ეპიქსი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტების აქტიური სუბსტანცია არის ლევეტირაცეტამი. თითოეული კოლოფი შეიცავს თეთრი ფერის, ოვალური, ამობურცული ფორმის, ცალ მხარეს ნაზოლის მქონე 50 ტაბლეტს. ეპიქსი წარმოადგენს ანტიეპილეპტიკურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევეტირაცეტამი (levetiracetam)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N03AX14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037170
- რეგისტრირებულია
- 17 იანვარი 2023, მოქმედებს 17 იანვარი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეპიქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეპიქსი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტების აქტიური სუბსტანცია არის ლევეტირაცეტამი. თითოეული კოლოფი შეიცავს თეთრი ფერის, ოვალური, ამობურცული ფორმის, ცალ მხარეს ნაზოლის მქონე 50 ტაბლეტს.
ეპიქსი წარმოადგენს ანტიეპილეპტიკურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ.
ეპიქსი გამოიყენება მონოთერაპიაში, პარციალური კრუნჩხვების სამკურნალოდ, მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, პაციენტებში 16 წლის ასაკიდან.
ეპიქსი გამოიყენება სხვა ანტიეპილეფსიურ მედიკამეტებზე დამატების სახით შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- საწყისი პარციალური კრუნჩხვები გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან (პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე)
- მიოკლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლიდან
- პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.
- ეპიქსის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
მიიღეთ ტაბლეტების რაოდენობა ექიმის მითითებების შესაბამისად. ეპიქსი უნდა იქნას მიღებული დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
მონოთრეაპია (მხოლოდ ეპიქსით მკურნალობა)
ზრდასრულებსა და 16 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში გამოყენება:
რეკომენდებული დოზა: დღეში 1000 მგ (4 ტაბლეტი) და 3000 მგ (12 ტაბლეტს) შორისაა.
თუ ეპიქსით მკურნალობას პირველად იწყებთ, ექიმი ყველაზე დაბალი შემანარჩუნებელი დოზის მიღების დაწყებამდე, 2 კვირის განმავლობაში ეპიქსის დაბალ დოზას გამოგიწერთ.
მაგალითად, თუ დღიური დოზა 1000 მგ-ია, 2 ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით და 2 ტაბლეტი – საღამოს.
დამატებითი მკურნალობა (სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ერთად მკურნალობა)
გამოყენება მოზრდილებში (≥ 18 წლამდე) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ და მეტი მასით:
- რეკომენდებული დოზა: 1000 მგ (4 ტაბლეტი) და 3000 მგ (12 ტაბლეტი) დღეში.
როდესაც პირველად დაიწყებთ ეპიქსის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ეპიქსის უფრო დაბალ დღიურ დოზას 2 კვირის განმავლობაში, სანამ მოგცემთ ყველაზე დაბალ შემანარჩუნებელ დოზას.
მაგალითად, თუ თქვენი დღიური დოზაა 1000 მგ, უნდა მიიღოთ 2 ტაბლეტი დილით და 2 ტაბლეტი საღამოს.
დოზა ბავშვებში (4-დან 11 წლამდე) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ-ზე ნაკლები მასით:
- დოზა შეადგენს 20 მგ კგ სხეულის წონაზე და 60 მგ კგ სხეულის წონაზე დღეში.
- თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ეპიქსის ყველაზე შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას თქვენი ბავშვების დოზისა და სხეულის წონის მიხედვით.
მაგალითად, 20 მგ-ის ზოგადი დოზით 1 კგ წონაზე ყოველ დღე, თქვენ უნდა მისცეთ თქვენს 25 კგ-იან ბავშვს 1 ტაბლეტი ეპიქსი 250 მგ დილით და საღამოს.
მიღების გზა და მეთოდი:
ეპიქსის ტაბლეტები პერორალურად მიიღება.
ეპიქსის ტაბლეტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგ., ერთი ჭიქა წყალი). პერორალურად მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამმა შეიძლება პირში მწარე გემოს დატოვოს.
გამოყენების ხანგრძლივობა:
ეპიქსით მკურნალობა ხანგრძლივია. მისი მიღება უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში.
ექიმთან რეკომენდაციის გარეშე ეპიქსით მკურნალობა არ შეწყვიტოთ, ამ დროს გულყრების სიხშირემ შეიძლება იმატოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ეპიქსის გამოყენება შესაძლებელია 4 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წლის), რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, საჭიროა ექიმის მიერ ეპიქსის დოზის კორექცია.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ეპიქსის მოქმედი ნივთიერების ლევეტირაცეტამის და ან დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა).
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ეპიქსი გამოიყენეთ სიფრთხილით
თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ, თქვენი ექიმის რეკომენდაციებს დაემორჩილეთ. ექიმი დოზის რეგულირების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს.
თუ გამოვლინდება თქვენი შვილის განვითარების შეფერხება და ან ბავშვში მოულოდნელი სქესობრივი განვითარების ნიშნები, მაშივნე აცნობეთ ექიმს.
ეპიქსით და მსგავსი ეპილეფსიური პრეპარატით მკურნალობის ფონზე პაციენტთა მცირე რიცხვში შეილძება გამოვლინდეს თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები. დეპრესიის და/ან თავის მოკვლის მაჩვენელი ნიშნების შემჩნევისას, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, განმეორებითი ინფექციები და ან ჩირქოვანი პროცესები, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ოჯახში ან თქვენს სამედიცინო ანამნეზში გქონდათ გულისცემის არარეგულარული რითმი (შეიძლება გამოვლინდეს ელექტროკარდიოგრამაზე), თუ გაქვთ დაავადება, რომელიც განაპირობებს გულისცემის რითმის ან მარილოვანი ბალანსის დარღვევას და/ან თუ მკურნალობის კურსს გადიხართ.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არანორმალური ფიქრები, ნერვული გაღიზიანება და/ან ნორმაზე მეტად აგრესიული რეაქციები ან სულიერი მდგომარეობის და ქცევების მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელსაც თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და/ან მეგობრები შეამჩნევენ.
ეპილეფსიის გამწვავება
გულყრები მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის მომატებიდან პირველი თვის განმავლობაში იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ გაუარესდეს და მისი გამოვლენის სიხშირე მოიმატოს. თუ ეპიქსის მიღებისას გამოვლინდებათ აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე, უმოკლეს დროში აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებატ ტქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ეპიქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეპიქსის მიღება შესაძლებებლია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, არ მიიღოთ ეპიქსი ალკოჰოლთან ერთად.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი ექიმი დაარეგულირებს ეპიქსის დოზას თირკმლის ფუნქციის შესაბამისად. თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკამარისობა, ექიმი შეამცირებს დანიშნულ დოზას.
თუ ფიქრობთ, რომ ეპიქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა:
თუ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, გვერდითი ეფეტის სახით შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, მომატებული მოუსვენრობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის შეჩერება და კომა. გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
თუ მიიღეთ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეპიქსის მიღება:
თუ ერთი და ან ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ეპიქსის მიღება:
ეპიქსი ხანგრძლივი (ქრონოლოგიური) დროის განმავლობაში მიიღება. ეპიქსით მკურნალობა უნდა გააგრძელოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს გულყრების სიხშირის მომატება.
ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტის საკითხს ექიმი გადაწყვეტს. თქვენი ექიმი ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტას ეტაბობრივად მოახდენს.
თუ ეპიქსის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორია შესააძლო გვერდითი ეფექტები?
ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ეპიქსში არსებული ნივთიერების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
თუ გამოვლინდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, ეპიქსის მიღება შეწყვიტეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ თქვენთან ყველაზე ახლო მდებარე სასწრაფოს დახმარების განყოფილებას:
სისუსტე, მსუბუქი თავბრუსხვევა ან გაბრუება ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ნიშნები სერიოზული ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის) მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპება (კვინკეს შეშუპება).
გრიპის მსგავსი ნიშნები და სახეზე შეწითლება, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, გაფანტული გამონაყარი, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება და სისხლის თეთრი უჯრედების ერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ეოზინოფილია და სისტემური ნიშნები [DRESS]).
შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, გონების დაბინდვა, ფეხების, ტერფების შეშუპება. აღნიშნული ნიშნები თირკმლის ფუნქციების უეცარი დაქვეითების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ამობურცულობის და პატარა სამიზნე ფოლაქების (ცენტრალურად მუქი ფერის ლაქები, ირგვლივ უფრო ღია ფერის და გარე მონაკვეთში კი მუქი ფერის რგოლის) სახით.
გაფანტული გამონაყარი (სტევენს ჯონსონის სინდრომი), რომელიც დროსაც აღინიშნება ბუშტუკების წარმოქმნა, განსაკუთრებით ვლინდება პირის, ცხვირის, თვალის და გენიტალიების მიდამოში და თან ახლავს კანის აქერცვლა, აცლა.
ძლიერი გამონაყარი, რომელიც სხეულის ზედაპირის 30%–ზე მეტი ფართის დაზიანებას იწვევს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
სერიოზული ფსიქიკური ცვლილებები ან თუ ახლობლების მიერ თქვენში ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა – გონების დაბინდვა (კონფუზია), სომნოლეცია (ძილიანობა), ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების უკმარისობა (გულმავიწყობა), ანორმალური ქცევები ან უნებლიე და უკონტროლო მოძრაობები – იქნა შემჩნეული, მიმართეთ ექიმს. აღნიშნული ნიშნები ენცეფალოპათიის (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება ან ფუნქციური დარღვევა) გამოვლინება შეიძლება იყოს.
ყველა აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუ თქვენ ჩამოთვლთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები
მოზრდილებში პრემარკეტინგული კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას არსებული ანტიეპილეფსიური საშუალებების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) შრატში კონცენტრაციაზე და რომ ეს პრეპარატები არ მოქმედებს ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.
მოზრდილების მსგავსად, არ არსებობს სამედიცინო პროდუქტის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების მტკიცებულება იმ პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევეტირაცეტამს დოზით 60 მგ/კგ/დღეში.
ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (4-დან 17 წლამდე) ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რეტროსპექტული მიმოხილვისას დადასტურდა, რომ პერორალურად მიღებული ლევეტირაცეტამი, როგორც დამხმარე თერაპია, არ ახდენს გავლენას კარბამაზეპინის და ვალპროატის წონასწორულ კონცენტრაციაზე, რომლებიც ერთდროულად შეიყვანება. თუმცა, მონაცემები ვარაუდობენ, რომ ბავშვებს, რომლებიც იღებენ ფერმენტის მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, აქვთ ლევეტირაცეტამის 20%-ით მაღალი კლირენსი. დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პრობენეციდი
პრობენეციდი (500 მგ ოთხჯერ დღეში), თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი აგენტი, ნაჩვენებია, რომ თრგუნავს პირველადი მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსს, მაგრამ არა ლევეტირაცეტამის. მიუხედავად ამისა, ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია რჩება დაბალი.
მეთოტრექსატი
ცნობილია, რომ ლევეტირაცეტამის და მეთოტრექსატის ერთდროული მიღება ამცირებს მეტოტრექსატის კლირენსს, რითაც იწვევს სისხლში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდას/გახანგრძლივებას პოტენციურად ტოქსიკურ დონემდე. მეტოტრექსატის და ლევეტირაცეტამის დონეები ყურადღებით უნდა აკონტროლონ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ამ ორ პრეპარატს ერთად.
ორალური კონტრაცეპტივები და სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ლევეტირაცეტამის 1000 მგ დღიური დოზა არ ცვლის ორალური კონტრაცეპტივების (ეთინილ-ესტრადიოლი, ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკას და ენდოკრინულ პარამეტრებს (ლუტეინირების ჰორმონი და პროგესტერონი).
ლევეტირაცეტამი 2000 მგ/დღეში არ ახდენდა გავლენას დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე; პროთრომბინის დრო არ შეცვლილა. დიგოქსინის, ორალური კონტრაცეპტივების და ვარფარინის ერთდროული გამოყენება არ იმოქმედებს ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.
საფაღარათო საშუალებები
იყო ცალკეული ცნობები ლევეტირაცეტამის შემცირებული ეფექტურობის შესახებ ორალური ლევეტირაცეტამის და ოსმოსური საფაღარათო მაკროგოლის ერთდროული გამოყენებისას. ამიტომ, პერორალური მაკროგოლის მიღება არ შეიძლება ლევეტირაცეტამის გამოყენებამდე ერთი საათით ადრე ან ერთი საათის შემდეგ.
საკვები და ალკოჰოლი
საკვები არ მოქმედებს ლევეტირაცეტამის შეწოვის ხარისხზე, მაგრამ შეწოვის სიჩქარე ოდნავ მცირდება.
არ არსებობს მონაცემები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრიული პოპულაცია:
ისევე როგორც მოზრდილებში, კლინიკურად მნიშვნელოვანი მედიკამენტური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს არც ბავშვებში, რომლებიც იღებენ ლევეტირაცეტამს 60 მგ/კგ-მდე დღეში.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რეტროსპექტიულმა შეფასებამ ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (4-დან 17 წლამდე) დაადასტურა, რომ პერორალური ლევეტირაცეტამით დამატებითი მკურნალობა, სტაბილურ მდგომარეობაში არ ახდენს გავლენას კარბამაზეპინისა და ვალპროატის შრატისმიერ კონცენტრაციაზე, ერთდროულად მიღებისას. თუმცა, მონაცემები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ლევეტირაცეტამის კლირენსი იზრდება 20%-ით ბავშვებში, რომლებიც იღებენ ფერმენტ-მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ეპიქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ აშკარად არ არის საჭირო. თქვენი ჯერ არ დავადებული ბავშვის პოტენციური რისკი უცნობია. ეპიქსმა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დოზის უფრო მაღალი დოზით, ვიდრე თქვენ გჭირდებათ კრუნჩხვების გასაკონტროლებლად.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეპიქსმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, აღნიშნული კი გამოიწვევს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფით ზემოქმედებას. ასეთი მდგომარეობა უფრო მეტად მკურნალობის დასაწყიში ან დოზის მომატებისას გამოვლინდება.
არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები მანამ, სანამ ექიმი არ შეაფასებს და განსაზღვრავს თქვენს შესაძლებლობას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეპიქსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს სიფრთხილეს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
ეპიქსის მიღებამდე ერთი საათით ადრე და მიღებიდან ერთი საათის შემდეგ მაკროგოლი (საფაღარათო წამალი) არ გამოიყენოთ, რადგან აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება ეპიქსის ეფექტი შეამციროს.
ეპიქსთან ერთად არ მიიღოთ მეტოტრექსატი (იმუნური სისტემის დარღვევების ან სიმსივნის მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი), გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემი ნებისმიერი პრეპარატი, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან არა ნაკლებ 1 მომხმარებელში
ხშირი: ვლინდება 100-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში.
არახშირი: ვლინდება 1000-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში..
იშვიათი: ვლინდება 10000-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1 მომხმარებელზე ნაკლებში.
უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია
ძალიან ხშირი:
ნაზოფარინგიტი (ცხვირის და ყელის ანთებითი პროცესი)
სომნოლეცია (ძილიანობა)
თავის ტკივილი
ხშირი:
ანორექსია (უმადობა)
დეპრესია
მტრული ქცევები/აგრესიულობა
შფოთვა
უძილობა
ნევროზულობა ან გაღიზიანება
კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსია)
წონასწორობის დარღვევა (ბალანსის დარღვევა)
თავბრუსხვევა
უნებლიე კანკალი (ტრემორი)
უმოძრაო მდგომარეობა (ლეთარგია), რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაბინდვა
ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
ხველა
მუცლის ტკივილი
დიარეა
მონელების პრობლებები (დისპეფსია)
გულისრევა
ღებინება
გამონაყარი
დაღლილობა (ასთენია/სისუსტე)
არახშირი:
სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
წონის მომატება
წონის დაკლება
თვითმკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობაზე ფიქრი
მენტალური დარღვევები
ანორმალური ქცევები
ჰალუცინაციები
ბრაზიანობა
გონების დაბინდვა
პანიკური შეტევა
ემოციური არასტაბილურობა/განწყობის უეცარი ცვლილებები
აჟიტირება
მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), ყურადღების დარღვევები (კონცენტრაციის უნარის დაქვეითება)
მეხსირების დაქვეითება (გულმავიწყობა)
კოორდინაციის დარღვევები/არაკოორდინირებული მოძრაობები (ატაქსია)
ჩხვლეტა (პარესთეზია)
დიპლოპია (ორმაგი ხედვა)
დაბინდული ხედველობა
ღვიძლის არანორმალური ტესტი
თმის ცვენა
კანის ანთება (ეგზემა)
ქავილი
კუნთების სისუსტე
კუნთების ტკივილი (მიალგია)
დაზიანებების წარმოქმნა
იშვიათი:
ინფექცია
სისხლის საერთო ანალიზში სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
მძიმე ალერგიული რეაქციები (DRESS), (კანის სიწითლე და გამონაყარი, სახის შეშუპება, სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები, ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა)
სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება
სუიციდი
პიროვნული დარღვევები (ქცევითი პრობლემები)
არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრირების შეუძლებლობა)
დელირიუმი (დელუზიები, ბოდვა)
ენცეფალოპათია (სიმპტომების დეტალური აღწერისთვის იხილეთ ქვესათაური „თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა შეწყვიტეთ ეპიქსის გამოყენება და დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს“)
კუნთების უკონტროლო სპაზმი (ქორეოათეტოზი)
მოძრაობების კონტროლის სირთულე (დისკინეზია)
ჰიპერაქტიურობა, ჰიპერკინეზია
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ამობურცულობის და პატარა სამიზნე დაფების (პაპულები, ვეზიკულები, ბულოზური გამონაყარი) სახით.
გაფანტული გამონაყარი (სტევენს ჯონსონის სინდრომი), რომელიც დროსაც აღინიშნება ბუშტუკების წარმოქმნა, განსაკუთრებით ვლინდება პირის, ცხვირის, თვალის და გენიტალიების მიდამოში და თან ახლავს კანის აქერცვლა.
სხეულის ზედაპირის 30% მეტი ფართის დაზიანების - აცლის განმაპირობებელი ძლიერი გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დარღვევა) და ამასთან დაკავშირებით სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება. აღსანიშნავია, რომ იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
სიარულის გაძნელება
ცხელების, კუნთების რიგიდულობის, არასტაბილური არტერიული წნევის და გულისცემის, დაბნეულობის და ცნობიერების დაქვეითების კომბინაცია (რაც შეიძლება იყოს ისეთი აშლილობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი). იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია: ნაზოფარინგიტი, სომნოლენცია (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება გამოვლინდეს ასევე მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას, თუმცა აღნიშნული ეფექტები გარკვეული დროის შემდეგ უნდა შემცირდეს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის აღწერილი ამ ფურცელ–ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ეპიქსის დოზის გადაჭარბებისას დაფიქსირდა ძილიანობა, აგზნება, აგრესია, ცნობიერების დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.
ჭარბი დოზირების მართვა
მწვავე ჭარბი დოზირების შემდეგ, კუჭის დაცლა შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით ან პირღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების მკურნალობა იქნება სიმპტომატური და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. დიალიზატორის ექსტრაქციის ეფექტიანობა არის 60% ლევეტირაცეტამის შემთხვევაში და 74% - მთავარი მეტაბოლიტის შემთხვევაში.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია:
თითო ტაბლეტი შეიცავს
ლევეტირაცეტამს 250 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 250C ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიეპილეფსიური საშუალებები, სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები.
ათქ კოდი: N03AX14.
აქტიური ნივთიერება, ლევეტირაცეტამი, არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინის აცეტამიდის S-ენანთიომერი), რომელიც ქიმიურად არ არის დაკავშირებული არსებულ ანტიეპილეფსიური აქტიურ ნივთიერებებთან.
მოქმედების მექანიზმი
ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი ჯერ სრულად არ არის გამოკვლეული, თუმცა ის, როგორც ჩანს, განსხვავდება თანამედროვე ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედების მექანიზმისგან. In vitro და in vivo კვლევები ცხადყოფს, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის უჯრედების ძირითად მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი გავლენას ახდენს Ca2+-ის ინტრანეირონულ დონეზე N-ტიპის Ca2+ მუხტების ნაწილობრივი ინჰიბირებით და ინტრანეირონული მარაგებიდან Ca2+-ის გამოთავისუფლების შემცირებით. ამასთანავე, იგი ნაწილობრივ აბრუნებს თუთიით და β-კარბოლინებით გამოწვეული GABA- და გლიცინ-დამოკიდებული მუხტების შემცირებას. გარდა ამისა, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი უკავშირდება მღრღნელების ტვინის ქსოვილის სპეციფიკურ უბანს. ეს შემაკავშირებელი უბანი არის სინაფსური ვეზიკულური ცილა 2A, რომელიც ჩართულია ვეზიკულების შერწყმასა და ნეიროგადამცემის ეგზოციტოზში. ლევეტირაცეტამი და მასთან დაკავშირებული ანალოგები აჩვენებენ აფინურობის რიგითობას სინაფსური ვეზიკულური ცილა 2A-სთან შეკავშირებისას, რაც კორელაციაშია მათი კრუნჩხვის საწინააღმდეგო დაცვის პოტენციალთან თაგვების ეპილეფსიის აუდიოგენურ მოდელში. ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ლევეტირაცეტამსა და სინაფსურ ვეზიკულურ ცილა 2A-ს შორის ურთიერთქმედება, როგორც ჩანს, ხელს უწყობს სამკურნალო პრეპარატის მოქმედების ანტიეპილეფსიური მექანიზმს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ლევეტირაცეტამი იწვევს კრუნჩხვებისგან დაცვას პარციალური და პირველადი გენერალიზებული კრუნჩხვების ცხოველური მოდელების ფართო სპექტრში, პრო-კონვულსიური ეფექტის გარეშე. მთავარი მეტაბოლიტი არააქტიურია. ადამიანებში, აქტივობამ, როგორც პარციალური, ისე გენერალიზებული ეპილეფსიის პირობებში (ეპილეფტიფორმული განმუხტვები/ფოტოპაროქსიზმული პასუხი) დაადასტურა ლევეტირაცეტამის ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური პროფილი
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
დამხმარე თერაპია პარციალური გულყრების მკურნალობაში მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებში და 1 თვის ასაკიდან ჩვილებში ეპილეფსიით.
მოზრდილებში ლევეტირაცეტამის ეფექტიანობა გამოვლინდა 3 ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 1,000 მგ, 2,000 მგ ან 3,000 მგ/დღეში დოზირებაზე, მიცემული 2 გაყოფილი დოზით, 18 კვირამდე მკურნალობის ხანგრძლივობით. გაერთიანებულ ანალიზში, პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც ერთ კვირაში მიაღწიეს პარციალური გულყრების სიხშირის 50%-ით ან უფრო მეტ შემცირებას საწყისი მაჩვენებელთან შედარებით სტაბილური დოზით (12/14 კვირა) იყო 27.7%, 31.6% და 41.3% 1,000, 2,000 ან 3000 მგ ლევეტირაცეტამის ჯგუფის პაციენტებისათვის შესაბამისად და 12.6% - პლაცებოს ჯგუფის პაციენტებისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პაციენტებში (4 წლიდან 16 წლამდე), ლევეტირაცეტამის ეფექტიანობა დადგინდა ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა 198 პაციენტს და მკურნალობა გრძელდებოდა 14 კვირა. აღნიშნულ კვლევაში პაციენტები ღებულობდნენ ლევეტირაცეტამს ფიქსირებული დოზით 60 მგ/კგ/დღეში (დღეში ორჯერ დოზირებით).
ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 44.6%-ს და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 19.6%-ს ჰქონდათ პარციალური გულყრების კვირაში ერთხელ 50%-ით ან მეტი შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან. გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების 11.4% იყო კრუნჩხვების გარეშე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 7.2% იყო კრუნჩხვების გარეშე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.
ლევეტირაცეტამის ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში (1 თვიდან 4 წლამდე ასაკის); იგი განისაზღვრა ორმაგად ბრმა პლაცებო კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც 116 პაციენტი იყო ჩართული და მკურნალობის ხანგრძლივობა იყო 5 დღე.
ამ კვლევაში პაციენტებს მიასცეს 20 მგ/კგ, 25 მგ/კგ, 40 მგ/კგ ასაკის ტიტრირების დიაგრამების მიხედვით.
ან დაინიშნა 50 მგ/კგ პერორალური ხსნარის დღიური დოზა. ასევე ამ კვლევაში, დოზა 20 მგ/კგ/დღეში ტიტრირებულია 40 მგ/კგ/დღეში 1 თვიდან 6 თვემდე ასაკის ჩვილებში და 50 მგ/კგ/დღეში ჩვილებში და ბავშვებში 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის. გამოყენებული იყო ტიტრირებული დოზა 25 მგ/კგ/დღეში. მთლიანი დღიური დოზა შეყვანილი იყო დღეში ორჯერ.
ეფექტურობის პირველადი საზომი არის პასუხის მქონეთა პროპორცია (პაციენტთა პროცენტი, რომელთაც აქვთ ≥50% შემცირებით დღიური პარციალური კრუნჩხვების საშუალო სიხშირით), შეფასებული ბრმა ცენტრალური დატვლით, 48-საათიანი ვიდეო EEG-ის გამოყენებით. ეფექტურობის ანალიზი მოიცავდა 109 პაციენტს მინიმუმ 24 საათის ვიდეო EEG-ით, როგორც საწყისი, ასევე შეფასების პერიოდში. პაციენტთა 43.6%, რომლებიც მკურნალობდნენ ლევეტირაცეტამით და 19.6% პაციენტების, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, ითვლებოდა პასუხად. შედეგები თანმიმდევრულია ასაკობრივ ჯგუფში. გრძელვადიანი მკურნალობის დროს, პაციენტების 8.6%-ს არ ჰქონდა კრუნჩხვები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 7.8%-ს მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.
1 წელზე უმცროსი ოცდათხუთმეტი ჩვილი პარცილური კრუნჩხვით ჩართული იყო პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომელთაგან მხოლოდ 13 იყო 6 თვეზე უმცროსი.
მონოთერაპია პარციალური გულყრების მკურნალობაში მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე 16 წლის ასაკიდან პაციენტებში ახლად დიაგნოსტირებული ეპილეფსიით.
ლევეტირაცეტამის, როგორც მონოთერაპიის ეფექტიანობა დადგინდა ორმაგ ბრმა, პარალელურ ჯგუფში, კარბამაზეპინის კონტროლირებად გამოთავისუფლებასთან (CR) არა-უპირატესობის შედარებით 16 წლის და უფროსი ასაკის 576 პაციენტში, ახლად ან ცოტა ხნის წინ დიაგნოსტირებული ეპილეფსიით. პაციენტებს უნდა გამოევლინათ არაპროვოცირებული პარციალური გულყრები ან მხოლოდ გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ კარბამაზეპინის ჯგუფში CR 400 – 1,200 მგ/დღეში ან ლევეტირაცეტამის ჯგუფში 1,000 – 3,000 მგ/დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა იყო 121 კვირამდე, პასუხის მიხედვით.
ექვსთვიანი გულყრების გარეშე პერიოდი მიღწეული იქნა ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 73.0%-ში და კარბამაზეპინი CR-ით ნამკურნალები პაციენტების 72.8%-ში; კორექტირებული აბსოლუტური სხვაობა მკურნალობის ტიპებს შორის იყო 0.2 % (95 % CI: -7.8 8.2). სუბიექტების ნახევარზე მეტი იყო გულყრების გარეშე 12 თვის განმავლობაში (სუბიექტების 56.6% და 58.5% ლევეტირაცეტამის და კარბამაზეპინი CR-ის ჯგუფებში შესაბამისად).
კვლევაში, რომელიც კლინიკურ ასახავდა პრაქტიკას, თანმხლები ანტიეპილეფსიური პრეპარატები შეიძლება მოხსნილიყო პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში, რომლებიც პასუხობდნენ ლევეტირაცეტამის დამხმარე თერაპიას (36 ზრდასრული პაციენტი 69-დან).
დამხმარე თერაპია მიოკლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლის ასაკიდან მოზარდებში იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით.
ლევეტირაცეტამის ეფექტიანობა დადგინდა ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 16 კვირის ხანგრძლივობით, 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია მიოკლონური გულყრებით სხვადასხვა სინდრომთან ერთად. პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებოდა იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია. ამ კვლევაში ლევეტირაცეტამის დოზა იყო 3,000 მგ/დღეში, გაყოფილი 2 დოზად.
ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 58.3%-ს და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 23.3%-ს აღენიშნებოდა მიოკლონური გულყრების დღეების რაოდენობის მინიმუმ 50%-ით შემცირება კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობის გაგრძელებისას, პაციენტების 28.6%-ს არ ჰქონდა მიოკლონური გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, ხოლო 21.0%-ს არ აღენიშნებოდა მიოკლონური გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.
დამხმარე თერაპია პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლის ასაკიდან მოზარდებში იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით.
ლევეტირაცეტამის ეფექტიანობა დადგინდა 24-კვირიან ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა მოზრდილებს, მოზარდებსა და ბავშვების შეზღუდული რაოდენობას იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური (PGTC) გულყრებით სხვადასხვა სინდრომებში (იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია, იუვენილური აბსანს-ეპილეფსია, ბავშვთა აბსანს-ეპილეფსია ან ეპილეფსია ე.წ. ‘გრანდ მალის’ გულყრებით გაღვიძებისას). ამ კვლევაში ლევეტირაცეტამის დოზა იყო 3,000 მგ/დღეში მოზრდილებისა და მოზარდებისთვის ან 60 მგ/კგ/დღეში - ბავშვებისთვის, გაყოფილი 2 დოზად.
ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 72.2%-ს და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 45.2%-ს ჰქონდა კვირაში PGTC გულყრების სიხშირის 50%-ით ან მეტი შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობისას, პაციენტთა 47.4%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური კრუნჩხვები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 31.5%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური კრუნჩხვები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
ლევეტირაცეტამი არის ძალიან ხსნადი და გამტარი ნაერთი. ფარმაკოკინეტიკური პროფილი ხაზოვანია დაბალი ინტრა და სუბიექტთაშორისი ცვალებადობით. განმეორებითი მიღების შემდეგ კლირენსის ცვლილება არ აღინიშნება. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება შესაბამისი სქესის, რასის ან ცირკადული ცვალებადობის შესახებ. ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ჯანმრთელ მოხალისეებში და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.
მისი სრული და ხაზოვანი შეწოვის გამო, ლევეტირაცეტამის პერორალური დოზიდან პლაზმაში კონცენტრაციის პროგნოზირება შესაძლებელია, გამოხატული მგ/კგ სხეულის წონით. ამიტომ ლევეტირაცეტამის პლაზმური დონის მონიტორინგი საჭირო არ არის.
ნერწყვისა და პლაზმის კონცენტრაციებს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია იყო ნაჩვენები მოზრდილებსა და ბავშვებში (ნერწყვის/პლაზმის კონცენტრაციების თანაფარდობა მერყეობდა 1-დან 1.7-მდე პერორალური ტაბლეტების ფორმულისათვის და 4 საათის შემდეგ დოზის მიღებიდან - პერორალური ხსნარის ფორმულისათვის).
შეწოვა
ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%-ს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1,3 საათის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დღეში ორჯერადი მიღებიდან ორი დღის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციები (Cmax) ჩვეულებრივ არის 31 და 43 მკგ/მლ 1,000 მგ ერთჯერადი დოზის და 1,000 მგ დღეში ორჯერ განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, შესაბამისად. შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და არ იცვლება საკვებით.
განაწილება
ადამიანებში ქსოვილებში განაწილების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
არც ლევეტირაცეტამი და არც მისი მთავარი მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს (<10%). ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,5 - 0,7 ლ/კგ-ს, რაც ახლოსაა ორგანიზმის წყლის საერთო მოცულობასთან.
ბიოტრანსფორმაცია
ლევეტირაცეტამი ადამიანებში ინტენსიურად არ მეტაბოლიზდება. ძირითადი მეტაბოლური გზა (დოზის 24%) არის აცეტამიდის ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. მთავარი მეტაბოლიტის, ucb L057, წარმოება არ არის მხარდაჭერილი ღვიძლის ციტოქრომა P450 იზოფორმებით. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი გაზომვადი იყო დიდი რაოდენობით ქსოვილებში, სისხლის უჯრედების ჩათვლით. მეტაბოლიტი ucb L057 ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოვლინდა ორი უმნიშვნელო მეტაბოლიტი. ერთი მიიღეს პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილაციით (დოზის 1,6%) და მეორე - პიროლიდონის რგოლის გახსნით (დოზის 0,9%). სხვა დაუდგენელი კომპონენტები შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.6%-ს.
ლევეტირაცეტამის ან მისი მთავარი მეტაბოლიტისათვის in vivo არ დაფიქსირებულა ენანთიომერული ინტერკონვერსია.
In vitro, ლევეტირაცეტამი და მისი მთავარი მეტაბოლიტი არ აინჰიბირებს ადამიანის ღვიძლის ციტოქრომა P450-ის ძირითადი იზოფორმების (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 1A2), გლუკურონილტრანსფერაზას (UGT1A6 და UGT1A6) და ეპოქსიდის ჰიდროქსილაზას აქტივობებს. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი გავლენას არ ახდენს ვალპროის მჟავას in vitro გლუკურონიდაციაზე.
კულტურაში ადამიანის ჰეპატოციტებში, ლევეტირაცეტამს ჰქონდა მცირე ან ნულოვანი ეფექტი CYP1A2, SULT1E1 ან UGT1A1-ზე. ლევეტირაცეტამმა გამოიწვია CYP2B6 და CYP3A4 მსუბუქი ინდუქცია. In vitro მონაცემები და in vivo ურთიერთქმედების მონაცემები პერორალურ კონტრაცეპტივებზე, დიგოქსინსა და ვარფარინზე მიუთითებს, რომ არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი in vivo ფერმენტული ინდუქცია. ამიტომ ეპიქსის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.
გამოყოფა
პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში იყო 7±1 საათი და არ იცვლებოდა არც დოზის, არც მიღების გზით და არც განმეორებითი მიღების მიხედვით. სხეულის საშუალო საერთო კლირენსი იყო 0,96 მლ/წთ/კგ.
გამოყოფის ძირითადი გზა იყო შარდი, რაც შეადგენს დოზის საშუალოდ 95%-ს (დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში). განავლით გამოყოფა შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.3%-ს.
ლევეტირაცეტამის და მისი მთავარი მეტაბოლიტის კუმულაციური შარდით გამოყოფა შეადგენდა დოზის 66%-ს და 24%-ს, შესაბამისად, პირველი 48 საათის განმავლობაში.
ლევეტირაცეტამის და ucb L057-ის თირკმლისმიერი კლირენსი არის 0,6 და 4,2 მლ/წთ/კგ შესაბამისად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლევეტირაცეტამი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით შემდგომ მილაკოვან რეაბსორბციასთან ერთად და რომ მთავარი მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციით გლომერულ ფილტრაციასთან ერთად. ლევეტირაცეტამის ელიმინაცია დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან.
განსაკუთრებული მახასიათებლები პაცინეტებში
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა
როგორც ლევეტირაცეტამის, ასევე მისი პირველადი მეტაბოლიტის აშკარა კლირენსი ორგანიზმში დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ რეკომენდებულია ეპიქსის შემანარჩუნებელი დღიური დოზის კორექტირება კრეატინინის კლირენსის მიხედვით თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 4.2. დოზირება და მიღების წესი). ანურიული თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე ზრდასრულ პირებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 25 და 3.1 საათი ინტერდიალიზური და ინტრადიალიზური პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად. ლევეტირაცეტამის ფრაქციული მოცილება იყო 51% ტიპიური 4-საათიანი დიალიზის სესიის დროს.
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლევეტირაცეტამის კლირენსის მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნებოდა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტების უმეტესობაში, ლევეტირაცეტამის კლირენსი შემცირდა 50%-ზე მეტით თირკმელების თანმხლები უკმარისობის გამო (იხილეთ პუნქტი 4.2. დოზირება და მიღების წესი).
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვები (4-დან 12 წლამდე ასაკის)
ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (6-დან 12 წლამდე ასაკის) ერთჯერადი პერორალური დოზის (20 მგ/კგ) მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 6.0 საათი. სხეულის წონის მიხედვით კორექტირებული კლირენსი იყო დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალი, ვიდრე ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში.
ეპილეფსიის მქონე ბავშვებში (4-დან 12 წლამდე ასაკის) განმეორებითი პერორალური დოზის მიღების შემდეგ (20-60 მგ/კგ/დღეში), ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვებოდა. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია დაფიქსირდა მიღებიდან 0,5-დან 1,0 საათის შემდეგ. ხაზოვანი და დოზა-პროპორციული მატება დაფიქსირდა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციისა და მრუდის ქვეშ ფართობისათვის. ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 5 საათი. სხეულის კლირენსი იყო 1.1 მლ/წთ/კგ.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 40%-ით (10-დან 11 საათამდე). ეს დაკავშირებულია თირკმელების ფუნქციის დაქვეითებასთან ამ პოპულაციაში (იხილეთ პუნქტი 4.2. დოზირება და მიღების წესი).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ეპიქსი
250 მგ შემოგარსული ტაბლეტები
მიიღება პერორალურად
აქტიური სუბსტანცია: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევეტირაცეტამს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, სახამებელი 1500, ტალკი, აეროსილი 200, PVP K-30, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრი ლურჯი YS-1R-4215 (HPMC 5 cP, ტიტანის დიოქსიდი, PEG 8000, FD&C ლურჯი).
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაიკითხვა.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვას.
აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს, თუ მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში.
მიჰყევით ამ ამ ჩანართის ინსტრუქციებს. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვის რეკომენდებულია
ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:
- რა არის ეპიქსი და რისთვის გამოიყენება?
- ეპიქსის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ეპიქსი?
- როგორია შესააძლო გვერდითი ეფექტები?
- როგორ ინახება ეპიქსი?
რა არის ეპიქსი და რისთვის გამოიყენება?
ეპიქსი 250 მგ შემოგარსული ტაბლეტების აქტიური სუბსტანცია არის ლევეტირაცეტამი. თითოეული კოლოფი შეიცავს თეთრი ფერის, ოვალური, ამობურცული ფორმის, ცალ მხარეს ნაზოლის მქონე 50 ტაბლეტს.
ეპიქსი წარმოადგენს ანტიეპილეპტიკურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ.
ეპიქსი გამოიყენება მონოთერაპიაში, პარციალური კრუნჩხვების სამკურნალოდ, მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, პაციენტებში 16 წლის ასაკიდან.
ეპიქსი გამოიყენება სხვა ანტიეპილეფსიურ მედიკამეტებზე დამატების სახით შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- საწყისი პარციალური კრუნჩხვები გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან (პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე)
- მიოკლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლიდან
- პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.
- ეპიქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ეპიქსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს
თუ გაქვთ ეპიქსის მოქმედი ნივთიერების ლევეტირაცეტამის და ან დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა).
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ეპიქსი გამოიყენეთ სიფრთხილით
თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ, თქვენი ექიმის რეკომენდაციებს დაემორჩილეთ. ექიმი დოზის რეგულირების საჭიროების საკითხს გადაწყვეტს.
თუ გამოვლინდება თქვენი შვილის განვითარების შეფერხება და ან ბავშვში მოულოდნელი სქესობრივი განვითარების ნიშნები, მაშივნე აცნობეთ ექიმს.
ეპიქსით და მსგავსი ეპილეფსიური პრეპარატით მკურნალობის ფონზე პაციენტთა მცირე რიცხვში შეილძება გამოვლინდეს თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები. დეპრესიის და/ან თავის მოკვლის მაჩვენელი ნიშნების შემჩნევისას, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, განმეორებითი ინფექციები და ან ჩირქოვანი პროცესები, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ოჯახში ან თქვენს სამედიცინო ანამნეზში გქონდათ გულისცემის არარეგულარული რითმი (შეიძლება გამოვლინდეს ელექტროკარდიოგრამაზე), თუ გაქვთ დაავადება, რომელიც განაპირობებს გულისცემის რითმის ან მარილოვანი ბალანსის დარღვევას და/ან თუ მკურნალობის კურსს გადიხართ.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არანორმალური ფიქრები, ნერვული გაღიზიანება და/ან ნორმაზე მეტად აგრესიული რეაქციები ან სულიერი მდგომარეობის და ქცევების მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელსაც თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და/ან მეგობრები შეამჩნევენ.
ეპილეფსიის გამწვავება
გულყრები მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის მომატებიდან პირველი თვის განმავლობაში იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ გაუარესდეს და მისი გამოვლენის სიხშირე მოიმატოს. თუ ეპიქსის მიღებისას გამოვლინდებათ აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე, უმოკლეს დროში აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებატ ტქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ეპიქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეპიქსის მიღება შესაძლებებლია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, არ მიიღოთ ეპიქსი ალკოჰოლთან ერთად.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ეპიქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ აშკარად არ არის საჭირო. თქვენი ჯერ არ დავადებული ბავშვის პოტენციური რისკი უცნობია. ეპიქსმა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დოზის უფრო მაღალი დოზით, ვიდრე თქვენ გჭირდებათ კრუნჩხვების გასაკონტროლებლად.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ეპიქსმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, აღნიშნული კი გამოიწვევს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფით ზემოქმედებას. ასეთი მდგომარეობა უფრო მეტად მკურნალობის დასაწყიში ან დოზის მომატებისას გამოვლინდება.
არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები მანამ, სანამ ექიმი არ შეაფასებს და განსაზღვრავს თქვენს შესაძლებლობას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეპიქსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს სიფრთხილეს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
ეპიქსის მიღებამდე ერთი საათით ადრე და მიღებიდან ერთი საათის შემდეგ მაკროგოლი (საფაღარათო წამალი) არ გამოიყენოთ, რადგან აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება ეპიქსის ეფექტი შეამციროს.
ეპიქსთან ერთად არ მიიღოთ მეტოტრექსატი (იმუნური სისტემის დარღვევების ან სიმსივნის მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი), გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემი ნებისმიერი პრეპარატი, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ გამოიყენება ეპიქსი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
მიიღეთ ტაბლეტების რაოდენობა ექიმის მითითებების შესაბამისად. ეპიქსი უნდა იქნას მიღებული დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
მონოთრეაპია (მხოლოდ ეპიქსით მკურნალობა)
ზრდასრულებსა და 16 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში გამოყენება:
რეკომენდებული დოზა: დღეში 1000 მგ (4 ტაბლეტი) და 3000 მგ (12 ტაბლეტს) შორისაა.
თუ ეპიქსით მკურნალობას პირველად იწყებთ, ექიმი ყველაზე დაბალი შემანარჩუნებელი დოზის მიღების დაწყებამდე, 2 კვირის განმავლობაში ეპიქსის დაბალ დოზას გამოგიწერთ.
მაგალითად, თუ დღიური დოზა 1000 მგ-ია, 2 ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით და 2 ტაბლეტი – საღამოს.
დამატებითი მკურნალობა (სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ერთად მკურნალობა)
გამოყენება მოზრდილებში (≥ 18 წლამდე) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ და მეტი მასით:
- რეკომენდებული დოზა: 1000 მგ (4 ტაბლეტი) და 3000 მგ (12 ტაბლეტი) დღეში.
როდესაც პირველად დაიწყებთ ეპიქსის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ეპიქსის უფრო დაბალ დღიურ დოზას 2 კვირის განმავლობაში, სანამ მოგცემთ ყველაზე დაბალ შემანარჩუნებელ დოზას.
მაგალითად, თუ თქვენი დღიური დოზაა 1000 მგ, უნდა მიიღოთ 2 ტაბლეტი დილით და 2 ტაბლეტი საღამოს.
დოზა ბავშვებში (4-დან 11 წლამდე) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ-ზე ნაკლები მასით:
- დოზა შეადგენს 20 მგ კგ სხეულის წონაზე და 60 მგ კგ სხეულის წონაზე დღეში.
- თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ეპიქსის ყველაზე შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას თქვენი ბავშვების დოზისა და სხეულის წონის მიხედვით.
მაგალითად, 20 მგ-ის ზოგადი დოზით 1 კგ წონაზე ყოველ დღე, თქვენ უნდა მისცეთ თქვენს 25 კგ-იან ბავშვს 1 ტაბლეტი ეპიქსი 250 მგ დილით და საღამოს.
მიღების გზა და მეთოდი:
ეპიქსის ტაბლეტები პერორალურად მიიღება.
ეპიქსის ტაბლეტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგ., ერთი ჭიქა წყალი). პერორალურად მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამმა შეიძლება პირში მწარე გემოს დატოვოს.
გამოყენების ხანგრძლივობა:
ეპიქსით მკურნალობა ხანგრძლივია. მისი მიღება უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში.
ექიმთან რეკომენდაციის გარეშე ეპიქსით მკურნალობა არ შეწყვიტოთ, ამ დროს გულყრების სიხშირემ შეიძლება იმატოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ეპიქსის გამოყენება შესაძლებელია 4 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წლის), რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, საჭიროა ექიმის მიერ ეპიქსის დოზის კორექცია.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი ექიმი დაარეგულირებს ეპიქსის დოზას თირკმლის ფუნქციის შესაბამისად. თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკამარისობა, ექიმი შეამცირებს დანიშნულ დოზას.
თუ ფიქრობთ, რომ ეპიქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა:
თუ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, გვერდითი ეფეტის სახით შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, მომატებული მოუსვენრობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის შეჩერება და კომა. გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
თუ მიიღეთ ეპიქსის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეპიქსის მიღება:
თუ ერთი და ან ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ეპიქსის მიღება:
ეპიქსი ხანგრძლივი (ქრონოლოგიური) დროის განმავლობაში მიიღება. ეპიქსით მკურნალობა უნდა გააგრძელოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს გულყრების სიხშირის მომატება.
ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტის საკითხს ექიმი გადაწყვეტს. თქვენი ექიმი ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტას ეტაბობრივად მოახდენს.
თუ ეპიქსის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორია შესააძლო გვერდითი ეფექტები?
ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ეპიქსში არსებული ნივთიერების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
თუ გამოვლინდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, ეპიქსის მიღება შეწყვიტეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ თქვენთან ყველაზე ახლო მდებარე სასწრაფოს დახმარების განყოფილებას:
სისუსტე, მსუბუქი თავბრუსხვევა ან გაბრუება ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ნიშნები სერიოზული ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის) მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპება (კვინკეს შეშუპება).
გრიპის მსგავსი ნიშნები და სახეზე შეწითლება, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, გაფანტული გამონაყარი, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება და სისხლის თეთრი უჯრედების ერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ეოზინოფილია და სისტემური ნიშნები [DRESS]).
შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, გონების დაბინდვა, ფეხების, ტერფების შეშუპება. აღნიშნული ნიშნები თირკმლის ფუნქციების უეცარი დაქვეითების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ამობურცულობის და პატარა სამიზნე ფოლაქების (ცენტრალურად მუქი ფერის ლაქები, ირგვლივ უფრო ღია ფერის და გარე მონაკვეთში კი მუქი ფერის რგოლის) სახით.
გაფანტული გამონაყარი (სტევენს ჯონსონის სინდრომი), რომელიც დროსაც აღინიშნება ბუშტუკების წარმოქმნა, განსაკუთრებით ვლინდება პირის, ცხვირის, თვალის და გენიტალიების მიდამოში და თან ახლავს კანის აქერცვლა, აცლა.
ძლიერი გამონაყარი, რომელიც სხეულის ზედაპირის 30%–ზე მეტი ფართის დაზიანებას იწვევს (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
სერიოზული ფსიქიკური ცვლილებები ან თუ ახლობლების მიერ თქვენში ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა – გონების დაბინდვა (კონფუზია), სომნოლეცია (ძილიანობა), ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების უკმარისობა (გულმავიწყობა), ანორმალური ქცევები ან უნებლიე და უკონტროლო მოძრაობები – იქნა შემჩნეული, მიმართეთ ექიმს. აღნიშნული ნიშნები ენცეფალოპათიის (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება ან ფუნქციური დარღვევა) გამოვლინება შეიძლება იყოს.
ყველა აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუ თქვენ ჩამოთვლთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან არა ნაკლებ 1 მომხმარებელში
ხშირი: ვლინდება 100-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში.
არახშირი: ვლინდება 1000-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში..
იშვიათი: ვლინდება 10000-დან არა ნაკლებ 1–10 მომხმარებელში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1 მომხმარებელზე ნაკლებში.
უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია
ძალიან ხშირი:
ნაზოფარინგიტი (ცხვირის და ყელის ანთებითი პროცესი)
სომნოლეცია (ძილიანობა)
თავის ტკივილი
ხშირი:
ანორექსია (უმადობა)
დეპრესია
მტრული ქცევები/აგრესიულობა
შფოთვა
უძილობა
ნევროზულობა ან გაღიზიანება
კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსია)
წონასწორობის დარღვევა (ბალანსის დარღვევა)
თავბრუსხვევა
უნებლიე კანკალი (ტრემორი)
უმოძრაო მდგომარეობა (ლეთარგია), რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაბინდვა
ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
ხველა
მუცლის ტკივილი
დიარეა
მონელების პრობლებები (დისპეფსია)
გულისრევა
ღებინება
გამონაყარი
დაღლილობა (ასთენია/სისუსტე)
არახშირი:
სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
წონის მომატება
წონის დაკლება
თვითმკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობაზე ფიქრი
მენტალური დარღვევები
ანორმალური ქცევები
ჰალუცინაციები
ბრაზიანობა
გონების დაბინდვა
პანიკური შეტევა
ემოციური არასტაბილურობა/განწყობის უეცარი ცვლილებები
აჟიტირება
მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), ყურადღების დარღვევები (კონცენტრაციის უნარის დაქვეითება)
მეხსირების დაქვეითება (გულმავიწყობა)
კოორდინაციის დარღვევები/არაკოორდინირებული მოძრაობები (ატაქსია)
ჩხვლეტა (პარესთეზია)
დიპლოპია (ორმაგი ხედვა)
დაბინდული ხედველობა
ღვიძლის არანორმალური ტესტი
თმის ცვენა
კანის ანთება (ეგზემა)
ქავილი
კუნთების სისუსტე
კუნთების ტკივილი (მიალგია)
დაზიანებების წარმოქმნა
იშვიათი:
ინფექცია
სისხლის საერთო ანალიზში სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
მძიმე ალერგიული რეაქციები (DRESS), (კანის სიწითლე და გამონაყარი, სახის შეშუპება, სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები, ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა)
სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება
სუიციდი
პიროვნული დარღვევები (ქცევითი პრობლემები)
არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრირების შეუძლებლობა)
დელირიუმი (დელუზიები, ბოდვა)
ენცეფალოპათია (სიმპტომების დეტალური აღწერისთვის იხილეთ ქვესათაური „თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა შეწყვიტეთ ეპიქსის გამოყენება და დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს“)
კუნთების უკონტროლო სპაზმი (ქორეოათეტოზი)
მოძრაობების კონტროლის სირთულე (დისკინეზია)
ჰიპერაქტიურობა, ჰიპერკინეზია
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე ამობურცულობის და პატარა სამიზნე დაფების (პაპულები, ვეზიკულები, ბულოზური გამონაყარი) სახით.
გაფანტული გამონაყარი (სტევენს ჯონსონის სინდრომი), რომელიც დროსაც აღინიშნება ბუშტუკების წარმოქმნა, განსაკუთრებით ვლინდება პირის, ცხვირის, თვალის და გენიტალიების მიდამოში და თან ახლავს კანის აქერცვლა.
სხეულის ზედაპირის 30% მეტი ფართის დაზიანების - აცლის განმაპირობებელი ძლიერი გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დარღვევა) და ამასთან დაკავშირებით სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება. აღსანიშნავია, რომ იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
სიარულის გაძნელება
ცხელების, კუნთების რიგიდულობის, არასტაბილური არტერიული წნევის და გულისცემის, დაბნეულობის და ცნობიერების დაქვეითების კომბინაცია (რაც შეიძლება იყოს ისეთი აშლილობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი). იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია: ნაზოფარინგიტი, სომნოლენცია (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება გამოვლინდეს ასევე მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას, თუმცა აღნიშნული ეფექტები გარკვეული დროის შემდეგ უნდა შემცირდეს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის აღწერილი ამ ფურცელ–ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება ეპიქსი?
შეინახეთ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 250C ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
არ გამოიყენოთ ეპიქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ პროდუქტის და ან შეფუთვის დაზიანებას, ეპიქსი არ გამოიყენოთ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.ª. Reºitpaºa
Mah. Eski Büyükdere Cad. No: 4 34467 Maslak /
Sarıyer /İstanbul / Türkiye
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş. Orhan
Gazi Mah. Tunç Cad. No: 3 Esenyurt /
İstanbul / Türkiye
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


