პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ენალაპრილი

ENALAPRIL

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

- არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული); - გულის ქრონიკული უკმარისობა; - დიაბეტური ნეფროპათიის ფონზე განვითარებული მეორადი ჰიპერტენზია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენალაპრილი (enalapril)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043172
რეგისტრირებულია
24 აპრილი 2025, მოქმედებს 24 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს ,,ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაენალაპრილი და სხვა წამალი ერთად

ენალაპრილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • დიაბეტური ნეფროპათიის ფონზე განვითარებული მეორადი ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება

დოზის შერჩევა საჭიროა ინდივიდუალურად, ავადმყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით.

საშუალოდ დღიური დოზა შეადგენს 10-20 მგ-ს, გამონაკლის შემთხვევაში - 40 მგ-მდე დღეში (განაწილებული ერთ ან ორ მიღებაზე).

ჰიპერტონიის მსუბუქი ფორმის დროს ინიშნება 10 მგ დღეში ერთხელ, ყველა სხვა ფორმისას - 20 მგ დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზაა 20 მგ/დღეში. რენოვასკულარული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზაა 5 მგ/დღეში, შემანარჩუნებელი - 5-10 მგ ერთხელ დღეში.

გულის ქრონიკული უკმარისობოს დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს, შემანარჩუნებელი - 5-20 მგ-ს, განაწილებული ერთ ან ორ მიღებაზე.

დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულებში ნორმალური არტერიული წნევისას ინიშნება დღეში 5 მგ, ხოლო არტერიული ჰიპერტონიის შემთხვევაში - დღეში 15 მგ.

უკუჩვენებები

  • ენალაპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება;
  • პორფირია.

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.

ენალაპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალების მოხსნა, რათა არ მოხდეს არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება.

გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში შესაძლებელია ენალაპრილისა და საგულე გლიკოზიდების ან დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება. მაგრამ კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან კომპლექსურ თერაპიაში არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროება.

ენალაპრილის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ენალაპრილისა და ბეტა-ადრენობლოკატორების, მეთილდოფას, ნიტრატების, დიურეზული საშუალებების, პრაზოზინის ერთად დანიშვნისას ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი.

ენალაპრილი ამცირებს თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

ციმეტიდინი ახანგრძლივებს ორგანიზმიდან ენალაპრილის ელიმინაციას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების საჭიროების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, მადის დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის კანის გამონაყარი, მშრალი ხველა.

იშვიათად - ტაქიკარდია, მუცლის ტკივილი, დიარეა, პროტეინურია, ჰიპერკალიემია, ბილირუბინემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია, რომელიც პრეპარატის მიღებიდან 6 საათის შემდეგ ვლინდება, სტუპორი.

მკურნალობა: რეკომენდებულია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური ინფუზია, შესაძლებლობისას – ანგიოტენზინ II-ის ინფუზია. თუ პრეპარატი მცირე ხნის წინ იყო მიღებული საჭიროა ღებინების პროვოცირება. ენალაპრილი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

შემადგენლობა

ენალაპრილის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ენალაპრილის მალეატის 10 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სახამებლის ნატრიუმგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ბიკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი წარმოადგენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს.

ორგანიზმში პერორალურად მოხვედრილი ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც თრგუნავს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად, რითაც ხელს უშლის არტერიებისა და ვენების ვაზოკონსტრიქციას. ამცირებს მარჯვენა წინაგულსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და აქვს მკვეთრად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი. აფერხებს თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას.

ფარმაკოკინეტიკა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება მიღებული დოზის 60%. პლაზმაში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 სთ-ში, ვერ გადის ჰეპატო-ენცეფალურ ბარიერს, მაგრამ აღწევს პლაცენტაში. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ენალაპრილი

(ENALAPRIL)

შემადგენლობა

ენალაპრილის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ენალაპრილის მალეატის 10 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სახამებლის ნატრიუმგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ბიკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი წარმოადგენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს.

ორგანიზმში პერორალურად მოხვედრილი ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელიც თრგუნავს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად, რითაც ხელს უშლის არტერიებისა და ვენების ვაზოკონსტრიქციას. ამცირებს მარჯვენა წინაგულსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და აქვს მკვეთრად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი. აფერხებს თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას.

ფარმაკოკინეტიკა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება მიღებული დოზის 60%. პლაზმაში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 სთ-ში, ვერ გადის ჰეპატო-ენცეფალურ ბარიერს, მაგრამ აღწევს პლაცენტაში. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

ჩვენება

  • არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • დიაბეტური ნეფროპათიის ფონზე განვითარებული მეორადი ჰიპერტენზია.

უკუჩვენება

  • ენალაპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება;
  • პორფირია.

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.

ენალაპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალების მოხსნა, რათა არ მოხდეს არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება.

გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში შესაძლებელია ენალაპრილისა და საგულე გლიკოზიდების ან დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება. მაგრამ კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან კომპლექსურ თერაპიაში არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროება.

ენალაპრილის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების საჭიროების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია, რომელიც პრეპარატის მიღებიდან 6 საათის შემდეგ ვლინდება, სტუპორი.

მკურნალობა: რეკომენდებულია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური ინფუზია, შესაძლებლობისას – ანგიოტენზინ II-ის ინფუზია. თუ პრეპარატი მცირე ხნის წინ იყო მიღებული საჭიროა ღებინების პროვოცირება. ენალაპრილი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ენალაპრილისა და ბეტა-ადრენობლოკატორების, მეთილდოფას, ნიტრატების, დიურეზული საშუალებების, პრაზოზინის ერთად დანიშვნისას ძლიერდება ჰიპოტენზიური ეფექტი.

ენალაპრილი ამცირებს თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

ციმეტიდინი ახანგრძლივებს ორგანიზმიდან ენალაპრილის ელიმინაციას.

დოზირება და მიღების წესი

დოზის შერჩევა საჭიროა ინდივიდუალურად, ავადმყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით.

საშუალოდ დღიური დოზა შეადგენს 10-20 მგ-ს, გამონაკლის შემთხვევაში - 40 მგ-მდე დღეში (განაწილებული ერთ ან ორ მიღებაზე).

ჰიპერტონიის მსუბუქი ფორმის დროს ინიშნება 10 მგ დღეში ერთხელ, ყველა სხვა ფორმისას - 20 მგ დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზაა 20 მგ/დღეში. რენოვასკულარული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზაა 5 მგ/დღეში, შემანარჩუნებელი - 5-10 მგ ერთხელ დღეში.

გულის ქრონიკული უკმარისობოს დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს, შემანარჩუნებელი - 5-20 მგ-ს, განაწილებული ერთ ან ორ მიღებაზე.

დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულებში ნორმალური არტერიული წნევისას ინიშნება დღეში 5 მგ, ხოლო არტერიული ჰიპერტონიის შემთხვევაში - დღეში 15 მგ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, მადის დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის კანის გამონაყარი, მშრალი ხველა.

იშვიათად - ტაქიკარდია, მუცლის ტკივილი, დიარეა, პროტეინურია, ჰიპერკალიემია, ბილირუბინემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტი 10 მგ; 20 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა