიტის, ან კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების გარეშე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ეზომეპრაზოლი არამდგრადია მჟავა გარემოში, ამიტომ შიგნით მიიღება კუჭის მჟავისადმი მდგრადი გარსით დაფარული გრანულების/მარცვლების სახით.

R-იზომერში კონვერსია ინ ვივო პირობებში უმნიშვნელოა. ეზომეპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64% 40 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და იზრდება 89%-მდე დღე-ღამეში ერთხელ პრეპარატის განმეორებითი შეყვანის შემდეგ; 20 მგ დოზისთვის – 50% და 68% შესაბამისად. საკვების მიღება აფერხებს და ამცირებს ეზომეპრაზოლის შეწოვას, თუმცა, ეს არსებით გავლენას არ ახდენს ეზომეპრაზოლის ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე მჟავას სეკრეციის მიმართ.

განაწილება

ჯანმრთელ პირებში წონასწორული კონცენტრაციებისას განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,22 ლ/კგ სხეულის მასაზე. ეზომეპრაზოლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან – 97%.

მეტაბოლიზმი

ეზომეპრაზოლი მთლიანად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP) სისტემით. ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზდება პოლიმორფული იზოფერმენტ CYP2C19 მონაწილეობით, ამ დროს წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის ჰიდროქსი- და დისმეთილ-მეტაბოლიტები. დარჩენილი ნაწილის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია სხვა სპეციფიურ ეზოფორმაზე, CYP3A4, ამ დროს წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის სულფონწარმოებული, პლაზმის ძირითადი მეტაბოლიტი.

გამოყოფა

ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები ძირითადად გამოსახავენ ფარმაკოკინეტიკას პირებში, აქტიური ფერმენტით CYP2C19 (სწრაფი მეტაბოლიზატორები).

საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 17 ლ/სთ ერთჯერადი მიღების შემდეგ და დაახლოებით 9 ლ/სთ – მრავალჯერადი მიღებისას. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,3 საათს დღე-ღამეში 1 ჯერ რეგულარული მიღების შემდეგ. დღე-ღამეში ე-ჯერ მიღებისას ეზომეპრაზოლი სრულად გამოიყოფა პლაზმიდან მიღებებს შორის შუალედში და არ გროვდება ორგანიზმში.

ეზომეპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტები კუჭის სეკრეციაზე გავლენას არ ახდენენ.

პერორალური მიღებისას 80%-მდე გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდით, დანარჩენი - განავლით. შარდში ვლინდება უცვლელი ნივთიერების 1%-ზე ნაკლები.

ლინეარულობა/არალინეარულობა

ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო 40 მგ დოზისთვის, დღე-ღამეში 2 ჯერ მიღებისას. ფართობი მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია პლაზმაში – დრო” იზრდება ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღებისას. ასეთი ზრდა არის დოზადამოკიდებული და განმეორებითი მიღებისას აქვს დოზაზე არახაზოვანი დამოკიდებულება, რაც “ღვიძლში პირველადი გავლისას” მეტაბოლიზმის დაქვეითების და სისტემური კლირენსის შემცირების შედეგია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ეზომეპრაზოლის და/ან მისი სულფონური მეტაბოლიტის მიერ იზოფერმენტ CYP2C19 ინჰიბირებით.

გამოყენება პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში

ნელი მეტაბოლიზატორები

მოსახლეობის დაახლოებით 2,9±1,5% აქვს CYP2C19 ფერმენტის (ნელი მეტაბოლიზატორები) დაქვეითებული აქტივობა. ასეთ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი სავარაუდოდ ძირითადად ხორციელდება CYP3A4 იზოფერმენტით. 40 მგ ეზომეპრაზოლის დღე-ღამეში 1 ჯერ რეგულარული მიღების ფონზე, საშუალო ფართობი მრუდის ქვეშ “პლაზმაში კონცენტრაცია – დრო” ნელ მეტაბოლიზატორებში აღმოჩნდა დაახლოებით 100% მეტი, ვიდრე ჩქარ მეტაბოლიზატორებში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციების საშუალო მნიშვნელობები გაზრდილი იყო დაახლოებით 60%-ით.

მითითებული თავისებურებები არ ახდენენ გავლენას ეზომეპრაზოლის დოზირებაზე და მიღების წესზე.

გენდერული განსხვავებები

40 მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, საშუალო ფართობი მრუდის ქვეშ “დრო – პლაზმაში კონცენტრაცია” ქალებში დაახლოებით 30% მეტია, ვიდრე მამაკაცებში. დღე-ღამეში 1 ჯერ რეგულარული მიღებისას, გენდერული განსხვავება არ აღინიშნა. ეს მონაცემები არ ახდენენ გავლენას ეზომეპრაზოლის დოზირებაზე და მიღების წესზე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი შესაძლოა დარღვეული იყოს. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, მეტაბოლიზმის სიჩქარე დაქვეითებულია, რაც იწვევს “პლაზმაში დრო-კონცენტრაციის” მრუდის ქვეშ ფართობის ორჯერ გაზრდას. ამიტომ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით ეზომეპრაზოლის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ. ეზომეპრაზოლი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები არ აკუმულირდებიან დღე-ღამეში 1 ჯერ მიღებისას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

კვლევა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, არ ჩატარებულა. რადგან თირკმლებით გამოიყოფა არა საწყისი ნივთიერება, არამედ მისი მეტაბოლიტები, სავარაუდოა, რომ პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით ომეპრაზოლის მეტაბოლიზმი არ იცვლება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში (71-80 წელი) ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის.

გამოყენება პედიატრიაში

12-18 წლის ბავშვები

12 – 18 წლის ასაკის ბავშვებში 20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის რეგულარული მიღებისას ეზომეპრაზოლის AUC და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (tmax) მოზრდილების მსგავსია ორივე დოზისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ემანერა® 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულები

ემანერა® 40 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულები

ეზომეპრაზოლი

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგინიშნეს პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა® და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ემანერა®-ს მიღებამდე

ემანერა®-ს მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ემანერა®-ს შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა® და რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა®

ემანერა® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - მაგნიუმის ეზომეპრაზოლის დიჰიდრატს, რომელიც მიეკუთვნება „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების“ ჯგუფს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებს კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობას.

ემანერა® ნაწლავში ხსნადი კაფსულები გამოიყენება ზრდასრულებში შემდეგი ჩვენებების დროს:

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (GERD).

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კუჭიდან მჟავის უკუგადასვლა საყლაპავში (მილი, რომელიც ხახას აკავშირებს კუჭთან), რაც იწვევს ანთებას, ტკივილსა და გულძმარვას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ასოცირებული Helicobacter pylori-სთან. თუ გაქვთ აღნიშნული დაავადება, წყლულის შეხორცებისათვის თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი გარკვეულ ანტიბაქტერიულ პრეპარატებსა და წყლულების შესახორცებელ პრეპარატებთან კომბინაციაში.

არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებით გამოწვეული კუჭის წყლული.

თუ იღებთ ააპ-ს, ემანერა® შეიძლება დაგენიშნოთ კუჭის წყლულის წარმოქმნის პრევენციის მიზნით.

პანკრეასში არსებული ახალწარმონაქმნით გამოწვეული კუჭში მჟავიანობის მომატებული დონე (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).

რეციდივის პროფილაქტიკა ხანგრძლივი თერაპიის სახით პეპტიკური წყლულიდან სისხლდენის ინტრავენური მკურნალობის შემდეგ.

მოზარდები ≥ 12 წლის:

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (GERD).

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კუჭიდან მჟავის უკუგადასვლა საყლაპავში (მილი, რომელიც ხახას აკავშირებს კუჭთან), რაც იწვევს ანთებას, ტკივილისა და გულძმარვას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ასოცირებული Helicobacter pylori-სთან. თუ გაქვთ აღნიშნული დაავადება, წყლულის შეხორცებისათვის თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი გარკვეულ ანტიბაქტერიულ პრეპარატებსა და წყლულების შესახორცებელ პრეპარატებთან კომბინაციაში.

  • რა უნდა იცოდეთ ემანერა®-ს მიღებამდე

არ მიიღოთ ემანერა®, თუ:

ხართ ალერგიული ეზომეპრაზოლის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 პუნქტში).

როდისმე გქონდათ ალერგიული რეაქციები, დაკავშირებული პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიღებასთან (მაგალითად, პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი).

ღებულობთ ნელფინავირის შემცველ მედიკამენტს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

არ გამოიყენოთ პრეპარატი ემანერა®, თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ აღნიშნული. თუ არ ხართ დარწმუნებული ამაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

განსაკუთრებული ჩვენებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

ღვიძლის მძიმე დაავადება;

თირკმლების მძიმე დაავადება;

B12 ვიტამინის დეფიციტი;

ადრე აღინიშნებოდა კანის რეაქცია ანალოგიური პრეპარატის (რომელიც ამცირებს კუჭის მჟავის გამომუშავებას) მიღების შემდეგ;

უნდა ჩაიტაროთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

თუ კანზე გამოვლინდა გამონაყარი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებას დაქვემდებარებულ უბნებზე, რაც შეიძლება მალე, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ ასევე აცნობოთ ექიმს დაავადების ნებისმიერ სხვა შეგრძნებებზე, მაგალითად, ტკივილი სახსრებში.

ემანერა®-მ შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადების სიმპტომები. შესაბამისად, თუ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ან მიღების დროს აღინიშნება ნებისმიერ შემდეგი სიმპტომი, სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს:

უმიზეზოდ არსებითად დაიკელით წონაში და აღინიშნება ყლაპვის გაძნელება.

გაწუხებთ კუჭის ტკივილი ან მოუნელებლობა.

გაქვთ ღებინება, მათ შორის სისხლით.

გაქვთ შავი განავალი (სისხლით შეღებილი ფეკალიები).

თუ თქვენ ღებულობთ ემანერა®-ს „მოთხოვნისამებრ“, მაგრამ დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება ან იცვლება, უნდა მიმართოთ ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებისას, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს მენჯ-ბარძაყის სახსრის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი).

სხვა სამკურნალო საშუალებები და ემანერა®

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება, მათ შორის აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატებისა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ემანერა®-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ასეთი პრეპარატის მოქმედებაზე, ან ამ პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ემანერა®-ს ეფექტიანობაზე.

არ მიიღოთ ემანერა®-ს კაფსულები ნელფინავირის (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ) შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ატაზანავირი,

დიგოქსინი,

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი,

ერლოტინიბი,

ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი,

დიაზეპამი,

ფენიტოინი. ამ შემთხვევაში პრეპარატ ემანერა®-ს მიღების დაწყებისა და შეწყვეტის დროს საჭიროა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, მაგალითად, ვარფარინი. ამ შემთხვევაში პრეპარატ ემანერა®-ს მიღების დაწყებისა და შეწყვეტის დროს საჭიროა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

ცილოსტაზოლი,

ციზაპრიდი,

მეტოტრექსატი. თუ თქვენ იღებთ მეტოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება გაგიწიოთ რეკომენდაცია, დროებით შეწყვიტოთ პრეპარატ ემანერა®-ს მიღება.

კლოპიდოგრელი,

ტაკროლიმუსი,

რიფამპიცინი,

კრაზანას პრეპარატი (Hypericum perforatum).

თუ ექიმმა ემანერა®-სთან ერთად გამოგიწერათ ანტიბიოტიკები, მაგალითად, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი, Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს იმ სხვა მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ემანერა®-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულების მიღება შეგიძლიათ უზმოზე ან საკვებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ემანერა®-ს მიღება ამ დროს.

უცნობია, გადადის თუ არა ემანერა® დედის რძეში. ამიტომ, არ უნდა მიიღოთ ემანერა®, თუ ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ან მექანიზმების გამოყენებაზე ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, მიღებულია ცნობები არასასურველი რეაქციების შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა (არახშირად) და მხედველობის გაუარესება (იშვიათად) (იხილეთ მე-4 პუნქტი). ასეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული, რომ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან იმუშაოთ დანადგარებთან.

ემანერა® შეიცავს საქაროზას

ემანერა® შეიცავს შაქრის ბურთულებს, რომელთა შემადგენლობაში შედის საქაროზა. თუ გაქვთ გარკვეული შაქრების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

  • ემანერა®-ს მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თუ თქვენ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში, მკურნალმა ექიმმა უნდა გააკონტროლოს თქვენი მდგომარეობა (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას).

აუცილებელია აცნობოთ ექიმს რაიმე სიმპტომების ცვლილებების შესახებ სამკურნალო საშუალების „მოთხოვნისამებრ“ მიღების შემთხვევაში.

რა ოდენობით უნდა მიიღოთ პრეპარატი

ექიმი დანიშნავს დოზას და პრეპარატის გამოყენების წესს. ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, მის ასაკსა და ღვიძლის მუშაობაზე.

რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ.

ზრდასრულები

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადებით გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ

თუ თქვენმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ იგივე დოზა კიდევ 4 კვირის განმავლობაში, თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ შეხორცდა და ნარჩუნდება დაავადების სიმპტომები.

რეკომენდირებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ შეადგენს ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულას დღეში.

თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზა შეადგენს ყოველდღიურად ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულა. სიმპტომების კონტროლის შემდეგ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ წამალი საჭიროებისამებრ, მაგრამ დღეში არაუმეტეს ემანერა®-ს ერთი 20 მგ ნაწლავში ხსნადი კაფსულისა.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივის პრევენციისათვის:

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.

თქვენი ექიმი ასევე გირჩევთ, მიიღოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, მაგალითად, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი.

არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებით გამოწვეული კუჭის წყლულების სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულის თავიდან ასაცილებლად არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების (ააპ) მიღებისას

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ერთხელ.

პანკრეასის ახალწარმონაქმნის შედეგად (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი) კუჭში მჟავის მომატებული დონის სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 40 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში ორჯერ.

თქვენი ექიმი დაადგენს დოზას და პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. მაქსიმალური დოზა არის 80 მგ ორჯერ დღეში.

პეპტიკური წყლულიდან სისხლდენის ინტრავენური მკურნალობის შემდეგ, ხანგრძლივი თერაპიის სახით, რეციდივის პროფილაქტიკისთვის

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 40 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას 4 კვირის განმავლობაში.

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადებით გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ:

თუ თქვენმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) ოდნავ დაზიანებულია, რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, მიიღოთ იგივე დოზა კიდევ 4 კვირის განმავლობაში, თუ თქვენი საყლაპავი ჯერ არ შეხორცდა ან შენარჩუნებულია დაავადების სიმპტომები.

რეკომენდირებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას დღეში.

თუ თქვენი საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას ყოველდღიურად.

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და მათი რეციდივების პრევენციისათვის

რეკომენდებული დოზა შეადგენს ემანერა®-ს ერთ 20 მგ ნაწლავში ხსნად კაფსულას ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.

თქვენი ექიმი ასევე გირჩევთ, მიიღოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, მაგალითად, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი.

როგორც უნდა მიიღოთ ემანერა®

კაფსულების მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს.

კაფსულების მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან უზმოზე.

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან გაჭყლიტოთ კაფსულები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კაფსულები შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ პელეტებს (გრანულებს), რაც იცავს სამკურნალო საშუალებას კუჭში არსებული მჟავისგან. მნიშვნელოვანია, არ დააზიანოთ პელეტები.

რა უნდა გააკეთოთ, თუ პაციენტს აღენიშნება კაფსულების გადაყლაპვის პრობლემა

კაფსულების გადაყლაპვისას პრობლემის წარმოქმნისას:

  • გახსენით კაფსულა და ჩაყარეთ პელეტები ნახევარ ჭიქა უნალექო (არაგაზიან) წყალში. არ გამოიყენეთ სხვა სითხე.
  • შემდეგ დალიეთ ნარევი დაუყოვნებლივ ან მომზადებიდან 30 წუთის განმავლობაში. ყოველთვის აურიეთ ნარევი დალევის წინ.
  • უნდა დარწმუნდეთ, რომ დალიეთ მთელი სამკურნალო საშუალება. ამისთვის კარგად გამოავლეთ ჭიქა წყლით და დალიეთ ეს წყალი. მყარი ნაწილაკები შეიცავს სამკურნალო საშუალებას - არ დაღეჭოთ და არ გაჭყლიტოთ ისინი.
  • თუ პაციენტს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, მაშინ გრანულები შეიძლება შეურიოთ წყალს და ამ ხსნარით შეავსოთ შპრიცი. შემდეგ შესაძლებელია ამ ხსნარის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით პირდაპირ კუჭში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ ემანერა®-ს საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ემანერა®-ს მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე თქვენი შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ მიღება.

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული მიღების ასანაზღაურებლად. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

უეცარი სტერტოროზული სუნთქვა (ხიხინით), ტუჩების, ენისა და ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია).

კანის გაწითლება, ბუშტუკებით ან აქერცლების წარმოქმნა. შეიძლება გამოვლინდეს დიდი ზომის ბუშტუკები და სისხლდენა ტუჩებზე, თვალებში, პირში, ცხვირსა და სასქესო ორგანოებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ყვითელი კანი, მუქი შარდი და მომატებული დაღლილობაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადებების სიმპტომები. ეს რეაქციები იშვიათია და ვლინდება 1000-დან ერთ ადამიანში.

სხვა არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს ≥1/100 - 1/10-მდე ადამიანში)

თავის ტკივილი

კუჭის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი

გულისრევის შეგრძნება ან ღებინება

კუჭის ძირის ჯირკვლოვანი პოლიპები

არახშირი (≥1/1 000 – 1/100-მდე)

ტერფებისა და წვივ-ტერფების სახსრების შეშუპება

უძილობა

თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა

ვერტიგო

სიმშრალე პირში

ღვიძლის მუშაობის ამსახველი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება

გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა და ქავილი

თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ პრეპარატი გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივად).

იშვიათი (≥ 1/10 000 - <1/1 000-მდე)

ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია

ჰიპონატრიემია

აჟიტირება, გონების დაბინდვა, დეპრესია

გემოს ცვლილება

დაბინდული ხედვა

სუნთქვის უეცარი შესუსტება (ბრონქოსპაზმი)

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება

კუჭ-ნაწლავური კანდიდოზი

ღვიძლის დაავადებები, მათ შორის სიყვითლე, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის გაყვითლებით, მუქი შარდით და მომატებული დაღლილობით

თმის ცვენა (ალოპეცია)

კანის რეაქციები მზის სხივების ზემოქმედებისას

სახსრების ტკივილი (ართრალგია) და კუნთების ტკივილი (მიალგია)

ზოგადი უგუნებობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება

მომატებული ოფლიანობა

ძალიან იშვიათი (< 1/10 000)

აგრანულოციტოზი, პანციტოპენია

აგრესია

ჰალუცინაციები

ღვიძლის მძიმე დაავადებები, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და ენცეფალოპათიას

ძლიერი გამონაყარის უეცარი გამოვლენა ან კანის აქერცვლა. ამ სიმპტომების თანმდევი შეიძლება იყოს სხეულის მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

კუნთების სისუსტე

თირკმელების მძიმე დაავადებები

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში

უცნობი სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

თუ თქვენ მკურნალობთ პრეპარატით სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა მაგნიუმის დონე სისხლში დაქვეითდეს, რაც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომებიდან, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარული სისხლის ანალიზის ჩატარება მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.

ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)

გამონაყარი, შესაძლოა, სახსრების ტკივილით.

ემანერა®-მ შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებში გავლენა მოახდინოს ლეიკოციტებზე, რაც იწვევს იმუნურ უკმარისობას. თუ გაქვთ ინფექცია, რომლის დროსაც ვლინდება ცხელება ზოგადი მდგომარეობის მძიმე გაუარესებით ან ცხელება ადგილობრივი ინფიცირების სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი კისრის, ყელის არეში ან პირის ღრუში, შარდვის გაძნელება, უნდა მიმართოთ ექიმს, რაც შეიძლება მალე, და ჩააბაროთ ანალიზები, რათა

გამორიცხოთ აგრანულოციტოზი. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს იმ ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც ამ დროს იღებთ.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე არასასურველი რეაქცია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ცნობების მიღებას.

  • ემანერა®-ს შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ პრეპარატი წყალსადენში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ მოიცილოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ემანერა® შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ეზომეპრაზოლი. თითოეული ნაწლავში ხსნადი კაფსულა შეიცავს ემეპრაზოლის 20 მგ-ს ან ეზომეპრაზოლის 40 მგ-ს (მაგნიუმის ეზომეპრაზოლის დიჰიდრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებების ნუსხა: შაქრის სფეროები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 6300, ტალკი (E553b), მაგნიუმის კარბონატი, პოლისორბატი 80 (E433), მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30% - პელეტების შემადგენლობაში და ჟელატინი (E441), ტიტანის დიოქსიდი (E171) და რკინის ოქსიდი წითელი (E172) - კაფსულის გარსის შემადგენლობაში. ემანერა® შეიცავს საქაროზას.

პრეპარატ ემანერა®-ს გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

20 მგ კაფსულები ნაწლავში ხსნადი: კორპუსი და თავსახური ღია ვარდისფერი ფერის.

40 მგ კაფსულები ნაწლავში ხსნადი: კორპუსი და თავსახური მოყავისფრო-ვარდისფერი ფერის.

შეფუთვა: ყუთში 14 ან 28 კაფსულა ნაწლავში ხსნადი (2 ან 4 ბლისტერი OPA/Al/PVC ფირისაგან და Al ფოლგისაგან, თითოეულში 7 კაფსულა ნაწლავში ხსნადი), ფურცელ-ჩანართით.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

KRKA, d.d., Novo mesto, Šinarješka cesta 6, 8501 Novo mesto (ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო), სლოვენია

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

პრეპარატის შეყვანა კუჭის ზონდით

გახსენით კაფსულა, მოათავსეთ პელეტები (გრანულები) შესაბამის შპრიცში და შეავსეთ შპრიცი დაახლოებით 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით.

ზოგიერთი ზონდებისთვის საჭიროა პელეტების განზავება 50 მლ წყალში, მილის გაჭედვის თავიდან ასაცილებლად.

დაუყოვნებლივ შეანჯღრიეთ შპრიცი, რათა პელეტები თანაბრად გადანაწილდეს სუსპენზიაში.

დაიჭირეთ შპრიცი წვერით ზემოთ და შეამოწმეთ, რომ წვერი არ იყოს გაჭედილი.

მიამაგრეთ შპრიცი ზონდზე მითითებული პოზიციის დაცვით.

შეანჯღრიეთ შპრიცი და მოათავსეთ წვერით ქვემოთ. დაუყოვნებლივ შეიყვანეთ ზონდში 5-10 მლ. შეატრიალეთ შპრიცი ინექციის შემდეგ და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა გეჭიროთ წვერით ზემოთ, რათა თავიდან აიცილოთ წვერის გაჭედვა).

შეატრიალეთ შპრიცი წვერით ქვემოთ და დაუყონებლივ შეიყვანეთ ზონდში სუსპენზიის კიდევ 5-10 მლ. გაიმეორეთ ეს პროცედურა, სანამ სუსპენზია მთლიანად არ იქნება შეყვანილი.

შეავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და, საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ მე-5 ნაბიჯი, რათა გამორეცხოთ შპრიცში დარჩენილი ნალექი. ზოგიერთი ზონდისთვის საჭიროა 50 მლ წყალი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა