ეპიქსი XR ნაჩვენებია დამხმარე თერაპიის სახით პარციალური გულყრების სამკურნალოდ, მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, ზრდასრულებში ან 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევეტირაცეტამი (levetiracetam)
- ფორმა და შეფუთვა
- 750მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N03AX14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044733
- რეგისტრირებულია
- 5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეპიქსი XR — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეპიქსი XR ნაჩვენებია დამხმარე თერაპიის სახით პარციალური გულყრების სამკურნალოდ, მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, ზრდასრულებში ან 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.
მიღების წესი და დოზირება
ეპიქსი XR 750 მგ–ის რეკომენდებული საწყისი დოზა შედაგენს 1000 მგ–ს ერთხელ დღეში. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე, მაგალითად 3000 მგ–მდე დღეში, რაც მიიღწევა ყოველ ორ კვირაში 1000 მგ–ით დოზის გაზრდით. ეპიქსი XR მიიღება დღეში ერთხლე.
მკურნალობის შეწყვეტა
მიმდინარე კლინიკური პრაქტიკის თანახმად, ეპიქსი XR–ის შეწყვეტის შემთხვევაში, რეკომენდებულია მისი შეწყვეტა თანდათანობით
მიღების წესი:
ეპიქსი XR მიიღება პერორალურად, გადაყლაპვა უნდა მოხდეს საკმარისი სითხის დაყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ლევეტირაცეტამის პერორალურად მიღების შემდეგ შესაძლებელია მწარე გემოს დატოვება პირის ღრუში.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:
თირკმლის /ღვიძლის უკმარისობა:
დღიური დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად თირკმელების ფუნქციის მიხედვით.
მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა და დოზის კორექცია მითითებულია ქვემოთ ცხრილში.
50 კგ და მეტი წონის მოზრდილებში და მოზარდებში CLcr მლ/წთ-ში შეიძლება შეფასდეს შრატში კრეატინინის (მგ/დლ) განსაზღვრი, შემდეგი ფორმულით:
140 – ასაკი (წლები)] x წონა (კგ)
CLcr (მლ/წთ) = ––––––––––––––––––––––––––––– [x 0.85 (ქალებისთვის)]
72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
შემდეგ, CLcr რეგულირდება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (BSA) შემდეგნაირად:
CLcr (მლ/წთ)
CLcr (მლ/წთ/1.73 მ2) = ––––––––––––––––––––– x1.73
BSA (m2)
დოზის კორექცია 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე ზრდასრული და მოზარდი პაციენტებისთვის თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
ჯგუფი
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73მ2)
დოზა და სიხშირე
ნორმალური
≥ 80
1000 მგ-დან 3000 მგ-მდე დღეში ერთხელ
მსუბუქი
50-79
1000 მგ-დან 2000 მგ-მდე დღეში ერთხელ
ზომიერი
30-49
500 მგ-დან 1500 მგ-მდე დღეში ერთხელ
მძიმე
< 30
500-დან 1000-მდე მგ დღეში ერთხელ
დიალიზზე მყოფი, ტერმინალური სტადიის თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები(1)
-
500 მგ-დან 1000 მგ-მდე დღეში ერთხელ(2)
(1) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია 750 მგ დატვირთვის დოზა.
(2) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 250 მგ-დან 500 მგ-მდე დამატებითი დოზა.
თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვების შემთხვევაში, ლევეტირაცეტამის დოზის კორექცია საჭიროა თირკმლის ფუნქციის მიხედვით, რადგან ლევეტირაცეტამის კლირენსი დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციასთან. ეს რეკომენდაცია ეფუძნება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ჩატარებულ კვლევას.
CLcr მლ/წთ/1.73 მ2-ში შეიძლება შეფასდეს შრატის კრეატინინის (მგ/დლ) განსაზღვრით, ახალგაზრდა მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის და ჩვილებისთვის, შემდეგი ფორმულის გამოყენებით (შვარცის ფორმულა):
CLcr (მლ/წთ/1.73მ2) = QUOTE
ks = 0,55 ბავშვებში 13 წლამდე და მოზარდ გოგონებში; k s= 0.7 მოზარდ ბიჭებში.
პედიატრიული პოპულაცია:
ლევეტირაცეტამის უსაფრთხოება ბავშვებსა და 12 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
გერიატრიული პოპულაცია:
დოზის კორექცია რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელი და უფროსი ასაკის) თირკმელების ფუნქციის დარღვევით (იხილეთ პუნქტი 4.2. „დოზირება და მიღების წესი, თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა“).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ლევეტირაცეტამის, პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
სიფრთხილის ზომები
შეწყვეტა
მიმდინარე კლინიკური პრაქტიკის თანახმად, ლევეტირაცეტამის შეწყვეტის შემთხვევაში, რეკომენდებულია მისი შეწყვეტა თანდათანობით.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევეტირაცეტამის მიღებამ შეიძლება განაპირობოს დოზის კორექციის საჭიროება. პაციენტებში ღვიძლის მძიმე ფუნქციის დარღვევით, დოზის შერჩევამდე რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება (იხილეთ პუნქტი 4.2.).
თვითმკვლელობა
სუიციდის, სუიციდის მცდელობის, სუიციდური აზრებისა და ქცევის შესახებ აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით (ლევეტირაცეტამის ჩათვლით). ანტიეპილეფსიური სამკურნალო პრეპარატების რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრებისა და ქცევის მცირე გაზრდილი რისკი. ამ რისკის მექანიზმი ცნობილი არ არის. ამიტომ, პაციენტებში მიზანშეწონილია მონიტორინგი დეპრესიის და/ან სუიციდური აზრებისა და ქცევის ნიშნებზე და შესაბამისი მკურნალობა. პაციენტებს (და პაციენტების მომვლელებს) უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ ექიმს, თუ გამოვლინდება დეპრესიის და/ან სუიციდური აზრების ან ქცევის ნიშნები.
ფსიქოპათური სიმპტომები (ფსიქოზი, ჰალუცინაციები) და ქცევითი აშლილობები (აგრესია, ბრაზი, შფოთვა, იდენტობის დაკარგვა, დეპრესია, დეპერსონალიზაცია) შეიძლება გამოვლინდეს ან გაძლიერდეს ბავშვებში. შესაძლებელია საჭირო იყოს დოზის შემცირება.
პედიატრიული პოპულაცია
ტაბლეტის ფორმულა არ არის ადაპტირებული ჩვილებისა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
ბავშვებში ხელმისაწვდომი მონაცემები არ მიუთითებს ზემოქმედებაზე ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე. თუმცა, გრძელვადიანი გავლენა ბავშვებში სწავლის, ინტელექტის, ზრდის, ენდოკრინული ფუნქციის, მომწიფებისა და რეპროდუქციულ პოტენციალზე უცნობია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები
მოზრდილებში ჩატარებული კლინიკური კვლევების პრემარკეტინგული მონაცემები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენდა გავლენას არსებული ანტიეპილეფსიური მედიკამენტების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიგინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) შრატში კონცენტრაციაზე და რომ ეს ანტიეპილეფსიური საშუალებები არ ახდენდა გავლენას ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.
პრობენეციდი
პრობენეციდი (500 მგ ოთხჯერ დღეში), თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი საშუალება, ნაჩვენებია, რომ თრგუნავს მთავარი მეტაბოლიტის, მაგრამ არა ლევეტირაცეტამის თირკმლისმიერ კლირენსს. მიუხედავად ამისა, ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია რჩება დაბალი.
მეთოტრექსატი
ლევეტირაცეტამისა და მეთოტრექსატის ერთდროული გამოყენება ამცირებს მეთოტრექსატის კლირენსს, რაც იწვევს სისხლში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდას/გახანგრძლივებას პოტენციურად ტოქსიკურ დონემდე. სისხლში მეთოტრექსატის და ლევეტირაცეტამის დონეები გულდასმით უნდა შემოწმდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ამ ორ პრეპარატს ერთად ღებულობენ.
პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ლევეტირაცეტამი 1000 მგ დღეში არ ახდენს გავლენას პერორალური კონტრაცეპტივების (ეთინილ-ესტრადიოლი და ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკაზე; ენდოკრინული პარამეტრები (მალუთეინიზირებელი ჰორმონი და პროგესტერონი) არ შეცვლილა.
ლევეტირაცეტამი 2,000 მგ დღეში არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე; პროთრომბინის დრო არ შეცვლილა. დიგოქსინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან და ვარფარინთან ერთად გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.
საფაღარათე საშუალებები
არსებობს ლევეტირაცეტამის ეფექტიანობის შემცირების შესახებ ცალკეული შეტყობინებები, როდესაც ოსმოსური საფაღარათო მაკროგოლი გამოყენებული იყო პერორალურ ლევეტირაცეტამთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაკროგოლის მიღება არ შეიძლება პერორალურად ლევეტირაცეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და ლევეტირაცეტამის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში.
საკვები და ალკოჰოლი
ლევეტირაცეტამის შეწოვის ხარისხი არ შეცვლილა საკვებით, თუმცა შეწოვის სიჩქარე ოდნავ შემცირდა.
არ არსებობს მონაცემები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:
პედიატრიული პოპულაცია:
ლევეტირაცეტამის უსაფრთხოება ბავშვებსა და 12 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
ხანდაზმულები
დოზის კორექცია რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელი და უფროსი ასაკის) თირკმელების ფუნქციის დარღვევით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ეპიქსი XR-is მიღება. ეპიქსის უარყოფითი გავლენა მუცლად მყოფ ბავშვზე უცნობია. ეპიქსი XR-მა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დოზის უფრო მაღალი დოზით, ვიდრე თქვენ გჭირდებათ კრუნჩხვების გასაკონტროლებლად.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისტვის.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეპიქსი XR-მა შეიძლება დააქვეითოს ავტომობილის მართვის ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების მართვის უნარი, იმის გამო რომ გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ თქვენი ექიმი არ დაადგენს, რომ ასეთი აქტივობების შესრულების უნარზე გავლენას ადგილი არ აქვს.
mniSvnelovani informacia epiqsi XR-is SemadgenlobaSi Semavali zogierTi eqscipientis Sesaxeb:
არ არის საჭირო გაფრთხილება ან სიფრთხილის ზომები Eეპიქსი XR-ის დამხმარე ნივთიერებებისთვის, რადგან რეკომენდებული მიღების გზა ან დოზა მოსახერხებელია. თუმცა, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ამ ინგრედიენტის მიმართ, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
sxva preparatebTan erTad gamoyeneba:
არ მიიღოთ მაკროგოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება) ლევეტირაცეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის დაქვეითება
.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ მეტოტრექსატს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა იმუნური სისტემის დარღვევები ან კიბო) Eეპიქსი XR-თან ერთად.
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან მის გარეშე გასაცემ სხვა მედიკამენტს.
- rogor unda miiRoT epiqsi XR ტაბლეტი?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და ჩვეულებრივი დოზა/დოზირების სიხშირე::
თქვენი ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რამდენი ტაბლეტი ეპიქსი XR უნდა გამოიყენოთ. გამოიყენეთ თქვენი წამალი ყოველთვის თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად.
- რეკომენდებული დოზა: 1000 მგ - 3000 მგ დღეში.
ეპიქსი XR-ის საწყისი სამკურნალო დოზაა 1000 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა.
- ეპიქსი XR უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- თუ სიმპტომებში რაიმე რეციდივი შენიშნეთ, აცნობეთ ექიმს, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ექიმმა არ გითხრათ ამის შესახებ.
miRebis gza da meTodi:
ეპიქსი XR მიიღება პერორალურად. ეპიქსი XR მიიღება გადაყლაპვით. (მაგ. წყლის საკმარისი რაოდენობით) პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ ლევეტირაცეტამის მწარე გემო.
sxvadasxva asakobrivi jgufebi:
gamoyeneba bavSvebSi
ეპიქსი XR შემოგარსული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად, რადგან მას არ გააჩნია უსაფრთხოება და ეფექტურობა.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლიდან) თირკმლის უკმარისობით დოზას არეგულირებს ექიმი.
specialuri mdgomareobebi:
Tirkmlis/RviZlis ukmarisoba:
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ეპიქსი XR-ის თქვენი დოზა დარეგულირდება თქვენი თირკმელების ფუნქციის მიხედვით. თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ექიმი დაგირეგულირებთ დოზას.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ეპიქსი XR-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი Eეპიქსი XR: E
ეპიქსი XR-ის დოზის გადაჭარბების შესაძლო გვერდითი მოვლენები არის ძილიანობა, ძლიერი მოუსვენრობა, მტრული დამოკიდებულება. ქცევა/აგრესია, დაბნეულობა, სუნთქვის გაჩერება და კომა. თქვენი ექიმი მოგცემთ საუკეთესო შესაძლო მკურნალობას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიქსი XR, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ეპიქსი XR-ის მიღება:
მიმართეთ ექიმს, თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ წყვეტთ ეპიქსი XR-ის მიღებას:
- ეპიქსი XR გამოიყენება როგორც ქრონიკული (გრძელვადიანი) სამკურნალო საშუალება. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეპიქსი XR-ით მკურნალობა მანამ, სანამ ექიმი გირჩევთ.
- არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ ექიმი არ გირჩევთ ამის გაკეთებას, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს თქვენი კრუნჩხვები. ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თქვენმა ექიმმა. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ მის გადაწყვეტილებას ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დოზის თანდათანობითი შემცირებით.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- rogoria SesaZlo gverdiTi efeqtebi?
ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, ეპიქსი XR-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის ინგრედიენტებზე მგრძნობიარე პაციენტებში.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ Eეპიქსი XR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- სისუსტე, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება; ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციის ნიშნები.
- სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
- გავრცელებული გამონაყარი მაღალი სიცხით, რომელსაც თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახის სიწითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის და სისხლის ერთი ტიპის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) მომატება და ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით). [DRESS])
- შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დაბნეულობა, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპება; ეს მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს თირკმელების ფუნქციის უეცარ დაქვეითებაზე.
- კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება ქმნიდეს ბუშტუკებს და ჰგავს პატარა სამიზნე დაფებს (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია უბანი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
- უფრო მძიმე ტიპის გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე
- თუ შეამჩნევთ მძიმე მენტალურ ცვლილებებს ან ნევროლოგიურ სიმპტომებს, როგორიცაა დაბნეულობა (კონფუზია), სომნოლენცია (ძილიანობა), ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), არანორმალური ქცევა ან უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობები. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება ან დისფუნქცია).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტზე ნაკლებში. ხშირი: 1-ზე ნაკლებში 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 100 პაციენტიდან.
არახშირი: 1-ზე ნაკლებში 100 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 1000 პაციენტიდან.
იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 1000 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 10000 პაციენტიდან.
ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 10000 პაციენტიდან.
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
- ნაზოფარინგიტი (ცხვირისა და ყელის ანთება)
- ძილიანობა (სომნოლენცია)
- თავის ტკივილი
ხშირი
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- დეპრესია
- მტრული განწყობა/აგრესია
- შფოთვა
- უძილობა
- ნერვიულობა ან სტიმულზე გადაჭარბებული რეაქცია (გაღიზიანება)
- კუნთების უნებლიე შეკუმშვა (კრუნჩხვა)
- ბალანსის დარღვევა
- თავბრუსხვევის შეგრძნება
- უმოძრაობა, რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაქვეითება (ლეთარგია)
- უნებლიე კანკალი (ტრემორი)
- თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
- ხველა
- კუჭის ტკივილი
- დიარეა
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
- გულისრევა
- ღებინება
- გამონაყარი
- დაღლილობა (ასთენია/სისუსტე)
არახშირი
- იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც აძლევს სისხლს შედედების საშუალებას
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
- წონის მატება
- წონის დაკლება
- სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები
- მენტალური აშლილობა
- არანორმალური ქცევა
- არარეალურის დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაცია)
- სიბრაზე
- კონფუუზია (დაბნეულობა)
- პანიკის შეტევა
- ემოციური ლაბილობა/განწყობის ცვალებადობა
- უკიდურესი მოუსვენრობა (აჟიტაცია)
- მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია)
- მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება)
- კოორდინაციის დარღვევა/დაქვეითებული კოორდინირებული მოძრაობები (ატაქსია)
- ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
- ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა)
- ორმაგი ხედვა
- დაბინდული მხედველობა
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება/დარღვევა
- თმის ცვენა
- კანის ანთება (ეგზემა)
- ქავილი
- კუნთების სისუსტე
- კუნთების ტკივილი (მიალგია)
- ტრავმა
იშვიათად:
- ინფექცია
- სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება
- მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქცია [მძიმე და მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქცია], კვინკეს შეშუპება [სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება])
- სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება
- სუიციდი
- პიროვნული დარღვევები (ქცევითი აშლილობა)
- არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა)
- დელირიუმი (დელუზიები, ბოდვა)
- ენცეფალოპათია (სიმპტომების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ ქვესათაური „თუ ვითარდება რომელიმე ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ეპიქსი XR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს“)
- გაუარესება ან უფრო ხშირი კრუნჩხვები
- კუნთების უკონტროლო შეკუმშვა, რომელიც აზიანებს თავს, ღეროსა და კიდურებს (ქორეოათეტოზი)
- მოძრაობების კონტროლის სირთულე (დისკინეზია)
- ჰიპერაქტიურობა, ჰიპერაქტიურობა (ჰიპერკინეზია)
- გულისცემის რითმის ცვლილება (ელექტროკარდიოგრმა)
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- ღვიძლის უკმარისობა
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითება
- კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება ბუშტუკებს წარმოადგენდეს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნე დაფებს (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია ადგილი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანი, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
- უფრო მძიმე ტიპის გამონაყარი, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა) და სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მატება. იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
- სიარულის გაძნელება
- ცხელების, კუნთების სიხისტის, არასტაბილური არტერიული წნევის და გულისცემის, დაბნეულობისა და ცნობიერების დაბალი დონის ერთობლიობა (რაც შეიძლება იყოს აშლილობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი). იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელი პაციენტებში
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ნაზოფარინგიტი, სომნოლენცია (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ, მაგრამ ეს ეფექტები დროთა განმავლობაში მცირდება.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
მოახსენეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომელიც ჩამოტვლილა ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეატყობინეთ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ, თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ ღილაკზე დაწკაპუნებით.
www.titck.gov.tr ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე ნომერზე 0 800 314 00 08. განვიტარებული გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
- rogor inaxeba epiqsi XR?
შეინახეთ ეპიქსი XR ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
შეინახეთ მშრალ ადგილას და ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან მის შეფუთვაში.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ლევეტირაცეტამის დოზის გადაჭარბებისას დაფიქსირდა ძილიანობა, აგზნება, აგრესია, ცნობიერების დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.
ჭარბი დოზირების მართვა
მწვავე ჭარბი დოზირების შემდეგ, კუჭის დაცლა შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით ან პირღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების მკურნალობა იქნება სიმპტომატური და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. დიალიზატორის ექსტრაქციის ეფექტიანობა არის 60% ლევეტირაცეტამის შემთხვევაში და 74% - მთავარი მეტაბოლიტის შემთხვევაში.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია:
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 750 მგ ლევეტირაცეტამს
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე მშრალ ადგილას..
- 5 კონტეინერის ტიპი და შემცველობა
გამჭვირვალე პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერი, რომელშიც მოთავსებულია 50 ტაბლეტი.
- 6. სამკურნალო საშუალებების ნარჩენების განადგურების პირობები და სხვა სახის სიფრთხილე
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამკურნალო საშუალების ნარჩენების კონტროლის რეგულაციის“ და „შეფუთვის და შესაფუთი მასალების ნარჩენების კონტროლის რეგულაციის“ შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიეპილეფსიური საშუალებები, სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები.
ათქ კოდი: N03AX14.
აქტიური ნივთიერება, ლევეტირაცეტამი, არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინის აცეტამიდის S-ენანთიომერი), რომელიც ქიმიურად არ არის დაკავშირებული არსებულ ანტიეპილეფსიური აქტიურ ნივთიერებებთან.
მოქმედების მექანიზმი
ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი ჯერ სრულად არ არის გამოკვლეული, თუმცა ის, როგორც ჩანს, განსხვავდება თანამედროვე ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედების მექანიზმისგან. In vitro და in vivo კვლევები ცხადყოფს, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის უჯრედების ძირითად მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი გავლენას ახდენს Ca2+-ის ინტრანეირონულ დონეზე N-ტიპის Ca2+ მუხტების ნაწილობრივი ინჰიბირებით და ინტრანეირონული მარაგებიდან Ca2+-ის გამოთავისუფლების შემცირებით. ამასთანავე, იგი ნაწილობრივ აბრუნებს თუთიით და β-კარბოლინებით გამოწვეული GABA- და გლიცინ-დამოკიდებული მუხტების შემცირებას. გარდა ამისა, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი უკავშირდება მღრღნელების ტვინის ქსოვილის სპეციფიკურ უბანს. ეს შემაკავშირებელი უბანი არის სინაფსური ვეზიკულური ცილა 2A, რომელიც ჩართულია ვეზიკულების შერწყმასა და ნეიროგადამცემის ეგზოციტოზში. ლევეტირაცეტამი და მასთან დაკავშირებული ანალოგები აჩვენებენ აფინურობის რიგითობას სინაფსური ვეზიკულური ცილა 2A-სთან შეკავშირებისას, რაც კორელაციაშია მათი კრუნჩხვის საწინააღმდეგო დაცვის პოტენციალთან თაგვების ეპილეფსიის აუდიოგენურ მოდელში. ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ლევეტირაცეტამსა და სინაფსურ ვეზიკულურ ცილა 2A-ს შორის ურთიერთქმედება, როგორც ჩანს, ხელს უწყობს სამკურნალო პრეპარატის მოქმედების ანტიეპილეფსიური მექანიზმს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ლევეტირაცეტამი იწვევს კრუნჩხვებისგან დაცვას პარციალური და პირველადი გენერალიზებული კრუნჩხვების ცხოველური მოდელების ფართო სპექტრში, პრო-კონვულსიური ეფექტის გარეშე. მთავარი მეტაბოლიტი არააქტიურია.
ადამიანებში, აქტივობამ, როგორც პარციალური, ისე გენერალიზებული ეპილეფსიის პირობებში (ეპილეფტიფორმული განმუხტვები/ფოტოპაროქსიზმული პასუხი) დაადასტურა ლევეტირაცეტამის ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური პროფილი
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
მონოთერაპია პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ეპილფსიის პირველადი დიაგნოსტირებისას.
ლევეტირაცეტამის ეფექტურობა, მონოთერაპიის სახით, გამოვლინდა ორმაგ ბრმა, პარალელურ ჯგუფში ჩატარებულ კვლევაში, რომლის თანახმად, არანაკლები ეფექტურობა დასტურდა კარბამაზეპინთან (კონტროლირებადი გამოთავისუფლებით, CR) შედარებით 16 წელზე უფროსი ასაკის 576 პაციენტში, რომელთაც ჰქონდათ პირველად დიაგნოზირებული ან ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსია. პაციენტებს უნდა ჰქონოდათ მხოლოდ არაპროვოცირებული პარციალური გულყრები ან გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები. პაციენტები რანდომიზირდნენ კარბამაზეპინის CR 400-1200 მგ დღეში ან ლევეტირაცეტამის 1000-3000 მგ დღეში მიმღებ ჯგუფებად; მკურნალობის ხანგრძლოვობამ მიაღწია 121 კვირას, რეაქციიდან გამომდინარე.
ექვსი თვის განმავლობაში გულყრები არ გამოუვლინდა ლევეტირაცეტამის მიმღებ პაციენტთა 73,0%-ს და კარბამაზეპინ CR-ის მიმღებ პაციენტთა 72,8%-ს; შეფასებული აბსოლუტური სხვაობა პრეპარატებს შორის იყო 0,2% (95% CI: -7,8 8,2). კვლევაში მონაწილეთა ნახევარზე მეტს 12 თვის განმავლობაში არ აღენიშნებოდა გულყრები (კვლევაში მონაწილე პაციენტთა 56,6% და 58,5%, რომლებიც იღებდნენ ლევეტირაცეტამს და კარბამაზეპინ CR–ს, შესაბამისად).
კლინიკური პრაქტიკის გამომხატველ კვლევაში, თანმხლები ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეწყვეტა შესაძლებელი იყო შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ ლევეტირაცეტამით დამატებით მკურნალობაზე (69 ზრდასრული პაციენტიდან 36).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
ფარმაკოკინეტიკური პროფილი ხაზოვანია დაბალი ინტრა და სუბიექტთაშორისი ცვალებადობით. განმეორებითი მიღების შემდეგ კლირენსის ცვლილება არ აღინიშნება. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება შესაბამისი სქესის, რასის ან ცირკადული ცვალებადობის შესახებ. ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ჯანმრთელ მოხალისეებში და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.
მისი სრული და ხაზოვანი შეწოვის გამო, ლევეტირაცეტამის პერორალური დოზიდან პლაზმაში კონცენტრაციის პროგნოზირება შესაძლებელია, გამოხატული მგ/კგ სხეულის წონით. ამიტომ ლევეტირაცეტამის პლაზმური დონის მონიტორინგი საჭირო არ არის.
ნერწყვისა და პლაზმის კონცენტრაციებს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია იყო ნაჩვენები მოზრდილებსა და ბავშვებში (ნერწყვის/პლაზმის კონცენტრაციების თანაფარდობა მერყეობდა 1-დან 1.7-მდე პერორალური ტაბლეტების ფორმულისათვის და 4 საათის შემდეგ დოზის მიღებიდან - პერორალური ხსნარის ფორმულისათვის).
შეწოვა
ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%-ს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1,3 საათის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დღეში ორჯერადი მიღებიდან ორი დღის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციები (Cmax) ჩვეულებრივ არის 31 და 43 მკგ/მლ 1,000 მგ ერთჯერადი დოზის და 1,000 მგ დღეში ორჯერ განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, შესაბამისად. შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და არ იცვლება საკვებით.
განაწილება
ადამიანებში ქსოვილებში განაწილების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. არც ლევეტირაცეტამი და არც მისი მთავარი მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს (<10%). ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,5 - 0,7 ლ/კგ-ს, რაც ახლოსაა ორგანიზმის წყლის საერთო მოცულობასთან.
ბიოტრანსფორმაცია
ლევეტირაცეტამი ადამიანებში ინტენსიურად არ მეტაბოლიზდება. ძირითადი მეტაბოლური გზა (დოზის 24%) არის აცეტამიდის ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. მთავარი მეტაბოლიტის, ucb L057, წარმოება არ არის მხარდაჭერილი ღვიძლის ციტოქრომა P450 იზოფორმებით. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი გაზომვადი იყო დიდი რაოდენობით ქსოვილებში, სისხლის უჯრედების ჩათვლით. მეტაბოლიტი ucb L057 ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოვლინდა ორი უმნიშვნელო მეტაბოლიტი. ერთი მიიღეს პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილაციით (დოზის 1,6%) და მეორე - პიროლიდონის რგოლის გახსნით (დოზის 0,9%). სხვა დაუდგენელი კომპონენტები შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.6%-ს.
ლევეტირაცეტამის ან მისი მთავარი მეტაბოლიტისათვის in vivo არ დაფიქსირებულა ენანთიომერული ინტერკონვერსია.
In vitro, ლევეტირაცეტამი და მისი მთავარი მეტაბოლიტი არ აინჰიბირებს ადამიანის ღვიძლის ციტოქრომა P450-ის ძირითადი იზოფორმების (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 1A2), გლუკურონილტრანსფერაზას (UGT1A6 და UGT1A6) და ეპოქსიდის ჰიდროქსილაზას აქტივობებს. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი გავლენას არ ახდენს ვალპროის მჟავას in vitro გლუკურონიდაციაზე.
კულტურაში ადამიანის ჰეპატოციტებში, ლევეტირაცეტამს ჰქონდა მცირე ან ნულოვანი ეფექტი CYP1A2, SULT1E1 ან UGT1A1-ზე. ლევეტირაცეტამმა გამოიწვია CYP2B6 და CYP3A4 მსუბუქი ინდუქცია. In vitro მონაცემები და in vivo ურთიერთქმედების მონაცემები პერორალურ კონტრაცეპტივებზე, დიგოქსინსა და ვარფარინზე მიუთითებს, რომ არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი in vivo ფერმენტული ინდუქცია. ამიტომ ლევეტირაცეტამის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.
გამოყოფა
პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში იყო 7±1 საათი და არ იცვლებოდა არც დოზის, არც მიღების გზით და არც განმეორებითი მიღების მიხედვით. სხეულის საშუალო საერთო კლირენსი იყო 0,96 მლ/წთ/კგ.
გამოყოფის ძირითადი გზა იყო შარდი, რაც შეადგენს დოზის საშუალოდ 95%-ს (დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში). განავლით გამოყოფა შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.3%-ს.
ლევეტირაცეტამის და მისი მთავარი მეტაბოლიტის კუმულაციური შარდით გამოყოფა შეადგენდა დოზის 66%-ს და 24%-ს, შესაბამისად, პირველი 48 საათის განმავლობაში.
ლევეტირაცეტამის და ucb L057-ის თირკმლისმიერი კლირენსი არის 0,6 და 4,2 მლ/წთ/კგ შესაბამისად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლევეტირაცეტამი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით შემდგომ მილაკოვან რეაბსორბციასთან ერთად და რომ მთავარი მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციით გლომერულ ფილტრაციასთან ერთად. ლევეტირაცეტამის ელიმინაცია დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან.
განსაკუთრებული მახასიათებლები პაცინეტებში
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა
როგორც ლევეტირაცეტამის, ასევე მისი პირველადი მეტაბოლიტის აშკარა კლირენსი ორგანიზმში დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის შემანარჩუნებელი დღიური დოზის კორექტირება კრეატინინის კლირენსის მიხედვით თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 4.2.). ანურიული თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე ზრდასრულ პირებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 25 და 3.1 საათი ინტერდიალიზური და ინტრადიალიზური პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად. ლევეტირაცეტამის ფრაქციული მოცილება იყო 51% ტიპიური 4-საათიანი დიალიზის სესიის დროს.
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლევეტირაცეტამის კლირენსის მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნებოდა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტების უმეტესობაში, ლევეტირაცეტამის კლირენსი შემცირდა 50%-ზე მეტით თირკმელების თანმხლები უკმარისობის გამო (იხილეთ პუნქტი 4.2.).
პედიატრიული პოპულაცია
12 წლამდე ასაკის პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 40%-ით (10-დან 11 საათამდე). ეს დაკავშირებულია თირკმელების ფუნქციის დაქვეითებასთან ამ პოპულაციაში (იხილეთ პუნქტი 4.2.).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
pacientis sainformacio CanarTi
epiqsi XR
750mg Semogarsuli tableti
peroraluri gamoyenebisaTvis.
aqtiuri substancia: TiToeuli tableti Seicavs 750 mg levetiracetams aqtiuri ingredientis saxiT.
eqscipientebi: mikrokristaluri celuloza (tipi 101), hidroqsipropil meTilceluloza (K15M), hidroqsipropil meTilceluloza (4000 SR), makrogoli (PEG 800 მიკრონიზებული), siliციუმის koloiduri dioqsidi (200), magniumis stearati
TeTri opadrai II 85F18422*.
saRebavi TeTri opadrai II 85F18422 Seicavs polivinilis spirts, titanis dioqsids, polieTilenglikols, talks.
preparatis miRebis dawyebamde yuradRebiT gaecaniT furcel-CanarTs სრულად, radgan is Seicavs TqvenTvis mniSvnelovan informacias.
SeinaxeT es CanarTi, radgan SesaZlebelia xelmeored wakiTxva dagWirdeT.
damatebiTi kiTxvebis SemTxvevaSi daukavSirdiT Tqvens eqims an farmacevts.
es preparati gamogiweres piradad Tqven. nu gadascemT mas sxvas.
როდესაც ამ მედიკამენტის მიღებისას რაიმე მიზეზით მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად შეასრულეთ ამ ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა იმ ზუსტი დოზისა, რომელიც თქვენთვის რეკომენდებულია აქ.
am CanarTSi:
ra aris epiqsi XR da risTvis gamoiyeneba?
sanam daiwyebdeT piqsi XR-is miRebas
rogor unda miiRoT epiqsi XR?
rogoria SesaZlo gverdiTi efeqtebi?
rogor inaxeba epiqsi XR?
ჩამოთვლილია ქვეთავები
- ra aris epiqsi XR da risTvis gamoiyeneba?
epiqsi XR 750 მგ შემოგარსული ტაბლეტი (გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი) არის ლევეტირაცეტამის შემცველი პრეპარატი და წარმოდგენილია 50 ტაბლეტის შეფუთვაში.
epiqsi XR 750 მგ შემოგარსული ტაბლეტი არის თეთრი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტი.
epiqsi XR არის ანტიეპილეფსიური საშუალება, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის კრუნჩხვების სამკურნალოდ.
epiqsi XR გამოიყენება საწყისი პარციალური გულყრების სამკურნალოდ 12 და მეტი წლის ასაკის, ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, როგორც სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე დამატება.
- sanam daiyebdeT ეpiqsi XR-is miRebas
epiqsi XR ar gamoiyenoT Semdeg SemTxvevebSi:
Tu Tqven xarT alergiuli (hipermgZnobiare) levetiracetamis an epiqsi XR-is Semadgeneli romelime komponentis mimarT.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ეპიქსი გამოიყენეთ სიფრთხილით
- თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები, დაიცავით ექიმის მითითებები. მას შეუძლია გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა თქვენი დოზის კორექტირება.
- თუ შეამჩნევთ თქვენი შვილის განვითარების შეფერხებას და ან ბავშვში მოულოდნელი სქესობრივი განვითარების ნიშნებს, მაშივნე აცნობეთ ექიმს.
- პაციენტთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ეპიქსი XR, გაუჩნდათ აზრები თავის დაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე. თუ გაქვთ დეპრესიის ან/და სუიციდური აზრების რაიმე სიმპტომი, მიმართეთ ექიმს.
- გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ სისუსტე, მაღალი სიცხე, მორეციდივე ინფექციები ან კოაგულაციის დარღვევები.
- თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემა ოჯახურ ან სამედიცინო ისტორიაში (ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს), გაქვთ დაავადება, რომელიც მიდრეკილს გხდით გულისცემის დარღვევების ან მარილის დისბალანსისკენ და/ან იღებთ მკურნალობას.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე სერიოზული გახდება ან რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და/ან მეგობრები შეამჩნევთ უჩვეულო ფიქრებს, გაღიზიანებას ან ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულ რეაქციას, ან მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენს განწყობასა და ქცევაში.
- ეპილეფსიის გამწვავება.
თქვენი კრუნჩხვები შეიძლება იშვიათად გაუარესდეს ან უფრო ხშირად განვითარდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველი თვის განმავლობაში. თუ ეპიქსი XR-ის მიღების დროს შეამჩნევთ ამ ახალ სიმპტომებს, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენთვის ძალაშია წარსულშიც კი, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
epiqsi XR-is მიღება sakvebTan da sasmelTan erTad:
ეპიქსი XR-is მიღება შესაძლებებლია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, არ მიიღოთ ეპიქსი ალკოჰოლთან ერთად.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ეპიქსი XR-is მიღება. ეპიქსის უარყოფითი გავლენა მუცლად მყოფ ბავშვზე უცნობია. ეპიქსი XR-მა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დოზის უფრო მაღალი დოზით, ვიდრე თქვენ გჭირდებათ კრუნჩხვების გასაკონტროლებლად.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისტვის.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
ეპიქსი XR-მა შეიძლება დააქვეითოს ავტომობილის მართვის ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების მართვის უნარი, იმის გამო რომ გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ თქვენი ექიმი არ დაადგენს, რომ ასეთი აქტივობების შესრულების უნარზე გავლენას ადგილი არ აქვს.
mniSvnelovani informacia epiqsi XR-is SemadgenlobaSi Semavali zogierTi eqscipientis Sesaxeb:
არ არის საჭირო გაფრთხილება ან სიფრთხილის ზომები Eეპიქსი XR-ის დამხმარე ნივთიერებებისთვის, რადგან რეკომენდებული მიღების გზა ან დოზა მოსახერხებელია. თუმცა, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ამ ინგრედიენტის მიმართ, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
sxva preparatebTan erTad gamoyeneba:
არ მიიღოთ მაკროგოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება) ლევეტირაცეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის დაქვეითება
.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ მეტოტრექსატს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა იმუნური სისტემის დარღვევები ან კიბო) Eეპიქსი XR-თან ერთად.
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან მის გარეშე გასაცემ სხვა მედიკამენტს.
- rogor unda miiRoT epiqsi XR ტაბლეტი?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და ჩვეულებრივი დოზა/დოზირების სიხშირე::
თქვენი ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რამდენი ტაბლეტი ეპიქსი XR უნდა გამოიყენოთ. გამოიყენეთ თქვენი წამალი ყოველთვის თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად.
- რეკომენდებული დოზა: 1000 მგ - 3000 მგ დღეში.
ეპიქსი XR-ის საწყისი სამკურნალო დოზაა 1000 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა.
- ეპიქსი XR უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- თუ სიმპტომებში რაიმე რეციდივი შენიშნეთ, აცნობეთ ექიმს, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ექიმმა არ გითხრათ ამის შესახებ.
miRebis gza da meTodi:
ეპიქსი XR მიიღება პერორალურად. ეპიქსი XR მიიღება გადაყლაპვით. (მაგ. წყლის საკმარისი რაოდენობით) პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ ლევეტირაცეტამის მწარე გემო.
sxvadasxva asakobrivi jgufebi:
gamoyeneba bavSvebSi
ეპიქსი XR შემოგარსული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად, რადგან მას არ გააჩნია უსაფრთხოება და ეფექტურობა.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლიდან) თირკმლის უკმარისობით დოზას არეგულირებს ექიმი.
specialuri mdgomareobebi:
Tirkmlis/RviZlis ukmarisoba:
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ეპიქსი XR-ის თქვენი დოზა დარეგულირდება თქვენი თირკმელების ფუნქციის მიხედვით. თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ექიმი დაგირეგულირებთ დოზას.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ეპიქსი XR-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი Eეპიქსი XR: E
ეპიქსი XR-ის დოზის გადაჭარბების შესაძლო გვერდითი მოვლენები არის ძილიანობა, ძლიერი მოუსვენრობა, მტრული დამოკიდებულება. ქცევა/აგრესია, დაბნეულობა, სუნთქვის გაჩერება და კომა. თქვენი ექიმი მოგცემთ საუკეთესო შესაძლო მკურნალობას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიქსი XR, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ეპიქსი XR-ის მიღება:
მიმართეთ ექიმს, თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ წყვეტთ ეპიქსი XR-ის მიღებას:
- ეპიქსი XR გამოიყენება როგორც ქრონიკული (გრძელვადიანი) სამკურნალო საშუალება. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეპიქსი XR-ით მკურნალობა მანამ, სანამ ექიმი გირჩევთ.
- არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ ექიმი არ გირჩევთ ამის გაკეთებას, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს თქვენი კრუნჩხვები. ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თქვენმა ექიმმა. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ მის გადაწყვეტილებას ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დოზის თანდათანობითი შემცირებით.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- rogoria SesaZlo gverdiTi efeqtebi?
ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, ეპიქსი XR-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის ინგრედიენტებზე მგრძნობიარე პაციენტებში.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ Eეპიქსი XR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- სისუსტე, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება; ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციის ნიშნები.
- სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
- გავრცელებული გამონაყარი მაღალი სიცხით, რომელსაც თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახის სიწითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის და სისხლის ერთი ტიპის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) მომატება და ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით). [DRESS])
- შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დაბნეულობა, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპება; ეს მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს თირკმელების ფუნქციის უეცარ დაქვეითებაზე.
- კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება ქმნიდეს ბუშტუკებს და ჰგავს პატარა სამიზნე დაფებს (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია უბანი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
- უფრო მძიმე ტიპის გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე
- თუ შეამჩნევთ მძიმე მენტალურ ცვლილებებს ან ნევროლოგიურ სიმპტომებს, როგორიცაა დაბნეულობა (კონფუზია), სომნოლენცია (ძილიანობა), ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), არანორმალური ქცევა ან უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობები. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება ან დისფუნქცია).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტზე ნაკლებში. ხშირი: 1-ზე ნაკლებში 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 100 პაციენტიდან.
არახშირი: 1-ზე ნაკლებში 100 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 1000 პაციენტიდან.
იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 1000 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 10000 პაციენტიდან.
ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 10000 პაციენტიდან.
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
- ნაზოფარინგიტი (ცხვირისა და ყელის ანთება)
- ძილიანობა (სომნოლენცია)
- თავის ტკივილი
ხშირი
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- დეპრესია
- მტრული განწყობა/აგრესია
- შფოთვა
- უძილობა
- ნერვიულობა ან სტიმულზე გადაჭარბებული რეაქცია (გაღიზიანება)
- კუნთების უნებლიე შეკუმშვა (კრუნჩხვა)
- ბალანსის დარღვევა
- თავბრუსხვევის შეგრძნება
- უმოძრაობა, რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაქვეითება (ლეთარგია)
- უნებლიე კანკალი (ტრემორი)
- თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
- ხველა
- კუჭის ტკივილი
- დიარეა
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
- გულისრევა
- ღებინება
- გამონაყარი
- დაღლილობა (ასთენია/სისუსტე)
არახშირი
- იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც აძლევს სისხლს შედედების საშუალებას
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
- წონის მატება
- წონის დაკლება
- სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები
- მენტალური აშლილობა
- არანორმალური ქცევა
- არარეალურის დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაცია)
- სიბრაზე
- კონფუუზია (დაბნეულობა)
- პანიკის შეტევა
- ემოციური ლაბილობა/განწყობის ცვალებადობა
- უკიდურესი მოუსვენრობა (აჟიტაცია)
- მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია)
- მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება)
- კოორდინაციის დარღვევა/დაქვეითებული კოორდინირებული მოძრაობები (ატაქსია)
- ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
- ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა)
- ორმაგი ხედვა
- დაბინდული მხედველობა
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება/დარღვევა
- თმის ცვენა
- კანის ანთება (ეგზემა)
- ქავილი
- კუნთების სისუსტე
- კუნთების ტკივილი (მიალგია)
- ტრავმა
იშვიათად:
- ინფექცია
- სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება
- მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქცია [მძიმე და მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქცია], კვინკეს შეშუპება [სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება])
- სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება
- სუიციდი
- პიროვნული დარღვევები (ქცევითი აშლილობა)
- არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა)
- დელირიუმი (დელუზიები, ბოდვა)
- ენცეფალოპათია (სიმპტომების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ ქვესათაური „თუ ვითარდება რომელიმე ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ეპიქსი XR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს“)
- გაუარესება ან უფრო ხშირი კრუნჩხვები
- კუნთების უკონტროლო შეკუმშვა, რომელიც აზიანებს თავს, ღეროსა და კიდურებს (ქორეოათეტოზი)
- მოძრაობების კონტროლის სირთულე (დისკინეზია)
- ჰიპერაქტიურობა, ჰიპერაქტიურობა (ჰიპერკინეზია)
- გულისცემის რითმის ცვლილება (ელექტროკარდიოგრმა)
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- ღვიძლის უკმარისობა
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითება
- კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება ბუშტუკებს წარმოადგენდეს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნე დაფებს (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია ადგილი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანი, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
- უფრო მძიმე ტიპის გამონაყარი, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა) და სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მატება. იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
- სიარულის გაძნელება
- ცხელების, კუნთების სიხისტის, არასტაბილური არტერიული წნევის და გულისცემის, დაბნეულობისა და ცნობიერების დაბალი დონის ერთობლიობა (რაც შეიძლება იყოს აშლილობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი). იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელი პაციენტებში
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ნაზოფარინგიტი, სომნოლენცია (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ, მაგრამ ეს ეფექტები დროთა განმავლობაში მცირდება.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
მოახსენეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომელიც ჩამოტვლილა ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეატყობინეთ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ, თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ ღილაკზე დაწკაპუნებით.
www.titck.gov.tr ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე ნომერზე 0 800 314 00 08. განვიტარებული გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
- rogor inaxeba epiqsi XR?
შეინახეთ ეპიქსი XR ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
შეინახეთ მშრალ ადგილას და ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან მის შეფუთვაში.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No:4 34467
Maslak/ Sariyer/ Istanbul/Turkiey
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
Esenyurt / Istanbul / Türkiye
ეს ჩანართი დამტკიცდა 03/11/2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


