პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

ეპიქსი

EPIXX

რეცეპტით1000მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

როგორც დამხმარე მკურნალობა ფოკალური გულყრების დროს მეორადი გენერალიზებული განვითარებით ან მის გარეშე 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში, როგორც დამხმარე მკურნალობა მიოკლონური გულყრების დროს მოზარდებსა და მოზრდილებში იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით 12 წელზე ასაკის ზემოთ, როგორც დამხმარე მკურნალობა …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევეტირაცეტამი (levetiracetam)
ფორმა და შეფუთვა
1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N03AX14
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0532
რეგისტრირებულია
11 მაისი 2023, მოქმედებს 11 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაეპიქსი და სხვა წამალი ერთად

ეპიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

როგორც დამხმარე მკურნალობა ფოკალური გულყრების დროს მეორადი გენერალიზებული განვითარებით ან მის გარეშე 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში,

როგორც დამხმარე მკურნალობა მიოკლონური გულყრების დროს მოზარდებსა და მოზრდილებში იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით 12 წელზე ასაკის ზემოთ,

როგორც დამხმარე მკურნალობა პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების დროს 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში იდიოპათური გენერალიზებული ეპილეფსიით,

გამოიყენება როგორც მონოთერაპია ფოკალური გულყრების დროს მეორადი გენერალიზებული განვითარებით ან მის გარეშე 16 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

სრული დღიური დოზა უნდა იყოს დაყოფილი ორ თანაბარ დოზად.

მონოთერაპია

მოზრდილებსა და 16 წელზე ზემოთ მოზარდებში

რეკომენდებული საწყისი დოზა იგივეა რაც დამხმარე თერაპიის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ).

დამხმარე მკურნალობა

მოზრდილები (≥18 წელი) და 50 კგ ზე მეტი წონის მოზარდები (12-17 წელი)

მკურნალობის საწყისი დოზაა 500 მგ დღეში ორჯერ. ამ დოზის მიღება შეიძლება მკურნალობის დაწყებიდან პირველივე დღეს. თუმცა, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს უფრო დაბალი 250 მგ დოზა დღეში ორჯერ, გულყრების შემცირების და გვერდითი მოვლენების განვითარების პოტენციალების გათვალისწინებით. ამ დოზის გაზრდა შესაძლებელია დღეში ორჯერ 500 მგ-მდე ორი კვირის შემდეგ.

კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1500 მგ-მდე დღეში ორჯერ. დოზირება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს 250მგ-დან 500 მგ-მდე ორჯერ დღეში ყოველ 2-4 კვირაში.

4-11 წლამდე ბავშვებსა და 50კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებში (12-17 წელი)

4 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში რეკომენდებულია ეპიქსის პერორალური ხსნარის გამოყენება.

საწყისი მკურნალობის დოზაა 10 მგ/კგ დღეში ორჯერ.

კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 მგ/კგ-მდე დღეში ორჯერ. დოზირება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ყოველ 2 კვირაში, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ-ს დღეში ორჯერ.. ყველა ჩვენებისთვის უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

ყველა ჩვენებისთვის 50 კგ და მეტი წონის ბავშვებში დოზა იგივეა, რაც მოზრდილებში. ყველა ჩვენებისთვის იხ. მოზრდილები (≥18 წელი) და 50 კგ-ზე მეტი წონის მოზარდები (12-17 წელი) ზემოთ.

ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი ფარმაცევტული ფორმა და დოზა სხეულის წონის და დოზის გათვალისწინებით.

რეკომედებული დოზა ბავშვებსა და მოზარდებში

წონა

საწყისი დოზა: 10 მგ/კგ დღეში ორჯერ

მაქსიმუმი დოზა: 30 მგ/კგ დღეში ორჯერ

15 კგ(1)

150 მგ დღეში ორჯერ

450 დღეში ორჯერ

20 კგ(1)

200 მგ დღეში ორჯერ

600 მგ დღეში ორჯერ

25 კგ

250 მგ დღეში ორჯერ

750 მგ დღეში ორჯერ

50 კგ და ზემოთ(2)

500 მგ დღეში ორჯერ

1500 მგ დღეში ორჯერ

(1) რეკომენდებულია 25 კგ და ნაკლები წონის ბავშვებმა მკურნალობა დაიწყონ ეპიქსი 100 მგ/მლ პერორალური ხსნარით.

(2) 50 კგ და მეტი წონის ბავშვებსა და მოზარდებში დოზირება იგივეა, რაც მოზრდილებში.

მკურნალობის შეწყვეტა

რეკომენდაცია, რომელიც შეესაბამება მიმდინარე კლინიკურ გამოცდილებას, არის ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტა დოზის თანდათანობითი შემცირებით. (მაგ. მოზრდილებსა და 50 კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში დოზა უნდა შემცირდეს 2x500 მგ/დღით ყოველ 2-4 კვირაში; ბავშვებსა და 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებში დოზა უნდა შემცირდეს 2x10 მგ/კგ/დღით ყოველ 2 კვირაში).

გამოყენების წესი

შემოგარსული ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად და გადაყლაპოთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. მისი მიღება შეიძლება საკვებთან ან საკვების გარეშე. პერორალური მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამმა შესაძლოა დატოვოს მწარე გემო.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

დღიური დოზა ინდივიდუალიზირებულია თირკმლის ფუნქციონირების მიხედვით.

მოზრდილ პაციენტებში დოზის კორექტირებისთვის გამოიყენება შემდეგი ცხრილი.

ამ დოზირების ცხრილის გამოსაყენებლად პაციენტის კრეატინინის კლირენსი(CLcr) უნდა გამოითვალოს მლ/წთ-ებით. 50 კგ და მეტი წონის მოზრდილებისა და მოზარდებისთვის, CLcr მლ/წთ მნიშვნელობა გამოითვლება შრატის კრეატინინის (მგ/დლ) მნიშვნელობის ჩანაცვლებით ქვემოთ მოცემულ ფორმულაში.

3654107213995[x 0.85 (ქალებში)]

[x 0.85 (ქალებში)]

[140-ასაკი (წელი)] x წონა (კგ)

20812138699600CLcr (მლ/წთ) =

72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)

შემდეგ CLcr რეგულირდება სხეულის ზედაპირის ფართობისთვის (BSA) შემდეგნაირად:

3482975236537x1.73

x1.73

CLcr (მლ/წთ)

308927586995CLcr (mL/dak/1.73 m2) =

BSA სუბიექტი (მ2)

დოზის კორექცია მოზრდილებში და 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზარდებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1.73 მ2)

დოზა და დოზის სიხშირე

ნორმალური

>80

500-1500 მგ ორჯერ დღეში

მსუბუქი

50-79

500-1000 მგ ორჯერ დღეში

საშუალო

30-49

250-750 მგ ორჯერ დღეში

მძიმე

<30

250-500 მგ ორჯერ დღეში

პაციენტები თირკმლის ბოლო სტადიის უკმარისობით და დიალიზზე (1)

-

500-1000 მგ დღეში ერთხელ (2)

(1) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდირებულია 750 მგ დატვირთვის დოზა.

(2) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 250-500 მგ დამატებითი დოზა.

ვინაიდან ლევეტირაცეტამის კლირენსი დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციასთან, თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში ლევეტირაცეტამის დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით. ეს რეკომენდაცია ეფუძნება თირკმელების უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში ჩატარებულ კვლევას.

CLcr როგორც მლ/წთ/1.73 მ2; ახალგაზრდა მოზარდებისა და ბავშვებისთვის, ეს შეიძლება შეფასდეს შრატში კრეატინინის (მგ/დლ) განსაზღვრით შემდეგი ფორმულის გამოყენებით (შვარცის ფორმულა):

სიმაღლე (სმ) x ks

2979895148590CLcr (მლ/წთ/1.73 მ2) =

შრატის კრეატინინი (მგ/დლ)

ks= 0.55 13 წლის ასაკამდე ბავშვებსა და მოზარდ ქალებში;

ks= 0.7 მოზარდ მამაკაცებში

დოზის კორექცია ბავშვებსა და მოზარდ 50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1.73 მ2)

დოზირება და დოზის სიხშირე(1)

4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდები

ნორმალური

>80

10-30 მგ/კგ (0.10-0.30 მლ/კგ) ორჯერ დღეში

მსუბუქი

50-79

10-20 მგ/კგ (0.10-0.20 მლ/კგ) ორჯერ დღეში

საშუალო

30-49

5-15 მგ/კგ (0.05-0.15 მლ/კგ) ორჯერ დღეში

მძიმე

<30

5-10 მგ/კგ (0,05-0,10 მლ/კგ) ორჯერ დღეში

პაციენტები თირკმლის ბოლო სტადიის უკმარისობით და დიალიზზე

-

10-20 მგ/კგ (0.10-0.20მლ/კგ) დღეში ერთხელ (2) (3)

(1) ეპიქსის პერორალური ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 250 მგ-ზე ნაკლები დოზებისთვის, 250 მგ-ზე მეტი დოზებისთვის, როდესაც დოზირების რეკომენდაცია არ არის მიღწეული მრავალი ტაბლეტის მიღებით და პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა.

(2) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია დატვირთვის დოზა 15 მგ/კგ (0.15 მლ/კგ).

(3) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია დამატებითი დოზა 5-10 მგ/კგ (0,05-0,10 მლ/კგ).

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსი შეიძლება ადეკვატურად არ ასახავდეს თირკმლის უკმარისობას. ამიტომ, რეკომენდებულია დღიური შემანარჩუნებელი დოზის 50%-ით შემცირება იმ შემთხვევებში, როდესაც კრეატინინის კლირენსი არის <60 მლ/წთ/1,73 მ2.

პედიატრიული პოპულაცია

ეპიქსის შემოგარსული ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეპიქსის პერორალური ხსნარი არის წარმოდგენილი ფორმა, რომელიც გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. გარდა ამისა, ტაბლეტების ამჟამინდელი დოზირების სიძლიერე არ არის შესაფერისი 25 კგ-მდე ბავშვების საწყისი მკურნალობისთვის, ყლაპვის გაძნელების მქონე პაციენტებისთვის და 250 მგ-ზე დაბალი დოზებისთვის. ყველა ამ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ეპიქსის პერორალური ხსნარი.

ეპიქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება, როგორც მონოთერაპიის მკურნალობა ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში, დადგენილი არ არის. ამ მიზეზით, ის არ გამოიყენება როგორც მონოთერაპია ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის) რეკომენდებულია დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში. (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი, თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა).

უკუჩვენებები

ლევეტირაცეტამი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს ჰიპერმგრძნობელობა პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან 6.1-ში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის მწვავე დაზიანება

ლევეტირაცეტამის გამოყენება ძალიან იშვიათად ასოცირდება თირკმლის მწვავე დაზიანებასთან, დაწყების დრო რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ამიტომ რეკომენდებულია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის შერჩევისას პირველ რიგში თირკმლის ფუნქციების შეფასება. (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი).

სისხლის უჯრედების რაოდენობა

ლევეტირაცეტამის მიღებასთან ერთად აღწერილია სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების იშვიათი შემთხვევები (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და პანციტოპენია) ზოგადად მკურნალობის დასაწყისში. სისხლის უჯრედების სრული დათვლა რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძლიერი დაღლილობა, პირექსია, მორეციდივე ინფექციები ან კოაგულაციის დარღვევები. (იხ., ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები).

სუიციდი

სუიციდი, სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები და ქცევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით (ლევეტირაცეტამის ჩათვლით). ანტიეპილეფსიური პრეპარატების რანდომიზებული პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკის მცირე ზრდა. ამ რისკის მექანიზმი უცნობია. დეპრესიის, სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკის გამო პაციენტებზე უნდა მოხდეს მკაცრი მეთვალყურეობა და განიხილებოდეს შესაბამისი მკურნალობა. დეპრესიის სიმპტომების, სუიციდური აზრების და ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტს და მის ახლობლებს უნდა მიეცეს რჩევა, მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

პათოლოგიური და აგრესიული ქცევა

ლევეტირაცეტამმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზური სიმპტომები და ქცევითი დარღვევები, როგორიცაა გაღიზიანება და აგრესია. ლევიტრაცეტამით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებზე საჭიროა ფსიქიატრიული ნიშნების განვითარებაზე მონიტორინგი, რომლებიც მიუთიტებენ განწყობის და/ან პიროვნების მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ასეთი ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს მკურნალობის შესაბამისი კორექტირება ან პრეპარატის თანდათანობითი შეწყვეტა. პრეპარატის შეწყვეტის განხილვის შემთხვევაში იხ. ნაწილი 4.2.

გულყრების გაუარესება

ისევე როგორც სხვა სახის ანტიეპილეფსიური საშუალებების შემთხვევაში, ლევეტირაცეტამმა შეიძლება იშვიათად გააუარესოს გულყრების სიხშირე ან სიმძიმე. ეს პარადოქსული ეფექტი ძირითადად დაფიქსირდა ლევეტირაცეტამის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველი თვის განმავლობაში და შექცევადი იყო მისი შეწყვეტის ან დოზის შემცირებისას. ეპილეფსიის გამწვავების შემთხვევაში პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ეფექტურობის ნაკლებობა ან გულყრების გაუარესება დაფიქსირდა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, რომლებიც დაკავშირებულია ნატრიუმის ძაბვით დახურული არხის ალფა სუბერთეულის 8 (SCN8A) მუტაციებთან.

ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება

პოსტმარკეტინგული მონიტორინგის დროს დაფიქსირდა ეკგ QT ინტერვალის გახანგრძლივების იშვიათი შემთხვევები. ლევეტირაცეტამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QTc ინტერვალის გახანგრძლივება, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ წამლებით, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc-ინტერვალზე, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ადრე არსებული გულის დაავადება ან ელექტროლიტური დარღვევები.

პედიატრიული პოპულაცია

ტაბლეტის ფორმულირება არ არის ადაპტირებული ჩვილებისა და 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

ბავშვებში არსებული მონაცემები არ მიუთითებს ზემოქმედებაზე ზრდასა და პუბერტატზე. თუმცა, მისი გრძელვადიანი ზემოქმედება ბავშვებში სწავლაზე, ინტელექტზე, ზრდაზე, ენდოკრინულ ფუნქციაზე, პუბერტატზე და მშობიარობის პოტენციალზე უცნობია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები

მოზრდილებში ჩატარებული კლინიკური კვლევების პრემარკეტინგული მონაცემები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას არსებული ანტიეპილეფსიური მედიკამენტების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) შრატში კონცენტრაციაზე და რომ ეს ანტიეპილეფსიური საშუალებები არ ახდენს გავლენას ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

როგორც მოზრდილებში, არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების მტკიცებულება პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 60 მგ/კგ/დღეში დოზით.

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (4-დან 17 წლამდე) ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რეტროსპექტულმა შეფასებამ დაადასტურა, რომ პერორალურად მიღებული ლევეტირაცეტამი არ ახდენდა გავლენას კარბამაზეპინის და ვალპროატის სტაბილურ მდგომარეობაში კონცენტრაციაზე. თუმცა, მონაცემები მიუთითებს ლევეტირაცეტამის 20%-ით უფრო მაღალ კლირენსზე ბავშვებში, რომლებიც იღებენ ფერმენტის მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პრობენეციდი

პრობენეციდი (500 მგ 4-ჯერ დღეში), პრეპარატი, რომელიც ბლოკავს თირკმელიდან მილაკოვან სეკრეციას, ნაჩვენებია, რომ თრგუნავს ლევეტირაცეტამის თირკმლის კლირენსს, მაგრამ არა მის ძირითად მეტაბოლიტს. ამის მიუხედავად, ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია რჩება დაბალი.

მეთოტრექსატი

ცნობილია, რომ ლევეტირაცეტამის და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება ამცირებს მეტოტრექსატის კლირენსს, რაც იწვევს სისხლში მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდას/გახანგრძლივებას პოტენციურად ტოქსიკურ დონემდე. სისხლში მეტოტრექსატის და ლევეტირაცეტამის დონეები გულდასმით უნდა შემოწმდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ამ ორი პრეპარატით.

პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ლევეტირაცეტამის 1000 მგ დღიური დოზა არ ცვლის ორალური კონტრაცეპტივების (ეთინილ-ესტრადიოლი, ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკას და ენდოკრინულ პარამეტრებს (ლუტეინირების ჰორმონი და პროგესტერონი).

ლევეტირაცეტამი 2000 მგ/დღეში არ ახდენდა გავლენას დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე; პროთრომბინის დრო უცვლელი იყო. დიგოქსინის, პერორალური კონტრაცეპტივების და ვარფარინის ერთდროული გამოყენება არ იმოქმედებს ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ლაქსატივები

არსებობს ცალკეული შეტყობინებები ლევეტირაცეტამის ეფექტურობის შემცირების შესახებ პერორალურ ლევეტირაცეტამთან და ოსმოსურ ლაქსატივ მაკროგოლთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ მაკროგოლის მიღება არ შეიძლება პერორალურად ლევეტირაცეტამის გამოყენებამდე ერთი საათით ადრე ან ერთი საათის შემდეგ.

საკვები და ალკოჰოლი

საკვებმა არ იმოქმედა ლევეტირაცეტამის შეწოვის ხარისხზე, მაგრამ შეწოვის სიჩქარე ოდნავ შემცირდა. არ არსებობს მონაცემები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრიული პოპულაცია

როგორც მოზრდილებში, არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედების მტკიცებულება პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დოზებით 60 მგ/კგ/დღეში.

რეტროსპექტულმა ფარმაკოკინეტიკურმა ურთიერთქმედების შეფასებამ ბავშვებსა და მოზარდებ (4-დან 17 წლამდე) ეპილეფსიის მქონე პაციენტებში დაადასტურა, რომ პერორალური ლევეტირაცეტამით დამხმარე თერაპია არ ახდენს გავლენას კარბამაზეპინის და ვალპროის მჟავას შრატში წონასწორულ კონცენტრაციებზე. თუმცა, მონაცემებმა აჩვენა, რომ ფერმენტების გამომწვევი ანტიეპილეფსიური საშუალებები ზრდის ლევეტირაცეტამის კლირენსს ბავშვებში 20%-ით. დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რჩევა

ორსულობის კატეგორია: C.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)

ეპიქსი არ არის რეკომენდებული რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას, თუ ეს კლინიკურად აუცილებელი არ არის.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა მიმართონ სპეციალისტ ექიმს. ლევეტირაცეტამით მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ისევე როგორც ყველა ანტიეპილეფსიური საშუალების შემთხვევაში, ლევეტირაცეტამით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უეცარი გულყრები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები დედასა და მის მუცლადმყოფ შვილზე. შეძლებისდაგვარად უფრო სასურველია მონოთერაპია, რადგან სხვადასხვა ანტიეპილეფსიური მედიკამენტის შეიძლება ასოცირებული იყოს თანდაყოლილი მანკების უფრო მაღალ რისკთან, ვიდრე მონოთერაპია, თანმხლებ ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე დამოკიდებულებით.

ორსულობის პერიოდი

მიუხედავად ლევეტირაცეტამის მონოთერაპიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორსული ქალების პოსტმარკეტინგული მონაცემების დიდი რაოდენობისა (1800-ზე მეტი, მათ შორის 1500-ზე მეტი ექსპოზიცია მოხდა პირველ ტრიმესტრში), კვლევა არ მიუთითებს ძირითადი თანდაყოლილი მალფორმაციების რისკის ზრდაზე. არსებობს მხოლოდ შეზღუდული მტკიცებულება დაბადებამდე ლევეტირაცეტამით მონოთერაპიის ქვეშ მყოფი ბავშვების ნეიროგანვითარების შესახებ. თუმცა, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კვლევები (დაახლოებით 100 ბავშვზე) არ მიუთითებს ნეიროგანვითარების დარღვევების ან შეფერხების გაზრდის რისკზე. სხვადასხვა ანტიეპილეფსიური საშუალებებით ერთდროული მკურნალობა დაკავშირებულია თანდაყოლილი მანკების უფრო მაღალ რისკთან ვიდრე მონოთერაპიასთან და ამიტომ უფრო სასურველია მონოთერაპია. განვითარების მცირე ცვლილებები დაფიქსირდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ., ნაწილი 5.3 "პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები”).

ეპიქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კლინიკურად ეს აუცილებელია. თუ ფრთხილი ​​განხილვის შემდეგ ჩაითვლება კლინიკურად აუცილებელი, რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

ორსულობის დროს ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლევეტირაცეტამის კონცენტრაციაზე. არსებობს შეტყობინებები ორსულობის დროს ლევეტირაცეტამის კონცენტრაციის შემცირების შესახებ. ეს შემცირება ძირითადად აღინიშნა მესამე ტრიმესტრში (60%-მდე ბაზალური კონცენტრაცია ორსულობამდე). დარწმუნდით, რომ ორსული ქალები, რომლებიც მკურნალობენ ლევეტირაცეტამით, გადიან კლინიკურ მონიტორინგს.

ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს დაავადება და ეს საზიანო იყოს დედისთვის და ნაყოფისთვის.

ლაქტაციის პერიოდი

ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ეპიქსით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. თუმცა, ძუძუთი კვების ან ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტა/არიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვისთვის ძუძუთი კვების დროს მიყენებული რისკი და მეძუძური დედისთვის ეპიქსით მკურნალობის დროს მიღებული სარგებელი.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფერტილობაზე გავლენას არ ახდენს (იხ., ნაწილი 5.3 “პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები”). კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლევეტირაცეტამს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ასერომ, შესაძლო განსხვავებული ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო, ძილიანობა ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას.

ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც ასრულებენ კვალიფიციურ დავალებებს, მაგ. მანქანების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა. არ არის რეკომენდირებული პაციენტებისთვის სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმების გამოყენება მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ მათი უნარები არ იმოქმედებს ასეთი აქტივობების შესრულებაზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებია ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. გვერდითი რეაქციების პროფილი, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ, ეფუძნება პლაცებოზე კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზს ყველა შესწავლილ ჩვენებაზე, სულ 3416 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევეტირაცეტამით. ეს მონაცემები დადასტურებულია ლევეტირაცეტამის გამოყენებასთან შესაბამის ღია ეტიკეტირების გაფართოების კვლევებში, ასევე პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში. ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილი ზოგადად მსგავსია ასაკობრივ ჯგუფებში (მოზრდილები და პედიატრიული პაციენტები) და ეპილეფსიის დამტკიცებული ჩვენებების მიხედვით.

კლინიკურ კვლევებში მოხსენებული გვერდითი მოვლენები (მოზრდილები, მოზარდები, ბავშვები და ჩვილები > 1 თვე) და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან ჩამოთვლილია შემდეგ ცხრილში ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100,<1/ 10); არახშირი (≥1/1.000,<1/100); იშვიათი (≥1/10.000,<1/1.000 ); ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი (ხელმისაწვდომი მონაცემებით დადგენა შეუძლებელია).

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირი: ნაზოფარინგიტი

იშვიათი: ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

არახშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათი: ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი: წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიის ჩათვლით)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ანორექსია

არახშირი: წონის მომატება, წონის დაკლება

იშვიათი: ჰიპონატრიემია

ფსიქიატრიული დარღვევები

ხშირი: დეპრესია, მტრული განწყობა/აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა /გაღიზიანება

არახშირი: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები, ფსიქოზური აშლილობები, ქცევითი დარღვევები, ჰალუცინაციები, ბრაზი, დაბნეული მდგომარეობა, პანიკური შეტევა, ემოციური ლაბილობა/განწყობის ცვალებადობა, აგზნება.

იშვიათი: სუიციდი, პიროვნების დარღვევები, პათოლოგიური აზრები, დელირიუმი

ძალიან იშვიათი: ​​ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა **

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი

ხშირი: კონვულსიები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ლეთარგია, ტრემორი

არახშირი: ამნეზია, მეხსიერების დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა/ატაქსია, პარესთეზია, ყურადღების გაფანტულობა

იშვიათი: ​​ქორეოათეტოზი, დისკინეზია, ჰიპერკინეზია, სიარულის გაძნელება, ენცეფალოპათია, გულყრების გამწვავება, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი*

დარღვევები თვალის მხრივ

არახშირი: ორმაგი ხედვა, ბუნდოვანი ხედვა

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ხშირი: თავბრუსხვევა

დარღვევები გულის მხრივ

იშვიათად: ​​ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხშირი: ხველა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

ხშირი: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება

იშვიათი: პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირი: ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ანალიზები

იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათი: თირკმლის მწვავე დაზიანება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: გამონაყარი

არახშირი: ალოპეცია, ეგზემა, ქავილი

იშვიათი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები

არახშირი: კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი (მიალგია)

იშვიათი: რაბდომიოლიზი და სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება*

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა

ხშირი: ასთენია/დაღლილობა

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

არახშირი: დაზიანება

  • პრევალენტობა მნიშვნელოვნად მაღალია იაპონელ პაციენტებში, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
  • * ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები OCD-ის ან ფსიქიატრიული აშლილობის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული მონიტორინგის დროს.

შერჩეული გვერდითი მოვლენების იდენტიფიცირება

ანორექსიის რისკი უფრო მაღალია, თუ ტოპირამატი გამოიყენება ეპიქსთან ერთად. ალოპეციის რამდენიმე შემთხვევაში, გაუმჯობესება აღინიშნა ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტისას.

პანციტოპენიის ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა ძვლის ტვინის დათრგუნვა.

ენცეფალოპათიის შემთხვევები ზოგადად აღინიშნა მკურნალობის დასაწყისში (რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე) და გაქრა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

პედიატრიული პოპულაცია

1 თვიდან 4 წლამდე ასაკის პაციენტებში, სულ 190 პაციენტი მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოზე კონტროლირებად და ღია ეტიკეტირების დამატებით კვლევებში. ამ პაციენტებიდან 60 მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში. სულ 4-დან 16 წლამდე ასაკის 645 პაციენტი მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოზე კონტროლირებად და ღია ეტიკეტირებულ დამატებით კვლევებში. ამ პაციენტებიდან 233 მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში. ორივე პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში მიღებული მონაცემები დადასტურებულია პოსტმარკეტინგული გამოცდილებით.

გარდა ამისა, 12 თვეზე ნაკლები ასაკის 101 ჩვილი იყო ჩართული ავტორიზაციის შემდგომ უსაფრთხოების კვლევაში. ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაცია არ გამოვლენილა ეპილეფსიით დაავადებული 12 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებისთვის.

ლევეტირაცეტამის გვერდითი მოვლენების პროფილი ზოგადად მსგავსია ასაკობრივ ჯგუფებში და ეპილეფსიის დამტკიცებულ ჩვენებებში. პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში პედიატრიულ პაციენტებში მიღებული უსაფრთხოების შედეგები შეესაბამებოდა ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილს, გარდა ქცევითი დარღვევებისა და ფსიქიატრიული მდგომარეობისა, რომლებიც უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ღებინება (ძალიან ხშირი, 11,2%), აგზნება (ხშირი, 3,4%), განწყობის ცვალებადობა (ხშირი, 2,1%), აფექტური ლაბილობა (ხშიი, 1,7%), აგრესია (ხშირი, 8,2%). %), ქცევის დარღვევბა (ხშირი, 5.6%) და ლეთარგია (ხშირი, 3.9%) დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ასაკობრივ დიაპაზონში ან უსაფრთხოების საერთო პროფილში. 1 თვიდან 4 წლამდე ასაკის ახალშობილებსა და ბავშვებში, გაღიზიანებადობა (ძალიან ხშირი, 11.7%) და კოორდინაციის დარღვევა (ხშირად, 3.3%) დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ან უსაფრთხოების საერთო პროფილში.

ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი პედიატრიული უსაფრთხოების კვლევამ არა-ინფერიორული დიზაინით შეაფასა ლევეტირაცეტამის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიური ეფექტები 4-დან 16 წლამდე ბავშვებში ფოკალური გულყრებით. დაასკვნეს, რომ ლევეტირაცეტამი არ განსხვავდებოდა (არა-ინფერიორული) პლაცებოსგან Leiter-R ყურადღებისა და მეხსიერების, მეხსიერების ეკრანის კომპოზიტური ქულის ცვლილებასთან დაკავშირებით პროტოკოლის პოპულაციაში. ქცევით და ემოციურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შედეგები აჩვენებდა გაუარესებას ლევეტირაცეტამით ნამკურნალებ პაციენტებში აგრესიული ქცევით, რომელიც გაზომილია სტანდარტიზებული და სისტემატური გზით ვალიდირებული ინსტრუმენტის გამოყენებით (CBCL - Achenbach Child Behavior Checklist). თუმცა, სუბიექტებს, რომლებიც იღებდნენ ლევეტირაცეტამს გრძელვადიან ღია ეტიკეტირების შემდგომ კვლევაში, საშუალოდ არ აღენიშნებოდათ მათი ქცევითი და ემოციური ფუნქციონირების გაუარესება; კერძოდ, აგრესიული ქცევის ზომები არ იყო საწყისზე უარესი.

საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ავტორიზაციის შემდეგ პრეპარატის საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტყობინება მედიკამენტის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო პერსონალს მოეთხოვება შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TÜFAM). (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ:0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99)

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ეპიქსით ჭარბი დოზირების შემდეგ დაფიქსირდა ძილიანობა, აგზნება, აგრესია, დაბნეულობა, რესპირატორული დეპრესია და კომა.

მკურნალობა

მწვავე დოზის გადაჭარბების შემდეგ კუჭის დაცლა შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით ან ღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. დიალიზით ექსტრაქციის ეფექტურობა არის 60% ლევეტირაცეტამისთვის და 74% მისი პირველადი მეტაბოლიტისთვის.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება

თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტშია

ლევეტირაცეტამი 1000 მგ

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებების სანახავად იხ. ნაწილი 6.1

შენახვის პირობები

36 თვე

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.

ეფუთვის ბუნება და შემადგენლობა

PVC/Al ბლისტერი, რომელიც შეიცავს 30 და 50 ტაბლეტს.

სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა მოპყრობის წესები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო

ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ და „შეფუთვისა და ნარჩენების კონტროლის

წესების“ შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიეპილეფსიური საშუალებები, სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები

ათქ კოდი: N03AX14

აქტიური ნივთიერება, ლევეტირაცეტამი, არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინ აცეტამიდის S-ენანტიომერი), ქიმიურად არ არის დაკავშირებული არსებულ ანტიეპილეფსიურ აქტიურ ნივთიერებებთან.

მოქმედების მექანიზმი

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ახსნილი. in vitro და in vivo ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის უჯრედების ძირითად თვისებებს და ნორმალურ ნეიროტრანსმიციას..

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი გავლენას ახდენს ინტრანევრალურ Ca2+ დონეზე N-ტიპის Ca2+ დენის ნაწილობრივი ინჰიბირებით და ინტრანევრალური მარაგებიდან Ca2+ გამოყოფის შემცირებით. გარდა ამისა, იგი ნაწილობრივ აბრუნებს თუთიისა და β-კარბოლინების მიერ გამოწვეულ GABA და გლიცინით შემოსაზღვრული დენების შემცირებას. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი ნაჩვენებია in vitro კვლევებში, რომ აკავშირებს მღრღნელების ტვინის ქსოვილში არსებულ სპეციფიკურ ადგილს. ეს დამაკავშირებელი ადგილი არის სინაფსური ვეზიკულის ცილა 2A, რომელიც, სავარაუდოდ, ჩართულია ვეზიკულების შერწყმასა და ნეიროტრანსმიტერ ეგზოციტოზში. ლევეტირაცეტამი და მასთან დაკავშირებული ანალოგები აჩვენებენ აფინურობის რიგითობას სინაფსური ვეზიკულის პროტეინ 2A-სთან შეკავშირებისას, რაც კორელაციაშია მათი გულყრების საწინააღმდეგო დაცვის ძლიერებასთან თაგვების ეპილეფსიის აუდიოგენურ მოდელში. ეს აღმოჩენა ვარაუდობს, რომ ლევეტირაცეტამსა და სინაფსური ვეზიკულის პროტეინს 2A-ს შორის ურთიერთქმედება, როგორც ჩანს, ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის მოქმედების ანტიეპილეფსიურ მექანიზმს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლევეტირაცეტამი იწვევს გულყრებისგან დაცვას ფოკალური და პირველადი გენერალიზებული გულყრების ცხოველური მოდელების ფართო სპექტრში, პრო-კონვულსიური ეფექტის გარეშე. მისი პირველადი მეტაბოლიტი არააქტიურია. ადამიანებში აქტივობამ როგორც ფოკალური, ისე გენერალიზებული ეპილეფსიის პირობებში (ეპილეფსიური გამონადენი/ფოტოპაროქსიზმული პასუხი) დაადასტურა ლევეტირაცეტამის ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური პროფილი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ფოკალური გულყრების დამხმარე თერაპია მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებსა და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ეპილეფსიით

მოზრდილებში ლევეტირაცეტამის ეფექტურობა, რომელიც მიიღება ორ თანაბარ დოზად, ჯამში 1000 მგ, 2000 მგ ან 3000 მგ დღეში, ნაჩვენებია 3 ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში მკურნალობის ხანგრძლივობით 18 კვირამდე. გაერთიანებულ ანალიზში პაციენტების პროცენტი, რომლებმაც მიაღწიეს ფოკალური გულყრების საწყისიდან 50%-იან ან მეტ შემცირებას კვირაში სტაბილური დოზით იყო 27.7%, 31.6% და 41.3% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 1000, 2000, ან 3000 მგ ლევეტირაცეტამს, შესაბამისად, და პლაცებოზე მყოფ პაციენტებში იყო 12.6%.

პედიატრიული პოპულაცია

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში (4-16 წლის) განისაზღვრა 14-კვირიან, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 198 პაციენტი. ამ კვლევაში პაციენტებმა მიიღეს ლევეტირაცეტამის ფიქსირებული დოზა 60 მგ/კგ/დღეში (დღეში ორჯერ).

ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 44.6%-ს და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 19.6%-ს ჰქონდა კვირაში 50%-ით ან მეტი ფოკალური გულყრების შემცირება საწყისიდან. გრძელვადიანი მკურნალობით, პაციენტების 11.4% იყო გულყრების გარეშე სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და 7.2% იყო გულყრების გარეშე სულ მცირე 1 წლის განმავლობაში.

პედიატრიულ პაციენტებში (1 თვიდან 4 წლამდე ასაკის) ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა 116 პაციენტს და ჰქონდა მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღე. ამ კვლევაში პაციენტებს ენიშნებოდათ პერორალური ხსნარის დღიური დოზა 20 მგ/კგ, 25 მგ/კგ, 40 მგ/კგ ან 50 მგ/კგ ასაკობრივი ტიტრების დიაგრამების მიხედვით. ასევე ამ კვლევაში, გამოყენებული დოზა იყო 20 მგ/კგ/დღეში-დან ტიტრირებული 40 მგ/კგ/დღეში-მდე 1 თვიდან 6 თვემდე ასაკის ჩვილებში და 25 მგ/კგ/დღეში-დან ტიტრირებული 50 მგ/კგ/დღეში-მდე ჩვილებსა და ბავშვებში 6 თვიდან 4 წლის ასაკამდე. მთლიანი დღიური დოზა მიიღებოდა დღეში ორჯერ.

ეფექტურობის პირველადი საზომი იყო პასუხის სიხშირე (პაციენტთა პროცენტი ≥ 50% შემცირებით საწყისიდან საშუალო დღიური ფოკალური გულყრების სიხშირით), შეფასებული blinded central reader-ის მიერ 48-საათიანი ვიდეო EEG-ის გამოყენებით. ეფექტურობის ანალიზი შედგებოდა 109 პაციენტისგან, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ვიდეო EEG როგორც საწყის, ასევე შეფასების პერიოდში. ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 43.6% და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 19.6% მოაზრებოდნენ მოპასუხეებად. შედეგები შეესაბამება ასაკობრივ ჯგუფებში. გრძელვადიანი მკურნალობით, პაციენტთა 8.6% იყო გულყრების გარეშე სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და 7.8% იყო გულყრების გარეშე სულ მცირე 1 წლის განმავლობაში.

1 წელზე ნაკლები ასაკის 35 ჩვილი ფოკალური გულყრებით იყო გამოვლენილი პლაცებო საკონტროლო კლინიკურ კვლევებში, საიდანაც მხოლოდ 13 იყო 6 თვემდე ასაკის.

მონოთერაპია ფოკალური გულყრების მკურნალობისას მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც ახლად დიაგნოზირებული აქვთ ეპილეფსია.

ლევეტირაცეტამის, როგორც მონოთერაპიის ეფექტურობა დადგინდა ორმაგად ბრმა, პარალელური ჯგუფის, არა-ინფერიორულ შედარებაში კარბამაზეპინის კონტროლირებადი გამოთავისუფლების (CR) 576 პაციენტში 16 წლის და უფროსი ასაკის ახლად ან ახლახანს დიაგნოზირებული ეპილეფსიით. პაციენტებს უნდა გამოევლინათ არაპროვოცირებული ფოკალური გულყრები ან მხოლოდ გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ კარბამაზეპინზე CR 400 – 1200 მგ/დღეში ან ლევეტირაცეტამზე 1000-3000 მგ/დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა იყო 121 კვირამდე, პასუხის მიხედვით.

ექვსთვიანი გულყრებისგან თავისუფლება მიღწეული იქნა ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 73.0%-ში და კარბამაზეპინ-CR-ით ნამკურნალები პაციენტების 72.8%-ში. მორგებული აბსოლუტური სხვაობა მკურნალობას შორის იყო 0.2% (95% CI: -7.8 8.2). სუბიექტების ნახევარზე მეტი დარჩა გულყრების გარეშე 12 თვის განმავლობაში (სუბიექტების 56.6% და 58.5% ლევეტირაცეტამზე და კარბამაზეპინ-CR-ზე, შესაბამისად).

კვლევაში, რომელიც ასახავს კლინიკურ პრაქტიკას, თანმხლები ანტიეპილეფსიური მედიკამენტები გაუქმება შესაძლებელი იყო პაციენტთა შეზღუდულ რაოდენობაში, რომლებიც პასუხობდნენ ლევეტირაცეტამის დამხმარე თერაპიას (36 ზრდასრული პაციენტი 69-დან).

იუვენილური მიოკლონური გულყრების დამხმარე მკურნალობა 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში არასრულწლოვანთა მიოკლონური ეპილეფსიით

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა ორმაგ ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში 16 კვირის ხანგრძლივობით, 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია მიოკლონური გულყრებით სხვადასხვა სინდრომებში. პაციენტთა უმრავლესობას ჰქონდა არასრულწლოვანთა მიოკლონური ეპილეფსია. ლევეტირაცეტამის დოზა, რომელიც გამოყენებულია ამ კვლევაში, არის სულ 3000 მგ/დღეში დაყოფილი ორ თანაბარ დოზად.

ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 58.3%-ს და პლაცებოს მკურნალ პაციენტების 23.3%-ს აღენიშნებოდა მიოკლონური გულყრების მინიმუმ 50%-ით ყოველკვირეული შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობით, პაციენტების 28.6%-ს არ ჰქონდა მიოკლონური გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 21.0%-ს არ ჰქონდა მიოკლონური გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

დამხმარე თერაპია პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა 24-კვირიან ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა მოზრდილებს, მოზარდებს და იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების შეზღუდულ რაოდენობას პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური (PGTC) კრუნჩხვით სხვადასხვა სინდრომებში (იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია, იუვენილური აბსანს ეპილეფსია, ბავშვთა აბსანს ეპილეფსია, ან ეპილეფსია Grand Mal-ის გულყრებით გაღვიძებისას). ლევეტირაცეტამის დოზა ამ კვლევაში იყო 3000 მგ/კგ/დღეში, დაყოფილი ორ თანაბარ დოზად, მოზარდებისთვის და მოზრდილებისთვის, ან 60 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი ორ თანაბარ დოზად, ბავშვებისთვის.

ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 72.2%-ს და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 45.2%-ს ჰქონდა კვირაში PGTC გულყრების სიხშირის 50%-ით ან მეტი შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობისას, პაციენტთა 47.4%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური კრუნჩხვები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 31.5%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური კრუნჩხვები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

ლევეტირაცეტამი კარგად ხსნადი და გამჭვირვალე ნივთიერებაა და გააჩნია ხაზობრივი და სტაციონარული ფარმაკოკინეტიკური პროფილი, დაბალი ინტრა- და ინტერ-სუბიექტური ცვლილებებით. განმეორებითი გამოყენებისას კლირენსი არ იცვლება. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება შესაბამისი სქესის, რასის ან ცირკადული ცვალებადობის შესახებ. ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ეპილეფსიის მქონე პაციენტებს შორის.

მისი სრული და ხაზოვანი შეწოვის გამო, ლევეტირაცეტამის პერორალური დოზიდან პლაზმაში კონცენტრაციის პროგნოზირება შესაძლებელია, გამოხატული მგ/კგ სხეულის წონით. ამიტომ პლაზმური დონის მონიტორინგი საჭირო არ არის.

მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში გამოვლენილია კორელაცია ლევეტირაცეტამის ნერწყვის და პლაზმურ კონცენტრაციებს შორის (პერორალური ტაბლეტების ისევე როგორც პერორალური ხსნარის მიღებიდან 4 საათის შემდეგ მისი ნერწყვი/პლაზმა კონცენტრაციების შეფარდება მერყეობს 1-1.7 შორის).

შეწოვა

ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია. პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1.3 საათში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დღეში ორჯერადი მიღებიდან ორი დღის შემდეგ. პიკური კონცენტრაციები (Cmax) ჩვეულებრივ არის 31 და 43 მკგ/მლ 1,000 მგ ერთჯერადი დოზის და 1,000 მგ დღეში ორჯერ განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, შესაბამისად. შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და არ იცვლება საკვებით.

განაწილება

ადამიანებში ქსოვილებში განაწილების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის პლაზმის ცილებთან შეკავშირება არ არის მნიშვნელოვანი (<10%). განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 0,5-0,7 ლ/კგ, რაც ახლოსაა სხეულის წყლის საერთო მოცულობასთან.

ბიოტრანსფორმაცია

ლევეტირაცეტამი ადამიანებში ინტენსიურად არ მეტაბოლიზდება. ძირითადი მეტაბოლური გზა (დოზის 24%) არის აცეტამიდის ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. ღვიძლის ციტოქრომ P450 იზოფორმები არ თამაშობენ როლს ucb L057 პირველადი მეტაბოლიტის ფორმირებაში. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი გაზომვადია ბევრ ქსოვილში, მათ შორის სისხლის უჯრედებში. Ucb L057 მეტაბოლიტი არ არის ფარმაკოლოგიურად აქტიური.

გარდა ამისა, გამოვლენილია ორი უმნიშვნელო მეტაბოლიტი. ერთი მიიღეს პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილაციით დოზის 1,6% და მეორე - პიროლიდონის რგოლის გახსნით დოზის 0,9%. სხვა დაუდგენელი კომპონენტები შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.6%-ს.

ლევეტირაცეტამის ან მისი მთავარი მეტაბოლიტისათვის in vivo არ დაფიქსირებულა ენანთიომერული ინტერკონვერსია.

in vitro, ლევეტირაცეტამი და მისი პირველადი მეტაბოლიტი არ აინჰიბირებს ადამიანის ღვიძლის ციტოქრომ P450-ის ძირითად იზოფორმებს (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 1A2), გლუკურონილ ტრანსფერაზას (UGT1A1A1 და UGT1A1 აქტივობას). გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას ვალპროის მჟავას in vitro გლუკურონიდაციაზე.

ლევეტირაცეტამს ჰქონდა მცირე ან საერთოდ არანაირი გავლენა CYP1A2, SULT1E1 ან UGT1A1 აქტივობაზე ადამიანის ღვიძლის უჯრედების კულტურებში. ლევეტირაცეტამმა გამოიწვია CYP2B6 და CYP3A4-ის უმნიშვნელო ინდუქცია. in vitro მონაცემები და in vivo ურთიერთქმედების მონაცემები პერორალურ კონტრაცეპტივებზე, დიგოქსინსა და ვარფარინზე მიუთითებს, რომ არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი in vivo ფერმენტული ინდუქცია. ამიტომ ეპიქსის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყოფა

პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში იყო 7±1 საათი და არ იცვლებოდა არც დოზის, არც მიღების გზით და არც განმეორებითი მიღების მიხედვით. სხეულის საშუალო საერთო კლირენსი იყო 0,96 მლ/წთ/კგ.

გამოყოფის ძირითადი გზა იყო შარდი, რაც შეადგენს დოზის საშუალოდ 95%-ს (დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში). განავლით გამოყოფა შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.3%-ს.

ლევეტირაცეტამის და მისი მთავარი მეტაბოლიტის კუმულაციური შარდით გამოყოფა შეადგენდა დოზის 66%-ს და 24%-ს, შესაბამისად, პირველი 48 საათის განმავლობაში.

ლევეტირაცეტამის და ucb L057-ის თირკმლისმიერი კლირენსი არის 0,6 და 4,2 მლ/წთ/კგ შესაბამისად. ეს ხდება იმის გამო, რომ ლევეტირაცეტამი შეიწოვება გლომერულური ფილტრაციით და შემდგომი მილაკოვანი რეაბსორბციით; მთავარი მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციით გლომერულ ფილტრაციასთან ერთად. ლევეტირაცეტამის ელიმინაცია დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან.

განსაკუთრებული მახასიათებლები პაციენტებში

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

როგორც ლევეტირაცეტამის, ასევე მისი პირველადი მეტაბოლიტის აშკარა კლირენსი დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. მიტომ რეკომენდებულია ეპიქსის შემანარჩუნებელი დღიური დოზის კორექტირება კრეატინინის კლირენსის მიხედვით თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი). ანურიული თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე მოზრდილ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 25 და 3.1 საათი ინტერდიალიზური და ინტრადიალიზური პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად. ლევეტირაცეტამის ფრაქციული მოცილება იყო 51% ტიპიური 4-საათიანი დიალიზის სესიის დროს.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევეტირაცეტამის კლირენსის ცვლილება არ შეინიშნება. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნაჩვენებია ლევეტირაცეტამის კლირენსის 50%-ზე მეტი შემცირება თირკმლის თანმხლები ფუნქციის დარღვევის გამო (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი)

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვები (4-12 წელი)

6-12 წლის ასაკის ეპილეფსიის მქონე ბავშვებში 20 მგ/კგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში არის 6 საათი. სხეულის წონის მიხედვით კორექტირებული კლირენსი იყო დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალი, ვიდრე ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში.

4-დან 12 წლამდე ასაკის ეპილეფსიის მქონე ბავშვებში 20-60 მგ/კგ/დღეში განმეორებითი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვებოდა. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 0,5-დან 1,0 საათამდე. ხაზოვანი და დოზა-პროპორციული მატება დაფიქსირდა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციისა და მრუდის ქვეშ ფართობისათვის. ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 5 საათი. სხეულის კლირენსი იყო 1.1 მლ/წთ/კგ.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 40%-ით (10-11 საათი) ამ პოპულაციაში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ეპიქსი შემოგარსული ტაბლეტები 1000 მგ

ABDİ İBRAHİM

პროდუქტის მოკლე შეჯამება

სამკურნალო საშუალების დასახელება

ეპიქსი 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება

თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტშია

ლევეტირაცეტამი 1000 მგ

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებების სანახავად იხ. ნაწილი 6.1

ფარმაცევტული ფორმა

შემოგარსული ტაბლეტი

მოთეთრო ფერის ოვალური, ამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტი ცალ მხარეს გამყოფი მაჩვენებლით.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

როგორც დამხმარე მკურნალობა ფოკალური გულყრების დროს მეორადი გენერალიზებული განვითარებით ან მის გარეშე 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში,

როგორც დამხმარე მკურნალობა მიოკლონური გულყრების დროს მოზარდებსა და მოზრდილებში იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით 12 წელზე ასაკის ზემოთ,

როგორც დამხმარე მკურნალობა პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების დროს 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში იდიოპათური გენერალიზებული ეპილეფსიით,

გამოიყენება როგორც მონოთერაპია ფოკალური გულყრების დროს მეორადი გენერალიზებული განვითარებით ან მის გარეშე 16 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტებში.

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

სრული დღიური დოზა უნდა იყოს დაყოფილი ორ თანაბარ დოზად.

მონოთერაპია

მოზრდილებსა და 16 წელზე ზემოთ მოზარდებში

რეკომენდებული საწყისი დოზა იგივეა რაც დამხმარე თერაპიის შემთხვევაში (იხ. ქვემოთ).

დამხმარე მკურნალობა

მოზრდილები (≥18 წელი) და 50 კგ ზე მეტი წონის მოზარდები (12-17 წელი)

მკურნალობის საწყისი დოზაა 500 მგ დღეში ორჯერ. ამ დოზის მიღება შეიძლება მკურნალობის დაწყებიდან პირველივე დღეს. თუმცა, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს უფრო დაბალი 250 მგ დოზა დღეში ორჯერ, გულყრების შემცირების და გვერდითი მოვლენების განვითარების პოტენციალების გათვალისწინებით. ამ დოზის გაზრდა შესაძლებელია დღეში ორჯერ 500 მგ-მდე ორი კვირის შემდეგ.

კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1500 მგ-მდე დღეში ორჯერ. დოზირება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს 250მგ-დან 500 მგ-მდე ორჯერ დღეში ყოველ 2-4 კვირაში.

4-11 წლამდე ბავშვებსა და 50კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებში (12-17 წელი)

4 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში რეკომენდებულია ეპიქსის პერორალური ხსნარის გამოყენება.

საწყისი მკურნალობის დოზაა 10 მგ/კგ დღეში ორჯერ.

კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 მგ/კგ-მდე დღეში ორჯერ. დოზირება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ყოველ 2 კვირაში, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ-ს დღეში ორჯერ.. ყველა ჩვენებისთვის უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

ყველა ჩვენებისთვის 50 კგ და მეტი წონის ბავშვებში დოზა იგივეა, რაც მოზრდილებში. ყველა ჩვენებისთვის იხ. მოზრდილები (≥18 წელი) და 50 კგ-ზე მეტი წონის მოზარდები (12-17 წელი) ზემოთ.

ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი ფარმაცევტული ფორმა და დოზა სხეულის წონის და დოზის გათვალისწინებით.

რეკომედებული დოზა ბავშვებსა და მოზარდებში

წონა

საწყისი დოზა: 10 მგ/კგ დღეში ორჯერ

მაქსიმუმი დოზა: 30 მგ/კგ დღეში ორჯერ

15 კგ(1)

150 მგ დღეში ორჯერ

450 დღეში ორჯერ

20 კგ(1)

200 მგ დღეში ორჯერ

600 მგ დღეში ორჯერ

25 კგ

250 მგ დღეში ორჯერ

750 მგ დღეში ორჯერ

50 კგ და ზემოთ(2)

500 მგ დღეში ორჯერ

1500 მგ დღეში ორჯერ

(1) რეკომენდებულია 25 კგ და ნაკლები წონის ბავშვებმა მკურნალობა დაიწყონ ეპიქსი 100 მგ/მლ პერორალური ხსნარით.

(2) 50 კგ და მეტი წონის ბავშვებსა და მოზარდებში დოზირება იგივეა, რაც მოზრდილებში.

მკურნალობის შეწყვეტა

რეკომენდაცია, რომელიც შეესაბამება მიმდინარე კლინიკურ გამოცდილებას, არის ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტა დოზის თანდათანობითი შემცირებით. (მაგ. მოზრდილებსა და 50 კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში დოზა უნდა შემცირდეს 2x500 მგ/დღით ყოველ 2-4 კვირაში; ბავშვებსა და 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდებში დოზა უნდა შემცირდეს 2x10 მგ/კგ/დღით ყოველ 2 კვირაში).

გამოყენების წესი

შემოგარსული ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად და გადაყლაპოთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. მისი მიღება შეიძლება საკვებთან ან საკვების გარეშე. პერორალური მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამმა შესაძლოა დატოვოს მწარე გემო.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

დღიური დოზა ინდივიდუალიზირებულია თირკმლის ფუნქციონირების მიხედვით.

მოზრდილ პაციენტებში დოზის კორექტირებისთვის გამოიყენება შემდეგი ცხრილი.

ამ დოზირების ცხრილის გამოსაყენებლად პაციენტის კრეატინინის კლირენსი(CLcr) უნდა გამოითვალოს მლ/წთ-ებით. 50 კგ და მეტი წონის მოზრდილებისა და მოზარდებისთვის, CLcr მლ/წთ მნიშვნელობა გამოითვლება შრატის კრეატინინის (მგ/დლ) მნიშვნელობის ჩანაცვლებით ქვემოთ მოცემულ ფორმულაში.

3654107213995[x 0.85 (ქალებში)]

[x 0.85 (ქალებში)]

[140-ასაკი (წელი)] x წონა (კგ)

20812138699600CLcr (მლ/წთ) =

72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)

შემდეგ CLcr რეგულირდება სხეულის ზედაპირის ფართობისთვის (BSA) შემდეგნაირად:

3482975236537x1.73

x1.73

CLcr (მლ/წთ)

308927586995CLcr (mL/dak/1.73 m2) =

BSA სუბიექტი (მ2)

დოზის კორექცია მოზრდილებში და 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზარდებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1.73 მ2)

დოზა და დოზის სიხშირე

ნორმალური

>80

500-1500 მგ ორჯერ დღეში

მსუბუქი

50-79

500-1000 მგ ორჯერ დღეში

საშუალო

30-49

250-750 მგ ორჯერ დღეში

მძიმე

<30

250-500 მგ ორჯერ დღეში

პაციენტები თირკმლის ბოლო სტადიის უკმარისობით და დიალიზზე (1)

-

500-1000 მგ დღეში ერთხელ (2)

(1) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდირებულია 750 მგ დატვირთვის დოზა.

(2) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 250-500 მგ დამატებითი დოზა.

ვინაიდან ლევეტირაცეტამის კლირენსი დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციასთან, თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში ლევეტირაცეტამის დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით. ეს რეკომენდაცია ეფუძნება თირკმელების უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში ჩატარებულ კვლევას.

CLcr როგორც მლ/წთ/1.73 მ2; ახალგაზრდა მოზარდებისა და ბავშვებისთვის, ეს შეიძლება შეფასდეს შრატში კრეატინინის (მგ/დლ) განსაზღვრით შემდეგი ფორმულის გამოყენებით (შვარცის ფორმულა):

სიმაღლე (სმ) x ks

2979895148590CLcr (მლ/წთ/1.73 მ2) =

შრატის კრეატინინი (მგ/დლ)

ks= 0.55 13 წლის ასაკამდე ბავშვებსა და მოზარდ ქალებში;

ks= 0.7 მოზარდ მამაკაცებში

დოზის კორექცია ბავშვებსა და მოზარდ 50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1.73 მ2)

დოზირება და დოზის სიხშირე(1)

4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდები

ნორმალური

>80

10-30 მგ/კგ (0.10-0.30 მლ/კგ) ორჯერ დღეში

მსუბუქი

50-79

10-20 მგ/კგ (0.10-0.20 მლ/კგ) ორჯერ დღეში

საშუალო

30-49

5-15 მგ/კგ (0.05-0.15 მლ/კგ) ორჯერ დღეში

მძიმე

<30

5-10 მგ/კგ (0,05-0,10 მლ/კგ) ორჯერ დღეში

პაციენტები თირკმლის ბოლო სტადიის უკმარისობით და დიალიზზე

-

10-20 მგ/კგ (0.10-0.20მლ/კგ) დღეში ერთხელ (2) (3)

(1) ეპიქსის პერორალური ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 250 მგ-ზე ნაკლები დოზებისთვის, 250 მგ-ზე მეტი დოზებისთვის, როდესაც დოზირების რეკომენდაცია არ არის მიღწეული მრავალი ტაბლეტის მიღებით და პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა.

(2) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია დატვირთვის დოზა 15 მგ/კგ (0.15 მლ/კგ).

(3) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია დამატებითი დოზა 5-10 მგ/კგ (0,05-0,10 მლ/კგ).

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსი შეიძლება ადეკვატურად არ ასახავდეს თირკმლის უკმარისობას. ამიტომ, რეკომენდებულია დღიური შემანარჩუნებელი დოზის 50%-ით შემცირება იმ შემთხვევებში, როდესაც კრეატინინის კლირენსი არის <60 მლ/წთ/1,73 მ2.

პედიატრიული პოპულაცია

ეპიქსის შემოგარსული ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეპიქსის პერორალური ხსნარი არის წარმოდგენილი ფორმა, რომელიც გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. გარდა ამისა, ტაბლეტების ამჟამინდელი დოზირების სიძლიერე არ არის შესაფერისი 25 კგ-მდე ბავშვების საწყისი მკურნალობისთვის, ყლაპვის გაძნელების მქონე პაციენტებისთვის და 250 მგ-ზე დაბალი დოზებისთვის. ყველა ამ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ეპიქსის პერორალური ხსნარი.

ეპიქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება, როგორც მონოთერაპიის მკურნალობა ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში, დადგენილი არ არის. ამ მიზეზით, ის არ გამოიყენება როგორც მონოთერაპია ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის) რეკომენდებულია დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში. (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი, თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა).

უკუჩვენებები

ლევეტირაცეტამი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს ჰიპერმგრძნობელობა პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან 6.1-ში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თირკმლის მწვავე დაზიანება

ლევეტირაცეტამის გამოყენება ძალიან იშვიათად ასოცირდება თირკმლის მწვავე დაზიანებასთან, დაწყების დრო რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ამიტომ რეკომენდებულია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის შერჩევისას პირველ რიგში თირკმლის ფუნქციების შეფასება. (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი).

სისხლის უჯრედების რაოდენობა

ლევეტირაცეტამის მიღებასთან ერთად აღწერილია სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების იშვიათი შემთხვევები (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და პანციტოპენია) ზოგადად მკურნალობის დასაწყისში. სისხლის უჯრედების სრული დათვლა რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძლიერი დაღლილობა, პირექსია, მორეციდივე ინფექციები ან კოაგულაციის დარღვევები. (იხ., ნაწილი 4.8 გვერდითი მოვლენები).

სუიციდი

სუიციდი, სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები და ქცევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით (ლევეტირაცეტამის ჩათვლით). ანტიეპილეფსიური პრეპარატების რანდომიზებული პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკის მცირე ზრდა. ამ რისკის მექანიზმი უცნობია. დეპრესიის, სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკის გამო პაციენტებზე უნდა მოხდეს მკაცრი მეთვალყურეობა და განიხილებოდეს შესაბამისი მკურნალობა. დეპრესიის სიმპტომების, სუიციდური აზრების და ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტს და მის ახლობლებს უნდა მიეცეს რჩევა, მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

პათოლოგიური და აგრესიული ქცევა

ლევეტირაცეტამმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზური სიმპტომები და ქცევითი დარღვევები, როგორიცაა გაღიზიანება და აგრესია. ლევიტრაცეტამით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებზე საჭიროა ფსიქიატრიული ნიშნების განვითარებაზე მონიტორინგი, რომლებიც მიუთიტებენ განწყობის და/ან პიროვნების მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ასეთი ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს მკურნალობის შესაბამისი კორექტირება ან პრეპარატის თანდათანობითი შეწყვეტა. პრეპარატის შეწყვეტის განხილვის შემთხვევაში იხ. ნაწილი 4.2.

გულყრების გაუარესება

ისევე როგორც სხვა სახის ანტიეპილეფსიური საშუალებების შემთხვევაში, ლევეტირაცეტამმა შეიძლება იშვიათად გააუარესოს გულყრების სიხშირე ან სიმძიმე. ეს პარადოქსული ეფექტი ძირითადად დაფიქსირდა ლევეტირაცეტამის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველი თვის განმავლობაში და შექცევადი იყო მისი შეწყვეტის ან დოზის შემცირებისას. ეპილეფსიის გამწვავების შემთხვევაში პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ეფექტურობის ნაკლებობა ან გულყრების გაუარესება დაფიქსირდა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, რომლებიც დაკავშირებულია ნატრიუმის ძაბვით დახურული არხის ალფა სუბერთეულის 8 (SCN8A) მუტაციებთან.

ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება

პოსტმარკეტინგული მონიტორინგის დროს დაფიქსირდა ეკგ QT ინტერვალის გახანგრძლივების იშვიათი შემთხვევები. ლევეტირაცეტამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QTc ინტერვალის გახანგრძლივება, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ წამლებით, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc-ინტერვალზე, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ადრე არსებული გულის დაავადება ან ელექტროლიტური დარღვევები.

პედიატრიული პოპულაცია

ტაბლეტის ფორმულირება არ არის ადაპტირებული ჩვილებისა და 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

ბავშვებში არსებული მონაცემები არ მიუთითებს ზემოქმედებაზე ზრდასა და პუბერტატზე. თუმცა, მისი გრძელვადიანი ზემოქმედება ბავშვებში სწავლაზე, ინტელექტზე, ზრდაზე, ენდოკრინულ ფუნქციაზე, პუბერტატზე და მშობიარობის პოტენციალზე უცნობია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები

მოზრდილებში ჩატარებული კლინიკური კვლევების პრემარკეტინგული მონაცემები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას არსებული ანტიეპილეფსიური მედიკამენტების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) შრატში კონცენტრაციაზე და რომ ეს ანტიეპილეფსიური საშუალებები არ ახდენს გავლენას ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

როგორც მოზრდილებში, არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების მტკიცებულება პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 60 მგ/კგ/დღეში დოზით.

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (4-დან 17 წლამდე) ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რეტროსპექტულმა შეფასებამ დაადასტურა, რომ პერორალურად მიღებული ლევეტირაცეტამი არ ახდენდა გავლენას კარბამაზეპინის და ვალპროატის სტაბილურ მდგომარეობაში კონცენტრაციაზე. თუმცა, მონაცემები მიუთითებს ლევეტირაცეტამის 20%-ით უფრო მაღალ კლირენსზე ბავშვებში, რომლებიც იღებენ ფერმენტის მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პრობენეციდი

პრობენეციდი (500 მგ 4-ჯერ დღეში), პრეპარატი, რომელიც ბლოკავს თირკმელიდან მილაკოვან სეკრეციას, ნაჩვენებია, რომ თრგუნავს ლევეტირაცეტამის თირკმლის კლირენსს, მაგრამ არა მის ძირითად მეტაბოლიტს. ამის მიუხედავად, ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია რჩება დაბალი.

მეთოტრექსატი

ცნობილია, რომ ლევეტირაცეტამის და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება ამცირებს მეტოტრექსატის კლირენსს, რაც იწვევს სისხლში მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდას/გახანგრძლივებას პოტენციურად ტოქსიკურ დონემდე. სისხლში მეტოტრექსატის და ლევეტირაცეტამის დონეები გულდასმით უნდა შემოწმდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ ამ ორი პრეპარატით.

პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ლევეტირაცეტამის 1000 მგ დღიური დოზა არ ცვლის ორალური კონტრაცეპტივების (ეთინილ-ესტრადიოლი, ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკას და ენდოკრინულ პარამეტრებს (ლუტეინირების ჰორმონი და პროგესტერონი).

ლევეტირაცეტამი 2000 მგ/დღეში არ ახდენდა გავლენას დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე; პროთრომბინის დრო უცვლელი იყო. დიგოქსინის, პერორალური კონტრაცეპტივების და ვარფარინის ერთდროული გამოყენება არ იმოქმედებს ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ლაქსატივები

არსებობს ცალკეული შეტყობინებები ლევეტირაცეტამის ეფექტურობის შემცირების შესახებ პერორალურ ლევეტირაცეტამთან და ოსმოსურ ლაქსატივ მაკროგოლთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ მაკროგოლის მიღება არ შეიძლება პერორალურად ლევეტირაცეტამის გამოყენებამდე ერთი საათით ადრე ან ერთი საათის შემდეგ.

საკვები და ალკოჰოლი

საკვებმა არ იმოქმედა ლევეტირაცეტამის შეწოვის ხარისხზე, მაგრამ შეწოვის სიჩქარე ოდნავ შემცირდა. არ არსებობს მონაცემები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრიული პოპულაცია

როგორც მოზრდილებში, არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედების მტკიცებულება პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დოზებით 60 მგ/კგ/დღეში.

რეტროსპექტულმა ფარმაკოკინეტიკურმა ურთიერთქმედების შეფასებამ ბავშვებსა და მოზარდებ (4-დან 17 წლამდე) ეპილეფსიის მქონე პაციენტებში დაადასტურა, რომ პერორალური ლევეტირაცეტამით დამხმარე თერაპია არ ახდენს გავლენას კარბამაზეპინის და ვალპროის მჟავას შრატში წონასწორულ კონცენტრაციებზე. თუმცა, მონაცემებმა აჩვენა, რომ ფერმენტების გამომწვევი ანტიეპილეფსიური საშუალებები ზრდის ლევეტირაცეტამის კლირენსს ბავშვებში 20%-ით. დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რჩევა

ორსულობის კატეგორია: C.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)

ეპიქსი არ არის რეკომენდებული რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას, თუ ეს კლინიკურად აუცილებელი არ არის.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა მიმართონ სპეციალისტ ექიმს. ლევეტირაცეტამით მკურნალობა ხელახლა უნდა შეფასდეს ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ისევე როგორც ყველა ანტიეპილეფსიური საშუალების შემთხვევაში, ლევეტირაცეტამით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უეცარი გულყრები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები დედასა და მის მუცლადმყოფ შვილზე. შეძლებისდაგვარად უფრო სასურველია მონოთერაპია, რადგან სხვადასხვა ანტიეპილეფსიური მედიკამენტის შეიძლება ასოცირებული იყოს თანდაყოლილი მანკების უფრო მაღალ რისკთან, ვიდრე მონოთერაპია, თანმხლებ ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე დამოკიდებულებით.

ორსულობის პერიოდი

მიუხედავად ლევეტირაცეტამის მონოთერაპიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორსული ქალების პოსტმარკეტინგული მონაცემების დიდი რაოდენობისა (1800-ზე მეტი, მათ შორის 1500-ზე მეტი ექსპოზიცია მოხდა პირველ ტრიმესტრში), კვლევა არ მიუთითებს ძირითადი თანდაყოლილი მალფორმაციების რისკის ზრდაზე. არსებობს მხოლოდ შეზღუდული მტკიცებულება დაბადებამდე ლევეტირაცეტამით მონოთერაპიის ქვეშ მყოფი ბავშვების ნეიროგანვითარების შესახებ. თუმცა, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კვლევები (დაახლოებით 100 ბავშვზე) არ მიუთითებს ნეიროგანვითარების დარღვევების ან შეფერხების გაზრდის რისკზე. სხვადასხვა ანტიეპილეფსიური საშუალებებით ერთდროული მკურნალობა დაკავშირებულია თანდაყოლილი მანკების უფრო მაღალ რისკთან ვიდრე მონოთერაპიასთან და ამიტომ უფრო სასურველია მონოთერაპია. განვითარების მცირე ცვლილებები დაფიქსირდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ., ნაწილი 5.3 "პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები”).

ეპიქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კლინიკურად ეს აუცილებელია. თუ ფრთხილი ​​განხილვის შემდეგ ჩაითვლება კლინიკურად აუცილებელი, რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

ორსულობის დროს ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლევეტირაცეტამის კონცენტრაციაზე. არსებობს შეტყობინებები ორსულობის დროს ლევეტირაცეტამის კონცენტრაციის შემცირების შესახებ. ეს შემცირება ძირითადად აღინიშნა მესამე ტრიმესტრში (60%-მდე ბაზალური კონცენტრაცია ორსულობამდე). დარწმუნდით, რომ ორსული ქალები, რომლებიც მკურნალობენ ლევეტირაცეტამით, გადიან კლინიკურ მონიტორინგს.

ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს დაავადება და ეს საზიანო იყოს დედისთვის და ნაყოფისთვის.

ლაქტაციის პერიოდი

ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ეპიქსით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. თუმცა, ძუძუთი კვების ან ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტა/არიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვისთვის ძუძუთი კვების დროს მიყენებული რისკი და მეძუძური დედისთვის ეპიქსით მკურნალობის დროს მიღებული სარგებელი.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფერტილობაზე გავლენას არ ახდენს (იხ., ნაწილი 5.3 “პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები”). კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.

ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ლევეტირაცეტამს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ასერომ, შესაძლო განსხვავებული ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო, ძილიანობა ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას.

ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც ასრულებენ კვალიფიციურ დავალებებს, მაგ. მანქანების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა. არ არის რეკომენდირებული პაციენტებისთვის სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმების გამოყენება მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ მათი უნარები არ იმოქმედებს ასეთი აქტივობების შესრულებაზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებია ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. გვერდითი რეაქციების პროფილი, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ, ეფუძნება პლაცებოზე კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზს ყველა შესწავლილ ჩვენებაზე, სულ 3416 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევეტირაცეტამით. ეს მონაცემები დადასტურებულია ლევეტირაცეტამის გამოყენებასთან შესაბამის ღია ეტიკეტირების გაფართოების კვლევებში, ასევე პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში. ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილი ზოგადად მსგავსია ასაკობრივ ჯგუფებში (მოზრდილები და პედიატრიული პაციენტები) და ეპილეფსიის დამტკიცებული ჩვენებების მიხედვით.

კლინიკურ კვლევებში მოხსენებული გვერდითი მოვლენები (მოზრდილები, მოზარდები, ბავშვები და ჩვილები > 1 თვე) და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან ჩამოთვლილია შემდეგ ცხრილში ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100,<1/ 10); არახშირი (≥1/1.000,<1/100); იშვიათი (≥1/10.000,<1/1.000 ); ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი (ხელმისაწვდომი მონაცემებით დადგენა შეუძლებელია).

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირი: ნაზოფარინგიტი

იშვიათი: ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

არახშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათი: ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი: წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიის ჩათვლით)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი: ანორექსია

არახშირი: წონის მომატება, წონის დაკლება

იშვიათი: ჰიპონატრიემია

ფსიქიატრიული დარღვევები

ხშირი: დეპრესია, მტრული განწყობა/აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა /გაღიზიანება

არახშირი: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები, ფსიქოზური აშლილობები, ქცევითი დარღვევები, ჰალუცინაციები, ბრაზი, დაბნეული მდგომარეობა, პანიკური შეტევა, ემოციური ლაბილობა/განწყობის ცვალებადობა, აგზნება.

იშვიათი: სუიციდი, პიროვნების დარღვევები, პათოლოგიური აზრები, დელირიუმი

ძალიან იშვიათი: ​​ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა **

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი

ხშირი: კონვულსიები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ლეთარგია, ტრემორი

არახშირი: ამნეზია, მეხსიერების დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა/ატაქსია, პარესთეზია, ყურადღების გაფანტულობა

იშვიათი: ​​ქორეოათეტოზი, დისკინეზია, ჰიპერკინეზია, სიარულის გაძნელება, ენცეფალოპათია, გულყრების გამწვავება, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი*

დარღვევები თვალის მხრივ

არახშირი: ორმაგი ხედვა, ბუნდოვანი ხედვა

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ხშირი: თავბრუსხვევა

დარღვევები გულის მხრივ

იშვიათად: ​​ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხშირი: ხველა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

ხშირი: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება

იშვიათი: პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირი: ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ანალიზები

იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათი: თირკმლის მწვავე დაზიანება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი: გამონაყარი

არახშირი: ალოპეცია, ეგზემა, ქავილი

იშვიათი: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები

არახშირი: კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი (მიალგია)

იშვიათი: რაბდომიოლიზი და სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება*

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა

ხშირი: ასთენია/დაღლილობა

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

არახშირი: დაზიანება

  • პრევალენტობა მნიშვნელოვნად მაღალია იაპონელ პაციენტებში, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
  • * ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები OCD-ის ან ფსიქიატრიული აშლილობის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული მონიტორინგის დროს.

შერჩეული გვერდითი მოვლენების იდენტიფიცირება

ანორექსიის რისკი უფრო მაღალია, თუ ტოპირამატი გამოიყენება ეპიქსთან ერთად. ალოპეციის რამდენიმე შემთხვევაში, გაუმჯობესება აღინიშნა ეპიქსით მკურნალობის შეწყვეტისას.

პანციტოპენიის ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა ძვლის ტვინის დათრგუნვა.

ენცეფალოპათიის შემთხვევები ზოგადად აღინიშნა მკურნალობის დასაწყისში (რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე) და გაქრა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

პედიატრიული პოპულაცია

1 თვიდან 4 წლამდე ასაკის პაციენტებში, სულ 190 პაციენტი მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოზე კონტროლირებად და ღია ეტიკეტირების დამატებით კვლევებში. ამ პაციენტებიდან 60 მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში. სულ 4-დან 16 წლამდე ასაკის 645 პაციენტი მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოზე კონტროლირებად და ღია ეტიკეტირებულ დამატებით კვლევებში. ამ პაციენტებიდან 233 მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში. ორივე პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში მიღებული მონაცემები დადასტურებულია პოსტმარკეტინგული გამოცდილებით.

გარდა ამისა, 12 თვეზე ნაკლები ასაკის 101 ჩვილი იყო ჩართული ავტორიზაციის შემდგომ უსაფრთხოების კვლევაში. ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაცია არ გამოვლენილა ეპილეფსიით დაავადებული 12 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებისთვის.

ლევეტირაცეტამის გვერდითი მოვლენების პროფილი ზოგადად მსგავსია ასაკობრივ ჯგუფებში და ეპილეფსიის დამტკიცებულ ჩვენებებში. პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში პედიატრიულ პაციენტებში მიღებული უსაფრთხოების შედეგები შეესაბამებოდა ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილს, გარდა ქცევითი დარღვევებისა და ფსიქიატრიული მდგომარეობისა, რომლებიც უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ღებინება (ძალიან ხშირი, 11,2%), აგზნება (ხშირი, 3,4%), განწყობის ცვალებადობა (ხშირი, 2,1%), აფექტური ლაბილობა (ხშიი, 1,7%), აგრესია (ხშირი, 8,2%). %), ქცევის დარღვევბა (ხშირი, 5.6%) და ლეთარგია (ხშირი, 3.9%) დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ასაკობრივ დიაპაზონში ან უსაფრთხოების საერთო პროფილში. 1 თვიდან 4 წლამდე ასაკის ახალშობილებსა და ბავშვებში, გაღიზიანებადობა (ძალიან ხშირი, 11.7%) და კოორდინაციის დარღვევა (ხშირად, 3.3%) დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ან უსაფრთხოების საერთო პროფილში.

ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი პედიატრიული უსაფრთხოების კვლევამ არა-ინფერიორული დიზაინით შეაფასა ლევეტირაცეტამის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიური ეფექტები 4-დან 16 წლამდე ბავშვებში ფოკალური გულყრებით. დაასკვნეს, რომ ლევეტირაცეტამი არ განსხვავდებოდა (არა-ინფერიორული) პლაცებოსგან Leiter-R ყურადღებისა და მეხსიერების, მეხსიერების ეკრანის კომპოზიტური ქულის ცვლილებასთან დაკავშირებით პროტოკოლის პოპულაციაში. ქცევით და ემოციურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შედეგები აჩვენებდა გაუარესებას ლევეტირაცეტამით ნამკურნალებ პაციენტებში აგრესიული ქცევით, რომელიც გაზომილია სტანდარტიზებული და სისტემატური გზით ვალიდირებული ინსტრუმენტის გამოყენებით (CBCL - Achenbach Child Behavior Checklist). თუმცა, სუბიექტებს, რომლებიც იღებდნენ ლევეტირაცეტამს გრძელვადიან ღია ეტიკეტირების შემდგომ კვლევაში, საშუალოდ არ აღენიშნებოდათ მათი ქცევითი და ემოციური ფუნქციონირების გაუარესება; კერძოდ, აგრესიული ქცევის ზომები არ იყო საწყისზე უარესი.

საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ავტორიზაციის შემდეგ პრეპარატის საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტყობინება მედიკამენტის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო პერსონალს მოეთხოვება შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TÜFAM). (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ:0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99)

ჭარბი დოზირება და მკურნალობა

სიმპტომები

ეპიქსით ჭარბი დოზირების შემდეგ დაფიქსირდა ძილიანობა, აგზნება, აგრესია, დაბნეულობა, რესპირატორული დეპრესია და კომა.

მკურნალობა

მწვავე დოზის გადაჭარბების შემდეგ კუჭის დაცლა შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით ან ღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. დიალიზით ექსტრაქციის ეფექტურობა არის 60% ლევეტირაცეტამისთვის და 74% მისი პირველადი მეტაბოლიტისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები, სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები

ათქ კოდი: N03AX14

აქტიური ნივთიერება, ლევეტირაცეტამი, არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინ აცეტამიდის S-ენანტიომერი), ქიმიურად არ არის დაკავშირებული არსებულ ანტიეპილეფსიურ აქტიურ ნივთიერებებთან.

მოქმედების მექანიზმი

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ახსნილი. in vitro და in vivo ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის უჯრედების ძირითად თვისებებს და ნორმალურ ნეიროტრანსმიციას..

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი გავლენას ახდენს ინტრანევრალურ Ca2+ დონეზე N-ტიპის Ca2+ დენის ნაწილობრივი ინჰიბირებით და ინტრანევრალური მარაგებიდან Ca2+ გამოყოფის შემცირებით. გარდა ამისა, იგი ნაწილობრივ აბრუნებს თუთიისა და β-კარბოლინების მიერ გამოწვეულ GABA და გლიცინით შემოსაზღვრული დენების შემცირებას. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი ნაჩვენებია in vitro კვლევებში, რომ აკავშირებს მღრღნელების ტვინის ქსოვილში არსებულ სპეციფიკურ ადგილს. ეს დამაკავშირებელი ადგილი არის სინაფსური ვეზიკულის ცილა 2A, რომელიც, სავარაუდოდ, ჩართულია ვეზიკულების შერწყმასა და ნეიროტრანსმიტერ ეგზოციტოზში. ლევეტირაცეტამი და მასთან დაკავშირებული ანალოგები აჩვენებენ აფინურობის რიგითობას სინაფსური ვეზიკულის პროტეინ 2A-სთან შეკავშირებისას, რაც კორელაციაშია მათი გულყრების საწინააღმდეგო დაცვის ძლიერებასთან თაგვების ეპილეფსიის აუდიოგენურ მოდელში. ეს აღმოჩენა ვარაუდობს, რომ ლევეტირაცეტამსა და სინაფსური ვეზიკულის პროტეინს 2A-ს შორის ურთიერთქმედება, როგორც ჩანს, ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის მოქმედების ანტიეპილეფსიურ მექანიზმს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლევეტირაცეტამი იწვევს გულყრებისგან დაცვას ფოკალური და პირველადი გენერალიზებული გულყრების ცხოველური მოდელების ფართო სპექტრში, პრო-კონვულსიური ეფექტის გარეშე. მისი პირველადი მეტაბოლიტი არააქტიურია. ადამიანებში აქტივობამ როგორც ფოკალური, ისე გენერალიზებული ეპილეფსიის პირობებში (ეპილეფსიური გამონადენი/ფოტოპაროქსიზმული პასუხი) დაადასტურა ლევეტირაცეტამის ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური პროფილი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ფოკალური გულყრების დამხმარე თერაპია მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებსა და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ეპილეფსიით

მოზრდილებში ლევეტირაცეტამის ეფექტურობა, რომელიც მიიღება ორ თანაბარ დოზად, ჯამში 1000 მგ, 2000 მგ ან 3000 მგ დღეში, ნაჩვენებია 3 ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში მკურნალობის ხანგრძლივობით 18 კვირამდე. გაერთიანებულ ანალიზში პაციენტების პროცენტი, რომლებმაც მიაღწიეს ფოკალური გულყრების საწყისიდან 50%-იან ან მეტ შემცირებას კვირაში სტაბილური დოზით იყო 27.7%, 31.6% და 41.3% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 1000, 2000, ან 3000 მგ ლევეტირაცეტამს, შესაბამისად, და პლაცებოზე მყოფ პაციენტებში იყო 12.6%.

პედიატრიული პოპულაცია

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში (4-16 წლის) განისაზღვრა 14-კვირიან, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 198 პაციენტი. ამ კვლევაში პაციენტებმა მიიღეს ლევეტირაცეტამის ფიქსირებული დოზა 60 მგ/კგ/დღეში (დღეში ორჯერ).

ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 44.6%-ს და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 19.6%-ს ჰქონდა კვირაში 50%-ით ან მეტი ფოკალური გულყრების შემცირება საწყისიდან. გრძელვადიანი მკურნალობით, პაციენტების 11.4% იყო გულყრების გარეშე სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და 7.2% იყო გულყრების გარეშე სულ მცირე 1 წლის განმავლობაში.

პედიატრიულ პაციენტებში (1 თვიდან 4 წლამდე ასაკის) ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა 116 პაციენტს და ჰქონდა მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღე. ამ კვლევაში პაციენტებს ენიშნებოდათ პერორალური ხსნარის დღიური დოზა 20 მგ/კგ, 25 მგ/კგ, 40 მგ/კგ ან 50 მგ/კგ ასაკობრივი ტიტრების დიაგრამების მიხედვით. ასევე ამ კვლევაში, გამოყენებული დოზა იყო 20 მგ/კგ/დღეში-დან ტიტრირებული 40 მგ/კგ/დღეში-მდე 1 თვიდან 6 თვემდე ასაკის ჩვილებში და 25 მგ/კგ/დღეში-დან ტიტრირებული 50 მგ/კგ/დღეში-მდე ჩვილებსა და ბავშვებში 6 თვიდან 4 წლის ასაკამდე. მთლიანი დღიური დოზა მიიღებოდა დღეში ორჯერ.

ეფექტურობის პირველადი საზომი იყო პასუხის სიხშირე (პაციენტთა პროცენტი ≥ 50% შემცირებით საწყისიდან საშუალო დღიური ფოკალური გულყრების სიხშირით), შეფასებული blinded central reader-ის მიერ 48-საათიანი ვიდეო EEG-ის გამოყენებით. ეფექტურობის ანალიზი შედგებოდა 109 პაციენტისგან, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ვიდეო EEG როგორც საწყის, ასევე შეფასების პერიოდში. ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 43.6% და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 19.6% მოაზრებოდნენ მოპასუხეებად. შედეგები შეესაბამება ასაკობრივ ჯგუფებში. გრძელვადიანი მკურნალობით, პაციენტთა 8.6% იყო გულყრების გარეშე სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და 7.8% იყო გულყრების გარეშე სულ მცირე 1 წლის განმავლობაში.

1 წელზე ნაკლები ასაკის 35 ჩვილი ფოკალური გულყრებით იყო გამოვლენილი პლაცებო საკონტროლო კლინიკურ კვლევებში, საიდანაც მხოლოდ 13 იყო 6 თვემდე ასაკის.

მონოთერაპია ფოკალური გულყრების მკურნალობისას მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც ახლად დიაგნოზირებული აქვთ ეპილეფსია.

ლევეტირაცეტამის, როგორც მონოთერაპიის ეფექტურობა დადგინდა ორმაგად ბრმა, პარალელური ჯგუფის, არა-ინფერიორულ შედარებაში კარბამაზეპინის კონტროლირებადი გამოთავისუფლების (CR) 576 პაციენტში 16 წლის და უფროსი ასაკის ახლად ან ახლახანს დიაგნოზირებული ეპილეფსიით. პაციენტებს უნდა გამოევლინათ არაპროვოცირებული ფოკალური გულყრები ან მხოლოდ გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ კარბამაზეპინზე CR 400 – 1200 მგ/დღეში ან ლევეტირაცეტამზე 1000-3000 მგ/დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა იყო 121 კვირამდე, პასუხის მიხედვით.

ექვსთვიანი გულყრებისგან თავისუფლება მიღწეული იქნა ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 73.0%-ში და კარბამაზეპინ-CR-ით ნამკურნალები პაციენტების 72.8%-ში. მორგებული აბსოლუტური სხვაობა მკურნალობას შორის იყო 0.2% (95% CI: -7.8 8.2). სუბიექტების ნახევარზე მეტი დარჩა გულყრების გარეშე 12 თვის განმავლობაში (სუბიექტების 56.6% და 58.5% ლევეტირაცეტამზე და კარბამაზეპინ-CR-ზე, შესაბამისად).

კვლევაში, რომელიც ასახავს კლინიკურ პრაქტიკას, თანმხლები ანტიეპილეფსიური მედიკამენტები გაუქმება შესაძლებელი იყო პაციენტთა შეზღუდულ რაოდენობაში, რომლებიც პასუხობდნენ ლევეტირაცეტამის დამხმარე თერაპიას (36 ზრდასრული პაციენტი 69-დან).

იუვენილური მიოკლონური გულყრების დამხმარე მკურნალობა 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში არასრულწლოვანთა მიოკლონური ეპილეფსიით

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა ორმაგ ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში 16 კვირის ხანგრძლივობით, 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია მიოკლონური გულყრებით სხვადასხვა სინდრომებში. პაციენტთა უმრავლესობას ჰქონდა არასრულწლოვანთა მიოკლონური ეპილეფსია. ლევეტირაცეტამის დოზა, რომელიც გამოყენებულია ამ კვლევაში, არის სულ 3000 მგ/დღეში დაყოფილი ორ თანაბარ დოზად.

ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 58.3%-ს და პლაცებოს მკურნალ პაციენტების 23.3%-ს აღენიშნებოდა მიოკლონური გულყრების მინიმუმ 50%-ით ყოველკვირეული შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობით, პაციენტების 28.6%-ს არ ჰქონდა მიოკლონური გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 21.0%-ს არ ჰქონდა მიოკლონური გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

დამხმარე თერაპია პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა 24-კვირიან ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა მოზრდილებს, მოზარდებს და იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების შეზღუდულ რაოდენობას პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური (PGTC) კრუნჩხვით სხვადასხვა სინდრომებში (იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია, იუვენილური აბსანს ეპილეფსია, ბავშვთა აბსანს ეპილეფსია, ან ეპილეფსია Grand Mal-ის გულყრებით გაღვიძებისას). ლევეტირაცეტამის დოზა ამ კვლევაში იყო 3000 მგ/კგ/დღეში, დაყოფილი ორ თანაბარ დოზად, მოზარდებისთვის და მოზრდილებისთვის, ან 60 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი ორ თანაბარ დოზად, ბავშვებისთვის.

ლევეტირაცეტამით ნამკურნალები პაციენტების 72.2%-ს და პლაცებოზე მყოფი პაციენტების 45.2%-ს ჰქონდა კვირაში PGTC გულყრების სიხშირის 50%-ით ან მეტი შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობისას, პაციენტთა 47.4%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური კრუნჩხვები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 31.5%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური კრუნჩხვები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

ლევეტირაცეტამი კარგად ხსნადი და გამჭვირვალე ნივთიერებაა და გააჩნია ხაზობრივი და სტაციონარული ფარმაკოკინეტიკური პროფილი, დაბალი ინტრა- და ინტერ-სუბიექტური ცვლილებებით. განმეორებითი გამოყენებისას კლირენსი არ იცვლება. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება შესაბამისი სქესის, რასის ან ცირკადული ცვალებადობის შესახებ. ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ეპილეფსიის მქონე პაციენტებს შორის.

მისი სრული და ხაზოვანი შეწოვის გამო, ლევეტირაცეტამის პერორალური დოზიდან პლაზმაში კონცენტრაციის პროგნოზირება შესაძლებელია, გამოხატული მგ/კგ სხეულის წონით. ამიტომ პლაზმური დონის მონიტორინგი საჭირო არ არის.

მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში გამოვლენილია კორელაცია ლევეტირაცეტამის ნერწყვის და პლაზმურ კონცენტრაციებს შორის (პერორალური ტაბლეტების ისევე როგორც პერორალური ხსნარის მიღებიდან 4 საათის შემდეგ მისი ნერწყვი/პლაზმა კონცენტრაციების შეფარდება მერყეობს 1-1.7 შორის).

შეწოვა

ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია. პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1.3 საათში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დღეში ორჯერადი მიღებიდან ორი დღის შემდეგ. პიკური კონცენტრაციები (Cmax) ჩვეულებრივ არის 31 და 43 მკგ/მლ 1,000 მგ ერთჯერადი დოზის და 1,000 მგ დღეში ორჯერ განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, შესაბამისად. შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და არ იცვლება საკვებით.

განაწილება

ადამიანებში ქსოვილებში განაწილების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი მეტაბოლიტის პლაზმის ცილებთან შეკავშირება არ არის მნიშვნელოვანი (<10%). განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 0,5-0,7 ლ/კგ, რაც ახლოსაა სხეულის წყლის საერთო მოცულობასთან.

ბიოტრანსფორმაცია

ლევეტირაცეტამი ადამიანებში ინტენსიურად არ მეტაბოლიზდება. ძირითადი მეტაბოლური გზა (დოზის 24%) არის აცეტამიდის ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. ღვიძლის ციტოქრომ P450 იზოფორმები არ თამაშობენ როლს ucb L057 პირველადი მეტაბოლიტის ფორმირებაში. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი გაზომვადია ბევრ ქსოვილში, მათ შორის სისხლის უჯრედებში. Ucb L057 მეტაბოლიტი არ არის ფარმაკოლოგიურად აქტიური.

გარდა ამისა, გამოვლენილია ორი უმნიშვნელო მეტაბოლიტი. ერთი მიიღეს პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილაციით დოზის 1,6% და მეორე - პიროლიდონის რგოლის გახსნით დოზის 0,9%. სხვა დაუდგენელი კომპონენტები შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.6%-ს.

ლევეტირაცეტამის ან მისი მთავარი მეტაბოლიტისათვის in vivo არ დაფიქსირებულა ენანთიომერული ინტერკონვერსია.

in vitro, ლევეტირაცეტამი და მისი პირველადი მეტაბოლიტი არ აინჰიბირებს ადამიანის ღვიძლის ციტოქრომ P450-ის ძირითად იზოფორმებს (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 1A2), გლუკურონილ ტრანსფერაზას (UGT1A1A1 და UGT1A1 აქტივობას). გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას ვალპროის მჟავას in vitro გლუკურონიდაციაზე.

ლევეტირაცეტამს ჰქონდა მცირე ან საერთოდ არანაირი გავლენა CYP1A2, SULT1E1 ან UGT1A1 აქტივობაზე ადამიანის ღვიძლის უჯრედების კულტურებში. ლევეტირაცეტამმა გამოიწვია CYP2B6 და CYP3A4-ის უმნიშვნელო ინდუქცია. in vitro მონაცემები და in vivo ურთიერთქმედების მონაცემები პერორალურ კონტრაცეპტივებზე, დიგოქსინსა და ვარფარინზე მიუთითებს, რომ არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი in vivo ფერმენტული ინდუქცია. ამიტომ ეპიქსის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყოფა

პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში იყო 7±1 საათი და არ იცვლებოდა არც დოზის, არც მიღების გზით და არც განმეორებითი მიღების მიხედვით. სხეულის საშუალო საერთო კლირენსი იყო 0,96 მლ/წთ/კგ.

გამოყოფის ძირითადი გზა იყო შარდი, რაც შეადგენს დოზის საშუალოდ 95%-ს (დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში). განავლით გამოყოფა შეადგენდა დოზის მხოლოდ 0.3%-ს.

ლევეტირაცეტამის და მისი მთავარი მეტაბოლიტის კუმულაციური შარდით გამოყოფა შეადგენდა დოზის 66%-ს და 24%-ს, შესაბამისად, პირველი 48 საათის განმავლობაში.

ლევეტირაცეტამის და ucb L057-ის თირკმლისმიერი კლირენსი არის 0,6 და 4,2 მლ/წთ/კგ შესაბამისად. ეს ხდება იმის გამო, რომ ლევეტირაცეტამი შეიწოვება გლომერულური ფილტრაციით და შემდგომი მილაკოვანი რეაბსორბციით; მთავარი მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციით გლომერულ ფილტრაციასთან ერთად. ლევეტირაცეტამის ელიმინაცია დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან.

განსაკუთრებული მახასიათებლები პაციენტებში

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

როგორც ლევეტირაცეტამის, ასევე მისი პირველადი მეტაბოლიტის აშკარა კლირენსი დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. მიტომ რეკომენდებულია ეპიქსის შემანარჩუნებელი დღიური დოზის კორექტირება კრეატინინის კლირენსის მიხედვით თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი). ანურიული თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე მოზრდილ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 25 და 3.1 საათი ინტერდიალიზური და ინტრადიალიზური პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად. ლევეტირაცეტამის ფრაქციული მოცილება იყო 51% ტიპიური 4-საათიანი დიალიზის სესიის დროს.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევეტირაცეტამის კლირენსის ცვლილება არ შეინიშნება. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნაჩვენებია ლევეტირაცეტამის კლირენსის 50%-ზე მეტი შემცირება თირკმლის თანმხლები ფუნქციის დარღვევის გამო (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი)

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვები (4-12 წელი)

6-12 წლის ასაკის ეპილეფსიის მქონე ბავშვებში 20 მგ/კგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში არის 6 საათი. სხეულის წონის მიხედვით კორექტირებული კლირენსი იყო დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალი, ვიდრე ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში.

4-დან 12 წლამდე ასაკის ეპილეფსიის მქონე ბავშვებში 20-60 მგ/კგ/დღეში განმეორებითი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვებოდა. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 0,5-დან 1,0 საათამდე. ხაზოვანი და დოზა-პროპორციული მატება დაფიქსირდა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციისა და მრუდის ქვეშ ფართობისათვის. ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 5 საათი. სხეულის კლირენსი იყო 1.1 მლ/წთ/კგ.

გერიატრიული პოპულაცია

ხანდაზმულებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 40%-ით (10-11 საათი) ამ პოპულაციაში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო (იხ., ნაწილი 4.2 დოზირება და გამოყენების წესი)

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის ტრადიციული კვლევების საფუძველზე არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებისთვის.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ შეინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ გამოვლინდა ვირთაგვებში და ნაკლებად - თაგვებში, ადამიანის ექსპოზიციის დონის მსგავს ექსპოზიციის დონეზე და კლინიკური გამოყენებისთვის შესაძლო მნიშვნელობით იყო ღვიძლის ცვლილებები, რაც მიუთითებდა ადაპტაციურ პასუხზე, როგორიცაა წონის მომატება და ცენტრილობულარული ჰიპერტროფია, ცხიმოვანი ინფილტრაცია და ღვიძლის ფერმენტების მომატება პლაზმაში.

არ დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენები მამრობითი და მდედრობითი სქესის ფერტილობაზე ან რეპროდუქციულ უნარზე ვირთაგვებში 1800 მგ/კგ/დღე-მდე დოზებით (x 6 მაქსიმალური რეკომენდებული დოზა ადამიანისთვის მგ/მ2 –ის საფუძველზე) მშობლებში და F1 თაობაში.

ემბრიო-ნაყოფის განვითარების (EFD) ორი კვლევა ჩატარდა ვირთხებში 400, 1200 და 3600 მგ/კგ/დღეში დოზებით. 3600 მგ/კგ/დღეში, 2 EFD კვლევადან მხოლოდ ერთმა აჩვენა ნაყოფის წონის უმნიშვნელო შემცირება და ჩონჩხის ვარიაციების/მცირე ანომალიების ასოცირებული ზრდა.

მას არ აქვს გავლენა ემბრიომორტალურობაზე და არ ყოფილა დეფექტების სიხშირის ზრდა. NOAEL (არასასურველი ეფექტის დონე არ არის დაფიქსირებული) ორსული მდედრი ვირთხებისთვის არის 3600 მგ/კგ/დღეში (12-ჯერ აღემატება ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას მგ/მ2 საფუძველზე) და 1200 მგ/კგ/დღეში ნაყოფისთვის.

ჩატარდა ემბრიოფეტალური განვითარების ოთხი კვლევა ბოცვრებზე, რომლებიც მოიცავდა დოზებს 200, 600, 800, 1200 და 1800 მგ/კგ/დღეში. 1800 მგ/კგ/დღეში დოზის დონემ გამოიწვია დედისთვის გამოხატული ტოქსიკურობა და ნაყოფის წონის შემცირება. ეს ასოცირებული იყო გულ-სისხლძარღვთა/ჩონჩხის ანომალიების მქონე ნაყოფის სიხშირის გაზრდასთან. NOAEL იყო <200 მგ/კგ/დღეში ქალებისთვის და 200 მგ/კგ/დღეში ნაყოფისთვის (უდრის ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას მგ/მ2 საფუძველზე).

ორსულ კურდღლებზე ლევეტირაცეტამის პერორალური მიღება ორგანოგენეზის პერიოდში ასოცირებული იყო ემბრიო ნაყოფის სიკვდილიანობასთან და ნაყოფის ჩონჩხის ანომალიებთან 600 მგ/კგ/დღეში დოზებით (4-ჯერ MRHD მგ/მ2 საფუძველზე); 1800 მგ/კგ/დღეში დოზით (12-ჯერ მეტი MRHD მგ/მ2-ში), ამან გამოიწვია ნაყოფის წონის შემცირება და ნაყოფის მალფორმაციების სიხშირის ზრდა. დოზა, რომლის დროსაც განვითარებაზე ეფექტები არ გამოვლენილა იყო 200 მგ/კგ/დღე (MRHD-ში მგ/მ2-ზე დაფუძნებულის ექვივალენტი). მატერნალური ტოქსიკურობა ასევე დაფიქსირდა 1800 მგ/კგ/დღეში.

პერი- და პოსტნატალური განვითარების კვლევა ჩატარდა ვირთხებში ლევეტირაცეტამის დოზებით 70, 350 და 1800 მგ/კგ/დღეში. NOAEL იყო ≥ 1800 მგ/კგ/დღეში F0 მდედრებისთვის და F1 შთამომავლების გადარჩენისთვის, ზრდისა და განვითარებისთვის ძუძუთი კვებამდე (x 6 MRHD მგ/მ2 საფუძველზე).

ახალშობილთა და არასრულწლოვან ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ვირთხებსა და ძაღლებში აჩვენა, რომ არ იყო გვერდითი ეფექტები სტანდარტული განვითარების ან მომწიფების საბოლოო წერტილებში 1800 მგ/კგ/დღე-მდე დოზებით (6-17 ჯერ ვიდრე ადამიანის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა მგ/მ2 საფუძველზე).

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

სიმინდის სახამებელი

სახამებელი 1500

PVP K-30

ტალკი

აეროსილი 200

მაგნიუმის სტეარატი

Opadry White 02F280013 *

  • შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, პეგ 4000, HPMC E5, ნატრიუმის ბენზოატი.

შეუსაბამობები

შეუთავსებლობების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

შენახვის ვადა

36 თვე

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.

ეფუთვის ბუნება და შემადგენლობა

PVC/Al ბლისტერი, რომელიც შეიცავს 30 და 50 ტაბლეტს.

სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა მოპყრობის წესები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო

ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ და „შეფუთვისა და ნარჩენების კონტროლის

წესების“ შესაბამისად.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Cad.

No: 4 34467 Maslak/Sarıyer-İstanbul/Türkiye

სავაჭრო ნებართვის ნომერი

208/47

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 01.08.2006

ავტორიზაციის განახლების თარიღი:

ტექსტის გადახედვის თარიღი

  • 12.2023

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა