პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

ესომეპრაზოლი ნორმონი 40 მგ ფხვნილი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG

Esomeprazol NORMON 40 mg polvo para solución inyectable y para perfusión EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიცავს მედიკამენტ ესომეპრაზოლს, რომელიც მიეკუთვნება “პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების” ჯგუფს. ეს მედიკამენტები მოქმედებენ კუჭის მჟავის სეკრეციის შემცირებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესომეპრაზოლი (esomeprazole)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო/საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №50
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-043865
რეგისტრირებულია
15 აგვისტო 2025, მოქმედებს 15 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაესომეპრაზოლი ნორმონი 40 მგ ფხვნილი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG და სხვა წამალი ერთად

ესომეპრაზოლი ნორმონი 40 მგ ფხვნილი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიცავს მედიკამენტ ესომეპრაზოლს, რომელიც მიეკუთვნება “პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების” ჯგუფს. ეს მედიკამენტები მოქმედებენ კუჭის მჟავის სეკრეციის შემცირებით.

ესომეპრაზოლი ნორმონი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობისათვის, როცა პაციენტს არ შეუძლია პერორალური მკურნალობის ჩატარება:

გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD) მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში. ეს დაავადება ვითარდება, როცა კუჭის მჟავა ხვდება საყლაპავში (მილი, რომლითაც ხახა უერთდება კუჭს) და იწვევს ტკივილს, ანთებასა და გულძმარვას;

ანტიანთებითი არასტეროიდული პრეპარატებით (NSAID) გამოწვეული კუჭის წყლულები. ესომეპრაზოლი ნორმონი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუჭის წყლულის განვითარების პრევენციისათვის პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანტიანთებით საშუალებებს;

სისხლდენის რეციდივის პრევენცია მოზრდილებში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებიდან მწვავე სისხლდენის გამო თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიძლება გაკეთდეს 1-18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ხანდაზმულების ჩათვლით.

ესომეპრაზოლი ნორმონის მიღების მეთოდი

მოზრდილები

ესომეპრაზოლი ნორმონი კეთდება ექიმის მიერ, რომელიც განსაზღვრავს მის დოზას;

რეკომენდებული დოზაა 20 მგ ან 40 მგ ერთხელ დღეში;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე პრობლემები აქვს, მაქსიმალური დოზაა 20 მგ დღეში (GERD – გასტროეზოფაგური რეფლუქსი);

ეს მედიკამენტი კეთდება ინექციის ან ინფუზიის სახით რომელიმე ვენაში. ინექცია უნდა გაგრძელდეს 30 წუთამდე;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებიდან სისხლდენის რეციდივის პრევენციისათვის რეკომენდებული დოზაა 80 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს უწყვეტი ინფუზია 8 მგ/სთ 3 დღის განმავლობაში. თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე პრობლემები აქვს, საკმარისია 4 მგ/სთ უწყვეტი ინფუზია 3 დღის განმავლობაში.

1-18 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება

1-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში;

12-18 წლის ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა 20 მგ ან 40 მგ ერთხელ დღეში;

ეს მედიკამენტი კეთდება ინექციის ან ინფუზიის სახით რომელიმე ვენაში. ინექცია უნდა გაგრძელდეს 30 წუთამდე.

ესომეპრაზოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ გაუკეთდა ესომეპრაზოლი ნორმონის ჭარბი დოზა, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში კონსულტაციის მიღება (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20).

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ესომეპრაზოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში “შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია”);

თუ პაციენტი ალერგიულია პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიმართ (მაგ.: პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი);

თუ პაციენტი იღებს მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ნელფინავირს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

დაუშვებელია ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

სიფრთხილის ზომები

ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე პრობლემები;

თუ პაციენტს კუჭის მჟავის სეკრეციის დამთრგუნველი, ესომეპრაზოლი ნორმონის მსგავსი მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ აღენიშნა კანისმიერი რეაქცია;

თუ პაციენტს ესაჭიროება სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით, მზის სხივების მოხვედრისას. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ესომეპრაზოლი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, ნებისმიერი სხვა სიმპტომის შესახებ, როგორიცაა მაგალითად, სახსრების ტკივილი.

ესომეპრაზოლმა ნორმონმა შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადების სიმპტომები. ამიტომ თუ პაციენტს ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენებამდე ან მისი მიღების დროს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა:

წონაში უმიზეზოდ დაკლება და ყლაპვის გაძნელება;

კუჭის ტკივილი ან დისპეფსია;

საკვების ღებინება ან სისხლიანი ღებინება;

კუპრისფერი განავალი (განავალში სისხლის არსებობა).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. რადგან ესომეპრაზოლმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ან სხვა პრეპარატებმა იქონიონ ესომეპრაზოლ ნორმონზე გავლენა.

დაუშვებელია ესომეპრაზოლი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი იღებს:

ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის დროს).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ წამლებს:

ატანაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის დროს);

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

ერლოტინიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის დროს);

დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის, კუნთების მოდუნებისათვის ან ეპილეფსიის დროს);

ფენიტოინი (გამოყენება ეპილეფსიის დროს). თუ პაციენტი იღებს ფენიტოინს, საჭიროა პაციენტის მონიტორინგი, თუ როდის დაიწყოს ან შეწყვიტოს ესომეპრაზოლი ნორმონით მკურნალობა;

სისხლის გამათხევადებელი საშუალებები, როგორიცაა ვარფარინი. საჭიროა პაციენტის მონიტორინგი, თუ როდის დაიწყოს ან შეწყვიტოს ესომეპრაზოლი ნორმონით მკურნალობა;

ცილოსტაზოლი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის დროს - ტკივილი ფეხებში სიარულის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლის მომარაგების უკმარისობით);

ცისაპრიდი (გამოიყენება დისპეფსიისა და გულძმარვის დროს);

დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებების დროს);

მეთოტრექსატი (ქიმიოთერაპიული საშუალება, რომელიც დიდი დოზებით გამოიყენება სიმსივნური დაავადების დროს). თუ პაციენტი იღებს მაღალი დოზებით მეთოტრექსატს, შეიძლება საჭირო გახდეს ესომეპრაზოლი ნორმონით მკურნალობის დროებით შეწყვეტა;

რიმფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის დროს);

კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება დეპრესიის დროს).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გაკეთდეს თუ არა ესომეპრაზოლი ნორმონი ამ დროს.

არ არის ცნობილი ესომეპრაზოლი ნორმონი აღწევს თუ არა დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული ესომეპრაზოლი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ესომეპრაზოლმა ნორმონმა არ არის მოსალოდნელი, რომ გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ესომეპრაზოლმა ნორმონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი, მძიმე ხასიათის გვერდითი ეფექტი, უნდა შეწყდეს ესომეპრაზოლი ნორმონის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა:

უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, ტუჩების, ენის, ხორხის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გულისწასვლა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია);

კანის სიწითლე ბუშტუკების განვითარებითა და აქერცვლით. შეიძლება იყოს ძლიერი ბუშტუკოვანი სისხლმდენი გამონაყარი ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში და სასქესო ორგანოებზე. ეს შეიძლება იყოს “სტივენს-ჯონსონის სინდრომი” ან “ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი”;

კანის სიყვითლე, მუქი შარდი და დაღლილობა, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები იყოს.

ეს ეფექტები არის იშვიათი და შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკივილი;

კუჭ-ნაწლავის სიმპტომები: დიარეა, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ფაღარათი, მეტეორიზმი;

გულისრევა ან ღებინება;

ინექციის ადგილის რეაქციები;

კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ტერფებისა და კოჭების შესივება;

ძილის დარღვევა (უძილობა);

თავბრუსხვეა, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება, ძილიანობა;

მხედველობის პრობლემები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა;

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო);

პირის სიმშრალე;

ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება სისხლის ანალიზში;

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ქავილი.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება;

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რაც იწვევს სისუსტეს, ღებინებას ან სპაზმებს;

აგზნება, ცნობიერების დაბინდვა ან დეპრესია;

გემოს ცვლილებები;

უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი);

პირის ღრუს ანთება;

კანდიდოზი, რომელიც აზიანებს ნაწლავებს და გამოწვეულია სოკოთი;

ღვიძლის პრობლემები, მათ შორის სიყვითლე, მუქი შარდი და დაღლილობა;

თმის ცვენა (ალოპეცია);

გამონაყარი კანზე მზის სხივების მოხვედრისას;

სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია);

ზოგადი სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა;

გაძლიერებული ოფლიანობა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება);

აგრესია;

სმენითი, მხედველობითი ან შეგრძნებითი ჰალუცინაციები;

ღვიძლის მძიმე პრობლემები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის უკმარისობას და თავის ტვინის ანთებას;

კანზე მძიმე ბუშტუკოვანი გამონაყარის ან აქერცვლის უეცრად განვითარება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაღალ ცხელებასთან და სახსრების ტკივილთან (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კუნთების სისუსტე;

თირკმლის მძიმე პრობლემები;

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში.

სიხშირე უცნობია (არასაკმარისი მონაცემების გამო ვერ ხერხდება სიხშირის შეფასება)

ნაწლავების ანთება (იწვევს ფაღარათს);

გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილთან ერთად.

ესომეპრაზოლი ნორმონის 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას, შესაძლოა მკვეთრად დაქვეითდეს სისხლში მაგნიუმის შემცველობა. მაგნიუმის დაბალი დონე იწვევს დაღლილობას, კუნთების უნებლიე შეკუმშვას, დეზორიენტაციას, კრუნჩხვებს, თავბრუსხვევასა და აჩქარებულ გულისცემას. აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები. მაგნიუმის დაბალმა დონემ სისხლში შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება სისხლში. შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარულად აღება სისხლში მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად;

ესომეპრაზოლი ნორმონის მსგავსი პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებისას, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ბარძაყის, მაჯის ან მალების მოტეხილობის რისკი. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ოსტეოპოროზი ან იღებს კორტიკოსტეროიდებს (რომელმაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ესომეპრაზოლმა ნორმონმა შეიძლება იმოქმედოს ლეიოკოციტებზე, რაც იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია ცხელებით, ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით ან ცხელება ადგილობრივი ინფექციის ნიშნებით, როგორიცაა ყელის, ხახის ან პირის ღრუს ტკივილი ან შარდვის გაძნელება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება წარმოადგენდეს აგრანულოციტოზის შედეგს, რომელიც უნდა გამოირიცხოს სისხლის ანალიზის საშუალებით. ამ დროს მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი.

პაცეინტი არ უნდა შეშფოთდეს შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალით, რადგან ისინი შეიძლება საერთოდ არ განვითარდეს. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ესომეპრაზოლის ნატრიუმი. თითოეული ფლაკონი ფხვნილით საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 42,5 მგ ესომეპრაზოლის ნატრიუმს, რაც 40 მგ ესომეპრაზოლის ექვივალენტურია.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ედეტატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ესომეპრაზოლი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ესომეპრაზოლი ნორმონი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, გაყინვით გამშრალი ფხვნილი ფოროვანი გარეგნობით. მედიკამენტის გაკეთებამდე ის უნდა განზავდეს ხსნარში.

ესომეპრაზოლი ნორმონი 40 მგ ფხვნილი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოწოდებულია მინის ფლაკონებში, რომელსაც აქვს საცობი და დალუქულია თავსახურით, შეფუთვაში მოთავსებულია 1 ფლაკონი და კლინიკურ შეფუთვაში - 50 ფლაკონი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos, Madrid

Spain

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოს, მადრიდი

ესპანეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2016 წლის სექტემბერი.

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიცავს 40 მგ ესომეპრაზოლს, ნატრიუმის მარილის სახით. თითოეული ფლაკონი ასევე შეიცავს დინატრიუმის ედეტატს და ნატრიუმის ჰიდროქსიდს (1 მმოლ-ზე ნატრიუმზე ნაკლები).

ფლაკონები განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. თუ არ არის საჭირო განზავებული ფლაკონის მთლიანი შიგთავსის გამოყენება, ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნეს გადაგდებული.

დამატებითი ინფორმაცია დოზირების რეკომენდაციებისა და შენახვის პირობების შესახებ, იხ. პარაგრაფებში 3 და 5, შესაბამისად.

განზავებული ხსნარის მომზადება და მიღების მეთოდები

ხსნარის განზავებისათვის უნდა მოიხსნას ესომეპრაზოლი ნორმონის ფლაკონის ფერადი პლასტიკური თავსახური და საცობი უნდა გაიხვრიტოს მონიშნული წრის ცენტრში, ნემსი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად, რათა მან საცობში სწორად შეაღწიოს.

საინექციო და საინფუზიო განზავებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის. გაკეთებამდე ის ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს ნაწილაკების არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე, და გამოყენებულ უნდა იქნეს სანამ ხსნარი გამჭვირვალეა.

განზავების შემდეგ შენახვის ვადა, ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობის მიხედვით, არის 12 საათი 30ºC-ზე. თუმცა, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს მაშინათვე.

ესომეპრაზოლი ნორმონის ინექცია

საინექციო ხსნარის მომზადება:

40 მგ-ის ინექცია

ესომეპრაზოლის 8 მგ/მლ განზავებული ხსნარი: ხსნარი უნდა მომზადდეს ინტრავენური გამოყენების 5 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის დამატებით ესომეპრაზოლის 40 მგ ფლაკონზე.

საინექციო განზავებული ხსნარი უნდა გაკეთდეს ინტრავენური ინფუზიის სახით მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში.

დოზის გაკეთების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება, პარაგრაფი 4.2.

ესომეპრაზოლი ნორმონის ინფუზია

საინფუზიო ხსნარის მომზადება:

40 მგ-ის ინფუზია

40 მგ ესომეპრაზოლის ერთი ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას ინტრავენური გამოყენების 100 მლ-მდე 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

80 მგ-ის ინფუზია

40 მგ ესომეპრაზოლის ორი ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას ინტრავენური გამოყენების 100 მლ-მდე 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

განადგურება

ნებისმიერი დარჩენილი მედიკამენტი ან ნარჩენი მასალა გადაგდებულ უნდა იქნეს ადგილობრივი პროცედურების შესაბამისად.

შენახვის პირობები

ექიმი და ჰოსპიტლის ფარმაცევტი პასუხისმგებლები არიან ესომეპრაზოლი ნორმონის სწორად შენახვაზე, გამოყენებასა და გაცემაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება ფლაკონზე და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30°C ტემპერატურის ქვემოთ.

ფლაკონი ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად. კოლოფიდან ამოღებული ფლაკონები დღის სინათლეზე შეიძლება გაჩერდეს 24 საათამდე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ესომეპრაზოლი ნორმონი 40 მგ ფხვნილი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ესომეპრაზოლი

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს. ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ესომეპრაზოლი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენებამდე;

ესომეპრაზოლი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ესომეპრაზოლი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ესომეპრაზოლი ნორმონი და მისი გამოყენება

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიცავს მედიკამენტ ესომეპრაზოლს, რომელიც მიეკუთვნება “პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების” ჯგუფს. ეს მედიკამენტები მოქმედებენ კუჭის მჟავის სეკრეციის შემცირებით.

ესომეპრაზოლი ნორმონი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობისათვის, როცა პაციენტს არ შეუძლია პერორალური მკურნალობის ჩატარება:

გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD) მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში. ეს დაავადება ვითარდება, როცა კუჭის მჟავა ხვდება საყლაპავში (მილი, რომლითაც ხახა უერთდება კუჭს) და იწვევს ტკივილს, ანთებასა და გულძმარვას;

ანტიანთებითი არასტეროიდული პრეპარატებით (NSAID) გამოწვეული კუჭის წყლულები. ესომეპრაზოლი ნორმონი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუჭის წყლულის განვითარების პრევენციისათვის პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანტიანთებით საშუალებებს;

სისხლდენის რეციდივის პრევენცია მოზრდილებში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებიდან მწვავე სისხლდენის გამო თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენებამდე

დაუშვებელია ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენება

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ესომეპრაზოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში “შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია”);

თუ პაციენტი ალერგიულია პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიმართ (მაგ.: პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი);

თუ პაციენტი იღებს მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ნელფინავირს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

დაუშვებელია ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე პრობლემები;

თუ პაციენტს კუჭის მჟავის სეკრეციის დამთრგუნველი, ესომეპრაზოლი ნორმონის მსგავსი მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ აღენიშნა კანისმიერი რეაქცია;

თუ პაციენტს ესაჭიროება სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით, მზის სხივების მოხვედრისას. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ესომეპრაზოლი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, ნებისმიერი სხვა სიმპტომის შესახებ, როგორიცაა მაგალითად, სახსრების ტკივილი.

ესომეპრაზოლმა ნორმონმა შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადების სიმპტომები. ამიტომ თუ პაციენტს ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენებამდე ან მისი მიღების დროს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა:

წონაში უმიზეზოდ დაკლება და ყლაპვის გაძნელება;

კუჭის ტკივილი ან დისპეფსია;

საკვების ღებინება ან სისხლიანი ღებინება;

კუპრისფერი განავალი (განავალში სისხლის არსებობა).

სხვა მედიკამენტები და ესომეპრაზოლი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. რადგან ესომეპრაზოლმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ან სხვა პრეპარატებმა იქონიონ ესომეპრაზოლ ნორმონზე გავლენა.

დაუშვებელია ესომეპრაზოლი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი იღებს:

ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის დროს).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ წამლებს:

ატანაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის დროს);

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

ერლოტინიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის დროს);

დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის, კუნთების მოდუნებისათვის ან ეპილეფსიის დროს);

ფენიტოინი (გამოყენება ეპილეფსიის დროს). თუ პაციენტი იღებს ფენიტოინს, საჭიროა პაციენტის მონიტორინგი, თუ როდის დაიწყოს ან შეწყვიტოს ესომეპრაზოლი ნორმონით მკურნალობა;

სისხლის გამათხევადებელი საშუალებები, როგორიცაა ვარფარინი. საჭიროა პაციენტის მონიტორინგი, თუ როდის დაიწყოს ან შეწყვიტოს ესომეპრაზოლი ნორმონით მკურნალობა;

ცილოსტაზოლი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის დროს - ტკივილი ფეხებში სიარულის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლის მომარაგების უკმარისობით);

ცისაპრიდი (გამოიყენება დისპეფსიისა და გულძმარვის დროს);

დიგოქსინი (გამოიყენება გულის დაავადებების დროს);

მეთოტრექსატი (ქიმიოთერაპიული საშუალება, რომელიც დიდი დოზებით გამოიყენება სიმსივნური დაავადების დროს). თუ პაციენტი იღებს მაღალი დოზებით მეთოტრექსატს, შეიძლება საჭირო გახდეს ესომეპრაზოლი ნორმონით მკურნალობის დროებით შეწყვეტა;

რიმფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის დროს);

კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება დეპრესიის დროს).

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გაკეთდეს თუ არა ესომეპრაზოლი ნორმონი ამ დროს.

არ არის ცნობილი ესომეპრაზოლი ნორმონი აღწევს თუ არა დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული ესომეპრაზოლი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ესომეპრაზოლმა ნორმონმა არ არის მოსალოდნელი, რომ გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

ესომეპრაზოლი ნორმონის გამოყენების წესი

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიძლება გაკეთდეს 1-18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ხანდაზმულების ჩათვლით.

ესომეპრაზოლი ნორმონის მიღების მეთოდი

მოზრდილები

ესომეპრაზოლი ნორმონი კეთდება ექიმის მიერ, რომელიც განსაზღვრავს მის დოზას;

რეკომენდებული დოზაა 20 მგ ან 40 მგ ერთხელ დღეში;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე პრობლემები აქვს, მაქსიმალური დოზაა 20 მგ დღეში (GERD – გასტროეზოფაგური რეფლუქსი);

ეს მედიკამენტი კეთდება ინექციის ან ინფუზიის სახით რომელიმე ვენაში. ინექცია უნდა გაგრძელდეს 30 წუთამდე;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებიდან სისხლდენის რეციდივის პრევენციისათვის რეკომენდებული დოზაა 80 მგ ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს უწყვეტი ინფუზია 8 მგ/სთ 3 დღის განმავლობაში. თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე პრობლემები აქვს, საკმარისია 4 მგ/სთ უწყვეტი ინფუზია 3 დღის განმავლობაში.

1-18 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება

ესომეპრაზოლი ნორმონი კეთდება ექიმის მიერ, რომელიც განსაზღვრავს მის დოზას;

1-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში;

12-18 წლის ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა 20 მგ ან 40 მგ ერთხელ დღეში;

ეს მედიკამენტი კეთდება ინექციის ან ინფუზიის სახით რომელიმე ვენაში. ინექცია უნდა გაგრძელდეს 30 წუთამდე.

ესომეპრაზოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ გაუკეთდა ესომეპრაზოლი ნორმონის ჭარბი დოზა, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში კონსულტაციის მიღება (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20).

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ესომეპრაზოლმა ნორმონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი, მძიმე ხასიათის გვერდითი ეფექტი, უნდა შეწყდეს ესომეპრაზოლი ნორმონის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა:

უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, ტუჩების, ენის, ხორხის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი, გულისწასვლა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია);

კანის სიწითლე ბუშტუკების განვითარებითა და აქერცვლით. შეიძლება იყოს ძლიერი ბუშტუკოვანი სისხლმდენი გამონაყარი ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში და სასქესო ორგანოებზე. ეს შეიძლება იყოს “სტივენს-ჯონსონის სინდრომი” ან “ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი”;

კანის სიყვითლე, მუქი შარდი და დაღლილობა, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები იყოს.

ეს ეფექტები არის იშვიათი და შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-10 პაციენტში.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკივილი;

კუჭ-ნაწლავის სიმპტომები: დიარეა, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ფაღარათი, მეტეორიზმი;

გულისრევა ან ღებინება;

ინექციის ადგილის რეაქციები;

კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ტერფებისა და კოჭების შესივება;

ძილის დარღვევა (უძილობა);

თავბრუსხვეა, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება, ძილიანობა;

მხედველობის პრობლემები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა;

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო);

პირის სიმშრალე;

ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება სისხლის ანალიზში;

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ქავილი.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება;

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რაც იწვევს სისუსტეს, ღებინებას ან სპაზმებს;

აგზნება, ცნობიერების დაბინდვა ან დეპრესია;

გემოს ცვლილებები;

უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი);

პირის ღრუს ანთება;

კანდიდოზი, რომელიც აზიანებს ნაწლავებს და გამოწვეულია სოკოთი;

ღვიძლის პრობლემები, მათ შორის სიყვითლე, მუქი შარდი და დაღლილობა;

თმის ცვენა (ალოპეცია);

გამონაყარი კანზე მზის სხივების მოხვედრისას;

სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია);

ზოგადი სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა;

გაძლიერებული ოფლიანობა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება);

აგრესია;

სმენითი, მხედველობითი ან შეგრძნებითი ჰალუცინაციები;

ღვიძლის მძიმე პრობლემები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის უკმარისობას და თავის ტვინის ანთებას;

კანზე მძიმე ბუშტუკოვანი გამონაყარის ან აქერცვლის უეცრად განვითარება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაღალ ცხელებასთან და სახსრების ტკივილთან (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კუნთების სისუსტე;

თირკმლის მძიმე პრობლემები;

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში.

სიხშირე უცნობია (არასაკმარისი მონაცემების გამო ვერ ხერხდება სიხშირის შეფასება)

ნაწლავების ანთება (იწვევს ფაღარათს);

გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილთან ერთად.

ესომეპრაზოლი ნორმონის 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას, შესაძლოა მკვეთრად დაქვეითდეს სისხლში მაგნიუმის შემცველობა. მაგნიუმის დაბალი დონე იწვევს დაღლილობას, კუნთების უნებლიე შეკუმშვას, დეზორიენტაციას, კრუნჩხვებს, თავბრუსხვევასა და აჩქარებულ გულისცემას. აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები. მაგნიუმის დაბალმა დონემ სისხლში შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება სისხლში. შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარულად აღება სისხლში მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად;

ესომეპრაზოლი ნორმონის მსგავსი პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებისას, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ბარძაყის, მაჯის ან მალების მოტეხილობის რისკი. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ოსტეოპოროზი ან იღებს კორტიკოსტეროიდებს (რომელმაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ესომეპრაზოლმა ნორმონმა შეიძლება იმოქმედოს ლეიოკოციტებზე, რაც იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია ცხელებით, ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით ან ცხელება ადგილობრივი ინფექციის ნიშნებით, როგორიცაა ყელის, ხახის ან პირის ღრუს ტკივილი ან შარდვის გაძნელება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება წარმოადგენდეს აგრანულოციტოზის შედეგს, რომელიც უნდა გამოირიცხოს სისხლის ანალიზის საშუალებით. ამ დროს მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი.

პაცეინტი არ უნდა შეშფოთდეს შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალით, რადგან ისინი შეიძლება საერთოდ არ განვითარდეს. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ესომეპრაზოლი ნორმონის შენახვის წესი

ექიმი და ჰოსპიტლის ფარმაცევტი პასუხისმგებლები არიან ესომეპრაზოლი ნორმონის სწორად შენახვაზე, გამოყენებასა და გაცემაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება ფლაკონზე და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30°C ტემპერატურის ქვემოთ.

ფლაკონი ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად. კოლოფიდან ამოღებული ფლაკონები დღის სინათლეზე შეიძლება გაჩერდეს 24 საათამდე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ესომეპრაზოლი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა ესომეპრაზოლის ნატრიუმი. თითოეული ფლაკონი ფხვნილით საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 42,5 მგ ესომეპრაზოლის ნატრიუმს, რაც 40 მგ ესომეპრაზოლის ექვივალენტურია.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ედეტატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ესომეპრაზოლი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ესომეპრაზოლი ნორმონი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, გაყინვით გამშრალი ფხვნილი ფოროვანი გარეგნობით. მედიკამენტის გაკეთებამდე ის უნდა განზავდეს ხსნარში.

ესომეპრაზოლი ნორმონი 40 მგ ფხვნილი საინექციო და საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოწოდებულია მინის ფლაკონებში, რომელსაც აქვს საცობი და დალუქულია თავსახურით, შეფუთვაში მოთავსებულია 1 ფლაკონი და კლინიკურ შეფუთვაში - 50 ფლაკონი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos, Madrid

Spain

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოს, მადრიდი

ესპანეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2016 წლის სექტემბერი.

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:

ესომეპრაზოლი ნორმონი შეიცავს 40 მგ ესომეპრაზოლს, ნატრიუმის მარილის სახით. თითოეული ფლაკონი ასევე შეიცავს დინატრიუმის ედეტატს და ნატრიუმის ჰიდროქსიდს (1 მმოლ-ზე ნატრიუმზე ნაკლები).

ფლაკონები განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. თუ არ არის საჭირო განზავებული ფლაკონის მთლიანი შიგთავსის გამოყენება, ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა იქნეს გადაგდებული.

დამატებითი ინფორმაცია დოზირების რეკომენდაციებისა და შენახვის პირობების შესახებ, იხ. პარაგრაფებში 3 და 5, შესაბამისად.

განზავებული ხსნარის მომზადება და მიღების მეთოდები

ხსნარის განზავებისათვის უნდა მოიხსნას ესომეპრაზოლი ნორმონის ფლაკონის ფერადი პლასტიკური თავსახური და საცობი უნდა გაიხვრიტოს მონიშნული წრის ცენტრში, ნემსი დაჭერილ უნდა იქნეს ვერტიკალურად, რათა მან საცობში სწორად შეაღწიოს.

საინექციო და საინფუზიო განზავებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის. გაკეთებამდე ის ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს ნაწილაკების არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე, და გამოყენებულ უნდა იქნეს სანამ ხსნარი გამჭვირვალეა.

განზავების შემდეგ შენახვის ვადა, ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობის მიხედვით, არის 12 საათი 30ºC-ზე. თუმცა, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს მაშინათვე.

ესომეპრაზოლი ნორმონის ინექცია

საინექციო ხსნარის მომზადება:

40 მგ-ის ინექცია

ესომეპრაზოლის 8 მგ/მლ განზავებული ხსნარი: ხსნარი უნდა მომზადდეს ინტრავენური გამოყენების 5 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის დამატებით ესომეპრაზოლის 40 მგ ფლაკონზე.

საინექციო განზავებული ხსნარი უნდა გაკეთდეს ინტრავენური ინფუზიის სახით მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში.

დოზის გაკეთების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება, პარაგრაფი 4.2.

ესომეპრაზოლი ნორმონის ინფუზია

საინფუზიო ხსნარის მომზადება:

40 მგ-ის ინფუზია

40 მგ ესომეპრაზოლის ერთი ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას ინტრავენური გამოყენების 100 მლ-მდე 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

80 მგ-ის ინფუზია

40 მგ ესომეპრაზოლის ორი ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას ინტრავენური გამოყენების 100 მლ-მდე 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

დოზის გაკეთების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება, პარაგრაფი 4.2.

განადგურება

ნებისმიერი დარჩენილი მედიკამენტი ან ნარჩენი მასალა გადაგდებულ უნდა იქნეს ადგილობრივი პროცედურების შესაბამისად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა