ეპიქსი XR 750 მგ შემოგარსული ტაბლეტი (გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი) არის ლევეტირაცეტამის შემცველი პრეპარატი და წარმოდგენილია 30, 50 ან 100 ტაბლეტის შეფუთვაში. ეპიქსი XR 750 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი არის თეთრი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევეტირაცეტამი (levetiracetam)
- ფორმა და შეფუთვა
- 750მგ შემოგარსული ტაბლეტი №50
- მწარმოებელი
- Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N03AX14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039403
- რეგისტრირებულია
- 24 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა“
- GMP
- -
ეპიქსი XR — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეპიქსი XR 750 მგ შემოგარსული ტაბლეტი (გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი) არის ლევეტირაცეტამის შემცველი პრეპარატი და წარმოდგენილია 30, 50 ან 100 ტაბლეტის შეფუთვაში.
ეპიქსი XR 750 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი არის თეთრი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ეპიქსი XR არის ანტიეპილეფსიური საშუალება, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის კრუნჩხვების სამკურნალოდ.
ეპიქსი XR გამოიყენება საწყისი პარციალური გულყრების სამკურნალოდ 12 და მეტი წლის ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, როგორც სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე დამატება.
- სანამ დაიყებდეთ პიქსი XR-ის მიღებას
ეპიქსი XR არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
თუ თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგძნობიარე) ლევეტირაცეტამის ან ეპიქსი XR-ის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ეპიქსი გამოიყენეთ სიფრთხილით
- თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები, მიჰყევით ექიმის მითითებებს. მას შეუძლია გადაწყვიტოს თქვენი დოზის კორექტირება თუ არა.
- თუ შეამჩნევთ თქვენი ბავშვის ზრდის შენელებას ან მოულოდნელ პუბერტატულ განვითარებას, მიმართეთ ექიმს.
პაციენტთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ეპიქსი XR, გაუჩნდათ აზრები თავის დაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე. თუ გაქვთ დეპრესიის ან/და სუიციდური აზრების რაიმე სიმპტომი, მიმართეთ ექიმს.
- გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ სისუსტე, მაღალი სიცხე, მორეციდივე ინფექციები ან კოაგულაციის დარღვევები.
- თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემის ოჯახური ან სამედიცინო ისტორია (ელექტროკარდიოგრამაზე ხილული), გაქვთ დაავადება, რომელიც მიდრეკილია გულისცემის დარღვევების ან მარილის დისბალანსისკენ და/ან იტარებთ მკურნალობას.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ თქვენ, თქვენი ოჯახი და/ან მეგობრები შეამჩნევთ არანორმალურ აზრებს, გრძნობთ გაღიზიანებას ან ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულ რეაქციას ან თქვენს განწყობის ან ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებებს
- ეპილეფსიის გამწვავება
თქვენი კრუნჩხვები შეიძლება იშვიათად გაუარესდეს ან უფრო ხშირად განვითარდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველ თვეში. თუ ეპიქსი XR-ის მიღებისას გაგიჩნდებათ რომელიმე ახალი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.
თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ეპიქსი XR-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ეპიქსი XR-ის მიღება შესაძლებებლია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, არ მიიღოთ ეპიქსი ალკოჰოლთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და ჩვეულებრივი დოზა/დოზირების სიხშირე::
თქვენი ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რამდენი ტაბლეტი ეპიქსი XR უნდა გამოიყენოთ. გამოიყენეთ თქვენი წამალი ყოველთვის თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რეკომენდებული დოზა: 1000 მგ - 3000 მგ დღეში.
ეპიქსი XR-ის საწყისი სამკურნალო დოზაა 1000 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა.
- ეპიქსი XR უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- თუ სიმპტომებში რაიმე რეციდივი შენიშნეთ, აცნობეთ ექიმს, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ექიმმა არ გითხრათ ამის შესახებ.
მიღების გზა და მეთოდი:
ეპიქსი XR მიიღება პერორალურად. ეპიქსი XR მიიღება გადაყლაპვით. (მაგ. წყლის საკმარისი რაოდენობით) პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ ლევეტირაცეტამის მწარე გემო.
- გამოყენების პერიოდი:
ეპიქსი XR-ით მკურნალობა ხანგრძლივია. თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობა ეპუიქსი XR-ით თქვენი ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან შეუთანხმებლად, რადგან კრუნჩხვები შეიძლება გახშირდეს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
ეპიქსი XR შემოგარსული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად, რადგან მას არ გააჩნია უსაფრთხოება და ეფექტურობა.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლიდან) თირკმლის უკმარისობით დოზას არეგულირებს ექიმი.
სპეციალური მდგომარეობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ეპიქსი XR-ის თქვენი დოზა დარეგულირდება თქვენი თირკმელების ფუნქციის მიხედვით. თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ექიმი დაგირეგულირებთ დოზას.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ეპიქსი XR-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი Eეპიქსი XR: E
ეპიქსი XR-ის დოზის გადაჭარბების შესაძლო გვერდითი მოვლენები არის ძილიანობა, ძლიერი მოუსვენრობა, მტრული დამოკიდებულება. ქცევა/აგრესია, დაბნეულობა, სუნთქვის გაჩერება და კომა. თქვენი ექიმი მოგცემთ საუკეთესო შესაძლო მკურნალობას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიქსი XR, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ეპიქსი XR-ის მიღება:
მიმართეთ ექიმს, თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ წყვეტთ ეპიქსი XR-ის მიღებას:
- ეპიქსი XR გამოიყენება როგორც ქრონიკული (გრძელვადიანი) სამკურნალო საშუალება. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეპიქსი XR-ით მკურნალობა მანამ, სანამ ექიმი გირჩევთ.
- არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ ექიმი არ გირჩევთ ამის გაკეთებას, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს თქვენი კრუნჩხვები. ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თქვენმა ექიმმა. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ მის გადაწყვეტილებას ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დოზის თანდათანობითი შემცირებით.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?
ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, ეპიქსი XR-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის ინგრედიენტებზე მგრძნობიარე პაციენტებში.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ Eეპიქსი XR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- სისუსტე, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება; ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციის ნიშნები.
- სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
- გავრცელებული გამონაყარი მაღალი სიცხით, რომელსაც თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახის სიწითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის და სისხლის ერთი ტიპის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) მომატება და ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით). [DRESS])
- შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დაბნეულობა, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპება; ეს მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს თირკმელების ფუნქციის უეცარ დაქვეითებაზე.
- კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება ქმნიდეს ბუშტუკებს და ჰგავს პატარა სამიზნე დაფებს (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია უბანი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
- უფრო მძიმე ტიპის გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე
- თუ შეამჩნევთ მძიმე მენტალურ ცვლილებებს ან ნევროლოგიურ სიმპტომებს, როგორიცაა დაბნეულობა (კონფუზია), სომნოლენცია (ძილიანობა), ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), არანორმალური ქცევა ან უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობები. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება ან დისფუნქცია).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ეპიქსი XR-is მიღება. ეპიქსის უარყოფითი გავლენა მუცლად მყოფ ბავშვზე უცნობია. ეპიქსი XR-მა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დოზის უფრო მაღალი დოზით, ვიდრე თქვენ გჭირდებათ კრუნჩხვების გასაკონტროლებლად.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისტვის.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეპიქსი XR-მა შეიძლება დააქვეითოს ავტომობილის მართვის ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების მართვის უნარი, იმის გამო რომ გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ თქვენი ექიმი არ დაადგენს, რომ ასეთი აქტივობების შესრულების უნარზე გავლენას ადგილი არ აქვს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეპიქსი XR-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ:
არ არის საჭირო გაფრთხილება ან სიფრთხილის ზომები Eეპიქსი XR-ის დამხმარე ნივთიერებებისთვის, რადგან რეკომენდებული მიღების გზა ან დოზა მოსახერხებელია. თუმცა, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ამ ინგრედიენტის მიმართ, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:
არ მიიღოთ მაკროგოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება) ლევეტირაცეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის დაქვეითება
.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ მეტოტრექსატს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა იმუნური სისტემის დარღვევები ან კიბო) Eეპიქსი XR-თან ერთად.
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან მის გარეშე გასაცემ სხვა მედიკამენტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტზე ნაკლებში.
ხშირი: 1-ზე ნაკლებში 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 100 პაციენტიდან.
არახშირი: 1-ზე ნაკლებში 100 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 1000 პაციენტიდან.
იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 1000 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 10000 პაციენტიდან.
ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 10000 პაციენტიდან.
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
- ნაზოფარინგიტი (ცხვირისა და ყელის ანთება)
- ძილიანობა (სომნოლენცია)
- თავის ტკივილი
ხშირი
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- დეპრესია
- მტრული განწყობა/აგრესია
- შფოთვა
- ძილიანობა
- ნერვიულობა ან სტიმულზე გადაჭარბებული რეაქცია (გაღიზიანება)
- კუნთების უნებლიე შეკუმშვა (კრუნჩხვა)
- ბალანსის დარღვევა
- თავბრუსხვევის შეგრძნება
- უმოძრაობა, რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაქვეითება (ლეთარგია)
- უნებლიე კანკალი (ტრემორი)
- თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
- ხველა
- კუჭის ტკივილი
- დიარეა
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
- გულისრევა
- ღებინება
- გამონაყარი
- დაღლილობა (ასთენია/სისუსტე)
არახშირი
- იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც აძლევს სისხლს შედედების საშუალებას
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
- წონის მატება
- წონის დაკლება
- სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები
- მენტალური აშლილობა
- არანორმალური ქცევა
- არარეალურის დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაცია)
- სიბრაზე
- კონფუუზია (დაბნეულობა)
- პანიკის შეტევა
- ემოციური ლაბილობა/განწყობის ცვალებადობა
- უკიდურესი მოუსვენრობა (აჟიტაცია)
- მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია)
- მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება)
- კოორდინაციის დარღვევა/დაქვეითებული კოორდინირებული მოძრაობები (ატაქსია)
- ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
- ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა)
- ორმაგი ხედვა
- დაბინდული მხედველობა
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება/დარღვევა
- თმის ცვენა
- კანის ანთება (ეგზემა)
- ქავილი
- კუნთების სისუსტე
- კუნთების ტკივილი (მიალგია)
- ტრავმა
იშვიათად:
- ინფექცია
- სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება
- მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქცია [მძიმე და მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქცია], კვინკეს შეშუპება [სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება])
- სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება
- სუიციდი
- პიროვნული დარღვევები (ქცევითი აშლილობა)
- არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა)
- დელირიუმი (დელუზიები, ბოდვა)
- ენცეფალოპათია (სიმპტომების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ ქვესათაური „თუ ვითარდება რომელიმე ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ეპიქსი XR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს“)
- გაუარესება ან უფრო ხშირი კრუნჩხვები
- კუნთების უკონტროლო შეკუმშვა, რომელიც აზიანებს თავს, ღეროსა და კიდურებს (ქორეოათეტოზი)
- მოძრაობების კონტროლის სირთულე (დისკინეზია)
- ჰიპერაქტიურობა, ჰიპერაქტიურობა (ჰიპერკინეზია)
- გულისცემის რითმის ცვლილება (ელექტროკარდიოგრმა)
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- ღვიძლის უკმარისობა
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითება
- კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება ბუშტუკებს წარმოადგენდეს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნე დაფებს (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია ადგილი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანი, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
- უფრო მძიმე ტიპის გამონაყარი, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა) და სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მატება. იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
- სიარულის გაძნელება
- ცხელების, კუნთების სიხისტის, არასტაბილური არტერიული წნევის და გულისცემის, დაბნეულობისა და ცნობიერების დაბალი დონის ერთობლიობა (რაც შეიძლება იყოს აშლილობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი). იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელი პაციენტებში
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ნაზოფარინგიტი, სომნოლენცია (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ, მაგრამ ეს ეფექტები დროთა განმავლობაში მცირდება.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
მოახსენეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომელიც ჩამოთვლილა ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეატყობინეთ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ, თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ ღილაკზე დაწკაპუნებით.
www.titck.gov.tr ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე ნომერზე 0 800 314 00 08. განვიტარებული გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეპიქსი XR ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
შეინახეთ მშრალ ადგილას და ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოიყენეთ ვარგისობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან მის შეფუთვაში.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
ეპიქსი XR 750მგ შემოგარსული ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისათვის.
აქტიური სუბსტანცია: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 750 მგ ლევეტირაცეტამს აქტიური ინგრედიენტის სახით.
ექსციპიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (K15M), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (4000 SR), მაკროგოლი (PEG 800 მიკრონიზებული), სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი (200), მაგნიუმის სტეარატი
თეთრი ოპადრაი II 85F18422*.
საღებავი თეთრი ოპადრაი II 85F18422 შეიცავს პოლივინილის სპირტს GL-05FS, ტიტანის დიოქსიდს, პოლიეთილენგლიკოლის ფხვნილს 3350, ტალკს.
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი, რადგან შესაძლებელია ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოგიწერეს პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვას.
როდესაც ამ მედიკამენტის მიღებისას რაიმე მიზეზით მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად შეასრულეთ ამ ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა იმ ზუსტი დოზისა, რომელიც თქვენთვის რეკომენდებულია აქ.
ამ ჩანართში:
რა არის ეპიქსი XR და რისთვის გამოიყენება?
სანამ დაიყებდეთ პიქსი XR-ის მიღებას
როგორ უნდა მიიღოთ ეპიქსი XR?
როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?
როგორ ინახება ეპიქსი XR?
ჩამოთვლილია ქვეთავები
- რა არის ეპიქსი XR და რისთვის გამოიყენება?
ეპიქსი XR 750 მგ შემოგარსული ტაბლეტი (გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი) არის ლევეტირაცეტამის შემცველი პრეპარატი და წარმოდგენილია 30, 50 ან 100 ტაბლეტის შეფუთვაში.
ეპიქსი XR 750 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი არის თეთრი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ეპიქსი XR არის ანტიეპილეფსიური საშუალება, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის კრუნჩხვების სამკურნალოდ.
ეპიქსი XR გამოიყენება საწყისი პარციალური გულყრების სამკურნალოდ 12 და მეტი წლის ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, როგორც სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე დამატება.
- სანამ დაიყებდეთ პიქსი XR-ის მიღებას
ეპიქსი XR არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
თუ თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგძნობიარე) ლევეტირაცეტამის ან ეპიქსი XR-ის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ეპიქსი გამოიყენეთ სიფრთხილით
- თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები, მიჰყევით ექიმის მითითებებს. მას შეუძლია გადაწყვიტოს თქვენი დოზის კორექტირება თუ არა.
- თუ შეამჩნევთ თქვენი ბავშვის ზრდის შენელებას ან მოულოდნელ პუბერტატულ განვითარებას, მიმართეთ ექიმს.
პაციენტთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ეპიქსი XR, გაუჩნდათ აზრები თავის დაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე. თუ გაქვთ დეპრესიის ან/და სუიციდური აზრების რაიმე სიმპტომი, მიმართეთ ექიმს.
- გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ სისუსტე, მაღალი სიცხე, მორეციდივე ინფექციები ან კოაგულაციის დარღვევები.
- თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემის ოჯახური ან სამედიცინო ისტორია (ელექტროკარდიოგრამაზე ხილული), გაქვთ დაავადება, რომელიც მიდრეკილია გულისცემის დარღვევების ან მარილის დისბალანსისკენ და/ან იტარებთ მკურნალობას.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ თქვენ, თქვენი ოჯახი და/ან მეგობრები შეამჩნევთ არანორმალურ აზრებს, გრძნობთ გაღიზიანებას ან ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულ რეაქციას ან თქვენს განწყობის ან ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებებს
- ეპილეფსიის გამწვავება
თქვენი კრუნჩხვები შეიძლება იშვიათად გაუარესდეს ან უფრო ხშირად განვითარდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველ თვეში. თუ ეპიქსი XR-ის მიღებისას გაგიჩნდებათ რომელიმე ახალი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.
თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ეპიქსი XR-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ეპიქსი XR-ის მიღება შესაძლებებლია საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, არ მიიღოთ ეპიქსი ალკოჰოლთან ერთად.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ეპიქსი XR-is მიღება. ეპიქსის უარყოფითი გავლენა მუცლად მყოფ ბავშვზე უცნობია. ეპიქსი XR-მა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დოზის უფრო მაღალი დოზით, ვიდრე თქვენ გჭირდებათ კრუნჩხვების გასაკონტროლებლად.
თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისტვის.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
ეპიქსი XR-მა შეიძლება დააქვეითოს ავტომობილის მართვის ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების მართვის უნარი, იმის გამო რომ გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ თქვენი ექიმი არ დაადგენს, რომ ასეთი აქტივობების შესრულების უნარზე გავლენას ადგილი არ აქვს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეპიქსი XR-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ:
არ არის საჭირო გაფრთხილება ან სიფრთხილის ზომები Eეპიქსი XR-ის დამხმარე ნივთიერებებისთვის, რადგან რეკომენდებული მიღების გზა ან დოზა მოსახერხებელია. თუმცა, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ამ ინგრედიენტის მიმართ, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:
არ მიიღოთ მაკროგოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება) ლევეტირაცეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის დაქვეითება
.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ მეტოტრექსატს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა იმუნური სისტემის დარღვევები ან კიბო) Eეპიქსი XR-თან ერთად.
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან მის გარეშე გასაცემ სხვა მედიკამენტს.
- როგორ უნდა მიიღოთ ეპიქსი XR ტაბლეტი?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და ჩვეულებრივი დოზა/დოზირების სიხშირე::
თქვენი ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რამდენი ტაბლეტი ეპიქსი XR უნდა გამოიყენოთ. გამოიყენეთ თქვენი წამალი ყოველთვის თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რეკომენდებული დოზა: 1000 მგ - 3000 მგ დღეში.
ეპიქსი XR-ის საწყისი სამკურნალო დოზაა 1000 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა.
- ეპიქსი XR უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- თუ სიმპტომებში რაიმე რეციდივი შენიშნეთ, აცნობეთ ექიმს, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ექიმმა არ გითხრათ ამის შესახებ.
მიღების გზა და მეთოდი:
ეპიქსი XR მიიღება პერორალურად. ეპიქსი XR მიიღება გადაყლაპვით. (მაგ. წყლის საკმარისი რაოდენობით) პერორალური მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ ლევეტირაცეტამის მწარე გემო.
- გამოყენების პერიოდი:
ეპიქსი XR-ით მკურნალობა ხანგრძლივია. თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობა ეპუიქსი XR-ით თქვენი ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან შეუთანხმებლად, რადგან კრუნჩხვები შეიძლება გახშირდეს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
ეპიქსი XR შემოგარსული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად, რადგან მას არ გააჩნია უსაფრთხოება და ეფექტურობა.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლიდან) თირკმლის უკმარისობით დოზას არეგულირებს ექიმი.
სპეციალური მდგომარეობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ეპიქსი XR-ის თქვენი დოზა დარეგულირდება თქვენი თირკმელების ფუნქციის მიხედვით. თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ექიმი დაგირეგულირებთ დოზას.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ეპიქსი XR-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი Eეპიქსი XR: E
ეპიქსი XR-ის დოზის გადაჭარბების შესაძლო გვერდითი მოვლენები არის ძილიანობა, ძლიერი მოუსვენრობა, მტრული დამოკიდებულება. ქცევა/აგრესია, დაბნეულობა, სუნთქვის გაჩერება და კომა. თქვენი ექიმი მოგცემთ საუკეთესო შესაძლო მკურნალობას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიქსი XR, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ეპიქსი XR-ის მიღება:
მიმართეთ ექიმს, თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ წყვეტთ ეპიქსი XR-ის მიღებას:
- ეპიქსი XR გამოიყენება როგორც ქრონიკული (გრძელვადიანი) სამკურნალო საშუალება. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეპიქსი XR-ით მკურნალობა მანამ, სანამ ექიმი გირჩევთ.
- არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ ექიმი არ გირჩევთ ამის გაკეთებას, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს თქვენი კრუნჩხვები. ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თქვენმა ექიმმა. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ მის გადაწყვეტილებას ეპიქსი XR-ით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დოზის თანდათანობითი შემცირებით.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?
ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, ეპიქსი XR-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის ინგრედიენტებზე მგრძნობიარე პაციენტებში.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ Eეპიქსი XR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- სისუსტე, თავბრუსხვევა ან სუნთქვის გაძნელება; ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციის ნიშნები.
- სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
- გავრცელებული გამონაყარი მაღალი სიცხით, რომელსაც თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახის სიწითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის და სისხლის ერთი ტიპის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) მომატება და ლიმფური კვანძების გადიდება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით). [DRESS])
- შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დაბნეულობა, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპება; ეს მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს თირკმელების ფუნქციის უეცარ დაქვეითებაზე.
- კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება ქმნიდეს ბუშტუკებს და ჰგავს პატარა სამიზნე დაფებს (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია უბანი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
- უფრო მძიმე ტიპის გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე
- თუ შეამჩნევთ მძიმე მენტალურ ცვლილებებს ან ნევროლოგიურ სიმპტომებს, როგორიცაა დაბნეულობა (კონფუზია), სომნოლენცია (ძილიანობა), ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), არანორმალური ქცევა ან უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობები. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება ან დისფუნქცია).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტზე ნაკლებში.
ხშირი: 1-ზე ნაკლებში 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 100 პაციენტიდან.
არახშირი: 1-ზე ნაკლებში 100 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 1000 პაციენტიდან.
იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 1000 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტში 10000 პაციენტიდან.
ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლებში 10000 პაციენტიდან.
უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
- ნაზოფარინგიტი (ცხვირისა და ყელის ანთება)
- ძილიანობა (სომნოლენცია)
- თავის ტკივილი
ხშირი
- მადის დაკარგვა (ანორექსია)
- დეპრესია
- მტრული განწყობა/აგრესია
- შფოთვა
- ძილიანობა
- ნერვიულობა ან სტიმულზე გადაჭარბებული რეაქცია (გაღიზიანება)
- კუნთების უნებლიე შეკუმშვა (კრუნჩხვა)
- ბალანსის დარღვევა
- თავბრუსხვევის შეგრძნება
- უმოძრაობა, რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაქვეითება (ლეთარგია)
- უნებლიე კანკალი (ტრემორი)
- თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
- ხველა
- კუჭის ტკივილი
- დიარეა
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
- გულისრევა
- ღებინება
- გამონაყარი
- დაღლილობა (ასთენია/სისუსტე)
არახშირი
- იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც აძლევს სისხლს შედედების საშუალებას
- სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
- წონის მატება
- წონის დაკლება
- სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები
- მენტალური აშლილობა
- არანორმალური ქცევა
- არარეალურის დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაცია)
- სიბრაზე
- კონფუუზია (დაბნეულობა)
- პანიკის შეტევა
- ემოციური ლაბილობა/განწყობის ცვალებადობა
- უკიდურესი მოუსვენრობა (აჟიტაცია)
- მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია)
- მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება)
- კოორდინაციის დარღვევა/დაქვეითებული კოორდინირებული მოძრაობები (ატაქსია)
- ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
- ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა)
- ორმაგი ხედვა
- დაბინდული მხედველობა
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება/დარღვევა
- თმის ცვენა
- კანის ანთება (ეგზემა)
- ქავილი
- კუნთების სისუსტე
- კუნთების ტკივილი (მიალგია)
- ტრავმა
იშვიათად:
- ინფექცია
- სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება
- მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქცია [მძიმე და მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქცია], კვინკეს შეშუპება [სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება])
- სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება
- სუიციდი
- პიროვნული დარღვევები (ქცევითი აშლილობა)
- არანორმალური აზროვნება (ნელი აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა)
- დელირიუმი (დელუზიები, ბოდვა)
- ენცეფალოპათია (სიმპტომების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ ქვესათაური „თუ ვითარდება რომელიმე ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ეპიქსი XR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს“)
- გაუარესება ან უფრო ხშირი კრუნჩხვები
- კუნთების უკონტროლო შეკუმშვა, რომელიც აზიანებს თავს, ღეროსა და კიდურებს (ქორეოათეტოზი)
- მოძრაობების კონტროლის სირთულე (დისკინეზია)
- ჰიპერაქტიურობა, ჰიპერაქტიურობა (ჰიპერკინეზია)
- გულისცემის რითმის ცვლილება (ელექტროკარდიოგრმა)
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- ღვიძლის უკმარისობა
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითება
- კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება ბუშტუკებს წარმოადგენდეს და გამოიყურებოდეს პატარა სამიზნე დაფებს (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია ადგილი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანი, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
- უფრო მძიმე ტიპის გამონაყარი, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა) და სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მატება. იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
- სიარულის გაძნელება
- ცხელების, კუნთების სიხისტის, არასტაბილური არტერიული წნევის და გულისცემის, დაბნეულობისა და ცნობიერების დაბალი დონის ერთობლიობა (რაც შეიძლება იყოს აშლილობის ნიშნები, რომელიც ცნობილია როგორც ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი). იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე არაიაპონელი პაციენტებში
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ნაზოფარინგიტი, სომნოლენცია (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ, მაგრამ ეს ეფექტები დროთა განმავლობაში მცირდება.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
მოახსენეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომელიც ჩამოთვლილა ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეატყობინეთ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ, თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ ღილაკზე დაწკაპუნებით.
www.titck.gov.tr ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე ნომერზე 0 800 314 00 08. განვიტარებული გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
- როგორ ინახება ეპიქსი XR?
შეინახეთ ეპიქსი XR ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
შეინახეთ მშრალ ადგილას და ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოიყენეთ ვარგისობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ეპიქსი XR, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან მის შეფუთვაში.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No:4 34467
Maslak/ Sariyer/ Istanbul/Turkiey
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
Esenyurt / Istanbul / Türkiye
ეს ჩანართი დამტკიცდა 03/11/2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



